- მოქმედი ნივთიერება
- _ (Rho (D) Immune Globulin (Human))
- ფორმა და შეფუთვა
- 300მკგ დოზა ი.მ. საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებული მზა შპრიცი №1
- მწარმოებელი
- Ortho-Clinical Diagnostics, Inc, აშშ
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- იმუნური შრატები და იმუნოგლობულინები, სპეციფიკური იმუნოგლობულინები
- ATC კოდი
- J06BB01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-024117
- რეგისტრირებულია
- 26 დეკემბერი 2017, მოქმედებს 26 დეკემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ნუგეში“
- GMP
- -
რჰოგამი — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
გამოიყენება მხოლოდ კუნთში ინექციის სახით, არ გამოიყენოთ RhoGAM Ultra-Filtered PLUS (RhoGAM) ან MICRhoGAM Ultra-Filtered PLUS (MICRhoGAM) ინტრავენურად. მშობიარობის შემდეგ გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ დედებში, არ გამოიყენოთ ახალშობილებში. შეიყვანეთ ამპულის(ების) რაოდენობა.
გამოიყენება ერთჯერადათ.(იხილეთ შენიშვნები და სიფრთხილის ზომები) RhoGAM ან MICRhoGAM სასურველია დედას გაუკეთდეს მშობიარობიდან არაუგვიანეს 72 საათის განმავლობაში ან რეზუს დადებითი ერითროციტების შესაძლო თუ დადასტურებული მოხვედრიდან არაუგვიანეს 72 საათის განმავლობაში.
72 საათის შემდეგ Rho (D) იმუნოგლობულინის ეფექტურობის შესახებ ინფორმაცია ძალიან მცირეა. ერთმა კვლევამ აჩვენა რომ Rho (D) იმუნოგლობულინმა შეძლო Rh იმუნიზაციის პროფილაქტიკა იმ პირების 50%_ ში , რომლებშიც რეზუს დადებითი სისხლის უჯრედების მოხვედრა მოხდა. გამოიყენეთ ყოველ 12 კვირაში ერთხელ პირველი ინექციის დაწყებიდან პასიურად მიღებული ანტი D-ის შესანარჩუნებლად. თუ ინექცია გაკეთდება მშობიარობამდე მიღებული დოზიდან 3 კვირის განმავლობაში, მშობიარობის შემდგომი დოზა შეგიძლიათ გამოტოვოთ, თუმცა დედობრივ- ემბრიონალური სისხლდენის ტესტი უნდა გაკეთდეს იმის დასადგენად მოხდა თუ არა 15 ml რაოდენობის ერითროციტების მოხვედრა.
- 1 სიმპტომები და რეკომენდირებული დოზები
სიმპტომები
სიმპტომები რეკომენდირებული დოზა
შენიშვნები
ორსულობი, მშობიარობის და სხვ. სამეანო მანიპულაციის დროს მშობიარობის შემდეგ თუ ახალშობილი რეზუსდადებითია გამოიყენეთ შემთხვევიდან 72 საათის განმავლობაში მშობიარობამდე:
პროფილაქტიკა
გესტაციის 26-28 კვირაზე
გამოიყენეთ შემთხვევიდან 72
საათის განმავლობაში რაც
შეიძლება გამოწვეული იყოს:
ამნიოცენტეზით, კორიონული ხაოს სინჯით (CVS),პერკუტანული ჭიპლარის სისხლის სინჯით(PUBS)
მეანური მანიპულაციით, მუცლის ტრავმით
ექტოპიური ორსულობით
ორსულობის შეწყვეტის საშიშროებით გესტაციია მე-12 კვირაზე.
RhoGAM
(300 მკგ)
(1500 ს.ე.)
RhoGAM-ის დამატებითი დოზა
არის მითითებული იმ
შემთხვევაში თუ მოხდა 15.0
მლ-ზე დიდი რაოდენობის
რეზუსდადებითი სისხლის
უჯრედების ინფილტრაცია. რომლის დადგენა ხდება
დედობრივ/ემბრიონალური
სისხლდენის ხარისხობრივ/რაოდენობრივი
ტესტების მეშვეობით. თუ მშობიარობამდე პროფილაქტიკა არის მინიშნებული,აუცილებელია
რომ დედამ მიიღოს მშობიარობის შემდგომი დოზა თუ ბავშვი რეზუსდადებითია.თუ RhoGAM გამოყენებულია ორსულობის 26-28 კვირამდე, აუცილებელია RhoGA-ის გამოყენება ყოველ 12 კვირაში.
ორსულობის შეწყვეტა ან
შესაძლო შეწყვეტა(ხელოვნური თუ თვითნებური) გესტაციის მე-12 კვირაზე ან შემდეგ.
MICRhoGAM
(50 მკგ)
(250 ს.ე.)
RhoGAM შეიძლება იქნას
გამოყენებული თუ MICRhoGAM
არ არის ხელმისაწვდომი
< 2.5 მლ
რეზუსდადებითი
ერითროციტები
MICRhoGAM
(50 მკგ)
(250 ს.ე.)
RhoGAM შეიძლება იქნას
გამოენებული თუ MICRhoGAM
არ არის ხელმისაწვდომი
- 5-15.0 მლ
რეზუსდადებითი
ერითროციტები
RhoGAM
(300 მკგ)
(1500 ს.ე.)
>15.0 მლ
რეზუსდადებითი
ერითროციტები
RhoGAM
(300 მკგ)
(1500 ს.ე.)
(მრავალჯერადი შპრიცები)
RhoGAM-ის დამატებითი დოზა ინიშნება იმ
შემთხვევაში თუ მოხდა 15.0
მლ-ზე დიდი რაოდენობის
რეზუ-სდადებითი სისხლის წითწლი
უჯრედების ინფილტრაცია.
RhoGAM -ის 20 µg ყოველ მლ -ში შეყავთ რეზუს -დადებითი სისხლის წითელი
უჯრედების ექსპოზიცისას.
მრავალჯერადი დოზა შეიძლება შეყვანილ იქნეს იმავე დროს ან გარკვეული ინტერვალებით , მთავარია სრული დოზის შეყვანა მოხდეს ექსპოზიციიs სამი დღის განმავლობაში
- 2 RhoGAM-ის მიღების წესი
ყოველი მზა ამპულა შეიცავს 300 მკგ (1500 ს.ე.) ადამიანის Rho(D) იმუნოგლობულინს, ეს არის სტანდარტული დოზა და არის განკუთვნილი ორსულობის მე-13 კვირაზე და შემდგომ გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ადგილი აქვს 15.0 მლ -ზე დიდი რაოდენობით რეზუსდადებითი ერითროციტების დედობრივ/ემბრიონალურ ჰემორაგიას.
- 3 MICRhoGAM-ის მიღების წესი
ყოველი მზა ამპულა შეიცავს 50 მკგ( 250 ს.ე.) ადამიანის Rho(D) იმუნოგლობულინს.
ამ დოზას შეუძლია ჩააშხოს იმუნური რეაქცია 2.5 მლ რეზუსდადებითი ერითროციტების მიმართ. MICRhoGAM მიღებული უნდა იქნას 72 საათის განმავლობში ორსულობის შეწყვეტის შემთხვევიდან გესტაციის მე-12 კვირამდე და ჩათვლით. მე-13 კვირაზე და შემდეგ RhoGAM უნდა იქნას გამოყენებული MICROhoGAM-ის ნაცვლად.
- 4 განმეორებითი დოზა
განმეორენითი დოზა საჭიროა იმ შემთხვევაში თუ დედობრივ/ემბრიონალური სისხლდენის რაოდენობა 15.0 მლ აჭარბებს, რაც შესაძლებელია მაგრამ ნაკლებად, ოსალოდნელი ორსულობის მესამე ტრიმესტრამდე და უფრო ხშირია მშობიარობის დროს. პაციენტების რომლებსაც შესაძლოა ქონდეთ ჰემორაგია ან აქვთ დადასტურებული ჰემორაგიის შემთხვევა უნდა ჩაუტარდეთ ტესტირება რაოდენობრივი და ხარისხობრივი მეთოდების მეშვეობით. გამოკვლევამ უჩვენა RhoGAM ეფექტურობა Rh იმუნიზაციის პროფილაქტიკისთვის როდესაც გამოყენებული დოზა იყო > 20 მკგ RhoGAM ყოველ მლ რეზუსდადებით ერითროციტებზე. მაგრამ კლინიკურ პრაქტიკაში გამოვლინდა რომ ლაბორატორიული მეთოდები რომელიც გამოიყენება რეზუსდადებითი ერითროციტების (დედობრივ/ებრიონალური ჰემორაგიის ან ტრანსფუზიის შემთხვევაში) რაოდენობის დასადგენად არ არის ზუსტი. აქედან გამომდინარე 20 მკგ-ზე მეტი RhoGAM ის გამოყენება არის რეკომენდირებული ყოველ მლ რეზუსდადებით ერითროციტებზე როდესაც დიდი მოცულობის დედობრივ/ემბრიონალური ჰემორაგისს ან ერითროციტების მოხვედრის ეჭვი არსებობს ან არის დადასტურებული . განმეორებითი დოზა შეიძლება გაკეთდეს ერთდროულად ან გარკვეული ინტერვალებით, მთავარია რომ მთლიანი დოზა მიღებული იქნას შემთხვევიდან 3 დღის განმავლობაში.
- 5 დოზების სიხშირე
ანტი D-ის საკმარისი რაოდენობის შესანარჩუნებლად RhoGAM მითებული უნდა იქნას ყოველ 12 კვირაში ერთჯერ. ინექციის ზუსტი დრო უნდა განისაზღვროს პირველი ინექციის გაკეთებიდან 12 კვირის შემდეგ. თუ მშობიარობა არ მოხდება 12 კვირის განმავლობაში სტანდარტული დოზის შემდეგ(26 ან 28 კვირაზე) მეორე დოზა არის რეკომენდირებული მშობიარობამდე თავის დაცვის მიზნით. თუ მშობიარობა მოხდება ბოლო დოზის მიღებიდან 3 კვირის განმავლობაში ,მშობიარობის შემდგომი დოზა შეიძლება იქნას გამოტოვებული მაგრამ უნდა ჩატარდეს დედობრივ/ემბრიონალური ჰემორაგიის ტესტი იმის დასადგენად მოხდა თუ არა 15.0 მლ რეზუსდადებითი ერითროციტების მოხვედრა.
- 6 გამოყენების მეთოდი
ინექცია შეიყვანეთ სტანდარტული პროტოკოლის მიხადვით.
შენიშვნა: კუნთის შიგნით ინექციის დროს თითები მოათავსეთ შპრიცის გვერდებზე რათა არ მოხდეს დაცვავი ფიქსაციის ნაადრევი აქტივირება. გადმოწიეთ დამცავი ფიქსაცია ნემსის თავზე. ინექციის შემდეგ თავისუფალი ხელით გადმოწიეთ დამცავი ფიქსაცია, რომლის დროსაც გაიგონებთ “წკაპუნს” რაც იმის მანიშნებელია რომ მოხდა სათანადო აქტივირება. შპრიცი გადააგდეთ ადგილობრივი რეგულაციების შსაბამისად.
3 დოზების სახეები და რაოდენობა
- RhoGAM® Ultra-Filtered PLUS - 300 მკგ (1500 ს.ე.)* – მზა შპრიცები
- MICRhoGAM® Ultra-Filtered PLUS – 50 მკგ (250 ს.ე.)* – მზა შპრიცები
- RhoGAM / MICRhoGAM -ანტი D შემცველობა გამოიხატება მკგ-ით ერთ დოზაზე ან
საერთაშორისო ერთეულით (ს.ე.) ერთ დოზაზე. 1 მკგ უდრის 5 ს.ე.
უკუჩვენებები
RhoGAM / MICRhoGAM ის გამოყენება არ არის რეკომენდირებული რეზუსდადებითი
პირებისთვის.
5 შენიშვნები და სიფრთხილისი ზომები
- 1 გაფღტხილება
არ გამოიყენოთ ინტრავენურად.
მშობიარობის შემდეგ გამოყენების შემთხვევაში, გამოიყენება მხოლოდ დედებისთვის.
არ გამოიყენება ახალშობილ ბავშვებში.
არსებობს ინფექციის გადატანის საშიშროება რადგან დამაზადებულია პლაზმისგან.
სიფრთხილით გამოიყენეთ იმ პაციენტებში ვისაც მწვავე ალერგიული რეაქცია აქვს ადამიანის იმუნოგლობულინის მიმართ.
შეიცავს მცირე რაოდენობით იმუნოგლობულინ A (IgA), შესაძლებელია მგრძნობელობის მომატება იმ პირებში ვისაც IgA უკმარობა აქვს.
რეზუს შეუთვსებელი სისხლი გადასხმის შემდეგ პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მეთვალყურეობის ქვეშ რათა არ განვითრდეს ჰემოლიტიური რეაქცია.
პრეპარატი ინახება 2-8 C, გაყინვა დაუშვებელია.
პრეპარატი გამოიყენეთ ფლაკონზე აღნიშნულ ვადამდე.
- 2 პლაზმისგან დამზადებული პროდუქტების გამოყენება
RhoGAM / MICRhoGAM დამზადებულია ადამიანის პლაზმისგან და ამიტომ არსებობს ინფექციური დაავადებების გადატანის რისკი, მაგ. ვირუსების. ამგვარი რისკისშემცირება შესაძლებელია პლაზმის დონორების ვირუსებზე შემოწმებით, პლაზმის შემოწმებით ვირუსული ინფექციების შემცველობაზე და პათოგენების მოშორებისა და ინაქტივაციის მეთოდებით დამზადების პროცესში. ყველა ეს ზომა მიიღება რომ პროდუქტი იყოს უსაფრთხო და არ მოხდეს პათოგენების გდატანა. მაგრამ მიუხედავად ამისა პოტენციური რისკი მაინც არსებობს და აგრეთვე გასათვალისწინებელია რომ ეს პროდუქტები შეიძლება შეიცავდენენ უცნობ ინფექციებს. თუ მკურნალ ექიმს ეჭვი აქვს რომ მოხდა ინფექციური დაავადების გადატანა ექიმმა უნდა შეატყობინოს Kedrion Melville Inc. at 1-855-3KDRION (1-855-353-7466), აშშ-ში ან იმ კომპანიას ვინც დისტრიბუციას უკეთებს პრეპარატს. ექიმებმა უნდა აუხსნან პაციენტებს პრეპარატის რისკები და დადებითი თვისებები.
- 3 ლაბორატორიული ტესტები
ანტი D-ის აღდგენა პლაზმაში ან შრატში RhoGAM ან Rh(D) იმუნოგლობულინის-ის სხვა პროდუქტების გამოყენების შემდეგ განსხვავდება სხვადასხვა პირებში. ანტი D-ის აღმოჩენა პაციენტის პლაზმაში დამოკიდებულია მგრძნობელობის სინჯზე და ნიმუშის აღების დროზე ინექციის შემდეგ. ჯერჯერობით არ არსებობს მოთხოვნები თუ სტანდარტები ანტი D-ის გასაზომად რომ განისაზღვროს RhoGAM დოზის ეფექტურობა და ადეკვატურობა. დედის შრატში ხელოვნურად მიღებული ანტი D-ის არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს ანტისხეულებზე ტესტის დადებითი პასუხი. ეს არ გამორიცხავს მშობიარობამდე და მშობიარობის მერე შემდგომ პროფილაქტიკას. თუ დედას Rh (D) იმუნოგლობულინი გაუკეთდა მშობიარობამდე, ბავშვში მშობიარობის შემდეგ შეიძლება პირდაპირი ანტიგლობულინის ტესტზე დადებითი პასუხი გამოვიდეს. დედობრივ/ემბრიონალურმა სისხლდენამ შეიძლება მცდარი სისხლის ჯგუფის დადგენა გამოიწვიოს. ორსულობის ბოლოს ან მშობიარობის შემდეგ რეზუსუარყოფით დედაში შეიძლება იყოს გარკვეული რაოდენობის ნაყოფის რეზუსდადებითი ერითროციტები. რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანტიგლობულინის ტესტის დადებითი პასუხი სუსტი D-ის გამო. ასეთ შემთხვევაში თუ არსებობს რაიმე ეჭვი რეზუსის ჯგუფთან დაკავშირებით RhoGAM ან MICRhoGAM უნდა იქნას გამოყენებული.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
იმუნოგლობულინმა შესაძლოა გამოიწვიოს ცოცხალი ვაქცინების ეფექტურობა შემცირება როგორიც არის ყბაყურა, წითელა და ჩუტყვავილა. ცოცხალი ვაქცინების გაკეთება უნდა მოხდეს იმუნოგლობულინის საბოლოო დოზიდან 12 კვირის შემეგ. თუ იმუნოგლობულინი იქნა მიღებული ცოცხალი ვაქცინის გაკათებიდან 14 დღის განმავლობაში, ამან შეიძლება იმოქმედოს ვაქცინის მიმართ პასუხზე. რადგან წითურის აცრას დიდი მნიშვნელობა აქვს რეპროდუქციული ასაკის ქალებში, მშობიარობის შემდგომ წითურის ან MMR (ჩუტყვავილა, ყბაყურა, წითელა) აცრა წითურისადმი მიდრეკილების ქალებში არ უნდა დაგვიანდეს იმუნოგლობულინის მიღების გამო ორსულობის მესამე ტრიმესტრში ან მშობიარობის დროს. ვაქცინირება უნდა მოხდეს მშობიარობის შემდეგ და ტესტირება უნდა ჩატარდეს 3 თვის შემდედ ან მერე რათა წითურის მიმართ იმუნიტეტი იქნას შემოწმებული.
8 გამოყენება მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებში
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის კატეგორია C ცხოველებში რეპროდუქციული გამოკვლევები არ ყოფილა ჩატარებული RhoGAM და MICRhoGAM-თან დაკავშირებით. მტკიცებულება რომელიც არსებობს უჩვენებს რომ Rho(D) იმუნოგლობულინი არ ავნებს ნაყოფს, და არ აზიანებს მიმღები ქალის შემდგომ ორსულობას და რეპროდუქციის შესაძლებლობას.
- 2 Rh სისხლის ჯგუფი
RhoGAM ან MICRhoGAM Rho(D) ადამიანის იმუნოგლობულინი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ რეზუსუარყოფით პაციენტებში დეზუსდადებითი ერითროციტების მოხვედრის ან შესაძლო მოხვედრის შემთხვევაში Rh იმუნიზაციის პროფილაქტიკისთვის.
გვერდითი მოვლენები
ყველაზე ხშირად შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ინექციის ადგილის შესიება, გაწითლება, გამაგრება ოდნავი ტკივილი.(6)
ისეთი სისტემური რეაქციები როგორიც არის გამონაყარი, კუნთების ტკივილი, სიცხის მომატება .ინექციის შემდეგ პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მეთვალყურეობის ქვეშ 20 წუთის განმავლობაში. ძალზედ იშვიათია მწვავე ალერგიული რეაქციის განვითარება.(6)
RhoGAM -ის სათანადო გაკეთების შემთხვევაში ანტი D ჩამოყალიბება იშვიათია.
გვერდითი მოვლენების შემთხვევაში დარეკეთ:
Kedrion Melville Inc. at 1-855-3KDRION (1-855-353-7466) აშშ-ში.
აშშ-ს გარეთ დაუკავშირდით დისტრიბუტორ კომპანიას.
გვერდითი მოვლენების შესახებ ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: MedWatch at 1-800- FDA-1088 ან ინტერნეტის მეშვეობით www.fda.gov/medwatch
სხვა პრეპარატებთან ურთერთქმედება
ამცირებს წითელას, ჩუტყვავილას და ყბაყურას ცოცხალი ვაქცინის ეფექტურობას. ცოცხალი ვაქცინის გაკეთება უნდა მოხდეს იმუნოგლობულინის საბოლოო დოზის შეყვანიდან 12 კვირის შემდეგ. თუ იმუნოგლობულინის შეყვანა მოხდა ვაქცინის გაკეთებიდან 14 დღის განმავლობაში, ვაქცინის ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს.(7)
მშობიარობის შემდეგ წითურა მიდრეკილ ქალებში წითურას ან MMR -ის ვაქცინის გაკეთება არ უნდა დაყოვნდეს იმის გამო რომ Rho(D) იმუნოგლობულინი იქნა გამოყენებული.(7)
გამოყენება მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებში
გამოიყენება რეზუსუარყოფით პაციენტებში რეზუსუარყოფითი სისხლის ერითროციტების მოხვედრის შემდეგ Rh იმუნიზაციის პრევენციისთვის.
იხილეთ 17 ინფორმაცია პაციენტების რჩევისთვის
შესწორებულია 2015 წ. ოქტომბერში
სრული მონაცემები: შინაარსი*
1 ნოზოლოგია და გამოყენების მეთოდი
- 1 ორსულობის, მშობიარობის და გინეკოლოგიური ჩარევის დროს.
- 2 რეზუს შეუთავსებელი სისხლის ან სისხლის პროდუქტების გადასხმის დროს
ჭარბი დოზა
განმეორებით გამოყენებამ ან დოზის გაზრდამ Rh რეზუსუარყოფით პირებში არ უნდა გამოიწვიოს უფრო მწვავე ან ხშირი რეაქცია ვიდრე სტანდარტული დოზის მიღებისას. პაციენტებმა რომლებმაც მიიღეს RhoGAM ან MICRhoGAM- რეზუს შეუთავსებელი ტრანსფუზიის შემთხვევაში უნდა იყვნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ჰემოლიტიური რეაქციის რისკის მართვის მიზნით.
- ფარამაკოლოგიური დახასიათება
RhoGAM და MICRhoGAM Rho (D) იმუნოგლობულინი არის სტერილური ხსნარი რომელიც შეიცავს იმუნოგლობულინ G(igG) ანტი-D(ანტი-Rh) Rh იმუნიზაციის პროფილაქტიკისთვის. დამზადებულია ადამიანის პლაზმისგან რომელიც შეიცავს ანტი-D-ის. RhoGAM -ის ერთი დოზა შეიცავს საკმარის ანტი-D-ის(300 მკგ ან 1500 ს.ე.) რომ გაანეტრალოს 15 მლ რაოდენობის რეზუსდადებითი ერითროციტები. RhoGAM-ის ერთი დოზა შეიცავს 50 მკგ ან 250 ს.ე. ანტი-D -ის რაც საკმარისია
- 5 მლ რეზუსდადებითი ერითროციტების გასანეტრალებლად. ანტი-D -ის დოზა განისაზღვრება RhoGAM-ის სტანდარტების მიხედვით რომელსაც ადგენს აშშ/მსოფლიო ჰანმრთელობის ორგანიზაცია/ევროპული ფარმაკოპოეიის სტანდარტული ანტი D იმუნოგლობულინი Rho(D) იმუნოგლობულინი CBER(Center for Biologics evalution and research)Lot4: NIBSC(National Institute for Biological Standards and Control) Lot 01/572(285 ს.ე.ამპულა). RhoGAM--ის დასამზადებელი პლაზმა არის მოპოვებული დონორების ცენტრში რომელსაც ფლობს და ამუშავებს KEDPlasma LLC. აშშ. ლიცენზიის No 1876. ხდება ყველა დონორის შემოწმება ისტორიისა და ლაბორატორიული ტესტების გამოყენებით რომ შემცირდეს სისხლში წარმოქმნილი პათოგენების გადაცემა ინფიცირებული დონორებისგან. ყოველი ჩაბარებული პლაზმის ტესტირება ხდება B ჰეპატიტის ანტიგენის(HBsAg), ჰეპატიტი C ანტისხეულების (HCV) და ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (HIV) შესამოწმებლად. პლაზმა აგრეთვე მოწმდება FDA -ის ლიცენზირებული ნუკლეინის მჟავური ტესტირებით (NAT) HCV და HIV-ისთვის და შედეგები უნდა იყოს უაროფითი.პლაზმა ასევე ტესტირებული არის საგამომძიებლო NAT -ით ჰეპატიტ B-ზე და შედეგი ასევე უნდა იყოს უაროფითი. თუმცა უარყოფითი შედეგის მნიშვნელობა არ არის ჯერჯერობიტ დადგენილი. პლაზმის ტესტირება ხდება NAT-ის პროცედურებით ჰეპატიტ A ვირუსზე და პარვოვირუს B19 (B19) მინიპულის ფორმატში. მხოლოდ ის პლაზმა რომელსაც ვირუსული შემოწმება აქვს გავლილი გამოიყენება დამზადებაში.B 19-ის პროცედურა ავლენს სამივე გენოტიპს ცნობილი ვირუსების იზოლირების საფუძველზე. B19 დნმ-ის ზღვარი საერთო დამზადებაში არ უნდა აღემატებოდეს 104 ს.ე. თითო მლ-ზე. პლაზმის დანაწილება ხდება ცივი ალკოჰოლის პროცედურით მოდიფიკაციით, რომელის მნიშვნელოვნად ამცირებს ვირუსის ტიტრებს. პლაზმის დანაწილების შემდეგ დაპატენტებული ვირუსული გაწმენდის ფილტრაცია და დაპატენტებული ვირუსული ინაქტივაცია ტარდება. ვირუსული ფილტრაცია აშორებს ვირუსებს ზომის მიხედვით გამორიცხვის მექანიზმის მეშვეობით. დონორების სელექციის პროცესი, დანაწილების პროცესი, ვირუსული ფილტრაცია და ვირუსული ინაქტივაცია ზრდიან პროდუქტის უსაფრთხოებას და ამცირებენ ვირუსების გადაცემის რისკს. არ აღნიშნულა შემთხვევა რომ Rho(D) იმუნოგლობულინს რომელიც გამოიყენება კუნთის შიგნით და დამზადებულია ცივი ალკოჰოლური დანაწილების მეთოდით გადაეტანოს ჰეპატიტი ან სხვა ინფექციური დაავადება. არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა RhoGAM ან MICRhoGAM-ის მიერ ინფექციური დაავადებების გადაცემი. პიკის ლაბორატორიულმა კვლევამ უჩვენა რომ RhoGAM / MICRhoGAM-ის დამზადების პროცესის ვირუსული მოცლის და ინაქტივაციის კუმულაციური უნარი არის შემდეგი:
HIV ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი
BVDV ხბოს ვირუსული ფაღარათის ვირუსი
PRV ღორის პარვოვირუსი
EMC ენცეფალომიოკარდიტის ვირუსი
WNV დასვლეთ ნილოსის ვირუსი
HAV ჰეპატიტ A-ის ვირუსი
ND არ არის დადგენილი
NA არ გამოიყენება
Rho (D) იმუნოგლობულინის უსაფრთხოება დამტკიცებული იქნა მდედრობითი სქესის სისხლის დონორებში ვირუსული მარკერების ნორმების ემპირიული გამოკვლევით.გამოკვლევამ აჩვენა რომ რეზუსუარყოფითი დონორების 55%-60%-ს ვინც მიიღეს Rho (D) იმუნოგლობულინი ორსულობის დროს აღენიშნებოდათ იგივე ვირუსული მარკერების ზომა რაც რეზუსდადებით ქალებს რომლებსაც არ ჰქონდათ მიღებული Rh (D) იმუნოგლობულინი.პროდუქტი შეიცავს 2.9 მლ ნატრიუმის ქლორიდს, 15მლ გლიცინს, მცირე რაოდენობის IgA, არ შეიცავს HSA-ს( ადამიანის ალბუმინის შრატი), ტიმეროსალს და სხვა პრეზერვატივებს, ასევე ლატექსს, RhoGAM Ultra-Filtered PLUS და MICRhoGAM Ultra-Filtered PLUS არის დამზადებული Ortho-Clinical Diagnostics, Inc. მიერ და განკუთვნილია Kedrion Melville Inc., 155 Duryea Road, Melville NY 11747 USA
12 კლინიკური ფარმაკოლოგია
- 1 მოქმედების მექანიზმი
RhoGAM და MICRhoGAM მოქმედებს რეზუსუარყოფითი პირების იმუნური სისტემის რეაქციის განეიტრალებით რეზუსდადებითი ერითრიციტების მიმართ. მოქმედების მექანიზმი არ არის ცნობილი. RhoGAM, MICRhoGAM და სხვა Rho(D) იმუნოგლობულინის პროდუქტები არ არის ეფექტური Rh იმუნიზაციის შედეგების შესაცვლელად.
- 2 მეანური გამოყენება
რეზუსუარყოფით პაციენტში შესაძლებელია წითელი სისხლის უჯრედების ინფილტრაცია რეზუსდადებითი ნაყოფისგან ნორმალური ორსულობის პროცესში, მეანური მანიპულაციის ან მუცლის ტრამვის შედეგად.
- 3 რეზუს შეუთავსებელი სისხლის გდასხმა შემდეგ გამოენებარეზუსუარყოფოთი პირს რომელსაც გადაესხა რეზუსდადებითი ერითროციტები, აქვ 80% შანსი ანტი-D წარმოსაქმნელად. თუმცა Rh იმუნიზაცია შესაძლებელია 1მლ რეზუსდადებითი ერითროციტების ინფილტრაციის შემთხვევაში. Rh იმუნიზაციის პროფილაქტიკა შესაძლებელია 20 მკგ RhoGAM ან MICRhoGAM საშუალებით თითო მლ რეზუსდადებითი ერითროციტებზე რეზუს შეუთავსებელი სისხლის გადასხმიდან 72 სათის განმავლობაში.
- 4 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ფარმაკოკინეტიკური გამოკვლევა ჩატარდა 16 რეზუსუაროფით პაციენტზე კუნთის შიგნით ერთი დოზა (368 მკგ ან 1840 ს.ე.) RhoGAM-ის შეყვანის შემდეგ. პლაზმისა და ანტი-D ზომები იქნა შესწავლილი 13 კვირის განმავლობაში დამტკიცებული ავტომატური რაოდენობრივი ჰემაგლუტინაციის მეთოდის მეშვეობით, რომლი მგრძნობელობა არისდაახლოებით 1 ნგ/მლ. შემდეგ ფარმაკოკინეტიკური საშუალო მაჩვენებლები მიღებული იქნა 13 კვირიანი კვლევის პირველი 10 კვირის განმავლობაში.
მაჩვენებელი საშუალო 1 დოზა ერთეული
პლაზმის მაქსიმალური კონცენტრაცია 54.0 13.0 ნგ/მლ
დრო მაქსიმალური კონცენტრაციიცთვის 4 დღეები
ნახვრადდაშლის ელიმინაცია 30.9 13.8 დღეები
დისტრიბუციის მოცულობა 7.3 1.5 ლიტრები
გაწმენდა 150.4 53.3 მლ/დღე
14 კლინიკური კვლევები
კვლევებმა უჩვენა რომ Rho(D) იმუნოგლობულინის გამოყენებას ორსულობის 28 კვირაზე ასევე მშობიარობიდან 72 საათის განმავლობაში შეუძლია Rh იმუნიზაციის შემცირება 0.1-0.2 % ით.კლინიკურმა კვლევებმა უჩვენა რომ MICRhoGAM-ის გამოყენება ორსულობის შეწყვეტის შემდეგ სამი საათის განმავლობაში 100%-ით ეფექტური იყო Rh იმუნიზაციის პროფილაქტიკისთვის. მრავალმა გამოკვლევამ დაადასტურა RhoGAM-უსაფრთხოება და ეფექტურობა მეანური და ტრანსფუზიის შემდეგ გამოყენებისას.ფრედა, გორმანმა და სხვ. შეისწავლეს RhoGAM-ის ეფექტურობა მშობიარობის შემდეგ რანდომიზირებული გამოკვლევაში 1967წ.საკონტროლო ჯგუფმა არ მიიღო იმუნოგლობულინის თერაპია მშობიარობის შემდეგ, გამოკვლევის ჯგუფმა კი მიიღო 300 მკგ RhoGAM მშობიარობიდან 72 საათის განმავლობაში.მშობიარობიდან 6 თვის შემდეგ Rh იმუნიზაციის შემთხვევა საკონტროლო ჯგუფში იყო 6.4%(32/499) და RhoGAM-ის ჯგუფში იყო 0.13%(1/781).
პოლაკმა და სხვ.ჩაატარეს ორი რანდომიზირებული,პლაცებო კვლევა ტრანსფუზიის შემდგომ სიტუაციაში რომლის დანიშნულება იყო RhoGAM-ის დოზის მნიშვნელობა. პირველ გამოკვლევაში178 (176 მამაკაცი, 2 ქალი)რეზუსუარყოფითმა მოხალისემ მიიღო რეზუსდადებითი ერითროციტების სხვადასხვა მოცულობა; 92-მა შემდეგ მიიღო RhoGAM. ერთმა დოზამ (1.1 მლ @ 267მკგ/მლ) გაანეიტრალა ანტი-D 15.1 მლ რეზუსდადებითი ერითროციტების ინექციის შედეგად. მეორე კვლევაში პოლაკმა გადაუსხა 500 მლ რეზუსდადებითი სისხლი 44 რეზუსუარყოფით მოხალისე მამაკაცს. 22-მა მიიღო 20 მკგ RhoGAM-ი 1 მლ რეზუსდადებიტ ერითროციტებზე და 22 -ს საერთოდ არ მიუღია RhoGAM-ი.არც ერთ სუბუექტს რომელმაც RhoGAM მიიღო გამოავლინა ანტი-D. 18/22 საკონტროლო ჯგუფში გამოავლინა ანტი-D(p<0.0001). კლინიკური კვლევები ჩატარებული იქნა MICRhoGAM-ის და დაბალი პროტეინის(5%) წარმოების ეფექტურობის საჩვენებლად.MICRhoGAM გამოკვლევაში, 81 რეზუსუარყოფითმა მოხალისე მამაკაცმა მიიღო 2.5 მლ რეზუსდადებითი ერითროციტების პირველადი ინექცია და განმეორებითი ინექცია(0.1მლ) 26 კვირის თავზე; 40 სუბიექტმა მიიღო MICRhoGAM-ის ინექცია სისხლის უჯრედების პირველი
ინექციის შემდეგ.არც ერთმა სუბიექტა ვინც MICRhoGAM მიიღო არ გამოავლინა ანტი-D, არც წითელი უჯრედების ინექციამდე და არც შემდეგ.მსგავსი კვლევა ჩატარებული იქნა 1985 წ. RhoGAM-ის დაბალი პროტეინის წარმოებით. არც ერთმა 30 რეზუსუარყოფითმა მოხალისე მამაკაცმა რომელმაც მიიღო RhoGAM 15 მლ რეზუსდადებითი ერითროციტების ინექციის შემდეგგამოავლინა ანტი-D.
15 ლიტერატურა
1 Samson D, Mollison PL. Effect on primary Rh immunization of delayed administration of anti-Rh. Immunol 1975;28:349-57.
2 Garratty G, ed. Hemolytic disease of the newborn. Arlington, VA: American Association of Blood Banks, 1984:78.
3 Urbaniak SJ. Statement from the Consensus Conference on Anti-D Prophylaxis, The Royal College of Physicians of Edinburgh & The Royal College of Obstetricians and Gynaecologists, UK. Vox Sang 1998;74:127-28.
4 Pollack W, Ascari WQ, Crispen JF, O’Connor RR, Ho TY. Studies on Rh prophylaxis.
II. Rh immune prophylaxis after transfusion with Rh-positive blood. Transfusion 1971;11:340-44.
5 Bayliss KM, Kueck DB, Johnson ST, Fueger JT, McFadden PW, Mikulski D, Gottschall JL. Detecting fetomaternal hemorrhage: a comparison of five methods. Transfusion 1991;31:303-7.
6 Kumpel BM. Quantification of anti-D and fetomaternal hemorrhage by flow cytometry (editorial). Transfusion 2000;40:6-9.
7 AABB Technical Manual. 15th ed. Bethesda, Maryland: AABB, 2005.
8 Gunson HH, Bowell PJ, Kirkwood TBL. Collaborative study to recalibrate the International Reference Preparation of anti-D immunoglobulin. J Clin Pathol 1980;33:249-53.
9 ACOG practice bulletin. Prevention of Rh D alloimmunization. Number 4, May
1999 (replaces educational bulletin Number 147, October 1990). Clinical management guidelines for obstetrician-gynecologists. American College of Obstetrics and Gynecology. Int J Gynaecol Obstet. 1999; 66(1):63-70.
10 Data on file at Kedrion Melville Inc.
11Cunningham-Rundles C, Zhuo Z, Mankarious S, Courter S. Long-term use of IgA- depleted intravenous immunoglobulin in immunodeficient subjects with anti-IgA antibodies. J Clin Immunol 1993;13:272-78.
12 Centers for Disease Control and Prevention. General recommendations on immunization: recommendations of the Advisory Committee on Immunization Practices and the American Academy of Family Physicians. MMWR 2002;51 (No. RR-2):6-7.
13 Zipursky A, Israels LG. The pathogenesis and prevention of Rh immunization. Can Med Assoc J 1967;97:1245-56.
14 Thornton JG, Page C, Foote G, Arthur GR, Tovey LAD, Scott JS. Efficacy and long term effects of antenatal prophylaxis with anti-D immunoglobulin. Brit Med J 1989;298:1671-73.
15 Pollack W, Ascari WQ, Kochesky RJ, O’Connor RR, Ho TY, Tripodi D. Studies on Rh prophylaxis. I. Relationship between doses of anti-Rh and size of antigenic stimulus. Transfusion 1971;11:333-39.
16 Thorpe SJ, Sands D, Fox B, Behr-Gross ME, Schaffner G, Yu MW. A global standard for anti-D immunoglobulin: international collaborative study to evaluate a candidate preparation. Vox Sang 2003;85:313-21.
17 Phillips MW, DiLeo AJ. A Validatible Porosimetric Technique for verifying the integrity of virus-retentive membranes. Biologicals 1996;24:243-53.
18 Horowitz B, Wiebe ME, Lippin A, Stryker MH. Inactivation of viruses in labile blood derivatives. I. Disruption of lipid-enveloped viruses by tri (n-butyl) phosphate detergent combinations. Transfusion 1985; 25(6):516-22.
19 Tabor E. The epidemiology of virus transmission by plasma derivatives: clinical studies verifying the lack of transmission of hepatitis B and C viruses and HIV type 1. Transfusion 1999;39:1160-68.
20 Van Holten RW, Ciavarella D, Oulundsen G, Harmon F, Riester S. Incorporation of an additional viral-clearance step into a human immunoglobulin manufacturing process. Vox Sang 2002;83:227-33.
21 Watanabe KK, Busch MP, Schreiber GB, Zuck TF. Evaluation of the safety of Rh Immunoglobulin by monitoring viral markers among Rh-negative female blood donors. Vox Sang 2000;8:1-6.
22 Crispen J. Immunosuppression of small quantities of Rh-positive blood with MICRhoGAM in Rh-negative male volunteers. In: Proceedings of a symposium on Rh antibody mediated immunosuppression. Raritan, NJ:
Ortho Research Institute of Medical Sciences, 1975:51-54.
23 Bowman JM, Chown B, Lewis M, Pollock JM. Rh isoimmunization during pregnancy: antenatal prophylaxis. Can Med Assoc J 1978;118:623-27.
24 Bowman JM, Pollock JM. Antenatal prophylaxis of Rh isoimmunization: 28-weeks’ gestation service program. Can Med Assoc J 1978;118:627-30.
25 Stewart FH, Burnhill MS, Bozorgi N. Reduced dose of Rh immunoglobulin following first trimester pregnancy termination. Obstet Gynecol 1978;51:318-22.
26 Pollack W, Gorman JG, Freda VJ, Ascari WQ, Allen AE, Baker WJ. Results of clinical trials of RhoGAM in women. Transfusion 1968;8:151-53.
27 Freda VJ, Gorman JG, Pollack W, Bowe E. Prevention of Rh hemolytic disease –ten years’ clinical experience with Rh immune globulin. New Engl J Med 1975; 292:1014-16.
- პრეპარატის გაცემა/ შენახვა/ვარგისიანობა
- 1 RhoGAM Ultra-Filtered PLUS:
1 ინექცია,ხსნარი(შპრიცი) ერთ ფლაკონში
NDC(National Drug Code)-0562-7805-00
- 2 RhoGAM Ultra-Filtered PLUS პაკეტის ზომა:
RhoGAm -ის 1 მზა შპრიცი (პროდუქტის კოდი 780501) NDC 0562-7805-01
1 ჩანართი 1 კონტროლის ფორმა 1 პაციენტის იდენტიფიკაციის ბარათი
RhoGAM -ის 5 მზა შპრიცი(პროდუქტის კოდი 780505) NDC 0562-7805-05
1 ჩანართი 1 კონტროლის ფორმა 1 პაციენტის იდენტიფიკაციის ბარათი
RhoGAm-ის 25 მზა შპრიცი(პროდუქტის კოდი 780525) NDC 0562-7805-25
25 ჩანართი, 25 კონტროლის ფორმა, 25 პაციენტის იდენტიფიკაციის ბარათი
- 3 MICRhoGAM Ultra-Filtered PLUS:
1 ინექცია, ხსნარი(შპრიცი) ერთ ფლაკონში
NDC 0562-7806-00
- 4 MICRhoGAM Ultra-Filtered PLUS პაკეტის ზომა:
MICRhoGAm-ის 1 მზა შპრიცი(პროდუქტის კოდი 780601)NDC 0562-7806-01
1 ჩანამატი 1 კონტროლის ფორმა 1 პაციენტის იდენტიფიკაციის ბარათი
MICRhoGAM-ის 5 მზა შპრიცი( პროდუქტის კოდი 780605) NDC 0562-7806-05
5 ჩანამატი 5 კონტროლის ფორმა 5 პაციენტის იდენტიფიკაციის ბარათი
MICRhoGAM-ის 25 მზა შპრიცი(პროდუქტის კოდი 780625) NDC 0562-7806-25
25 ჩანამატი 25 კონტროლის ფორმა 25 პაციენტის იდენტიფიკაციის ბარათი
შეინახეთ 2-8 C, გაყინვა დაუშვებელია,გამოიყენეთ ფლაკონზე აღნიშნულ ვადამდე.
17 ინფორმაცია პაციენტებისათვის
სხვა ყველა იმუნოგლობულინის პრეპარატების მსგავსად, ექიმმა უნდა განიხილოს პაციენტთან პრეპარატის მიღებისუარყოფითი და დადებითი ასპექტები.
RhoGAM ან MICRhoGAM გამოყენების დროს ს ყველაზე ხშირია ინექციის ადგილის შესიება, გაწითლება, გამაგრება ოდნავი ტკივილი.ისეთი სისტემური რეაქციები როგორიც არის გამონაყარი, კუნთების ტკივილი, სიცხის მომატება იშვიათია.ინექციის შემდეგ პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მეთვალყურეობის ქვეშ 20 წუთის განმავლობაში.
ძალზედ იშვიათია მწვავე ალერგიული რეაქციის განვითარება. შესაძლებელია ისეთი სიმპტომების განვითარება როგორიც არის ურტიკარია, სუნთქვის გახშრება, დაბალი წნევა. სიკვდილიანობა ან აფიქსიალური რეაქციის შედეგად RhoGAM ან MICRhoGAM გამოყენებისას არ ყოფილა აღნიშნული.
საბოლოო შეჯამება
ცვლილება შეტანილია ყველა ეგზემპლარში Kedrion Melville Inc., და Kedrion Biopharma Inc., - თან
Kedrion Group - თან და KEDPlasma LLC., აშშ ლიცენზიის No 1876, პარაგრაფი 11 აღწერილობა.
აშშ ლიცენზია 1906
Kedrion Biopharma Inc., 155 Duryea Road, Melville NY 11747 აშშ
იწარმოება Kedrion Biopharma Inc -ისთვის Ortho-Clinical Diagnostics, Inc -ის მიერ
©Kedrion Biopharma Inc. 2015
Printed in აშშ
Made by methods of
U.S. Pat. 6,096,872 შესწორებულია 2015 წ. ოქტომბერში
U.S. Pat. 7,655,233 631203021
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
Rho (D) იმუნოგლობულინი (ადამიანის)
RhoGAM® და MICRhoGAM®
Ultra-Filtered PLUS
ეს 3 ნაწილიანი ფორმა მოიცავს:
გამოყენების წესს
პაციენტის კონტროლის ფორმას
პაციენტის საიდენტიფიკაციო კარტა
აშშ ლიცენზია 1906
Kedrion Biopharma Inc., 155 Duryea Road, Melville NY 11747 აშშ
იწარმოება Kedrion Biopharma Inc -ისთვის Ortho-Clinical Diagnostics, Inc -ის მიერ
631203021
RhoGAM -ის ან MICRhoGAM -ის ინექციის თარიღი
(შეყვანილი პროდუქტის ციკლი)
სერიის No. ვადა
შეყვანილ იქნა: ორსულობის შეწყვეტის დროს
ორსულობის დროს
მშობიარობის შემდეგ
მკურნალი ექიმი
ექიმის ნომერი
პაციენტის საიდენტიფიკაციო კარტა
სახელი _____________________________________________________________________________
გვარი ______________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
მე რეზუს უარყოფითიანი (Rh) ვარ: მე მივიღე RhoGAM® -ის ან MICRhoGAM® -ის Rho (D) იმუნოგლობულინი (ადამიანის) Ultra-Filtered PLUS დამცავი ინექცია.
მნიშვნელოვანი: ანტი-Rh ანტისხეული (იგივე რაც ანტი-D) ინექციის შემდგომ რამდენიმე კვირის განმავლობაში იქნება ჩემს სისხლში და ლაბორატორიული ანალიზით შეიძლება შესაძლებელი იყოს მისი აღმოჩენა. პასიური ანტი-Rh ანტისხეულის არსებობა არ მიკრძალავს, რომ მივიღო RhoGAM® -ის ან MICRhoGAM® -ის დამატებითი ინექციები, როგორც ეს ნაჩვენებია და ჩემი ექიმის მიერ არის დანიშნული.
©Kedrion Biopharma Inc. 2015
- ინსტრუქცია პაციენტისთვისორიგინალი რეესტრიდან · .docx · 19 კბ
- ინსტრუქცია პაციენტისთვისორიგინალი რეესტრიდან · .docx · 23 კბ
- ინსტრუქცია პაციენტისთვისორიგინალი რეესტრიდან · .docx · 23 კბ
- სამედიცინო ინსტრუქციაორიგინალი რეესტრიდან · .docx · 117 კბ
- სამედიცინო ინსტრუქციაორიგინალი რეესტრიდან · .docx · 117 კბ
- ინსტრუქცია პაციენტისთვისორიგინალი რეესტრიდან · .docx · 19 კბ
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.






