როქსეტი ნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობების სიმპტომური მკურნალობისთვის: - ვენური უკმარისობა; - ვენების ვარიკოზული გაგნიერება და პრევარიკოზული სინდრომი; - ზედაპირული თრომბოფლებიტი, ფლებიტი და პოსტთრომბოფლებიტის სინდრომი; - კუნთების სპაზმები; - ბუასილი (კომპლექსური მკურნალობის შემადგენლობაში).
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტროქსერუტინი (troxerutin)
- ფორმა და შეფუთვა
- 2% (20მგ/გ) 40გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S, თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვაზოპროტექტორები, ბიოფლავონოიდები
- ATC კოდი
- C05CA04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039941
- რეგისტრირებულია
- 11 იანვარი 2024, მოქმედებს 11 იანვარი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
როქსეტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
როქსეტი ნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობების სიმპტომური მკურნალობისთვის:
- ვენური უკმარისობა;
- ვენების ვარიკოზული გაგნიერება და პრევარიკოზული სინდრომი;
- ზედაპირული თრომბოფლებიტი, ფლებიტი და პოსტთრომბოფლებიტის სინდრომი;
- კუნთების სპაზმები;
- ბუასილი (კომპლექსური მკურნალობის შემადგენლობაში).
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი გამოიყენება 2-ჯერ დღე-ღამეში (დილას და საღამოს).
მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია ტროქსერუტინის კაფსულირებული ფორმით ერთდროული მკურნალობა.
გამოყენების წესი
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის.
გელი უნდა წაისვათ და შეიზილოთ მსუბუქი მოძრაობებით, სანამ სრულად არ შეიწოვება.
საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება პრეპარატის გამოყენება ელასტიური ან ოკლუზიური სახვევების ქვეშ.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები უფრო ხშირია კანის და/ან ალერგიული დაავადებების მქონე პაციენტებში.
პრეპარატი არ გამოიყენება ლორწოვან გარსებზე, ღია ჭრილობებზე, თვალებზე და კანის ანთებით უბნებზე.
დამხმარე ნივთიერებები
როქსეტი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს (1 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდი გელის 1 გ-ში), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. ძუძუთი კვების დროს არ შეიძლება პრეპარატის წასმა სარძევე ჯირკვალზე, ვინაიდან ბენზალკონიუმის ქლორიდი დედის რძით შეიძლება გადავიდეს ბავშვის ორგანიზმში.
მიიჩნევა, რომ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ იქნება დაკავშირებული ბენზალკონიუმის ქლორიდის უარყოფით ზემოქმედებასთან ქალის ორგანიზმზე, ვინაიდან ბენზალკონიუმის ქლორიდი, კანზე გამოყენებისას, მცირე რაოდენობით აღწევს სისტემურ სისხლის ნაკადში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
არ არსებობს მონაცემები კლინიკურად მნიშვნელოვანი წამალთშორისი ურთიერთქმედების შესახებ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის დროს გელის ადგილობრივად გამოყენებისას ნაყოფსა და ახალშობილში არასასურველი რეაქციები არ დაფიქსირებულა. არ არსებობს მონაცემები პრეპარატის უარყოფითი ეფექტების შესახებ ლაქტაციის პერიოდში გამოყენებისას.
პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის ქალებისთვის ორსულობის პირველ ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატი გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA სისტემის ორგანოთა კლასების მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები (კლინიკური კვლევებით მიღებული მონაცემების მიხედვით) განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით).
ზოგადი დარღვევები და დარღვევები ინექციის ადგილზე: ძალიან იშვიათად - კანის რეაქციები ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანთება, ქავილი, გამონაყარი კანზე), რომლებიც სწრაფად ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
საეჭვო არასასურველი რეაქციების შეტყობინება
საეჭვო არასასურველი რეაქციების შეტყობინება პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტში გამოვლინდა პრეპარატის მიმართ სერიოზული არასასურველი რეაქცია ან განვითარდა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, აცნობოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის დოზის გადაჭარბების შესახებ კანზე ადგილობრივი გამოყენებისას.
პრეპარატის დიდი რაოდენობით შემთხვევით შიგნით მიღების შემთხვევაში, მიიღება ზოგადი ზომები პრეპარატის ორგანიზმიდან გამოდევნის მიზნით (მაგალითად, ღებინების გამომწვევი საშუალებების გამოყენება) და ტარდება სიმპტომური მკურნალობა. აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს პერიტონეალური დიალიზი.
შემადგენლობა
გელის 1 გ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ტროქსერუტინი 20 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, კარბომერი 980, ტროლამინი, გასუფთავებული წყალი.
სამკურნალო ფორმა
გელი გარეგანი გამოყენებისთვის 2%.
აღწერა: გამჭვირვალე ყვითელი ფერის გელი.
შენახვის პირობები
3 წელი წარმოების დღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები შენახვისას
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვის სახეობა და შიგთავსი
გელი გარეგანი გამოყენებისათვის, 40 გ ალუმინის ტუბში, დახურული მემბრანით და ხრახნიანი პლასტმასის თავსახურით.
1 ტუბი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა სამუშაოებისას
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წარმოებული
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.-ს მიერ“, თურქეთი
(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. N50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)
"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", თურქეთი
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
ფარმაკოლოგიური თვისებები
გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი პრეპარატები. ანგიოპროტექტორები. კაპილარების მასტაბილიზებელი საშუალებები. ბიოფლავონოიდები.
ათქ კოდი: C05CA04.
ტროქსერუტინი (ტრიჰიდროქსიეთილრუტინოზიდი) არის ბიოფლავონოიდი, რომელსაც აქვს ვაზოპროტექტორული თვისებები. ტროქსერუტინი ამცირებს კაპილარების მომატებულ გამტარიანობას და აქვს ვენოტონური მოქმედება. ტროქსერუტინი ანეიტრალებს ჰისტამინის, ბრადიკინინის და აცეტილქოლინის სისხლძარღვების გამაფართოებელ ეფექტებს. ტროქსერუტინს აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ვენების მიმიდებარე ქსოვილებზე, ამაგრებს კაპილარების კედლებს და აქვს ანტიაგრეგაციული მოქმედება. ტროქსერუტინი ამცირებს შეშუპებას და აუმჯობესებს ქსოვილის ტროფიზმს ვენების უკმარისობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პათოლოგიური პროცესების დროს. ზემოაღნიშნული თვისებების გამო, პრეპარატს აქვს გამოხატული ვენოტონური, კაპილაროტონული, ანტიექსუდაციური და ჰემოსტატიკური ეფექტები.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
პრეპარატის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ აქტიური კომპონენტი ადვილად გამოიყოფა წყალში ხსნადი გელის ფუძიდან და აღწევს დერმისში დაახლოებით 30 წუთის შემდეგ, ხოლო კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში რამდენიმე საათის შემდეგ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
როქსეტი
სამკურნალო პრეპარატის დასახელება
როქსეტი, Roxet
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ტროქსერუტინი, Troxerutin
შემადგენლობა
გელის 1 გ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ტროქსერუტინი 20 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, კარბომერი 980, ტროლამინი, გასუფთავებული წყალი.
სამკურნალო ფორმა
გელი გარეგანი გამოყენებისთვის 2%.
აღწერა: გამჭვირვალე ყვითელი ფერის გელი.
გამოყენების ჩვენებები
როქსეტი ნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობების სიმპტომური მკურნალობისთვის:
- ვენური უკმარისობა;
- ვენების ვარიკოზული გაგნიერება და პრევარიკოზული სინდრომი;
- ზედაპირული თრომბოფლებიტი, ფლებიტი და პოსტთრომბოფლებიტის სინდრომი;
- კუნთების სპაზმები;
- ბუასილი (კომპლექსური მკურნალობის შემადგენლობაში).
გამოყენების წესი და დოზები
დოზირება
პრეპარატი გამოიყენება 2-ჯერ დღე-ღამეში (დილას და საღამოს).
მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია ტროქსერუტინის კაფსულირებული ფორმით ერთდროული მკურნალობა.
გამოყენების წესი
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის.
გელი უნდა წაისვათ და შეიზილოთ მსუბუქი მოძრაობებით, სანამ სრულად არ შეიწოვება.
საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება პრეპარატის გამოყენება ელასტიური ან ოკლუზიური სახვევების ქვეშ.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები უფრო ხშირია კანის და/ან ალერგიული დაავადებების მქონე პაციენტებში.
პრეპარატი არ გამოიყენება ლორწოვან გარსებზე, ღია ჭრილობებზე, თვალებზე და კანის ანთებით უბნებზე.
დამხმარე ნივთიერებები
როქსეტი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს (1 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდი გელის 1 გ-ში), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. ძუძუთი კვების დროს არ შეიძლება პრეპარატის წასმა სარძევე ჯირკვალზე, ვინაიდან ბენზალკონიუმის ქლორიდი დედის რძით შეიძლება გადავიდეს ბავშვის ორგანიზმში.
მიიჩნევა, რომ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ იქნება დაკავშირებული ბენზალკონიუმის ქლორიდის უარყოფით ზემოქმედებასთან ქალის ორგანიზმზე, ვინაიდან ბენზალკონიუმის ქლორიდი, კანზე გამოყენებისას, მცირე რაოდენობით აღწევს სისტემურ სისხლის ნაკადში.
შეუთავსებლობა
არ შეესაბამება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
არ არსებობს მონაცემები კლინიკურად მნიშვნელოვანი წამალთშორისი ურთიერთქმედების შესახებ.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს გელის ადგილობრივად გამოყენებისას ნაყოფსა და ახალშობილში არასასურველი რეაქციები არ დაფიქსირებულა. არ არსებობს მონაცემები პრეპარატის უარყოფითი ეფექტების შესახებ ლაქტაციის პერიოდში გამოყენებისას.
პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის ქალებისთვის ორსულობის პირველ ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
არასასურველი რეაქციები
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA სისტემის ორგანოთა კლასების მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები (კლინიკური კვლევებით მიღებული მონაცემების მიხედვით) განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით).
ზოგადი დარღვევები და დარღვევები ინექციის ადგილზე: ძალიან იშვიათად - კანის რეაქციები ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანთება, ქავილი, გამონაყარი კანზე), რომლებიც სწრაფად ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
საეჭვო არასასურველი რეაქციების შეტყობინება
საეჭვო არასასურველი რეაქციების შეტყობინება პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტში გამოვლინდა პრეპარატის მიმართ სერიოზული არასასურველი რეაქცია ან განვითარდა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, აცნობოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
დოზის გადაჭარბება
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის დოზის გადაჭარბების შესახებ კანზე ადგილობრივი გამოყენებისას.
პრეპარატის დიდი რაოდენობით შემთხვევით შიგნით მიღების შემთხვევაში, მიიღება ზოგადი ზომები პრეპარატის ორგანიზმიდან გამოდევნის მიზნით (მაგალითად, ღებინების გამომწვევი საშუალებების გამოყენება) და ტარდება სიმპტომური მკურნალობა. აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს პერიტონეალური დიალიზი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი პრეპარატები. ანგიოპროტექტორები. კაპილარების მასტაბილიზებელი საშუალებები. ბიოფლავონოიდები.
ათქ კოდი: C05CA04.
ტროქსერუტინი (ტრიჰიდროქსიეთილრუტინოზიდი) არის ბიოფლავონოიდი, რომელსაც აქვს ვაზოპროტექტორული თვისებები. ტროქსერუტინი ამცირებს კაპილარების მომატებულ გამტარიანობას და აქვს ვენოტონური მოქმედება. ტროქსერუტინი ანეიტრალებს ჰისტამინის, ბრადიკინინის და აცეტილქოლინის სისხლძარღვების გამაფართოებელ ეფექტებს. ტროქსერუტინს აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ვენების მიმიდებარე ქსოვილებზე, ამაგრებს კაპილარების კედლებს და აქვს ანტიაგრეგაციული მოქმედება. ტროქსერუტინი ამცირებს შეშუპებას და აუმჯობესებს ქსოვილის ტროფიზმს ვენების უკმარისობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პათოლოგიური პროცესების დროს. ზემოაღნიშნული თვისებების გამო, პრეპარატს აქვს გამოხატული ვენოტონური, კაპილაროტონული, ანტიექსუდაციური და ჰემოსტატიკური ეფექტები.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
პრეპარატის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ აქტიური კომპონენტი ადვილად გამოიყოფა წყალში ხსნადი გელის ფუძიდან და აღწევს დერმისში დაახლოებით 30 წუთის შემდეგ, ხოლო კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში რამდენიმე საათის შემდეგ.
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების დღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები შენახვისას
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვის სახეობა და შიგთავსი
გელი გარეგანი გამოყენებისათვის, 40 გ ალუმინის ტუბში, დახურული მემბრანით და ხრახნიანი პლასტმასის თავსახურით.
1 ტუბი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა სამუშაოებისას
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წარმოებული
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.-ს მიერ“, თურქეთი
(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. N50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)
"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", თურქეთი
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


