პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები

როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. 10მგ/მლ საინექციო ხსნარი

Ropivacaina Cloridrato Bioindustria L.I.M. 10mg/ml soluzione iniettabile

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადიტალია
რისთვის გამოიყენება

როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს როპივაკაინის ჰიდროქლორიდს, რომელიც მიეკუთვნება ეგრეთ წოდებული ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების პრეპარატების ჯგუფს და გამოიყენება სხეულის ნებისმიერი ნაწილის დესენსიტიზაციისათვის. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
როპივაკაინის (ropivacaine)
ფორმა და შეფუთვა
10მგ/მლ 10მლ ეპიდურულად და პერინერვულად შესაყვანი საინექციო ხსნარი ამპულა №10
მწარმოებელი
Bioindustria Laboratorio Italiano Medicinali S.p.A., იტალია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები, ამიდები
ATC კოდი
N01BB09
რეგისტრაციის ნომერი
რ-043627
რეგისტრირებულია
17 ივლისი 2025, მოქმედებს 17 ივლისი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ნიუფარმ ჯორჯია“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაროპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. 10მგ/მლ საინექციო ხსნარი და სხვა წამალი ერთად

როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. 10მგ/მლ საინექციო ხსნარი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს როპივაკაინის ჰიდროქლორიდს, რომელიც მიეკუთვნება ეგრეთ წოდებული ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების პრეპარატების ჯგუფს და გამოიყენება სხეულის ნებისმიერი ნაწილის დესენსიტიზაციისათვის. გამოყენების მეთოდის მიხედვით, იგი შეყავთ ინფუზიის ან ინექციის გზით.

როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. 7.5 მგ/მლ და 10 მგ/მლ გამოიყენება მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ქირურგიული ოპერაციების დროს სხეულის ნაწილებში მგრძნობელობის შესამცირებლად (საანესთეზიოდ). ის გამოიყეება ტკივილის დაწყების პრევენციისათვის ან ტკივილის შესამსუბუქებლად. მისი გამოყენება შეიძლება:

ქირურგიული ოპერაციის დროს, საკეისრო კვეთის ჩათვლით, სხეულის გარკვეული ნაწილის ანესთეზიისათვის;

მშობიარობის დროს, ოპერაციის ან უბედური შემთხვევის შემდეგ ტკივილის შესამსუბუქებლად.

როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. 2 მგ/მლ გამოიყენება მოზრდილებსა და ყველა ასაკის ბავშვში მწვავე ტკივილის მკურნალობის მიზნით, ის ხდის სხეულის კონკრეტულ ნაწილებში არა მგრძნობიარეს (ანესთეზია). მაგალითად, ქირურგიული ოპერაციის შემდეგ.

მიღების წესი და დოზირება

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემულია დოზები ყველაზე ხშირად გამოყენებული ბლოკადებისათვის. გამოიყენება ეფექტური ბლოკადის მისაღებად საჭირო მინიმალური დოზა. დოზის შერჩევისას მნიშვნელოვანია ექიმი-კონსულტანტების გამოცდილება და პაციენტის ფიზიკური მდგომარეობის ცოდნა.

კონც.

მგ/მლ

მოცულობა

მლ

დოზა

მგ

დაწყება

წთ

ხანგრძლივობა

სთ.

ქირურგიული ანესთეზია

წელის არეში ეპიდურული შეყვანა

ქირურგიული ოპერაცია

  • 5
  • 0

15-25

15-20

113-188

150-200

10-20

10-20

3-5

4-6

საკეისრო კვეთა

  • 5

15-20

113-1501)

10-20

3-5

გულ-მკერდის არეში ეპიდურული შეყვანა

ბლოკადა პოსტოპერაციული ტკივილის მოსახსნელად

  • 5

5-15

(ინექციის დონის მიხედვით)

38-113

10-20

n/a2)

მთავარი ნერვის ბლოკადა*

ბრაქიალური წნულის ბლოკადა

  • 5

30-40

225-3003)

10-25

6-10

ქირურგიული ველის ბლოკადა

(მაგ. მცირე ნერვის ბლოკადა და ინფილტრაცია)

  • 5

1-30

  • 5-225

1-15

2-6

მწვავე ტკივილის მართვა

წელის არეში ეპიდურული შეყვანა

ბოლუსი

  • 0

10-20

20-40

10-15

  • 5-1.5

ხანგამოშვებითი ინექცია (დამატება)

(მაგ. სამშობიარო ტკივილის მართვა)

  • 0

10-15 (მინ. 30 წუთიანი ინტერვალი)

20-30

უწყვეტი ინფუზია მაგ.:

სამშობიარო ტკივილი

პოსტოპერაციული ტკივილის მართვა

  • 0
  • 0

6-10 მლ/სთ

6-14 მლ/სთ

12-20 მგ/სთ

12-28 მგ/სთ

n/a2)

n/a2)

n/a2)

n/a2)

გულმკერდის არეში ეპიდურული შეყვანა

უწყვეტი ინფუზია (პოსტოპერაციული ტკივილის მართვა)

  • 0

6-14 მლ/სთ

12-28 მგ/სთ

n/a2)

n/a2)

ველის ბლოკადა (მაგ. მცირე ნერვის ბლოკადა და ინფილტრაცია)

  • 0

1-100

  • 0-200

1-5

n/a2)

პერიფერიული ნერვის ბლოკადა (ბარძაყის ან მხრის წნულის ბლოკადა)

უწყვეტი ინფუზია ან ხანგამოშვებითი ინექციები (მაგ. პოსტოპერაციული ტკივილის მართვა)

  • 0

5-10 მლ/სთ

10-20 მგ/სთ

n/a2)

n/a2)

ცხრილში მითითებული დოზები შერჩეულია წარმატებული ბლოკადის მისაღებად და ითვლება გაიდლაინებად მოზრდილებში გამოყენებისათვის. თუმცა შეიძლება აღინიშნებოდეს დაწყებისა და ხანგრძლივობის ინდივიდუალური ვარიაციები. „დოზის“ სვეტი მიუთითებს საშუალო საჭირო დოზის დიაპაზონს. ორივე ფაქტორისათვის, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ბლოკადის კონკრეტულ მეთოდებსა და პაციენტის ინდივიდუალურ მოთხოვნებზე, საჭიროა სტანდარტულ სახელმძღვანელოების შესწავლა.

  • რაც შეეხება ნერვის მთავარ ბლოკადას, დოზირების რეკომენდაციების მიცემა შეიძლება მხოლოდ მხრის წნულის ბლოკადისათვის.

სხვა მთავარ ნერვის ბლოკადისათვის შეიძლება საჭირო იყოს უფრო დაბალი დოზები. თუმცა, ამჟამად სხვა ბლოკადებისათვის სპეციფიკურ დოზებთან დაკავშირებული რეკომენდაციების გამოცდილება არ არსებობს.

გამოიყენება მზარდი დოზირება, დაწყებული დაახლოებით 100 მგ (97.5 = 13 მლ; 105 მგ = 14 მლ) დოზის შეყვანით 3-5 წუთის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაინიშნოს ორი დამატებითი დოზა, მაქსიმუმ 50 მგ-ს მისაღწევად.

n/a = არ არის შესაბამისი.

მთავარი ნერვის ბლოკადისათვის დოზის კორექცია შეიძლება შეყვანის ადგილისა და პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.

ინტერსკალენური და ლავიწზედა მხრის წნულის ბლოკადა შეიძლება დაკავშირებული იყოს მძიმე გვერდითი მოვლენების განვითარების უფრო მაღალ სიხშირესთან, გამოყენებული ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების მიუხედავად (იხილეთ პუნქტი „განსაკუთრებული მითითებანი“).

ზოგადად, ქირურგიული ანესთეზია (მაგალითად, ეპიდურული შეყვანა) საჭიროებს უფრო მაღალი კონცენტრაციებისა და დოზების გამოყენებას. როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. 10 მგ/მლ რეკომენდებულია ეპიდურული ანესთეზიისათვის ოპერაციების დროს, როდესაც საჭიროა სრული მოტორული ბლოკადა. ანესთეზიისათვის რეკომენდებულია უფრო დაბალი კონცენტრაციები და დოზები (მაგალითად,მწვავე ტკივილის მართვის მიზნით ეპიდურული შეყვანა).

შეყვანის მეთოდი - მოზრდილები და > 12 წლის ასაკის ბავშვები

როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. გამოიყენება მხოლოდ რეგიონალურ ანესთეზიაში გამოცდილი ექიმების მიერ ან მათი მეთვალყურეობის ქვეშ.

ინტრავასკულარული ინექციის თავიდან აცილების მიზნით, ინექციამდე და ინექციის დროს რეკომენდებულია სათანადო ასპირაცია. მაღალი დოზების ინექციის დროს, საჭიროა 3-5 მლ ლიდოკაინისა და ადრენალინის (ეპინეფრინი) 1:200,000 საცდელი დოზის ინექცია. შემთხვევითი ინტრავასკულარული ინექციის გამოცნობა შეიძლება გულისცემის ტრანზიტორული მომატებით, მაშინ როდესაც შემთხვევითი ინტრათეკალური ინექციის გამოცნობა შეიძლება სპინალური ბლოკადის ნიშნებით.

პრეპარატის შეყვანამდე და შეყვანის დროს უნდა განმეორდეს ასპირაცია, პრეპარატის შეყვანა უნდა მოხდეს ნელა ან ფრაქციული დოზებით, 25-50 მგ/წთ სიჩქარით, აუცილებელია პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრების სათანადო მონიტორინგი და ვერბალური კონტაქტის შენარჩუნება. ტოქსიკურობის სიმპტომების გამოვლენისას, პრეპარატის შეყვანა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ოპერაციისათვის ეპიდურული ბლოკადის დროს, გამოიყენება და კარგად აითვისება როპივაკაინის 250 მგ-მდე ერთჯერადი დოზები.

მხრის წნულის ბლოკადის დროს, პაციენტების შეზღუდულ რაოდენობაში გამოყენებულ იქნა 300 მგ ერთჯერადი დოზები. აღნიშნული დოზა კარგად იქნა ათვისებული.

გახანგრძლივებული ბლოკადის დროს, უწყვეტი ეპიდურული ინფუზიითა თუ განმეორებითი ბოლუსური შეყვანით, გასათვალისწინებელია ტოქსიკური პლაზმური კონცენტრაციების მიღწევის ან ადგილობრივი ნერვის დაზიანების გამოწვევის შესაძლო რისკი. ოპერაციისათვის და პოსტოპერაციული ანალგეზიისათვის როპივაკაინის 675 მგ-მდე კუმულაციური დოზები, შეყვანილი 24 საათის განმავლობაში კარგად იყო ათვისებული მოზრდილებში ისევე, როგორც პოსტოპერაციული უწყვეტი ეპიდურული ინფუზია 28 მგ/სთ სიჩქარით 72 საათის განმავლობაში. პაციენტების შეზღუდულ რაოდენობაში გამოიყენებოდა უფრო მაღალი 800 მგ/დღეში დოზები შედარებით უმნიშვნელო რაოდენობის გვერდითი მოვლენებით.

პოსტოპერაციული ტკივილის სამკურნალოდ რეკომენდებულია შემდეგი მეთოდი: თუ არ იყო ოპერაციამდე დაწყებული, როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. 7.5 მგ/მლ-ით ეპიდურულ ბლოკადას ადგილი ექნება ეპიდურული კათეტერის საშუალებით. შემდეგ, ანალგეზია ნარჩუნდება როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. 2 მგ/მლ–ის ინფუზიით. ზომიერი ან ძლიერი პოსტოპერაციული ტკივილის უმეტეს შემთხვევებში, 6-14 მლ (12-28 მგ/სთ) ინფუზიის სიჩქარე უზრუნველყოფს ადექვატურ ანალგეზიას მხოლოდ მსუბუქი და არა-პროგრესირებადი მოტორული ბლოკადით. ეპიდურული ბლოკადის მაქსიმალური ხანგრძლივობა არის 3 დღე. მიუხედავად ამისა, აუცილებელია ანალგეზიური ეფექტების სათანადო მონიტორინგი კათეტერის ამოსაღებად, როგორც კი ტკივილის ინტენსივობა ამის შესაძლებლობას მოგვცემს. აღნიშნული მეთოდის გამოყენებისას აღინიშნებოდა ოპიოიდების საჭიროების მნიშვნელოვანი შემცირება.

კლინიკურ კვლევებში 2 მგ/მლ როპივაკაინის ეპიდურული ინფუზია, ცალკე ან 1-4 მკგ/მლ ფენტანილთან შერეული, გამოიყენებოდა პოსტოპერაციული ტკივილის მართვისათვის 72 საათამდე პერიოდით.

როპივაკაინისა და ფენტანილის კომბინაციამ შეიძლება უზრუნველყოს ტკივილის დამატებითი კონტროლი, თუმცა შეიძლება გამოიწვიოს ოპიოიდებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები.

როპივაკაინისა და ფენტანილის კომბინაცია შესწავლილია მხოლოდ 2 მგ/მლ როპივაკაინთან დაკავშირებით.

პერიფერიული ნერვების გახანგრძლივებული ბლოკადის გამოყენებისას, უწყვეტი ინფუზიის ან განმეორებითი ინექციების გზით, გასათვალისწინებელია პლაზმაში ტოქსიკური კონცენტრაციების მიღწევის ან ნერვული სისტემის ადგილობრივი დაზიანების რისკი. კლინიკურ კვლევებში, ბარძაყის ნერვის ბლოკადა შესრულდა 300 მგ როპივაკაინი 7.5 მგ/მლ-ით და ინტერსკალენური ბლოკადა - 225 მგ როპივაკაინი 7.5 მგ/მლ-ით, შეასაბამისად, ოპერაციის წინ. შემდეგ გაუტკივარება შენარჩუნდა როპივაკაინი 2.0 მგ/მლ-ით. 10-20 მგ/სთ ინფუზიის სიჩქარე ან პერიოდული ინექცია 48 საათის განმავლობაში უზრუნველყოფდა ადექვატურ გაუტკივარებას და კარგად იყო გადატანილი.

  • 5 მგ/მლ როპივაკაინზე მაღალი კონცენტრაცია არა დოკუმენტურად დასაბუთებული საკეისრო კვეთის შემთხვევაში.

პედიატრიული პოპულაცია

დოზირება – ეპიდურალური ბლოკადა: 0 წლიდან 12 წლამდე ასაკის პედიატრიული პაციენტები

0 წლიდან 12 წლამდე ასაკის პაციენტებისათვის მხოლოდ (2 მგ/მლ, 5 მგ/მლ) კონცენტრაციები არის რეკომენდებული.

კონც.

მგ/მლ

მოცულობა

მლ/კგ

დოზა

მგ/კგ

მწვავე ტკივილის მართვა

(პერი- და პოსტოპერაციული)

კაუდალური ეპიდურული ბლოკადა, ერთჯერადი ინექცია

ბლოკადა T12-ის ქვემოთ <25 კგ წონის მქონე ბავშვებში

უწყვეტი ეპიდურული ინფუზია

<25 კგ წონის მქონე ბავშვებში

0-6 თვე

ბოლუსია)

ინფუზია 72 სთ-მდე

6-12 თვე

ბოლუსია)

ინფუზია 72 სთ-მდე

1-12 წელი

ბოლუსიბ)

ინფუზია 72 სთ–მდე

  • 0
  • 0
  • 0
  • 0
  • 0
  • 0
  • 0

1

  • 5-1
  • 1 მლ/კგ/სთ
  • 5-1
  • 2 მლ/კგ/სთ

1

  • 2 მლ/კგ/სთ

2

1-2

  • 2 მლ/კგ/სთ

1-2

  • 4 მლ/კგ/სთ

2

  • 4 მლ/კგ/სთ

ცხრილში მითითებული დოზები უნდა იქნას განხილული, როგორც გაიდლაინი პედიატრიაში გამოსაყენებლად. შესაძლოა საჭირო გახდეს ინდივიდუალური ვარიაციები. სხეულის დიდი წონის მქონე ბავშვებში ხშირად საჭიროა დოზის თანდათანობით შემცირება და ის უნდა ეფუძნებოდეს სხეულის იდეალურ წონას. ერთი კაუდალური ეპიდურული ბლოკადის მოცულობა და მოცულობა ეპიდურული ბოლუსური დოზებისთვის არ უნდა აღემატებოდეს 25 მლ–ს თითოეული პაციენტისათვის. ბლოკადის კონკრეტურლი მეთოდებზე და პაციენტის ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მოქმედი ფაქტორებისათვის შესწავლილ უნდა იქნეს სტანდარტული სახელმძღვანელოები.

ა) გულმკერდის არეში ეპიდურული ბლოკადისათვის რეკომენდებულია დაბალი დოზები, ხოლო წელისა თუ კაუდალური ეპიდურული ბლოკადისათვის რეკომენდებულია მაღალი დოზები.

ბ) რეკომენდებულია წელის ეპიდურული ბლოკადებისათვის. გულმკერდის არის ეპიდურული გაუტკივარებისათვის ბოლუსური დოზის შემცირება კარგ პრაქტიკას წარმოადგენს.

როპივაკაინის 7,5 მგ/მლ და 10 მგ/მლ გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს ბავშვებში სისტემურ და ცენტრალურ ტოქსიკურ მოვლენებთან. უფრო დაბალი კონცენტრაციები (2 მგ/მლ და 5 მგ/მლ) უფრო მიზანშეწონილია ამ პოპულაციაში გამოყენებისათვის.

დოზირება – პერიფერიუი ნერვის ბლოკადა: 1 წლიდან 12 წლამდე ასაკის ჩვილებში და ბავშვებში

კონც.

მგ/მლ

მოცულობა

მლ/კგ

დოზა

მგ/კგ

მწვავე ტკივილის მართვა

(პერი- და პოსტოპერაციული)

პერიფერიული ნერვის ბლოკადა, ერთჯერადი ინექცია,

მაგ. სამწვერა ნერვის, მხრის წნულის, თეძოს ფასციის ნერვის

მაკუპირებელი ბლოკადა

მრავალჯერადი ბლოკადა

უწყვეტი ინფუზია პერიფერიული ნერვის ბლოკადისათვის 1-12 წლის ბავშვებში

ინფუზია 72 სთ–მდე

  • 0
  • 0
  • 0
  • 0
  • 5-0.75
  • 5-1.5
  • 1-
  • 3 მლ/კგ/სთ
  • 0-1.5
  • 0-3.0
  • 2-
  • 6 მლ/კგ/სთ

ცხრილში მითითებული დოზირება უნდა ჩაითვალოს ბავშვებში გამოყენების სახელმძღვანელოდ. შეიძლება საჭირო გახდეს ინდივიდუალური ვარიაციები. მაღალი სხეულის წონის მქონე პედიატრიულ პაციენტებში დოზის თანდათანობითი შემცირება ხშირად საჭიროა და უნდა ეფუძნებოდეს იდეალური წონის მონაცემს. საცნობარო წიგნებზე დაყრდნობა უნდა მოხდეს იმისათვის, რომ მოხდეს გათვალისწინება ასპექტებისა, რომლებიც გავლენას ახდენს ბლოკირების სპეციფიკურ ტექნიკაზე და პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე.

პერიფერიული ნერვის (მაგალითად, სამწვერა ნერვის, მხრის წნულის, თეძოს ფასციის ნერვის) ბლოკადის ერთჯერადი ინექციის დოზირება არ უნდა აღემატებოდეს 2.5 - 3.0 მგ/კგ.

პერიფერიული ბლოკადის დოზების გამოყენების შესახებ ინფორმაცია არსებული გაიდლაინებით მოცემულია ახალშობილებისა და ბავშვებისათვის მძიმე დაავადების გარეშე. მძიმე დაავადების მქონე ბავშვებისთვის რეკომენდებულია უფრო კონსერვატიული დოზები და სიფრთხილით მონიტორინგი.

შეყვანის მეთოდი - 0-12 წლის ასაკის პედიატრიულ პაციენტებში

ინტრავასკულარული ინექციის თავიდან აცილების მიზნით, ინექციამდე და ინექციის დროს რეკომენდებულია სათანადო ასპირაცია. ინექციის დროს აუცილებელია პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრებზე სათანადო დაკვირვება. ტოქსიკურობის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, პრეპარატის შეყვანა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

2 მგ/მლ როპივაკაინის ერთჯერადი კაუდალური ეპიდურული ინექცია იწვევს ადექვატურ პოსტოპერაციულ გაუტკივარებას T12-ის ქვემოთ პაციენტების უმრავლესობაში, როდესაც 2 მგ/კგ დოზა გამოიყენება 1 მლ/კგ მოცულობით. კაუდალური ეპიდურული ინექციის მოცულობის კორექცია შესაძლებელია სენსორული ბლოკადის სხვადასხვა განაწილების მისაღწევად, როგორც ეს სტანდარტულ სახელმძღვანელოებში არის აღწერილი. როპივაკაინი 3 მგ/მლ-ს კონცენტრაციის 3 მგ/კგ–მდე დოზები შესწავლილ იქნა 4 წელს ზემოთ ბავშვებში. თუმცა, აღნიშნული კონცენტრაცია ასოცირდება მოტორული ბლოკადის უფრო მაღალ სიხშირესთან.

რეკომენდებულია გამოანგარიშებული ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების დოზის თანდათანობით შეყვანა, მიუხედავად იმისა, თუ რა გზით მოხდება ეს.

დღენაკლულ ბავშვებში როპივაკაინის გამოყენება არ არის შესწავლილი.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ პრეპარატის მახასიათებლების მოკლე აღწერილობა.

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიული (მომატებული მგრძნობელობით) როპივაკაინის ჰიდროქლორიდის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში);

თუ ხართ ალერგიული იმავე კატეგორიის ნებისმიერი სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების მიმართ (მაგალითად, ლიდოკაინი ან ბუპივაკაინი);

თუ გაქვთ სისხლის დაბალი მოცულობა (ჰიპოვოლემია).

აღნიშნული პრეპარატის შეყვანა არ შეიძლება სისხლძარღვში სხეულის კონკრეტული უბნის მგრძნობელობის შესამცირებლად ან საშვილოსნოს ყელში სამშობიარო ტკივილის შესამსუბუქებლად. თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული, რომ რომელიმე ამ კატეგორიას მიეკუთვნებით, როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის გამოყენების წინ მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისათვის.

სიფრთხილის ზომები

როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.

აცნობეთ თქვენს ექიმს მკურნალობის დაწყებამდე.

ყველა მიმდინარე დაავადების შესახებ ან ადრე არსებული სამედიცინო მდგომარეობის შესახებ;

თუ გაწუხებთ გულის, ღვიძლის ან თირკმლების მხრივ დარღვევები, ვინაიდან ექიმს შეიძლება დასჭირდეს როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის დოზის კორექცია;

თუ თქვენ ან თქვენს ახლო ნათესავს აქვს სისხლის იშვიათი დაავადება „პორფირია“, ამ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება დანიშნოს სხვა საანესთეზიო საშუალება.

პრეპარატის პირდაპირ ვენაში ან ძვლის ტვინში ინექციის (სუბარაქნოიდული ინექციის) თავიდან აცილების და მყისიერი ტოქსიკური ეფექტების პრევენციის მიზნით მიღებულ უნდა იქნას სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები.

ინექციის გაკეთება არ შეიძლება ანთებით უბანში.

როპივაკაინის ხანგრძლივი გამოყენება არ შეიძლება იმ პაციენტებში, რომლებიც ამავდროულად მკურნალობენ ისეთი პრეპარატებით, როგორიცაა ფლუვოქსამინი და ენოქსაცინი (იხილეთ პუნქტი „სხვა პრეპარატები და როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.“).

ბავშვები

განსაკუთრებული ყურადღება არის საჭირო როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. გამოყენებისას:

ახალშობილებში, ვინაიდან ისინი როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის მიმართ უფრო მგრძნობიარენი არიან;

12 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებში, ვინაიდან პრეპარატის გამოყენება სხეულის ნაწილების გაუტკივარების მიზნით პატარა ბავშვებში შესწავლილი არ არის.

12 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებში, ვინაიდან პრეპარატის 7.5 მგ/მლ და 10 მგ/მლ-ს ინექციების გამოყენება სხეულის ნაწილების დესენსიტიზაციისათვის შესწავლილი არ არის. როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. 2 მგ/მლ და 5 მგ/მლ დოზები შეიძლება უფრო შესაფერისი იყოს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ბოლო დროს ღებულობდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი, მათ შორის რეცეპტის გარეშე გასაცემი და მცენარეული პრეპარატები. როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-მა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სხვა წამლების ეფექტზე და სხვა პრეპარატებმა როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის ეფექტურობაზე.

განსაკუთრებით აცნობეთ ექიმს, თუ ღებულობთ რომელიმე ქვემოთ მოცემულ პრეპარატს, როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის სწორი დოზის შერჩევის მიზნით:

სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები, როგორიცაა ლიდოკაინი;

გარკვეული ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა მორფინი ან კოდეინი;

გარკვეული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება არარეგულარული გულისცემის (არითმია) სამკურნალოდ, როგორიცაა მექსილეტინი და ამიოდარონი;

დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, ფლუვოქსამინი);

ასევე აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ (მაგალითად, ფლუვოქსამინი)

ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკები (მაგალითად, ენოქსაცინი).

ორგანიზმს მეტი დრო სჭირდება როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის ელიმინაციისათვის, თუ თქვენ იღებთ ამ მედიკამენტებს. თუ თქვენ იღებთ რომელიმე ამ მედიკამენტს, როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის ხანგრძლივი გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ დაორსულებას, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ორსულობაზე როპივაკაინის ჰიდროქლორიდის ზემოქმედების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

როპივაკაინის დედის რძეში გამოყოფის ან მეძუძურ ბავშვებში მისი მავნე ზემოქმედების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის მიღების შემდეგ მომდევნო დღემდე არ შეიძლება ავტომობილის მართვა ან მანქანა-დანადგარებთან მუშაობა. როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-მა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობის შეგრძნება და ზეგავლენა მოახდინოს რეაქციის სიჩქარეზე.

როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. შეიცავს ნატრიუმს

2 მგ/მლ:

ეს პრეპარატი შეიცავს 33,83 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის ძირითადი კომპონენტი) 10 მლ ამპულის ხსნარზე.

ეს ექვივალენტურია ჯანმო-ს რეკომენდებული მაქსიმალური დღიური დოზის 2გ ნატრიუმის 1,69%-ისა მოზრდილებისთვის.

ეს პრეპარატი შეიცავს 338,3 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის ძირითადი კომპონენტი) ხსნარის 100 მლ ამპულაზე.

ეს ექვივალენტურია ჯანმო-ს მიერ რეკომენდებული მაქსიმალური დღიური მოხმარების 2გ ნატრიუმის 16,93%-ის მოზრდილებისთვის.

  • 5 მგ/მლ:

ეს პრეპარატი შეიცავს 33,83 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის ძირითადი კომპონენტი) ხსნარის 10 მლ ამპულაზე.

ეს ექვივალენტურია ჯანმო-ს რეკომენდებული მაქსიმალური დღიური მოხმარების 2გ ნატრიუმის 1,69%-ისა მოზრდილებისთვის.

10 მგ/მლ:

ეს პრეპარატი შეიცავს 33,83 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის ძირითადი კომპონენტი) ხსნარის 10 მლ ამპულაზე

გვერდითი მოვლენები

ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-მა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ:

სიცოცხლისთვის საშიში უეცარი ალერგიული რეაქციები (როგორიცაა ანაფილაქსია, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი) იშვიათია და 10000-დან 1-დან 10 მომხმარებელზე მოქმედებს. შესაძლო სიმპტომებს მიეკუთვნება: კანზე გამონაყარის უეცარი გაჩენა, ქავილი ან ერთიანად გამონაყარი (ჭინჭრის ციება); სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება; ქოშინი, დისპნოე ან სუნთქვის გაძნელება; ცნობიერების დაკარგვის შეგრძნება.

თუ ფიქრობთ, რომ როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. იწვევს ალერგიულ რეაქციას, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

ასევე შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია); შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა

გადავსების შეცრძნება (გულისრევა).

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-10 პაციენტში):

ჩხვლეტის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში (პარესთეზია);

თავბრუსხვევა (ვერტიგო), თავის ტკივილი;

ნელი ან აჩქარებული გულისცემა (ბრადიკარდია, ტაქიკარდია), მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია);

პირღებინება, გაძნელებული შარდვა (შარდის შეკავება);

სხეულის ტემპერატურის მატება (ცხელება), შემცივნება;

ზურგის ტკივილი.

არც ისე ხშირი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-10 პაციენტში):

შფოთვა;

შეხების მგრძნობელობის დაქვეითება (ჰიპოესთეზია);

გონების დაკარგვის შეგრძნება (სინკოპე);

სუნთქვის გაძნელება (დისპნოე);

სხეულის დაბალი ტემპერატურა (ჰიპოთერმია);

ჭარბი დოზირების სიმპტომები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლძარღვში შეცდომით ინექციის ან ჭარბი დოზის შეყვანის შემდეგ (იხილეთ პუნქტი „როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის ჭარბი დოზირება“). ესენია: გულყრა (კრუნჩხვები), თავბრუსხვევა, ტუჩების და პირის ღრუს დაბუჟება, ენის დაბუჟება, სმენის პრობლემები, გამოსახულების პრობლემები (მხედველობა), მეტყველების პრობლემები, კუნთების გამკვრივება და კანკალი.

იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10 000-დან 1-10 პაციენტში):

გულის შეტევა (გულის გაჩერება);

არარეგულარული გულისცემა (არითმია);

ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება მძიმეც იყოს (ანაფილაქსიური რეაქციები), კისრისა და სახის სწრაფი შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), ჭინჭრის ციება.

ასევე შეიძლება გამოვლინდეს დამატებითი გვერდითი მოვლენები:

მგრძნობელობის დაკარგვა, ნემსით ან ინექციით გამოწვეული ნერვის გაღიზიანების შედეგად; ის ჩვეულებრივ დიდხანს არ გრძელდება;

კუნთების უნებლიე მოძრაობები (დისკინეზია).

შესაძლო გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეინიშნება სხვა ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებების გამოყენებისას და ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ითაც არის:

ნერვების დაზიანება. იშვიათად (შეიძლება განვითარდეს 10 000-დან 1-10 პაციენტში) რამაც შეიძლება მუდმივი დარღვევები გამოიწვიოს (მაგალითად, ზურგის ტვინის წინა არტერიის სინდრომი, არაქნოიდიტი, რაშის კუდის სინდრომი);

ზურგის ტვინის სითხეში როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის ჭარბი დოზის ინექციის შემთხვევაში, შესაძლო მთელი სხეულის დესენსიტიზაცია (ანესთეზია);

სრული სპინალური ბლოკადა თავის ტვინში (ინტრათეკალური) შემთხვევითი შეყვანის შემდეგ.

ბავშვები

ბავშვებში გვერდითი მოვლენები მოზრდილების მსგავსია, გარდა არერტიული წნევის დაქვეითებისა, რომელიც იშვიათად აღინიშნება ბავშვებში (თავს იჩენს 100-დან 1-10-ზე ნაკლებ ბავშვში), და პირღებინებისა, რომელიც უფრო ხშირია ბავშვებში (თავს იჩენს 10-დან 1-ზე მეტ ბავშვში).

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის წარდგენა

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ, იმ მოვლენების ჩათვლით, რომლებიც არ არის აღწერილი წინამდებარე შეფუთვის ჩანართში, აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შეიძლება პირდაპირ ეროვნული ანგარიშგების სისტემის საშუალებით ვებ-გვერდზე: https://www.aifa.gov .it/en/content/segnalazioni-reazioni-avverse

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ მეტი ინფორმაციის შეგროვებას აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

ჭარბი დოზა

თავბრუსხვევის ან გაშეშების შეგრძნება, ტუჩებზე და პირის გარშემო მგრძნობელობის დაკარგვა, ენის მგრძნობელობის დაკარგვა, სმენის დარღვევები, ხმაური ყურებში, მხედველობის დარღვევები, მსუბუქი ეიფორია, შეცვლილი მგრძნობელობა კიდურებში.

ჭარბი დოზირების პირველივე ნიშნის განვითარებისას, ექიმმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და დაიწყოს შესაფერისი მკურნალობა სიმპტომების სიმძიმის მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა მოხდა, ან თუ ფიქრობთ, რომ მიიღეთ როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ ჭარბი რაოდენობით, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.

ყველაზე მძიმე გვერდითი მოვლენებია: მეტყველების დარღვევა, კუნთების სპაზმები, კანკალი, კუნთების ხანმოკლე და სწრაფი შეკუმშვა, კრუნჩხვების ეპიზოდები, გონების დაკარგვა, სუნთქვის დარღვევები (აპნოე).

ყველაზე მძიმე შემთხვევები ასევე ავლენს ტოქსიკურობას გულში არტერიული წნევის შემდგომი დაქვეითებით (ჰიპოტენზია), გულისცემის შენელებას (ბრადიკარდია), გულის რითმის შეცვლას (არითმია) და ბოლოს გულის გაჩერებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის როპივაკაინის ჰიდროქლორიდი. ხსნარის ყოველი მლ შეიცავს 2 მგ, 7.5 მგ ან 10 მგ როპივაკაინის ჰიდროქლორიდს დოზის მიხედვით.

დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ქლორიდი, ქლორწყალბადის მჟავა/ნატრიუმის ჰიდროქსიდი და საინექციო წყალი.

როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის აღწერილობა და შეფუთვა

გამჭვირვალე და უფერო საინექციო ან საინფუზიო ხსნარი.

როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. საინექციო ხსნარი 2 მგ/მლ, 7.5 მგ/მლ და 10 მგ/მლ ხელმისაწვდომია შემდეგი სახით: შეფუთვაში წარმოდგენილია 10 მლ-იანი შუშის 10 ამპულა. ყოველი არის საინექციო ხსნარი.

როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. საინფუზიო ხსნარი 2 მგ/მლ ხელმისაწვდომია შემდეგი სახით;

შეფუთვაში წარმოდგენილა 5 და 25 ფლაკონი 100 მლ ან 200 მლ საინფუზიო ხსნარი.

შენახვის პირობები

პრეპარატის ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აღნიშნული პრეპარატი არ გამოიყენება მუყაოს კოლოფზე დაბეჭდილი ვარგისიანობის ვადის „EXP“ გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის თარიღი აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურის პირობებში. ნუ გაყინავთ.

როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. ჩვეულებრივ ინახება ექიმის ან საავადმყოფოს მიერ. ისინი არიან პრეპარატის ხარისხზე პასუხისმგებელი, თუ არ მოხდა მისი გამოყენება გახსნისთანავე. ისინი ასევე როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის გამოუყენებელი პრეპარატის სათანადო უტილიზაციაზე არიან პასუხისმგებელნი.

არ შეიძლება ნებისმიერი პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს არასაჭირო პრეპარატის უტილიზაცია. აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

შეფუთვის ჩანართი: მომხმარებლისთვის განკუთვნილი ინფორმაცია

როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. 2 მგ/მლ საინექციო ხსნარი

როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. 2 მგ/მლ საინფუზიო ხსნარი

როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. 7.5 მგ/მლ საინექციო ხსნარი

როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. 10 მგ/მლ საინფუზიო ხსნარი

როპივაკაინის ჰიდროქლორიდი

ექვივალენტური პრეპარატი

პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით წინამდებარე საინფორმაციო ჩანართს, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.

ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენაზე, რომლებიც არ არის აღწერილ წინამდებარე შეფუთვის ჩანართში. იხილეთ პუნქტი 4.

რას შეიცავს შეფუთვის ჩანართი:

  • რას წარმოადგენს როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. და რისთვის გამოიყენება იგი.
  • რა უნდა იცოდეთ როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის გამოყენების წინ.
  • როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. -ის მიღების წესი.
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. -ის შენახვის წესი.
  • შეფუთვის შიგთავსი და სხა ინფორმაცია.
  • რას წარმოადგენს როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. და რისთვის გამოიყენება იგი

როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს როპივაკაინის ჰიდროქლორიდს, რომელიც მიეკუთვნება ეგრეთ წოდებული ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების პრეპარატების ჯგუფს და გამოიყენება სხეულის ნებისმიერი ნაწილის დესენსიტიზაციისათვის. გამოყენების მეთოდის მიხედვით, იგი შეყავთ ინფუზიის ან ინექციის გზით.

როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. 7.5 მგ/მლ და 10 მგ/მლ გამოიყენება მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ქირურგიული ოპერაციების დროს სხეულის ნაწილებში მგრძნობელობის შესამცირებლად (საანესთეზიოდ). ის გამოიყეება ტკივილის დაწყების პრევენციისათვის ან ტკივილის შესამსუბუქებლად. მისი გამოყენება შეიძლება:

ქირურგიული ოპერაციის დროს, საკეისრო კვეთის ჩათვლით, სხეულის გარკვეული ნაწილის ანესთეზიისათვის;

მშობიარობის დროს, ოპერაციის ან უბედური შემთხვევის შემდეგ ტკივილის შესამსუბუქებლად.

როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. 2 მგ/მლ გამოიყენება მოზრდილებსა და ყველა ასაკის ბავშვში მწვავე ტკივილის მკურნალობის მიზნით, ის ხდის სხეულის კონკრეტულ ნაწილებში არა მგრძნობიარეს (ანესთეზია). მაგალითად, ქირურგიული ოპერაციის შემდეგ.

  • რა უნდა იცოდეთ როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის გამოყენების წინ

როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. არ გამოიყენება:

თუ ხართ ალერგიული (მომატებული მგრძნობელობით) როპივაკაინის ჰიდროქლორიდის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში);

თუ ხართ ალერგიული იმავე კატეგორიის ნებისმიერი სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების მიმართ (მაგალითად, ლიდოკაინი ან ბუპივაკაინი);

თუ გაქვთ სისხლის დაბალი მოცულობა (ჰიპოვოლემია).

აღნიშნული პრეპარატის შეყვანა არ შეიძლება სისხლძარღვში სხეულის კონკრეტული უბნის მგრძნობელობის შესამცირებლად ან საშვილოსნოს ყელში სამშობიარო ტკივილის შესამსუბუქებლად. თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული, რომ რომელიმე ამ კატეგორიას მიეკუთვნებით, როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის გამოყენების წინ მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისათვის.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.

აცნობეთ თქვენს ექიმს მკურნალობის დაწყებამდე.

ყველა მიმდინარე დაავადების შესახებ ან ადრე არსებული სამედიცინო მდგომარეობის შესახებ;

თუ გაწუხებთ გულის, ღვიძლის ან თირკმლების მხრივ დარღვევები, ვინაიდან ექიმს შეიძლება დასჭირდეს როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის დოზის კორექცია;

თუ თქვენ ან თქვენს ახლო ნათესავს აქვს სისხლის იშვიათი დაავადება „პორფირია“, ამ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება დანიშნოს სხვა საანესთეზიო საშუალება.

პრეპარატის პირდაპირ ვენაში ან ძვლის ტვინში ინექციის (სუბარაქნოიდული ინექციის) თავიდან აცილების და მყისიერი ტოქსიკური ეფექტების პრევენციის მიზნით მიღებულ უნდა იქნას სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები.

ინექციის გაკეთება არ შეიძლება ანთებით უბანში.

როპივაკაინის ხანგრძლივი გამოყენება არ შეიძლება იმ პაციენტებში, რომლებიც ამავდროულად მკურნალობენ ისეთი პრეპარატებით, როგორიცაა ფლუვოქსამინი და ენოქსაცინი (იხილეთ პუნქტი „სხვა პრეპარატები და როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.“).

ბავშვები

განსაკუთრებული ყურადღება არის საჭირო როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. გამოყენებისას:

ახალშობილებში, ვინაიდან ისინი როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის მიმართ უფრო მგრძნობიარენი არიან;

12 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებში, ვინაიდან პრეპარატის გამოყენება სხეულის ნაწილების გაუტკივარების მიზნით პატარა ბავშვებში შესწავლილი არ არის.

12 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებში, ვინაიდან პრეპარატის 7.5 მგ/მლ და 10 მგ/მლ-ს ინექციების გამოყენება სხეულის ნაწილების დესენსიტიზაციისათვის შესწავლილი არ არის. როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. 2 მგ/მლ და 5 მგ/მლ დოზები შეიძლება უფრო შესაფერისი იყოს.

სხვა პრეპარატები და როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ბოლო დროს ღებულობდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი, მათ შორის რეცეპტის გარეშე გასაცემი და მცენარეული პრეპარატები. როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-მა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სხვა წამლების ეფექტზე და სხვა პრეპარატებმა როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის ეფექტურობაზე.

განსაკუთრებით აცნობეთ ექიმს, თუ ღებულობთ რომელიმე ქვემოთ მოცემულ პრეპარატს, როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის სწორი დოზის შერჩევის მიზნით:

სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები, როგორიცაა ლიდოკაინი;

გარკვეული ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა მორფინი ან კოდეინი;

გარკვეული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება არარეგულარული გულისცემის (არითმია) სამკურნალოდ, როგორიცაა მექსილეტინი და ამიოდარონი;

დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, ფლუვოქსამინი);

ასევე აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ (მაგალითად, ფლუვოქსამინი)

ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკები (მაგალითად, ენოქსაცინი).

ორგანიზმს მეტი დრო სჭირდება როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის ელიმინაციისათვის, თუ თქვენ იღებთ ამ მედიკამენტებს. თუ თქვენ იღებთ რომელიმე ამ მედიკამენტს, როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის ხანგრძლივი გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ დაორსულებას, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ორსულობაზე როპივაკაინის ჰიდროქლორიდის ზემოქმედების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

როპივაკაინის დედის რძეში გამოყოფის ან მეძუძურ ბავშვებში მისი მავნე ზემოქმედების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

ავტომობილების მართვა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა

როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის მიღების შემდეგ მომდევნო დღემდე არ შეიძლება ავტომობილის მართვა ან მანქანა-დანადგარებთან მუშაობა. როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-მა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობის შეგრძნება და ზეგავლენა მოახდინოს რეაქციის სიჩქარეზე.

როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. შეიცავს ნატრიუმს

2 მგ/მლ:

ეს პრეპარატი შეიცავს 33,83 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის ძირითადი კომპონენტი) 10 მლ ამპულის ხსნარზე.

ეს ექვივალენტურია ჯანმო-ს რეკომენდებული მაქსიმალური დღიური დოზის 2გ ნატრიუმის 1,69%-ისა მოზრდილებისთვის.

ეს პრეპარატი შეიცავს 338,3 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის ძირითადი კომპონენტი) ხსნარის 100 მლ ამპულაზე.

ეს ექვივალენტურია ჯანმო-ს მიერ რეკომენდებული მაქსიმალური დღიური მოხმარების 2გ ნატრიუმის 16,93%-ის მოზრდილებისთვის.

  • 5 მგ/მლ:

ეს პრეპარატი შეიცავს 33,83 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის ძირითადი კომპონენტი) ხსნარის 10 მლ ამპულაზე.

ეს ექვივალენტურია ჯანმო-ს რეკომენდებული მაქსიმალური დღიური მოხმარების 2გ ნატრიუმის 1,69%-ისა მოზრდილებისთვის.

10 მგ/მლ:

ეს პრეპარატი შეიცავს 33,83 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის ძირითადი კომპონენტი) ხსნარის 10 მლ ამპულაზე

ეს ექვივალენტურია ჯანმო-ს რეკომენდებული მაქსიმალური დღიური მოხმარების 2გ ნატრიუმის 1,69%-ისა მოზრდილებისთვის.

  • როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის მიღების წესი

როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის შეყვანა ხდება ექიმის ან სხვა სამედიცინო სპეციალისტის მიერ ინექციის ან ინფუზიის გზით. ექიმი დოზას შეარჩევს თქვენი საჭიროებების საფუძველზე და ასაკის, წონისა და თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. ექიმმა უნდა იცოდეს პრეპარატის შეყვანის სწორი გზა.

როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის შეიყვანება ინექციის ან ინფუზიის სახით.

სხეულის ნაწილი, სადაც ის შეყვანილი იქნება, დამოკიდებული იქნება როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის შეყვანის მიზეზზე.

ექიმი დანიშნავს როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის ერთ-ერთ შემდეგ ადგილას:

  • სხეულის ნაწილი, რომელიც უნდა დაბუჟდეს.
  • სხეულის იმ ნაწილთან ახლოს, რომელიც საჭიროებს დაბუჟებას.
  • სხეულის იმ ნაწილისგან მოშორებულ ადგილას, რომელიც საჭიროებს დაბუჟებას. ეს ხდება ეპიდურული ან საინფუზიო ინექციის დროს (ზურგის ტვინის მიდამოში).

როდესაც როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის გამოიყენება ერთ-ერთი ზემოაღნიშნული გზით, ის აჩერებს ნერვებისგან თავის ტვინში ტკივილის შეტყობინებების გადაცემას. თქვენ არ იგრძნობთ ტკივილს, სიცხეს ან სიცივეს, მაგრამ შეიძლება გქონდეთ სხვა შეგრძნებები, როგორიცაა დაწოლის ან შეხების შეგრძნება.

თქვენს ექიმს ეცოდინება პრეპარატის მიღების სწორი გზა.

როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის ჭარბი დოზირება

აღნიშნული პრეპარატის შეყვანა ხდება ექიმის მიერ; მაშასადამე, ჭარბი დოზირება ნაკლებად მოსალოდნელია. მიუხედავად ამისა, თუ თვლით, რომ შეყვანილია პრეპარატის ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

ჭარბი დოზირების პირველი ნიშნებია: თავბრუსხვევის ან გაშეშების შეგრძნება, ტუჩებზე და პირის გარშემო მგრძნობელობის დაკარგვა, ენის მგრძნობელობის დაკარგვა, სმენის დარღვევები, ხმაური ყურებში, მხედველობის დარღვევები, მსუბუქი ეიფორია, შეცვლილი მგრძნობელობა კიდურებში.

ჭარბი დოზირების პირველივე ნიშნის განვითარებისას, ექიმმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და დაიწყოს შესაფერისი მკურნალობა სიმპტომების სიმძიმის მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა მოხდა, ან თუ ფიქრობთ, რომ მიიღეთ როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ ჭარბი რაოდენობით, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.

ყველაზე მძიმე გვერდითი მოვლენებია: მეტყველების დარღვევა, კუნთების სპაზმები, კანკალი, კუნთების ხანმოკლე და სწრაფი შეკუმშვა, კრუნჩხვების ეპიზოდები, გონების დაკარგვა, სუნთქვის დარღვევები (აპნოე).

ყველაზე მძიმე შემთხვევები ასევე ავლენს ტოქსიკურობას გულში არტერიული წნევის შემდგომი დაქვეითებით (ჰიპოტენზია), გულისცემის შენელებას (ბრადიკარდია), გულის რითმის შეცვლას (არითმია) და ბოლოს გულის გაჩერებას.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-მა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ:

სიცოცხლისთვის საშიში უეცარი ალერგიული რეაქციები (როგორიცაა ანაფილაქსია, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი) იშვიათია და 10000-დან 1-დან 10 მომხმარებელზე მოქმედებს. შესაძლო სიმპტომებს მიეკუთვნება: კანზე გამონაყარის უეცარი გაჩენა, ქავილი ან ერთიანად გამონაყარი (ჭინჭრის ციება); სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება; ქოშინი, დისპნოე ან სუნთქვის გაძნელება; ცნობიერების დაკარგვის შეგრძნება.

თუ ფიქრობთ, რომ როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. იწვევს ალერგიულ რეაქციას, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

ასევე შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია); შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა

გადავსების შეცრძნება (გულისრევა).

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-10 პაციენტში):

ჩხვლეტის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში (პარესთეზია);

თავბრუსხვევა (ვერტიგო), თავის ტკივილი;

ნელი ან აჩქარებული გულისცემა (ბრადიკარდია, ტაქიკარდია), მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია);

პირღებინება, გაძნელებული შარდვა (შარდის შეკავება);

სხეულის ტემპერატურის მატება (ცხელება), შემცივნება;

ზურგის ტკივილი.

არც ისე ხშირი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-10 პაციენტში):

შფოთვა;

შეხების მგრძნობელობის დაქვეითება (ჰიპოესთეზია);

გონების დაკარგვის შეგრძნება (სინკოპე);

სუნთქვის გაძნელება (დისპნოე);

სხეულის დაბალი ტემპერატურა (ჰიპოთერმია);

ჭარბი დოზირების სიმპტომები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლძარღვში შეცდომით ინექციის ან ჭარბი დოზის შეყვანის შემდეგ (იხილეთ პუნქტი „როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის ჭარბი დოზირება“). ესენია: გულყრა (კრუნჩხვები), თავბრუსხვევა, ტუჩების და პირის ღრუს დაბუჟება, ენის დაბუჟება, სმენის პრობლემები, გამოსახულების პრობლემები (მხედველობა), მეტყველების პრობლემები, კუნთების გამკვრივება და კანკალი.

იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10 000-დან 1-10 პაციენტში):

გულის შეტევა (გულის გაჩერება);

არარეგულარული გულისცემა (არითმია);

ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება მძიმეც იყოს (ანაფილაქსიური რეაქციები), კისრისა და სახის სწრაფი შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), ჭინჭრის ციება.

ასევე შეიძლება გამოვლინდეს დამატებითი გვერდითი მოვლენები:

მგრძნობელობის დაკარგვა, ნემსით ან ინექციით გამოწვეული ნერვის გაღიზიანების შედეგად; ის ჩვეულებრივ დიდხანს არ გრძელდება;

კუნთების უნებლიე მოძრაობები (დისკინეზია).

შესაძლო გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეინიშნება სხვა ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებების გამოყენებისას და ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ითაც არის:

ნერვების დაზიანება. იშვიათად (შეიძლება განვითარდეს 10 000-დან 1-10 პაციენტში) რამაც შეიძლება მუდმივი დარღვევები გამოიწვიოს (მაგალითად, ზურგის ტვინის წინა არტერიის სინდრომი, არაქნოიდიტი, რაშის კუდის სინდრომი);

ზურგის ტვინის სითხეში როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის ჭარბი დოზის ინექციის შემთხვევაში, შესაძლო მთელი სხეულის დესენსიტიზაცია (ანესთეზია);

სრული სპინალური ბლოკადა თავის ტვინში (ინტრათეკალური) შემთხვევითი შეყვანის შემდეგ.

ბავშვები

ბავშვებში გვერდითი მოვლენები მოზრდილების მსგავსია, გარდა არერტიული წნევის დაქვეითებისა, რომელიც იშვიათად აღინიშნება ბავშვებში (თავს იჩენს 100-დან 1-10-ზე ნაკლებ ბავშვში), და პირღებინებისა, რომელიც უფრო ხშირია ბავშვებში (თავს იჩენს 10-დან 1-ზე მეტ ბავშვში).

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის წარდგენა

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ, იმ მოვლენების ჩათვლით, რომლებიც არ არის აღწერილი წინამდებარე შეფუთვის ჩანართში, აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შეიძლება პირდაპირ ეროვნული ანგარიშგების სისტემის საშუალებით ვებ-გვერდზე: https://www.aifa.gov .it/en/content/segnalazioni-reazioni-avverse

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ მეტი ინფორმაციის შეგროვებას აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

  • როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის შენახვის წესი

პრეპარატის ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აღნიშნული პრეპარატი არ გამოიყენება მუყაოს კოლოფზე დაბეჭდილი ვარგისიანობის ვადის „EXP“ გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის თარიღი აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურის პირობებში. ნუ გაყინავთ.

როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. ჩვეულებრივ ინახება ექიმის ან საავადმყოფოს მიერ. ისინი არიან პრეპარატის ხარისხზე პასუხისმგებელი, თუ არ მოხდა მისი გამოყენება გახსნისთანავე. ისინი ასევე როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის გამოუყენებელი პრეპარატის სათანადო უტილიზაციაზე არიან პასუხისმგებელნი.

არ შეიძლება ნებისმიერი პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს არასაჭირო პრეპარატის უტილიზაცია. აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.

აქტიური ნივთიერება არის როპივაკაინის ჰიდროქლორიდი. ხსნარის ყოველი მლ შეიცავს 2 მგ, 7.5 მგ ან 10 მგ როპივაკაინის ჰიდროქლორიდს დოზის მიხედვით.

დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ქლორიდი, ქლორწყალბადის მჟავა/ნატრიუმის ჰიდროქსიდი და საინექციო წყალი.

როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის აღწერილობა და შეფუთვა

გამჭვირვალე და უფერო საინექციო ან საინფუზიო ხსნარი.

როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. საინექციო ხსნარი 2 მგ/მლ, 7.5 მგ/მლ და 10 მგ/მლ ხელმისაწვდომია შემდეგი სახით: შეფუთვაში წარმოდგენილია 10 მლ-იანი შუშის 10 ამპულა. ყოველი არის საინექციო ხსნარი.

როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. საინფუზიო ხსნარი 2 მგ/მლ ხელმისაწვდომია შემდეგი სახით;

შეფუთვაში წარმოდგენილა 5 და 25 ფლაკონი 100 მლ ან 200 მლ საინფუზიო ხსნარი.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

ს.ს. ბიოინდუსტრია იტალიის პრეპარატების ლაბორატორია (Bioindustria L.I.M. S.p.A.) - ამბროზიის ქუჩა 2 - 15067 ნოვი ლიგურე (AL) - იტალია

საინფორმაციო ჩანართის განახლების თარიღი:

04/2024

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია ექიმებისა და სამედიცინო სპეციალისტებისათვის

როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. 2 – 7,5 - 10 მგ/მლ საინექციო ხსნარი

როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. 2 მგ/მლ საინფუზიო ხსნარი

მომზადება

როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის განზავება ან შერევა სხვა ხსნარებში არ შეიძლება.

ტუტე ხსნარებში შეიძლება წარმოიქმნას ნალექი, ვინაიდან როპივაკაინი ცუდად ხსნადია 6.0-ზე მაღალ pH-ზე.

აღნიშნული პრეპარატი არ შეიცავს კონსერვანტებს და არის ერთჯერადი გამოყენების. უნდა მოხდეს ნებისმიერი ნარჩენი ხსნარის გადაგდება.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

კისრის და თავის ბლოკადა

კონკრეტული ადგილობრივი საანესთეზიო პროცედურები, როგორიცაა ინექციები თავისა და კისრის უბნებში, შეიძლება დაკავშირებული იყოს მძიმე გვერდითი მოვლენების განვითარების უფრო მაღალ სიხშირესთან, გამოყენებული ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების მიუხედავად.

მთავარი პერიფერიული ნერვის ბლოკადა

მთავარი პერიფერიული ნერვის ბლოკადამ შეიძლება მოითხოვოს ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების უფრო დიდი მოცულობის შეყვანა ძალზედ ვასკულარიზებულ უბანში, ხშირად დიდი სისხლძარღვების ახლოს, სადაც არსებობს ინტრავასკულარული ინექციების და/ან სწრაფი სისტემური შეწოვის მომატებული რისკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მაღალი პლაზმური კონცენტრაციები.

პრეპარატის შეიცავს ნატრიუმს, რაც გასათვალისწინებელია უმარილო დიეტაზე მყოფ პაციენტებში.

ვარგისობა პირველი გახსნის შემდეგ

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, აღნიშნული პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს გახსნისთანავე. პირიქით, გამოყენებამდე შენახვის პირობები და ვადები არის მომხმარებლის პასუხისმგებლობა, და არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2-8°C ტემპერატურის პირობებში.

დოზირება - მოზრდილები და >12 წლის ასაკის ბავშვები

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემულია დოზები ყველაზე ხშირად გამოყენებული ბლოკადებისათვის. გამოიყენება ეფექტური ბლოკადის მისაღებად საჭირო მინიმალური დოზა. დოზის შერჩევისას მნიშვნელოვანია ექიმი-კონსულტანტების გამოცდილება და პაციენტის ფიზიკური მდგომარეობის ცოდნა.

კონც.

მგ/მლ

მოცულობა

მლ

დოზა

მგ

დაწყება

წთ

ხანგრძლივობა

სთ.

ქირურგიული ანესთეზია

წელის არეში ეპიდურული შეყვანა

ქირურგიული ოპერაცია

  • 5
  • 0

15-25

15-20

113-188

150-200

10-20

10-20

3-5

4-6

საკეისრო კვეთა

  • 5

15-20

113-1501)

10-20

3-5

გულ-მკერდის არეში ეპიდურული შეყვანა

ბლოკადა პოსტოპერაციული ტკივილის მოსახსნელად

  • 5

5-15

(ინექციის დონის მიხედვით)

38-113

10-20

n/a2)

მთავარი ნერვის ბლოკადა*

ბრაქიალური წნულის ბლოკადა

  • 5

30-40

225-3003)

10-25

6-10

ქირურგიული ველის ბლოკადა

(მაგ. მცირე ნერვის ბლოკადა და ინფილტრაცია)

  • 5

1-30

  • 5-225

1-15

2-6

მწვავე ტკივილის მართვა

წელის არეში ეპიდურული შეყვანა

ბოლუსი

  • 0

10-20

20-40

10-15

  • 5-1.5

ხანგამოშვებითი ინექცია (დამატება)

(მაგ. სამშობიარო ტკივილის მართვა)

  • 0

10-15 (მინ. 30 წუთიანი ინტერვალი)

20-30

უწყვეტი ინფუზია მაგ.:

სამშობიარო ტკივილი

პოსტოპერაციული ტკივილის მართვა

  • 0
  • 0

6-10 მლ/სთ

6-14 მლ/სთ

12-20 მგ/სთ

12-28 მგ/სთ

n/a2)

n/a2)

n/a2)

n/a2)

გულმკერდის არეში ეპიდურული შეყვანა

უწყვეტი ინფუზია (პოსტოპერაციული ტკივილის მართვა)

  • 0

6-14 მლ/სთ

12-28 მგ/სთ

n/a2)

n/a2)

ველის ბლოკადა (მაგ. მცირე ნერვის ბლოკადა და ინფილტრაცია)

  • 0

1-100

  • 0-200

1-5

n/a2)

პერიფერიული ნერვის ბლოკადა (ბარძაყის ან მხრის წნულის ბლოკადა)

უწყვეტი ინფუზია ან ხანგამოშვებითი ინექციები (მაგ. პოსტოპერაციული ტკივილის მართვა)

  • 0

5-10 მლ/სთ

10-20 მგ/სთ

n/a2)

n/a2)

ცხრილში მითითებული დოზები შერჩეულია წარმატებული ბლოკადის მისაღებად და ითვლება გაიდლაინებად მოზრდილებში გამოყენებისათვის. თუმცა შეიძლება აღინიშნებოდეს დაწყებისა და ხანგრძლივობის ინდივიდუალური ვარიაციები. „დოზის“ სვეტი მიუთითებს საშუალო საჭირო დოზის დიაპაზონს. ორივე ფაქტორისათვის, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ბლოკადის კონკრეტულ მეთოდებსა და პაციენტის ინდივიდუალურ მოთხოვნებზე, საჭიროა სტანდარტულ სახელმძღვანელოების შესწავლა.

  • რაც შეეხება ნერვის მთავარ ბლოკადას, დოზირების რეკომენდაციების მიცემა შეიძლება მხოლოდ მხრის წნულის ბლოკადისათვის.

სხვა მთავარ ნერვის ბლოკადისათვის შეიძლება საჭირო იყოს უფრო დაბალი დოზები. თუმცა, ამჟამად სხვა ბლოკადებისათვის სპეციფიკურ დოზებთან დაკავშირებული რეკომენდაციების გამოცდილება არ არსებობს.

გამოიყენება მზარდი დოზირება, დაწყებული დაახლოებით 100 მგ (97.5 = 13 მლ; 105 მგ = 14 მლ) დოზის შეყვანით 3-5 წუთის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაინიშნოს ორი დამატებითი დოზა, მაქსიმუმ 50 მგ-ს მისაღწევად.

n/a = არ არის შესაბამისი.

მთავარი ნერვის ბლოკადისათვის დოზის კორექცია შეიძლება შეყვანის ადგილისა და პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.

ინტერსკალენური და ლავიწზედა მხრის წნულის ბლოკადა შეიძლება დაკავშირებული იყოს მძიმე გვერდითი მოვლენების განვითარების უფრო მაღალ სიხშირესთან, გამოყენებული ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების მიუხედავად (იხილეთ პუნქტი „განსაკუთრებული მითითებანი“).

ზოგადად, ქირურგიული ანესთეზია (მაგალითად, ეპიდურული შეყვანა) საჭიროებს უფრო მაღალი კონცენტრაციებისა და დოზების გამოყენებას. როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. 10 მგ/მლ რეკომენდებულია ეპიდურული ანესთეზიისათვის ოპერაციების დროს, როდესაც საჭიროა სრული მოტორული ბლოკადა. ანესთეზიისათვის რეკომენდებულია უფრო დაბალი კონცენტრაციები და დოზები (მაგალითად,მწვავე ტკივილის მართვის მიზნით ეპიდურული შეყვანა).

შეყვანის მეთოდი - მოზრდილები და > 12 წლის ასაკის ბავშვები

როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. გამოიყენება მხოლოდ რეგიონალურ ანესთეზიაში გამოცდილი ექიმების მიერ ან მათი მეთვალყურეობის ქვეშ.

ინტრავასკულარული ინექციის თავიდან აცილების მიზნით, ინექციამდე და ინექციის დროს რეკომენდებულია სათანადო ასპირაცია. მაღალი დოზების ინექციის დროს, საჭიროა 3-5 მლ ლიდოკაინისა და ადრენალინის (ეპინეფრინი) 1:200,000 საცდელი დოზის ინექცია. შემთხვევითი ინტრავასკულარული ინექციის გამოცნობა შეიძლება გულისცემის ტრანზიტორული მომატებით, მაშინ როდესაც შემთხვევითი ინტრათეკალური ინექციის გამოცნობა შეიძლება სპინალური ბლოკადის ნიშნებით.

პრეპარატის შეყვანამდე და შეყვანის დროს უნდა განმეორდეს ასპირაცია, პრეპარატის შეყვანა უნდა მოხდეს ნელა ან ფრაქციული დოზებით, 25-50 მგ/წთ სიჩქარით, აუცილებელია პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრების სათანადო მონიტორინგი და ვერბალური კონტაქტის შენარჩუნება. ტოქსიკურობის სიმპტომების გამოვლენისას, პრეპარატის შეყვანა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ოპერაციისათვის ეპიდურული ბლოკადის დროს, გამოიყენება და კარგად აითვისება როპივაკაინის 250 მგ-მდე ერთჯერადი დოზები.

მხრის წნულის ბლოკადის დროს, პაციენტების შეზღუდულ რაოდენობაში გამოყენებულ იქნა 300 მგ ერთჯერადი დოზები. აღნიშნული დოზა კარგად იქნა ათვისებული.

გახანგრძლივებული ბლოკადის დროს, უწყვეტი ეპიდურული ინფუზიითა თუ განმეორებითი ბოლუსური შეყვანით, გასათვალისწინებელია ტოქსიკური პლაზმური კონცენტრაციების მიღწევის ან ადგილობრივი ნერვის დაზიანების გამოწვევის შესაძლო რისკი. ოპერაციისათვის და პოსტოპერაციული ანალგეზიისათვის როპივაკაინის 675 მგ-მდე კუმულაციური დოზები, შეყვანილი 24 საათის განმავლობაში კარგად იყო ათვისებული მოზრდილებში ისევე, როგორც პოსტოპერაციული უწყვეტი ეპიდურული ინფუზია 28 მგ/სთ სიჩქარით 72 საათის განმავლობაში. პაციენტების შეზღუდულ რაოდენობაში გამოიყენებოდა უფრო მაღალი 800 მგ/დღეში დოზები შედარებით უმნიშვნელო რაოდენობის გვერდითი მოვლენებით.

პოსტოპერაციული ტკივილის სამკურნალოდ რეკომენდებულია შემდეგი მეთოდი: თუ არ იყო ოპერაციამდე დაწყებული, როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. 7.5 მგ/მლ-ით ეპიდურულ ბლოკადას ადგილი ექნება ეპიდურული კათეტერის საშუალებით. შემდეგ, ანალგეზია ნარჩუნდება როპივაკაინის ჰიდროქლორიდი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. 2 მგ/მლ–ის ინფუზიით. ზომიერი ან ძლიერი პოსტოპერაციული ტკივილის უმეტეს შემთხვევებში, 6-14 მლ (12-28 მგ/სთ) ინფუზიის სიჩქარე უზრუნველყოფს ადექვატურ ანალგეზიას მხოლოდ მსუბუქი და არა-პროგრესირებადი მოტორული ბლოკადით. ეპიდურული ბლოკადის მაქსიმალური ხანგრძლივობა არის 3 დღე. მიუხედავად ამისა, აუცილებელია ანალგეზიური ეფექტების სათანადო მონიტორინგი კათეტერის ამოსაღებად, როგორც კი ტკივილის ინტენსივობა ამის შესაძლებლობას მოგვცემს. აღნიშნული მეთოდის გამოყენებისას აღინიშნებოდა ოპიოიდების საჭიროების მნიშვნელოვანი შემცირება.

კლინიკურ კვლევებში 2 მგ/მლ როპივაკაინის ეპიდურული ინფუზია, ცალკე ან 1-4 მკგ/მლ ფენტანილთან შერეული, გამოიყენებოდა პოსტოპერაციული ტკივილის მართვისათვის 72 საათამდე პერიოდით.

როპივაკაინისა და ფენტანილის კომბინაციამ შეიძლება უზრუნველყოს ტკივილის დამატებითი კონტროლი, თუმცა შეიძლება გამოიწვიოს ოპიოიდებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები.

როპივაკაინისა და ფენტანილის კომბინაცია შესწავლილია მხოლოდ 2 მგ/მლ როპივაკაინთან დაკავშირებით.

პერიფერიული ნერვების გახანგრძლივებული ბლოკადის გამოყენებისას, უწყვეტი ინფუზიის ან განმეორებითი ინექციების გზით, გასათვალისწინებელია პლაზმაში ტოქსიკური კონცენტრაციების მიღწევის ან ნერვული სისტემის ადგილობრივი დაზიანების რისკი. კლინიკურ კვლევებში, ბარძაყის ნერვის ბლოკადა შესრულდა 300 მგ როპივაკაინი 7.5 მგ/მლ-ით და ინტერსკალენური ბლოკადა - 225 მგ როპივაკაინი 7.5 მგ/მლ-ით, შეასაბამისად, ოპერაციის წინ. შემდეგ გაუტკივარება შენარჩუნდა როპივაკაინი 2.0 მგ/მლ-ით. 10-20 მგ/სთ ინფუზიის სიჩქარე ან პერიოდული ინექცია 48 საათის განმავლობაში უზრუნველყოფდა ადექვატურ გაუტკივარებას და კარგად იყო გადატანილი.

  • 5 მგ/მლ როპივაკაინზე მაღალი კონცენტრაცია არა დოკუმენტურად დასაბუთებული საკეისრო კვეთის შემთხვევაში.

პედიატრიული პოპულაცია

დოზირება – ეპიდურალური ბლოკადა: 0 წლიდან 12 წლამდე ასაკის პედიატრიული პაციენტები

0 წლიდან 12 წლამდე ასაკის პაციენტებისათვის მხოლოდ (2 მგ/მლ, 5 მგ/მლ) კონცენტრაციები არის რეკომენდებული.

კონც.

მგ/მლ

მოცულობა

მლ/კგ

დოზა

მგ/კგ

მწვავე ტკივილის მართვა

(პერი- და პოსტოპერაციული)

კაუდალური ეპიდურული ბლოკადა, ერთჯერადი ინექცია

ბლოკადა T12-ის ქვემოთ <25 კგ წონის მქონე ბავშვებში

უწყვეტი ეპიდურული ინფუზია

<25 კგ წონის მქონე ბავშვებში

0-6 თვე

ბოლუსია)

ინფუზია 72 სთ-მდე

6-12 თვე

ბოლუსია)

ინფუზია 72 სთ-მდე

1-12 წელი

ბოლუსიბ)

ინფუზია 72 სთ–მდე

  • 0
  • 0
  • 0
  • 0
  • 0
  • 0
  • 0

1

  • 5-1
  • 1 მლ/კგ/სთ
  • 5-1
  • 2 მლ/კგ/სთ

1

  • 2 მლ/კგ/სთ

2

1-2

  • 2 მლ/კგ/სთ

1-2

  • 4 მლ/კგ/სთ

2

  • 4 მლ/კგ/სთ

ცხრილში მითითებული დოზები უნდა იქნას განხილული, როგორც გაიდლაინი პედიატრიაში გამოსაყენებლად. შესაძლოა საჭირო გახდეს ინდივიდუალური ვარიაციები. სხეულის დიდი წონის მქონე ბავშვებში ხშირად საჭიროა დოზის თანდათანობით შემცირება და ის უნდა ეფუძნებოდეს სხეულის იდეალურ წონას. ერთი კაუდალური ეპიდურული ბლოკადის მოცულობა და მოცულობა ეპიდურული ბოლუსური დოზებისთვის არ უნდა აღემატებოდეს 25 მლ–ს თითოეული პაციენტისათვის. ბლოკადის კონკრეტურლი მეთოდებზე და პაციენტის ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მოქმედი ფაქტორებისათვის შესწავლილ უნდა იქნეს სტანდარტული სახელმძღვანელოები.

ა) გულმკერდის არეში ეპიდურული ბლოკადისათვის რეკომენდებულია დაბალი დოზები, ხოლო წელისა თუ კაუდალური ეპიდურული ბლოკადისათვის რეკომენდებულია მაღალი დოზები.

ბ) რეკომენდებულია წელის ეპიდურული ბლოკადებისათვის. გულმკერდის არის ეპიდურული გაუტკივარებისათვის ბოლუსური დოზის შემცირება კარგ პრაქტიკას წარმოადგენს.

როპივაკაინის 7,5 მგ/მლ და 10 მგ/მლ გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს ბავშვებში სისტემურ და ცენტრალურ ტოქსიკურ მოვლენებთან. უფრო დაბალი კონცენტრაციები (2 მგ/მლ და 5 მგ/მლ) უფრო მიზანშეწონილია ამ პოპულაციაში გამოყენებისათვის.

დოზირება – პერიფერიუი ნერვის ბლოკადა: 1 წლიდან 12 წლამდე ასაკის ჩვილებში და ბავშვებში

კონც.

მგ/მლ

მოცულობა

მლ/კგ

დოზა

მგ/კგ

მწვავე ტკივილის მართვა

(პერი- და პოსტოპერაციული)

პერიფერიული ნერვის ბლოკადა, ერთჯერადი ინექცია,

მაგ. სამწვერა ნერვის, მხრის წნულის, თეძოს ფასციის ნერვის

მაკუპირებელი ბლოკადა

მრავალჯერადი ბლოკადა

უწყვეტი ინფუზია პერიფერიული ნერვის ბლოკადისათვის 1-12 წლის ბავშვებში

ინფუზია 72 სთ–მდე

  • 0
  • 0
  • 0
  • 0
  • 5-0.75
  • 5-1.5
  • 1-
  • 3 მლ/კგ/სთ
  • 0-1.5
  • 0-3.0
  • 2-
  • 6 მლ/კგ/სთ

ცხრილში მითითებული დოზირება უნდა ჩაითვალოს ბავშვებში გამოყენების სახელმძღვანელოდ. შეიძლება საჭირო გახდეს ინდივიდუალური ვარიაციები. მაღალი სხეულის წონის მქონე პედიატრიულ პაციენტებში დოზის თანდათანობითი შემცირება ხშირად საჭიროა და უნდა ეფუძნებოდეს იდეალური წონის მონაცემს. საცნობარო წიგნებზე დაყრდნობა უნდა მოხდეს იმისათვის, რომ მოხდეს გათვალისწინება ასპექტებისა, რომლებიც გავლენას ახდენს ბლოკირების სპეციფიკურ ტექნიკაზე და პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე.

პერიფერიული ნერვის (მაგალითად, სამწვერა ნერვის, მხრის წნულის, თეძოს ფასციის ნერვის) ბლოკადის ერთჯერადი ინექციის დოზირება არ უნდა აღემატებოდეს 2.5 - 3.0 მგ/კგ.

პერიფერიული ბლოკადის დოზების გამოყენების შესახებ ინფორმაცია არსებული გაიდლაინებით მოცემულია ახალშობილებისა და ბავშვებისათვის მძიმე დაავადების გარეშე. მძიმე დაავადების მქონე ბავშვებისთვის რეკომენდებულია უფრო კონსერვატიული დოზები და სიფრთხილით მონიტორინგი.

შეყვანის მეთოდი - 0-12 წლის ასაკის პედიატრიულ პაციენტებში

ინტრავასკულარული ინექციის თავიდან აცილების მიზნით, ინექციამდე და ინექციის დროს რეკომენდებულია სათანადო ასპირაცია. ინექციის დროს აუცილებელია პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრებზე სათანადო დაკვირვება. ტოქსიკურობის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, პრეპარატის შეყვანა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

2 მგ/მლ როპივაკაინის ერთჯერადი კაუდალური ეპიდურული ინექცია იწვევს ადექვატურ პოსტოპერაციულ გაუტკივარებას T12-ის ქვემოთ პაციენტების უმრავლესობაში, როდესაც 2 მგ/კგ დოზა გამოიყენება 1 მლ/კგ მოცულობით. კაუდალური ეპიდურული ინექციის მოცულობის კორექცია შესაძლებელია სენსორული ბლოკადის სხვადასხვა განაწილების მისაღწევად, როგორც ეს სტანდარტულ სახელმძღვანელოებში არის აღწერილი. როპივაკაინი 3 მგ/მლ-ს კონცენტრაციის 3 მგ/კგ–მდე დოზები შესწავლილ იქნა 4 წელს ზემოთ ბავშვებში. თუმცა, აღნიშნული კონცენტრაცია ასოცირდება მოტორული ბლოკადის უფრო მაღალ სიხშირესთან.

რეკომენდებულია გამოანგარიშებული ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების დოზის თანდათანობით შეყვანა, მიუხედავად იმისა, თუ რა გზით მოხდება ეს.

დღენაკლულ ბავშვებში როპივაკაინის გამოყენება არ არის შესწავლილი.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ პრეპარატის მახასიათებლების მოკლე აღწერილობა.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა