პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები

როზულიპ პლუსი

Rosulip® Plus

რეცეპტით5მგ + 10მგინსტრუქცია ქართულადუნგრეთი
რისთვის გამოიყენება

როზულიპ® პლუსი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას ერთ კაფსულაში. პირველი აქტიური ნივთიერება არის როზუვასტატინი. ის მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ სტატინებს. მეორე აქტიური ნივთიერება - ეზეტიმიბი. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ეზეტიმიბი (ezetimibe) + rosuvastatin zinc
ფორმა და შეფუთვა
5მგ + 10მგ მყარი კაფსულა №30 (3X10)
მწარმოებელი
Egis Pharmaceuticals PLC (Bökényföldi) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Egis Pharmaceuticals PLC (Mátyás király)(უნგრეთი)), უნგრეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები, ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი სხვადასხვა საშუალებების კომბინაციები
ATC კოდი
C10BA06
რეგისტრაციის ნომერი
რ-037875
რეგისტრირებულია
13 აპრილი 2023, მოქმედებს 13 აპრილი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Egis Pharmaceuticals PLC (უნგრეთი)
განმცხადებელი
დსს „ეგის ფარმაცეუტიკალს“ წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაროზულიპ პლუსი და სხვა წამალი ერთად

როზულიპ პლუსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

როზულიპ® პლუსი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას ერთ კაფსულაში. პირველი აქტიური ნივთიერება არის როზუვასტატინი. ის მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ სტატინებს. მეორე აქტიური ნივთიერება - ეზეტიმიბი.

როზულიპ® პლუსი – ეს არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება საერთო ქოლესტერინის, “მავნე” ქოლესტერინის (დსლპ) და ცხიმების (ტრიგლიცერიდების) დონეების დასაწევად სისხლში. გარდა ამისა, პრეპარატი ზრდის “სასარგებლო” ქოლესტერინის (მსლპ) დონეს. პრეპარატი იწვევს სისხლში ქოლესტერინის დონეების დაწევას ორმაგი მოქმედებით: ამცირებს ქოლესტერინის შეწოვას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და ამცირებს ქოლესტერინის წარმოქმნას ორგანიზმში.

ადამიანთა უმრავლესობაში ქოლესტერინის მაღალი დონე გავლენას არ ახდენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და არ იწვევს არავითარ სიმპტომს. თუმცა, თუ არ მოხდა მომატებული ქოლესტერინის დონის მქონე პაციენტების მკურნალობა, ეს გამოიწვევს სისხლძარღვების კედლებში ცხიმების დაგროვებას და შედეგად, სისხლძარღვების შევიწროვებას.

ზოგჯერ შეიძლება მოხდეს ამგვარად შევიწროვებული სისხლძარღვების დაცობა და სისხლი აღარ მიეწოდოს გულის ან თავის ტვინის ამა თუ იმ ნაწილს: შესაბამისად, ეს გამოიწვევს ინფარქტს ან ინსულტს. ქოლესტერინის დონის დაწევამ შეიძლება შეამციროს ინფარქტის, ინსულტის და ანალოგიური ჯანმრთელობის პრობლემების რისკი.

როზულიპ® პლუსი გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებშიც ქოლესტერინის დონის დაწევა ვერ მიიღწევა მხოლოდ დიეტით. ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში უნდა გაგრძელდეს ქოლესტერინის დაწევისაკენ მიმართული დიეტის დაცვა.

თუ თქვენ გაქვთ გულის დაავადება, პრეპარატი როზულიპ® პლუსი შეამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის განვითარების რისკს, ასევე გულის სიხსხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების მიზნით ქირურგიული ოპერაციის ჩატარების და სტენოკარდიით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის რისკს.

თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ როზულიპ® პლუსი, იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ როზუვასტატინით ვერ ხდება ქოლესტერინის დონის საკმარისი კონტროლი ან თუ უკვე იღებთ როზუვასტატინსა და ეზეტიმიბს ამავე დოზებით.

როზულიპ® პლუსი ხელს არ უწყობს წონაში დაკლებას.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად თქვენი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ სწორედ იღებთ პრეპარატს, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატ როზულიპ® პლუსის მიღებისას უნდა გააგრძელოთ დიეტა ქოლესტერინის დაბალი შემცველობით და სათანადო ფიზიკური დატვირთვა.

მოზრდილებისათვის რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ კაფსულას დღეში.

როზულიპ® პლუსი არ არის შესაფერისი საწყისი მკურნალობისათვის. პრეპარატ როზულიპ® პლუსით მკურნალობა უნდა დაინიშნოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შერჩეული იქნება როზუვასტატინის ან პრეპარატის ორივე მონოკომპონენტის შესაფერისი დოზირება.

თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ყველაზე დაბალი დოზა (5მგ/10მგ), თუ:

თუ თქვენ ხართ აზიური წარმოშობის ადამიანი (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი);

თუ ხართ 70 წლის ან მეტი ასაკის;

გაქვთ თირკმლის ფუნქციის საშუალო სიმძიმის დარღვევა;

თქვენ მიეკუთვნებით მიოპათიის (ტკივილი კუნთებში) განვითარების რისკ-ჯგუფს.

როზუვასტატინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 40მგ-ს. ის გამოიყენება მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ქოლესტერინის მაღალი დონე და ინფარქტის ან ინსულტის მაღალი რისკი, როდესაც ქოლესტერინის დაწევა 20მგ დოზის მიღებისას არ არის საკმარისი.

გამოყენების წესი

პერორალურად, ერთჯერ დღეში.

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ეს პრეპარატი დღის ნებისმიერ დროს, საკვების მიღEბისგან დამოუკიდებლად. საჭიროა კაფსულის მიღება ჭიქა წყალთან ერთად.

მიიღეთ ეს პრეპარატი ყოველ დღე, ერთსა და იმავე დროს.

ქოლესტერინის დონის რეგულარული შემოწმებები

მნიშვნელოვანია ექიმთან რეგულარული ვიზიტი ქოლესტერინის დონის გასაზომად და იმის დადასტურება, რომ მიღწეული და შენარჩუნებულია ქოლესტერინის საჭირო დონე.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის როზულიპ® პლუსი

მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან უახლოესი საავადყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფლებას, ვინაიდან შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.

თუ დაგავიწყდათ როზულიპ® პლუსის კაფსულის მიღება

ნუ იღელვებთ, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და მიიღეთ შემდეგი დაგეგმილი დოზა სწორ დროს. გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით, არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

თუ თქვენ წყვეტთ პრეპარატ როზულიპ® პლუსის მიღებას

აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ გსურთ პრეპარატ როზულიპ® პლუსის მიღების შეწყვეტა. პრეპარატ როზულიპ® პლუსის მიღების შეწყვეტის შემდეგ ქოლესტერინის დონე შეიძლება ისევ გაიზარდოს.

ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

გაქვთ ალერგია როზუვასტატინზე, ეზეტიმიბზე ან ამ პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერებაზე (იხ. პუნქტი 8).

გაქვთ ღვიძლის დაავადება.

გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა.

გივლინდებათ განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილი კუნთებში (მიოპათია).

ღებულობთ კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს სოფოსბუვირს/ველპატასვირს/ვოქსილაპრევირს ღვიძლის ვირუსული ინფექციის სამკურნალოდ (C ჰეპატიტი).

იღებთ პრეპარატს, რომელსაც ეწოდება ციკლოსპორინი (მაგ. ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ).

ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. თუ პრეპარატ როზულიპ® პლუსით მკურნალობის დროს დაორსულდებით, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. ქალები უნდა მოერიდონ დაორსულებას როზულიპ® პლუსის გამოყენების პერიოდში და ამ მიზნით გამოიყენონ კონტრაცეფციის შესაბამისი საშუალებები.

თუ თქვენ პრეპარატ როზულიპ® პლუსის ან მსგავსი პრეპარატის გამოყენების შემდეგ ოდესმე გაგივითარდათ გამონაყარი კანზე ან კანის აშრევება, ბუშტუკები და/ან წყლულები პირის ღრუში.

გარდა ამისა, არ მიღოთ როზულიპ® პლუსის კაფსულები 40მგ/10მგ (ყველაზე დიდი დოზა), თუ:

გაქვთ ზომიერი ხარისხის თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

დარღვეული გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია (ჰიპოთირეოზი).

გაქვთ განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილები კუნთებში, კუნთების დაავადებები (პირადად თქვენ ან თქვენს ოჯახში) ან გქონიათ პრობლემები კუნთებთან დაკავშირებით ქოლესტერინის დამწევი სხვა პრეაპრატების მიღებისას.

რეგულარულად მოიხმართ ალკოჰოლს დიდი რაოდენობებით.

ხართ აზიური წარმოშობის (ხართ იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი).

იღებთ ფიბრატებს (ეს არის ქოლესტერინის დამწევი სხვა სახის პრეპარატი, იხ. პუნქტი “სხვა პრეპარატები და როზულიპ® პლუსი”).

თუ რომელიმე ზემოთ მითითებული მდგომარეობა გეხებათ თქვენ (ან თუ საპირისპიროში არ ხართ დარწმუნებული), აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ამის თაობაზე.

სიფრთხილის ზომები

როზულიპ® პლუსის მიღებამდე უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:

თქვენ გაქვთ თირკმელების დაავადება.

თქვენ გაქვთ ღვიძლის დაავადება.

თქვენ გქონიათ განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილები კუნთებში, კუნთების დაავადებები (პირადად თქვენ ან თქვენს ოჯახში) ან გქონიათ პრობლემები კუნთებთან დაკავშირებით ქოლესტერინის დამწევი სხვა პრეაპრატების მიღებისას. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ განგივითარდათ კუნთების აუხსნელი ტკივილი, განსაკუთრებით, თუ ცუდად გრძნობთ თავს ან თუ გაქვთ ცხელება. აგრეთვე უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაგივითარდათ კუნთების მუდმივი სისუსტე.

თუ თქვენ წარსულში გქონიათ ან ამჟამად გაქვთ მიასთენია (დაავადება ზოგადი კუნთოვანი სისუსტით, ზოგ შემთხვევაში სასუნთქი კუნთების ჩათვლით) ან მიასთენიის თვალის ფორმა, ვინაიდან ზოგ შემთხვევაში სტატინებს შეუძლიათ გამოიწვიონ მიასთენია ან გააუარესონ მიასთენიის სიმპტომები (იხ. პუნქტი 4).

თქვენ ხართ აღმოსავლეთ აზიური წარმომავლობის (ხართ იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი): ექიმმა უნდა შეარჩიოს თქვენთვის შესაფერისი როზულიპ® პლუსის დოზა.

თქვენ იღებთ ინფექციის სამკურნალო პრეპარატს, მათ შორის აივ-ინფექციის ან C ჰეპატიტის, მაგ. ლოპინავირს/რიტონავირს და/ან ატაზანავირს, სიმეპრევირს, ელბასვირს და გრაზოპრევირს (იხ. “სხვა პრეპარატები და როზულიპ® პლუსი”).

თქვენ გაქვთ სუნთქვის მძიმე უკმარისობა.

თქვენ ღებულობთ ფიბრატებს (ქოლესტერინის დონის დამწევი სხვა პრეპარატები) (იხ. “სხვა პრეპარატები და როზულიპ® პლუსი”).

თქვენ რეგულარულად მოიხმართ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს.

თქვენ დარღვეული გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია (ჰიპოთირეოზი).

ხართ 70 წლის ზემოთ ასაკის (ექიმმა უნდა შეარჩიოს თქვენი ასაკისათვის შესაფერისი როზულიპ® პლუსის დოზა).

თქვენ იღებთ ან მიიღეთ ფუზიდის მჟავა (სამკურნალო საშუალებები ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, შიგნით მისაღები ან ინტრავენური ინექციისთვის) ბოლო 7 დღის განმავლობაში იხ. “სხვა პრეპარატები და როზულიპ® პლუსი”). ფუზიდის მჟავისა და როზულიპ® პლუსის კომბინირებული გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სერიოზული გართულებები კუნთების მხრივ (რაბდომიოლიზი).

თუ თქვენ გეხებათ რომელიმე ზემოთ მითითებული (ან თუ საპირისპიროში არ ხართ დარწმუნებული):

არ მიიღოთ როზულიპ® პლუსის კაფსულები 40მგ/10მგ (ყველაზე დიდი დოზა) და პრეპარატ როზულიპ® პლუსის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატ როზულიპ® პლუსის გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა ცნობები კანის მძიმე რეაქციების შესახებ, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), რაც დაკავშირებული იყო როზუვასტატინის გამოყენებასთან. თუ თქვენ შენიშნავთ რომელიმე სიმპტომს, აღწერილს პუნქტში 4, შეწყვიტეთ მოცემული პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

პაციენტთა მცირე რაოდენობაში სტატინებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ღვიძლის ფუნქციაზე. ეს ცვლილებები ვლინდება სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მარტივი გაზომვისას. ამიტომ ექიმი დაგინიშნავთ ამგვარი გამოკვლევის რეგულარულად ჩატარებას (ღვიძლის ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებლების შეფასება) როზულიპ® პლუსით თერაპიის დროს. აუცილებელია ექიმთან ვიზიტი მის მიერ დანიშნული ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად.

თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან მისი განვითარების რისკი, თქვენი მკურნალი ექიმი ყურადღებით დააკვირდება თქვენს მდგომარეობას ამ პრეპარატის მიღების დროს. სავარაუდოდ, თქვენ გაქვთ შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი, თუ სისხლში მაღალია შაქრისა და ცხიმების დონეები, გაქვთ ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა.

ბავშვები და მოზარდები

რეკომენდებული არ არის როზულიპ® პლუსის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ.

უთხარით ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:

ციკლოსპორინი (გამოიყენება, მაგალითად, ორგანოების გადანერგვის შემდეგ, გადანერგილი ორგანოს უკუგდების თავიდან ასაცილებლად. ერთდროული გამოყენება აძლიერებს როზუვასტატინის მოქმედებას). არ მიიღოთ როზულიპ® პლუსი, თუ იღებთ ციკლოსპორინს.

სისხლის გამათხელებელი პრეპარატები, მაგალითად, ვარფარინი, აცენოკუმაროლი ან ფლუინდიონი (როზულიპ® პლუსთან ერთად მიღება ზრდის მათ მოქმედებას სისხლის შედედებაზე და სისხლდენის რისკს), აგრეთვე ტიკაგრელორი და კლოპიდოგრელი.

სხვა სამკურნალო საშუალებები, ფიბრატები (გემფიბროზილი და სხვ.), რომლებიც გამოიყენება ქოლესტერინის დონის დასაწევად, აგრეთვე სისხლში ტრიგლიცერიდების დონის კორექციისათვის. როზუვასტატინის მოქმედება ძლიერდება ფიბრატებთან ერთად მიღებისას. არ მიიღოთ როზულიპ® პლუსის კაფსულები 40მგ/10მგ, თუ იღებთ ფიბრატებს.

ქოლესტირამინი (ქოლესტერინის დამწევი პრეპარატი) – გავლენას ახდენს ეზეტიმიბის მოქმედების მექანიზმზე.

ანტივირუსული საშუალებები, როგორც მონოთერაპიის, ასევე კომბინაციის სახით რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციის ან C ჰეპატიტის სამკურნალოდ, მაგ. ლოპინავირი, რიტონავირი და/ან ატაზანავირი, სოფოსბუვირი, ვოქსილაპრევირი, ომბიტასვირი, პარიტაპრევირი, დასაბუვირი, ველპატასვირი, ელბასვირი, გრაზოპრევირი, გლეკოპრევირი, პიბრენტასვირი) (იხ. ნაწილი “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”). ერთდროული გამოყენებისას როზუვასტატინის ეფექტი შეიძლება გაიზარდოს. პრეპარატ როზულიპ® პლუსის გამოყენება არ არის რეკომენდებული პროტეაზას ზოგიერთი ინჰიბიტორით მკურნალობის დროს.

რეგორაფენიბი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ).

დაროლუტამიდი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ).

მჟავასაწინააღმდეგო საშუალებები ალუმინის და მაგნიუმის შემცველობით (გამოიყენება კუჭში მჟავას ნეიტრალიზაციისათვის; ისინი ასევე ამცირებენ როზუვასტატინის დონეს). ეს ეფექტი შეიძლება შესუსტდეს, თუ ეს პრეპარატები მიიღება როზუვასტატინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი): ამგვარი კომბინაცია იწვევს როზუვასტატინის ეფექტის შემცირება.

ფუზიდის მჟავა. თუ იღებთ ფუზიდის მჟავას (ანტიბიოტიკი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ) პერორალურად, მაშინ დროებით უნდა შეწყვიტოთ როზულიპ® პლუსის მიღება. თქვენი ექიმი აგიხსნით როდის არის უსაფრთხო როზულიპ® პლუსის მიღების გაგრძელება. პრეპარატ როზულიპ® პლუსის კომბინირებულმა გამოყენებამ ფუზიდის მჟავასთან ერთად იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, დაავადება ან ტკივილი (რაბდომიოლიზი) (იხ. ნაწილი 4).

პერორალური კონტრაცეპტივები: ხდება კონტრაცეფციული ტაბლეტებიდან სასქესო ჰორმონების შეწოვის მომატება.

ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია (ზრდის სისხლში ჰორმომების დონეს).

თუ თქვენ გაგაზავნეს სამკურნალოდ საავადმყოფოში ან სხვა მდგომარეობის გამო ღებულობთ მკურნალობას, აცნობეთ სამედიცინო პერსონალს, რომ იღებთ როზულიპ® პლუსს.

როზულიპ® პლუსი და ალკოჰოლი

არ მიიღოთ როზულიპ® პლუსის კაფსულები 40მგ/10მგ (ყველაზე დიდი დოზა), თუ რეგულარულად მოიხმართ ალკოჰოლს დიდი რაოდენობით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ გამოიყენოთ როზულიპ® პლუსი, თუ ხართ ორსულად, ვარაუდობთ ორსულობას ან გსურთ დაორსულება. თუ როზულიპ® პლუსის მიღების დროს დაორსულდით, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და აცნობეთ თქვენს ექიმს ამის თაობაზე. პრეპარატ როზულიპ® პლუსით მკურნალობისას ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციული საშუალებები.

ძუძუთი კვების პერიოდი

არ მიღოთ როზულიპ® პლუსი, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ვინაიდან, ცნობილი არ არის, აღწევს თუ არა ეს პრეპარატი დედის რძეში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მოსალოდნელი არ არის, რომ პრეპარატმა როზულიპ® პლუსი უარყოფითად იმოქმედოს ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, მხედვლობაში უნდა იქნას მიღებული, რომ ზოგიერთ ადამიანში როზულიპ® პლუსის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა. თუ თქვენ გაგივითარდათ თავბრუსხვევა, ავტომობილის ან მექანიზმების მართვის წინ კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

ნატრიუმის შემცველობა

მოცემული პრეპარატი შეიცავს 1მმოლ-ზე ნაკლებ (923მგ) ნატრიუმს თითოეულ კაფსულაში, ესეიგი პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა პრეპარატმა, ამ სამკურნალო საშუალებამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

მნიშვნელოვანია, იცოდეთ, თუ რა არასასურველი რეაქციები შეიძლება განვითარდეს.

შეწყვიტეთ როზულიპ® პლუსის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ სიმპტომს:

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს არაუხშირესად ვიდრე 1000-დან 1 პაციენტში):

იშვიათად (შესაძლოა განუვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)

ალერგიული რეაქციები, როგორიცაა სახის, ენის და/ან ხორხის შეშუპება – ამან შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება.

უჩვეულო ტკივილი კუნთებში, რაც ჩვეულებრივზე დიდხანს გრძელდება. იშვიათად შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში კუნთების დაზიანება – რაბდომიოლიზი: ეს იწვევს საერთო სისუსტეს, ცხელებას და თირკმლის ფუნქიის დარღვევებს.

მგლურას მსგავსი სინდრომი (მათ შორის გამონაყარი კანზე, ცვლილებები სახსრებში, გავლენა სისხლის უჯრედებზე).

კუნთების გახლეჩა.

სიხშირე უცნობია (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):

სხეულის კანზე მოწითალო ფერის, კანის ზედაპირიდან არაამობურცული, წაწვეტებული ან მრგვალი ლაქები, ხშირად ბუშტუკებით ცენტრში, კანის აქერცვლით, პირის ღრუში, ყელში, თვალებსა და ცხვირში, ასევე გარეთა სასქესო ორგანოებზე წყლულების ან ბუშტუკების განვითარება. ასეთი მძიმე გამონაყარის წინ შეიძლება განვითარდეს ცხელება ან გრიპისმაგვარი სიმპტომები – ეს ყველაფერი შეიძლება იყოს სტივენს-ჯონსონის სინდრომის გამოვლინება.

გამონაყარი კანზე, რომელიც ფარავს კანის მნიშვნელოვან ნაწილს, ცხელება და ლიმფური ჯირკვლების გადიდება (DRESS სინდრომი ან წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი).

მულტიფორმული ერითემა (სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია, რომელიც ვითარდება კანსა და ლორწოვან გარსებზე).

სხვა შესაძლო არასასურველი რეაქციები

ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)

შაქრიანი დიაბეტი: დიაბეტის ალბათობა უფრო მაღალია, თუ თქვენ აგეღნიშნებათ შაქრის და ცხიმების დონის მომატება სისხლში, სხეულის ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა. თქვენი მკურნალი ექიმი გააკონტროლებს თქვენს მდგომარეობას; ამასთან ერთად საჭიროა ამ პრეპარატის მიღების გაგრძელება.

თავის ტკივილი;

თავბრუსხვევა;

ყაბზობა;

გულისრევა;

მუცლის ტკივილი;

ფაღარათი;

მეტეორიზმი (ნაწლავებში აირების დაგროვება);

კუნთების ტკივილი;

სისუსტის შეგრძნება;

დაღლილობის შეგრძნება;

ღვიძლის ფუნქციის ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლის მომატება (ტრანსამინაზების).

არახშირი (შეიძლება განვითარდეს არაუხშირესად ვიდრე 100-დან 1 პაციენტში)

მადის დაქვეითება;

ჩხვლეტის შეგრძნება;

გამონაყარი კანზე, წყლულები და ქავილი;

შესაძლებელია შარდში ცილის არსებობა – ეს დარღვევა ჩვეულებრივ ნორმალიზდება როზუვასტატინის მოხსნის აუცილებლობის გარეშე.

ალები;

არტერიული წნევის მომატება;

ხველა;

კუჭის მიერ საკვების გადამუშავების შეუძლებლობა;

გულძმარვა;

კუჭის ანთება;

გულისრევა;

პირის სიმშრალე;

კანის ქავილი;

გამონაყარი კანზე;

ჭინჭრის ციება;

კუნთოვანი ქსოვილის მაჩვენებლების (კფკ) ლაბორატორიული მაჩვენებლების მომატება;

ტკივილი სახსრებში;

კუნთოვანი სპაზმები;

ზურგის ტკივილი;

ტკივილი კისრის არეში;

კიდურების ტკივილი;

კუნთების სისუსტე;

ხელების და ფეხების ტკივილი;

შეშუპება, განსაკუთრებით ფეხის ტერფების;

ტკივილი გულმკერდის არეში;

ტკივილი;

სისხლში ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება;

იშვიათად (შეიძლება განვითარდეს არაუხშირესად ვიდრე 1000-დან 1 პაციენტში)

სისხლის ფირფიტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია).

კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება: იწვევს ძლიერ ტკივილს მუცელში, რომელიც გადადის ზურგის არეში;

ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება.

ძალიან იშვიათად (შეიძლება განვითარდეს არაუხშირესად ვიდრე 10 000-დან 1 პაციენტში)

ხელებსა და ფეხებში ნერვების დაზიანება (დაბუჟების შეგრძნება და სხვა სიმპტომები) (პოლინეიროპათია);

მეხსიერების დაკარგვა;

სიყვითლე (კანის და თვალების);

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);

ტკივილი სახსრებში;

შარდში სისხლის კვალი;

მამაკაცებში მკერდის ჯირკვლების გაზრდა (გინეკომასტია).

სიხშირე უცნობია (შეუძლებელია სიხშირის განსაზღვრა არსებული მონაცემების საფუძველზე)

დეპრესია;

შეშუპება;

ძილის დარღვევა, მათ შორის უძილობა და ღამის კოშმარები;

სუნთქვის დარღვევა, მათ შორის მდგრადი ხველა და/ან ქოშინი და ცხელება;

მიასთენია გრავისი (დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების ზოგად სისუსტეს, ზოგ შემთხვევაში სასუნთქი კუნთებისასაც);

მიასთენიის თვალის ფორმა (დაავადება, რომელიც იწვევს თვალის კუნთების სისუსტეს) (ასეთ შემთხვევებში მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ გრძნობთ სისუსტეს ხელებში ან ფეხებში, განსაკუთრებით აქტივობის პერიოდის შემდეგ, თვალებში გაორებას ან დაშვებულ, ჩამოკიდებულ თვალის ქუთუთოებს, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას);

ქოშინი;

ყაბზობა;

სანაღვლე გზებში კენჭების წარმოქმნა ან ნაღვლის ბუშტის ანთება (შეიძლება გამოვლინდეს მუცელში ტკივილის, გულისრევის და ღებინების სახით).

მყესების დაზიანება, ხანდახან მათი გახლეჩით;

კუნთების ანთება და სისუსტე, კუნთების მუდმივი სისუსტე;

შეტყობინება გვერდითი ეფექტები შესახებ

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის აღმოჩენისას, მათ შორის ისეთის, რომელიც მითითებული არ არის წინამდებარე ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეგიძლიათ სამკურნალო საშუალებების გვერდითი ეფექტების რეგისტრაციის ეროვნული სისტემის მეშვეობით. თქვენ მიერ მოწოდებული ცნობებით შეგიძლიათ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

ჭარბი დოზა

ლიტერატურაში არ არსებობს მონაცემები როზუვასტატინით დოზის გადაჭარბების შესახებ.

როზუვასტატინით დოზის გადაჭარბების შემთხვევში სპეციფიკური თერაპია არ არსებობს.

კლინიკურ კვლევებში ეზეტიმიბის მიღება 50მგ/დღე-ღამეში დოზით, 15 ჯანმრთელ მონაწილეში 14 დღის განმავლობაში ან 40მგ/დღე-ღამეში დოზით პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 18 პაციენტში 56 დღემდე, როგროც წესი კარგად გადაიტანებოდა. ცხოველებში არ შეინიშნებოდა ტოქსიკურობა ეზეტიმიბის ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ (5000მგ/კგ ვირთაგვებში და თაგვებში და 3000მგ/კგ ძაღლებში).

მიღებულია რამდენიმე შეტყობინება ეზეტიმიბით დოზის გადაჭარბების შესახებ: ისინი, როგორც წესი არ უკავშირდებოდა არასასურველი მოვლენების განვითარებას. შეტყობინებული არასასურველი მოვლენები არ იყო სერიოზული.

მკურნალობა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. უნდა მოხდეს ღვიძლის ფუნქციის და კფკ-ის დონის მონიტორინგი. ჰემოდიალიზის სარგებელი ნაკლებად სავარაუდოა.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებები: როზუვასტატინი და ეზეტიმიბი

როზულიპ® პლუსი 5მგ/10მგ კაფსულები:

ყოვლი კაფსულა შეიცავს 5მგ როზუვასტატინს (5,34მგ როზუვასტატინის თუთიის სახით) და 10მგ ეზეტიმიბს.

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მანიტოლი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, დაბალი ხარისხის გრადაციის, რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.

როზულიპ® პლუსი 10მგ/10მგ:

ყოველი კაფსულა შეიცავს 10მგ როზუვასტატინს (10,68 მგ როზუვასტატინის თუთიის სახით) და 10მგ ეზეტიმიბს.

როზულიპ® პლუსი 20მგ/10მგ:

ყოველი კაფსულა შეიცავს 20მგ როზუვასტატინს (21,36მგ როზუვასტატინის თუთიის სახით) და 10მგ ეზეტიმიბს.

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მანიტოლი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, დაბალი ხარისხის გრადაციის, რკინის ოქსიდი წითელი (E172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.

როზულიპ® პლუსი 40მგ/10მგ:

ყოველი კაფსულა შეიცავს 40მგ როზუვასტატინს (42,72მგ როზუვასტატინის თუთიის სახით) და 10მგ ეზეტიმიბს.

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მანიტოლი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, დაბალი ხარისხის გრადაციის, რკინის ოქსიდი წითელი E(E172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.

როზულიპ® პლუსის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

კაფსულები შიგნით მისაღებად.

გარეგნული სახე:

როზულიპ® პლუსი კაფსულები 5მგ/10მგ:

მყარი ჟელატინის კაფსულები CONI-SNAP 0, მარკირების გარეშე, თვითდახურვის მექანიზმით, თეთრი ფერის ფუძით და ყვითელი ფერის თავსახურით. ყოველი კაფსულა შეიცავს ორ ტაბლეტს.

როზულიპ® პლუსი კაფსულები 10მგ/10მგ:

მყარი ჟელატინის კაფსულები CONI-SNAP 0, მარკირების გარეშე, თვითდახურვის მექანიზმით, ყვითელი ფერის ფუძით და ყვითელი ფერის თავსახურით. ყოველი კაფსულა შეიცავს ორ ტაბლეტს.

როზულიპ® პლუსი კაფსულები 20მგ/10მგ:

მყარი ჟელატინის კაფსულები CONI-SNAP 0, მარკირების გარეშე, თვითდახურვის მექანიზმით, ყვითელი ფერის ფუძით და კარამელის ფერის თავსახურით. ყოველი კაფსულა შეიცავს ორ ტაბლეტს.

როზულიპ® პლუსი კაფსულები 40მგ/10მგ:

მყარი ჟელატინის კაფსულები CONI-SNAP 0, მარკირების გარეშე, თვითდახურვის მექანიზმით, ყვითელი ფერის ფუძით და წითელი ფერის თავსახურით. ყოველი კაფსულა შეიცავს ორ ტაბლეტს.

შეფუთვა:

10 კაფსულა ბლისტერზე. 3 ბლისტერი შეფუთულია მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 300C ტემპერატურის პირობებში.

შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში, სინათლისა და ტენისგან დაცვის მიზნით.

ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას!

  • ვარგისიანობის ვადა

ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

ეს პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ (მითითებულია შეფუთვაზე). ვარგისობის ვადის ამოწურვის თარიღად მიიჩნევა მითითებული თვის ბოლო დღე.

პრეპარატები არ გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოახდინოთ იმ პრეპარატების უტილიზაცია, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • აფთიაქიდან გაცემის პირობა

გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ჰიპოლიპიდემიური საშუალებები; ჰმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორები სხვა ჰიპოლიპიდემიურ საშუალებებთან კომბინაციაში

ათქ კოდი: C10BA06

როზუვასტატინი

მოქმედების მექანიზმი

როზუვასტატინი - არის სელექტიური და კონკურენტული ინჰიბიტორი ჰმგ-კოა-რედუქტაზასი - მნიშვნელოვანი ფერმენტი, რომელიც პასუხისმგებელია 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ-კოფერმენტ ა-ს მევალონატად გარდაქმნაზე, რომელიც წარმოადგენს ქოლესტერინის წინამორბედს. როზუვასტატინის მოქმედების ძირითად ობიექტს ქოლესტერინის დონის შესამცირებლად, წარმოადგენს ღვიძლი.

როზუვასტატინი ზრდის დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (დსლპ) რეცეპტორების რაოდენობას ღვიძლის უჯრედების ზედაპირზე, რის ხარჯზეც ხდება დსლპ-ის მიტაცება და კატაბოლიზმი, ასევე, ითრგუნება ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ძდსლპ) სინთეზი ღვიძლში. შედეგად, მცირდება ძდსლპ-ის და დსლპ-ის საერთო რაოდენობა.

ფარმაკოდინამიკა

როზუვასტატინი ამცირებს ქოლესტერინის დსლპ-ის (ქს-დსლპ), საერთო ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების მომატებულ დონეს, ასევე, ზრდის ქოლესტერინის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (მსლპ) დონეს. გარდა ამისა, იგი ამცირებს აპოლიპროტეინ B-ის (აპოB), ქოლესტერინის არა მსლპ-ის, ქოლესტერინის ძდსლპ-ის (ქს-ძდსლპ), ტრიგლიცერიდების ძდსლპ-ის (ტგ-ძდსლპ) კონცენტრაციას და ზრდის აპოლიპოპროტეინი A-1-ის (აპოA-1) შემცველობას (იხ. ცხრილი 1). ასევე, როზუვასტატინი ამცირებს შემდეგ თანაფარდობებს: ქს-დსლპ/ქს-მსლპ, საერთო ქოლესტერინი/ქს-დსლპ, ქს-არა მსლპ/ქს-მსლპ და აპოB/აპოA-I.

პრეპარატის სხვადასხვა დოზების ეფექტები პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში (ტიპი IIა და IIბ)

(საწყისი დონის დაკორექტირებული საშუალო ცვლილება, %)

დოზა

N

ქს-დსლპ

საერთო ქოლესტერინი

ქს-მსლპ

ტრიგლიცერიდები

ქს-არა მსლპ

აპოB

აპოA-I

პლაცებო

13

  • 7
  • 5

3

  • 3
  • 7
  • 3

0

5მგ

17

  • 45
  • 33

13

  • 35
  • 44
  • 38

4

10მგ

17

  • 52
  • 36

14

  • 10
  • 48
  • 42

4

20მგ

17

  • 55
  • 40

8

  • 23
  • 51
  • 46

5

40მგ

18

  • 63
  • 46

10

  • 28
  • 60
  • 54

0

თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში, ხოლო მაქსიმალური შედეგის 90% ვლინდება ორკვირიანი თერაპიის შემდეგ. მაქსიმალური ეფექტურობა, ჩვეულებრივ, მიიღწევა თერაპიის დაწყებიდან 4 კვირის შემდეგ და ნარჩუნდება შემდგომშიც.

ეზეტიმიბი

მოქმედების მექანიზმი

ეზეტიმიბი - ეს არის ახალი კლასის ჰიპოიპიდემიური შენაერთის წარმომადგენელი, რომელიც შერჩევითად თრგუნავს ქოლესტერინის და მისი მონათესავე მცენარეული სტეროლების შეწოვას ნაწლავიდან. ეზეტიმიბი აქტიურია პერორალური მიღებისას, და მისი მოქმედების მექანიზმი განსხვავდება სხვა შენაერთბის კლასებისგან, რომლებიც ამცირებენ ქოლესტერინის დონეს ( მაგ. სტატინები, ნაღვლის მჟავების სეკვესტრანტები (რეზინები), რომლებიც წარმოებული არიან ფიბრინოის მჟავასგან და მცენარეული სტანოლებისგან). ეზეტიმიბის მოლეკულურ სამიზნეს წარმოადგენს სტეროლების და ნაიმან-პიკის ცილის მსგავსი С1 (NPC1L1 – Niemann-Pick C1-Like 1) ცილების ტრანსპორტერი, რომელიც პასუხისმგებელია ქოლესტერინის და ფიტოსტეროლების შებოჭვაზე ნაწლავში. ეზეტიმიბი თავსდება წვრილი ნაწლავის ეპითელიუმის ხაოების კიდეზე და თრგუნავს ქოლესტერინის შეწოვას, რაც ამცირებს ქოლესტერინის მოხვედრას ნაწლავიდან ღვიძლში. ამავე დროს სტატინები ამცირებენ ქოლესტერინის სინთზს ღვიძლში: ერთობლივად ეს სხვადასხვა მოქმედების მექანიზმი ავსებს ერთმანეთს ქოლესტერინის დონის შემცირებაში. ორკვირიანი კლინიკური გამოკვლევების დროს, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა ჰიპერქოლესტეროლემიის მქონე 18 პაციენტი, ეზეტიმიბი ამცირებდა ქოლესტეროლის შეწოვას ნაწლავიდან 54%-ით პლაცებოსთან შედარებით.

ფარმაკოდინამიკა

მთელი რიგი პრეკლინიკური კვლევები იქნა ჩატარებული ეზეტიმიბის შერჩევითი მოქმედების განსასაზღვრად ქოლესტერინის შეწოვის შემცირებაში. ეზეტიმიბი თრგუნავდა - [14C]-ქოლესტერინის შეწოვას და არ ახდენდა გავლენას ტრიგლიცერიდების, ცხიმოვანი მჟავების, ნაღვლის მჟავების, პროგესტერონის, ეთინილესტრადიოლის და ცხიმში ხსნადი А და D ვიტამინების შეწოვაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევების წყალობით შესაძლო გახდა იმის დადგენა, რომ გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და სიკვდილობა პირდაპირ კავშირშია საერთო ქოლესტერინის და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონესთან და საპირისპიროდ მოქმედებს მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეზე. ეზეტიმიბის და სტატინების ერთდროული გამოყენება, ანამნეზში გულის იშემიური დაავადების და კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებში, ავლენს სასიკეთო მოქმედებას გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ ავადობაზე.

როზუვასტატინის და ეზეტიმიბის ერთობლივი გამოყენება

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

კვირიან რანდომიზებულ, ორმაგ ბრმა კლინიკურ კვლევაში მონაწილე პარალელურ ჯგუფებში შეფასდა ეზეტიმიბის (10მგ) უსაფრთხოება და ეფექტურობა, რაც დამატებული იყო როზუვასტატინის მუდმივი დოზის თერაპიაზე, როზუვასტატინის დოზის მომატებასთან შედარებით (10-და 20მგ-მდე ან 5-დან 10მგ-მდე) (N=440). გაერთიანებული მონაცემების მიხედვით ეზეტიმიბის დამატება 5 ან 10მგ როზუვასტატინის თერაპიაზე ამცირებდა დსლპ ქოლესტერინის დონეს 21%-ით. ამის საპირისპიროდ, როზუვასტატინის დოზების მომატება 10-დან 20მგ-მდე იწვევდა დსლპ ქოლესტერინის შემცირებას 5,7%-ით (ჯგუფებს შორის განსხვავებაა 15,2% , P<0,001). ინდივიდუალურ ანალიზში ნაჩვენებია, რომ ეზეტიმიბი+როზუვასტატინი 5მგ უფრო მეტად ამიცრებდა დსლპ ქოლესტერინის დონეს 10მგ როზუვასტატინის მიღებასთან შედარებით (განსახვავება 12,3%-ით, P<0.001), ხოლო ეზეტიმიბი+როზუვასტატინი 10მგ უფრო მნიშვნელოვნად ამცირებდა დსლპ ქოლესტერინის დონეს 20მგ როზუვასტატინის მიღებასთან შედარებით (განსხვავება 17,5% , P<0,001).

6-კვირიანი რანდომიზებული კვლევა შეიქმნა 40მგ (მონოთერაპიის სახით ან 10მგ ეზეტიმიბთან კომბინაციით) როზუვასტატინის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად გულ-სისხლძარღვთა მაღალი რისკის მქონე პაციენტებში გულის იშემიური დაავადების დროს (n=469). დსლპ ქოლესტერინის სამიზნე დონეების მიღწევა ATP III–ის პირობებში (Adult Treatment Panel - ექსპერტთა ჯგუფის მე-3 რეკომენდაცია მოზრდილებში ჰიპერქოლესტერინემიის სამკურნალოდ) (<100მგ/დლ), მნიშვნელოვნად უფრო ხშირი იყო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ როზუვასტატინს და ეზეტიმიბს, როზუვასტატინის მონოთერაპიასთან შედარებით (94,0% და 79,1%, შესაბამისად, p<0,001). როზუვასტატინი 40მგ დოზით ეფექტურად აუმჯობესებდა ლიპიდების პროფილს ამ მაღალი რისკის მქონე პაციენტებთა პოპულაციებში.

ღია რანდომიზებულ 12-კვირიან კვლევაში აფასებდნენ დსლპ-ის შემცირების დონეს მკურნალობის თითოეულ ჯგუფში (როზუვასტატინი 10მგ + ეზეტიმიბი 10მგ, როზუვასტატინი 20მგ + ეზეტიმიბი 10მგ, სიმვასტატინი 40მგ + ეზეტიმიბი 10მგ, სიმვასტატინი 80მგ + ეზეტიმიბი 10 მგ). ქოლესტერინის შემცირება საწყის დონესთან შედარებით, შეადგენდა 59,7%-ს როზუვასტატინის დაბალი დოზის კომბინაციის მიღებისას, რაც ოდნავ მეტია, ვიდრე სიმვასტატინის დაბალი დოზის კომბინაციის გამოყენებისას: 55,2% (p <0,05). როზუვასტატინის მაღალ დოზის კომბინაციის გამოყენება ამცირებდა ქოლესტერინის დონეს 63,5-ით, სიმვასტატინის მაღალ დოზის კომბინაციის გამოყენებასთან შედარებით (p <0,001), სადაც შემცირება შეადგენდა 57,4%-ს.

ბავშვები

სამკურნალო საშუალებების ევროპულმა სააგენტომ მოხსნა ვალდებულება პრეპარატ როზულიპ® პლიუსის კვლევების შედეგების წარდგენის შესახებ ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობისთვის პედიატრიული ასაკის პაციენტების ყველა ქვეჯგუფებში (ინფორმაცია ბავშვებში პრეპარატის გამოყენების შესახებ იხ. პარაგრაფში 4.2).

  • 2.ფარმაკოკინეტიკა

კომბინირებული თერაპია როზუვასტატინით და ეზეტიმიბით

10მგ როზუვასტატინის და 10მგ ეზეტიმიბის ერთად გამოყენება იწვევდა როზუვასტატინის AUC-ის მომატებას 1,2-ჯერ (ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში). არ შეიძლება გამოირიცხოს ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება როზუვასტატინსა და ეზეტიმიბს შორის გვერდითი მოვლენების მხრივ.

როზუვასტატინი

შეწოვა:

როზუვასტატინის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა პერორალური მიღებიდან დაახლოებით 5 სთ-ის შემდეგ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს ≈ 20%-ს.

განაწილება:

როზუვასტატინის ინტენსიური მიტაცება ხდება ღვიძლით, რომელიც წარმოადგენს ქოლესტერინის სინთეზის და დსლპ ქოლესტერინის მოცილების ძირითად ადგილს. როზუვასტატინის განაწილების მოცულობა შეადგენს ≈ 134 ლ-ს. როზუვასტატინის დაახლოებით 90% უკავშირდება პლზმურ ცილებს, უპირატესად ალბუმინს.

ბიოგარდაქმნა:

როზუვასტატინი განიცდის მეტაბოლიზმს შეზღუდული ხარისხით (≈10%). მეტაბოლიზმის in vitro კვლევებში ადამიანის ჰეპატოციტების გამოყენებით, ვლინდება, რომ როზუვასტატინი წარმოადგენს მეტაბოლიზმის არაპროფილურ სუბსტრატს, ციტოქრომ P450-ის იზოფერმენტებისთვის. ციტოქრომი CYP2C9 წარმოადგენს ძირითად იზოფერმენტს, იზოფერმენტები 2C19, 3A4 და 2D6 ნაკლებად ღებულობენ მონაწილეობას მეტაბოლიზმში. ძირითადი გამოვლენილი მეტაბოლიტია N-დესმეთილ-როზუვასტატინი და ლაქტონური მეტაბოლიტრები. N-დესმეთილური მეტაბოლიტი დაახლებით 50%-ით ნაკლებად აქტიურია, ვიდრე როზუვასტატინი, ხოლო ლაქტონური ფორმა მიიჩნევა კილინიურად არააქტიურად. როზუვასტატინი შეადგენს ჰმგ-კოა-რედუქტაზას საერთო აქტივობის 90%-ზე მეტს სისხლის მიმოქცევაში.

გამოყოფა:

როზუვასტატინის დოზის დაახლოებით 90% გამოიყოფა ფეკალიებში შეიცვლელი სახით (როგორც შეწოვილი ისე არშეწოვილი მოქმედი ნივთიერება), ხოლო ნარჩენი გამოიყოფა შარდში.

როზუვასტატინის დაახლოებით 5% გამოიყოფა უცვლელად შარდში. პლაზმადან ნახევარგამოყოფის პეიროდი შეადგენს ≈19 სთ-ს. ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იზრდება დოზის მოამტებასთან ერთად. კლირენსის საშუალო გეომეტრიული მნიშვნელობა პლაზმაში შეადგენს ≈50 ლ/სთ-ს (ვარიაციის კოეფიციენტი: 21,7%).

ღვიძლის მიერ როზუვასტატინის მიტაცებაში (ისევე როგორც ჰმგ-კოა-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების) მონაწილეობს OATP-C მემბრანული ტრანსპორტერი. მოცემული ტრანსპორტერი მთავარ როლს თამაშობს როზუვასტატინის ღვიძლით გამოყოფაში.

ხაზოვანება:

როზუვასტატინის სისტემური ზემოქმედება იზრდება დოზის პროპორციულად. ყოველდღიური გამოყენება რამოდენიმე დღის მანძილზე არ ახდენს გავლენას ფარმაკოკინეტიკურ პარპამეტრებზე.

პაციენტების განსაკუთრებული პოპულაციები

ასაკი და სქესი:

პაციენტების ასაკი და სქესი არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან ეფექტს როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკაზე მოზრდილებში. როზუვასტატინის ექსპოზიცია ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში, იყო მსგავსი ან უფრო დაბალი ვიდრე დისლიპიდემიის მქონე მოზრდილ პაციენტებში (იხ. ქვემოთ „პედიატრიული ასაკის პაციენტები“).

ეთნიკური კუთვნილება:

ფარმაკოკინეტიკის კვლევები უჩვენებს, რომ აზიური წარმოშობის პაციენტებში (მაგ. იაპონელები, ჩინელები, ფილიპინელები, ვიეტნამელები და კორეელები) AUC-ის და Cmax-ის მედიანური მნიშვნელობები დაახლოებით 2-ჯერ მაღალი იყო ევროპეიდული რასის წარმომადგენლებთან შედარებით; ინდიელებში აღინიშნება AUC-ის და Cmax-ის მედიანის მომატება დაახლოებით 1,3 -ჯერ.

ფარმაკოკინეტიკის პოპულაციური ანალიზი არ ავლენდა კლინიკურად მნიშვენლოვან განსხვავებას ფარმაკოკინეტიკაში ევროპეიდული და ნეგროიდული რასის მონაწილეებს შორის.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა:

სხვადასხვა სიმძიმის ხარისხის თირკმლის უკმრისობის მქონე პაციენტებში ჩატარებულ კვლევაში ზომიერად ან მცირედით გამოხატული თირკმლის დაავადების არ ზემოქმედებდა როზუვასტატინის ან მისი N-დემეთილური მეტაბოლიტის პლაზმურ კოცნენტრაციებზე. თირკლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (კკ <30 მლ/წთ) ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით შეინიშნებოდა პრპარატის კონცენტრაციის 3-მაგი მომატება პლაზმაში და 9-მაგი N-დესმეთილური მეტაბოლიტის კონცენტრაციის მომატება. როზუვასტატინის წონასწორული პლაზმური კონცენტრაციები პირებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე 50%-ით მაღალი იყო ჯანმრთელ მოახლისეებთან შედარებით.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:

სხვადასხვა ხარისხის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ჩატარებულ კვლევებში არ არსებობდა მონაცემები როზუვასტატინის მომატებული ზემოქმედების შესახებ პირებში, რომელთაც ჰქონდათ 7 ქულაზე ნაკლები ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით. თუმცა, 2 მონაწილეში 8 და 9 ქულით (ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით) შეინიშნებოდა როზუვასტატინის სისტემური ზემოქმედება მინიმუმ 2-ჯერ მეტად ვიდრე მონაწილეებში, რომელთაც ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით ჰქონდათ უფრო დაბალი ქულები.

არ არსებობს როზუვასტატინის გამოყენების გამოცდილება პირებში 9 ქულაზე მეტი მნიშვნელობით ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით.

გენეტიკური პოლიმორფიზმი:

ჰმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორების, მათ შორის როზუვასტატინის გამოდევნაში მონაწილეობენ OATP1B1 და BCRP ცილა-ტრანპსორტერები. SLCO1B1 (PATR1B1) და/ან ABCG2 (BCRP) პოლიმორფიზმის მქონე პაციენტებში არსებობს როზუვასტატინის ზემოქმედების მომატების რისკი. პოლიმორფიზმის ინდივიდუალური სახეობები - SCLO1B1 c.521TT და ABCG2 c.421CC - უკავშირდება როზუვასტატინის (AUC) გაზრდილ ზემოქმედებას SLCO1B1 c.521TT ან ABCG2 c.421CC გენოტიპებთან შედარებით. ამ ტიპის გენოტიპირება არ ხორციელდება კლინიკურ პრაქტიკაში, მაგრამ თუ ცნობილია პაციენტში პოლიმორფიზმის ასეთი ტიპების არსებობის შესახებ, რეკომენდებულია პრეპარატ როზულიპ® პლუსის უფრო დაბალი დღეღამური დოზის გამოყენება.

ბავშვები და მოზარდები:

ჩატარდა როზუვასტატინის ორი ფარმაკოკინეტიკური კვლევა პედიატრიული ასაკის პაციენტებში (10-17 წლის და 6-17 წლის, სულ 214 პაციენტი), რომელთაც ჰქონდათ ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია. კვლევებმა აჩვენა, რომ როზუვასტატინის ზემოქმედება პედიატრიული ასაკის პაციენტებში არის მოზრდილების მაჩვენებლის მსგავსი ან დაბალი. გარდა ამისა, 2 წლიანი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ როზუვასტატინის ზემოქმედება დამოკიდებულია დოზაზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე.

ეზეტიმიბი

შეწოვა:

პერორალურად მიღების შემდეგ ეზეტიმიბი სწრაფად შეიწოვება, მნიშვნელოვანი ხარისხით კონიუგირდება და ქმნის ფარმაკოლოგიურად აქტიურ ფენოლურ გლუკურონიდს (ეზეტიმიბის გლუკურონიდი). ეზეტიმიბის მაქსიმალური კონცენტრაციის საშუალო მნიშვნელობა პლაზმაში (Cmax) შიენიშნება მიღებიდან 1-2 სთ-ის და 4-12 საათის შემდეგ - შესაბამისად, ეზეტიმიბის გლუკურონიდისთვის და ეზეტიმიბისთვის.

ეზეტიმიბის აბსოლუტური ბიოშეღწევადობის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან მოცემული ნივთიერება პრაქტიკულარ არ იხსნება ინექციისთვის შესაფერის წყალში.

საკვების ერთდროული მიღება (ცხიმების მაღალი და დაბალი შემცველობით) არ ზემოქმედებდა ეზეტიმიბის ბიოშეღწევადობაზე პერორალური მიღების შემდეგ. ეზეტიმიბის მიღება შესაძლებელია საკვებისგან დამოუკიდებლად.

განაწილება:

ეზეტიმიბის და მისი გლუკურონიდის შეკავშირება ადამიანის პლაზმურ ცილებთან შეადგენს 99,7%-ს და 88-92%-ს, შესაბამისად.

ბიოგარდაქმნა:

ეზეტიმიბის მეტაბოლიზმი მიმდინარეობს უპირატესად წვრილ ნაწლავში და ღვიძლში, გლუკურონირების გზით (II ფაზის რეაქცია) და საბოლოოდ ნაღველში გამოყოფით. ყველა გამოკვლეულ სახეობაში შეინიშნებოდა მინიმალურად გამოხატული ეზეტიმიბის ჟანგვითი მეტაბოლიზმი (I ფაზის რეაქცია). ეზეტიმიბი და მისი გლუკურონიდი არის სამკურნალო საშუალების ძირითადი წარმოებული, რომლებიც ვლინდება პლაზმაში. შესაბამისად, ისინი შეადგენენ პლაზმაში პრეპარატის საერთო შემცველობის 10-20%-ს და 80-90%-ს.

გამოყოფა

ეზეტიმიბიც და მისი გლუკურონიდიც ნელა გამოიყოფა პლაზმადან; არსებობს მოცემული ნაერთების არსებითი ენტეროჰეპატური ცირკულაციის ნიშნები. ეზეტიმიბის და მისი გლუკურონიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს ≈ 22სთ-ს.

ადამიანებში 20მგ მარკირებული 14C-ეზეტიმიბის პერორალური მიღების შემდეგ, სუმარული ეზეტიმიბის დონე შეადგენდა შრატში საერთო რადიოაქტივობის 93%-ს. მიღებული დოზის დაახლოებით 78 და 11% გამოიყოფოდა ნაწლავებისა და თირკმელების მეშვეობით 10 დღის განმავლობაში, შესაბამისად. 48 საათის შემდეგ, შრატში პრეპარატის რადიოაქტიური კვალი არ გამოვლენილა.

პაციენტების განსაკუთრებული პოპულაციები

ასაკი და სქესი:

საერთო ეზეტიმიბის კონცენტრაციები პლაზმაში დაახლოებით 2-ჯერ მაღალია ხანდაზმულებში (≥65 წლის) ვიდრე 18-45 წლის პირებში. დსლპ ქოლესტერინის შემცირება და ეზეტიმიბის უსაფრთხოების პროფილი შედარებადია საშუალო და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. ამიტომ, ხანდაზმულებში დოზების კორექცია არ არის საჭირო.

ყველა ფორმის ეზეტიმიბის ჯამური პლაზმური კოცნენტრაციები ოდნავ მაღალია ქალებში ვიდრე მამაკაცებში (დაახლოებით 20%-ით). დსლპ ქოლესტერინის შემცირება და ეზეტიმიბის თერაპიის უსაფრთხოების პროფილი შედარებადია ქალებსა და მამაკაცებში. ამიტომ დოზის კორექცია პაციენტის სქესის მიხედვით საჭირო არ არის.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა:

10მგ ეზეტიმიბის ერთჯერადი მიღების შემდეგ, თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (N=8; საშუალო კკ ≤30 მლ/წთ/1,73მ2) AUC-ის საშუალო მნიშვნელობა (ეზეტიმიბის ყველა ფორმა) დაახლოებით 1,5-ჯერ მაღალი იყო ჯანმრთელ მონაწილეებთან შედარებით (N=9). მოცემული შედეგი არ ითვლება კლინიკურად მნიშვნელოვნად. თირკმლის ფუქნციის დარღვევის მქონე პაციეტებს დოზის კორექცია არ სჭირდებათ.

მოცემულ კვლევაში კიდევ ერთ პაციენტში (გადაიტანა თირკმლის ტრანსპლანტაცია, იღებდა სხვადასხვა პრეპარატს, მათ შორის ციკლოსპორინს) ყველა ფორმის ეზეტიმიბის საერთო ზემოქმედება მოამტებული იყო 12-ჯერ.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:

10მგ ეზეტიმიბის ერთჯერადი მიღების შემდეგ, AUC-ის საშუალო მნიშვნელობა ეზეტიმიბის ყველა ფორმისთვის დაახლოებით იყო 1,7-ჯერ მაღალი პაციენტებში ღვიძლის უკმარისობის მცირე გამოხატულებით (5-6 ქულა ჩაილდ პიუს შკალით) ჯანმრთელ პირებთან შედარებით. 14-დღიან კვლევაში, დღე-ღამეში 10მგ ეზეტიმიბის ყოველდღიური მიღებით, ღვიძლის ზომიერი ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში (7-9 ქულა ჩაილდ პიუს შკალით) საშუალო AUC ეზეტიმიბის ყველა ფორმისთვის იყო დაახლოებით 4-ჯერ უფრო მაღალი ჯანმრთელ მონაწილეებთან შედარებით (კვლევის 1-ლ და მე-14 დღეს). ღვიძლის ფუნქციის უმნიშვნელო უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. ეზეტიმიბის მომატებული ზემოქმედების უცნობი ეფექტების გათვალისწინებით, ღვიძლის ზომიერი ან მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (>9 ქულა ჩაილდ-პის შკალით) როზულიპ® პლუსის მიღება რეკომენდებული არ არის (იხ. პარაგრაფი 4.4).

ბავშვები და მოზარდები:

ეზეტიმიბის ფარმაკოკინეტიკა მსგავსია 6 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ფარმაკოკინეტიკური მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის. ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატის გამოყენების კლინიკური გამოცდილება მოიცავს პაციენტებს ჰომო- ან ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით ან სიტოსტროლემიით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

(ინფორმაცია პაციენტისათვის)

როზულიპ® პლუსი

კაფსულები

5მგ/10მგ, 10მგ/10მგ, 20მგ/10მგ, 40მგ/10მგ

(როზუვასტატინი/ეზეტიმიბი)

პრეპარატის გამოყენებამდე სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი ჩანართი, რომელშიც მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია

შეინახეთ ეს ფურცელი, შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიმტომები გავს თქვენსას.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული (მათ შორის ისეთებიცმ რომლებიც არ არის მოხსენიებული ამ ფურცელში), აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს (იხ. პუნქტი 4).

ფურცელ-დანართში მოცემულია შემდეგი ინფორმაცია:

  • რა არის პრეპარატი როზულიპ® პლუსი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატ როზულიპ® პლუსის მიღების დაწყებამდე
  • როგორ მიიღება როზულიპ® პლუსი
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ ინახება პრპეარატი როზულიპ® პლუსი
  • ვარგისიანობის ვადა
  • აფთიაქიდან გაცემის პირობა
  • შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
  • რა არის პრეპარატი როზულიპ® პლუსი და რისთვის გამოიყენება

როზულიპ® პლუსი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას ერთ კაფსულაში. პირველი აქტიური ნივთიერება არის როზუვასტატინი. ის მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ სტატინებს. მეორე აქტიური ნივთიერება - ეზეტიმიბი.

როზულიპ® პლუსი – ეს არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება საერთო ქოლესტერინის, “მავნე” ქოლესტერინის (დსლპ) და ცხიმების (ტრიგლიცერიდების) დონეების დასაწევად სისხლში. გარდა ამისა, პრეპარატი ზრდის “სასარგებლო” ქოლესტერინის (მსლპ) დონეს. პრეპარატი იწვევს სისხლში ქოლესტერინის დონეების დაწევას ორმაგი მოქმედებით: ამცირებს ქოლესტერინის შეწოვას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და ამცირებს ქოლესტერინის წარმოქმნას ორგანიზმში.

ადამიანთა უმრავლესობაში ქოლესტერინის მაღალი დონე გავლენას არ ახდენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და არ იწვევს არავითარ სიმპტომს. თუმცა, თუ არ მოხდა მომატებული ქოლესტერინის დონის მქონე პაციენტების მკურნალობა, ეს გამოიწვევს სისხლძარღვების კედლებში ცხიმების დაგროვებას და შედეგად, სისხლძარღვების შევიწროვებას.

ზოგჯერ შეიძლება მოხდეს ამგვარად შევიწროვებული სისხლძარღვების დაცობა და სისხლი აღარ მიეწოდოს გულის ან თავის ტვინის ამა თუ იმ ნაწილს: შესაბამისად, ეს გამოიწვევს ინფარქტს ან ინსულტს. ქოლესტერინის დონის დაწევამ შეიძლება შეამციროს ინფარქტის, ინსულტის და ანალოგიური ჯანმრთელობის პრობლემების რისკი.

როზულიპ® პლუსი გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებშიც ქოლესტერინის დონის დაწევა ვერ მიიღწევა მხოლოდ დიეტით. ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში უნდა გაგრძელდეს ქოლესტერინის დაწევისაკენ მიმართული დიეტის დაცვა.

თუ თქვენ გაქვთ გულის დაავადება, პრეპარატი როზულიპ® პლუსი შეამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის განვითარების რისკს, ასევე გულის სიხსხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების მიზნით ქირურგიული ოპერაციის ჩატარების და სტენოკარდიით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის რისკს.

თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ როზულიპ® პლუსი, იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ როზუვასტატინით ვერ ხდება ქოლესტერინის დონის საკმარისი კონტროლი ან თუ უკვე იღებთ როზუვასტატინსა და ეზეტიმიბს ამავე დოზებით.

როზულიპ® პლუსი ხელს არ უწყობს წონაში დაკლებას.

  • რა უნდა იცოდეთ როზულიპ® პლუსის მიღების დაწყებამდე

არ მიიღოთ პრეპარატი როზულიპ® პლუსი, თუ თქვენ:

გაქვთ ალერგია როზუვასტატინზე, ეზეტიმიბზე ან ამ პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერებაზე (იხ. პუნქტი 8).

გაქვთ ღვიძლის დაავადება.

გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა.

გივლინდებათ განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილი კუნთებში (მიოპათია).

ღებულობთ კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს სოფოსბუვირს/ველპატასვირს/ვოქსილაპრევირს ღვიძლის ვირუსული ინფექციის სამკურნალოდ (C ჰეპატიტი).

იღებთ პრეპარატს, რომელსაც ეწოდება ციკლოსპორინი (მაგ. ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ).

ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. თუ პრეპარატ როზულიპ® პლუსით მკურნალობის დროს დაორსულდებით, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. ქალები უნდა მოერიდონ დაორსულებას როზულიპ® პლუსის გამოყენების პერიოდში და ამ მიზნით გამოიყენონ კონტრაცეფციის შესაბამისი საშუალებები.

თუ თქვენ პრეპარატ როზულიპ® პლუსის ან მსგავსი პრეპარატის გამოყენების შემდეგ ოდესმე გაგივითარდათ გამონაყარი კანზე ან კანის აშრევება, ბუშტუკები და/ან წყლულები პირის ღრუში.

გარდა ამისა, არ მიღოთ როზულიპ® პლუსის კაფსულები 40მგ/10მგ (ყველაზე დიდი დოზა), თუ:

გაქვთ ზომიერი ხარისხის თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

დარღვეული გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია (ჰიპოთირეოზი).

გაქვთ განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილები კუნთებში, კუნთების დაავადებები (პირადად თქვენ ან თქვენს ოჯახში) ან გქონიათ პრობლემები კუნთებთან დაკავშირებით ქოლესტერინის დამწევი სხვა პრეაპრატების მიღებისას.

რეგულარულად მოიხმართ ალკოჰოლს დიდი რაოდენობებით.

ხართ აზიური წარმოშობის (ხართ იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი).

იღებთ ფიბრატებს (ეს არის ქოლესტერინის დამწევი სხვა სახის პრეპარატი, იხ. პუნქტი “სხვა პრეპარატები და როზულიპ® პლუსი”).

თუ რომელიმე ზემოთ მითითებული მდგომარეობა გეხებათ თქვენ (ან თუ საპირისპიროში არ ხართ დარწმუნებული), აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ამის თაობაზე.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

როზულიპ® პლუსის მიღებამდე უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:

თქვენ გაქვთ თირკმელების დაავადება.

თქვენ გაქვთ ღვიძლის დაავადება.

თქვენ გქონიათ განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილები კუნთებში, კუნთების დაავადებები (პირადად თქვენ ან თქვენს ოჯახში) ან გქონიათ პრობლემები კუნთებთან დაკავშირებით ქოლესტერინის დამწევი სხვა პრეაპრატების მიღებისას. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ განგივითარდათ კუნთების აუხსნელი ტკივილი, განსაკუთრებით, თუ ცუდად გრძნობთ თავს ან თუ გაქვთ ცხელება. აგრეთვე უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაგივითარდათ კუნთების მუდმივი სისუსტე.

თუ თქვენ წარსულში გქონიათ ან ამჟამად გაქვთ მიასთენია (დაავადება ზოგადი კუნთოვანი სისუსტით, ზოგ შემთხვევაში სასუნთქი კუნთების ჩათვლით) ან მიასთენიის თვალის ფორმა, ვინაიდან ზოგ შემთხვევაში სტატინებს შეუძლიათ გამოიწვიონ მიასთენია ან გააუარესონ მიასთენიის სიმპტომები (იხ. პუნქტი 4).

თქვენ ხართ აღმოსავლეთ აზიური წარმომავლობის (ხართ იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი): ექიმმა უნდა შეარჩიოს თქვენთვის შესაფერისი როზულიპ® პლუსის დოზა.

თქვენ იღებთ ინფექციის სამკურნალო პრეპარატს, მათ შორის აივ-ინფექციის ან C ჰეპატიტის, მაგ. ლოპინავირს/რიტონავირს და/ან ატაზანავირს, სიმეპრევირს, ელბასვირს და გრაზოპრევირს (იხ. “სხვა პრეპარატები და როზულიპ® პლუსი”).

თქვენ გაქვთ სუნთქვის მძიმე უკმარისობა.

თქვენ ღებულობთ ფიბრატებს (ქოლესტერინის დონის დამწევი სხვა პრეპარატები) (იხ. “სხვა პრეპარატები და როზულიპ® პლუსი”).

თქვენ რეგულარულად მოიხმართ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს.

თქვენ დარღვეული გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია (ჰიპოთირეოზი).

ხართ 70 წლის ზემოთ ასაკის (ექიმმა უნდა შეარჩიოს თქვენი ასაკისათვის შესაფერისი როზულიპ® პლუსის დოზა).

თქვენ იღებთ ან მიიღეთ ფუზიდის მჟავა (სამკურნალო საშუალებები ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, შიგნით მისაღები ან ინტრავენური ინექციისთვის) ბოლო 7 დღის განმავლობაში იხ. “სხვა პრეპარატები და როზულიპ® პლუსი”). ფუზიდის მჟავისა და როზულიპ® პლუსის კომბინირებული გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სერიოზული გართულებები კუნთების მხრივ (რაბდომიოლიზი).

თუ თქვენ გეხებათ რომელიმე ზემოთ მითითებული (ან თუ საპირისპიროში არ ხართ დარწმუნებული):

არ მიიღოთ როზულიპ® პლუსის კაფსულები 40მგ/10მგ (ყველაზე დიდი დოზა) და პრეპარატ როზულიპ® პლუსის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატ როზულიპ® პლუსის გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა ცნობები კანის მძიმე რეაქციების შესახებ, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), რაც დაკავშირებული იყო როზუვასტატინის გამოყენებასთან. თუ თქვენ შენიშნავთ რომელიმე სიმპტომს, აღწერილს პუნქტში 4, შეწყვიტეთ მოცემული პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

პაციენტთა მცირე რაოდენობაში სტატინებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ღვიძლის ფუნქციაზე. ეს ცვლილებები ვლინდება სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მარტივი გაზომვისას. ამიტომ ექიმი დაგინიშნავთ ამგვარი გამოკვლევის რეგულარულად ჩატარებას (ღვიძლის ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებლების შეფასება) როზულიპ® პლუსით თერაპიის დროს. აუცილებელია ექიმთან ვიზიტი მის მიერ დანიშნული ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად.

თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან მისი განვითარების რისკი, თქვენი მკურნალი ექიმი ყურადღებით დააკვირდება თქვენს მდგომარეობას ამ პრეპარატის მიღების დროს. სავარაუდოდ, თქვენ გაქვთ შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი, თუ სისხლში მაღალია შაქრისა და ცხიმების დონეები, გაქვთ ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა.

ბავშვები და მოზარდები

რეკომენდებული არ არის როზულიპ® პლუსის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე).

სხვა პრეპარატები და როზულიპ® პლუსი

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ.

უთხარით ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:

ციკლოსპორინი (გამოიყენება, მაგალითად, ორგანოების გადანერგვის შემდეგ, გადანერგილი ორგანოს უკუგდების თავიდან ასაცილებლად. ერთდროული გამოყენება აძლიერებს როზუვასტატინის მოქმედებას). არ მიიღოთ როზულიპ® პლუსი, თუ იღებთ ციკლოსპორინს.

სისხლის გამათხელებელი პრეპარატები, მაგალითად, ვარფარინი, აცენოკუმაროლი ან ფლუინდიონი (როზულიპ® პლუსთან ერთად მიღება ზრდის მათ მოქმედებას სისხლის შედედებაზე და სისხლდენის რისკს), აგრეთვე ტიკაგრელორი და კლოპიდოგრელი.

სხვა სამკურნალო საშუალებები, ფიბრატები (გემფიბროზილი და სხვ.), რომლებიც გამოიყენება ქოლესტერინის დონის დასაწევად, აგრეთვე სისხლში ტრიგლიცერიდების დონის კორექციისათვის. როზუვასტატინის მოქმედება ძლიერდება ფიბრატებთან ერთად მიღებისას. არ მიიღოთ როზულიპ® პლუსის კაფსულები 40მგ/10მგ, თუ იღებთ ფიბრატებს.

ქოლესტირამინი (ქოლესტერინის დამწევი პრეპარატი) – გავლენას ახდენს ეზეტიმიბის მოქმედების მექანიზმზე.

ანტივირუსული საშუალებები, როგორც მონოთერაპიის, ასევე კომბინაციის სახით რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციის ან C ჰეპატიტის სამკურნალოდ, მაგ. ლოპინავირი, რიტონავირი და/ან ატაზანავირი, სოფოსბუვირი, ვოქსილაპრევირი, ომბიტასვირი, პარიტაპრევირი, დასაბუვირი, ველპატასვირი, ელბასვირი, გრაზოპრევირი, გლეკოპრევირი, პიბრენტასვირი) (იხ. ნაწილი “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”). ერთდროული გამოყენებისას როზუვასტატინის ეფექტი შეიძლება გაიზარდოს. პრეპარატ როზულიპ® პლუსის გამოყენება არ არის რეკომენდებული პროტეაზას ზოგიერთი ინჰიბიტორით მკურნალობის დროს.

რეგორაფენიბი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ).

დაროლუტამიდი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ).

მჟავასაწინააღმდეგო საშუალებები ალუმინის და მაგნიუმის შემცველობით (გამოიყენება კუჭში მჟავას ნეიტრალიზაციისათვის; ისინი ასევე ამცირებენ როზუვასტატინის დონეს). ეს ეფექტი შეიძლება შესუსტდეს, თუ ეს პრეპარატები მიიღება როზუვასტატინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი): ამგვარი კომბინაცია იწვევს როზუვასტატინის ეფექტის შემცირება.

ფუზიდის მჟავა. თუ იღებთ ფუზიდის მჟავას (ანტიბიოტიკი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ) პერორალურად, მაშინ დროებით უნდა შეწყვიტოთ როზულიპ® პლუსის მიღება. თქვენი ექიმი აგიხსნით როდის არის უსაფრთხო როზულიპ® პლუსის მიღების გაგრძელება. პრეპარატ როზულიპ® პლუსის კომბინირებულმა გამოყენებამ ფუზიდის მჟავასთან ერთად იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, დაავადება ან ტკივილი (რაბდომიოლიზი) (იხ. ნაწილი 4).

პერორალური კონტრაცეპტივები: ხდება კონტრაცეფციული ტაბლეტებიდან სასქესო ჰორმონების შეწოვის მომატება.

ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია (ზრდის სისხლში ჰორმომების დონეს).

თუ თქვენ გაგაზავნეს სამკურნალოდ საავადმყოფოში ან სხვა მდგომარეობის გამო ღებულობთ მკურნალობას, აცნობეთ სამედიცინო პერსონალს, რომ იღებთ როზულიპ® პლუსს.

როზულიპ® პლუსი და ალკოჰოლი

არ მიიღოთ როზულიპ® პლუსის კაფსულები 40მგ/10მგ (ყველაზე დიდი დოზა), თუ რეგულარულად მოიხმართ ალკოჰოლს დიდი რაოდენობით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობა

არ გამოიყენოთ როზულიპ® პლუსი, თუ ხართ ორსულად, ვარაუდობთ ორსულობას ან გსურთ დაორსულება. თუ როზულიპ® პლუსის მიღების დროს დაორსულდით, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და აცნობეთ თქვენს ექიმს ამის თაობაზე. პრეპარატ როზულიპ® პლუსით მკურნალობისას ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციული საშუალებები.

ძუძუთი კვების პერიოდი

არ მიღოთ როზულიპ® პლუსი, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ვინაიდან, ცნობილი არ არის, აღწევს თუ არა ეს პრეპარატი დედის რძეში.

სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი

მოსალოდნელი არ არის, რომ პრეპარატმა როზულიპ® პლუსი უარყოფითად იმოქმედოს ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, მხედვლობაში უნდა იქნას მიღებული, რომ ზოგიერთ ადამიანში როზულიპ® პლუსის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა. თუ თქვენ გაგივითარდათ თავბრუსხვევა, ავტომობილის ან მექანიზმების მართვის წინ კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

ნატრიუმის შემცველობა

მოცემული პრეპარატი შეიცავს 1მმოლ-ზე ნაკლებ (923მგ) ნატრიუმს თითოეულ კაფსულაში, ესეიგი პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

  • როგორ მიიღება პრეპარატი როზულიპ® პლუსი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად თქვენი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ სწორედ იღებთ პრეპარატს, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატ როზულიპ® პლუსის მიღებისას უნდა გააგრძელოთ დიეტა ქოლესტერინის დაბალი შემცველობით და სათანადო ფიზიკური დატვირთვა.

მოზრდილებისათვის რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ კაფსულას დღეში.

როზულიპ® პლუსი არ არის შესაფერისი საწყისი მკურნალობისათვის. პრეპარატ როზულიპ® პლუსით მკურნალობა უნდა დაინიშნოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შერჩეული იქნება როზუვასტატინის ან პრეპარატის ორივე მონოკომპონენტის შესაფერისი დოზირება.

თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ყველაზე დაბალი დოზა (5მგ/10მგ), თუ:

თუ თქვენ ხართ აზიური წარმოშობის ადამიანი (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი);

თუ ხართ 70 წლის ან მეტი ასაკის;

გაქვთ თირკმლის ფუნქციის საშუალო სიმძიმის დარღვევა;

თქვენ მიეკუთვნებით მიოპათიის (ტკივილი კუნთებში) განვითარების რისკ-ჯგუფს.

როზუვასტატინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 40მგ-ს. ის გამოიყენება მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ქოლესტერინის მაღალი დონე და ინფარქტის ან ინსულტის მაღალი რისკი, როდესაც ქოლესტერინის დაწევა 20მგ დოზის მიღებისას არ არის საკმარისი.

გამოყენების წესი

პერორალურად, ერთჯერ დღეში.

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ეს პრეპარატი დღის ნებისმიერ დროს, საკვების მიღEბისგან დამოუკიდებლად. საჭიროა კაფსულის მიღება ჭიქა წყალთან ერთად.

მიიღეთ ეს პრეპარატი ყოველ დღე, ერთსა და იმავე დროს.

ქოლესტერინის დონის რეგულარული შემოწმებები

მნიშვნელოვანია ექიმთან რეგულარული ვიზიტი ქოლესტერინის დონის გასაზომად და იმის დადასტურება, რომ მიღწეული და შენარჩუნებულია ქოლესტერინის საჭირო დონე.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის როზულიპ® პლუსი

მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან უახლოესი საავადყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფლებას, ვინაიდან შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.

თუ დაგავიწყდათ როზულიპ® პლუსის კაფსულის მიღება

ნუ იღელვებთ, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და მიიღეთ შემდეგი დაგეგმილი დოზა სწორ დროს. გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით, არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

თუ თქვენ წყვეტთ პრეპარატ როზულიპ® პლუსის მიღებას

აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ გსურთ პრეპარატ როზულიპ® პლუსის მიღების შეწყვეტა. პრეპარატ როზულიპ® პლუსის მიღების შეწყვეტის შემდეგ ქოლესტერინის დონე შეიძლება ისევ გაიზარდოს.

ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო არასასურველი რეაქციები

როგორც ყველა პრეპარატმა, ამ სამკურნალო საშუალებამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

მნიშვნელოვანია, იცოდეთ, თუ რა არასასურველი რეაქციები შეიძლება განვითარდეს.

შეწყვიტეთ როზულიპ® პლუსის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ სიმპტომს:

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს არაუხშირესად ვიდრე 1000-დან 1 პაციენტში):

იშვიათად (შესაძლოა განუვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)

ალერგიული რეაქციები, როგორიცაა სახის, ენის და/ან ხორხის შეშუპება – ამან შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება.

უჩვეულო ტკივილი კუნთებში, რაც ჩვეულებრივზე დიდხანს გრძელდება. იშვიათად შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში კუნთების დაზიანება – რაბდომიოლიზი: ეს იწვევს საერთო სისუსტეს, ცხელებას და თირკმლის ფუნქიის დარღვევებს.

მგლურას მსგავსი სინდრომი (მათ შორის გამონაყარი კანზე, ცვლილებები სახსრებში, გავლენა სისხლის უჯრედებზე).

კუნთების გახლეჩა.

სიხშირე უცნობია (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):

სხეულის კანზე მოწითალო ფერის, კანის ზედაპირიდან არაამობურცული, წაწვეტებული ან მრგვალი ლაქები, ხშირად ბუშტუკებით ცენტრში, კანის აქერცვლით, პირის ღრუში, ყელში, თვალებსა და ცხვირში, ასევე გარეთა სასქესო ორგანოებზე წყლულების ან ბუშტუკების განვითარება. ასეთი მძიმე გამონაყარის წინ შეიძლება განვითარდეს ცხელება ან გრიპისმაგვარი სიმპტომები – ეს ყველაფერი შეიძლება იყოს სტივენს-ჯონსონის სინდრომის გამოვლინება.

გამონაყარი კანზე, რომელიც ფარავს კანის მნიშვნელოვან ნაწილს, ცხელება და ლიმფური ჯირკვლების გადიდება (DRESS სინდრომი ან წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი).

მულტიფორმული ერითემა (სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია, რომელიც ვითარდება კანსა და ლორწოვან გარსებზე).

სხვა შესაძლო არასასურველი რეაქციები

ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)

შაქრიანი დიაბეტი: დიაბეტის ალბათობა უფრო მაღალია, თუ თქვენ აგეღნიშნებათ შაქრის და ცხიმების დონის მომატება სისხლში, სხეულის ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა. თქვენი მკურნალი ექიმი გააკონტროლებს თქვენს მდგომარეობას; ამასთან ერთად საჭიროა ამ პრეპარატის მიღების გაგრძელება.

თავის ტკივილი;

თავბრუსხვევა;

ყაბზობა;

გულისრევა;

მუცლის ტკივილი;

ფაღარათი;

მეტეორიზმი (ნაწლავებში აირების დაგროვება);

კუნთების ტკივილი;

სისუსტის შეგრძნება;

დაღლილობის შეგრძნება;

ღვიძლის ფუნქციის ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლის მომატება (ტრანსამინაზების).

არახშირი (შეიძლება განვითარდეს არაუხშირესად ვიდრე 100-დან 1 პაციენტში)

მადის დაქვეითება;

ჩხვლეტის შეგრძნება;

გამონაყარი კანზე, წყლულები და ქავილი;

შესაძლებელია შარდში ცილის არსებობა – ეს დარღვევა ჩვეულებრივ ნორმალიზდება როზუვასტატინის მოხსნის აუცილებლობის გარეშე.

ალები;

არტერიული წნევის მომატება;

ხველა;

კუჭის მიერ საკვების გადამუშავების შეუძლებლობა;

გულძმარვა;

კუჭის ანთება;

გულისრევა;

პირის სიმშრალე;

კანის ქავილი;

გამონაყარი კანზე;

ჭინჭრის ციება;

კუნთოვანი ქსოვილის მაჩვენებლების (კფკ) ლაბორატორიული მაჩვენებლების მომატება;

ტკივილი სახსრებში;

კუნთოვანი სპაზმები;

ზურგის ტკივილი;

ტკივილი კისრის არეში;

კიდურების ტკივილი;

კუნთების სისუსტე;

ხელების და ფეხების ტკივილი;

შეშუპება, განსაკუთრებით ფეხის ტერფების;

ტკივილი გულმკერდის არეში;

ტკივილი;

სისხლში ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება;

იშვიათად (შეიძლება განვითარდეს არაუხშირესად ვიდრე 1000-დან 1 პაციენტში)

სისხლის ფირფიტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია).

კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება: იწვევს ძლიერ ტკივილს მუცელში, რომელიც გადადის ზურგის არეში;

ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება.

ძალიან იშვიათად (შეიძლება განვითარდეს არაუხშირესად ვიდრე 10 000-დან 1 პაციენტში)

ხელებსა და ფეხებში ნერვების დაზიანება (დაბუჟების შეგრძნება და სხვა სიმპტომები) (პოლინეიროპათია);

მეხსიერების დაკარგვა;

სიყვითლე (კანის და თვალების);

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);

ტკივილი სახსრებში;

შარდში სისხლის კვალი;

მამაკაცებში მკერდის ჯირკვლების გაზრდა (გინეკომასტია).

სიხშირე უცნობია (შეუძლებელია სიხშირის განსაზღვრა არსებული მონაცემების საფუძველზე)

დეპრესია;

შეშუპება;

ძილის დარღვევა, მათ შორის უძილობა და ღამის კოშმარები;

სუნთქვის დარღვევა, მათ შორის მდგრადი ხველა და/ან ქოშინი და ცხელება;

მიასთენია გრავისი (დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების ზოგად სისუსტეს, ზოგ შემთხვევაში სასუნთქი კუნთებისასაც);

მიასთენიის თვალის ფორმა (დაავადება, რომელიც იწვევს თვალის კუნთების სისუსტეს) (ასეთ შემთხვევებში მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ გრძნობთ სისუსტეს ხელებში ან ფეხებში, განსაკუთრებით აქტივობის პერიოდის შემდეგ, თვალებში გაორებას ან დაშვებულ, ჩამოკიდებულ თვალის ქუთუთოებს, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას);

ქოშინი;

ყაბზობა;

სანაღვლე გზებში კენჭების წარმოქმნა ან ნაღვლის ბუშტის ანთება (შეიძლება გამოვლინდეს მუცელში ტკივილის, გულისრევის და ღებინების სახით).

მყესების დაზიანება, ხანდახან მათი გახლეჩით;

კუნთების ანთება და სისუსტე, კუნთების მუდმივი სისუსტე;

შეტყობინება გვერდითი ეფექტები შესახებ

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის აღმოჩენისას, მათ შორის ისეთის, რომელიც მითითებული არ არის წინამდებარე ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეგიძლიათ სამკურნალო საშუალებების გვერდითი ეფექტების რეგისტრაციის ეროვნული სისტემის მეშვეობით. თქვენ მიერ მოწოდებული ცნობებით შეგიძლიათ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

  • როგორ ინახება პრეპარატი როზულიპ® პლუსი

ინახება არაუმეტეს 300C ტემპერატურის პირობებში.

შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში, სინათლისა და ტენისგან დაცვის მიზნით.

ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას!

  • ვარგისიანობის ვადა

ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

ეს პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ (მითითებულია შეფუთვაზე). ვარგისობის ვადის ამოწურვის თარიღად მიიჩნევა მითითებული თვის ბოლო დღე.

პრეპარატები არ გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოახდინოთ იმ პრეპარატების უტილიზაცია, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • აფთიაქიდან გაცემის პირობა

გაიცემა ექიმის რეცეპტით.

  • შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს როზულიპ® პლუსი

მოქმედი ნივთიერებები: როზუვასტატინი და ეზეტიმიბი

როზულიპ® პლუსი 5მგ/10მგ კაფსულები:

ყოვლი კაფსულა შეიცავს 5მგ როზუვასტატინს (5,34მგ როზუვასტატინის თუთიის სახით) და 10მგ ეზეტიმიბს.

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მანიტოლი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, დაბალი ხარისხის გრადაციის, რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.

როზულიპ® პლუსი 10მგ/10მგ:

ყოველი კაფსულა შეიცავს 10მგ როზუვასტატინს (10,68 მგ როზუვასტატინის თუთიის სახით) და 10მგ ეზეტიმიბს.

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მანიტოლი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, დაბალი ხარისხის გრადაციის, რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.

როზულიპ® პლუსი 20მგ/10მგ:

ყოველი კაფსულა შეიცავს 20მგ როზუვასტატინს (21,36მგ როზუვასტატინის თუთიის სახით) და 10მგ ეზეტიმიბს.

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მანიტოლი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, დაბალი ხარისხის გრადაციის, რკინის ოქსიდი წითელი (E172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.

როზულიპ® პლუსი 40მგ/10მგ:

ყოველი კაფსულა შეიცავს 40მგ როზუვასტატინს (42,72მგ როზუვასტატინის თუთიის სახით) და 10მგ ეზეტიმიბს.

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მანიტოლი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, დაბალი ხარისხის გრადაციის, რკინის ოქსიდი წითელი E(E172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.

როზულიპ® პლუსის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

კაფსულები შიგნით მისაღებად.

გარეგნული სახე:

როზულიპ® პლუსი კაფსულები 5მგ/10მგ:

მყარი ჟელატინის კაფსულები CONI-SNAP 0, მარკირების გარეშე, თვითდახურვის მექანიზმით, თეთრი ფერის ფუძით და ყვითელი ფერის თავსახურით. ყოველი კაფსულა შეიცავს ორ ტაბლეტს.

როზულიპ® პლუსი კაფსულები 10მგ/10მგ:

მყარი ჟელატინის კაფსულები CONI-SNAP 0, მარკირების გარეშე, თვითდახურვის მექანიზმით, ყვითელი ფერის ფუძით და ყვითელი ფერის თავსახურით. ყოველი კაფსულა შეიცავს ორ ტაბლეტს.

როზულიპ® პლუსი კაფსულები 20მგ/10მგ:

მყარი ჟელატინის კაფსულები CONI-SNAP 0, მარკირების გარეშე, თვითდახურვის მექანიზმით, ყვითელი ფერის ფუძით და კარამელის ფერის თავსახურით. ყოველი კაფსულა შეიცავს ორ ტაბლეტს.

როზულიპ® პლუსი კაფსულები 40მგ/10მგ:

მყარი ჟელატინის კაფსულები CONI-SNAP 0, მარკირების გარეშე, თვითდახურვის მექანიზმით, ყვითელი ფერის ფუძით და წითელი ფერის თავსახურით. ყოველი კაფსულა შეიცავს ორ ტაბლეტს.

შეფუთვა:

10 კაფსულა ბლისტერზე. 3 ბლისტერი შეფუთულია მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ., 30-38

უნგრეთი

საწარმოო მოედანი:

დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

9900 კიორმენდი, მატიაშ კირაის ქ., 65

უნგრეთი

დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

1165 ბუდაპეშტი, ბიოკენფელდის ქ., 118-120

უნგრეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა