პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიანემიური პრეპარატები

რიტოლფი

RITOLF

რეცეპტით50მგ/მლინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

რიტოლფი ნაჩვენებია რკინის დეფიციტის სამკურნალოდ შემდეგ შემთხვევებში: - პერორალური რკინის პრეპარატები არ არის ეფექტური; - პერორალური რკინის პრეპარატები უკუნაჩვენებია; - არსებობს რკინის სწრაფი შეყვანის კლინიკური საჭიროება. რკინის დეფიციტის დიაგნოსტიკა უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის ბიოლოგიურ კვლევებს.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ferric carboxymaltose
ფორმა და შეფუთვა
50მგ/მლ 10მლ საინექციო ხსნარი მინის ფლაკონი №5 (1X5)
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (Tekirdag), თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიანემიური პრეპარატები, რკინის პარენტერული პრეპარატები
ATC კოდი
B03AC
რეგისტრაციის ნომერი
რ-044061
რეგისტრირებულია
26 სექტემბერი 2025, მოქმედებს 26 სექტემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებარიტოლფი და სხვა წამალი ერთად

რიტოლფი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რიტოლფი ნაჩვენებია რკინის დეფიციტის სამკურნალოდ შემდეგ შემთხვევებში:

  • პერორალური რკინის პრეპარატები არ არის ეფექტური;
  • პერორალური რკინის პრეპარატები უკუნაჩვენებია;
  • არსებობს რკინის სწრაფი შეყვანის კლინიკური საჭიროება.

რკინის დეფიციტის დიაგნოსტიკა უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის ბიოლოგიურ კვლევებს.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატ რიტოლფის თითოეული გამოყენების დროს და მის შემდეგ აუცილებელია პაციენტების მდგომარეობაზე სათანადო დაკვირვება ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების გამოსავლენად.

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კვალიფიციური პერსონალის თანდასწრებით, რომელსაც შეუძლია შეაფასოს პაციენტის მდგომარეობა და დაუყოვნებლივ განახორციელოს ანაფილაქსიური რეაქციის შესაბამისი აღმოფხვრა და რეანიმაციული ზომები. რკინის კარბოქსიმალტოზის ხსნარის თითოეული შეყვანის შემდეგ თითოეული პაციენტი უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ გვერდითი რეაქციების განვითარების გამოვლენის მიზნით მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში.

დოზირების რეჟიმი

დოზა გამოითვლება შემდეგი ეტაპობრივი მიდგომის საფუძველზე:

  • რკინაზე ინდივიდუალური მოთხოვნილების განსაზღვრა;
  • რკინის დოზის(ების) გამოთვლა და გამოყენება;
  • პაციენტის ორგამიზმის რკინით გაჯერების შეფასება.

ეს ეტაპები აღწერილია ქვემოთ:

ნაბიჯი 1: რკინაზე ინდივიდუალური მოთხოვნილების განსაზღვრა

პრეპარატ რიტოლფით შევსებისთვის რკინის დანამატებში ინდივიდუალური მოთხოვნილება განისაზღვრება პაციენტის სხეულის წონისა და ჰემოგლობინის (Hb) დონის მიხედვით. რკინაზე საერთო მოთხოვნილების დასადგენად უნდა იქნას გამოყენებული ქვემოთ მოცემული ცხრილი. რკინაზე საერთო მოთხოვნილების შესავსებად შეიძლება საჭირო გახდეს ორი დოზა; რკინის მაქსიმალური ინდივიდუალური დოზებისთვის იხილეთ მე-2 ნაბიჯი. რკინის დეფიციტი უნდა დადასტურდეს ლაბორატორიული კვლევებით, როგორც ეს აღწერილია ნაწილში „გამოყენების ჩვენებები“.

ცხრილი 1: რკინის საერთო მოთხოვნილების განსაზღვრა

ჰემოგლობინი (Hb)

პაციენტის სხეულის მასა

გ/დლ

მმოლი/ლ

35 კგ-ზე ნაკლები

35 კგ-დან < 70 კგ-მდე

70 კგ-დან და ზევით

< 10

< 6,2

30 მგ/კგ სხეულის მასაზე

1500 მგ

2000 მგ

10-დან < 14-მდე

6,2-დან < 8,7-მდე

15 მგ/კგ სხეულის მასაზე

1000 მგ

1500 მგ

≥ 14

≥ 8,7

15 მგ/კგ სხეულის მასაზე

500 მგ

500 მგ

ნაბიჯი 2: რკინის მაქსიმალური ინდივიდუალური დოზის(ების) გაანგარიშება და შეყვანა

რკინაზე დადგენილი საერთო მოთხოვნილების მიხედვით, რიტოლფის შესაბამისი დოზა უნდა დაინიშნოს შემდეგი მდგომარეობების გათვალისწინებით:

მოზრდილები და 14 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები

პრეპარატ რიტოლფის ერთჯერადი შეყვანისას არ უნდა მოხდეს შემდეგი დონეების გადაჭარბება:

  • 15 მგ რკინა/კგ სხეულის წონაზე (ინტრავენური ინექციის სახით დანიშვნისას) ან 20 მგ რკინა/კგ სხეულის წონაზე (ინტრავენური ინფუზიის სახით დანიშვნისას);
  • 1000 მგ რკინა (პრეპარატ რიტოლფის 20 მლ).

პრეპარატ რიტოლფის მაქსიმალური რეკომენდირებული ჯამური დოზა შეადგენს 1000 მგ რკინას (პრეპარატ რიტოლფის 20 მლ) კვირაში. თუ რკინის საერთო მოთხოვნილება უფრო მაღალია, დამატებითი დოზა უნდა იქნას შეყვანილი პირველი დოზის შეყვანიდან მინიმუმ 7 დღის ინტერვალებით.

1-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები

პრეპარატ რიტოლფის ერთჯერადი შეყვანისას არ უნდა იქნას გადაჭარბებული შემდეგი დონეები:

  • 15 მგ რკინა/კგ სხეულის წონაზე;
  • 750 მგ რკინა (პრეპარატ რიტოლფის 15 მლ).

პრეპარატ რიტოლფის მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა შეადგენს კვირაში 750 მგ რკინას (პრეპარატ რიტოლფის 15 მლ). თუ რკინის საერთო მოთხოვნილება უფრო მაღალია, დამატებითი დოზების შეყვანა უნდა ჩატარდეს პირველი დოზის შეყვანიდან მინიმუმ 7 დღის ინტერვალებით.

ნაბიჯი 3: პაციენტის ორგანიზმის რკინით გაჯერების შეფასება შეყვანის შემდეგ

რკინის დონის განმეორებითი შეფასება უნდა ჩაატაროს კლინიკურმა სპეციალისტმა პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის საფუძველზე. ჰემოგლობინის დონე უნდა შეფასდეს პრეპარატის ბოლო გამოყენებიდან არაუადრეს 4 კვირისა, რათა საკმარისი დრო იყოს ერითროპოეზისა და რკინის უტილიზაციისთვის. თუ პაციენტს სჭირდება ორგანიზმში რკინის მარაგების შემდგომი შევსება, რკინის მოთხოვნილება ხელახლა უნდა გამოითვალოს (იხილეთ ნაბიჯი 1).

1 წლამდე ასაკის ბავშვები

პრეპარატ რიტოლფის ეფექტურობა და უსაფრთხოება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის შესწავლილი, ამიტომ მისი გამოყენება ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში არ არის რეკომენდირებული.

პრეპარატის გამოყენება თირკმლის ქრონიკული დაავადების დროს, რომელიც საჭიროებს ჰემოდიალიზის ჩატარებას

ქრონიკული თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ ჰემოდიალიზს, მაქსიმალური დღიური დოზა 200 მგ არ უნდა იქნას გადაჭარბებული.

1-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვები

პრეპარატ რიტოლფის ეფექტურობა და უსაფრთხოება 1-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებში ქრონიკული თირკმლის უკმარისობით, რომლებიც საჭიროებენ ჰემოდიალიზის ჩატარებას, არ არის შესწავლილი, ამიტომ მისი გამოყენება პაციენტთა ამ ჯგუფში არ არის რეკომენდირებული.

გამოყენების წესი

მხოლოდ ინტრავენური შეყვანისთვის:

  • ინექციის გზით;
  • ინფუზიის გზით;
  • განზავების გარეშე უშუალოდ დიალიზის სისტემის ვენურ ნაწილში ჰემოდიალიზის სეანსის დროს.

რიტოლფი არ უნდა იქნას შეყვანილი კანქვეშ ან კუნთშიდა ინექციით.

რიტოლფის შეყვანა შესაძლებელია ინტრავენურად წინასწარი განზავების გარეშე. მოზრდილებსა და 14 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 15 მგ რკინას/კგ სხეულის წონაზე და არ უნდა აღემატებოდეს 1000 მგ რკინას. 1 წლიდან 13 წლამდე ასაკის ბავშვებში მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 15 მგ რკინას/კგ სხეულის წონაზე, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 750 მგ რკინას. შეყვანის სიჩქარე ნაჩვენებია ცხრილ 2-ში.

ცხრილი 2: პრეპარატ რიტოლფის შეყვანის სიჩქარე ინტრავენური ინექციის დროს

პრეპარატ რიტოლფის საჭირო მოცულობა

რკინის ექვივალენტური დოზა

შეყვანის სიჩქარე/შეყვანის მინიმალური დრო

2 მლ-დან 4 მლ-მდე

100 მგ-დან 200 მგ-მდე

შეყვანის მინიმალური დრო არ ინიშნება

> 4 მლ-დან 10 მლ-მდე

> 200 მგ-დან 500 მგ-მდე

100 მგ რკინა/წთ

> 10 მლ-დან 20 მლ-მდე

> 500 მგ-დან 1000 მგ-მდე

15 წთ

ინტრავენური ინფუზია

რიტოლფის შეყვანა შესაძლებელია ინტრავენურად. ამ შემთხვევაში, ის უნდა განზავდეს. მოზრდილებისა და 14 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებისთვის მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 20 მგ რკინას/კგ სხეულის წონაზე და არ უნდა აღემატებოდეს 1000 მგ რკინას. 1 წლიდან 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 15 მგ რკინას/კგ სხეულის წონაზე, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 750 მგ რკინას. ინტრავენური შეყვანისას რიტოლფი უნდა განზავდეს მხოლოდ სტერილურ 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, როგორც ეს ნაჩვენებია ცხრილში 3.

შენიშვნა: პრეპარატის სტაბილურობის შესანარჩუნებლად, მისი განზავება 2 მგ რკინა/მლ-ზე ნაკლებ კონცენტრაციამდე დაუშვებელია. (პრეპარატ რიტოლფის ხსნარის მოცულობა არ არის გათვალისწინებული).

გამოყენებამდე პრეპარატის განზავების დამატებითი ინსტრუქციები: იხილეთ ნაწილი „განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოებისთვის“.

ცხრილი 3. პრეპარატ რიტოლფის განზავების სქემა ინტრავენური ინფუზიისთვის

პრეპარატ რიტოლფის საჭირო მოცულობა

რკინის ექვივალენტური დოზა

სტერილური 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის მაქსიმალური რაოდენობა

შეყვანის მინიმალური დრო

2 მლ-დან 4 მლ-მდე

100 მგ-დან 200 მგ-მდე

50 მლ

შეყვანის მინიმალური დრო არ ინიშნება

> 4 მლ-დან 10 მლ-მდე

200 მგ-დან 500 მგ-მდე

100 მლ

6 წთ

> 10 მლ-დან 20 მლ-მდე

> 500 მგ-დან 1000 მგ-მდე

250 მლ

15 წთ

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • სერიოზული მომატებული მგრძნობელობის რეაქციები სხვა პარენტერალურ რკინის პრეპარატებზე ანამნეზში;
  • ანემია, რომელიც არ არის დაკავშირებული რკინის დეფიციტთან, მაგალითად, სხვა მიკროციტარული ანემია;
  • დადასტურებული რკინით გადატვირთვა ან რკინის უტილიზაციის დარღვევა.

სიფრთხილის ზომები

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები

პარენტერალურად შეყვანილმა რკინის პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური რეაქციები, რომლებიც შეიძლება იყოს ფატალური. იყო შეტყობინებები მომატებული მგრძნობელობის რეაქციების შესახებ პაციენტებში, რომლებმაც ადრე არაერთხელ მიიღეს პარენტერალური რკინის პრეპარატები გვერდითი მოვლენების გარეშე. იყო შეტყობინებები მომატებული მგრძნობელობის რეაქციების შესახებ, რომლებიც პროგრესირებდა კოუნისის სინდრომამდე (ალერგიული მწვავე კორონარული სინდრომი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი).

პრეპარატ რიტოლფის მიმართ მომატებული მგრძნობელობის რეაქციების აღნიშვნის რისკი იზრდება ალერგიული რეაქციების მქონე პაციენტებში, წამლებზე ალერგიული რეაქციების ჩათვლით, ასევე მძიმე ასთმით ანამნეზში, ეგზემით ან სხვა ატოპიური ალერგიული რეაქციით. ასევე არსებობს ჰიპერმგრძნობელობის მომატებული რისკი რკინის პარენტერალურ კომპლექტებზე პაციენტებში იმუნური ან ანთებითი მდგომარეობებით (მაგ. სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი). რიტოლფი უნდა იქნას დანიშნული მხოლოდ კვალიფიციური პერსონალის თანდასწრებით, რომელსაც შეუძლია შეაფასოს პაციენტის მდგომარეობა და დაუყოვნებლივ ჩაატაროს ანაფილაქსიური რეაქციის შესაბამისი აღმოფხვრა და რეანიმაციული ზომები. თითოეული პაციენტი უნდა იყოს დაკვირვების ქვეშ გვერდითი რეაქციების განვითარების საგანზე პრეპარატ რიტოლფის თითოეული შეყვანიდან სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში.

თუ პრეპარატის გამოყენების დროს გამოვლინდება ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ან აუტანლობის ნიშნები, აუცილებელია მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

ხელმისაწვდომი უნდა იყოს საშუალებები გულ-ფილტვის რეანიმაციისთვის, მათ შორის ადრენალინის 1:1000 საინექციო ხსნარი. ასევე შეიძლება საჭირო გახდეს ანტიჰისტამინური პრეპარატებით და/ან გლუკოკორტიკოიდებით დამატებითი მკურნალობა.

ჰიპოფოსფატემიური ოსტეომალაცია

მარკეტინგის შემდგომ პერიოდში დაფიქსირებულია სიმპტომური ჰიპოფოსფატემიის შემთხვევები, რომლებიც იწვევს ოსტეომალაციას და მოტეხილობებს, რომლებიც საჭიროებენ კლინიკურ ჩარევას, მათ შორის ქირურგიულ ჩარევას. პაციენტებს უნდა ეცნობოთ, რომ მიმართონ ექიმს, თუ ისინი განიცდიან გაზრდილ დაღლილობას, რომელსაც თან ახლავს მიალგია ან ძვლების ტკივილი. პაციენტებში, რომლებიც იღებენ მრავალჯერად მაღალ დოზებს ან ხანგრძლივი მკურნალობისას, ასევე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპოფოსფატემიის რისკ-ფაქტორები, უნდა მოხდეს სისხლში ფოსფატების დონის მონიტორინგი. მდგრადი ჰიპოფოსფატემიის შემთხვევაში, უნდა გადაიხედოს რკინის თერაპია კარბოქსიმალტოზით.

ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევები

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პარენტერალური რკინის პრეპარატები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სარგებლისა და რისკის სათანადო შეფასების შემდეგ. რკინის პარენტერალური შეყვანა უნდა იქნას აცილებული იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევები რკინით გადატვირთვის გამო, განსაკუთრებით კანის გვიანი პორფირიის შემთხვევებში. რკინით გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია რკინის დონის სათანადო მონიტორინგი.

არ არსებობს მონაცემები თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე და იღებენ 200 მგ-ზე მეტ რკინის ერთჯერად დოზას.

ინფექციები

პარენტერალური რკინა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მწვავე ან ქრონიკული ინფექციის, ასთმის, ეგზემის ან ატოპიური ალერგიის შემთხვევებში. რეკომენდირებულია პრეპარატ რიტოლფით თერაპიის შეწყვეტა ბაქტერიემიის მქონე პაციენტებში. ქრონიკული ინფექციების მქონე პაციენტებში უნდა ჩატარდეს სარგებლისა და რისკის სათანადო შეფასება, ერითროპოეზის დათრგუნვის შესაძლებლობის გათვალისწინებით.

ექსტრავაზაცია

პრეპარატ რიტოლფის ინტრავენურად შეყვანისას სიფრთხილე უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატის ექსტრავაზაციის თავიდან ასაცილებლად, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება და ქსოვილების შესაძლო ხანგრძლივი შეფერადება ყავისფრად შეყვანის ადგილას. თუ პრეპარატი პერივენურ სივრცეში შეაღწევს, პრეპარატ რიტოლფის შეყვანა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატი შეიცავს 55 მგ ნატრიუმს ყოველ 10 მლ-იან ფლაკონში. ეს უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა, რომლებიც იცავენ დიეტას ნატრიუმის შემცველობის კონტროლით.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ნებისმიერი სხვა პარენტერალური რკინის პრეპარატების მსგავსად, პრეპარატი რიტოლფი ამცირებს რკინის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, როდესაც გამოიყენება პერორალურ რკინის პრეპარატებთან ერთად. ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში, პერორალური რკინის პრეპარატებით თერაპია უნდა დაიწყოს პრეპარატ რიტოლფის ბოლო ინექციიდან არაუადრეს 5 დღისა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მონაცემები პრეპარატის ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ შეზღუდულია. ამიტომ, ორსულობის დროს პრეპარატ რიტოლფის გამოყენებამდე, საჭიროა სარგებლის/რისკის თანაფარდობის სათანადო შეფასება; ორსულობის დროს ის უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.

ორსულობის პირველ ტრიმესტრში რკინის დეფიციტის მკურნალობა უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია პერორალური რკინის პრეპარატებით.

თუ პრეპარატ რიტოლფით მკურნალობის სარგებელი აღემატება დედისა და ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს, რეკომენდირებულია ასეთი მკურნალობის შეზღუდვა ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებით.

რკინის პრეპარატების პარენტერალური შეყვანის შემდეგ შეიძლება განვითარდეს ნაყოფის ბრადიკარდია. ეს, როგორც წესი, გარდამავალი მოვლენაა, რომელიც დედის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის შედეგია. ორსულ ქალისთვის პარენტერალური რკინის პრეპარატების ინტრავენურად შეყვანისას ნაყოფი უნდა იმყოფებოდეს სათანადო დაკვირვების ქვეშ.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რკინის კარბოქსიმალტოზის პრეპარატებიდან გამოთავისუფლებულმა რკინამ შეიძლება გაიაროს პლაცენტარულ ბარიერში და რომ მისმა გამოყენებამ ორსულობის დროს შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაყოფის ჩონჩხის განვითარებაზე.

ლაქტაცია

კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატ რიტოლფიდან რკინის მოხვედრა დედის რძეში უმნიშვნელოა (≤ 1%). მეძუძურ ქალებში შეზღუდული მონაცემების საფუძველზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეპარატი საფრთხეს უქმნის ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებს.

ფერტილობა

არ არსებობს მონაცემები პრეპარატ რიტოლფის ადამიანებში ფერტილობაზე ზემოქმედების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში პრეპარატ რიტოლფით მკურნალობამ გავლენა არ მოახდინა ფერტილობაზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეპარატი რიტოლფი გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

ქვემოთ წარმოდგენილია გვერდითი რეაქციები, დაფიქსირებული კლინიკური კვლევების მსვლელობაში, რომლებშიც რკინის კარბოქსიმალტოზა შეყვანილი იქნა 9000-ზე მეტ სუბიექტისთვის (1-დან 17 წლამდე ასაკის 100-ზე მეტი ბავშვის და მოზარდის ჩათვლით), ასევე რეაქციები აღნიშნული პოსტმარკეტინგული გამოცდილების შედეგად (დამატებითი ინფორმაციის მისაღებად: იხილეთ ცხრილის ბოლოში მოცემული შენიშვნები).

ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი რეაქციებია გულისრევა (გვხვდება პაციენტების 3.2%-ში), შემდეგ რეაქციები ინექციის/ინფუზიის ადგილას, ჰიპოფოსფატემია, თავის ტკივილი, სიწითლე, თავბრუსხვევა და ჰიპერტენზია.

ინექციის/ინფუზიის ადგილას რეაქციები მოიცავს გვერდით რეაქციებს, რომლებიც ინდივიდუალურად შეფასებულია, როგორც არახშირი ან იშვიათი. ანაფილაქსიური რეაქციები (იშვიათი) ყველაზე სერიოზული გვერდითი რეაქციებია; დაფიქსირებულია ფატალური შემთხვევები. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“.

გვერდითი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100-დან < 1/10-მდე); არახშირი (≥ 1/1,000-დან < 1/100-მდე); იშვიათი (≥ 1/10,000-დან < 1/1,000-მდე); ძალიან იშვიათი (< 1/10,000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

იმუნური სისტემის მხრივ: არახშირი - ჰიპერმგრძნობელობა; იშვიათი - ანაფილაქსიური რეაქციები.

ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: ხშირი - ჰიპოფოსფატემია.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; არახშირი - დისგევზია, პარესთეზია; სიხშირე უცნობია - გონების დაკარგვა1.

ფსიქიკური დარღვევები: იშვიათი - შფოთვა2.

გულის მხრივ: არახშირი - ტაქიკარდია; სიხშირე უცნობია - კოუნის სინდრომი1.

სისხლძარღვების მხრივ: ხშირი - წამოხურება, ჰიპერტონია; არახშირი - ჰიპოტონია; იშვიათი - პრესინკოპე2, გულის წასვლა2, ფლებიტი.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ: არახშირი - დისპნოე; იშვიათად - ბრონქოსპაზმი2.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - გულისრევა; არახშირი - მუცლის ტკივილი, ღებინება, ყაბზობა, დიარეა, დისპეფსია; იშვიათად - მეტეორიზმი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირი - გამონაყარი3, ქავილი, ჭინჭრის ციება, ერითემა; იშვიათად - ანგიონევროზული შეშუპება2, კანის შორეული უბნების ფერის შეცვლა2, სიფერმკრთალე2; სიხშირე უცნობია - სახის შეშუპება1.

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: არახშირი - ართრალგია, მიალგია, ტკივილი კიდურებში, ზურგის ტკივილი, კუნთების სპაზმები; სიხშირე უცნობია - ჰიპოფოსფატემიური ოსტეომალაცია1.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: ხშირად - რეაქციები ინექციის/ინფუზიის ადგილას4; არახშირი - ჰიპერთერმია, სისუსტე, შემცივნება, ტკივილი გულმკერდის არეში, პერიფერიული შეშუპება, შეუძლოდ ყოფნა; იშვიათად - გრიპის მსგავსი მდგომარეობა (რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ინექციიდან რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ)2.

გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: არახშირი - ალანინამინოტრანსფერაზას, ასპარტატამინოტრანსფერაზას, გამა-გლუტამილტრანსფერაზას, ლაქტატდეჰიდროგენაზას, ტუტე ფოსფატაზას დონის მომატება.

1 გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა მხოლოდ პოსტმარკეტინგულ პერიოდში, ითვლება იშვიათად.

2 გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა როგორც პოსტმარკეტინგულ პერიოდში, ასევე კლინიკურ კვლევებში.

3 მათ შორის გვერდითი რეაქციები, რომლებიც აღნიშნულია შემდეგი სასურველი ტერმინებით: კანის გამონაყარი (ამ გვერდითი რეაქციის ინდივიდუალური სიხშირე შეფასებულია, როგორც არახშირი) და ერითემატოზული გამონაყარი, გენერალიზებული, მაკულოზური, მაკულოპაპულოზური, ქავილით გამონაყარი (ყველა გვერდითი რეაქციის ინდივიდუალური სიხშირე შეფასებულია, როგორც იშვიათი).

4 მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, შემდეგი სასურველი ტერმინებით განსაზღვრული გვერდითი რეაქციები: ტკივილი ინექციის ადგილას, ჰემატომა, კანის ფერის შეცვლა, ექსტრავაზაცია, გაღიზიანება, ინექციის ადგილის რეაქცია (ყველა გვერდითი რეაქციის ინდივიდუალური სიხშირე შეფასებულია, როგორც არახშირი) და პარესთეზია (გვერდითი რეაქციის ინდივიდუალური სიხშირე შეფასებულია, როგორც იშვიათი).

ბავშვები

1-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდების უსაფრთხოების პროფილი შედარებადია მოზრდილების უსაფრთხოების პროფილისთან. რკინის კარბოქსიმალტოზის 7 კლინიკურ კვლევაში 110 პედიატრიულ პაციენტს მიეცა რკინის კარბოქსიმალტოზა. სერიოზული გვერდითი რეაქციები არ დაფიქსირებულა. დაფიქსირებული იყო შემდეგი არასერიოზული გვერდითი რეაქციები: ჰიპოფოსფატემია (n = 5), ჭინჭრის ციება (n = 5), რეაქციები ინექციის/ინფუზიის ადგილას (n = 4), მუცლის ტკივილი (n = 2), წამოხურება (n = 2), თავის ტკივილი (n = 2), ცხელება (n = 2), ღვიძლისმიერი ფერმენტების აქტივობის მომატება (n = 2) და გამონაყარი (n = 2). ისეთი გვერდითი რეაქციები, როგორიცაა ყაბზობა, გასტრიტი, ჰიპერტონია, ქავილი და წყურვილი, დაფიქსირებული იყო მხოლოდ ერთხელ. შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს აღენიშნება სერიოზული გვერდითი რეაქცია სამკურნალო საშუალებბაზე ან განვითარდება ახალი გვერდითი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბო დოზირება

პრეპარატ რიტოლფის შეყვანამ რაოდენობით, რომელიც აღემატება გამოთვლილ საერთო კუმულაციურ დოზას, შეიძლება გამოიწვიოს რკინის ჭარბი დეპონირება და შესაძლო ჰემოსიდეროზი. რკინის გაცვლის ისეთი მაჩვენებლების მონიტორინგი, როგორიცაა სისხლის შრატის ფერიტინის დონე და ტრანსფერინის გაჯერების კოეფიციენტი, შეიძლება დაეხმაროს ამ მდგომარეობის დიაგნოსტიკასა და პრევენციას. თუ ადგილი აქვს რკინის დაგროვებას, მკურნალობა უნდა ჩატარდეს სტანდარტული სამედიცინო პრაქტიკის შესაბამისად, მაგალითად, განხილული იქნას ხელატური საშუალების გამოყენების შესაძლებლობა რკინის შესაკავშირებლად.

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: რკინა (რკინის კარბოქსიმალტოზის ფორმით) 50 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.

სამკურნალო ფორმა

ხსნარი ინტრავენური შეყვანისთვის.

აღწერა: მუქი ყავისფერი გაუმჭვირვალე წყალხსნარი.

შენახვის პირობები

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადა ფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პრეპარატები პარენტერალური გამოყენებისთვის უნდა იქნას გამოყენებული გახსნისთანავე.

ვარგისობის ვადა სტერილური 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით განზავების შემდეგ

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, განზავებული ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული რაც შეიძლება მალე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

რკინის პრეპარატები პარენტერალური გამოყენებისთვის. ათქ კოდი: B03AC.

რიტოლფი ხსნარი ინტრავენური შეყვანისთვის არის რკინის წყალხსნარი, გაუმჭვირვალე, მუქი ყავისფერი ხსნარი რკინის კარბოქსიმალტოზური კომპლექსის ფორმით.

კომპლექსი წარმოადგენს უტილიზირებული რკინის წყაროს ორგანიზმის რკინის გადამტანი და რკინის შემნახველი პროტეინებისთვის (ტრანსფერინი და ფერიტინი).

რადიოქატიურად ნიშნული 59Fe-ის 24-დღიანი შეყვანის შემდეგ, ერითროციტებით უტილიზაცია ვარირებდა 91%-დან 99%-მდე რკინის დეფიციტის მქონე სუბიექტებისთვის და 61%-დან 84%-მდე თირკმლისმიერი წარმოშობის ანემიის მქონე სუბიექტებისთვის.

რკინის კარბოქსიმალტოზით მკურნალობამ გაზარდა რეტიკულოციტების დონე, შრატისმიერი ფერიტინის დონე და ტრანსფერინის გაჯერების დონე ნორმალურ მაჩვენებლებამდე.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

განაწილება

პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიით (PET) დადგინდა, რომ რკინის კარბოქსიმალტოზიდან 59Fe და 52Fe სწრაფად გამოიდევნებოდა სისხლიდან და ტრანსპორტირდებოდა ძვლის ტვინში, ასევე დეპონირდებოდა ღვიძლსა და ელენთაში.

რკინის კარბოქსიმალტოზის ერთჯერადი შეყვანის შემდეგ რკინის 100-დან 1000 მგ-მდე დოზით რკინის დეფიციტის მქონე პაციენტებში, რკინის მაქსიმალური შრატისმიერი კონცენტრაციები შეადგენდა 37 მკგ/მლ-დან 333 მკგ/მლ-მდე, შესაბამისად, 15 წუთის და 1.21 საათის შემდეგ. ცენტრალური საკნის განაწილების მოცულობა შეესაბამებოდა პლაზმის მოცულობას (დაახლოებით 3 ლიტრი).

გამოყოფა

შეყვანილი რკინა სწრაფად გამოიდევნა პლაზმიდან, ამასთან ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი მერყეობდა 7-დან 12 საათამდე, ხოლო ორგანიზმში ყოფნის საშუალო დრო - 11-დან 18 საათამდე. რკინის თირკმლისმიერი გამოყოფა უმნიშვნელო იყო.

ბავშვები

რკინის კარბოქსიმალტოზის ფარმაკოკინეტიკური თვისებები 15 მგ რკინის/კგ დოზით მსგავსი იყო ასეთისა ზრდასრულ პაციენტებში რკინის დეფიციტით. შრატისმიერი რკინის დოზა პროპორციულად იზრდება 7.5 მგ რკინის/კგ ან 15 მგ რკინის/კგ ერთჯერადი მიღების შემდეგ. რკინის კარბოქსიმალტოზის 15 მგ რკინის/კგ სხეულის წონაზე დოზის (მაქსიმუმ 750 მგ) ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ, საერთო შრატისმიერი რკინის საშუალო პიკური მნიშვნელობები 310 მკგ/მლ გაიზომა 1.12 საათში. ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდმა შეადგინა 9.8 საათი, ხოლო პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზით შეფასებული განაწილების მოცულობა მერყეობდა 0.42-დან 3.14 ლიტრამდე. მოდელირების საფუძველზე მოდელების საფუძველზე ბავშვებში აღინიშნებოდა ტენდენცია უფრო დაბალი სისტემური ზემოქმედებისკენ (AUC0-72 სთ უფრო დაბალი მაჩვენებელი) მოზრდილებთან შედარებით (მედიანა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით: 3340 მკგ × სთ/მლ [1-დან 2 წლამდე], 4110 მკგ × სთ/მლ [3 12 წლის ასაკში], 4740 მკგ × სთ/მლ [13-დან 17 წლამდე], 8864 მკგ × სთ/მლ [მოზრდილები]).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია

რიტოლფი

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

რიტოლფი, Ritolf

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

რკინის კარბოქსიმალტოზა, Ferric carboxymaltose

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: რკინა (რკინის კარბოქსიმალტოზის ფორმით) 50 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.

სამკურნალო ფორმა

ხსნარი ინტრავენური შეყვანისთვის.

აღწერა: მუქი ყავისფერი გაუმჭვირვალე წყალხსნარი.

გამოყენების ჩვენებები

რიტოლფი ნაჩვენებია რკინის დეფიციტის სამკურნალოდ შემდეგ შემთხვევებში:

  • პერორალური რკინის პრეპარატები არ არის ეფექტური;
  • პერორალური რკინის პრეპარატები უკუნაჩვენებია;
  • არსებობს რკინის სწრაფი შეყვანის კლინიკური საჭიროება.

რკინის დეფიციტის დიაგნოსტიკა უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის ბიოლოგიურ კვლევებს.

გამოყენების წესი და დოზირება

პრეპარატ რიტოლფის თითოეული გამოყენების დროს და მის შემდეგ აუცილებელია პაციენტების მდგომარეობაზე სათანადო დაკვირვება ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების გამოსავლენად.

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კვალიფიციური პერსონალის თანდასწრებით, რომელსაც შეუძლია შეაფასოს პაციენტის მდგომარეობა და დაუყოვნებლივ განახორციელოს ანაფილაქსიური რეაქციის შესაბამისი აღმოფხვრა და რეანიმაციული ზომები. რკინის კარბოქსიმალტოზის ხსნარის თითოეული შეყვანის შემდეგ თითოეული პაციენტი უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ გვერდითი რეაქციების განვითარების გამოვლენის მიზნით მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში.

დოზირების რეჟიმი

დოზა გამოითვლება შემდეგი ეტაპობრივი მიდგომის საფუძველზე:

  • რკინაზე ინდივიდუალური მოთხოვნილების განსაზღვრა;
  • რკინის დოზის(ების) გამოთვლა და გამოყენება;
  • პაციენტის ორგამიზმის რკინით გაჯერების შეფასება.

ეს ეტაპები აღწერილია ქვემოთ:

ნაბიჯი 1: რკინაზე ინდივიდუალური მოთხოვნილების განსაზღვრა

პრეპარატ რიტოლფით შევსებისთვის რკინის დანამატებში ინდივიდუალური მოთხოვნილება განისაზღვრება პაციენტის სხეულის წონისა და ჰემოგლობინის (Hb) დონის მიხედვით. რკინაზე საერთო მოთხოვნილების დასადგენად უნდა იქნას გამოყენებული ქვემოთ მოცემული ცხრილი. რკინაზე საერთო მოთხოვნილების შესავსებად შეიძლება საჭირო გახდეს ორი დოზა; რკინის მაქსიმალური ინდივიდუალური დოზებისთვის იხილეთ მე-2 ნაბიჯი. რკინის დეფიციტი უნდა დადასტურდეს ლაბორატორიული კვლევებით, როგორც ეს აღწერილია ნაწილში „გამოყენების ჩვენებები“.

ცხრილი 1: რკინის საერთო მოთხოვნილების განსაზღვრა

ჰემოგლობინი (Hb)

პაციენტის სხეულის მასა

გ/დლ

მმოლი/ლ

35 კგ-ზე ნაკლები

35 კგ-დან < 70 კგ-მდე

70 კგ-დან და ზევით

< 10

< 6,2

30 მგ/კგ სხეულის მასაზე

1500 მგ

2000 მგ

10-დან < 14-მდე

6,2-დან < 8,7-მდე

15 მგ/კგ სხეულის მასაზე

1000 მგ

1500 მგ

≥ 14

≥ 8,7

15 მგ/კგ სხეულის მასაზე

500 მგ

500 მგ

ნაბიჯი 2: რკინის მაქსიმალური ინდივიდუალური დოზის(ების) გაანგარიშება და შეყვანა

რკინაზე დადგენილი საერთო მოთხოვნილების მიხედვით, რიტოლფის შესაბამისი დოზა უნდა დაინიშნოს შემდეგი მდგომარეობების გათვალისწინებით:

მოზრდილები და 14 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები

პრეპარატ რიტოლფის ერთჯერადი შეყვანისას არ უნდა მოხდეს შემდეგი დონეების გადაჭარბება:

  • 15 მგ რკინა/კგ სხეულის წონაზე (ინტრავენური ინექციის სახით დანიშვნისას) ან 20 მგ რკინა/კგ სხეულის წონაზე (ინტრავენური ინფუზიის სახით დანიშვნისას);
  • 1000 მგ რკინა (პრეპარატ რიტოლფის 20 მლ).

პრეპარატ რიტოლფის მაქსიმალური რეკომენდირებული ჯამური დოზა შეადგენს 1000 მგ რკინას (პრეპარატ რიტოლფის 20 მლ) კვირაში. თუ რკინის საერთო მოთხოვნილება უფრო მაღალია, დამატებითი დოზა უნდა იქნას შეყვანილი პირველი დოზის შეყვანიდან მინიმუმ 7 დღის ინტერვალებით.

1-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები

პრეპარატ რიტოლფის ერთჯერადი შეყვანისას არ უნდა იქნას გადაჭარბებული შემდეგი დონეები:

  • 15 მგ რკინა/კგ სხეულის წონაზე;
  • 750 მგ რკინა (პრეპარატ რიტოლფის 15 მლ).

პრეპარატ რიტოლფის მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა შეადგენს კვირაში 750 მგ რკინას (პრეპარატ რიტოლფის 15 მლ). თუ რკინის საერთო მოთხოვნილება უფრო მაღალია, დამატებითი დოზების შეყვანა უნდა ჩატარდეს პირველი დოზის შეყვანიდან მინიმუმ 7 დღის ინტერვალებით.

ნაბიჯი 3: პაციენტის ორგანიზმის რკინით გაჯერების შეფასება შეყვანის შემდეგ

რკინის დონის განმეორებითი შეფასება უნდა ჩაატაროს კლინიკურმა სპეციალისტმა პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის საფუძველზე. ჰემოგლობინის დონე უნდა შეფასდეს პრეპარატის ბოლო გამოყენებიდან არაუადრეს 4 კვირისა, რათა საკმარისი დრო იყოს ერითროპოეზისა და რკინის უტილიზაციისთვის. თუ პაციენტს სჭირდება ორგანიზმში რკინის მარაგების შემდგომი შევსება, რკინის მოთხოვნილება ხელახლა უნდა გამოითვალოს (იხილეთ ნაბიჯი 1).

1 წლამდე ასაკის ბავშვები

პრეპარატ რიტოლფის ეფექტურობა და უსაფრთხოება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის შესწავლილი, ამიტომ მისი გამოყენება ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში არ არის რეკომენდირებული.

პრეპარატის გამოყენება თირკმლის ქრონიკული დაავადების დროს, რომელიც საჭიროებს ჰემოდიალიზის ჩატარებას

მოზრდილები და 14 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები

ქრონიკული თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ ჰემოდიალიზს, მაქსიმალური დღიური დოზა 200 მგ არ უნდა იქნას გადაჭარბებული.

1-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვები

პრეპარატ რიტოლფის ეფექტურობა და უსაფრთხოება 1-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებში ქრონიკული თირკმლის უკმარისობით, რომლებიც საჭიროებენ ჰემოდიალიზის ჩატარებას, არ არის შესწავლილი, ამიტომ მისი გამოყენება პაციენტთა ამ ჯგუფში არ არის რეკომენდირებული.

გამოყენების წესი

მხოლოდ ინტრავენური შეყვანისთვის:

  • ინექციის გზით;
  • ინფუზიის გზით;
  • განზავების გარეშე უშუალოდ დიალიზის სისტემის ვენურ ნაწილში ჰემოდიალიზის სეანსის დროს.

რიტოლფი არ უნდა იქნას შეყვანილი კანქვეშ ან კუნთშიდა ინექციით.

რიტოლფის შეყვანა შესაძლებელია ინტრავენურად წინასწარი განზავების გარეშე. მოზრდილებსა და 14 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 15 მგ რკინას/კგ სხეულის წონაზე და არ უნდა აღემატებოდეს 1000 მგ რკინას. 1 წლიდან 13 წლამდე ასაკის ბავშვებში მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 15 მგ რკინას/კგ სხეულის წონაზე, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 750 მგ რკინას. შეყვანის სიჩქარე ნაჩვენებია ცხრილ 2-ში.

ცხრილი 2: პრეპარატ რიტოლფის შეყვანის სიჩქარე ინტრავენური ინექციის დროს

პრეპარატ რიტოლფის საჭირო მოცულობა

რკინის ექვივალენტური დოზა

შეყვანის სიჩქარე/შეყვანის მინიმალური დრო

2 მლ-დან 4 მლ-მდე

100 მგ-დან 200 მგ-მდე

შეყვანის მინიმალური დრო არ ინიშნება

> 4 მლ-დან 10 მლ-მდე

> 200 მგ-დან 500 მგ-მდე

100 მგ რკინა/წთ

> 10 მლ-დან 20 მლ-მდე

> 500 მგ-დან 1000 მგ-მდე

15 წთ

ინტრავენური ინფუზია

რიტოლფის შეყვანა შესაძლებელია ინტრავენურად. ამ შემთხვევაში, ის უნდა განზავდეს. მოზრდილებისა და 14 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებისთვის მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 20 მგ რკინას/კგ სხეულის წონაზე და არ უნდა აღემატებოდეს 1000 მგ რკინას. 1 წლიდან 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 15 მგ რკინას/კგ სხეულის წონაზე, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 750 მგ რკინას. ინტრავენური შეყვანისას რიტოლფი უნდა განზავდეს მხოლოდ სტერილურ 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, როგორც ეს ნაჩვენებია ცხრილში 3.

შენიშვნა: პრეპარატის სტაბილურობის შესანარჩუნებლად, მისი განზავება 2 მგ რკინა/მლ-ზე ნაკლებ კონცენტრაციამდე დაუშვებელია. (პრეპარატ რიტოლფის ხსნარის მოცულობა არ არის გათვალისწინებული).

გამოყენებამდე პრეპარატის განზავების დამატებითი ინსტრუქციები: იხილეთ ნაწილი „განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოებისთვის“.

ცხრილი 3. პრეპარატ რიტოლფის განზავების სქემა ინტრავენური ინფუზიისთვის

პრეპარატ რიტოლფის საჭირო მოცულობა

რკინის ექვივალენტური დოზა

სტერილური 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის მაქსიმალური რაოდენობა

შეყვანის მინიმალური დრო

2 მლ-დან 4 მლ-მდე

100 მგ-დან 200 მგ-მდე

50 მლ

შეყვანის მინიმალური დრო არ ინიშნება

> 4 მლ-დან 10 მლ-მდე

200 მგ-დან 500 მგ-მდე

100 მლ

6 წთ

> 10 მლ-დან 20 მლ-მდე

> 500 მგ-დან 1000 მგ-მდე

250 მლ

15 წთ

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • სერიოზული მომატებული მგრძნობელობის რეაქციები სხვა პარენტერალურ რკინის პრეპარატებზე ანამნეზში;
  • ანემია, რომელიც არ არის დაკავშირებული რკინის დეფიციტთან, მაგალითად, სხვა მიკროციტარული ანემია;
  • დადასტურებული რკინით გადატვირთვა ან რკინის უტილიზაციის დარღვევა.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები

პარენტერალურად შეყვანილმა რკინის პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური რეაქციები, რომლებიც შეიძლება იყოს ფატალური. იყო შეტყობინებები მომატებული მგრძნობელობის რეაქციების შესახებ პაციენტებში, რომლებმაც ადრე არაერთხელ მიიღეს პარენტერალური რკინის პრეპარატები გვერდითი მოვლენების გარეშე. იყო შეტყობინებები მომატებული მგრძნობელობის რეაქციების შესახებ, რომლებიც პროგრესირებდა კოუნისის სინდრომამდე (ალერგიული მწვავე კორონარული სინდრომი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი).

პრეპარატ რიტოლფის მიმართ მომატებული მგრძნობელობის რეაქციების აღნიშვნის რისკი იზრდება ალერგიული რეაქციების მქონე პაციენტებში, წამლებზე ალერგიული რეაქციების ჩათვლით, ასევე მძიმე ასთმით ანამნეზში, ეგზემით ან სხვა ატოპიური ალერგიული რეაქციით. ასევე არსებობს ჰიპერმგრძნობელობის მომატებული რისკი რკინის პარენტერალურ კომპლექტებზე პაციენტებში იმუნური ან ანთებითი მდგომარეობებით (მაგ. სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი). რიტოლფი უნდა იქნას დანიშნული მხოლოდ კვალიფიციური პერსონალის თანდასწრებით, რომელსაც შეუძლია შეაფასოს პაციენტის მდგომარეობა და დაუყოვნებლივ ჩაატაროს ანაფილაქსიური რეაქციის შესაბამისი აღმოფხვრა და რეანიმაციული ზომები. თითოეული პაციენტი უნდა იყოს დაკვირვების ქვეშ გვერდითი რეაქციების განვითარების საგანზე პრეპარატ რიტოლფის თითოეული შეყვანიდან სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში.

თუ პრეპარატის გამოყენების დროს გამოვლინდება ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ან აუტანლობის ნიშნები, აუცილებელია მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

ხელმისაწვდომი უნდა იყოს საშუალებები გულ-ფილტვის რეანიმაციისთვის, მათ შორის ადრენალინის 1:1000 საინექციო ხსნარი. ასევე შეიძლება საჭირო გახდეს ანტიჰისტამინური პრეპარატებით და/ან გლუკოკორტიკოიდებით დამატებითი მკურნალობა.

ჰიპოფოსფატემიური ოსტეომალაცია

მარკეტინგის შემდგომ პერიოდში დაფიქსირებულია სიმპტომური ჰიპოფოსფატემიის შემთხვევები, რომლებიც იწვევს ოსტეომალაციას და მოტეხილობებს, რომლებიც საჭიროებენ კლინიკურ ჩარევას, მათ შორის ქირურგიულ ჩარევას. პაციენტებს უნდა ეცნობოთ, რომ მიმართონ ექიმს, თუ ისინი განიცდიან გაზრდილ დაღლილობას, რომელსაც თან ახლავს მიალგია ან ძვლების ტკივილი. პაციენტებში, რომლებიც იღებენ მრავალჯერად მაღალ დოზებს ან ხანგრძლივი მკურნალობისას, ასევე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპოფოსფატემიის რისკ-ფაქტორები, უნდა მოხდეს სისხლში ფოსფატების დონის მონიტორინგი. მდგრადი ჰიპოფოსფატემიის შემთხვევაში, უნდა გადაიხედოს რკინის თერაპია კარბოქსიმალტოზით.

ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევები

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პარენტერალური რკინის პრეპარატები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სარგებლისა და რისკის სათანადო შეფასების შემდეგ. რკინის პარენტერალური შეყვანა უნდა იქნას აცილებული იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევები რკინით გადატვირთვის გამო, განსაკუთრებით კანის გვიანი პორფირიის შემთხვევებში. რკინით გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია რკინის დონის სათანადო მონიტორინგი.

არ არსებობს მონაცემები თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე და იღებენ 200 მგ-ზე მეტ რკინის ერთჯერად დოზას.

ინფექციები

პარენტერალური რკინა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მწვავე ან ქრონიკული ინფექციის, ასთმის, ეგზემის ან ატოპიური ალერგიის შემთხვევებში. რეკომენდირებულია პრეპარატ რიტოლფით თერაპიის შეწყვეტა ბაქტერიემიის მქონე პაციენტებში. ქრონიკული ინფექციების მქონე პაციენტებში უნდა ჩატარდეს სარგებლისა და რისკის სათანადო შეფასება, ერითროპოეზის დათრგუნვის შესაძლებლობის გათვალისწინებით.

ექსტრავაზაცია

პრეპარატ რიტოლფის ინტრავენურად შეყვანისას სიფრთხილე უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატის ექსტრავაზაციის თავიდან ასაცილებლად, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება და ქსოვილების შესაძლო ხანგრძლივი შეფერადება ყავისფრად შეყვანის ადგილას. თუ პრეპარატი პერივენურ სივრცეში შეაღწევს, პრეპარატ რიტოლფის შეყვანა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატი შეიცავს 55 მგ ნატრიუმს ყოველ 10 მლ-იან ფლაკონში. ეს უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა, რომლებიც იცავენ დიეტას ნატრიუმის შემცველობის კონტროლით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ნებისმიერი სხვა პარენტერალური რკინის პრეპარატების მსგავსად, პრეპარატი რიტოლფი ამცირებს რკინის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, როდესაც გამოიყენება პერორალურ რკინის პრეპარატებთან ერთად. ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში, პერორალური რკინის პრეპარატებით თერაპია უნდა დაიწყოს პრეპარატ რიტოლფის ბოლო ინექციიდან არაუადრეს 5 დღისა.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

მონაცემები პრეპარატის ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ შეზღუდულია. ამიტომ, ორსულობის დროს პრეპარატ რიტოლფის გამოყენებამდე, საჭიროა სარგებლის/რისკის თანაფარდობის სათანადო შეფასება; ორსულობის დროს ის უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.

ორსულობის პირველ ტრიმესტრში რკინის დეფიციტის მკურნალობა უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია პერორალური რკინის პრეპარატებით.

თუ პრეპარატ რიტოლფით მკურნალობის სარგებელი აღემატება დედისა და ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს, რეკომენდირებულია ასეთი მკურნალობის შეზღუდვა ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებით.

რკინის პრეპარატების პარენტერალური შეყვანის შემდეგ შეიძლება განვითარდეს ნაყოფის ბრადიკარდია. ეს, როგორც წესი, გარდამავალი მოვლენაა, რომელიც დედის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის შედეგია. ორსულ ქალისთვის პარენტერალური რკინის პრეპარატების ინტრავენურად შეყვანისას ნაყოფი უნდა იმყოფებოდეს სათანადო დაკვირვების ქვეშ.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რკინის კარბოქსიმალტოზის პრეპარატებიდან გამოთავისუფლებულმა რკინამ შეიძლება გაიაროს პლაცენტარულ ბარიერში და რომ მისმა გამოყენებამ ორსულობის დროს შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაყოფის ჩონჩხის განვითარებაზე.

ლაქტაცია

კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატ რიტოლფიდან რკინის მოხვედრა დედის რძეში უმნიშვნელოა (≤ 1%). მეძუძურ ქალებში შეზღუდული მონაცემების საფუძველზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეპარატი საფრთხეს უქმნის ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებს.

ფერტილობა

არ არსებობს მონაცემები პრეპარატ რიტოლფის ადამიანებში ფერტილობაზე ზემოქმედების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში პრეპარატ რიტოლფით მკურნალობამ გავლენა არ მოახდინა ფერტილობაზე.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე

ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეპარატი რიტოლფი გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გვერდითი რეაქციები

ქვემოთ წარმოდგენილია გვერდითი რეაქციები, დაფიქსირებული კლინიკური კვლევების მსვლელობაში, რომლებშიც რკინის კარბოქსიმალტოზა შეყვანილი იქნა 9000-ზე მეტ სუბიექტისთვის (1-დან 17 წლამდე ასაკის 100-ზე მეტი ბავშვის და მოზარდის ჩათვლით), ასევე რეაქციები აღნიშნული პოსტმარკეტინგული გამოცდილების შედეგად (დამატებითი ინფორმაციის მისაღებად: იხილეთ ცხრილის ბოლოში მოცემული შენიშვნები).

ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი რეაქციებია გულისრევა (გვხვდება პაციენტების 3.2%-ში), შემდეგ რეაქციები ინექციის/ინფუზიის ადგილას, ჰიპოფოსფატემია, თავის ტკივილი, სიწითლე, თავბრუსხვევა და ჰიპერტენზია.

ინექციის/ინფუზიის ადგილას რეაქციები მოიცავს გვერდით რეაქციებს, რომლებიც ინდივიდუალურად შეფასებულია, როგორც არახშირი ან იშვიათი. ანაფილაქსიური რეაქციები (იშვიათი) ყველაზე სერიოზული გვერდითი რეაქციებია; დაფიქსირებულია ფატალური შემთხვევები. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“.

გვერდითი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100-დან < 1/10-მდე); არახშირი (≥ 1/1,000-დან < 1/100-მდე); იშვიათი (≥ 1/10,000-დან < 1/1,000-მდე); ძალიან იშვიათი (< 1/10,000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

იმუნური სისტემის მხრივ: არახშირი - ჰიპერმგრძნობელობა; იშვიათი - ანაფილაქსიური რეაქციები.

ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: ხშირი - ჰიპოფოსფატემია.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; არახშირი - დისგევზია, პარესთეზია; სიხშირე უცნობია - გონების დაკარგვა1.

ფსიქიკური დარღვევები: იშვიათი - შფოთვა2.

გულის მხრივ: არახშირი - ტაქიკარდია; სიხშირე უცნობია - კოუნის სინდრომი1.

სისხლძარღვების მხრივ: ხშირი - წამოხურება, ჰიპერტონია; არახშირი - ჰიპოტონია; იშვიათი - პრესინკოპე2, გულის წასვლა2, ფლებიტი.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ: არახშირი - დისპნოე; იშვიათად - ბრონქოსპაზმი2.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - გულისრევა; არახშირი - მუცლის ტკივილი, ღებინება, ყაბზობა, დიარეა, დისპეფსია; იშვიათად - მეტეორიზმი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირი - გამონაყარი3, ქავილი, ჭინჭრის ციება, ერითემა; იშვიათად - ანგიონევროზული შეშუპება2, კანის შორეული უბნების ფერის შეცვლა2, სიფერმკრთალე2; სიხშირე უცნობია - სახის შეშუპება1.

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: არახშირი - ართრალგია, მიალგია, ტკივილი კიდურებში, ზურგის ტკივილი, კუნთების სპაზმები; სიხშირე უცნობია - ჰიპოფოსფატემიური ოსტეომალაცია1.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: ხშირად - რეაქციები ინექციის/ინფუზიის ადგილას4; არახშირი - ჰიპერთერმია, სისუსტე, შემცივნება, ტკივილი გულმკერდის არეში, პერიფერიული შეშუპება, შეუძლოდ ყოფნა; იშვიათად - გრიპის მსგავსი მდგომარეობა (რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ინექციიდან რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ)2.

გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: არახშირი - ალანინამინოტრანსფერაზას, ასპარტატამინოტრანსფერაზას, გამა-გლუტამილტრანსფერაზას, ლაქტატდეჰიდროგენაზას, ტუტე ფოსფატაზას დონის მომატება.

1 გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა მხოლოდ პოსტმარკეტინგულ პერიოდში, ითვლება იშვიათად.

2 გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა როგორც პოსტმარკეტინგულ პერიოდში, ასევე კლინიკურ კვლევებში.

3 მათ შორის გვერდითი რეაქციები, რომლებიც აღნიშნულია შემდეგი სასურველი ტერმინებით: კანის გამონაყარი (ამ გვერდითი რეაქციის ინდივიდუალური სიხშირე შეფასებულია, როგორც არახშირი) და ერითემატოზული გამონაყარი, გენერალიზებული, მაკულოზური, მაკულოპაპულოზური, ქავილით გამონაყარი (ყველა გვერდითი რეაქციის ინდივიდუალური სიხშირე შეფასებულია, როგორც იშვიათი).

4 მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, შემდეგი სასურველი ტერმინებით განსაზღვრული გვერდითი რეაქციები: ტკივილი ინექციის ადგილას, ჰემატომა, კანის ფერის შეცვლა, ექსტრავაზაცია, გაღიზიანება, ინექციის ადგილის რეაქცია (ყველა გვერდითი რეაქციის ინდივიდუალური სიხშირე შეფასებულია, როგორც არახშირი) და პარესთეზია (გვერდითი რეაქციის ინდივიდუალური სიხშირე შეფასებულია, როგორც იშვიათი).

ბავშვები

1-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდების უსაფრთხოების პროფილი შედარებადია მოზრდილების უსაფრთხოების პროფილისთან. რკინის კარბოქსიმალტოზის 7 კლინიკურ კვლევაში 110 პედიატრიულ პაციენტს მიეცა რკინის კარბოქსიმალტოზა. სერიოზული გვერდითი რეაქციები არ დაფიქსირებულა. დაფიქსირებული იყო შემდეგი არასერიოზული გვერდითი რეაქციები: ჰიპოფოსფატემია (n = 5), ჭინჭრის ციება (n = 5), რეაქციები ინექციის/ინფუზიის ადგილას (n = 4), მუცლის ტკივილი (n = 2), წამოხურება (n = 2), თავის ტკივილი (n = 2), ცხელება (n = 2), ღვიძლისმიერი ფერმენტების აქტივობის მომატება (n = 2) და გამონაყარი (n = 2). ისეთი გვერდითი რეაქციები, როგორიცაა ყაბზობა, გასტრიტი, ჰიპერტონია, ქავილი და წყურვილი, დაფიქსირებული იყო მხოლოდ ერთხელ. შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს აღენიშნება სერიოზული გვერდითი რეაქცია სამკურნალო საშუალებბაზე ან განვითარდება ახალი გვერდითი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბო დოზირება

პრეპარატ რიტოლფის შეყვანამ რაოდენობით, რომელიც აღემატება გამოთვლილ საერთო კუმულაციურ დოზას, შეიძლება გამოიწვიოს რკინის ჭარბი დეპონირება და შესაძლო ჰემოსიდეროზი. რკინის გაცვლის ისეთი მაჩვენებლების მონიტორინგი, როგორიცაა სისხლის შრატის ფერიტინის დონე და ტრანსფერინის გაჯერების კოეფიციენტი, შეიძლება დაეხმაროს ამ მდგომარეობის დიაგნოსტიკასა და პრევენციას. თუ ადგილი აქვს რკინის დაგროვებას, მკურნალობა უნდა ჩატარდეს სტანდარტული სამედიცინო პრაქტიკის შესაბამისად, მაგალითად, განხილული იქნას ხელატური საშუალების გამოყენების შესაძლებლობა რკინის შესაკავშირებლად.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: რკინის პრეპარატები პარენტერალური გამოყენებისთვის. ათქ კოდი: B03AC.

რიტოლფი ხსნარი ინტრავენური შეყვანისთვის არის რკინის წყალხსნარი, გაუმჭვირვალე, მუქი ყავისფერი ხსნარი რკინის კარბოქსიმალტოზური კომპლექსის ფორმით.

კომპლექსი წარმოადგენს უტილიზირებული რკინის წყაროს ორგანიზმის რკინის გადამტანი და რკინის შემნახველი პროტეინებისთვის (ტრანსფერინი და ფერიტინი).

რადიოქატიურად ნიშნული 59Fe-ის 24-დღიანი შეყვანის შემდეგ, ერითროციტებით უტილიზაცია ვარირებდა 91%-დან 99%-მდე რკინის დეფიციტის მქონე სუბიექტებისთვის და 61%-დან 84%-მდე თირკმლისმიერი წარმოშობის ანემიის მქონე სუბიექტებისთვის.

რკინის კარბოქსიმალტოზით მკურნალობამ გაზარდა რეტიკულოციტების დონე, შრატისმიერი ფერიტინის დონე და ტრანსფერინის გაჯერების დონე ნორმალურ მაჩვენებლებამდე.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

განაწილება

პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიით (PET) დადგინდა, რომ რკინის კარბოქსიმალტოზიდან 59Fe და 52Fe სწრაფად გამოიდევნებოდა სისხლიდან და ტრანსპორტირდებოდა ძვლის ტვინში, ასევე დეპონირდებოდა ღვიძლსა და ელენთაში.

რკინის კარბოქსიმალტოზის ერთჯერადი შეყვანის შემდეგ რკინის 100-დან 1000 მგ-მდე დოზით რკინის დეფიციტის მქონე პაციენტებში, რკინის მაქსიმალური შრატისმიერი კონცენტრაციები შეადგენდა 37 მკგ/მლ-დან 333 მკგ/მლ-მდე, შესაბამისად, 15 წუთის და 1.21 საათის შემდეგ. ცენტრალური საკნის განაწილების მოცულობა შეესაბამებოდა პლაზმის მოცულობას (დაახლოებით 3 ლიტრი).

გამოყოფა

შეყვანილი რკინა სწრაფად გამოიდევნა პლაზმიდან, ამასთან ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი მერყეობდა 7-დან 12 საათამდე, ხოლო ორგანიზმში ყოფნის საშუალო დრო - 11-დან 18 საათამდე. რკინის თირკმლისმიერი გამოყოფა უმნიშვნელო იყო.

ბავშვები

რკინის კარბოქსიმალტოზის ფარმაკოკინეტიკური თვისებები 15 მგ რკინის/კგ დოზით მსგავსი იყო ასეთისა ზრდასრულ პაციენტებში რკინის დეფიციტით. შრატისმიერი რკინის დოზა პროპორციულად იზრდება 7.5 მგ რკინის/კგ ან 15 მგ რკინის/კგ ერთჯერადი მიღების შემდეგ. რკინის კარბოქსიმალტოზის 15 მგ რკინის/კგ სხეულის წონაზე დოზის (მაქსიმუმ 750 მგ) ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ, საერთო შრატისმიერი რკინის საშუალო პიკური მნიშვნელობები 310 მკგ/მლ გაიზომა 1.12 საათში. ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდმა შეადგინა 9.8 საათი, ხოლო პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზით შეფასებული განაწილების მოცულობა მერყეობდა 0.42-დან 3.14 ლიტრამდე. მოდელირების საფუძველზე მოდელების საფუძველზე ბავშვებში აღინიშნებოდა ტენდენცია უფრო დაბალი სისტემური ზემოქმედებისკენ (AUC0-72 სთ უფრო დაბალი მაჩვენებელი) მოზრდილებთან შედარებით (მედიანა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით: 3340 მკგ × სთ/მლ [1-დან 2 წლამდე], 4110 მკგ × სთ/მლ [3 12 წლის ასაკში], 4740 მკგ × სთ/მლ [13-დან 17 წლამდე], 8864 მკგ × სთ/მლ [მოზრდილები]).

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადა ფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პრეპარატები პარენტერალური გამოყენებისთვის უნდა იქნას გამოყენებული გახსნისთანავე.

ვარგისობის ვადა სტერილური 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით განზავების შემდეგ

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, განზავებული ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული რაც შეიძლება მალე.

სპეციალური მითითებები შენახვისას

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

არ გაყინოთ!

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

ინტრავენური შეყვანისთვის განკუთვნილი ხსნარი გამჭვირვალე, უფერო შუშის 2 მლ-იან ფლაკონში, დალუქული ბრომბუთილის საცობით და Flip-Off ტიპის თავსახურით.

1 ფლაკონი კონტურულ-ჯრედოვან შეფუთვაში. 1 ან 5 კონტურულ-ჯრედოვან შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

5 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამყოფით.

ინტრავენური შეყვანისთვის განკუთვნილი ხსნარი გამჭვირვალე, უფერო შუშის 10 მლ-იან ფლაკონში, დალუქული ბრომბუტილის საცობით და Flip-Off ტიპის თავსახურით.

1 ფლაკონი კონტურულ-ჯრედოვან შეფუთვაში. 1, 2 ან 5 კონტურულ-ჯრედოვან შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამყოფით.

ინტრავენური შეყვანისთვის განკუთვნილი ხსნარი გამჭვირვალე, უფერო შუშის 20 მლ-იან ფლაკონში, დალუქული ბრომბუტილის საცობით და Flip-Off ტიპის თავსახურით.

1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამყოფით.

სიფრთხილის ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოებისთვის

გამოყენებამდე ვიზუალურად შეამოწმეთ ფლაკონები ნალექისა და დაზიანების არსებობაზე. შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ ერთგვაროვანი ხსნარი ნალექის გარეშე.

პრეპარატის თითოეული ფლაკონი განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის.

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პრეპარატი ან ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

პრეპარატი რიტოლფი თავსებადია მხოლოდ სტერილურ 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან. დალექვის და/ან ურთიერთქმედების პოტენციური რისკის გამო, სხვა ინტრავენური ხსნარების და სამკურნალო ნივთიერებების შეყვანა არ შეიძლება.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(ÇOSB G.O. პაშა მახ. 6. ჯად #30 ჩერკეზკეი/ტეკირდაგ)

„WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.“, TURKEY

(ÇOSB G.O. Paşa Mah. 6. Cad. No: 30 Çerkezköy / Tekirdağ).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა