რექსანიბი 200 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
Rexanib 200 mg film-coated tablets
რექსანიბი გამოიყენება ღვიძლის კიბოს (ჰეპატოცელულარული კარცინომა) სამკურნალოდ. რექსანიბი ასევე გამოიყენება თირკმლის კიბოს (შორსწასული თირკმლის უჯრედოვანი კარცინომა) სამკურნალოდ მის გავრცელებულ სტადიაზე, როდესაც სტანდარტული თერაპია არ დაეხმარა თქვენი დაავადების შეჩერებას ან მიიჩნიეს შეუსაბამოდ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- სორაფენიბი (sorafenib)
- ფორმა და შეფუთვა
- 200მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №112
- მწარმოებელი
- Remedica Ltd, კვიპროსი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, პროტეინკინაზას სხვა ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- L01EX02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044235
- რეგისტრირებულია
- 28 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 28 ოქტომბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „მერმისი”
რექსანიბი 200 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რექსანიბი გამოიყენება ღვიძლის კიბოს (ჰეპატოცელულარული კარცინომა) სამკურნალოდ.
რექსანიბი ასევე გამოიყენება თირკმლის კიბოს (შორსწასული თირკმლის უჯრედოვანი კარცინომა) სამკურნალოდ მის გავრცელებულ სტადიაზე, როდესაც სტანდარტული თერაპია არ დაეხმარა თქვენი დაავადების შეჩერებას ან მიიჩნიეს შეუსაბამოდ.
რექსანიბი არის ეგრეთ წოდებული მულტიკინაზას ინჰიბიტორი. მისი მოქმედების მექანიზმი მოიცავს კიბოს უჯრედების ზრდის ტემპის შენელებას და სისხლის მიწოდების შეწყვეტას, რაც ხელს უშლის კიბოს უჯრედების ზრდას.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილებში რექსანიბის რეკომენდებული დოზაა 2 x 200 მგ ტაბლეტი, დღეში ორჯერ.
ეს 800 მგ ან ოთხი ტაბლეტის დღიურ დოზის ეკვივალენტურია.
გადაყლაპეთ რექსანიბის ტაბლეტები ჭიქა წყალთან ერთად, საკვების მიღების გარეშე ან დაბალ-ცხიმიანი ან ზომიერად ცხიმიან საკვებთან ერთად. არ მიიღოთ ეს პრეპარატი ცხიმიან საკვებთან ერთად, ვინადიან შესაძლებელია მან რექსანიბი ნაკლებად ეფექტური გახადოს. თუ აპირებთ მაღალ-ცხიმიანი საკვების მირთმევას, მიიღეთ ტაბლეტები ჭამამდე მინიმუმ 1 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ.
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ექიმის მიერ მოწოდებული ინსტრუქციის შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული როგორ მიიღოთ ის, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მნიშვნელოვანია ამ პრეპარატის მიღება დღეში დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, რათა სტაბილური კონცენტრაცია დაგროვდეს სისხლში.
ამ პრეპარატის მიღებას ჩვეულებრისამებრ გააგრძელებთ იმ დრომდე, ვიდრე იღებთ კლინიკურ სარგებელს და არ გაგივითარდებათ მიუღებელი გვერდითი ეფექტები.
თუ საჭირო დოზაზე მეტი რექსანიბი მიიღეთ
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ (ან ვინმე სხვას) მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა. რექსანიბის ჭარბი მიღება იწვევს ზრდის გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობას ან ამ ეფექტების უფრო მძიმე ფორმით გამოვლინებას, განსაკუთრებით ეს ეხება დიარეას და კანის რეაქციებს. ექიმმა შეიძლება გითხრათ, რომ შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება.
თუ დაგავიწყდათ რექსანიბის მიღება
თუ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენბდეათ. თუ უკვე ახლოს არის შემდეგი დოზის მიღების დრო, დაივიწყეთ გამოტოვებული დოზა და განაგრძეთ ჩვეულებრივად. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
უკუჩვენებები
თუ ალერგიული ხართ სორაფენიბის ან ამ პრეპარატის შემცველი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (რაც ჩამოთვლილი მე-6 თავში).
სიფრთხილის ზომები
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რექსანიბის მიღებამდე.
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა რექსანიბთან დაკავშირებით
- თუ გაქვთ კანის პრობლემები. რექსანიბმა შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი და კანის რეაქციები, განსაკუთრებით ხელებსა და ფეხებზე. ეს ჩვეულებრივ შეიძლება ალაგდეს თქვენი ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობით. თუ არ ალაგდა, ექიმმა შეიძლება შეაჩეროს მკურნალობა ან საერთოდ შეწყვიტოს ის.
- თუ გაწუხებთ მაღალი წნევა. რექსანიბს შეუძლია გაზარდოს არტერიული წნევა და თქვენი ექიმი ჩვეულებისამებრ მონიტორინგს გაუწევს თქვენს წნევას და შესაძლოა მოგცეთ წამალი მის სამკურნალოდ.
- თუ გაქვთ ან გქონდათ ანევრიზმა (სისხლძარღვის კედლის გადიდება და შევიწროვება) ან სისხლძარღვის კედლის გაგლეჯვა.
- თუ გაქვთ დიაბეტი. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების სისხლში შაქრის დონე რეგულარულად უნდა შემოწმდეს, რათა შეფასდეს, საჭიროა თუ არა ანტიდიაბეტური პრეპარატის დოზის კორექტირება სისხლში შაქრის დაბალი დონის რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.
- თუ გაქვთ რაიმე სისხლდენის პრობლემა, ან იღებთ ვარფარინს/ფენპროკუმონს. შესაძლებელია რექსანიბით მკურნალობამ სისხლდენის მაღალი რისკის წარმოშობას შეუწყოს ხელი. თუ იღებთ ვარფარინს ან ფენპროკუმონს, მედიკამენტებს, რომლებიც ათხელებენ სისხლს სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად, შეიძლება წარმოიშვას სისხლდენის მაღალი რისკი.
- თუ გაქვთ ტკივილი გულმკერდის არეში ან გულის პრობლემები. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს მკურნალობის შეჩერება ან საერთოდ შეწყვეტა.
- თუ გაქვთ გულის დაავადება, როგორიცაა პათოლოგიური ელექტრული სიგნალი, რომელსაც ეწოდება "QT ინტერვალის გახანგრძლივება".
- თუ აპირებთ ოპერაციის გაკეთებას, ან ცოტა ხნის წინ გაიკეთეთ ოპერაცია. რექსანიბმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი ჭრილობების შეხორცებაზე. თქვენ ჩვეულებრისამებრ მიიღებთ რექსანიბს, თუ ოპერაციას გაიკეთებთ. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა განახლდეს რექსანიბის მიღება.
- თუ იღებთ ირინოტეკანს ან გაძლევენ დოცეტაქსელს, რომლებიც ასევე წარმოადგენს კიბოს სამკურნალო პრეპარატებს. რექსანიბმა შეიძლება გაზარდოს ამ მედიკამენტების ეფექტები და, კერძოდ, გვერდითი ეფექტების განვითარება.
- თუ იღებთ ნეომიცინს ან სხვა ანტიბიოტიკებს. რექსანიბის ეფექტი შეიძლება შემცირდეს.
- თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე უკმარისობა. ამ პრეპარატის მიღებისას შეიძლება გაგივითარდეთ უფრო მძიმე გვერდითი მოვლენები.
- თუ თირკმლების ფუნქცია შესუსტებულია. თქვენი ექიმი მონიტორინგს გაუწევს თქვენი სითხისა და ელექტროლიტების ბალანსს.
- ფერტილობა: შესაძლებელია რექსანიბმა შეამციროს ფერტილობა როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. თუ ეს პრობლემა გაწუხებთ, გაესაუბრეთ ექიმს.
- ნაწლავის კედელზე ხვრელები (კუჭ-ნაწლავის პერფორაცია) შეიძლება გაჩნდეს მკურნალობის დროს (იხილეთ თავი 4: შესაძლო გვერდითი ეფექტები). ამ შემთხვევაში თქვენი ექიმი შეწყვეტს მკურნალობას.
- თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის კიბო. თქვენი ექიმი გააკონტროლებს თქვენს სისხლში კალციუმის და თიროიდის ჰორმონების დონეს.
- თუ გაწუხებთ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა: გულისრევა, ქოშინი, არარეგულარული გულისცემა, კუნთების სპაზმი, კრუნჩხვები, შემღვრეული შარდი და დაღლილობა. შესაძლებელია ეს გამოწვეული იყოს რიგი მეტაბოლური გართულებებით, რომლებიც შეიძლება განვითარდეს კიბოს მკურნალობის დროს, და მიზეზი არის მომაკვდავი კიბოს უჯრედების დაშლის პროდუქტები (სიმსივნური ლიზისის სინდრომი (TLS)) და შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის ცვლილება და თირკმლის მწვავე უკმარისობა. (იხილეთ აგრეთვე თავი 4: შესაძლო გვერდითი ეფექტები).
აცნობეთ ექიმს, თუ რომელიმე ჩამოთვლილი თქვენზე მოქმედებს. შეიძლება დაგჭირდეთ მკურნალობა, ან თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს შეცვალოს რექსანიბის დოზა, ან საერთოდ შეწყვიტოს მკურნალობა (იხილეთ აგრეთვე თავი 4: შესაძლო გვერდითი ეფექტები).
ბავშვები და მოზარდები
ჯერჯერობით ბავშვებსა და მოზარდებში სორაფენიბის გამოცდა არ ჩატარებულა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს რექსანიბზე ან დაზიანდეს მისი მოქმედება. აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ ამ ჩამონათვალში მოცემული ან ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, მათ შორის არასარეცეპტო მედიკამენტები:
- რიფამპიცინი, ნეომიცინი ან სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ (ანტიბიოტიკები) - კრაზანა, მცენარეული სამკურნალო საშუალება დეპრესიისთვის
- ფენიტოინი, კარბამაზეპინი ან ფენობარბიტალი, ეპილეფსიის მკურნალობა და სხვა მდგომარეობები
- დექსამეტაზონი, კორტიკოსტეროიდი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობის სამკურნალოდ
- ვარფარინი ან ფენპროკუმონი, ანტიკოაგულანტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად
- დოქსორუბიცინი, კაპეციტაბინი, დოცეტაქსელი, პაკლიტაქსელი და ირინოტეკანი, რომლებიც კიბოს სამკურნალო საშუალებებია, დიგოქსინი, გულის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის სამკურნალო საშუალება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მოერიდეთ დაორსულებას რექსანიბით მკურნალობის დროს. რეპროდუქციული ასაკის შემთხვევაში გამოიყენეთ ადეკვატური კონტრაცეფცია მკურნალობის დროს. თუ დაორსულდებით რექსანიბით მკურნალობის დროს, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, რომელიც გადაწყვეტს მკურნალობის გაგრძელების საკიტხს.
რექსანიბით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება არ არის დაშვებული, რადგან ამ პრეპარატმა შეიძლება ხელი შეუშალოს თქვენი ბავშვის ზრდას და განვითარებას.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ რექსანიბი გავლენას ახდენს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
რექსანიბი შეიცავს ნატრიუმს.
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო დოზაზე, ანუ არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალი".
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ამ პრეპარატმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სისხლის ზოგიერთი ანალიზის შედეგებზეც.
ძალიან ხშირი:
შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პირში
- დიარეა
- კუჭის არეში დისკომფორტი (გულისრევა)
- სისუსტის ან დაღლის შეგრძნება (დაღლილობა)
- ტკივილი (მათ შორის, პირის ღრუს ტკივილი, მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი, ძვლის ტკივილი, სიმსივნური ტკივილი)
- თმის ცვენა (ალოპეცია)
- წამოხურება ან მტკივნეული ხელისგულები ან ქუსლები (ხელის -ფეხის კანის რეაქცია)
- ქავილი ან გამონაყარი
- საკვების ამოღება (ღებინება)
- სისხლდენა (მათ შორის სისხლდენა თავის ტვინში, ნაწლავის კედლებსა და სასუნთქ გზებში; ჰემორაგია)
- მაღალი წნევა, ან არტერიული წნევის მატება (ჰიპერტენზია)
- ინფექციები
- მადის დაკარგვა (ანორექსია)
- ყაბზობა
- ტკივილი სახსრების არეში (ართრალგია)
- ცხელება
- წონის კლება
- მშრალი კანი
ხშირი:
შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე პირში
- გრიპის მსგავსი დაავადება
- საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია)
- ყლაპვის გაძნელება (დისფაგია)
- ანთებითი ან მშრალი პირი, ენის ტკივილი (სტომატიტი და ლორწოვანის ანთება)
- სისხლში კალციუმის დაბალი დონე (ჰიპოკალციემია)
- სისხლში კალიუმის დაბალი დონე (ჰიპოკალიემია)
- სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია)
- კუნთების ტკივილი (მიალგია)
- ხელისა და ფეხის თითებში შეგრძნების დარღვევა, ჩხვლეტის ან დაბუჟების ჩათვლით (პერიფერიული სენსორული ნეიროპათია)
- დეპრესია
- ერექციის პრობლემები (იმპოტენცია)
- შეცვლილი ხმა (დისფონია)
- აკნე
- ანთებული, მშრალი ან ქერცლიანი კანი, რომელიც ცვივა (დერმატიტი, კანის დესკვამაცია)
- გულის უკმარისობა
- გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ტკივილი გულმკერდის არეში
- ტინიტუსი (ზარის ხმა ყურში)
- თირკმლის უკმარისობა
- შარდში ცილის არანორმალურად მაღალი დონე (პროტეინურია)
- ზოგადი სისუსტე ან ძალის დაკარგვა (ასთენია)
- სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია და ნეიტროპენია)
- სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია)
- თრომბოციტების დაბალი რაოდენობა სისხლში (თრომბოციტოპენია)
- თმის ფოლიკულების ანთება (ფოლიკულიტი)
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი)
- სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე (ჰიპონატრიემია)
- გემოს შეგრძნების შეცვლა (დისგევზია)
- სიწითლე სახეზე და ხშირად კანის სხვა ადგილებში (წამოხურება)
- ცხვირიდან გამონადენი (რინორეა)
- გულძმარვა (გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება)
- კანის კიბო (კერატოაკანტომა/კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა)
- კანის გარეთა შრის გასქელება (ჰიპერკერატოზი)
- კუნთის უეცარი, უნებლიე შეკუმშვა (კუნთების სპაზმი)
ნაკლებად ხშირი:
შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე პირში
- კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი)
- ტკივილი მუცელში (მუცლის არეში), რაც გამოწვეულია პანკრეატიტით, ნაღვლის ბუშტის ან/და სანაღვლე გზების ანთებით
- კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე) გამოწვეული ნაღვლის პიგმენტების მაღალი შემცველობით (ჰიპერბილირუბინემია)
- ალერგიული რეაქციები (კანის რეაქციების და ჭინჭრის ციების ჩათვლით)
- დეჰიდრატაცია
- გადიდებული მკერდი (გინეკომასტია)
- სუნთქვის გაძნელება (ფილტვის დაავადება)
- ეგზემა
- ფარისებრი ჯირკვლის ჭარბი აქტივობა (ჰიპერთირეოზი)
- კანის მრავლობითი გამონაყარი (მულტიფორმული ერითემა)
- არანორმალურად მაღალი წნევა
- ხვრელები ნაწლავის კედელში (კუჭ-ნაწლავის პერფორაცია)
- თავის ტვინის უკანა ნაწილში შექცევადი შეშუპება, რომელიც შეიძლება ასოცირდებოდეს თავის ტკივილთან, ცნობიერების ცვლილებასთან, კრუნჩხვასთან და მხედველობის დარღვევის სიმპტომებთან, მათ შორის მხედველობის დაკარგვასთან (შექცევადი უკანა ლეიკოენცეფალოპათია)
- უეცარი, მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია)
იშვიათი:
შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე პირში
- ალერგიული რეაქცია კანის (მაგ. სახის, ენის) შეშუპებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება)
- გულის ნორმიდან გადახრილი რითმი (QT გახანგრძლივება)
- ღვიძლის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და სიყვითლე (პრეპარატებით გამოწვეული ჰეპატიტი)
- მზის დამწვრობის მსგავსი გამონაყარი, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს კანზე, რომელიც ადრე ექვემდებარებოდა სხივურ თერაპიას და შეიძლება იყოს მძიმე (რადიაციული დერმატიტი ადრე დასხივებულ ადგილას)
- კანისა და/ან ლორწოვანი გარსების სერიოზული რეაქციები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს მტკივნეულ ბუშტუკებს და ცხელებას, კანის ფართო აშრევების ჩათვლით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
- კუნთების ნორმიდან გადახრილი განლევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლების პრობლემები (რაბდომიოლიზი).
- თირკმლების დაზიანება, რაც იწვევს მათში დიდი რაოდენობით ცილის გაჟონვას (ნეფროზული სინდრომი)
- კანის სისხლძარღვების ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი (ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი)
უცნობი:
სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე
- ტვინის ფუნქციის დარღვევა, რომელიც შეიძლება ასოცირდებოდეს მაგ. ძილიანობასთან, ქცევით ცვლილებებთან ან კონფუზიასთან (ენცეფალოპათია)
- სისხლძარღვის კედლის გადიდება და შესუსტება ან სისხლძარღვის კედლის გაგლეჯვა (ანევრიზმა და არტერიის დისექცია).
- გულისრევა, ქოშინი, არარეგულარული გულისცემა, კუნთებში სპაზმები, კრუნჩხვები, შარდის შემღვრევა და დაღლილობა (სიმსივნური ლიზისის სინდრომი (TLS)) (იხილეთ თავი 2).
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ გაგივითარდათ რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტები პირდაპირ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შეტყობინების საშუალებით შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებაში.
კვიპროსი
ფარმაცევტული მომსახურება
ჯანდაცვის სამინისტრო
CY-1475 Nicosia
ტელ: +357 22608607
ფაქსი: +357 22608649
ვებსაიტი: www.moh.gov.cy/phs
შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერებაა სორაფენიბი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 200 მგ სორაფენიბს (ტოზილატის სახით).
- სხვა ინგრედიენტებია:
ტაბლეტის ბირთვი: ჰიპრომელოზა HPMC 2910 (E464), ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), მაგნიუმის სტეარატი (E470b), ნატრიუმის ლაურილსულფატი.
ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა HPMC 2910 (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი (E1521), წითელი რკინის ოქსიდი (E172).
როგორია რექსანიბის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
მრგვალი, მოწითალო-მოყავისფრო, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს ამოტვიფრული „200“, ხოლო მეორე მხარეს მის გარეშე.
შეფუთვის ზომები:
მუყაოს კოლოფში, ალუმინის-PVC/PE/PVDC კალენდარული ბლისტერები, 28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით.
შეფუთვები 28, 56, ან 112 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით.
მუყაოს კოლოფში, ალუმინის-PVC/PE/PVDC კალენდარი, პერფორირებული ერთეული დოზის ბლისტერები, 28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით.
შეფუთვები 56 (56x1) და 112 (112x1) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით.
მუყაოს კოლოფში, ალუმინის-OPA/Alu/PVC პერფორირებული ბლისტერები. 10 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით.
შეფუთვაში 60 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
შესაძლებელია ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
შპს რემედიკა/ Remedica Ltd
აჰარნონის ქ, ლიმასოლის ინდუსტრიული შენობა (Aharnon Str., Limassol Industrial Estate),
3056 ლიმასოლი, კვიპროსი
ამ ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღია: 11/2024.
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.
ალუმინის-OPA/Alu/PVC ბლისტერებისთვის:
ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
ალუმინის-PVC/PE/PVDC ბლისტერებისთვის:
არ შეინახოთ 30oC-ზე უფრო მაღალ ტემპერატურაზე.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის ბროშურა: ინფორმაცია პაციენტისთვის
რექსანიბი 200 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
სორაფენიბი
ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით და მთლიანად წაიკითხეთ ეს ბროშურა, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი თავიდან წაკითხვა.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. ნუ გადასცეთ მას სხვებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ თავი 4.
რას მოიცავს ეს ინსტრუქცია
რა არის რექსანიბი და რისთვის გამოიყენება ის
რა უნდა იცოდეთ რექსანიბის მიღებამდე
როგორ მიიღება რექსანიბი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორ ინახება რექსანიბი
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რა არის რექსანიბი და რისთვის გამოიყენება
რექსანიბი გამოიყენება ღვიძლის კიბოს (ჰეპატოცელულარული კარცინომა) სამკურნალოდ.
რექსანიბი ასევე გამოიყენება თირკმლის კიბოს (შორსწასული თირკმლის უჯრედოვანი კარცინომა) სამკურნალოდ მის გავრცელებულ სტადიაზე, როდესაც სტანდარტული თერაპია არ დაეხმარა თქვენი დაავადების შეჩერებას ან მიიჩნიეს შეუსაბამოდ.
რექსანიბი არის ეგრეთ წოდებული მულტიკინაზას ინჰიბიტორი. მისი მოქმედების მექანიზმი მოიცავს კიბოს უჯრედების ზრდის ტემპის შენელებას და სისხლის მიწოდების შეწყვეტას, რაც ხელს უშლის კიბოს უჯრედების ზრდას.
რა უნდა იცოდეთ რექსანიბის მიღებამდე
არ მიიღოთ რექსანიბი
თუ ალერგიული ხართ სორაფენიბის ან ამ პრეპარატის შემცველი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (რაც ჩამოთვლილი მე-6 თავში).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რექსანიბის მიღებამდე.
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა რექსანიბთან დაკავშირებით
- თუ გაქვთ კანის პრობლემები. რექსანიბმა შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი და კანის რეაქციები, განსაკუთრებით ხელებსა და ფეხებზე. ეს ჩვეულებრივ შეიძლება ალაგდეს თქვენი ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობით. თუ არ ალაგდა, ექიმმა შეიძლება შეაჩეროს მკურნალობა ან საერთოდ შეწყვიტოს ის.
- თუ გაწუხებთ მაღალი წნევა. რექსანიბს შეუძლია გაზარდოს არტერიული წნევა და თქვენი ექიმი ჩვეულებისამებრ მონიტორინგს გაუწევს თქვენს წნევას და შესაძლოა მოგცეთ წამალი მის სამკურნალოდ.
- თუ გაქვთ ან გქონდათ ანევრიზმა (სისხლძარღვის კედლის გადიდება და შევიწროვება) ან სისხლძარღვის კედლის გაგლეჯვა.
- თუ გაქვთ დიაბეტი. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების სისხლში შაქრის დონე რეგულარულად უნდა შემოწმდეს, რათა შეფასდეს, საჭიროა თუ არა ანტიდიაბეტური პრეპარატის დოზის კორექტირება სისხლში შაქრის დაბალი დონის რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.
- თუ გაქვთ რაიმე სისხლდენის პრობლემა, ან იღებთ ვარფარინს/ფენპროკუმონს. შესაძლებელია რექსანიბით მკურნალობამ სისხლდენის მაღალი რისკის წარმოშობას შეუწყოს ხელი. თუ იღებთ ვარფარინს ან ფენპროკუმონს, მედიკამენტებს, რომლებიც ათხელებენ სისხლს სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად, შეიძლება წარმოიშვას სისხლდენის მაღალი რისკი.
- თუ გაქვთ ტკივილი გულმკერდის არეში ან გულის პრობლემები. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს მკურნალობის შეჩერება ან საერთოდ შეწყვეტა.
- თუ გაქვთ გულის დაავადება, როგორიცაა პათოლოგიური ელექტრული სიგნალი, რომელსაც ეწოდება "QT ინტერვალის გახანგრძლივება".
- თუ აპირებთ ოპერაციის გაკეთებას, ან ცოტა ხნის წინ გაიკეთეთ ოპერაცია. რექსანიბმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი ჭრილობების შეხორცებაზე. თქვენ ჩვეულებრისამებრ მიიღებთ რექსანიბს, თუ ოპერაციას გაიკეთებთ. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა განახლდეს რექსანიბის მიღება.
- თუ იღებთ ირინოტეკანს ან გაძლევენ დოცეტაქსელს, რომლებიც ასევე წარმოადგენს კიბოს სამკურნალო პრეპარატებს. რექსანიბმა შეიძლება გაზარდოს ამ მედიკამენტების ეფექტები და, კერძოდ, გვერდითი ეფექტების განვითარება.
- თუ იღებთ ნეომიცინს ან სხვა ანტიბიოტიკებს. რექსანიბის ეფექტი შეიძლება შემცირდეს.
- თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე უკმარისობა. ამ პრეპარატის მიღებისას შეიძლება გაგივითარდეთ უფრო მძიმე გვერდითი მოვლენები.
- თუ თირკმლების ფუნქცია შესუსტებულია. თქვენი ექიმი მონიტორინგს გაუწევს თქვენი სითხისა და ელექტროლიტების ბალანსს.
- ფერტილობა: შესაძლებელია რექსანიბმა შეამციროს ფერტილობა როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. თუ ეს პრობლემა გაწუხებთ, გაესაუბრეთ ექიმს.
- ნაწლავის კედელზე ხვრელები (კუჭ-ნაწლავის პერფორაცია) შეიძლება გაჩნდეს მკურნალობის დროს (იხილეთ თავი 4: შესაძლო გვერდითი ეფექტები). ამ შემთხვევაში თქვენი ექიმი შეწყვეტს მკურნალობას.
- თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის კიბო. თქვენი ექიმი გააკონტროლებს თქვენს სისხლში კალციუმის და თიროიდის ჰორმონების დონეს.
- თუ გაწუხებთ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა: გულისრევა, ქოშინი, არარეგულარული გულისცემა, კუნთების სპაზმი, კრუნჩხვები, შემღვრეული შარდი და დაღლილობა. შესაძლებელია ეს გამოწვეული იყოს რიგი მეტაბოლური გართულებებით, რომლებიც შეიძლება განვითარდეს კიბოს მკურნალობის დროს, და მიზეზი არის მომაკვდავი კიბოს უჯრედების დაშლის პროდუქტები (სიმსივნური ლიზისის სინდრომი (TLS)) და შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის ცვლილება და თირკმლის მწვავე უკმარისობა. (იხილეთ აგრეთვე თავი 4: შესაძლო გვერდითი ეფექტები).
აცნობეთ ექიმს, თუ რომელიმე ჩამოთვლილი თქვენზე მოქმედებს. შეიძლება დაგჭირდეთ მკურნალობა, ან თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს შეცვალოს რექსანიბის დოზა, ან საერთოდ შეწყვიტოს მკურნალობა (იხილეთ აგრეთვე თავი 4: შესაძლო გვერდითი ეფექტები).
ბავშვები და მოზარდები
ჯერჯერობით ბავშვებსა და მოზარდებში სორაფენიბის გამოცდა არ ჩატარებულა.
სხვა მედიკამენტები და რექსანიბი
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს რექსანიბზე ან დაზიანდეს მისი მოქმედება. აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ ამ ჩამონათვალში მოცემული ან ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, მათ შორის არასარეცეპტო მედიკამენტები:
- რიფამპიცინი, ნეომიცინი ან სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ (ანტიბიოტიკები) - კრაზანა, მცენარეული სამკურნალო საშუალება დეპრესიისთვის
- ფენიტოინი, კარბამაზეპინი ან ფენობარბიტალი, ეპილეფსიის მკურნალობა და სხვა მდგომარეობები
- დექსამეტაზონი, კორტიკოსტეროიდი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობის სამკურნალოდ
- ვარფარინი ან ფენპროკუმონი, ანტიკოაგულანტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად
- დოქსორუბიცინი, კაპეციტაბინი, დოცეტაქსელი, პაკლიტაქსელი და ირინოტეკანი, რომლებიც კიბოს სამკურნალო საშუალებებია, დიგოქსინი, გულის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის სამკურნალო საშუალება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მოერიდეთ დაორსულებას რექსანიბით მკურნალობის დროს. რეპროდუქციული ასაკის შემთხვევაში გამოიყენეთ ადეკვატური კონტრაცეფცია მკურნალობის დროს. თუ დაორსულდებით რექსანიბით მკურნალობის დროს, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, რომელიც გადაწყვეტს მკურნალობის გაგრძელების საკიტხს.
რექსანიბით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება არ არის დაშვებული, რადგან ამ პრეპარატმა შეიძლება ხელი შეუშალოს თქვენი ბავშვის ზრდას და განვითარებას.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ რექსანიბი გავლენას ახდენს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
რექსანიბი შეიცავს ნატრიუმს.
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო დოზაზე, ანუ არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალი".
როგორ მიიღება რექსანიბი
მოზრდილებში რექსანიბის რეკომენდებული დოზაა 2 x 200 მგ ტაბლეტი, დღეში ორჯერ.
ეს 800 მგ ან ოთხი ტაბლეტის დღიურ დოზის ეკვივალენტურია.
გადაყლაპეთ რექსანიბის ტაბლეტები ჭიქა წყალთან ერთად, საკვების მიღების გარეშე ან დაბალ-ცხიმიანი ან ზომიერად ცხიმიან საკვებთან ერთად. არ მიიღოთ ეს პრეპარატი ცხიმიან საკვებთან ერთად, ვინადიან შესაძლებელია მან რექსანიბი ნაკლებად ეფექტური გახადოს. თუ აპირებთ მაღალ-ცხიმიანი საკვების მირთმევას, მიიღეთ ტაბლეტები ჭამამდე მინიმუმ 1 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ.
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ექიმის მიერ მოწოდებული ინსტრუქციის შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული როგორ მიიღოთ ის, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მნიშვნელოვანია ამ პრეპარატის მიღება დღეში დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, რათა სტაბილური კონცენტრაცია დაგროვდეს სისხლში.
ამ პრეპარატის მიღებას ჩვეულებრისამებრ გააგრძელებთ იმ დრომდე, ვიდრე იღებთ კლინიკურ სარგებელს და არ გაგივითარდებათ მიუღებელი გვერდითი ეფექტები.
თუ საჭირო დოზაზე მეტი რექსანიბი მიიღეთ
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ (ან ვინმე სხვას) მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა. რექსანიბის ჭარბი მიღება იწვევს ზრდის გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობას ან ამ ეფექტების უფრო მძიმე ფორმით გამოვლინებას, განსაკუთრებით ეს ეხება დიარეას და კანის რეაქციებს. ექიმმა შეიძლება გითხრათ, რომ შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება.
თუ დაგავიწყდათ რექსანიბის მიღება
თუ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენბდეათ. თუ უკვე ახლოს არის შემდეგი დოზის მიღების დრო, დაივიწყეთ გამოტოვებული დოზა და განაგრძეთ ჩვეულებრივად. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ამ პრეპარატმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სისხლის ზოგიერთი ანალიზის შედეგებზეც.
ძალიან ხშირი:
შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პირში
- დიარეა
- კუჭის არეში დისკომფორტი (გულისრევა)
- სისუსტის ან დაღლის შეგრძნება (დაღლილობა)
- ტკივილი (მათ შორის, პირის ღრუს ტკივილი, მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი, ძვლის ტკივილი, სიმსივნური ტკივილი)
- თმის ცვენა (ალოპეცია)
- წამოხურება ან მტკივნეული ხელისგულები ან ქუსლები (ხელის -ფეხის კანის რეაქცია)
- ქავილი ან გამონაყარი
- საკვების ამოღება (ღებინება)
- სისხლდენა (მათ შორის სისხლდენა თავის ტვინში, ნაწლავის კედლებსა და სასუნთქ გზებში; ჰემორაგია)
- მაღალი წნევა, ან არტერიული წნევის მატება (ჰიპერტენზია)
- ინფექციები
- მადის დაკარგვა (ანორექსია)
- ყაბზობა
- ტკივილი სახსრების არეში (ართრალგია)
- ცხელება
- წონის კლება
- მშრალი კანი
ხშირი:
შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე პირში
- გრიპის მსგავსი დაავადება
- საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია)
- ყლაპვის გაძნელება (დისფაგია)
- ანთებითი ან მშრალი პირი, ენის ტკივილი (სტომატიტი და ლორწოვანის ანთება)
- სისხლში კალციუმის დაბალი დონე (ჰიპოკალციემია)
- სისხლში კალიუმის დაბალი დონე (ჰიპოკალიემია)
- სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია)
- კუნთების ტკივილი (მიალგია)
- ხელისა და ფეხის თითებში შეგრძნების დარღვევა, ჩხვლეტის ან დაბუჟების ჩათვლით (პერიფერიული სენსორული ნეიროპათია)
- დეპრესია
- ერექციის პრობლემები (იმპოტენცია)
- შეცვლილი ხმა (დისფონია)
- აკნე
- ანთებული, მშრალი ან ქერცლიანი კანი, რომელიც ცვივა (დერმატიტი, კანის დესკვამაცია)
- გულის უკმარისობა
- გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ტკივილი გულმკერდის არეში
- ტინიტუსი (ზარის ხმა ყურში)
- თირკმლის უკმარისობა
- შარდში ცილის არანორმალურად მაღალი დონე (პროტეინურია)
- ზოგადი სისუსტე ან ძალის დაკარგვა (ასთენია)
- სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია და ნეიტროპენია)
- სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია)
- თრომბოციტების დაბალი რაოდენობა სისხლში (თრომბოციტოპენია)
- თმის ფოლიკულების ანთება (ფოლიკულიტი)
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი)
- სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე (ჰიპონატრიემია)
- გემოს შეგრძნების შეცვლა (დისგევზია)
- სიწითლე სახეზე და ხშირად კანის სხვა ადგილებში (წამოხურება)
- ცხვირიდან გამონადენი (რინორეა)
- გულძმარვა (გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება)
- კანის კიბო (კერატოაკანტომა/კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა)
- კანის გარეთა შრის გასქელება (ჰიპერკერატოზი)
- კუნთის უეცარი, უნებლიე შეკუმშვა (კუნთების სპაზმი)
ნაკლებად ხშირი:
შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე პირში
- კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი)
- ტკივილი მუცელში (მუცლის არეში), რაც გამოწვეულია პანკრეატიტით, ნაღვლის ბუშტის ან/და სანაღვლე გზების ანთებით
- კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე) გამოწვეული ნაღვლის პიგმენტების მაღალი შემცველობით (ჰიპერბილირუბინემია)
- ალერგიული რეაქციები (კანის რეაქციების და ჭინჭრის ციების ჩათვლით)
- დეჰიდრატაცია
- გადიდებული მკერდი (გინეკომასტია)
- სუნთქვის გაძნელება (ფილტვის დაავადება)
- ეგზემა
- ფარისებრი ჯირკვლის ჭარბი აქტივობა (ჰიპერთირეოზი)
- კანის მრავლობითი გამონაყარი (მულტიფორმული ერითემა)
- არანორმალურად მაღალი წნევა
- ხვრელები ნაწლავის კედელში (კუჭ-ნაწლავის პერფორაცია)
- თავის ტვინის უკანა ნაწილში შექცევადი შეშუპება, რომელიც შეიძლება ასოცირდებოდეს თავის ტკივილთან, ცნობიერების ცვლილებასთან, კრუნჩხვასთან და მხედველობის დარღვევის სიმპტომებთან, მათ შორის მხედველობის დაკარგვასთან (შექცევადი უკანა ლეიკოენცეფალოპათია)
- უეცარი, მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია)
იშვიათი:
შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე პირში
- ალერგიული რეაქცია კანის (მაგ. სახის, ენის) შეშუპებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება)
- გულის ნორმიდან გადახრილი რითმი (QT გახანგრძლივება)
- ღვიძლის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და სიყვითლე (პრეპარატებით გამოწვეული ჰეპატიტი)
- მზის დამწვრობის მსგავსი გამონაყარი, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს კანზე, რომელიც ადრე ექვემდებარებოდა სხივურ თერაპიას და შეიძლება იყოს მძიმე (რადიაციული დერმატიტი ადრე დასხივებულ ადგილას)
- კანისა და/ან ლორწოვანი გარსების სერიოზული რეაქციები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს მტკივნეულ ბუშტუკებს და ცხელებას, კანის ფართო აშრევების ჩათვლით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
- კუნთების ნორმიდან გადახრილი განლევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლების პრობლემები (რაბდომიოლიზი).
- თირკმლების დაზიანება, რაც იწვევს მათში დიდი რაოდენობით ცილის გაჟონვას (ნეფროზული სინდრომი)
- კანის სისხლძარღვების ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი (ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი)
უცნობი:
სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე
- ტვინის ფუნქციის დარღვევა, რომელიც შეიძლება ასოცირდებოდეს მაგ. ძილიანობასთან, ქცევით ცვლილებებთან ან კონფუზიასთან (ენცეფალოპათია)
- სისხლძარღვის კედლის გადიდება და შესუსტება ან სისხლძარღვის კედლის გაგლეჯვა (ანევრიზმა და არტერიის დისექცია).
- გულისრევა, ქოშინი, არარეგულარული გულისცემა, კუნთებში სპაზმები, კრუნჩხვები, შარდის შემღვრევა და დაღლილობა (სიმსივნური ლიზისის სინდრომი (TLS)) (იხილეთ თავი 2).
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ გაგივითარდათ რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტები პირდაპირ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შეტყობინების საშუალებით შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებაში.
კვიპროსი
ფარმაცევტული მომსახურება
ჯანდაცვის სამინისტრო
CY-1475 Nicosia
ტელ: +357 22608607
ფაქსი: +357 22608649
ვებსაიტი: www.moh.gov.cy/phs
როგორ ინახება რექსანიბი
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.
ალუმინის-OPA/Alu/PVC ბლისტერებისთვის:
ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
ალუმინის-PVC/PE/PVDC ბლისტერებისთვის:
არ შეინახოთ 30oC-ზე უფრო მაღალ ტემპერატურაზე.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს რექსანიბი
- აქტიური ნივთიერებაა სორაფენიბი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 200 მგ სორაფენიბს (ტოზილატის სახით).
- სხვა ინგრედიენტებია:
ტაბლეტის ბირთვი: ჰიპრომელოზა HPMC 2910 (E464), ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), მაგნიუმის სტეარატი (E470b), ნატრიუმის ლაურილსულფატი.
ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა HPMC 2910 (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი (E1521), წითელი რკინის ოქსიდი (E172).
როგორია რექსანიბის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
მრგვალი, მოწითალო-მოყავისფრო, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს ამოტვიფრული „200“, ხოლო მეორე მხარეს მის გარეშე.
შეფუთვის ზომები:
მუყაოს კოლოფში, ალუმინის-PVC/PE/PVDC კალენდარული ბლისტერები, 28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით.
შეფუთვები 28, 56, ან 112 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით.
მუყაოს კოლოფში, ალუმინის-PVC/PE/PVDC კალენდარი, პერფორირებული ერთეული დოზის ბლისტერები, 28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით.
შეფუთვები 56 (56x1) და 112 (112x1) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით.
მუყაოს კოლოფში, ალუმინის-OPA/Alu/PVC პერფორირებული ბლისტერები. 10 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით.
შეფუთვაში 60 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
შესაძლებელია ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
შპს რემედიკა/ Remedica Ltd
აჰარნონის ქ, ლიმასოლის ინდუსტრიული შენობა (Aharnon Str., Limassol Industrial Estate),
3056 ლიმასოლი, კვიპროსი
ამ ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღია: 11/2024.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


