პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები

რეფკონ ადვანსი

REFCON ADVANCE

ურეცეპტოდ(100მგ + 20მგ)/მლინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

რეფკონ ადვანსი მუქი თეთრი ფერის ბლანტი სუსპენზიაა პიტნის არომატით. რეფკონ ადვანსი წამროდგენილია ქარვისფერი 200 მლ-იანი შუშის ბოთლში, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. რეფკონ ადვანსი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელიც გამოიყენება რეფლუქსის (კუჭისა და საყლაპავის ანთების) ჩასახშობად. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ბიკარბონატი (bicarbonate) + ალგინატი (alginate)
ფორმა და შეფუთვა
(100მგ + 20მგ)/მლ 200მლ შიგნით მისაღები სუსპენზია მინის ბოთლი №1 საზომი ჭიქით
მწარმოებელი
Vefa İlaç San.ve Tic. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები, პეპტიური წყლულის და გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სამკურნალო სხვა პრეპარატები
ATC კოდი
A02BX13
რეგისტრაციის ნომერი
რ-046571
რეგისტრირებულია
29 ოქტომბერი 2026, მოქმედებს 13 ნოემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Vefa İlaç San.ve Tic. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს ,,Europharma Georgia ევროფარმა ჯორჯია“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებარეფკონ ადვანსი და სხვა წამალი ერთად

რეფკონ ადვანსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რეფკონ ადვანსი მუქი თეთრი ფერის ბლანტი სუსპენზიაა პიტნის არომატით.

რეფკონ ადვანსი წამროდგენილია ქარვისფერი 200 მლ-იანი შუშის ბოთლში, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

რეფკონ ადვანსი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელიც გამოიყენება რეფლუქსის (კუჭისა და საყლაპავის ანთების) ჩასახშობად.

რეფკონ ადვანსი გამოიყენება კუჭისა და საყლაპავის რეფლუქსის (კუჭისა და საყლაპავის ანთება) სიმპტომების, როგორიცაა რეფლუქს-ეზოფაგიტით, ორსულობით ან მჟავის რეგურგიტაციით გამოწვეული ჭამის შემდგომი ან დისპეპსიური (რეფლუქსით გამოწვეული) გულძმარვის სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება

მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზირება განისაზღვრება ექიმის მიერ.

არ შეწყვიტოთ და არ გააგრძელოთ მკურნალობა თქვენი სურვილისამებრ.

თუ თქვენი ექიმი სხვაგვარად არ განსაზღვრავს, მიიღეთ რეფკონ ადვანსი შემდეგნაირად.

გამოყენების ინსტრუქცია და დოზირება:

ზრდასრულები, მათ შორის ხანდაზმულები და 12 წელს ზემოთ ბავშვები: 5-10 მლ (ერთი ან ორი 5 მლ-იანი სავსე კოვზი) ჭამის შემდეგ ძილის წინ.

თუ 7 დღის შემდეგ სიმპტომები კვლავ შენარჩუნდება მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს.

გამოყენების მეთოდი

რეფკონ ადვანსი მიიღება ორალურად.

ის წარმოადგენს მაღალი სიბლანტის პროდუქტს. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვები:

12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვები: 5-10 მლ ჭამის შემდე ძილის წინ ისევე, როგორც ზრდასრულებში.

12 წლამდე ბავშვები: მიღება შესაძლებელია ექიმის რჩევით.

ხანდაზმულები:

დოზის ცვლილება რეკომენდებული არ არის.

უკუჩვენებები

ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) პრეპარატში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (თუ სუნთქვის გაძნელება ან კანზე გამონაყარი შენიშნეთ)

რეფკონ ადვანსის გამოყენებისას გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღება, თუ:

ყოველი 10 მლ დოზა შეიცავს 125.5 მგ ნატრიუმს და 78 მგ კალიუმს. ამის გათვალისწინება უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც რეკომენდირებულია დიეტა მარილის მკაცრი შეზღუდვით, მაგ., გულის და თირკმლის უკმარისობის ზოგიერთ შემთხვევაში ან ისეთი პრეპარატების მიღების დროს, რომელიც ზრდიან პლაზმაში კალიუმის დონეს.

ყოველი 10 მლ შეიცავს 200 მგ კალციუმის კარბონატს. საჭიროა სიფრთხილე იმ პაციენტებთან მიმართებაში, რომლებიც მკურნალობენ ჰიპერკალცემიას (სისხლში კალციუმის დონის ზრდა), ნეფროკალცინოზს (თირკმელებში კალციუმის დაგროვება) და მორეციდივე კალციუმის შემცველ თირკმლის კენჭებს.

მედიკამენტისმოქმედება შეიძლება შემცირდეს ისეთ პაციენტებში, რომელთაც გააჩნიათ კუჭის მჟავას დაბალი დონე.

თუ შვიდ დღიანი მკურნალობის შემდეგ სიმპტომები არ გაუმჯობესდება ან განიცდის გაუარესებას, აუცილებელია ექიმმა განიხილოს კლინიკური მდგომარეობა.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილი პრობლემებიდან რომელიმე გაქვთ, საჭიროა ექიმმა ფრთხილად წარმართოს მკურნალობა.

თუ ექიმმა გირჩიათ ნატრიუმის და/ან კალიუმის შეზღუდვა

თუ გაქვთ თირკმელებისა და გულის დაავადება ან წარუსლში გამოგიცდიათ (ზოგიერთი მარილი ზეგავლენას ახდენს ამ მდგომარეობაზე)

თუ თირკმელების მწვავე უკმარისობა გაქვთ

თუ შვიდი დღის შემდეგ არ გაგიუმჯობესდათ სიმპტომები

ექიმის რჩევის გარეშე 12 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდებული არ არის.

ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, თუნდაც წარსულში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

რეფკონ ადვანსი მიიღება ორალურად, ჭამის შემდეგ.

სიფრთხილის ზომები

თირკმელების/გულის უკმარისობა: რადგანაც რეფკონ ადვანსი შეიცავს კალციუმის კარბონატს, მკურნალობის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ პაციენტებთან, რომელთაც აქვთ ჰიპერკალცემია (სისხლში კალციუმის დონის ზრდა), ნეფროკალცინოზი (თირკმელებში კალციუმის დაგროვება) და მორეციდივე კალციუმის შემცველი თირკმლის კენჭები. აგრეთვე მედიკამენტი შეიცავს ნატრიუმსა და კალიუმს, ამიტომ თუ გაქვთ თირკმელების დაავადებები ან დანიშნული გაქვთ მარილის მკაცრი დიეტა, გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ღვიძლის უკმარისობა: ინფორმაცია მოცემულია არაა

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ რეფკონ ადვანსის მოქმედება ძლიერია ან სუსტი, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ საჭიროზე მეტ დოზას მიიღებთ:

რეფკონ ადვანსის ჭარბი დოზით მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს შებერილობა.

თუ რეფკონ ადვანსს მიიღებთ ჭარბი დოზით, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ რეფკონ ადვანსის მიღება

გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა.

გააგრძელე რეფკონ ადვანსის მიღება დანიშნულების შესაბამისად.

რეფკონ ადვანსის მკურნალობის შეწყვეტით გამოწვეული მოვლენები

თუ ექიმთან კონსულტაციის გარეშე შეწყვეტთ მკურნალობას, შესაძლებელია კვლავ განახლდეს სიმპტომები.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ლევოტროქსინის შემცველი პრეპარატების შეწოვა ქვეითდება მათი რეფკონ ადვანსთან ერთად მიღების დროს, ორი მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს მინიმუმ 2 საათიანი ინტერვალით.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალურ პოპულაციასთან დაკავშირებით

არ ჩატარებულა კვლევები ურთიერთქმედების შესახებ.

პედიატრიული პოპულაცია

არ ჩატარებულა კვლევები ურთიერთქმედების შესახებ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეფკონ ადვანსის მიღება შესაძლებელია ორსულობის დროს

თუ მკურნალობის განმავლობაში აღმოაჩინეთ, რომ ორსულად ხართ, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეფკონ ადვანსი არ ახდენს გავლენას ბავშვზე ლაქტაციის პერიოდში. მეძუძურ დედებს შუძლიათ რეფკონ ადვანსის მიღება.

როგორც სხვა მედიკამენტების შემთხვევაში, რეფკონ ადვანსის გამოყენების ხანგრძლივობაც უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე.

ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვა

რეფკონ ადვანსი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია რეფკონ ადვანსში შემავალი ინგრედინეტების შესახებ

სამედიცინო პროდუქტი შეიცავს მეთილპარაბენს (E218) და პროპილპარაბენს (E216), რომელთაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (შესაძლებელია შეყოვნებით).

ყოველი 10 მლ დოზა შეიცავს 125.5 მგ ნატრიუმს და 78 მგ კალიუმს. ამის გათვალისწინება აუცილებელია პაციენტებში,რომელთაც დანიშნული აქვთ მარილის მკაცრი დიეტა, მაგ.: გულისა და თირკემელების უკმარისობის ზოგიერთ შემთხვევაში.

იქიდან გამომდინარე, რომ რეფკონ ადვანსი შეიცავს კალციუმის კარბონატს, მკურნალობის დროს ყურადღებას საჭიროებენ პაციენეტები, რომლებიც დაავადებული არიან ჰიპერკალცემიით (სისხლში კალციუმის ზრდა), ნეფროკალცინოზით (თირკმელებში კალციუმის დაგროვება) ან აქვთ მორეციდივე კალციუმის შემცველი თირკმლის კენჭები.

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება

სხვა წამლებთან ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია არ არის მოცემული.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სხვა რეცეფტორულ ან არარეცეპტორულ პრეპარატებს.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად რეფკონ ადვანსის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები იმ პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარეები არიან მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს გამოცდით, შეწყვიტეთ რეფკონ ადვანსის გამოყენება და დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილებას:

კანის გამონაყარი, ქავილი

სუნთქვის გაძნელება

თავბურსხვევა

სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება

ეს ყველაფერი წარმოადგენს ძალიან სერიოზულ გვერდით მოვლენებს. თუ რომელიმე მათგანს გამოცდით, ეს ნიშნავს, რომ რეფკონ ადვანსზე სერიოზული ალერგია გაქვთ. თქვენ გესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

ყველა ეს გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათია.

თუ რომელიმე მათგანს შენიშნავთ დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილებას:

ჭინჭრის ციება ან ბრონქოსპაზმები (ბრონქების შევიწროება) შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული სიმპტომების მსგავსად.

ყოველივე ჩამოთვლილი წარმოადგენს მძიმე გვერდით მოვლენებს. საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

მძიმე გვერდითი მოვლენები იშვიათია.

თუ რომელიმე გვერდით მოვლენას გამოცდით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა სიმპტომური მკურნალობა. პაციენტს შესაძლოა აღენიშნოს მუცლის შებერილობა.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება

1 მლ შეიცავს 100.00 მგ ნატრიუმის ალგინატს და 20.0 მგ კალიუმის ბიკარბონატს.

დამხმარე ნივთიერებები

კალციუმის კარბონატი ......................... 20,00 მგ

ნატრიუმის ჰიდროქსიდი ......................... 1.45 მგ

ნატრიუმის საქარინი ............................. 1.00 მგ

მეთილ პარაბენი (E218) .............................. 4.00 მგ

პროპილ პარაბენი (E216) ........................... 0.60 მგ

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალის სანახავად იხილეთ პარაგრაფი 6.1.

10 მლ დოზა წარმოადგენს ორი დესერტის კოვზის ექვივალენტს.

შენახვის პირობები

რეფკონ ადვანსი ინახება ორიგინალ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ არაუმეტეს 30OC ტემპერატურაზე. არ მოათავსოთ მაცივარში.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოიყენეთ გახსნიდან 6 თვის განმავლობაში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სხვა პრეპარატები პეპტიური წყლულისა და გასტროეზოფაგური რეფლუქსისთვის (GORD)

ATC კოდი: A02BX13

რეფკონ ადვანსის მოქმედება ფიზიკურია და ის დამოუკიდებელია სისტემურ მიმოქცევაში შეწოვისგან.

ნატრიუმის ალგინატი დაუყოვნებლივ ავლენს რეაქციას კუჭის მჟავასთან ერთად მიღების შემდეგ და ალგინის მჟავის გელს აყალიბებს ნეიტრალურთან ახლოს მყოფ pH-ზე. გელი ნაწილდება კუჭის შიგთავსის ზედა ნაწილზე, სწრაფად და ეფექტურად ახშობს გასტრო - ეზოფაგურ რეფლუქსს დაახლოებით 4 საათის განმავლობაში. სერიოზულ შემთხვევაში გელი კუჭის შიგთავსის ნაცვლად შესაძლოა გადაადგილდეს უკანა მხარეს საყლაპავში და უზრუნველყოს დამცავი ეფექტი.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

შეწოვა

სამკურნალო პროდუქტის მოქმედების მექანიზმი ფიზიკურია და დამოკიდებული არ არის სისტემურ მიმოქცევაში შეწოვაზე.

განაწილება

ალგინატი მოქმედებს, როგორც საკვები ნივთიერებების ბოჭკოვანი წყარო და საჭმლის მონელებისათვის შეუსაბამო პოლისაქარიდია. მედიკამენტის მიღების შემდეგ იგი იშლება და გადაადგილდება მთლიანი გადამამუშავებელი სისტემით.

ბიოტრანსფორმაცია

მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

აღმოფხვრა

მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

წრფივი / არა-წრფივი მდგომარეობა

მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

  • 3 წინასწარი კლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

  • ფარმაცევტული მახასიათებელები
  • 1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

კალციუმის კარბონატი

კარბომერი 974 P

ნატრიუმის საქარინი

მეთილ პარაბენი (E218)

პროპილ პარაბენი (E216)

პიტნის ზეთი

ნატრიუმის ჰიდროქსიდი (E 524)

გამოხდილი წყალი

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ინსტრუქცია

რეფკონ ადვანსი

REFCON ADVANCE

ორალური მიღებისთვს

ყოველი 1,0 მილილიტრი შეიცავს

აქტიური ნივთიერებები:

100.00 მგ ნატრიუმის ალგინატი და 20.00 მგ კალიუმის ბიკარბონატი

დამხმარე ნივთიერებები:

კალციუმის კარბონატი, კარბომერი 974P, ნატრიუმის საქარინი, მეთილპარაბენი (E 218), პროპილპარაბენი (E 216), პიტნის ზეთი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ბროშურა, რადგან იგი თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ ბროშურა. შეიძლება მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვებს,

პრეპარატის გამოყენების დროს ექიმთან ან ჰოსპიტალში ვიზიტისას, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ მოცემულ პრეპარატს.

ზუსტად დაიცავით ბროშურაში მოცემული მითითებები. დაუშვებელია რეკომენდებულზე მეტი ან ნაკლები დოზის მიღება.

ბროშურაში მოცემულია:

რა არის რეფკონ ადვანსი და რისთვის გამოიყენება ის?

რა უნდა იცოდეთ რეფკონ ადვანსის გამოყენებამდე

რეფკონ ადვანსის გამოყენების წესები

შესაძლო გვერდითი მოვლენები

რეფკონ ადვანსის შენახვის პირობები

რა არის რეფკონ ადვანსიდა რისთვის გამოიყენება ის?

რეფკონ ადვანსი მუქი თეთრი ფერის ბლანტი სუსპენზიაა პიტნის არომატით.

რეფკონ ადვანსი წამროდგენილია ქარვისფერი 200 მლ-იანი შუშის ბოთლში, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

რეფკონ ადვანსი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელიც გამოიყენება რეფლუქსის (კუჭისა და საყლაპავის ანთების) ჩასახშობად.

რეფკონ ადვანსი გამოიყენება კუჭისა და საყლაპავის რეფლუქსის (კუჭისა და საყლაპავის ანთება) სიმპტომების, როგორიცაა რეფლუქს-ეზოფაგიტით, ორსულობით ან მჟავის რეგურგიტაციით გამოწვეული ჭამის შემდგომი ან დისპეპსიური (რეფლუქსით გამოწვეული) გულძმარვის სამკურნალოდ.

რა უნდა იცოდეთ რეფკონ ადვანსისგამოყენებამდე

არ მიიღოთ რეფკონ ადვანსი, თუ:

ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) პრეპარატში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (თუ სუნთქვის გაძნელება ან კანზე გამონაყარი შენიშნეთ)

რეფკონ ადვანსის გამოყენებისას გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღება, თუ:

ყოველი 10 მლ დოზა შეიცავს 125.5 მგ ნატრიუმს და 78 მგ კალიუმს. ამის გათვალისწინება უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც რეკომენდირებულია დიეტა მარილის მკაცრი შეზღუდვით, მაგ., გულის და თირკმლის უკმარისობის ზოგიერთ შემთხვევაში ან ისეთი პრეპარატების მიღების დროს, რომელიც ზრდიან პლაზმაში კალიუმის დონეს.

ყოველი 10 მლ შეიცავს 200 მგ კალციუმის კარბონატს. საჭიროა სიფრთხილე იმ პაციენტებთან მიმართებაში, რომლებიც მკურნალობენ ჰიპერკალცემიას (სისხლში კალციუმის დონის ზრდა), ნეფროკალცინოზს (თირკმელებში კალციუმის დაგროვება) და მორეციდივე კალციუმის შემცველ თირკმლის კენჭებს.

მედიკამენტისმოქმედება შეიძლება შემცირდეს ისეთ პაციენტებში, რომელთაც გააჩნიათ კუჭის მჟავას დაბალი დონე.

თუ შვიდ დღიანი მკურნალობის შემდეგ სიმპტომები არ გაუმჯობესდება ან განიცდის გაუარესებას, აუცილებელია ექიმმა განიხილოს კლინიკური მდგომარეობა.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილი პრობლემებიდან რომელიმე გაქვთ, საჭიროა ექიმმა ფრთხილად წარმართოს მკურნალობა.

თუ ექიმმა გირჩიათ ნატრიუმის და/ან კალიუმის შეზღუდვა

თუ გაქვთ თირკმელებისა და გულის დაავადება ან წარუსლში გამოგიცდიათ (ზოგიერთი მარილი ზეგავლენას ახდენს ამ მდგომარეობაზე)

თუ თირკმელების მწვავე უკმარისობა გაქვთ

თუ შვიდი დღის შემდეგ არ გაგიუმჯობესდათ სიმპტომები

ექიმის რჩევის გარეშე 12 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდებული არ არის.

ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, თუნდაც წარსულში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

რეფკონ ადვანსი მიიღება ორალურად, ჭამის შემდეგ.

ორსულობა

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეფკონ ადვანსის მიღება შესაძლებელია ორსულობის დროს

თუ მკურნალობის განმავლობაში აღმოაჩინეთ, რომ ორსულად ხართ, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეფკონ ადვანსი არ ახდენს გავლენას ბავშვზე ლაქტაციის პერიოდში. მეძუძურ დედებს შუძლიათ რეფკონ ადვანსის მიღება.

როგორც სხვა მედიკამენტების შემთხვევაში, რეფკონ ადვანსის გამოყენების ხანგრძლივობაც უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე.

ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვა

რეფკონ ადვანსი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია რეფკონ ადვანსში შემავალი ინგრედინეტების შესახებ

სამედიცინო პროდუქტი შეიცავს მეთილპარაბენს (E218) და პროპილპარაბენს (E216), რომელთაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (შესაძლებელია შეყოვნებით).

ყოველი 10 მლ დოზა შეიცავს 125.5 მგ ნატრიუმს და 78 მგ კალიუმს. ამის გათვალისწინება აუცილებელია პაციენტებში,რომელთაც დანიშნული აქვთ მარილის მკაცრი დიეტა, მაგ.: გულისა და თირკემელების უკმარისობის ზოგიერთ შემთხვევაში.

იქიდან გამომდინარე, რომ რეფკონ ადვანსი შეიცავს კალციუმის კარბონატს, მკურნალობის დროს ყურადღებას საჭიროებენ პაციენეტები, რომლებიც დაავადებული არიან ჰიპერკალცემიით (სისხლში კალციუმის ზრდა), ნეფროკალცინოზით (თირკმელებში კალციუმის დაგროვება) ან აქვთ მორეციდივე კალციუმის შემცველი თირკმლის კენჭები.

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება

სხვა წამლებთან ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია არ არის მოცემული.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სხვა რეცეფტორულ ან არარეცეპტორულ პრეპარატებს.

რეფკონ ადვანსის მიღების წესი

მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზირება განისაზღვრება ექიმის მიერ.

არ შეწყვიტოთ და არ გააგრძელოთ მკურნალობა თქვენი სურვილისამებრ.

თუ თქვენი ექიმი სხვაგვარად არ განსაზღვრავს, მიიღეთ რეფკონ ადვანსი შემდეგნაირად.

გამოყენების ინსტრუქცია და დოზირება:

ზრდასრულები, მათ შორის ხანდაზმულები და 12 წელს ზემოთ ბავშვები: 5-10 მლ (ერთი ან ორი 5 მლ-იანი სავსე კოვზი) ჭამის შემდეგ ძილის წინ.

თუ 7 დღის შემდეგ სიმპტომები კვლავ შენარჩუნდება მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს.

გამოყენების მეთოდი

რეფკონ ადვანსი მიიღება ორალურად.

ის წარმოადგენს მაღალი სიბლანტის პროდუქტს. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვები:

12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვები: 5-10 მლ ჭამის შემდე ძილის წინ ისევე, როგორც ზრდასრულებში.

12 წლამდე ბავშვები: მიღება შესაძლებელია ექიმის რჩევით.

ხანდაზმულები:

დოზის ცვლილება რეკომენდებული არ არის.

გამოყენების განსაკუთრებული პირობები:

თირკმელების/გულის უკმარისობა: რადგანაც რეფკონ ადვანსი შეიცავს კალციუმის კარბონატს, მკურნალობის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ პაციენტებთან, რომელთაც აქვთ ჰიპერკალცემია (სისხლში კალციუმის დონის ზრდა), ნეფროკალცინოზი (თირკმელებში კალციუმის დაგროვება) და მორეციდივე კალციუმის შემცველი თირკმლის კენჭები. აგრეთვე მედიკამენტი შეიცავს ნატრიუმსა და კალიუმს, ამიტომ თუ გაქვთ თირკმელების დაავადებები ან დანიშნული გაქვთ მარილის მკაცრი დიეტა, გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ღვიძლის უკმარისობა: ინფორმაცია მოცემულია არაა

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ რეფკონ ადვანსის მოქმედება ძლიერია ან სუსტი, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ საჭიროზე მეტ დოზას მიიღებთ:

რეფკონ ადვანსის ჭარბი დოზით მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს შებერილობა.

თუ რეფკონ ადვანსს მიიღებთ ჭარბი დოზით, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ რეფკონ ადვანსის მიღება

გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა.

გააგრძელე რეფკონ ადვანსის მიღება დანიშნულების შესაბამისად.

რეფკონ ადვანსის მკურნალობის შეწყვეტით გამოწვეული მოვლენები

თუ ექიმთან კონსულტაციის გარეშე შეწყვეტთ მკურნალობას, შესაძლებელია კვლავ განახლდეს სიმპტომები.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად რეფკონ ადვანსის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები იმ პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარეები არიან მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს გამოცდით, შეწყვიტეთ რეფკონ ადვანსის გამოყენება და დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილებას:

კანის გამონაყარი, ქავილი

სუნთქვის გაძნელება

თავბურსხვევა

სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება

ეს ყველაფერი წარმოადგენს ძალიან სერიოზულ გვერდით მოვლენებს. თუ რომელიმე მათგანს გამოცდით, ეს ნიშნავს, რომ რეფკონ ადვანსზე სერიოზული ალერგია გაქვთ. თქვენ გესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

ყველა ეს გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათია.

თუ რომელიმე მათგანს შენიშნავთ დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილებას:

ჭინჭრის ციება ან ბრონქოსპაზმები (ბრონქების შევიწროება) შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული სიმპტომების მსგავსად.

ყოველივე ჩამოთვლილი წარმოადგენს მძიმე გვერდით მოვლენებს. საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

მძიმე გვერდითი მოვლენები იშვიათია.

თუ რომელიმე გვერდით მოვლენას გამოცდით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეფკონ ადვანსის შენახვის პირობები

რეფკონ ადვანსი ინახება ორიგინალ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ არაუმეტეს 30OC ტემპერატურაზე. არ მოათავსოთ მაცივარში.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოიყენეთ გახსნიდან 6 თვის განმავლობაში.

გამოშვების ფორმა: 200მლ სუსპენზია მინის ფლაკონში, მოთავსებული მეორეულ შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

რეგისტრაციის მფლობელი

Vefa Ilac San. ve Tic. A.S.

Beylikduzu OSB Mah. 2. Cad. No: 3/2

Beylikduzu/Istanbul/Turkey

მწარმოებელი

Vefa Ilac San. ve Tic. A.S.

Beylikduzu OSB Mah. 2. Cad. No: 3/2

Beylikduzu/Istanbul/Turkey

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა