პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები

რეფკონ ადვანსი ნეო

REFCON ADVANCE NEO

ურეცეპტოდ(100მგ + 20მგ)/მლინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

რეფკონ ადვანსი ნეო მუქი თეთრი ფერის ბლანტი სუსპენზიაა პიტნის არომატით. რეფკონ ადვანსი ნეო წამროდგენილია ქარვისფერი 200 მლ-იანი მინის ბოთლში, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. რეფკონ ადვანსი ნეო მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელიც გამოიყენება რეფლუქსის (კუჭისა და საყლაპავის ანთების) ჩასახშობად. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ალგინატი (alginate) + ბიკარბონატი (bicarbonate)
ფორმა და შეფუთვა
(100მგ + 20მგ)/მლ 200მლ შიგნით მისაღები სუსპენზია მინის ბოთლი №1 საზომი ჭიქით
მწარმოებელი
Vefa Ilac San. ve Tic. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები, პეპტიური წყლულის და გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სამკურნალო სხვა პრეპარატები
ATC კოდი
A02BX13
რეგისტრაციის ნომერი
რ-046680
რეგისტრირებულია
13 ნოემბერი 2026, მოქმედებს 29 ოქტომბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Vefa Ilac San. ve Tic. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „Europharma Georgia ევროფარმა ჯორჯია“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებარეფკონ ადვანსი ნეო და სხვა წამალი ერთად

რეფკონ ადვანსი ნეო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რეფკონ ადვანსი ნეო მუქი თეთრი ფერის ბლანტი სუსპენზიაა პიტნის არომატით.

რეფკონ ადვანსი ნეო წამროდგენილია ქარვისფერი 200 მლ-იანი მინის ბოთლში, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

რეფკონ ადვანსი ნეო მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელიც გამოიყენება რეფლუქსის (კუჭისა და საყლაპავის ანთების) ჩასახშობად.

რეფკონ ადვანსი ნეო გამოიყენება კუჭისა და საყლაპავის რეფლუქსის (კუჭისა და საყლაპავის ანთება) სიმპტომების, როგორიცაა რეფლუქს-ეზოფაგიტით, ორსულობით ან მჟავის რეგურგიტაციით გამოწვეული ჭამის შემდგომი ან დისპეპსიური (რეფლუქსით გამოწვეული) გულძმარვის სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება

მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზირება განისაზღვრება თქვენი ექიმის მიერ.

არ შეწყვიტოთ და არ გააგრძელოთ მკურნალობა თქვენი სურვილისამებრ.

თუ თქვენი ექიმი სხვაგვარად არ განსაზღვრავს, მიიღეთ რეფკონ ადვანსი ნეო შემდეგნაირად.

გამოყენების ინსტრუქცია და დოზირება:

ზრდასრულები, მათ შორის ხანდაზმულები და 12 წელს ზემოთ ბავშვები: 5-10 მლ (ერთი ან ორი 5 მლ-იანი სავსე კოვზი) ჭამის შემდეგ ძილის წინ.

თუ 7 დღის შემდეგ სიმპტომები კვლავ შენარჩუნდება მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს.

გამოყენების მეთოდი

რეფკონ ადვანსი ნეო მიიღება პერორალურად.

ის წარმოადგენს მაღალი სიბლანტის პროდუქტს. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვები:

12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვები: 5-10 მლ ჭამის შემდეგ ძილის წინ ისევე, როგორც ზრდასრულებში.

12 წლამდე ბავშვები: მიღება შესაძლებელია ექიმის რჩევით.

ხანდაზმულები:

დოზის ცვლილება რეკომენდებული არ არის.

უკუჩვენებები

ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) პრეპარატში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (თუ სუნთქვის გაძნელება ან კანზე გამონაყარი შენიშნეთ)

რეფკონ ადვანსი ნეოს გამოყენებისას გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღება, თუ:

ყოველი 10 მლ დოზა შეიცავს 125.5 მგ ნატრიუმს და 78 მგ კალიუმს. ამის გათვალისწინება უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც რეკომენდირებულია დიეტა მარილის მკაცრი შეზღუდვით, მაგ., გულის და თირკმლის უკმარისობის ზოგიერთ შემთხვევაში ან ისეთი პრეპარატების მიღების დროს, რომლებიც ზრდიან პლაზმაში კალიუმის დონეს.

ყოველი 10 მლ შეიცავს 200 მგ კალციუმის კარბონატს. საჭიროა სიფრთხილე იმ პაციენტებთან მიმართებაში, რომლებიც მკურნალობენ ჰიპერკალცემიას (სისხლში კალციუმის დონის ზრდა), ნეფროკალცინოზს (თირკმელებში კალციუმის დაგროვება) და მორეციდივე კალციუმის შემცველ თირკმლის კენჭებს.

მედიკამენტის მოქმედება შეიძლება შემცირდეს ისეთ პაციენტებში, რომელთაც გააჩნიათ კუჭის მჟავას დაბალი დონე.

თუ შვიდ დღიანი მკურნალობის შემდეგ სიმპტომები არ გაუმჯობესდება ან დამძიმდება, აუცილებელია ექიმმა განიხილოს კლინიკური მდგომარეობა.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილი პრობლემებიდან რომელიმე გაქვთ, საჭიროა ექიმმა ფრთხილად წარმართოს მკურნალობა.

თუ ექიმმა გირჩიათ ნატრიუმის და/ან კალიუმის შეზღუდვა

თუ გაქვთ თირკმელებისა და გულის დაავადება ან წარსულში გამოგიცდიათ (ზოგიერთი მარილი ზეგავლენას ახდენს ამ მდგომარეობაზე)

თუ თირკმელების მწვავე უკმარისობა გაქვთ

თუ შვიდი დღის შემდეგ არ გაგიუმჯობესდათ სიმპტომები

ექიმის რჩევის გარეშე 12 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდებული არ არის.

ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, თუნდაც წარსულში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

რეფკონ ადვანსი ნეო მიიღება პერორალურად, ჭამის შემდეგ.

სიფრთხილის ზომები

თირკმელების/გულის უკმარისობა: რადგანაც რეფკონ ადვანსი ნეო შეიცავს კალციუმის კარბონატს, მკურნალობის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ პაციენტებთან, რომელთაც აქვთ ჰიპერკალცემია (სისხლში კალციუმის დონის ზრდა), ნეფროკალცინოზი (თირკმელებში კალციუმის დაგროვება) და მორეციდივე კალციუმის შემცველი თირკმლის კენჭები. აგრეთვე მედიკამენტი შეიცავს ნატრიუმსა და კალიუმს, ამიტომ თუ გაქვთ თირკმელების დაავადებები ან დანიშნული გაქვთ მარილის მკაცრი დიეტა, გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ღვიძლის უკმარისობა: ინფორმაცია მოცემულია არაა

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ რეფკონ ადვანსი ნეოს მოქმედება ძლიერია ან სუსტია, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ საჭიროზე მეტ დოზას მიიღებთ:

რეფკონ ადვანსი ნეოს ჭარბი დოზით მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს შებერილობა.

თუ რეფკონ ადვანსი ნეოს მიიღებთ ჭარბი დოზით, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ დაგავიწყდათ რეფკონ ადვანსი ნეოს მიღება

გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა.

გააგრძელეთ რეფკონ ადვანსი ნეოს მიღება დანიშნულების შესაბამისად.

რეფკონ ადვანსი ნეოს მკურნალობის შეწყვეტით გამოწვეული მოვლენები

თუ ექიმთან კონსულტაციის გარეშე შეწყვეტთ მკურნალობას, შესაძლებელია კვლავ განახლდეს სიმპტომები.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ლევოტროქსინის შემცველი პრეპარატების შეწოვა ქვეითდება მათი რეფკონ ადვანსი ნეოსთან ერთად მიღების დროს, ორი მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს მინიმუმ 2 საათიანი ინტერვალით.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალურ პოპულაციასთან დაკავშირებით

არ ჩატარებულა კვლევები ურთიერთქმედების შესახებ.

პედიატრიული პოპულაცია:

არ ჩატარებულა კვლევები ურთიერთქმედების შესახებ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეფკონ ადვანსი ნეოს მიღება შესაძლებელია ორსულობის დროს

თუ მკურნალობის განმავლობაში აღმოაჩინეთ, რომ ორსულად ხართ, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

რეფკონ ადვანსი ნეო არ ახდენს გავლენას ბავშვზე ლაქტაციის პერიოდში. მეძუძურ დედებს შუძლიათ რეფკონ ადვანსი ნეოს მიღება.

როგორც სხვა მედიკამენტების შემთხვევაში, რეფკონ ადვანსი ნეოს გამოყენების ხანგრძლივობაც უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე.

ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვა

რეფკონ ადვანსი ნეო არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია რეფკონ ადვანსი ნეოში შემავალი ინგრედინეტების შესახებ

სამედიცინო პროდუქტი შეიცავს მეთილპარაბენს (E218) და პროპილპარაბენს (E216), რომელთაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (შესაძლებელია შეყოვნებით).

ყოველი 10 მლ დოზა შეიცავს 125.5 მგ ნატრიუმს და 78 მგ კალიუმს. ამის გათვალისწინება აუცილებელია პაციენტებში,რომელთაც დანიშნული აქვთ მარილის მკაცრი დიეტა, მაგ.: გულისა და თირკემელების უკმარისობის ზოგიერთ შემთხვევაში.

იქიდან გამომდინარე, რომ რეფკონ ადვანსი ნეო შეიცავს კალციუმის კარბონატს, მკურნალობის დროს ყურადღებას საჭიროებენ პაციენეტები, რომლებიც დაავადებული არიან ჰიპერკალცემიით (სისხლში კალციუმის ზრდა), ნეფროკალცინოზით (თირკმელებში კალციუმის დაგროვება) ან აქვთ მორეციდივე კალციუმის შემცველი თირკმლის კენჭები.

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია არ არის მოცემული.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სხვა რეცეპტორულ ან არარეცეპტორულ პრეპარატებს.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, რეფკონ ადვანსი ნეოს გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები იმ პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარეები არიან მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს გამოცდით, შეწყვიტეთ რეფკონ ადვანსი ნეოს გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილებას:

კანის გამონაყარი, ქავილი

ქოშინი

თავბურსხვევა

სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება

ეს ყველაფერი წარმოადგენს ძალიან სერიოზულ გვერდით მოვლენებს. თუ რომელიმე მათგანს გამოცდით, ეს ნიშნავს, რომ რეფკონ ადვანსი ნეოზე სერიოზული ალერგია გაქვთ. თქვენ გესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

ყველა ეს გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათია.

თუ რომელიმე მათგანს შენიშნავთ, დაუყონებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილებას:

ჭინჭრის ციება ან ბრონქოსპაზმები (ბრონქების შევიწროება) შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული სიმპტომების მსგავსად.

ყოველივე ჩამოთვლილი წარმოადგენს მძიმე გვერდით მოვლენებს. საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

მძიმე გვერდითი მოვლენები იშვიათია.

თუ რომელიმე გვერდით მოვლენა აღგენიშნებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა სიმპტომური მკურნალობა. პაციენტს შესაძლოა აღენიშნოს მუცლის შებერილობა.

შენახვის პირობები

რეფკონ ადვანსი ნეო ინახება ორიგინალ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ არაუმეტეს 30OC ტემპერატურაზე. არ მოათავსოთ მაცივარში.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოიყენეთ გახსნიდან 6 თვის განმავლობაში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სხვა პრეპარატები პეპტიური წყლულისა და გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადებისთვის (GORD)

ATC კოდი: A02BX13

რეფკონ ადვანსი ნეოს მოქმედება ფიზიკურია და ის დამოუკიდებელია სისტემურ მიმოქცევაში შეწოვისგან.

ნატრიუმის ალგინატი დაუყოვნებლივ ავლენს რეაქციას კუჭის მჟავასთან ერთად მიღების შემდეგ და ალგინის მჟავას გელს აყალიბებს ნეიტრალურთან ახლოს მყოფ pH-ზე. გელი ნაწილდება კუჭის შიგთავსის ზედა ნაწილზე, სწრაფად და ეფექტიანად ახშობს გასტრო - ეზოფაგურ რეფლუქსს დაახლოებით 4 საათის განმავლობაში. სერიოზულ შემთხვევაში გელი კუჭის შიგთავსის ნაცვლად შესაძლოა გადაადგილდეს უკანა მხარეს საყლაპავში და უზრუნველყოს დამცავი ეფექტი.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი თვისებები

შეწოვა:

სამკურნალო პროდუქტის მოქმედების მექანიზმი ფიზიკურია და დამოკიდებული არ არის სისტემურ მიმოქცევაში შეწოვაზე.

განაწილება:

ალგინატი მოქმედებს, როგორც საკვები ნივთიერებების ბოჭკოვანი წყარო და საჭმლის მონელებისათვის შეუსაბამო პოლისაქარიდია.

მედიკამენტის მიღების შემდეგ იგი იშლება და გადაადგილდება მთლიანი გადამამუშავებელი სისტემით.

ბიოტრანსფორმაცია

მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

გამოყოფა:

მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

წრფივი / არა-წრფივი მდგომარეობა

მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

  • 3 წინასწარი კლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

  • ფარმაცევტული მახასიათებელები
  • 1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

კალციუმის კარბონატი

კარბომერი 974 P

ნატრიუმის საქარინი

მეთილ პარაბენი (E218)

პროპილ პარაბენი (E216)

პიტნის ზეთი

ნატრიუმის ჰიდროქსიდი (E 524)

გამოხდილი წყალი

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

რეფკონ ადვანსი ნეო

პერორალური მიღებისთვს

ყოველი 1,0 მილილიტრი შეიცავს

აქტიური ნივთიერებები:

100.00 მგ ნატრიუმის ალგინატი და 20.00 მგ კალიუმის ბიკარბონატი

დამხმარე ნივთიერებები:

კალციუმის კარბონატი, კარბომერი 974P, ნატრიუმის საქარინი, მეთილპარაბენი (E 218), პროპილპარაბენი (E 216), პიტნის ზეთი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ჩანართი, რადგან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ ბროშურა. შეიძლება მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს,

პრეპარატის გამოყენების დროს ექიმთან ან ჰოსპიტალში ვიზიტისას, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ მოცემულ პრეპარატს.

ზუსტად დაიცავით ბროშურაში მოცემული მითითებები. დაუშვებელია რეკომენდებულზე მეტი ან ნაკლები დოზის მიღება.

ბროშურაში მოცემულია:

რა არის რეფკონ ადვანსი ნეო და რისთვის გამოიყენება ის?

რა უნდა იცოდეთ რეფკონ ადვანსი ნეოს გამოყენებამდე

რეფკონ ადვანსი ნეოს მიღების წესები

შესაძლო გვერდითი მოვლენები

რეფკონ ადვანსი ნეოს შენახვის პირობები

რა არის რეფკონ ადვანსი ნეო და რისთვის გამოიყენება ის?

რეფკონ ადვანსი ნეო მუქი თეთრი ფერის ბლანტი სუსპენზიაა პიტნის არომატით.

რეფკონ ადვანსი ნეო წამროდგენილია ქარვისფერი 200 მლ-იანი მინის ბოთლში, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

რეფკონ ადვანსი ნეო მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელიც გამოიყენება რეფლუქსის (კუჭისა და საყლაპავის ანთების) ჩასახშობად.

რეფკონ ადვანსი ნეო გამოიყენება კუჭისა და საყლაპავის რეფლუქსის (კუჭისა და საყლაპავის ანთება) სიმპტომების, როგორიცაა რეფლუქს-ეზოფაგიტით, ორსულობით ან მჟავის რეგურგიტაციით გამოწვეული ჭამის შემდგომი ან დისპეპსიური (რეფლუქსით გამოწვეული) გულძმარვის სამკურნალოდ.

რა უნდა იცოდეთ რეფკონ ადვანსი ნეოს გამოყენებამდე

არ მიიღოთ რეფკონ ადვანსი ნეო, თუ:

ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) პრეპარატში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (თუ სუნთქვის გაძნელება ან კანზე გამონაყარი შენიშნეთ)

რეფკონ ადვანსი ნეოს გამოყენებისას გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღება, თუ:

ყოველი 10 მლ დოზა შეიცავს 125.5 მგ ნატრიუმს და 78 მგ კალიუმს. ამის გათვალისწინება უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც რეკომენდირებულია დიეტა მარილის მკაცრი შეზღუდვით, მაგ., გულის და თირკმლის უკმარისობის ზოგიერთ შემთხვევაში ან ისეთი პრეპარატების მიღების დროს, რომლებიც ზრდიან პლაზმაში კალიუმის დონეს.

ყოველი 10 მლ შეიცავს 200 მგ კალციუმის კარბონატს. საჭიროა სიფრთხილე იმ პაციენტებთან მიმართებაში, რომლებიც მკურნალობენ ჰიპერკალცემიას (სისხლში კალციუმის დონის ზრდა), ნეფროკალცინოზს (თირკმელებში კალციუმის დაგროვება) და მორეციდივე კალციუმის შემცველ თირკმლის კენჭებს.

მედიკამენტის მოქმედება შეიძლება შემცირდეს ისეთ პაციენტებში, რომელთაც გააჩნიათ კუჭის მჟავას დაბალი დონე.

თუ შვიდ დღიანი მკურნალობის შემდეგ სიმპტომები არ გაუმჯობესდება ან დამძიმდება, აუცილებელია ექიმმა განიხილოს კლინიკური მდგომარეობა.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილი პრობლემებიდან რომელიმე გაქვთ, საჭიროა ექიმმა ფრთხილად წარმართოს მკურნალობა.

თუ ექიმმა გირჩიათ ნატრიუმის და/ან კალიუმის შეზღუდვა

თუ გაქვთ თირკმელებისა და გულის დაავადება ან წარსულში გამოგიცდიათ (ზოგიერთი მარილი ზეგავლენას ახდენს ამ მდგომარეობაზე)

თუ თირკმელების მწვავე უკმარისობა გაქვთ

თუ შვიდი დღის შემდეგ არ გაგიუმჯობესდათ სიმპტომები

ექიმის რჩევის გარეშე 12 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდებული არ არის.

ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, თუნდაც წარსულში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

რეფკონ ადვანსი ნეო მიიღება პერორალურად, ჭამის შემდეგ.

ორსულობა

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეფკონ ადვანსი ნეოს მიღება შესაძლებელია ორსულობის დროს

თუ მკურნალობის განმავლობაში აღმოაჩინეთ, რომ ორსულად ხართ, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეფკონ ადვანსი ნეო არ ახდენს გავლენას ბავშვზე ლაქტაციის პერიოდში. მეძუძურ დედებს შუძლიათ რეფკონ ადვანსი ნეოს მიღება.

როგორც სხვა მედიკამენტების შემთხვევაში, რეფკონ ადვანსი ნეოს გამოყენების ხანგრძლივობაც უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე.

ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვა

რეფკონ ადვანსი ნეო არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია რეფკონ ადვანსი ნეოში შემავალი ინგრედინეტების შესახებ

სამედიცინო პროდუქტი შეიცავს მეთილპარაბენს (E218) და პროპილპარაბენს (E216), რომელთაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (შესაძლებელია შეყოვნებით).

ყოველი 10 მლ დოზა შეიცავს 125.5 მგ ნატრიუმს და 78 მგ კალიუმს. ამის გათვალისწინება აუცილებელია პაციენტებში,რომელთაც დანიშნული აქვთ მარილის მკაცრი დიეტა, მაგ.: გულისა და თირკემელების უკმარისობის ზოგიერთ შემთხვევაში.

იქიდან გამომდინარე, რომ რეფკონ ადვანსი ნეო შეიცავს კალციუმის კარბონატს, მკურნალობის დროს ყურადღებას საჭიროებენ პაციენეტები, რომლებიც დაავადებული არიან ჰიპერკალცემიით (სისხლში კალციუმის ზრდა), ნეფროკალცინოზით (თირკმელებში კალციუმის დაგროვება) ან აქვთ მორეციდივე კალციუმის შემცველი თირკმლის კენჭები.

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია არ არის მოცემული.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სხვა რეცეპტორულ ან არარეცეპტორულ პრეპარატებს.

რეფკონ ადვანსი ნეოს მიღების წესი

მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზირება განისაზღვრება თქვენი ექიმის მიერ.

არ შეწყვიტოთ და არ გააგრძელოთ მკურნალობა თქვენი სურვილისამებრ.

თუ თქვენი ექიმი სხვაგვარად არ განსაზღვრავს, მიიღეთ რეფკონ ადვანსი ნეო შემდეგნაირად.

გამოყენების ინსტრუქცია და დოზირება:

ზრდასრულები, მათ შორის ხანდაზმულები და 12 წელს ზემოთ ბავშვები: 5-10 მლ (ერთი ან ორი 5 მლ-იანი სავსე კოვზი) ჭამის შემდეგ ძილის წინ.

თუ 7 დღის შემდეგ სიმპტომები კვლავ შენარჩუნდება მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს.

გამოყენების მეთოდი

რეფკონ ადვანსი ნეო მიიღება პერორალურად.

ის წარმოადგენს მაღალი სიბლანტის პროდუქტს. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვები:

12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვები: 5-10 მლ ჭამის შემდეგ ძილის წინ ისევე, როგორც ზრდასრულებში.

12 წლამდე ბავშვები: მიღება შესაძლებელია ექიმის რჩევით.

ხანდაზმულები:

დოზის ცვლილება რეკომენდებული არ არის.

გამოყენების განსაკუთრებული პირობები:

თირკმელების/გულის უკმარისობა: რადგანაც რეფკონ ადვანსი ნეო შეიცავს კალციუმის კარბონატს, მკურნალობის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ პაციენტებთან, რომელთაც აქვთ ჰიპერკალცემია (სისხლში კალციუმის დონის ზრდა), ნეფროკალცინოზი (თირკმელებში კალციუმის დაგროვება) და მორეციდივე კალციუმის შემცველი თირკმლის კენჭები. აგრეთვე მედიკამენტი შეიცავს ნატრიუმსა და კალიუმს, ამიტომ თუ გაქვთ თირკმელების დაავადებები ან დანიშნული გაქვთ მარილის მკაცრი დიეტა, გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ღვიძლის უკმარისობა: ინფორმაცია მოცემულია არაა

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ რეფკონ ადვანსი ნეოს მოქმედება ძლიერია ან სუსტია, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ საჭიროზე მეტ დოზას მიიღებთ:

რეფკონ ადვანსი ნეოს ჭარბი დოზით მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს შებერილობა.

თუ რეფკონ ადვანსი ნეოს მიიღებთ ჭარბი დოზით, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ დაგავიწყდათ რეფკონ ადვანსი ნეოს მიღება

გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა.

გააგრძელეთ რეფკონ ადვანსი ნეოს მიღება დანიშნულების შესაბამისად.

რეფკონ ადვანსი ნეოს მკურნალობის შეწყვეტით გამოწვეული მოვლენები

თუ ექიმთან კონსულტაციის გარეშე შეწყვეტთ მკურნალობას, შესაძლებელია კვლავ განახლდეს სიმპტომები.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, რეფკონ ადვანსი ნეოს გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები იმ პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარეები არიან მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს გამოცდით, შეწყვიტეთ რეფკონ ადვანსი ნეოს გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილებას:

კანის გამონაყარი, ქავილი

ქოშინი

თავბურსხვევა

სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება

ეს ყველაფერი წარმოადგენს ძალიან სერიოზულ გვერდით მოვლენებს. თუ რომელიმე მათგანს გამოცდით, ეს ნიშნავს, რომ რეფკონ ადვანსი ნეოზე სერიოზული ალერგია გაქვთ. თქვენ გესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

ყველა ეს გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათია.

თუ რომელიმე მათგანს შენიშნავთ, დაუყონებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილებას:

ჭინჭრის ციება ან ბრონქოსპაზმები (ბრონქების შევიწროება) შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული სიმპტომების მსგავსად.

ყოველივე ჩამოთვლილი წარმოადგენს მძიმე გვერდით მოვლენებს. საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

მძიმე გვერდითი მოვლენები იშვიათია.

თუ რომელიმე გვერდით მოვლენა აღგენიშნებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეფკონ ადვანსი ნეოს შენახვის პირობები

რეფკონ ადვანსი ნეო ინახება ორიგინალ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ არაუმეტეს 30OC ტემპერატურაზე. არ მოათავსოთ მაცივარში.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოიყენეთ გახსნიდან 6 თვის განმავლობაში.

გამოშვების ფორმა: 200მლ სუსპენზია მინის ფლაკონში, მოთავსებული მეორეულ შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

რეგისტრაციის მფლობელი

Vefa İlaç San. ve Tic. A.S.

Beylikdüzü OSB Mah. 2. Cad. No:3/2

ბეილიკდუზუ/სტამბოლი/თურქეთი

მწარმოებელი

Vefa İlaç San. ve Tic. A.S.

Beylikdüzü OSB Mah. 2. Cad. No:3/2

ბეილიკდუზუ/სტამბოლი/თურქეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა