რეტ-ავიტი კრემი 0.05%
Ret-Avit® CREAM 0.05%
- მოქმედი ნივთიერება
- ტრეტინოინი (tretinoin)
- ფორმა და შეფუთვა
- 0,05% 20გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი №1
- მწარმოებელი
- CTS Chemical Industries Ltd., ისრაელი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- აკნეს საწინააღმდეგო პრეპარატები, აკნეს სამკურნალო რეტინოიდები ადგილობრივი გამოყენებისთვის
- ATC კოდი
- D10AD01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044906
- რეგისტრირებულია
- 27 თებერვალი 2026, მოქმედებს 27 თებერვალი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „იმ პლიუს ფარმა“
რეტ-ავიტი კრემი 0.05% — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის მითითებების შესაბამისად.
დოზირებასთან და პრეპარატის გამოყენების წესთან დაკავშირებით შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირებას და მკურნალობის რეჟიმს განსაზღვრავს მხოლოდ ექიმი.
ზოგადად მიღებული დოზირების რეჟიმი: მსუბუქი მოძრაობით წაისვით მთელ დაზიანებულ ადგილას დღეში ერთხელ, საღამოს, ძილის წინ. ღია ფერის ან მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვის რეკომენდებულია პრეპარატის წასმა დღეში ერთხელ ან დღეგამოშვებით, კანის რეაქციის მიხედვით.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
არ გადაყლაპოთ. განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
მკურნალობის დაწყებამდე კანი უნდა გაიწმინდოთ ოდნავ თბილი წყლით და/ან ნაზი საპნით, მსუბუქად გაიმშრალეთ კანი ზეწოლის გარეშე და დაელოდეთ 20-30 წუთი პრეპარატის გამოყენებამდე. არ ჩამოიბანოთ დამუშავებული ადგილი დღეში ორჯერ მეტად. პროცედურის შემდეგ დაიბანეთ ხელები.
წაისვით რეტ-ავიტის მცირე რაოდენობა და დაფარეთ მხოლოდ დაზიანებული ადგილები. შეგიძლიათ გამოიყენოთ ბამბა ან სუფთა ბამბის ტამპონები. მოერიდეთ რეტ-ავიტის ჭარბი რაოდენობით დაგროვებას კანის ნაკეცებში, მაგ.: იმ ადგილას, სადაც ცხვირი სახეს ხვდება. არ წაისვათ დახეთქილ ან ეგზემატოზურ ადგილას, თვალებზე, ქუთუთოებზე, ნესტოებზე ან პირზე. თუ რეტ-ავიტი მოხვდა ასეთ ადგილებზე, კარგად ჩამოიბანეთ წყლით.
მკურნალობის ხანგრძლივობა - მკურნალობის შედეგები ვლინდება ორ-სამ კვირაში, მაგრამ მაქსიმალური შედეგის მიღწევას შეიძლება დასჭირდეს ექვსი-რვა კვირა. მკურნალობის მინიმალური ხანგრძლივობა არის სამი თვე.
რეტ-ავიტის წასმის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში კანზე შეიძლება აღინიშნოს სითბოს ან ოდნავი ჩხვლეტის შეგრძნება. თუ ეს შეგრძნება გაგრძელდება ან გაუარესდება, მიმართეთ ექიმს.
თუ შემთხვევით წაისვით რეტ-ავიტის საჭიროზე მეტი დოზა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ უფრო მაღალმა დოზამ გავნოთ. თუმცა, ყოველთვის ეცადეთ ზუსტად დაიცვათ გამოყენების ინსტრუქცია.
თუ გამოიყენეთ ზედმეტი დოზა ან ბავშვმა შემთხვევით გადაყლაპა აღნიშნული პრეპარატი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას და თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.
თუ დაგავიწყდათ რეტ-ავიტის დროულად გამოყენება: არ წაისვათ ორმაგი დოზა. გამოიყენეთ რეტ-ავიტი ჩვეულ დროს.
დაიცავით მკურნალობის რეჟიმი ექიმის მიერ რეკომენდებული წესით.
არ გამოიყენოთ პრეპარატები სიბნელეში! ყოველი გამოყენებისას შეამოწმეთ ეტიკეტი და დოზა. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ სათვალე. პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად რეტ-ავიტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები ზოგიერთ მომხმარებელში. არ შეგაშინოთ გვერდითი ეფექტების ჩამონათვალმა, შეიძლება არცერთი მათგანი არ გამოგივლინდეთ.
შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გამოვლინდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:
მძიმე სიმპტომები.
ბუშტუკები ან ქერქები კანზე.
შეშუპება ან წვის შეგრძნება კანზე.
სხვა გვერდითი ეფექტები
ხშირი გვერდითი ეფექტები - გვერდითი ეფექტები, რომლებიც ვლინდება 100-დან 1-10 მომხმარებელში:
კანის სიწითლე, აშრევება, აქერცვლა და შესაძლოა შეშუპება.
კანის სიმშრალე, ქავილი.
სითბოს ან წვის შეგრძნება კანზე
გამონაყარი
ტკივილის ან ჩხვლეტის შეგრძნება
კანის პიგმენტაციის დროებითი ცვლილებები (გაზრდა ან შემცირება).
ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები - გვერდითი ეფექტები, რომლებიც ვლინდება 1,000-დან 1-10 მომხმარებელში:
თვალის გაღიზიანება და შეშუპება
ბუშტუკები და ქერქები კანზე
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები - გვერდითი ეფექტები, რომლებიც ვლინდება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში:
აღწერილია ალერგია ტრეტინოინის შემცველ პრეპარატებთან კონტაქტის დროს.
გვერდითი ეფექტის გამოვლენის, ან რომელიმე გვერდითი ეფექტის გაუარესების შემთხვევაში, ან თუ გაწუხებთ ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის მოცემული ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ ექიმს.
გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ აცნობოთ ჯანდაცვის სამინისტროს, ამისათვის გადადით ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდის (www.health.gov.il) მთავარ გვერდზე განთავსებული ბმულზე „დააფიქსირეთ ინფორმაცია მედიკამენტურ მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების შესახებ“, რომელიც გადაგიყვანთ გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის შესავსებ ონლაინ ფორმაზე, ან გადადით შემდეგ ბმულზე https://sideeffects.health.gov.il
შენახვის პირობები
მოერიდეთ მოწამვლას! აღნიშნული პრეპარატი და ნებისმიერი სხვა პრეპარატი უნდა შეინახოთ დახურულ, ბავშვებისა და/ან ჩვილებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ მოახდინოთ ღებინების პროვოცირება ექიმის მკაფიო მითითების გარეშე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
პრეპარატის გამოყენება დასაშვებია გახსნიდან ორი თვის განმავლობაში.
- სხვა ინფორმაცია
აქტიური ინგრედიენტის გარდა, პრეპარატი ასევე შეიცავს:
რეტ-ავიტი კრემი:
ოლეინის მჟავას დეცილეთერი, ცეტოსტეარილის სპირტი, გლიცეროლის მონოსტეარატი SE, სორბიტოლის ხსნარი 70%, ცეტომაკროგოლი 1000, ლანოლინი უწყლო, დიმეთიკონი 350, სორბინის მჟავა, ბუტილირებული ჰიდროქსიტოლუოლი (BHT), კალიუმის სორბატი, გასუფთავებული წყალი
რეტ-ავიტი გელი:
გასუფთავებული წყალი, კრემოფორი RH 40, იზოპროპილის სპირტი, სოფტიგენი 767, კარბომერი 980, ბუტილირებული ჰიდროქსიტოლუოლი, მეთილ ჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილ ჰიდროქსიბენზოატი, მარილმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი.
როგორია პრეპარატი გარეგნულად და რა შედის შეფუთვაში:
რეტ-ავიტი გელი: გამჭვირვალე, მოყვითალო გელი დამახასიათებელი სუნით.
რეტ-ავიტი კრემი: ერთგვაროვანი, მოყვითალო ემულსია დამახასიათებელი სუნით.
შეფუთვაში მოთავსებულია 7 ან 20 გრამიანი ტუბი. შეფუთვის ყველა ზომა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.
მწარმოებლის და სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის დასახელება და მისამართი:
სითიეს ქემიქალ ინდასტრიზ ლტდ (CTS Chemical Industries Ltd.), ჰაკიდმას ქ. 3, კირიათ მალაჩი.
აღნიშნული ფურცელი-ჩანართის ფორმატი განისაზღვრა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და მისი შინაარსი შემოწმდა და დამტკიცდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2013 წლის ივნისში და განახლდა ჯანდაცვის სამინისტროს მითითების შესაბამისად 2020 წლის ნოემბერში.
პრეპარატის რეგისტრაციის ნომერი ჯანდაცვის სამინისტროს წამლის ეროვნულ რეესტრში:
რეტ-ავიტი კრემი 0.05%: 33262540000
528637532067500რეტ-ავიტი კრემი 0.025%: 60202704200
რეტ-ავიტი გელი 0.05%: 33252539900
რეტ-ავიტი გელი 0.025%: 60212704500
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია
ფურცელი-ჩანართი პაციენტისთვის
შედგენილია ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ რეგულაციების (პრეპარატები) - 1986 შესაბამისად
პრეპარატი გაიცემა მხოლოდ ექიმის რეცეპტით
რეტ-ავიტი კრემი 0.05%, 0.025%
რეტ-ავიტი გელი 0.05%, 0.025%
რეტ-ავიტი კრემი შეიცავს:
ტრეტინოინი 0.05%, 0.025%
რეტ-ავიტი გელი შეიცავს:
ტრეტინოინი 0.05%, 0.025%
პრეპარატში შემავალი არააქტიური ინგრედიენტებისა და ალერგენების ჩამონათვალი იხ. ნაწილში 6 "დამატებითი ინფორმაცია" და ნაწილში "მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ".
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ფურცელ-ჩანართს. აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში მოცემულია მოკლე ინფორმაცია პრეპარატის შესახებ. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ სხვებს, რადგან შეიძლება ავნოს მათ, მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ მათაც მსგავსი დაავადება აქვთ.
- რას წარმოადგენს პრეპარატი
პრეპარატი გამოიყენება აკნეს (acne vulgaris) სამკურნალოდ.
თერაპიული კლასი: მიეკუთვნება აკნეს სამკურნალო ადგილობრივი რეტინოიდების კლასს (A ვიტამინის წარმოებული).
- პრეპარატის გამოყენებამდე
X არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ:
გაქვთ მგრძნობელობა (ალერგია) პრეპარატის აქტიური ინგრედიენტის ან რომელიმე დამატებითი კომპონენტის მიმართ. აღარ გამოიყენოთ, თუ რეტ-ავიტის პირველად გამოყენების შემდეგ განვითარდა ალერგიული რეაქცია.
თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს გქონდათ კანის კიბო.
გაქვთ ეგზემა - ანთებითი, წითელი, მშრალი კანი, კანის ქავილი და აქერცვლა. თუ გაქვთ რომელიმე ეს სიმპტომი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გაქვთ როზაცეა (acne rosacea), რამაც შეიძლება გამოიწვიოს შუბლის, ლოყების, ცხვირის და ნიკაპის სიწითლე.
გაქვთ პერიორალური დერმატიტი - კანის გაღიზიანება პირის ღრუს ირგვლივ.
ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას
გაქვთ დამწვრობა ან კანის სიწითლე, ქავილი და აქერცვლა - არ გამოიყენოთ რეტ-ავიტი ამ ადგილებში, სანამ სრულად არ აღდგება კანი.
იყენებთ კანის ამქერცლავ საშუალებას, რომელიც აშორებს კანის ზედა შრეებს. კანს აღდგენისთვის სჭირდება დრო, სანამ დაიწყებთ პრეპარატის გამოყენებას.
პრეპარატი არ არის განკუთვნილი 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
! პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული გაფრთხილებები
პრეპარატი არ გამოიყენება მკურნალობის დაწყებამდე ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
რეტ-ავიტით მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ ექიმს, თუ:
ძუძუთი კვებავთ ბავშვს. კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს (იხ. ნაწილი "ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება").
რეტ-ავიტის გამოყენებისას მოერიდეთ მზის და ულტრაიისფერი სხივების ძლიერ ზემოქმედებას, როგორიც არის: სოლარიუმი ან სოლარიუმის ულტრაიისფერი ნათურები. თუ მზის სხივების ზემოქმედება გარდაუვალია (მაგ.: გარეთ მუშაობის გამო), უნდა დაიცვათ რეტ-ავიტით დამუშავებული კანი:
გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი მინიმუმ 15 SPF-ით.
ატარეთ ფართოფარფლიანი ქუდი.
ჩაიცვით გრძელმკლავიანი ტანსაცმელი, რომელიც დაფარავს რეტ-ავიტით დამუშავებულ კანს და დაიცავს მზისგან.
ცივმა ამინდმა და ქარმა შეიძლება გამოიწვიოს რეტ-ავიტით დამუშავებული კანის გაღიზიანება.
შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატენიანებელი დღის განმავლობაში, რადგან რეტ-ავიტმა შეიძლება გამოიწვიოს კანის მცირედი სიმშრალე.
შეგიძლიათ გააგრძელოთ კანის მოვლის სხვა საშუალებების, მაგ.: კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება დღის განმავლობაში, მაგრამ აუცილებლად კარგად გაიწმინდეთ კანი რეტ-ავიტის გამოყენებამდე.
რეტ-ავიტის გელის შემადგენლობაში სპირტის მაღალი კონცენტრაციის გამო პრეპარატი აალებადია. არ მოუკიდოთ სიგარეტს და მოერიდეთ ცეცხლს, სანამ გელი სრულად არ გაშრება.
! ბავშვები და მოზარდები
პრეპარატი არ არის განკუთვნილი 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
ინფორმაცია არ არსებობს ბავშვებსა და მოზარდებში აღნიშნული პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ.
! პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს და საკვებ დანამატებს.
რეტ-ავიტის გამოყენებისას არ გამოიყენოთ აგრესიული ან უხეში კოსმეტიკური საშუალებები, როგორიც არის: კანის ამქერცლავი საშუალებები, სხვა პროდუქტები, რომლებსაც აქვთ კანის ძლიერი გამომშრობის ეფექტი (მაგ.: სპირტის მაღალი კონცენტრაციის შემცველი საშუალებები).
თუ აკნეს სამკურნალოდ იყენებდით კანის მოვლის სხვა საშუალებებს (მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პროდუქტებს) ან კანის ამქერცლავ საშუალებებს, რეტ-ავიტის გამოყენებამდე უნდა დაელოდოთ, სანამ არ გაივლის მათი ეფექტი.
რეტ-ავიტის გამოყენებისას კანზე დამატებითი საშუალებების გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
! ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება:
რეტ-ავიტი არ გამოიყენება თუ ორსულად ხართ, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს.
თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, აცნობეთ ექიმს რეტ-ავიტით მკურნალობის დაწყებამდე. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია თუ ექიმი ჩათვლის საჭიროდ.
! მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
რეტ-ავიტის კრემი და რეტ-ავიტის გელი შეიცავს ბუტილირებულ ჰიდროქსიტოლუოლს (E321), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგ.: კონტაქტური დერმატიტი) ან თვალების ან ლორწოვანი გარსების გაღიზიანება.
რეტ-ავიტის კრემი შეიცავს უწყლო ლანოლინს, სორბინის მჟავას (E200) და ცეტოსტეარილის სპირტს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგ.: კონტაქტური დერმატიტი).
რეტ-ავიტის გელი შეიცავს ნატრიუმის პროპილ ჰიდროქსიბენზოატს და მეთილ ჰიდროქსიბენზოატს (E218), რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაგვიანებული).
- პრეპარატის გამოყენების წესი
პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის მითითებების შესაბამისად.
დოზირებასთან და პრეპარატის გამოყენების წესთან დაკავშირებით შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირებას და მკურნალობის რეჟიმს განსაზღვრავს მხოლოდ ექიმი.
ზოგადად მიღებული დოზირების რეჟიმი: მსუბუქი მოძრაობით წაისვით მთელ დაზიანებულ ადგილას დღეში ერთხელ, საღამოს, ძილის წინ. ღია ფერის ან მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვის რეკომენდებულია პრეპარატის წასმა დღეში ერთხელ ან დღეგამოშვებით, კანის რეაქციის მიხედვით.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
არ გადაყლაპოთ. განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
მკურნალობის დაწყებამდე კანი უნდა გაიწმინდოთ ოდნავ თბილი წყლით და/ან ნაზი საპნით, მსუბუქად გაიმშრალეთ კანი ზეწოლის გარეშე და დაელოდეთ 20-30 წუთი პრეპარატის გამოყენებამდე. არ ჩამოიბანოთ დამუშავებული ადგილი დღეში ორჯერ მეტად. პროცედურის შემდეგ დაიბანეთ ხელები.
წაისვით რეტ-ავიტის მცირე რაოდენობა და დაფარეთ მხოლოდ დაზიანებული ადგილები. შეგიძლიათ გამოიყენოთ ბამბა ან სუფთა ბამბის ტამპონები. მოერიდეთ რეტ-ავიტის ჭარბი რაოდენობით დაგროვებას კანის ნაკეცებში, მაგ.: იმ ადგილას, სადაც ცხვირი სახეს ხვდება. არ წაისვათ დახეთქილ ან ეგზემატოზურ ადგილას, თვალებზე, ქუთუთოებზე, ნესტოებზე ან პირზე. თუ რეტ-ავიტი მოხვდა ასეთ ადგილებზე, კარგად ჩამოიბანეთ წყლით.
მკურნალობის ხანგრძლივობა - მკურნალობის შედეგები ვლინდება ორ-სამ კვირაში, მაგრამ მაქსიმალური შედეგის მიღწევას შეიძლება დასჭირდეს ექვსი-რვა კვირა. მკურნალობის მინიმალური ხანგრძლივობა არის სამი თვე.
რეტ-ავიტის წასმის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში კანზე შეიძლება აღინიშნოს სითბოს ან ოდნავი ჩხვლეტის შეგრძნება. თუ ეს შეგრძნება გაგრძელდება ან გაუარესდება, მიმართეთ ექიმს.
თუ შემთხვევით წაისვით რეტ-ავიტის საჭიროზე მეტი დოზა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ უფრო მაღალმა დოზამ გავნოთ. თუმცა, ყოველთვის ეცადეთ ზუსტად დაიცვათ გამოყენების ინსტრუქცია.
თუ გამოიყენეთ ზედმეტი დოზა ან ბავშვმა შემთხვევით გადაყლაპა აღნიშნული პრეპარატი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას და თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.
თუ დაგავიწყდათ რეტ-ავიტის დროულად გამოყენება: არ წაისვათ ორმაგი დოზა. გამოიყენეთ რეტ-ავიტი ჩვეულ დროს.
დაიცავით მკურნალობის რეჟიმი ექიმის მიერ რეკომენდებული წესით.
არ გამოიყენოთ პრეპარატები სიბნელეში! ყოველი გამოყენებისას შეამოწმეთ ეტიკეტი და დოზა. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ სათვალე. პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად რეტ-ავიტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები ზოგიერთ მომხმარებელში. არ შეგაშინოთ გვერდითი ეფექტების ჩამონათვალმა, შეიძლება არცერთი მათგანი არ გამოგივლინდეთ.
შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გამოვლინდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:
მძიმე სიმპტომები.
ბუშტუკები ან ქერქები კანზე.
შეშუპება ან წვის შეგრძნება კანზე.
სხვა გვერდითი ეფექტები
ხშირი გვერდითი ეფექტები - გვერდითი ეფექტები, რომლებიც ვლინდება 100-დან 1-10 მომხმარებელში:
კანის სიწითლე, აშრევება, აქერცვლა და შესაძლოა შეშუპება.
კანის სიმშრალე, ქავილი.
სითბოს ან წვის შეგრძნება კანზე
გამონაყარი
ტკივილის ან ჩხვლეტის შეგრძნება
კანის პიგმენტაციის დროებითი ცვლილებები (გაზრდა ან შემცირება).
ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები - გვერდითი ეფექტები, რომლებიც ვლინდება 1,000-დან 1-10 მომხმარებელში:
თვალის გაღიზიანება და შეშუპება
ბუშტუკები და ქერქები კანზე
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები - გვერდითი ეფექტები, რომლებიც ვლინდება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში:
აღწერილია ალერგია ტრეტინოინის შემცველ პრეპარატებთან კონტაქტის დროს.
გვერდითი ეფექტის გამოვლენის, ან რომელიმე გვერდითი ეფექტის გაუარესების შემთხვევაში, ან თუ გაწუხებთ ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის მოცემული ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ ექიმს.
გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ აცნობოთ ჯანდაცვის სამინისტროს, ამისათვის გადადით ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდის (www.health.gov.il) მთავარ გვერდზე განთავსებული ბმულზე „დააფიქსირეთ ინფორმაცია მედიკამენტურ მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების შესახებ“, რომელიც გადაგიყვანთ გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის შესავსებ ონლაინ ფორმაზე, ან გადადით შემდეგ ბმულზე https://sideeffects.health.gov.il
- პრეპარატის შენახვის პირობები
მოერიდეთ მოწამვლას! აღნიშნული პრეპარატი და ნებისმიერი სხვა პრეპარატი უნდა შეინახოთ დახურულ, ბავშვებისა და/ან ჩვილებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ მოახდინოთ ღებინების პროვოცირება ექიმის მკაფიო მითითების გარეშე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
პრეპარატის გამოყენება დასაშვებია გახსნიდან ორი თვის განმავლობაში.
- სხვა ინფორმაცია
აქტიური ინგრედიენტის გარდა, პრეპარატი ასევე შეიცავს:
რეტ-ავიტი კრემი:
ოლეინის მჟავას დეცილეთერი, ცეტოსტეარილის სპირტი, გლიცეროლის მონოსტეარატი SE, სორბიტოლის ხსნარი 70%, ცეტომაკროგოლი 1000, ლანოლინი უწყლო, დიმეთიკონი 350, სორბინის მჟავა, ბუტილირებული ჰიდროქსიტოლუოლი (BHT), კალიუმის სორბატი, გასუფთავებული წყალი
რეტ-ავიტი გელი:
გასუფთავებული წყალი, კრემოფორი RH 40, იზოპროპილის სპირტი, სოფტიგენი 767, კარბომერი 980, ბუტილირებული ჰიდროქსიტოლუოლი, მეთილ ჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილ ჰიდროქსიბენზოატი, მარილმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი.
როგორია პრეპარატი გარეგნულად და რა შედის შეფუთვაში:
რეტ-ავიტი გელი: გამჭვირვალე, მოყვითალო გელი დამახასიათებელი სუნით.
რეტ-ავიტი კრემი: ერთგვაროვანი, მოყვითალო ემულსია დამახასიათებელი სუნით.
შეფუთვაში მოთავსებულია 7 ან 20 გრამიანი ტუბი. შეფუთვის ყველა ზომა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.
მწარმოებლის და სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის დასახელება და მისამართი:
სითიეს ქემიქალ ინდასტრიზ ლტდ (CTS Chemical Industries Ltd.), ჰაკიდმას ქ. 3, კირიათ მალაჩი.
აღნიშნული ფურცელი-ჩანართის ფორმატი განისაზღვრა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და მისი შინაარსი შემოწმდა და დამტკიცდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2013 წლის ივნისში და განახლდა ჯანდაცვის სამინისტროს მითითების შესაბამისად 2020 წლის ნოემბერში.
პრეპარატის რეგისტრაციის ნომერი ჯანდაცვის სამინისტროს წამლის ეროვნულ რეესტრში:
რეტ-ავიტი კრემი 0.05%: 33262540000
528637532067500რეტ-ავიტი კრემი 0.025%: 60202704200
რეტ-ავიტი გელი 0.05%: 33252539900
რეტ-ავიტი გელი 0.025%: 60212704500
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


