რეტომინი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას სილდენაფილს, რომელიც მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით ფოსფოდიესთერაზა მე-5 ტიპის (ფდე5) ინჰიბიტორები. რეტომინი აქვეითებს ფილტვებში არტერიულ წნევას ფილტვებში სისხლძარღვების გაფართოების გზით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- სილდენაფილი (sildenafil)
- ფორმა და შეფუთვა
- ფხვნილი 10მგ/მლ 112მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად თაფლისფერი მინის ბოთლი №1 საზომი ჭიქით და საზომი შპრიცით
- მწარმოებელი
- NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- უროლოგიური საშუალებები, ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატები
- ATC კოდი
- G04BE03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042709
- რეგისტრირებულია
- 30 იანვარი 2025, მოქმედებს 30 იანვარი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S (თურქეთი)
- განმცხადებელი
- სოფია შუბლაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
რეტომინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რეტომინი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას სილდენაფილს, რომელიც მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით ფოსფოდიესთერაზა მე-5 ტიპის (ფდე5) ინჰიბიტორები.
რეტომინი აქვეითებს ფილტვებში არტერიულ წნევას ფილტვებში სისხლძარღვების გაფართოების გზით.
რეტომინი გამოიყენება მოზრდილი პაციენტების და 1-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდების სამკურნალოდ ფილტვებში სისხლძარღვებში მაღალი არტერიული წნევით (პულმონარული არტერიული ჰიპერტენზია).
მიღების წესი და დოზირება
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის მითითებების ზუსტად დაცვით. ნებისმიერ საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილთათვის რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ-ს სამჯერ დღეში (მიიღება 6-8 საათის ინტერვალით) საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
1-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს (1 მლ პერორალური სუსპენზია) სამჯერ დღეში 20 კგ ან ნაკლები წონის ბავშვებსა და მოზარდებისთვის ან 20 მგ-ს (2 მლ პერორალური სუსპენზია) სამჯერ დღეში 20 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებსა და მოზარდებისთვის, რომელიც მიიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ბავშვებში უფრო მაღალი დოზები არ გამოიყენება.
გამოყენებამდე პერორალური სუსპენზია კარგად უნდა შეანჯღრიოთ სულ მცირე 10 წამის განმავლობაში.
პერორალური სუსპენზიის განზავების ინსტრუქცია
რეკომენდებულია, რომ თქვენმა ფარმაცევტმა მოახდინოს პერორალური სუსპენზიის განზავება (მომზადება) თქვენთვის მიცემამდე.
განზავებულ პერორალურ სუსპენზიას აქვს სითხის ფორმა. თუ ფხვნილი არ არის განზავებული, პერორალური სუსპენზიის განზავებისთვის დაიცავით ქვემოთ მოცემული ინსტრუქცია.
მითითება: მიუხედავად თქვენ მიერ მისაღები დოზისა, ბოთლის შიგთავსის განზავებისთვის გამოსაყენებელი წყლის საერთო მოცულობა შეადგენს 90 მლ (3x30 მლ).
- დააჭირეთ ბოთლს ისე, რომ გადმოიყაროს ფხვნილი.
- მოხსენით თავსახური.
- შეავსეთ 30 მლ წყალი საზომ ჭიქაში (მოთავსებულია კოლოფში) ნიშნულამდე, შემდეგ ჩაასხით წყალი ბოთლში. ჭიქის საშუალებით კიდევ 30 მლ წყალი დაამატეთ ბოთლში (ნახატი 1).
9271059055
ნახატი 1
- გაუკეთეთ თავსახური და კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი სულ მცირე 30 წამის განმავლობაში (ნახატი 2).
7620146685
ნახატი 2
- მოხსენით თავსახური.
- ჭიქის საშუალებით კიდევ 30 მლ წყალი დაამატეთ ბოთლში. მიუხედავად თქვენ მიერ მისაღები დოზისა, საერთო ჯამში ყოველთვის უნდა დაამატოთ 90 მლ (3x30 მლ) წყალი (ნახატი 3).
92075013335
ნახატი 3
- გაუკეთეთ თავსახური და კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი სულ მცირე 30 წამის განმავლობაში (ნახატი 4).
762050800
ნახატი 4
- მოხსენით თავსახური.
- მოათავსეთ ბოთლის ადაპტორი ბოთლის ყელში (როგორც ნაჩვენებია ქვემოთ, მე-5 ნახატზე). ადაპტორი განკუთვნილია იმისათვის, რომ პრეპარატი ამოიღოთ ბოთლიდან პერორალური დოზირებული შპრიცის საშუალებით. გაუკეთეთ თავსახური ბოთლს.
762036830
ნახატი 5
- მიუთითეთ განზავებული პერორალური სუსპენზიის ვარგისობის ვადა ბოთლის ეტიკეტზე (განზავებული პერორალური სუსპენზიის ვარგისობის ვადა შეადგენს 30 დღეს განზავების დღიდან). ამ ვადის გასვლის შემდეგ ნებისმიერი გამოუყენებელი პერორალური სუსპენზია უნდა განადგურდეს ან დაბრუნებული იქნას ფარმაცევტისთვის.
გამოყენების ინსტრუქცია
თქვენი ფარმაცევტისგან მიიღებთ რეკომენდაციას, როგორ გაზომოთ პრეპარატის დოზა შეფუთვაში წარმოდგენილი პერორალური დოზირებული შპრიცის საშუალებით. პირველად განზავების შემდეგ პერორალური სუსპენზია მიიღება მხოლოდ პერორალური დოზირებული შპრიცის გამოყენებით, რომელიც წარმოდგენილია თითოეულ კოლოფში. პერორალური სუსპენზიის გამოყენებამდე იხილეთ ქვემოთ მოცემული ინსტრუქცია.
- გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ განზავებული პერორალური სუსპენზიის დახურული ბოთლი სულ მცირე 10 წამის განმავლობაში. მოხსენით თავსახური (ნახატი 6).
7620170815
ნახატი 6
- მოათავსეთ ბოთლი ვერტიკალურ მდგომარეობაში, სწორ ზედაპირზე, ჩასვით პერორალური დოზირების შპრიცის თავი ადაპტორში (ნახატი 7).
109347081915
ნახატი 7
- დაიჭირეთ ბოთლი თავით ქვემოთ პერორალური დოზირების შპრიცთან ერთად. ფრთხილად გადაწიეთ პერორალური დოზირების შპრიცის დგუში თქვენთვის სასურველი დოზის ნიშნულზე (1 მლ-ის ამოღება მოგცემთ 10 მგ დოზას, 2 მლ-ის ამოღება მოგცემთ 20 მგ დოზას). ზუსტი დოზის გასაზომად დგუშის თავი ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს პერორალური დოზირების შპრიცის ნიშნულს (ნახატი 8).
762043815
\
ნახატი 8
- თუ ჩანს დიდი ბუშტუკები, მსუბუქად დააჭირეთ დგუშს შპრიცში. ამ მოქმედებით პრეპარატი გადავა ბოთლში. კვლავ გაიმეორეთ მე-3 ეტაპი.
- დაიჭირეთ ბოთლი ვერტიკალურ მდგომარეობაში პერორალური დოზირების შპრიცთან ერთად. ამოიღეთ პერორალური დოზირების შპრიცი ბოთლიდან.
- მოათავსეთ პერორალური დოზირების შპრიცის თავი პირში. მიმართეთ პერორალური დოზირების შპრიცის თავი ლოყების შიდა მხარეს. ნელა დააჭირეთ პერორალური დოზირების შპრიცის დგუშს. არ მოახდინოთ პრეპარატის სწრაფად გამოშვება. თუ პრეპარატს ბავშვს აძლევთ, პრეპარატის მიცემამდე დარწმუნდით, რომ ბავშვი არის მჯდომარე პოზიციაში ან სწორად გიჭირავთ (ნახატი 9).
7620138430
ნახატი 9
- გაუკეთეთ თავსახური ბოთლს, დატოვეთ ადგილზე ბოთლის ადაპტორი. გარეცხეთ პერორალური დოზირების შპრიცი ქვემოთ მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად.
შპრიცის გარეცხვა და შენახვა:
- შპრიცი უნდა გაირეცხოს თითოეული დოზის მიღების შემდეგ. ამოიღეთ დგუში შპრიციდან და გარეცხეთ წყლით ორივე ნაწილი.
- გააშვრეთ ორივე ნაწილი. დგუში დაამაგრეთ შპრიცში. შეინახეთ პრეპარატთან ერთად სუფთა უსაფრთხო ადგილზე.
თუ მიიღეთ რეტომინის საჭიროზე მეტი დოზა
არ მიიღოთ პრეპარატის ექიმის მიერ დანიშნულზე მეტი დოზა.
თუ მიიღეთ პრეპარატის დანიშნულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. დანიშნულზე მეტი რეტომინის მიღებისას შეიძლება გაიზარდოს ცნობილი გვერდითი მოვლენების რისკი.
თუ დაგავიწყდათ რეტომინის მიღება
თუ დაგავიწყდათ რეტომინის დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ, შემდეგ გააგრძელეთ თქვენი პრეპარატის მიღება ჩვეულებრივი გრაფიკით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
თუ შეწყვიტეთ რეტომინის მიღება
რეტომინით მკურნალობის მოულოდნელად შეწყვეტა შეიძლება იწვევდეს თქვენი სიმპტომების დამძიმებას. არ შეწყვიტოთ რეტომინის მიღება ექიმის რჩევის გარეშე. თქვენმა ექიმმა შეიძლება შეგიმციროთ დოზა სრულად შეწყვეტამდე რამდენიმე დღის განმავლობაში.
მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ ხართ ალერგიული სილდენაფილის ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში).
თუ იღებთ პრეპარატებს, რომლებიც შეიცავს ნიტრატებს, ან აზოტის ოქსიდის დონორებს, როგორიცაა ამილის ნიტრატები („პოპერები“). ეს პრეპარატები ხშირად გამოიყენება გულ-მკერდის არეში ტკივილის (ან „სტენოკარდიის“) შემსუბუქებისთვის. რეტომინმა შეიძლება ძალიან გაზარდოს ამ პრეპარატების ეფექტი. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ნებისმიერ მითითებულ პრეპარატს. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ იღებთ რიოციგუატს. ეს პრეპარატი გამოიყენება ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის (ანუ, ფილტვებში მაღალი არტერიული წნევა) და ფილტვის ქრონიკული თრომბოემბოლური ჰიპერტენზიის (ანუ, ფილტვებში მაღალი არტერიული წნევა თრომბის წარმოქმნის შედეგად) სამკურნალოდ. ნაჩვენებია, რომ ფდე5 ინჰიბიტორები, როგორიცაა რეტომინი, ზრდის ამ პრეპარატის ჰიპოტენზიურ მოქმედებას. თუ იღებთ რიოციგუატს, ან არ ხართ დარწმუნებული რაიმე საკითხზე, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
თუ ახლახანს გადატანილი გაქვთ ინსულტი, გულის შეტევა, გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება ან ძალიან დაბალი არტერიული წნევა (<90/50 მმ ვწყ. სვ.).
თუ იღებთ სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატს, როგორიცაა კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი, ასევე რიტონავირის შემცველ პრეპარატებს (აივ-ისთვის)
თუ გაქვთ მხედველობის დაკარგვის ანამნეზი თვალში ნერვისკენ სისხლის მიწოდების დარღვევის გამო, რასაც ეწოდება არაარტერიული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათია.
სიფრთხილის ზომები
რეტომინის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ:
გაქვთ დაავადება, რომელიც გამოწვეულია ფილტვებში ვენების გაჭედვით ან შევიწროებით, და არა არტერიის გაჭედვით ან შევიწროებით.
გაქვთ გულის მძიმე პრობლემა.
გაქვთ გულის, როგორც ტუმბოს, ფუნქციის პრობლემა.
გაქვთ მაღალი არტერიული წნევა ფილტვების სისხლძარღვებში.
გაქვთ დაბალი არტერიული წნევა მოსვენების მდგომარეობაში.
ორგანიზმმა დაკარგა დიდი რაოდენობის სითხე (დეჰიდრატაცია), რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ძლიერი ოფლიანობის ან არასაკმარისი სითხის მიღების შემთხვევაში. ეს შეიძლება აღინიშნოს შეუძლოდ ყოფნის შემთხვევაში, რასაც თან ახლავს ცხელება, ღებინება ან დიარეა.
გაქვთ თვალის იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება (პიგმენტური რეტინიტი).
გაქვთ სისხლის წითელი უჯრედების (ნამგლისებრ-უჯრედოვანი ანემია), სისხლის უჯრედების კიბო (ლეიკემია), ძვლის ტვინის კიბო (მრავლობითი მიელომა), ან სასქესო ასოს ნებისმიერი დაავადება ან დეფორმაცია.
ამჟამად გაქვთ კუჭის წყლული, სისხლდენის დარღვევა (როგორიცაა ჰემოფილია), ან ცხვირიდან სისხლდენით გამოწვეული პრობლემები.
იღებთ ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატებს.
მამაკაცებში ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ გამოყენებისას, ფდე5 ინჰიბიტორებთან, მათ შორის სილდენაფილთან დაკავშირებით აღინიშნა უცნობი სიხშირის შემდეგი გვერდითი მოვლენები მხედველობის მხრივ: ერთ ან ორივე თვალში მხედველობის ნაწილობრივ, მოულოდნელი, დროებითი ან მუდმივი დაქვეითება ან დაკარგვა.
თუ აღგენიშნებათ მხედველობის მოულოდნელად დაქვეითება ან დაკარგვა, შეწყვიტეთ რეტომინის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს (იხ. ასევე, პარაგრაფი 4).
მამაკაცებში სილდენაფილის მიღების ფონზე აღინიშნა გახანგრძლივებული და ზოგჯერ მტკივნეული ერექცია. თუ გაქვთ ერექცია, რომელიც უწყვეტად გრძელდება 4 საათზე მეტხანს, შეწყვიტეთ რეტომინის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს (იხ. ასევე, პარაგრაფი 4).
სიფრთხილის სპეციალური ზომები თირკმელების ან ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტებისათვის
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის პრობლემები, რადგან შეიძლება საჭირო იყოს თქვენი დოზის კორექტირება.
ბავშვები
რეტომინი არ უნდა მისცეთ 1 წლამდე ასაკის ბავშვებს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.
პრეპარატებს, რომლებიც შეიცავს ნიტრატებს, ან აზოტის ოქსიდის დონორებს, როგორიცაა ამილის ნიტრატები („პოპერები“). ეს პრეპარატები ხშირად გამოიყენება სტენოკარდიის ან „გულ-მკერდის არეში ტკივილის“ შემსუბუქებისთვის (იხ. პარაგრაფი 2 „რეტომინის მიღებამდე“).
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ უკვე იღებთ რიოციგუატს.
პულმონარული ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალებები (მაგალითად, ბოსენტანი, ილოპროსტი).
კრაზანას პრეპარატები (მცენარეული სამკურნალო საშუალება), რიფამპიცინი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ), კარბამაზეპინი, ფენიტოინი და ფენობარბიტალი (გამოიყენება, მათ შორის, ეპილეფსიის სამკურნალოდ).
სისხლის გამათხელებელი პრეპარატები (მაგალითად, ვარფარინი), თუმცა ეს არ იწვევს რაიმე გვერდით მოქმედებას.
პრეპარატები, რომლებიც შეიცავს ერითრომიცინს, კლარითრომიცინს, ტელითრომიცინს (ეს არის ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება გარკვეული ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ), საკვინავირი (აივ-ისთვის) ან ნეფაზოდონი (დეპრესიის სამკურნალოდ), რადგან შეიძლება საჭირო იყოს თქვენი დოზის კორექტირება.
ალფა-ბლოკერების მიღება (მაგალითად, დოქსაზოზინი) მაღალი არტერიული წნევის ან წინამდებარე ჯირკვლის პრობლემების სამკურნალოდ, რადგან ორი პრეპარატის კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს დაბალი არტერიული წნევის სიმპტომები (მაგალითად, თავბრუსხვევა, გონების დაკარგვის წინა მდგომარეობა).
პრეპარატები, რომლებიც შეიცავს საკუბიტრილს/ვალსარტანს, გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ.
რეტომინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
რეტომინით მკურნალობის პერიოდში არ მიიღოთ გრეიფრუტის წვენი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. რეტომინი არ უნდა გამოიყენოთ ორსულობის პერიოდში უკიდურესი აუცილებლობის გარეშე.
რეტომინი არ გამოიყენება შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალებში, რომლებიც არ იყენებენ სათანადო კონტრაცეფციას.
რეტომინი გამოიყოფა დედის რძეში ძალიან დაბალი კონცენტრაციით და არ არის მოსალოდნელი, რომ ზიანს მიაყენებს თქვენს ბავშვს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
რეტომინმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და გავლენა იქონიოს მხედველობაზე. სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დაწყებამდე შეამოწმეთ როგორია თქვენი რეაქცია პრეპარატზე.
რეტომინი შეიცავს სორბიტოლს
რეტომინის 10 მგ/მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის 1 მლ განზავებული პერორალური სუსპენზია შეიცავს 246,48 მგ სორბიტოლს.
სორბიტოლი არის ფრუქტოზის წყარო. თუ თქვენი ექიმისგან თქვენთვის ცნობილი, რომ თქვენ (ან თქვენს ბავშვს) გაქვთ აუტანლობა გარკვეული შაქრის მიმართ ან დაგიდგინდათ ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობა, იშვიათი გენეტიკური დარღვევა, როდესაც ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ფრუქტოზის დაშლა, მიმართეთ თქვენს ექიმს თქვენ (ან თქვენი ბავშვის) მიერ მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე.
რეტომინი შეიცავს ნატრიუმის ბენზოატს
რეტომინის 10 მგ/მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის 1 მლ განზავებული პერორალური სუსპენზია შეიცავს 0,93 მგ ნატრიუმის ბენზოატს. ნატრიუმის ბენზოატმა შეიძლება გაზარდოს ნივთიერების დონე, რომელსაც ეწოდება ბილირუბინი. ბილირუბინის მაღალი დონე იწვევს სიყვითლეს (კანის და თვალების გაყვითლება) და შეიძლება ასევე იწვევდეს ტვინის დაზიანებას (ენცეფალოპათიას) ახალშობილებში (4 კვირამდე ასაკის).
რეტომინი შეიცავს ნატრიუმს
რეტომინის 10 მგ/მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის 1 მლ განზავებული პერორალური სუსპენზია შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად “არ შეიცავს ნატრიუმს“.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი შემდეგი გვერდითი მოქმედება, უნდა შეწყვიტოთ რეტომინის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ ექიმს (ასევე, იხილეთ პარაგრაფი 2):
თუ აღგენიშნებათ მხედველობის მოულოდნელად დაქვეითება ან დაკარგვა (სიხშირე უცნობია)
თუ გაქვთ ერექცია, რომელიც 4 საათზე მეტხანს გრძელდება. ხანგრძლივი და ზოგჯერ მტკივნეული ერექცია აღინიშნა მამაკაცებში სილდენაფილის მიღების შემდეგ (სიხშირე უცნობია).
მოზრდილები
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს) იყო თავის ტკივილი, სახეზე წამოხურება, მოუნელებლობა, დიარეა და ტკივილი ხელებისა და ფეხების არეში.
ხშირ გვერდით მოვლენებს (შეიძლება აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს) მოიცავდა: კანქვეშა ინფექცია, გრიპის მსგავსი სიმპტომები, სინუსების ანთება, სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია), სითხის შეკავება, დაძინების გაძნელება, მოუსვენრობა, შაკიკი, კანკალი, “ჩხვლეტისა და დაბუჟების“ მსგავსი მგრძნობელობა, წვის შეგრძნება, შეხების გრძნობის დაქვეითება, სისხლდენა თვალის უკანა ნაწილში, ეფექტები მხედველობის მხრივ, არამკვეთრი მხედველობა და მგრძნობელობა სინათლის მიმართ, ეფექტები ფერთა აღქმაზე, თვალის გაღიზიანება, სისხლჩაქცევები თვალში/წითელი თვალები, თავბრუსხვევა, ბრონქიტი, სისხლდენა ცხვირიდან, სურდო, ხველა, ცხვირის გაჭედვა, კუჭის ანთება, გასტროენტერიტი, გულძმარვა, ბუასილი, დაჭიმულობა მუცლის არეში, სიმშრალე პირის ღრუში, თმის ცვენა, კანის სიწითლე, ოფლიანობა ღამით, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი და სხეულის ტემპერატურის მომატება.
არახშირ გვერდით მოქმედებებს (შეიძლება აღენიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს) მოიცავდა: მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, გაორებული მხედველობა, უჩვეულო მგრძნობელობა თვალში, სისხლდენა სასქესო ასოდან, სისხლის არსებობა თესლში ან/და შარდში, და მკერდის გადიდება მამაკაცებში.
კანზე გამონაყარი, სმენის მოულოდნელად დაქვეითება ან დაკარგვა და არტერიული წნევის დაქვეითება აღინიშნა უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით სიხშირე შეფასებას არ ექვემდებარება).
ბავშვები და მოზარდები
შემდეგი მძიმე არასასურველი მოვლენები აღინიშნება ხშირად (შეიძლება აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს): პნევმონია, გულის უკმარისობა, გულის მარჯვენამხრივი უკმარისობა, გულის დაავადებების თანმხლები შოკი, მაღალი არტერიული წნევა ფილტვებში, ტკივილი გულ-მკერდის არეში, გონების დაკარგვა, რესპირატორული ინფექციები, ბრონქიტი, ვირუსული ინფექციები კუჭ-ნაწლავის არეში, საშარდე გზების ინფექციები და კბილის კარიესი.
შემდეგი მძიმე არასასურველი მოვლენები განიხილებოდა, როგორც მკურნალობასთან დაკავშირებული, და იშვიათად აღინიშნებოდა (შეიძლება აღენიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს), ალერგიული რეაქციები (როგორიცაა კანზე გამონაყარი, სახის, ტუჩების და ენის შეშუპება, ხიხინი, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება), კრუნჩხვა, არარეგულარული გულისცემა, სმენის დაქვეითება, ქოშინი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთება, სასუნთქი გზების დაზიანებით გამოწვეული ხიხინი.
ძალიან ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს) იყო თავის ტკივილი, ღებინება, ყელის ანთება, ცხელება, დიარეა, გრიპი და სისხლდენა ცხვირიდან.
ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს) იყო გულისრევა, გაზრდილი ერექცია, პნევმონია და სურდო.
ჭარბი დოზა
ჯანმრთელ მოხალისეებში 800 მგ-მდე დოზის ერთჯერადად მიღებისას ჩატარებულ კვლევებში არასასურველი რეაქციები იყო ისეთი არასასურველი მოვლენების მსგავსი, რომლებიც აღინიშნა პრეპარატის უფრო დაბალი დოზის მიღებისას, მაგრამ მათი განვითარების სიხშირე და სიმძიმის ხარისხი გაიზარდა. 200 მგ ერთჯერადი დოზის გამოყენებისას არასასურველი რეაქციების (თავის ტკივილი, წამოხურება, თავბრუსხვევა, დისპეფსია, ცხვირის გაჭედვა და მხედველობის დარღვევა) განვითარების შემთხვევები იყო გახშირებული.
დოზის გადაჭარბებისას, თუ საჭიროა, მიმართავენ სტანდარტულ შემანარჩუნებელ ზომებს. კლირენსის დაჩქარება თირკმლის დიალიზის დროს ნაკლებსავარაუდოა, რადგან სილდენაფილი მაღალი ხარისხით უკავშირდება პლაზმის ცილებს და არ გამოიყოფა შარდში.
შემადგენლობა
რეტომინის შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება არის სილდენაფილი (სილდენაფილის ციტრატის სახით).
განზავების შემდეგ პერორალური სუსპენზიის თითოეული მლ შეიცავს 10 მგ სილდენაფილს (ციტრატის სახით).
განზავებული პერორალური სუსპენზიის ერთი ბოთლი (112 მლ) შეიცავს 1.12 გ სილდენაფილს (ციტრატის სახით).
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის: სორბიტოლი P100T, ლიმონმჟავა უწყლო, სუკრალოზა, ტრინატრიუმ ციტრატ დიჰიდრატი, ქსანტანის გუმფისი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ნატრიუმის ბენზოატი (E211), სილიციუმი, კოლოიდური უწყლო; მარწყვის არომატიზატორი.
რეტომინის აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი
რეტომინი გამოდის თეთრიდან მოთეთრო ფერის ფხვნილის სახით პერორალური სუსპენზიისთვის, რაც წყალში განზავების შემდეგ უზრუნველყოფს არომატიზებული პერორალური სუსპენზიის მიღებას.
125 მლ 28 პპ თაფლისფერი მინის ერთი ბოთლი ბავშვების მიერ გახსნისგან დამცავი თეთრი ფერის პლასტმასის თავსახურით, რომელიც შეიცავს 32.27 გ ფხვნილს პერორალური სისპენზიისთვის.
ერთხელ განზავების შემდეგ ბოთლი შეიცავს 112 მლ პერორალურ სუსპენზიას, რომელთაგან 90 მლ განკუთვნილია დოზირებისთვის და მიღებისთვის.
შეფუთვის ზომა: 1 ბოთლი.
თითოეული შეფუთვა ასევე შეიცავს პოლიპროპილენის საზომ ჭიქას (გრადუირებული 30 მლ ნიშნულებით) პოლიპროპილენის პერორალური დოზირების შპრიცს (3 მლ) მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის დგუშით და დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის მასალით დამზადებული, ბოთლის ყელში ჩასადგმელი ადაპტორით.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შენახვის პირობები
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
მოცემული პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბოთლზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ფხვნილი
არ შეინახოთ 30˚C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
განზავებული პერორალური სუსპენზია
შეინახეთ 30˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ან მაცივარში 2-8˚C-ზე. არ გაყინოთ. განზავებიდან 30 დღის შემდეგ დარჩენილი ნებისმიერი რაოდენობის პერორალური სუსპენზია უნდა განადგურდეს.
არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს რჩევისთვის უსარგებლო პრეპარატების გაუვნებელყოფასთან დაკავშირებით. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო ჰიპოტენზიური საშუალებები.
ათქ კოდი: G04BE03
მოქმედების მექანიზმი
სილდენაფილი წარმოადგენს ციკლური გუანოზინმონოფოსფატის (ცგმფ), სპეციფიკური ფოსფოდიესთერაზა 5-ის (ფდე5), მძლავრ და სელექციური ინჰიბიტორს, ფერმენტს, რომელიც პასუხისმგებელია ცგმფ-ის დაშლაზე. სასქესო ასოს მღვიმოვან სხეულში ამ ფერმენტის არსებობის გარდა, ფდე5 ასევე არსებობს ფილტვის სისხლძარღვოვან კალაპოტში. შესაბამისად, სილდენაფილი ზრდის ცგმფ დონეს ფილტვის სისხლძარღვების გლუვკუნთოვან უჯრედებში, რაც იწვევს მათ მოდუნებს. ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ეს შეიძლება იწვევდეს ვაზოდილატაციას ფილტვის სისხლძარღვოვან კალაპოტში, და ნაკლები ხარისხით ვაზოდილატაციას სისტემურ ცირკულაციაში.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ სილდენაფილი სელექციურია ფდე-5-ის მიმართ. მისი აქტივობა ფდე-5-ის მიმართ აღემატება აქტივობას სხვა ცნობილი ფოსფოდიესთერაზების მიმართ. ის 10-ჯერ უფრო სელექციურია ფდე-6-ის მიმართ, რომელიც მონაწილეობს ბადურაში ფოტოგარდაქმნის პროცესში. სილდენაფილი 80-ჯერ უფრო სელექციურია ფდე-1-ის მიმართ და 700-ჯერ მეტად – ფდე-2, 3, 4, 7, 8, 9, 10 და 11-ის მიმართ. გარდა ამისა, სილდენაფილის სელექციურობა ფდე-5-ის მიმართ დაახლოებით 4000-ჯერ აღემატება მის სელექციურობას ფდე-3-ის - ცამფ-სპეციფიკური ფოსფოდიესთერაზას მიმართ, რომელიც მონაწილეობს გულის შეკუმშვათა რეგულაციაში.
სილდენაფილი იწვევს სისტემური არტერიული წნევის მსუბუქ და დროებით დაქვეითებას.
პაციენტებმა, რომლებიც იღებდნენ სილდენაფილის ყველა დოზას, მიაღწიეს ფილტვის არტერიული წნევის (mPAP) და ფილტვის სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობის (PVR) საშუალო მნიშვნელობის სტატისტიკურად მნიშვნელოვან დაქვეითებას, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით. პლაცებოს მიმართ დაკორექტირებული მკურნალობის ეფექტი mPAP-ის შემთხვევაში შეადგენდა -2,7 მმ ვწყ. სვ. (p=0.04), -3.0 მმ ვწყ. სვ. (p=0.01) და - 5.1 მმ ვწყ. სვ. (p<0.0001), შესაბამისად სამჯერ დღე-ღამეში 20 მგ, 40 მგ და 80 მგ სილდენაფილისთვის. პლაცებოს მიმართ დაკორექტირებული PVR-ის შემთხვევაში შეადგენდა - 178 დინი.წ/სმ5 (p=0.0051), - 195 დინი.წ/სმ5 (p=0.0017) და -320 დინი.წ/სმ5 (p<0.0001) შესაბამისად სამჯერ დღე-ღამეში 20 მგ, 40 მგ და 80 მგ სილდენაფილისთვის. პროცენტული შემცირება მე-12 კვირას
ხანგრძლივი მონაცემები გადარჩენის შესახებ პოპულაციაში, რომელსაც არ უტარდებოდა მკურნალობა
ძირითად კვლევაში ჩართულ პაციენტებს მიეცათ ღია, ხანგრძლივ, გაფართოებულ კვლევაში მონაწილეობის უფლება. 3 წლის შემდეგ პაციენტების 87% იღებდა პრეპარატს დოზით 80 მგ სამჯერ დღე-ღამეში. სულ 207 პაციენტი იღებდა სილდენაფილს ძირითადი კვლევის ფარგლებში, და ხანგრძლივი მონაცემები მათი გადარჩენის შესახებ შეფასდა სულ მცირე 3 წლის განმავლობაში. ამ პოპულაციაში, 1, 2 და 3 წლიანი გადარჩენის მაჩვენებლის შეფასება კაპლან-მაიერის კლასიფიკაციის მიხედვით შეადგენდა შესაბამისად, 96%, 91% და 82%-ს. ჯანმოს კლასიფიკაციით II ფუნქციური კლასის პაციენტების გადარჩენის მაჩვენებელი საწყის დონეზე 1, 2 და 3 წლის შემდეგ შეადგენდა შესაბამისად 99%, 91% და 84%-ს, ჯანმოს კლასიფიკაციით III ფუნქციური კლასის პაციენტების გადარჩენის მაჩვენებელი საწყის დონეზე შესაბამისად 94%, 90% და 81%-ს.
ეფექტიანობა ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის მქონე მოზრდილ პაციენტებში (ეპოპროსტენოლთან კომბინაციაში გამოყენებისას)
ჩატარდა რანდომიზებული ორმაგად ბრმა პლაცებო-კონტროლირებული კვლევა ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის მქონე 267 პაციენტის მონაწილეობით, რომელთა მდგომარეობა დასტაბილურდა ინტრავენური ეპოპროსტენოლით. ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში იყვნენ პაციენტები ფილტვის პირველადი არტერიული ჰიპერტენზიით (212/267, 79%) და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებით გამოწვეული ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიით (55/267, 21%). პაციენტების უმრავლესობა ჯანმოს კლასიფიკაციით მიეკუთვნებოდა II (68/267, 26 %) ან III (175/267, 66 %) ფუნქციურ კლასს; პაციენტების მცირე რაოდენობა მიეკუთვნებოდა I (3/267, 1 %) ან IV (16/267, 6 %) კლასს საწყის დონეზე; რამდენიმე პაციენტში (5/267, 2 %) ჯანმოს ფუნქციური კლასი ცნობილი არ იყო. პაციენტები რანდომიზებული იყვნენს პლაცებოს ან სილდენაფილის (ფიქსირებული ტიტრაცია საწყისი დოზით 20 მგ, 40 მგ და შემდეგ 80 მგ, სამჯერ დღე-ღამეში, დოზის ასატანობის მიხედვით) ინტრავენურ ეპოპროსტენოლთან კომბინაციაში გამოყენებისას.
ხანგრძლივი მონაცემები გადარჩენის შესახებ ეპოპროსტენოლით მკურნალობის ზოგად კვლევაში
პაციენტებმა, რომლებიც ჩართული იყვნენ ეპოპროსტენოლით დამატებითი თერაპიის კვლევაში, მიიღეს ხანგრძლივ გაფართოებულ კვლევაში მონაწილეობის უფლება. 3 წლის შემდეგ პაციენტების 68% იღებდა დოზას 80 მგ სამჯერ დღე-ღამეში. საწყის კვლევაში სილდენაფილით მკურნალობა უტარდებოდა 134 პაციენტს, და მათი გადარჩენის ხანგრძლივი მონაცემები შეფასდა სულ მცირე 3 წლის განმავლობაში. ამ პოპულაციაში, 1, 2 და 3 წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი კაპლან-მაიერის კლასიფიკაციის მიხედვით შეადგენდა შესაბამისად, 92%, 81% და 74%-ს.
ეფექტიანობა და უსაფრთხოება ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის მქონე მოზრდილ პაციენტებში (ბოზენტანთან კომბინაციაში გამოყენებისას)
ჩატარდა რანდომიზებული ორმაგად ბრმა პლაცებო-კონტროლირებული კვლევა ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის მქონე 103 კლინიკურად სტაბილური პაციენტის მონაწილეობით (ჯანმოს კლასიფიკაციით II და III ფუნქციური კლასი), რომლებსაც უტარდებოდათ ბოზენტანით მკურნალობა სულ მცირე სამი თვის განმავლობაში. ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში იყვნენ პაციენტები ფილტვის პირველადი არტერიული ჰიპერტენზიით და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებებით გამოწვეული ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიით. პაციენტები რანდომიზებული იყვნენ პლაცებოს ან ბოზენტანთან კომბინაციაში (62.5-125 მგ ორჯერ დღე-ღამეში) სილდენაფილის ჯგუფში (20 მგ სამჯერ დღე-ღამეში). ეფექტიანობის პირველადი საბოლოო წერტილი იყო 6 წუთიანი სიარულის მანძილის (6MWD) მაჩვენებლის შეცვლა საწყის მაჩვენებელთან შედარებით მე-12 კვირას. შედეგები არ მიუთითებს მნიშვნელოვან სხვაობაზე 6MWD მაჩვენებლის, საწყის მაჩვენებელთან შედარებით, საშუალო ცვლილების თვალსაზრისით შესაბამისად სილდენაფილისა (20 მგ სამჯერ დღე-ღამეში) და პლაცებოს (შესაბამისად, 13,62 მ (95% ს/ი: -3,89 - 31,12) და 14,08 მ (95% ს/ი: - 1,78 - 29,95) ჯგუფებს შორის.
ზოგადად, არასასურველი მოვლენები მსგავსი იყო მკურნალობის ორ ჯგუფს შორის (სილდენაფილი და ბოზენტანი, მხოლოდ ბოზენტანთან შედარებით) და შეესაბამებოდა სილდენაფილის უსაფრთხოების პროფილს მონოთერაპიაში გამოყენებისას (იხ. პარაგრაფები 4.4 და 4.5).
გავლენა ლეტალობის მაჩვენებელზე ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის მქონე მოზრდილ პაციენტებში
ლეტალობაზე სილდენაფილის სხვადასხვა დოზების გავლენის შემსწავლელი კვლევა ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის მქონე მოზრდილ პაციენტებში ჩატარდა მას შემდეგ, რაც პედიატიულ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სილდენაფილის მაღალ დოზას სამჯერ დღე-ღამეში, სხეულის მასიდან გამომდინარე, აღინიშნა ლეტალობის მაღალი რისკი, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ უფრო დაბალ დოზას (იხ. ქვემოთ, პედიატრიული პოპულაცია - ფილტვის არტერიული ჰიპერტენზია - ხანგრძლივი გაფართოებული კვლევა).
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
სილდენაფილი სწრაფად შეიწოვება. სისხლის პლაზმაში აღნიშნული მაქსიმალური კონცენტრაციები სილდენაფილის უზმოდ პერორალურად მიღებისას მიიღწევა 30-120 წუთში (მედიანა 60 წუთი). პერორალურად მიღებისას აბსოლუტური ბიოშეღწევადობა საშუალოდ შეადგენს 41%-ს (25-63%). დოზების 20-40 მგ დიაპაზონში სილდენაფილის პერორალურად სამჯერ დღე-ღამეში მიღების შემდეგ AUC და Cmax იზრდება დოზის პროპორციულად. სამჯერ დღე-ღამეში 80 მგ-ის პერორალურად მიღების შემდეგ აღინიშნება სისხლის პლაზმაში სილდენაფილის დონის დოზის პროპორციულზე მეტი გაზრდა. ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში სილდენაფილის პერორალური ბიოშეღწევადობა დღე-ღამეში სამჯერ 80 მგ დოზის მიღების შემდეგ საშუალოდ 43%-ით (90% ს/ი: 27%-60%) უფრო მაღალია, უფრო დაბალ დოზებთან შედარებით.
საკვებთან ერთად სილდენაფილის მიღებისას მისი შეწოვის სიჩქარე მცირდება Tmax-ის საშუალოდ 60 წუთით გაზრდით და Cmax-ის საშუალოდ 29%-ით შემცირებით, თუმცა შეწოვის სიჩქარე მნიშვნელოვნად არ იცვლებოდა (AUC შემცირდა 11%-ით).
განაწილება
წონასწორულ მდგომარეობაში სილდენაფილის განაწილების საშუალო მოცულობა (Vss) შეადგენს 105 ლ, რაც მიუთითებს მის განაწილებაზე ქსოვილებში. წონასწორულ მდგომარეობაში სისხლის პლაზმაში სილდენაფილის მაქსიმალური საერთო კონცენტრაცია პრეპარატის სამჯერ დღე-ღამეში 20 მგ დოზის პერორალურად მიღებისას შეადგენს დაახლოებით 113 ნგ/მლ. სილდენაფილი და მისი ძირითადი მოცირკულირე N-დესმეთილ-მეტაბოლიტი დაახლოებთ 96%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. კავშირი პლაზმის ცილებთან არ არის დამოკიდებული პრეპარატის საერთო კოცენტრაციაზე.
ბიოტრანსფორმაცია
ორგანიზმიდან სილდენაფილი გამოიყოფა ძირითადად ღვიძლის მიკროსომული იზოფერმენტების СYP3A4-ის (ძირითადი გზა) და СYP2С9-ის (დამატებითი გზა) საშუალებით. ძირითადი მოცირკულირე მეტაბოლიტი წარმოიქმნება სილდენაფილის N-დემეთილირების შედეგად. ამ მეტაბოლიტს გააჩნია სელექციურობის პროფილი ფოსფოდიესთერაზების მიმართ, რომელიც სილდენაფილის პროფილის ანალოგიურია, ხოლო in vitro მისი აქტივობა ფდე-5-ის მიმართ შეადგენს ძირითადი ნივთიერების აქტივობის დაახლოებით 50%-ს. N-დესმეთილ-მეტაბოლიტი ექვემდებარება შემდგომ მეტაბოლიზმს, მისი საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 4 საათს.
პაციენტებში ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიით N-დესმეთილ-მეტაბოლიტის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეადგენს სილდენაფილის კონცენტრაციის დაახლოებით 72%-ს სამჯერ დღე-ღამეში 20 მგ-ის მიღების შემდეგ (რაც მიუთითებს 36%-იან წილს სილდენაფილის ფარმაკოლოგიურ ეფექტებში). შემდგომი გავლენა ეფექტიანობაზე უცნობია.
გამოყოფა
ორგანიზმიდან სილდენაფილის საერთო კლირენსი შეადგენს 41 ლ/სთ, ნახევარგამოყოფის პერიოდი ტერმინალურ ფაზაში – 3-5 საათს. პერორალურად ან ინტრავენურად შეყვანის შემდეგ სილდენაფილი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით, ძირითადად, განავალთან ერთად (პერორალურად მიღებული დოზის დაახლოებით 80%) და მცირე ხარისხით – შარდთან ერთად (პერორალურად მიღებული დოზის დაახლოებით 13%).
ფარმაკოკინეტიკა პაციენტების განსაკუთრებულ ჯგუფებში
ხანდაზმული პირები
ხანდაზმულ ჯანმრთელ მოხალისეებში (65 წლის და უფროსი) სილდენაფილის კლირენსი დაქვეითებულია, ხოლო სილდენაფილის და აქტიური N-დესმეთილ-მეტაბოლიტის კონცენტრაცია პლაზმაში დაახლობით 90%-ით მაღალია, ვიდრე ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებში (18-45 წლის). პლაზმის ცილებთან პრეპარატის შეკავშირების ასაკობრივი სხვაობების გამო, პლაზმაში თავისუფალი სილდენაფილის კონცენტრაციის შესაბამისი მომატება დაახლოებით 40%-ს შეადგენდა.
თირკმელების უკმარისობა
თირკმელების მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი = 30-80 მლ/წთ) მქონე მოხალისეებში სილდენაფილის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მისი პერორალურად ერთჯერადი მიღებისას დოზით 50 მგ არ იცვლებოდა. თირკმელების მძიმე ხარისხის უკმარისობის მქონე მოხალისეებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) სილდენაფილის კლირენსი მცირდებოდა, რაც იწვევდა AUC და Cmax გაზრდას საშუალოდ 100%-ით და 88%-ით, თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე ამ ასაკის პაციენტების მაჩვენებლებთან შედარებით. გარდა ამისა, თირკმლების მძიმე ხარისხის უკმარისობის მქონე პირებში N-დესმეთილ-მეტაბოლიტის AUC და Cmax მნიშვნელობები მნიშვნელოვნად გაიზარდა შესაბამისად 200%-ით და 79%-ით, თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პირებთან შედარებით.
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის სიმძიმის ციროზის (კლასი A და B ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით) მქონე მოხალისეებში სილდენაფილის კლირენსი შემცირდა, რაც იწვევდა AUC (85%) და Cmax (47%) გაზრდას, ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე ამ ასაკის პაციენტების მაჩვენებლებთან შედარებით. გარდა ამისა, ციროზის მქონე პირებში N-დესმეთილ-მეტაბოლიტის AUC და Cmax მნიშვნელობები მნიშვნელოვნად გაიზარდა შესაბამისად 154%-ით და 87%-ით, ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პირებთან შედარებით. სილდენაფილის ფარმაკოკინეტიკა ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში შესწავლილი არ არის.
ფარმაკოკინეტიკა პოპულაციების მიხედვით
ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში სასაშუალო სტაბილური კონცენტრაციები 20-50%-ით უფრო მაღალი იყო სამჯერ დღე-ღამეში 20-80 მგ დოზების საკვლევ დიაპაზონში, ჯანმრთელ მოხალისეებში მიღებულ მაჩვენებლებთან შედარებით. ამ შემთხვევაში აღინიშნა Cmin ორჯერ გაზრდა, ჯანმრთელ მოხალისეებში აღნიშნულ მაჩვენებლებთან შედარებით. ორივე შედეგი მიუთითებს სილდენაფილის უფრო დაბალ კლირენსზე ან/და უფრო მაღალ პერორალურ ბიოშეღწევადობაზე ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით.
პედიატრიული პოპულაცია
პედიატრიულ კლინიკურ კვლევებში მონაწილე პაციენტებში სილდენაფილის ფარმაკოკინეტიკური პროფილის ანალიზმა აჩვენა, რომ ბავშვებში სხეულის მასა პრეპარატის ზემოქმედების კარგი განმსაზღვრელია. სისხლის პლაზმიდან სილდენაფილის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეფასდა 4.2-დან 4.4 საათის დიაპაზონში 10-დან 70 კგ-მდე სხეულის მასის შემთხვევაში და არ არის გამოვლენილი რაიმე სხვაობა, რომელიც შეიძლება კლინიკურად მნიშვნელოვანი ყოფილიყო. სილდენაფილის პერორალურად 20 მგ ერთჯერადად მიღებისას Cmax შეადგენდა 49, 104 და 165 ნგ/მლ, შესაბამისად, 70, 20 და 10 კგ მასის პაციენტებში. სილდენაფილის პერორალურად 10 მგ ერთჯერადად მიღებისას Cmax შეადგენდა 24, 53 და 85 ნგ/მლ, შესაბამისად, 70, 20 და 10 კგ მასის პაციენტებში. Tmax შეფასდა დაახლოებით 1 საათში და თითქმის არ იყო დამოკიდებული სხეულის მასაზე.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისათვის
რეტომინი
10 მგ/მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის
სილდენაფილი
მოცემული პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
ნებისმიერი დამატებითი კითხვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოცემული პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ეს შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს მათთვის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.
ნებისმიერი გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
ჩანართის შინაარსი
- რას წარმოადგენს რეტომინი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ რეტომინის მიღებამდე
- როგორ მიიღება რეტომინი
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
- რეტომინის შენახვის პირობები
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რას წარმოადგენს რეტომინი და რისთვის გამოიყენება
რეტომინი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას სილდენაფილს, რომელიც მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით ფოსფოდიესთერაზა მე-5 ტიპის (ფდე5) ინჰიბიტორები.
რეტომინი აქვეითებს ფილტვებში არტერიულ წნევას ფილტვებში სისხლძარღვების გაფართოების გზით.
რეტომინი გამოიყენება მოზრდილი პაციენტების და 1-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდების სამკურნალოდ ფილტვებში სისხლძარღვებში მაღალი არტერიული წნევით (პულმონარული არტერიული ჰიპერტენზია).
- რა უნდა იცოდეთ რეტომინის მიღებამდე
არ მიიღოთ რეტომინი:
თუ ხართ ალერგიული სილდენაფილის ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში).
თუ იღებთ პრეპარატებს, რომლებიც შეიცავს ნიტრატებს, ან აზოტის ოქსიდის დონორებს, როგორიცაა ამილის ნიტრატები („პოპერები“). ეს პრეპარატები ხშირად გამოიყენება გულ-მკერდის არეში ტკივილის (ან „სტენოკარდიის“) შემსუბუქებისთვის. რეტომინმა შეიძლება ძალიან გაზარდოს ამ პრეპარატების ეფექტი. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ნებისმიერ მითითებულ პრეპარატს. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ იღებთ რიოციგუატს. ეს პრეპარატი გამოიყენება ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის (ანუ, ფილტვებში მაღალი არტერიული წნევა) და ფილტვის ქრონიკული თრომბოემბოლური ჰიპერტენზიის (ანუ, ფილტვებში მაღალი არტერიული წნევა თრომბის წარმოქმნის შედეგად) სამკურნალოდ. ნაჩვენებია, რომ ფდე5 ინჰიბიტორები, როგორიცაა რეტომინი, ზრდის ამ პრეპარატის ჰიპოტენზიურ მოქმედებას. თუ იღებთ რიოციგუატს, ან არ ხართ დარწმუნებული რაიმე საკითხზე, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
თუ ახლახანს გადატანილი გაქვთ ინსულტი, გულის შეტევა, გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება ან ძალიან დაბალი არტერიული წნევა (<90/50 მმ ვწყ. სვ.).
თუ იღებთ სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატს, როგორიცაა კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი, ასევე რიტონავირის შემცველ პრეპარატებს (აივ-ისთვის)
თუ გაქვთ მხედველობის დაკარგვის ანამნეზი თვალში ნერვისკენ სისხლის მიწოდების დარღვევის გამო, რასაც ეწოდება არაარტერიული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათია.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
რეტომინის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ:
გაქვთ დაავადება, რომელიც გამოწვეულია ფილტვებში ვენების გაჭედვით ან შევიწროებით, და არა არტერიის გაჭედვით ან შევიწროებით.
გაქვთ გულის მძიმე პრობლემა.
გაქვთ გულის, როგორც ტუმბოს, ფუნქციის პრობლემა.
გაქვთ მაღალი არტერიული წნევა ფილტვების სისხლძარღვებში.
გაქვთ დაბალი არტერიული წნევა მოსვენების მდგომარეობაში.
ორგანიზმმა დაკარგა დიდი რაოდენობის სითხე (დეჰიდრატაცია), რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ძლიერი ოფლიანობის ან არასაკმარისი სითხის მიღების შემთხვევაში. ეს შეიძლება აღინიშნოს შეუძლოდ ყოფნის შემთხვევაში, რასაც თან ახლავს ცხელება, ღებინება ან დიარეა.
გაქვთ თვალის იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება (პიგმენტური რეტინიტი).
გაქვთ სისხლის წითელი უჯრედების (ნამგლისებრ-უჯრედოვანი ანემია), სისხლის უჯრედების კიბო (ლეიკემია), ძვლის ტვინის კიბო (მრავლობითი მიელომა), ან სასქესო ასოს ნებისმიერი დაავადება ან დეფორმაცია.
ამჟამად გაქვთ კუჭის წყლული, სისხლდენის დარღვევა (როგორიცაა ჰემოფილია), ან ცხვირიდან სისხლდენით გამოწვეული პრობლემები.
იღებთ ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატებს.
მამაკაცებში ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ გამოყენებისას, ფდე5 ინჰიბიტორებთან, მათ შორის სილდენაფილთან დაკავშირებით აღინიშნა უცნობი სიხშირის შემდეგი გვერდითი მოვლენები მხედველობის მხრივ: ერთ ან ორივე თვალში მხედველობის ნაწილობრივ, მოულოდნელი, დროებითი ან მუდმივი დაქვეითება ან დაკარგვა.
თუ აღგენიშნებათ მხედველობის მოულოდნელად დაქვეითება ან დაკარგვა, შეწყვიტეთ რეტომინის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს (იხ. ასევე, პარაგრაფი 4).
მამაკაცებში სილდენაფილის მიღების ფონზე აღინიშნა გახანგრძლივებული და ზოგჯერ მტკივნეული ერექცია. თუ გაქვთ ერექცია, რომელიც უწყვეტად გრძელდება 4 საათზე მეტხანს, შეწყვიტეთ რეტომინის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს (იხ. ასევე, პარაგრაფი 4).
სიფრთხილის სპეციალური ზომები თირკმელების ან ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტებისათვის
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის პრობლემები, რადგან შეიძლება საჭირო იყოს თქვენი დოზის კორექტირება.
ბავშვები
რეტომინი არ უნდა მისცეთ 1 წლამდე ასაკის ბავშვებს.
სხვა პრეპარატები და რეტომინი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.
პრეპარატებს, რომლებიც შეიცავს ნიტრატებს, ან აზოტის ოქსიდის დონორებს, როგორიცაა ამილის ნიტრატები („პოპერები“). ეს პრეპარატები ხშირად გამოიყენება სტენოკარდიის ან „გულ-მკერდის არეში ტკივილის“ შემსუბუქებისთვის (იხ. პარაგრაფი 2 „რეტომინის მიღებამდე“).
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ უკვე იღებთ რიოციგუატს.
პულმონარული ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალებები (მაგალითად, ბოსენტანი, ილოპროსტი).
კრაზანას პრეპარატები (მცენარეული სამკურნალო საშუალება), რიფამპიცინი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ), კარბამაზეპინი, ფენიტოინი და ფენობარბიტალი (გამოიყენება, მათ შორის, ეპილეფსიის სამკურნალოდ).
სისხლის გამათხელებელი პრეპარატები (მაგალითად, ვარფარინი), თუმცა ეს არ იწვევს რაიმე გვერდით მოქმედებას.
პრეპარატები, რომლებიც შეიცავს ერითრომიცინს, კლარითრომიცინს, ტელითრომიცინს (ეს არის ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება გარკვეული ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ), საკვინავირი (აივ-ისთვის) ან ნეფაზოდონი (დეპრესიის სამკურნალოდ), რადგან შეიძლება საჭირო იყოს თქვენი დოზის კორექტირება.
ალფა-ბლოკერების მიღება (მაგალითად, დოქსაზოზინი) მაღალი არტერიული წნევის ან წინამდებარე ჯირკვლის პრობლემების სამკურნალოდ, რადგან ორი პრეპარატის კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს დაბალი არტერიული წნევის სიმპტომები (მაგალითად, თავბრუსხვევა, გონების დაკარგვის წინა მდგომარეობა).
პრეპარატები, რომლებიც შეიცავს საკუბიტრილს/ვალსარტანს, გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ.
რეტომინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
რეტომინით მკურნალობის პერიოდში არ მიიღოთ გრეიფრუტის წვენი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. რეტომინი არ უნდა გამოიყენოთ ორსულობის პერიოდში უკიდურესი აუცილებლობის გარეშე.
რეტომინი არ გამოიყენება შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალებში, რომლებიც არ იყენებენ სათანადო კონტრაცეფციას.
რეტომინი გამოიყოფა დედის რძეში ძალიან დაბალი კონცენტრაციით და არ არის მოსალოდნელი, რომ ზიანს მიაყენებს თქვენს ბავშვს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
რეტომინმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და გავლენა იქონიოს მხედველობაზე. სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დაწყებამდე შეამოწმეთ როგორია თქვენი რეაქცია პრეპარატზე.
რეტომინი შეიცავს სორბიტოლს
რეტომინის 10 მგ/მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის 1 მლ განზავებული პერორალური სუსპენზია შეიცავს 246,48 მგ სორბიტოლს.
სორბიტოლი არის ფრუქტოზის წყარო. თუ თქვენი ექიმისგან თქვენთვის ცნობილი, რომ თქვენ (ან თქვენს ბავშვს) გაქვთ აუტანლობა გარკვეული შაქრის მიმართ ან დაგიდგინდათ ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობა, იშვიათი გენეტიკური დარღვევა, როდესაც ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ფრუქტოზის დაშლა, მიმართეთ თქვენს ექიმს თქვენ (ან თქვენი ბავშვის) მიერ მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე.
რეტომინი შეიცავს ნატრიუმის ბენზოატს
რეტომინის 10 მგ/მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის 1 მლ განზავებული პერორალური სუსპენზია შეიცავს 0,93 მგ ნატრიუმის ბენზოატს. ნატრიუმის ბენზოატმა შეიძლება გაზარდოს ნივთიერების დონე, რომელსაც ეწოდება ბილირუბინი. ბილირუბინის მაღალი დონე იწვევს სიყვითლეს (კანის და თვალების გაყვითლება) და შეიძლება ასევე იწვევდეს ტვინის დაზიანებას (ენცეფალოპათიას) ახალშობილებში (4 კვირამდე ასაკის).
რეტომინი შეიცავს ნატრიუმს
რეტომინის 10 მგ/მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის 1 მლ განზავებული პერორალური სუსპენზია შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად “არ შეიცავს ნატრიუმს“.
- როგორ მიიღება რეტომინი
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის მითითებების ზუსტად დაცვით. ნებისმიერ საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილთათვის რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ-ს სამჯერ დღეში (მიიღება 6-8 საათის ინტერვალით) საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
1-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს (1 მლ პერორალური სუსპენზია) სამჯერ დღეში 20 კგ ან ნაკლები წონის ბავშვებსა და მოზარდებისთვის ან 20 მგ-ს (2 მლ პერორალური სუსპენზია) სამჯერ დღეში 20 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებსა და მოზარდებისთვის, რომელიც მიიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ბავშვებში უფრო მაღალი დოზები არ გამოიყენება.
გამოყენებამდე პერორალური სუსპენზია კარგად უნდა შეანჯღრიოთ სულ მცირე 10 წამის განმავლობაში.
პერორალური სუსპენზიის განზავების ინსტრუქცია
რეკომენდებულია, რომ თქვენმა ფარმაცევტმა მოახდინოს პერორალური სუსპენზიის განზავება (მომზადება) თქვენთვის მიცემამდე.
განზავებულ პერორალურ სუსპენზიას აქვს სითხის ფორმა. თუ ფხვნილი არ არის განზავებული, პერორალური სუსპენზიის განზავებისთვის დაიცავით ქვემოთ მოცემული ინსტრუქცია.
მითითება: მიუხედავად თქვენ მიერ მისაღები დოზისა, ბოთლის შიგთავსის განზავებისთვის გამოსაყენებელი წყლის საერთო მოცულობა შეადგენს 90 მლ (3x30 მლ).
- დააჭირეთ ბოთლს ისე, რომ გადმოიყაროს ფხვნილი.
- მოხსენით თავსახური.
- შეავსეთ 30 მლ წყალი საზომ ჭიქაში (მოთავსებულია კოლოფში) ნიშნულამდე, შემდეგ ჩაასხით წყალი ბოთლში. ჭიქის საშუალებით კიდევ 30 მლ წყალი დაამატეთ ბოთლში (ნახატი 1).
9271059055
ნახატი 1
- გაუკეთეთ თავსახური და კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი სულ მცირე 30 წამის განმავლობაში (ნახატი 2).
7620146685
ნახატი 2
- მოხსენით თავსახური.
- ჭიქის საშუალებით კიდევ 30 მლ წყალი დაამატეთ ბოთლში. მიუხედავად თქვენ მიერ მისაღები დოზისა, საერთო ჯამში ყოველთვის უნდა დაამატოთ 90 მლ (3x30 მლ) წყალი (ნახატი 3).
92075013335
ნახატი 3
- გაუკეთეთ თავსახური და კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი სულ მცირე 30 წამის განმავლობაში (ნახატი 4).
762050800
ნახატი 4
- მოხსენით თავსახური.
- მოათავსეთ ბოთლის ადაპტორი ბოთლის ყელში (როგორც ნაჩვენებია ქვემოთ, მე-5 ნახატზე). ადაპტორი განკუთვნილია იმისათვის, რომ პრეპარატი ამოიღოთ ბოთლიდან პერორალური დოზირებული შპრიცის საშუალებით. გაუკეთეთ თავსახური ბოთლს.
762036830
ნახატი 5
- მიუთითეთ განზავებული პერორალური სუსპენზიის ვარგისობის ვადა ბოთლის ეტიკეტზე (განზავებული პერორალური სუსპენზიის ვარგისობის ვადა შეადგენს 30 დღეს განზავების დღიდან). ამ ვადის გასვლის შემდეგ ნებისმიერი გამოუყენებელი პერორალური სუსპენზია უნდა განადგურდეს ან დაბრუნებული იქნას ფარმაცევტისთვის.
გამოყენების ინსტრუქცია
თქვენი ფარმაცევტისგან მიიღებთ რეკომენდაციას, როგორ გაზომოთ პრეპარატის დოზა შეფუთვაში წარმოდგენილი პერორალური დოზირებული შპრიცის საშუალებით. პირველად განზავების შემდეგ პერორალური სუსპენზია მიიღება მხოლოდ პერორალური დოზირებული შპრიცის გამოყენებით, რომელიც წარმოდგენილია თითოეულ კოლოფში. პერორალური სუსპენზიის გამოყენებამდე იხილეთ ქვემოთ მოცემული ინსტრუქცია.
- გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ განზავებული პერორალური სუსპენზიის დახურული ბოთლი სულ მცირე 10 წამის განმავლობაში. მოხსენით თავსახური (ნახატი 6).
7620170815
ნახატი 6
- მოათავსეთ ბოთლი ვერტიკალურ მდგომარეობაში, სწორ ზედაპირზე, ჩასვით პერორალური დოზირების შპრიცის თავი ადაპტორში (ნახატი 7).
109347081915
ნახატი 7
- დაიჭირეთ ბოთლი თავით ქვემოთ პერორალური დოზირების შპრიცთან ერთად. ფრთხილად გადაწიეთ პერორალური დოზირების შპრიცის დგუში თქვენთვის სასურველი დოზის ნიშნულზე (1 მლ-ის ამოღება მოგცემთ 10 მგ დოზას, 2 მლ-ის ამოღება მოგცემთ 20 მგ დოზას). ზუსტი დოზის გასაზომად დგუშის თავი ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს პერორალური დოზირების შპრიცის ნიშნულს (ნახატი 8).
762043815
\
ნახატი 8
- თუ ჩანს დიდი ბუშტუკები, მსუბუქად დააჭირეთ დგუშს შპრიცში. ამ მოქმედებით პრეპარატი გადავა ბოთლში. კვლავ გაიმეორეთ მე-3 ეტაპი.
- დაიჭირეთ ბოთლი ვერტიკალურ მდგომარეობაში პერორალური დოზირების შპრიცთან ერთად. ამოიღეთ პერორალური დოზირების შპრიცი ბოთლიდან.
- მოათავსეთ პერორალური დოზირების შპრიცის თავი პირში. მიმართეთ პერორალური დოზირების შპრიცის თავი ლოყების შიდა მხარეს. ნელა დააჭირეთ პერორალური დოზირების შპრიცის დგუშს. არ მოახდინოთ პრეპარატის სწრაფად გამოშვება. თუ პრეპარატს ბავშვს აძლევთ, პრეპარატის მიცემამდე დარწმუნდით, რომ ბავშვი არის მჯდომარე პოზიციაში ან სწორად გიჭირავთ (ნახატი 9).
7620138430
ნახატი 9
- გაუკეთეთ თავსახური ბოთლს, დატოვეთ ადგილზე ბოთლის ადაპტორი. გარეცხეთ პერორალური დოზირების შპრიცი ქვემოთ მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად.
შპრიცის გარეცხვა და შენახვა:
- შპრიცი უნდა გაირეცხოს თითოეული დოზის მიღების შემდეგ. ამოიღეთ დგუში შპრიციდან და გარეცხეთ წყლით ორივე ნაწილი.
- გააშვრეთ ორივე ნაწილი. დგუში დაამაგრეთ შპრიცში. შეინახეთ პრეპარატთან ერთად სუფთა უსაფრთხო ადგილზე.
თუ მიიღეთ რეტომინის საჭიროზე მეტი დოზა
არ მიიღოთ პრეპარატის ექიმის მიერ დანიშნულზე მეტი დოზა.
თუ მიიღეთ პრეპარატის დანიშნულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. დანიშნულზე მეტი რეტომინის მიღებისას შეიძლება გაიზარდოს ცნობილი გვერდითი მოვლენების რისკი.
თუ დაგავიწყდათ რეტომინის მიღება
თუ დაგავიწყდათ რეტომინის დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ, შემდეგ გააგრძელეთ თქვენი პრეპარატის მიღება ჩვეულებრივი გრაფიკით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
თუ შეწყვიტეთ რეტომინის მიღება
რეტომინით მკურნალობის მოულოდნელად შეწყვეტა შეიძლება იწვევდეს თქვენი სიმპტომების დამძიმებას. არ შეწყვიტოთ რეტომინის მიღება ექიმის რჩევის გარეშე. თქვენმა ექიმმა შეიძლება შეგიმციროთ დოზა სრულად შეწყვეტამდე რამდენიმე დღის განმავლობაში.
მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი შემდეგი გვერდითი მოქმედება, უნდა შეწყვიტოთ რეტომინის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ ექიმს (ასევე, იხილეთ პარაგრაფი 2):
თუ აღგენიშნებათ მხედველობის მოულოდნელად დაქვეითება ან დაკარგვა (სიხშირე უცნობია)
თუ გაქვთ ერექცია, რომელიც 4 საათზე მეტხანს გრძელდება. ხანგრძლივი და ზოგჯერ მტკივნეული ერექცია აღინიშნა მამაკაცებში სილდენაფილის მიღების შემდეგ (სიხშირე უცნობია).
მოზრდილები
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს) იყო თავის ტკივილი, სახეზე წამოხურება, მოუნელებლობა, დიარეა და ტკივილი ხელებისა და ფეხების არეში.
ხშირ გვერდით მოვლენებს (შეიძლება აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს) მოიცავდა: კანქვეშა ინფექცია, გრიპის მსგავსი სიმპტომები, სინუსების ანთება, სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია), სითხის შეკავება, დაძინების გაძნელება, მოუსვენრობა, შაკიკი, კანკალი, “ჩხვლეტისა და დაბუჟების“ მსგავსი მგრძნობელობა, წვის შეგრძნება, შეხების გრძნობის დაქვეითება, სისხლდენა თვალის უკანა ნაწილში, ეფექტები მხედველობის მხრივ, არამკვეთრი მხედველობა და მგრძნობელობა სინათლის მიმართ, ეფექტები ფერთა აღქმაზე, თვალის გაღიზიანება, სისხლჩაქცევები თვალში/წითელი თვალები, თავბრუსხვევა, ბრონქიტი, სისხლდენა ცხვირიდან, სურდო, ხველა, ცხვირის გაჭედვა, კუჭის ანთება, გასტროენტერიტი, გულძმარვა, ბუასილი, დაჭიმულობა მუცლის არეში, სიმშრალე პირის ღრუში, თმის ცვენა, კანის სიწითლე, ოფლიანობა ღამით, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი და სხეულის ტემპერატურის მომატება.
არახშირ გვერდით მოქმედებებს (შეიძლება აღენიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს) მოიცავდა: მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, გაორებული მხედველობა, უჩვეულო მგრძნობელობა თვალში, სისხლდენა სასქესო ასოდან, სისხლის არსებობა თესლში ან/და შარდში, და მკერდის გადიდება მამაკაცებში.
კანზე გამონაყარი, სმენის მოულოდნელად დაქვეითება ან დაკარგვა და არტერიული წნევის დაქვეითება აღინიშნა უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით სიხშირე შეფასებას არ ექვემდებარება).
ბავშვები და მოზარდები
შემდეგი მძიმე არასასურველი მოვლენები აღინიშნება ხშირად (შეიძლება აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს): პნევმონია, გულის უკმარისობა, გულის მარჯვენამხრივი უკმარისობა, გულის დაავადებების თანმხლები შოკი, მაღალი არტერიული წნევა ფილტვებში, ტკივილი გულ-მკერდის არეში, გონების დაკარგვა, რესპირატორული ინფექციები, ბრონქიტი, ვირუსული ინფექციები კუჭ-ნაწლავის არეში, საშარდე გზების ინფექციები და კბილის კარიესი.
შემდეგი მძიმე არასასურველი მოვლენები განიხილებოდა, როგორც მკურნალობასთან დაკავშირებული, და იშვიათად აღინიშნებოდა (შეიძლება აღენიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს), ალერგიული რეაქციები (როგორიცაა კანზე გამონაყარი, სახის, ტუჩების და ენის შეშუპება, ხიხინი, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება), კრუნჩხვა, არარეგულარული გულისცემა, სმენის დაქვეითება, ქოშინი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთება, სასუნთქი გზების დაზიანებით გამოწვეული ხიხინი.
ძალიან ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს) იყო თავის ტკივილი, ღებინება, ყელის ანთება, ცხელება, დიარეა, გრიპი და სისხლდენა ცხვირიდან.
ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს) იყო გულისრევა, გაზრდილი ერექცია, პნევმონია და სურდო.
- რეტომინის შენახვის პირობები
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
მოცემული პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბოთლზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ფხვნილი
არ შეინახოთ 30˚C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
განზავებული პერორალური სუსპენზია
შეინახეთ 30˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ან მაცივარში 2-8˚C-ზე. არ გაყინოთ. განზავებიდან 30 დღის შემდეგ დარჩენილი ნებისმიერი რაოდენობის პერორალური სუსპენზია უნდა განადგურდეს.
არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს რჩევისთვის უსარგებლო პრეპარატების გაუვნებელყოფასთან დაკავშირებით. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რეტომინის შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება არის სილდენაფილი (სილდენაფილის ციტრატის სახით).
განზავების შემდეგ პერორალური სუსპენზიის თითოეული მლ შეიცავს 10 მგ სილდენაფილს (ციტრატის სახით).
განზავებული პერორალური სუსპენზიის ერთი ბოთლი (112 მლ) შეიცავს 1.12 გ სილდენაფილს (ციტრატის სახით).
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის: სორბიტოლი P100T, ლიმონმჟავა უწყლო, სუკრალოზა, ტრინატრიუმ ციტრატ დიჰიდრატი, ქსანტანის გუმფისი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ნატრიუმის ბენზოატი (E211), სილიციუმი, კოლოიდური უწყლო; მარწყვის არომატიზატორი.
რეტომინის აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი
რეტომინი გამოდის თეთრიდან მოთეთრო ფერის ფხვნილის სახით პერორალური სუსპენზიისთვის, რაც წყალში განზავების შემდეგ უზრუნველყოფს არომატიზებული პერორალური სუსპენზიის მიღებას.
125 მლ 28 პპ თაფლისფერი მინის ერთი ბოთლი ბავშვების მიერ გახსნისგან დამცავი თეთრი ფერის პლასტმასის თავსახურით, რომელიც შეიცავს 32.27 გ ფხვნილს პერორალური სისპენზიისთვის.
ერთხელ განზავების შემდეგ ბოთლი შეიცავს 112 მლ პერორალურ სუსპენზიას, რომელთაგან 90 მლ განკუთვნილია დოზირებისთვის და მიღებისთვის.
შეფუთვის ზომა: 1 ბოთლი.
თითოეული შეფუთვა ასევე შეიცავს პოლიპროპილენის საზომ ჭიქას (გრადუირებული 30 მლ ნიშნულებით) პოლიპროპილენის პერორალური დოზირების შპრიცს (3 მლ) მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის დგუშით და დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის მასალით დამზადებული, ბოთლის ყელში ჩასადგმელი ადაპტორით.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
NOBEL İLAҪ SANAYİİ VE TİCARET A.Ş.
Saray Mah. Dr. Adnan Büyükdeniz Cad. №14
34768 უმრანიე/ სტამბოლი/თურქეთი
ტელეფონი: +90 (216) 633 60 00
ფაქსი: +90 (216) 633 60 01
მწარმოებელი:
NOBEL İLAҪ SANAYİİ VE TİCARET A.Ş.
სანჯაკლარი მაჰ. ესკი აქჩაკოჯა კად. No:299
81100 დუზჯე/თურქეთი
ტელეფონი: +90 380 526 30 60
ფაქსი: +90 380 526 30 43
ელ-ფოსტა: [email protected]
მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 2023 წლის 26 სექტემბერი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


