პუროქსანი
Puroxan®
პუროქსანის ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს დოქსოფილინს, რომელიც წარმოადგენს ახალი თაობის ბრონქოდილატატორს. პუროქსანის ტაბლეტი ეფექტურად გამოიყენება ქრონიკული რესპირატორული დაავადების დროს, როგორიც არის ბრონქული ასთმა ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD). 2. პუროქსანის ტაბლეტის მიღებამდე
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დოქსოფილინი (doxofylline)
- ფორმა და შეფუთვა
- 400მგ ტაბლეტი №10 (1X10)
- მწარმოებელი
- M&H Manufacturing Co.Ltd, ტაილანდი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ქსანტინები
- ATC კოდი
- R03DA11
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037016
- რეგისტრირებულია
- 20 დეკემბერი 2022, მოქმედებს 20 დეკემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Eurodrug Laboratories S.A. (ბელგია)
- განმცხადებელი
- ევროდრაგ ლაბორატორის ჯორჯია
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პუროქსანი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პუროქსანის ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს დოქსოფილინს, რომელიც წარმოადგენს ახალი თაობის ბრონქოდილატატორს.
პუროქსანის ტაბლეტი ეფექტურად გამოიყენება ქრონიკული რესპირატორული დაავადების დროს, როგორიც არის ბრონქული ასთმა ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD).
- პუროქსანის ტაბლეტის მიღებამდე
მიღების წესი და დოზირება
პუროქსანის ტაბლეტები ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით.
ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ჩვეულებრივად ინიშნება შემდეგი დოზები:
მოზრდილები:
1 ტაბლეტი (400მგ) დღეში 2-ჯერ.
ექიმმა შეიძლება დანიშნოს გაზრდილი დოზა 1 ტაბლეტი დღეში სამჯერ.
ექიმის დანიშნულებით დოზა შესაძლოა შემცირდეს და დაინიშნოს ½ ტაბლეტი დღეში 2-ჯერ ძალიან ხანდაზმულ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ გულსისხლძარღვთა, ღვიძლის, თირკმლის, კუჭის თანმხლები დაავადებები.
თუ მიიღეთ პუროქსანის ტაბლეტის ჭარბი დოზა
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს და იმოქმედეთ მათი დანიშნულების მიხედვით.
უკუჩვენებები
- თუ გაქვთ ალერგია ან ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პუროქსანის ტაბლეტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
- თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
განსაკუთრებული ყურადღებით მიიღეთ პუროქსანის ტაბლეტი
ყოველთვის აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ბოლო პერიოდში ღებულობდით სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ სხვა პრეპარატებს, როგორიც არის ერითრომიცინი, ტროლეანდომიცინი, ლინკომიცინი და ამავე ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკები, ალოპურინოლი, ციმეტიდინი, პროპანოლოლი და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა დაგჭირდეთ დოქსოფილინის უფრო დაბალი დოზები.
ასევე, თუ ღებულობთ ფენიტოინს ან სხვა ანტიკონვულსიურ საშუალებებს და თუ მწეველი ხართ, შესაძლოა დაგჭირდეთ დოქსოფილინის უფრო მაღალი დოზები.
პუროქსანის ტაბლეტის მიღება საკვებთან და სასმელთან
პუროქსანის ტაბლეტების საკვებთან და სასმელთან ერთად მიღებისას, არ მოითხოვება კონკრეტული წესების დაცვა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პუროქსანის ტაბლეტი არ მიიღება ლაქტაციის პერიოდში.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
პუროქსანის ტაბლეტით მკურნალობის პერიოდში დასაშვებია ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად პუროქსანის ტაბლეტმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
პუროქსანის ტაბლეტის მიღების შემდეგ შესაძლოა აღინიშნოს გულისრევა, ღებინება, ეპიგასტრული ტკივილი, თავის ტკივილი, გაღიზიანება, უძილობა, გულისცემის აჩქარება, ექსტრასისტოლია, სუნთქვის პათოლოგიურად აჩქარება და იშვიათად ჰიპერგლიკემია და ალბუმინურია.
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გაუარესდება ან შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში.
აღნიშნული გვერდითი ეფექტების გამო შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა; ექიმის ან ფარმაცევტის რჩევით შესაძლებელია პუროქსანის ტაბლეტის უფრო დაბალი დოზების მიღება.
ჭარბი დოზა
თუ დაგავიწყდათ პუროქსანის ტაბლეტის მიღება
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით. თუ გამოგრჩათ ერთი დოზა და მომდევნო დოზის დრო ახლოვდება მიიღეთ მხოლოდ ერთი დოზა და მკურნალობა განაგრძეთ შეფუთვაზე მითითებული რეჟიმით.
თუ გამოგრჩათ რამდენიმე დოზა მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. შესაძლოა შესაძლოა მათ გირჩიონ პუროქსანის ტაბლეტის ახალი კურსის დაწყება.
თუ შეწყვიტავთ პუროქსანის ტაბლეტის მიღებას
არასასურველია პუროქსანის ტაბლეტით მკურნალობის კურსის თვითნებურად შეწყვეტა. პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შემადგენლობა
- აქტიური ნივთირება არის დოქსოფილინი.
- დამხმარე ნივთიერებებია: სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური, სიმინდის სახამებელი, მანიტოლი, პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი და მაგნიუმის სტეარატი.
როგორია პუროქსანის ტაბლეტი ვიზუალურად და რას შეიცავს შეფუთვა
პუროქსანის ტაბლეტი არის თეთრი მრგვალი ტაბლეტები, ერთ მხარეზე აქვს ნაჭდევი, ხოლო მეორეზე დატანილია ნიშანი
10 ტაბლეტი ალუმინის ფოლგის ბლისტერში. ბლისტერები 10 ან 20 ტაბლეტით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
ევროდრაგ ლაბორატორიზ ს.ა. (ბელგია) (Eurodrug Laboratories S.A.)
შენახვის პირობები
ინახება მშრალ ადგილას, 25C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პუროქსანის ტაბლეტი არ გამოიყენება ბოთლის ეტიკეზე და კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
დაუშვებელია პრეპარატის გადაყრა კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პუროქსანის ტაბლეტის განადგურების შესახებ ინფორმაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.
- დამატებითი ინფორმაცია
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურველი ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისათვის
პუროქსანი ტაბლეტი
(დოქსოფილინი 400 მგ ტაბლეტი)
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ფურცელ-ჩანართს.
შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი ინიშნება ინდივიდუალურად. არ გადასცეთ სხვებს, რადგან მიუხედავად მსგავსი სიმპტომებისა შესაძლოა ავნოს მათ.
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გაუარესდება ან შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში.
ფურცელ-ჩანართში იხილავთ:
- რა არის პუროქსანის ტაბლეტი და რისთვის გამოიყენება
- პუროქსანის ტაბლეტის მიღებამდე
- პუროქსანის ტაბლეტის მიღების წესი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- პუროქსანის ტაბლეტის შენახვის პირობები
- დამატებითი ინფორმაცია
- რა არის პუროქსანის ტაბლეტი და რისთვის გამოიყენება
პუროქსანის ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს დოქსოფილინს, რომელიც წარმოადგენს ახალი თაობის ბრონქოდილატატორს.
პუროქსანის ტაბლეტი ეფექტურად გამოიყენება ქრონიკული რესპირატორული დაავადების დროს, როგორიც არის ბრონქული ასთმა ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD).
- პუროქსანის ტაბლეტის მიღებამდე
არ მიიღოთ პუროქსანის ტაბლეტი:
- თუ გაქვთ ალერგია ან ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პუროქსანის ტაბლეტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
- თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
განსაკუთრებული ყურადღებით მიიღეთ პუროქსანის ტაბლეტი
ყოველთვის აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ბოლო პერიოდში ღებულობდით სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ სხვა პრეპარატებს, როგორიც არის ერითრომიცინი, ტროლეანდომიცინი, ლინკომიცინი და ამავე ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკები, ალოპურინოლი, ციმეტიდინი, პროპანოლოლი და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა დაგჭირდეთ დოქსოფილინის უფრო დაბალი დოზები.
ასევე, თუ ღებულობთ ფენიტოინს ან სხვა ანტიკონვულსიურ საშუალებებს და თუ მწეველი ხართ, შესაძლოა დაგჭირდეთ დოქსოფილინის უფრო მაღალი დოზები.
პუროქსანის ტაბლეტის მიღება საკვებთან და სასმელთან
პუროქსანის ტაბლეტების საკვებთან და სასმელთან ერთად მიღებისას, არ მოითხოვება კონკრეტული წესების დაცვა.
ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პუროქსანის ტაბლეტი არ მიიღება ლაქტაციის პერიოდში.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
პუროქსანის ტაბლეტით მკურნალობის პერიოდში დასაშვებია ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება.
- პუროქსანის ტაბლეტის მიღების წესი
პუროქსანის ტაბლეტები ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით.
ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ჩვეულებრივად ინიშნება შემდეგი დოზები:
მოზრდილები:
1 ტაბლეტი (400მგ) დღეში 2-ჯერ.
ექიმმა შეიძლება დანიშნოს გაზრდილი დოზა 1 ტაბლეტი დღეში სამჯერ.
ექიმის დანიშნულებით დოზა შესაძლოა შემცირდეს და დაინიშნოს ½ ტაბლეტი დღეში 2-ჯერ ძალიან ხანდაზმულ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ გულსისხლძარღვთა, ღვიძლის, თირკმლის, კუჭის თანმხლები დაავადებები.
თუ მიიღეთ პუროქსანის ტაბლეტის ჭარბი დოზა
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს და იმოქმედეთ მათი დანიშნულების მიხედვით.
ჭარბი დოზის საწყისი სიმპტომებია კრუნჩხვები.
თუ დაგავიწყდათ პუროქსანის ტაბლეტის მიღება
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით. თუ გამოგრჩათ ერთი დოზა და მომდევნო დოზის დრო ახლოვდება მიიღეთ მხოლოდ ერთი დოზა და მკურნალობა განაგრძეთ შეფუთვაზე მითითებული რეჟიმით.
თუ გამოგრჩათ რამდენიმე დოზა მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. შესაძლოა შესაძლოა მათ გირჩიონ პუროქსანის ტაბლეტის ახალი კურსის დაწყება.
თუ შეწყვიტავთ პუროქსანის ტაბლეტის მიღებას
არასასურველია პუროქსანის ტაბლეტით მკურნალობის კურსის თვითნებურად შეწყვეტა. პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად პუროქსანის ტაბლეტმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
პუროქსანის ტაბლეტის მიღების შემდეგ შესაძლოა აღინიშნოს გულისრევა, ღებინება, ეპიგასტრული ტკივილი, თავის ტკივილი, გაღიზიანება, უძილობა, გულისცემის აჩქარება, ექსტრასისტოლია, სუნთქვის პათოლოგიურად აჩქარება და იშვიათად ჰიპერგლიკემია და ალბუმინურია.
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გაუარესდება ან შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში.
აღნიშნული გვერდითი ეფექტების გამო შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა; ექიმის ან ფარმაცევტის რჩევით შესაძლებელია პუროქსანის ტაბლეტის უფრო დაბალი დოზების მიღება.
- პუროქსანის ტაბლეტის შენახვის პირობები
ინახება მშრალ ადგილას, 25C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პუროქსანის ტაბლეტი არ გამოიყენება ბოთლის ეტიკეზე და კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
დაუშვებელია პრეპარატის გადაყრა კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პუროქსანის ტაბლეტის განადგურების შესახებ ინფორმაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.
- დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს პუროქსანის ტაბლეტი
- აქტიური ნივთირება არის დოქსოფილინი.
- დამხმარე ნივთიერებებია: სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური, სიმინდის სახამებელი, მანიტოლი, პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი და მაგნიუმის სტეარატი.
როგორია პუროქსანის ტაბლეტი ვიზუალურად და რას შეიცავს შეფუთვა
პუროქსანის ტაბლეტი არის თეთრი მრგვალი ტაბლეტები, ერთ მხარეზე აქვს ნაჭდევი, ხოლო მეორეზე დატანილია ნიშანი
10 ტაბლეტი ალუმინის ფოლგის ბლისტერში. ბლისტერები 10 ან 20 ტაბლეტით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
ევროდრაგ ლაბორატორიზ ს.ა. (ბელგია) (Eurodrug Laboratories S.A.)
მწარმოებელი
M&H მანუფაქტურინგ ქო. ლტდ., (M&H Manufacturing Co. Ltd.)
სამუტპრაკარნი, ტაილანდი
ეს ფურცელი-ჩანართი ბოლოს დამტკიცდა 2007 წლის აპრილში.
ევროდრაგი (ლოგო)
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


