პუროქსანი
Puroxan®
პუროქსანის სიროფი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს დოქსოფილინს, რომელიც წარმოადგენს ახალ თაობის ბრონქოდილატატორს. პუროქსანის სიროფი ეფექტურად გამოიყენება ქრონიკული რესპირატორული დაავადების დროს, როგორიც არის ბრონქული ასთმა ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD). 2. პუროქსანის სიროფის მიღებამდე
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დოქსოფილინი (doxofylline)
- ფორმა და შეფუთვა
- 2% (100მგ/5მლ) 100მლ სიროფი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი კოვზით
- მწარმოებელი
- M & H Manufacturing Co., Ltd., ტაილანდი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ქსანტინები
- ATC კოდი
- R03DA11
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036942
- რეგისტრირებულია
- 1 დეკემბერი 2022, მოქმედებს 1 დეკემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Eurodrug Laboratories S.A. (ბელგია)
- განმცხადებელი
- ევროდრაგ ლაბორატორის ჯორჯია
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პუროქსანი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პუროქსანის სიროფი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს დოქსოფილინს, რომელიც წარმოადგენს ახალ თაობის ბრონქოდილატატორს.
პუროქსანის სიროფი ეფექტურად გამოიყენება ქრონიკული რესპირატორული დაავადების დროს, როგორიც არის ბრონქული ასთმა ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD).
- პუროქსანის სიროფის მიღებამდე
მიღების წესი და დოზირება
პუროქსანის სიროფი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით.
ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გამოიყენეთ საზომი კოვზი, რომელიც მოყვება პრეპარატს და მოთავსებულია ყუთში. ჩვეულებრივად ინიშნება შემდეგი დოზები:
ბავშვები:
დოქსოფილინის რეკომენდებული დოზა არის 12მგ/კგ დღეში, გაყოფილი ორ დოზად. არადამაკმაყოფილებელი ეფექტის შემთხვევაში ექიმის მეთვალყურეობით დოზა შეიძლება გაიზარდოს და დაინიშნოს 18 მგ/კგ დღეში. ექიმი განსაზღვრავს სწორ დოზას თქვენი ბავშვისთვის, ბავშვის წონის მიხედვით.
მოზრდილები:
20 მლ (400მგ) დღეში 2-ჯერ. ექიმმა შეიძლება დოზა გაზარდოს და დანიშნოს 20 მლ (400მგ) დღეში 3-ჯერ.
ხანდაზმული პაციენტები:
1 საზომი კოვზი = 10მლ (200მგ) დღეში 2-ჯერ.
თუ მიიღეთ პუროქსანის სიროფის ჭარბი დოზა
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს და იმოქმედეთ მათი დანიშნულების მიხედვით.
უკუჩვენებები
- თუ გაქვთ ალერგია ან ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პუროქსანის სიროფის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
- თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
განსაკუთრებული ყურადღებით მიიღეთ პუროქსანის სიროფი
ყოველთვის აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ ან ბოლო პერიოდში ღებულობდით სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილ მედიკამენტებს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ სხვა მედიკამენტებს, როგორიც არის ერითრომიცინი, ტროლეანდომიცინი, ლინკომიცინი და ამავე ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკები, ალოპურინოლი, ციმეტიდინი, პროპანოლოლი და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა დაგჭირდეთ დოქსოფილინის უფრო დაბალი დოზები.
ასევე თუ ღებულობთ ფენიტოინს ან სხვა ანტიკონვულსიურ საშუალებებს და თუ მწეველი ხართ შესაძლოა დაგჭირდეთ დოქსოფილინის უფრო მაღალი დოზები.
პუროქსანის სიროფის მიღება საკვებთან და სასმელთან
პუროქსანის სიროფის საკვებთან და სასმელთან ერთად მიღებისას არ მოითხოვება კონკრეტული წესების დაცვა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პუროქსანის სიროფი არ მიიღება ლაქტაციის პერიოდში.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
პუროქსანის სიროფით მკურნალობის პერიოდში დასაშვებია ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად პუროქსანის სიროფმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
პუროქსანის სიროფის მიღების შემდეგ შესაძლოა აღინიშნოს გულისრევა, ღებინება, ეპიგასტრული ტკივილი, თავის ტკივილი, გაღიზიანება, უძილობა, გულისცემის აჩქარება, ექსტრასისტოლია, სუნთქვის პათოლოგიურად აჩქარება და იშვიათად ჰიპერგლიკემია და ალბუმინურია.
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გაუარესდება ან შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში.
აღნიშნული გვერდითი ეფექტების გამო შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა; ექიმის ან ფარმაცევტის რჩევით შესაძლებელია პუროქსანის სიროფის უფრო დაბალი დოზების მიღება.
ჭარბი დოზა
თუ დაგავიწყდათ პუროქსანის სიროფის მიღება
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
თუ გამოგრჩათ ერთი დოზა და მომდევნო დოზის დრო ახლოვდება მიიღეთ მხოლოდ ერთი დოზა და მკურნალობა განაგრძეთ შეფუთვაზე მითითებული რეჟიმით.
თუ გამოგრჩათ რამდენიმე დოზა მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. შესაძლოა მათ გირჩიონ პუროქსანის სიროფის ახალი კურსის დაწყება.
თუ შეწყვიტავთ პუროქსანის სიროფის მიღებას
არასასურველია პუროქსანის სიროფით მკურნალობის კურსის თვითნებურად შეწყვეტა. პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შემადგენლობა
აქტიური ნივთირება არის დოქსოფილინი.
დამხმარე ნივთიერებებია: საქაროზა, ნატრიუმის საქარინი, ამონიუმის გლიცირიზინატი, ნატრიუმის მეთილ-p-ჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილ-p-ჰიდროქსიბენზოატი, ალპური კრემი, პიტნის ფხვნილის არომატიზატორი და გასუფთავებული წყალი.
როგორია პუროქსანის სიროფი ვიზუალურად და რას შეიცავს შეფუთვა
პუროქსანის სიროფი არის გამჭვირვალე, ღია ყვითელი ფერის სითხე პიტნის დამახასიათებელი სუნით.
გამოდის 30 მლ და 100 მლ ბოთლში; ბოთლი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან და საზომ კოვზთან ერთად.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
ევროდრაგ ლაბორატორიზ ს.ა. (ბელგია) (Eurodrug Laboratories S.A.)
შენახვის პირობები
ინახება მშრალ ადგილას, 25C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პუროქსანის სიროფი არ გამოიყენება ბოთლის ეტიკეტზე და კოლოფზე მითითებული ვარგისინობის ვადის გასვლის შემდეგ. ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
დაუშვებელია პრეპარატის გადაყრა კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პუროქსანის სიროფის განადგურების შესახებ ინფორმაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.
- დამატებითი ინფორმაცია
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურველი ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისათვის
პუროქსანი სიროფი
(დოქსოფილინი 100მგ/5მლ სიროფი)
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ფურცელ-ჩანართს.
შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი ინიშნება ინდივიდუალურად. არ გადასცეთ სხვებს, რადგან მიუხედავად მსგავსი სიმპტომებისა შესაძლოა ავნოს მათ.
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გაუარესდება ან შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტებს, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში.
ფურცელ-ჩანართში იხილავთ
- რა არის პუროქსანის სიროფი და რისთვის გამოიყენება
- პუროქსანის სიროფის მიღებამდე
- პუროქსანის სიროფის მიღების წესი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- პუროქსანის სიროფის შენახვის პირობები
- დამატებითი ინფორმაცია
- რა არის პუროქსანის სიროფი და რისთვის გამოიყენება
პუროქსანის სიროფი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს დოქსოფილინს, რომელიც წარმოადგენს ახალ თაობის ბრონქოდილატატორს.
პუროქსანის სიროფი ეფექტურად გამოიყენება ქრონიკული რესპირატორული დაავადების დროს, როგორიც არის ბრონქული ასთმა ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD).
- პუროქსანის სიროფის მიღებამდე
არ მიიღოთ პუროქსანის სიროფი:
- თუ გაქვთ ალერგია ან ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პუროქსანის სიროფის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
- თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
განსაკუთრებული ყურადღებით მიიღეთ პუროქსანის სიროფი
ყოველთვის აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ ან ბოლო პერიოდში ღებულობდით სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილ მედიკამენტებს.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ სხვა მედიკამენტებს, როგორიც არის ერითრომიცინი, ტროლეანდომიცინი, ლინკომიცინი და ამავე ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკები, ალოპურინოლი, ციმეტიდინი, პროპანოლოლი და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა დაგჭირდეთ დოქსოფილინის უფრო დაბალი დოზები.
ასევე თუ ღებულობთ ფენიტოინს ან სხვა ანტიკონვულსიურ საშუალებებს და თუ მწეველი ხართ შესაძლოა დაგჭირდეთ დოქსოფილინის უფრო მაღალი დოზები.
პუროქსანის სიროფის მიღება საკვებთან და სასმელთან
პუროქსანის სიროფის საკვებთან და სასმელთან ერთად მიღებისას არ მოითხოვება კონკრეტული წესების დაცვა.
ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პუროქსანის სიროფი არ მიიღება ლაქტაციის პერიოდში.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
პუროქსანის სიროფით მკურნალობის პერიოდში დასაშვებია ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება.
- პუროქსანის სიროფის მიღების წესი
პუროქსანის სიროფი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით.
ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გამოიყენეთ საზომი კოვზი, რომელიც მოყვება პრეპარატს და მოთავსებულია ყუთში. ჩვეულებრივად ინიშნება შემდეგი დოზები:
ბავშვები:
დოქსოფილინის რეკომენდებული დოზა არის 12მგ/კგ დღეში, გაყოფილი ორ დოზად. არადამაკმაყოფილებელი ეფექტის შემთხვევაში ექიმის მეთვალყურეობით დოზა შეიძლება გაიზარდოს და დაინიშნოს 18 მგ/კგ დღეში. ექიმი განსაზღვრავს სწორ დოზას თქვენი ბავშვისთვის, ბავშვის წონის მიხედვით.
მოზრდილები:
20 მლ (400მგ) დღეში 2-ჯერ. ექიმმა შეიძლება დოზა გაზარდოს და დანიშნოს 20 მლ (400მგ) დღეში 3-ჯერ.
ხანდაზმული პაციენტები:
1 საზომი კოვზი = 10მლ (200მგ) დღეში 2-ჯერ.
თუ მიიღეთ პუროქსანის სიროფის ჭარბი დოზა
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს და იმოქმედეთ მათი დანიშნულების მიხედვით.
ჭარბი დოზის საწყისი სიმპტომებია კრუნჩხვები.
თუ დაგავიწყდათ პუროქსანის სიროფის მიღება
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
თუ გამოგრჩათ ერთი დოზა და მომდევნო დოზის დრო ახლოვდება მიიღეთ მხოლოდ ერთი დოზა და მკურნალობა განაგრძეთ შეფუთვაზე მითითებული რეჟიმით.
თუ გამოგრჩათ რამდენიმე დოზა მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. შესაძლოა მათ გირჩიონ პუროქსანის სიროფის ახალი კურსის დაწყება.
თუ შეწყვიტავთ პუროქსანის სიროფის მიღებას
არასასურველია პუროქსანის სიროფით მკურნალობის კურსის თვითნებურად შეწყვეტა. პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად პუროქსანის სიროფმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
პუროქსანის სიროფის მიღების შემდეგ შესაძლოა აღინიშნოს გულისრევა, ღებინება, ეპიგასტრული ტკივილი, თავის ტკივილი, გაღიზიანება, უძილობა, გულისცემის აჩქარება, ექსტრასისტოლია, სუნთქვის პათოლოგიურად აჩქარება და იშვიათად ჰიპერგლიკემია და ალბუმინურია.
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გაუარესდება ან შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში.
აღნიშნული გვერდითი ეფექტების გამო შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა; ექიმის ან ფარმაცევტის რჩევით შესაძლებელია პუროქსანის სიროფის უფრო დაბალი დოზების მიღება.
- პუროქსანის სიროფის შენახვის პირობები
ინახება მშრალ ადგილას, 25C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პუროქსანის სიროფი არ გამოიყენება ბოთლის ეტიკეტზე და კოლოფზე მითითებული ვარგისინობის ვადის გასვლის შემდეგ. ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
დაუშვებელია პრეპარატის გადაყრა კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პუროქსანის სიროფის განადგურების შესახებ ინფორმაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.
- დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს პუროქსანის სიროფი
აქტიური ნივთირება არის დოქსოფილინი.
დამხმარე ნივთიერებებია: საქაროზა, ნატრიუმის საქარინი, ამონიუმის გლიცირიზინატი, ნატრიუმის მეთილ-p-ჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილ-p-ჰიდროქსიბენზოატი, ალპური კრემი, პიტნის ფხვნილის არომატიზატორი და გასუფთავებული წყალი.
როგორია პუროქსანის სიროფი ვიზუალურად და რას შეიცავს შეფუთვა
პუროქსანის სიროფი არის გამჭვირვალე, ღია ყვითელი ფერის სითხე პიტნის დამახასიათებელი სუნით.
გამოდის 30 მლ და 100 მლ ბოთლში; ბოთლი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან და საზომ კოვზთან ერთად.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
ევროდრაგ ლაბორატორიზ ს.ა. (ბელგია) (Eurodrug Laboratories S.A.)
მწარმოებელი
M&H მანუფაქტურინგ ქო. ლტდ., (M&H Manufacturing Co. Ltd.)
სამუტპრაკარნი, ტაილანდი
ეს ფურცელი-ჩანართი ბოლოს დამტკიცდა 2007 წლის აპრილში.
ევროდრაგი (ლოგო)
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


