პურეგონი
Puregon®
ქალები პურეგონი® ნაჩვენებია ქალებში უნაყოფობის მკურნალობისთვის შემდეგ კლინიკურ სიტუაციებში: ანოვულაცია (ქალებში საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომის ჩათვლით), რომლებშიც კლომიფენის ციტრატით მკურნალობა არაეფექტური აღმოჩნდა; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- follitropin beta
- ფორმა და შეფუთვა
- 300სე/0,36მლ (833სე/მლ) 0,420მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი კარტრიჯი №1 + ერთჯერადი ნემსი №6 (№3 + №3 ცალ-ცალკე შეფუთვებში) პლასტიკურ შეფუთვაში
- მწარმოებელი
- N.V. Organon (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Vetter Pharma-Fertigung GmbH & Co. KG(გერმანია)), ნიდერლანდი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, გონადროტროპინები
- ATC კოდი
- G03GA06
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042561
- რეგისტრირებულია
- 24 დეკემბერი 2024, მოქმედებს 24 დეკემბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Organon & Co. (აშშ)
- განმცხადებელი
- Organon Central East GmbH (შვეიცარია)
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პურეგონი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ქალები
პურეგონი® ნაჩვენებია ქალებში უნაყოფობის მკურნალობისთვის შემდეგ კლინიკურ სიტუაციებში:
ანოვულაცია (ქალებში საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომის ჩათვლით), რომლებშიც კლომიფენის ციტრატით მკურნალობა არაეფექტური აღმოჩნდა;
საკვერცხეების კონტროლირებადი ჰიპერსტიმულაციისას ფოლიკულების დიდი რაოდენობით სინთეზის ინდუქციისათვის დამხმარე სამედიცინო რეპროდუქციული ტექნოლოგიების (დრტ) ჩატარების დროს (მაგალითად, in vitro განაყოფიერებისას, ემბრიონის გადატანის, გამეტის მილშიგა გადატანისა და სპერმატოზოიდების ინტრაციტოპლაზმური ინექციისას).
მამაკაცები
სპერმატოგენეზის უკმარისობა, როგორც შედეგი ჰიპოგონადოტროპული ჰიპოგონადიზმისა.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატ პურეგონით® მკურნალობის დაწყება აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც გარკვეული გამოცდილება აქვს უნაყოფობის მკურნალობაში. პრეპარატ პურეგონის პირველი ინექცია უნდა გაკეთდეს უშუალოდ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.
მიღების წესი
პრეპარატი პურეგონი®, საინექციო ხსნარი კარტრიჯებში, განკუთვნილია კალამი-ინჟექტორის („პურეგონ პენ“) საშუალებით შეყვანისთვის; პრეპარატის შეყვანა ხდება კანქვეშ. ყოველი ინექციისას საჭიროა ინექციის ადგილის შეცვლა ლიპოატროფიის თავიდან აცილების მიზნით.
კალამი-ინჟექტორის გამოყენებისას, პაციენტს პრეპარატ პურეგონის® შეყვანა დამოუკიდებლად შეუძლია, ექიმისგან აუცილებელი ინსტრუქციის მიღების შემდეგ.
დოზირება
დოზირება ქალებისათვის
არსებობს გამოხატული ინტერ და ინტრაინდივიდუალური ვარიაციები საკვერცხეების პასუხისა ეგზოგენურ გონადოტროპინებზე, რაც შეუძლებელს ხდის რაც შეუძლებელს ხდის ერთნაირი დოზირების სქემის გამოყენებას. ამ მიზეზით, დოზის შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, საკვერცხეების პასუხის მიხედვით. ფოლიკულების განვითარება უნდა გაკონტროლდეს ულტარაბგერითი გამოკვლევით. ასევე შეიძლება მიზანშეწონილი იყოს სისხლის შრატში ესტრადიოლის დონების ერთდროული კონტროლი.
კალამი -ინჟექტორის გამოყენებისას (,,პურეგონ პენ“) გასათვალისწინებელია, რომ ესაა ზუსტი ხელსაწყო, რომელიც გამოათავისუფლებს მითითებულ დოზას. აღსანიშნავია, რომ კალამი-ინჟექტორის გამოყენებისას 18%-ით მეტი ფმჰ შეყვანა ხდება, ვიდრე ჩვეულებრივი შპრიცით. ეს შესაძლოა მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, როდესაც ინჯექტორი იცვლება ჩვეულებრივი შპრიცით, ან პირიქით, მკურნალობის ერთი ციკლის დროს. დოზის კორექცია აუცილებელია შპრიციდან ინჯექტორზე გადასვლისას, შეყვანილი დოზის დაუშვებელი მომატების თავიდან ასაცილებლად.
შედარებითი კლინიკური კვლევების შედეგებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნევა პრეპარატ პურეგონის უფრო დაბალი სუმარული დოზის და უფრო მოკლე პერიოდით დანიშვნა, ფმჰ-სთან (შარდიდან მიღებული) შედარებით, არა მხოლოდ ფოლიკულების განვითარების ოპტიმიზაციისთვის, არამედ საკვერცხეების არასასურველი ჰიპერსტიმულაციის რისკის შესამცირებლადაც (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკა“).
პრეპარატ პურეგონის გამოყენების კლინიკური გამოცდილება ორივე ჩვენებისთვის მოიცავს მკურნალობის სამ ციკლს.
in vitro განაყოფიერების გზით უშვილობის მკურნალობის გამოცდილებამ აჩვენა, რომ წარმატება მეტად სავარაუდოა თერაპიის პირველი 4 კურსის განმავლობაში, შემდგომში კი თანდათანობით მცირდება.
ანოვულაცია
რეკომენდებულია მკურნალობის თანამიმდევრული სქემა, რომელიც იწყება პრეპარატ პურეგონი® 50 სე ყოველდღიური შეყვანით, უკიდურეს შემთხვევაში, 7 დღის განმავლობაში მაინც. საკვერცხეებიდან პასუხის არარსებობისას, დღიურ დოზას ზრდიან ფოლიკულების გაზრდამდე და/ან სისხლის პლაზმაში ესტრადიოლის კონცენტრაციის მომატებამდე, რაც ადასტურებს ოპტიმალური ფარმაკოდინამიკური ეფექტის მიღწევას. ოპტიმალურად ითვლება პლაზმაში ესტრადიოლის კონცენტრაციის ყოველდღიური მატება 40 – 100%-ით. ამგვარად მიღებულ ყოველდღიურ დოზას ინარჩუნებენ პრეოვულაციის მიღწევამდე. პრეოვულაციური მდგომარეობა განისაზღვრება დომინანტური ფოლიკულის არსებობით, რომლის დიამეტრი 18 მმ (ულტრაბგერითი გამოკვლევით) და/ან სისხლის პლაზმაში ესტრადიოლის კონცენტრაციით 300 – 900 პიკოგრამი/მლ (1000 – 3000 პმოლ/ლ). როგორც წესი, ამ მდგომარეობის მისაღწევად საჭიროა 7 – 14 დღიანი მკურნალობა. ამის შემდეგ პრეპარატ პურეგონის® შეყვანას წყვეტენ და ოვულაციის ინდუცირებისათვის შეყავთ ქორიონული გონადოტროპინი.
თუკი ფოლიკულების რაოდენობა საკმაოდ დიდია, ან ესტრადიოლის კონცენტრაცია იზრდება ძალიან სწრაფად (დღე-ღამეში 2-ჯერ და მეტად, 2-3 დღის განმავლობაში), საჭიროა ყოველდღიური დოზის შემცირება.
რადგანაც ყოველმა ფოლიკულმა, რომლის დიამეტრი 14 მმ-ზე მეტია, შეიძლება ორსულობის დადგომა გამოიწვიოს, რამდენიმე 14 მმ-ზე მეტი დიამეტრის მქონე პრეოვულატორული ფოლიკულის არსებობა ზრდის მრავალნაყოფიანი ორსულობის დადგომის რისკს. ასეთ დროს ქორიონული გონადოტროპინი არ შეყავთ და ღებულობენ ზომებს ორსულობის თავიდან ასაცილებლად.
საკვერცხეების კონტროლირებადი ჰიპერსტიმულაცია დრტ პროგრამების ჩატარებისას
იყენებენ სტიმულაციის სხვადასხვა სქემებს. პირველი 4 დღის განმავლობაში რეკომენდებულია საწყისი დოზის - 100 – 225 სე პრეპარატის შეყვანა. შემდგომში დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, საკვერცხეების რეაქციის მიხედვით. კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჩვეულებრივ საკმარისია შემანარჩუნებელი დოზის სახით 75 – 375 სე მიღება, 6 – 12 დღის გამავლობაში; თუმცა, ზოგჯერ შესაძლოა, საჭირო გახდეს უფრო ხანგრძლივი მკურნალობა.
პრეპარატი პურეგონი® გამოიყენება როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტთან ან ანტაგონისტთან კომბინაციაში, ყვითელი სხეულის ნაადრევად წარმოქნის ასაცილებლად. გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტების გამოყენებისას, ადექვატური ფოლიკულური პასუხის მისაღწევად, შესაძლოა, საჭირო გახდეს პრეპარატ პურეგონის უფრო მაღალი სუმარული დოზები.
საკვერცხეების რეაქციას აკონტროლებენ ულტრაბგერითი გამოკვლევით. შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს ამ დროს სისხლის პლაზმაში ესტრადიოლის კონცენტრაციის განსაზღვრაც. 16 – 20 მმ დიამეტრის (ულტრაბგერითი გამოკვლევის მიხედვით) მქონე, 3 ფოლიკულისა და ესტრადიოლზე კარგი პასუხის (სისხლის პლაზმაში ესტრადილის კონცენტრაცია 300 – 400 პიკოგრამი/მლ (1000 – 1300 პმოლ/ლ) ყოველ 18 მმ დიამეტრის მქონე ფოლიკულზე) პირობებში, ფოლიკულის მომწიფების საბოლოო ფაზის ინდუცირების მიზნით, შეყავთ ქორიონული გონადოტროპინი. 34 – 35 საათის შემდეგ ტარდება ოოციტების ასპირაცია.
დოზირება მამაკაცებში
რეკომენდებულია პურეგონის შეყვანა კვირაში 450 სე დოზით, უმჯობესია გაყოფილი სამ დოზად, თითოეული 150 სე, ქორიონულ გონადოტროპინთან ერთად. პრეპარატ პურეგონით და ქორიონული გონადოტროპინით თერაპია უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 3 – 4 თვე, სპერმატოგენეზში რაიმე გაუმჯობესების გამოვლინებამდე. რეაქციის შესაფასებლად, სპერმის ანალიზის ჩატარება რეკომენდებულია მკურნალობის დაწყებიდან 4 – 6 თვის შემდეგ. თუკი პაციენტი არ პასუხობს მოცემული პერიოდის განმავლობაში ჩატარებულ მკურნალობაზე, კომბინირებულ თერაპია შეიძლება გაგრძელდეს; თანამედროვე კლინიკური გამოცდილება აჩვენებს, რომ სპერმატოგენეზის დაწყებას შესაძლებელია დასჭირდეს 18 თვემდე ან მეტი ხანგრძლივობის თერაპია.
ბავშვები
ბავშვებში პრეპარატ პურეგონის® გამოყენებისათვის შესაბამისი ჩვენებები არ არსებობს.
უკუჩვენებები
მამაკაცები და ქალები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
საკვერცხეების, სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს, სათესლე ჯირკვლების, ჰიპოფიზისა და ჰიპოთალამუსის სიმსივნეები;
სასქესო ჯირკვლების პირველადი უკმარისობა;
დამატებით ქალებისათვის
დაუდგენელი ეტიოლოგიის გავინალური სისხლდენა;
საკვერცხის ცისტა ან საკვერცეების გადიდება, რაც არ არის დაკავშირებული საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომთან.
სიფრთხილის ზომები
ანტიბიოტიკების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
პრეპარატი პურეგონი® შესაძლებელია შეიცავდეს სტრეპტომიცინს და/ან ნეომიცინს ნარჩენი რაოდენობებით. ამ ანტიბიოტიკებმა შესაძლოა გამოიწვიონ ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია მგრძნობიარე პაციენტებში.
მკურნალობის დაწყებამდე უნაყოფობის მიზეზის დადგენა
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია სათანადო წესით დადგინდეს პარტნიორების უნაყოფობის მიზეზი. კერძოდ, აუცილებელია შემოწმდეს პაციენტების მდგომარეობა ჰიპოთირეოზის, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის, ჰიპერპროლაქტინემიის; ჰიპოფიზის ან ჰიპოთალამუსის სიმსივნეების მხრივ და აგრეთვე დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
ქალები
საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (სჰს) - ეს სამედიცინო მდგომარეობაა, რომელც განსხვავებდება საკვერცხეების გაურთულებელი გადიდებისგან. მსუბუქი და საშუალო ხარისხის საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომის კლინიკურ ნიშნებსა და სიმპტომებს წარმოადგენს მუცლის ტკივილი, გულისრება, დიარეა, საკვერცხეებისა და საკვერცხის ცისტის გადიდების მსუბუქი და საშუალო ფორმა. საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომის მძიმე ფორმა შესაძლოა სიცოცხლისათვის საფრთხეს წარმოადგენდეს. საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომის მძიმე ფორმის ნიშნები და სიმპტომებია: საკვერცხის ცისტა - დიდი ზომის, მწვავე აბდომინალური ტკივილი, ასციტი, პლევრალური სითხე, ჰიდროთორაქსი, დისპნოე, ოლიგურია, სისხლის მაჩვენებლების პათოლოგიური ცვლილებები და სხეულის მასის მომატება. იშვიათ შემთხვევებშისაკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომის დროს შეიძლება განვითარდეს ვენოზური და ატერიული თრომბოემბოლია. ასევე იყო შეტყობინებები სჰს-სა და ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიურ ცვლილებებს შორის კავშირის შესახებ, ღვიძლის ბიოფსიისას მორფოლოგიური ცვლილებებით ან მის გარეშე.
სჰს შეიძლება განვითარდეს ქორიონული გონადოტროპინის გამოყენების, აგრეთვე ორსულობის (ენდოგენური ქორიონული გონადოტროპინი) დროს. ადრეული სჰს ჩვეულებრივ ხდება ქორიონული გონადოტროპინის გამოყენებიდან 10 დღის განმავლობაში და შეიძლება დაკავშირებული იყოს გონადოტროპინებზე საკვერცხეების გადამეტებულ პასუხთან. გვიანია სჰს ქორიონული გონადროპინის გამოყენებიდან 10 დღეზე მეტი ხნის შემდეგ ვითარდება, როგორც ორსულობის დროს ჰორმონული ცვლილებების შედეგი. რადგან არსებობს სჰს-ს განვითარების რისკი, პაციენტების მდგომარეობაზე დაკვირვება უნდა მოხდეს ქორიონული გონადოტროპინის გამოყენებიდან მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში.
ქალები, საკვერცხის მაღალინტენსიური პასუხის ცნობილი რისკ-ფაქტორებით, შესაძლოა, განსაკუთრებით მიდრეკილნი იყვნენ სჰს-ს განვითარებისკენ პრეპარატ პურეგონით მკურნალობისას ან მის შემდეგ. ქალებისათვის, ნაწილობრივ ცნობილი რისკ-ფაქტორებით, რომლებიც გადიან საკვერცხეების სტიმულაციის პირველ ციკლს, რეკომენდებულია ინტენსიური დაკვირვების ქვეშ ყოფნა სჰს-ს ადრეული ნიშნებისა და სიმპტომების გამოსავლენად.
სჰს -ს განვითარების რისკის შემცირების მიზნით, დამხმარე რეპროდუქტიული ტექნოლოგიების (დრტ) ჩატარების დროს საჭიროა კლინიკური პრაქტიკის მიმდინარე რეკომენდაციების დაცვა.
სჰს -ს განვითარების რისკის შემცირების მიზნით, მნიშვნელოვანია პრეპარატ პურეგონით® მკურნალობის დოზებისა და მკურნალობის სქემის დაცვა, ასევე უნდა ჩატარდეს საკვერცეების რეაქციის დეტალური მონიტორინგი.
~სჰს-ს რისკის მონიტორინგის მიზნით, საჭიროა ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება (მკურნალობის დაწყებამდე და რეგულარულად - მკურნალობის პროცესის დროს) ფოლიკულების განვითარების შესაფასებლად. შესაძლოა, მიზანშეწონილი იყოს ამავე დროს სისხლის შრატში ესტრადიოლის დონის განსაზღვრა. დრტ-ს დროს არსებობს სჰს-ს რისკი 18 ან მეტი ფოლიკულის განვითარებით, რომელთა დიამეტრი 11მმ ან მეტია.
თუ ვითარდება სჰს, აუცილებელია სტანდარტული და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.
მრავალნაყოფიანი ორსულობა
ყველა გონადოტროპინის, მათ შორის პრეპარატ პურეგონის® გამოყენებისას ადგილი ჰქონდა მრავალნაყოფიან ორსულებებს და რამდენიმე ბავშვის დაბადებას. მრავალნაყოფიან ორსულობას, განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნაყოფით, თან სდევს არასასურველი გამოსავლის უფრო მაღალი რისკი დედისთვის (ორსულობისა და მშობიარობის გართულება) და ახალშობილისთვის (დაბადებისას სხეულის მცირე მასა). ქალებს ანოვულაციით, რომლებიც მკურნალობდნენ ოვულავიის ინდუქციისთვის, მნიშვნელოვანია ჩაუტარდეთ ფოლიკულების განვითარების მონიტორინგი (ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი დიაგნოსტიკით), მრავალნაყოფიანი ორსულობის რისკის მინიმიზაციის მიზნით. ასევე მიზანშეწონილია სისხლის პლაზმაში ესტრადიოლი დონის კონტროლი. მკურნალობის დაწყებამდე პაციენტები უნდა გააფრთხილონ მრავალნაყოფიანი ორსულობის პოტენციური რისკის შესახებ.
დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის (დრტ) გამოყენებისას, მრავალნაყოფიანი ორსულობის რისკი ძირითადად, დამოკიდებულია გადატანილი ემბრიონების რაოდენობაზე.
თუ პრეპარატი გამოიყენება ოვულაციის სტიმულაციის ციკლში, ფმჰ-ს დოზის შესაბამისი კორექცია მრავლობითი ფოლიკულების განვითარების რისკს ამცირებს.
საშვილოსნოსგარე ორსულობა
ქალებში, რომელთაც უტარდებათ დრტ, მატულობს საშვილოსნოსგარე ორსულობის განვითარების რისკი. ძალიან მნიშვნელოვანია ნაყოფის საშვილოსნოსშიგა მდებარეობის დადასტურება ადრეული ულტრაბგერითი გამოკვლევით.
სპონტანური აბორტი
ორსულობის თავისთავადი შეწყვეტის სიხშირე უფრო მაღალია ქალებში, რომელთაც უტარდება დრტ.
გართულებები სისხლძარღვთა სისტემის მხრივ
იყო შეტყობინებები თრომბოემბოლიური გართულებების შესახებ (სჰს-სთან დაკავშირებული, ან მის გარეშე), გონადოტროპინებით, მათ შორის პურეგონით მკურნალობის შემდეგ. სისხლძარღვშიდა თრომბოზი, როგორც ვენოზური, ასევე არტერიული სისხლძარღვების, შეიძლება გახდეს მიზეზი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოებისა და კიდურებისკენ სისხლის ნაკადის შემცირებისა.
ქალებისათვის, თრომბოზთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორებით, როგორიცაა პირადი ან ოჯახური ანამნეზი, გამოხატული სიმსუქნე ან თრომბოფილია, გონადოტროპინებით, მათ შორის პრეპარატ პურეგონით მკურნალობისას, შესაძლებელია ასეთი რისკი გაიზარდოს. ამ ჯგუფის პაციენტების მკურნალობის დროს აუცილებელია გონადოტროპინების, მათ შორის პრეპარატ პურეგონის გამოყენების სარგებლისა და შესაძლო რისკის შეფასება. ამასთან აღსანიშნავია, რომ თავისთავად ორსულობას ახლავს თრომბოზის განვითარების რისკის მომატება.
თანდაყოლილი მანკები
დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებისას, თანდაყოლილი მანკების განვითარების სიხშირე რამდენადმე მაღალია, ვიდრე ბუნებრივი განაყოფიერებისას. ამას უკავშირებენ მშობლების მახასიათებლების განსხვავებებს (მაგალითად, ქალის ასაკი ან სპერმის თვისებები) და მრავალნაყოფიან ორსულობას.
საკვერცხის გადაგრეხა
იყო შეტყობინებები საკვერცხის გადაგრეხის შესახებ გონადოტროპინებით, მათ შორის პრეპარატ პურეგონით მკურნალობის შემდეგ. საკვერცხის გადაგრეხა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს სხვა მდგომარეობებთან, როგორიცაა საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი, ორსულობა, ადრე გადატანილი ქირურგიული ჩარევა მუცლის ღრუზე, საკვერცხის გადაგრეხა ანამნეზში, ასევე, აწმყო დროში ან ანამნეზში საკვერცხის კისტისა და საკვერცხის პოლიკისტოზის არსებობა. სისხლის არასაკმარისი მიწოდებით გამოწვეული საკვერცხეების დაზიანების თავიდან აცილება შესაძლებელია დროული დიაგნოსტიკითა და გადაგრეხის დაუყოვნებელი მოცილებით.
საკვერცხეების და რეპროდუქტიული სისტემის სხვა ორგანოების ავთვისებიანი დაავადებები
ქალებში, რომლებიც მრავალჯერადად იტარებდნენ უნაყოფობის სამკურნალო სხვადასხვა სქემებს, აღწერიალია საკვერცხეების და რეპროდუქციული სისტემის სხვა ორგანოების სიმსივნეების (კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი) განვითარების შემთხვევები. არ არის დადგენილი, იწვევს თუ არა გონადოტროპინებით მკურნალობა ასეთი სიმსივნეების განვითარების რისკის მომატებას უნაყოფო ქალებში.
სხვა სამედიცინო მდგომარეობები
პრეპარატ პურეგონით® მკურნალობის დაწყებამდე უნდა შეფასდეს ჯანმრთელობის მდგომარეობები, რომლის დროსაც ორსულობა უკუნაჩვენებია.
მამაკაცები
სათესლეების პირველადი უკმარისობა
ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის მაღალი ენდოგენური დონე მამაკაცებში მიუთითებს სათესლეების ფუნქციონირების პირველად დარღვევებზე. ასეთ პაციენტებში პურეგონ/ქორიონული გონადოტროპინის თერაპია არაეფექტურია.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პრეპარატ პურეგონისა და კლომიფენის ციტრატის ერთდროულად მიღებამ შესაძლოა გააძლიეროს ფოლიკულური პასუხი. გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტებით ინდუცირებული ჰიპოფიზის დესენსიბილიზაციის შემდეგ, ფოლიკულების ადექვატური პასუხის მისაღწევად, შესაძლოა საჭირო გახდეს პურეგონის დოზის მომატება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ფერტილობა
პრეპარატი პურეგონი® გამოიყენება ქალების სამკურნალოდ, რომელთაც უტარდება ოვულაციის ინდუქცია ან საკვერცხეების კონტროლირებული ჰიპერსტიმულაცია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (დრტ) პროგრამით. მამაკაცებში პრეპარატი პურეგონი® გამოიყენება ჰიპოგონადოტროპული ჰიპოგონადიზმით გამოწვეული სპერმატოგენეზის დეფიციტის სამკურნალოდ (იხ.პარაგრაფი „მიღების გზები და დოზირება“).
ორსულობა
პრეპარატ პურეგონი® გამოყენება ორსულობის დროს უკუნაჩვენებია. არ არსებობს საკმარისი კლინიკური მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რათა გაუთვალისწინებლად მიღების შემთხვევაში, გამოირიცხოს რეკომბინანტური ფმჰ-ის ტერატოგენული ეფექტი. თუმცა, დღემდე არ ყოფილა შეტყობინებები რაიმე სპეციფიური მალფორმაციების შესახებ. ცხოველებზე კვლევის დროს ტერატოგენული ეფექტი არ დაფიქსირებულა.
ძუძუთი კვება
არ არსებობს კლინიკური ვლევების, ან ცხოველებზე ჩატარებული ცდების საკმარისი მონაცემები რძეში ფოლიტროპინი ბეტას გამოყოფის შესახებ. დედის რძეში ფოლიტროპინი ბეტას გამოყოფა ნაკლებსავარაუდოა მისი მაღალი მოლეკულური წონის გამო. თუკი მოხდებოდა ფოლიტროპინი ბეტას ექსკრეცია რძეში, იგი დაიშლებოდა ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ფოლიტროპინი ბეტამ შესაძლოა გავლენა იქონიოს დედის რძის გამომუშავებაზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატი პურეგონი® გავლენას არ ახდენს, ან პრაქტიკულად გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
იყო შეტყობინებები ანაფილაქტიკური რეაქციების შესახებ პოსტმარკეტინგული დაკვირვების პერიოდში. არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია.
კანქვეშ ან კუნთებში პრეპარატ პურეგონის შეყვანისას შესაძლებელია განვითარდეს ადგილობრივი რეაქცია შეყვანის ადგილზე (პაციენტების საერთო რაოდენობის 3%). ადგილობრივი რეაქციების უმრავლესობა მსუბუქია და სწრაფად გაივლის. ჰიპერმგრძნობელობის გენერალიზებული რეაქციები არახშირია (დაახლოებით პაციენტების 0,2%, რომლებსაც ჩაუტარდათ პურეგონით მკურნალობა).
ქალების მკურნალობა
კლინიკური გამოცდისას ქალების (რომლებსაც უტარდებოდათ პურეგონით მკურნალობა) დაახლოებით 4%-ს გამოუვლინდათ საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომთან დაკავშირებული სიმპტომები (იხ. პარაგრაფი „სიფრთხილის ზომები“). ამ სინდრომს უკავშირდება ისეთი არასასურველი მოვლენები, როგორიცაა ტკივილი და/ან შეგუბებითი მოვლენები მენჯის არეში, შებერილობა და/ან ტკივილი მუცლის არეში, ჩივილები სარძევე ჯირკვლების მხრივ და საკვერცხეების გადიდება.
ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მითითებულია გვერდითი რეაქციები, რომელთა შესახებ მიღებულია შეტყობინებები ქალებში პრეპარატ პურეგონის გამოყენების კლინიკური კვლევებისას; რეაქციები ჩამოთვლილია ორგანოთა სისტემების კლასების და სიხშირის მიხედვით ( ხშირი ≥1/100-დან ≤1/10-მდე, არახშირი ( ≥1/1000-დან <1/100-მდე).
ორგანოთა სისტემა
სიხშირე
გვერდითი მოვლენები
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ხშირი
თავის ტკივილი
დარღვვები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ხშირი
მუცლის შებერილობა
ტკივილი მუცელში
არახშირი
დისკომფორტი მუცლის არეში
ყაბზობა
ფაღარათი
გულისრევა
დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ
ხშირი
საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი
ტკივილი მენჯის არეში
არახშირი
ჩივილები სარძევე ჯირკვლების მხრივ1
მეტრორაგია
საკვერცხის კისტა
საკვერცხეების გადიდება
საკვერცხეების გადაგრეხა
საშვილოსნოს გადიდება
ვაგინალური სისხლდენა
დარღვევები მთლიანად ორგანიზმის მხრივ და შეყვანის ადგილზე
ხშირი
რეაქცია პრეპარატის შეყვანის ადგილზე2
არახშირი
ჰიპერმგრძნობელობის ზოგადი რეაქციები3
1 ჩივილები სარძევე ჯირკვლების მხრივ: სარძევე ჯირკვლების ტკივილი და/ან გამაგრება, ძუძუსთავების ტკივილი;
2 ადგილობრივი რეაქციები ინექციის ადგილზე, მათ შორის სისხლჩაქცევა, ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, ქავილი;
3 ჰიპერმგრძნობელობის გენერალიზებული რეაქციები მოიცავს ერითემას, ჭინჭრის ციებას, გამონაყარს და ქავილს.
ასევე იყო შეტყობინებები საშვილოსნოსგარე ორსულობის, თვითნებური აბორტისა და მრავალნაყოფიანი ორსულობის შემთხვევების შესახებ. ამგვარ შემთხვევებს უკავშირებენ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის (დრტ) პროცედურას ან შედეგად დამდგარ ორსულობას.
იშვიათ შემთხვევებში, თრომბოემბოლიის განვითარება ასოცირდებოდა პრეპარატ პურეგონის® /ქორიონულ გონადოტროპინის და სხვა გონადოტროპინების გამოყენებასთან.
მამაკაცების მკურნალობა
ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემულია ჩამონათვალი გვერდითი ეფექტებისა, რომლებიც გამოვლინდა მამაკაცებში პრეპარატის კლინიკური გამოცდისას (30 პაციენტი), ორგანოების კლასისა და წარმოქმნის სიხშირის მიხედვით; ხშირი (≥1/100-დან ≤1/10-მდე).
ორგანოთა სისტემა
სიხშირე1
გვერდითი მოვლენები
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ხშირი
თავის ტკივილი
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ხშირი
აკნე
გამონაყარი

ეპიდიდიმისის (სათესლის დანამატის) კისტა
გინეკომასტია
დარღვევები საერთო მდგომარეობის მხრივ და დაკავშირებული პრეპარატის მიღების წესთან
ხშირი
რეაქცია პრეპარატის შეყვანის ადგილზე2
1 გვერდითი ეფექტები, რომლებიც მხოლოდ ერთხელ გამოვლინდა, ჩათვლილია როგორც ხშირი, ერთი ანგარიში სიხშირეს ზრდის 1%-ზე მეტად.
2 ინექციის ადგილზე ადგილობრივი რეაქციები მოიცავს გამაგრებას და ტკივილს.
ჭარბი დოზა
არ არსებობს ცნობები პრეპარატ პურეგონის® მწვავე ტოქსიკურობის შესახებ ადამიანებში, მაგრამ ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში პრეპარატ პურეგონის და შარდის გონადოტროპინის მწვავე ტოქსიკურობა იყო ძალიან დაბალი. ძალიან მაღალი დოზით ფმჰ-ს გამოყენებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს საკვერცხის ჰიპერსტიმულაცია (იხ. პარაგრაფი „სიფრთხილის ზომები“).
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ერთი კარტრიჯი შეიცავს: ფოლიტროპინი ბეტა (რეკომბინანტური) 300 სე ან 600 სე, (კონცენტრაცია 833 სე/მლ); ეს შეესაბამება 83,3 მკგ პროტეინი/მლ-ზე (სპეციფიკური ბიოლოგიური აქტივობა in vivo დაახლოებით ტოლია 10 000 სე ფმჰ/მგ პროტეინისა). საერთო დოზა გათვლილია მაქსიმუმ 6 ინექციაზე.
დიდი რაოდენობით შეყვანისას საერთო დოზა შესაძლებელია ნაკლები იყოს, ვინაიდან ყოველი ინექციის წინ ხდება ჰაერის გამოდევნა.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ნატრიუმის ციტრატი 2-წყლიანი, L მეთიონინი, პოლისორბატი 20, ქლორწყალბადმჟავა და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ბენზილის სპირტი, საინექციო წყალი.
პრეპარატი შეიცავს 1 ინექციაზე 1 მმოლ (23მგ)-ზე ნაკლებ ნატრიუმს (ანუ, პრაქტიკულად „არ შეიცავს“ ნატრიუმს).
სამკურნალწამლო ფორმა: კანქვეშ შესაყვანი ხსნარი.
შენახვის პირობები
3 წელი
კარტრიჯში ნემსის შეყვანის შემდეგ ხსნარის შენახვა შეიძლება მაქსიმუმ 28 დღის განმავლობაში. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ
შენახვის პირობები
ინახება 2 - 80C ტემპერატურაზე (მაცივარში). არ გაყინოთ.
დასაშვებია შენახვა არაუმეტეს 25°С, არაუმეტეს 3 თვე.
ინახება ორიგინალურ შეფუთვით, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
აფთიაქიდან გაცემა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
გონადოტროპინები
ათქ კოდი: G03GA06
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
პურეგონი® შეიცავს რეკომბინანტურ ფოლიკულმასტიმულირებელ ჰორმონს (ფმჰ), რომელსაც ღებულობენ რეკომბინანტური დნმ-ის ტექნოლოგიით; იყენებენ ჩინური ზაზუნას საკვერცხის უჯრედების კულტურას, რომელშიც ჩანერგილია ადამიანის ფმჰ-ის სუბერთეულების გენები. რეკომბინანტური დნმ-ის პირველადი ამინომჟავური თანამიმდევრობა იდენტურია ადამიანის ნატურალური ფმჰ-ისა. ამასთან, მცირე განსხვავებაა ნახშირწყლოვან ჯაჭვში.
მოქმედების მექანიზმი
ფმჰ უზრუნველყოფს ფოლიკულების ნორმალურ ზრდასა და მომწიფებას და სასქესო სტეროიდული ჰორმონების გამომუშავებას. ქალებში ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის დონე წარმოადგენს ფოლიკულების განვითარების დაწყებისა და ხანგრძლივობის, ასევე მომწიფებამდე მიღწეული ფოლიკულების რაოდენობის და მათი მომწიფების დროის განმსაზღვრელ ფაქტორს. ამდენად, პრეპარატი პურეგონი® შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფოლიკულების განვითარებისა და სტეროიდების გამომუშავებისათვის, სასქესო ჯირკვლების ფუნქციის ზოგიერთი სახის დარღვევების დროს. გარდა ამისა, პრეპარატი პურეგონი® გამოიყენება ხელოვნური განაყოფიერების დროს, ფოლიკულების მრავლობითი განვითარების ინდუქციისათვის, უშვილობის მკურნალობისას დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის გამოყენებისას (მაგალითად, in vitro მეთოდით განაყოფიერებისას, ემბრიონის ტრანსფერის, გამეტის მილშიგა გადატანისა და სპერმატოზოიდების ინტრაციტოპლაზმური ინექციისას). პრეპარატ პურეგონით® მკურნალობის შემდეგ, ფოლიკულის მომწიფების საბოლოო სტადიის ინდუქციისათვის, მეიოზის გასაგრძელებლად და ფოლიკულის გასახეთქად, შეყავთ ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
საკვერცხეების კონტროლირებული სტიმულაციისას რეკომბინანტული ფმჰ (ფოლიტროპინ ბეტა) და შარდისგან მიღებული ფმჰ-ს გამოყენების შედარების კლინიკურ კვლევებში ქალებში, რომელთაც უტარდება დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები (დრტ), და ოვულაციის ინდუუქციისთვის (იხ. ქვემოთ ცხრილი 1 და 2), პრეპარატი პურეგონი იყო უფრო ეფექტური, ვიდრე შარდისგან მიღებული ფმჰ, ფოლიკულების მომწიფებისათვის უფრო დაბალი სუმარული დოზის და მკურნალობის უფრო მოკლე პერიოდის მხრივ.
საკვერცხეების კონტროლირებული სტიმულაციისას პრეპარატ პურეგონის გამოყენებას თან ახლდა ოოციტების უფრო დიდი რაოდენობით მიღება ნაკლები ჯამური დოზის და მკურნალობის უფრო მოკლე ვადის შემთხვევაში, ვიდრე შარდისგან მიღებული ფმჰ-ს გამოყენების შემთხვევაში.
ცხრილი 1. 37608 კვლევის შედეგები (რანდომიზებული, შედარების ჯგუფების კვლევა, რომელშიც დარდებოდა პრეპარატ პურეგონის და შარდისგან მიღებული ფმჰ-ს უსაფრთხოება და ეფექტურობა საკვერცხეების კონტროლირებული სტიმულაციის დროს).
პურეგონი (n=546)
შარდისგან მიღებული ფმჰ (n=361)
მიიღებული ოოციტების საშუალო რაოდენობა
- 84*
- 95
საშუალო საერთო დოზა(ამპულების რაოდენობა 75სე)
- 5*
- 8
ფმჰ სტიმულაციის საშუალო ხანგრძლივობა (დღეები)
- 7*
- 3
- განსხვავება ორ ჯგუფს შორის იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (p≤0.05).
ოვულაციის ინდუქციის დროს პრეპარატ პურეგონის გამოყენებისას აღინიშნებოდა ნაკლები სუმარული დოზის გამოყენება და მკურნალობის უფრო ნაკლები ვადა, ვიდრე შარდისგან მიღებული ფმჰ-ს შემთხვევაში.
ცხრილი 2. 37609 კვლევის შედეგი (რანდომიზებული, შედარების ჯგუფების კვლევა, რომელშიც დარდებოდა პრეპარატ პურეგონის და შარდისგან მიღებული ფმჰ-ს უსაფრთხოება და ეფექტურობა ოვულაციის ინდუქციის დროს).
პურეგონი (n=105)
შარდისგან მიღებული ფმჰ (n=66)
ფოლიკულების საშუალო რაოდენობა:
≥ 12 მმ
≥ 15 მმ
≥ 18 მმ
- 6*
- 0
- 1
- 6
- 7
- 9
საშუალო საერთო დოზა (სე)а
750*
1035
მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა (დღეები)а
- 0*
- 0
- განსხვავება ორ ჯგუფს შორის იყო ს ტატისტიკურად მნიშვნელოვანი (p≤0.05).
а ეხება ოვულაციის ინდუქციის ჯგუფის ქალებს (პურეგონი = 76,შარდის ფმჰ ФСГ = 42).
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია
პრეპარატ პურეგონის® კანქვეშ შეყვანის შემდეგ, ფმჰ-ის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში 12 საათის განმავლობაში მიიღწევა. ინექციის ადგილიდან პრეპარატის თანდათანობითი გამოთავისუფლებისა და ნახევრადგამოყოფის დაახლოებით 40 საათიანი (12-დან 70 საათამდე) პერიოდის გამო, ფმჰ-ს დონე 24 – 48 საათის განმავლობაში რჩება მაღალი. ნახევრადგამოყოფის პერიოდის შედარებით მაღალი მაჩვენებლის გამო, ფმჰ-ის განმეორებითი შეყვანა იგივე დოზით, იწვევს მისი კონცენტრაციის შემდგომ ზრდას 1,5 – 2-ჯერ, მის ერთჯერადად შეყვანასთან შედარებით. ეს საშუალებას იძლევა მიღწეულ იქნეს სისხლში ფმჰ-ის თერაპიული კონცენტრაცია. კანქვეშ შეყვანის დროს პრეპარატის ბიოშეღწევადობა დაახლოებით 77%-ია.
განაწილება, ბიოტრანსფორმაცია და გამოყოფა
რეკომბინანტური ფმჰ ბიოქიმიურად ძალიან მსგავსია ადამიანის შარდისგან გამოყოფილი ფმჰ-ისა, მის იგივენაირად ნაწილდება, მეტაბოლიზდება და გამოიყოფა ორგანიზმიდან.
უსაფრთხოების კლინიკამდელი მონაცემები
პრეპარატ პურეგონის® ერთჯერადი შეყვანისას ვირთხებში ადგილი არ ჰქონია რაიმე ტოქსიკოლოგიურად მნიშვნელოვანი ეფექტების ინდუცირებას. განმეორებითი დოზის გამოყენების კვლევებში ვირთხებში (2 კვირის) და ძაღლებში (13 კვირის), როდესაც პურეგონის® დოზა 100-ჯერ აღემატებოდა ადამიანისთვის განკუთვნილ მაქსიმალურ დოზას, პრეპარატ პურეგონს® არ მოუხდენია რაიმე ტოქსიკოლოგიურად მნიშვნელოვანი ეფექტების ინდუცირება. პრეპარატ პურეგონს® არ უჩვენებია მუტაგენური პოტენციალი ეიმსის ტესტში და ქრომოსომულ აბერაციებზე in vitro ტესტში ადამიანის ლიმფოციტებში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
პურეგონი®
სავაჭრო სახელწოდება: პურეგონი®
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ფოლიტროპინი ბეტა
აღწერა: გამჭვირვალე, უფერო წყალხსნარი
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ერთი კარტრიჯი შეიცავს: ფოლიტროპინი ბეტა (რეკომბინანტური) 300 სე ან 600 სე, (კონცენტრაცია 833 სე/მლ); ეს შეესაბამება 83,3 მკგ პროტეინი/მლ-ზე (სპეციფიკური ბიოლოგიური აქტივობა in vivo დაახლოებით ტოლია 10 000 სე ფმჰ/მგ პროტეინისა). საერთო დოზა გათვლილია მაქსიმუმ 6 ინექციაზე.
დიდი რაოდენობით შეყვანისას საერთო დოზა შესაძლებელია ნაკლები იყოს, ვინაიდან ყოველი ინექციის წინ ხდება ჰაერის გამოდევნა.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ნატრიუმის ციტრატი 2-წყლიანი, L მეთიონინი, პოლისორბატი 20, ქლორწყალბადმჟავა და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ბენზილის სპირტი, საინექციო წყალი.
პრეპარატი შეიცავს 1 ინექციაზე 1 მმოლ (23მგ)-ზე ნაკლებ ნატრიუმს (ანუ, პრაქტიკულად „არ შეიცავს“ ნატრიუმს).
სამკურნალწამლო ფორმა: კანქვეშ შესაყვანი ხსნარი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
გონადოტროპინები
ათქ კოდი: G03GA06
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
პურეგონი® შეიცავს რეკომბინანტურ ფოლიკულმასტიმულირებელ ჰორმონს (ფმჰ), რომელსაც ღებულობენ რეკომბინანტური დნმ-ის ტექნოლოგიით; იყენებენ ჩინური ზაზუნას საკვერცხის უჯრედების კულტურას, რომელშიც ჩანერგილია ადამიანის ფმჰ-ის სუბერთეულების გენები. რეკომბინანტური დნმ-ის პირველადი ამინომჟავური თანამიმდევრობა იდენტურია ადამიანის ნატურალური ფმჰ-ისა. ამასთან, მცირე განსხვავებაა ნახშირწყლოვან ჯაჭვში.
მოქმედების მექანიზმი
ფმჰ უზრუნველყოფს ფოლიკულების ნორმალურ ზრდასა და მომწიფებას და სასქესო სტეროიდული ჰორმონების გამომუშავებას. ქალებში ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის დონე წარმოადგენს ფოლიკულების განვითარების დაწყებისა და ხანგრძლივობის, ასევე მომწიფებამდე მიღწეული ფოლიკულების რაოდენობის და მათი მომწიფების დროის განმსაზღვრელ ფაქტორს. ამდენად, პრეპარატი პურეგონი® შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფოლიკულების განვითარებისა და სტეროიდების გამომუშავებისათვის, სასქესო ჯირკვლების ფუნქციის ზოგიერთი სახის დარღვევების დროს. გარდა ამისა, პრეპარატი პურეგონი® გამოიყენება ხელოვნური განაყოფიერების დროს, ფოლიკულების მრავლობითი განვითარების ინდუქციისათვის, უშვილობის მკურნალობისას დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის გამოყენებისას (მაგალითად, in vitro მეთოდით განაყოფიერებისას, ემბრიონის ტრანსფერის, გამეტის მილშიგა გადატანისა და სპერმატოზოიდების ინტრაციტოპლაზმური ინექციისას). პრეპარატ პურეგონით® მკურნალობის შემდეგ, ფოლიკულის მომწიფების საბოლოო სტადიის ინდუქციისათვის, მეიოზის გასაგრძელებლად და ფოლიკულის გასახეთქად, შეყავთ ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
საკვერცხეების კონტროლირებული სტიმულაციისას რეკომბინანტული ფმჰ (ფოლიტროპინ ბეტა) და შარდისგან მიღებული ფმჰ-ს გამოყენების შედარების კლინიკურ კვლევებში ქალებში, რომელთაც უტარდება დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები (დრტ), და ოვულაციის ინდუუქციისთვის (იხ. ქვემოთ ცხრილი 1 და 2), პრეპარატი პურეგონი იყო უფრო ეფექტური, ვიდრე შარდისგან მიღებული ფმჰ, ფოლიკულების მომწიფებისათვის უფრო დაბალი სუმარული დოზის და მკურნალობის უფრო მოკლე პერიოდის მხრივ.
საკვერცხეების კონტროლირებული სტიმულაციისას პრეპარატ პურეგონის გამოყენებას თან ახლდა ოოციტების უფრო დიდი რაოდენობით მიღება ნაკლები ჯამური დოზის და მკურნალობის უფრო მოკლე ვადის შემთხვევაში, ვიდრე შარდისგან მიღებული ფმჰ-ს გამოყენების შემთხვევაში.
ცხრილი 1. 37608 კვლევის შედეგები (რანდომიზებული, შედარების ჯგუფების კვლევა, რომელშიც დარდებოდა პრეპარატ პურეგონის და შარდისგან მიღებული ფმჰ-ს უსაფრთხოება და ეფექტურობა საკვერცხეების კონტროლირებული სტიმულაციის დროს).
პურეგონი (n=546)
შარდისგან მიღებული ფმჰ (n=361)
მიიღებული ოოციტების საშუალო რაოდენობა
- 84*
- 95
საშუალო საერთო დოზა(ამპულების რაოდენობა 75სე)
- 5*
- 8
ფმჰ სტიმულაციის საშუალო ხანგრძლივობა (დღეები)
- 7*
- 3
- განსხვავება ორ ჯგუფს შორის იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (p≤0.05).
ოვულაციის ინდუქციის დროს პრეპარატ პურეგონის გამოყენებისას აღინიშნებოდა ნაკლები სუმარული დოზის გამოყენება და მკურნალობის უფრო ნაკლები ვადა, ვიდრე შარდისგან მიღებული ფმჰ-ს შემთხვევაში.
ცხრილი 2. 37609 კვლევის შედეგი (რანდომიზებული, შედარების ჯგუფების კვლევა, რომელშიც დარდებოდა პრეპარატ პურეგონის და შარდისგან მიღებული ფმჰ-ს უსაფრთხოება და ეფექტურობა ოვულაციის ინდუქციის დროს).
პურეგონი (n=105)
შარდისგან მიღებული ფმჰ (n=66)
ფოლიკულების საშუალო რაოდენობა:
≥ 12 მმ
≥ 15 მმ
≥ 18 მმ
- 6*
- 0
- 1
- 6
- 7
- 9
საშუალო საერთო დოზა (სე)а
750*
1035
მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა (დღეები)а
- 0*
- 0
- განსხვავება ორ ჯგუფს შორის იყო ს ტატისტიკურად მნიშვნელოვანი (p≤0.05).
а ეხება ოვულაციის ინდუქციის ჯგუფის ქალებს (პურეგონი = 76,შარდის ფმჰ ФСГ = 42).
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია
პრეპარატ პურეგონის® კანქვეშ შეყვანის შემდეგ, ფმჰ-ის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში 12 საათის განმავლობაში მიიღწევა. ინექციის ადგილიდან პრეპარატის თანდათანობითი გამოთავისუფლებისა და ნახევრადგამოყოფის დაახლოებით 40 საათიანი (12-დან 70 საათამდე) პერიოდის გამო, ფმჰ-ს დონე 24 – 48 საათის განმავლობაში რჩება მაღალი. ნახევრადგამოყოფის პერიოდის შედარებით მაღალი მაჩვენებლის გამო, ფმჰ-ის განმეორებითი შეყვანა იგივე დოზით, იწვევს მისი კონცენტრაციის შემდგომ ზრდას 1,5 – 2-ჯერ, მის ერთჯერადად შეყვანასთან შედარებით. ეს საშუალებას იძლევა მიღწეულ იქნეს სისხლში ფმჰ-ის თერაპიული კონცენტრაცია. კანქვეშ შეყვანის დროს პრეპარატის ბიოშეღწევადობა დაახლოებით 77%-ია.
განაწილება, ბიოტრანსფორმაცია და გამოყოფა
რეკომბინანტური ფმჰ ბიოქიმიურად ძალიან მსგავსია ადამიანის შარდისგან გამოყოფილი ფმჰ-ისა, მის იგივენაირად ნაწილდება, მეტაბოლიზდება და გამოიყოფა ორგანიზმიდან.
უსაფრთხოების კლინიკამდელი მონაცემები
პრეპარატ პურეგონის® ერთჯერადი შეყვანისას ვირთხებში ადგილი არ ჰქონია რაიმე ტოქსიკოლოგიურად მნიშვნელოვანი ეფექტების ინდუცირებას. განმეორებითი დოზის გამოყენების კვლევებში ვირთხებში (2 კვირის) და ძაღლებში (13 კვირის), როდესაც პურეგონის® დოზა 100-ჯერ აღემატებოდა ადამიანისთვის განკუთვნილ მაქსიმალურ დოზას, პრეპარატ პურეგონს® არ მოუხდენია რაიმე ტოქსიკოლოგიურად მნიშვნელოვანი ეფექტების ინდუცირება. პრეპარატ პურეგონს® არ უჩვენებია მუტაგენური პოტენციალი ეიმსის ტესტში და ქრომოსომულ აბერაციებზე in vitro ტესტში ადამიანის ლიმფოციტებში.
გამოყენების ჩვენებები
ქალები
პურეგონი® ნაჩვენებია ქალებში უნაყოფობის მკურნალობისთვის შემდეგ კლინიკურ სიტუაციებში:
ანოვულაცია (ქალებში საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომის ჩათვლით), რომლებშიც კლომიფენის ციტრატით მკურნალობა არაეფექტური აღმოჩნდა;
საკვერცხეების კონტროლირებადი ჰიპერსტიმულაციისას ფოლიკულების დიდი რაოდენობით სინთეზის ინდუქციისათვის დამხმარე სამედიცინო რეპროდუქციული ტექნოლოგიების (დრტ) ჩატარების დროს (მაგალითად, in vitro განაყოფიერებისას, ემბრიონის გადატანის, გამეტის მილშიგა გადატანისა და სპერმატოზოიდების ინტრაციტოპლაზმური ინექციისას).
მამაკაცები
სპერმატოგენეზის უკმარისობა, როგორც შედეგი ჰიპოგონადოტროპული ჰიპოგონადიზმისა.
მიღების წესი და დოზები
პრეპარატ პურეგონით® მკურნალობის დაწყება აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც გარკვეული გამოცდილება აქვს უნაყოფობის მკურნალობაში. პრეპარატ პურეგონის პირველი ინექცია უნდა გაკეთდეს უშუალოდ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.
მიღების წესი
პრეპარატი პურეგონი®, საინექციო ხსნარი კარტრიჯებში, განკუთვნილია კალამი-ინჟექტორის („პურეგონ პენ“) საშუალებით შეყვანისთვის; პრეპარატის შეყვანა ხდება კანქვეშ. ყოველი ინექციისას საჭიროა ინექციის ადგილის შეცვლა ლიპოატროფიის თავიდან აცილების მიზნით.
კალამი-ინჟექტორის გამოყენებისას, პაციენტს პრეპარატ პურეგონის® შეყვანა დამოუკიდებლად შეუძლია, ექიმისგან აუცილებელი ინსტრუქციის მიღების შემდეგ.
დოზირება
დოზირება ქალებისათვის
არსებობს გამოხატული ინტერ და ინტრაინდივიდუალური ვარიაციები საკვერცხეების პასუხისა ეგზოგენურ გონადოტროპინებზე, რაც შეუძლებელს ხდის რაც შეუძლებელს ხდის ერთნაირი დოზირების სქემის გამოყენებას. ამ მიზეზით, დოზის შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, საკვერცხეების პასუხის მიხედვით. ფოლიკულების განვითარება უნდა გაკონტროლდეს ულტარაბგერითი გამოკვლევით. ასევე შეიძლება მიზანშეწონილი იყოს სისხლის შრატში ესტრადიოლის დონების ერთდროული კონტროლი.
კალამი -ინჟექტორის გამოყენებისას (,,პურეგონ პენ“) გასათვალისწინებელია, რომ ესაა ზუსტი ხელსაწყო, რომელიც გამოათავისუფლებს მითითებულ დოზას. აღსანიშნავია, რომ კალამი-ინჟექტორის გამოყენებისას 18%-ით მეტი ფმჰ შეყვანა ხდება, ვიდრე ჩვეულებრივი შპრიცით. ეს შესაძლოა მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, როდესაც ინჯექტორი იცვლება ჩვეულებრივი შპრიცით, ან პირიქით, მკურნალობის ერთი ციკლის დროს. დოზის კორექცია აუცილებელია შპრიციდან ინჯექტორზე გადასვლისას, შეყვანილი დოზის დაუშვებელი მომატების თავიდან ასაცილებლად.
შედარებითი კლინიკური კვლევების შედეგებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნევა პრეპარატ პურეგონის უფრო დაბალი სუმარული დოზის და უფრო მოკლე პერიოდით დანიშვნა, ფმჰ-სთან (შარდიდან მიღებული) შედარებით, არა მხოლოდ ფოლიკულების განვითარების ოპტიმიზაციისთვის, არამედ საკვერცხეების არასასურველი ჰიპერსტიმულაციის რისკის შესამცირებლადაც (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკა“).
პრეპარატ პურეგონის გამოყენების კლინიკური გამოცდილება ორივე ჩვენებისთვის მოიცავს მკურნალობის სამ ციკლს.
in vitro განაყოფიერების გზით უშვილობის მკურნალობის გამოცდილებამ აჩვენა, რომ წარმატება მეტად სავარაუდოა თერაპიის პირველი 4 კურსის განმავლობაში, შემდგომში კი თანდათანობით მცირდება.
ანოვულაცია
რეკომენდებულია მკურნალობის თანამიმდევრული სქემა, რომელიც იწყება პრეპარატ პურეგონი® 50 სე ყოველდღიური შეყვანით, უკიდურეს შემთხვევაში, 7 დღის განმავლობაში მაინც. საკვერცხეებიდან პასუხის არარსებობისას, დღიურ დოზას ზრდიან ფოლიკულების გაზრდამდე და/ან სისხლის პლაზმაში ესტრადიოლის კონცენტრაციის მომატებამდე, რაც ადასტურებს ოპტიმალური ფარმაკოდინამიკური ეფექტის მიღწევას. ოპტიმალურად ითვლება პლაზმაში ესტრადიოლის კონცენტრაციის ყოველდღიური მატება 40 – 100%-ით. ამგვარად მიღებულ ყოველდღიურ დოზას ინარჩუნებენ პრეოვულაციის მიღწევამდე. პრეოვულაციური მდგომარეობა განისაზღვრება დომინანტური ფოლიკულის არსებობით, რომლის დიამეტრი 18 მმ (ულტრაბგერითი გამოკვლევით) და/ან სისხლის პლაზმაში ესტრადიოლის კონცენტრაციით 300 – 900 პიკოგრამი/მლ (1000 – 3000 პმოლ/ლ). როგორც წესი, ამ მდგომარეობის მისაღწევად საჭიროა 7 – 14 დღიანი მკურნალობა. ამის შემდეგ პრეპარატ პურეგონის® შეყვანას წყვეტენ და ოვულაციის ინდუცირებისათვის შეყავთ ქორიონული გონადოტროპინი.
თუკი ფოლიკულების რაოდენობა საკმაოდ დიდია, ან ესტრადიოლის კონცენტრაცია იზრდება ძალიან სწრაფად (დღე-ღამეში 2-ჯერ და მეტად, 2-3 დღის განმავლობაში), საჭიროა ყოველდღიური დოზის შემცირება.
რადგანაც ყოველმა ფოლიკულმა, რომლის დიამეტრი 14 მმ-ზე მეტია, შეიძლება ორსულობის დადგომა გამოიწვიოს, რამდენიმე 14 მმ-ზე მეტი დიამეტრის მქონე პრეოვულატორული ფოლიკულის არსებობა ზრდის მრავალნაყოფიანი ორსულობის დადგომის რისკს. ასეთ დროს ქორიონული გონადოტროპინი არ შეყავთ და ღებულობენ ზომებს ორსულობის თავიდან ასაცილებლად.
საკვერცხეების კონტროლირებადი ჰიპერსტიმულაცია დრტ პროგრამების ჩატარებისას
იყენებენ სტიმულაციის სხვადასხვა სქემებს. პირველი 4 დღის განმავლობაში რეკომენდებულია საწყისი დოზის - 100 – 225 სე პრეპარატის შეყვანა. შემდგომში დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, საკვერცხეების რეაქციის მიხედვით. კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჩვეულებრივ საკმარისია შემანარჩუნებელი დოზის სახით 75 – 375 სე მიღება, 6 – 12 დღის გამავლობაში; თუმცა, ზოგჯერ შესაძლოა, საჭირო გახდეს უფრო ხანგრძლივი მკურნალობა.
პრეპარატი პურეგონი® გამოიყენება როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტთან ან ანტაგონისტთან კომბინაციაში, ყვითელი სხეულის ნაადრევად წარმოქნის ასაცილებლად. გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტების გამოყენებისას, ადექვატური ფოლიკულური პასუხის მისაღწევად, შესაძლოა, საჭირო გახდეს პრეპარატ პურეგონის უფრო მაღალი სუმარული დოზები.
საკვერცხეების რეაქციას აკონტროლებენ ულტრაბგერითი გამოკვლევით. შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს ამ დროს სისხლის პლაზმაში ესტრადიოლის კონცენტრაციის განსაზღვრაც. 16 – 20 მმ დიამეტრის (ულტრაბგერითი გამოკვლევის მიხედვით) მქონე, 3 ფოლიკულისა და ესტრადიოლზე კარგი პასუხის (სისხლის პლაზმაში ესტრადილის კონცენტრაცია 300 – 400 პიკოგრამი/მლ (1000 – 1300 პმოლ/ლ) ყოველ 18 მმ დიამეტრის მქონე ფოლიკულზე) პირობებში, ფოლიკულის მომწიფების საბოლოო ფაზის ინდუცირების მიზნით, შეყავთ ქორიონული გონადოტროპინი. 34 – 35 საათის შემდეგ ტარდება ოოციტების ასპირაცია.
დოზირება მამაკაცებში
რეკომენდებულია პურეგონის შეყვანა კვირაში 450 სე დოზით, უმჯობესია გაყოფილი სამ დოზად, თითოეული 150 სე, ქორიონულ გონადოტროპინთან ერთად. პრეპარატ პურეგონით და ქორიონული გონადოტროპინით თერაპია უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 3 – 4 თვე, სპერმატოგენეზში რაიმე გაუმჯობესების გამოვლინებამდე. რეაქციის შესაფასებლად, სპერმის ანალიზის ჩატარება რეკომენდებულია მკურნალობის დაწყებიდან 4 – 6 თვის შემდეგ. თუკი პაციენტი არ პასუხობს მოცემული პერიოდის განმავლობაში ჩატარებულ მკურნალობაზე, კომბინირებულ თერაპია შეიძლება გაგრძელდეს; თანამედროვე კლინიკური გამოცდილება აჩვენებს, რომ სპერმატოგენეზის დაწყებას შესაძლებელია დასჭირდეს 18 თვემდე ან მეტი ხანგრძლივობის თერაპია.
ბავშვები
ბავშვებში პრეპარატ პურეგონის® გამოყენებისათვის შესაბამისი ჩვენებები არ არსებობს.
გვერდითი მოქმედება
იყო შეტყობინებები ანაფილაქტიკური რეაქციების შესახებ პოსტმარკეტინგული დაკვირვების პერიოდში. არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია.
კანქვეშ ან კუნთებში პრეპარატ პურეგონის შეყვანისას შესაძლებელია განვითარდეს ადგილობრივი რეაქცია შეყვანის ადგილზე (პაციენტების საერთო რაოდენობის 3%). ადგილობრივი რეაქციების უმრავლესობა მსუბუქია და სწრაფად გაივლის. ჰიპერმგრძნობელობის გენერალიზებული რეაქციები არახშირია (დაახლოებით პაციენტების 0,2%, რომლებსაც ჩაუტარდათ პურეგონით მკურნალობა).
ქალების მკურნალობა
კლინიკური გამოცდისას ქალების (რომლებსაც უტარდებოდათ პურეგონით მკურნალობა) დაახლოებით 4%-ს გამოუვლინდათ საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომთან დაკავშირებული სიმპტომები (იხ. პარაგრაფი „სიფრთხილის ზომები“). ამ სინდრომს უკავშირდება ისეთი არასასურველი მოვლენები, როგორიცაა ტკივილი და/ან შეგუბებითი მოვლენები მენჯის არეში, შებერილობა და/ან ტკივილი მუცლის არეში, ჩივილები სარძევე ჯირკვლების მხრივ და საკვერცხეების გადიდება.
ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მითითებულია გვერდითი რეაქციები, რომელთა შესახებ მიღებულია შეტყობინებები ქალებში პრეპარატ პურეგონის გამოყენების კლინიკური კვლევებისას; რეაქციები ჩამოთვლილია ორგანოთა სისტემების კლასების და სიხშირის მიხედვით ( ხშირი ≥1/100-დან ≤1/10-მდე, არახშირი ( ≥1/1000-დან <1/100-მდე).
ორგანოთა სისტემა
სიხშირე
გვერდითი მოვლენები
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ხშირი
თავის ტკივილი
დარღვვები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ხშირი
მუცლის შებერილობა
ტკივილი მუცელში
არახშირი
დისკომფორტი მუცლის არეში
ყაბზობა
ფაღარათი
გულისრევა
დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ
ხშირი
საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი
ტკივილი მენჯის არეში
არახშირი
ჩივილები სარძევე ჯირკვლების მხრივ1
მეტრორაგია
საკვერცხის კისტა
საკვერცხეების გადიდება
საკვერცხეების გადაგრეხა
საშვილოსნოს გადიდება
ვაგინალური სისხლდენა
დარღვევები მთლიანად ორგანიზმის მხრივ და შეყვანის ადგილზე
ხშირი
რეაქცია პრეპარატის შეყვანის ადგილზე2
არახშირი
ჰიპერმგრძნობელობის ზოგადი რეაქციები3
1 ჩივილები სარძევე ჯირკვლების მხრივ: სარძევე ჯირკვლების ტკივილი და/ან გამაგრება, ძუძუსთავების ტკივილი;
2 ადგილობრივი რეაქციები ინექციის ადგილზე, მათ შორის სისხლჩაქცევა, ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, ქავილი;
3 ჰიპერმგრძნობელობის გენერალიზებული რეაქციები მოიცავს ერითემას, ჭინჭრის ციებას, გამონაყარს და ქავილს.
ასევე იყო შეტყობინებები საშვილოსნოსგარე ორსულობის, თვითნებური აბორტისა და მრავალნაყოფიანი ორსულობის შემთხვევების შესახებ. ამგვარ შემთხვევებს უკავშირებენ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის (დრტ) პროცედურას ან შედეგად დამდგარ ორსულობას.
იშვიათ შემთხვევებში, თრომბოემბოლიის განვითარება ასოცირდებოდა პრეპარატ პურეგონის® /ქორიონულ გონადოტროპინის და სხვა გონადოტროპინების გამოყენებასთან.
მამაკაცების მკურნალობა
ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემულია ჩამონათვალი გვერდითი ეფექტებისა, რომლებიც გამოვლინდა მამაკაცებში პრეპარატის კლინიკური გამოცდისას (30 პაციენტი), ორგანოების კლასისა და წარმოქმნის სიხშირის მიხედვით; ხშირი (≥1/100-დან ≤1/10-მდე).
ორგანოთა სისტემა
სიხშირე1
გვერდითი მოვლენები
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ხშირი
თავის ტკივილი
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ხშირი
აკნე
გამონაყარი
დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ
ხშირი
ეპიდიდიმისის (სათესლის დანამატის) კისტა
გინეკომასტია
დარღვევები საერთო მდგომარეობის მხრივ და დაკავშირებული პრეპარატის მიღების წესთან
ხშირი
რეაქცია პრეპარატის შეყვანის ადგილზე2
1 გვერდითი ეფექტები, რომლებიც მხოლოდ ერთხელ გამოვლინდა, ჩათვლილია როგორც ხშირი, ერთი ანგარიში სიხშირეს ზრდის 1%-ზე მეტად.
2 ინექციის ადგილზე ადგილობრივი რეაქციები მოიცავს გამაგრებას და ტკივილს.
უკუჩვენებები
მამაკაცები და ქალები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
საკვერცხეების, სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს, სათესლე ჯირკვლების, ჰიპოფიზისა და ჰიპოთალამუსის სიმსივნეები;
სასქესო ჯირკვლების პირველადი უკმარისობა;
დამატებით ქალებისათვის
დაუდგენელი ეტიოლოგიის გავინალური სისხლდენა;
საკვერცხის ცისტა ან საკვერცეების გადიდება, რაც არ არის დაკავშირებული საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომთან.
ორსულობასთან შეუთავსებელი რეპროდუქციული ორგანოების თანდაყოლილი მანკები;
ორსულობასთან შეუთავსებელი საშვილოსნოს ფიბრომა.
ჭარბი დოზა
არ არსებობს ცნობები პრეპარატ პურეგონის® მწვავე ტოქსიკურობის შესახებ ადამიანებში, მაგრამ ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში პრეპარატ პურეგონის და შარდის გონადოტროპინის მწვავე ტოქსიკურობა იყო ძალიან დაბალი. ძალიან მაღალი დოზით ფმჰ-ს გამოყენებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს საკვერცხის ჰიპერსტიმულაცია (იხ. პარაგრაფი „სიფრთხილის ზომები“).
სიფრთხილის ზომები
ანტიბიოტიკების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
პრეპარატი პურეგონი® შესაძლებელია შეიცავდეს სტრეპტომიცინს და/ან ნეომიცინს ნარჩენი რაოდენობებით. ამ ანტიბიოტიკებმა შესაძლოა გამოიწვიონ ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია მგრძნობიარე პაციენტებში.
მკურნალობის დაწყებამდე უნაყოფობის მიზეზის დადგენა
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია სათანადო წესით დადგინდეს პარტნიორების უნაყოფობის მიზეზი. კერძოდ, აუცილებელია შემოწმდეს პაციენტების მდგომარეობა ჰიპოთირეოზის, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის, ჰიპერპროლაქტინემიის; ჰიპოფიზის ან ჰიპოთალამუსის სიმსივნეების მხრივ და აგრეთვე დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
ქალები
საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (სჰს) - ეს სამედიცინო მდგომარეობაა, რომელც განსხვავებდება საკვერცხეების გაურთულებელი გადიდებისგან. მსუბუქი და საშუალო ხარისხის საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომის კლინიკურ ნიშნებსა და სიმპტომებს წარმოადგენს მუცლის ტკივილი, გულისრება, დიარეა, საკვერცხეებისა და საკვერცხის ცისტის გადიდების მსუბუქი და საშუალო ფორმა. საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომის მძიმე ფორმა შესაძლოა სიცოცხლისათვის საფრთხეს წარმოადგენდეს. საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომის მძიმე ფორმის ნიშნები და სიმპტომებია: საკვერცხის ცისტა - დიდი ზომის, მწვავე აბდომინალური ტკივილი, ასციტი, პლევრალური სითხე, ჰიდროთორაქსი, დისპნოე, ოლიგურია, სისხლის მაჩვენებლების პათოლოგიური ცვლილებები და სხეულის მასის მომატება. იშვიათ შემთხვევებშისაკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომის დროს შეიძლება განვითარდეს ვენოზური და ატერიული თრომბოემბოლია. ასევე იყო შეტყობინებები სჰს-სა და ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიურ ცვლილებებს შორის კავშირის შესახებ, ღვიძლის ბიოფსიისას მორფოლოგიური ცვლილებებით ან მის გარეშე.
სჰს შეიძლება განვითარდეს ქორიონული გონადოტროპინის გამოყენების, აგრეთვე ორსულობის (ენდოგენური ქორიონული გონადოტროპინი) დროს. ადრეული სჰს ჩვეულებრივ ხდება ქორიონული გონადოტროპინის გამოყენებიდან 10 დღის განმავლობაში და შეიძლება დაკავშირებული იყოს გონადოტროპინებზე საკვერცხეების გადამეტებულ პასუხთან. გვიანია სჰს ქორიონული გონადროპინის გამოყენებიდან 10 დღეზე მეტი ხნის შემდეგ ვითარდება, როგორც ორსულობის დროს ჰორმონული ცვლილებების შედეგი. რადგან არსებობს სჰს-ს განვითარების რისკი, პაციენტების მდგომარეობაზე დაკვირვება უნდა მოხდეს ქორიონული გონადოტროპინის გამოყენებიდან მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში.
ქალები, საკვერცხის მაღალინტენსიური პასუხის ცნობილი რისკ-ფაქტორებით, შესაძლოა, განსაკუთრებით მიდრეკილნი იყვნენ სჰს-ს განვითარებისკენ პრეპარატ პურეგონით მკურნალობისას ან მის შემდეგ. ქალებისათვის, ნაწილობრივ ცნობილი რისკ-ფაქტორებით, რომლებიც გადიან საკვერცხეების სტიმულაციის პირველ ციკლს, რეკომენდებულია ინტენსიური დაკვირვების ქვეშ ყოფნა სჰს-ს ადრეული ნიშნებისა და სიმპტომების გამოსავლენად.
სჰს -ს განვითარების რისკის შემცირების მიზნით, დამხმარე რეპროდუქტიული ტექნოლოგიების (დრტ) ჩატარების დროს საჭიროა კლინიკური პრაქტიკის მიმდინარე რეკომენდაციების დაცვა.
სჰს -ს განვითარების რისკის შემცირების მიზნით, მნიშვნელოვანია პრეპარატ პურეგონით® მკურნალობის დოზებისა და მკურნალობის სქემის დაცვა, ასევე უნდა ჩატარდეს საკვერცეების რეაქციის დეტალური მონიტორინგი.
~სჰს-ს რისკის მონიტორინგის მიზნით, საჭიროა ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება (მკურნალობის დაწყებამდე და რეგულარულად - მკურნალობის პროცესის დროს) ფოლიკულების განვითარების შესაფასებლად. შესაძლოა, მიზანშეწონილი იყოს ამავე დროს სისხლის შრატში ესტრადიოლის დონის განსაზღვრა. დრტ-ს დროს არსებობს სჰს-ს რისკი 18 ან მეტი ფოლიკულის განვითარებით, რომელთა დიამეტრი 11მმ ან მეტია.
თუ ვითარდება სჰს, აუცილებელია სტანდარტული და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.
მრავალნაყოფიანი ორსულობა
ყველა გონადოტროპინის, მათ შორის პრეპარატ პურეგონის® გამოყენებისას ადგილი ჰქონდა მრავალნაყოფიან ორსულებებს და რამდენიმე ბავშვის დაბადებას. მრავალნაყოფიან ორსულობას, განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნაყოფით, თან სდევს არასასურველი გამოსავლის უფრო მაღალი რისკი დედისთვის (ორსულობისა და მშობიარობის გართულება) და ახალშობილისთვის (დაბადებისას სხეულის მცირე მასა). ქალებს ანოვულაციით, რომლებიც მკურნალობდნენ ოვულავიის ინდუქციისთვის, მნიშვნელოვანია ჩაუტარდეთ ფოლიკულების განვითარების მონიტორინგი (ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი დიაგნოსტიკით), მრავალნაყოფიანი ორსულობის რისკის მინიმიზაციის მიზნით. ასევე მიზანშეწონილია სისხლის პლაზმაში ესტრადიოლი დონის კონტროლი. მკურნალობის დაწყებამდე პაციენტები უნდა გააფრთხილონ მრავალნაყოფიანი ორსულობის პოტენციური რისკის შესახებ.
დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის (დრტ) გამოყენებისას, მრავალნაყოფიანი ორსულობის რისკი ძირითადად, დამოკიდებულია გადატანილი ემბრიონების რაოდენობაზე.
თუ პრეპარატი გამოიყენება ოვულაციის სტიმულაციის ციკლში, ფმჰ-ს დოზის შესაბამისი კორექცია მრავლობითი ფოლიკულების განვითარების რისკს ამცირებს.
საშვილოსნოსგარე ორსულობა
ქალებში, რომელთაც უტარდებათ დრტ, მატულობს საშვილოსნოსგარე ორსულობის განვითარების რისკი. ძალიან მნიშვნელოვანია ნაყოფის საშვილოსნოსშიგა მდებარეობის დადასტურება ადრეული ულტრაბგერითი გამოკვლევით.
სპონტანური აბორტი
ორსულობის თავისთავადი შეწყვეტის სიხშირე უფრო მაღალია ქალებში, რომელთაც უტარდება დრტ.
გართულებები სისხლძარღვთა სისტემის მხრივ
იყო შეტყობინებები თრომბოემბოლიური გართულებების შესახებ (სჰს-სთან დაკავშირებული, ან მის გარეშე), გონადოტროპინებით, მათ შორის პურეგონით მკურნალობის შემდეგ. სისხლძარღვშიდა თრომბოზი, როგორც ვენოზური, ასევე არტერიული სისხლძარღვების, შეიძლება გახდეს მიზეზი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოებისა და კიდურებისკენ სისხლის ნაკადის შემცირებისა.
ქალებისათვის, თრომბოზთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორებით, როგორიცაა პირადი ან ოჯახური ანამნეზი, გამოხატული სიმსუქნე ან თრომბოფილია, გონადოტროპინებით, მათ შორის პრეპარატ პურეგონით მკურნალობისას, შესაძლებელია ასეთი რისკი გაიზარდოს. ამ ჯგუფის პაციენტების მკურნალობის დროს აუცილებელია გონადოტროპინების, მათ შორის პრეპარატ პურეგონის გამოყენების სარგებლისა და შესაძლო რისკის შეფასება. ამასთან აღსანიშნავია, რომ თავისთავად ორსულობას ახლავს თრომბოზის განვითარების რისკის მომატება.
თანდაყოლილი მანკები
დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებისას, თანდაყოლილი მანკების განვითარების სიხშირე რამდენადმე მაღალია, ვიდრე ბუნებრივი განაყოფიერებისას. ამას უკავშირებენ მშობლების მახასიათებლების განსხვავებებს (მაგალითად, ქალის ასაკი ან სპერმის თვისებები) და მრავალნაყოფიან ორსულობას.
საკვერცხის გადაგრეხა
იყო შეტყობინებები საკვერცხის გადაგრეხის შესახებ გონადოტროპინებით, მათ შორის პრეპარატ პურეგონით მკურნალობის შემდეგ. საკვერცხის გადაგრეხა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს სხვა მდგომარეობებთან, როგორიცაა საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი, ორსულობა, ადრე გადატანილი ქირურგიული ჩარევა მუცლის ღრუზე, საკვერცხის გადაგრეხა ანამნეზში, ასევე, აწმყო დროში ან ანამნეზში საკვერცხის კისტისა და საკვერცხის პოლიკისტოზის არსებობა. სისხლის არასაკმარისი მიწოდებით გამოწვეული საკვერცხეების დაზიანების თავიდან აცილება შესაძლებელია დროული დიაგნოსტიკითა და გადაგრეხის დაუყოვნებელი მოცილებით.
საკვერცხეების და რეპროდუქტიული სისტემის სხვა ორგანოების ავთვისებიანი დაავადებები
ქალებში, რომლებიც მრავალჯერადად იტარებდნენ უნაყოფობის სამკურნალო სხვადასხვა სქემებს, აღწერიალია საკვერცხეების და რეპროდუქციული სისტემის სხვა ორგანოების სიმსივნეების (კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი) განვითარების შემთხვევები. არ არის დადგენილი, იწვევს თუ არა გონადოტროპინებით მკურნალობა ასეთი სიმსივნეების განვითარების რისკის მომატებას უნაყოფო ქალებში.
სხვა სამედიცინო მდგომარეობები
პრეპარატ პურეგონით® მკურნალობის დაწყებამდე უნდა შეფასდეს ჯანმრთელობის მდგომარეობები, რომლის დროსაც ორსულობა უკუნაჩვენებია.
მამაკაცები
სათესლეების პირველადი უკმარისობა
ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის მაღალი ენდოგენური დონე მამაკაცებში მიუთითებს სათესლეების ფუნქციონირების პირველად დარღვევებზე. ასეთ პაციენტებში პურეგონ/ქორიონული გონადოტროპინის თერაპია არაეფექტურია.
გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს
ფერტილობა
პრეპარატი პურეგონი® გამოიყენება ქალების სამკურნალოდ, რომელთაც უტარდება ოვულაციის ინდუქცია ან საკვერცხეების კონტროლირებული ჰიპერსტიმულაცია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (დრტ) პროგრამით. მამაკაცებში პრეპარატი პურეგონი® გამოიყენება ჰიპოგონადოტროპული ჰიპოგონადიზმით გამოწვეული სპერმატოგენეზის დეფიციტის სამკურნალოდ (იხ.პარაგრაფი „მიღების გზები და დოზირება“).
ორსულობა
პრეპარატ პურეგონი® გამოყენება ორსულობის დროს უკუნაჩვენებია. არ არსებობს საკმარისი კლინიკური მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რათა გაუთვალისწინებლად მიღების შემთხვევაში, გამოირიცხოს რეკომბინანტური ფმჰ-ის ტერატოგენული ეფექტი. თუმცა, დღემდე არ ყოფილა შეტყობინებები რაიმე სპეციფიური მალფორმაციების შესახებ. ცხოველებზე კვლევის დროს ტერატოგენული ეფექტი არ დაფიქსირებულა.
ძუძუთი კვება
არ არსებობს კლინიკური ვლევების, ან ცხოველებზე ჩატარებული ცდების საკმარისი მონაცემები რძეში ფოლიტროპინი ბეტას გამოყოფის შესახებ. დედის რძეში ფოლიტროპინი ბეტას გამოყოფა ნაკლებსავარაუდოა მისი მაღალი მოლეკულური წონის გამო. თუკი მოხდებოდა ფოლიტროპინი ბეტას ექსკრეცია რძეში, იგი დაიშლებოდა ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ფოლიტროპინი ბეტამ შესაძლოა გავლენა იქონიოს დედის რძის გამომუშავებაზე.
გავლენა ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატი პურეგონი® გავლენას არ ახდენს, ან პრაქტიკულად გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
პრეპარატ პურეგონისა და კლომიფენის ციტრატის ერთდროულად მიღებამ შესაძლოა გააძლიეროს ფოლიკულური პასუხი. გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტებით ინდუცირებული ჰიპოფიზის დესენსიბილიზაციის შემდეგ, ფოლიკულების ადექვატური პასუხის მისაღწევად, შესაძლოა საჭირო გახდეს პურეგონის დოზის მომატება.
შეუთავსებლობა
ვინაიდან არ ჩატარებულა კვლევები შეუთავსებლობის დასადგენად, პრეპარატის შერევა სხვა სამკურნალო საშუალებებთან - არ შეიძლება.
გამოშვების ფორმა
0,420 მლ (300 სე/0,36 მლ) ან 0,780 მლ (600 სე/0,72 მლ) კარტრიჯში; თითო კარტრიჯი ნემსების კომპლექტით პლასტიკურ შეფუთვაში, ნემსების 2-2 კომპლექტი - 2 მუყაოს კოლოფი (კომპლექტში 3 ნემსია, თითოეული ინდივიდუალურ პლასტიკურ კონტეინერში) სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი
კარტრიჯში ნემსის შეყვანის შემდეგ ხსნარის შენახვა შეიძლება მაქსიმუმ 28 დღის განმავლობაში. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ
შენახვის პირობები
ინახება 2 - 80C ტემპერატურაზე (მაცივარში). არ გაყინოთ.
დასაშვებია შენახვა არაუმეტეს 25°С, არაუმეტეს 3 თვე.
ინახება ორიგინალურ შეფუთვით, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
აფთიაქიდან გაცემა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებელი
ნ.ვ.ორგანონი
კლოოსტერსტრაატ 6, 5349 AB ქ. ოსი, ნიდერლანდები.
Kloosterstraat 6, 5349 AB Oss, The Netherlands
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
ორგანონ სენტრალ ისტ გმბჰ, ვეიშტრასე 20, 6006, ლუცერნი, შვეიცარია/ Organon Central Еаst GmbH, Weystrasse 20, 6006 Luzern, Switzerland
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.