პროპაფენონ ალკალოიდი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას პროპაფენონ ჰიდროქლორიდს. პროპაფენონ ალკალოიდი მიეკუთვნება ანტიარითმიული პრეპარატების ჯგუფს. პროპაფენონი ანელებს გულის რითმს და ხელს უწყობს გულის რითმის დარეგულირებას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პროპაფენონი (propafenone)
- ფორმა და შეფუთვა
- 150მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №40 (4X10)
- მწარმოებელი
- ALKALOID AD Skopje, მაკედონია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კარდიალური თერაპია, ანტიარითმიული საშუალებები, კლასი Iс
- ATC კოდი
- C01BC03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-035256
- რეგისტრირებულია
- 18 მაისი 2022, მოქმედებს 18 მაისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ALKALOID AD Skopje (მაკედონია)
- განმცხადებელი
- ნინო იმნაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პროპაფენონი ალკალოიდი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პროპაფენონ ალკალოიდი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას პროპაფენონ ჰიდროქლორიდს.
პროპაფენონ ალკალოიდი მიეკუთვნება ანტიარითმიული პრეპარატების ჯგუფს. პროპაფენონი ანელებს გულის რითმს და ხელს უწყობს გულის რითმის დარეგულირებას.
პროპაფენონ ალკალოიდის ტაბლეტები გამოიყენება არითმიის (არარეგულარული გულის რითმი) სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის.
- რა უნდა გაითვალისწინოთ პროპაფენონ ალკალოიდის მიღებამდე
მიღების წესი და დოზირება
პროპაფენონ ალკალოიდი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დაიცავით ექიმის დანიშნულება თუ როდის და როგორ უნდა მიიღოთ მედიკამენტი და იხილეთ ეტიკეტი შეფუთვაზე. თუ შეკითხვები გაქვთ ასევე დაგეხმარებათ ფარმაცევტი. ტაბლეტების რაოდენობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი. დოზა შესაძლოა იყოს 1 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ - 2 ტაბლეტამდე 3-ჯერ დღეში.
ხანდაზმულების, ღვიძლის და თირკმლის პრობლემების ან სხეულის მცირე წონის შემთხვევაში შესაძლოა დაინიშნოს პროპაფენონ ალკალოიდის უფრო დაბალი დოზა.
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად დაღეჭვის გარეშე. პრეპარატის მიღება უმჯობესია კვების შემდეგ მცირე რაოდენობით წყალთან ერთად. დაუშვებელია გრეიფრუტის წვენთან ერთად მიღება.
თუ მიიღეთ პროპაფენონ ალკალოიდის ჭარბი დოზა, ვიდრე საჭიროა
თუ თქვენ ან თქვენმა ნაცნობმა მიიღო მეტი პროპაფენონ ალკალოიდი ვიდრე ჰქონდა დანიშნული (დოზის გადაჭარბების შემთხვევაშა) დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს. თან იქონიეთ დარჩენილი ტაბლეტები.
თუ დაგავიწყდათ პროპაფენონ ალკალოიდის მიღება:
გახსენებისთანავე მიიღეთ გამოტოვებული დოზა თუ დაგავიწყდათ პროპაფენონ ალკალოიდის მიღება. თუ შემდეგი დოზის მიღების დრო მოახლოებულია გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და განაგრძეთ მკურნალობა დანიშნულების მიხედვით. გამოტოვებული დოზა საერთოდ არ მიიღოთ. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
თუ შეწყვიტეთ პროპაფენონ ალკალოიდის მიღება: ექიმის კონსულტაციის გარეშე მოსალოდნელია მდგომარეობის გაუარესება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობა განაგრძოთ ექიმის მიერ დანიშნული ვადით. არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება მხოლოდ იმიტომ, რომ თავს უკეთესად გრძნობთ.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
- გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) პროპაფენონის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის (იხ. ნაწილი 6) მიმართი;
- დარღვეულია გულის რითმი ანუ გაქვთ ეგრეთ წოდებული ბრუგადას სინდრომი, რომელიც იწვევს სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიშ გულის რიტმს.
- ბოლო 3 თვის განმავლობაში გადაიტანეთ გულის შეტევა;
- გაქვთ გულის უკმარისობა ან გულის სხვა პრობლემები, გარდა გულის შეკუმშვათა სიხშირის/გულის რითმის დარღვევისა, რომლის სამკურნალოდაც ღებულობთ პროპაფენონს;
- გაქვთ უჩვეულოდ შენელებული გულის რითმი ან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია);
- გაწუხებთ ფილტვების მწვავე ობსტრუქციული დაავადება;
- სისხლში დარღვეულია ელექტროლიტური ბალანსი (მაგ: კალიუმი);
- გაწუხებთ მიასთენია გრავის, რომელიც იწვევს კუნთების სისუსტეს;
- ღებულობთ რიტონავირს.
სიფრთხილის ზომები
აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან თუ:
- ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულებას;
- ძუძუთი კვებავთ ბავშვს;
- გაქვთ სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის ასთმა;
- გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის დაავადება;
- გაქვთ კარდიოსტიმულატორი, შესაძლოა საჭირო გახდეს მისი დარეგულირება.
ქირურგიული ჩარევის საჭიროებისას აცნობეთ ქირურგს ან სტომატოლოგს, რომ ღებულობთ აღნიშნულ პრეპარატს, რადგან მან შესაძლოა გავლენა მოახდინოს საანესთეზიო საშუალებაზე.
მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს ეკგ-ს გაკეთება და არტერიული წნევის გადამოწმება, რათაA აკონტროლოს თქვენი ინდივიდუალური დოზა.
ბავშვები და მოზარდები
პროპაფენონ ალკალოიდი არ გამოიყენება ბავშვებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ ან ღებულობდით სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილ პრეპარატებს ან გეგმავთ მათ მიღებას.
ეს განსაკუთრებით ეხება შემდეგ პრეპარატებს:
- ნებისმიერი პრეპარატი, რომელიც მიეკუთვნება სამციკლიანი ან მსგავსი ჯგუფის ტრანკვილიზატორების ან ანტიდეპრესანტების კლასს (მაგ: ამიტრიპტილინი, დოტიეპინი, დეზიპრამინი);
- ნებისმიერი სხვა ანტიდეპრესანტი, როგორიც არის ვენლაფაქსინი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი;
- ციმეტიდინი (გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ);
- ციკლოსპორინი (იმუნოდეპრესანტი, გამოიყენება ორგანოთა ან ქსოვილთა ტრანსპლანტაციის შემდეგ ან ართრიტის ან ფსორიაზის სამკურნალოდ);
- თეოფილინი (ასთმის სამკურნალო საშუალება);
- კეტოკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო საშუალება);
- ფენობარბიტალი (ეპილეფსიის სამკურნალო საშუალება);
პრეპარატ პროპაფენონ ალკალოიდის მიღება საკვებთან და სასმელთან
პროპაფენონ ალკალოიდის მიღება უმჯობესია კვების შემდეგ ჭიქა წყალთან ერთად.
დაუშვებელია პრეპარატთან ერთად გრეიფრუტის წვენის მიღება, რადგან მან შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმში პრეპარატის კონცენტრაციის ზრდა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას.
ორსულობის პერიოდში პროპაფენონის ჰიდროქლორიდის მიღება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფისათვის მოსალოდნელ რისკს.
აქტიური ნივთიერება პროპაფენონის ჰიდროქლორიდი შესაძლოა გადავიდეს დედის რძეში.
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან გეგმავთ ძუძუთი კვებას.
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ტრანსპორტის მართვა, მექანიზმების გამოყენება და სხვა ისეთი საქმიანობების შესრულება, რაც საჭიროებს მაქსიმალურ ყურადღებას არარეკომენდირებულია მანამდე, სანამ არ დაადგენთ თუ როგორ მოქმედებს პრეპარატი თქვენზე, რადგან ზოგიერთ პაციენტში პროპაფენონმა შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის დარღვევა, თავბრუსხვევა, დაღლილობა და არტერიული წნევის დაწევა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
პროპაფენონ ალკალოიდი, აპკით დაფარული ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. თუ იცით, რომ ვერ იტანთ შაქრის გარკეულ ტიპებს პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
მოცემული მედიკამენტის ერთი ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), რაც ნიშნავს რომ პრაქტიკულად ,,არ შეიცავს ნატრიუმს’’
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად პროპაფენონ ალკალოიდმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
ნებისმიერი მოცემული გვერდითი ეფექტის გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:
კრუნჩხვები
სიცოცხლისათვის საშიში არარეგულარული გულისცემა
ქოშინი ან ტერფის შეშუპება, გამონაყარი კანზე, ქავილი ან სიწითლე ან ალერგიული რეაქციების სხვა ნიშნები, როგორიც არის სუნთქვის გაძნელება. მართალია აღნიშნული ეფექტები იშვიათად ვლინდება, მაგრამ შესაძლოა სერიოზული აღმოჩნდეს.
კანი და/ან თვალების გაყვითლება, ეს შესაძლოა იყოს ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემის ნიშანი (ღვიღლიდან სისხლის ნაკადის ბლოკირება (ქოლესტაზი), ფილტვების ანთება (ჰეპატიტის) ან ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები.
თუ ადვილად წარმოიქმნება სისხლჩაქცევები ან ხშირად გაწუხებთ ანგინა მაღალი ტემპერატურით, რადგან ძალიან იშვიათად მკურნალობამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სისხლში ლეიკოციტების და თრომბოციტების დონეზე.
პრეპარატ პროპაფენონ ალკალოიდის სხვა გვერდითი ეფექტები შესაძლოა მოიცავდეს:
ძალიან ხშირი (10-დან >1 პაციენტში):
გონების დაბინდვა
გულის რითმის დარღვევა
გულისცემის აჩქარება (გულისცემის შეგრძნება)
ხშირი (100-დან 1-10 პაციენტში):
შფოთვა
ძილის დარღვევა
თავის ტკივილი
გემოს შეგრძნების დაკარგვა
არამკვეთრი მხედველობა
გულის რითმის დარღვევა, მაგ: გულისცემის აჩქარება ან შენელება
სუნთქვის გაძნელება
ტკივილი მუცლის არეში
ღებინება, გულისრევა
დიარეა
ყაბზობა
პირის სიმშრალე
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ტკივილი გულმკერდის არეში
დაღლილობა, კუნთების სისუსტე
ცხელება
ნაკლებად ხშირი (1000-დან 1-10 პაციენტში):
მადის დაკარგვა
კოშმარები
სისხლში თომბოციტების დაბალი დონე
გონების დაკარგვა,
მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა (ატაქია)
დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება
ვერტიგო (თავბრუსხვევა)
გულის რითმის დარღვევა, მაგ: არარეგულარული გულისცემა
დაბალი სისხლის წნევა
მუცლის შებერილობა, აირები
ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე, ქავილი, სიწითლე
ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების გაძნელება
სიხშირე უცნობია:
ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება
გონების არევა
კრუნჩხვები, მოძრაობის დარღვევა
შფოთვა
დაბალი არტერიული წნევა ფეხზე მყოფ მდგომარეობაში
ღებინების შეგრძნება, კუჭთან დაკავშირებული პრობლემები
იმუნური სისტემის დარღვევა, ეგრეთ წოდებული მგლურას მსგავსი სინდრომი
მაღალი დოზის მიღებისას ზოგჯერ აღინიშნა სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირების შექცევადი შემთხვევები.
კანზე პუსტულარული გამონაყარი
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რომელიმე გვერდითი ეფექტის გართულების შემთხვევში ან ისეთი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში.
ჭარბი დოზა
მიოკარდიალური სიმპტომები:
პროპაფენონის დოზის გადაჭარბების ეფექტები მიოკარდიუმის მხრივ ვლინდება იმპულსების წარმოქმნის და გამტარობის დარღვევების სახით, როგორიც არის PQ-ის გახანგრძლივება, QRS-ის გაფართოება, სინუსური კვანძის ავტომატიზაციის დათრგუნვა, AV ბლოკადა, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭების ფიბრილაცია და გულის გაჩერება.
კუმშვადობის შემცირებამ (უარყოფითი ინიტროპული ეფექტი) შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოტენზია, რამაც თავის მხრივ მწვავე შემთხვევებში შეიძლება განაპირობოს კარდიოვასკულარული შოკი.
არაკარდიალური ნიშნები და სიმპტომები:
მეტაბოლური აციდოზი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მხედველობის დაბინდვა, პარესთეზია, ტრემორი, გულისრევა, ყაბზობა, პირის სიმშრალე და კონვულსიები აღინიშნა დოზის გადაჭარბებისას. ასევე აღინიშნა გარდაცვალებაც.
მოწამვლის მწვავე შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს კლონურ-ტონური კონვულსიები, პარესთეზია, ძილიანობა, კომა და სუნთქვის გაჩერება.
მკურნალობა
ზოგადი გადაუდებელი ზომების გარდა პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლები უნდა გაკონტროლდეს ინტენსიური თერაპიის პირობებში და წარიმართოს შესაბამისად.
დეფიბრილაცია, ისევე როგორც დოპამინის და იზოპროტერენოლის ინფუზია ეფექტური იყო რითმის და არტერიული წნევის გასაკონტროლებლად. კონვულისიები შემსუბუქდა ინტრავენური დიაზეპამით. შეიძლება საჭირო გახდეს ზოგადი დამხმარე ზომების მიღება, როგორიც არის მექანიკური ხელოვნური სუნთქვა და გულის გარე მასაჟი.
ჰემოპერფუზიის გზით ელიმინაციის მცდელობას გააჩნია შეზღუდული ეფექტურობა.
ჰემოდიალიზი არაეფექტურია ცილებთან ძლიერი შეკავშირების (>95%) და განაწილების დიდი მოცულობის გამო.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: პროპაფენონის ჰიდროქლორიდი.
თითო ტაბლეტი შეიცავს 150მგ პროპაფენონის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ბირთვი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, ნატრიუმის სახამებელ გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, პოვიდონი, ტალკი, გარსი: ოპადრი თეთრი (ჰიპრომელოზა, ტიტანის ორჟანგი (E171), მაკროგოლი 400)
პრეპარატ პროპაფენონ ალკალოიდის აღწერილობა და შეფუთვის შემცველობა:
პროპაფენონ ალკალოიდი 150მგ, მრგვალი ორმხრივ ამობურცული, აპკით დაფარული თეთრი ტაბლეტები ერთ მხარეზე ჭდით.
10 ტაბლეტი პერფორირებულ ალ/პვქ ბლისტერში; 4 ბლისტერი (40 ტაბლეტი) მოთავსებულია ლითოგრაფიული წესით დაბეჭდილ მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პროპაფენონ ალკალოიდი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის (ვარგისიანობის ვადის აღმნიშვნელი აბრევიატურა) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე
დაუშვებელია პრეპარატების გადაყრა კანალიზაციაში ან ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურებასთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიარითმიული საშუალებები, კლასი Ic
ათქ კოდი: C01BC03
პროპაფენონი წარმოადგენს Ic კლასის ანტიარითმიულ საშუალებას.
მას აქვს მასტაბილიზირებელი მოქმედება მიოკარდიუმის მემბრანებზე, ამცირებს სწრაფ შემავალ ნაკადს, რომლის გადატანაც ხდება ნატრიუმის იონებით დეპოლარიზაციის სიჩქარის შემცირებით და ახანგრძლივებს იმპულსის გამტარობის დროს წინაგულში, AV კვანძში და ძირითადად ჰის-პურკინის სისტემაში.
იმპულსების გამტარობა დამხმარე გზებით, როგორც WPW სინდრომის შემთხვევაში, ითრგუნება რეფრაქტორული პერიოდის გახანგრძლივებით ან გამტარობის გზის ბლოკირებით, როგორც ანტეროგრადული, ასევე ძირითადად რეტროგრადული მიმართულებით.
ამავდროულად, სპონტანური აღგზნებადობა მცირდება მიოკარდიუმის სტიმულაციის ზღურბლის ზრდის ხარჯზე, ხოლო მიოკარდიუმის ელექტრული აღგზნებადობა მცირდება პარკუჭების ფიბრილაციის ზღურბლის ზრდის ხარჯზე.
ანტიარითმიული ეფექტები: მოქმედების პოტენციალის ზრდის სიჩქარის შენელება, აღგზნებადობის დაქვეითება, გამტარობის სიჩქარის ჰომოგენიზაცია, ექტოპიული ავტომატიზმის დათრგუნვა, ფიბრილაციის მიმართ მიოკარდიუმის მიდრეკილების შემცირება.
პროპაფენონს აქვს ზომიერი ბეტა-სიმპათოლიზური აქტივობა კლინიკური მნიშვნელობის გარეშე. თუმცა, არსებობს შესაძლებლობა, რომ მაღალი დღიური დოზების (900-1200 მგ) მიღებამ გამოიწვიოს სიმპათოლიზური (ანტი-ადრენერგული) ეფექტი.
ეკგ-ზე პროპაფენონი იწვევს P, PR და QRS ინტერვალების უმნიშვნელო გახანგრძლივებას, ხოლო QTC ინტერვალი, როგორც წესი არ იცვლება.
დიგიტალიზებულ პაციენტებში განდევნის ფრაქციით 35-50%, მარცხენა პარკუჭის შეკუმშვა ოდნავ მცირდება. მწვავე ტრანსმურალური ინფარქტის და გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში პროპაფენონის ინტრავენურად შეყვანამ შეიძლება გამოხატულად შეამციროს მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია, მაგრამ არსებითად ნაკლებად ისეთ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ინფარქტის მწვავე სტადია გულის უკმარისობის გარეშე. ორივე შემთხვევაში ფილტვის არტერიული წნევა იზრდება მინიმალურად. პერიფერიული არტერიული წნევის მხრივ არ აღინიშნება მნიშვნელოვანი ცვლილებები. ეს ცხადყოფს, რომ პროპაფენონი არ ახდენს არასასურველ ზეგავლენას მარცხენა პარკუჭის ფუნქციაზე, რაც კლინიკურად მნიშვნელოვანია. მარცხენა პარკუჭის ფუნქციის კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირება მოსალოდნელია მხოლოდ ისეთ პაციენტებში, რომლებსაც მანამდეც დაქვეითებული ჰქონდათ პარკუჭის ფუნქცია.
არანამკურნალები გულის უკმარისობა შეიძლება შემდეგ გაუარესდეს და გამოიწვიოს დეკომპენსაცია.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
პროპაფენონი წარმოადგენს S- და R-პროპაფენონის რაცემიულ ნაერთს.
შეწოვა
პერორალურად მიღების შემდეგ პროპაფენონი თითქმის სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან დოზა-დამოკიდებული გზით. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა ორ-სამ საათში პროპაფენონის ჰიდროქლორიდის მიღების შემდეგ. ერთი ტაბლეტის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 50%-ს. განმეორებითი დოზების მიღების შემდეგ პლაზმური კონცენტრაცია და ბიოშეღწევადობა იზრდება არაპროპორციულად ღვიძლში პირველი გავლის მეტაბოლიზმის (CYP2D6) გაჯერების გამო. მართალია საკვებმა გამოიწვია მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის და ბიოშეღწევადობის ზრდა ერთჯერადი დოზის კვლევაში, მაგრამ ჯანმრთელ სუბიექტებში პროპაფენონის მრავალჯერადი დოზების მიღებისას საკვებს მნიშვნელოვნად არ შეუცვლია ბიოშეღწევადობა.
განაწილება
პროპაფენონი სწრაფად ნაწილდება ორგანიზმში. განაწილების წონასწორული მოცულობა შეადგენს 1.9-3.0 ლ/კგ-ს. თერაპიული დონე პლაზმაში არის 150 ნგ/მლ-1500 ნგ/მლ. პლაზმის ცილებთან პროპაფენონის შეკავშირების ხარისხი დამოკიდებულია კონცენტრაციაზე და შემცირდა 97.3%-დან (0.25 მკგ/მლ) 81.3%-მდე (100 მკგ/მლ). თერაპიული კონცენტრაციის დიაპაზონში პროპაფენონის 95%-ზე მეტი უკავშირდება პლაზმის ცილებს.
ბიოტრანსფორმაცია და გამოყოფა
24 საათის განმავლობაში შარდში კუმულაციური გამოყოფის შედარების მიხედვით ინტრავენური პროპაფენონის (70 მგ) 1.3% და პერორალური პროპაფენონის (600 მგ) 0.65% გამოიყოფა უცვლელი ფორმით შარდში, ანუ პროპაფენონი თითქმის მხოლოდ ღვიძლში მეტაბოლიზდება. პროპაფენონის ნახევარ-გამოყოფის პერიოდი მერყეობს 2-10 საათს შორის ექსტენსიურ მეტაბოლიზატორებში და 10-32 საათს სუსტ მეტაბოლიზატორებში. ზუსტი დადებითი კორელაცია პლაზმურ დონეს და AV გამტარობას შორის აღინიშნა როგორც ჯანმრთელი მოხალისეების, ასევე პაცენტების უმეტესობაში.
პროპაფენონის კლირენსი შეადგენს 0.67-0.81 ლ/სთ/კგ-ს.
პლაზმაში 500 ნგ/მლ დონის შემდეგ PR ინტერვალი სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ხანგრძლივდება საწყის მაჩვენებლებთან შედარებით, რაც იძლევა დოზის ტიტრაციის და პაციენტის კონტროლის საშუალებას ეკგ-ს მეშვეობით. პარკუჭოვანი ექსტრასისტოლების სიხშირე მცირდება პლაზმაში კონცენტრაციის მატებასთან ერთად. სათანადო ანტიარითმული აქტივობა, ერთეულ შემთხვევებში, დაფიქსირდა პლაზური დონეების <500 ნგ/მლ შემთხვევაში.
წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა 3 ან 4 დღის შემდეგ, როდესაც ბიოშეღწევადობა იზრდება დაახლოებით 100%-მდე. პროპაფენონის რეკომენდებული დოზირების რეჟიმი იგივეა მიუხედავად მეტაბოლური სტატუსისა (ანუ ცუდი ან ექსტენსიური მეტაბოლიზატორები) ყველა პაციენტისთვის.
ხანდაზმული პოპულაცია
პროპაფენონის ზემოქმედება თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ სუბიექტებში ძალიან ცვალებადი იყო და მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ჯანმრთელი ახალგაზრდა სუბიექტებისგან. 5-ჰიდროქსიპროპაფენონის ზემოქმედება მსგავსი იყო, მაგრამ პროპაფენონის გლუკურონიდების ზემოქმედება გაორმაგდა.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაშიც კი, პროპაფენონის ელიმინაციის შემცირება არ არის მოსალოდნელი, რაც დასტურდება ქრონიკულ ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში კლინიკური შემთხვევებით და ერთჯერადი კინეტიკური კვლევებით. თუმცა, დაფიქსირდა გლუკურონიდის მეტაბოლიტების დაგროვება. კლინიკური ბიოქიმიური მაჩვენებლები არ განსხვავდებოდა თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით. პროპაფენონის ჰიდროქლორიდი სიფრთხილით მიიღება თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
პროპაფენონი ავლენს პერორალური ბიოშეღწევადობის და ნახევარ-გამოყოფის პერიოდის ზრდას ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში. ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში დოზა უნდა დაკორექტირდეს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
პროპაფენონ ალკალოიდი
PROPAFENON ALKALOID
150მგ აპკით დაფარული ტაბლეტები
(პროპაფენონის ჰიდროქლორიდი)
აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
- შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.
- დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- აღნიშნული პრეპარატი ინიშნება ინდივიდუალურად, არ გადასცეთ სხვებს, რადგან მიუხედავად მსგავსი სიმპტომებისას შესაძლოა ავნოს მათ.
- ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. აქ იგულისხმება ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. იხ. ნაწილი 4.
ფურცელ-ჩანართში იხილავთ:
- რას წარმოადგენს პროპაფენონ ალკალოიდი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა გაითვალისწინოთ პროპაფენონ ალკალოიდის მიღებამდე
- პროპაფენონ ალკალოიდის მიღების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- პროპაფენონ ალკალოიდის შენახვის პირობები
- რას შეიცავს შეფუთვა და სხვა ინფორმაცია
- რას წარმოადგენს პროპაფენონ ალკალოიდი და რისთვის გამოიყენება:
პროპაფენონ ალკალოიდი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას პროპაფენონ ჰიდროქლორიდს.
პროპაფენონ ალკალოიდი მიეკუთვნება ანტიარითმიული პრეპარატების ჯგუფს. პროპაფენონი ანელებს გულის რითმს და ხელს უწყობს გულის რითმის დარეგულირებას.
პროპაფენონ ალკალოიდის ტაბლეტები გამოიყენება არითმიის (არარეგულარული გულის რითმი) სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის.
- რა უნდა გაითვალისწინოთ პროპაფენონ ალკალოიდის მიღებამდე
არ მიიღოთ პროპაფენონ ალკალოიდი თუ:
- გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) პროპაფენონის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის (იხ. ნაწილი 6) მიმართი;
- დარღვეულია გულის რითმი ანუ გაქვთ ეგრეთ წოდებული ბრუგადას სინდრომი, რომელიც იწვევს სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიშ გულის რიტმს.
- ბოლო 3 თვის განმავლობაში გადაიტანეთ გულის შეტევა;
- გაქვთ გულის უკმარისობა ან გულის სხვა პრობლემები, გარდა გულის შეკუმშვათა სიხშირის/გულის რითმის დარღვევისა, რომლის სამკურნალოდაც ღებულობთ პროპაფენონს;
- გაქვთ უჩვეულოდ შენელებული გულის რითმი ან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია);
- გაწუხებთ ფილტვების მწვავე ობსტრუქციული დაავადება;
- სისხლში დარღვეულია ელექტროლიტური ბალანსი (მაგ: კალიუმი);
- გაწუხებთ მიასთენია გრავის, რომელიც იწვევს კუნთების სისუსტეს;
- ღებულობთ რიტონავირს.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან თუ:
- ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულებას;
- ძუძუთი კვებავთ ბავშვს;
- გაქვთ სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის ასთმა;
- გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის დაავადება;
- გაქვთ კარდიოსტიმულატორი, შესაძლოა საჭირო გახდეს მისი დარეგულირება.
ქირურგიული ჩარევის საჭიროებისას აცნობეთ ქირურგს ან სტომატოლოგს, რომ ღებულობთ აღნიშნულ პრეპარატს, რადგან მან შესაძლოა გავლენა მოახდინოს საანესთეზიო საშუალებაზე.
მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს ეკგ-ს გაკეთება და არტერიული წნევის გადამოწმება, რათაA აკონტროლოს თქვენი ინდივიდუალური დოზა.
ბავშვები და მოზარდები
პროპაფენონ ალკალოიდი არ გამოიყენება ბავშვებში.
სხვა სამკურნალო საშუალებები და პროპაფენონ ალკალოიდი
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ ან ღებულობდით სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილ პრეპარატებს ან გეგმავთ მათ მიღებას.
ეს განსაკუთრებით ეხება შემდეგ პრეპარატებს:
- ნებისმიერი პრეპარატი, რომელიც მიეკუთვნება სამციკლიანი ან მსგავსი ჯგუფის ტრანკვილიზატორების ან ანტიდეპრესანტების კლასს (მაგ: ამიტრიპტილინი, დოტიეპინი, დეზიპრამინი);
- ნებისმიერი სხვა ანტიდეპრესანტი, როგორიც არის ვენლაფაქსინი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი;
- ციმეტიდინი (გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ);
- ციკლოსპორინი (იმუნოდეპრესანტი, გამოიყენება ორგანოთა ან ქსოვილთა ტრანსპლანტაციის შემდეგ ან ართრიტის ან ფსორიაზის სამკურნალოდ);
- თეოფილინი (ასთმის სამკურნალო საშუალება);
- კეტოკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო საშუალება);
- ფენობარბიტალი (ეპილეფსიის სამკურნალო საშუალება);
პრეპარატ პროპაფენონ ალკალოიდის მიღება საკვებთან და სასმელთან
პროპაფენონ ალკალოიდის მიღება უმჯობესია კვების შემდეგ ჭიქა წყალთან ერთად.
დაუშვებელია პრეპარატთან ერთად გრეიფრუტის წვენის მიღება, რადგან მან შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმში პრეპარატის კონცენტრაციის ზრდა.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას.
ორსულობის პერიოდში პროპაფენონის ჰიდროქლორიდის მიღება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფისათვის მოსალოდნელ რისკს.
აქტიური ნივთიერება პროპაფენონის ჰიდროქლორიდი შესაძლოა გადავიდეს დედის რძეში.
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან გეგმავთ ძუძუთი კვებას.
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ტრანსპორტის მართვა, მექანიზმების გამოყენება და სხვა ისეთი საქმიანობების შესრულება, რაც საჭიროებს მაქსიმალურ ყურადღებას არარეკომენდირებულია მანამდე, სანამ არ დაადგენთ თუ როგორ მოქმედებს პრეპარატი თქვენზე, რადგან ზოგიერთ პაციენტში პროპაფენონმა შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის დარღვევა, თავბრუსხვევა, დაღლილობა და არტერიული წნევის დაწევა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
პროპაფენონ ალკალოიდი, აპკით დაფარული ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. თუ იცით, რომ ვერ იტანთ შაქრის გარკეულ ტიპებს პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
მოცემული მედიკამენტის ერთი ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), რაც ნიშნავს რომ პრაქტიკულად ,,არ შეიცავს ნატრიუმს’’
- პროპაფენონ ალკალოიდის მიღების წესი
პროპაფენონ ალკალოიდი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დაიცავით ექიმის დანიშნულება თუ როდის და როგორ უნდა მიიღოთ მედიკამენტი და იხილეთ ეტიკეტი შეფუთვაზე. თუ შეკითხვები გაქვთ ასევე დაგეხმარებათ ფარმაცევტი. ტაბლეტების რაოდენობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი. დოზა შესაძლოა იყოს 1 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ - 2 ტაბლეტამდე 3-ჯერ დღეში.
ხანდაზმულების, ღვიძლის და თირკმლის პრობლემების ან სხეულის მცირე წონის შემთხვევაში შესაძლოა დაინიშნოს პროპაფენონ ალკალოიდის უფრო დაბალი დოზა.
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად დაღეჭვის გარეშე. პრეპარატის მიღება უმჯობესია კვების შემდეგ მცირე რაოდენობით წყალთან ერთად. დაუშვებელია გრეიფრუტის წვენთან ერთად მიღება.
თუ მიიღეთ პროპაფენონ ალკალოიდის ჭარბი დოზა, ვიდრე საჭიროა
თუ თქვენ ან თქვენმა ნაცნობმა მიიღო მეტი პროპაფენონ ალკალოიდი ვიდრე ჰქონდა დანიშნული (დოზის გადაჭარბების შემთხვევაშა) დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს. თან იქონიეთ დარჩენილი ტაბლეტები.
თუ დაგავიწყდათ პროპაფენონ ალკალოიდის მიღება:
გახსენებისთანავე მიიღეთ გამოტოვებული დოზა თუ დაგავიწყდათ პროპაფენონ ალკალოიდის მიღება. თუ შემდეგი დოზის მიღების დრო მოახლოებულია გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და განაგრძეთ მკურნალობა დანიშნულების მიხედვით. გამოტოვებული დოზა საერთოდ არ მიიღოთ. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
თუ შეწყვიტეთ პროპაფენონ ალკალოიდის მიღება: ექიმის კონსულტაციის გარეშე მოსალოდნელია მდგომარეობის გაუარესება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობა განაგრძოთ ექიმის მიერ დანიშნული ვადით. არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება მხოლოდ იმიტომ, რომ თავს უკეთესად გრძნობთ.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები:
სხვა პრეპარატების მსგავსად პროპაფენონ ალკალოიდმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
ნებისმიერი მოცემული გვერდითი ეფექტის გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:
კრუნჩხვები
სიცოცხლისათვის საშიში არარეგულარული გულისცემა
ქოშინი ან ტერფის შეშუპება, გამონაყარი კანზე, ქავილი ან სიწითლე ან ალერგიული რეაქციების სხვა ნიშნები, როგორიც არის სუნთქვის გაძნელება. მართალია აღნიშნული ეფექტები იშვიათად ვლინდება, მაგრამ შესაძლოა სერიოზული აღმოჩნდეს.
კანი და/ან თვალების გაყვითლება, ეს შესაძლოა იყოს ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემის ნიშანი (ღვიღლიდან სისხლის ნაკადის ბლოკირება (ქოლესტაზი), ფილტვების ანთება (ჰეპატიტის) ან ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები.
თუ ადვილად წარმოიქმნება სისხლჩაქცევები ან ხშირად გაწუხებთ ანგინა მაღალი ტემპერატურით, რადგან ძალიან იშვიათად მკურნალობამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სისხლში ლეიკოციტების და თრომბოციტების დონეზე.
პრეპარატ პროპაფენონ ალკალოიდის სხვა გვერდითი ეფექტები შესაძლოა მოიცავდეს:
ძალიან ხშირი (10-დან >1 პაციენტში):
გონების დაბინდვა
გულის რითმის დარღვევა
გულისცემის აჩქარება (გულისცემის შეგრძნება)
ხშირი (100-დან 1-10 პაციენტში):
შფოთვა
ძილის დარღვევა
თავის ტკივილი
გემოს შეგრძნების დაკარგვა
არამკვეთრი მხედველობა
გულის რითმის დარღვევა, მაგ: გულისცემის აჩქარება ან შენელება
სუნთქვის გაძნელება
ტკივილი მუცლის არეში
ღებინება, გულისრევა
დიარეა
ყაბზობა
პირის სიმშრალე
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ტკივილი გულმკერდის არეში
დაღლილობა, კუნთების სისუსტე
ცხელება
ნაკლებად ხშირი (1000-დან 1-10 პაციენტში):
მადის დაკარგვა
კოშმარები
სისხლში თომბოციტების დაბალი დონე
გონების დაკარგვა,
მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა (ატაქია)
დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება
ვერტიგო (თავბრუსხვევა)
გულის რითმის დარღვევა, მაგ: არარეგულარული გულისცემა
დაბალი სისხლის წნევა
მუცლის შებერილობა, აირები
ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე, ქავილი, სიწითლე
ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების გაძნელება
სიხშირე უცნობია:
ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება
გონების არევა
კრუნჩხვები, მოძრაობის დარღვევა
შფოთვა
დაბალი არტერიული წნევა ფეხზე მყოფ მდგომარეობაში
ღებინების შეგრძნება, კუჭთან დაკავშირებული პრობლემები
იმუნური სისტემის დარღვევა, ეგრეთ წოდებული მგლურას მსგავსი სინდრომი
მაღალი დოზის მიღებისას ზოგჯერ აღინიშნა სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირების შექცევადი შემთხვევები.
კანზე პუსტულარული გამონაყარი
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რომელიმე გვერდითი ეფექტის გართულების შემთხვევში ან ისეთი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში.
- პროპაფენონ ალკალოიდის შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პროპაფენონ ალკალოიდი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის (ვარგისიანობის ვადის აღმნიშვნელი აბრევიატურა) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე
დაუშვებელია პრეპარატების გადაყრა კანალიზაციაში ან ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურებასთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს.
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია:
რას შეიცავს პროპაფენონ ალკალოიდი:
აქტიური ნივთიერება: პროპაფენონის ჰიდროქლორიდი.
თითო ტაბლეტი შეიცავს 150მგ პროპაფენონის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ბირთვი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, ნატრიუმის სახამებელ გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, პოვიდონი, ტალკი, გარსი: ოპადრი თეთრი (ჰიპრომელოზა, ტიტანის ორჟანგი (E171), მაკროგოლი 400)
პრეპარატ პროპაფენონ ალკალოიდის აღწერილობა და შეფუთვის შემცველობა:
პროპაფენონ ალკალოიდი 150მგ, მრგვალი ორმხრივ ამობურცული, აპკით დაფარული თეთრი ტაბლეტები ერთ მხარეზე ჭდით.
10 ტაბლეტი პერფორირებულ ალ/პვქ ბლისტერში; 4 ბლისტერი (40 ტაბლეტი) მოთავსებულია ლითოგრაფიული წესით დაბეჭდილ მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.
მწარმოებელი და სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
ალკალოიდ ად სკოპიე
ალექსანდრე მაკედონელის გამზ.12
1000 სკოპიე, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა
ტელ: +389 2 31 04 000
ფაქსი: +389 2 31 04 021
www.alkaloid.com.mk
ალკალოიდ ად სკოპიე (ALKALOID AD Skopje)
ნატაშა ვუკიკიევიკი
რეგისტრაციის სამსახურის უფროსი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.
