პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანალგეზური საშუალებები

პრომედოლი-ZN

PROMEDOL-ZN

რეცეპტით20მგ/მლინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

ტკივილის გამოკვეთილი სინდრომი ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების, დამწვრობების, მძიმე ტრავმების დროს, საოპერაციოდ მომზადებისა და ოპერაციის შემდგომ პერიოდებში, შინაგანი ორგანოებისა და სისხლძარღვების გლუვი მუსკულატურის სპაზმებისას, მათ შორის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ნაწლავების, თირკმლისა და ღვიძლის კოლიკების, …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტრიმეპერიდინი (trimeperidine)
ფორმა და შეფუთვა
20მგ/მლ 1მლ ი.მ. და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი მინის ამპულა №100 (20X5)
მწარმოებელი
«Kharkov Pharmaceutical Factory «Zdorovie Narodu» LTD, უკრაინა
გაცემის წესი
I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანალგეზური საშუალებები, ფენილპიპერიდინის წარმოებულები
ATC კოდი
N02AX
რეგისტრაციის ნომერი
რ-038873
რეგისტრირებულია
17 აგვისტო 2023, მოქმედებს 17 აგვისტო 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Kharkov Pharmaceutical Factory «Zdorovie Narodu» LTD (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „საბა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაპრომედოლი-ZN და სხვა წამალი ერთად

პრომედოლი-ZN — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ტკივილის გამოკვეთილი სინდრომი ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების, დამწვრობების, მძიმე ტრავმების დროს, საოპერაციოდ მომზადებისა და ოპერაციის შემდგომ პერიოდებში, შინაგანი ორგანოებისა და სისხლძარღვების გლუვი მუსკულატურის სპაზმებისას, მათ შორის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ნაწლავების, თირკმლისა და ღვიძლის კოლიკების, დისკინეტური შეკრულობის, მიოკარდის ინფარქტის, კარდიოგენური შოკის, სტენოკარდიის, მწვავე ნევრიტების, შარდის ბუშტში უცხო სხეულის, სწორი ნაწლავის, შარდსადენი არხის, პარათიმოზის, მწვავე პროსტატას დაავადებებისას. პრემედიკაციის შემადგენლობაში და ნარკოზის დროს, როგორც შოკის საწინააღმდეგო საშუალება ნეიროლეპტანალგეზიისათვის (ნეიროლეტიკებთან კომბინაციაში)

მიღების წესი და დოზირება

საჭიროა გულდასმით შეფასდეს ოპიოიდების გამოყენების აუცილებლობა როგორც თერაპიის დაწყებამდე, ისე მკურნალობის დროს. პერიოდულად უნდა განიხილებოდეს დოზის შემცირების, მკურნალობის შეწყვეტის ან ოპიოიდების შეცვლის შესაძლებლობა. ოპიოიდებისათვის დამახასიათებელი გვერდითი მოქმედებების წარმოშობის რისკის შესამცირებლად, სხვა წამლების ერთდროულად გამოყენება თავიდან უნდა ავიცილოთ

ზრდასრულ პაციენტებში კანქვეშ, კუნთში შეჰყავთ 20მგ/მლ ხსნარის (ტრიმეპერიდინის 10-30მგ) 0,5-1,5მლ დოზა. შეყვანა შეიძლება განმეორდეს ყოველ 4 საათში ერთხელ.

ზრდასრული პაციენტებისათვის უმაღლესი დოზებია: ერთჯერადი 2 მლ ხსნარი 20მგ/მლ (40მგ), დღიური – 8მლ ხსნარი 20მგ/მლ (160მგ).

ხანდაზმული ასაკის, დასუსტებული პაციენტების, ფსიქიური დარღვევების, ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობის მქონე პირებისათვის დოზა უნდა შემცირდეს. თერაპია იწყება უმცირესი დოზებით. ამასთანავე, დაცული უნდა იქნას შეძლებისდაგვარად ხანგრძლივი ინტერვალი დოზებს შორის.

2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისაათვის, კანქვეშ შესაყვანი დოზები ასაკის მიხედვით შემდეგია:

2-3 წლის ასაკში – ერთჯერადი დოზაა 20მგ/მლ ხსნარის 0,15მლ (ტრიმეპერიდინის 3მგ), მაქსიმალური დღიური დოზა – 0,6მლ (12მგ);

4-6 წლის ასაკში - ერთჯერადი დოზაა 0,2მლ (4მგ); მაქსიმალური დღიური დოზა – 0,8მლ (16მგ);

7-9 წლის ასაკში – ერთჯერადი დოზაა 0,3მლ (6მგ); მაქსიმალური დღიური დოზა – 1,2მლ (24მგ);

10-12 წლის ასაკში - ერთჯერადი დოზაა 0,4მლ (8,0მგ); მაქსიმალური დღიური დოზა – 1,6მლ (32მგ);

13-16 წლის ასაკში - ერთჯერადი დოზაა 0,5მლ (10მგ); მაქსიმალური დღიური დოზა – 2მლ (40მგ)

ბავშვები. 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ამ პრეპარატის მიცემა რეკომენდირებული არ არის

უკუჩვენებები

მომეტებული ინდივიდუალური მგრძნობელობა ტრიმეპერიდინის ჰიდროქლორიდის მიმართ;

სუნთქვის დარღვევები სასუნთქი ცენტრის დათრგუნვის გამო;

სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებები, მათ შორის ბრონქული ასთმის შეტევები;

ზოგადი გამოფიტვა;

პარალიზური ილეუსი ან მისი განვითარების რისკი;

გაურკვეველი წარმომავლობის ტკივილი მუცლის არეში (დიაგნოზის დასმამდე);

მომატებული ქალასშიდა წნევა ან თავის ტრავმა;

მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია;

კრუნჩხვები;

კომატოზური მდგომარეობა;

ფეოქრომოციტომა;

ერთდროული მკურნალობა მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებით, აგრეთვე 2 კვირის განმავლობაში მათი მიღების შეწყვეტიდან;

2 წლამდე ასაკი;

65 წელზე მეტი ასაკი;

პერიოდი მშობიარობის სავარაუდი დრომდე 3 საათით ადრე

სიფრთხილის ზომები

მაღალი დოზებით მიღებისა და ინტოქსიკაციის ნიშნების შემჩნევისას, შეიძლება აქტივირებული ნახშირის პერორალურად მიღება.

პრეპარატის მაღალი დოზებით მიცემამ, განსაკუთრებით – ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის, შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის დეპრესიის განვითარება და ჰიპერტენზია ცირკულარული უკმარისობისა და კომატოზური მდგომარეობის განვითარებით. გვერდითი ეფექტების განვითარება დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე ოპიოიდური რეცეპტორების მიმართ. 2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში შეიძლება ადგილი ექნეს კრუნჩხვებს, დიდი დოზებით მიღებისას შესაძლოა განვითარდეს თირკმლის პროგრესირებადი უკმარისობა. კრუნჩხვები უფრი ხშირად ბავშვებში დაიკვირვება.

ტოქსიკური ეფექტების განვითარება დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე ოპიოიდური რეცეპტორების მიმართ.

კომატოზური მდგომარეობა ვლინდება თვალის გუგების შევიწროებით, სუნთქვის დეპრესიით, რაც შეიძლება ჭარბი დოზის მიღებას ადასტურებდეს. გუგების დილატაცია ჰიპოქსიის განვითარებაზე მიგვანიშნებს. ფილტვების შეშუპება Qჭარბი დოზის მიღების შემდეგ, ლეტალური შედეგის დადგომის ძირითად მიზეზს წარმოადგენს.

განმეორებითი მიღებისას, შეიძლება განვითარდეს მიჩვევა და წამალდამოკიდებულება, შესაძლოა ეიფორიაც.

ეს პრეპარატი სიფრთხილის დაცვით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევის, ჰიპერირეოზის, ჰიპოტენზიის, თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობის, პროსტატას ჰიპერტროფიის, იმპოტენციის, შოკის, მიასტენიის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებების შემთხვევაში და ასევე 60 წელზე მეტი ასაკის პაციენტებისათვის მიცემისას.

ალჰოჰოლის მიღება არ დაიშვება

უმჯობესია, რომ ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებმა პერორალურად მიიღონ უეცარი მოქმედების პრეპარატები, ან პარენტერალურად გაიკეთონ ხანმოკლე მოქმედების ოპიოიდები, ვიდრე ხანგრძლივი მოქმედების ოპიოიდები, მაგალითად ტრანსდერმალური პრეპარატები ან ხანგრძლივი გამოთავისუფლების წამლები.

სიფრთხილის დაცვაა საჭირო ამ პრეპარატის მიცემისას ჰეპატობილიარული სისტემის (აგრეთვე ბილიარული წარმოშობის პანკრეატიტის) დარღვევების მქონე პაციენტებისათვის. ასეთ შემთხვევებში, ტრიმეპერიდინის ჰიდროქლორიდი გმოყენებული უნდა იქნას სპაზმოლიტურ საშუალებებთან ერთად.

აბსტინენტური სინდრომის წარმოშობის რისკი. ტრიმეპერიდინის ჰიდროქლორიდის მიცემის უეცარი შეწყვეტისას, შეიძლება განვითარდეს აბსტინენციის სინდრომი (იხ. ნაწილი `გვერდითი რეაქციები~)

სუნთქვის უკმარისობა საჭიროებს რესპირატორულ მხარდაჭერას და მასტიმულირებელი ანტაგონისტის – ნალოქსონის შეყვანას, მაგრამ, ოპიოიდური ანტაგონისტის ნალოქსონის შეყვანამ ნარკოდამოკიდებულ პირებში, შეიძლება მოხსნის სინდრომის განვითარება გამოიწვიოს. დამხმარე თერაპიის დანიშნულებაა რესპირატორული მხარდაჭერა და პაციენტის გამოყვანა შოკური მდგომრეობიდან ნალოქსონის შეყვანის გზით. პრეპარატის შეყვანის რაოდენობა დამოკიდებულია სუნთქვის უკმარისობის ხარისხზე და კომატოზური მდგომარეობის დონეზე

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ტრიმეპერიდინის ჰიდროქლორიდის მიღება მაო ინჰიბიტორებთან (მოკლობემიდის ჩათვლით) ერთად, არ შეიძლება (მაო) ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში (იხ. ნაწილი `უკუჩვენებები~)

სხვა ანტიდეპრესანტებთან (ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ჩათვლით) კომბინაციით მიღებისას, რომლებიც დეპრესიულ ზემოქმედებას ახდენენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, შესაძლოა წარმოიშვას ცენტრალური ნერვული სისტემის აგმზნები ან დამთრგუნავი ეფექტი.

ცენტრალური ნერვული სისტემის აგმზნები ან დამთრგუნავი ეფექტი ასევე ძლიერდება ამ პრეპარატის მიღებისას ანესთეზიურ საშუალებებთან ერთად.

ანტიფსიქოზურ საშუალებებთან ერთად მიღებისას, ძლიერდება ტრიმეპერიდინის ჰიდროქლორიდის სედატიური და ჰიპოტენზიური ეფექტები.

ბარბიტურატების (განსაკუთრებით ფენობარბიტალის) ან ნარკოტიკული ანალგეტიკების ხანგრძლივი მიღება იწვევს ჯვარედინი ტოლერანტობის განვითარებას.

პრომედოლი-ზნ თავსებადია ნეიროლეპტიკებთან (ჰალოპერიდოლი, დროპერიდოლომი), ქოლინოლიტიკებთან, მიოტროპულ სპაზმოლიტიკებთან, ანტიჰისტამინურ საშუალებებთან.

ოპიოიდები ანელებენ ანტიარითმიული საშუალების მექსილეტინის შეწოვას.

თუ პაციენტი ღებულობს ანტიბიოტიკს პიპროფლოქსაცინს, ოპიოიდით პრემედიკაციის შემთხვევაში შეიძლება შემცირდეს მისი კონცენტრცია პლაზმაში.

ტრიმეპერიდინის ჰიდროქლორიდისა და ციზაპრიდის, მეტოკლოპრამიდის ან დომპერიდონის ერთდროულად მიღებისას დაიკვირვება ანტაგონიზმი კუჭნაწლავის ტრაქტზე ზემოქმედების მიმართ

H2-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი ციმეტიდინი ახდენს ოპიოიდების მეტაბოლიზმის ინჰიბაციას.

ალკოჰოლი აძლიერებს ოპიოიდების სედატიურ და ჰიპოტენზიურ მოქმედებას.

ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებისა და აივ-პროტეაზას ინჰიბიტორების ან უკუტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორების ურთიერთქმედება საბოლოოდ განსაზღვრული არ არის. In vivo კვლევებისა და შედეგების მცირე რაოდენობა არც თუ ყოველთვის ადასტურებს პროგნოზებს შესაძლო ურთიერთქმედების ხასიათის შესახებ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში, ეს პრეპარატი უკუნაჩვენებია

ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტოტანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას

პრომედოლით მკურნალობის პერიოდში, პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს ავტომანქანის მართვის და იმ სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობებისაგან, რომლებიც ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს საჭიროებენ.

გვერდითი მოვლენები

იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები გამონაყარის, ქავილის ჭინჭრის ციების ჩათვლით, კონტაქტური დერმატიტი;

ფსიქიკის მხრივ: ჰალუცინაციები, გუნება-განწყობილების ცვლილებები, ეიფორია (მაღალი დოზების მიღებისას), დისფორია;

ნერვული სისტემის მხრივ: გონების დარღვევები, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ვერტიგო, ძილიანობა, კომატოზური მდგომარეობა (მაღალი დოზების მიღებისას);

მხედველობის ორგანოების მხრივ: დიპლოპია, მიოზი, გუგების დილატაცია, რაც ჰიპოქსიის განვითარებაზე მიგვანიშნებს;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, ტაქიკარდია, გულის რითმის დარღვევა, ორთოსტატიკური ჰიპოტენია, ქალასშიდა წნევის მომატება;

სუნთქვის სისტემის მხრივ: სუნთქვის უკმარისობა, სუნთქვის დათრგუნვა (მაღალი დოზების მიღებისას);

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, პირღებინება, ყაბზობა, პირის ღრუს სიმშრალე;

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: სანაღვლე გზების სპაზმები;

ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: კუნთების რიგიდულობა (მაღალი დოზების მიღებისას), კრუნჩხვები (განსაკუთრებით ბავშვებში);

საშარდე სისტემის მხრივ: თირკმლის უკმარისობა (მაღალი დოზების მიღებისას), შარდის გამოშვების გაძნელება, საშარდე გზების სპაზმები;

რეპროდუქციული სისტემის მხრივ: ლიბიდოს დაქვეითება;

ზოგადი დარღვევები და რეაქციები ჩხვლეტის ადგილას: საერთო სისუსტე, ოფლის ჭარბი გამოყოფა, სახის შეწითლება, ჰიპოთერმია, ტკივილი და ანთება ჩხვლეტის ადგილას.

ლაბორატორიული მახასიათებლები: ღვიძლის ფერმტების დონის ცვლილება, ჰიპერგლიკემია

დამოკიდებულება: ტრიმეპერიდინის ჰიდროქლორიდის განმეორებითმა მიღებამ შეიძლება დამოკიდებულება გამოიწვიოს.

ფიზიკური დამოკიდებულების შემთხვევაში ტრიმეპერიდინის ჰიდროქლორიდის მიცემის უეცარი შეწყვეტისას შეიძლება განვითარდეს აბსტინენციის სინდრომი (იხ. ნაწილი `გამოყენების თავისებურებები~), რომლისთვისაც შემდეგი სიმპტომებია დამახასიათებელი: გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი, ჭარბი ოფლიანობა, მიდრიაზი, ცრემლდენა, შემცივნება, მთქნარება, მუცლის, კუნთების ან სახსრების ტკივილი, კუნთების ძაგძაგი, შფოთვა, მოუსვენრობა, გაღიზიანება, უძილობა, აგრეთე გულისცემის, სუნთქვის აჩქარება, არტერიული წნევის ამაღლება. აბსტინენციის სინდრომის წარმოშობის თავიდან ასაცილებლად, დამოკიდებულების წარმოშობის რისკის მქონე პაციენტებს პრეპარატის მიღება უნდა შეუწყდეს თანდათანობით.

ტრიმეპერიდინის ჰიდროქლორიდის ეიფორიული მოქმედება შეიძლება გამოწვეული იყოს ამ პრეპარატის არადანიშნულებისამებრ მიღებით.

თუ ამ პრეპარატის განმეორებით მიღებისას აღინიშნება გულისრევა, პირღებინება, ყაბზობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, დეზორიენტაცია ან საერთო სისუსტე, დოზა უნდა შემცირდეს

ჭარბი დოზა

სიმპტომები: სიმპტომები ისეთივეა, როგორც მორფინის ზედოზირების შემთხვევაში: სუნთქვის ძლიერი დათრგუნვა, ჰიპოტენზია, გუგების შევიწროვება (გამოხატული ჰიპოქსიის შემთხვევაში – გაფართოება), ქალასშიდა წნევის მომატება და კომა. შესაძლოა ცნს-ის აგზნება და კრუნჩხვები. აღნიშნულია რაბდომიოლიზისა და მასთან დაკავშირებული თირკმლის უკმარისობის შემთხვევები ადრეული და საშიში გამოვლინება – სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა

მკურნალობა: ზოგადი სარეანიმაციო ღონისძიებები, ანტაგონისტების (ნალოქსონი) და ოპიატური რეცეპტორების აგონისტი-ანტაგონისტების (ნალორფინი) დანიშვნა, სიმპტომატური თერაპია.

ნალორფინი თავიდან გვაცილებს ნარკოტიკული ანალგეტიკებით გამოწვეულ სუნთქვის დეპრესიას, მათი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის შენარჩუნებით

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ტრიმეპერიდინი

1მლ ხსნარი შეიცავს 20მგ პრომედოლს (ტრიმეპერიდინის ჰიდროქლორიდს)

დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო სითხე

შენახვის პირობები

3 წელი

შენახვის პირობები

ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე

შეფუთვა

1მლ ამპულაში, 5 ამპულა ბლისტერში. 20 ბლისტერი კოლოფში

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი

I, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანალგეტიკები. ოპიოიდები. ATC კოდი N02A B

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა. ოპიოიდური რეცეპტორების სინთეტური აგონისტი. ახდენს გამოკვეთილ ანალგეტიკურ მოქმედებას, აქვს ზომიერი შოკის საწინააღმდეგო, ძილისმომგვრელი და სპაზმოლიტური თვისებები, ამაღლებს საშვილოსნოს შეკუმშვად აქტივობას

მოქმედების მექანიზმს განაპირობებს µ-, δ-, და κ-ქვესახეობების ოპიოიდური რეცეპტორების სტიმულირება. µ რეცეპტორებზე ზემოქმედება განაპირობებს სუპრასპინალურ ანალგეზიას, ეიფორიას, ფიზიკურ დამოკიდებულებას, სუნთქვის დათრგუნვას, მოხეტიალე ნერვის ცენტრების აგზნებას. κ რეცეპტორების სტიმულაცია ახდენს სპინალურ ანალგეზიურ, სედატიურ ეფექტს, მიოზს.

თრგუნავს ტკივილის იმპულსების ნეირონთაშორის გადაცემას აფერენტული გზების ცენტრალურ ნაწილში, ამცირებს მტკივნეული იმპულსების აღქმას ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან, ადაბლებს ტკივილის ემოციურ შეფასებას. შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური დამოკიდებულებისა და მიჩვევის განვითარება.

მორფინთან შედარებით, ახასიათებს უფრო სუსტი და ხანმოკლე გაუტკივარების ეფექტი. ამასთან, უფრო ნაკლებად თრგუნავს სუნთქვის ცენტრს და ასევე ნაკლებად აღაგზნებს მოხეტიალე ნერვისა და პირღებინების ცენტრებს, არ იწვევს გლუვი მუსკულატურის (მიომეტრიის გარდა) სპაზმებს, გადაიტანება უკეთ, ვიდრე მორფინი.

კანქვეშა და ინტრამუსკულარული შეყვანისას, მოქმედება იწყება 10-20 წუთის შემდეგ და გრძელდება 3-4 საათითY და უფრო ხანგრძლივად

ფარმაკოკინეტიკა. ორგანიზმში ნებისმიერი გზით შეყვნისას, სწრაფად შეიწოვება სისხლში. პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი აღწევს 40%-ს. მეტაბოლიზირდება ჰიდროლიზის გზით და წარმოქმნის მეპერიდინულ და ნორმეპერიდინულ მჟავებს მათი შემდგომი კონიუგაციით. მცირე რაოდენობით გამოიყოფა თირკმელებიდან შეუცვლელი სახით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

პრეპარატის `პრომედოლი-ზნ”

(PROMEDOL-ZN)

სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

შემადგენლობა:

კლინიკური მახასიათებლები

ჩვენებები

ტკივილის გამოკვეთილი სინდრომი ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების, დამწვრობების, მძიმე ტრავმების დროს, საოპერაციოდ მომზადებისა და ოპერაციის შემდგომ პერიოდებში, შინაგანი ორგანოებისა და სისხლძარღვების გლუვი მუსკულატურის სპაზმებისას, მათ შორის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ნაწლავების, თირკმლისა და ღვიძლის კოლიკების, დისკინეტური შეკრულობის, მიოკარდის ინფარქტის, კარდიოგენური შოკის, სტენოკარდიის, მწვავე ნევრიტების, შარდის ბუშტში უცხო სხეულის, სწორი ნაწლავის, შარდსადენი არხის, პარათიმოზის, მწვავე პროსტატას დაავადებებისას. პრემედიკაციის შემადგენლობაში და ნარკოზის დროს, როგორც შოკის საწინააღმდეგო საშუალება ნეიროლეპტანალგეზიისათვის (ნეიროლეტიკებთან კომბინაციაში)

უკუჩვენებები

მომეტებული ინდივიდუალური მგრძნობელობა ტრიმეპერიდინის ჰიდროქლორიდის მიმართ;

სუნთქვის დარღვევები სასუნთქი ცენტრის დათრგუნვის გამო;

სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებები, მათ შორის ბრონქული ასთმის შეტევები;

ზოგადი გამოფიტვა;

პარალიზური ილეუსი ან მისი განვითარების რისკი;

გაურკვეველი წარმომავლობის ტკივილი მუცლის არეში (დიაგნოზის დასმამდე);

მომატებული ქალასშიდა წნევა ან თავის ტრავმა;

მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია;

კრუნჩხვები;

კომატოზური მდგომარეობა;

ფეოქრომოციტომა;

ერთდროული მკურნალობა მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებით, აგრეთვე 2 კვირის განმავლობაში მათი მიღების შეწყვეტიდან;

2 წლამდე ასაკი;

65 წელზე მეტი ასაკი;

პერიოდი მშობიარობის სავარაუდი დრომდე 3 საათით ადრე

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები

ტრიმეპერიდინის ჰიდროქლორიდის მიღება მაო ინჰიბიტორებთან (მოკლობემიდის ჩათვლით) ერთად, არ შეიძლება (მაო) ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში (იხ. ნაწილი `უკუჩვენებები~)

სხვა ანტიდეპრესანტებთან (ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ჩათვლით) კომბინაციით მიღებისას, რომლებიც დეპრესიულ ზემოქმედებას ახდენენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, შესაძლოა წარმოიშვას ცენტრალური ნერვული სისტემის აგმზნები ან დამთრგუნავი ეფექტი.

ცენტრალური ნერვული სისტემის აგმზნები ან დამთრგუნავი ეფექტი ასევე ძლიერდება ამ პრეპარატის მიღებისას ანესთეზიურ საშუალებებთან ერთად.

ანტიფსიქოზურ საშუალებებთან ერთად მიღებისას, ძლიერდება ტრიმეპერიდინის ჰიდროქლორიდის სედატიური და ჰიპოტენზიური ეფექტები.

ბარბიტურატების (განსაკუთრებით ფენობარბიტალის) ან ნარკოტიკული ანალგეტიკების ხანგრძლივი მიღება იწვევს ჯვარედინი ტოლერანტობის განვითარებას.

პრომედოლი-ზნ თავსებადია ნეიროლეპტიკებთან (ჰალოპერიდოლი, დროპერიდოლომი), ქოლინოლიტიკებთან, მიოტროპულ სპაზმოლიტიკებთან, ანტიჰისტამინურ საშუალებებთან.

ოპიოიდები ანელებენ ანტიარითმიული საშუალების მექსილეტინის შეწოვას.

თუ პაციენტი ღებულობს ანტიბიოტიკს პიპროფლოქსაცინს, ოპიოიდით პრემედიკაციის შემთხვევაში შეიძლება შემცირდეს მისი კონცენტრცია პლაზმაში.

ტრიმეპერიდინის ჰიდროქლორიდისა და ციზაპრიდის, მეტოკლოპრამიდის ან დომპერიდონის ერთდროულად მიღებისას დაიკვირვება ანტაგონიზმი კუჭნაწლავის ტრაქტზე ზემოქმედების მიმართ

H2-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი ციმეტიდინი ახდენს ოპიოიდების მეტაბოლიზმის ინჰიბაციას.

ალკოჰოლი აძლიერებს ოპიოიდების სედატიურ და ჰიპოტენზიურ მოქმედებას.

ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებისა და აივ-პროტეაზას ინჰიბიტორების ან უკუტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორების ურთიერთქმედება საბოლოოდ განსაზღვრული არ არის. In vivo კვლევებისა და შედეგების მცირე რაოდენობა არც თუ ყოველთვის ადასტურებს პროგნოზებს შესაძლო ურთიერთქმედების ხასიათის შესახებ.

გამოყენების თავისებურებები

მაღალი დოზებით მიღებისა და ინტოქსიკაციის ნიშნების შემჩნევისას, შეიძლება აქტივირებული ნახშირის პერორალურად მიღება.

პრეპარატის მაღალი დოზებით მიცემამ, განსაკუთრებით – ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის, შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის დეპრესიის განვითარება და ჰიპერტენზია ცირკულარული უკმარისობისა და კომატოზური მდგომარეობის განვითარებით. გვერდითი ეფექტების განვითარება დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე ოპიოიდური რეცეპტორების მიმართ. 2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში შეიძლება ადგილი ექნეს კრუნჩხვებს, დიდი დოზებით მიღებისას შესაძლოა განვითარდეს თირკმლის პროგრესირებადი უკმარისობა. კრუნჩხვები უფრი ხშირად ბავშვებში დაიკვირვება.

ტოქსიკური ეფექტების განვითარება დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე ოპიოიდური რეცეპტორების მიმართ.

კომატოზური მდგომარეობა ვლინდება თვალის გუგების შევიწროებით, სუნთქვის დეპრესიით, რაც შეიძლება ჭარბი დოზის მიღებას ადასტურებდეს. გუგების დილატაცია ჰიპოქსიის განვითარებაზე მიგვანიშნებს. ფილტვების შეშუპება Qჭარბი დოზის მიღების შემდეგ, ლეტალური შედეგის დადგომის ძირითად მიზეზს წარმოადგენს.

განმეორებითი მიღებისას, შეიძლება განვითარდეს მიჩვევა და წამალდამოკიდებულება, შესაძლოა ეიფორიაც.

ეს პრეპარატი სიფრთხილის დაცვით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევის, ჰიპერირეოზის, ჰიპოტენზიის, თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობის, პროსტატას ჰიპერტროფიის, იმპოტენციის, შოკის, მიასტენიის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებების შემთხვევაში და ასევე 60 წელზე მეტი ასაკის პაციენტებისათვის მიცემისას.

ალჰოჰოლის მიღება არ დაიშვება

უმჯობესია, რომ ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებმა პერორალურად მიიღონ უეცარი მოქმედების პრეპარატები, ან პარენტერალურად გაიკეთონ ხანმოკლე მოქმედების ოპიოიდები, ვიდრე ხანგრძლივი მოქმედების ოპიოიდები, მაგალითად ტრანსდერმალური პრეპარატები ან ხანგრძლივი გამოთავისუფლების წამლები.

სიფრთხილის დაცვაა საჭირო ამ პრეპარატის მიცემისას ჰეპატობილიარული სისტემის (აგრეთვე ბილიარული წარმოშობის პანკრეატიტის) დარღვევების მქონე პაციენტებისათვის. ასეთ შემთხვევებში, ტრიმეპერიდინის ჰიდროქლორიდი გმოყენებული უნდა იქნას სპაზმოლიტურ საშუალებებთან ერთად.

აბსტინენტური სინდრომის წარმოშობის რისკი. ტრიმეპერიდინის ჰიდროქლორიდის მიცემის უეცარი შეწყვეტისას, შეიძლება განვითარდეს აბსტინენციის სინდრომი (იხ. ნაწილი `გვერდითი რეაქციები~)

სუნთქვის უკმარისობა საჭიროებს რესპირატორულ მხარდაჭერას და მასტიმულირებელი ანტაგონისტის – ნალოქსონის შეყვანას, მაგრამ, ოპიოიდური ანტაგონისტის ნალოქსონის შეყვანამ ნარკოდამოკიდებულ პირებში, შეიძლება მოხსნის სინდრომის განვითარება გამოიწვიოს. დამხმარე თერაპიის დანიშნულებაა რესპირატორული მხარდაჭერა და პაციენტის გამოყვანა შოკური მდგომრეობიდან ნალოქსონის შეყვანის გზით. პრეპარატის შეყვანის რაოდენობა დამოკიდებულია სუნთქვის უკმარისობის ხარისხზე და კომატოზური მდგომარეობის დონეზე

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში. ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში, ეს პრეპარატი უკუნაჩვენებია

ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტოტანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას

პრომედოლით მკურნალობის პერიოდში, პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს ავტომანქანის მართვის და იმ სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობებისაგან, რომლებიც ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს საჭიროებენ.

მიღების წესი და დოზები

საჭიროა გულდასმით შეფასდეს ოპიოიდების გამოყენების აუცილებლობა როგორც თერაპიის დაწყებამდე, ისე მკურნალობის დროს. პერიოდულად უნდა განიხილებოდეს დოზის შემცირების, მკურნალობის შეწყვეტის ან ოპიოიდების შეცვლის შესაძლებლობა. ოპიოიდებისათვის დამახასიათებელი გვერდითი მოქმედებების წარმოშობის რისკის შესამცირებლად, სხვა წამლების ერთდროულად გამოყენება თავიდან უნდა ავიცილოთ

ზრდასრულ პაციენტებში კანქვეშ, კუნთში შეჰყავთ 20მგ/მლ ხსნარის (ტრიმეპერიდინის 10-30მგ) 0,5-1,5მლ დოზა. შეყვანა შეიძლება განმეორდეს ყოველ 4 საათში ერთხელ.

ზრდასრული პაციენტებისათვის უმაღლესი დოზებია: ერთჯერადი 2 მლ ხსნარი 20მგ/მლ (40მგ), დღიური – 8მლ ხსნარი 20მგ/მლ (160მგ).

ხანდაზმული ასაკის, დასუსტებული პაციენტების, ფსიქიური დარღვევების, ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობის მქონე პირებისათვის დოზა უნდა შემცირდეს. თერაპია იწყება უმცირესი დოზებით. ამასთანავე, დაცული უნდა იქნას შეძლებისდაგვარად ხანგრძლივი ინტერვალი დოზებს შორის.

2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისაათვის, კანქვეშ შესაყვანი დოზები ასაკის მიხედვით შემდეგია:

2-3 წლის ასაკში – ერთჯერადი დოზაა 20მგ/მლ ხსნარის 0,15მლ (ტრიმეპერიდინის 3მგ), მაქსიმალური დღიური დოზა – 0,6მლ (12მგ);

4-6 წლის ასაკში - ერთჯერადი დოზაა 0,2მლ (4მგ); მაქსიმალური დღიური დოზა – 0,8მლ (16მგ);

7-9 წლის ასაკში – ერთჯერადი დოზაა 0,3მლ (6მგ); მაქსიმალური დღიური დოზა – 1,2მლ (24მგ);

10-12 წლის ასაკში - ერთჯერადი დოზაა 0,4მლ (8,0მგ); მაქსიმალური დღიური დოზა – 1,6მლ (32მგ);

13-16 წლის ასაკში - ერთჯერადი დოზაა 0,5მლ (10მგ); მაქსიმალური დღიური დოზა – 2მლ (40მგ)

ბავშვები. 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ამ პრეპარატის მიცემა რეკომენდირებული არ არის

ჭარბი დოზა.

სიმპტომები: სიმპტომები ისეთივეა, როგორც მორფინის ზედოზირების შემთხვევაში: სუნთქვის ძლიერი დათრგუნვა, ჰიპოტენზია, გუგების შევიწროვება (გამოხატული ჰიპოქსიის შემთხვევაში – გაფართოება), ქალასშიდა წნევის მომატება და კომა. შესაძლოა ცნს-ის აგზნება და კრუნჩხვები. აღნიშნულია რაბდომიოლიზისა და მასთან დაკავშირებული თირკმლის უკმარისობის შემთხვევები ადრეული და საშიში გამოვლინება – სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა

მკურნალობა: ზოგადი სარეანიმაციო ღონისძიებები, ანტაგონისტების (ნალოქსონი) და ოპიატური რეცეპტორების აგონისტი-ანტაგონისტების (ნალორფინი) დანიშვნა, სიმპტომატური თერაპია.

ნალორფინი თავიდან გვაცილებს ნარკოტიკული ანალგეტიკებით გამოწვეულ სუნთქვის დეპრესიას, მათი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის შენარჩუნებით

გვერდითი რეაქციები

იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები გამონაყარის, ქავილის ჭინჭრის ციების ჩათვლით, კონტაქტური დერმატიტი;

ფსიქიკის მხრივ: ჰალუცინაციები, გუნება-განწყობილების ცვლილებები, ეიფორია (მაღალი დოზების მიღებისას), დისფორია;

ნერვული სისტემის მხრივ: გონების დარღვევები, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ვერტიგო, ძილიანობა, კომატოზური მდგომარეობა (მაღალი დოზების მიღებისას);

მხედველობის ორგანოების მხრივ: დიპლოპია, მიოზი, გუგების დილატაცია, რაც ჰიპოქსიის განვითარებაზე მიგვანიშნებს;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, ტაქიკარდია, გულის რითმის დარღვევა, ორთოსტატიკური ჰიპოტენია, ქალასშიდა წნევის მომატება;

სუნთქვის სისტემის მხრივ: სუნთქვის უკმარისობა, სუნთქვის დათრგუნვა (მაღალი დოზების მიღებისას);

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, პირღებინება, ყაბზობა, პირის ღრუს სიმშრალე;

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: სანაღვლე გზების სპაზმები;

ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: კუნთების რიგიდულობა (მაღალი დოზების მიღებისას), კრუნჩხვები (განსაკუთრებით ბავშვებში);

საშარდე სისტემის მხრივ: თირკმლის უკმარისობა (მაღალი დოზების მიღებისას), შარდის გამოშვების გაძნელება, საშარდე გზების სპაზმები;

რეპროდუქციული სისტემის მხრივ: ლიბიდოს დაქვეითება;

ზოგადი დარღვევები და რეაქციები ჩხვლეტის ადგილას: საერთო სისუსტე, ოფლის ჭარბი გამოყოფა, სახის შეწითლება, ჰიპოთერმია, ტკივილი და ანთება ჩხვლეტის ადგილას.

ლაბორატორიული მახასიათებლები: ღვიძლის ფერმტების დონის ცვლილება, ჰიპერგლიკემია

დამოკიდებულება: ტრიმეპერიდინის ჰიდროქლორიდის განმეორებითმა მიღებამ შეიძლება დამოკიდებულება გამოიწვიოს.

ფიზიკური დამოკიდებულების შემთხვევაში ტრიმეპერიდინის ჰიდროქლორიდის მიცემის უეცარი შეწყვეტისას შეიძლება განვითარდეს აბსტინენციის სინდრომი (იხ. ნაწილი `გამოყენების თავისებურებები~), რომლისთვისაც შემდეგი სიმპტომებია დამახასიათებელი: გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი, ჭარბი ოფლიანობა, მიდრიაზი, ცრემლდენა, შემცივნება, მთქნარება, მუცლის, კუნთების ან სახსრების ტკივილი, კუნთების ძაგძაგი, შფოთვა, მოუსვენრობა, გაღიზიანება, უძილობა, აგრეთე გულისცემის, სუნთქვის აჩქარება, არტერიული წნევის ამაღლება. აბსტინენციის სინდრომის წარმოშობის თავიდან ასაცილებლად, დამოკიდებულების წარმოშობის რისკის მქონე პაციენტებს პრეპარატის მიღება უნდა შეუწყდეს თანდათანობით.

ტრიმეპერიდინის ჰიდროქლორიდის ეიფორიული მოქმედება შეიძლება გამოწვეული იყოს ამ პრეპარატის არადანიშნულებისამებრ მიღებით.

თუ ამ პრეპარატის განმეორებით მიღებისას აღინიშნება გულისრევა, პირღებინება, ყაბზობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, დეზორიენტაცია ან საერთო სისუსტე, დოზა უნდა შემცირდეს

ვარგისიანობის ვადა. 3 წელი

შენახვის პირობები

ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე

შეფუთვა

1მლ ამპულაში, 5 ამპულა ბლისტერში. 20 ბლისტერი კოლოფში

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი

I, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით

მწარმოებელი:

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება `ხარკოვის ფარმაცევტული საწარმო `ზდოროვიე ნაროდუ~

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი:

უკრაინა, 61002, ხარკოვის ოლქი, ქ. ხარკოვი, კულიკოვსკაიას ქ. 41

ბოლო რედაქციის თარიღი

/ხელმოწერა, ბეჭედი/

A

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა