პრომედოლი კალცექსი (ტრიმეპერიდინის ჰიდროქლორიდი) არის ნარკოტიკული ანალგეტიკი. იგი გამოიყენება: – ძლიერი ტკივილების შესამცირებლად დაზიანებების, ძვლების მოტეხილობების, დამწვრობის, გულის შეტევის, პანკრეასის მწვავე ანთების (პანკრეატიტი), თირკმლის, ღვიძლის და ნაწლავების კოლიკის, ავთვისებიანი სიმსივნის დროს, ასევე ოპერაციის …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტრიმეპერიდინი (trimeperidine)
- ფორმა და შეფუთვა
- 20მგ/მლ 1მლ ი.მ., ი.ვ. და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი მინის ამპულა №10 (2X5)
- მწარმოებელი
- HBM Pharma s.r.o., სლოვაკეთი
- გაცემის წესი
- I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანალგეზური საშუალებები, სხვა ოპოიდები
- ATC კოდი
- N02AX
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038865
- რეგისტრირებულია
- 17 აგვისტო 2023, მოქმედებს 17 აგვისტო 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- AS KALCEKS (ლატვია)
- განმცხადებელი
- სს „გრინდეკსი“-ს წარმომადგენლობა (ფილიალი)
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პრომედოლი კალცექსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრომედოლი კალცექსი (ტრიმეპერიდინის ჰიდროქლორიდი) არის ნარკოტიკული ანალგეტიკი.
იგი გამოიყენება:
- ძლიერი ტკივილების შესამცირებლად დაზიანებების, ძვლების მოტეხილობების, დამწვრობის, გულის შეტევის, პანკრეასის მწვავე ანთების (პანკრეატიტი), თირკმლის, ღვიძლის და ნაწლავების კოლიკის, ავთვისებიანი სიმსივნის დროს, ასევე ოპერაციის შემდეგ;
- სამშობიარო ტკივილის შესამცირებლად და მშობიარობის დასაჩქარებლად ცერვიკალური დისფუნქციის შემთხვევაში, როდესაც ეპიდურული ანესთეზია შეუძლებელია და ბავშვის დაბადება მოსალოდნელია არანაკლებ ორი საათის შემდეგ;
- მედიკამენტური მომზადებისთვის ოპერაციამდე (პრემედიკაციისთვის).
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის გამოიყენეთ ეს წამალი ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. გაურკვევლობის შემთხვევაში ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არასასურველი გვერდითი მოვლენების შემცირების მიზნით რეკომენდირებულია თავი შეიკავოთ სხვა წამლების მიღებისგან, თუ ეს შესაძლებელია.
წამალი შეიძლება მიღებული იყოს კუნთში, კანქვეშ, ასევე ვენაში, საჭიროების შემთხვევაში.
მოზრდილების დოზა 10-40 მგ ტრიმეპერიდინის ჰიდროქლორიდი (შეესაბამება პრომედოლი კალცექსი 20 მგ/მლ საინექციო ხსნარი 0.5-2 მლ). დოზის ხელმეორედ გამოყენება შეიძლება ყოველ 4 საათში. მაქსიმალური დოზა მოზრდილებისთვის შეადგენს 40 მგ, სადღეღამისო დოზა -160 მგ.
პრემედიკაციისთვის 20-30 მგ ტრიმეპერიდინის ჰიდროქლორიდი (შეესაბამება პრომედოლი კალცექსის 20 მგ/მლ საინექციო ხსნარის 1-1.5 მლ) მიიღება კანქვეშ ან კუნთში 0.5 მგ ატროპინთან ერთად ოპერაციამდე 30-45 წუთით ადრე. გადაუდებელ შემთხვევებში წამალი შეიძლება შეყვანილი იყოს ვენაში.
პოსტოპერაციულ პერიოდში როგორც ანალგეზიური და შოკის საწინააღმდეგო საშუალება, 20 მგ ტრიმეპერიდინის ჰიდროქლორიდი (შეესაბამება პრომედოლი კალცექსის 20 მგ/მლ საინექციო ხსნარის 1 მლ) მიიღება კანქვეშ.
მშობიარობის გაუტკივარებისთვის 20-40 მგ ტრიმეპერიდინის ჰიდროქლორიდი (შეესაბამება პრომედოლი კალცექსი 20 მგ/მლ საინექციო ხსნარის 1-2 მლ) მიიღება კანქვეშ. საჭიროების შემთხვევაში ინექცია შეიძლება განმეორდეს 2-3 საათის შემდეგ.
ხანდაზმულ და დასუსტებულ პაციენტებში გამოიყენება შემცირებული დოზები. თერაპიის დასაწყისში თქვენი ექიმი დაგინიშნავთ უფრო დაბალ დოზებს, გამოყენებებს შორის უფრო ხანგრძლივი ინტერვალებით.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში გამოიყენება შემცირებული დოზები (იხილეთ გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).
გამოყენება ბავშვებში
2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ერთჯერადი დოზა (დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე) შეადგენს 3-10 მგ ტრიმეპერიდინის ჰიდროქლორიდის. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში პრომედოლი კალცექსი არ გამოიყენება.
თუ მიიღებთ საჭიროზე მეტ პრომედოლ კალცექსს
ჭარბი დოზირების სიმპტომები მსგავსია მორფინის ჭარბი დოზირების სიმპტომების- ძლიერი სუნთქვის დათრგუნვა, თვალის გუგის შევიწროება (ჟანგბადის უკმარისობისას- გაფართოება), დაბალი არტერიული წნევა, კომა. შეიძლება გამოვლინდეს ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნება და კრუნჩხვები.
მოხსენებული იყო რაბდომიოლიზის (კუნთოვანი ქსოვილების დაშლა) და მასთან დაკავშირებული თირკმლის უკმარისობის შესახებ.
თუ გამოვლინდება დოზის გადაჭარბება ან წამალი შემთხვევით იქნება ჩაყლაპული ბავშვის მიერ, სასწრაფოდ უნდა გამოუძახოთ სამედიცინო დახმარებას. ექიმები საავადმყოფოში მომზადებულნი არიან ასეთი სიტუაციებისთვის და დანიშნავენ სათანადო მკურნალობას.
თუ შეწყვეტთ პრომედოლი კალცექსის მიღებას
თუ გამოვლინდა ფიზიკური დამოკიდებულება პრომედოლი კალცექსის მიმართ, წამლის მიღების მკვეთრმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს აბსტინენციის სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ოფლდენა, თვალის გუგების გაფართოება, ცრემლდენა, გაციების შეგრძნება, მთქნარება, ტკივილები მუცლის არეში, კუნთებსა ან სახსრებში, კუნთების კანკალი, შფოთვა, მოუსვენრობა, გაღიზიანება, უძილობა, ასევე გულისცემის აჩქარება, სუნთქვის აჩქარება, არტერიული წნევის მომატება.
აბსტინენციის სინდრომის თავიდან ასაცილებლად შეჩვევის რისკის მქონე პაციენტებში წამლის მიღების შეწყვეტა თანდათანობით უნდა მოხდეს.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების მიმართ.
რესპირატორული დეპრესია.
სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებები ბრონქული ასთმის შეტევების ჩათვლით.
ნაწლავის პარალიზური ილეუსი ან მისი განვითარების რისკი.
უცნობი წარმოშობის ტკივილები მუცლის არეში.
თავის ქალას მომატებული წნევა ან თავის ტრავმა.
ინტოქსიკაცია ალკოჰოლით.
კრუნჩხვები.
კომატოზური მდგომარეობა.
ფეოქრომოციტომა.
ძუძუთი კვება.
ტრიმეპერიდინის ჰიდროქლორიდი არ უნდა იყოს გამოყენებული მონოამინო ოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებთან ერთად, ან ამ წამლების მიღების შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში.
სიფრთხილის ზომები
თქვენ არ უნდა მიიღოთ პრომედოლი კალცექსი შემდეგ შემთხვევებში:
- თუ გაქვთ ალერგია ტრიმეპერიდინის ჰიდროქლორიდის მიმართ;
- თუ გაქვთ სუნთქვის დათრგუნვა;
- თუ გაქვთ სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებები (ბლოკადით), ბრონქული ასთმის შეტევების ჩათვლით;
- თუ გაქვთ ნაწლავების გაუვალობა (პარალიტიკური ილეუსი) ან მისი განვითარების რისკი;
- თუ გაქვთ უცნობი წარმოშობის ტკივილები მუცლის არეში;
- თუ გაქვთ თავის ქალას მომატებული წნევა ან თავის ტრავმა;
- თუ გაქვთ ინტოქსიკაცია ალკოჰოლით;
- თუ გაქვთ კრუნჩხვები;
თუ ხართ კომატოზურ მდგომარეობაში;
თუ გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა);
თუ ხართ მეძუძური დედა;
თუ ღებულობთ დეპრესიის სამკურნალო წამლებს, რომლებსაც უწოდებენ მონოამინო ოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებს, ან ამ წამლების მიღების შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში (იხილეთ სხვა წამლები და პრომედოლი კალცექსი).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს პრომედოლი კალცექსის ინექციის მიღებამდე, თუ გაქვთ:
- თირკმელთან და /ან ღვიძლთან დაკავშირებული დარღვევები;
- ბრონქული ასთმა ან სუნთქვის შემცირებული რეზერვი;
- დაბალი არტერიული წნევა;
- ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია;
- თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა;
- გადიდებული პროსტატა;
- ნაწლავის გაუვალობა;
- კუნთების მომატებული დაღლილობა და სისუსტე (მიასთენია);
- თუ ხართ ხანდაზმული ან თქვენი ზოგადი მდგომარეობა დასუსტებულია.
ამ შემთხვევებში ექიმი დაგინიშნავთ პრომედოლი კალცექსის უფრო დაბალ დოზებს.
თქვენმა ექიმმა უნდა იცოდეს, თუ თქვენ გაქვთ ნაღვლის გამომყოფი სისტემის ან კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები, ვინაიდან ამ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს სხვა დამატებითი წამლების გამოყენება.
უნდა გაითვალისწინოთ, რომ პრომედოლ კალცექს შეუძლია გამოიწვიოს მენტალური და ფიზიკური დამოკიდებულება, რაც იწვევს შეჩვევას მისი ეიფორიული მოქმედების გამო. ამის გამო არსებობს წამლის ბოროტად გამოყენების რისკი. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოსტოპერაციულ პერიოდში წამლის ხანმოკლე გამოყენებამ გამოიწვიოს დამოკიდებულება.
წამლის მიღების მკვეთრად შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს აბსტინენციის (მოხსნის) სინდრომი (იხილეთ სექცია 3. თუ შეწყვეტთ პრომედოლი კალცექსის მიღებას)
ანტი-დოპინგური გაფრთხილება
სპორტში აკრძალულია ინფუზიები ვენაში, თუ იგი არ იქნება ლეგალურად მიღებული ან კლინიკური კვლევების დროს.
ბავშვები
პრომედოლი კალცექსი არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, მიიღეთ ცოტა ხნის წინ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა წამლები. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, თუ ღებულობთ ნებისმიერ ქვემოთ მოცემულ წამალს:
- მაო ინჰიბიტორებს, მოკლობემიდის ჩათვლით (იხილეთ თქვენ არ უნდა მიიღოთ პრომედოლი კალცექსი შემდეგ შემთხვევებში);
- დეპრესიის სამკურნალო წამლები (ანტიდეპრესანტები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ჩათვლით);
- ანტიფსიქოტიკები (წამლები ფსიქოზის სამკურნალოდ);
- საძილე საშუალებები;
- ეპილეფსიის სამკურნალო წამლები (ფენობარბიტალი);
- მექსილეტინი (წამლები გულის რითმის დარღვევების პრევენციისთვის);
- ციპროფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი);
- ციზაპრიდი (კუჭ-ნაწლავის მოქმედების ხელშემწყობი წამლები);
- მეტოკლოპრამიდი ან დომპერიდონი (გულისრევის და ღებინების საწინააღმდეგო წამლები);
- ციმეტიდინი (წყლულის საწინააღმდეგო წამლები);
- შიდსის სამკურნალო პრეპარატები.
ანესთეთიკებთან ერთდროულად გამოყენებისას ძლიერდება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამთრგუნავი ეფექტი.
პრომედოლი კალცექსი ალკოჰოლთან ერთად
ალკოჰოლი აძლიერებს პრომედოლი კალცექსის სედაციურ და არტერიული წნევის დამწევ ეფექტს. პრომედოლი კალცექსით თერაპიის დროს ალკოჰოლის მიღება იკრძალება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ წამლის მიღებამდე მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს.
პრომედოლი კალცექსის მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე გამოყენებისას, შესაძლებელია ახალშობილებში სუნთქვის დათრგუნვა. ასევე, ორსულობის დროს წამლის დიდი ხნის განმავლობაში მიღებისას ახალშობილთან შეიძლება გამოვლინდეს აბსტინენციის სიმპტომები. თქვენი ექიმი ამ ჯგუფის პრეპარატებს ორსულობის დროს დაგინიშნავთ მხოლოდ დედისთვის პოტენციური სარგებლის და ნაყოფისთვის შესაძლო რისკის ყურადღებით შეფასების შემდეგ.
პრომედოლი კალცექსი შეიძლება მიღებული იყოს მშობიარობის ტკივილების შესამსუბუქებლად და საშვილოსნოს სტიმულირების მიზნისთვის (იხილეთ სექცია 1). პრომედოლი კალცექსი არ უნდა იყოს მიღებული მეძუძური დედების მიერ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არის რეკომენდირებული ავტომობილის მართვა და მანქანა-დანადგარების გამოყენება პრომედოლი კალცექსის მიღების დროს.
გვერდითი მოვლენები
ყველა წამლის მსგავსად ამ წამალსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველასთან არ ვლინდება.
პრომედოლი კალცექსი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. ყველაზე ხშირად შემჩნეული გვერდითი მოვლენებია გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, ძილიანობა და დაბნეულობა.
ხანდახან ვენაში მიღების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს მოულოდნელად რთული ალერგიული რეაქცია გენერალიზირებული ქავილით, ჭინჭრის ციებით, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის გასიებით, სუნთქვის გაძნელებით ან ხიხინით სუნთქვით. ამ შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა გამოუძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას.
ხშირად (ვლინდება ნაკლებად, ვიდრე 10-დან 1 ადამიანთან):
ყაბზობა, გულისრევა, ღებინება.
ნაკლებად ხშირად (ვლინდება ნაკლებად, ვიდრე 100-დან 1 ადამიანთან):
დაბნეულობა;
თავბრუსხვევა, ძილიანობა;
დაბალი არტერიული წნევა (მაღალი დოზების გამოყენებისას);
სიმშრალე პირში.
იშვიათი (ვლინდება ნაკლებად, ვიდრე 1000-დან 1 ადამიანთან):
ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი,
აგიტაცია, გუნება-განწყობის ცვლილებები, ჰალუცინაციები, დისფორია (შინაგანი დისკომფორტი, უკმაყოფილობა, შფოთვა);
თვალის გუგების შევიწროება, მხედველობის გაორება;
გულისცემის აჩქარება ან შენელება, გულის თრთოლვა;
სუნთქვის დათრგუნვა (მაღალი დოზების დროს);
ზოგადი სისუსტე
გვერდითი რეაქციების სიხშირე უცნობია (ვერ განისაზღვრება არსებული მონაცემების მიხედვით):
კონტაქტური დერმატიტი;
თავის ტკივილი;
ორთოსტატიული ჰიპოთენზია (არტერიული წნევის დაქვეითება სხეულის პოზიციის ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურში გადასვლისას);
ქალასშიდა წნევის მომატება (ინტრაკრანიალური წნევა);
ნაღვლის სადინრის სპაზმი;
კუნთების რიგიდულობა (მაღალი დოზებისას), სპაზმები (განსაკუთრებით ბავშვებში);
შარდის გამოყოფის დარღვევა, საშარდე გზების სპაზმი;
ლიბიდოს ან პოტენციის დაქვეითება;
ჭარბი ოფლდენა, სახის გაწითლება, სხეულის ტემპერატურის დაქვეითება;
ინექციის ადგილზე ტკივილი და ანთება;
ცვლილებები ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლებში;
გლუკოზის მაღალი დონე სისხლში.
პრომედოლი კალცექსის განმეორებითი მიღება დაკავშირებულია შესაძლო დამოკიდებულების განვითარებასთან. ფიზიკური დამოკიდებულების შემთხვევაში პრომედოლი კალცექსის მიღების მკვეთრად შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს წამლის მიღების შეწყვეტის სინდრომი (იხილეთ სექცია 2. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები და სექცია 3. თუ შეწყვიტეთ პრომედოლი კალცექსის მიღება).
თუ წამლის განმეორებითი მიღების შემთხვევაში ვლინდება გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, კონფუზია და საერთო სისუსტე, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს, ვინაიდან შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.
მოხსენება გვერდითი მოვლენების შესახებ
სამედიცინო პროდუქტის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია მოახსენოთ გვერდითი მოვლენების შესახებ. ეს იძლევა სამედიცინო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას. ჯანდაცვის დარგის სპეციალისტებს მოეთხოვებათ მოახსენონ ნებისმიერი გვერდითი რეაქციების შესახებ ეროვნული მოხსენების სისტემის საშუალებით.
- როგორ უნდა შეინახოთ პრომედოლი კალცექსი
არ შეინახოთ 25 °C-ზე მაღალ ტემპრატურაზე.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დაცვის მიზნით.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე EXP -ს გვერდით. ვარგისობის ვადა ეხება აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ პრეპარატი საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან გამდინარე წყლებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვაში
ჭარბი დოზა
ჭარბი დოზირების სიმპტომები მსგავსია მორფინის ჭარბი დოზირების სიმპტომების- გამოხატული სუნთქვის დათრგუნვა, ჰიპოტენზია, თვალის გუგის შევიწროება (ჟანგბადის უკმარისობისას - გაფართოება), მომატებული ინტრაკრანიალური წნევა და კომა. შეიძლება გამოვლინდეს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნება და კრუნჩხვები. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ასევე მოხსენებული იყო რაბდომიოლიზის შესახებ, ასოცირებული თირკმლის უკმარისობასთან.
მკურნალობა: უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადეკვატური ფილტვების ვენტილაცია, და მიღებული უნდა იყოს ოპიოიდების სპეციფიური ანტაგონისტი ნალოქსონი.
შემადგენლობა
- აქტიურ სუბსტანციას წარმოადგენს ტრიმეპერიდინის ჰიდროქლორიდი.
ერთი ამპულა (1 მლ) შეიცავს 20 მგ ტრიმეპერიდინის ჰიდროქლორიდს.
- სხვა ინგრედიენტებია საინექციო წყალი.
როგორ გამოიყურება პრომედოლი კალცექსი და შეფუთვის შიგთავსი
სუფთა უფერო ან მოყვითალო ხსნარი.
1 მლ ხსნარი უფერო შუშის ამპულაში სატეხი რგოლით ან მოტეხვის წერტილით.
5 ამპულა პოლივინილქლორიდის (PVC) ლაინერში.
2 ლაინერი (10 ამპულა) მუყაოს ყუთში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით
შენახვის პირობები
5 წელი.
- 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისთვის
არ შეინახოთ 25 °C-ზე მაღლა.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დაცვის მიზნით.
- 5. შეფუთვის იერსახე და შიგთავსი
1 მლ ხსნარი უფერო I ჰიდროლიზური შუშის ამპულაში სატეხი ხაზით ან მოტეხვის წერტილით.
5 ამპულა პოლივინილქლორიდის (PVC) ლაინერში.
2 ლაინერი (10 ამპულა) მუყაოს ყუთში.
- 6. სპეციალური სიფრთხილის ზომები უტილიზაციის და სხვა გამოყენების დროს
გამოუყენებელი წამლები ან ნარჩენი მასალა უტილიზირებული უნდა იყოს ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უტილიზაციის შესახებ რეგულაციების შესაბამისად.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნარკოტიკული ანალგეტიკი, ATC კოდი: N02AX
ტრიმეპერიდინი ძირითადად მოქმედებს ცნს-ზე, ისევე, როგორც ვისცერალურ გლუვ კუნთებზე. ცნს-ს ინჰიბირებით ტრიმეპერიდინი თრგუნავს ტკივილის შეგრძნებას, ასევე რესპირატორულ, ხველების და ღებინების ცენტრებს. მეორე მხრივ, ტრიმეპერიდინის აგზნების ცენტრები არის ვაგალური (დაქვეითებული გულისცემა), თვალის მამოძრავებელი ნერვი (შევიწროებული თვალის გუგეები) და ღებინების ცენტრი წამლის მოქმედების პირველ ეტაპზე (შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა). ტრიმეპერიდინი აძლიერებს საანესთეზიო საშუალებების მოქმედებას და ხელს უწყობს დაძინებას, როდესაც ის დარღვეულია ტკივილის გამო. ცნს-ზე ზემოქმედების მხრივ ტრიმეპერიდინი მორფინზე სუსტია. ვისცერალურ გლუვ კუნთებზე მოქმედებით ტრიმეპერიდინი მნიშვნელოვნად განსხვავდება მორფინისგან, ვინაიდან იგი ადუნებს კუნთებს და ამის გამო მოქმედებს როგორც ანტისპაზმური. საშვილოსნოს დისკოორდინაციის შემთხვევაში ტრიმეპერიდინი ხელს უწყობს საშვილოსნოს რეგულარული შეკუმშვების განვითარებას და ამით აჩქარებს მშობიარობის პროცესს, მშობიარობის ტკივილების შემსუბუქებით. ტრიმეპერიდინის ეიფორიულმა და აბსტინენციის გამომწვევმა მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მენტალური და ფიზიკური დამოკიდებულება, რაც იწვევს წამალზე დამოკიდებულებას.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ტრიმეპერიდინი სწრაფად აბსორბირდება სისხლში კანქვეშ და კუნთში მიღების შემდეგ. მოქმედება იწყება 10-20 წუთის შემდეგ და ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ გრძელდება 3-4 საათის ან მეტი ხნის განმავლობაში. პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 40%. ტრიმეპერიდინი მეტაბოლიზირდება ღვიძლში და ძირითადად გამოიყოფა შარდთან ერთად. პრეპარატის ინტრავენურად შეყვანისას, ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენ 1-2 საათს. იგი აღწევს პლაცენტაში და გადადის დედის რძეში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლებისთვის
პრომედოლი კალცექსი 20 მგ/მლ საინექციო ხსნარი
trimeperidine hydrochloride
ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე, ვინაიდან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფრომაციას.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია! შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს წამალი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვებს. პრეპარატს შეუძლია ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათ აქვთ დაავადების იგივე სიმპტომები, რაც თქვენ.
- ნებისმიერი გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აქ იგულისხმება ნებისმიერი შესაძლებელი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელში. იხილეთ სექცია 4.
რა არის ამ ინსტრუქციაში:
- რა არის პრომედოლი კალცექსი და რისთვის გამოიყენება იგი
- რა უნდა იცოდეთ პრომედოლი კალცექსის მიღებამდე
- როგორ გამოიყენება პრომედოლი კალცექსი
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- როგორ უნდა შეინახოთ პრომედოლი კალცექსი
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რა არის პრომედოლი კალცექსი და რისთვის გამოიყენება იგი
პრომედოლი კალცექსი (ტრიმეპერიდინის ჰიდროქლორიდი) არის ნარკოტიკული ანალგეტიკი.
იგი გამოიყენება:
- ძლიერი ტკივილების შესამცირებლად დაზიანებების, ძვლების მოტეხილობების, დამწვრობის, გულის შეტევის, პანკრეასის მწვავე ანთების (პანკრეატიტი), თირკმლის, ღვიძლის და ნაწლავების კოლიკის, ავთვისებიანი სიმსივნის დროს, ასევე ოპერაციის შემდეგ;
- სამშობიარო ტკივილის შესამცირებლად და მშობიარობის დასაჩქარებლად ცერვიკალური დისფუნქციის შემთხვევაში, როდესაც ეპიდურული ანესთეზია შეუძლებელია და ბავშვის დაბადება მოსალოდნელია არანაკლებ ორი საათის შემდეგ;
- მედიკამენტური მომზადებისთვის ოპერაციამდე (პრემედიკაციისთვის).
- რა უნდა იცოდეთ პრომედოლი კალცექსის მიღებამდე
თქვენ არ უნდა მიიღოთ პრომედოლი კალცექსი შემდეგ შემთხვევებში:
- თუ გაქვთ ალერგია ტრიმეპერიდინის ჰიდროქლორიდის მიმართ;
- თუ გაქვთ სუნთქვის დათრგუნვა;
- თუ გაქვთ სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებები (ბლოკადით), ბრონქული ასთმის შეტევების ჩათვლით;
- თუ გაქვთ ნაწლავების გაუვალობა (პარალიტიკური ილეუსი) ან მისი განვითარების რისკი;
- თუ გაქვთ უცნობი წარმოშობის ტკივილები მუცლის არეში;
- თუ გაქვთ თავის ქალას მომატებული წნევა ან თავის ტრავმა;
- თუ გაქვთ ინტოქსიკაცია ალკოჰოლით;
- თუ გაქვთ კრუნჩხვები;
თუ ხართ კომატოზურ მდგომარეობაში;
თუ გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა);
თუ ხართ მეძუძური დედა;
თუ ღებულობთ დეპრესიის სამკურნალო წამლებს, რომლებსაც უწოდებენ მონოამინო ოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებს, ან ამ წამლების მიღების შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში (იხილეთ სხვა წამლები და პრომედოლი კალცექსი).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს პრომედოლი კალცექსის ინექციის მიღებამდე, თუ გაქვთ:
- თირკმელთან და /ან ღვიძლთან დაკავშირებული დარღვევები;
- ბრონქული ასთმა ან სუნთქვის შემცირებული რეზერვი;
- დაბალი არტერიული წნევა;
- ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია;
- თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა;
- გადიდებული პროსტატა;
- ნაწლავის გაუვალობა;
- კუნთების მომატებული დაღლილობა და სისუსტე (მიასთენია);
- თუ ხართ ხანდაზმული ან თქვენი ზოგადი მდგომარეობა დასუსტებულია.
ამ შემთხვევებში ექიმი დაგინიშნავთ პრომედოლი კალცექსის უფრო დაბალ დოზებს.
თქვენმა ექიმმა უნდა იცოდეს, თუ თქვენ გაქვთ ნაღვლის გამომყოფი სისტემის ან კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები, ვინაიდან ამ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს სხვა დამატებითი წამლების გამოყენება.
უნდა გაითვალისწინოთ, რომ პრომედოლ კალცექს შეუძლია გამოიწვიოს მენტალური და ფიზიკური დამოკიდებულება, რაც იწვევს შეჩვევას მისი ეიფორიული მოქმედების გამო. ამის გამო არსებობს წამლის ბოროტად გამოყენების რისკი. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოსტოპერაციულ პერიოდში წამლის ხანმოკლე გამოყენებამ გამოიწვიოს დამოკიდებულება.
წამლის მიღების მკვეთრად შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს აბსტინენციის (მოხსნის) სინდრომი (იხილეთ სექცია 3. თუ შეწყვეტთ პრომედოლი კალცექსის მიღებას)
ანტი-დოპინგური გაფრთხილება
სპორტში აკრძალულია ინფუზიები ვენაში, თუ იგი არ იქნება ლეგალურად მიღებული ან კლინიკური კვლევების დროს.
ბავშვები
პრომედოლი კალცექსი არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სხვა წამლები და პრომედოლი კალცექსი
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, მიიღეთ ცოტა ხნის წინ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა წამლები. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, თუ ღებულობთ ნებისმიერ ქვემოთ მოცემულ წამალს:
- მაო ინჰიბიტორებს, მოკლობემიდის ჩათვლით (იხილეთ თქვენ არ უნდა მიიღოთ პრომედოლი კალცექსი შემდეგ შემთხვევებში);
- დეპრესიის სამკურნალო წამლები (ანტიდეპრესანტები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ჩათვლით);
- ანტიფსიქოტიკები (წამლები ფსიქოზის სამკურნალოდ);
- საძილე საშუალებები;
- ეპილეფსიის სამკურნალო წამლები (ფენობარბიტალი);
- მექსილეტინი (წამლები გულის რითმის დარღვევების პრევენციისთვის);
- ციპროფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი);
- ციზაპრიდი (კუჭ-ნაწლავის მოქმედების ხელშემწყობი წამლები);
- მეტოკლოპრამიდი ან დომპერიდონი (გულისრევის და ღებინების საწინააღმდეგო წამლები);
- ციმეტიდინი (წყლულის საწინააღმდეგო წამლები);
- შიდსის სამკურნალო პრეპარატები.
ანესთეთიკებთან ერთდროულად გამოყენებისას ძლიერდება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამთრგუნავი ეფექტი.
პრომედოლი კალცექსი ალკოჰოლთან ერთად
ალკოჰოლი აძლიერებს პრომედოლი კალცექსის სედაციურ და არტერიული წნევის დამწევ ეფექტს. პრომედოლი კალცექსით თერაპიის დროს ალკოჰოლის მიღება იკრძალება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ წამლის მიღებამდე მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს.
პრომედოლი კალცექსის მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე გამოყენებისას, შესაძლებელია ახალშობილებში სუნთქვის დათრგუნვა. ასევე, ორსულობის დროს წამლის დიდი ხნის განმავლობაში მიღებისას ახალშობილთან შეიძლება გამოვლინდეს აბსტინენციის სიმპტომები. თქვენი ექიმი ამ ჯგუფის პრეპარატებს ორსულობის დროს დაგინიშნავთ მხოლოდ დედისთვის პოტენციური სარგებლის და ნაყოფისთვის შესაძლო რისკის ყურადღებით შეფასების შემდეგ.
პრომედოლი კალცექსი შეიძლება მიღებული იყოს მშობიარობის ტკივილების შესამსუბუქებლად და საშვილოსნოს სტიმულირების მიზნისთვის (იხილეთ სექცია 1). პრომედოლი კალცექსი არ უნდა იყოს მიღებული მეძუძური დედების მიერ.
ავტომობილების მართვა და მანქანა-დანადგარების გამოყენება
არ არის რეკომენდირებული ავტომობილის მართვა და მანქანა-დანადგარების გამოყენება პრომედოლი კალცექსის მიღების დროს.
- როგორ უნდა მიიღოთ პრომედოლი კალცექსი
ყოველთვის გამოიყენეთ ეს წამალი ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. გაურკვევლობის შემთხვევაში ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არასასურველი გვერდითი მოვლენების შემცირების მიზნით რეკომენდირებულია თავი შეიკავოთ სხვა წამლების მიღებისგან, თუ ეს შესაძლებელია.
წამალი შეიძლება მიღებული იყოს კუნთში, კანქვეშ, ასევე ვენაში, საჭიროების შემთხვევაში.
მოზრდილების დოზა 10-40 მგ ტრიმეპერიდინის ჰიდროქლორიდი (შეესაბამება პრომედოლი კალცექსი 20 მგ/მლ საინექციო ხსნარი 0.5-2 მლ). დოზის ხელმეორედ გამოყენება შეიძლება ყოველ 4 საათში. მაქსიმალური დოზა მოზრდილებისთვის შეადგენს 40 მგ, სადღეღამისო დოზა -160 მგ.
პრემედიკაციისთვის 20-30 მგ ტრიმეპერიდინის ჰიდროქლორიდი (შეესაბამება პრომედოლი კალცექსის 20 მგ/მლ საინექციო ხსნარის 1-1.5 მლ) მიიღება კანქვეშ ან კუნთში 0.5 მგ ატროპინთან ერთად ოპერაციამდე 30-45 წუთით ადრე. გადაუდებელ შემთხვევებში წამალი შეიძლება შეყვანილი იყოს ვენაში.
პოსტოპერაციულ პერიოდში როგორც ანალგეზიური და შოკის საწინააღმდეგო საშუალება, 20 მგ ტრიმეპერიდინის ჰიდროქლორიდი (შეესაბამება პრომედოლი კალცექსის 20 მგ/მლ საინექციო ხსნარის 1 მლ) მიიღება კანქვეშ.
მშობიარობის გაუტკივარებისთვის 20-40 მგ ტრიმეპერიდინის ჰიდროქლორიდი (შეესაბამება პრომედოლი კალცექსი 20 მგ/მლ საინექციო ხსნარის 1-2 მლ) მიიღება კანქვეშ. საჭიროების შემთხვევაში ინექცია შეიძლება განმეორდეს 2-3 საათის შემდეგ.
ხანდაზმულ და დასუსტებულ პაციენტებში გამოიყენება შემცირებული დოზები. თერაპიის დასაწყისში თქვენი ექიმი დაგინიშნავთ უფრო დაბალ დოზებს, გამოყენებებს შორის უფრო ხანგრძლივი ინტერვალებით.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში გამოიყენება შემცირებული დოზები (იხილეთ გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).
გამოყენება ბავშვებში
2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ერთჯერადი დოზა (დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე) შეადგენს 3-10 მგ ტრიმეპერიდინის ჰიდროქლორიდის. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში პრომედოლი კალცექსი არ გამოიყენება.
თუ მიიღებთ საჭიროზე მეტ პრომედოლ კალცექსს
ჭარბი დოზირების სიმპტომები მსგავსია მორფინის ჭარბი დოზირების სიმპტომების- ძლიერი სუნთქვის დათრგუნვა, თვალის გუგის შევიწროება (ჟანგბადის უკმარისობისას- გაფართოება), დაბალი არტერიული წნევა, კომა. შეიძლება გამოვლინდეს ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნება და კრუნჩხვები.
მოხსენებული იყო რაბდომიოლიზის (კუნთოვანი ქსოვილების დაშლა) და მასთან დაკავშირებული თირკმლის უკმარისობის შესახებ.
თუ გამოვლინდება დოზის გადაჭარბება ან წამალი შემთხვევით იქნება ჩაყლაპული ბავშვის მიერ, სასწრაფოდ უნდა გამოუძახოთ სამედიცინო დახმარებას. ექიმები საავადმყოფოში მომზადებულნი არიან ასეთი სიტუაციებისთვის და დანიშნავენ სათანადო მკურნალობას.
თუ შეწყვეტთ პრომედოლი კალცექსის მიღებას
თუ გამოვლინდა ფიზიკური დამოკიდებულება პრომედოლი კალცექსის მიმართ, წამლის მიღების მკვეთრმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს აბსტინენციის სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ოფლდენა, თვალის გუგების გაფართოება, ცრემლდენა, გაციების შეგრძნება, მთქნარება, ტკივილები მუცლის არეში, კუნთებსა ან სახსრებში, კუნთების კანკალი, შფოთვა, მოუსვენრობა, გაღიზიანება, უძილობა, ასევე გულისცემის აჩქარება, სუნთქვის აჩქარება, არტერიული წნევის მომატება.
აბსტინენციის სინდრომის თავიდან ასაცილებლად შეჩვევის რისკის მქონე პაციენტებში წამლის მიღების შეწყვეტა თანდათანობით უნდა მოხდეს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა წამლის მსგავსად ამ წამალსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველასთან არ ვლინდება.
პრომედოლი კალცექსი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. ყველაზე ხშირად შემჩნეული გვერდითი მოვლენებია გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, ძილიანობა და დაბნეულობა.
ხანდახან ვენაში მიღების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს მოულოდნელად რთული ალერგიული რეაქცია გენერალიზირებული ქავილით, ჭინჭრის ციებით, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის გასიებით, სუნთქვის გაძნელებით ან ხიხინით სუნთქვით. ამ შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა გამოუძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას.
ხშირად (ვლინდება ნაკლებად, ვიდრე 10-დან 1 ადამიანთან):
ყაბზობა, გულისრევა, ღებინება.
ნაკლებად ხშირად (ვლინდება ნაკლებად, ვიდრე 100-დან 1 ადამიანთან):
დაბნეულობა;
თავბრუსხვევა, ძილიანობა;
დაბალი არტერიული წნევა (მაღალი დოზების გამოყენებისას);
სიმშრალე პირში.
იშვიათი (ვლინდება ნაკლებად, ვიდრე 1000-დან 1 ადამიანთან):
ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი,
აგიტაცია, გუნება-განწყობის ცვლილებები, ჰალუცინაციები, დისფორია (შინაგანი დისკომფორტი, უკმაყოფილობა, შფოთვა);
თვალის გუგების შევიწროება, მხედველობის გაორება;
გულისცემის აჩქარება ან შენელება, გულის თრთოლვა;
სუნთქვის დათრგუნვა (მაღალი დოზების დროს);
ზოგადი სისუსტე
გვერდითი რეაქციების სიხშირე უცნობია (ვერ განისაზღვრება არსებული მონაცემების მიხედვით):
კონტაქტური დერმატიტი;
თავის ტკივილი;
ორთოსტატიული ჰიპოთენზია (არტერიული წნევის დაქვეითება სხეულის პოზიციის ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურში გადასვლისას);
ქალასშიდა წნევის მომატება (ინტრაკრანიალური წნევა);
ნაღვლის სადინრის სპაზმი;
კუნთების რიგიდულობა (მაღალი დოზებისას), სპაზმები (განსაკუთრებით ბავშვებში);
შარდის გამოყოფის დარღვევა, საშარდე გზების სპაზმი;
ლიბიდოს ან პოტენციის დაქვეითება;
ჭარბი ოფლდენა, სახის გაწითლება, სხეულის ტემპერატურის დაქვეითება;
ინექციის ადგილზე ტკივილი და ანთება;
ცვლილებები ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლებში;
გლუკოზის მაღალი დონე სისხლში.
პრომედოლი კალცექსის განმეორებითი მიღება დაკავშირებულია შესაძლო დამოკიდებულების განვითარებასთან. ფიზიკური დამოკიდებულების შემთხვევაში პრომედოლი კალცექსის მიღების მკვეთრად შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს წამლის მიღების შეწყვეტის სინდრომი (იხილეთ სექცია 2. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები და სექცია 3. თუ შეწყვიტეთ პრომედოლი კალცექსის მიღება).
თუ წამლის განმეორებითი მიღების შემთხვევაში ვლინდება გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, კონფუზია და საერთო სისუსტე, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს, ვინაიდან შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.
მოხსენება გვერდითი მოვლენების შესახებ
სამედიცინო პროდუქტის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია მოახსენოთ გვერდითი მოვლენების შესახებ. ეს იძლევა სამედიცინო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას. ჯანდაცვის დარგის სპეციალისტებს მოეთხოვებათ მოახსენონ ნებისმიერი გვერდითი რეაქციების შესახებ ეროვნული მოხსენების სისტემის საშუალებით.
- როგორ უნდა შეინახოთ პრომედოლი კალცექსი
არ შეინახოთ 25 °C-ზე მაღალ ტემპრატურაზე.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დაცვის მიზნით.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე EXP -ს გვერდით. ვარგისობის ვადა ეხება აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ პრეპარატი საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან გამდინარე წყლებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვაში
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს პრომედოლი კალცექსი
- აქტიურ სუბსტანციას წარმოადგენს ტრიმეპერიდინის ჰიდროქლორიდი.
ერთი ამპულა (1 მლ) შეიცავს 20 მგ ტრიმეპერიდინის ჰიდროქლორიდს.
- სხვა ინგრედიენტებია საინექციო წყალი.
როგორ გამოიყურება პრომედოლი კალცექსი და შეფუთვის შიგთავსი
სუფთა უფერო ან მოყვითალო ხსნარი.
1 მლ ხსნარი უფერო შუშის ამპულაში სატეხი რგოლით ან მოტეხვის წერტილით.
5 ამპულა პოლივინილქლორიდის (PVC) ლაინერში.
2 ლაინერი (10 ამპულა) მუყაოს ყუთში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
სს კალცექსი
კრუსტპილსის ქუჩა 71E, რიგა, LV1057, ლატვია
ტელ.: +371 67083320
e-mail: [email protected]
მწარმოებელი
ხბმ ფარმა ს.რ.ო.
სკლაბინსკა, 30, მარტინი, 036 80, სლოვაკეთი
ტელ.: +421 43 420 21 11
e-mail: [email protected]
წამლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ სავაჭრო ლიცენზიის მფლობელს.
ინსტრუქცია ბოლოს გადახედილი იყო 01/2023
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


