პოლიტენზა
POLYTENZA
პოლიტენზა შეიცავს სამ აქტიური ნივთიერებას - რამიპრილი, ამლოდიპინი და ჰიდროქლორთიაზიდი. რამიპრილი მიეკუთვნება აგფ ინჰიბიტორების (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები) ჯგუფს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ჰიდროქლოროთიაზიდი (hydrochlorothiazide) + რამიპრილი (ramipril) + ამლოდიპინი (amlodipine)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ + 5მგ + 25მგ მყარი კაფსულა №30 (3X10)
- მწარმოებელი
- Adamed Pharma S.A., პოლონეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები, სხვა კომბინაციები
- ATC კოდი
- C09BX03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037358
- რეგისტრირებულია
- 16 თებერვალი 2023, მოქმედებს 16 თებერვალი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პოლიტენზა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პოლიტენზა შეიცავს სამ აქტიური ნივთიერებას - რამიპრილი, ამლოდიპინი და ჰიდროქლორთიაზიდი.
რამიპრილი მიეკუთვნება აგფ ინჰიბიტორების (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები) ჯგუფს.
რამიპრილი მოქმედება:
- ამცირებს თქვენს ორგანიზმში იმ ნივთიერებების გამომუშავებას, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ სისხლის წნევის მომატება.
- ადუნებს და აფართოვებს თქვენს სისხლძარღვებს.
- აძლიერებს გულის მუშაობას, რათა სრულფასოვნად მომარაგოს თქვენი ორიგანიზმი სისხლით.
ამლოდიპინი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომლებსაც კალციუმის არხების ბლოკატორები ეწოდებათ.
ამლოდიპინის მოქმედება:
- ადუნებს და აფართოვებს თქვენს სისხლძარღვებს, რაც სისხლს აძლევს საშუალებას მარტივად იმოძრაოს სისხლძარღვებში.
ჰიდროქლორთიაზიდი მიეკუთვნება შარდმდენებს ან ე.წ. „თიაზიდური დიურეტიკების“ ჯგუფს.
ჰიდროქლორთიაზიდის მოქმედება:
- აძლიერებს შარდის დენას, რაც ამცირებს სისხლის წნევას.
პოლიტენზას დანიშვნა შეიძლება ზრდასრულ პაციენტებში სისხლის მაღალი წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ, რომლებიც ერთდროულად, იმავე დოზით, იღებდნენ აღნიშნულ პრეპარატებს ინდივიდუალურად, რაც არის კომბინირებულ პრეპარატში, და ახდენენ ადექვატურ მოქმედებას როგორც კომბინაციაში, ასევე ცალ-ცალკე.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი პოლიტენზა უნდა მიიღოთ მკაცრად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ გაქვთ შეკითხვები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა არის ექიმის მიერ შერჩეული შემცველობის 1 კაფსულა, დღეში ერთხელ.
პრეპარატის ეფექტის შესაბამისად ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა.
პრეპარატის მაქსიმალურ დოზას წარმოადგენს 1 კაფსულა 10 მგ/10მგ/ 25 მგ კომბინაცია, დღეში ერთხელ.
პრეპარატი მიიღეთ პერორალურად დროის ერთიდაიმავე მონაკვეთში, ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ.
მთლიანად გადაყლაპეთ მყარი კაფსულა სითხის საკმარის რაოდენობასთან ერთად.
არ გასრისოთ, არ დაღეჭოთ მყარი კაფსულა.
არ მიიღოთ პოლიტენზა გრეიფრუტის წვენთან ერთად.
პრეპარატის დანიშვნა ღვიძლის და თირკმლის დაავადებებისას
ღვიძლის და თირკმლების დაავადებებისას, პრეპარატის დოზირება შეიძლება შეიცვალოს.
პრეპარატის დანიშვნა ხანდაზმულ პაციენტებში
თქვენი მკურნალი ექიმი შეგიმცირებთ საწყის დოზას და უფრო ნელა დააკორექტირებს მკურნალობის რეჟიმს.
ძალიან ხანდაზმულ და დაუძლურებულ პაციენტებში პრეპარატ პოლიტენზას დანიშვნა არ არის რეკომენდებული.
პრეპარატის დანიშვნა ბავშვებში და მოზარდებში
პრეპარატ პოლიტენზას დანიშვნა ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში რეკომენდებული არ არის, რადგან ამ ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატ პოლიტენზას დანიშნულზე მეტი დოზა
კაფსულების დანიშნულზე მეტი რაოდენობის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მკვეთრი, ან საშიში დაცემა. შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, გულის წასვლა, ან სისუსტე. ძალიან მძიმე შემთხვევებში არტერიული წნევის დაცემამ შეიძლება გამოიწვიოს შოკი. ამ დროს ადამიანი კარგავს გონებას, ხოლო კანი ხდება ცივი და წებოვანი. თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატ პოლიტენზას დანიშულზე მეტი რაოდენობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ საავადმყოფო სასწრაფო დახმარების განყოფილებას. საავადმყოფოში მისასვლელად თავად არ დაჯდეთ მანქანის საჭესთან, თხოვეთ სხვას წაგიყვანოთ სამედიცინო დაწესებულებაში ან ტელეფონით გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების მანქანა. თან იქონიეთ წამალი შეფუთვით, რომ ექიმმა ზუსტად იცოდეს რა მიიღეთ.
თუ თქვენ დაგავიწყდათ პოლიტენზას მიღება
თუ დაგავიწყდათ კაფსულის დროულად მიღება, გამოტოვეთ ეს დოზა მთლიანად. პრეპარატის შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულ დროს. არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
თუ თქვენ შეწყვიტეთ პოლიტენზას მიღება
თქვენი მკურნალი ექიმი გეტყვით, რამდენად ხანგრძლივად უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი. თქვენი ინიციატვით პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს დაავადების სიპტომების პროვოცირება.
თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
- თუ გაქვთ ალერგია რამიპრილის, ამლოდიპინის ან ჰიდროქლორთაიზიდის, კალციუმის ანტაგონისტების, აგფ ინჰიბიორების ან სულფონამიდის წარმოებულების მიმართ, ასევე პრეპარატ პოლიტენზას ნებისმიერი სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციაში. (ნაწილი 6);
- თუ გაქვთ აორტული სარქვლის სერიოზული შევიწროვება, რომელიც ხელს უშლის მარცხენა პარკუჭიდან სისხლის გადინებას (მძიმე ხარისხის აორტის სტენოზი) ან კარდიოგენური შოკი, რომლის დროსაც გულს არ შეუძლია მოამარაგოს ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის სისხლით;
- თუ თქვენ როდესმე გქონიათ ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება), რომლის ნიშნებია ქავილი, ალერგიული გამონაყარი (ჭინჭრის ციება), წითელი ლაქები ხელებზე, ფეხებზე და კისერზე. ყელის და ენის შეშუპება, შეშუპებები თვალების და ტუჩების გარშემო, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება;
- თუ თქვენ იღებდით ან იღებთ პრეპარატ საკუბიტრილ/ვალსარტანს, რომელიც მოზრდილებში გამოიყენებს გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ რადგან იზრდება ანგიონერვოზული შეშუპების (კანქვეშა შეშუპება ყელის მიდამოში) რისკი.
- თუ თქვენ დანიშნული გაქვთ დიალიზი, ან სისხლის ფილტრაციის ნებისმიერი სხვა მეთოდი, პრეპარატ პოლიტენზას მიღება, გამოყენებული აპარატურიდან ან მემბრანების სახეობიდან გამომდინარე, შესაძლოა არ იყოს რეკომენდებული
- თუ თქვენ გაქვთ თირკმლის მწვავე პრობლემები
- თუ გაქვთ ღვიძლის უკმარისობა
- თუ სისხლში მარილების (კალციუმი, კალიუმი, ნატრიუმი) რაოდენობრივი შემცველობა არ შეესაბამება ნორმის მაჩვენებელს
- თუ თქვენ გაქვთ თირკმლების დაავადება, როცაშემცირებულია სისხლით თირკმლების მომარაგება (თირკმლის არტერიის სტენოზი);
- თუ თქვენ გაქვთ არტერიული წნევის დაბალი ან არასტაბილური მაჩვენებელი ამ შემთხვევაში მკურნალობას გადაწყვეტს თქვენი მკურნალი ექიმი
- ორსულობის ბოლო 6 თვე (იხ. „ორსულობა და ძუძუთი კვება“)
- არტერიული წნევის ძალიან დაბალი ანარასტაბილური მაჩვენებელი .
- თუ თქვენ გაქვთ გულის უკმარისობა მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტის შემდეგ.
- თუ გაქვთ დიაბეტი ან თირკმლის დისფუნქცია და დანიშნული გაქვთ პრეპარატი რომელიც შეიცავს ალისკირენს, არტერიული წნევის შემცირების მიზნით.
არ მიიღოთ პრეპარატი პოლიტენზა, თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთიმდგომარეობა მაინც გეხებათ თქვენ. თუ არ ხართ ამაში დარწმუნებული, პრეპარატ პოლიტენზა მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატი პოლიტენზას მიღებამდე, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან, ან ფარმაცევტთან.
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს შემდეგ შემთხვევებში:
- თუ ხართ ხანდაზმული და აუცილებელია პრეპარატის დოზის გაზრდა;
- თუ გაქვთ გულის, ღვიძლის, ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
- თუ მკვეთრად მაღალია არტერიული წნევა (ჰიპერტონული კრიზი);
- თუ დარღვეული გაქვთ წყალ-მარილოვანი ცვლა (სითხის და მარილების დაკარგვა ღებინების, ფაღარათის, მომატებული ოფლიანობის, ან შარდმდენი პრეპარატების მიღების გამო ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ასევე დაბალ-მარილიან დიეტაზე ყოფნისას, ან დიალიზის ჩატარებისას).;
- თუ ჩვილი გყავთ ძუძუთი კვებაზე
- თუ აპირებთ მკურნალობის კურსის ჩატარებას ალერგიული რეაქციის შესამცირებლად ფუტკრის ან კრაზანას ნაკბენზე (დესენსიბილიზაცია);
- თუ თქვენ დაგინიშნეს ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები. ეს შესაძლოა მოხდეს ქირურგიული ან სტომატოლოგიური ოპერაციის დაგეგმვისას. შესაძლოა მაშინ მოგიხდეთ წინასწარ, დანიშნულ პროცედურამდე ერთი დღით ადრე პრეპარატ პოლიტენზას მიღების შეწყვეტა და რჩევისთვის თქვენ მკურნალ ექიმთან მიმართვა;
- თუ გაქვთ სისხლში კალიუმის მომატებული დონე (ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზების საფუძველზე);
- თუ მკურნალობთ პრეპარატებით ან გაქვთ ისეთი დაავადება, რაც იწვევს სისხლში ნატრიუმის დონის შემცირებას. ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ სისხლის ლაბორატორიული ანალიზის რეგულარული ჩატარება, სისხლში ნატრიუმის დონის შემოწმების მიზნით, განსაკუთრებით, თუ ხართ ხანდაზმული.
- თუ დაგენიშნათ ნებისმიერი ჩამოთვლილი პრეპარატი, როგორიცაა:
რაცეკადოტირლი, დიარეის სამკურნალო პრეპარატი;
ტრანსპლანტაციის შემდგომი და სისმსივნის სამკურნალო იმუნოდეპრესანტები (მაგ. ტაკროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი)
ვილდაგლიპტინი, დიაპეტის სამკურნალო პრეპარატი;
ვინაიდან მოცემული პრეპარატები ზრდიან ანგიონევროზული შეშუპების რისკს.
- თუ გაქვთ სისხლძარღვთა კოლაგენოზი, მაგ. სკლეროდერმია, ან სისტემური წითელი მგლურა.
- თუ გაქვთ დაქვეითებული მხედველობა და ტკივიილ თვალებში, ეს შეიძლება იყოს სითხის დაგროვების ნიშანი თვალის ვასკულარულ ფენაში (ქოროიდული ეფუზია) - განსაკუთრებით თუ არის ისეთი გლაუკომის განვითრების რისკი ან გაქვთ ალერგია პენიცილინის და სულფანილამიდების შემცველ პრეპარატებზე.
- თუ თქვენ გაქვთ ფოტომგრძნობელობის რექცია თქვენ უნდა შეწყვიტოთ პოლიზინის მიღება.
- თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი, შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულინის და ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზის ცვლილება.
- თუ იღებთ ნებისმიერ ქვემოთ მითითებულ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ:
- ანგიოტენზინი II რეცეპტორების ბლოკატორები, ასევე ცნობილი როგორც სარტანები, მაგ. ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი, განსაკუთრებით თუ გაწუხებთ თირკმლის დაავადებები, რაც უკავშირდება დიაბეტეს.
- ალისკირენი
- თუ თვენ გაქვთ კანის კიბო ან მკურნალობის პერიოდში განგივითარდათ მოულოდნელი კანის დაზიანებები. ჰიდროქლორთიაზიდით მკურნალობა, განსაკუთრებულად ხანგრძლივი დროის და მაღალი დოზებით მკურნალობის დროს, შესაძლოა გახდეს ზოგიერთი ტიპის კანისა და ტუჩების სიმსივნის (არამელანომური კანის კიბო) განვითარების რისკი გაზრდის მიზეზი. მოერიდეთ მზის სხივებსა და ულტრაიისფერ გამოსხივებას პრეპარატი პოლიტენზას მიღების პერიოდში.
მკურნალი ექიმის მიერ რეკომენდებულიათირკმლის ფუნქციური მაჩვენებლების, არტერიული წნევისადა სისხლში ელექტროლიტების დონის რეგულარული მონიტირინგი ( მაგ.კალიუმი) სისხლში. ასევე გაეცანით ინფორმაციას რომელიც მოყვანილია ქვეთავში“ არ გამოიყენოთ პრეპარატი პოლიტენზა შემდეგ სიტუაციებში”.
აუცილებლად აცნობეთ ექიმს თუ ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას. ორსულობის პირველ ტრიმესტრში არ არის რეკომენდებული პოლიტენზას მიღება და ორსულობის 3 თვის შემდეგ პრეპარატის მიღებამ შესაძლებელია სერიოზული ზიანი მიაყენოს ნაყოფს (იხ. “ორსულობა და ძუძუთი კვება“).
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში პრეპარატ პოლიტენზას დანიშვნა რეკომენდებული არ არის, რადგან პაციენტთა ამ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს, ნებისმიერი პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებთ, პერიოდულად იღებდით, ან გეგმავთ მიღებას. ეს შეეხება როგორც ურეცეპტოდ გასაცემ ისე მცენრეული წარმოშობის პრეპარატებს.
პოლიტენზამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე. გარდა ამისა, ზოგიერთმა სამკურნალო საშუალებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს თვით პრეპარატ პოლიტენზას მოქმედებაზე.
თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს პრეპარატის დოზა და/ან მიიღოს სხვა სიფრთხილის ზომები:
თუ ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორს ან ალისკირენს (იხ. ინფორმაცია რომელიც მოცემულია ქვეთავებში „არ მიიღოთ პოლიტენზა“ და „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“).
შემდეგმა პრეპარატებმა შესაძლოა დააქვეითონ პოლიტენზას ეფექტურობა:
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის და ანთების სიმპტომების შესამსუბუქებლად (მაგ. არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები (აასს), როგორიცაა იბუპროფენი, ან ინდომეტაცინი, ასევე ასპირინი);
სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დაქვეითებული არტერიული წნევის მქონე პაციენტების სამკურნალოდ, ასევე შოკის, გულის უკმარისობის, ასთმის ან ალერგიის დროს, მაგალითად როგორიცაა ეფედრინი, ნორადრენალინი და ადრენალინი. თქვენმა მკურნალმა ექიმმა უნდა შეგიმოწმოთ არტერიული წნევა;
რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ)
კრაზანას ბალახი (Hypericum perforatum) (დეპრესიის მკურნალობა მცენარეებით);
ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებთან ერთად პოლიტენზას გამოყენებისას, შესაძლებელია გაიზარდოს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი:
- სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის და ანთების სიმპტომების შესამსუბუქებლად [მაგ. არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები (აასს), როგორიცაა იბუპროფენი, ან ინდომეტაცინი, ასევე ასპირინი];
- სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ინიშნება ონკოლოგიური დაავადებებისას (ქიმიოთერაპიის კურსის გავლისას);
- სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ხელს უშლიან ტრანსპლანტაციის შემდეგ ორგანოების მოცილებას, როგორიცაა ციკლოსპორინი;
- სამკურნალო საშუალებები, რომლებმაც შეიძლება შამცირონ სისხლში კალიუმის დონე. ამ პრეპარატებს ასევე მიეკუთვნება ყაბზობის საწინააღმდეგო საშუალებები, გლუკოკორტიკოსტეროიდები, ტეტრაკოზაქტიდი, ამფოტერიცინი (სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ) და ადრენოკორტიკოტროფული ჰორმონი (ACTH) (პაციენტის თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის შესამოწმებლად).
- დიურეტიკები (შარდმდენი საშუალებები) მაგალითად, როგორიც არის ფუროსემიდი;
- დესმოპრესინი;
- სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა პრედნიზოლონი;
- კალიუმის პრეპარატები (მარილის შემცვლელების ჩათვლით), კალიუმის შემნახველი დიურეტიკები და სხვა პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ სისხლში კალიუმის დონის მომატება (მაგ. ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი ბაქტერიების მიერ გამოწვეული ინფექციის სამკურნალოდ) ციკლოსპორინი, იმუნოსუპრესანტები, რომლებიც გამოიყენება გადანარეგილი ორგანოების იმუნური მოცილების თავიდან ასაცილებლად); ასევე ჰეპარინი, პრეპარატი, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას
- საგულე და ანტიარითმიული სამკურნალო საშუალებები;
- კალციუმის შემცველი საკვები დანამატები;
- ალოპურინოლი (გამოიყენება სისხლში შარდმჟავას შემცველობის შესამცირებლად);
- პროკაინამიდი (პრეპარატი გულის ნორმალური რითმის შესანარჩუნებლად);
- ქოლესტირამინი (სისხლში ცხიმის დონის დასაქვეითებელი საშუალება);
- კარბამაზეპინი, ოქსაკარბაზეპინი (ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები);
- კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი (სოკოს ინფექციების სამკურნალო საშუალებები);
- ერითრომიცინი, კლარითრომიცინი (ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო საშუალებები);
- რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (ე.წ. პროტეაზას ინჰიბიტორები, რომლებიც გამოიყენება აივ ინფიცირებულ პაციენტებში);
- ვერაპამილი, დილთაიზემი (ზოგიერთი გულის დაავადების და მაღალი წნევის სამკურნალო პრეპარატები);
- დანტროლინი (სხეულის ტემპერატურის მძიმე დარღვევების სამკურნალო საინფუზიო საშუალება);
ტემსიროლიმუსი (ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ)
- სიროლიმუსი, ევეროლიმუსი (გადაერგილი ორგანოების უარყოფის თავიდან ასაცილებელი პრეპარატები);
- ვილდაგლიპტინი (2 ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ);
- რაცეკადოტრილი (დიარეის საწინააღმდეგო საშუალება);
- ტაკროლიმუსი (იმუნური სისტემის საკონტროლო პრეპარატი ორგანოების გადანერგვისას);
- სხვა პრეპარატები რომლებიც ამცირებს სისხლის წნევას, მაგალითად ტიპი 5 ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორები (ერექციული დისფუნციისთვის), ნიტრატები, ალფა-ბლოკატორები (გამოიყენება ურულოგიაში გლუვი კუნთების მოსადუნებლად პოსტატასა და ურეთრაში), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და ნეიროლეპტიკები;
- პრეპარატები, რომლებიც ცვლიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკას, მაგ. ანტიქოლინერგული საშუალებები.
პოლიტენზამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს შემდეგ პრეპარატებზე და შეცვალოს მათი მოქმედება:
- დიაბეტის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ინსულინი და ორალური პრეპარატები, რომლებიც აქვეითებენ სისხლში გლუკოზის დონეს. პოლიტენზამ შეიძლება შეამციროს სისხლში შაქრის დონე. პრეპარატ პოლიტენზას მიღებისას, თქვენ მუდმივად უნდა აკონტროლოთ სისხლში შაქრის დონე.
- ლითიუმი (ფსიქიკური დარღვევების სამკურნალო პრეპარატი). პოლიტენზამ შეიძლება გაზარდოს ლითიუმის დონე სისხლში. თქვენმა მკურნალმა ექიმმა მუდმივად უნდა აკონტროლოს სისხლში ლითიუმის დონე.
- სიმვასტატინი (სისხლში ქოლესტერინის დამწევი პრეპარატი) ამლოდიპინი ზრდის სიმვასტატინის დონეს. თქვენმა ექიმმა უნდა შეამციროს სიმვასტატინის დოზა, თუ თქვენ იღებთ პოლიტენზას.
- ქინინი (მალარიის საწინააღმდეგო საშუალება);
- პრეპარატები, რომლებიც შეიცავს იოდს, ამ ტიპის პრეპარატები შეიძლება დაგჭირდეთ ჰოსპიტალში რენტგენის და სხვა ტიპის აპარატურული გამოკვლევების დროს.
- პენიცილინი (ინფექციის სამკურნალო საშუალება);
- სისხლის გამათხელებელი ორალური საშუალებები (ორალური ანტიკოაგულანტები), მაგალითად როგორიც არის ვარფარინი;
თუ ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან ერთი მაინც გეხებათ თქვენ (ან არ ხართ დარწმუნებული ამაში), მაშინ პრეპარატ პოლიტენზას მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.
პრეპარატის მიღებმადე გაიარეთ კონსულტაცია თქვენ ექიმთან ან ფარმაცევტთან:
თუ თქვენ გიწევთ პარათირეოიდული ფუნქციის შემოწმება. რამიპრილ/ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციამ შეიძლება შეცვალოს ტესტის შედეგი.
თუ თქვენ ხართ სპორტსმენი და გიწევთ დოპინგის ტესტის ჩატარება, რამიპრილ/ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციამ შეიძლება ცრუ დადებითი შედეგი აჩვენოს.
პოლიტენზა საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან
- პრეპარატ პოლიტენზას მიღება შეიძლება ჭამამდე ან ჭამის შემდეგ.
- გრეიფრუტი და გრეიფრუტის წვენი არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატ პოლიტენზას, რადგან მათ შეიძლება გამოიწვიონ პრეპარატის ერთ-ერთი აქტიური ნივთიერების ამლოდიპინის დონის ზრდა სისხლში, რამაც თავის მხრივ შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის არაპროგნოზირებადი დაცემა.
პოლიტენზათი მკურნალობის პერიოდში სპირტიანი სასმელების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან სუსტი თავის ტკივილი. თუ გაქვთ კითხვა, რამდენი სპირტიანი სასმელის მიღება შეიძლება პრეპარატ პოლიტენზათი მკურნალობის დროს, განიხილეთ ეს საკითხი თქვენს მკურნალ ექიმთან, ვინაიდან ალკოჰოლის გამოყენება სისხლის წნევის დამწევ საშუალებებთან ერთად აძლიერებს სედაციურ ეფექტს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად, გყავთ ჩვილი ძუძუთი კვებაზე, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულობა
აუცილებლად აცნობეთ ექიმს თუ ხართ ორსულად ან ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად.
არ მიიღოთ პრეპარატი პოლიტენზა ორსულობის პირველი 12 კვირის მანძილზე.
ორსულობის მე-13 კვირიდან პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ამ პერიოდში პრეპარატის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების სერიოზული დარღვევები.
თუ პრეპარატ პოლიტენზათი მკურნალობის პერიოდში დადგა ორსულობა, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
შესაბამის ალტერნატიულ მკურნალობაზე გადასვლა უნდა მოხდეს დაგეგმილ ორსულობამდე.
ძუძუთი კვება
არ მიიღოთ პრეპარატი პოლიტენზა ძუძუთი კვების დროს. ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.
ფერტილობა
ამ ეტაპზე, არ არის საკმარისი მონაცემები პრეპარატის ფერტილობაზე პოტენციური ზეგავლენის შესახებ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატ პოლიტენზას შეუძლია გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ პოლიტენზას მიღების დროს გრძნობთ, სისუსტეს, თავბრუსხვევას, და დაღლილობას, ან პრეპარატი თავს გატკივებთ, თქვენ თავი უნდა შეიკავოთ სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე და დაუკავშირდეთ ექიმს..
პოლიტენზაში ნატრიუმის შემცველობა
პრეპარატის თითოეულ კაფსულაში არის 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლები ნატრიუმი, ანუ შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებიდან ნებისმიერის განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატ პოლიტენზას მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს – თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:
- სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპება, რომელსაც თან ახლავს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ასევე ქავილი და გამონაყარი. ეს შეიძლება იყოს პრეპარატ პოლიტენზას ალერგიული რეაქციის მძიმე ნიშნები.
- კანის მწვავე რეაქციები, გამონაყარის, პირის ღრუს წყლულების, კანის უკვე არსებული დაავადების გამწვავების, შეწითლების, ბუშტუკების წარმოქმნის ან კანის აშრევების (მაგ. სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი, ან მულტიფორმული ერითემა) ჩათვლით.
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ:
- გულის რითმის გახშირება, არათანაბარი, ან გაძლიერებული გულისცემა (გულისცემის შეგრძნება), ტკივილი გულმკერდში, შებოჭილობა გულმკერდში ან უფრო სერიოზული დარღვევები, მათ შორის ინფარქტი და ინსულტი;
- ქოშინი ან ხველა. ეს შეიძლება იყოს სუნთქვის ფუნქციის დარღვევა;
- კანზე სისხლჩაქცევების ხშირი განვითარება, ჩვეულებრივთან შედარებით გახანგრძლივებული სისხლდენების, ასევე სისხლდენების ნებისმიერი სხვა ნიშნების (მაგ. სისხლდენა ღრძილებიდან) განვითარება, კანზე იისფერი ლაქების წარმოქმნა, ან ჩვეულებრივზე უფრო ხშირი ავადობა ინფექციური დაავადებებით, ტკივილი ყელში და ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, გულის წასვლა, თავბრუსხვევა, ან კანის სიფერმკრთალე. ეს შესაძლოა იყოს სისხლის მიმოქცევის სისტემის ან ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევის ნიშანი;
- მძიმე ტკივილი მუცლის არეში, რომელიც შეიძლება გავრცელდეს ზურგის არეზე. ეს შეიძლება იყოს პანკრეატიტის მიზეზი (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება);
- ცხელება, შემცივნება, დაღლილობა, მადის დაქვეითება, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე). ეს შესაძლოა იყოს ღვიძლის დაავადებების შედეგი, როგორიცაა ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), ან ღვიძლის ქსოვილის დაზიანება.
სხვა გვერდითი ეფექტები:
მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი ეფექტებიდან ნებისმიერი ძლიერდება, ან გრძელდება რამდენიმე დღეზე მეტი ხნის განმავლობაში:
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (რეგისტრირდება 1 პაციენტში 10 -დან)
შეშუპება
ჰიპოკალიემია
ჰიპერლიპიპდემია
ხშირი გვერდითი ეფექტები (რეგისტრირდება 1 პაციენტში 10 -დან)
- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა (განსაკუთრებით მკურნალობის კურსის დასაწყისში), დაღლილობის შეგრძნება;
- გაძლიერებული გულისცემა (თქვენს მიერ თქვენი გულისცემის შეგრძნება),
- ტერფების შეშუპება;
- ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა), განსაკუთრებით როდესაც თქვენ სწრაფად დგებით, ან ჯდებით მწოლიარე მდგომარეობიდან (ორთოსტატიკული დაბალი წნევა); წამოწითლება სახეზე.
- გაძნელებული არაპროდუქტიული ხველა, ცხვირის სინუსების ანთება (სინუსიტი), ბრონქიტი, ქოშინი;
- მუცლის ტკივილი, დიარეა, კუწ-ნაწლავის ანთება, კუჭის მონელების დარღვევა (დისპეფსიის ჩათვლით), გულისრევა ან ღებინება; შეცვლილი ნაწლავური ფუნქცია (მათ შორის დიარეა და ყაბზობა), მადის დაკარგვა (ანორექსია), სპაზმი.
- კანის გამონაყარი ბუშტუკების წარმოქმნით, ან მათ გარეშე; ჭინჭრის ციება.
- ტკივილი გულმკერდის არეში;
- კრუნჩხვები, ან კუნთების ტკივილი (მიალგია);
- სისხლში მაგნიუმისა და ნატრიუმის დონის შემცირება;
- სისუსტე და უძლურად ყოფნა (ასთენია);
- სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია);
- სისხლში შარდმჟავას და კალიუმის დონის მომატება;
- იმპოტენცია;
- მხედველობის დარღვევა (მათ შორის თვალებში გაორება);
ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფეტები: (რეგისტრირდება 1 პაციენტში 100-დან)
- კანის, ლორწოვანი გარსის და მიმდებარე ქსოვილების შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება/კვინკეს შეშუპება; ძალიან იშვიათ, გამონაკლის შემთხვევაში ანგიონევროზული შეშუპების შედეგად სასუნთქი გზების ობსტრუქციას შეიძლება ჰქონდეს ფატალური გამოსავალი)
- შეშუპებული ხელები და ფეხები (პერიფერიული შეშუპება; ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ თქვენ სხეულში კავდება ჩვეულებრივზე ჭარბი წყალის რაოდენობა);
- ნაწლავის შეშუპება (წვრილი ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება);
- გუნება-განწყობის ცვლილება, დეპრესია, შფოთვა, ნერვიულობა, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა (უძილობა);
- ყურებში ხმაური (ტინიტუსი);
- ცემინება/ცხვირის გამონადენი (რინიტი), ცხვირის გაჭედვა;
- სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი) ასთმის გაუარესების ჩათვლით;
- პირის სიმშრალე, მუცლის ტკივილი, გასტრიტის ჩათვლით;
- პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი; ძალიან იშვიათ, გამონაკლისი ფატალური შედეგის შემთხვევები აღინიშნა აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას);
- თირკმლის დაზიანება, მათ შორის თირკმელების უკმარისობა, შარდვის დარღვევა, ჩვეულებრივზე მეტი შარდის გამოყოფა დღის განმავლობაში, ღამით შარდვის გაზრდილი მოთხოვნილება (ნოქტურია);
- არსებული პროტეინურიის გაუარესება (შარდში ჩვეულებრივზე მეტი ცილის როდენობა);
- უსიამოვნო შეგრძნება (ავად ყოფნის შეგრძნება);
- წონის მატება ან წონაში კლება;
- თავბრუსხვევა, კანკალი (ტრემორი);
- თმის ცვენა (ალოპეცია);
- ქავილი, მცირე სისხლდენის ლაქები ან სისხლმდენი ადგილები კანზე (პურპურა), კანის ფერის შეცვლა, ეგზანთემა;
- კანის უჩვეულო შეგრძნებები, როგორიცაა დაბუჟება, ჩხვლეტა, წვა, პწკენის ან ცოცვის შეგრძნება კანზე (პარესთეზია), კანის მგრძნობელობის დაქვეითება (ჰიპოესთეზია);
- გემოს დაკარგვა (აგევზია) ან საგნების გემოს შეცვლა (დისგეუზია);
- ჩვეულებრივზე მეტი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი);
- გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი), გულის სისხლძარღვების დაავადება (მიოკარდიუმის იშემია), გულმკერდის შებოჭილობა და ტკივილი (სტენოკარდია), გახშირებული (ტაქიკარდია) ან არარეგულარული გულისცემა (არითმია);
- სახსრების ტკივილი (ართრალგია), ზურგის ტკივილი, ზოგადი ტკივილი;
- სხეულის ტემპერატურის მომატება/ცხელება (პირექსია);
- მამაკაცებში ან ქალებში სექსუალური ლტოლვის დაქვეითება, მამაკაცის მკერდის გადიდება (გინეკოამასტია);
- სისხლში ზოგიერთი ლეიკოციტების რაოდენობის ზრდა (ეოზინოფილია);
- სისხლის ანალიზმა შიძლება აჩვენოს ღვიძლის (ღვიძლის ფერმენტების და/ან ბილირუბინის კონიუგატის მომატება), პანკრეასის (პანკრეასის ფერმენტების მომატება) ან თირკმელების (კრეატინინის მომატება) ფუნქციების ცვლილებები;
- ხველა;
- მანეკროზებელი ანგიიტი (ვასკულიტი, კანის ვასკულიტი)
იშვიათი: რეგისტრირდება 1 პაციენტში 1000-დან
- დაბნეულობა ან დაბნეულობის შეგრძნება, წონასწორობის დარღვევა;
- წითელი და შეშუპებული ენა (გლოსიტი);
- კანის ანთება და აქერცვლა (ექსფოლიაციური დერმატიტი);
- ფრჩხილების დაზიანება მაგ. ფრჩხილის მორყევა ან მოცილება თითების ბალიშებიდან (ონიქოლიზი);
- წითელი, შეშუპებული ან წყლიანი თვალები, ქავილის შეგრძნებით (კონიუნქტივიტი);
- სმენის დაქვეითება;
- კანის სიყვითლე (ქოლესტაზური სიყვითლე), ჰეპატოცელულარული დაზიანება;
- სისხლძარღვების შევიწროება (სისხლძარღვთა სტენოზი);
- სისხლის მიმოქცევის დარღვევა (ჰიპოპერფუზია);
- სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი);
- სისხლში ერითროციტების, ლეიკოციტების (ნეიტროპენიის ან აგრანულოციტოზის, ლეიკოპენიის ჩათვლით) და ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირება;
- ჩვეულებრივ მდგომარეობასთან შედარებით, სისხლის შაქრის დონის მატება. თუ გაქვთ დიაბეტი, ამან შესაძლოა თქვენი გააუარესოს თქვენი მდგომარეობა;
- მგრძნობელობა სინათლის ან მზის მიმართ (ფოტომგრძნობელობა);
- ჰიპერკალციემია;
- მომატებული მგრძნობელობა;
იშვიათი: რეგისტრირდება 1 პაციენტში 10000-დან
- დიდ არეალზე ბუშტუკებიანი გამონაყარი და კანის აქერცვლა, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების ირგვლივ (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);
- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი, ხშირად ქოლესტაზით);
- კანზე გამონაყარი, რომელმაც შეიძლება წარმოქმნას ბუშტუკები და გამოიყურებოდეს, როგორც პატარა სამიზნე (ცენტრში მუქი წერტილი, გარშემორტყმული უფრო ფერმკრთალი უბნით, კიდეზე მუქი რგოლით) (მულტიფორმული ერითემა);
- წითელი მგლურას მსგავსი რექციები, წითელი მგლურას გააქტიურება, მანეკროზებელი ვასკულიტი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი;
- ღრძილების ქსოვილის გაფართოება (ღრძილის ჰიპერპლაზია);
- კუნთების ტონუსის მომატება (ჰიპერტონია);
- პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადება (პერიფერიული ნეიროპათია);
- ძვლის ტვინის უკმარისობა;
- სისხლში დაზიანებულ ერითროციტების დიდი რაოდენობა (ჰემოლიზური ანემია);
- ალერგიული რეაქციები;
- ჰიპოქლორული ალკალოზი;
- რესპირატორული დისტრესი (პნევმონიტის და ფილტვის შეშუპების ჩათვლით);
უცნობი სიხშირის, არსებული მონაცემების მიხედვით:
აუცილებლად აცნობეთ თქვენ მკურნალ ექიმს თუ ქვემოთ ჩამოთვლილმა რომელიმე გვერდითმა ეფექტმა მიიღო სეიოზული სახე ან პროცესი გაგრძელდა რამდენიმე დღეზე უფრო მეტ ხანს:
- სისხლში ერითროციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის მკვეთრი შემცირება (პანციტოპენია);
- ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები;
- ბუშტუკებიანი კანი (პემფიგუსი);
- ანტინუკლეარული ანტისხეულები ზრდა;
- უყურადღებობა;
- პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება მცირე წყლულებით (აფტოზური სტომატიტი);
- აპლასტიკური ანემია;
- თითები და ფეხის თითები იცვლის ფერს კიდურების შეციებისას და შემდეგ ჩხვლეტას ან ტკივილს, გათბობის შემდეგ (რეინოს ფენომენი);
- ცერებრალური იშემია იშემიური ინსულტის და გარდამავალი იშემიური შეტევის ჩათვლით;
- დაქვეითებული ფსიქომოტორული უნარები;
- წვის შეგრძნება;
- მგომარეობა, როცა საგნები იცვლის სუნს (პაროსმია);
- ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ქოლესტაზური და ციტოლიზური ჰეპატიტი (ძალიან იშვით შემთხვევაში დაფიქსირდა ფატალური შემთხვევები);
- კანის ანთება (ფსორიაზიფორმული დერმატიტი), მწვავე გამონაყარი კანზე (პემფიგოიდური ან ლიქენოიდური ეგზანთემა), კანის სიმშრალე ან აქერცვლა (გამწვავებული ფსორიაზი), ლორწოვანი გარსის გამონაყარი (ენანთემა);
- კონცენტრირებული შარდი (მუქი ფერის), შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, კრუნჩხვები კუნთებში, დაბნეულობა და სპაზმები, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ADH-ის (ანტი შარდმდენი ჰორმონის) არასათანადო სეკრეციით. თუ თქვენ გაქვთ ეს სიმპტომები, დაუკავშირდით ექიმს რაც შეიძლება მალე.
- კანკალი, ხისტი პოზა, ნიღბის მსგავსი სახე, ნელი მოძრაობები და არეული, გაუწონასწორებელი სიარული;
- მაღალი წნევის გამო, მხედველობის დაქვეითება ან ტკივილი თვალებში (თვალის სისხლძარღვებში სითხის დაგროვების შესაძლო ნიშნები (ქოროიდული გამონაჟონი) ან მწვავე დახურულკუთხივანი გლაუკომა);
- კანისა და ტუჩის კიბო (კანის არამელანომური კიბო).
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტების გამოვლენისას გთხოვთ მიმართოთ ექიმს, ან ფარმაცევტს, ან ექთანს. მათ შორის შეატყობინეთ ისეთი გვერდითი ეფექტები, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.
თქვენ შეგიძლიათ აცნობოთ ნებისმიერი გვერდითი ეფექტების შესახებ ნაციონალურ მარეგულირებელს. თქვენი შეტყობინების საშუალებით, თქვენ ხელს უწყობთ მეტი ინფორმაციის შეგროვებას ამ სამკურნალო საშუალების შესახებ.
ჭარბი დოზა
რამიპრილთან ასოცირებული
აგფ ინჰიბიტორების დოზის გადაჭარბებასთვის დამახასიათებელი სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს გადაჭარბებული პერიფერიული ვაზოდილატაციით (გამოხატული ჰიპოტენზია, შოკი), ბრადიკარდია, ელექტროლიტული ბალანსის დარღვევა და თირკმლის უკმარისობა.
პაციენტი უნდა იყოს მუდმივი დაკვირვების ქვეშ და მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური და შემანარჩუნებელი. რეკომენდებული ზომებია პირველადი დეტოქსიკაცია (კუჭის ამორეცხვა, ადსორბენტების შეყვანა) და ჰემოდინამიკური სტაბილურობის აღდგენა, მათ შორის ალფა 1-ადრენერგული აგონისტების ან ანგიოტენზინ II-ის (ანგიოტენზინამიდის) შეყვანა. რამიპრილატი, რამიპრილის აქტიური მეტაბოლიტი, ჰემოდიალიზის საშუალებით ცუდად გამოიყოფა ძირითადი მიმოქცევის სისტემიდან.
ამლოდიპინთან ასოცირებული
ადამიანებში განზრახ დოზის გადაჭარბების შემთხვევები პრეაქტიკულად არ დაფიქსირებული.
არსებული მონაცემების მიხედვით, დიდი დოზით გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი პერიფერიული ვაზოდილატაცია და შესაძლოა რეფლექსური ტაქიკარდია. აღინიშნა გამოხატული და სავარაუდოდ გახანგრძლივებული სისტემური ჰიპოტენზია და ასევე შოკი ფატალური შედეგით.
ჰიდროქლორთიაზიდთან ასოცირებული
წინასწარ განწყობილ პაციენტებში (მაგ. პროსტატის ჰიპერპლაზია) ჰიდროქლორთიაზიდის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს შარდის მწვავე შეკავება.
ჰიდროქლორთიაზიდის დოზის გადაჭარბება იწვევს ელექტროლიტების დონის დაქვეითებას (ჰიპოკალიემია, ჰიპოქლორემია, ჰიპონატრიემია) და დეჰიდრატაციას, რომელიც გამოწვეულია შარდის ინტენსიური გამოყოფით დოზის გადაჭარბების ყველაზე გავრცელებული ნიშნები და სიმპტომებია გულისრევა და ძილიანობა. ჰიპოკალიემიამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სპაზმი და/ან გააძლიეროს არითმიები, რომლებიც დაკავშირებულია საგულე გლიკოზიდების ან გარკვეული ანტიარითმული პრეპარატების ერთდროულ გამოყენებასთან.
მკურნალობა
მკურნალობა არის სიმპტომური და შემანარჩუნებელი. შეიძლება ჩატარდეს პირველადი დეტოქსიკაცია, მაგალითად, ადსორბანტების გამოყენებით. ჰიპოტენზიის შემთხვევაში, მოცულობისა და მარილის ჩანაცვლების პარალელურად, უნდა განიხილებოდეს ალფა 1-ადრენერგული აგონისტების (მაგ. ნორეპინეფრინი, დოფამინი) ან ანგიოტენზინ II-ის (ანგიოტენზინამიდი) მიღება.
ვაზოკონსტრიქტორები შეიძლება სასარგებლო იყოს სისხლძარღვთა ტონუსის და არტერიული წნევის აღსადგენად, იმ პირობით, რომ არ არსებობს მათი გამოყენებისთვის რაიმე უკუჩვენება. კალციუმის გლუკონატის ინტრავენური შეყვანა შეიძლება სასარგებლო იყოს კალციუმის არხის ბლოკადის ეფექტის შესაცვლელად.
რამიპრილის ან რამიპრილატის ელიმინაციისას, მწირია/არ არსებობს გამოცდილება ფორსირებული დიურეზის, შარდის pH-ის ცვლილების, ჰემოფილტრაციის ან დიალიზის ეფექტურობის შესახებ. თუ დიალიზი ან ჰემოფილტრაცია მაინც უნდა ჩატარდეს, გაითვალისწინეთ მაღალი გამტარობის მემბრანებით განპირობებული ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების რისკი.
ზოგიერთ შემთხვევაში კუჭის ამორეცხვა შეიძლება იყოს სასარგებლო. დადასტურებულია, რომ ჯანმრთელ მოხალისეებში ნახშირის გამოყენება ამლოდიპინის 10 მგ მიღებიდან 2 საათის შემდეგ ამცირებს ამლოდიპინის შეწოვის სიჩქარეს.
ვინაიდან ამლოდიპინი ინტენსიურად უკავშირდება ცილებს, დიალიზი სავარაუდოდ არ იქნება ეფექტური. ასევე უმნიშვნელოა თიაზიდური შარდმდენების ელიმინაცია დიალიზის მეშვეობით.
მკურნალობა მიზანია სითხისა და ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა, ჰიპონატრიემიის რეგულირება უნდა იყოს ეტაპობრივი.
უნდა განხორცილედეს აქტიური გულ-სისხლძარღვთა სისტემის შემანარჩუნებელი თერაპია, მათ შორის გულის და სუნთქვის ფუნქციის ხშირი მონიტორინგი, კიდურების მაღლა აწევა და მოცირკულირე სითხის მოცულობისა და შარდის გამოყოფის შემოწმება.
შემადგენლობა
პოლიტენზა 5 მგ/5 მგ/12.5 მგ მყარი კაფსულა:
ერთი კაფსულა შეიცავს 5 მგ რამიპრილი, 5 მგ ამლოდიპინი (6.934 მგ ამლოდიპინის ბესილატი), 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდი.
პოლიტენზა 5 მგ/5 მგ/25 მგ მყარი კაფსულა:
ერთი კაფსულა შეიცავს 5 მგ რამიპრილი, 5 მგ ამლოდიპინი (6.934 მგ ამლოდიპინის ბესილატი), 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდი.
პოლიტენზა 10 მგ/5 მგ/25 მგ მყარი კაფსულა:
ერთი კაფსულა შეიცავს 10 მგ რამიპრილი, 5 მგ ამლოდიპინი (6.934 მგ ამლოდიპინის ბესილატი), 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდი.
პოლიტენზა 10 მგ/10 მგ/25 მგ მყარი კაფსულა:
ერთი კაფსულა შეიცავს 10 მგ რამიპრილი, 10 მგ ამლოდიპინი (13.868 მგ ამლოდიპინის ბესილატი), 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდი.
დამხმარე ნივთიერებებია:
კაფსული შემადგენლობა: მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო კალციუმის ჰისტროფოსფატი, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატია (ტიპიA), ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი.
კაფსულის გარსი (5 მგ/5 მგ/12.5 მგ): წითელი რკინის ოქსიდი (E172), შავი რკინის ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი
კაფსულის გარსი (5 მგ/5 მგ/25 მგ): წითელი რკინის ოქსიდი (E172), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი
კაფსულის გარსი (10 მგ/5 მგ/25 მგ): წითელი რკინის ოქსიდი (E172), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი
კაფსულის გარსი (10 მგ/10 მგ/25 მგ): წითელი რკინის ოქსიდი (E172), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), შავი რკინის ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი
როგორ გამოიყურება პოლიტენზა და როგორია შეფუთვის შემადგენლობა

ღია ნაცრისფერი გაუმჭვირვალო კორპუსი ვარდისფერი გაუმჭვირვალო თავსახურით

სპილოსძვლისფერი გაუმჭვირვალო კორპუსი ვარდისფერი გაუმჭვირვალო თავსახურით

ყვითელი გაუმჭვირვალო კორპუსი მუქი ვარდისფერი გაუმჭვირვალო თავსახურით

კარამელისფერი გაუმჭვირვალო კორპუსი ყავისფერი გაუმჭვირვალო თავსახურით
შეფუთვაში 30 მყარი კაფსულა ბლისტერებში, რომელიც თავის მხრივ მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი
GM Pharmaceuticals LTD, საქართველო
შენახვის პირობები
5მგ/5 მგ/25 მგ, 10მგ/10 მგ/25 მგ, 10 მგ/5 მგ/25 მგ, 5 მგ/5 მგ/12.5 მგ: 36 თვე
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოთრაპიული ჯგუფი: აგფ ინჰიბიტორები, სხვა კომბინაციები
ATC კოდი: C09BX03
რამიპრილის მოქმედების მექანიზმი
რამიპრილატი, პროწამლის რამიპრილის აქტიური მეტაბოლიტი, აინჰიბირებს ფერმენტს დიპეპტიდილკარბოქსიპეპტიდაზა I-ს (სინონიმები: ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტი; კინინაზა II). პლაზმაში და ქსოვილში ეს ფერმენტი აკატალიზებს ანგიოტენზინ I-ის გარდაქმნას აქტიურ ვაზოკონსტრიქტორ ნივთიერება ანგიოტენზინ II-ში, აგრეთვე აქტიური ვაზოდილატორის ბრადიკინინის დაშლას. ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნის შემცირება და ბრადიკინინის დაშლის ინჰიბირება იწვევს ვაზოდილატაციას. ვინაიდან ანგიოტენზინ II ასევე ასტიმულირებს ალდოსტერონის გამოყოფას, რამიპრილატი იწვევს ალდოსტერონის სეკრეციის შემცირებას. აგფ ინჰიბიტორების მონოთერაპიაზე საშუალოდ პასუხი უფრო დაბალი იყო (აფროკარიბის ზღვის აუზის კუნძულების მოსახლეობა) ჰიპერტონიით დაავადებულ შავკანიან პოპულაციაში (ჩვეულებრივ აღინიშნება რენინის დაბალი დონე ჰიპერტონული დავადების მქონე შავკანიან პაციენტებში), ვიდრე დანარჩენ პაციენტებში.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
რამიპრილის მიღება იწვევს პერიფერიული არტერიების წინააღმდეგობის მკვეთრ შემცირებას. ზოგადად, თირკმლის პლაზმური ნაკადის და გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის მნიშვნელოვანი ცვლილებება არ ხდება. რამიპრილის შეყვანა ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას მწოლიარე და ამბულატორიულ პაციენტებში, გულისცემის კომპენსატორული ზრდის გარეშე.
პაციენტების უმრავლესობაში, ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ვლინდება ერთჯერადი დოზის პერორალური მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ. ერთჯერადი დოზის მაქსიმალური ეფექტი ჩვეულებრივ მიიღწევა პერორალური მიღებიდან 3-6 საათის შემდეგ. ერთჯერადი დოზის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ჩვეულებრივ გრძელდება 24 საათის განმავლობაში.
რამიპრილით პერმანენტული მკურნალობის მაქსიმალური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ჩვეულებრივ ვლინდება 3-4 კვირის შემდეგ. ნაჩვენებია, რომ ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ნარჩუნდება ხანგრძლივი მკურნალობის დროს, რომელიც გრძელდება 2 წელი.
რამიპრილის მიღების უეცარი შეწყვეტა არ იწვევს არტერიული წნევის სწრაფ და ძალიან მკვეთრ ზრდას.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ორმა ფართო რანდომიზირებულმა, კონტროლირებადმა კვლევამ (ONTARGET (ტელმისარტანი ინდივიდუალურად და რამიპრილთან კომბინაციაში მიმდინარე კვლევა) და VA NEPHRON-D (ნეფროპათია დიაბეტის დროს ვეტერანთა საქმეში)) გამოიკვლია აგფ-ინჰიბიტორის კომბინაციის გამოყენება ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკატორთან.
ONTARGET იყო კვლევა, რომელიც ჩატარდა პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ გულ-სისხლძარღვთა ან ცერებროვასკულური დაავადები ან ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, რომელსაც თან სდევს სამიზნე ორგანოების დაზიანება. VA NEPHRON-D კვლევა ჩატარდა პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი და დიაბეტური ნეფროპათია.
არცერთმა კვლევამ არ აჩვენა მნიშვნელოვანი სასარგებლო ეფექტი თირკმელების და/ან გულ-სისხლძარღვთა შედეგებზე და სიკვდილიანობაზე, ხოლო ჰიპერკალიემიის, თირკმლის მწვავე დაზიანების და/ან ჰიპოტენზიის გაზრდილი რისკი მონოთერაპიასთან შედარებით კი დაფიქსირდა. მათი მსგავსი ფარმაკოდინამიკური თვისებების გათვალისწინებით, ეს შედეგები ასევე რელევანტურია აგფ-ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებისთვის.
ამიტომ, აგფ-ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები არ უნდა იქნას გამოყენებული ერთდროულად დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
ALTITUDE (ალისკირენის კვლევა ტიპი 2 დიაბეტის დროს, სადაც საბოლოო წერტილების სახით გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებები გამოიყენებოდა) იყო კვლევა, რომელიც ჩატარდა ალისკირენის თერაპიაში დამატების სარგებლობის შესამოწმებლად აგფ-ინჰიბიტორის ან ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკატორის სტანდარტული მკურნალობის სქემაში მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით და ქრონიკული, თირკმლის დაავადების, გულ-სისხლძარღვთა დაავადება ან ორივესი ერთად პაციენტებში.
კვლევა ადრე შეწყდა არასასურველი შედეგების გაზრდილი რისკის გამო. გულ-სისხლძარღვთა პროპლემებით გამოწვეული სიკვდილი და ინსულტი რიცხობრივად უფრო ხშირი იყო ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში და ასევე გვერდითი ეფექტები და მკვლევარებისთვის საინტერესო გვერდითი მოვლენები (ჰიპერკალიემია, ჰიპოტენზია და თირკმლის დისფუნქცია) უფრო ხშირად იყო დაფიქსირებული ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.
ამლოდიპინის მოქმედების მექანიზმი
ამლოდიპინი არის დიჰიდროპირიდინის ჯგუფის კალციუმის იონების გამტარებლობის ინჰიბიტორი (ნელი არხის ბლოკატორი ან კალციუმის იონების ანტაგონისტი) და აფერხებს კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ შეღწევას გულის და სისხლძარღვების გლუვ კუნთებში.
ამლოდიპინის ანტიჰიპერტენზიული მოქმედების მექანიზმი განპირობებულია სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე პირდაპირი რელაქსაციური ეფექტით. ზუსტი მექანიზმი, რომლითაც ამლოდიპინი ხსნის სტენოკარდიას, ბოლომდე არ არის განსაზღვრული, მაგრამ ამლოდიპინი ამცირებს მთლიან იშემიურ დატვირთვას ქვემოთ მოცემული ორი მოქმედების მექანიზმით:
ამლოდიპინი აფართოებს პერიფერიულ არტერიოლებს,მცირებს მთლიან პერიფერიულ წინააღმდეგობას (შემდგომ დატვირთვას), აიოლებს გულის მუშაობას, და გულისცემა სტაბილური რჩება.ეს ამცირებს მიოკარდიუმის მიერ ენერგიის გამოყენებას და ჟანგბადის მოთხოვნილებას.
ამლოდიპინის მოქმედების მექანიზმი ასევე სავარაუდოდ მოიცავს ძირითადი კორონარული არტერიების და არტერიოლების გაფართოებას, როგორც ნორმალურ, ისე იშემიურ რეგიონებში. ეს დილატაცია ზრდის მიოკარდის ჟანგბადით მომარაგებას, კორონარული არტერიის სპაზმის მქონე პაციენტებში (პრინცმეტალის ან ვარიანტული სტენოკარდია).
ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, დღეში ერთხელ პრეპარატის მიღება უზრუნველყოფს არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვან შემცირებას როგორც მწოლიარე, ისე ამბულატორიულ პაციენტებში, 24 საათის განმავლობაში. მოქმედების ნელი დაწყების გამო, ამლოდიპინს არ ახასიათებს ჰიპოტენზიის მკვეთრი განვითარება.
სტენოკარდიის მქონე პაციენტებში, ამლოდიპინის დღეში ერთხელ მიღება ზრდის ფიზიკური დატვირთვის მთლიან დროს, დროს სტენოკარდიის დაწყებამდე და 1 მმ-ით სეგმენტი ST-ს დეპრესიას, ამცირებს სტენოკარდიის შეტევის სიხშირეს და გლიცერილის ტრინიტრატის ტაბლეტების გამოყენებას.
ამლოდიპინი გამოყენება არ ასოცირდება რაიმე ტიპის მეტაბოლურ ეფექტებთან ან პლაზმის ლიპიდების ცვლასთან. მისი დანიშვნა შესაძლებელიაასთმის, დიაბეტის და პოდაგრის მქონე პაციენტებისთვის სამკურნალოდ.
ჰიდროქლორთიაზიდის მოქმედების მექანიზმი
ჰიდროქლორთიაზიდი არის თიაზიდური შარდმდენი საშუალება. თიაზიდური დიურეტიკების ანტიჰიპერტენზიული მოქმედების მექანიზმი ბოლომდე არ არის შესწავლილი. ის აფერხებს ნატრიუმის და ქლორიდების რეაბსორბციას დისტალურ მილაკში, რაც იწვევს გლომერულად გაფილტრული ნატრიუმის და ასევე ქლორიდების დაახლოებით 15%-ის ექსკრეციას. ამ იონების თირკმელებით გაზრდილი ექსკრეცია თან სდევს შარდის გამოყოფის ზრდა (წყლის ოსმოსური შებოჭვის გამო). კალიუმის და მაგნიუმის ექსკრეცია იზრდება, შარდმჟავას გამოყოფა მცირდება. ჰიდროქლორთიაზიდის მაღალმა დოზებმა შეიძლება გაზარდოს ბიკარბონატების გამოყოფა კარბოანჰიდრატაზას ინჰიბირების გამო, რაც გამოიწვევს შარდის ტუტე რეაქციას. აციდოზი ან ალკალოზი არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ჰიდროქლორთიაზიდის სალურეზულ და დიურეზულ ეფექტებზე. გლომერული ფილტრაციის სიჩქარე თერაპიის დასაწყისში მცირდება მინიმალურად. ჰიდროქლორთიაზიდით ხანგრძლივი თერაპიის დროს მცირდება თირკმელებით კალციუმის გამოყოფის პროცესი. ამ მექანიზმმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალციემია.
ჰიდროქლორთიაზიდის ანტიჰიპერტენზიული მოქმედების შესაძლო მექანიზმები შეიძლება იყოს: შეცვლილი ნატრიუმის ბალანსი, უჯრედშორისი წყლისა და პლაზმის მოცულობის შემცირება, თირკმლის სისხლძარღვთა წინააღმდეგობის ცვლილება, აგრეთვე ნორეპინეფრინზე და ანგიოტენზინ II-ზე რეაგირების შემცირება. ასევე განიხილება პერიფერიული სისხლძარღვების წინააღმდეგობის შემცირება, რაც სავარაუდოდ განპირობებულია სისხლძარღვების კედლებში ნატრიუმის კონცენტრაციის შემცირებით, და იწვევს სისხლძარღვების კედლების მგრძნობელობის დაქვეითებას ნორეპინეფრინის მიმართ.
კანის არამელანომური კიბო: ეპიდემიოლოგიური კვლევების არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, დაფიქსირდა კუმულაციური დოზადამოკიდებული კავშირი ჰიდროქლორთიაზიდსა და კანის არამელანომურ კიბოს შორის. ერთ-ერთი კვლევა, რომელშიც ჩართული იყო ბაზალური უჯრედების კარცინომის 71,533 და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის მქონე 8,629 პაციენტი, რომლებიც ეკუთვნოდა 1,430,833 და 172,462 საკონტროლო პოპულაციას,ჰიდროქლორთიაზიდის ინტენსიური გამოყენება (≥50,000მგ ჯამურად) დაკავშირებულია კორექტირებულ შანსების კოეფიციენტთან 1.29 (95% CI: 1.23-1.35) ბაზალური უჯრედების კარცინომის და 3.98 (95% CI: 3.68-4.31) ბრტყელუჯრედოვანი კარცინომისთვის. მკეთარად გამოხატული კუმულაციური დოზა-დამოკიდებული კავშირი გამოვლინდა როგორც ბაზალური უჯრედების კარცინომის, ასევე ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის შემთხვევაში. კიდევ ერთ კვლევაში ნაჩვენებია ჰიდროქლორთაზიდის მიღებასა და ტუჩების კიბოს (ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა) შორის შესაძლო კავშირი: ტუჩის კიბოს 633 შემთხვევა შეესაბამა 63,067-იან პოპულაციის საკონტროლო ჯგუფს, სადაც გამოყენებული იყო დადგენილი რისკის შერჩევის სტრატეგია.
კუმულაციური დოზა-პასუხის კავშირი ნაჩვენები იყო კორექტირებულ შანსების კოეფიციენტთან 2.1 (95% CI: 1.7-2.6), რომელის შანსების კოეფიციენტის მნიშვნელობა იზრდება 3.9-მდე (3.0-4.9) მაღალი დოზებით გამოყენებისას (~25,000 მგ) და შანსების კოეფიციენტი 7.7 (5.7-10.5) არის ძალიან მაღალი დოზების შემთხვევაში (~100,000 მგ) (იხ. ნაწილი 4.4).
ფარმაკოდინამიკა
ჰიდროქლორთიაზიდის ფონზე, დიურეზი იწყება 2 საათში, ხოლო მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა დაახლოებით 4 საათში, მოქმედება გრძელდება დაახლოებით 6-დან 12 საათამდე.
ანტიჰიპერტენზიული ეფექტის დაწყება ხდება 3-4 დღის შემდეგ და შეიძლება გაგრძელდეს თერაპიის შეწყვეტიდან კიდევ ერთი კვირის განმავლობაში. ქრონიკული გამოყენებისას ჰიდროქლორთიაზიდის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ძირითადად პაციენტებში დოზაზეა დამოკიდებული, რაც მერყეობს შემდგ ფარგლებში 12.5 მგ/დღეში 50-75 მგ/დღეში.
არტერიული წნევის დაქვეითების ეფექტს თან სდევს ფილტრაციული ფრაქციის უმნიშვნელო მატება, თირკმლის სისხლძარღვთა წინააღმდეგობა და პლაზმური რენინის აქტივობა.
გარკვეულწილად დოზის მომატების მიუხედავად, თიაზიდური დიურეტიკების თერაპიული ეფექტი უცვლელი რჩება, ხოლო გვერდითი ეფექტების რისკი კი მატულობს: არაეფექტურობის შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი და ხშირად პაციენტი ცუდად ეგუება დოზის გაზრდას, რეკომენდებულთან შედარებით. (იხ. ნაწილი 4.2).
ნეფროგენული შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ჰიდროქლორთიაზიდი ამცირებს შარდის გამოყოფას და ზრდის შარდის ოსმოლარობას.
ჰიდროქლორთიაზიდი არ არის ეფექტური თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ და/ან შრატში კრეატინინი 1.8 მგ/100 მლ-ზე მეტი).
პედიატრიული პოპულაცია (6 წლის და მეტი ასაკის მოზარდები)
ევროპის მედიკამენტების სააგენტომ, ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, სპეციფიკურად შეზღუდა პროდუქტის (რამიპრილ/ამლოდიპინის ჰიდროქლორთიაზიდი) გამოყენება პედიატრიული პოპულაციის ყველა ქვეჯგუფში. ამის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ პედიატრიულ პაციენტებში, კონკრეტული სამკურნალო პრეპარატს არ აქვს მნიშვნელოვანი თერაპიულ უპირატესობა მკურნალობის სხვა სქემებთან შედარებით.
- 2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
რამიპრილი
აბსორბცია
პერორალური მიღების შემდეგ რამიპრილი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან: რამიპრილის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან ერთ საათში. შარდით გამოყოფილი ნივთიერების რაოდენობიდან გამომდინარე, შთანთქმის ხარისხი არის მინიმუმ 56% და მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს საკვების არსებობა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. აქტიური მეტაბოლიტის რამიპრილატის ბიოშეღწევადობა 2.5 მგ და 5 მგ რამიპრილის პერორალური მიღების შემდეგ არის 45%.
რამიპრილის ერთადერთი აქტიური მეტაბოლიტის რამიპრილატის პლაზმური კონცენტრაციის პიკი მიიღწევა რამიპრილის მიღებიდან 2-4 საათის შემდეგ. რამიპრილატის სტაციონარული პლაზმური კონცენტრაცია, რამიპრილის ჩვეული დოზის დღეში ერთხელ მიღების შემთხვევაში, მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით მეოთხე დღეს.
განაწილება
რამიპრილის დაახლოებით 73%, ხოლო რამიპრილატის დაახლოებით 56% უკავშირდება შრატის ცილებს.
მეტაბოლიზმი
რამიპრილი თითქმის სრულად განიცდის მეტაბოლიზმს და გარდაიქმნება რამიპრილატად და დიკეტოპიპერაზინის ეთერად, დიკეტოპიპერაზინის მჟავად და რამიპრილისა და რამიპრილატის გლუკურონიდებად.
ელიმინაცია
მეტაბოლიტების გამოყოფა ძირითადად ხდება თირკმელების მეშვეობით.
რამიპრილატის პლაზმური კონცენტრაცია მცირდება პოლიფაზური გზით. აგფ-თან ძლიერი, გაჯერებული ბმის და ფერმენტებით ნელი დისოციაციის გამო, რამიპრილატს ახასიათებს გახანგრძლივებულ ტერმინალურ ელიმინაციის ფაზა, ძალიან დაბალი პლაზმური კონცენტრაციის დროს.
რამიპრილის რამდენჯერმე დღიური ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ რამიპრილატის ნახევარგამოყოფის ეფექტური პერიოდი იყო 13-17 საათი 5-10 მგ დოზებისთვის და უფრო ხანგრძლივი დაბალი 1.25-2,5 მგ დოზებისთვის. ეს განსხვავება განპირობებულია ფერმენტის გაჯერების უნარზე შეიკავშიროს რამიპრილატი.
რამიპრილის 10 მგ, ერთჯერადმა პერორალურმა დოზის მიღების შემდეგ, დაუდგენელი რაოდენობით, იგი გადადის დედის რძეში. თუმცა მრავალჯერადი დოზის ეფექტი არ არის შესწავლილი.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები (იხ. ნაწილი 4.2)
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, რამიპრილატის თირკმელებით ექსკრეცია მცირდება და რამიპრილატის თირკმლისმიერი კლირენსი პროპორციულად დაკავშირებულია კრეატინინის კლირენსთან. ეს იწვევს რამიპრილატის კონცენტრაციის მატებას პლაზმაში, რომელის დონე მცირდება უფრო ნელა, ვიდრე თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე ავადმყოფებში.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები (იხ. ნაწილი 4.2)
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ღვიძლის ესთერაზების აქტივობის დაქვეითების გამო, რამიპრილის მეტაბოლიზმი რამიპრილატამდე შეფერხებული იყო და ამ პაციენტების პლაზმაში რამიპრილის დონე გაიზარდა. თუმცა, ამ ტიპის პაციენტებში, ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებთან შედარებით, რამიპრილატის პიკური კონცენტრაციების დონე არ განსხვავდება.
ამლოდიპინი
აბსორბცია, განაწილება, პლაზმის ცილებთან კავშირი
თერაპიული დოზების პერორალური მიღების შემდეგ, ამლოდიპინი კარგად შეიწოვება სისხლში და მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 6-12 საათის შემდეგ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეფასებული იყო 64-დან 80%-მდე. განაწილების მოცულობა არის დაახლოებით 21 ლ/კგ.
In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ მოცირკულირე ამლოდიპინის დაახლოებით 97.5% უკავშირდება პლაზმის ცილებს.
ამლოდიპინის ბიოშეღწევადობაზე გავლენას არ ახდენს საკვების მიღება.
მეტაბოლიზმი/ელიმინაცია
პლაზმური ელიმინაციის საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 35-50 საათს და შეესაბამება ერთჯერადად მიღებულ დღიურ დოზას. ამლოდიპინი ინტენსიურ მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში და წარმოიქმნება არააქტიური მეტაბოლიტები, საწყისი ნივთიერების 10% და მეტაბოლიტების 60% გამოიყოფა შარდთან ერთად.
გამოყენება ღვიძლის უკმარისობის დროს
ძალიან მწირია კლინიკური მონაცემები ამლოდიპინის გამოყენების შესახებ ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ ამლოდიპინის კლირენსის დაქვეითება, რაც იწვევს ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივებას და მრუდქვეშა ფართობის ზრდას დაახლოებით 40-60%-ით.
ხანდაზმულებში გამოყენება
ამლოდიპინის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის მიღწევის დრო ხანდაზმულებსა და ახალგაზრდა პაციენტებში მსგავსია. ხანდაზმულ პაციენტებში ამლოდიპინის კლირენსს აქვს კლებისტენდენცია, რაც განაპირობებს მრუდქვეშა ფართობის და ნახევარგამოყოფის პერიოდის ზრდას. გულის შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტებში მრუდქვეშა ფართობის და ნახევარგამოყოფის პერიოდის ზრდა მოსალოდნელი იყო კვლევაში ჩართულლლი მოცემული ასაკობრივი ჯგუფის მქონე პაციენტებისთვის.
ჰიდროქლორთიაზიდი
აბსორბცია
ჰიდროქლორთიაზიდის პერორალური დოზის მიღების შემდეგ, აბსორბცია სწრაფად მიმდინარეობს (Tmax დაახლოებით არის 2 საათი). მრუდქვეშა ფართობის საშუალო მნიშვნელობის ზრდა წრფივია და დოზის პროპორციულია თერაპიულ დიაპაზონში. ჰიდროქლორთიაზიდის აბსორბციაზე საკვებს აქვს მცირე კლინიკური გავლენა. პერორალური მიღების შემდეგ ჰიდროქლორთიაზიდის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 70%-ს.
გულის შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტებში ჰიდროქლორთიაზიდის შეწოვა დარღვეულია.
მუდმივი მიღება არ ცვლის ჰიდროქლორთიაზიდის მეტაბოლიზმს. ჰიდროქლორთიაზიდის 50 მგ დღიური დოზით მკურნალობის 3 თვის შემდეგ, აბსორბცია, ელიმინაცია ან ექსკრეცია იგივეა, რაც მოკლევადიანი მკურნალობის დროს.
განაწილება
ჰიდროქლორთიაზიდი გროვდება ერითროციტებში და აღწევს მაქსიმალურ კონცენტრაციას პერორალური მიღებიდან 4 საათის შემდეგ. 10 საათის შემდეგ ერითროციტებში კონცენტრაცია დაახლოებით 3-ჯერ აღემატება პლაზმურ კონცენტრაციას. დაფიქსირდა პლაზმის ცილებთან შეკავშირება დაახლოებით 40-70% და აშკარად გამოხატული განაწილების მოცულობა არის 4-8 ლ / კგ.
ნახევარგამოყოფის პერიოდი ძალიან ცვალებადია სხვადასხვა სუბიექტებში: ის ვარირებს 6-დან 25 საათამდე.
მეტაბოლიზმი
ჰიდროქლორთიაზიდი განიცდის უმნიშვნელო მეტაბოლიზმს ღვიძლში. კვლევებში არ დაფიქსირებულა CYP450-ის რომელიმე იზოფერმენტის ინდუცირება ან ინჰიბირება.
გამოყოფა
ჰიდროქლორთიაზიდი გამოიყოფა პლაზმიდან ძირითადად უცვლელი სახით, ნახევარგამოყოფის პერიოდით დაახლოებით 6-დან 15 სთ-მდე, ელიმინაციის ტერმინალურ ფაზაში. 72 საათიში, ერთჯერადი პერორალური დოზის 60-80% გამოიყოფა შარდთან ერთად, 95% უცვლელი სახით და 4% ჰიდროლიზატის 2-ამინო-4-ქლორო-მ-ბენზოლედისულფონამიდის (ABCS) სახით. პერორალური დოზის 24%-მდე გამოიყოფა განავლით და უმნიშვნელო რაოდენობა გამოიყოფა ნაღველთან ერთად. თირკმელების და გულის უკმარისობის დროს ჰიდროქლორთიაზიდის თირკმლისმიერი კლირენსი მცირდება და იზრდება ნახევარგამოყოფის პერიოდი. იგივეა ხანდაზმულებშიც, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის შემდგომი მატებით.
გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა
ჰიდროქლორთიაზიდის კლირენსი შეიძლება შემცირდეს გულის შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის ციროზის დროს ჰიდროქლორთიაზიდის ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლების შესაბამისი ცვლილებები არ დაფიქსირებულა.
ჰიდროქლორთიაზიდი არ უნდა დაინიშნოს ღვიძლისმიერ კომაში ან პრეკომაში. ის უნდა დაინიშნოს სიფრთხილით, მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის პროგრესირებადი დაავადება (იხ. ნაწილი 4.4).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლებისთვის
პოლიტენზა 5 მგ/5 მგ/12.5 მგ, მყარი კაფსულა
პოლიტენზა 5 მგ/5 მგ/25 მგ, მყარი კაფსულა
პოლიტენზა 10 მგ/5 მგ/25 მგ, მყარი კაფსულა
პოლიტენზა 10 მგ/10 მგ/25 მგ, მყარი კაფსულა
რამიპრილი, ამლოდოპინი, ჰიდროქლორთიაზიდი
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცნით გამოყენების ინსტრუქციას, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია
- შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია, შესაძლოა დამატებით კვლავ დაგჭირდეთ ინფორმაციის გაცნობა.
- დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მედიკამენტი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. ნუ გადასცემთ მას სხვებს. ამით შეიძლება ზიანი მოუტანოთ მათ, თუნდაც მსგავსი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში.
- ნებისმიერი გვერდითი ეფექტის ან ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ ინსტრუქციაში არ არის აღწერილი (ნაწილი 4), მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
- რა არის პოლიტენზა და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ პოლიტენზას გამოყენებამდე
- პოლიტენზას მიღების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- პოლიტენზა შენახვის პირობები
- შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფრმაცია
- რა არის პოლიტენზა და რისთვის გამოიყენება
პოლიტენზა შეიცავს სამ აქტიური ნივთიერებას - რამიპრილი, ამლოდიპინი და ჰიდროქლორთიაზიდი.
რამიპრილი მიეკუთვნება აგფ ინჰიბიტორების (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები) ჯგუფს.
რამიპრილი მოქმედება:
- ამცირებს თქვენს ორგანიზმში იმ ნივთიერებების გამომუშავებას, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ სისხლის წნევის მომატება.
- ადუნებს და აფართოვებს თქვენს სისხლძარღვებს.
- აძლიერებს გულის მუშაობას, რათა სრულფასოვნად მომარაგოს თქვენი ორიგანიზმი სისხლით.
ამლოდიპინი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომლებსაც კალციუმის არხების ბლოკატორები ეწოდებათ.
ამლოდიპინის მოქმედება:
- ადუნებს და აფართოვებს თქვენს სისხლძარღვებს, რაც სისხლს აძლევს საშუალებას მარტივად იმოძრაოს სისხლძარღვებში.
ჰიდროქლორთიაზიდი მიეკუთვნება შარდმდენებს ან ე.წ. „თიაზიდური დიურეტიკების“ ჯგუფს.
ჰიდროქლორთიაზიდის მოქმედება:
- აძლიერებს შარდის დენას, რაც ამცირებს სისხლის წნევას.
პოლიტენზას დანიშვნა შეიძლება ზრდასრულ პაციენტებში სისხლის მაღალი წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ, რომლებიც ერთდროულად, იმავე დოზით, იღებდნენ აღნიშნულ პრეპარატებს ინდივიდუალურად, რაც არის კომბინირებულ პრეპარატში, და ახდენენ ადექვატურ მოქმედებას როგორც კომბინაციაში, ასევე ცალ-ცალკე.
- რა უნდა იცოდეთ პოლიტენზას გამოყენებამდე
არ მიიღოთ პოლიტენზა თუ:
- თუ გაქვთ ალერგია რამიპრილის, ამლოდიპინის ან ჰიდროქლორთაიზიდის, კალციუმის ანტაგონისტების, აგფ ინჰიბიორების ან სულფონამიდის წარმოებულების მიმართ, ასევე პრეპარატ პოლიტენზას ნებისმიერი სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციაში. (ნაწილი 6);
- თუ გაქვთ აორტული სარქვლის სერიოზული შევიწროვება, რომელიც ხელს უშლის მარცხენა პარკუჭიდან სისხლის გადინებას (მძიმე ხარისხის აორტის სტენოზი) ან კარდიოგენური შოკი, რომლის დროსაც გულს არ შეუძლია მოამარაგოს ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის სისხლით;
- თუ თქვენ როდესმე გქონიათ ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება), რომლის ნიშნებია ქავილი, ალერგიული გამონაყარი (ჭინჭრის ციება), წითელი ლაქები ხელებზე, ფეხებზე და კისერზე. ყელის და ენის შეშუპება, შეშუპებები თვალების და ტუჩების გარშემო, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება;
- თუ თქვენ იღებდით ან იღებთ პრეპარატ საკუბიტრილ/ვალსარტანს, რომელიც მოზრდილებში გამოიყენებს გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ რადგან იზრდება ანგიონერვოზული შეშუპების (კანქვეშა შეშუპება ყელის მიდამოში) რისკი.
- თუ თქვენ დანიშნული გაქვთ დიალიზი, ან სისხლის ფილტრაციის ნებისმიერი სხვა მეთოდი, პრეპარატ პოლიტენზას მიღება, გამოყენებული აპარატურიდან ან მემბრანების სახეობიდან გამომდინარე, შესაძლოა არ იყოს რეკომენდებული
- თუ თქვენ გაქვთ თირკმლის მწვავე პრობლემები
- თუ გაქვთ ღვიძლის უკმარისობა
- თუ სისხლში მარილების (კალციუმი, კალიუმი, ნატრიუმი) რაოდენობრივი შემცველობა არ შეესაბამება ნორმის მაჩვენებელს
- თუ თქვენ გაქვთ თირკმლების დაავადება, როცაშემცირებულია სისხლით თირკმლების მომარაგება (თირკმლის არტერიის სტენოზი);
- თუ თქვენ გაქვთ არტერიული წნევის დაბალი ან არასტაბილური მაჩვენებელი ამ შემთხვევაში მკურნალობას გადაწყვეტს თქვენი მკურნალი ექიმი
- ორსულობის ბოლო 6 თვე (იხ. „ორსულობა და ძუძუთი კვება“)
- არტერიული წნევის ძალიან დაბალი ანარასტაბილური მაჩვენებელი .
- თუ თქვენ გაქვთ გულის უკმარისობა მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტის შემდეგ.
- თუ გაქვთ დიაბეტი ან თირკმლის დისფუნქცია და დანიშნული გაქვთ პრეპარატი რომელიც შეიცავს ალისკირენს, არტერიული წნევის შემცირების მიზნით.
არ მიიღოთ პრეპარატი პოლიტენზა, თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთიმდგომარეობა მაინც გეხებათ თქვენ. თუ არ ხართ ამაში დარწმუნებული, პრეპარატ პოლიტენზა მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
პრეპარატი პოლიტენზას მიღებამდე, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან, ან ფარმაცევტთან.
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს შემდეგ შემთხვევებში:
- თუ ხართ ხანდაზმული და აუცილებელია პრეპარატის დოზის გაზრდა;
- თუ გაქვთ გულის, ღვიძლის, ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
- თუ მკვეთრად მაღალია არტერიული წნევა (ჰიპერტონული კრიზი);
- თუ დარღვეული გაქვთ წყალ-მარილოვანი ცვლა (სითხის და მარილების დაკარგვა ღებინების, ფაღარათის, მომატებული ოფლიანობის, ან შარდმდენი პრეპარატების მიღების გამო ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ასევე დაბალ-მარილიან დიეტაზე ყოფნისას, ან დიალიზის ჩატარებისას).;
- თუ ჩვილი გყავთ ძუძუთი კვებაზე
- თუ აპირებთ მკურნალობის კურსის ჩატარებას ალერგიული რეაქციის შესამცირებლად ფუტკრის ან კრაზანას ნაკბენზე (დესენსიბილიზაცია);
- თუ თქვენ დაგინიშნეს ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები. ეს შესაძლოა მოხდეს ქირურგიული ან სტომატოლოგიური ოპერაციის დაგეგმვისას. შესაძლოა მაშინ მოგიხდეთ წინასწარ, დანიშნულ პროცედურამდე ერთი დღით ადრე პრეპარატ პოლიტენზას მიღების შეწყვეტა და რჩევისთვის თქვენ მკურნალ ექიმთან მიმართვა;
- თუ გაქვთ სისხლში კალიუმის მომატებული დონე (ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზების საფუძველზე);
- თუ მკურნალობთ პრეპარატებით ან გაქვთ ისეთი დაავადება, რაც იწვევს სისხლში ნატრიუმის დონის შემცირებას. ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ სისხლის ლაბორატორიული ანალიზის რეგულარული ჩატარება, სისხლში ნატრიუმის დონის შემოწმების მიზნით, განსაკუთრებით, თუ ხართ ხანდაზმული.
- თუ დაგენიშნათ ნებისმიერი ჩამოთვლილი პრეპარატი, როგორიცაა:
რაცეკადოტირლი, დიარეის სამკურნალო პრეპარატი;
ტრანსპლანტაციის შემდგომი და სისმსივნის სამკურნალო იმუნოდეპრესანტები (მაგ. ტაკროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი)
ვილდაგლიპტინი, დიაპეტის სამკურნალო პრეპარატი;
ვინაიდან მოცემული პრეპარატები ზრდიან ანგიონევროზული შეშუპების რისკს.
- თუ გაქვთ სისხლძარღვთა კოლაგენოზი, მაგ. სკლეროდერმია, ან სისტემური წითელი მგლურა.
- თუ გაქვთ დაქვეითებული მხედველობა და ტკივიილ თვალებში, ეს შეიძლება იყოს სითხის დაგროვების ნიშანი თვალის ვასკულარულ ფენაში (ქოროიდული ეფუზია) - განსაკუთრებით თუ არის ისეთი გლაუკომის განვითრების რისკი ან გაქვთ ალერგია პენიცილინის და სულფანილამიდების შემცველ პრეპარატებზე.
- თუ თქვენ გაქვთ ფოტომგრძნობელობის რექცია თქვენ უნდა შეწყვიტოთ პოლიზინის მიღება.
- თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი, შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულინის და ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზის ცვლილება.
- თუ იღებთ ნებისმიერ ქვემოთ მითითებულ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ:
- ანგიოტენზინი II რეცეპტორების ბლოკატორები, ასევე ცნობილი როგორც სარტანები, მაგ. ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი, განსაკუთრებით თუ გაწუხებთ თირკმლის დაავადებები, რაც უკავშირდება დიაბეტეს.
- ალისკირენი
- თუ თვენ გაქვთ კანის კიბო ან მკურნალობის პერიოდში განგივითარდათ მოულოდნელი კანის დაზიანებები. ჰიდროქლორთიაზიდით მკურნალობა, განსაკუთრებულად ხანგრძლივი დროის და მაღალი დოზებით მკურნალობის დროს, შესაძლოა გახდეს ზოგიერთი ტიპის კანისა და ტუჩების სიმსივნის (არამელანომური კანის კიბო) განვითარების რისკი გაზრდის მიზეზი. მოერიდეთ მზის სხივებსა და ულტრაიისფერ გამოსხივებას პრეპარატი პოლიტენზას მიღების პერიოდში.
მკურნალი ექიმის მიერ რეკომენდებულიათირკმლის ფუნქციური მაჩვენებლების, არტერიული წნევისადა სისხლში ელექტროლიტების დონის რეგულარული მონიტირინგი ( მაგ.კალიუმი) სისხლში. ასევე გაეცანით ინფორმაციას რომელიც მოყვანილია ქვეთავში“ არ გამოიყენოთ პრეპარატი პოლიტენზა შემდეგ სიტუაციებში”.
აუცილებლად აცნობეთ ექიმს თუ ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას. ორსულობის პირველ ტრიმესტრში არ არის რეკომენდებული პოლიტენზას მიღება და ორსულობის 3 თვის შემდეგ პრეპარატის მიღებამ შესაძლებელია სერიოზული ზიანი მიაყენოს ნაყოფს (იხ. “ორსულობა და ძუძუთი კვება“).
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში პრეპარატ პოლიტენზას დანიშვნა რეკომენდებული არ არის, რადგან პაციენტთა ამ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
სხვა სამკურნალო საშუალებები და პოლიტენზა
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს, ნებისმიერი პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებთ, პერიოდულად იღებდით, ან გეგმავთ მიღებას. ეს შეეხება როგორც ურეცეპტოდ გასაცემ ისე მცენრეული წარმოშობის პრეპარატებს.
პოლიტენზამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე. გარდა ამისა, ზოგიერთმა სამკურნალო საშუალებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს თვით პრეპარატ პოლიტენზას მოქმედებაზე.
თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს პრეპარატის დოზა და/ან მიიღოს სხვა სიფრთხილის ზომები:
თუ ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორს ან ალისკირენს (იხ. ინფორმაცია რომელიც მოცემულია ქვეთავებში „არ მიიღოთ პოლიტენზა“ და „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“).
შემდეგმა პრეპარატებმა შესაძლოა დააქვეითონ პოლიტენზას ეფექტურობა:
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის და ანთების სიმპტომების შესამსუბუქებლად (მაგ. არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები (აასს), როგორიცაა იბუპროფენი, ან ინდომეტაცინი, ასევე ასპირინი);
სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დაქვეითებული არტერიული წნევის მქონე პაციენტების სამკურნალოდ, ასევე შოკის, გულის უკმარისობის, ასთმის ან ალერგიის დროს, მაგალითად როგორიცაა ეფედრინი, ნორადრენალინი და ადრენალინი. თქვენმა მკურნალმა ექიმმა უნდა შეგიმოწმოთ არტერიული წნევა;
რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ)
კრაზანას ბალახი (Hypericum perforatum) (დეპრესიის მკურნალობა მცენარეებით);
ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებთან ერთად პოლიტენზას გამოყენებისას, შესაძლებელია გაიზარდოს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი:
- სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის და ანთების სიმპტომების შესამსუბუქებლად [მაგ. არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები (აასს), როგორიცაა იბუპროფენი, ან ინდომეტაცინი, ასევე ასპირინი];
- სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ინიშნება ონკოლოგიური დაავადებებისას (ქიმიოთერაპიის კურსის გავლისას);
- სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ხელს უშლიან ტრანსპლანტაციის შემდეგ ორგანოების მოცილებას, როგორიცაა ციკლოსპორინი;
- სამკურნალო საშუალებები, რომლებმაც შეიძლება შამცირონ სისხლში კალიუმის დონე. ამ პრეპარატებს ასევე მიეკუთვნება ყაბზობის საწინააღმდეგო საშუალებები, გლუკოკორტიკოსტეროიდები, ტეტრაკოზაქტიდი, ამფოტერიცინი (სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ) და ადრენოკორტიკოტროფული ჰორმონი (ACTH) (პაციენტის თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის შესამოწმებლად).
- დიურეტიკები (შარდმდენი საშუალებები) მაგალითად, როგორიც არის ფუროსემიდი;
- დესმოპრესინი;
- სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა პრედნიზოლონი;
- კალიუმის პრეპარატები (მარილის შემცვლელების ჩათვლით), კალიუმის შემნახველი დიურეტიკები და სხვა პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ სისხლში კალიუმის დონის მომატება (მაგ. ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი ბაქტერიების მიერ გამოწვეული ინფექციის სამკურნალოდ) ციკლოსპორინი, იმუნოსუპრესანტები, რომლებიც გამოიყენება გადანარეგილი ორგანოების იმუნური მოცილების თავიდან ასაცილებლად); ასევე ჰეპარინი, პრეპარატი, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას
- საგულე და ანტიარითმიული სამკურნალო საშუალებები;
- კალციუმის შემცველი საკვები დანამატები;
- ალოპურინოლი (გამოიყენება სისხლში შარდმჟავას შემცველობის შესამცირებლად);
- პროკაინამიდი (პრეპარატი გულის ნორმალური რითმის შესანარჩუნებლად);
- ქოლესტირამინი (სისხლში ცხიმის დონის დასაქვეითებელი საშუალება);
- კარბამაზეპინი, ოქსაკარბაზეპინი (ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები);
- კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი (სოკოს ინფექციების სამკურნალო საშუალებები);
- ერითრომიცინი, კლარითრომიცინი (ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო საშუალებები);
- რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (ე.წ. პროტეაზას ინჰიბიტორები, რომლებიც გამოიყენება აივ ინფიცირებულ პაციენტებში);
- ვერაპამილი, დილთაიზემი (ზოგიერთი გულის დაავადების და მაღალი წნევის სამკურნალო პრეპარატები);
- დანტროლინი (სხეულის ტემპერატურის მძიმე დარღვევების სამკურნალო საინფუზიო საშუალება);
ტემსიროლიმუსი (ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ)
- სიროლიმუსი, ევეროლიმუსი (გადაერგილი ორგანოების უარყოფის თავიდან ასაცილებელი პრეპარატები);
- ვილდაგლიპტინი (2 ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ);
- რაცეკადოტრილი (დიარეის საწინააღმდეგო საშუალება);
- ტაკროლიმუსი (იმუნური სისტემის საკონტროლო პრეპარატი ორგანოების გადანერგვისას);
- სხვა პრეპარატები რომლებიც ამცირებს სისხლის წნევას, მაგალითად ტიპი 5 ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორები (ერექციული დისფუნციისთვის), ნიტრატები, ალფა-ბლოკატორები (გამოიყენება ურულოგიაში გლუვი კუნთების მოსადუნებლად პოსტატასა და ურეთრაში), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და ნეიროლეპტიკები;
- პრეპარატები, რომლებიც ცვლიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკას, მაგ. ანტიქოლინერგული საშუალებები.
პოლიტენზამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს შემდეგ პრეპარატებზე და შეცვალოს მათი მოქმედება:
- დიაბეტის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ინსულინი და ორალური პრეპარატები, რომლებიც აქვეითებენ სისხლში გლუკოზის დონეს. პოლიტენზამ შეიძლება შეამციროს სისხლში შაქრის დონე. პრეპარატ პოლიტენზას მიღებისას, თქვენ მუდმივად უნდა აკონტროლოთ სისხლში შაქრის დონე.
- ლითიუმი (ფსიქიკური დარღვევების სამკურნალო პრეპარატი). პოლიტენზამ შეიძლება გაზარდოს ლითიუმის დონე სისხლში. თქვენმა მკურნალმა ექიმმა მუდმივად უნდა აკონტროლოს სისხლში ლითიუმის დონე.
- სიმვასტატინი (სისხლში ქოლესტერინის დამწევი პრეპარატი) ამლოდიპინი ზრდის სიმვასტატინის დონეს. თქვენმა ექიმმა უნდა შეამციროს სიმვასტატინის დოზა, თუ თქვენ იღებთ პოლიტენზას.
- ქინინი (მალარიის საწინააღმდეგო საშუალება);
- პრეპარატები, რომლებიც შეიცავს იოდს, ამ ტიპის პრეპარატები შეიძლება დაგჭირდეთ ჰოსპიტალში რენტგენის და სხვა ტიპის აპარატურული გამოკვლევების დროს.
- პენიცილინი (ინფექციის სამკურნალო საშუალება);
- სისხლის გამათხელებელი ორალური საშუალებები (ორალური ანტიკოაგულანტები), მაგალითად როგორიც არის ვარფარინი;
თუ ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან ერთი მაინც გეხებათ თქვენ (ან არ ხართ დარწმუნებული ამაში), მაშინ პრეპარატ პოლიტენზას მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.
პრეპარატის მიღებმადე გაიარეთ კონსულტაცია თქვენ ექიმთან ან ფარმაცევტთან:
თუ თქვენ გიწევთ პარათირეოიდული ფუნქციის შემოწმება. რამიპრილ/ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციამ შეიძლება შეცვალოს ტესტის შედეგი.
თუ თქვენ ხართ სპორტსმენი და გიწევთ დოპინგის ტესტის ჩატარება, რამიპრილ/ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციამ შეიძლება ცრუ დადებითი შედეგი აჩვენოს.
პოლიტენზა საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან
- პრეპარატ პოლიტენზას მიღება შეიძლება ჭამამდე ან ჭამის შემდეგ.
- გრეიფრუტი და გრეიფრუტის წვენი არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატ პოლიტენზას, რადგან მათ შეიძლება გამოიწვიონ პრეპარატის ერთ-ერთი აქტიური ნივთიერების ამლოდიპინის დონის ზრდა სისხლში, რამაც თავის მხრივ შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის არაპროგნოზირებადი დაცემა.
პოლიტენზათი მკურნალობის პერიოდში სპირტიანი სასმელების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან სუსტი თავის ტკივილი. თუ გაქვთ კითხვა, რამდენი სპირტიანი სასმელის მიღება შეიძლება პრეპარატ პოლიტენზათი მკურნალობის დროს, განიხილეთ ეს საკითხი თქვენს მკურნალ ექიმთან, ვინაიდან ალკოჰოლის გამოყენება სისხლის წნევის დამწევ საშუალებებთან ერთად აძლიერებს სედაციურ ეფექტს.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად, გყავთ ჩვილი ძუძუთი კვებაზე, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულობა
აუცილებლად აცნობეთ ექიმს თუ ხართ ორსულად ან ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად.
არ მიიღოთ პრეპარატი პოლიტენზა ორსულობის პირველი 12 კვირის მანძილზე.
ორსულობის მე-13 კვირიდან პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ამ პერიოდში პრეპარატის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების სერიოზული დარღვევები.
თუ პრეპარატ პოლიტენზათი მკურნალობის პერიოდში დადგა ორსულობა, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
შესაბამის ალტერნატიულ მკურნალობაზე გადასვლა უნდა მოხდეს დაგეგმილ ორსულობამდე.
ძუძუთი კვება
არ მიიღოთ პრეპარატი პოლიტენზა ძუძუთი კვების დროს. ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.
ფერტილობა
ამ ეტაპზე, არ არის საკმარისი მონაცემები პრეპარატის ფერტილობაზე პოტენციური ზეგავლენის შესახებ.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატ პოლიტენზას შეუძლია გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ პოლიტენზას მიღების დროს გრძნობთ, სისუსტეს, თავბრუსხვევას, და დაღლილობას, ან პრეპარატი თავს გატკივებთ, თქვენ თავი უნდა შეიკავოთ სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე და დაუკავშირდეთ ექიმს..
პოლიტენზაში ნატრიუმის შემცველობა
პრეპარატის თითოეულ კაფსულაში არის 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლები ნატრიუმი, ანუ შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
- პოლიტენზას მიღების წესი
პრეპარატი პოლიტენზა უნდა მიიღოთ მკაცრად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ გაქვთ შეკითხვები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა არის ექიმის მიერ შერჩეული შემცველობის 1 კაფსულა, დღეში ერთხელ.
პრეპარატის ეფექტის შესაბამისად ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა.
პრეპარატის მაქსიმალურ დოზას წარმოადგენს 1 კაფსულა 10 მგ/10მგ/ 25 მგ კომბინაცია, დღეში ერთხელ.
პრეპარატი მიიღეთ პერორალურად დროის ერთიდაიმავე მონაკვეთში, ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ.
მთლიანად გადაყლაპეთ მყარი კაფსულა სითხის საკმარის რაოდენობასთან ერთად.
არ გასრისოთ, არ დაღეჭოთ მყარი კაფსულა.
არ მიიღოთ პოლიტენზა გრეიფრუტის წვენთან ერთად.
პრეპარატის დანიშვნა ღვიძლის და თირკმლის დაავადებებისას
ღვიძლის და თირკმლების დაავადებებისას, პრეპარატის დოზირება შეიძლება შეიცვალოს.
პრეპარატის დანიშვნა ხანდაზმულ პაციენტებში
თქვენი მკურნალი ექიმი შეგიმცირებთ საწყის დოზას და უფრო ნელა დააკორექტირებს მკურნალობის რეჟიმს.
ძალიან ხანდაზმულ და დაუძლურებულ პაციენტებში პრეპარატ პოლიტენზას დანიშვნა არ არის რეკომენდებული.
პრეპარატის დანიშვნა ბავშვებში და მოზარდებში
პრეპარატ პოლიტენზას დანიშვნა ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში რეკომენდებული არ არის, რადგან ამ ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატ პოლიტენზას დანიშნულზე მეტი დოზა
კაფსულების დანიშნულზე მეტი რაოდენობის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მკვეთრი, ან საშიში დაცემა. შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, გულის წასვლა, ან სისუსტე. ძალიან მძიმე შემთხვევებში არტერიული წნევის დაცემამ შეიძლება გამოიწვიოს შოკი. ამ დროს ადამიანი კარგავს გონებას, ხოლო კანი ხდება ცივი და წებოვანი. თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატ პოლიტენზას დანიშულზე მეტი რაოდენობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ საავადმყოფო სასწრაფო დახმარების განყოფილებას. საავადმყოფოში მისასვლელად თავად არ დაჯდეთ მანქანის საჭესთან, თხოვეთ სხვას წაგიყვანოთ სამედიცინო დაწესებულებაში ან ტელეფონით გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების მანქანა. თან იქონიეთ წამალი შეფუთვით, რომ ექიმმა ზუსტად იცოდეს რა მიიღეთ.
თუ თქვენ დაგავიწყდათ პოლიტენზას მიღება
თუ დაგავიწყდათ კაფსულის დროულად მიღება, გამოტოვეთ ეს დოზა მთლიანად. პრეპარატის შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულ დროს. არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
თუ თქვენ შეწყვიტეთ პოლიტენზას მიღება
თქვენი მკურნალი ექიმი გეტყვით, რამდენად ხანგრძლივად უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი. თქვენი ინიციატვით პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს დაავადების სიპტომების პროვოცირება.
თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ყველა სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებიდან ნებისმიერის განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატ პოლიტენზას მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს – თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:
- სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპება, რომელსაც თან ახლავს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ასევე ქავილი და გამონაყარი. ეს შეიძლება იყოს პრეპარატ პოლიტენზას ალერგიული რეაქციის მძიმე ნიშნები.
- კანის მწვავე რეაქციები, გამონაყარის, პირის ღრუს წყლულების, კანის უკვე არსებული დაავადების გამწვავების, შეწითლების, ბუშტუკების წარმოქმნის ან კანის აშრევების (მაგ. სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი, ან მულტიფორმული ერითემა) ჩათვლით.
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ:
- გულის რითმის გახშირება, არათანაბარი, ან გაძლიერებული გულისცემა (გულისცემის შეგრძნება), ტკივილი გულმკერდში, შებოჭილობა გულმკერდში ან უფრო სერიოზული დარღვევები, მათ შორის ინფარქტი და ინსულტი;
- ქოშინი ან ხველა. ეს შეიძლება იყოს სუნთქვის ფუნქციის დარღვევა;
- კანზე სისხლჩაქცევების ხშირი განვითარება, ჩვეულებრივთან შედარებით გახანგრძლივებული სისხლდენების, ასევე სისხლდენების ნებისმიერი სხვა ნიშნების (მაგ. სისხლდენა ღრძილებიდან) განვითარება, კანზე იისფერი ლაქების წარმოქმნა, ან ჩვეულებრივზე უფრო ხშირი ავადობა ინფექციური დაავადებებით, ტკივილი ყელში და ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, გულის წასვლა, თავბრუსხვევა, ან კანის სიფერმკრთალე. ეს შესაძლოა იყოს სისხლის მიმოქცევის სისტემის ან ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევის ნიშანი;
- მძიმე ტკივილი მუცლის არეში, რომელიც შეიძლება გავრცელდეს ზურგის არეზე. ეს შეიძლება იყოს პანკრეატიტის მიზეზი (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება);
- ცხელება, შემცივნება, დაღლილობა, მადის დაქვეითება, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე). ეს შესაძლოა იყოს ღვიძლის დაავადებების შედეგი, როგორიცაა ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), ან ღვიძლის ქსოვილის დაზიანება.
სხვა გვერდითი ეფექტები:
მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი ეფექტებიდან ნებისმიერი ძლიერდება, ან გრძელდება რამდენიმე დღეზე მეტი ხნის განმავლობაში:
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (რეგისტრირდება 1 პაციენტში 10 -დან)
შეშუპება
ჰიპოკალიემია
ჰიპერლიპიპდემია
ხშირი გვერდითი ეფექტები (რეგისტრირდება 1 პაციენტში 10 -დან)
- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა (განსაკუთრებით მკურნალობის კურსის დასაწყისში), დაღლილობის შეგრძნება;
- გაძლიერებული გულისცემა (თქვენს მიერ თქვენი გულისცემის შეგრძნება),
- ტერფების შეშუპება;
- ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა), განსაკუთრებით როდესაც თქვენ სწრაფად დგებით, ან ჯდებით მწოლიარე მდგომარეობიდან (ორთოსტატიკული დაბალი წნევა); წამოწითლება სახეზე.
- გაძნელებული არაპროდუქტიული ხველა, ცხვირის სინუსების ანთება (სინუსიტი), ბრონქიტი, ქოშინი;
- მუცლის ტკივილი, დიარეა, კუწ-ნაწლავის ანთება, კუჭის მონელების დარღვევა (დისპეფსიის ჩათვლით), გულისრევა ან ღებინება; შეცვლილი ნაწლავური ფუნქცია (მათ შორის დიარეა და ყაბზობა), მადის დაკარგვა (ანორექსია), სპაზმი.
- კანის გამონაყარი ბუშტუკების წარმოქმნით, ან მათ გარეშე; ჭინჭრის ციება.
- ტკივილი გულმკერდის არეში;
- კრუნჩხვები, ან კუნთების ტკივილი (მიალგია);
- სისხლში მაგნიუმისა და ნატრიუმის დონის შემცირება;
- სისუსტე და უძლურად ყოფნა (ასთენია);
- სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია);
- სისხლში შარდმჟავას და კალიუმის დონის მომატება;
- იმპოტენცია;
- მხედველობის დარღვევა (მათ შორის თვალებში გაორება);
ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფეტები: (რეგისტრირდება 1 პაციენტში 100-დან)
- კანის, ლორწოვანი გარსის და მიმდებარე ქსოვილების შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება/კვინკეს შეშუპება; ძალიან იშვიათ, გამონაკლის შემთხვევაში ანგიონევროზული შეშუპების შედეგად სასუნთქი გზების ობსტრუქციას შეიძლება ჰქონდეს ფატალური გამოსავალი)
- შეშუპებული ხელები და ფეხები (პერიფერიული შეშუპება; ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ თქვენ სხეულში კავდება ჩვეულებრივზე ჭარბი წყალის რაოდენობა);
- ნაწლავის შეშუპება (წვრილი ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება);
- გუნება-განწყობის ცვლილება, დეპრესია, შფოთვა, ნერვიულობა, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა (უძილობა);
- ყურებში ხმაური (ტინიტუსი);
- ცემინება/ცხვირის გამონადენი (რინიტი), ცხვირის გაჭედვა;
- სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი) ასთმის გაუარესების ჩათვლით;
- პირის სიმშრალე, მუცლის ტკივილი, გასტრიტის ჩათვლით;
- პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი; ძალიან იშვიათ, გამონაკლისი ფატალური შედეგის შემთხვევები აღინიშნა აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას);
- თირკმლის დაზიანება, მათ შორის თირკმელების უკმარისობა, შარდვის დარღვევა, ჩვეულებრივზე მეტი შარდის გამოყოფა დღის განმავლობაში, ღამით შარდვის გაზრდილი მოთხოვნილება (ნოქტურია);
- არსებული პროტეინურიის გაუარესება (შარდში ჩვეულებრივზე მეტი ცილის როდენობა);
- უსიამოვნო შეგრძნება (ავად ყოფნის შეგრძნება);
- წონის მატება ან წონაში კლება;
- თავბრუსხვევა, კანკალი (ტრემორი);
- თმის ცვენა (ალოპეცია);
- ქავილი, მცირე სისხლდენის ლაქები ან სისხლმდენი ადგილები კანზე (პურპურა), კანის ფერის შეცვლა, ეგზანთემა;
- კანის უჩვეულო შეგრძნებები, როგორიცაა დაბუჟება, ჩხვლეტა, წვა, პწკენის ან ცოცვის შეგრძნება კანზე (პარესთეზია), კანის მგრძნობელობის დაქვეითება (ჰიპოესთეზია);
- გემოს დაკარგვა (აგევზია) ან საგნების გემოს შეცვლა (დისგეუზია);
- ჩვეულებრივზე მეტი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი);
- გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი), გულის სისხლძარღვების დაავადება (მიოკარდიუმის იშემია), გულმკერდის შებოჭილობა და ტკივილი (სტენოკარდია), გახშირებული (ტაქიკარდია) ან არარეგულარული გულისცემა (არითმია);
- სახსრების ტკივილი (ართრალგია), ზურგის ტკივილი, ზოგადი ტკივილი;
- სხეულის ტემპერატურის მომატება/ცხელება (პირექსია);
- მამაკაცებში ან ქალებში სექსუალური ლტოლვის დაქვეითება, მამაკაცის მკერდის გადიდება (გინეკოამასტია);
- სისხლში ზოგიერთი ლეიკოციტების რაოდენობის ზრდა (ეოზინოფილია);
- სისხლის ანალიზმა შიძლება აჩვენოს ღვიძლის (ღვიძლის ფერმენტების და/ან ბილირუბინის კონიუგატის მომატება), პანკრეასის (პანკრეასის ფერმენტების მომატება) ან თირკმელების (კრეატინინის მომატება) ფუნქციების ცვლილებები;
- ხველა;
- მანეკროზებელი ანგიიტი (ვასკულიტი, კანის ვასკულიტი)
იშვიათი: რეგისტრირდება 1 პაციენტში 1000-დან
- დაბნეულობა ან დაბნეულობის შეგრძნება, წონასწორობის დარღვევა;
- წითელი და შეშუპებული ენა (გლოსიტი);
- კანის ანთება და აქერცვლა (ექსფოლიაციური დერმატიტი);
- ფრჩხილების დაზიანება მაგ. ფრჩხილის მორყევა ან მოცილება თითების ბალიშებიდან (ონიქოლიზი);
- წითელი, შეშუპებული ან წყლიანი თვალები, ქავილის შეგრძნებით (კონიუნქტივიტი);
- სმენის დაქვეითება;
- კანის სიყვითლე (ქოლესტაზური სიყვითლე), ჰეპატოცელულარული დაზიანება;
- სისხლძარღვების შევიწროება (სისხლძარღვთა სტენოზი);
- სისხლის მიმოქცევის დარღვევა (ჰიპოპერფუზია);
- სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი);
- სისხლში ერითროციტების, ლეიკოციტების (ნეიტროპენიის ან აგრანულოციტოზის, ლეიკოპენიის ჩათვლით) და ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირება;
- ჩვეულებრივ მდგომარეობასთან შედარებით, სისხლის შაქრის დონის მატება. თუ გაქვთ დიაბეტი, ამან შესაძლოა თქვენი გააუარესოს თქვენი მდგომარეობა;
- მგრძნობელობა სინათლის ან მზის მიმართ (ფოტომგრძნობელობა);
- ჰიპერკალციემია;
- მომატებული მგრძნობელობა;
იშვიათი: რეგისტრირდება 1 პაციენტში 10000-დან
- დიდ არეალზე ბუშტუკებიანი გამონაყარი და კანის აქერცვლა, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების ირგვლივ (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);
- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი, ხშირად ქოლესტაზით);
- კანზე გამონაყარი, რომელმაც შეიძლება წარმოქმნას ბუშტუკები და გამოიყურებოდეს, როგორც პატარა სამიზნე (ცენტრში მუქი წერტილი, გარშემორტყმული უფრო ფერმკრთალი უბნით, კიდეზე მუქი რგოლით) (მულტიფორმული ერითემა);
- წითელი მგლურას მსგავსი რექციები, წითელი მგლურას გააქტიურება, მანეკროზებელი ვასკულიტი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი;
- ღრძილების ქსოვილის გაფართოება (ღრძილის ჰიპერპლაზია);
- კუნთების ტონუსის მომატება (ჰიპერტონია);
- პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადება (პერიფერიული ნეიროპათია);
- ძვლის ტვინის უკმარისობა;
- სისხლში დაზიანებულ ერითროციტების დიდი რაოდენობა (ჰემოლიზური ანემია);
- ალერგიული რეაქციები;
- ჰიპოქლორული ალკალოზი;
- რესპირატორული დისტრესი (პნევმონიტის და ფილტვის შეშუპების ჩათვლით);
უცნობი სიხშირის, არსებული მონაცემების მიხედვით:
აუცილებლად აცნობეთ თქვენ მკურნალ ექიმს თუ ქვემოთ ჩამოთვლილმა რომელიმე გვერდითმა ეფექტმა მიიღო სეიოზული სახე ან პროცესი გაგრძელდა რამდენიმე დღეზე უფრო მეტ ხანს:
- სისხლში ერითროციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის მკვეთრი შემცირება (პანციტოპენია);
- ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები;
- ბუშტუკებიანი კანი (პემფიგუსი);
- ანტინუკლეარული ანტისხეულები ზრდა;
- უყურადღებობა;
- პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება მცირე წყლულებით (აფტოზური სტომატიტი);
- აპლასტიკური ანემია;
- თითები და ფეხის თითები იცვლის ფერს კიდურების შეციებისას და შემდეგ ჩხვლეტას ან ტკივილს, გათბობის შემდეგ (რეინოს ფენომენი);
- ცერებრალური იშემია იშემიური ინსულტის და გარდამავალი იშემიური შეტევის ჩათვლით;
- დაქვეითებული ფსიქომოტორული უნარები;
- წვის შეგრძნება;
- მგომარეობა, როცა საგნები იცვლის სუნს (პაროსმია);
- ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ქოლესტაზური და ციტოლიზური ჰეპატიტი (ძალიან იშვით შემთხვევაში დაფიქსირდა ფატალური შემთხვევები);
- კანის ანთება (ფსორიაზიფორმული დერმატიტი), მწვავე გამონაყარი კანზე (პემფიგოიდური ან ლიქენოიდური ეგზანთემა), კანის სიმშრალე ან აქერცვლა (გამწვავებული ფსორიაზი), ლორწოვანი გარსის გამონაყარი (ენანთემა);
- კონცენტრირებული შარდი (მუქი ფერის), შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, კრუნჩხვები კუნთებში, დაბნეულობა და სპაზმები, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ADH-ის (ანტი შარდმდენი ჰორმონის) არასათანადო სეკრეციით. თუ თქვენ გაქვთ ეს სიმპტომები, დაუკავშირდით ექიმს რაც შეიძლება მალე.
- კანკალი, ხისტი პოზა, ნიღბის მსგავსი სახე, ნელი მოძრაობები და არეული, გაუწონასწორებელი სიარული;
- მაღალი წნევის გამო, მხედველობის დაქვეითება ან ტკივილი თვალებში (თვალის სისხლძარღვებში სითხის დაგროვების შესაძლო ნიშნები (ქოროიდული გამონაჟონი) ან მწვავე დახურულკუთხივანი გლაუკომა);
- კანისა და ტუჩის კიბო (კანის არამელანომური კიბო).
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტების გამოვლენისას გთხოვთ მიმართოთ ექიმს, ან ფარმაცევტს, ან ექთანს. მათ შორის შეატყობინეთ ისეთი გვერდითი ეფექტები, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.
თქვენ შეგიძლიათ აცნობოთ ნებისმიერი გვერდითი ეფექტების შესახებ ნაციონალურ მარეგულირებელს. თქვენი შეტყობინების საშუალებით, თქვენ ხელს უწყობთ მეტი ინფორმაციის შეგროვებას ამ სამკურნალო საშუალების შესახებ.
- პოლიტენზა შენახვის პირობები
დოზა 5მგ/5 მგ/25 მგ - შეინახეთ არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
დოზები 10მგ/10მგ/25მგ; 10მგ/5მგ/25მგ; 5მგ/5მგ/12.5მგ - შეინახეთ არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა შეესაბამება თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ პრეპარატი საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში. შეეკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს იმ პრეპარატის განადგურება, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას დაბინძურებისგან.
ვარგისობის ვადა
5მგ/5 მგ/25 მგ, 10მგ/10 მგ/25 მგ, 10 მგ/5 მგ/25 მგ, 5 მგ/5 მგ/12.5 მგ: 36 თვე
- შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს პოლიტენზა
პოლიტენზა 5 მგ/5 მგ/12.5 მგ მყარი კაფსულა:
ერთი კაფსულა შეიცავს 5 მგ რამიპრილი, 5 მგ ამლოდიპინი (6.934 მგ ამლოდიპინის ბესილატი), 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდი.
პოლიტენზა 5 მგ/5 მგ/25 მგ მყარი კაფსულა:
ერთი კაფსულა შეიცავს 5 მგ რამიპრილი, 5 მგ ამლოდიპინი (6.934 მგ ამლოდიპინის ბესილატი), 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდი.
პოლიტენზა 10 მგ/5 მგ/25 მგ მყარი კაფსულა:
ერთი კაფსულა შეიცავს 10 მგ რამიპრილი, 5 მგ ამლოდიპინი (6.934 მგ ამლოდიპინის ბესილატი), 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდი.
პოლიტენზა 10 მგ/10 მგ/25 მგ მყარი კაფსულა:
ერთი კაფსულა შეიცავს 10 მგ რამიპრილი, 10 მგ ამლოდიპინი (13.868 მგ ამლოდიპინის ბესილატი), 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდი.
დამხმარე ნივთიერებებია:
კაფსული შემადგენლობა: მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო კალციუმის ჰისტროფოსფატი, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატია (ტიპიA), ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი.
კაფსულის გარსი (5 მგ/5 მგ/12.5 მგ): წითელი რკინის ოქსიდი (E172), შავი რკინის ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი
კაფსულის გარსი (5 მგ/5 მგ/25 მგ): წითელი რკინის ოქსიდი (E172), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი
კაფსულის გარსი (10 მგ/5 მგ/25 მგ): წითელი რკინის ოქსიდი (E172), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი
კაფსულის გარსი (10 მგ/10 მგ/25 მგ): წითელი რკინის ოქსიდი (E172), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), შავი რკინის ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი
როგორ გამოიყურება პოლიტენზა და როგორია შეფუთვის შემადგენლობა
პოლიტენზა 5 მგ/5 მგ/12.5 მგ მყარი კაფსულა:
ღია ნაცრისფერი გაუმჭვირვალო კორპუსი ვარდისფერი გაუმჭვირვალო თავსახურით
პოლიტენზა 5 მგ/5 მგ/25 მგ მყარი კაფსულა:
სპილოსძვლისფერი გაუმჭვირვალო კორპუსი ვარდისფერი გაუმჭვირვალო თავსახურით
პოლიტენზა 10 მგ/5 მგ/25 მგ მყარი კაფსულა:
ყვითელი გაუმჭვირვალო კორპუსი მუქი ვარდისფერი გაუმჭვირვალო თავსახურით
პოლიტენზა 10 მგ/10 მგ/25 მგ მყარი კაფსულა:
კარამელისფერი გაუმჭვირვალო კორპუსი ყავისფერი გაუმჭვირვალო თავსახურით
შეფუთვაში 30 მყარი კაფსულა ბლისტერებში, რომელიც თავის მხრივ მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი
GM Pharmaceuticals LTD, საქართველო
მწარმოებელი
Adamed Pharma S.A., პოლონეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.