რევმატოიდული ართრიტი, იუვენილური რევმატოიდული ართრიტი, წითელი მგლურა (სისტემური და დისკოიდური); მალარია (Plasmodium falciparum-ის ქლოროქინ-რეზისტენტული შტამების გარდა): მალარიის მწვავე შეტევების პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია Plasmodium vivax-ით, Plasmodium ovale-თი და Plasmodium malariae-თი, …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ჰიდროქსიქლოროკვინი (hydroxychloroquine)
- ფორმა და შეფუთვა
- 200მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60 (4X15)
- მწარმოებელი
- Sanofi-Aventis S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიპროტოზოული საშუალებები, ამინოქინოლინები
- ATC კოდი
- P01BA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041777
- რეგისტრირებულია
- 6 აგვისტო 2024, მოქმედებს 6 მაისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- JSC „Sanofi Russia“ (რუსეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ფაინენშლ ჩეინ კორპორეიშნ“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პლაქვენილი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რევმატოიდული ართრიტი, იუვენილური რევმატოიდული ართრიტი, წითელი მგლურა (სისტემური და დისკოიდური);
მალარია (Plasmodium falciparum-ის ქლოროქინ-რეზისტენტული შტამების გარდა):
მალარიის მწვავე შეტევების პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია Plasmodium vivax-ით, Plasmodium ovale-თი და Plasmodium malariae-თი, ასევე Plasmodium falciparum-ის მგრძნობიარე შტამებით;
მალარიის რადიკალური მკურნალობისთვის, რომელიც გამოწვეულია Plasmodium falciparum-ის მგრძნობიარე შტამებით.
მიღების წესი და დოზირება
ყველა დოზა მითითებულია ჰიდროქსიქლოროქინის სულფატისათვის და არ არის ფუძის დოზების ეკვივალენტური.
დოზირების რეჟიმი
მოზრდილები
რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა
ჰიდროქსიქლოროქინს გააჩნია კუმულაციური აქტივობა. მისი თერაპიული მოქმედების გამოსავლენად საჭიროა პრეპარატის მიღება რამდენიმე კვირის განმავლობაში, ხოლო არასასურველი რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს შედარებით ადრე. საჭირო თერაპიული ეფექტი ვითარდება პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე თვეში. ჰიდროქსიქლოროქინის 6 თვის განმავლობაში მიღების შემდეგ პაციენტის მდგომარეობის ობიექტური გაუმჯობესების არ არსებობის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
მოზრდილები (ხანდაზმული პაციენტების ჩათვლით)
საჭიროა მინიმალური ეფექტიანი დოზების მიღება. ის არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამეში 6,5 მგ-ს/სხეულის მასის კგ-ზე (გაანგარიშდება სხეულის „იდეალურ“ მასაზე, და არა სხეულის რეალურ მასაზე) და შეიძლება შეადგენდეს 200 ან 400 მგ-ს დღე-ღამეში.
პაციენტებში, რომლებსაც შეუძლიათ 400 მგ-ის მიღება ყოველდღე
საწყისი დოზა - 400 მგ ყოველდღე, განაწილებული რამდენიმე მიღებაზე. მდგომარეობის გაუმჯობესებისას დოზა შეიძლება შემცირდეს 200 მგ-მდე. ეფექტის შემცირებისას შემანარჩუნებელი დოზა შეიძლება გაიზარდოს 400 მგ-მდე.
ბავშვები
საჭიროა მინიმალური ეფექტიანი დოზის გამოყენება. დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6,5 მგ/სხეულის მასის კგ-ზე (გასაანგარიშებლად აღებულია სხეულის „იდეალური“ მასა). ამიტომ, 200 მგ ტაბლეტები არ არის შესაფერისი ბავშვებისთვის 31 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასით.
პრეპარატი პლაქვენილი არ უნდა დაენიშნოთ (გამოიყენოთ) დაბადებიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში 31 კგ-ზე ნაკლები სხეულის „იდეალური“ მასით.
ხანგრძლივი თერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში გასათვალისწინებელი, რომ ბავშვებში მომატებულია ტოქსიკური ეფექტების განვითარების რისკი.
სისტემური წითელი მგლურას მკურნალობა
მოზრდილებში საწყისი საშუალო დოზა შეადგენს 400 მგ-ს ერთხელ ან 2-ჯერ დღე-ღამეში. მისი გამოყენება საჭიროა რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში პაციენტის რეაქციის მიხედვით. ხანგრძლივი შემანარჩუნებელი თერაპიისათვის საკმარისია პრეპარატის გამოყენება უფრო მცირე დოზით - 200-დან 400 მგ-მდე.
მალარიის მკურნალობა
Plasmodium malariae-თი და Plasmodium falciparum-ის მგრძნობიარე შტამებით გამოწვეული მალარიის მწვავე შეტევების პროფილაქტიკა
მოზრდილებისთვის – 400 მგ ყოველ კვირაში, კვირის ერთსა და იმავე დღეს.
ბავშვებისთვის ყოველკვირეული დოზა შეადგენს 6,5 მგ/სხეულის მასის კგ-ზე (გასაანგარიშებლად აღებულია სხეულის „იდეალური“ მასა), მაგრამ სხეულის წონისგან დამოუკიდებლად, ის არ უნდა აღემატებოდეს მოზრდილების დოზას.
პირობების არსებობის შემთხვევაში პროფილაქტიკური თერაპია უნდა დაიწყოს ენდემურ ზონაში შესვლამდე 2 კვირით ადრე. თუ ეს შეუძლებელია, შეიძლება დაინიშნოს საწყისი ორმაგი (დამტვირთავი) დოზა: მოზრდილებისთვის – 800 მგ, ბავშვებისთვის – 12,9 მგ/სხეულის „იდეალური“ მასის კგ-ზე (მაგრამ არაუმეტეს 800 მგ-სა), განაწილებული ორ მიღებაზე 6-საათიანი ინტერვალით. პროფილაქტიკური მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 8 კვირის განმავლობაში ენდემური ზონიდან გამოსვლის შემდეგ.
მალარიის მწვავე შეტევების მკურნალობა
მოზრდილთათვის: საწყისი დოზა შეადგენს 800 მგ, შემდეგ - 400 მგ ექვს ან რვა საათში, შემდეგ - 400 მგ მომდევნო ორი დღის განმავლობაში (სულ 2 გ ჰიდროქსიქლოროქინის სულფატი).
მკურნალობის ალტერნატიული მეთოდი: ასევე, დამტკიცებულია 800 მგ ერთჯერადი მიღების ეფექტიანობა.
მოზრდილთათვის დოზა შეიძლება გაანგარიშებული იქნას სხეულის „იდეალური“ მასით, ბავშვებისათვის დოზების გაანგარიშების ანალოგიურად (იხ. ქვემოთ).
ბავშვებისთვის: დაჯამებული დოზა 32 მგ/სხეულის „იდეალური“ მასის კგ-ზე (მაგრამ არაუმეტეს 2 გ) ინიშნება სამი დღის განმავლობაში შემდეგნაირად:
პირველი დოზა: 12,9 მგ/სხეულის მასის კგ-ზე (ერთჯერადი მიღება არაუმეტეს 800 მგ);
მეორე დოზა: 6,5 მგ/სხეულის მასის კგ-ზე (არაუმეტეს 400 მგ) პირველი დოზის მიღებიდან 6 საათში;
მესამე დოზა: 6,5 მგ/კგ (არაუმეტეს 400 მგ) მეორე დოზის მიღებიდან 18 საათში;
მეოთხე დოზა: 6,5 მგ/კგ (არაუმეტეს 400 მგ) მესამე დოზის მიღებიდან 24 საათში;
Plasmodium malariae და Plasmodium vivax-ით გამოწვეული მალარიის რადიკალური მკურნალობა
Plasmodium malariae და Plasmodium vivax-ით გამოწვეული მალარიის რადიკალური მკურნალობისთვის საჭიროა 8-ამინოქინოლონის წარმოებულების ერთდროულად მიღება.
გამოყენების წესი
ტაბლეტები მიიღება პერორალურად. თითოეული დოზა უნდა მიიღოთ ჭამის დროს ან მიაყოლოთ ჭიქა რძე.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ჰიდროქსიქლოროქინის, 4-ამინოქინოლინის წარმოებულების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია პარაგრაფში 6.1;
რეტინოპათია, მათ შორის მაკულოპათია ანამნეზში;
6 წლამდე ბავშვთა ასაკი (200 მგ ტაბლეტები არ არის განკუთვნილი ბავშვებისთვის 31 კგ-ზე ნაკლები სხეულის „იდეალური“ მასით);
თანმხლები თერაპია ციტალოპრამით, ესციტალოპრამით, ჰიდროქსიზინით, დომპერიდონით, პარკუჭოვანი არითმიის, მათ შორის „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი არითმიის, განვითარების მომატებული რისკის გამო.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს შემდეგი მდგომარეობების დროს:
მხედველობის დარღვევებისას (მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, ფერადი მხედველობის დარღვევა, მხედველობის ველების შევიწროება), არასასურველი ოფთალმოლოგიური რეაქციების გამომწვევი პრეპარატების ერთდროულად მიღებისას (რეტინოპათიისა და მხედველობის დარღვევების პროგრესირების რისკი);
ჰემატოლოგიური დაავადებების დროს (მათ შორის ანამნეზში);
ნევროლოგიური დაავადებების, ფსიქოზების დროს (მათ შორის ანამნეზში);
კანის გვიანი პორფირიის (გამწვავების რისკი), ფსორიაზის (დაავადების კანის გამოვლენების გაძლიერების რისკი) დროს, კანის რეაქციების გამომწვევი პრეპარატების ერთდროულად მიღებისას;
თირკმელების უკმარისობის ან(და) ღვიძლის უკმარისობის, ჰეპატიტის დროს, ისეთი პრეპარატების ერთდროულად მიღებისას, რომლებსაც შეუძლია არასასურველი მოქმედება იქონიოს ღვიძლის ან(და) თირკმელების ფუნქციაზე (თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევებისას დოზა უნდა შეირჩეს ჰიდროქსიქლოროქინის პლაზმური კონცენტრაციის კონტროლით);
გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის დროს;
კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს;
ქინინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის (ჯვარედინი ალერგიული რეაქციების შესაძლებლობა) დროს;
გულის გამტარობის დარღვევის (ჰისის კონის ფეხის ბლოკადა/ატრიოვენტრიკულური ბლოკადა) და ორივე პარკუჭის ჰიპერტროფიის დროს;
კარდიომიოპათის დროს;
QT ინტერვალის თანდაყოლილი ან შეძენილი გახანგრძლივების დროს ან(და) ანამნეზში QT ინტერვალის გახანგრძლივების შემდეგი რისკ-ფაქტორების დროს: გულის დაავადებები (მაგალითად, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი); პროარითმული მდგომარეობები (მაგალითად, ბრადიკარდია გულის შეკუმშვათა სიხშირით წუთში 50-ზე ნაკლები); რიტმის პარკუჭოვანი დარღვევები; არაკორექტირებული ჰიპოკალიემია ან(და) ჰიპომაგნიემია; QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი სამკურნალო საშუალებების ერთდროულად მიღება (იხ. პარაგრაფი 4.5).
ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის გამო პრეპარატი სიფრთხილის ზომების დაცვით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ან არ მკურნალობენ ჰიპოგლიკემიური პრეპარატებით (იხ. პარაგრაფები 4.5, 4.8);
არ უნდა მიიღოთ ჰალოფანტრინი ჰიდროქსიქლოროქინთან ერთად (იხ. პარაგრაფი 4.5);
ჰიდროქსიქლოროქინის იზოფერმენტ CYP2C8 და CYP3A4-ის ზომიერ ან მძლავრ ინჰიბიტორებთან ერთდროულად გამოყენებისას (იხ. პარაგრაფი 4.5);
ჰიდროქსიქლოროქინის იზოფერმენტ CYP2C8 და CYP3A4-ის მძლავრ ინდუქტორებთან ერთდროულად გამოყენებისას (იხ. პარაგრაფი 4.5);
ჰიდროქსიქლოროქინის ვიწრო თერაპიული დიაპაზონის P-გლიკოპროტეინის სუბსტრატებთან ერთდროულად გამოყენებისას (იხ. პარაგრაფი 4.5).
განსაკუთრებული მითითება
რეტინოპათია
ტოქსიკური მოქმედება თვალის ბადურაზე არის მნიშვნელოვანი ხარისხით დოზადამოკიდებული. რეტინოპათიის განვითარების რისკი 6,5 მგ-მდე/სხეულის „იდეალური“ მასის კგ-ზე დღიური დოზების გამოყენებისას არ არის მაღალი. რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება მკვეთრად ზრდის რეტინოპათიის განვითარების რისკს.
პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ჩატარდეს ორივე თვალის გულდასმითი გამოკვლევა. გამოკვლევა უნდა მოიცავდეს მხედველობის სიმკვეთრის განსაზღვრას, თვალის ფსკერის დათვალიერებას, ფერადი მხედველობისა და მხედველობის ველების შეფასებას. თერაპიის დროს ასეთი გამოკვლევა უნდა ჩატარდეს სულ მცირე 6 თვეში ერთხელ.
გამოკვლევა უნდა ჩატარდეს უფრო ხშირად შემდეგ შემთხვევებში:
სხეულის „იდეალური“ მასის კგ-ზე 6,5 მგ-ზე უფრო მაღალი დღიური დოზების გამოყენებისას (სხეულის მომატებული მასის მქონე პაციენტებში დოზის გასაანგარიშებლად სხეულის აბსოლუტური მასის გამოყენება შეიძლება იწვევდეს დოზის გადაჭარბებას);
თირკმელების უკმარისობისას;
ჯამში 200 გ-ზე მეტი დოზის მიღებისას;
ხანდაზმულ პაციენტებში;
მხედველობის ნებისმიერი სიმძიმის დაქვეითებული სიმკვეთრის მკურნალობის დაწყებამდე.
ნებისმიერი მხედველობითი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში (მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, ფერადი მხედველობის შეცვლა) პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას და ჩატარდეს პაციენტის მხედველობის მდგომარეობის გულდასმითი დაკვირვება, რადგან ბადურას შეცვლამ (და მხედველობითმა დარღვევებმა) შეიძლება გააგრძელოს პროგრესირება პრეპარატის მოხსნის შემდეგაც კი (იხ. პარაგრაფი 4.8).
რეკომენდებული არ არის ჰიდროქსიქლოროქინის ერთდროულად მიღება პრეპარატებთან, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს ტოქსიკური ზემოქმედება თვალის ბადურაზე, როგორიცაა ტამოქსიფენი.
QT ინტერვალის გახანგრძლივება
პაციენტებში თანმხლები რისკ-ფაქტორებით ჰიდროქსიქლოროქინს შეუძლია გაახანგრძლივოს QTc ინტერვალი. საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ჰიდროქსიქლოროქინის დანიშვნისას პაციენტებში QT ინტერვალის თანდაყოლილი ან შეძენილი გახანგრძლივებით და(ან) ანამნეზში QT ინტერვალის გახანგრძლივების შემდეგი რისკ-ფაქტორებით:
გულის დაავადებები (მაგალითად, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი);
პროარითმული მდგომარეობები (მაგალითად, ბრადიკარდია გულის შეკუმშვათა სიხშირით წუთში 50-ზე ნაკლები);
ანამნეზში რიტმის პარკუჭოვანი დარღვევები;
არაკორექტირებული ჰიპოკალიემია და(ან) ჰიპომაგნიემია;
QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი სამკურნალო საშუალებების ერთდროულად მიღება (იხ. პარაგრაფი 4.5), რიტმის პარკუჭოვანი დარღვევების განვითარების მომატებული რისკის გამო.
QT ინტერვალის გახანგრძლივების ხარისხი იზრდება სამკურნალო საშუალების კონცენტრაციის გაზრდისას. შესაბამისად, რეკომენდებული დოზის გადაჭარბება მიზანშეწონილი არ არის.
ყველა პაციენტში, რომელიც იღებს ჰიდროქსიქლოროქინს, მაკროლიდური ანტიბიოტიკის დანიშვნისას გულდასმით უნდა შეფასდეს სარგებლისა და რისკის თანაფარდობა გულ-სისხლძარღვთა მოვლენებისა და გულ-სისხლძარღვთა მიზეზით სიკვდილიანობის პოტენციურად მომატებული რისკის გამო (იხ. პარაგრაფი 4.5).
კარდიომიოპათია/ქრონიკული კარდიოტოქსიკურობა
პრეპარატ პლაქვენილის მიღებისას პაციენტებში აღინიშნა კარდიომიოპათიის შემთხვევები, რაც იწვევდა გულის უკმარისობას (ზოგ შემთხვევაში ლეტალური შედეგით). უმეტეს შემთხვევაში ენდომიოკარდიული ბიოფსიის შედეგებით ნაჩვენებია კავშირი კარდიომიოპათიასა და ფოსფოლიპიდოზს შორის ანთების, ინფილტრაციის ან ნეკროზის გარეშე. სამკურნალწამლო ფოსფოლიპიდოზი შეიძლება განვითარდეს ორგანოთა სხვა სისტემებში. რეკომენდებულია კარდიომიოპათიის ნიშნებისა და სიმპტომების კლინიკური მონიტორინგი, კარდიომიოპათიის განვითარების შემთხვევაში პრეპარატ პლაქვენილის მიღება უნდა შეწყდეს.
გულის გამტარობის დარღვევების (როგორიცაა ჰისის კონის ფეხის ბლოკადა/ატრიოვენტრიკულური გამტარობის დარღვევა) და ორივე პარკუჭის ჰიპერტროფიის გამოვლენა შეიძლება მოწმობდეს ქრონიკული კარდიული ტოქსიკურობის შესახებ. მკურნალობის დროს საჭიროა გულის ფუნქციის კონტროლი კლინიკური ჩვენებების შესაბამისად. კარდიოტოქსიკურობაზე ეჭვის არსებობისას ან ქსოვილების ბიოფსიის შედეგებით მისი დადასტურების შემთხვევაში პრეპარატ პლაქვენილით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ჰეპატოტოქსიკურობა
პრეპარატ პლაქვენილის მიღებისას რეგისტრირებულია ღვიძლის სამკურნალწამლო დაზიანების მძიმე შემთხვევები, მათ შორის ჰეპატოცელულარული დაზიანება, მწვავე ჰეპატიტი და ღვიძლის ფულმინანტური უკმარისობა (მათ შორის ლეტალური შემთხვევები).
რისკის ფაქტორები შეიძლება ითვალისწინებდეს ღვიძლის ადრე არსებულ დაავადებას ან ისეთ მაპროვოცირებელ მდგომარეობებს, როგორიცაა უროპორფირინოგენ დეკარბოქსილაზას დეფიციტი ან ჰეპატოტოქსიკური პრეპარატების თანმხლები გამოყენება.
პაციენტებში ისეთი სიმპტომების არსებობისას, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს ღვიძლის დაზიანებაზე, დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციების კლინიკური შეფასება და მაჩვენებლების კონტროლი.
ღვიძლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევების მქონე პაციენტებში ექიმებმა უნდა შეაფასონ მკურნალობის გაგრძელების სარგებელისა და რისკის თანაფარდობა.
ნეფროტოქსიკურობა
პრეპარატ პლაქვენილით მკურნალობისას ცნობილია პროტეინურიის განვითარების შესახებ გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის ზომიერი დაქვეითებით ან მის გარეშე. თირკმელების ბიოფსიამ აჩვენა ფოსფოლიპიდოზი იმუნური ნალექის, ანთების ან(და) მომატებული ცელულარულობის გარეშე.
ექიმების მიერ ფოსფოლიპიდოზი უნდა განიხილებოდეს როგორც თირკმელების დაზიანების შესაძლო მიზეზი პაციენტებში შემაერთებელი ქსოვილების თანმხლები დაავადებებით, რომლებიც იღებენ პრეპარატ პლაქვენილს. სამკურნალწამლო ფოსფოლიპიდოზი შეიძლება განვითარდეს ორგანოთა სხვა სისტემებში. ნეფროტოქსიკურობაზე ეჭვის არსებობის ან ქსოვილების ბიოფსიის შედეგებით მისი დადასტურებისას პრეპარატი პლაქვენილი უნდა მოიხსნას.
ღვიძლისა და თირკმელების დაავადებები
რეკომენდებულია სიფრთხილის ზომების დაცვა ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენებისას პაციენტებში ღვიძლისა და თირკმელების დაავადებებით, როდესაც შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის დოზების შემცირება, ასევე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ამ ორგანოებზე არასასიკეთო ზემოქმედების მქონე პრეპარატებით.
კანის მძიმე არასასურველი რეაქციები
ცნობილია კანის მძიმე არასასურველი რეაქციების შესახებ, რომლებიც განვითარდა ჰიდროქსიქლოროქინის მიღების ფონზე, მათ შორის რეაქცია ეოზინოფილიის და სისტემური სიმპტომების (DRESS-სინდრომი) თანხლებით, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (მგეპ), სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. კანის მხრივ სერიოზული რეაქციების განვითარების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია, რადგან ეს მდგომარეობები შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში და ზოგჯერ დასრულდეს ლეტალური შედეგით. საჭიროა პაციენტის ინფორმირება კანის მხრივ სერიოზული რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და პაციენტის მდგომარეობაზე გულდასმით დაკვირვება. კანის მძიმე რეაქციების მანიშნებელი ნიშნებისა და სიმპტომების განვითარების შემთხვევაში ჰიდროქსილოროქინი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას და განხილული იქნას ალტერნატიული თერაპიის გამოყენების შესაძლებლობა.
მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი
პრეპარატის გამოყენების დასაწყისში პუსტულების წარმოქმნით და სხეულის ტემპერატურის მომატებით მიმდინარე გენერალიზებული ერითემის გამოვლენის შეთხვევაში შესაძლებელია გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზის განვითარება. პრეპარატ პლაქვენილით თერაპია უნდა შეწყდეს და ის არ უნდა დაინიშნოს განმეორებით.
ჰიპოგლიკემია
ნაჩვენებია, რომ ჰიდროქსიქლოროქინს შეუძლია გამოიწვიოს მძიმე ჰიპოგლიკემიის განვითარება, მათ შორის გონების დაკარგვით, რაც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს პაციენტის სიცოცხლეს როგორც ჰიპოგლიკემიური პრეპარატებით მკურნალობის პირობებში, ასევე ამ მკურნალობის გარეშე. პაციენტი, რომელიც იღებს ჰიდროქსილოროქინს, უნდა იყოს გაფრთხილებული ჰიპოგლიკემიის და მასთან დაკავშირებული კლინიკური ნიშნებისა და სიმპტომების განვითარების რისკის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობის დროს პაციენტს აღენიშნება ჰიპოგლიკემიის განვითარების კლინიკური სიმპტომები, საჭიროა სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში თერაპიის გადახედვა.
სუიციდური ქცევა და ფსიქიკური აშლილობები
ცნობილია სუიციდური ქცევისა და ფსიქიკური აშლილობების შესახებ ზოგ პაციენტში, რომელიც იღებდა ჰიდროქსიქლოროქინს.
არასასურველი რეაქციები ფსიქიკური აშლილობების სახით ჩვეულებრივ განვითარდა ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობის დაწყებიდან პირველ თვეში და აღენიშნა, მათ შორის პაციენტებს, რომლებსაც ანამნეზში არ აქვთ ფსიქიკური დარღვევები. პაციენტი უნდა იქნას გაფრთხილებული სამედიცინო დახმარებისთვის დაუყოვნებლივ მიმართვის აუცილებლობის შესახებ მკურნალობის დროს ფსიქიკური აშლილობის გამოვლენის შემთხვევაში.
ინფექციების რეაქტივაცია
Herpes zoster-ის ვირუსით, ტუბერკულოზის მიკობაქტერიებით ან B ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული არააქტიური ინფექციების არსებობისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა, რადგან პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ჰიდროქსიქლოროქინს სხვა იმუნოდეპრესანტებთან კომბინაციაში, შეიძლება მოხდეს ამ ინფექციების რეაქტივაცია.
ჩონჩხის კუნთების მიოპათია ან ნეიროპათია
კუნთებისა და ნერვების ბიოფსიის შედეგებით აღინიშნა თანმხლები ფოსფოლიპიდოზის არსებობა. სამკურნალწამლო ფოსფოლიპიდოზი შეიძლება განვითარდეს ორგანოთა სხვა სისტემებში.
კუნთების და ნერვების მხრივ ტოქსიკურ ზემოქმედებაზე ეჭვის არსებობისას ან მისი დადასტურების შემთხვევაში ქსოვილების ბიოფსიის შედეგებით პრეპარატი პლაქვენილი უნდა მოიხსნას.
მიასთენია გრავისის გამწვავება
მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ თერაპია ჰიდროქსიქლოროქინით, აღინიშნა მიასთენია გრავისის სიმპტომების (ზოგადი სისუსტე, მათ შორის გაძნელებული სუნთქვა, დისფაგია, დიპლოპია და ა.შ.) გამწვავება. მიასთენია გრავისთან დაკავშირებული სიმპტომების დამძიმებაზე ეჭვის არსებობისას ჰიდროქსიქლოროქინი უნდა მოიხსნას.
ჰემოლიზური ანემიის განვითარების რისკი პაციენტებში გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას უკმარისობით
ცნობილია ჰემოლიზის განვითარების შემთხვევების შესახებ პაციენტებში გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას უკმარისობით. საჭიროა მონიტორინგის ჩატარება ჰემოლიზური ანემიის განვითარების თვალსაზრისით, განსაკუთრებით ჰემოლიზის გამომწვევი სხვა პრეპარატების მიღების შემთხვევაში.
პოტენციური კანცეროგენული რისკი
ცხოველებში კანცეროგენულობის მონაცემები ხელმისაწვდომია მხოლოდ ქლოროქინისთვის და კვლევის შედეგი იყო უარყოფითი. ადამიანებში პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას კიბოს განვითარების მომატებული რისკის გამოსარიცხად ცნობები არასაკმარისია.
ექსტრაპირამიდული დარღვევები
პრეპარატ პლაქვენილის გამოყენებისას შესაძლებელია ექსტრაპირამიდული დარღვევების განვითარება (იხ. პარაგრაფი 4.8).
მალარია
პრეპარატი პლაქვენილი არაეფექტიანია Plasmodium falciparum-ის ქლოროქინის მიმართ რეზისტენტული შტამების მიმართ, ასევე არააქტიურია Plasmodium vivax, Plasmodium malariae და Plasmodium ovale -ს ერითროციტგარეთა ფორმების მიმართ, ამიტომ არ შეუძლია ამ მიკროორგანიზმებით მოწამვლის თავიდან აცილება პროფილაქტიკის მიზნით მისი მიღებისას, ასევე არ შეუძლია ამ გამომწვევებით გამოწვეული დაავადების რეციდივის თავიდან აცილება.
კანის გვიანი პორფირია
პაციენტებში კანის გვიანი პორფირიით უფრო მაღალია ჰიდროქლოროქინის ჰეპატოტოქსიკური მოქმედების რისკი.
დამატებითი მონიტორინგი პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების დროს
ჰიდროქსიქლოროქინით ხანგრძლივი თერაპიის დროს პაციენტებს პერიოდულად უნდა ჩაუტარდეთ სისხლის სრული ანალიზი. ჰემატოლოგიური დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში ჰიდროქსიქოლოროქინი უნდა მოიხსნას.
ყველა პაციენტმა, რომელიც ხანგრძლივად იღებს პრეპარატს, პერიოდულად უნდა გაიაროს გამოკვლევა ჩონჩხის კუნთების ფუნქციასთან და მყესების რეფლექსების გამოხატულობასთან დაკავშირებით. კუნთების სისუსტის გამოვლენისას პრეპარატი უნდა მოიხსნას.
ბავშვები
ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან 4-ამინოქინოლინის წარმოებულების ტოქსიკური ეფექტების მიმართ, ამიტომ გულდასმით მიაქციეთ ყურადღება, რომ ჰიდროქსიქლოროქინი ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
დამხმარე ნივთიერებები
პრეპარატი პლაქვენილი შეიცავს ლაქტოზას. ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა გალაქტოზის იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობით, ლაქტაზას უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციით.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
უკუნაჩვენები კომბინაციები
ციტალოპრამი, ესციტალოპრამი, ჰიდროქსიზინი და დომპერიდონი
პარკუჭოვანი არითმიების, მათ შორის „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი არითმიის, განვითარების მომატებული რისკი.
კომბინაციები, რომლებიც საჭიროებს სიფრთხილის ზომების დაცვას გამოყენებისას
QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი საშუალებები და(ან) გულის რიტმის დარღვევების განვითარების პოტენციურად ხელშემწყობი საშუალებები
საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ჰიდროქსიქლოროქინის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ საშუალებებს (მაგალითად, IA და III კლასის ანტიარითმულ საშუალებებს, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს, ანტიფსიქოზურ პრეპარატებს, ფტორქინოლონებს (მაგალითად, მოქსიფლოქსაცინს), ანტივირუსულ საშუალებებს (მაგალითად, საკვინავირს), სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებს (მაგალითად, ფლუკონაზოლს), ანტიპარაზიტულ საშუალებებს (მაგალითად, პენტამიდინს), რიტმის პარკუჭოვანი დარღვევების განვითარების მომატებული რისკის გამო.
არ შეიძლება ჰალოფანტრინის გამოყენება ჰიდროქსიქლოროქინთან ერთად.
მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები
დაკვირვებათა მონაცმებით ნაჩვენებია, რომ რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში აზითრომიცინის ჰიდროქსიქლოროქინთან ერთდროულად გამოყენება დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა მოვლენებისა და გულ-სისხლძარღვთა მიზეზით სიკვდილიანობის მომატებულ რისკთან. შესაძლო ანალოგიური რისკის გამო მაკროლიდების ჰიდროქსიქლოროქინთან ერთად გამოყენებისას გულდასმით უნდა შეფასდეს სარგებელისა და რისკის თანაფარდობა, ნებისმიერი პაციენტისთვის მაკროლიდური ანტიბიოტიკის დანიშვნამდე ჰიდროქსიქლოროქინის მიღების ფონზე.
ანტაციდები და კაოლინი
მაგნიუმის შემცველი ანტაციდების ან კაოლინის ერთდროულად გამოყენება შეიძლება იწვევდეს ჰიდროქსიქლოროქინის შეწოვის გახანგრძლივებას. ამიტომ, ჰიდროქსიქლოროქინი უნდა მიიღოთ ანტაციდების ან კაოლინის მიღებამდე სულ მცირე 2 საათით ადრე ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
სხვა ურთიერთქმედება, რომელიც უნდა იქნას მიღებული მხედველობაში
ინსულინი და პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატები
ჰიდროქსიქლოროქინს შეუძლია გააძლიეროს ინსულინისა და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების მოქმედება, ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს ამ უკანასკნელთა დოზების შემცირება ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობის დასაწყისში.
ამინოგლიკოზიდები
მათი პირდაპირი მაბლოკირებელი მოქმედების პოტენცირება ნერვ-კუნთოვან გადაცემაზე.
ნეოსტიგმინი და პირიდოსტიგმინი
მოქმედების ანტაგონიზმი.
ნებისმიერი ინტრადერმული ადამიანის დიპლოიდურ-უჯრედოვანი ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა
ანტისხეულების წარმოქმნის შემცირება ინტრადერმული ადამიანის დიპლოიდურ-უჯრედოვან ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველადი იმუნიზაციის პასუხად.
მალარიის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები, რომლებიც აქვეითებს კრუნჩხვითი აქტივობის ზღვარს
ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენება შეიძლება იწვევდეს კრუნჩხვითი აქტივობის ზღვარის დაქვეითებას. ჰიდროქსიქლოროქინის მიღებისას მალარიის საწინააღმდეგო სხვა ცნობილ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც აქვეითებს კრუნჩხვითი აქტივობის ზღვარს (მაგალითად, მეფლოქინი), შეიძლება გაიზარდოს კრუნჩხვის განვითარების რისკი.
ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები
ჰიდროქსიქლოროქინის ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთდროულად მიღებისას ამ უკანასკნელთა ეფექტიანობა შეიძლება იყოს არასაკმარისი.
პრაზიკვანტელი
ქლოროქინისა და პრაზიკვანტელის ურთიერთქმედების კვლევით ცნობილია პრაზიკვანტელის ბიოშეღწევადობის დაქვეითების შესახებ. უცნობია, შეიძლება თუ არა განვითარდეს ასეთივე ეფექტი ჰიდროქსიქლოროქინისა და პრაზიკვანტელის ერთდროულად გამოყენებისას.
ჰიდროქსიქლოროქინსა და ქლოროქინს შორის მსგავსი სტრუქტურისა და ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების გამო, ანალოგიური ეფექტი მოსალოდნელია ჰიდროქსიქლოროქინისა და პრაზიკვანტელის ერთდროულად გამოყენებისას.
აგალსიდაზა
არსებობს უჯრედშიდა α-გალაქტოზიდაზას ინჰიბირების თეორიული რისკი ჰიდროქსიქლოროქინის აგალსიდაზასთან ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში.
ციტოქრომ P450 (CYP)-ის იზოფერმენტების ინჰიბიტორები და ინდუქტორები
ადამიანში in vivo კვლევებში ჰიდროქსიქლოროქინი მეტაბოლიზდება და გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში (დოზის 20-25%). in vitro კვლევებში ჰიდროქსიქლოროქინი მეტაბოლიზდება იზოფერმენტების CYP2C8, CYP3A4 და CYP2D6, ასევე FMO-1 და MAO-A-ს საშუალებით, CYP ან ფერმენტების მნიშვნელოვანი მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, CYP2C8 და CYP3A4-ის იზოფერმენტების ინჰიბიტორებს და ინდუქტორებს შეუძლია პოტენციურად ურთიერთქმედებაში შევიდეს ჰიდროქსიქლოროქინთან. ჰიდროქსიქლოროქინი წარმოადგენს იზოფერმენტ CYP2D6-ის და P-გლიკოპროტეინის სუსტ ინჰიბიტორს, და სავარაუდოდ, წარმოადგენს იზოფერმენტ CYP3A4-ის ზომიერ ინჰიბიტორს.
ჰიდროქსიქლოროქინს არ გააჩნია იზოფერმენტების CYP1A2, CYP2B6, CYP2C8, CYP2C9, CYP2C19 და ძირითადი ტრანსპორტერების OATP1B1, OATP1B3, OAT1, OAT3 OCT1, OCT2 და MATEs ინჰიბირების მნიშვნელოვანი პოტენციალი. ჰიდროქსიქლოროქინს არ გააჩნია იზოფერმენტების СYP1A2, СYP2B6 და СYP3A4 ინდუცირების მნიშვნელოვანი პოტენციალი.
ფარმაკოკინეტიკური მოდელის პროგნოსტირებული მონაცემები აჩვენებს, რომ СYP2С8 ან СYP3A4 ძლიერ ინჰიბიტორებს შეუძლია 1.5-ჯერ ნაკლებით გაზარდოს ჰიდროქსიქლოროქინის ექსპოზიცია. საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა (მაგალითად, არასასურველი რეაქციების განვითარების კონტროლი) ჰიდროქსიქლოროქინის ერთდროულად გამოყენებისას იზოფერმენტ СYP2С8 ან(და) СYP3A4-ის მძლავრ ინჰიბიტორებთან (როგორიცაა ჰემფიბროზილი, კლოპიდოგრელი, რიტონავირი, იტრაკონაზოლი, კლარითრომიცინი, გრეიპფრუტის წვენი) ერთად.
СYP2С8 ან(და) СYP3A4-ის ძლიერ ინდუქტორებს შეუძლია 2-ჯერ შეამციროს ჰიდროქსიქლოროქინის ექსპოზიცია. ჰიდროქსიქლოროქინის რიფამპიცინთან (იზოფერმენტ СYP2С8 ან(და) СYP3A4-ის ძლიერ ინდუქტორთან) ერთად გამოყენებისას ცნობილია ჰიდროქსიქლოროქინის არასაკმარისი ეფექტიანობის შესახებ. საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა (მაგალითად, ეფექტიანობის კონტროლი) ჰიდროქსიქლოროქინის იზოფერმენტ СYP2С8 და СYP3A4-ის მძლავრ ინდუქტორებთან (როგორიცაა, რიფამპიცინი, კრაზანა, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი) ერთდროულად გამოყენებისას.
იზოფერმენტ СYP3A4-ის სუბსტრატები
ჰიდროქსიქლოროქინი აინჰიბირებს იზოფერმენტ СYP3A4-ს in vitro კვლევებში და წარმოადგენს СYP3A4-ის ზომიერ ინჰიბიტორს in vivo. ჰიდროქსიქლოროქინი ზრდის იზოფერმენტ СYP3A4-ის ისეთი მეტაბოლიზატორების ექსპოზიციას, როგორიცაა მიდაზოლამი და სიმვასტატინი, შესაბამისად 2.1 და 4.2-ჯერ. ცნობილია სისხლის პლაზმაში ციკლოსპორინის (СYP3A4-ის და P-გლიკოპროტეინის სუბსტრატი) კონცენტრაციის მომატების შესახებ ციკლოსპორინისა და ჰიდროქსიქლოროქინის ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში. საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა (მაგალითად, არასასურველი რეაქციების განვითარების კონტროლი) ჰიდროქსიქლოროქინის იზოფერმენტ CYP3A4-ის სუბსტრატებთან (როგორიცაა ციკლოსპორინი, სტატინები) ერთდროულად მიღებისას.
იზოფერმენტ CYP2D6-ის სუბსტრატები
ჰიდროქსიქლოროქინი აინჰიბირებს იზოფერმენტ CYP2D6-ს in vitro. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ჰიდროქსიქლოროქინს და მეტოპროლოლის (CYP2D6-ის სუბსტრატი) ერთჯერად დოზას, მეტოპროლოლის Cmax და AUC გაიზარდა 1.7-ჯერ, რაც გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ჰიდროქსიქლოროქინი წარმოადგენს CYP2D6-ის სუსტ ინჰიბიტორს. საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა (მაგალითად, არასასურველი რეაქციების განვითარებისა და სისხლის პლაზმაში სამკურნალო საშუალებების კონცენტრაციის კონტროლი) ჰიდროქსიქლოროქინის იზოფერმენტ CYP2D6-ის ვიწრო თერაპიული დიაპაზონის სუბსტრატებთან (როგორიცაა ფლეკაინიდი, პროპაფენონი) ერთდროულად მიღებისას.
P-გლიკოპროტეინის სუბსტრატები
ჰიდროქსიქლოროქინი აინჰიბირებს P-გლიკოპროტეინს in vitro მაღალი კონცენტრაციებისას. შესაბამისად, არსებობს P-გლიკოპროტეინის სუბსტრატების კონცენტრაციის გაზრდის ალბათობა ჰიდროქსიქლოროქინთან მათი ერთდროულად მიღებისას.
ცნობილია სისხლის პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციის გაზრდის შესახებ ჰიდროქსიქლოროქინთან მისი ერთდროულად გამოყენებისას. ამიტომ, საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა (მაგალითად, არასასურველი რეაქციების განვითარების ან სისხლის პლაზმაში სამკურნალო საშუალებების კონცენტრაციის კონტროლი) ჰიდროქსიქლოროქინის ერთდროულად გამოყენებისას P-გლიკოპროტეინის ვიწრო თერაპიული დიაპაზონის სუბსტრატებთან (როგორიცაა დიგოქსინი, დაბიგატრანი).
ორსულობა და ძუძუთი კვება
ჰიდროქსიქლოროქინის რეპროდუქციული ტოქსიკურობის შესახებ ხელმისაწვდომი მონაცემების მოცულობა შეზღუდულია, ამიტომ აღრიცხვისას აღებულია მონაცემები ქლოროქინთან დაკავშირებით (მსგავსი სტრუქტურისა და ფარმაკოლოგიური თვისებების გამო).
ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით ნაჩვენებია ქლოროქინის ემბრიოფეტოტოქსიკურობა თერაპიულზე მნიშვნელოვნად მაღალ დოზებში (250-1500 მგ/სხეულის მასის კგ-ზე).
ქლოროქინის რეკომენდებული დოზების გამოყენება ადამიანებში მალარიის პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ
ქლოროქინი უსაფრთხოდ გამოიყენებოდა ორსულებში. დაკვირვებითი კვლევების დროს, ასევე მეტაანალიზის შედეგებით (ხანგრძლივი გამოყენებისას პროსპექტული კვლევების მონაცემების ჩათვლით) არ არის გამოვლენილი განვითარების თანდაყოლილი დეფექტების გამოვლენის ან ორსულობის არასასიკეთო დასრულების მომატებული რისკი.
ჰიდროქსიქლოროქინის მაღალი დღიური დოზების გამოყენება აუტოიმუნური დაავადებების ხანგრძლივი მკურნალობისას
პოპულაციური კოჰორტული კვლევის მონაცემები, რომლებშიც ჩართული იყო 2045 ორსული, რომელიც იღებდა ჰიდროქსიქლოროქინს, მიუთითებს I ტრიმესტრში (n=112) ჰიდროქსიქლოროქინის ზემოქმედებასთან დაკავშირებული განვითარების მძიმე თანდაყოლილი მანკების განვითარების ფარდობითი რისკის მცირედიდ გაზრდაზე. >400 მგ სადღეღამისო დოზისთვის ფარდობითი რისკი შეადგენდა 1.33 (95% ს/ი: 1.08-1.65). 400 მგ-მდე სადღეღამისო დოზისთვის ფარდობითი რისკი შეადგენდა 0.95 (95% ს/ი: 0.60-1.50).
უფრო მაღალი დოზებისას (>400 მგ/დღე-ღამეში) საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა და ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენებისგან თავის შეკავება ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ექიმი თვლის, რომ თერაპიის ინდივიდუალური პოტენციური სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკებს. განვითარების თანდაყოლილი მანკების ადრეული გამოვლენისთვის რეკომენდებულია ორსულობის მიმდინარეობაზე, განსაკუთრებით I ტრიმესტრში, მკაცრი დაკვირვება.
ლაქტაცია
ჰიდროქსილოროქინი გამოიყოფა დედის რძეში (სხეულის მასის მიხედვით კორექციის შემდეგ, დედის მიერ მიღებული დოზის 2%-ზე ნაკლები).
გამოყენება მხოლოდ მალარიის დროს: მალარიის მკურნალობის დროს ძუძუთი კვება შესაძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ჰიდროქსიქლოროქინი გამოიყოფა დედის რძეში, ეს რაოდენობა არასაკმარისია მალარიისგან დაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვილებში საჭიროა ცალკე ანტიმალარიული თერაპიის ჩატარება.
შეზღუდულია მონაცემები ძუძუთი კვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჰიდროქსიქლოროქინით ხანგრძლივი მკურნალობის დროს; პრეპარატის დანიშვნისას უნდა შეფასდეს ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენებასთან დაკავშირებული პოტენციური რისკისა და სარგებელის თანაფარდობა, გამოყენების ჩვენებისა და მკურნალობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით.
ფერტილობა
ადამიანში ფერტილობაზე ჰიდროქსიქლოროქინის ზემოქმედების მონაცემები არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით ნაჩვენებია, რომ ქლოროქინი აქვეითებს ფერტილობას მამრობითი სქესის ინდივიდებში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პაციენტებმა უნდა დაიცვან სიფრთხილის ზომები სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან სამუშაოების შესრულების დროს, რომლებიც საჭიროებს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას, რადგან ჰიდროქსიქლოროქინს შეუძლია დაარღვიოს აკომოდაცია და მხედველობის სიმკვეთრე. თუ ეს მდგომარეობა შენარჩუნდა, დოზა შეიძლება დროებით შემცირდეს.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირად (>1/10);
ხშირად (>1/100 და <1/10);
არახშირად (>1/1000 და <1/100);
იშვიათად (>1/10000 და <1/1000);
ძალიან იშვიათად (<1/10000);
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია).
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
სიხშირე უცნობია: ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა, ანემია, აპლასტიური ანემია, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
სიხშირე უცნობია: ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი.
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები
ხშირად: ანორექსია.
სიხშირე უცნობია: ჰიპოგლიკემია, შესაძლებელია, პორფირიის გამწვავება.
ფსიქიკური დარღვევები
ხშირად: აფექტური ლაბილობა.
არახშირად: ნერვოზულობა.
სიხშირე უცნობია: ფსიქოზები, სუიციდური ქცევა, დეპრესია, ჰალუცინაცია, შფოთვა, აჟიტაცია, ცნობიერების არევა, ბოდვა, მანია, ძილის დარღვევა.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ხშირად: თავის ტკივილი.
არახშირად: თავბრუსხვევა.
სიხშირე უცნობია: კრუნჩხვა, ექსტრაპირამიდული აშლილობები, როგორიცაა კუნთების დისტონია, დისკინეზია და ტრემორი.
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
ხშირად: არამკვეთრი მხედველობა, დაკავშირებული აკომოდაციის დარღვევასთან (არის დოზადამოკიდებული და შექცევადი).
არახშირად: რეტინოპათია პიგმენტაციის ცვლილებებით და მხედველობის ველების დეფექტებით. საწყის ეტაპზე ეს არასასურველი რეაქციები ჩვეულებრივ შექცევადია ჰიდროქსიქლოროქინის მიღების შეწყვეტის შემდეგ. თუ მდგომარეობა კვლავ არადიაგნოსტირებულია და გრძელდება ბადურის დაზიანება, არსებობს მათი პროგრესირების რისკი პრეპარატის მოხსნის შემდეგაც კი. ბადურის ცვლილებები თავდაპირველად შეიძლება იყოს უსიმპტომო ან გამოვლინდეს პარაცენტრალური ან პერიცენტრალური ტიპის სკოტომებით, გარდამავალი სკოტომებით და ფერადი მხედველობის დარღვევებით.
შესაძლებელია რქოვანას ცვლილებები, მათ შორის შეშუპება და ამღვრევა. ეს ცვლილებები შეიძლება იყოს უსიმპტომო ან გამოიწვიოს მხედველობის ისეთი დარღვევები, როგორიცაა შარავანდის განვითარება, არამკვეთრი მხედველობა ან ფოტოფობია. ეს ცვლილებები შეიძლება იყოს გარდამავალი ან შექცევადი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
სიხშირე უცნობია: მაკულოპათია და მაკულური დეგენერაცია, რომლებიც შეიძლება იყოს შეუქცევადი.
დარღვევები სმენის ორგანოს და ლაბირინთის მხრივ
არახშირად: ვერტიგო, ხმაური ყურებში.
სიხშირე უცნობია: სმენის დაკარგვა.
დარღვევები გულის მხრივ
სიხშირე უცნობია: QT ინტერვალის გახანგრძლივება რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში, რაც შეიძლება იწვევდეს რიტმის დარღვევების განვითარებას („პირუეტის“ ტიპის არითმია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია).
კარდიომიოპათია, რომელიც შეიძლება იწვევდეს გულის უკმარისობას (ზოგ შემთხვევაში ლეტალური შედეგით).
გულის გამტარობის დარღვევები (როგორიცაა ჰისის კონის ფეხის ბლოკადა/ატრიოვენტრიკულური გამტარობის დარღვევები) და ორივე პარკუჭის ჰიპერტროფია შეიძლება მოწმობდეს ქრონიკული კარდიოტოქსიკურობის შესახებ.
პრეპარატის მოხსნისას შესაძლებელია ამ ცვლილებების უკუგანვითარება.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ძალიან ხშირად: ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა.
ხშირად: დიარეა, ღებინება.
ეს სიმპტომები ჩვეულებრივ გადის დოზის შემცირების ან პრეპარატის მოხსნისთანავე.
დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ
არახშირად: ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ნორმიდან გადახრა.
სიხშირე უცნობია: ღვიძლის წამლისმიერი დაზიანება, მათ შორის ჰეპატოცელულარული დაზიანება, მწვავე ჰეპატიტი და ღვიძლის ფულმინანტური უკმარისობა.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
ხშირად: კანზე გამონაყარი, ქავილი.
არახშირად: კანისა და ლორწოვანი გარსების პიგმენტაციის შეცვლა, თმის გაუფერულება და ალოპეცია. ეს ცვლილებები ჩვეულებრივ სწრაფად გადის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
სიხშირე უცნობია: მულტიფორმული ერითემა, ფოტოსენსიბილიზაცია, ექსფოლიაციური დერმატიტი, სვიტის სინდრომი, კანის მძიმე არასასურველი რეაქციები, სტივენს-ჯონსონის სინდრომის, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის, ეოზინოფილიის და სისტემური სიმპტომების (DRESS) თანხლებით კანზე სამკურნალწამლო რეაქციის, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზის (მგეპ) ჩათვლით. საჭიროა მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზის გამორჩევა ფსორიაზისგან, თუმცა ჰიდროქსილოროქინს შეუძლია გამოიწვიოს ფსორიაზის გამწვავება. მწვავე გენერალიზებულ ეგზანთემატოზურ პუსტულოზს შეიძლება თან ახლდეს ტემპერატურის მომატება და ჰიპერლეიკოციტოზი. პრეპარატის მოხსნის შემდეგ შედეგი, როგორც წესი, სასიკეთოა.
დარღვევები კუნთოვანი, ძვლოვანი და და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
არახშირად: სენსორულ-მოტორული დარღვევები.
სიხშირე უცნობია: ჩონჩხის კუნთების მიოპათია ან ნეირომიოპათია, რაც იწვევს პროქსიმალური კუნთოვანი ჯგუფების პროგრესირებად სისუსტეს და ატროფიას (მიოპათია შეიძლება იყოს შექცევადი პრეპარატის მოხსნის შემდეგ, მაგრამ სრული აღდგენისთვის შეიძლება საჭირო გახდეს რამდენიმე თვე), მყესების რეფლექსების დათრგუნვა და ნერვული გამტარობის დაქვეითება.
დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ
სიხშირე უცნობია: თირკმელების ფოსფოლიპიდოზი, რომელიც იწვევს თირკმელების დაზიანებას.
შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
სამკურნალო საშუალების „სარგებელი-რისკის” თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით, მისი რეგისტრაციის შემდეგ საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაგზავნა მნიშვნელოვანია. რეკომენდებულია, რომ სამედიცინო მუშაკმა გააგზავნოს შეტყობინება სამკურნალო საშუალების ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ ევრაზიის ეკონომიკური საბჭოს წევრი სახელმწიფოების არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებათა ნაციონალური სისტემების საშუალებით.
რუსეთის ფედერაცია
ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური
მისამართი: 109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკის მოედანი, სახლი 4, შ. 1
ტელეფონი: +7 (800) 550-99-03
ელექტრონული ფოსტა: [email protected] ან [email protected]
საიტი საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ქსელში „ინტერნეტი“:
http://www.roszdravnadzor.gov.ru
ჭარბი დოზა
სიმპტომები
4-ამინოქინოლინის წარმოებულების დოზის გადაჭარბება განსაკუთრებით საშიშია ბავშვებში, პრეპარატის 1-2 გ-საც კი შეუძლია გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.
დოზის გადაჭარბების სიმპტომებს წარმოადგენს თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა, კოლაფსი, კრუნჩხვა, ჰიპოკალიემია, რიტმისა და გამტარობის დარღვევები, მათ შორის QT ინტერვალის გახანგრძლივება, „პირუეტის“ ტიპის ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია და პარკუჭების ფიბრილაცია, QRS-კომპლექსის გაფართოება, ბრადიარითმია, კვანძოვანი რიტმი, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა გულისა და სუნთქვის შემდგომი უეცარი პოტენციურად ფატალური გაჩერებით. დოზის გადაჭარბებისას საჭიროა პაციენტის სასწრაფო სამედიცინო დაკვირვება, რადგან ეს გართულებები შეიძლება გამოვლინდეს დოზის გადაჭარბებისთანავე.
მკურნალობა
დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს ღებინების გამოწვევა ან კუჭის ამორეცხვა ზონდით. აბსორბციის შენელება შეიძლება აქტივირებული ნახშირით პრეპარატის მიღებული დოზის სულ მცირე ხუთჯერ მეტი დოზით. მიზანშეწონილია დიაზეპამის პარენტერალური შეყვანა (ნაჩვენებია ქლოროქინის კარდიოტოქსიკურობის შემცირება მის ფონზე).
აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია და შოკის საწინააღმდეგო თერაპია.
დოზის გადაჭარბების სიმპტომების კუპირების შემდეგ საჭიროა მუდმივი სამედიცინო დაკვირვების გაგრძელება არანაკლებ 6 საათის განმავლობაში.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ჰიდროქსიქლოროქინი.
აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 200 მგ ჰიდროქსიქლოროქინის სულფატს.
ნივთიერებები, რომელთა არსებობა პრეპარატის შემადგენლობაში უნდა იქნას გათვალისწინებული: ლაქტოზა (იხ. პარაგრაფი 4.4.).
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი წარმოდგენილია პარაგრაფში 6.1.
- სამკურნალწამლო ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
მრგვალი, ორმხრივამობურცული, თეთრი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, გრავირებით „HCQ“ ერთ მხარეს და „200“ - მეორე მხარეს.
შენახვის პირობები
3 წელი.
- 4. სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
- 5. შეფუთვის აღწერილობა და შიგთავსი
15 ტაბლეტი პვქ და ალუმინის ფოლგის ბლისტერში.
4 ბლისტერი შეფუთვის ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
- 6. სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები გამოყენებული პრეპარატის ან მისი გამოყენების შემდეგ მიღებული ნარჩენების განადგურებისას და სხვა მანიპულაციები პრეპარატთან დაკავშირებით
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიპროტოზოული საშუალებები; მალარიის საწინააღმდეგო საშუალებები; ამინოქინოლინები.
ათქ კოდი: P01BA02.
მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები
პრეპარატ პლაქვენილს გააჩნია მალარიის საწინააღმდეგო თვისებები, ასევე აქვს ანთების საწინააღმდეგო და იმუნოდეპრესიული მოქმედება ქრონიკული დისკოიდური ან სისტემური წითელი მგლურას (სწმ) და მწვავე და ქრონიკული რევმატოიდული ართრიტის დროს. მისი მოქმედების მექანიზმი მალარიის, წითელი მგლურას და რევმატოიდული ართრიტის დროს ბოლომდე ცნობილი არ არის.
ჰიდროქსიქლოროქინს გააჩნია ზომიერი იმუნოსუპრესორის თვისებები, რევმატოიდული ფაქტორისა და მწვავე ფაზის რეაქციის კომპონენტების სინთეზის დათრგუნვით. ის ასევე, გროვდება ლეიკოციტებში, ლიზოსომური მემბრანების სტაბილიზაციით, და თრგუნავს ბევრი ფერმენტის, მათ შორის კოლაგენაზას და პროტეაზას აქტივობას, რომლებიც იწვევს ხრტილის დაშლას.
ეფექტიანობა სისტემური წითელი მგლურას და რევმატოიდული ართრიტის დროს უკავშირდება ჰიდროქსიქლოროქინის შემდეგ ანთების საწინააღმდეგო და იმუნომოდულირების ეფექტებს:
უჯრედშიდა pH მომატება იწვევს ანტიგენური პასუხის შენელებას და ამცირებს ჰისტოშეთავსების მთავარი კომპლექსის (ჰმკ) რეცეპტორების პეპტიდების შეკავშირებას. ანტიგენი-ჰმკ რეცეპტორების ნაკლები რაოდენობა აღწევს უჯრედის ზედაპირს, რაც იწვევს აუტოიმუნური პასუხის დაქვეითებას;
ფოსფოლიპაზა A2-ის აქტივობის დაქვეითება ლიზოსომური ფერმენტების მაღალი კონცენტრაციების დროს;
IL-1 და IL-6 ციტოკინების კონცენტრაციების დაქვეითება, რაც იწვევს აუტოიმუნური პასუხის კლინიკური და ლაბორატორიული მაჩვენებლების შემცირებას. რადგან არ არის გამა ინტერფერონის სინთეზის დარღვევა, ეს ეფექტები შეიძლება დაკავშირებული იყოს ციტოკინებზე სელექციურ მოქმედებასთან;
დნმ-ის და რნმ-ის პრე- ან(და) პოსტტრანსკრიპციის ინჰიბირება.
პრეპარატი აქტიურად თრგუნავს უსქესო ერითროციტულ ფორმებს, ასევე Plasmodium vivax და Plasmodium malariae-ს გამეტებს, რომლებიც ქრება სისხლიდან თითქმის უსქესო ფორმებთან ერთად. პრეპარატი პლაქვენილი არ მოქმედებს Plasmodium falciparum-ის გამეტებზე. პრეპარატი პლაქვენილი არაეფექტიანია Plasmodium falciparum-ის ქლოროქინის მიმართ რეზისტენტული შტამების მიმართ, ასევე არააქტიურია Plasmodium vivax, Plasmodium malariae და Plasmodium ovale-ს ერითროციტგარეთა ფორმების მიმართ, და ამიტომ არ შეუძლია ამ მიკროორგანიზმებით მოწამვლის თავიდან აცილება პროფილაქტიკის მიზნით მისი მიღებისას, ასევე არ შეუძლია ამ გამომწვევებით გამოწვეული დაავადების რეციდივის თავიდან აცილება.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
პერორალურად მიღებისას ჰიდროქსიქლოროქინი სწრაფად და თითქმის სრულად შეიწოვება. სისხლის პლაზმაში ჰიდროქსიქლოროქინის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა დაახლოებით 3-4 საათში. ჰიდროქსიქლოროქინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 79%-ს უზმოზე მიღების შემდეგ. საკვების მიღება არ ცვლის ჰიდროქსიქლოროქინის ბიოშეღწევადობას.
განაწილება
ჰიდროქსიქლოროქინი ხასიათდება განაწილების დიდი მოცულობით (5500ლ სისხლში, 44 000 ლ პლაზმაში) ქსოვილებში (თვალები, თირკმელები, ღვიძლი, ფილტვები) დაგროვების ხარჯზე, ასევე დამტკიცებულია დაგროვება სისხლის უჯრედებში სისხლსა და პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციის თანაფარდობით 7.2. ჰიდროქსიქლოროქინის დაახლოებით 50% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს.
ჰიდროქსიქლოროქინი გადის პლაცენტურ ბარიერს და უმნიშვნელო რაოდენობით ვლინდება დედის რძეში.
ბიოტრანსფორმაცია
ჰიდროქსიქლოროქინი მეტაბოლიზდება ორგანიზმში ძირითადად, N-დეზეთილჰიდროქსიქლოროქინის, და ორი სხვა, ქლოროქინის მეტაბოლიტებთან საერთო, მეტაბოლიტის, დეზეთილქლოროქინის და ბიდეზეთილქლოროქინის წარმოქმნით. in vitro კვლევებში ჰიდროქსიქლოროქინი მეტაბოლიზდება CYP2C8, CYP3A4 და CYP2D6 იზოფერმენტებით, ასევე FMO-1 და MAO-A-ს საშუალებით, CYP ან ფერმენტების მნიშვნელოვანი მონაწილეობის გარეშე.
ელიმინაცია
ჰიდროქსიქლოროქინს გააჩნია ელიმინაციის მრავალფაზიანი პროფილი საბოლოო ფაზაში ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდით 30-დან 50 დღემდე დიაპაზონში. ჰიდროქსიქლოროქინის ნახევარგამოყოფის ეფექტიანი პერიოდი შეადგენს 5.5 დღეს. სისხლში წონასწორული მდგომარეობის 90% მიიღწევა 5 კვირის განმავლობაში რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში პერორალურად 400 მგ ჰიდროქსიქლოროქინის სულფატის განმეორებით ერთხელ დღე-ღამეში მიღების შემდეგ. ჰიდროქსიქლოროქინის დოზის დაახლოებით 20-25% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით. მგლურას ან რევმატოიდული ართრიტის მქონე მოზრდილ პაციენტებში ჰიდროქსიქლოროქინის სულფატის პერორალურად ერთხელ დღე-ღამეში 200 მგ და 400 მგ დოზით ხანგრძლივი განმეორებითი მიღების შემდეგ სისხლში წონასწორული კონცენტრაციები შეადგენდა შესაბამისად დაახლოებით 450-490 ნგ/მლ და 870-970 ნგ/მლ.
ჰიდროქსიქლოროქინის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია დღე-ღამეში 200-დან 500 მგ-მდე თერაპიული დოზების დიაპაზონში.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
თირკმელების უკმარისობა
თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში ჰიდროქსიქლოროქინის ფარმაკოკინეტიკის მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არ არის, რადგან ჰიდროქსიქლოროქინი ძირითადად მეტაბოლიზდება, და დოზის მხოლოდ 20-25% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით. თირკმელების მძიმე ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში მოსალოდნელია ჰიდროქსიქლოროქინის ექსპოზიციის გაზრდა 17-30%-ით.
ღვიძლის უკმარისობა
ჰიდროქსიქლოროქინის ფარმაკოკინეტიკაზე ღვიძლის უკმარისობის გავლენა შესწავლილი არ არის. ღვიძლის საშუალო და მძიმე ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში მოსალოდნელია ჰიდროქსიქლოროქინის ექსპოზიციის გაზრდა 34-57%-ით.
ხანდაზმული პირები
რევმატოიდული ართრიტის მქონე ხანდაზმულ პაციენტებთან დაკავშირებით ხელმისაწვდომი შეზღუდული მონაცემები გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ჰიდროქსიქლოროქინის ექსპოზიცია რჩება იგივე დიაპაზონში, რაც უფრო ახალგაზრდა პაციენტებში.
ბავშვები
18 წლამდე ასაკის ბავშვებში ჰიდროქსიქლოროქინის ფარმაკოკინეტიკის მონაცემები არ არსებობს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)
ЛП-№(006044)-(РГ-RU), თარიღი 04.03.2026
გამოყენების ინსტრუცია
პრეპარატის ზოგადი დახასიათება
- პრეპარატის დასახელება
პლაქვენილი, 200 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
- თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ჰიდროქსიქლოროქინი.
აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 200 მგ ჰიდროქსიქლოროქინის სულფატს.
ნივთიერებები, რომელთა არსებობა პრეპარატის შემადგენლობაში უნდა იქნას გათვალისწინებული: ლაქტოზა (იხ. პარაგრაფი 4.4.).
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი წარმოდგენილია პარაგრაფში 6.1.
- სამკურნალწამლო ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
მრგვალი, ორმხრივამობურცული, თეთრი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, გრავირებით „HCQ“ ერთ მხარეს და „200“ - მეორე მხარეს.
- კლინიკური მონაცემები
- 1. გამოყენების ჩვენება
რევმატოიდული ართრიტი, იუვენილური რევმატოიდული ართრიტი, წითელი მგლურა (სისტემური და დისკოიდური);
მალარია (Plasmodium falciparum-ის ქლოროქინ-რეზისტენტული შტამების გარდა):
მალარიის მწვავე შეტევების პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია Plasmodium vivax-ით, Plasmodium ovale-თი და Plasmodium malariae-თი, ასევე Plasmodium falciparum-ის მგრძნობიარე შტამებით;
მალარიის რადიკალური მკურნალობისთვის, რომელიც გამოწვეულია Plasmodium falciparum-ის მგრძნობიარე შტამებით.
- 2 დოზირების რეჟიმი და მიღების წესი
ყველა დოზა მითითებულია ჰიდროქსიქლოროქინის სულფატისათვის და არ არის ფუძის დოზების ეკვივალენტური.
დოზირების რეჟიმი
მოზრდილები
რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა
ჰიდროქსიქლოროქინს გააჩნია კუმულაციური აქტივობა. მისი თერაპიული მოქმედების გამოსავლენად საჭიროა პრეპარატის მიღება რამდენიმე კვირის განმავლობაში, ხოლო არასასურველი რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს შედარებით ადრე. საჭირო თერაპიული ეფექტი ვითარდება პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე თვეში. ჰიდროქსიქლოროქინის 6 თვის განმავლობაში მიღების შემდეგ პაციენტის მდგომარეობის ობიექტური გაუმჯობესების არ არსებობის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
მოზრდილები (ხანდაზმული პაციენტების ჩათვლით)
საჭიროა მინიმალური ეფექტიანი დოზების მიღება. ის არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამეში 6,5 მგ-ს/სხეულის მასის კგ-ზე (გაანგარიშდება სხეულის „იდეალურ“ მასაზე, და არა სხეულის რეალურ მასაზე) და შეიძლება შეადგენდეს 200 ან 400 მგ-ს დღე-ღამეში.
პაციენტებში, რომლებსაც შეუძლიათ 400 მგ-ის მიღება ყოველდღე
საწყისი დოზა - 400 მგ ყოველდღე, განაწილებული რამდენიმე მიღებაზე. მდგომარეობის გაუმჯობესებისას დოზა შეიძლება შემცირდეს 200 მგ-მდე. ეფექტის შემცირებისას შემანარჩუნებელი დოზა შეიძლება გაიზარდოს 400 მგ-მდე.
ბავშვები
საჭიროა მინიმალური ეფექტიანი დოზის გამოყენება. დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6,5 მგ/სხეულის მასის კგ-ზე (გასაანგარიშებლად აღებულია სხეულის „იდეალური“ მასა). ამიტომ, 200 მგ ტაბლეტები არ არის შესაფერისი ბავშვებისთვის 31 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასით.
პრეპარატი პლაქვენილი არ უნდა დაენიშნოთ (გამოიყენოთ) დაბადებიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში 31 კგ-ზე ნაკლები სხეულის „იდეალური“ მასით.
ხანგრძლივი თერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში გასათვალისწინებელი, რომ ბავშვებში მომატებულია ტოქსიკური ეფექტების განვითარების რისკი.
სისტემური წითელი მგლურას მკურნალობა
მოზრდილებში საწყისი საშუალო დოზა შეადგენს 400 მგ-ს ერთხელ ან 2-ჯერ დღე-ღამეში. მისი გამოყენება საჭიროა რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში პაციენტის რეაქციის მიხედვით. ხანგრძლივი შემანარჩუნებელი თერაპიისათვის საკმარისია პრეპარატის გამოყენება უფრო მცირე დოზით - 200-დან 400 მგ-მდე.
მალარიის მკურნალობა
Plasmodium malariae-თი და Plasmodium falciparum-ის მგრძნობიარე შტამებით გამოწვეული მალარიის მწვავე შეტევების პროფილაქტიკა
მოზრდილებისთვის – 400 მგ ყოველ კვირაში, კვირის ერთსა და იმავე დღეს.
ბავშვებისთვის ყოველკვირეული დოზა შეადგენს 6,5 მგ/სხეულის მასის კგ-ზე (გასაანგარიშებლად აღებულია სხეულის „იდეალური“ მასა), მაგრამ სხეულის წონისგან დამოუკიდებლად, ის არ უნდა აღემატებოდეს მოზრდილების დოზას.
პირობების არსებობის შემთხვევაში პროფილაქტიკური თერაპია უნდა დაიწყოს ენდემურ ზონაში შესვლამდე 2 კვირით ადრე. თუ ეს შეუძლებელია, შეიძლება დაინიშნოს საწყისი ორმაგი (დამტვირთავი) დოზა: მოზრდილებისთვის – 800 მგ, ბავშვებისთვის – 12,9 მგ/სხეულის „იდეალური“ მასის კგ-ზე (მაგრამ არაუმეტეს 800 მგ-სა), განაწილებული ორ მიღებაზე 6-საათიანი ინტერვალით. პროფილაქტიკური მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 8 კვირის განმავლობაში ენდემური ზონიდან გამოსვლის შემდეგ.
მალარიის მწვავე შეტევების მკურნალობა
მოზრდილთათვის: საწყისი დოზა შეადგენს 800 მგ, შემდეგ - 400 მგ ექვს ან რვა საათში, შემდეგ - 400 მგ მომდევნო ორი დღის განმავლობაში (სულ 2 გ ჰიდროქსიქლოროქინის სულფატი).
მკურნალობის ალტერნატიული მეთოდი: ასევე, დამტკიცებულია 800 მგ ერთჯერადი მიღების ეფექტიანობა.
მოზრდილთათვის დოზა შეიძლება გაანგარიშებული იქნას სხეულის „იდეალური“ მასით, ბავშვებისათვის დოზების გაანგარიშების ანალოგიურად (იხ. ქვემოთ).
ბავშვებისთვის: დაჯამებული დოზა 32 მგ/სხეულის „იდეალური“ მასის კგ-ზე (მაგრამ არაუმეტეს 2 გ) ინიშნება სამი დღის განმავლობაში შემდეგნაირად:
პირველი დოზა: 12,9 მგ/სხეულის მასის კგ-ზე (ერთჯერადი მიღება არაუმეტეს 800 მგ);
მეორე დოზა: 6,5 მგ/სხეულის მასის კგ-ზე (არაუმეტეს 400 მგ) პირველი დოზის მიღებიდან 6 საათში;
მესამე დოზა: 6,5 მგ/კგ (არაუმეტეს 400 მგ) მეორე დოზის მიღებიდან 18 საათში;
მეოთხე დოზა: 6,5 მგ/კგ (არაუმეტეს 400 მგ) მესამე დოზის მიღებიდან 24 საათში;
Plasmodium malariae და Plasmodium vivax-ით გამოწვეული მალარიის რადიკალური მკურნალობა
Plasmodium malariae და Plasmodium vivax-ით გამოწვეული მალარიის რადიკალური მკურნალობისთვის საჭიროა 8-ამინოქინოლონის წარმოებულების ერთდროულად მიღება.
გამოყენების წესი
ტაბლეტები მიიღება პერორალურად. თითოეული დოზა უნდა მიიღოთ ჭამის დროს ან მიაყოლოთ ჭიქა რძე.
- 3 უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა ჰიდროქსიქლოროქინის, 4-ამინოქინოლინის წარმოებულების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია პარაგრაფში 6.1;
რეტინოპათია, მათ შორის მაკულოპათია ანამნეზში;
6 წლამდე ბავშვთა ასაკი (200 მგ ტაბლეტები არ არის განკუთვნილი ბავშვებისთვის 31 კგ-ზე ნაკლები სხეულის „იდეალური“ მასით);
თანმხლები თერაპია ციტალოპრამით, ესციტალოპრამით, ჰიდროქსიზინით, დომპერიდონით, პარკუჭოვანი არითმიის, მათ შორის „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი არითმიის, განვითარების მომატებული რისკის გამო.
- 4. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს შემდეგი მდგომარეობების დროს:
მხედველობის დარღვევებისას (მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, ფერადი მხედველობის დარღვევა, მხედველობის ველების შევიწროება), არასასურველი ოფთალმოლოგიური რეაქციების გამომწვევი პრეპარატების ერთდროულად მიღებისას (რეტინოპათიისა და მხედველობის დარღვევების პროგრესირების რისკი);
ჰემატოლოგიური დაავადებების დროს (მათ შორის ანამნეზში);
ნევროლოგიური დაავადებების, ფსიქოზების დროს (მათ შორის ანამნეზში);
კანის გვიანი პორფირიის (გამწვავების რისკი), ფსორიაზის (დაავადების კანის გამოვლენების გაძლიერების რისკი) დროს, კანის რეაქციების გამომწვევი პრეპარატების ერთდროულად მიღებისას;
თირკმელების უკმარისობის ან(და) ღვიძლის უკმარისობის, ჰეპატიტის დროს, ისეთი პრეპარატების ერთდროულად მიღებისას, რომლებსაც შეუძლია არასასურველი მოქმედება იქონიოს ღვიძლის ან(და) თირკმელების ფუნქციაზე (თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევებისას დოზა უნდა შეირჩეს ჰიდროქსიქლოროქინის პლაზმური კონცენტრაციის კონტროლით);
გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის დროს;
კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს;
ქინინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის (ჯვარედინი ალერგიული რეაქციების შესაძლებლობა) დროს;
გულის გამტარობის დარღვევის (ჰისის კონის ფეხის ბლოკადა/ატრიოვენტრიკულური ბლოკადა) და ორივე პარკუჭის ჰიპერტროფიის დროს;
კარდიომიოპათის დროს;
QT ინტერვალის თანდაყოლილი ან შეძენილი გახანგრძლივების დროს ან(და) ანამნეზში QT ინტერვალის გახანგრძლივების შემდეგი რისკ-ფაქტორების დროს: გულის დაავადებები (მაგალითად, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი); პროარითმული მდგომარეობები (მაგალითად, ბრადიკარდია გულის შეკუმშვათა სიხშირით წუთში 50-ზე ნაკლები); რიტმის პარკუჭოვანი დარღვევები; არაკორექტირებული ჰიპოკალიემია ან(და) ჰიპომაგნიემია; QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი სამკურნალო საშუალებების ერთდროულად მიღება (იხ. პარაგრაფი 4.5).
ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის გამო პრეპარატი სიფრთხილის ზომების დაცვით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ან არ მკურნალობენ ჰიპოგლიკემიური პრეპარატებით (იხ. პარაგრაფები 4.5, 4.8);
არ უნდა მიიღოთ ჰალოფანტრინი ჰიდროქსიქლოროქინთან ერთად (იხ. პარაგრაფი 4.5);
ჰიდროქსიქლოროქინის იზოფერმენტ CYP2C8 და CYP3A4-ის ზომიერ ან მძლავრ ინჰიბიტორებთან ერთდროულად გამოყენებისას (იხ. პარაგრაფი 4.5);
ჰიდროქსიქლოროქინის იზოფერმენტ CYP2C8 და CYP3A4-ის მძლავრ ინდუქტორებთან ერთდროულად გამოყენებისას (იხ. პარაგრაფი 4.5);
ჰიდროქსიქლოროქინის ვიწრო თერაპიული დიაპაზონის P-გლიკოპროტეინის სუბსტრატებთან ერთდროულად გამოყენებისას (იხ. პარაგრაფი 4.5).
განსაკუთრებული მითითება
რეტინოპათია
ტოქსიკური მოქმედება თვალის ბადურაზე არის მნიშვნელოვანი ხარისხით დოზადამოკიდებული. რეტინოპათიის განვითარების რისკი 6,5 მგ-მდე/სხეულის „იდეალური“ მასის კგ-ზე დღიური დოზების გამოყენებისას არ არის მაღალი. რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება მკვეთრად ზრდის რეტინოპათიის განვითარების რისკს.
პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ჩატარდეს ორივე თვალის გულდასმითი გამოკვლევა. გამოკვლევა უნდა მოიცავდეს მხედველობის სიმკვეთრის განსაზღვრას, თვალის ფსკერის დათვალიერებას, ფერადი მხედველობისა და მხედველობის ველების შეფასებას. თერაპიის დროს ასეთი გამოკვლევა უნდა ჩატარდეს სულ მცირე 6 თვეში ერთხელ.
გამოკვლევა უნდა ჩატარდეს უფრო ხშირად შემდეგ შემთხვევებში:
სხეულის „იდეალური“ მასის კგ-ზე 6,5 მგ-ზე უფრო მაღალი დღიური დოზების გამოყენებისას (სხეულის მომატებული მასის მქონე პაციენტებში დოზის გასაანგარიშებლად სხეულის აბსოლუტური მასის გამოყენება შეიძლება იწვევდეს დოზის გადაჭარბებას);
თირკმელების უკმარისობისას;
ჯამში 200 გ-ზე მეტი დოზის მიღებისას;
ხანდაზმულ პაციენტებში;
მხედველობის ნებისმიერი სიმძიმის დაქვეითებული სიმკვეთრის მკურნალობის დაწყებამდე.
ნებისმიერი მხედველობითი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში (მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, ფერადი მხედველობის შეცვლა) პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას და ჩატარდეს პაციენტის მხედველობის მდგომარეობის გულდასმითი დაკვირვება, რადგან ბადურას შეცვლამ (და მხედველობითმა დარღვევებმა) შეიძლება გააგრძელოს პროგრესირება პრეპარატის მოხსნის შემდეგაც კი (იხ. პარაგრაფი 4.8).
რეკომენდებული არ არის ჰიდროქსიქლოროქინის ერთდროულად მიღება პრეპარატებთან, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს ტოქსიკური ზემოქმედება თვალის ბადურაზე, როგორიცაა ტამოქსიფენი.
QT ინტერვალის გახანგრძლივება
პაციენტებში თანმხლები რისკ-ფაქტორებით ჰიდროქსიქლოროქინს შეუძლია გაახანგრძლივოს QTc ინტერვალი. საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ჰიდროქსიქლოროქინის დანიშვნისას პაციენტებში QT ინტერვალის თანდაყოლილი ან შეძენილი გახანგრძლივებით და(ან) ანამნეზში QT ინტერვალის გახანგრძლივების შემდეგი რისკ-ფაქტორებით:
გულის დაავადებები (მაგალითად, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი);
პროარითმული მდგომარეობები (მაგალითად, ბრადიკარდია გულის შეკუმშვათა სიხშირით წუთში 50-ზე ნაკლები);
ანამნეზში რიტმის პარკუჭოვანი დარღვევები;
არაკორექტირებული ჰიპოკალიემია და(ან) ჰიპომაგნიემია;
QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი სამკურნალო საშუალებების ერთდროულად მიღება (იხ. პარაგრაფი 4.5), რიტმის პარკუჭოვანი დარღვევების განვითარების მომატებული რისკის გამო.
QT ინტერვალის გახანგრძლივების ხარისხი იზრდება სამკურნალო საშუალების კონცენტრაციის გაზრდისას. შესაბამისად, რეკომენდებული დოზის გადაჭარბება მიზანშეწონილი არ არის.
ყველა პაციენტში, რომელიც იღებს ჰიდროქსიქლოროქინს, მაკროლიდური ანტიბიოტიკის დანიშვნისას გულდასმით უნდა შეფასდეს სარგებლისა და რისკის თანაფარდობა გულ-სისხლძარღვთა მოვლენებისა და გულ-სისხლძარღვთა მიზეზით სიკვდილიანობის პოტენციურად მომატებული რისკის გამო (იხ. პარაგრაფი 4.5).
კარდიომიოპათია/ქრონიკული კარდიოტოქსიკურობა
პრეპარატ პლაქვენილის მიღებისას პაციენტებში აღინიშნა კარდიომიოპათიის შემთხვევები, რაც იწვევდა გულის უკმარისობას (ზოგ შემთხვევაში ლეტალური შედეგით). უმეტეს შემთხვევაში ენდომიოკარდიული ბიოფსიის შედეგებით ნაჩვენებია კავშირი კარდიომიოპათიასა და ფოსფოლიპიდოზს შორის ანთების, ინფილტრაციის ან ნეკროზის გარეშე. სამკურნალწამლო ფოსფოლიპიდოზი შეიძლება განვითარდეს ორგანოთა სხვა სისტემებში. რეკომენდებულია კარდიომიოპათიის ნიშნებისა და სიმპტომების კლინიკური მონიტორინგი, კარდიომიოპათიის განვითარების შემთხვევაში პრეპარატ პლაქვენილის მიღება უნდა შეწყდეს.
გულის გამტარობის დარღვევების (როგორიცაა ჰისის კონის ფეხის ბლოკადა/ატრიოვენტრიკულური გამტარობის დარღვევა) და ორივე პარკუჭის ჰიპერტროფიის გამოვლენა შეიძლება მოწმობდეს ქრონიკული კარდიული ტოქსიკურობის შესახებ. მკურნალობის დროს საჭიროა გულის ფუნქციის კონტროლი კლინიკური ჩვენებების შესაბამისად. კარდიოტოქსიკურობაზე ეჭვის არსებობისას ან ქსოვილების ბიოფსიის შედეგებით მისი დადასტურების შემთხვევაში პრეპარატ პლაქვენილით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ჰეპატოტოქსიკურობა
პრეპარატ პლაქვენილის მიღებისას რეგისტრირებულია ღვიძლის სამკურნალწამლო დაზიანების მძიმე შემთხვევები, მათ შორის ჰეპატოცელულარული დაზიანება, მწვავე ჰეპატიტი და ღვიძლის ფულმინანტური უკმარისობა (მათ შორის ლეტალური შემთხვევები).
რისკის ფაქტორები შეიძლება ითვალისწინებდეს ღვიძლის ადრე არსებულ დაავადებას ან ისეთ მაპროვოცირებელ მდგომარეობებს, როგორიცაა უროპორფირინოგენ დეკარბოქსილაზას დეფიციტი ან ჰეპატოტოქსიკური პრეპარატების თანმხლები გამოყენება.
პაციენტებში ისეთი სიმპტომების არსებობისას, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს ღვიძლის დაზიანებაზე, დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციების კლინიკური შეფასება და მაჩვენებლების კონტროლი.
ღვიძლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევების მქონე პაციენტებში ექიმებმა უნდა შეაფასონ მკურნალობის გაგრძელების სარგებელისა და რისკის თანაფარდობა.
ნეფროტოქსიკურობა
პრეპარატ პლაქვენილით მკურნალობისას ცნობილია პროტეინურიის განვითარების შესახებ გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის ზომიერი დაქვეითებით ან მის გარეშე. თირკმელების ბიოფსიამ აჩვენა ფოსფოლიპიდოზი იმუნური ნალექის, ანთების ან(და) მომატებული ცელულარულობის გარეშე.
ექიმების მიერ ფოსფოლიპიდოზი უნდა განიხილებოდეს როგორც თირკმელების დაზიანების შესაძლო მიზეზი პაციენტებში შემაერთებელი ქსოვილების თანმხლები დაავადებებით, რომლებიც იღებენ პრეპარატ პლაქვენილს. სამკურნალწამლო ფოსფოლიპიდოზი შეიძლება განვითარდეს ორგანოთა სხვა სისტემებში. ნეფროტოქსიკურობაზე ეჭვის არსებობის ან ქსოვილების ბიოფსიის შედეგებით მისი დადასტურებისას პრეპარატი პლაქვენილი უნდა მოიხსნას.
ღვიძლისა და თირკმელების დაავადებები
რეკომენდებულია სიფრთხილის ზომების დაცვა ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენებისას პაციენტებში ღვიძლისა და თირკმელების დაავადებებით, როდესაც შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის დოზების შემცირება, ასევე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ამ ორგანოებზე არასასიკეთო ზემოქმედების მქონე პრეპარატებით.
კანის მძიმე არასასურველი რეაქციები
ცნობილია კანის მძიმე არასასურველი რეაქციების შესახებ, რომლებიც განვითარდა ჰიდროქსიქლოროქინის მიღების ფონზე, მათ შორის რეაქცია ეოზინოფილიის და სისტემური სიმპტომების (DRESS-სინდრომი) თანხლებით, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (მგეპ), სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. კანის მხრივ სერიოზული რეაქციების განვითარების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია, რადგან ეს მდგომარეობები შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში და ზოგჯერ დასრულდეს ლეტალური შედეგით. საჭიროა პაციენტის ინფორმირება კანის მხრივ სერიოზული რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და პაციენტის მდგომარეობაზე გულდასმით დაკვირვება. კანის მძიმე რეაქციების მანიშნებელი ნიშნებისა და სიმპტომების განვითარების შემთხვევაში ჰიდროქსილოროქინი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას და განხილული იქნას ალტერნატიული თერაპიის გამოყენების შესაძლებლობა.
მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი
პრეპარატის გამოყენების დასაწყისში პუსტულების წარმოქმნით და სხეულის ტემპერატურის მომატებით მიმდინარე გენერალიზებული ერითემის გამოვლენის შეთხვევაში შესაძლებელია გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზის განვითარება. პრეპარატ პლაქვენილით თერაპია უნდა შეწყდეს და ის არ უნდა დაინიშნოს განმეორებით.
ჰიპოგლიკემია
ნაჩვენებია, რომ ჰიდროქსიქლოროქინს შეუძლია გამოიწვიოს მძიმე ჰიპოგლიკემიის განვითარება, მათ შორის გონების დაკარგვით, რაც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს პაციენტის სიცოცხლეს როგორც ჰიპოგლიკემიური პრეპარატებით მკურნალობის პირობებში, ასევე ამ მკურნალობის გარეშე. პაციენტი, რომელიც იღებს ჰიდროქსილოროქინს, უნდა იყოს გაფრთხილებული ჰიპოგლიკემიის და მასთან დაკავშირებული კლინიკური ნიშნებისა და სიმპტომების განვითარების რისკის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობის დროს პაციენტს აღენიშნება ჰიპოგლიკემიის განვითარების კლინიკური სიმპტომები, საჭიროა სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში თერაპიის გადახედვა.
სუიციდური ქცევა და ფსიქიკური აშლილობები
ცნობილია სუიციდური ქცევისა და ფსიქიკური აშლილობების შესახებ ზოგ პაციენტში, რომელიც იღებდა ჰიდროქსიქლოროქინს.
არასასურველი რეაქციები ფსიქიკური აშლილობების სახით ჩვეულებრივ განვითარდა ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობის დაწყებიდან პირველ თვეში და აღენიშნა, მათ შორის პაციენტებს, რომლებსაც ანამნეზში არ აქვთ ფსიქიკური დარღვევები. პაციენტი უნდა იქნას გაფრთხილებული სამედიცინო დახმარებისთვის დაუყოვნებლივ მიმართვის აუცილებლობის შესახებ მკურნალობის დროს ფსიქიკური აშლილობის გამოვლენის შემთხვევაში.
ინფექციების რეაქტივაცია
Herpes zoster-ის ვირუსით, ტუბერკულოზის მიკობაქტერიებით ან B ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული არააქტიური ინფექციების არსებობისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა, რადგან პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ჰიდროქსიქლოროქინს სხვა იმუნოდეპრესანტებთან კომბინაციაში, შეიძლება მოხდეს ამ ინფექციების რეაქტივაცია.
ჩონჩხის კუნთების მიოპათია ან ნეიროპათია
კუნთებისა და ნერვების ბიოფსიის შედეგებით აღინიშნა თანმხლები ფოსფოლიპიდოზის არსებობა. სამკურნალწამლო ფოსფოლიპიდოზი შეიძლება განვითარდეს ორგანოთა სხვა სისტემებში.
კუნთების და ნერვების მხრივ ტოქსიკურ ზემოქმედებაზე ეჭვის არსებობისას ან მისი დადასტურების შემთხვევაში ქსოვილების ბიოფსიის შედეგებით პრეპარატი პლაქვენილი უნდა მოიხსნას.
მიასთენია გრავისის გამწვავება
მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ თერაპია ჰიდროქსიქლოროქინით, აღინიშნა მიასთენია გრავისის სიმპტომების (ზოგადი სისუსტე, მათ შორის გაძნელებული სუნთქვა, დისფაგია, დიპლოპია და ა.შ.) გამწვავება. მიასთენია გრავისთან დაკავშირებული სიმპტომების დამძიმებაზე ეჭვის არსებობისას ჰიდროქსიქლოროქინი უნდა მოიხსნას.
ჰემოლიზური ანემიის განვითარების რისკი პაციენტებში გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას უკმარისობით
ცნობილია ჰემოლიზის განვითარების შემთხვევების შესახებ პაციენტებში გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას უკმარისობით. საჭიროა მონიტორინგის ჩატარება ჰემოლიზური ანემიის განვითარების თვალსაზრისით, განსაკუთრებით ჰემოლიზის გამომწვევი სხვა პრეპარატების მიღების შემთხვევაში.
პოტენციური კანცეროგენული რისკი
ცხოველებში კანცეროგენულობის მონაცემები ხელმისაწვდომია მხოლოდ ქლოროქინისთვის და კვლევის შედეგი იყო უარყოფითი. ადამიანებში პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას კიბოს განვითარების მომატებული რისკის გამოსარიცხად ცნობები არასაკმარისია.
ექსტრაპირამიდული დარღვევები
პრეპარატ პლაქვენილის გამოყენებისას შესაძლებელია ექსტრაპირამიდული დარღვევების განვითარება (იხ. პარაგრაფი 4.8).
მალარია
პრეპარატი პლაქვენილი არაეფექტიანია Plasmodium falciparum-ის ქლოროქინის მიმართ რეზისტენტული შტამების მიმართ, ასევე არააქტიურია Plasmodium vivax, Plasmodium malariae და Plasmodium ovale -ს ერითროციტგარეთა ფორმების მიმართ, ამიტომ არ შეუძლია ამ მიკროორგანიზმებით მოწამვლის თავიდან აცილება პროფილაქტიკის მიზნით მისი მიღებისას, ასევე არ შეუძლია ამ გამომწვევებით გამოწვეული დაავადების რეციდივის თავიდან აცილება.
კანის გვიანი პორფირია
პაციენტებში კანის გვიანი პორფირიით უფრო მაღალია ჰიდროქლოროქინის ჰეპატოტოქსიკური მოქმედების რისკი.
დამატებითი მონიტორინგი პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების დროს
ჰიდროქსიქლოროქინით ხანგრძლივი თერაპიის დროს პაციენტებს პერიოდულად უნდა ჩაუტარდეთ სისხლის სრული ანალიზი. ჰემატოლოგიური დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში ჰიდროქსიქოლოროქინი უნდა მოიხსნას.
ყველა პაციენტმა, რომელიც ხანგრძლივად იღებს პრეპარატს, პერიოდულად უნდა გაიაროს გამოკვლევა ჩონჩხის კუნთების ფუნქციასთან და მყესების რეფლექსების გამოხატულობასთან დაკავშირებით. კუნთების სისუსტის გამოვლენისას პრეპარატი უნდა მოიხსნას.
ბავშვები
ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან 4-ამინოქინოლინის წარმოებულების ტოქსიკური ეფექტების მიმართ, ამიტომ გულდასმით მიაქციეთ ყურადღება, რომ ჰიდროქსიქლოროქინი ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
დამხმარე ნივთიერებები
პრეპარატი პლაქვენილი შეიცავს ლაქტოზას. ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა გალაქტოზის იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობით, ლაქტაზას უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციით.
- 5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება
უკუნაჩვენები კომბინაციები
ციტალოპრამი, ესციტალოპრამი, ჰიდროქსიზინი და დომპერიდონი
პარკუჭოვანი არითმიების, მათ შორის „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი არითმიის, განვითარების მომატებული რისკი.
კომბინაციები, რომლებიც საჭიროებს სიფრთხილის ზომების დაცვას გამოყენებისას
QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი საშუალებები და(ან) გულის რიტმის დარღვევების განვითარების პოტენციურად ხელშემწყობი საშუალებები
საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ჰიდროქსიქლოროქინის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ საშუალებებს (მაგალითად, IA და III კლასის ანტიარითმულ საშუალებებს, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს, ანტიფსიქოზურ პრეპარატებს, ფტორქინოლონებს (მაგალითად, მოქსიფლოქსაცინს), ანტივირუსულ საშუალებებს (მაგალითად, საკვინავირს), სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებს (მაგალითად, ფლუკონაზოლს), ანტიპარაზიტულ საშუალებებს (მაგალითად, პენტამიდინს), რიტმის პარკუჭოვანი დარღვევების განვითარების მომატებული რისკის გამო.
არ შეიძლება ჰალოფანტრინის გამოყენება ჰიდროქსიქლოროქინთან ერთად.
მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები
დაკვირვებათა მონაცმებით ნაჩვენებია, რომ რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში აზითრომიცინის ჰიდროქსიქლოროქინთან ერთდროულად გამოყენება დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა მოვლენებისა და გულ-სისხლძარღვთა მიზეზით სიკვდილიანობის მომატებულ რისკთან. შესაძლო ანალოგიური რისკის გამო მაკროლიდების ჰიდროქსიქლოროქინთან ერთად გამოყენებისას გულდასმით უნდა შეფასდეს სარგებელისა და რისკის თანაფარდობა, ნებისმიერი პაციენტისთვის მაკროლიდური ანტიბიოტიკის დანიშვნამდე ჰიდროქსიქლოროქინის მიღების ფონზე.
ანტაციდები და კაოლინი
მაგნიუმის შემცველი ანტაციდების ან კაოლინის ერთდროულად გამოყენება შეიძლება იწვევდეს ჰიდროქსიქლოროქინის შეწოვის გახანგრძლივებას. ამიტომ, ჰიდროქსიქლოროქინი უნდა მიიღოთ ანტაციდების ან კაოლინის მიღებამდე სულ მცირე 2 საათით ადრე ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
სხვა ურთიერთქმედება, რომელიც უნდა იქნას მიღებული მხედველობაში
ინსულინი და პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატები
ჰიდროქსიქლოროქინს შეუძლია გააძლიეროს ინსულინისა და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების მოქმედება, ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს ამ უკანასკნელთა დოზების შემცირება ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობის დასაწყისში.
ამინოგლიკოზიდები
მათი პირდაპირი მაბლოკირებელი მოქმედების პოტენცირება ნერვ-კუნთოვან გადაცემაზე.
ნეოსტიგმინი და პირიდოსტიგმინი
მოქმედების ანტაგონიზმი.
ნებისმიერი ინტრადერმული ადამიანის დიპლოიდურ-უჯრედოვანი ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა
ანტისხეულების წარმოქმნის შემცირება ინტრადერმული ადამიანის დიპლოიდურ-უჯრედოვან ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველადი იმუნიზაციის პასუხად.
მალარიის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები, რომლებიც აქვეითებს კრუნჩხვითი აქტივობის ზღვარს
ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენება შეიძლება იწვევდეს კრუნჩხვითი აქტივობის ზღვარის დაქვეითებას. ჰიდროქსიქლოროქინის მიღებისას მალარიის საწინააღმდეგო სხვა ცნობილ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც აქვეითებს კრუნჩხვითი აქტივობის ზღვარს (მაგალითად, მეფლოქინი), შეიძლება გაიზარდოს კრუნჩხვის განვითარების რისკი.
ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები
ჰიდროქსიქლოროქინის ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთდროულად მიღებისას ამ უკანასკნელთა ეფექტიანობა შეიძლება იყოს არასაკმარისი.
პრაზიკვანტელი
ქლოროქინისა და პრაზიკვანტელის ურთიერთქმედების კვლევით ცნობილია პრაზიკვანტელის ბიოშეღწევადობის დაქვეითების შესახებ. უცნობია, შეიძლება თუ არა განვითარდეს ასეთივე ეფექტი ჰიდროქსიქლოროქინისა და პრაზიკვანტელის ერთდროულად გამოყენებისას.
ჰიდროქსიქლოროქინსა და ქლოროქინს შორის მსგავსი სტრუქტურისა და ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების გამო, ანალოგიური ეფექტი მოსალოდნელია ჰიდროქსიქლოროქინისა და პრაზიკვანტელის ერთდროულად გამოყენებისას.
აგალსიდაზა
არსებობს უჯრედშიდა α-გალაქტოზიდაზას ინჰიბირების თეორიული რისკი ჰიდროქსიქლოროქინის აგალსიდაზასთან ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში.
ციტოქრომ P450 (CYP)-ის იზოფერმენტების ინჰიბიტორები და ინდუქტორები
ადამიანში in vivo კვლევებში ჰიდროქსიქლოროქინი მეტაბოლიზდება და გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში (დოზის 20-25%). in vitro კვლევებში ჰიდროქსიქლოროქინი მეტაბოლიზდება იზოფერმენტების CYP2C8, CYP3A4 და CYP2D6, ასევე FMO-1 და MAO-A-ს საშუალებით, CYP ან ფერმენტების მნიშვნელოვანი მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, CYP2C8 და CYP3A4-ის იზოფერმენტების ინჰიბიტორებს და ინდუქტორებს შეუძლია პოტენციურად ურთიერთქმედებაში შევიდეს ჰიდროქსიქლოროქინთან. ჰიდროქსიქლოროქინი წარმოადგენს იზოფერმენტ CYP2D6-ის და P-გლიკოპროტეინის სუსტ ინჰიბიტორს, და სავარაუდოდ, წარმოადგენს იზოფერმენტ CYP3A4-ის ზომიერ ინჰიბიტორს.
ჰიდროქსიქლოროქინს არ გააჩნია იზოფერმენტების CYP1A2, CYP2B6, CYP2C8, CYP2C9, CYP2C19 და ძირითადი ტრანსპორტერების OATP1B1, OATP1B3, OAT1, OAT3 OCT1, OCT2 და MATEs ინჰიბირების მნიშვნელოვანი პოტენციალი. ჰიდროქსიქლოროქინს არ გააჩნია იზოფერმენტების СYP1A2, СYP2B6 და СYP3A4 ინდუცირების მნიშვნელოვანი პოტენციალი.
ფარმაკოკინეტიკური მოდელის პროგნოსტირებული მონაცემები აჩვენებს, რომ СYP2С8 ან СYP3A4 ძლიერ ინჰიბიტორებს შეუძლია 1.5-ჯერ ნაკლებით გაზარდოს ჰიდროქსიქლოროქინის ექსპოზიცია. საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა (მაგალითად, არასასურველი რეაქციების განვითარების კონტროლი) ჰიდროქსიქლოროქინის ერთდროულად გამოყენებისას იზოფერმენტ СYP2С8 ან(და) СYP3A4-ის მძლავრ ინჰიბიტორებთან (როგორიცაა ჰემფიბროზილი, კლოპიდოგრელი, რიტონავირი, იტრაკონაზოლი, კლარითრომიცინი, გრეიპფრუტის წვენი) ერთად.
СYP2С8 ან(და) СYP3A4-ის ძლიერ ინდუქტორებს შეუძლია 2-ჯერ შეამციროს ჰიდროქსიქლოროქინის ექსპოზიცია. ჰიდროქსიქლოროქინის რიფამპიცინთან (იზოფერმენტ СYP2С8 ან(და) СYP3A4-ის ძლიერ ინდუქტორთან) ერთად გამოყენებისას ცნობილია ჰიდროქსიქლოროქინის არასაკმარისი ეფექტიანობის შესახებ. საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა (მაგალითად, ეფექტიანობის კონტროლი) ჰიდროქსიქლოროქინის იზოფერმენტ СYP2С8 და СYP3A4-ის მძლავრ ინდუქტორებთან (როგორიცაა, რიფამპიცინი, კრაზანა, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი) ერთდროულად გამოყენებისას.
იზოფერმენტ СYP3A4-ის სუბსტრატები
ჰიდროქსიქლოროქინი აინჰიბირებს იზოფერმენტ СYP3A4-ს in vitro კვლევებში და წარმოადგენს СYP3A4-ის ზომიერ ინჰიბიტორს in vivo. ჰიდროქსიქლოროქინი ზრდის იზოფერმენტ СYP3A4-ის ისეთი მეტაბოლიზატორების ექსპოზიციას, როგორიცაა მიდაზოლამი და სიმვასტატინი, შესაბამისად 2.1 და 4.2-ჯერ. ცნობილია სისხლის პლაზმაში ციკლოსპორინის (СYP3A4-ის და P-გლიკოპროტეინის სუბსტრატი) კონცენტრაციის მომატების შესახებ ციკლოსპორინისა და ჰიდროქსიქლოროქინის ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში. საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა (მაგალითად, არასასურველი რეაქციების განვითარების კონტროლი) ჰიდროქსიქლოროქინის იზოფერმენტ CYP3A4-ის სუბსტრატებთან (როგორიცაა ციკლოსპორინი, სტატინები) ერთდროულად მიღებისას.
იზოფერმენტ CYP2D6-ის სუბსტრატები
ჰიდროქსიქლოროქინი აინჰიბირებს იზოფერმენტ CYP2D6-ს in vitro. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ჰიდროქსიქლოროქინს და მეტოპროლოლის (CYP2D6-ის სუბსტრატი) ერთჯერად დოზას, მეტოპროლოლის Cmax და AUC გაიზარდა 1.7-ჯერ, რაც გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ჰიდროქსიქლოროქინი წარმოადგენს CYP2D6-ის სუსტ ინჰიბიტორს. საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა (მაგალითად, არასასურველი რეაქციების განვითარებისა და სისხლის პლაზმაში სამკურნალო საშუალებების კონცენტრაციის კონტროლი) ჰიდროქსიქლოროქინის იზოფერმენტ CYP2D6-ის ვიწრო თერაპიული დიაპაზონის სუბსტრატებთან (როგორიცაა ფლეკაინიდი, პროპაფენონი) ერთდროულად მიღებისას.
P-გლიკოპროტეინის სუბსტრატები
ჰიდროქსიქლოროქინი აინჰიბირებს P-გლიკოპროტეინს in vitro მაღალი კონცენტრაციებისას. შესაბამისად, არსებობს P-გლიკოპროტეინის სუბსტრატების კონცენტრაციის გაზრდის ალბათობა ჰიდროქსიქლოროქინთან მათი ერთდროულად მიღებისას.
ცნობილია სისხლის პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციის გაზრდის შესახებ ჰიდროქსიქლოროქინთან მისი ერთდროულად გამოყენებისას. ამიტომ, საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა (მაგალითად, არასასურველი რეაქციების განვითარების ან სისხლის პლაზმაში სამკურნალო საშუალებების კონცენტრაციის კონტროლი) ჰიდროქსიქლოროქინის ერთდროულად გამოყენებისას P-გლიკოპროტეინის ვიწრო თერაპიული დიაპაზონის სუბსტრატებთან (როგორიცაა დიგოქსინი, დაბიგატრანი).
- 6. ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ჰიდროქსიქლოროქინის რეპროდუქციული ტოქსიკურობის შესახებ ხელმისაწვდომი მონაცემების მოცულობა შეზღუდულია, ამიტომ აღრიცხვისას აღებულია მონაცემები ქლოროქინთან დაკავშირებით (მსგავსი სტრუქტურისა და ფარმაკოლოგიური თვისებების გამო).
ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით ნაჩვენებია ქლოროქინის ემბრიოფეტოტოქსიკურობა თერაპიულზე მნიშვნელოვნად მაღალ დოზებში (250-1500 მგ/სხეულის მასის კგ-ზე).
ქლოროქინის რეკომენდებული დოზების გამოყენება ადამიანებში მალარიის პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ
ქლოროქინი უსაფრთხოდ გამოიყენებოდა ორსულებში. დაკვირვებითი კვლევების დროს, ასევე მეტაანალიზის შედეგებით (ხანგრძლივი გამოყენებისას პროსპექტული კვლევების მონაცემების ჩათვლით) არ არის გამოვლენილი განვითარების თანდაყოლილი დეფექტების გამოვლენის ან ორსულობის არასასიკეთო დასრულების მომატებული რისკი.
ჰიდროქსიქლოროქინის მაღალი დღიური დოზების გამოყენება აუტოიმუნური დაავადებების ხანგრძლივი მკურნალობისას
პოპულაციური კოჰორტული კვლევის მონაცემები, რომლებშიც ჩართული იყო 2045 ორსული, რომელიც იღებდა ჰიდროქსიქლოროქინს, მიუთითებს I ტრიმესტრში (n=112) ჰიდროქსიქლოროქინის ზემოქმედებასთან დაკავშირებული განვითარების მძიმე თანდაყოლილი მანკების განვითარების ფარდობითი რისკის მცირედიდ გაზრდაზე. >400 მგ სადღეღამისო დოზისთვის ფარდობითი რისკი შეადგენდა 1.33 (95% ს/ი: 1.08-1.65). 400 მგ-მდე სადღეღამისო დოზისთვის ფარდობითი რისკი შეადგენდა 0.95 (95% ს/ი: 0.60-1.50).
უფრო მაღალი დოზებისას (>400 მგ/დღე-ღამეში) საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა და ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენებისგან თავის შეკავება ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ექიმი თვლის, რომ თერაპიის ინდივიდუალური პოტენციური სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკებს. განვითარების თანდაყოლილი მანკების ადრეული გამოვლენისთვის რეკომენდებულია ორსულობის მიმდინარეობაზე, განსაკუთრებით I ტრიმესტრში, მკაცრი დაკვირვება.
ლაქტაცია
ჰიდროქსილოროქინი გამოიყოფა დედის რძეში (სხეულის მასის მიხედვით კორექციის შემდეგ, დედის მიერ მიღებული დოზის 2%-ზე ნაკლები).
გამოყენება მხოლოდ მალარიის დროს: მალარიის მკურნალობის დროს ძუძუთი კვება შესაძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ჰიდროქსიქლოროქინი გამოიყოფა დედის რძეში, ეს რაოდენობა არასაკმარისია მალარიისგან დაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვილებში საჭიროა ცალკე ანტიმალარიული თერაპიის ჩატარება.
შეზღუდულია მონაცემები ძუძუთი კვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჰიდროქსიქლოროქინით ხანგრძლივი მკურნალობის დროს; პრეპარატის დანიშვნისას უნდა შეფასდეს ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენებასთან დაკავშირებული პოტენციური რისკისა და სარგებელის თანაფარდობა, გამოყენების ჩვენებისა და მკურნალობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით.
ფერტილობა
ადამიანში ფერტილობაზე ჰიდროქსიქლოროქინის ზემოქმედების მონაცემები არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით ნაჩვენებია, რომ ქლოროქინი აქვეითებს ფერტილობას მამრობითი სქესის ინდივიდებში.
- 7. ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პაციენტებმა უნდა დაიცვან სიფრთხილის ზომები სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან სამუშაოების შესრულების დროს, რომლებიც საჭიროებს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას, რადგან ჰიდროქსიქლოროქინს შეუძლია დაარღვიოს აკომოდაცია და მხედველობის სიმკვეთრე. თუ ეს მდგომარეობა შენარჩუნდა, დოზა შეიძლება დროებით შემცირდეს.
- 8. არასასურველი რეაქციები
არასასურველი რეაქციების სავარაუდო სიხშირის კლასიფიკაცია:
ძალიან ხშირად (>1/10);
ხშირად (>1/100 და <1/10);
არახშირად (>1/1000 და <1/100);
იშვიათად (>1/10000 და <1/1000);
ძალიან იშვიათად (<1/10000);
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია).
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
სიხშირე უცნობია: ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა, ანემია, აპლასტიური ანემია, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
სიხშირე უცნობია: ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი.
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები
ხშირად: ანორექსია.
სიხშირე უცნობია: ჰიპოგლიკემია, შესაძლებელია, პორფირიის გამწვავება.
ფსიქიკური დარღვევები
ხშირად: აფექტური ლაბილობა.
არახშირად: ნერვოზულობა.
სიხშირე უცნობია: ფსიქოზები, სუიციდური ქცევა, დეპრესია, ჰალუცინაცია, შფოთვა, აჟიტაცია, ცნობიერების არევა, ბოდვა, მანია, ძილის დარღვევა.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ხშირად: თავის ტკივილი.
არახშირად: თავბრუსხვევა.
სიხშირე უცნობია: კრუნჩხვა, ექსტრაპირამიდული აშლილობები, როგორიცაა კუნთების დისტონია, დისკინეზია და ტრემორი.
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
ხშირად: არამკვეთრი მხედველობა, დაკავშირებული აკომოდაციის დარღვევასთან (არის დოზადამოკიდებული და შექცევადი).
არახშირად: რეტინოპათია პიგმენტაციის ცვლილებებით და მხედველობის ველების დეფექტებით. საწყის ეტაპზე ეს არასასურველი რეაქციები ჩვეულებრივ შექცევადია ჰიდროქსიქლოროქინის მიღების შეწყვეტის შემდეგ. თუ მდგომარეობა კვლავ არადიაგნოსტირებულია და გრძელდება ბადურის დაზიანება, არსებობს მათი პროგრესირების რისკი პრეპარატის მოხსნის შემდეგაც კი. ბადურის ცვლილებები თავდაპირველად შეიძლება იყოს უსიმპტომო ან გამოვლინდეს პარაცენტრალური ან პერიცენტრალური ტიპის სკოტომებით, გარდამავალი სკოტომებით და ფერადი მხედველობის დარღვევებით.
შესაძლებელია რქოვანას ცვლილებები, მათ შორის შეშუპება და ამღვრევა. ეს ცვლილებები შეიძლება იყოს უსიმპტომო ან გამოიწვიოს მხედველობის ისეთი დარღვევები, როგორიცაა შარავანდის განვითარება, არამკვეთრი მხედველობა ან ფოტოფობია. ეს ცვლილებები შეიძლება იყოს გარდამავალი ან შექცევადი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
სიხშირე უცნობია: მაკულოპათია და მაკულური დეგენერაცია, რომლებიც შეიძლება იყოს შეუქცევადი.
დარღვევები სმენის ორგანოს და ლაბირინთის მხრივ
არახშირად: ვერტიგო, ხმაური ყურებში.
სიხშირე უცნობია: სმენის დაკარგვა.
დარღვევები გულის მხრივ
სიხშირე უცნობია: QT ინტერვალის გახანგრძლივება რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში, რაც შეიძლება იწვევდეს რიტმის დარღვევების განვითარებას („პირუეტის“ ტიპის არითმია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია).
კარდიომიოპათია, რომელიც შეიძლება იწვევდეს გულის უკმარისობას (ზოგ შემთხვევაში ლეტალური შედეგით).
გულის გამტარობის დარღვევები (როგორიცაა ჰისის კონის ფეხის ბლოკადა/ატრიოვენტრიკულური გამტარობის დარღვევები) და ორივე პარკუჭის ჰიპერტროფია შეიძლება მოწმობდეს ქრონიკული კარდიოტოქსიკურობის შესახებ.
პრეპარატის მოხსნისას შესაძლებელია ამ ცვლილებების უკუგანვითარება.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ძალიან ხშირად: ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა.
ხშირად: დიარეა, ღებინება.
ეს სიმპტომები ჩვეულებრივ გადის დოზის შემცირების ან პრეპარატის მოხსნისთანავე.
დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ
არახშირად: ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ნორმიდან გადახრა.
სიხშირე უცნობია: ღვიძლის წამლისმიერი დაზიანება, მათ შორის ჰეპატოცელულარული დაზიანება, მწვავე ჰეპატიტი და ღვიძლის ფულმინანტური უკმარისობა.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
ხშირად: კანზე გამონაყარი, ქავილი.
არახშირად: კანისა და ლორწოვანი გარსების პიგმენტაციის შეცვლა, თმის გაუფერულება და ალოპეცია. ეს ცვლილებები ჩვეულებრივ სწრაფად გადის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
სიხშირე უცნობია: მულტიფორმული ერითემა, ფოტოსენსიბილიზაცია, ექსფოლიაციური დერმატიტი, სვიტის სინდრომი, კანის მძიმე არასასურველი რეაქციები, სტივენს-ჯონსონის სინდრომის, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის, ეოზინოფილიის და სისტემური სიმპტომების (DRESS) თანხლებით კანზე სამკურნალწამლო რეაქციის, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზის (მგეპ) ჩათვლით. საჭიროა მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზის გამორჩევა ფსორიაზისგან, თუმცა ჰიდროქსილოროქინს შეუძლია გამოიწვიოს ფსორიაზის გამწვავება. მწვავე გენერალიზებულ ეგზანთემატოზურ პუსტულოზს შეიძლება თან ახლდეს ტემპერატურის მომატება და ჰიპერლეიკოციტოზი. პრეპარატის მოხსნის შემდეგ შედეგი, როგორც წესი, სასიკეთოა.
დარღვევები კუნთოვანი, ძვლოვანი და და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
არახშირად: სენსორულ-მოტორული დარღვევები.
სიხშირე უცნობია: ჩონჩხის კუნთების მიოპათია ან ნეირომიოპათია, რაც იწვევს პროქსიმალური კუნთოვანი ჯგუფების პროგრესირებად სისუსტეს და ატროფიას (მიოპათია შეიძლება იყოს შექცევადი პრეპარატის მოხსნის შემდეგ, მაგრამ სრული აღდგენისთვის შეიძლება საჭირო გახდეს რამდენიმე თვე), მყესების რეფლექსების დათრგუნვა და ნერვული გამტარობის დაქვეითება.
დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ
სიხშირე უცნობია: თირკმელების ფოსფოლიპიდოზი, რომელიც იწვევს თირკმელების დაზიანებას.
შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
სამკურნალო საშუალების „სარგებელი-რისკის” თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით, მისი რეგისტრაციის შემდეგ საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაგზავნა მნიშვნელოვანია. რეკომენდებულია, რომ სამედიცინო მუშაკმა გააგზავნოს შეტყობინება სამკურნალო საშუალების ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ ევრაზიის ეკონომიკური საბჭოს წევრი სახელმწიფოების არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებათა ნაციონალური სისტემების საშუალებით.
რუსეთის ფედერაცია
ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური
მისამართი: 109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკის მოედანი, სახლი 4, შ. 1
ტელეფონი: +7 (800) 550-99-03
ელექტრონული ფოსტა: [email protected] ან [email protected]
საიტი საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ქსელში „ინტერნეტი“:
http://www.roszdravnadzor.gov.ru
- 9. ჭარბი დოზირება
სიმპტომები
4-ამინოქინოლინის წარმოებულების დოზის გადაჭარბება განსაკუთრებით საშიშია ბავშვებში, პრეპარატის 1-2 გ-საც კი შეუძლია გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.
დოზის გადაჭარბების სიმპტომებს წარმოადგენს თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა, კოლაფსი, კრუნჩხვა, ჰიპოკალიემია, რიტმისა და გამტარობის დარღვევები, მათ შორის QT ინტერვალის გახანგრძლივება, „პირუეტის“ ტიპის ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია და პარკუჭების ფიბრილაცია, QRS-კომპლექსის გაფართოება, ბრადიარითმია, კვანძოვანი რიტმი, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა გულისა და სუნთქვის შემდგომი უეცარი პოტენციურად ფატალური გაჩერებით. დოზის გადაჭარბებისას საჭიროა პაციენტის სასწრაფო სამედიცინო დაკვირვება, რადგან ეს გართულებები შეიძლება გამოვლინდეს დოზის გადაჭარბებისთანავე.
მკურნალობა
დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს ღებინების გამოწვევა ან კუჭის ამორეცხვა ზონდით. აბსორბციის შენელება შეიძლება აქტივირებული ნახშირით პრეპარატის მიღებული დოზის სულ მცირე ხუთჯერ მეტი დოზით. მიზანშეწონილია დიაზეპამის პარენტერალური შეყვანა (ნაჩვენებია ქლოროქინის კარდიოტოქსიკურობის შემცირება მის ფონზე).
აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია და შოკის საწინააღმდეგო თერაპია.
დოზის გადაჭარბების სიმპტომების კუპირების შემდეგ საჭიროა მუდმივი სამედიცინო დაკვირვების გაგრძელება არანაკლებ 6 საათის განმავლობაში.
- ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1. ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპროტოზოული საშუალებები; მალარიის საწინააღმდეგო საშუალებები; ამინოქინოლინები.
ათქ კოდი: P01BA02.
მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები
პრეპარატ პლაქვენილს გააჩნია მალარიის საწინააღმდეგო თვისებები, ასევე აქვს ანთების საწინააღმდეგო და იმუნოდეპრესიული მოქმედება ქრონიკული დისკოიდური ან სისტემური წითელი მგლურას (სწმ) და მწვავე და ქრონიკული რევმატოიდული ართრიტის დროს. მისი მოქმედების მექანიზმი მალარიის, წითელი მგლურას და რევმატოიდული ართრიტის დროს ბოლომდე ცნობილი არ არის.
ჰიდროქსიქლოროქინს გააჩნია ზომიერი იმუნოსუპრესორის თვისებები, რევმატოიდული ფაქტორისა და მწვავე ფაზის რეაქციის კომპონენტების სინთეზის დათრგუნვით. ის ასევე, გროვდება ლეიკოციტებში, ლიზოსომური მემბრანების სტაბილიზაციით, და თრგუნავს ბევრი ფერმენტის, მათ შორის კოლაგენაზას და პროტეაზას აქტივობას, რომლებიც იწვევს ხრტილის დაშლას.
ეფექტიანობა სისტემური წითელი მგლურას და რევმატოიდული ართრიტის დროს უკავშირდება ჰიდროქსიქლოროქინის შემდეგ ანთების საწინააღმდეგო და იმუნომოდულირების ეფექტებს:
უჯრედშიდა pH მომატება იწვევს ანტიგენური პასუხის შენელებას და ამცირებს ჰისტოშეთავსების მთავარი კომპლექსის (ჰმკ) რეცეპტორების პეპტიდების შეკავშირებას. ანტიგენი-ჰმკ რეცეპტორების ნაკლები რაოდენობა აღწევს უჯრედის ზედაპირს, რაც იწვევს აუტოიმუნური პასუხის დაქვეითებას;
ფოსფოლიპაზა A2-ის აქტივობის დაქვეითება ლიზოსომური ფერმენტების მაღალი კონცენტრაციების დროს;
IL-1 და IL-6 ციტოკინების კონცენტრაციების დაქვეითება, რაც იწვევს აუტოიმუნური პასუხის კლინიკური და ლაბორატორიული მაჩვენებლების შემცირებას. რადგან არ არის გამა ინტერფერონის სინთეზის დარღვევა, ეს ეფექტები შეიძლება დაკავშირებული იყოს ციტოკინებზე სელექციურ მოქმედებასთან;
დნმ-ის და რნმ-ის პრე- ან(და) პოსტტრანსკრიპციის ინჰიბირება.
პრეპარატი აქტიურად თრგუნავს უსქესო ერითროციტულ ფორმებს, ასევე Plasmodium vivax და Plasmodium malariae-ს გამეტებს, რომლებიც ქრება სისხლიდან თითქმის უსქესო ფორმებთან ერთად. პრეპარატი პლაქვენილი არ მოქმედებს Plasmodium falciparum-ის გამეტებზე. პრეპარატი პლაქვენილი არაეფექტიანია Plasmodium falciparum-ის ქლოროქინის მიმართ რეზისტენტული შტამების მიმართ, ასევე არააქტიურია Plasmodium vivax, Plasmodium malariae და Plasmodium ovale-ს ერითროციტგარეთა ფორმების მიმართ, და ამიტომ არ შეუძლია ამ მიკროორგანიზმებით მოწამვლის თავიდან აცილება პროფილაქტიკის მიზნით მისი მიღებისას, ასევე არ შეუძლია ამ გამომწვევებით გამოწვეული დაავადების რეციდივის თავიდან აცილება.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
პერორალურად მიღებისას ჰიდროქსიქლოროქინი სწრაფად და თითქმის სრულად შეიწოვება. სისხლის პლაზმაში ჰიდროქსიქლოროქინის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა დაახლოებით 3-4 საათში. ჰიდროქსიქლოროქინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 79%-ს უზმოზე მიღების შემდეგ. საკვების მიღება არ ცვლის ჰიდროქსიქლოროქინის ბიოშეღწევადობას.
განაწილება
ჰიდროქსიქლოროქინი ხასიათდება განაწილების დიდი მოცულობით (5500ლ სისხლში, 44 000 ლ პლაზმაში) ქსოვილებში (თვალები, თირკმელები, ღვიძლი, ფილტვები) დაგროვების ხარჯზე, ასევე დამტკიცებულია დაგროვება სისხლის უჯრედებში სისხლსა და პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციის თანაფარდობით 7.2. ჰიდროქსიქლოროქინის დაახლოებით 50% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს.
ჰიდროქსიქლოროქინი გადის პლაცენტურ ბარიერს და უმნიშვნელო რაოდენობით ვლინდება დედის რძეში.
ბიოტრანსფორმაცია
ჰიდროქსიქლოროქინი მეტაბოლიზდება ორგანიზმში ძირითადად, N-დეზეთილჰიდროქსიქლოროქინის, და ორი სხვა, ქლოროქინის მეტაბოლიტებთან საერთო, მეტაბოლიტის, დეზეთილქლოროქინის და ბიდეზეთილქლოროქინის წარმოქმნით. in vitro კვლევებში ჰიდროქსიქლოროქინი მეტაბოლიზდება CYP2C8, CYP3A4 და CYP2D6 იზოფერმენტებით, ასევე FMO-1 და MAO-A-ს საშუალებით, CYP ან ფერმენტების მნიშვნელოვანი მონაწილეობის გარეშე.
ელიმინაცია
ჰიდროქსიქლოროქინს გააჩნია ელიმინაციის მრავალფაზიანი პროფილი საბოლოო ფაზაში ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდით 30-დან 50 დღემდე დიაპაზონში. ჰიდროქსიქლოროქინის ნახევარგამოყოფის ეფექტიანი პერიოდი შეადგენს 5.5 დღეს. სისხლში წონასწორული მდგომარეობის 90% მიიღწევა 5 კვირის განმავლობაში რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში პერორალურად 400 მგ ჰიდროქსიქლოროქინის სულფატის განმეორებით ერთხელ დღე-ღამეში მიღების შემდეგ. ჰიდროქსიქლოროქინის დოზის დაახლოებით 20-25% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით. მგლურას ან რევმატოიდული ართრიტის მქონე მოზრდილ პაციენტებში ჰიდროქსიქლოროქინის სულფატის პერორალურად ერთხელ დღე-ღამეში 200 მგ და 400 მგ დოზით ხანგრძლივი განმეორებითი მიღების შემდეგ სისხლში წონასწორული კონცენტრაციები შეადგენდა შესაბამისად დაახლოებით 450-490 ნგ/მლ და 870-970 ნგ/მლ.
ჰიდროქსიქლოროქინის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია დღე-ღამეში 200-დან 500 მგ-მდე თერაპიული დოზების დიაპაზონში.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
თირკმელების უკმარისობა
თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში ჰიდროქსიქლოროქინის ფარმაკოკინეტიკის მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არ არის, რადგან ჰიდროქსიქლოროქინი ძირითადად მეტაბოლიზდება, და დოზის მხოლოდ 20-25% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით. თირკმელების მძიმე ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში მოსალოდნელია ჰიდროქსიქლოროქინის ექსპოზიციის გაზრდა 17-30%-ით.
ღვიძლის უკმარისობა
ჰიდროქსიქლოროქინის ფარმაკოკინეტიკაზე ღვიძლის უკმარისობის გავლენა შესწავლილი არ არის. ღვიძლის საშუალო და მძიმე ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში მოსალოდნელია ჰიდროქსიქლოროქინის ექსპოზიციის გაზრდა 34-57%-ით.
ხანდაზმული პირები
რევმატოიდული ართრიტის მქონე ხანდაზმულ პაციენტებთან დაკავშირებით ხელმისაწვდომი შეზღუდული მონაცემები გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ჰიდროქსიქლოროქინის ექსპოზიცია რჩება იგივე დიაპაზონში, რაც უფრო ახალგაზრდა პაციენტებში.
ბავშვები
18 წლამდე ასაკის ბავშვებში ჰიდროქსიქლოროქინის ფარმაკოკინეტიკის მონაცემები არ არსებობს.
- ფარმაცევტული თვისებები
- 1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ბირთვი
ლაქტოზის მონოჰიდრატი
პოვიდონი (K25)
სიმინდის სახამებელი
მაგნიუმის სტეარატი
გარსი
ოპადრაი OY-L-28900, რომელიც შეიცავს:
ჰიპრომელოზას
მაკროგოლ-4000-ს
ტიტანის დიოქსიდს (E 171)
ლაქტოზის მონიჰიდრატს
- 2. არათავსებადობა
არ აღინიშნება.
- 3. ვარგისობის ვადა (შენახვის ვადა)
3 წელი.
- 4. სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
- 5. შეფუთვის აღწერილობა და შიგთავსი
15 ტაბლეტი პვქ და ალუმინის ფოლგის ბლისტერში.
4 ბლისტერი შეფუთვის ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
- 6. სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები გამოყენებული პრეპარატის ან მისი გამოყენების შემდეგ მიღებული ნარჩენების განადგურებისას და სხვა მანიპულაციები პრეპარატთან დაკავშირებით
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.
- სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
რუსეთი
სს “სანოფი რუსეთი“
მისამართი: 125375, ქ. მოსკოვი, ტვერის ქუჩა სახლი 22
ტელეფონი: +7 (495) 721-14-00
- 1 სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელი
მომხმარებელთა პრეტენზიები წარადგინეთ მისამართზე:
რუსეთის ფედერაცია
სს „სანოფი რუსეთი“
მისამართი: 125375, ქ. მოსკოვი, ტვერის ქუჩა, სახლი 22
ტელეფონი: +7 (495) 721-14-00
ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]
- სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი(ნომრები)
ЛП-№(006044)-(РГ-RU)
- პრეპარატის გაცემის კატეგორია
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
პრეპარატ პლაქვენილის ზოგადი დახასიათება ხელმისაწვდომია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის რეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების ერთიან რეესტრში და უფლებამოსილი ორგანოს (საექსპერტო ორგანიზაციის) ოფიციალურ საიტზე: https://lk.regmed.ru/Register/EAEU_SmPC
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


