პიკოვიტის სიროფი განკუთვნილია ბავშვებისათვის პროფილაქტიკური საშუალების სახით: მადის უქონლობისას; ინფექციური დაავადებების და გაციების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის გასაზრდელად; გადატანილი დაავადებების შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდში; არასაკმარისი ფიზიკური განვითარებისას (ზრდაში ჩამორჩენა); …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პანთენოლი (panthenol) + vitamin b1 + vitamin pp + vitamin d3 + vitamin b2 + vitamin b6 + ვიტამინი (vitamin) + vitamin b12
- ფორმა და შეფუთვა
- 150მლ სიროფი 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის მინის ფლაკონი №1 დოზირებულ კოვზთან ერთად შეფუთვაში
- მწარმოებელი
- KRKA d.d., Novo mesto, სლოვენია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვიტამინები, მულტივიტამინები
- ATC კოდი
- A11B
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-035539
- რეგისტრირებულია
- 15 ივნისი 2022, მოქმედებს 15 ივნისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- KRKA d.d., Novo mesto (სლოვენია)
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პიკოვიტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პიკოვიტის სიროფი განკუთვნილია ბავშვებისათვის პროფილაქტიკური საშუალების სახით:
მადის უქონლობისას;
ინფექციური დაავადებების და გაციების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის გასაზრდელად;
გადატანილი დაავადებების შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდში;
არასაკმარისი ფიზიკური განვითარებისას (ზრდაში ჩამორჩენა);
ვიტამინური პრეპარატის სახით ყოველდღიური კვების რაციონში, განსაკუთრებით ზამთრის და გაზაფხულის პერიოდებში;
მომატებული ფიზიკური და ნერვულ-ფსიქიკური დატვირთვისას სკოლის ასაკის ბავშვებში;
კომპლექსურ თერაპიაში ანტიბიოტიკების მიღებისას.
მიღების წესი და დოზირება
პიკოვიტის სიროფი მიიღება შიგნით.
1-3 წლის ასაკის ბავშვები: 1 საზომი კოვზი (5 მლ) სიროფი დღეში 2-ჯერ.
4-6 წლის ასაკის ბავშვები: 1 საზომი კოვზი (5 მლ) სიროფი დღეში 3-ჯერ.
7-143 წლის ასაკის ბავშვები: 1 საზომი კოვზი (5 მლ) სიროფი დღეში 3-ჯერ, მაქსიმუმ დღეში 4-ჯერ.
სიროფის მიცემა შეიძლება კოვზით ან ჩაისთან, წვენთან ან ხილის პიურესთან შერეული. არ შეიძლება რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადამეტება.
მადის უქონლობისას სიროფი მიიღება ყოველდღიურად 1 თვის განმავლობაში. განმეორებითი კურსი 1-3 თვის შემდეგ.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან დამხმარე კომპონენტების მიმართ
A და D ჰიპერვიტამინოზი
სიფრთხილის ზომები
თუ ვითარდება ალერგიული რეაქციები, პრეპარატის მიღება უნდა მოიხსნას.
სხვა ვიტამინებთან და ვიტამინურ-მინერალურ პრეპარატებთან ერთად მიღების წინ აუცილებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
რიბოფლავინის შემცველობის გამო შეიძლება აღინიშნოს შარდის ყვითელი შეფერილობა. ეს ეფექტი უსაფრთხოა.
პიკოვიტის სიროფი რეკომენდებული არ არის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის, რადგან სიროფის 5 მლ (1 საზომი კოვზი) შეიცავს 3 გ შაქარს.
1 წლამდე ასაკის ბავშვებში სიროფის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით და მეთვალყურეობით.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ურთიერთქმედების შესახებ ცნობილი არ არის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულმა ქალებმა და მეძუძურმა დედებამ შეიძლება მიიღონ ვიტამინები და მინერალები, ექიმის რეკომენდაციით. პიკოვიტის სიროფში ვიტამინების დოზები განკუთვნილია ბავშვებისთვის.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ცნობილი არ არის ავტომობილების და რთული მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის ზემოქმედების შესახებ.
პრეპარატი გავლენას არ ახდენს ბავშვებში მამოძრავებელ ფუნქციაზე.
სპეციალური ინფორმაცია ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
პიკოიტის სიროფი შეიცავს საქაროზას, გლუკოზას და საღებავს პუნცო 4R (Punceau 4R) (E124).
ეს პრეპარატი არ უნდა დაინიშნოს ფრუქტოზას გადაუტანლობის, გლუკოზა/გალაქტოზას მალაბსორბციის ან საქარაზა-იზომალტაზას იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმების მქონე პაციენტებისთვის. საღებავმა პუნცო 4R (Punceau 4R) (E124) შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციების განვითარება.
გვერდითი მოვლენები
შეიძლება აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
ალერგიული რეაქციების განვითარებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს და აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ჭარბი დოზა
რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას ინტოქსიკაცია არ არის მოსალოდნელი.
ძალიან მაღალი დოზებით ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს A და D ჰიპერვიტამინოზი, თუმცა დოზის გადაჭარბების რისკი მინიმალურია.
A ჰიპერვიტამინოზის სიმპტომები A ვიტამინის დიდი დოზების მოკლევადიანი გამოყენების შემდეგ არის მუცლის ტკივილი, ანორექსია, ღებინება, მხედველობის დარღვევა, თავის ტკივილი, არაკოორდინირებული მოძრაობა და კანის გაწითლება. A ვიტამინის დიდი დოზების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ქავილი, ტუჩებზე ნახეთქები, კონიუნქტივას ანთება, თვალების დაზიანება, სახსრების ტკივილი, ქრონიკული თავის ტკივილი და ხშირი ღებინება.
D ჰიპერვიტამინოზის სიმპტომები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს D ვიტამინის დიდი დოზების გამოყენების შემდეგ, არის ანორექსია, წონის დაკარგვა, დაღლილობა, დეზორიენტაცია, ღებინება, ყაბზობა ან დიარეა, პირში ლითონის გემო, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე და წყურვილი.
გამოშვები ფორმა
150 მლ სიროფი მუქი ფერის ფლაკონში, პლასტმასის საცობით, პირველი გახსნის კონტროლით.
1 ფლაკონი დოზირებიან კოვზთან და სამედიცინო გამოყენების ისნტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შემადგენლობა
სიროფის 5 მლ (1 კოვზი) შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
რეტინოლის პალმიტატის 1,7 მლნ სე/გ A ვიტამინი 900 სე
ქოლეკალციფეროლი 1 მლნ სე/გ (ვიტამინი D3) 100 სე
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) 50,00მგ
თიამინის მონონიტრატი (ვიტამინი B1) 1,00 მგ
რიბოფლავინის ნატრიუმის ფოსფატი (ვიტამინი B2) 1,00 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) 0,60 მგ
ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) 1,00 მკგ
ნიკოტინამიდი (ვიტამინი PP) 5,00 მგ
დექსპანთენოლი (D - პანთენოლი) 2,00 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
აგარი, ტრაგაკანტი, საქაროზა, გლუკოზა თხევადი, ფორთოხლის ზეთის არომატიზატორი, გრეიპფრუტის არომატიზატორი, ფორთოხლის არომატიზატორი, პოლისორბარი 80, ლომონმჟავას მონოჰიდრატი, საღებავი Ponceau 4R (E124), ნატრიუმის ბენზოატი, გასუფთავებული წყალი.
აღწერა: სქელი წებოვანი სითხე ღია ყვითელიდან მოყავისფრო-ნარინჯისფერამდე ოდნავ ხილული ჩანართების დასაშვები არსებობით. აქვს სასიამოვნო სურნელი და მომჟავო გემო.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 250C-ზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი.
სიროფი არ გამოიყენება ფლაკონის გახსნის შემდეგ 2 თვის განმავლობაში.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
ვიტამინები. პოლივიტამინები.
ათქ კოდი: A11BA.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
პიკოვიტი® შეიცავს ცხრა მნიშვნელოვან ვიტამინს, რომლებიც მონაწილეობენ ორგანიზმში მრავალი ბიოქიმიური პროცესის რეგულირებაში. ორგანიზმში ვიტამინების ეფექტები ძირითადად ფიზიოლოგიურია და არა ფარმაკოდინამიკური. ისინი მნიშვნელოვანია სასიცოცხლო ფუნქციებისა და ფსიქოფიზიკური მდგომარეობის შენარჩუნებისთვის.
ვიტამინი A მონაწილეობს სხვადასხვა ნივთიერებების (ცილების, ლიპიდების, მუკოპოლისაქარიდების) სინთეზში და უზრუნველყოფს კანის, ლორწოვანი გარსების, აგრეთვე მხედველობის ორგანოს ნორმალურ ფუნქციას.
ვიტამინი D3 მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში ფოსფორისა და კალციუმის ბალანსის შენარჩუნებაში. ძვლოვან ქსოვილში მისი ნაკლებობისას მცირდება კალციუმის შემცველობა (ოსტეოპოროზი).
ვიტამინი B1 ანორმალიზებს გულის მუშაობას და ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი B2 ხელს უწყობს ქსოვილების, მათ შორის კანის უჯრედების რეგენერაციის პროცესებს.
ვიტამინი B6 ხელს უწყობს ძვლების, კბილების, ღრძილების სტრუქტურისა და ფუნქციების შენარჩუნებას; ზეგავლენას ახდენს ერითროპოეზზე, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
B12 ვიტამინი მონაწილეობს ერითროპეზში, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. B ჯგუფის ვიტამინები მონაწილეობენ სხვადასხვა ფერმენტების წარმოქმნაში, რომლებიც არეგულირებენ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას.
ვიტამინი C მონაწილეობს რიგი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ჟანგვაში, შემაერთებელ ქსოვილებში ცვლის, ნახშირწყლების ცვლის, სისხლის შედედებისა და ქსოვილების რეგენერაციის რეგულაციაში, ის ასტიმულირებს სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნას, ანორმალიზებს კაპილარების გამტარობას. C ვიტამინი ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ, ამცირებს ანთებით რეაქციებს.
ვიტამინი PP და დ-პანთენოლი - კოფერმენტები, მონაწილეობენ ცილების მეტაბოლიზმში, ცხიმოვანი მჟავებისა და ქოლესტერინის სინთეზში, ენერგიის პროდუცირებაში და აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
ფარმაკოკინეტიკა
ფარმაკოკინეტიკური მონაცემები პიკოვიტის სიროფის შესახებ არ არსებობს. ცალკეული ვიტამინების დანიშნულება ორგანიზმში ცნობილია და აღწერილია ლიტერატურაში.
წყალში ხსნადი ვიტამინები (B ჯგუფის ვიტამინები და ვიტამინი C) ძალიან კარგად შეიწოვება იმ რაოდენობით, რაც აუცილებელია ორგანიზმის სადღეღამისო მოხმარებისთვის. ქსოვილების გაჯერების დონეზე მეტი რაოდენობა გამოიყოფა შარდით, ზოგიერთ შემთხვევაში კი განავლით. ისინი ორგანიზმში ინახება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით, ამიტომ ამ ვიტამინების რეგულარული მიღება მნიშვნელოვანია ქსოვილებში აუცილებელი კონცენტრაციების შესანარჩუნებლად.
ცხიმში ხსნადი ვიტამინები A და D პერორალურად მიღების შემდეგ კარგად შეიწოვება წვრილ ნაწლავში ცხიმების არსებობისას. ცხიმში ხსნადი ვიტამინების უფრო მაღალი რაოდენობები გროვდება ღვიძლში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
პიკოვიტი®
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: პიკოვიტი®
წამლის ფორმა: სიროფი.
შემადგენლობა:
სიროფის 5 მლ (1 კოვზი) შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
რეტინოლის პალმიტატის 1,7 მლნ სე/გ A ვიტამინი 900 სე
ქოლეკალციფეროლი 1 მლნ სე/გ (ვიტამინი D3) 100 სე
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) 50,00მგ
თიამინის მონონიტრატი (ვიტამინი B1) 1,00 მგ
რიბოფლავინის ნატრიუმის ფოსფატი (ვიტამინი B2) 1,00 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) 0,60 მგ
ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) 1,00 მკგ
ნიკოტინამიდი (ვიტამინი PP) 5,00 მგ
დექსპანთენოლი (D - პანთენოლი) 2,00 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
აგარი, ტრაგაკანტი, საქაროზა, გლუკოზა თხევადი, ფორთოხლის ზეთის არომატიზატორი, გრეიპფრუტის არომატიზატორი, ფორთოხლის არომატიზატორი, პოლისორბარი 80, ლომონმჟავას მონოჰიდრატი, საღებავი Ponceau 4R (E124), ნატრიუმის ბენზოატი, გასუფთავებული წყალი.
აღწერა: სქელი წებოვანი სითხე ღია ყვითელიდან მოყავისფრო-ნარინჯისფერამდე ოდნავ ხილული ჩანართების დასაშვები არსებობით. აქვს სასიამოვნო სურნელი და მომჟავო გემო.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინები. პოლივიტამინები.
ათქ კოდი: A11BA.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
პიკოვიტი® შეიცავს ცხრა მნიშვნელოვან ვიტამინს, რომლებიც მონაწილეობენ ორგანიზმში მრავალი ბიოქიმიური პროცესის რეგულირებაში. ორგანიზმში ვიტამინების ეფექტები ძირითადად ფიზიოლოგიურია და არა ფარმაკოდინამიკური. ისინი მნიშვნელოვანია სასიცოცხლო ფუნქციებისა და ფსიქოფიზიკური მდგომარეობის შენარჩუნებისთვის.
ვიტამინი A მონაწილეობს სხვადასხვა ნივთიერებების (ცილების, ლიპიდების, მუკოპოლისაქარიდების) სინთეზში და უზრუნველყოფს კანის, ლორწოვანი გარსების, აგრეთვე მხედველობის ორგანოს ნორმალურ ფუნქციას.
ვიტამინი D3 მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში ფოსფორისა და კალციუმის ბალანსის შენარჩუნებაში. ძვლოვან ქსოვილში მისი ნაკლებობისას მცირდება კალციუმის შემცველობა (ოსტეოპოროზი).
ვიტამინი B1 ანორმალიზებს გულის მუშაობას და ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი B2 ხელს უწყობს ქსოვილების, მათ შორის კანის უჯრედების რეგენერაციის პროცესებს.
ვიტამინი B6 ხელს უწყობს ძვლების, კბილების, ღრძილების სტრუქტურისა და ფუნქციების შენარჩუნებას; ზეგავლენას ახდენს ერითროპოეზზე, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
B12 ვიტამინი მონაწილეობს ერითროპეზში, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. B ჯგუფის ვიტამინები მონაწილეობენ სხვადასხვა ფერმენტების წარმოქმნაში, რომლებიც არეგულირებენ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას.
ვიტამინი C მონაწილეობს რიგი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ჟანგვაში, შემაერთებელ ქსოვილებში ცვლის, ნახშირწყლების ცვლის, სისხლის შედედებისა და ქსოვილების რეგენერაციის რეგულაციაში, ის ასტიმულირებს სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნას, ანორმალიზებს კაპილარების გამტარობას. C ვიტამინი ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ, ამცირებს ანთებით რეაქციებს.
ვიტამინი PP და დ-პანთენოლი - კოფერმენტები, მონაწილეობენ ცილების მეტაბოლიზმში, ცხიმოვანი მჟავებისა და ქოლესტერინის სინთეზში, ენერგიის პროდუცირებაში და აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
ფარმაკოკინეტიკა
ფარმაკოკინეტიკური მონაცემები პიკოვიტის სიროფის შესახებ არ არსებობს. ცალკეული ვიტამინების დანიშნულება ორგანიზმში ცნობილია და აღწერილია ლიტერატურაში.
წყალში ხსნადი ვიტამინები (B ჯგუფის ვიტამინები და ვიტამინი C) ძალიან კარგად შეიწოვება იმ რაოდენობით, რაც აუცილებელია ორგანიზმის სადღეღამისო მოხმარებისთვის. ქსოვილების გაჯერების დონეზე მეტი რაოდენობა გამოიყოფა შარდით, ზოგიერთ შემთხვევაში კი განავლით. ისინი ორგანიზმში ინახება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით, ამიტომ ამ ვიტამინების რეგულარული მიღება მნიშვნელოვანია ქსოვილებში აუცილებელი კონცენტრაციების შესანარჩუნებლად.
ცხიმში ხსნადი ვიტამინები A და D პერორალურად მიღების შემდეგ კარგად შეიწოვება წვრილ ნაწლავში ცხიმების არსებობისას. ცხიმში ხსნადი ვიტამინების უფრო მაღალი რაოდენობები გროვდება ღვიძლში.
გამოყენების ჩვენებები
პიკოვიტის სიროფი განკუთვნილია ბავშვებისათვის პროფილაქტიკური საშუალების სახით:
მადის უქონლობისას;
ინფექციური დაავადებების და გაციების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის გასაზრდელად;
გადატანილი დაავადებების შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდში;
არასაკმარისი ფიზიკური განვითარებისას (ზრდაში ჩამორჩენა);
ვიტამინური პრეპარატის სახით ყოველდღიური კვების რაციონში, განსაკუთრებით ზამთრის და გაზაფხულის პერიოდებში;
მომატებული ფიზიკური და ნერვულ-ფსიქიკური დატვირთვისას სკოლის ასაკის ბავშვებში;
კომპლექსურ თერაპიაში ანტიბიოტიკების მიღებისას.
გამოყენების წესი და დოზები
პიკოვიტის სიროფი მიიღება შიგნით.
1-3 წლის ასაკის ბავშვები: 1 საზომი კოვზი (5 მლ) სიროფი დღეში 2-ჯერ.
4-6 წლის ასაკის ბავშვები: 1 საზომი კოვზი (5 მლ) სიროფი დღეში 3-ჯერ.
7-143 წლის ასაკის ბავშვები: 1 საზომი კოვზი (5 მლ) სიროფი დღეში 3-ჯერ, მაქსიმუმ დღეში 4-ჯერ.
სიროფის მიცემა შეიძლება კოვზით ან ჩაისთან, წვენთან ან ხილის პიურესთან შერეული. არ შეიძლება რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადამეტება.
მადის უქონლობისას სიროფი მიიღება ყოველდღიურად 1 თვის განმავლობაში. განმეორებითი კურსი 1-3 თვის შემდეგ.
გვერდითი მოქმედება
შეიძლება აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
ალერგიული რეაქციების განვითარებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს და აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან დამხმარე კომპონენტების მიმართ
A და D ჰიპერვიტამინოზი
ურთიერთქმედება პრეპარატებთან
ურთიერთქმედების შესახებ ცნობილი არ არის.
განსაკუთრებული მითითებები
თუ ვითარდება ალერგიული რეაქციები, პრეპარატის მიღება უნდა მოიხსნას.
სხვა ვიტამინებთან და ვიტამინურ-მინერალურ პრეპარატებთან ერთად მიღების წინ აუცილებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
რიბოფლავინის შემცველობის გამო შეიძლება აღინიშნოს შარდის ყვითელი შეფერილობა. ეს ეფექტი უსაფრთხოა.
პიკოვიტის სიროფი რეკომენდებული არ არის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის, რადგან სიროფის 5 მლ (1 საზომი კოვზი) შეიცავს 3 გ შაქარს.
1 წლამდე ასაკის ბავშვებში სიროფის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით და მეთვალყურეობით.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ორსულმა ქალებმა და მეძუძურმა დედებამ შეიძლება მიიღონ ვიტამინები და მინერალები, ექიმის რეკომენდაციით. პიკოვიტის სიროფში ვიტამინების დოზები განკუთვნილია ბავშვებისთვის.
ზემოქმედება ავტომობილების და რთული მექანიზმების მართვის უნარზე
ცნობილი არ არის ავტომობილების და რთული მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის ზემოქმედების შესახებ.
პრეპარატი გავლენას არ ახდენს ბავშვებში მამოძრავებელ ფუნქციაზე.
სპეციალური ინფორმაცია ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
პიკოიტის სიროფი შეიცავს საქაროზას, გლუკოზას და საღებავს პუნცო 4R (Punceau 4R) (E124).
ეს პრეპარატი არ უნდა დაინიშნოს ფრუქტოზას გადაუტანლობის, გლუკოზა/გალაქტოზას მალაბსორბციის ან საქარაზა-იზომალტაზას იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმების მქონე პაციენტებისთვის. საღებავმა პუნცო 4R (Punceau 4R) (E124) შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციების განვითარება.
დოზის გადაჭარბება
რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას ინტოქსიკაცია არ არის მოსალოდნელი.
ძალიან მაღალი დოზებით ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს A და D ჰიპერვიტამინოზი, თუმცა დოზის გადაჭარბების რისკი მინიმალურია.
A ჰიპერვიტამინოზის სიმპტომები A ვიტამინის დიდი დოზების მოკლევადიანი გამოყენების შემდეგ არის მუცლის ტკივილი, ანორექსია, ღებინება, მხედველობის დარღვევა, თავის ტკივილი, არაკოორდინირებული მოძრაობა და კანის გაწითლება. A ვიტამინის დიდი დოზების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ქავილი, ტუჩებზე ნახეთქები, კონიუნქტივას ანთება, თვალების დაზიანება, სახსრების ტკივილი, ქრონიკული თავის ტკივილი და ხშირი ღებინება.
D ჰიპერვიტამინოზის სიმპტომები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს D ვიტამინის დიდი დოზების გამოყენების შემდეგ, არის ანორექსია, წონის დაკარგვა, დაღლილობა, დეზორიენტაცია, ღებინება, ყაბზობა ან დიარეა, პირში ლითონის გემო, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე და წყურვილი.
გამოშვები ფორმა
150 მლ სიროფი მუქი ფერის ფლაკონში, პლასტმასის საცობით, პირველი გახსნის კონტროლით.
1 ფლაკონი დოზირებიან კოვზთან და სამედიცინო გამოყენების ისნტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 250C-ზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი.
სიროფი არ გამოიყენება ფლაკონის გახსნის შემდეგ 2 თვის განმავლობაში.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი
„კრკა დ.დ“, ნოვო მესტო, სლოვენია, შმარიეშკა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია
ორგანიზაციის დასახელება და მისამართი, რომელიც იღებს პრეტენზიებს (წინადადებებს) სამკურნალო საშუალებების ხარისხის შესახებ უზბეკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე
„კრკა დ.დ, ნოვო მესტო“-ს წარმომადგენლობა უზბეკეთის რესპუბლიკაში
100015, უზბეკეთის რესპუბლიკა, ქ. ტაშკენტი, აფროსიაბის ქ. 14
ტელ: +99871 150 2828, +99871 150 2929
ტელეფაქსი: +99871 150 1044
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


