პიკოვიტის პასტილებს აქვთ სასიამოვნო გემო და განკუთვნილია უპირველეს ყოვლისა ბავშვებისათვის: მადის უქონლობისას; სკოლის ასაკის ბავშვებში გადაღლისას; არასაკმარისი ფიზიკური განვითარებისას (ზრდაში ჩამორჩენა); დამატების სახით ანტიბიოტიკებით მკურნალობისას; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- vitamin b2 + vitamin b1 + vitamin pp + ვიტამინი (vitamin) + vitamin d3 + vitamin b12 + folic acid + calcium hydrogen phosphate + vitamin b6 + vitamin b5
- ფორმა და შეფუთვა
- პასტილა №30 (2X15)
- მწარმოებელი
- KRKA d.d., Novo mesto, სლოვენია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვიტამინები, მულტივიტამინები
- ATC კოდი
- A11BA
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-035538
- რეგისტრირებულია
- 15 ივნისი 2022, მოქმედებს 15 ივნისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- KRKA d.d., Novo mesto (სლოვენია)
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პიკოვიტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პიკოვიტის პასტილებს აქვთ სასიამოვნო გემო და განკუთვნილია უპირველეს ყოვლისა ბავშვებისათვის:
მადის უქონლობისას;
სკოლის ასაკის ბავშვებში გადაღლისას;
არასაკმარისი ფიზიკური განვითარებისას (ზრდაში ჩამორჩენა);
დამატების სახით ანტიბიოტიკებით მკურნალობისას;
ვიტამინური პრეპარატის სახით კვების ყოველდღიურ რაციონში, განსაკუთრებით ზამთრის და გაზაფხულის პერიოდებში.
მიღების წესი და დოზირება
4-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებულია დღე-ღამეში 4-5 პასტილის მიღება.
7-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებულია დღე-ღამეში 5-7 პასტილის მიღება.
პიკოვიტის პასტილებს აქვს სასიამოვნო გემო, პირში უნდა გაჩერდეს სრულ შეწოვამდე. პრეპარატის მიღების კურსი 20-30 დღე. განმეორებითი კურსი 1-3 თვის შემდეგ ან ექიმის რეკომენდაციით.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური კომპონენტების და დამხმარე ნივთიერებების მიმართ
A და D ჰიპერვიტამინოზი
სიფრთხილის ზომები
თუ ვითარდება ალერგიული რეაქციები, პრეპარატი უნდა მოიხსნას.
შეიძლება აღინიშნოს შარდის ყვითელი შეფერილობა - არ არის საზიანო და აიხსნება პრეპარატში რიბოფლავინის არსებობით.
სხვა ვიტამინების, ვიტამინ-მინერალების და/ან მინერალური პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას, აუცილებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
პიკოვიტი შეუძლიათ მიიღონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა, მაგრამ გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ სადღეღამისო დოზა შეიცავს 2,4-4,2 გ შაქარს. ყოველი პასტილი შეიცავს 0.6 გ შაქარს.
პიკოვიტის პასტილები რეკომენდებული არ არის 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ზოგიერთი პრეპარატის იმავდროულად მიღებამ (მაგალითად, ტეტრაციკლინები, ქინოლონები, ქოლესტირამინი) შეიძლება გამოიწვიოს კალციუმის იონებთან ურთიერთქმედება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულმა ქალებმა და მეძუძურმა დედებამ შეიძლება მიიღონ ვიტამინები და მინერალები ექიმის რეკომენდაციით. პიკოვიტის პასტილების ვიტამინების და მინერალების დოზირება განკუთვნილია ბავშვებისთვის.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ცნობილი არ არის ავტომობილების და რთული მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედების შესახებ.
პრეპარატი გავლენას არ ახდენს ბავშვებში მამოძრავებელ ფუნქციაზე.
სპეციალური ინფორმაცია ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
პიკოიტის პასტილები შეიცავს ლაქტოზას, საქაროზას, გლუკოზას, სორბიტოლს (E420) და საღებავს პუნცო 4R (E124).
ეს პრეპარატი არ უნდა დაინიშნოს ფრუქტოზას გადაუტანლობის, გლუკოზა/გალაქტოზას მალაბსორბციის ან საქარაზა-იზომალტაზას იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმების მქონე პაციენტებისთვის. საღებავმა პუნცო 4R (E124) შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.
გვერდითი მოვლენები
ძალიან იშვიათად (<1/10 000)
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):
მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსური რეაქცია), რომლებიც ვლინდება კანზე გამონაყარის, ჭინჭრის ციების და სუნთქვის გაძნელების სახით.
თუ განვითარდა ალერგიული რეაქციები, მკურნალობა უნდა შეწყდეს და კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. მძიმე ალერგიული რეაქციების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა მოიხსნას და კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზა
პიკოვიტის რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას ინტოქსიკაცია არ არის მოსალოდნელი.
ძალიან მაღალი დოზებით ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს A და D ჰიპერვიტამინოზი, თუმცა დოზის გადაჭარბების რისკი მინიმალურია.
A ჰიპერვიტამინოზის სიმპტომები A ვიტამინის დიდი დოზების მოკლევადიანი გამოყენების შემდეგ არის მუცლის ტკივილი, ანორექსია, ღებინება, მხედველობის დარღვევა, თავის ტკივილი, არაკოორდინირებული მოძრაობა და კანის გაწითლება. A ვიტამინის დიდი დოზების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ქავილი, ტუჩებზე ნახეთქები, კონიუნქტივას ანთება, თვალების დაზიანება, სახსრების ტკივილი, ქრონიკული თავის ტკივილი და ხშირი ღებინება.
D ჰიპერვიტამინოზის სიმპტომები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს D ვიტამინის დიდი დოზების გამოყენების შემდეგ, არის ანორექსია, წონის დაკარგვა, დაღლილობა, დეზორიენტაცია, ღებინება, ყაბზობა ან დიარეა, პირში ლითონის გემო, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე და წყურვილი.
გამოშვები ფორმა
პასტილები
15 პასტილები პვქ/პვდქ/პვქ ფოლგის და ალუმინის ფოლგის ბლისტერებში.
2 ან 4 ბლისტერი მოთავსებულია სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შემადგენლობა
1 პასტილა შეიცავს
აქტიური ნივთიერებები:
A ვიტამინის პალმიტატის კონცენტრატი (სინთეზური
ზეთოვანი ფორმა) 1,7 მლნ სე/გ 0, 35 მგ
ქოლეკალციფეროლის კონცენტრატი (ზეთოვანი ფორმა)
1 მლნ სე/გ (ვიტამინი D3) 0,08 მგ
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) 10,00მგ
თიამინის მონონიტრატი (ვიტამინი B1) 0,25 მგ
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) 0,30 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) 0,30 მგ
ციანოკობალამინი 0,1% მანიტოლში (B12) 0,20 მგ
ნიკოტინამიდი (ვიტამინი PP) 3,00 მგ
ფოლიუმის მჟავა 0,04 მგ
კალციუმის პანთოტენატი (ვიტამინი B5) 1,20 მგ
კალციუმის ჰიდროფოსფატი 43,00 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, არომატიზატორი ფორთოხლის ზეთი 05073, პოლისორბატი 80, გლიცეროლი, აბუსალათინის ზეთი გაუსუფთავებელი, ლიმონმჟავა, სორბიტოლი, თხევადი გლუკოზა (მშრალი ნივთიერება), ქაფის ჩამქრობი 1510, მაგნიუმის სტეარატი, კაპოლი 600 ფარმა, თხევადი პარაფინი, პოვიდონი, საქაროზა.
1 პასტილა წითელი ფერის შეიცავს დამატებით საღებავს პონცო 4R (E124), ტიტანის დიოქსიდი (E171).
1 პასტილა ყვითელი ფერის შეიცავს დამატებით საღებავს ნარინჯისფერს (E110), საღებავი ქინოლონი ყვითელი (E104), ტიტანის დიოქსიდი (E171).
1 პასტილა ნარინჯისფერი შეიცავს დამატებით საღებავს ნარინჯისფერს (E110), ტიტანის დიოქსიდი (E171).
1 პასტილა მწვანე ფერის შეიცავს დამატებით საღებავს ლურჯი ინდიგოტინი (E132), საღებავი ქინოლონი ყვითელი (E104), ტიტანის დიოქსიდი (E171).
აღწერა: მრგვალი, ორმხრივ ამობურცული პასტილები წითელი, ყვითელი, მწვანე და ნარინჯისფერი.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 250C-ზე, ტენისა და სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
პოლივიტამინები სხვა მინერალური ნივთიერებებით.
ათქ კოდი: A11AA03.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოკინეტიკა
რთული კომპოზიციის გამო და იმის გამო, რომ ვიტამინები და მინერალები, როგორც წესი, გხვდება კვების რაციონში, ვიტამინების დოზების კვლევა, რომლებსაც შეიცავს პიკოვიტის პასტილები, შეუძლებელია.
წყალში ხსნადი ვიტამინები (B ჯგუფის ვიტამინები, ვიტამინი C და ბიოტინი) კარგად შეიწოვება იმ რაოდენობით, რაც აუცილებელია სადღეღამისო მოხმარებისთვის. ზედმეტი რაოდენობა გამოიყოფა შარდით, ზოგიერთ შემთხვევაში კი განავლით. ეს ვიტამინები ორგანიზმში ინახება შეზღუდული რაოდენობით, ამიტომ ისინი მუდმივად უნდა მოხვდეს ორგანიზმში, რომ შენარჩუნებული იყოს მათი ადეკვატური კონცენტრაცია ქსოვილებში.
ცხიმების არსებობისას, ცხიმში ხსნადი ვიტამინები A და D, დანიშნული პერორალურად, კარგად შეიწოვება წვრილ ნაწლავში. E ვიტამინის შეწოვა შედარებით დაბალია (დოზის 25%-დან 85%-მდე). დიდი დოზებით მოხმარებისას ეს ვიტამინები გროვდება ღვიძლში და შედეგად, უფრო ტოქსიკურია, ვიდრე წყალში ხსნადი ვიტამინები.
კალციუმის იონები შეიწოვება წვრილ ნაწლავში აქტიური ტრანსპორტისა და პასიური დიფუზიის გზით. კალციუმის 45% უკავშირდება პლაზმის ცილებს. ზედმეტი კალციუმი, ძირითადად გამოიყოფა შარდით და განავლით.
ფოსფატები შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან აქტიური ტრანსპორტისა და პასიური დიფუზიის გზით; ნაწილდება პლაზმაში, უჯრედშორის სითხეში, უჯრედების მემბრანებში, კოლაგენში და ძვლოვან ქსოვილებში. ფოსფატების დიდი ნაწილი შეიწოვება წვრილ ნაწლავში და გამოიყოფა ძირითადად შარდით.
ფარმაკოდინამიკა
პიკოვიტის პასტილები შეიცავს ვიტამინებს კალციუმთან და ფოსფორთან ერთად.
ვიტამინები - ნივთიერებები, რომლებსაც აქვთ მაღალი ბიოლოგიური მნიშვნელობა და მონაწილეობენ ორგანიზმში მრავალი ბიოლოგიური პროცესის რეგულირებაში. ვიტამინების და მინერალების ზეგავლენა ორგანიზმში, ძირითადად, ფიზიოლოგიურია და არა ფარმაკოდინამიკური.
B ჯგუფის ვიტამინები (B1, B2, B6, პანთოტენის მჟავა და ნიკოტინამიდი) მონაწილეობენ ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების ცვლაში, აგრეთვე ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში.
A ვიტამინი აუცილებელია ეპითელიური უჯრედების განვითარებისა და მხედველობის პიგმენტის სინთეზისთვის.
D ვიტამინი არეგულირებს კალციუმის ცვლას და მისი გამოყენება ხელს უწყობს ძვლების სათანადო ზრდას და კბილების მინერალიზაციას.
C ვიტამინი ხელს უწყობს ორგანიზმში რკინის შეწოვას და მონაწილეობს მრავალრიცხოვან ჟანგვა-აღდგენით პროცესში.
მინერალები ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის. ისინი შედიან შემაერთებელი ქსოვილების შემადგენლობაში ან წარმოადგენენ ფერმენტებისა და ჰორმონების კატალიზატორებს და კომპონენტებს. კალციუმი და ფოსფორი გადამწყვეტ როლს ასრულებენ ძვლებისა და კბილების მინერალიზაციაში. კალციუმის იონები ააქტიურებენ მრავალ ფერმენტს, ისინი მონაწილეობენ გულის კუნთების ტონუსის რეგულაციაში და ნერვული იმპულსების გადაცემაში, აგრეთვე არეგულირებენ უჯრედების მემბრანების გამტარობას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
პიკოვიტი®
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: პიკოვიტი®
წამლის ფორმა: პასტილები.
შემადგენლობა:
1 პასტილა შეიცავს
აქტიური ნივთიერებები:
A ვიტამინის პალმიტატის კონცენტრატი (სინთეზური
ზეთოვანი ფორმა) 1,7 მლნ სე/გ 0, 35 მგ
ქოლეკალციფეროლის კონცენტრატი (ზეთოვანი ფორმა)
1 მლნ სე/გ (ვიტამინი D3) 0,08 მგ
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) 10,00მგ
თიამინის მონონიტრატი (ვიტამინი B1) 0,25 მგ
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) 0,30 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) 0,30 მგ
ციანოკობალამინი 0,1% მანიტოლში (B12) 0,20 მგ
ნიკოტინამიდი (ვიტამინი PP) 3,00 მგ
ფოლიუმის მჟავა 0,04 მგ
კალციუმის პანთოტენატი (ვიტამინი B5) 1,20 მგ
კალციუმის ჰიდროფოსფატი 43,00 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, არომატიზატორი ფორთოხლის ზეთი 05073, პოლისორბატი 80, გლიცეროლი, აბუსალათინის ზეთი გაუსუფთავებელი, ლიმონმჟავა, სორბიტოლი, თხევადი გლუკოზა (მშრალი ნივთიერება), ქაფის ჩამქრობი 1510, მაგნიუმის სტეარატი, კაპოლი 600 ფარმა, თხევადი პარაფინი, პოვიდონი, საქაროზა.
1 პასტილა წითელი ფერის შეიცავს დამატებით საღებავს პონცო 4R (E124), ტიტანის დიოქსიდი (E171).
1 პასტილა ყვითელი ფერის შეიცავს დამატებით საღებავს ნარინჯისფერს (E110), საღებავი ქინოლონი ყვითელი (E104), ტიტანის დიოქსიდი (E171).
1 პასტილა ნარინჯისფერი შეიცავს დამატებით საღებავს ნარინჯისფერს (E110), ტიტანის დიოქსიდი (E171).
1 პასტილა მწვანე ფერის შეიცავს დამატებით საღებავს ლურჯი ინდიგოტინი (E132), საღებავი ქინოლონი ყვითელი (E104), ტიტანის დიოქსიდი (E171).
აღწერა: მრგვალი, ორმხრივ ამობურცული პასტილები წითელი, ყვითელი, მწვანე და ნარინჯისფერი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პოლივიტამინები სხვა მინერალური ნივთიერებებით.
ათქ კოდი: A11AA03.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოკინეტიკა
რთული კომპოზიციის გამო და იმის გამო, რომ ვიტამინები და მინერალები, როგორც წესი, გხვდება კვების რაციონში, ვიტამინების დოზების კვლევა, რომლებსაც შეიცავს პიკოვიტის პასტილები, შეუძლებელია.
წყალში ხსნადი ვიტამინები (B ჯგუფის ვიტამინები, ვიტამინი C და ბიოტინი) კარგად შეიწოვება იმ რაოდენობით, რაც აუცილებელია სადღეღამისო მოხმარებისთვის. ზედმეტი რაოდენობა გამოიყოფა შარდით, ზოგიერთ შემთხვევაში კი განავლით. ეს ვიტამინები ორგანიზმში ინახება შეზღუდული რაოდენობით, ამიტომ ისინი მუდმივად უნდა მოხვდეს ორგანიზმში, რომ შენარჩუნებული იყოს მათი ადეკვატური კონცენტრაცია ქსოვილებში.
ცხიმების არსებობისას, ცხიმში ხსნადი ვიტამინები A და D, დანიშნული პერორალურად, კარგად შეიწოვება წვრილ ნაწლავში. E ვიტამინის შეწოვა შედარებით დაბალია (დოზის 25%-დან 85%-მდე). დიდი დოზებით მოხმარებისას ეს ვიტამინები გროვდება ღვიძლში და შედეგად, უფრო ტოქსიკურია, ვიდრე წყალში ხსნადი ვიტამინები.
კალციუმის იონები შეიწოვება წვრილ ნაწლავში აქტიური ტრანსპორტისა და პასიური დიფუზიის გზით. კალციუმის 45% უკავშირდება პლაზმის ცილებს. ზედმეტი კალციუმი, ძირითადად გამოიყოფა შარდით და განავლით.
ფოსფატები შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან აქტიური ტრანსპორტისა და პასიური დიფუზიის გზით; ნაწილდება პლაზმაში, უჯრედშორის სითხეში, უჯრედების მემბრანებში, კოლაგენში და ძვლოვან ქსოვილებში. ფოსფატების დიდი ნაწილი შეიწოვება წვრილ ნაწლავში და გამოიყოფა ძირითადად შარდით.
ფარმაკოდინამიკა
პიკოვიტის პასტილები შეიცავს ვიტამინებს კალციუმთან და ფოსფორთან ერთად.
ვიტამინები - ნივთიერებები, რომლებსაც აქვთ მაღალი ბიოლოგიური მნიშვნელობა და მონაწილეობენ ორგანიზმში მრავალი ბიოლოგიური პროცესის რეგულირებაში. ვიტამინების და მინერალების ზეგავლენა ორგანიზმში, ძირითადად, ფიზიოლოგიურია და არა ფარმაკოდინამიკური.
B ჯგუფის ვიტამინები (B1, B2, B6, პანთოტენის მჟავა და ნიკოტინამიდი) მონაწილეობენ ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების ცვლაში, აგრეთვე ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში.
A ვიტამინი აუცილებელია ეპითელიური უჯრედების განვითარებისა და მხედველობის პიგმენტის სინთეზისთვის.
D ვიტამინი არეგულირებს კალციუმის ცვლას და მისი გამოყენება ხელს უწყობს ძვლების სათანადო ზრდას და კბილების მინერალიზაციას.
C ვიტამინი ხელს უწყობს ორგანიზმში რკინის შეწოვას და მონაწილეობს მრავალრიცხოვან ჟანგვა-აღდგენით პროცესში.
მინერალები ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის. ისინი შედიან შემაერთებელი ქსოვილების შემადგენლობაში ან წარმოადგენენ ფერმენტებისა და ჰორმონების კატალიზატორებს და კომპონენტებს. კალციუმი და ფოსფორი გადამწყვეტ როლს ასრულებენ ძვლებისა და კბილების მინერალიზაციაში. კალციუმის იონები ააქტიურებენ მრავალ ფერმენტს, ისინი მონაწილეობენ გულის კუნთების ტონუსის რეგულაციაში და ნერვული იმპულსების გადაცემაში, აგრეთვე არეგულირებენ უჯრედების მემბრანების გამტარობას.
გამოყენების ჩვენებები
პიკოვიტის პასტილებს აქვთ სასიამოვნო გემო და განკუთვნილია უპირველეს ყოვლისა ბავშვებისათვის:
მადის უქონლობისას;
სკოლის ასაკის ბავშვებში გადაღლისას;
არასაკმარისი ფიზიკური განვითარებისას (ზრდაში ჩამორჩენა);
დამატების სახით ანტიბიოტიკებით მკურნალობისას;
ვიტამინური პრეპარატის სახით კვების ყოველდღიურ რაციონში, განსაკუთრებით ზამთრის და გაზაფხულის პერიოდებში.
გამოყენების წესი და დოზები
4-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებულია დღე-ღამეში 4-5 პასტილის მიღება.
7-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებულია დღე-ღამეში 5-7 პასტილის მიღება.
პიკოვიტის პასტილებს აქვს სასიამოვნო გემო, პირში უნდა გაჩერდეს სრულ შეწოვამდე. პრეპარატის მიღების კურსი 20-30 დღე. განმეორებითი კურსი 1-3 თვის შემდეგ ან ექიმის რეკომენდაციით.
გვერდითი მოქმედება
ძალიან იშვიათად (<1/10 000)
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):
მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსური რეაქცია), რომლებიც ვლინდება კანზე გამონაყარის, ჭინჭრის ციების და სუნთქვის გაძნელების სახით.
თუ განვითარდა ალერგიული რეაქციები, მკურნალობა უნდა შეწყდეს და კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. მძიმე ალერგიული რეაქციების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა მოიხსნას და კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური კომპონენტების და დამხმარე ნივთიერებების მიმართ
A და D ჰიპერვიტამინოზი
ურთიერთქმედება პრეპარატებთან
ზოგიერთი პრეპარატის იმავდროულად მიღებამ (მაგალითად, ტეტრაციკლინები, ქინოლონები, ქოლესტირამინი) შეიძლება გამოიწვიოს კალციუმის იონებთან ურთიერთქმედება.
განსაკუთრებული მითითებები
თუ ვითარდება ალერგიული რეაქციები, პრეპარატი უნდა მოიხსნას.
შეიძლება აღინიშნოს შარდის ყვითელი შეფერილობა - არ არის საზიანო და აიხსნება პრეპარატში რიბოფლავინის არსებობით.
სხვა ვიტამინების, ვიტამინ-მინერალების და/ან მინერალური პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას, აუცილებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
პიკოვიტი შეუძლიათ მიიღონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა, მაგრამ გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ სადღეღამისო დოზა შეიცავს 2,4-4,2 გ შაქარს. ყოველი პასტილი შეიცავს 0.6 გ შაქარს.
პიკოვიტის პასტილები რეკომენდებული არ არის 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ორსულმა ქალებმა და მეძუძურმა დედებამ შეიძლება მიიღონ ვიტამინები და მინერალები ექიმის რეკომენდაციით. პიკოვიტის პასტილების ვიტამინების და მინერალების დოზირება განკუთვნილია ბავშვებისთვის.
ზემოქმედება ავტომობილების და რთული მექანიზმების მართვის უნარზე
ცნობილი არ არის ავტომობილების და რთული მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედების შესახებ.
პრეპარატი გავლენას არ ახდენს ბავშვებში მამოძრავებელ ფუნქციაზე.
სპეციალური ინფორმაცია ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
პიკოიტის პასტილები შეიცავს ლაქტოზას, საქაროზას, გლუკოზას, სორბიტოლს (E420) და საღებავს პუნცო 4R (E124).
ეს პრეპარატი არ უნდა დაინიშნოს ფრუქტოზას გადაუტანლობის, გლუკოზა/გალაქტოზას მალაბსორბციის ან საქარაზა-იზომალტაზას იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმების მქონე პაციენტებისთვის. საღებავმა პუნცო 4R (E124) შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.
დოზის გადაჭარბება
პიკოვიტის რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას ინტოქსიკაცია არ არის მოსალოდნელი.
ძალიან მაღალი დოზებით ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს A და D ჰიპერვიტამინოზი, თუმცა დოზის გადაჭარბების რისკი მინიმალურია.
A ჰიპერვიტამინოზის სიმპტომები A ვიტამინის დიდი დოზების მოკლევადიანი გამოყენების შემდეგ არის მუცლის ტკივილი, ანორექსია, ღებინება, მხედველობის დარღვევა, თავის ტკივილი, არაკოორდინირებული მოძრაობა და კანის გაწითლება. A ვიტამინის დიდი დოზების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ქავილი, ტუჩებზე ნახეთქები, კონიუნქტივას ანთება, თვალების დაზიანება, სახსრების ტკივილი, ქრონიკული თავის ტკივილი და ხშირი ღებინება.
D ჰიპერვიტამინოზის სიმპტომები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს D ვიტამინის დიდი დოზების გამოყენების შემდეგ, არის ანორექსია, წონის დაკარგვა, დაღლილობა, დეზორიენტაცია, ღებინება, ყაბზობა ან დიარეა, პირში ლითონის გემო, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე და წყურვილი.
გამოშვები ფორმა
პასტილები
15 პასტილები პვქ/პვდქ/პვქ ფოლგის და ალუმინის ფოლგის ბლისტერებში.
2 ან 4 ბლისტერი მოთავსებულია სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 250C-ზე, ტენისა და სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი
„კრკა დ.დ“, ნოვო მესტო, სლოვენია, შმარიეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია
ორგანიზაციის დასახელება და მისამართი, რომელიც იღებს პრეტენზიებს (წინადადებებს) სამკურნალო საშუალებების ხარისხის შესახებ უზბეკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე
„კრკა დ.დ, ნოვო მესტო“-ს წარმომადგენლობა უზბეკეთის რესპუბლიკაში
100015, უზბეკეთის რესპუბლიკა, ქ. ტაშკენტი, აფროსიაბის ქ. 14
ტელ: +99871 150 2828, +99871 150 2929
ტელეფაქსი: +99871 150 1044
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


