პერგოვერისი 150 სე/75 სე
Pergoveris® 150 IU/75 IU
პერგოვერისი გამოიყენება ფოლიკულების ზრდის სტიმულირებისთვის LH და FSH-ის მძიმე დეფიციტის მქონე ქალებში.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- lutropin alfa + follitropin alfa
- ფორმა და შეფუთვა
- 150სე + 75სე ლიოფილიზებული ფხვნილი კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 1მლ გამხსნელი (საინექციო წყალი) ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Merck Serono S.A., შვეიცარია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, გონადოტროპინები
- ATC კოდი
- G03GA30
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036178
- რეგისტრირებულია
- 12 აგვისტო 2022, მოქმედებს 13 მარტი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Sona-Pharm LLC (უკრაინა)
- განმცხადებელი
- სონა-ფარმის ფილიალი საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პერგოვერისი 150 სე/75 სე — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პერგოვერისი გამოიყენება ფოლიკულების ზრდის სტიმულირებისთვის LH და FSH-ის მძიმე დეფიციტის მქონე ქალებში.
მიღების წესი და დოზირება
პერგოვერისი-თ მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ უშვილობის მკურნალობის გამოცდილების მქონე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
LH და FSH-ის დეფიციტის მქონე ქალებში (ჰიპოგონადოტროპული ჰიპოგონადიზმი) პერგოვერისი-თ მკურნალობის მიზანს წარმოადგენს ფოლიკულური ზრდის სტიმულირება, რომელსაც ადამიანის ქორიონული ჰორმონის (hLH) შეყვანის შემდეგ მოჰყვება ფოლიკულის საბოლოო მომწიფება. პერგოვერისი გამოიყენება ყოველდღიული ინექციების სახით. თუ პრეპარატი გამოიყენება ამენორეის და ენდოგენური ესტრადიოლის დაბალი დონის მქონე პაციენტებში, მკურნალობის დაწყება შესაძლებელია ნებისმიერ დროს.
რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება 1 ფლაკონის შიგთავსის შეყვანით ყოველდღიურად. ნაკლები დოზის გამოყენებისას, ფოლიკულური რეაქცია შეიძლება იყოს არასათანადო ლუტროპინ ალფას არასაკმარისი რაოდენობის გამო.
მკურნალობის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, პაციენტის საპასუხო რეაქციის მიხედვით, რომლის კონტროლი ხორციელდება ულტრაბგერითი კვლევით ფოლიკულის ზომის და ესტროგენების დონის მონიტორინგის საფუძველზე.
თუ საჭიროდ ჩაითვალა FSH დოზის გაზრდა, დოზის ტიტრაცია უნდა ხდებოდეს 7-14 დღიანი ინტერვალებით და რეკომენდებულია მატება 37,5-75 სე-თ ფოლიტროპინ ალფას რეგისტრირებული პრეპარატის გამოყენებით. ერთ ციკლზე სტიმულირების ხანგრძლივობა შესაძლო გაიზარდოს 5 კვირამდე.
ოპტიმალური პასუხის მიღებისას, პერგოვერისის ბოლო ინექციიდან 24-48 საათის განმავლობაში უნდა მოხდეს 250 მკგ ადამიანის რეკომბინანტური ქორიონული გონადოტროპინის (r-hCG) ან 5000-10000 სე ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის (hCG) ერთჯერადი ინექცია. სქესობრივი კონტაქტი რეკომენდებულია hCG-ის შეყვანის და მომდევნო დღეს.
კლინიკური შემხვევის განხილვის შემდეგ, ექიმს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ალტერნატივის სახით ჩაატაროს საშვილოსნოსშიდა განაყოფიერება ან დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების სხვა პროცედურა.
შესაძლებელია საჭირო გახდეს ლუტეინის ფაზის შენარჩუნება, ვინაიდან ოვულაციის შემდეგ ლუთეოტროპული ეფექტის მქონე ნივთიერებების (LH /hCG) ნაკლებობას შეუძლია ყვითელი სხეულის ნაადრევი უკმარისობის გამოწვევა.
საკვერცხეების სტიმულაციის მიმართ ზედმეტი საპასუხო რეაქციის განვითარებისას უნდა მოხდეს მკურნალობის შეჩერება და hCG-ს ინექციის გაუქმება. თერაპიის კურსის განახლება შესაძლებელია მომდევნო ციკლზე r-FSH-ის ნაკლები დოზის გამოყენებით.
პრეპარატის პირველი ინექცია უნდა განხორციელდეს უშუალოდ სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. ექიმის ზედამხედველობის გარეშე პერგოვერისი®-თ მკურნალობა შეუძლიათ მხოლოდ მაღალმოტივირებულ და გათვითცნობიერებულ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ კონსულტაციის მიღების საშუალება.
ბავშვები
პედიატრიულ პოპულაციაში არ არსებობს პრეპარატის გამოყენების ჩვენება.
თუ პაციენტი დამოუკიდებლად იყენებს პრეპარატ პერგოვერისს, მან ყურადღებით უნდა წაიკითხოს მოცემული ინსტრუქცია:
დაიბანეთ ხელები. ძალიან მნიშნელოვანია, რომ ხელები და ყველა საგანი, რომელსაც გამოიყენებთ იყოს მაქსიმალურად სუფთა.
მოამზადეთ სუფთა ზედაპირი და მოათავსეთ მასზე: პრეპარატის ფლაკონი, გამხსნელის ფლაკონი, 2 სპირტიანი ტამპონი, შპრიცი, 1 ნემსი ხსნარის მოსამზადებლად და 1 ნემსი კანქვეშ შესაყვანად, უტილიზაციისთვის საჭირო კონტეინერი.
28384512319000
- მოხსენით დამცავი ხუფი გამხსნელის ფლაკონიდან. ხსნარის მოსამზადებელი ნემსი გაუკეთეთ შპრიცს. მოხსენით დამცავი ნემსს და შეუშვით შპრიცში ჰაერი 1 მლ ნიშნულამდე. შეიყვანეთ ნემსი გამხსნელის ფლაკონში მისი რეზინის საცობის გაჩხვლეტით, დააჭირეთ დგუშს და შეიყვანეთ ჰაერი ფლაკონში. გადმოატრიალეთ ფლაკონი და სრულად ამოიღეთ გამხსნელი ფლაკონიდან. მოათავსეთ შპრიცი გამხსნელით სუფთა ზედაპირზე ისე, რომ არ შეეხოთ ნემსს.
47434521145500
საინექციო ხსნარის მომზადება: მოხსენით დამცავი თავსახური პერგივერისი-ს ლიოფილიზატის შემცველ ფლაკონს, აიღეთ შპრიცი და შეიყვანეთ გამხსნელი ფლაკონში ლიოფილიზატით. ნელი წრიული მოძრაობებით მოატრიალეთ ფლაკონი ნემსის ამოუღებლად. არ შეანჯღრიოთ! ლიოფილიზატის სრული გახსნის შემდეგ დარწმუნდით, რომ ხსნარი გამჭვირვალეა და არ შეიცავს ნაწილაკებს. გადმოატრიალეთ ფლაკონი და მიღებული ხსნარი ნელა ამოიღეთ შპრიცში.
5207006350000
- შეცვალეთ ნემსი ინექციის გასაკეთებელი ნემსით და მოაშორეთ ჰაერის ბუშტუკები შპრიციდან. მოათავსეთ იგი ვერტიკალურ მდგომარეობაში, ნემსით ზევით და ფრთხილად დააკაკუნეთ, რომ ბუშტუკები მოგროვდნენ ზედა ნაწილში. დააჭირეთ ფრთხილად დგუშს მანამდე, სანამ ყველა ბუშტუკი არ გაქრება.
1403358128000
- ხსნარის მომზადების შემდეგ გაიკეთეთ კანქვეშა ინექცია ისე, როგორც გასწავლეს (მაგალითად მუცელში ან ბარძაყის წინა ნაწილში). გაწმინდეთ არჩეული უბანი სპირტიანი ტამპონით, კანისაგან გააკეთეთ ნაკეცი და შეიყვანეთ ნემსი 45-90° კუთხით. არ შეიყვანოთ წამალი უშუალოდ ვენაში! ინექციისას ნელა დააჭირეთ დგუშს ხსნარის სრულ შეყვანამდე. ამის შემდეგ ნელა ამოიღეთ ნემსი და წრიული მოძრაობით დაამუშავეთ ინექციის ადგილი სპირტიანი ტამპონით.
- მოახდინეთ ყველა გამოყენებული საგნის უტილიზაცია: ინექციის დასრულებისთანავე ყველა ნემსი და ცარიელი შუშის ფლაკონები მოათავსეთ კონტეინერში მჩხვლეტავი საგნებისთვის. გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის სხვა კომპონენტის მიმართ;
ჰიპოთალამუსის ან ჰიპოფიზის სიმსივნე;
საშვილოსნოს, საკვერცხის ან სარძევე ჯირკვლის კარცინომა.
დაუდგენელი ეტიოლოგიის გინეკოლოგიური სისხლდენები;
საკვერცხეების გადიდება ან კისტა, როდესაც ეტიოლოგია უცნობია;
პერგოვერისი არ გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც მკურნალობაზე ადექვატური პასუხი არ არის მოსალოდნელი:
საკვერცხეების პირველადი უკმარისობა;
სიფრთხილის ზომები
ბიოლოგიური პრეპარატების კარგი მიკვლევადობის უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა ჩაიწეროს პრეპარატის დასახელება და სერია.
ვინაიდან პერგოვერისს® გააჩნია ძლიერი გონადოტროპული მოქმედება, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა გვერდითი მოვლენების გამოწვევა მსუბუქიდან მძიმემდე, მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ უშვილობის მკურნალობის გამოცდილების მქონე ექიმის დანიშნულებით.
მკურნალობის დაწყებამდე წყვილი უნდა იყოს გამოკვლეული მკურნალობის მიმართ მისი შესაბამისობის და ორსულობის შესაძლო უკუჩვენებების დასადგენად. პაციენტები უნდა იყვნენ გამოკვლეული ჰიპოთირეოზზე, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობაზე, ჰიპერპროლაქტინემიაზე და საჭიროების შემთხვევაში დაენიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
გონადოტროპინებით მკურნალობის დროს ექიმს და სხვა სამედიცინო მუშაკებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი დრო და საჭირო აპარატურა მკურნალობის მონიტორინგისათვის. პერგოვერისი®-თ ეფექტური და უსაფრთხო მკურნალობისთვის საჭიროა ოვარიალური პასუხის მუდმივი მონიტორინგი, რომელიც საჭიროებს ულტრაბგერით კონტროლს, უპირატესად სისხლში ესტრადიოლოს დონის განსაზღვრასთან ერთად. FSH/LH გამოყენებაზე პაციენტების რეაქცია ინდივიდუალურია, ზოგი პაციენტი FSH/LH გამოყენებაზე რეაგირებს ძალიან სუსტად. საჭიროა მინიმალური ეფექტური დოზების გამოყენება მკურნალობის მიზნიდან გამომდინარე.
პორფირიის ან ანამნეზში პორფირიის მქონე პაციენტებში, პერგოვერისი®-თ მკურნალობა საჭიროებს მუდმივ მონიტორირებას. მდგომარეობის გაუარესების ან დაავადებების პირველი ნიშნების გაჩენისას უნდა მოხდეს მკურნალობის შეწყვეტა.
საკვერცხეების კონტროლირებადი სტიმულირების დროს მოსალოდნელია მათი გადიდება. ეს ხშირად აღინიშნება პოლიკისტოზური საკვერცხეების მქონე ქალებში და უკუვითარდება სპეციფიური მკურნალობის გარეშე.
საკვერცხეების გაურთულებელი გადიდებისგან გასხვავებით, სჰს-სინდრომია, რომლის სიმპტომების გამოვლინება დამოკიდებულია მის სიმძიმეზე. იგი მოიცავს საკვერცხეების მნიშვნელოვან გადიდებას, სასქესო სტეროიდების დონის მატებას სისხლის პლაზმაში და სისხლძარღვების განვლადობის ზრდას, რაც იწვევს მუცლის, პლევრალურ და, იშვიათად, პერიკარდულ ღრუში სითხის გამოჟონვას.
მძიმე ხარისხის სჰს დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები: მუცლის ტკივილი და შებერილობა, საკვერცხეების მნიშვნელოვანი გადიდება, წონის მომატება, ქოშინი, ოლიგურია და გამოვლინებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევის, ღებინების და დიარეის ჩათვლით.
კლინიკური შეფასებისას შესაძლებელია: ჰიპოვოლემია, ჰემოკონცენტრაცია, ელექტროლიტური დისბალანსი, ასციტი, ჰემოპერიტონიუმი, პლევრალური გამონაჟონი, ჰიდროთორაქსი და მძიმე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი, თრომბოემბოლია.
ძალიან იშვიათ შემთხვევაში სჰს შეიძლება გართულდეს საკვერცხის გადახლართვით და თრომბოემბოლიური გართულებებით ( ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, იშემიური ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი).
სჰს განვითარების რისკ-ფაქტორებია: ახალგაზრდა ასაკი, სხეულის დაბალი მასა, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, ეგზოგენური გონადოტროპინების მაღალი დონე, ესრტადიოლის მაღალი აბსოლუტური და სწრაფად მზარდი დონე (>900 პგ/მლ ან >3300 პმოლ/ლ ანოვულაციის დროს), სჰს არსებობა ანამნეზში და მზარდი ფოლიკულების დიდი რაოდენობა (>3 ფოლიკული დიამეტრით >14 მმ ოვულაციის დროს).
პერგოვერისის და FSH რეკომენდებული დოზების და შეყვანის რეჟიმის დაცვას შეუძლია მინიმუმამდე დაიყვანოს სჰს განვითარების რისკი. რეკომენდებულია სტიმულაციის ციკლების მონიტორინგი ულტრაბგერის საშუალებით და სისხლის პლაზმაში ესტრადიოლის დონის განსაზღვრით რისკ-ფაქტორების ადრეული აღმოჩენისთვის.
დამტკიცებულია, რომ hCG თამაშობს საკვანძო როლს სჰს ჩამოყალიბებაში და ეს სინდრომი უფრო მძიმეა და ხანგრძლივია ორსულობის დადგომისას. შესაბამისად, სჰს ისეთი სიმპტომების გაჩენისას, როგორიცაა პლაზმის ესტრადიოლის დონე 5500 პგ/მლ ან 20200 პმოლ/მლ ან/და ≥40 ფოლიკულების არსებობა, hCG-თი მკურნალობა უნდა შეჩერდეს და პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს სქესობრივი კავშირისგან ან გამოიყენოს კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი მინიმუმ 4 დღის განმავლობაში. სჰს შეუძლია სწრაფი პროგრესირება (24 საათის განმავლობაში) და რამდენიმე დღის განმავლობაში შეუძლია სერიოზული გართულებების გამოწვევა. ყველაზე ხშირად სჰს ვითარდება ჰორმონალური თერაპიის შეწყვეტისას და პიკს აღწევს 7-10 დღეში. როგორც წესი, სჰს სპონტანურად განიცდის უკუგანვითარებას მენსტრუაციის დადგომისას.
მძიმე ხარისხის სჰს განვითარებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს. საჭიროა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და სათანადო მკურნალობის დაწყება. ყველაზე ხშირად ეს სინდრომი ვითარდება საკვერცხეების პოლიკისტოზის მქონე ქალებში.
სჰს განვითარების რისკის შემთხვევაში განიხილება ჰორნომალური თერაპიის შეწყვეტის საკითხი.
აღწერილია საკვერცხეების გადახლართვის შემთხვევები გონადოტროპინების სხვა პრეპარატების გამოყენების შემდეგ. ეს შეიძლება იყოს განპირობებული სხვა რისკ-ფაქტორებით: სჰს, ორსულობა, ანამნეზში ჩატარებული აბდომინალური ოპერაციები, საკვერცხეების გადახლართვა ანამნეზში, არსებული საკვერცხეების კისტები და ანამნეზში საკვერცხეების პოლიკისტოზის ან საკვერცხეების კისტების არსებობა. შემცირებული სისხლის მიმოქცევის გამო საკვერცხეების დაზიანება შეიძლება თავიდან აცილებული იყოს ადრეული დიაგნოსტიკისა და დეტორსიის სწრაფი ჩატარებით.
ოვულაციის ინდუქციის დროს მრავალნაყოფიანი ორსულობის და მშობიარობის სიხშირე მეტია, ვიდრე ბუნებრივი დაორსულებისას. ყველაზე ხშირია- ორნაყოფიანი ორსულობა.
მრავალნაყოფიანი ორსულობის დროს იზრდება მშობიარობის და პერინატალური გართულებების რისკი. მრავალნაყოფიანი ორსულობის რისკის შესამცირებლად საჭიროა ოვარიალური პასუხის გულმოდგინე მონიტორინგი.
მკურნალობის წინ პაციენტი უნდა იყოს გაფრთხილებული მრავალნაყოფიანი ორსულობის შესაძლო რისკის შესახებ. მრავალნაყოფიან ორსულობაზე ეჭვის შემთხვევაში, განიხილება საკითხი მკურნალობის შეწყვეტის შესახებ.
ოვულაციის ინდუქციის დროს ფოლიკულური სტიმულაციის ჩატარებისას ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის ალბათობა მეტია ბუნებრივ განაყოფიერებასთან შედარებით.
ანამნეზში საშვილოსნოს მილების დაავადებების მქონე ქალებში საშვილოსნოსგარე ორსულობის რისკი მეტია როგორც ბუნებრივი ორსულობის დროს, ასევე უშვილობის მკურნალობის შედეგად დამდგარი ორსულობის დროს. არსებობს შეტყობინებები, რომ საშვილოსნოსგარე ორსულობის რისკი მეტია რეპროდუქტიული ტექნოლოგიების გამოყენების შემთხვევაში საერთო პოპულაციასთან შედარებით.
არსებობს შეტყობინებები საკვერცხების სიმსივნეების და რეპროდუქტიული სისტემის ახალწარმონაქმნების, როგორც კეთილთვისებიანის ასევე ავთვისებიანის, ქალებში, რომლებიც იყენებდნენ უშვილობის მკურნალობისას რამდენიმე პრეპარატს. ამ დროისთვის არ არის დადგენილი, ზრდის თუ არა გონადოტროპინების გამოყენება სიმსივნეების განვითარების რისკს.
დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებისას განვითარების თანდაყოლილი ანომალიების განვითარების რისკი შესაძლოა ოდნავ უფრო მაღალი იყოს, ვიდრე ფიზიოლოგიური დაორსულების დროს, რაჩ შესაძლოა დაკავშირებული იყოს მშობლების ფაქტორთან (დედის ასაკი, სპერმის მაჩვენებლები) და მრავალნაყოფიანი ორსულობასთან.
ახლო მომავალში გადატანილი, არსებული თრომბოემბოლიის ან მისი განვითარების რისკ-ფაქტორების (პირადი ან ოჯახური ანამნეზი, თრომბოფილია ან მძიმე ხარისხის სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი >30 კგ/მ2) მქონე ქალებში იზრდება ასეთი გართულებების რისკი გონადოტროპინებით მკურნალობისას. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს გონადოტროპინების გამოყენების სარგებელის და შესაძლო რისკების შეფასება. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ თვით ორსულობა, სჰს-ს მსგავსად, ასევე ზრდის თრომბოემბოლიის განვითარების რისკს.
პერგოვერისი® შეიცავს 1 მმოლ ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს 1 დოზამდე, ანუ ითვლება რომ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
ორსულობისა და ლაქტაცია
ორსულობისას პერგოვერისი-ს გამოყენების ჩვენებები არ არსებობს. შეზღუდული მონაცემების საფუძველზე ფოლიტრონ ალფას და ლუტროპინ ალფას გამოყენებისას და კონტროლირებადი ოვარიალური სტიმულირების შემდეგ არ არის გამოვლენილი არასასურველი ზეგავლენა ორსულობაზე, ემბრიონის განვითარებაზე, მშობიარობასა და ბავშვის პოსტნატალურ განვითარებაზე. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით არ დადგინდა გონადოტროპინების ტერატოგენული ეფექტები. ორსულობის დროს გამოყენების შესახებ არასაკმარისი კლინიკური მონაცემების გამო ტერატოგენული მოქმედების გამორიცხვა ვერ ხერხდება.
პერგოვერისი არ გამოიყენება ლაქტაციის დროს.
პრეპარატის მოქმედება ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პერგოვერსს არ გააჩნია, ან გააჩნია სუსტი ზემოქმედება ავტომობილის მართვასა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სხვა პრეპარატებთან ერთად პერგივერისი®-ს შეყვანა ერთ ინექციაში არ არის რეკომენდებული, ფოლიტროპინ ალფას გამოკლებით, ვინაიდან კვლევებით დამტკიცებულია, რომ მათ ერთდროულ გამოყენებას არ გააჩნია მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქტიური სუბსტანციების აქტივობაზე, სტაბილურობაზე, ფარმაკოდინამიურ და ფარმაკოკინეტიურ თვისებებზე.
გვერდითი მოვლენები
ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენებს წარმოადგენენ: თავის ტკივილი, საკვერცხეების კისტების განვითარება და რეაქციები ინექციის ადგილას (ტკივილი, ერითემა, შეშუპება და/ან გაღიზიანება ინექციის ადგილას).
ხშირად ვითარდება საკვერცხეების მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (სჰს), რომელიც განიხილება, როგორც სტიმულაციის პროცედურის მოსალოდნელი რისკი. მძიმე ხარისხის სჰს ვითარდება არახშირად.
თრომბოემბოლია ვითარდება ძალიან იშვიათად და, როგორც წესი, დაკავშირებულია მძიმე ხარისხის სჰს-სთან.
გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი.
გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია მათი განვითარების სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (1/10), ხშირი (1/100 ან <1/10), არახშირი (1/1000 ან <1/100), იშვიათი (1/10000 ან <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000), უცნობი (სიხშირის დადგენა არსებული მონაცემებით შეუძლებელია).
ძალიან ხშირად:
ნერვული სისტემა: თავის ტკივილი.
რეპროდუქტიული სისტემა და სარძევე ჯირკვლეები: საკვერცხეების კისტა.
საერთო გვერდითი მოვლენები და გამოვლინებები ინექციის ადგილას: რეაქციები ინექციის ადგილას (ტკივილი, ერითემა, ჰემატომა, შეშუპება და/ან გაღიზიანება ინექციის ადგილას).
ხშირად:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: ტკივილი მუცლის არეში, შებერილობა, დისკომფორტი, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, დიარეა.
რეპროდუქტიული სისტემა და სარძევე ჯირკვლეები: მსუბუქი და საშუალო სიმძიმის სჰს (შესაბამისი სიმპტომატიკით), სარძევე ჯირკვლების ტკივილი, ტკივილი მენჯის არეში.
არახშირად:
რეპროდუქტიული სისტემა და სარძევე ჯირკვლეები: მძიმე ხარისხის სჰს (შესაბამისი სიმპტომატიკით).
იშვიათად:
რეპროდუქტიული სისტემა და სარძევე ჯირკვლეები: მძიმე ხარისხის სჰს-ს გართულება.
ძალიან იშვიათად:
იმუნური სისტემა: ჰიპერმგრძნობელობის რეაციები მსუბუქი ხარისხიდან მძიმე ხარისხამდე, ანაფილაქტური რეაქციების და შოკის ჩათვლით.
სისხლძარღვოვანი სისტემა: თრომბოემბოლია, ჩვეულებრივ მძიმე ხარისხის სჰს-თან კომბინაციაში.
სასუნთქი გზები, გულ-მკერდის ორგანოები და შუასაყრი: ბრონქული ასთმის გამწვავება ან მიმდინარეობის გართულება.
ჭარბი დოზა
პერგოვერისით ჭარბი დოზირების სიმპტომები უცნობია. ჭარბი დიზორებისას არსებობს სჰს განვითარების რისკი.
მკურნალობა სიმპტომურია.
შემადგენლობა
ერთი ფლაკონი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ფოლიტროპინ ალფა- 150 სე (11 მკგ-ს ექვივალენტი), ლუტროპინ ალფა-75 სე (3 მკგ-ს ექვივალენტი)
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, პოლისორბატი-20, მეთიონინი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატ მონოჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, კონცენტრირებული ფოსფორის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი.
გამხსნელი: საინექციო წყალი.
აღწერილობა
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ლიოფილიზებული მასა კონგლომერატის სახით.
შენახვის პირობები
3 წელი.
ერთჯერადი გამოყენებისას დაუყოვნებლივ ხსნარის მომზადების შემდეგ.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სასქესო ჰორმონები და და სასქესო სისტემის მოდულატორები, გონადოტროპინები და ოვულაციის სხვა სტიმულატორები. გონადოტროპინები. კომბინაციები.
ათქ კოდი: G03GA30.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
პერგოვერისი - კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს ფოლიკულომასტიმულირებელ ჰორმონს (FSH) (ფოლიტროპინ ალფა, r-hFSH) და მალუთეინიზირებელ ჰორმონს (LH), (ლუტროპინ ალფა, r-hLH), რომელბიც მიიღება გენური ინჟინერიის მეთოდების გამოყენებით.
მალუთეინიზირებელ ჰორმონი (LH) და ფოლიკულომასტიმულირებელ ჰორმონი (FSH) გამოიყოფა ჰიპოფიზის წინა წილიდან გონადოტროპინ-რილიზინგ-ჰორმონის საპასუხოდ და ერთდროულად მოქმედებენ ფოლიკულების განვითარებასა და ოვულაციაზე. ტეკის უჯრედებში LH ასტიმულირებს ანდროგენების სეკრეციას, რომლებიც გრანულურ უჯრედებში არომატაზას დახმარებით გარდაიქმნებიან ესტრადიოლად (E2). გრანულურ უჯრედებში FSH ასტიმულირებს ოვარიალური ფოლიკულების განვითარებას, მაშინ, როდესაც LH მონაწილეობს ფოლიკულების ზრდაში, სტეროიდოგენეზში და ფოლიკულების მომწიფებაში. r-hFSH შეყვენის შემდეგ იზრდება ინჰიბინისა და ესტრადიოლის დონეები ფოლიკულების შემდგომი ზრდით. ინჰიბინის შრატისმიერი დონე სწრაფად იზრდება და აღენიშნება r-hFSH შეყვენიდან მესამე დღეს, ხოლო ესტრადიოლის მატებას სჭირდება მეტი დრო და ის მატულობს მკურნალობის მე-4 დღიდან. საერთო ფოლიკულური მოცულობა იზრდება მკურნალობის დაწყებიდან და r-hFSH ყოველდღიური შეყვენიდან დაახლოებით 4-5 დღეში, და პაციენტის საპასუხო რექციის გათვალისწინებით მაქსიმუმს აღწევს გონადოტროპინების შეყვანის დაწყებიდან 10 დღეში. r-hLH შეყვანის ძირითად ეფექტს E2-ს სეკრეციის დოზადამოკიდებული ზრდა წარმოადგენს. E2 აძლიერებს r-hFSH ზემოქმედებას ფოლიკულურ ზრდაზე.
კლინიკურ კვლევებში FSH-ს და LH–ის მძიმე დეფიციტი განისაზღვრებოდა
სისხლის შრატში LH ენდოგენური დონით <1,2 სე/ლ. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ LH–ის განსაზღვრისას სხვადასხვა ლაბორატორიებში შესაძლებელია სხვაობის მიღება. ამ კვლევებში ოვულაციების სიხშირე ციკლზე შეადგენდა 70-75%-ს.
ერთ კლინიკურ კვლევაში შესწავლილი იყო ლუტროპინ ალფას სხვადასხვა დოზების გამოყენება ჰიპოგონადოტროპული ჰიპოგონადიზმის და ენდოგენული LH–ის დაბალი დონის (<1,2 სე/ლ) მქონე ქალებში.
75 სე ლუტროპინ ალფას და 150 სე ფოლიტროპინ ალფას კომბინაციის გამოყენებას მოყვა ფოლიკულების ადექვატური ზრდა და ესტროგენის გამომუშავება. ხოლო ლუტროპინ ალფას 25 სე და ფოლიტროპინ ალფას 150 სე კომბინაციის გამოყენებისას სათანადო ფოლიკულური ზრდა მიღებული არ იყო. შესამაბისად, დღეღამეში ერთ ფლაკონზე ნაკლები პერგოვერისი-ს დანიშვნისას, შესაძლებელია არასაკმარისი აღმოჩნდეს ფოლიკულების სრულყოფილი განვითარებისთვის.
ფარმაკოკინეტიკა
ფოლიტროპინ ალფას და ლუტროპინ ალფას კომბინირებული გამოყენებისას, ფარმაკონეტური ურთიერთქმედება არ აღენიშნება.
ფოლიტროპინი ალფა
ფოლიტროპინ ალფა ვენაში შეყვანის შემდეგ ნაწილდება უჯრედგარე სითხეში, ორგანიზმიდან მისი ნახევარგამოყოფის საწყისი პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 სთ-ს, ხოლო საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 14- 17 სთ. პრეპარატის განაწილების წონასწორული მოცულობა 9-11 ლ შეადგენს.
პრეპარატის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა კანქვეშ შეყვანისას შეადგენს 66%-ს, მოჩვენებითი საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 24-დან 59 საათამდე.
900 სე-მდე დოზით კანქვეშა შეყვენისას აღენიშნება დოზის პროპორციული დამოკიდებულება.
მრავალჯერადი შეყვანისას ხდება ფოლიტროპინ ალფას 3-ჯერადი კუმულაცია და წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა 3-4 დღეში.
საერთო კლირენსი შეადგენს 0.6 ლ/სთ. ფოლიტროპინ ალფას შეყვანილი დოზის 12% გამოიყოფა შარდთან ერთად.
ლუტროპინი ალფა
ვენაში შეყვანის შემდეგ ლუტროპინ ალფა სწრაფად ნაწილდება, ნახევარგამოყოფის საწყისი პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1 სთ-ს, ხოლო საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი- დაახლოებით 9-11 სთ. წონასწორულ მდგომერეობაში მისი განაწილების მოცულობა შეადგენს 5-14 ლ-ს. ლუტროპინ ალფა ავლენს ხაზოვან ფარმაკოკინეტიკურ პროფილს, რასაც ამტკიცებს შეყვანილი დოზის და AUC-ს პირდაპირ პროპორციულობა.
კანქვეშ შეყვანისას ლუტროპინ ალფას აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 56%-ს, ხოლო მოჩვენებითი საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი 8-21 საათია. 450 სე-მდე დოზით კანქვეშა შეყვენისას აღენიშნება დოზის პროპორციული დამოკიდებულება. ლუტროპინ ალფას ფარმაკოკინეტიკა ერთჯერადი და მრავალჯერადი გამოყენებისას მსგავსია, ხოლო მისი კუმულაციის კოეფიციენტი მინიმალურია. საერთო კლირენსი შეადგენს 1,7- 1,8 ლ/სთ და შეყვენილი დოზის 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდთან ერთად.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
N754UZ02B
„დამტკიცებულია“
უზბეკეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული
სახელმწიფო უნიტარული დაწესებულება „სამკურნალო
საშუალებების, სამედიცინო დანიშნულების ნაწარმისა
და სამედიცინო ტექნიკის ექსპერტიზისა და
სტანდარტიზაციის სახელმწიფო ცენტრი“
2024 წლის 30 სექტემბერი, #24
პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
პერგოვერისი
სავაჭრო დასახელება: პერგოვერისი
მოქმედი ნივთიერება (სად): ფოლიტროპინი ალფა+ლუტროპინი ალფა
წამლის ფორმა: ლიოფილიზებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად კომპლექტში გამხსნელთან ერთად.
შემადგენლობა:
ერთი ფლაკონი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ფოლიტროპინ ალფა- 150 სე (11 მკგ-ს ექვივალენტი), ლუტროპინ ალფა-75 სე (3 მკგ-ს ექვივალენტი)
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, პოლისორბატი-20, მეთიონინი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატ მონოჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, კონცენტრირებული ფოსფორის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი.
გამხსნელი: საინექციო წყალი.
აღწერილობა
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ლიოფილიზებული მასა კონგლომერატის სახით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სასქესო ჰორმონები და და სასქესო სისტემის მოდულატორები, გონადოტროპინები და ოვულაციის სხვა სტიმულატორები. გონადოტროპინები. კომბინაციები.
ათქ კოდი: G03GA30.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
პერგოვერისი - კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს ფოლიკულომასტიმულირებელ ჰორმონს (FSH) (ფოლიტროპინ ალფა, r-hFSH) და მალუთეინიზირებელ ჰორმონს (LH), (ლუტროპინ ალფა, r-hLH), რომელბიც მიიღება გენური ინჟინერიის მეთოდების გამოყენებით.
მალუთეინიზირებელ ჰორმონი (LH) და ფოლიკულომასტიმულირებელ ჰორმონი (FSH) გამოიყოფა ჰიპოფიზის წინა წილიდან გონადოტროპინ-რილიზინგ-ჰორმონის საპასუხოდ და ერთდროულად მოქმედებენ ფოლიკულების განვითარებასა და ოვულაციაზე. ტეკის უჯრედებში LH ასტიმულირებს ანდროგენების სეკრეციას, რომლებიც გრანულურ უჯრედებში არომატაზას დახმარებით გარდაიქმნებიან ესტრადიოლად (E2). გრანულურ უჯრედებში FSH ასტიმულირებს ოვარიალური ფოლიკულების განვითარებას, მაშინ, როდესაც LH მონაწილეობს ფოლიკულების ზრდაში, სტეროიდოგენეზში და ფოლიკულების მომწიფებაში. r-hFSH შეყვენის შემდეგ იზრდება ინჰიბინისა და ესტრადიოლის დონეები ფოლიკულების შემდგომი ზრდით. ინჰიბინის შრატისმიერი დონე სწრაფად იზრდება და აღენიშნება r-hFSH შეყვენიდან მესამე დღეს, ხოლო ესტრადიოლის მატებას სჭირდება მეტი დრო და ის მატულობს მკურნალობის მე-4 დღიდან. საერთო ფოლიკულური მოცულობა იზრდება მკურნალობის დაწყებიდან და r-hFSH ყოველდღიური შეყვენიდან დაახლოებით 4-5 დღეში, და პაციენტის საპასუხო რექციის გათვალისწინებით მაქსიმუმს აღწევს გონადოტროპინების შეყვანის დაწყებიდან 10 დღეში. r-hLH შეყვანის ძირითად ეფექტს E2-ს სეკრეციის დოზადამოკიდებული ზრდა წარმოადგენს. E2 აძლიერებს r-hFSH ზემოქმედებას ფოლიკულურ ზრდაზე.
კლინიკურ კვლევებში FSH-ს და LH–ის მძიმე დეფიციტი განისაზღვრებოდა
სისხლის შრატში LH ენდოგენური დონით <1,2 სე/ლ. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ LH–ის განსაზღვრისას სხვადასხვა ლაბორატორიებში შესაძლებელია სხვაობის მიღება. ამ კვლევებში ოვულაციების სიხშირე ციკლზე შეადგენდა 70-75%-ს.
ერთ კლინიკურ კვლევაში შესწავლილი იყო ლუტროპინ ალფას სხვადასხვა დოზების გამოყენება ჰიპოგონადოტროპული ჰიპოგონადიზმის და ენდოგენული LH–ის დაბალი დონის (<1,2 სე/ლ) მქონე ქალებში.
75 სე ლუტროპინ ალფას და 150 სე ფოლიტროპინ ალფას კომბინაციის გამოყენებას მოყვა ფოლიკულების ადექვატური ზრდა და ესტროგენის გამომუშავება. ხოლო ლუტროპინ ალფას 25 სე და ფოლიტროპინ ალფას 150 სე კომბინაციის გამოყენებისას სათანადო ფოლიკულური ზრდა მიღებული არ იყო. შესამაბისად, დღეღამეში ერთ ფლაკონზე ნაკლები პერგოვერისი-ს დანიშვნისას, შესაძლებელია არასაკმარისი აღმოჩნდეს ფოლიკულების სრულყოფილი განვითარებისთვის.
ფარმაკოკინეტიკა
ფოლიტროპინ ალფას და ლუტროპინ ალფას კომბინირებული გამოყენებისას, ფარმაკონეტური ურთიერთქმედება არ აღენიშნება.
ფოლიტროპინი ალფა
ფოლიტროპინ ალფა ვენაში შეყვანის შემდეგ ნაწილდება უჯრედგარე სითხეში, ორგანიზმიდან მისი ნახევარგამოყოფის საწყისი პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 სთ-ს, ხოლო საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 14- 17 სთ. პრეპარატის განაწილების წონასწორული მოცულობა 9-11 ლ შეადგენს.
პრეპარატის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა კანქვეშ შეყვანისას შეადგენს 66%-ს, მოჩვენებითი საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 24-დან 59 საათამდე.
900 სე-მდე დოზით კანქვეშა შეყვენისას აღენიშნება დოზის პროპორციული დამოკიდებულება.
მრავალჯერადი შეყვანისას ხდება ფოლიტროპინ ალფას 3-ჯერადი კუმულაცია და წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა 3-4 დღეში.
საერთო კლირენსი შეადგენს 0.6 ლ/სთ. ფოლიტროპინ ალფას შეყვანილი დოზის 12% გამოიყოფა შარდთან ერთად.
ლუტროპინი ალფა
ვენაში შეყვანის შემდეგ ლუტროპინ ალფა სწრაფად ნაწილდება, ნახევარგამოყოფის საწყისი პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1 სთ-ს, ხოლო საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი- დაახლოებით 9-11 სთ. წონასწორულ მდგომერეობაში მისი განაწილების მოცულობა შეადგენს 5-14 ლ-ს. ლუტროპინ ალფა ავლენს ხაზოვან ფარმაკოკინეტიკურ პროფილს, რასაც ამტკიცებს შეყვანილი დოზის და AUC-ს პირდაპირ პროპორციულობა.
კანქვეშ შეყვანისას ლუტროპინ ალფას აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 56%-ს, ხოლო მოჩვენებითი საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი 8-21 საათია. 450 სე-მდე დოზით კანქვეშა შეყვენისას აღენიშნება დოზის პროპორციული დამოკიდებულება. ლუტროპინ ალფას ფარმაკოკინეტიკა ერთჯერადი და მრავალჯერადი გამოყენებისას მსგავსია, ხოლო მისი კუმულაციის კოეფიციენტი მინიმალურია. საერთო კლირენსი შეადგენს 1,7- 1,8 ლ/სთ და შეყვენილი დოზის 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდთან ერთად.
ჩვენებები
პერგოვერისი გამოიყენება ფოლიკულების ზრდის სტიმულირებისთვის LH და FSH-ის მძიმე დეფიციტის მქონე ქალებში.
მიღების წესი და დოზირება
პერგოვერისი-თ მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ უშვილობის მკურნალობის გამოცდილების მქონე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
LH და FSH-ის დეფიციტის მქონე ქალებში (ჰიპოგონადოტროპული ჰიპოგონადიზმი) პერგოვერისი-თ მკურნალობის მიზანს წარმოადგენს ფოლიკულური ზრდის სტიმულირება, რომელსაც ადამიანის ქორიონული ჰორმონის (hLH) შეყვანის შემდეგ მოჰყვება ფოლიკულის საბოლოო მომწიფება. პერგოვერისი გამოიყენება ყოველდღიული ინექციების სახით. თუ პრეპარატი გამოიყენება ამენორეის და ენდოგენური ესტრადიოლის დაბალი დონის მქონე პაციენტებში, მკურნალობის დაწყება შესაძლებელია ნებისმიერ დროს.
რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება 1 ფლაკონის შიგთავსის შეყვანით ყოველდღიურად. ნაკლები დოზის გამოყენებისას, ფოლიკულური რეაქცია შეიძლება იყოს არასათანადო ლუტროპინ ალფას არასაკმარისი რაოდენობის გამო.
მკურნალობის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, პაციენტის საპასუხო რეაქციის მიხედვით, რომლის კონტროლი ხორციელდება ულტრაბგერითი კვლევით ფოლიკულის ზომის და ესტროგენების დონის მონიტორინგის საფუძველზე.
თუ საჭიროდ ჩაითვალა FSH დოზის გაზრდა, დოზის ტიტრაცია უნდა ხდებოდეს 7-14 დღიანი ინტერვალებით და რეკომენდებულია მატება 37,5-75 სე-თ ფოლიტროპინ ალფას რეგისტრირებული პრეპარატის გამოყენებით. ერთ ციკლზე სტიმულირების ხანგრძლივობა შესაძლო გაიზარდოს 5 კვირამდე.
ოპტიმალური პასუხის მიღებისას, პერგოვერისის ბოლო ინექციიდან 24-48 საათის განმავლობაში უნდა მოხდეს 250 მკგ ადამიანის რეკომბინანტური ქორიონული გონადოტროპინის (r-hCG) ან 5000-10000 სე ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის (hCG) ერთჯერადი ინექცია. სქესობრივი კონტაქტი რეკომენდებულია hCG-ის შეყვანის და მომდევნო დღეს.
კლინიკური შემხვევის განხილვის შემდეგ, ექიმს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ალტერნატივის სახით ჩაატაროს საშვილოსნოსშიდა განაყოფიერება ან დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების სხვა პროცედურა.
შესაძლებელია საჭირო გახდეს ლუტეინის ფაზის შენარჩუნება, ვინაიდან ოვულაციის შემდეგ ლუთეოტროპული ეფექტის მქონე ნივთიერებების (LH /hCG) ნაკლებობას შეუძლია ყვითელი სხეულის ნაადრევი უკმარისობის გამოწვევა.
საკვერცხეების სტიმულაციის მიმართ ზედმეტი საპასუხო რეაქციის განვითარებისას უნდა მოხდეს მკურნალობის შეჩერება და hCG-ს ინექციის გაუქმება. თერაპიის კურსის განახლება შესაძლებელია მომდევნო ციკლზე r-FSH-ის ნაკლები დოზის გამოყენებით.
პრეპარატის პირველი ინექცია უნდა განხორციელდეს უშუალოდ სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. ექიმის ზედამხედველობის გარეშე პერგოვერისი®-თ მკურნალობა შეუძლიათ მხოლოდ მაღალმოტივირებულ და გათვითცნობიერებულ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ კონსულტაციის მიღების საშუალება.
ბავშვები
პედიატრიულ პოპულაციაში არ არსებობს პრეპარატის გამოყენების ჩვენება.
თუ პაციენტი დამოუკიდებლად იყენებს პრეპარატ პერგოვერისს, მან ყურადღებით უნდა წაიკითხოს მოცემული ინსტრუქცია:
დაიბანეთ ხელები. ძალიან მნიშნელოვანია, რომ ხელები და ყველა საგანი, რომელსაც გამოიყენებთ იყოს მაქსიმალურად სუფთა.
მოამზადეთ სუფთა ზედაპირი და მოათავსეთ მასზე: პრეპარატის ფლაკონი, გამხსნელის ფლაკონი, 2 სპირტიანი ტამპონი, შპრიცი, 1 ნემსი ხსნარის მოსამზადებლად და 1 ნემსი კანქვეშ შესაყვანად, უტილიზაციისთვის საჭირო კონტეინერი.
28384512319000
- მოხსენით დამცავი ხუფი გამხსნელის ფლაკონიდან. ხსნარის მოსამზადებელი ნემსი გაუკეთეთ შპრიცს. მოხსენით დამცავი ნემსს და შეუშვით შპრიცში ჰაერი 1 მლ ნიშნულამდე. შეიყვანეთ ნემსი გამხსნელის ფლაკონში მისი რეზინის საცობის გაჩხვლეტით, დააჭირეთ დგუშს და შეიყვანეთ ჰაერი ფლაკონში. გადმოატრიალეთ ფლაკონი და სრულად ამოიღეთ გამხსნელი ფლაკონიდან. მოათავსეთ შპრიცი გამხსნელით სუფთა ზედაპირზე ისე, რომ არ შეეხოთ ნემსს.
47434521145500
საინექციო ხსნარის მომზადება: მოხსენით დამცავი თავსახური პერგივერისი-ს ლიოფილიზატის შემცველ ფლაკონს, აიღეთ შპრიცი და შეიყვანეთ გამხსნელი ფლაკონში ლიოფილიზატით. ნელი წრიული მოძრაობებით მოატრიალეთ ფლაკონი ნემსის ამოუღებლად. არ შეანჯღრიოთ! ლიოფილიზატის სრული გახსნის შემდეგ დარწმუნდით, რომ ხსნარი გამჭვირვალეა და არ შეიცავს ნაწილაკებს. გადმოატრიალეთ ფლაკონი და მიღებული ხსნარი ნელა ამოიღეთ შპრიცში.
5207006350000
- შეცვალეთ ნემსი ინექციის გასაკეთებელი ნემსით და მოაშორეთ ჰაერის ბუშტუკები შპრიციდან. მოათავსეთ იგი ვერტიკალურ მდგომარეობაში, ნემსით ზევით და ფრთხილად დააკაკუნეთ, რომ ბუშტუკები მოგროვდნენ ზედა ნაწილში. დააჭირეთ ფრთხილად დგუშს მანამდე, სანამ ყველა ბუშტუკი არ გაქრება.
1403358128000
- ხსნარის მომზადების შემდეგ გაიკეთეთ კანქვეშა ინექცია ისე, როგორც გასწავლეს (მაგალითად მუცელში ან ბარძაყის წინა ნაწილში). გაწმინდეთ არჩეული უბანი სპირტიანი ტამპონით, კანისაგან გააკეთეთ ნაკეცი და შეიყვანეთ ნემსი 45-90° კუთხით. არ შეიყვანოთ წამალი უშუალოდ ვენაში! ინექციისას ნელა დააჭირეთ დგუშს ხსნარის სრულ შეყვანამდე. ამის შემდეგ ნელა ამოიღეთ ნემსი და წრიული მოძრაობით დაამუშავეთ ინექციის ადგილი სპირტიანი ტამპონით.
- მოახდინეთ ყველა გამოყენებული საგნის უტილიზაცია: ინექციის დასრულებისთანავე ყველა ნემსი და ცარიელი შუშის ფლაკონები მოათავსეთ კონტეინერში მჩხვლეტავი საგნებისთვის. გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს.
გვერდითი მოვლენები
ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენებს წარმოადგენენ: თავის ტკივილი, საკვერცხეების კისტების განვითარება და რეაქციები ინექციის ადგილას (ტკივილი, ერითემა, შეშუპება და/ან გაღიზიანება ინექციის ადგილას).
ხშირად ვითარდება საკვერცხეების მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (სჰს), რომელიც განიხილება, როგორც სტიმულაციის პროცედურის მოსალოდნელი რისკი. მძიმე ხარისხის სჰს ვითარდება არახშირად.
თრომბოემბოლია ვითარდება ძალიან იშვიათად და, როგორც წესი, დაკავშირებულია მძიმე ხარისხის სჰს-სთან.
გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი.
გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია მათი განვითარების სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (1/10), ხშირი (1/100 ან <1/10), არახშირი (1/1000 ან <1/100), იშვიათი (1/10000 ან <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000), უცნობი (სიხშირის დადგენა არსებული მონაცემებით შეუძლებელია).
ძალიან ხშირად:
ნერვული სისტემა: თავის ტკივილი.
რეპროდუქტიული სისტემა და სარძევე ჯირკვლეები: საკვერცხეების კისტა.
საერთო გვერდითი მოვლენები და გამოვლინებები ინექციის ადგილას: რეაქციები ინექციის ადგილას (ტკივილი, ერითემა, ჰემატომა, შეშუპება და/ან გაღიზიანება ინექციის ადგილას).
ხშირად:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: ტკივილი მუცლის არეში, შებერილობა, დისკომფორტი, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, დიარეა.
რეპროდუქტიული სისტემა და სარძევე ჯირკვლეები: მსუბუქი და საშუალო სიმძიმის სჰს (შესაბამისი სიმპტომატიკით), სარძევე ჯირკვლების ტკივილი, ტკივილი მენჯის არეში.
არახშირად:
რეპროდუქტიული სისტემა და სარძევე ჯირკვლეები: მძიმე ხარისხის სჰს (შესაბამისი სიმპტომატიკით).
იშვიათად:
რეპროდუქტიული სისტემა და სარძევე ჯირკვლეები: მძიმე ხარისხის სჰს-ს გართულება.
ძალიან იშვიათად:
იმუნური სისტემა: ჰიპერმგრძნობელობის რეაციები მსუბუქი ხარისხიდან მძიმე ხარისხამდე, ანაფილაქტური რეაქციების და შოკის ჩათვლით.
სისხლძარღვოვანი სისტემა: თრომბოემბოლია, ჩვეულებრივ მძიმე ხარისხის სჰს-თან კომბინაციაში.
სასუნთქი გზები, გულ-მკერდის ორგანოები და შუასაყრი: ბრონქული ასთმის გამწვავება ან მიმდინარეობის გართულება.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის სხვა კომპონენტის მიმართ;
ჰიპოთალამუსის ან ჰიპოფიზის სიმსივნე;
საშვილოსნოს, საკვერცხის ან სარძევე ჯირკვლის კარცინომა.
დაუდგენელი ეტიოლოგიის გინეკოლოგიური სისხლდენები;
საკვერცხეების გადიდება ან კისტა, როდესაც ეტიოლოგია უცნობია;
პერგოვერისი არ გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც მკურნალობაზე ადექვატური პასუხი არ არის მოსალოდნელი:
საკვერცხეების პირველადი უკმარისობა;
ორსულობასთან შეუთავსებადი ქალის სასქესო ორგანოების ანომალიები;
ორსულობასთან შეუთავსებადი საშვილოსნოს ფიბროიდული სამსივნეები.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
სხვა პრეპარატებთან ერთად პერგივერისი®-ს შეყვანა ერთ ინექციაში არ არის რეკომენდებული, ფოლიტროპინ ალფას გამოკლებით, ვინაიდან კვლევებით დამტკიცებულია, რომ მათ ერთდროულ გამოყენებას არ გააჩნია მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქტიური სუბსტანციების აქტივობაზე, სტაბილურობაზე, ფარმაკოდინამიურ და ფარმაკოკინეტიურ თვისებებზე.
განსაკუთრებული მითითებანი
ბიოლოგიური პრეპარატების კარგი მიკვლევადობის უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა ჩაიწეროს პრეპარატის დასახელება და სერია.
ვინაიდან პერგოვერისს® გააჩნია ძლიერი გონადოტროპული მოქმედება, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა გვერდითი მოვლენების გამოწვევა მსუბუქიდან მძიმემდე, მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ უშვილობის მკურნალობის გამოცდილების მქონე ექიმის დანიშნულებით.
მკურნალობის დაწყებამდე წყვილი უნდა იყოს გამოკვლეული მკურნალობის მიმართ მისი შესაბამისობის და ორსულობის შესაძლო უკუჩვენებების დასადგენად. პაციენტები უნდა იყვნენ გამოკვლეული ჰიპოთირეოზზე, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობაზე, ჰიპერპროლაქტინემიაზე და საჭიროების შემთხვევაში დაენიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
გონადოტროპინებით მკურნალობის დროს ექიმს და სხვა სამედიცინო მუშაკებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი დრო და საჭირო აპარატურა მკურნალობის მონიტორინგისათვის. პერგოვერისი®-თ ეფექტური და უსაფრთხო მკურნალობისთვის საჭიროა ოვარიალური პასუხის მუდმივი მონიტორინგი, რომელიც საჭიროებს ულტრაბგერით კონტროლს, უპირატესად სისხლში ესტრადიოლოს დონის განსაზღვრასთან ერთად. FSH/LH გამოყენებაზე პაციენტების რეაქცია ინდივიდუალურია, ზოგი პაციენტი FSH/LH გამოყენებაზე რეაგირებს ძალიან სუსტად. საჭიროა მინიმალური ეფექტური დოზების გამოყენება მკურნალობის მიზნიდან გამომდინარე.
პორფირიის ან ანამნეზში პორფირიის მქონე პაციენტებში, პერგოვერისი®-თ მკურნალობა საჭიროებს მუდმივ მონიტორირებას. მდგომარეობის გაუარესების ან დაავადებების პირველი ნიშნების გაჩენისას უნდა მოხდეს მკურნალობის შეწყვეტა.
საკვერცხეების კონტროლირებადი სტიმულირების დროს მოსალოდნელია მათი გადიდება. ეს ხშირად აღინიშნება პოლიკისტოზური საკვერცხეების მქონე ქალებში და უკუვითარდება სპეციფიური მკურნალობის გარეშე.
საკვერცხეების გაურთულებელი გადიდებისგან გასხვავებით, სჰს-სინდრომია, რომლის სიმპტომების გამოვლინება დამოკიდებულია მის სიმძიმეზე. იგი მოიცავს საკვერცხეების მნიშვნელოვან გადიდებას, სასქესო სტეროიდების დონის მატებას სისხლის პლაზმაში და სისხლძარღვების განვლადობის ზრდას, რაც იწვევს მუცლის, პლევრალურ და, იშვიათად, პერიკარდულ ღრუში სითხის გამოჟონვას.
მძიმე ხარისხის სჰს დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები: მუცლის ტკივილი და შებერილობა, საკვერცხეების მნიშვნელოვანი გადიდება, წონის მომატება, ქოშინი, ოლიგურია და გამოვლინებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევის, ღებინების და დიარეის ჩათვლით.
კლინიკური შეფასებისას შესაძლებელია: ჰიპოვოლემია, ჰემოკონცენტრაცია, ელექტროლიტური დისბალანსი, ასციტი, ჰემოპერიტონიუმი, პლევრალური გამონაჟონი, ჰიდროთორაქსი და მძიმე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი, თრომბოემბოლია.
ძალიან იშვიათ შემთხვევაში სჰს შეიძლება გართულდეს საკვერცხის გადახლართვით და თრომბოემბოლიური გართულებებით ( ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, იშემიური ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი).
სჰს განვითარების რისკ-ფაქტორებია: ახალგაზრდა ასაკი, სხეულის დაბალი მასა, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, ეგზოგენური გონადოტროპინების მაღალი დონე, ესრტადიოლის მაღალი აბსოლუტური და სწრაფად მზარდი დონე (>900 პგ/მლ ან >3300 პმოლ/ლ ანოვულაციის დროს), სჰს არსებობა ანამნეზში და მზარდი ფოლიკულების დიდი რაოდენობა (>3 ფოლიკული დიამეტრით >14 მმ ოვულაციის დროს).
პერგოვერისის და FSH რეკომენდებული დოზების და შეყვანის რეჟიმის დაცვას შეუძლია მინიმუმამდე დაიყვანოს სჰს განვითარების რისკი. რეკომენდებულია სტიმულაციის ციკლების მონიტორინგი ულტრაბგერის საშუალებით და სისხლის პლაზმაში ესტრადიოლის დონის განსაზღვრით რისკ-ფაქტორების ადრეული აღმოჩენისთვის.
დამტკიცებულია, რომ hCG თამაშობს საკვანძო როლს სჰს ჩამოყალიბებაში და ეს სინდრომი უფრო მძიმეა და ხანგრძლივია ორსულობის დადგომისას. შესაბამისად, სჰს ისეთი სიმპტომების გაჩენისას, როგორიცაა პლაზმის ესტრადიოლის დონე 5500 პგ/მლ ან 20200 პმოლ/მლ ან/და ≥40 ფოლიკულების არსებობა, hCG-თი მკურნალობა უნდა შეჩერდეს და პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს სქესობრივი კავშირისგან ან გამოიყენოს კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი მინიმუმ 4 დღის განმავლობაში. სჰს შეუძლია სწრაფი პროგრესირება (24 საათის განმავლობაში) და რამდენიმე დღის განმავლობაში შეუძლია სერიოზული გართულებების გამოწვევა. ყველაზე ხშირად სჰს ვითარდება ჰორმონალური თერაპიის შეწყვეტისას და პიკს აღწევს 7-10 დღეში. როგორც წესი, სჰს სპონტანურად განიცდის უკუგანვითარებას მენსტრუაციის დადგომისას.
მძიმე ხარისხის სჰს განვითარებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს. საჭიროა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და სათანადო მკურნალობის დაწყება. ყველაზე ხშირად ეს სინდრომი ვითარდება საკვერცხეების პოლიკისტოზის მქონე ქალებში.
სჰს განვითარების რისკის შემთხვევაში განიხილება ჰორნომალური თერაპიის შეწყვეტის საკითხი.
აღწერილია საკვერცხეების გადახლართვის შემთხვევები გონადოტროპინების სხვა პრეპარატების გამოყენების შემდეგ. ეს შეიძლება იყოს განპირობებული სხვა რისკ-ფაქტორებით: სჰს, ორსულობა, ანამნეზში ჩატარებული აბდომინალური ოპერაციები, საკვერცხეების გადახლართვა ანამნეზში, არსებული საკვერცხეების კისტები და ანამნეზში საკვერცხეების პოლიკისტოზის ან საკვერცხეების კისტების არსებობა. შემცირებული სისხლის მიმოქცევის გამო საკვერცხეების დაზიანება შეიძლება თავიდან აცილებული იყოს ადრეული დიაგნოსტიკისა და დეტორსიის სწრაფი ჩატარებით.
ოვულაციის ინდუქციის დროს მრავალნაყოფიანი ორსულობის და მშობიარობის სიხშირე მეტია, ვიდრე ბუნებრივი დაორსულებისას. ყველაზე ხშირია- ორნაყოფიანი ორსულობა.
მრავალნაყოფიანი ორსულობის დროს იზრდება მშობიარობის და პერინატალური გართულებების რისკი. მრავალნაყოფიანი ორსულობის რისკის შესამცირებლად საჭიროა ოვარიალური პასუხის გულმოდგინე მონიტორინგი.
მკურნალობის წინ პაციენტი უნდა იყოს გაფრთხილებული მრავალნაყოფიანი ორსულობის შესაძლო რისკის შესახებ. მრავალნაყოფიან ორსულობაზე ეჭვის შემთხვევაში, განიხილება საკითხი მკურნალობის შეწყვეტის შესახებ.
ოვულაციის ინდუქციის დროს ფოლიკულური სტიმულაციის ჩატარებისას ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის ალბათობა მეტია ბუნებრივ განაყოფიერებასთან შედარებით.
ანამნეზში საშვილოსნოს მილების დაავადებების მქონე ქალებში საშვილოსნოსგარე ორსულობის რისკი მეტია როგორც ბუნებრივი ორსულობის დროს, ასევე უშვილობის მკურნალობის შედეგად დამდგარი ორსულობის დროს. არსებობს შეტყობინებები, რომ საშვილოსნოსგარე ორსულობის რისკი მეტია რეპროდუქტიული ტექნოლოგიების გამოყენების შემთხვევაში საერთო პოპულაციასთან შედარებით.
არსებობს შეტყობინებები საკვერცხების სიმსივნეების და რეპროდუქტიული სისტემის ახალწარმონაქმნების, როგორც კეთილთვისებიანის ასევე ავთვისებიანის, ქალებში, რომლებიც იყენებდნენ უშვილობის მკურნალობისას რამდენიმე პრეპარატს. ამ დროისთვის არ არის დადგენილი, ზრდის თუ არა გონადოტროპინების გამოყენება სიმსივნეების განვითარების რისკს.
დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებისას განვითარების თანდაყოლილი ანომალიების განვითარების რისკი შესაძლოა ოდნავ უფრო მაღალი იყოს, ვიდრე ფიზიოლოგიური დაორსულების დროს, რაჩ შესაძლოა დაკავშირებული იყოს მშობლების ფაქტორთან (დედის ასაკი, სპერმის მაჩვენებლები) და მრავალნაყოფიანი ორსულობასთან.
ახლო მომავალში გადატანილი, არსებული თრომბოემბოლიის ან მისი განვითარების რისკ-ფაქტორების (პირადი ან ოჯახური ანამნეზი, თრომბოფილია ან მძიმე ხარისხის სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი >30 კგ/მ2) მქონე ქალებში იზრდება ასეთი გართულებების რისკი გონადოტროპინებით მკურნალობისას. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს გონადოტროპინების გამოყენების სარგებელის და შესაძლო რისკების შეფასება. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ თვით ორსულობა, სჰს-ს მსგავსად, ასევე ზრდის თრომბოემბოლიის განვითარების რისკს.
პერგოვერისი® შეიცავს 1 მმოლ ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს 1 დოზამდე, ანუ ითვლება რომ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
ორსულობისა და ლაქტაცია
ორსულობისას პერგოვერისი-ს გამოყენების ჩვენებები არ არსებობს. შეზღუდული მონაცემების საფუძველზე ფოლიტრონ ალფას და ლუტროპინ ალფას გამოყენებისას და კონტროლირებადი ოვარიალური სტიმულირების შემდეგ არ არის გამოვლენილი არასასურველი ზეგავლენა ორსულობაზე, ემბრიონის განვითარებაზე, მშობიარობასა და ბავშვის პოსტნატალურ განვითარებაზე. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით არ დადგინდა გონადოტროპინების ტერატოგენული ეფექტები. ორსულობის დროს გამოყენების შესახებ არასაკმარისი კლინიკური მონაცემების გამო ტერატოგენული მოქმედების გამორიცხვა ვერ ხერხდება.
პერგოვერისი არ გამოიყენება ლაქტაციის დროს.
პრეპარატის მოქმედება ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პერგოვერსს არ გააჩნია, ან გააჩნია სუსტი ზემოქმედება ავტომობილის მართვასა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ჭარბი დოზირება
პერგოვერისით ჭარბი დოზირების სიმპტომები უცნობია. ჭარბი დიზორებისას არსებობს სჰს განვითარების რისკი.
მკურნალობა სიმპტომურია.
გამოშვების ფორმა
ლიოფილიზებული ფხვნილი 3 მლ-იანი უფერო გამჭვირველე შუშის ფლაკონში, დახურული რეზინის საცობით, ზემოდან მოჭერილი ალუმინის ხუფით და დამცავი მოსახსნელი თავსახურით.
1 მლ გამხსნელი 3 მლ-იან უფერო გამჭვირველე შუშის ფლაკონში, რეზინის საცობით ტეფლონის ზედაპირით, ზემოდან ალუმინის ხუფით და დამცავი მოსახსნელი თავსახურით.
1, 3 ან 10 ფლაკონი ლიოფილიზატით და ასეთივე რაოდენობის ფლაკონი გამხსნელით მოთავსებულია კონტურიან, უჯრედოვან შეფუთვაში და შემდეგ მუყაოს ყუთში პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შესახვის პირობები
ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25° C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
ერთჯერადი გამოყენებისას დაუყოვნებლივ ხსნარის მომზადების შემდეგ.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებელი
მერკ სერონო ს.ა., ფილიალი ობონი, სამრეწველო ზონა ურიეტაზი
CH- 1170, ობონი, შვეიცარია
რეგისტრაციის მფლობელი
არეს ტრეიდინგი ს.ა., ობონი, შვეიცარია.
ორგანიზაცია, რომელიც იღებს პრეტენზიებს (წინადადებებს) პრეპარატის ხასისხთან დაკავშირებით რესპუბლიკა უზბეკეთის ტერიტორიაზე
შ.პ.ს. „სონა-ფარმ ყაზახეთი“-ს წარმომადგენლობა რესპუბლიკა უზბეკეთში,
100015, უზბეკეთის რესპუბლიკა, ქ. ტაშკენტი, მირაბადის რაიონი, ოიბეკის ქ., 22, ოფისი B-2
ტელეფონი: +998 (71) 205 80 13 (14)
Email: [email protected]
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



