პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიდიარეული საშუალებები

პენტასა

PENTASA

რეცეპტით500მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

პენტასა, ნაწლავთა ჩირქოვანი ანთების სამკურნალო ეფექტის მქონე წამლების ჯგუფში შედის. პენტასა, გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტირებული ფორმით არის წარმოებული. ტაბლეტები, მოთეთრო-რუხი-მკრთალი ყავისფერი ფერისაა, ტაბლეტები თითქოს დალაქავებული, ოვალური ფორმისაა, თითოეულ ზედაპირზე აღინიშნება გარავირება ,,პენტასა’’. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მეზალაზინი (mesalazine)
ფორმა და შეფუთვა
500მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №100
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიდიარეული საშუალებები, ნაწლავის ანთების/ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები, ამინოსალიცილის მჟავა და მსგავსი საშუალებები
ATC კოდი
A07EC02
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0351
რეგისტრირებულია
29 ივლისი 2022, მოქმედებს 29 ივლისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაპენტასა და სხვა წამალი ერთად

პენტასა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პენტასა, ნაწლავთა ჩირქოვანი ანთების სამკურნალო ეფექტის მქონე წამლების ჯგუფში შედის.

პენტასა, გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტირებული ფორმით არის წარმოებული. ტაბლეტები, მოთეთრო-რუხი-მკრთალი ყავისფერი ფერისაა, ტაბლეტები თითქოს დალაქავებული, ოვალური ფორმისაა, თითოეულ ზედაპირზე აღინიშნება გარავირება ,,პენტასა’’.

პენტასას თითოეული ტაბლეტი, ალუმინის ფოლგის ორმაგ შეფუთვაშია მოთავსებული და ბლისტერის სახით არის წარმოდგენილი მოხმარებისთვის. ბლისტერში წარმოდგენილია 10 ტაბლეტი.

პენტასა, წყლულოვანი კოლიტის და კრონის დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. აღნიშნული დაავადებები ნაწლავთა ჩირქოვან-ანთებითი დაავადებებია. წამლის ეფექტი ნაწლავებში ლოკალური მოქმედებით ვლინდება და არა სისხლის მიმოქცევაში გადასვლით.

  • პენტასას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

პენტასა, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ:

მესალაზინის ანდა პენტასას სხვა დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ანდა სალიცილატების მიმართ ალერგია (მომატებული მგრზნობელობა) გაქვთ,

ღვიძლის მძიმე უკმარისობა გაქვთ,

თირკმლების უკმარისობა გაქვთ.

პენტასა, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ,

თუ;

სულფასალაზინის მიმართ ალერგია ანდა მომატებული მგრძნობელობა გაქვთ, აღნიშნულ მგრძნობელობაში, დიდი ალბათობით მესალაზინიც შედის . თუ, სულფასალაზინის მიმართ ალერგია გაქვთ, პენტასას გამოყენებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ (სალიცილატების მიმართ ალერგიის რისკი). თუ, უეცრად შემდეგი სიმპტომები გამოვლინდება, მაგ. კრუნჩხვები, მუცლის ტკივილი, ცხელება, ძლიერი თავის ტკივილი და გამონაყარი, მკურნალობა მაშინვე უნდა შეჩერდეს.

ღვიძლის ფუნქციების დარღვევა გაქვთ, ფრთხილად იყავით.

თირკმლის ფუნქციების დარღვევა გაქვთ, პენტასას გამოყენება რეკომენდირებული არ არის. ასეთ მდგომარებაში ექიმი თიკრმლის ფუნციების შესაფასებლად სისხლის ანალიზებს მოითხოვს. პრეპარატის, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო ჯგუფის წამლებთან (ასპირინის მსგავსი ტკივილგამაყუჩებლები და ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე წამლები) და აზათიოპრინის მსგავს, თირკმლებზე მავნე ზემოქმედების მქონე სხვა წამლებთან ერთდ გამოყენებისას, თიკრმლების მხრივ რეაქციის გამოვლენის რისკი მატულობს.

ასთმის მსგავსი ფილტვების დაავადება გაქვთ, პეტასას განოყენებისას ფრთხილად იყავით.

მესალაზინის გამოყენების დროს იშვიათად დაფიქსირებულია გულის მხრივ მომატებული რეაქციები (გულის კუნთში და გულის გარე გარსში) ანთებითი პროცესი და დაავადებები, რომელიც დაკაშირებული სისხლის უჯრედოვან ცვლილებებთან. ავადმყოფები, რომლებიც აზათიოპრინის, 6-მერკაპტოპურინის ანდა თიოგუანინის მომხმარებელი არიან და პარალელურად მესალაზინსაც გამოიყენებენ, სისხლის დაავადებების რისკი შეიძლება გაიზარდოს.

თუ, აღნიშული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ პერიოდში გამოგივლინდათ ანდა ამჟამად თქვენ გეხებათ, გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

პენტასას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

პენტასას მიღება საკვებთან ერთად შეიძლება.

მიღების წესი და დოზირება

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

პენტასა, ყოველთვის ექიმის მითითებების შესაბამისად მიიღეთ. თუ, რომელიმე საკითხში დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

წყლულოვანი კოლიტი:

დაავადების აქტიური ფორმის მკურნალობა:

ზრდასრულები: დოზა, ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს. ამისთვის, დღეში 4 გ-მდე დაყოფილი დოზები გამოიყენება.

ბავშვები (6 წლის და მეტი ასაკის): დოზა, ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს. მკურნალობა იწყება: დღეში 1 კგ-ზე 30-50მგ -ით და დაყოფილი დოზები გამოიყენება. დღიური მაქსიმალური დოზაა: კგ-ზე 75 მგ, რეკომენდირებულია დაყოფილი დოზებით გამოყენება. ჯამურმა დოზამ დღეში 4 გ არ უნდა გადააჭარბოს(ზრდასრულა მაქსიმალური დოზა).

მკურნალობის გაგრძელებისას:

ზრდასრულები:

დოზა, ინდივიდუალურად განისაზღვრება, ამ დროს რეკომენდირებულია დღეში ერთჯერადად 2 გ მესალაზინი. ამ დოზის მიღება დაყოფილი სახითაც შეიძლება.

ბავშვები (6 წლის და მეტი ასაკის): დოზა, ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს. ამ დროს რეკომენდირებულია დღეში 1 კგ-ზე 15-30მგ მესალაზინით დაწყებული ინდივიდუალური დოზირება, რომელიც დაყოფილი დოზების სახით გამოიყენება. ჯამურმა დოზამ დღეში 2 გ არ უნდა გადააჭარბოს (რეკომენდირებული ზრდასრულა დოზა).

ზოგადად, ზრდასრულთა დოზის ნახევარი 40 კგ-მდე წონის ბავშვებს, ნორმალური ზრდასრულთა დოზა კი 40 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებს ეძლევა.

კრონის დაავადება

დაავადების აქტიური ფორმის მკურნალობა:

ზრდასრულები:

დოზა, ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს. ამისთვის, დღეში 4 გ-მდე დაყოფილი დოზები გამოიყენება.

ბავშვები (6 წლის და მეტი ასაკის): დოზა, ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს. მკურნალობა იწყება: დღეში 1 კგ-ზე 30-50 მგ მესლაზინით, რომლის გამოყენებაც რეკომენდირებულია დაყოფილი დოზების სახით. მაქსიმალური დოზაა: დღეში კგ-ზე 75 მგ, რომელიც გამოიყენება დაყოფილი დოზებით. ჯამურმა დოზამ დღეში 4 გ არ უნდა გადააჭარბოს (რეკომენირებული ზრდასრულთა დოზა).

მკურნალობის გაგრძელებისას:

ზრდასრულები:

დოზა, ინდივიდუალურად განისაზღვრება, ამ დროს რეკომენდირებულია დღეში 4 გ პრეპარატი, როემლიც მიღება დაყოფილი სახით.

ბავშვები (6 წლის და მეტი ასაკის): დოზა, ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს. ამ დროს რეკომენდირებულია დღეში 1 კგ-ზე 15-30მგ მესალაზინით დაწყებული ინდივიდუალური დოზირება, რომელიც დაყოფილი დოზების სახით გამოიყენება. ჯამურმა დოზამ დღეში 4 გ არ უნდა გადააჭარბოს (რეკომენდირებული ზრდასრულთა დოზა).

შეყვანის გზა და მეთოდი:

გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტები არ უნდა დაიღეჭოს. ტაბლეტების გადაყლაპვის გაადვილების მიზნით, შესაძლებელია, ტაბლეტების 50 მლ ცივ წყალში გალღობა, გამორევა და მაშინვე დალევა.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ხანდაზმულებში გამოყენება: მონაცემები არ არსებობს.

ბავშვებში გამოყენება: 6-დან 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მონაცემები შეზღუდულია.

სიფრთხილის ზომები

თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა: თუ, ღვიძლის ანდა თირკმლების მძიმე უკმარისობა გაქვთ, პენტასა არ გამოიყენოთ.

თუ,ფიქრობთ, რომ პენტასას ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, პენტასას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, პენტასას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, პენტასას მიღება დაგავიწყდებათ:

თუ, პენტასას მიღება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ, წამალი დალიეთ. თუ, წამლის მომდევნო დოზის მიღების დრო ახლოსაა ანდა უკვე წამლის მიღების დროა, დავიწყებული დოზა გამოტოვეთ და წამლის მიღება ჩვეული რეჟიმის მიხედვით გააგრძელეთ.

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც პენტასათი მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

მკურნალობის შეწყვეტისას, ნაწლავთა დაავადების სიმპტომები შეიძლება გამწვავდეს.

თუ, ამ წამლის გამოყენებასთან დაკაშირებით კითხვები გაგიჩნდებათ, თქვენს ექიმს მიმართეთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, პენტასას შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

კლინიკური კვლევების დროს ყველაზე ხშირად გამოვლენილი არასასურველი ეფექტებია: დიარეა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი, ღებინება და გამონაყარი. გარდა ამისა, პერიოდულად შეიძლება გამოვლინდეს წამლის მიმართ მგრძნობელობის რეაქციები და წამალთან დაკაშირებული ცხელება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

პენტასა, ორსულობის პერიოდში, მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილების შესაბამისად მიიღება, თუ წამლის სავარაუდო სარგებელი აღემატება მავნე ზემოქმედებას, პენტასა გამოყენებული უნდა იქნას. ჩვილ ბავშვთა დედები, რომელთაც პენტასათი აქვთ მკურნალობა ჩატარებული, ზოგიერთ ბავშვთან დაფიქსირებულია სისხლის დაავადების (სისხლი თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, ანემია)განვითარება.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, კონსულტაციისთვის სასწრაფოდ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის მიღებამდე გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

პენტასა, ბავშვის ძუძუთი კვების პერიოდში, მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილების შესაბამისად მიიღება, თუ წამლის სავარაუდო სარგებელი აღემატება მავნე ზემოქმედებას, პენტასა გამოყენებული უნდა იქნას. პენტასას გამოყენებიას, ბავშვთან შეიძლება გამოვლინდეს დიარეის მსგავსი, მომატებული მგრძნობელობის ნიშნები.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პენტასა, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედებას არ ახდენს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ბევრი კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ პენტასასთან ერთად აზათიოპრინის ანდა 6-მერკაპტოპურინის ანდა თიოგუანინის გამოყენებისას, ძვლის ტვინის დათრგუნვის (მიელოსუპრესია)ეფექტის გამოვლინების სიხშირე მატულობს, აღინიშნება წამლების ურთიერთქმედება. გარდა ამისა, აღნიშნული მექანიზმის უკან არსებული ურთიერთქმდება საბოლოოდ დაზუსტებული არ არის. რეკომენდირებულია, სისხლის თეთრი უჯრედების რეგულარული კონტროლი და თიოპურინების დოზების რეჟიმის შესაბამისი რეგულაცია.

მესალაზინის მიერ ვარფარინის (გულსა და სისხლძრღვების სისტემაში შედედების საწინააღმდეგოდ გამოყენებული წამალი) სისხლის გამათხელებელი ეფექტის შემცირების შესახებ ძალიან მცირე მტკიცებულება არსებობს.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

გვერდითი მოვლენები

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

გავრცელებული:

თავის ტკივილი

დიარეა

მუცლის ტკივილი

გულისრევა

ღებინება

გამონაყარი (ურტიკარია, კანის გამონაყარის ჩათვლით)

იშვიათი:

თავბრუსხვევა

გულის კუნთის ანდა გულის გარე გარსის ჩირქოვანი ანთება

სახამებლის მონელებაში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი ნივთიერების ამილაზას მომატება

საჭმლის მონელებაში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი მუცლის ღრუს ორგანოს, პანკრეასის უეცარი ჩირქოვან -ანთებითი პროცესი*

შებერილობა (კუჭში აირების ჭარბი რაოდენობით დაგროვება)

ძალიან იშვიათი:

სისხლში ეოზინოფილების სახელით წოდებული უჯრედების მომატება (ალერგიულ რეაქციებთან დაკავშირებული)

სისხლის ანალიზში ცვლილებები, სისხლნაკლებობა (სისხლის წითელი უჯრედების შემცირება/ანემია), სისხლის თეთრი უჯრდების შემცირება

სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, გრანულოციტების მკვეთრი ხარისხის შემცირება, სისხლის ყველა უჯრედის რაოდენობის შემცირება

პანკოლიტი (მთლიანად მსხვილი ნაწლავის ჩირქოვანი ანთება)

ირგვლივმდებარე ნერვების ფუნქციების დარღვევა

ფილტვების ალერგიული და ფიბროზული რეაქციები (სუნთქვის გაძნელება, ხველა, სასუნთქი გზების შევიწროება, ფილტვების ჯიბებში (ბუშტუკებში) ალერგიული ანეთება, ფილტვებში ეოზინოფილური უჯრედების გამრავლება (ალერგიული უჯრედები), ფილტვის ქსოვილის დაავადება, ფილტვებში საჭიროზე მეტი რაოდენობით უჯრედების და ნივთიერების გამოჟონვა, ფილტვების ჩირქოვანი ანთების ჩათვლით).

ღვიძლის ფერმენტების მომატება, ქოლესტაზის (თორმეტგოჯა ნაწლავში ნაღვლის წვენის არასაკმარისი გადასვლა), მაჩვენებლების და ნაღვლის ნივთიერების (ბილირუბინის) მომატება, ღვიძლის დაზიანება (ღვძლის ჩირქოვანი ანთება*, ციროზი, ღვიძლის უკმარისობის ჩათვლით).

თმის გარდამავალი ცვენა

კუნთების ტკივილი

სახსრების ტკივილი

ლუპუსის (წითელი მგლურა) დაავადების მსგავსი რეაქციები(ცალკე, მხოლოდ ერთჯერადი გამოვლინებით)

თირკმლის ფუნქციების დარღვევა(თირკმლის უეცარი და გახანგრძლიევბული ჩირქოვანი ანთება*, ნეფროზული სინდრომი, თირკმლების უკმარისობის ჩათვლით).

შარდის ფერის ცვლილება

სპერმის რაოდენობის შემცირება(შექცევადი)

უცნობი:

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები

წამალთან დაკაშირებული ცხელება

(*) მესალაზინთან დაკაშირებით გამოვლენილი ამ არასასურველი ეფექტების მექანიზმი უცნობია. თუმცა, დიდი ალბათობით, ეს სიმპტომები ალერგიასთან დაკაშირებული უნდა იყოს.

ზემოთ აღნიშნული დარღვევებიდან ზოგიერთი, შეიძლება ნაწლავების ჩირქოვან-ანთებითი დაავადების პირდაპირი სიმპტომი იყოს.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • პენტასას შენახვა

პენტასა, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

პენტასა, <300 C ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ პენტასა არ გამოიყენოთ.

თუ, პროდუქტზე და/ ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, პენტასა არ გამოიყენოთ.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

შპს. ფერინგ ილაჩ სან ვე თიჯ

ბუიუქდერეს ქ.ნუროლ პლაზა N:255.სართული:13.

მასლაქი. 34398. სარიერი.სტამბული.

ტელ: 0212 335 62 00; ფაქსი: 0212 285 42 74;

ელ. ფოსტა: [email protected];

წარმოების ადგილი: ferring GmbH

ვიტლენდი/კიელი/გერმანია

ფენდიკი/სტამბული

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 04.01.2013-ში დამოწმებულია.

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

პენტასა 500 მგ გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტი

განკუთვნილია პირის გზით (ორალურად) მისაღებად.

მოქმედი ნივთიერება: თითოეული გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტი 500 მგ მესალაზინს შეიცავს.

დამხმარე ნივთიერებებია:ეთილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ტალკი.

აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.

აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.

აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.

წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

რა არის და რისთვის გამოიყენება პენტასა?

პენტასას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

როგორ გამოიყენება პენტასა?

რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

პენტასას შენახვა

  • რა არის და რისთვის გამოიყენება პენტასა ?

პენტასა, ნაწლავთა ჩირქოვანი ანთების სამკურნალო ეფექტის მქონე წამლების ჯგუფში შედის.

პენტასა, გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტირებული ფორმით არის წარმოებული. ტაბლეტები, მოთეთრო-რუხი-მკრთალი ყავისფერი ფერისაა, ტაბლეტები თითქოს დალაქავებული, ოვალური ფორმისაა, თითოეულ ზედაპირზე აღინიშნება გარავირება ,,პენტასა’’.

პენტასას თითოეული ტაბლეტი, ალუმინის ფოლგის ორმაგ შეფუთვაშია მოთავსებული და ბლისტერის სახით არის წარმოდგენილი მოხმარებისთვის. ბლისტერში წარმოდგენილია 10 ტაბლეტი.

პენტასა, წყლულოვანი კოლიტის და კრონის დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. აღნიშნული დაავადებები ნაწლავთა ჩირქოვან-ანთებითი დაავადებებია. წამლის ეფექტი ნაწლავებში ლოკალური მოქმედებით ვლინდება და არა სისხლის მიმოქცევაში გადასვლით.

  • პენტასას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

პენტასა, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ:

მესალაზინის ანდა პენტასას სხვა დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ანდა სალიცილატების მიმართ ალერგია (მომატებული მგრზნობელობა) გაქვთ,

ღვიძლის მძიმე უკმარისობა გაქვთ,

თირკმლების უკმარისობა გაქვთ.

პენტასა, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ,

თუ;

სულფასალაზინის მიმართ ალერგია ანდა მომატებული მგრძნობელობა გაქვთ, აღნიშნულ მგრძნობელობაში, დიდი ალბათობით მესალაზინიც შედის . თუ, სულფასალაზინის მიმართ ალერგია გაქვთ, პენტასას გამოყენებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ (სალიცილატების მიმართ ალერგიის რისკი). თუ, უეცრად შემდეგი სიმპტომები გამოვლინდება, მაგ. კრუნჩხვები, მუცლის ტკივილი, ცხელება, ძლიერი თავის ტკივილი და გამონაყარი, მკურნალობა მაშინვე უნდა შეჩერდეს.

ღვიძლის ფუნქციების დარღვევა გაქვთ, ფრთხილად იყავით.

თირკმლის ფუნქციების დარღვევა გაქვთ, პენტასას გამოყენება რეკომენდირებული არ არის. ასეთ მდგომარებაში ექიმი თიკრმლის ფუნციების შესაფასებლად სისხლის ანალიზებს მოითხოვს. პრეპარატის, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო ჯგუფის წამლებთან (ასპირინის მსგავსი ტკივილგამაყუჩებლები და ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე წამლები) და აზათიოპრინის მსგავს, თირკმლებზე მავნე ზემოქმედების მქონე სხვა წამლებთან ერთდ გამოყენებისას, თიკრმლების მხრივ რეაქციის გამოვლენის რისკი მატულობს.

ასთმის მსგავსი ფილტვების დაავადება გაქვთ, პეტასას განოყენებისას ფრთხილად იყავით.

მესალაზინის გამოყენების დროს იშვიათად დაფიქსირებულია გულის მხრივ მომატებული რეაქციები (გულის კუნთში და გულის გარე გარსში) ანთებითი პროცესი და დაავადებები, რომელიც დაკაშირებული სისხლის უჯრედოვან ცვლილებებთან. ავადმყოფები, რომლებიც აზათიოპრინის, 6-მერკაპტოპურინის ანდა თიოგუანინის მომხმარებელი არიან და პარალელურად მესალაზინსაც გამოიყენებენ, სისხლის დაავადებების რისკი შეიძლება გაიზარდოს.

თუ, აღნიშული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ პერიოდში გამოგივლინდათ ანდა ამჟამად თქვენ გეხებათ, გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

პენტასას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

პენტასას მიღება საკვებთან ერთად შეიძლება.

ორსულობა

წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

პენტასა, ორსულობის პერიოდში, მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილების შესაბამისად მიიღება, თუ წამლის სავარაუდო სარგებელი აღემატება მავნე ზემოქმედებას, პენტასა გამოყენებული უნდა იქნას. ჩვილ ბავშვთა დედები, რომელთაც პენტასათი აქვთ მკურნალობა ჩატარებული, ზოგიერთ ბავშვთან დაფიქსირებულია სისხლის დაავადების (სისხლი თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, ანემია)განვითარება.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, კონსულტაციისთვის სასწრაფოდ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის მიღებამდე გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

პენტასა, ბავშვის ძუძუთი კვების პერიოდში, მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილების შესაბამისად მიიღება, თუ წამლის სავარაუდო სარგებელი აღემატება მავნე ზემოქმედებას, პენტასა გამოყენებული უნდა იქნას. პენტასას გამოყენებიას, ბავშვთან შეიძლება გამოვლინდეს დიარეის მსგავსი, მომატებული მგრძნობელობის ნიშნები.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

პენტასა, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედებას არ ახდენს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ბევრი კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ პენტასასთან ერთად აზათიოპრინის ანდა 6-მერკაპტოპურინის ანდა თიოგუანინის გამოყენებისას, ძვლის ტვინის დათრგუნვის (მიელოსუპრესია)ეფექტის გამოვლინების სიხშირე მატულობს, აღინიშნება წამლების ურთიერთქმედება. გარდა ამისა, აღნიშნული მექანიზმის უკან არსებული ურთიერთქმდება საბოლოოდ დაზუსტებული არ არის. რეკომენდირებულია, სისხლის თეთრი უჯრედების რეგულარული კონტროლი და თიოპურინების დოზების რეჟიმის შესაბამისი რეგულაცია.

მესალაზინის მიერ ვარფარინის (გულსა და სისხლძრღვების სისტემაში შედედების საწინააღმდეგოდ გამოყენებული წამალი) სისხლის გამათხელებელი ეფექტის შემცირების შესახებ ძალიან მცირე მტკიცებულება არსებობს.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

  • როგორ გამოიყენება პენტასა?

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

პენტასა, ყოველთვის ექიმის მითითებების შესაბამისად მიიღეთ. თუ, რომელიმე საკითხში დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

წყლულოვანი კოლიტი:

დაავადების აქტიური ფორმის მკურნალობა:

ზრდასრულები: დოზა, ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს. ამისთვის, დღეში 4 გ-მდე დაყოფილი დოზები გამოიყენება.

ბავშვები (6 წლის და მეტი ასაკის): დოზა, ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს. მკურნალობა იწყება: დღეში 1 კგ-ზე 30-50მგ -ით და დაყოფილი დოზები გამოიყენება. დღიური მაქსიმალური დოზაა: კგ-ზე 75 მგ, რეკომენდირებულია დაყოფილი დოზებით გამოყენება. ჯამურმა დოზამ დღეში 4 გ არ უნდა გადააჭარბოს(ზრდასრულა მაქსიმალური დოზა).

მკურნალობის გაგრძელებისას:

ზრდასრულები:

დოზა, ინდივიდუალურად განისაზღვრება, ამ დროს რეკომენდირებულია დღეში ერთჯერადად 2 გ მესალაზინი. ამ დოზის მიღება დაყოფილი სახითაც შეიძლება.

ბავშვები (6 წლის და მეტი ასაკის): დოზა, ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს. ამ დროს რეკომენდირებულია დღეში 1 კგ-ზე 15-30მგ მესალაზინით დაწყებული ინდივიდუალური დოზირება, რომელიც დაყოფილი დოზების სახით გამოიყენება. ჯამურმა დოზამ დღეში 2 გ არ უნდა გადააჭარბოს (რეკომენდირებული ზრდასრულა დოზა).

ზოგადად, ზრდასრულთა დოზის ნახევარი 40 კგ-მდე წონის ბავშვებს, ნორმალური ზრდასრულთა დოზა კი 40 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებს ეძლევა.

კრონის დაავადება

დაავადების აქტიური ფორმის მკურნალობა:

ზრდასრულები:

დოზა, ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს. ამისთვის, დღეში 4 გ-მდე დაყოფილი დოზები გამოიყენება.

ბავშვები (6 წლის და მეტი ასაკის): დოზა, ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს. მკურნალობა იწყება: დღეში 1 კგ-ზე 30-50 მგ მესლაზინით, რომლის გამოყენებაც რეკომენდირებულია დაყოფილი დოზების სახით. მაქსიმალური დოზაა: დღეში კგ-ზე 75 მგ, რომელიც გამოიყენება დაყოფილი დოზებით. ჯამურმა დოზამ დღეში 4 გ არ უნდა გადააჭარბოს (რეკომენირებული ზრდასრულთა დოზა).

მკურნალობის გაგრძელებისას:

ზრდასრულები:

დოზა, ინდივიდუალურად განისაზღვრება, ამ დროს რეკომენდირებულია დღეში 4 გ პრეპარატი, როემლიც მიღება დაყოფილი სახით.

ბავშვები (6 წლის და მეტი ასაკის): დოზა, ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს. ამ დროს რეკომენდირებულია დღეში 1 კგ-ზე 15-30მგ მესალაზინით დაწყებული ინდივიდუალური დოზირება, რომელიც დაყოფილი დოზების სახით გამოიყენება. ჯამურმა დოზამ დღეში 4 გ არ უნდა გადააჭარბოს (რეკომენდირებული ზრდასრულთა დოზა).

ზოგადად, ზრდასრულთა დოზის ნახევარი 40 კგ-მდე წონის ბავშვებს, ნორმალური ზრდასრულთა დოზა კი 40 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებს ეძლევა.

შეყვანის გზა და მეთოდი:

გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტები არ უნდა დაიღეჭოს. ტაბლეტების გადაყლაპვის გაადვილების მიზნით, შესაძლებელია, ტაბლეტების 50 მლ ცივ წყალში გალღობა, გამორევა და მაშინვე დალევა.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ხანდაზმულებში გამოყენება: მონაცემები არ არსებობს.

ბავშვებში გამოყენება: 6-დან 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მონაცემები შეზღუდულია.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა: თუ, ღვიძლის ანდა თირკმლების მძიმე უკმარისობა გაქვთ, პენტასა არ გამოიყენოთ.

თუ,ფიქრობთ, რომ პენტასას ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, პენტასას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, პენტასას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, პენტასას მიღება დაგავიწყდებათ:

თუ, პენტასას მიღება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ, წამალი დალიეთ. თუ, წამლის მომდევნო დოზის მიღების დრო ახლოსაა ანდა უკვე წამლის მიღების დროა, დავიწყებული დოზა გამოტოვეთ და წამლის მიღება ჩვეული რეჟიმის მიხედვით გააგრძელეთ.

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც პენტასათი მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

მკურნალობის შეწყვეტისას, ნაწლავთა დაავადების სიმპტომები შეიძლება გამწვავდეს.

თუ, ამ წამლის გამოყენებასთან დაკაშირებით კითხვები გაგიჩნდებათ, თქვენს ექიმს მიმართეთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, პენტასას შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

კლინიკური კვლევების დროს ყველაზე ხშირად გამოვლენილი არასასურველი ეფექტებია: დიარეა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი, ღებინება და გამონაყარი. გარდა ამისა, პერიოდულად შეიძლება გამოვლინდეს წამლის მიმართ მგრძნობელობის რეაქციები და წამალთან დაკაშირებული ცხელება.

გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

გავრცელებული:

თავის ტკივილი

დიარეა

მუცლის ტკივილი

გულისრევა

ღებინება

გამონაყარი (ურტიკარია, კანის გამონაყარის ჩათვლით)

იშვიათი:

თავბრუსხვევა

გულის კუნთის ანდა გულის გარე გარსის ჩირქოვანი ანთება

სახამებლის მონელებაში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი ნივთიერების ამილაზას მომატება

საჭმლის მონელებაში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი მუცლის ღრუს ორგანოს, პანკრეასის უეცარი ჩირქოვან -ანთებითი პროცესი*

შებერილობა (კუჭში აირების ჭარბი რაოდენობით დაგროვება)

ძალიან იშვიათი:

სისხლში ეოზინოფილების სახელით წოდებული უჯრედების მომატება (ალერგიულ რეაქციებთან დაკავშირებული)

სისხლის ანალიზში ცვლილებები, სისხლნაკლებობა (სისხლის წითელი უჯრედების შემცირება/ანემია), სისხლის თეთრი უჯრდების შემცირება

სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, გრანულოციტების მკვეთრი ხარისხის შემცირება, სისხლის ყველა უჯრედის რაოდენობის შემცირება

პანკოლიტი (მთლიანად მსხვილი ნაწლავის ჩირქოვანი ანთება)

ირგვლივმდებარე ნერვების ფუნქციების დარღვევა

ფილტვების ალერგიული და ფიბროზული რეაქციები (სუნთქვის გაძნელება, ხველა, სასუნთქი გზების შევიწროება, ფილტვების ჯიბებში (ბუშტუკებში) ალერგიული ანეთება, ფილტვებში ეოზინოფილური უჯრედების გამრავლება (ალერგიული უჯრედები), ფილტვის ქსოვილის დაავადება, ფილტვებში საჭიროზე მეტი რაოდენობით უჯრედების და ნივთიერების გამოჟონვა, ფილტვების ჩირქოვანი ანთების ჩათვლით).

ღვიძლის ფერმენტების მომატება, ქოლესტაზის (თორმეტგოჯა ნაწლავში ნაღვლის წვენის არასაკმარისი გადასვლა), მაჩვენებლების და ნაღვლის ნივთიერების (ბილირუბინის) მომატება, ღვიძლის დაზიანება (ღვძლის ჩირქოვანი ანთება*, ციროზი, ღვიძლის უკმარისობის ჩათვლით).

თმის გარდამავალი ცვენა

კუნთების ტკივილი

სახსრების ტკივილი

ლუპუსის (წითელი მგლურა) დაავადების მსგავსი რეაქციები(ცალკე, მხოლოდ ერთჯერადი გამოვლინებით)

თირკმლის ფუნქციების დარღვევა(თირკმლის უეცარი და გახანგრძლიევბული ჩირქოვანი ანთება*, ნეფროზული სინდრომი, თირკმლების უკმარისობის ჩათვლით).

შარდის ფერის ცვლილება

სპერმის რაოდენობის შემცირება(შექცევადი)

უცნობი:

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები

წამალთან დაკაშირებული ცხელება

(*) მესალაზინთან დაკაშირებით გამოვლენილი ამ არასასურველი ეფექტების მექანიზმი უცნობია. თუმცა, დიდი ალბათობით, ეს სიმპტომები ალერგიასთან დაკაშირებული უნდა იყოს.

ზემოთ აღნიშნული დარღვევებიდან ზოგიერთი, შეიძლება ნაწლავების ჩირქოვან-ანთებითი დაავადების პირდაპირი სიმპტომი იყოს.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • პენტასას შენახვა

პენტასა, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

პენტასა, <300 C ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ პენტასა არ გამოიყენოთ.

თუ, პროდუქტზე და/ ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, პენტასა არ გამოიყენოთ.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

შპს. ფერინგ ილაჩ სან ვე თიჯ

ბუიუქდერეს ქ.ნუროლ პლაზა N:255.სართული:13.

მასლაქი. 34398. სარიერი.სტამბული.

ტელ: 0212 335 62 00; ფაქსი: 0212 285 42 74;

ელ. ფოსტა: [email protected];

წარმოების ადგილი: ferring GmbH

ვიტლენდი/კიელი/გერმანია

ფენდიკი/სტამბული

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 04.01.2013-ში დამოწმებულია.

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა