წყლულოვანი პროქტიტი (წყლულოვანი კოლიტი მსხვილი ნაწლავის დისტალური ნაწილების დაზიანებით).
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მეზალაზინი (mesalazine)
- ფორმა და შეფუთვა
- 1გ რექტალური სუპოზიტორია №28 (4X7)
- მწარმოებელი
- Ferring International Center SA, შვეიცარია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიდიარეული საშუალებები, ნაწლავის ანთების/ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები, ამინოსალიცილის მჟავა და მსგავსი საშუალებები
- ATC კოდი
- A07EC02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042296
- რეგისტრირებულია
- 31 ოქტომბერი 2024, მოქმედებს 31 ოქტომბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Ferring International Center SA (შვეიცარია)
- განმცხადებელი
- სს ფერინგ ფარმაცევტიკალს ეს ეი-ს წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პენტასა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
წყლულოვანი პროქტიტი (წყლულოვანი კოლიტი მსხვილი ნაწლავის დისტალური ნაწილების დაზიანებით).
მიღების წესი და დოზირება
1 სანთელი დღე-ღამეში ერთხელ.
სანთლის შეყვანამდე საჭიროა ნაწლავის დაცლა.
მანიპულაციის ჰიგიენის უზრუნველყოფისთვის საჭიროა რეზინის სათითის გამოყენება.
სანთელი შეყავთ პირდაპირ სწორ ნაწლავში კუნთოვანი სფინქტერის წინააღმდეგობის შეწყვეტამდე. თუ შეყვანიდან 10 წუთის შემდეგ სანთელი გამოიყოფა, საჭიროა სხვა სანთლის შეყვანა. გამოყენების გამარტივებისთვის შესაძლებელია სანთლის წყლით დასველება.
მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 8-12 კვირას, მკურნალობის ეფექტურობის კრიტერიუმს წარმოადგენს კლინიკურ-ენდოსკოპიური რემისია. მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა შემანარჩუნებელი და რეციდივის საწინააღმდეგო თერაპიის ჩათვლით შეზღუდული არ არის.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა მესალაზინის, სალიცილატების და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
ღვიძლის ან თირკმლის მძიმე უკმარისობა;
18 წლამდე ასაკი.
თუ გაქვთ რომელიმე ჩამოთვლილი დაავადება, პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
სიფრთხილით
პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ფილტვის ფუნქციის დარღვევა (კერძოდ ბრონქული ასთმა, ჰემორაგიული დიათეზი), გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი (შესაძლებელია ჰემოლიზის უმნიშვნელო რისკი რეკომენდებული დოზირებისას).
პრეპარატ პენტასას® დანიშვნისას აუცილებელია სიფრთხილე პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა, რადგან მესალაზინის ელიმინაციის სისწრაფის დაქვეითება და სისტემური კონცენტრაცის მომატება ზრდის თირკმლის დაზიანების რისკს.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატის მიღების დაწყებამდე და მკურნალობისას ექიმის დანიშნულებით, აუცილებელია სისხლის საერთო ანალიზის (სისხლის ფორმიანი ელემენტების რაოდენობა), ბიოქიმიური ანალიზის (ასტ, ალტ აქტივობა, პლაზმაში კრეატინინის კლირენსი) და შარდის ექსპრეს ანალიზის (ტესტი-ზოლები) ჩატარება. პრეპარატ პენტასას® მიღებისას მკურნალობის დაწყებიდან 14 დღის შემდეგ აუცილებელია პაციენტის სრული გამოკვლევის ჩატარება, ეს უნდა განმეორდეს 2-3-ჯეერ 4 კვირიანი ინტერვალით. მკურნალობის კარგი ამტანობისას განმეორებითი გამოკვლევა ტარდება 3 თვეში ერთხელ. სხვა სიმპტომების გამოვლენისას უნდა მიმართონ ექიმს.
სიფრთხილეა საჭირო პაციენტების მკურნალობისას, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა სულფასალაზინის მიმართ (სალიცილატებზე ალერგიული რეაქციის განვითარების რისკი). პაციენტების უმრავლესობამ, რომლებსაც აღენიშნებათ აუტანლობა ან მომატებული მგრძნობელობა სულფასალაზინის მიმართ, შეიძლება პრეპარატი პენტასა® მიიღოს არასასურველი რეაქციების რისკის საშიშროების გარეშე. პრეპარატით მკურნალობის დასაწყისში ინტენსიური სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ პაციენტები, რომლებიც ადრე იღებდნენ სულფასალაზინს და უვითარდებოდათ არასასურველი რეაქციები. აღწერილია კანის მძიმე გვერდითი რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ასოცირებული მესალაზინით მკურნალობასთან.
პრეპარატის აუტანლობის მწვავე სიმპტომების გამოვლენისას (ტკივილი და სპაზმები მუცლის არეში, ციებ-ცხელება, ძლიერი თავის ტკივილი და/ან კანის მძიმე დაავადებების პირველი ნიშნების და სიმპტომების გამოვლენა, როგორიცაა კანზე გამონაყარი, ლორწოვან გარსებზე გამონაყარი, ან მომატებული მგრძნობელობის რაიმე სხვაგვარი ნიშნები) აუცილებელია პრეპარატ პენტასა®-ს მიღების შეწყვეტა.
პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებულია სიფრთხილით. პრეპარატ პენტასას® გამოყენება რეკომენდებული არ არის თირკმლის ფუნქციის დარღვევისას. მესალაზინის გამოყენებისას თირკმლის ფუნქციის დარღვევა შეიძლება გამოწვეული იყოს ნეფროტოქსიურობით. სხვა ნეფროტოქსიური პრეპარატების დანიშვნა (მაგ. აასს ან აზატიოპრინი) შეიძლება ზრდიდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკს.
მესალაზინის მიღებისას აუცილებელია იმ პაციენტების მდგომარეობის ინტენსიური კონტროლი, რომლებსაც აღენიშნებათ ფილტვის დაავადებები, მათ შორის ბრონქული ასთმა.
იშვიათად აღინიშნება გულის მხრივ არასასურველი რეაქციები (მიოკარდიტი, პერიკარდიტი). ძალიან იშვიათად აღინიშნა სისხლის სერიოზული დისკრაზია აზატიოპრინთან, 6-მერკაპტოპურინთან ან თიოგუანინთან ერთად გამოყენებისას. მოცემული დაავადებების სიმპტომების გამოვლენისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
ნაწლავის ანთებითი დაავადების მქონე პაციენტები არიან ნეფროლიტიაზის განვითარების რისკის ქვეშ. აღწერილია ნეფროლიტიაზის განვითარების შემთხვევები მესალაზინის შემცველობით მესალაზინით მიმდინარე თერაპიის ფონზე. მესალაზინის მიღებისას, აუცილებელია სითხის ადეკვატური რაოდენობით მიღების უზრუნველყოფა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პრეპარატ პენტასას® წამალთაშორისი ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
პრეპარატ პენტასას® დანიშვნისას აზატიოპრინთან ან 6-მერკაპტოპურინთან ან თიოგუანინთან ერთად იზრდება მიელოსუპრესიული მოქმედების სიხშირე, თუმცა მოცემული ურთიერთქმედების მექანიზმი დადგენილი არ არის. აუცილებელია სისხლის სურათის რეგულარული კონტროლი და აუცილებლობისას თიოპურინის დოზის კორექცია.
პრეპარატ პენტასას® და სხვა ნეფროტოქსიური პრეპარატების დანიშვნისას, როგორიცაა მაგალითად ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (აასს) და აზატიოპრინი ზირდება თირკმლის მხრივ გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი.
მესალაზინი ანელებს ციანოკობალამინის (ვიტამინი В12) აბსორბციას, აძლიერებს სულფონილშარდოვანას წარმოებულების ჰიპოგლიკემიურ მოქმედებას, გლუკოკორტიკოსტეროიდების ულცეროგენობას, მეტოტრექსატის ტოქსიურობას, ასუსტებს ფუროსემიდის, სპირონოლაქტონის, სულფანილამიდების, რიფამპიცინის და ვარფარინის აქტივობას, ზრდის ურიკოზურიული სამკურნალო საშუალებების (მილაკოვანი სეკრეციის ბლოკერები) ეფექტურობას. მესალაზინის და დიგოქსინის ერთდროული გამოყენებისას ქვეითდება დიგოქსინის შეწოვა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატ პენტასას® გამოყენება ორსულობის დროს დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფის პოტენციურ რისკს. ნაწლავის ანთებითი დაავადება შეიძლება ზრდიდეს არასასურველი რეაქციების განვითარების რისკს ორსულობის დროს.
ორსულობა
მესალაზინი გადის პლაცენტურ ბარიერში, ჭიპლარის სისხლში მისი კონცენტრაცია უფრო დაბალია, ვიდრე დედის პლაზმაში. აცეტილმესალაზინი ერთნაირი კონცენტრაციითაა ჭიპლარში და დედის პლაზმაში. ორსულ ქალებში მესალაზინის გამოყენების სარწმუნო, მკვეთრად გამოხატული კვლევების შედეგები არ არსებობს. გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად მესალაზინის გამოყენებისას გამოვლენილი არ არის განვითარების თანდაყოლილი მანკების სიხშირის მომატება. ზოგიერთი მონაცემი მიუთითებს ნაადრევი მშობიარობის სიხშირის, ნაყოფის დაღუპვის და ახალშობილის მცირე წონის მომატებულ სიხშირეზე. თუმცა ზემოაღნიშნული გართულებები შეიძლება განპირობებული იყოს ნაწლავის აქტიური ანთებითი დაავადებით.
ახალშობილებში, რომელთა დედებიც პრეპარატ პენტასას® იღებდნენ, აღწერილია სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევის შემთხვევები (ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ანემია).
ახალშობილში, რომლის დედაც ორსულობის დროს ხანგრძლივად იღებდა მესალაზინის მაღალ დოზას (2-4გ, პერორალურად) აღწერილია თრკმლის ფუნქციის დარღვევის ერთადერთი შემთხვევა.
კლინიკამდელ კვლევებში არ გამოვლინდა პრეპარატის ემბრიო ან ფეტოტოქსიურობა, მშობიარობასა და პოსტნატალურ განვითარებაზე გავლენა.
ლაქტაცია
მესალაზინი გამოიყოფა რძეში. რძეში მესალაზინის კონცენტრაცია უფრო დაბალია, ვიდრე დედის პლაზმაში, მეტაბოლიტი რძეში არსებობს იგივე ან უფრო მაღალი კონცენტრაციით. ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატ პენტასას® გამოყენების კონტროლირებული კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. მოცემულ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ბავშვებში შეიძლება განვითარდეს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (მაგ. დიარეა), ამ შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ფერტილობა
კლინიკამდელი კვლევების შედეგების მიხედვით გამოვლენილი არ არის ფერტილობაზე მესალაზინის გავლენა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატი პენტასა® გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. არასასურველი რეაქციების გამოვლენისას (როგორიცაა თავბრუსხვევა და სხვ) თავი უნდა შეიკავონ მოცემული მოქმედებებისგან.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატ პენტასას® გამოყენებისას ყველაზე ხშირად აღინიშნება დიარეა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი, ღებინება და კანის გამონაყარი. ზოგიერთ პაციენტში აღინიშნებოდა მომატებული მგრძნობელობის რეაქციები და სხეულის ტემპერატურის მომატება, ასევე, აღწერილია მესალაზინით თერაპიასთან ასოცირებული კანის მძიმე გვერდითი რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
სანთლის შეყვანის შემდეგ შესაძლებელია ადგილობრივი რეაქციების განვითარება, როგორიცაა ქავილი, რექტალური დისკომფორტი, დეფეკაციის მოთხოვნილების ტკივილიანი შეგრძნებები.
არასასურველი რეაქციების სიხშირე: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100 - <1/10), ნაკლებად ხშირი (≥ 1/1000 -<1/100), იშვიათი (≥ 1/10000 - <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე დაუდგენელია (ამ დროისთვის არ არსებობს მონაცემები გვერდითი რეაქციების გავრცელების შესახებ).
სისტემურ-ორგანული კლასი
ხშირი
იშვიათი
ძალიან იშვიათი
სიხშირე დაუდგენელია
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ
სისხლის სურათის ცვლილება (ანემია, აპლაზიური ანემია, აგრანულოციტოზი, ნეითროპენია, ლეიკოპენია (მათ შორის გრანულოციტოპენია), პანციტოპენია, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია (როგორც ალერგიული რეაქციის გამოვლინება))
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური რეაქციები, წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი ეოზინოფილიით და სისტემური გამოვლინებებით (DRESS-სინდრომი)
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
თავის ტკივილი
თავბრუსხვევა
პერიფერიული ნეიროპათია, კეთლთვისებიანი ქალასშიდა ჰიპერტენზია (პუბერტატული ასაკის პაციენტებში)
დარღვევები გულის მხრივ
მიოკარდიტი*, პერიკარდიტი*
ექსუდაციური პერიკარდიტი
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ
ალერგიული რეაქციები და ფილტვის ფიბროზული ცვლილებები (მათ შორის ქოშინი, ხველა, ბრონქოსპაზმი, ალერგიული ალვეოლიტი, ფილტვის ეოზინოფილია, ინტერსტიციალური პნევმონია, ფილტვის ინფილტრაცია, პნევმონიტი
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
დიარეა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი
მწვავე პანკრეატიტი*, ამილაზას შემცველობის მომატება (სისხლში და/ან შარდში)
კოლიტის სიმპტომების გამწვავება
დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ
ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზების) აქტივობის და ქოლესტაზის ლაბორატორიული ნიშნების (ტოტე ფოსფატაზოს, გამაგლუტამინტრანსფერაზას და ბილირუბინის) მომატება, ჰეპატოტოქსიურობა (ჰეპატიტი*, ქოლესტაზური ჰეპატიტი, ციროზი, ღვიძლის უკმარისობა)
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
კანის გამონაყარი (მათ შორის ჭინჭრის ციება, ერითემა)
ფოტოსენსიბილიზაცია**
შექცევადი ალოპეცია, კვინკეს შეშუპება, ალერგიული დერმატიტი, მრავალფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი
სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
მიალგია, ართრალგია, მგლურას მსგავსი სინდრომი (სისტემური წითელი მგლურა)
დარღვევები თირკმლის და შარდის გამომყოფი გზების მხრივ
ინტერსტიციალური ნეფრიტი* (მწვავე ან ქრონიკული), ნეფროზული სინდრომი, ღვიძლის უკმარისობა (მწვავე/ქრონიკული), ნეფროზული სინდრომი, თირკმლის უკმარისობა (მწვავე/ქრონიკული), შარდის ფერის ცვლილება
ნეფროლიტიაზი***
დარღვეები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლის მხრივ
შექცევადი ოლიგოსპერმია
ზოგადი დაზიანებები და დარღვევები შეყვანის ადგილას
ადგილობრივი რეაქციები (ქავილი, რექტალური დისკომფორტი, მტკივნეული ჭინთვები დეფეკაციისას)
წამლისმიერი ცხელება
- არასასურველი რეაქციების (მიოკარდიტი, პერიკარდიტი, პანკრეატიტი, ნეფრიტი, ჰეპატიტი) განვითარების მექანიზმი სავარაუდოდ ალერგიულ ხასიათს ატარებს.
- * აღწერილია უფრო მკვეთრად გამოხატული არასასურველი რეაქციები ანამნეზში კანის დაავადებების (მაგალითად, ატოპიური დერმატიტი და ატოპიური ეგზემა) მქონე პაციენტებში.
- ** იხილეთ თავი „განსაკუთრებული მითითებები“
ზოგიერთი გვერდითი რეაქციის განვითარება შეიძლება დაკავშირებული იყოს ნაწლავის ანთებით დაავადებასთან.
თუ ინსტრუქციაში აღნიშნული რომელიმე რეაქცია მწვავდება ან შენიშნავთ სხვა არასასურველ რეაქციებს, რომლებიც ინსტრუქციაში აღნიშნული არ არის, მიმართეთ ექიმს.
ჭარბი დოზა
პრეპარატ პენტასას® დოზის გადაჭარბების შემთხვევები იშვიათია. დოზის გადაჭარბებისას არ არსებობს ნეფროტოქსიურობის ან ჰეპატოტოქსიურობის სიმტომები, მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს სალიცილატებით მოწამვლის სიმპტომები, გულისრევა, ღებინება, სისუსტე, ძილიანობა, ჰიპერვენტილაცია და ფილტვის შეშუპება.
აღწერილია შემთხვევები, როდესაც პაციენტები 6გ მესალაზინს იღებდნენ ერთი თვის განმავლობაში გვერდითი მოვლენების გარეშე.
სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. რეკომენდებულია სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება. სტაციონარში მკურნალობისას აუცილებელია თირკმლის ფუნქციის ინტენსიური კონტროლი.
შემადგენლობა
ერთი სანთელი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: მესალაზინი 1გ;
დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლი 6000 519 მგ, ტალკი 4მგ, მაგნიუმის სტეარატი 4მგ, პოვიდონი 50მგ.
აღწერა
ოვალური ფორმის, თეთრიდან მოყვითალო-მოყავისფრო ჩრდილის მქონე თეთრამდე ფერის სანთლები, ღია ნაცრისფერი მრავლობითი ჩანართებით.
შენახვის პირობები
3 წელი.
გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში (ბლისტერი კოლოფში).
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანთებისსაწინააღმდეგო ნაწლავური საშუალება
ათქ კოდი: А07ЕС02
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა:
მესალაზინი-5-ამინოსალიცილის მჟავა-წარმოადგენს სულფასალაზინის აქტიურ კომპონენტს, რომელიც გამოიყენება წყლულოვანი კოლიტის და კრონის დაავადების სამკურნალოდ. პერორალური მიღების შემდეგ მესალაზინის თერაპიული ეფექტი უფრო მეტად განპირობებულია ადგილობრივი გავლენით ნაწლავის ანთებით ქსოვილზე, ვიდრე სისტემური მოქმედებით. არსებული ინფორმაციის თანახმად, წყლულოვანი კოლიტით დაავადებულ პაციენტებში ნაწლავის ანთების გამოხატულება ნაწლავის ლორწოვან გარსში მესალაზინის კონცენტრაციის უკუპროპორციულია. ნაწლავის ანთებითი დაავადებისას აღინიშნება ლეიკოციტების მიგრაციის გაძლიერება, ციტოკინების და არაქიდონის მჟავას წარმოებულების (კერძოდ В4 ლეიკოტრეინის) გამომუშავების გაძლიერება, თავისუფალი რადიკალების წარმოქმნის გაძლიერება. მესალაზინის მოქმედების ზუსტი მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის, მაგრამ დადგენილია, რომ ის ააქტიურებს რეცეპტორების γ-ფორმებს, რომლებიც აქტივირდება პეროქსისომური პროფილეფატორებით (PPAR-γ) და თრგუნავს ნაწლავის ლორწოვან გარსში ტრანსკრიფციულ ფაქტორს NF-κB-ს. მესალაზინი აინჰიბირებს ლეიკოციტურ ქემოტაქსისს, აქვეითებს ციტოკინების და ლეიკოტრეინების გამომუშავებას, აგრეთვე ამცირებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას ნაწლავის ანთებით ქსოვილში. მოქმედების ყოველი მექანიზმის ზუსტი მნიშვნელობა მესალაზინის ფარმაკოლოგიური მოქმედების რეალიზაციაში დადგენილი არ არის.
ფარმაკოკინეტიკა:
მესალაზინის თერაპიული მოქმედება ვლინდება ნაწლავის დაზიანებულ ლორწოვან გარსთან ადგილობრივი კონტაქტისას.
პენტასას® სანთლები უზრივენლყოფს მესალაზინის დიდი კონცენტრაციით მოხვედრას სწორ ნაწლავში, აღინიშნება სუსტი სისტემური აბსორბცია.
აბსორბცია: პრეპარატ პენტასას® 2გ-ს (1გ დღე-ღამეში ორჯერ) რექტალური შეყვანისას ჯანმრთელ მოხალისეებში შეწოვა დაბალია, დაახლოებით 10%-ს შეადგენს. მესალაზინის შეწოვა დოზადამოკიდებულია, შეიძლება დამოკიდებული იყოს პრეპარატის შემადგენლობაზე და ანთებითი პროცესის გავრცელებაზე.
განაწილება: მესალაზინი და მისი მეტაბოლიტი აცეტილმესალაზინი არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. მესალაზინის დაახლოებით 5% და აცეტილმესალაზინის დაახლოებით 80% უკავშირდება პლაზმის ცილებს.
მეტაბოლიზმი: მესალაზინი ექვემდებარება აცეტილირებას ფერმენტ N-აცეტილტრანსფერაზა 1-ით ნაწლავის ლორწოვან გარსში და ღვიძლში, ძირითადი მეტაბოლიტის-N-აცეტილ-5-ამინოსალიცილის მჟავას (N-აცეტილმესალაზინი) წარმოქმნით. აცეტილირების რეაქცია შეიძლება განხორციელდეს ნაწლავის ბაქტერიების მონაწილეობით. პრეპარატის მეტაბოლიზმი დამოკიდებული არ არის ორგანიზმის აცეტილირების უნარზე. აცეტილმესალაზინი კლინიკურად და ტოქსიკოლოგიურად არააქტიურია.
გამოყოფა: მესალაზინი და მისი ძირითადი მეტაბოლიტი გამოიყოფა შარდით და განავლით. აცეტილმესალაზინი გამოიყოფა უპირატესად თირკმელებით.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში
პაციენტები ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქციის დარღვევით
ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქციის დარღვევისას შესაძლებელია გამოყოფის სისწრაფის დაქვეითება და მესალაზინის სისტემური კონცენტრაციის მომატება, რაც ზრდის ნეფროტოქსიური არასასურველი რეაქციების განვითარების რისკს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
პენტასა®
Pentasa
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: პენტასა®
საერთაშორისო არაპატენტური დასახელება: მესალაზინი
სამკურნალწამლო ფორმა: რექტალური სანთლები
შემადგენლობა
ერთი სანთელი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: მესალაზინი 1გ;
დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლი 6000 519 მგ, ტალკი 4მგ, მაგნიუმის სტეარატი 4მგ, პოვიდონი 50მგ.
აღწერა
ოვალური ფორმის, თეთრიდან მოყვითალო-მოყავისფრო ჩრდილის მქონე თეთრამდე ფერის სანთლები, ღია ნაცრისფერი მრავლობითი ჩანართებით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთებისსაწინააღმდეგო ნაწლავური საშუალება
ათქ კოდი: А07ЕС02
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა:
მესალაზინი-5-ამინოსალიცილის მჟავა-წარმოადგენს სულფასალაზინის აქტიურ კომპონენტს, რომელიც გამოიყენება წყლულოვანი კოლიტის და კრონის დაავადების სამკურნალოდ. პერორალური მიღების შემდეგ მესალაზინის თერაპიული ეფექტი უფრო მეტად განპირობებულია ადგილობრივი გავლენით ნაწლავის ანთებით ქსოვილზე, ვიდრე სისტემური მოქმედებით. არსებული ინფორმაციის თანახმად, წყლულოვანი კოლიტით დაავადებულ პაციენტებში ნაწლავის ანთების გამოხატულება ნაწლავის ლორწოვან გარსში მესალაზინის კონცენტრაციის უკუპროპორციულია. ნაწლავის ანთებითი დაავადებისას აღინიშნება ლეიკოციტების მიგრაციის გაძლიერება, ციტოკინების და არაქიდონის მჟავას წარმოებულების (კერძოდ В4 ლეიკოტრეინის) გამომუშავების გაძლიერება, თავისუფალი რადიკალების წარმოქმნის გაძლიერება. მესალაზინის მოქმედების ზუსტი მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის, მაგრამ დადგენილია, რომ ის ააქტიურებს რეცეპტორების γ-ფორმებს, რომლებიც აქტივირდება პეროქსისომური პროფილეფატორებით (PPAR-γ) და თრგუნავს ნაწლავის ლორწოვან გარსში ტრანსკრიფციულ ფაქტორს NF-κB-ს. მესალაზინი აინჰიბირებს ლეიკოციტურ ქემოტაქსისს, აქვეითებს ციტოკინების და ლეიკოტრეინების გამომუშავებას, აგრეთვე ამცირებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას ნაწლავის ანთებით ქსოვილში. მოქმედების ყოველი მექანიზმის ზუსტი მნიშვნელობა მესალაზინის ფარმაკოლოგიური მოქმედების რეალიზაციაში დადგენილი არ არის.
ფარმაკოკინეტიკა:
მესალაზინის თერაპიული მოქმედება ვლინდება ნაწლავის დაზიანებულ ლორწოვან გარსთან ადგილობრივი კონტაქტისას.
პენტასას® სანთლები უზრივენლყოფს მესალაზინის დიდი კონცენტრაციით მოხვედრას სწორ ნაწლავში, აღინიშნება სუსტი სისტემური აბსორბცია.
აბსორბცია: პრეპარატ პენტასას® 2გ-ს (1გ დღე-ღამეში ორჯერ) რექტალური შეყვანისას ჯანმრთელ მოხალისეებში შეწოვა დაბალია, დაახლოებით 10%-ს შეადგენს. მესალაზინის შეწოვა დოზადამოკიდებულია, შეიძლება დამოკიდებული იყოს პრეპარატის შემადგენლობაზე და ანთებითი პროცესის გავრცელებაზე.
განაწილება: მესალაზინი და მისი მეტაბოლიტი აცეტილმესალაზინი არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. მესალაზინის დაახლოებით 5% და აცეტილმესალაზინის დაახლოებით 80% უკავშირდება პლაზმის ცილებს.
მეტაბოლიზმი: მესალაზინი ექვემდებარება აცეტილირებას ფერმენტ N-აცეტილტრანსფერაზა 1-ით ნაწლავის ლორწოვან გარსში და ღვიძლში, ძირითადი მეტაბოლიტის-N-აცეტილ-5-ამინოსალიცილის მჟავას (N-აცეტილმესალაზინი) წარმოქმნით. აცეტილირების რეაქცია შეიძლება განხორციელდეს ნაწლავის ბაქტერიების მონაწილეობით. პრეპარატის მეტაბოლიზმი დამოკიდებული არ არის ორგანიზმის აცეტილირების უნარზე. აცეტილმესალაზინი კლინიკურად და ტოქსიკოლოგიურად არააქტიურია.
გამოყოფა: მესალაზინი და მისი ძირითადი მეტაბოლიტი გამოიყოფა შარდით და განავლით. აცეტილმესალაზინი გამოიყოფა უპირატესად თირკმელებით.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში
პაციენტები ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქციის დარღვევით
ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქციის დარღვევისას შესაძლებელია გამოყოფის სისწრაფის დაქვეითება და მესალაზინის სისტემური კონცენტრაციის მომატება, რაც ზრდის ნეფროტოქსიური არასასურველი რეაქციების განვითარების რისკს.
მიღების ჩვენება
წყლულოვანი პროქტიტი (წყლულოვანი კოლიტი მსხვილი ნაწლავის დისტალური ნაწილების დაზიანებით).
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა მესალაზინის, სალიცილატების და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
ღვიძლის ან თირკმლის მძიმე უკმარისობა;
18 წლამდე ასაკი.
თუ გაქვთ რომელიმე ჩამოთვლილი დაავადება, პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
სიფრთხილით
პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ფილტვის ფუნქციის დარღვევა (კერძოდ ბრონქული ასთმა, ჰემორაგიული დიათეზი), გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი (შესაძლებელია ჰემოლიზის უმნიშვნელო რისკი რეკომენდებული დოზირებისას).
პრეპარატ პენტასას® დანიშვნისას აუცილებელია სიფრთხილე პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა, რადგან მესალაზინის ელიმინაციის სისწრაფის დაქვეითება და სისტემური კონცენტრაცის მომატება ზრდის თირკმლის დაზიანების რისკს.
გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში, ფერტილობაზე გავლენა
პრეპარატ პენტასას® გამოყენება ორსულობის დროს დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფის პოტენციურ რისკს. ნაწლავის ანთებითი დაავადება შეიძლება ზრდიდეს არასასურველი რეაქციების განვითარების რისკს ორსულობის დროს.
ორსულობა
მესალაზინი გადის პლაცენტურ ბარიერში, ჭიპლარის სისხლში მისი კონცენტრაცია უფრო დაბალია, ვიდრე დედის პლაზმაში. აცეტილმესალაზინი ერთნაირი კონცენტრაციითაა ჭიპლარში და დედის პლაზმაში. ორსულ ქალებში მესალაზინის გამოყენების სარწმუნო, მკვეთრად გამოხატული კვლევების შედეგები არ არსებობს. გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად მესალაზინის გამოყენებისას გამოვლენილი არ არის განვითარების თანდაყოლილი მანკების სიხშირის მომატება. ზოგიერთი მონაცემი მიუთითებს ნაადრევი მშობიარობის სიხშირის, ნაყოფის დაღუპვის და ახალშობილის მცირე წონის მომატებულ სიხშირეზე. თუმცა ზემოაღნიშნული გართულებები შეიძლება განპირობებული იყოს ნაწლავის აქტიური ანთებითი დაავადებით.
ახალშობილებში, რომელთა დედებიც პრეპარატ პენტასას® იღებდნენ, აღწერილია სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევის შემთხვევები (ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ანემია).
ახალშობილში, რომლის დედაც ორსულობის დროს ხანგრძლივად იღებდა მესალაზინის მაღალ დოზას (2-4გ, პერორალურად) აღწერილია თრკმლის ფუნქციის დარღვევის ერთადერთი შემთხვევა.
კლინიკამდელ კვლევებში არ გამოვლინდა პრეპარატის ემბრიო ან ფეტოტოქსიურობა, მშობიარობასა და პოსტნატალურ განვითარებაზე გავლენა.
ლაქტაცია
მესალაზინი გამოიყოფა რძეში. რძეში მესალაზინის კონცენტრაცია უფრო დაბალია, ვიდრე დედის პლაზმაში, მეტაბოლიტი რძეში არსებობს იგივე ან უფრო მაღალი კონცენტრაციით. ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატ პენტასას® გამოყენების კონტროლირებული კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. მოცემულ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ბავშვებში შეიძლება განვითარდეს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (მაგ. დიარეა), ამ შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ფერტილობა
კლინიკამდელი კვლევების შედეგების მიხედვით გამოვლენილი არ არის ფერტილობაზე მესალაზინის გავლენა.
გამოყენების მეთოდი და დოზირება
1 სანთელი დღე-ღამეში ერთხელ.
სანთლის შეყვანამდე საჭიროა ნაწლავის დაცლა.
მანიპულაციის ჰიგიენის უზრუნველყოფისთვის საჭიროა რეზინის სათითის გამოყენება.
სანთელი შეყავთ პირდაპირ სწორ ნაწლავში კუნთოვანი სფინქტერის წინააღმდეგობის შეწყვეტამდე. თუ შეყვანიდან 10 წუთის შემდეგ სანთელი გამოიყოფა, საჭიროა სხვა სანთლის შეყვანა. გამოყენების გამარტივებისთვის შესაძლებელია სანთლის წყლით დასველება.
მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 8-12 კვირას, მკურნალობის ეფექტურობის კრიტერიუმს წარმოადგენს კლინიკურ-ენდოსკოპიური რემისია. მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა შემანარჩუნებელი და რეციდივის საწინააღმდეგო თერაპიის ჩათვლით შეზღუდული არ არის.
გვერდითი მოქმედება
პრეპარატ პენტასას® გამოყენებისას ყველაზე ხშირად აღინიშნება დიარეა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი, ღებინება და კანის გამონაყარი. ზოგიერთ პაციენტში აღინიშნებოდა მომატებული მგრძნობელობის რეაქციები და სხეულის ტემპერატურის მომატება, ასევე, აღწერილია მესალაზინით თერაპიასთან ასოცირებული კანის მძიმე გვერდითი რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
სანთლის შეყვანის შემდეგ შესაძლებელია ადგილობრივი რეაქციების განვითარება, როგორიცაა ქავილი, რექტალური დისკომფორტი, დეფეკაციის მოთხოვნილების ტკივილიანი შეგრძნებები.
არასასურველი რეაქციების სიხშირე: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100 - <1/10), ნაკლებად ხშირი (≥ 1/1000 -<1/100), იშვიათი (≥ 1/10000 - <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე დაუდგენელია (ამ დროისთვის არ არსებობს მონაცემები გვერდითი რეაქციების გავრცელების შესახებ).
სისტემურ-ორგანული კლასი
ხშირი
იშვიათი
ძალიან იშვიათი
სიხშირე დაუდგენელია
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ
სისხლის სურათის ცვლილება (ანემია, აპლაზიური ანემია, აგრანულოციტოზი, ნეითროპენია, ლეიკოპენია (მათ შორის გრანულოციტოპენია), პანციტოპენია, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია (როგორც ალერგიული რეაქციის გამოვლინება))
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური რეაქციები, წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი ეოზინოფილიით და სისტემური გამოვლინებებით (DRESS-სინდრომი)
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
თავის ტკივილი
თავბრუსხვევა
პერიფერიული ნეიროპათია, კეთლთვისებიანი ქალასშიდა ჰიპერტენზია (პუბერტატული ასაკის პაციენტებში)
დარღვევები გულის მხრივ
მიოკარდიტი*, პერიკარდიტი*
ექსუდაციური პერიკარდიტი
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ
ალერგიული რეაქციები და ფილტვის ფიბროზული ცვლილებები (მათ შორის ქოშინი, ხველა, ბრონქოსპაზმი, ალერგიული ალვეოლიტი, ფილტვის ეოზინოფილია, ინტერსტიციალური პნევმონია, ფილტვის ინფილტრაცია, პნევმონიტი
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
დიარეა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი
მწვავე პანკრეატიტი*, ამილაზას შემცველობის მომატება (სისხლში და/ან შარდში)
კოლიტის სიმპტომების გამწვავება
დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ
ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზების) აქტივობის და ქოლესტაზის ლაბორატორიული ნიშნების (ტოტე ფოსფატაზოს, გამაგლუტამინტრანსფერაზას და ბილირუბინის) მომატება, ჰეპატოტოქსიურობა (ჰეპატიტი*, ქოლესტაზური ჰეპატიტი, ციროზი, ღვიძლის უკმარისობა)
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
კანის გამონაყარი (მათ შორის ჭინჭრის ციება, ერითემა)
ფოტოსენსიბილიზაცია**
შექცევადი ალოპეცია, კვინკეს შეშუპება, ალერგიული დერმატიტი, მრავალფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი
სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
მიალგია, ართრალგია, მგლურას მსგავსი სინდრომი (სისტემური წითელი მგლურა)
დარღვევები თირკმლის და შარდის გამომყოფი გზების მხრივ
ინტერსტიციალური ნეფრიტი* (მწვავე ან ქრონიკული), ნეფროზული სინდრომი, ღვიძლის უკმარისობა (მწვავე/ქრონიკული), ნეფროზული სინდრომი, თირკმლის უკმარისობა (მწვავე/ქრონიკული), შარდის ფერის ცვლილება
ნეფროლიტიაზი***
დარღვეები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლის მხრივ
შექცევადი ოლიგოსპერმია
ზოგადი დაზიანებები და დარღვევები შეყვანის ადგილას
ადგილობრივი რეაქციები (ქავილი, რექტალური დისკომფორტი, მტკივნეული ჭინთვები დეფეკაციისას)
წამლისმიერი ცხელება
- არასასურველი რეაქციების (მიოკარდიტი, პერიკარდიტი, პანკრეატიტი, ნეფრიტი, ჰეპატიტი) განვითარების მექანიზმი სავარაუდოდ ალერგიულ ხასიათს ატარებს.
- * აღწერილია უფრო მკვეთრად გამოხატული არასასურველი რეაქციები ანამნეზში კანის დაავადებების (მაგალითად, ატოპიური დერმატიტი და ატოპიური ეგზემა) მქონე პაციენტებში.
- ** იხილეთ თავი „განსაკუთრებული მითითებები“
ზოგიერთი გვერდითი რეაქციის განვითარება შეიძლება დაკავშირებული იყოს ნაწლავის ანთებით დაავადებასთან.
თუ ინსტრუქციაში აღნიშნული რომელიმე რეაქცია მწვავდება ან შენიშნავთ სხვა არასასურველ რეაქციებს, რომლებიც ინსტრუქციაში აღნიშნული არ არის, მიმართეთ ექიმს.
დოზის გადაჭარბება
პრეპარატ პენტასას® დოზის გადაჭარბების შემთხვევები იშვიათია. დოზის გადაჭარბებისას არ არსებობს ნეფროტოქსიურობის ან ჰეპატოტოქსიურობის სიმტომები, მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს სალიცილატებით მოწამვლის სიმპტომები, გულისრევა, ღებინება, სისუსტე, ძილიანობა, ჰიპერვენტილაცია და ფილტვის შეშუპება.
აღწერილია შემთხვევები, როდესაც პაციენტები 6გ მესალაზინს იღებდნენ ერთი თვის განმავლობაში გვერდითი მოვლენების გარეშე.
სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. რეკომენდებულია სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება. სტაციონარში მკურნალობისას აუცილებელია თირკმლის ფუნქციის ინტენსიური კონტროლი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პრეპარატ პენტასას® წამალთაშორისი ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
პრეპარატ პენტასას® დანიშვნისას აზატიოპრინთან ან 6-მერკაპტოპურინთან ან თიოგუანინთან ერთად იზრდება მიელოსუპრესიული მოქმედების სიხშირე, თუმცა მოცემული ურთიერთქმედების მექანიზმი დადგენილი არ არის. აუცილებელია სისხლის სურათის რეგულარული კონტროლი და აუცილებლობისას თიოპურინის დოზის კორექცია.
პრეპარატ პენტასას® და სხვა ნეფროტოქსიური პრეპარატების დანიშვნისას, როგორიცაა მაგალითად ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (აასს) და აზატიოპრინი ზირდება თირკმლის მხრივ გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი.
მესალაზინი ანელებს ციანოკობალამინის (ვიტამინი В12) აბსორბციას, აძლიერებს სულფონილშარდოვანას წარმოებულების ჰიპოგლიკემიურ მოქმედებას, გლუკოკორტიკოსტეროიდების ულცეროგენობას, მეტოტრექსატის ტოქსიურობას, ასუსტებს ფუროსემიდის, სპირონოლაქტონის, სულფანილამიდების, რიფამპიცინის და ვარფარინის აქტივობას, ზრდის ურიკოზურიული სამკურნალო საშუალებების (მილაკოვანი სეკრეციის ბლოკერები) ეფექტურობას. მესალაზინის და დიგოქსინის ერთდროული გამოყენებისას ქვეითდება დიგოქსინის შეწოვა.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის მიღების დაწყებამდე და მკურნალობისას ექიმის დანიშნულებით, აუცილებელია სისხლის საერთო ანალიზის (სისხლის ფორმიანი ელემენტების რაოდენობა), ბიოქიმიური ანალიზის (ასტ, ალტ აქტივობა, პლაზმაში კრეატინინის კლირენსი) და შარდის ექსპრეს ანალიზის (ტესტი-ზოლები) ჩატარება. პრეპარატ პენტასას® მიღებისას მკურნალობის დაწყებიდან 14 დღის შემდეგ აუცილებელია პაციენტის სრული გამოკვლევის ჩატარება, ეს უნდა განმეორდეს 2-3-ჯეერ 4 კვირიანი ინტერვალით. მკურნალობის კარგი ამტანობისას განმეორებითი გამოკვლევა ტარდება 3 თვეში ერთხელ. სხვა სიმპტომების გამოვლენისას უნდა მიმართონ ექიმს.
სიფრთხილეა საჭირო პაციენტების მკურნალობისას, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა სულფასალაზინის მიმართ (სალიცილატებზე ალერგიული რეაქციის განვითარების რისკი). პაციენტების უმრავლესობამ, რომლებსაც აღენიშნებათ აუტანლობა ან მომატებული მგრძნობელობა სულფასალაზინის მიმართ, შეიძლება პრეპარატი პენტასა® მიიღოს არასასურველი რეაქციების რისკის საშიშროების გარეშე. პრეპარატით მკურნალობის დასაწყისში ინტენსიური სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ პაციენტები, რომლებიც ადრე იღებდნენ სულფასალაზინს და უვითარდებოდათ არასასურველი რეაქციები. აღწერილია კანის მძიმე გვერდითი რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ასოცირებული მესალაზინით მკურნალობასთან.
პრეპარატის აუტანლობის მწვავე სიმპტომების გამოვლენისას (ტკივილი და სპაზმები მუცლის არეში, ციებ-ცხელება, ძლიერი თავის ტკივილი და/ან კანის მძიმე დაავადებების პირველი ნიშნების და სიმპტომების გამოვლენა, როგორიცაა კანზე გამონაყარი, ლორწოვან გარსებზე გამონაყარი, ან მომატებული მგრძნობელობის რაიმე სხვაგვარი ნიშნები) აუცილებელია პრეპარატ პენტასა®-ს მიღების შეწყვეტა.
პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებულია სიფრთხილით. პრეპარატ პენტასას® გამოყენება რეკომენდებული არ არის თირკმლის ფუნქციის დარღვევისას. მესალაზინის გამოყენებისას თირკმლის ფუნქციის დარღვევა შეიძლება გამოწვეული იყოს ნეფროტოქსიურობით. სხვა ნეფროტოქსიური პრეპარატების დანიშვნა (მაგ. აასს ან აზატიოპრინი) შეიძლება ზრდიდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკს.
მესალაზინის მიღებისას აუცილებელია იმ პაციენტების მდგომარეობის ინტენსიური კონტროლი, რომლებსაც აღენიშნებათ ფილტვის დაავადებები, მათ შორის ბრონქული ასთმა.
იშვიათად აღინიშნება გულის მხრივ არასასურველი რეაქციები (მიოკარდიტი, პერიკარდიტი). ძალიან იშვიათად აღინიშნა სისხლის სერიოზული დისკრაზია აზატიოპრინთან, 6-მერკაპტოპურინთან ან თიოგუანინთან ერთად გამოყენებისას. მოცემული დაავადებების სიმპტომების გამოვლენისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
ნაწლავის ანთებითი დაავადების მქონე პაციენტები არიან ნეფროლიტიაზის განვითარების რისკის ქვეშ. აღწერილია ნეფროლიტიაზის განვითარების შემთხვევები მესალაზინის შემცველობით მესალაზინით მიმდინარე თერაპიის ფონზე. მესალაზინის მიღებისას, აუცილებელია სითხის ადეკვატური რაოდენობით მიღების უზრუნველყოფა.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატი პენტასა® გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. არასასურველი რეაქციების გამოვლენისას (როგორიცაა თავბრუსხვევა და სხვ) თავი უნდა შეიკავონ მოცემული მოქმედებებისგან.
გამოშვების ფორმა
რექტალური სანთლები 1გ.
5 რექტალური სანთელი ალუმინის ფოლგის ბლისტერში. 2 ან 3 ბლისტერი შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
7 რექტალური სანთელი ალუმინის ფოლგის ბლისტერში. 2 ან 4 ბლისტერი შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში (ბლისტერი კოლოფში).
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სარეგისტრაციო მოწმობის მესაკუთრე (მფლობელი)
ფერინგ ინტერნეიშენელ სენტერ სა
შემინ დე ლა ვერგოგნასაზ 50, 1162 სან-პრე, შვეიცარია
მწარმოებელი
ფერინგ ინტერნეიშენელ სენტერ სა
შემინ დე ლა ვერგოგნასაზ 50, 1162 სან-პრე, შვეიცარია
ორგანიზაციის სახელწოდება და მისამართი, რომელიც სამკურნალო პრეპარატის სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის მიერ უფლებამოსილია მომხმარებლის პრეტენზიების მიღებაზე
შპს „ფერინგ ფარმასეტიკალს“
115054, ქ.მოსკოვი, კოსმოდამიანსკაიას სანაპირო, N52, შენობა N4
ტელ.: + 7 (495) 287-0342.
ფაქსი: +7 (495) 287-0343.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


