მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის წყლულოვანი კოლიტი; კრონის დაავადება
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მეზალაზინი (mesalazine)
- ფორმა და შეფუთვა
- 2გ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების შიგნით მისაღები გრანულები პაკეტი №60
- მწარმოებელი
- Ferring International Center SA, შვეიცარია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიდიარეული საშუალებები, ნაწლავის ანთების/ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები, ამინოსალიცილის მჟავა და მსგავსი საშუალებები
- ATC კოდი
- A07EC02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039341
- რეგისტრირებულია
- 17 ოქტომბერი 2023, მოქმედებს 17 ოქტომბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Ferring International Center SA (შვეიცარია)
- განმცხადებელი
- ფერინგ ფარმაცევტიკალს ბ.ვ. წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პენტასა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის წყლულოვანი კოლიტი;
კრონის დაავადება
მიღების წესი და დოზირება
გრანულების მიღება რეკომენდებულია საკვების მიღების შემდეგ, დაღეჭვის გარეშე. ერთი პაკეტის შემცველობა დაიყარეთ ენაზე და დალიეთ წყლით ან ფორთოხლის წვენით.
პრეპარატის მიღება შეიძლება იოგურტთან ერთად.
მოზრდილები
მწვავე პერიოდი
დოზა ირჩევა ინდივიდუალურად. გამწვავების პერიოდში რეკომენდებული დოზაა 4 გ დღე-ღამეში, ერთჯერადი მიღებით, ან გაყოფილი 2-4 მიღებად.
შემანარჩუნებელი თერაპია
დოზა ირჩევა ინდივიდუალურად. რეკომენდებულია 2 გ მესალაზინის მიღება დღეში. კრონის დაავადების სამკურნალოდ პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს დღიური დოზით 4 გ, გაყოფილი რამდენიმე მიღებად.
6 წელზე მეტი ასაკის ბავშვები
6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში მესალაზინის გამოყენების მონაცემები შეზღუდულია.
მწვავე პერიოდი
დოზა ირჩევა ინდივიდუალურად. გამწვავების ფაზაში რეკომენდებული დოზა შეადგენს 30-50 მგ მესალაზინს სხეულის მასის თითოეულ კილოგრამზე დღეში გაყოფილი რამენიმე მიღებად. მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 75 მგ/კგ დღეში, მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს არაუმეტეს 4 გრამს.
შემანარჩუნებელი თერაპია
დოზა ირჩევა ინდივიდუალურად. რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზაა 15-30 მგ/კგ დღეში გაყოფილი რამდენიმე მიღებად; მაქსიმალური დღიური დოზაა არაუმეტეს 2 გ (4 გ - კრონის დაავადების სამკურნალოდ).
40 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე ბავშვებში რეკომენდებულია მოზრდილთა დოზის ½-ის დანიშვნა, 40 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში ინიშნება მოზრდილთა დოზა.
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.
უკუჩვენებები
სალიცილატებისა და პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
ღვიძლის ან თირკმლის მძიმე უკმარისობა;
6 წლამდე ბავშვთა ასაკი.
სიფრთხილით ინიშნება
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ფილტვის ფუნქციათა დარღევევბის, კერძოდ ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში, ასევე კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყულოვანი დაავადების მწვავე ფაზისა და ჰემორაგიული დიათეზის მქონე პირებში.
პრეპარატ პენტასა®-ს დანიშვნისას მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ღვიძლის/თირკმლის ფუნქციათა უკმარისობისას აუცილებელია სიფრთხილე, რამდენადაც მესალაზინის ელიმინაციის სიჩქარის შემცირება და სისტემური კონცენტრაციის მატება ზრდის თირკმელების დაზიანების რისკს.
გამოყენება ორსულებსა და მეძუძურებში
პრეპარატი პენტასა® გამოიყენება ორსულობისას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფზე მოქმედების რისკს. ნაწლავის ანთებითმა დაავადებამ შესაძლოა გაზარდოს არასასურველი ეფექტების გამოვლენის რისკი ორსულობისას.
სიფრთხილის ზომები
აუცილებელია სიფრთხილის დაცვა პაციენტებში სულფასალაზინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობით (სალიცილატებზე ალერგიული რეაქციების განვითარების რისკი). აღწერილია კანის მძიმე გვერდითი რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ასოცირებული მესალაზინით მკურნალობასთან. პრეპარატის აუტანლობის მწვავე სიმპტომების გამოვლენისას (ტკივილი და სპაზმები მუცლის არეში, ციებ-ცხელება, ძლიერი თავის ტკივილი და/ან კანის მძიმე დაავადებების პირველი ნიშნების და სიმპტომების გამოვლენა, როგორიცაა კანზე გამონაყარი, ლორწოვან გარსებზე გამონაყარი, ან მომატებული მგრძნობელობის რაიმე სხვაგვარი ნიშნები) აუცილებელია პრეპარატ პენტასა®-ს მიღების შეწყვეტა.
ღვიძლის ფუნქციების დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატი პენტასა® ინიშნება ისფრთხილით. მკურნალობის დაწყებამდე და თერაპიის მიმდინარეობისას საჭიროა ასტ-სა და ალტ-ს კონტროლი.
პრეპარატ პენტასა®-ს დანიშვნა თირკმლის ფუნქციისა და ჰემოსტაზის დარღვევის მქონე პაციენტებში რეკომენდებული არ არის. მკურნალობის სრული კურსის განმავლობაში საჭიროა კრეატინინის კონტროლი სისხლში თირკმლის ფუნქციის კონტროლისთვის, განსაკუთრებით თერაპიის საწყის ეტაპზე. ექიმის დანიშნულებით პრეპარატის მიღებამდე და მკურნალობის დროს აუცილებელის შარდის ექსპრეს ანალიზის (ტესტ-ჩხირები) ჩატარება.
მესალაზინის მიღებისას გამოვლენილი თირკმლის ფუნქციის დარღვევა შესაძლოა გამოწვეული იყოს მისი ნეფროტოქსიურობით. სხვა ნეფროტოქსიური პრეპარატებთან (მაგალითად, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები და აზათიოპრინი) ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლება გაზარდოს თირკმლის ფუნქციათა დარღვევის რისკი.
პრეპარატ პენტასა®-ს დანიშვნა რეკომენდებულია სიფრთხილით პაციენტებში კუჭის წყლულით გამწვავების ფაზაში.
აუცილებელია ფილტვის დაავადებების, მათ შორის, ბრონქული ასთმის, მქონე პაციენტების მდგომარეობის კონტროლი მესალაზინის მიღებისას.
იშვიათად აღნიშნავენ არასასურველი ეფექტების გამოვლენას გულის მხრივ (მიოკარდიტი, პერიკარდიტი). ძალიან იშვიათად აღინიშნა სისხლის სერიოზული დისკრაზია. აღნიშნული დაავადების სიმპტომების გამოვლენისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
ნაწლავის ანთებითი დაავადების მქონე პაციენტები არიან ნეფროლიტიაზის განვითარების რისკის ქვეშ. აღწერილია ნეფროლიტიაზის განვითარების შემთხვევები მესალაზინის შემცველობით მესალაზინით მიმდინარე თერაპიის ფონზე. მესალაზინის მიღებისას, აუცილებელია სითხის ადეკვატური რაოდენობით მიღების უზრუნველყოფა.
ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატის მიღების დაწყებამდე აუცილებელია სისხლის ანალიზი ფორმიანი ელემენტების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით.
მკურნალობის დაწყებიდან 14 დღის შემდეგ აუცილებელია პაციენტის სრული გამოკვლევა და შემდეგ 2-3-ჯერ განმეორება 4 კვირის ინტერვალით. მკურნალობის კარგი ამტანობისას განმეორებითი გამოკვლევები ტარდება ყოველ 3 თვეში ერთხელ. სხვა სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
კვლევები პრეპარატ პენტასა®-ს სხვა წამლებთან ურთიერთქმედებაზე არ ჩატარებულა. პენტასა®-ს აზათიოპრინთან ან 6-მერკაპტოპურინთან, ან თიოგუანინთან ერთად დანიშვნისას იზრდება მიელოსუპრესიული მოქმედების სიხშირე, თუმცა, ამ ურთიერთქმედების მექანიზმი დადგენილი არ არის. აუცილებელია სისხლის სურათის რეგულარული კონტროლი და აუცილებლობის შემთხვევაში თიოპურინების დოზის კორექცია.
პენტასა®-ს სხვა ნეფროტოქსიურ პრეპარატებთან, მაგალითად ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან (ასას) და აზათიოპრინთან ერთდროული დანიშვნვნა ზრდის თირკმლის მხრივ გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.
პრეპარატი პენტასა® ამცირებს ციანკობალამინის (ციტამინი B12) აბსორბციას, ზრდის სულფანილშარდოვანას წარმოებულების ჰიპოგლიკემიურ მოქმედებას, გლუკოკორტიკოიდების ულცეროგენულ მოქმედებას, მეტოტრექსატის ტოქსიურობას, ასუსტებს ფუროსემიდის, სპირონოლაქტონის, რიფამპიცინისა და ვარფარინის აქტივობას, ზრდის ურიკოზული სამკურნალო საშუალებების (მილაკოვანი სეკრეციის ბლოკატორები) ეფექტურობას. მესალაზინისა და დიგოგსინის პრეპარატების ერთდროული დანიშვნისას მცირდება დიგოქსინის შეწოვა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მესალაზინი გადის პლაცენტარულ ბარიერს, მისი კონცენტრაცია ჭიპლარის სისხლში უფრო დაბალია, ვიდრე დედის სისხლში. აცეტილმესალაზინი ჭიპლარსა და დედის სისხლის პლაზმაში თანაბარი კონცენტრაციითაა წარმოდგენილი. მესალაზინის ორსულებში გამოყენების სარწმუნო, მკაფიო შედეგების კვლევები არ არსებობს. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მესალაზინის გამოყენებისას გამოვლენილია განვითარების თანდაყოლილი მანკების სიხშირის ზრდა. ზოგიერთი მონაცემი მიუთითებს ნაადრევი მშობიარობის, ნაყოფის სიკვდილსა და ახალშობილის წონის დეფიციტის სიხშირის ზრდაზე. თუმცა, აღნიშნული გართულებები შესაძლოა იყოს ნაწლავის აქტიური ანთებითი დაავადების შედეგი.
აღწერილია სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები (ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ანემია) ახალშობილებში, რომელთა დედებიც იღებდნენ პრეპარატ პენტასა®-ს.
აღნიშნულია თირკმლის ფუნქციათა დარღვევის ერთეული შემთხვევბი ახალშობილებში, რომელთა დედები ორსულობის პერიოდში იღებდნენ მესალაზინს მაღალი დოზებით (2-4 გ, პერორალურად).
ლაქტაცია
მესალაზინი გამოიყოფა დედის რძეში. მისი კონცენტრაცია რძეში ნაკლებია დედის სისხლის პლაზმაში მესალაზინის კონცენტრაციაზე და მეტაბოლიტი დედის რძეში იგივე ან მეტი კონცენტრაციით გვხვდება. ძუძუთი კვებისას პრეპარატ პენტასა®-ს გამოყენების კონტროლირებული კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. ამ ჯგუფში მისი გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ბავშვებს შეიძლება განუვითარდეთ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგალითად, დიარეა). ასეთ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
ფერტილობა
პრეკლინიკური კვლევების მონაცემების მიხედვით ფერტილობაზე მესალაზინის გავლენა არ აღინიშნა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატი პენტასა® არ მოქმედებს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე. არასასურველი ეფექტების გამოვლენისას (როგორიცაა თავბრუსხვევა და სხვა) საჭიროა აღნიშნული საქმიანობისგან თავშეკავება.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატ პენტასა®-ს მიღებისას ყველაზე ხშირად ვლინდება დიარეა, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება და გამონაყარი კანზე. ზოგიერთ პაციენტში გამოვლინდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და სხეულის ტემპერატურის მატება. ასევე, აღწერილია მესალაზინით თერაპიასთან ასოცირებული კანის მძიმე გვერდითი რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
გვერდითი მოვლენების სიხშირე: ძალიან ხშირად (≥ 1/10), ხშირად (≥ 1/100-დან < 1/10-მდე), არახშირად (≥ 1/1000 -დან <1/100-მდე), იშვიათად (≥ 1/10000-დან < 1/1000-მდე), ძალიან იშვიათად (<1/10000), სიხშირე დადგენილი არ არის (დღეისათვის მონაცემები გამოვლენის სიხშირის შესახებ არ არის).
სისტემურ-ორგანული კლასი
ხშირად
იშვიათად
ძალიან იშვიათად
სიხშირე დაუდგენელია
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
სისხლის სურათის ცვლილება (ანემია, აპლაზიური ანემია), აგრანულოციტოზი, ნეიტროპენია, ლეიკოპენია (მათ შორის, გრანულოციტოპენია), პანციტოპენია, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია (როგორც ალერგიული რეაქციის გამოვლინება))
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური რეაქციები, წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი ეოზინოფილიით და სისტემური გამოვლინებით (DRESS-სინდრომი),
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
თავის ტკივილი
თავბრუსხვევა
პერიფერიული ნეიროპათია, კეთილთვისებიანი ქალასშიდა ჰიპერტენზია (პუბერტატულ ასაკში მყოფ პაციენტებში)
დარღვევები გულის მხრივ
მიოკარდიტი*, პერიკარდიტი*
ექსუდაციური პერიკარდიტი
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ღრუსა და შუასაყრის ორგანოების მხრივ
ალერგიული რეაქციები და ფიბროზული ცვლილებები ფილტვებში (მათ შორის, ქოშინი, ხველა, ბრონქოსპაზმი, ალერგიული ალვეოლიტი, ფილტვისმიერი ეოზინოფილია, ინტერსტიციული პნევმონია, ინფილტრაცია ფილტვებში, პნევმონიტი)
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი
მწვავე პანკრეატიტი*, ამილაზის შემცველობის მატება (სისხლში და/ან შარდში)
კოლიტის სიმპტომების გამწვავება
დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ
ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზების) აქტივობისა და ქოლესტაზის ლაბორატორიული ნიშნების (ტუტე ფოსფატაზის, გამა-გლუტამილტრანსფერაზის და ბილირუბინის) მატება, ჰეპატოტოქსიკურობა (ჰეპატიტი*, ქოლესტაზური ჰეპატიტი, ციროზი, ღვიძლის უკმარისობა)
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
გამონაყარი კანზე (მათ შორის, ჭინჭრის ციება, ერითემა)
ფოტოსენსიბილიზაცია **
შექცევადი ალოპეცია, კვინკეს შეშუპება, ალერგიული დერმატიტი, მრავალფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი
სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
მიალგია, ართრალგია, მგლურასმაგვარი სინდრომი (სისტემური წითელი მგლურა)
დარღვევები თირკმლისა და საშარდე გზების მხრივ
ინტერსტიციული ნეფრიტი* (მწვავე ან ქრონიკული), ნეფროზული სინდრომი, თირკმლის უკმარისობა (მწვავე/ქრონიკული), შარდის ფერის ცვლილება
ნეფროლითიაზი***
დარღვევები სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ
შექცევადი ოლიგოსპერმია
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის რეაქციები
წამლისმიერი ციებ-ცხელება
- გვერდითი მოვლენების განვითარების მექანიზმი, სავარაუდოდ, ალერგიული ხასიათისაა.
- * უფრო მკვეთრად გამოხატული არასასურველი მოვლენები აღწერილია ანამნეზში კანის დაავადებების მქონე პაციენტებში (მაგალითად, ატოპიური დერმატიტის ან ატოპიური ეგზემის დროს).
- ** იხ. თავი „განსაკუთრებული მითითებები“.
ზოგიერთი გვერდითი რეაქციის განვითარება შესაძლოა დაკავშირებული იყოს ნაწლავის ანთებით დაავადებასთან.
ინსტრუქციაში მითითებული ეფექტების გაძლიერების ან სხვა ნებისმიერი ინსტრუქციაში არარსებული ეფექტის გამოვლენისას შეატყობინეთ ექიმს.
ჭარბი დოზა
პრეპარატ პენტასა®-ს დოზის გადაჭარბების შემთხვევები იშვიათია. დოზის გადაჭარბებისას არ აღინიშნება ჰეპატოტოქსიურობისა და ნეფროტოქსიურობის ნიშნები, მაგრამ შესაძლოა გამოვლინდეს სალიცილატებით მოწამვლის სიმპტომები.
არსებობს ცნობები პაციენტებზე, რომლებიც იღებდნენ 8გ მესალაზინს დღეში ერთი თვის განმავლობაში გვერდითი მოვლენების განვითარების გარეშე.
სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. რეკომენდებულია სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. სტაციონარში მკურნალობის შემთხვევაში საჭიროა თირკმლის ფუნქციის დეტალური კონტროლი.
შენახვის პირობები
2 წელი.
კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემთხვევაში არ გამოიყენოთ.
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში. არ გაყინოთ. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანთებისსაწინააღმდეგო ნაწლავური საშუალება.
ათქ კოდი: A07EC02
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მესალაზინი - 5-ამინოსალიცილის მჟავა - წარმოადგენს წყლულოვანი კოლიტისა და კრონის დაავადების სამკურნალო საშუალების სულფასალაზინის აქტიურ კომპონენტს. მესალაზინის თერაპიული ეფექტი პერორალური მიღებისას უმეტესწილად განპირობებულია ნაწლავის ანთებით ქსოვილზე ადგილობრივი მოქმედებით, ვიდრე მისი სისტემური ქმედებით. არსებული ინფორმაციის მიხედვით, წყლულოვანი კოლიტის მქონე პაციენტებში ნაწლავის ანთებითი პროცესის გამოხატვის ინტენსივობა ნაწლავის ლორწოვანში მესალაზინის კონცენტრაციის უკუპროპორციულია.
ნაწლავის ანთებითი დაავადებებისას აღინიშნება ლეიკოციტების მიგრაცის გაძლიერება, ციტოკინებისა და არაქიდონის მჟავის წარმოებულების(კერძოდ, ლეიკოტრიენ B4-ის) გამომუშავების მატება, თავისუფალი რადიკალების გამოთავისუფლების მატება. მესალაზინის მოქმედების ზუსტი მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის, მაგრამ, დადგენილია, რომ ის ააქტიურებს რეცეპტორების γ-ფორმას, რომლებიც აქტიურდება პეროქსისომური პროლიფერატორებით (PPAR-γ) და თრგუნავენ NF-κB ტრანსკრიპციულ ფაქტორს ნაწლავის ლორწოვანში. მესალაზინი აინჰიბირებს ლეიკოციტურ ქემოტაქსისს, აქვეითებს ციტოკინებისა და ლეიკოტრიენების გამომუშავებას, ასევე თავისუფალი რადიკალების გამოთავისუფლებას ნაწლავის ანთებით ქსოვილში. მესალაზინის მოქმედების თითოეული მექანიზმის ფარმაკოლოგიური ეფექტების რეალიზების ზუსტი მნიშვნელობა დადგენილი არ არის.
წყლულოვანი კოლიტისას იმატებს კოლორექტალური კიბოს განვითარების რისკი. მესალაზინის მოქმედება, გამოვლენილი ექსპერიმენტული მოდელების ბიოფსიის ჩატარებისას პაციენტებში, ადასტურებს, რომ მესალაზინი ხელს უშლის წყლულოვან კოლიტთან ასოცირებული კოლორექტალური კიბოს განვითარებას აღნიშნული პათოლოგიისას მონაწილე უჯრედშიდა და უჯრედგარე სასიგნალო გზების ინჰიბირებით. მიუხედავად ამისა, მეტა-ანალიზების შედეგები სამიზნე და სხვა პოპულაციების შეფასებებით, ასახავს მესალაზინის დადებითი ეფექტების არაერთმნიშვნელოვან კლინიკურ მონაცემებს არასპეციფიურ წყლულოვან კოლიტთან ასოცირებული სიმსივნის განვითარების რისკთან დაკავშირებით.
ფარმაკოკინეტიკა:
მესალაზინის თერაპიული მოქმედება ვლინდება ნაწლავის დაზიანებულ ლორწოვანთან ადგილობრივი კონტაქტისას.
პენტასა®-ს გრანულები შედგება ეთილცელულოზის გარსით დაფარული მესალაზინის მიკროგრანულებისგან. შიგნით მიღებიდან 1 სთ-ის შემდეგ მიკროგრანულები ხვდება თორმეტგოჯა ნაწლავში საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. მესალაზინი ნელა გამოთავისუფლდება მიკროგრანულებიდან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გადაადგილებისას ნაწლავის pH-ისგან დამოუკიდებლად.
აბსორბცია: პერორალური გამოყენებისას მესალაზინის ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 30%-ს (მონაცემები მიღებულია ჯანმრთელი მოხალისეების შარდის ანალიზით). მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 1-6 საათში. ფარმაკოკინეტიკური მრუდქვეშა ფართი (AUC) 4 გ მესალაზინის ერთხელ დღეში ან 2 გ მესალაზინის დღეში 2-ჯერ მიღებისას შედარებადია და მაჩვენებელი ამტკიცებს მესალაზინის უწყვეტ გამოთავისუფლებას. მესალაზინის მუდმივი კონცენტრაცია მიიღწევა 5 დღეში.
ერთჯერადი მიღება
რეგულარული მიღება
Cmax, ნგ/მლ
AUC0-24, სთ*ნგ/მლ
Cmax, ნგ/მლ
AUC0-24, სთ*ნგ/მლ
მესალაზინი
2 გ x 2
5103,51
36456
6803,70
57519
მესალაზინი 4 გ x 1
8561,36
35657
9742,51
50742
მესალაზინის მოლეკულური მასაა 153,13 გ/მოლი; აცეტილმესალაზინის - 195,17 გ/მოლი.
საკვების ერთჯერადი მიღებისას პრეპარატის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გადაადგილების დრო და ბიოშეღწევადობა არ იცვლება, მაგრამ AUC შეიძლება გაიზარდოს.
განაწილება: მესალაზინი და მისი მეტაბოლიტი აცეტილმესალაზინი ვერ გადალახავს ჰემატოენცეფალურ ბარიერს. მესალაზინის დაახლოებით 50% და აცეტილმესალაზინის 80% უკავშირდება პლაზმის ცილებს.
მეტაბოლიზმი: მესალაზინი განიცდის აცეტილირებას N-აცეტილტრანსფერაზის ზემოქმედებით ნაწლავის ლორწოვან გარსსა და ღვიძლში, რის შედეგადაც წარმოიქმნება ძირითადი მეტაბოლოტი N-აცეტილ-5-ამინოსალიცილის მჟავა (N-აცეტილმესალაზინი). აცეტილირების რეაქცია შესაძლოა განხორციელდეს ნაწლავის ბაქტერიების მონაწილეობით. პრეპარატის მეტაბოლიზმი არ არის დამოკიდებული ორგანიზმის აცეტილირების უნარზე. პერორალური მიღების შემდეგ აცეტილმესალაზინისა და მესალაზინის პლაზმური კონცენტრაციის შეფარდება ვარირებს 3,5-დან 1,5-მდე 500მგ მესალაზინის დღეში 3-ჯერ და 2გ მესალაზინის დღეში 3-ჯერ მიღებისას, შესაბამისად, რაც მიუთითებს აცეტილირების დოზადამოკიდებულ ხასიათსა და კუმულაციურ ეფექტზე.
გამოყოფა: მესალაზინის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნელი გამოთავისუფლების გამო ზუსტი T1/2-ის განსაზღვრა შეუძლებელია. თუმცა, მას შემდეგ, რაც პრეპარატი ტოვებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, მესალაზინის ნახევრადდაშლის პერიოდი (T1/2) შეადგენს 40 წუთს, მეტაბოლიტის ნახევრადდაშლის პერიოდი - დაახლოებით 70 წუთს. მესალაზინი და მისი ძირითადი მეტაბოლიტი გამოიყოფა შარდთან და ფეკალურ მასებთან ერთად. აცეტილმესალაზინი გამოიყოფა უპირატესად თირკმელებით.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებული კლინიკური შემთხვევებისას
წყლულოვანი კოლიტის მწვავე ფაზა
წყლულოვანი კოლიტის მწვავე პერიოდისას დიარეისა და მომატებული მჟავიანობის პირობებში მესალაზინის გამოთავისუფლება უმნიშვნელოდ იცვლება. პაციენტებში პრეპარატის ნაწლავში ნაჩქარევი გავლით აღინიშნება დღიური დოზის 20-25%-ის გამოყოფა შარდით. ასევე აღინიშნება მესალაზინის გამოყოფის ზრდა ფეკალური მასებით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო
გამოყენების ინსტრუქცია
პენტასა®
რეგისტრაციის ნომერი: ЛП-002648
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: პენტასა®
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: მესალაზინი
სამკურნალწამლო ფორმა: გახანგრძლივებული გამოთავისუფლების გრანულები პერორალური მიღებისთვის
1 პაკეტის შემადგენლობა
დოზირება 1 გ:
მოქმედი ნივთიერება: მესალაზინი 1000 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ეთილცელულოზა 4-15 მგ, პოვიდონი K 29/32 50 მგ.
დოზირება 2 გ:
მოქმედი ნივთიერება: მესალაზინი 2000 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ეთილცელულოზა 8-30 მგ, პოვიდონი K 29/32 100 მგ.
აღწერილობა
მოთეთრო-მონაცრისფროდან ღია მოთეთრო-მოყავისფრო ტონამდე ფერის ცილინდრული გრანულები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთებისსაწინააღმდეგო ნაწლავური საშუალება.
ათქ კოდი: A07EC02
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მესალაზინი - 5-ამინოსალიცილის მჟავა - წარმოადგენს წყლულოვანი კოლიტისა და კრონის დაავადების სამკურნალო საშუალების სულფასალაზინის აქტიურ კომპონენტს. მესალაზინის თერაპიული ეფექტი პერორალური მიღებისას უმეტესწილად განპირობებულია ნაწლავის ანთებით ქსოვილზე ადგილობრივი მოქმედებით, ვიდრე მისი სისტემური ქმედებით. არსებული ინფორმაციის მიხედვით, წყლულოვანი კოლიტის მქონე პაციენტებში ნაწლავის ანთებითი პროცესის გამოხატვის ინტენსივობა ნაწლავის ლორწოვანში მესალაზინის კონცენტრაციის უკუპროპორციულია.
ნაწლავის ანთებითი დაავადებებისას აღინიშნება ლეიკოციტების მიგრაცის გაძლიერება, ციტოკინებისა და არაქიდონის მჟავის წარმოებულების(კერძოდ, ლეიკოტრიენ B4-ის) გამომუშავების მატება, თავისუფალი რადიკალების გამოთავისუფლების მატება. მესალაზინის მოქმედების ზუსტი მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის, მაგრამ, დადგენილია, რომ ის ააქტიურებს რეცეპტორების γ-ფორმას, რომლებიც აქტიურდება პეროქსისომური პროლიფერატორებით (PPAR-γ) და თრგუნავენ NF-κB ტრანსკრიპციულ ფაქტორს ნაწლავის ლორწოვანში. მესალაზინი აინჰიბირებს ლეიკოციტურ ქემოტაქსისს, აქვეითებს ციტოკინებისა და ლეიკოტრიენების გამომუშავებას, ასევე თავისუფალი რადიკალების გამოთავისუფლებას ნაწლავის ანთებით ქსოვილში. მესალაზინის მოქმედების თითოეული მექანიზმის ფარმაკოლოგიური ეფექტების რეალიზების ზუსტი მნიშვნელობა დადგენილი არ არის.
წყლულოვანი კოლიტისას იმატებს კოლორექტალური კიბოს განვითარების რისკი. მესალაზინის მოქმედება, გამოვლენილი ექსპერიმენტული მოდელების ბიოფსიის ჩატარებისას პაციენტებში, ადასტურებს, რომ მესალაზინი ხელს უშლის წყლულოვან კოლიტთან ასოცირებული კოლორექტალური კიბოს განვითარებას აღნიშნული პათოლოგიისას მონაწილე უჯრედშიდა და უჯრედგარე სასიგნალო გზების ინჰიბირებით. მიუხედავად ამისა, მეტა-ანალიზების შედეგები სამიზნე და სხვა პოპულაციების შეფასებებით, ასახავს მესალაზინის დადებითი ეფექტების არაერთმნიშვნელოვან კლინიკურ მონაცემებს არასპეციფიურ წყლულოვან კოლიტთან ასოცირებული სიმსივნის განვითარების რისკთან დაკავშირებით.
ფარმაკოკინეტიკა:
მესალაზინის თერაპიული მოქმედება ვლინდება ნაწლავის დაზიანებულ ლორწოვანთან ადგილობრივი კონტაქტისას.
პენტასა®-ს გრანულები შედგება ეთილცელულოზის გარსით დაფარული მესალაზინის მიკროგრანულებისგან. შიგნით მიღებიდან 1 სთ-ის შემდეგ მიკროგრანულები ხვდება თორმეტგოჯა ნაწლავში საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. მესალაზინი ნელა გამოთავისუფლდება მიკროგრანულებიდან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გადაადგილებისას ნაწლავის pH-ისგან დამოუკიდებლად.
აბსორბცია: პერორალური გამოყენებისას მესალაზინის ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 30%-ს (მონაცემები მიღებულია ჯანმრთელი მოხალისეების შარდის ანალიზით). მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 1-6 საათში. ფარმაკოკინეტიკური მრუდქვეშა ფართი (AUC) 4 გ მესალაზინის ერთხელ დღეში ან 2 გ მესალაზინის დღეში 2-ჯერ მიღებისას შედარებადია და მაჩვენებელი ამტკიცებს მესალაზინის უწყვეტ გამოთავისუფლებას. მესალაზინის მუდმივი კონცენტრაცია მიიღწევა 5 დღეში.
ერთჯერადი მიღება
რეგულარული მიღება
Cmax, ნგ/მლ
AUC0-24, სთ*ნგ/მლ
Cmax, ნგ/მლ
AUC0-24, სთ*ნგ/მლ
მესალაზინი
2 გ x 2
5103,51
36456
6803,70
57519
მესალაზინი 4 გ x 1
8561,36
35657
9742,51
50742
მესალაზინის მოლეკულური მასაა 153,13 გ/მოლი; აცეტილმესალაზინის - 195,17 გ/მოლი.
საკვების ერთჯერადი მიღებისას პრეპარატის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გადაადგილების დრო და ბიოშეღწევადობა არ იცვლება, მაგრამ AUC შეიძლება გაიზარდოს.
განაწილება: მესალაზინი და მისი მეტაბოლიტი აცეტილმესალაზინი ვერ გადალახავს ჰემატოენცეფალურ ბარიერს. მესალაზინის დაახლოებით 50% და აცეტილმესალაზინის 80% უკავშირდება პლაზმის ცილებს.
მეტაბოლიზმი: მესალაზინი განიცდის აცეტილირებას N-აცეტილტრანსფერაზის ზემოქმედებით ნაწლავის ლორწოვან გარსსა და ღვიძლში, რის შედეგადაც წარმოიქმნება ძირითადი მეტაბოლოტი N-აცეტილ-5-ამინოსალიცილის მჟავა (N-აცეტილმესალაზინი). აცეტილირების რეაქცია შესაძლოა განხორციელდეს ნაწლავის ბაქტერიების მონაწილეობით. პრეპარატის მეტაბოლიზმი არ არის დამოკიდებული ორგანიზმის აცეტილირების უნარზე. პერორალური მიღების შემდეგ აცეტილმესალაზინისა და მესალაზინის პლაზმური კონცენტრაციის შეფარდება ვარირებს 3,5-დან 1,5-მდე 500მგ მესალაზინის დღეში 3-ჯერ და 2გ მესალაზინის დღეში 3-ჯერ მიღებისას, შესაბამისად, რაც მიუთითებს აცეტილირების დოზადამოკიდებულ ხასიათსა და კუმულაციურ ეფექტზე.
გამოყოფა: მესალაზინის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნელი გამოთავისუფლების გამო ზუსტი T1/2-ის განსაზღვრა შეუძლებელია. თუმცა, მას შემდეგ, რაც პრეპარატი ტოვებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, მესალაზინის ნახევრადდაშლის პერიოდი (T1/2) შეადგენს 40 წუთს, მეტაბოლიტის ნახევრადდაშლის პერიოდი - დაახლოებით 70 წუთს. მესალაზინი და მისი ძირითადი მეტაბოლიტი გამოიყოფა შარდთან და ფეკალურ მასებთან ერთად. აცეტილმესალაზინი გამოიყოფა უპირატესად თირკმელებით.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებული კლინიკური შემთხვევებისას
წყლულოვანი კოლიტის მწვავე ფაზა
წყლულოვანი კოლიტის მწვავე პერიოდისას დიარეისა და მომატებული მჟავიანობის პირობებში მესალაზინის გამოთავისუფლება უმნიშვნელოდ იცვლება. პაციენტებში პრეპარატის ნაწლავში ნაჩქარევი გავლით აღინიშნება დღიური დოზის 20-25%-ის გამოყოფა შარდით. ასევე აღინიშნება მესალაზინის გამოყოფის ზრდა ფეკალური მასებით.
ჩვენებები
მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის წყლულოვანი კოლიტი;
კრონის დაავადება
უკუჩვენება
სალიცილატებისა და პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
ღვიძლის ან თირკმლის მძიმე უკმარისობა;
6 წლამდე ბავშვთა ასაკი.
სიფრთხილით ინიშნება
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ფილტვის ფუნქციათა დარღევევბის, კერძოდ ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში, ასევე კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყულოვანი დაავადების მწვავე ფაზისა და ჰემორაგიული დიათეზის მქონე პირებში.
პრეპარატ პენტასა®-ს დანიშვნისას მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ღვიძლის/თირკმლის ფუნქციათა უკმარისობისას აუცილებელია სიფრთხილე, რამდენადაც მესალაზინის ელიმინაციის სიჩქარის შემცირება და სისტემური კონცენტრაციის მატება ზრდის თირკმელების დაზიანების რისკს.
გამოყენება ორსულებსა და მეძუძურებში
პრეპარატი პენტასა® გამოიყენება ორსულობისას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფზე მოქმედების რისკს. ნაწლავის ანთებითმა დაავადებამ შესაძლოა გაზარდოს არასასურველი ეფექტების გამოვლენის რისკი ორსულობისას.
ორსულობა
მესალაზინი გადის პლაცენტარულ ბარიერს, მისი კონცენტრაცია ჭიპლარის სისხლში უფრო დაბალია, ვიდრე დედის სისხლში. აცეტილმესალაზინი ჭიპლარსა და დედის სისხლის პლაზმაში თანაბარი კონცენტრაციითაა წარმოდგენილი. მესალაზინის ორსულებში გამოყენების სარწმუნო, მკაფიო შედეგების კვლევები არ არსებობს. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მესალაზინის გამოყენებისას გამოვლენილია განვითარების თანდაყოლილი მანკების სიხშირის ზრდა. ზოგიერთი მონაცემი მიუთითებს ნაადრევი მშობიარობის, ნაყოფის სიკვდილსა და ახალშობილის წონის დეფიციტის სიხშირის ზრდაზე. თუმცა, აღნიშნული გართულებები შესაძლოა იყოს ნაწლავის აქტიური ანთებითი დაავადების შედეგი.
აღწერილია სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები (ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ანემია) ახალშობილებში, რომელთა დედებიც იღებდნენ პრეპარატ პენტასა®-ს.
აღნიშნულია თირკმლის ფუნქციათა დარღვევის ერთეული შემთხვევბი ახალშობილებში, რომელთა დედები ორსულობის პერიოდში იღებდნენ მესალაზინს მაღალი დოზებით (2-4 გ, პერორალურად).
ლაქტაცია
მესალაზინი გამოიყოფა დედის რძეში. მისი კონცენტრაცია რძეში ნაკლებია დედის სისხლის პლაზმაში მესალაზინის კონცენტრაციაზე და მეტაბოლიტი დედის რძეში იგივე ან მეტი კონცენტრაციით გვხვდება. ძუძუთი კვებისას პრეპარატ პენტასა®-ს გამოყენების კონტროლირებული კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. ამ ჯგუფში მისი გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ბავშვებს შეიძლება განუვითარდეთ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგალითად, დიარეა). ასეთ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
ფერტილობა
პრეკლინიკური კვლევების მონაცემების მიხედვით ფერტილობაზე მესალაზინის გავლენა არ აღინიშნა.
გამოყენების წესი და დოზები
გრანულების მიღება რეკომენდებულია საკვების მიღების შემდეგ, დაღეჭვის გარეშე. ერთი პაკეტის შემცველობა დაიყარეთ ენაზე და დალიეთ წყლით ან ფორთოხლის წვენით.
პრეპარატის მიღება შეიძლება იოგურტთან ერთად.
მოზრდილები
მწვავე პერიოდი
დოზა ირჩევა ინდივიდუალურად. გამწვავების პერიოდში რეკომენდებული დოზაა 4 გ დღე-ღამეში, ერთჯერადი მიღებით, ან გაყოფილი 2-4 მიღებად.
შემანარჩუნებელი თერაპია
დოზა ირჩევა ინდივიდუალურად. რეკომენდებულია 2 გ მესალაზინის მიღება დღეში. კრონის დაავადების სამკურნალოდ პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს დღიური დოზით 4 გ, გაყოფილი რამდენიმე მიღებად.
6 წელზე მეტი ასაკის ბავშვები
6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში მესალაზინის გამოყენების მონაცემები შეზღუდულია.
მწვავე პერიოდი
დოზა ირჩევა ინდივიდუალურად. გამწვავების ფაზაში რეკომენდებული დოზა შეადგენს 30-50 მგ მესალაზინს სხეულის მასის თითოეულ კილოგრამზე დღეში გაყოფილი რამენიმე მიღებად. მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 75 მგ/კგ დღეში, მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს არაუმეტეს 4 გრამს.
შემანარჩუნებელი თერაპია
დოზა ირჩევა ინდივიდუალურად. რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზაა 15-30 მგ/კგ დღეში გაყოფილი რამდენიმე მიღებად; მაქსიმალური დღიური დოზაა არაუმეტეს 2 გ (4 გ - კრონის დაავადების სამკურნალოდ).
40 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე ბავშვებში რეკომენდებულია მოზრდილთა დოზის ½-ის დანიშვნა, 40 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში ინიშნება მოზრდილთა დოზა.
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატ პენტასა®-ს მიღებისას ყველაზე ხშირად ვლინდება დიარეა, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება და გამონაყარი კანზე. ზოგიერთ პაციენტში გამოვლინდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და სხეულის ტემპერატურის მატება. ასევე, აღწერილია მესალაზინით თერაპიასთან ასოცირებული კანის მძიმე გვერდითი რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
გვერდითი მოვლენების სიხშირე: ძალიან ხშირად (≥ 1/10), ხშირად (≥ 1/100-დან < 1/10-მდე), არახშირად (≥ 1/1000 -დან <1/100-მდე), იშვიათად (≥ 1/10000-დან < 1/1000-მდე), ძალიან იშვიათად (<1/10000), სიხშირე დადგენილი არ არის (დღეისათვის მონაცემები გამოვლენის სიხშირის შესახებ არ არის).
სისტემურ-ორგანული კლასი
ხშირად
იშვიათად
ძალიან იშვიათად
სიხშირე დაუდგენელია
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
სისხლის სურათის ცვლილება (ანემია, აპლაზიური ანემია), აგრანულოციტოზი, ნეიტროპენია, ლეიკოპენია (მათ შორის, გრანულოციტოპენია), პანციტოპენია, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია (როგორც ალერგიული რეაქციის გამოვლინება))
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური რეაქციები, წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი ეოზინოფილიით და სისტემური გამოვლინებით (DRESS-სინდრომი),
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
თავის ტკივილი
თავბრუსხვევა
პერიფერიული ნეიროპათია, კეთილთვისებიანი ქალასშიდა ჰიპერტენზია (პუბერტატულ ასაკში მყოფ პაციენტებში)
დარღვევები გულის მხრივ
მიოკარდიტი*, პერიკარდიტი*
ექსუდაციური პერიკარდიტი
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ღრუსა და შუასაყრის ორგანოების მხრივ
ალერგიული რეაქციები და ფიბროზული ცვლილებები ფილტვებში (მათ შორის, ქოშინი, ხველა, ბრონქოსპაზმი, ალერგიული ალვეოლიტი, ფილტვისმიერი ეოზინოფილია, ინტერსტიციული პნევმონია, ინფილტრაცია ფილტვებში, პნევმონიტი)
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი
მწვავე პანკრეატიტი*, ამილაზის შემცველობის მატება (სისხლში და/ან შარდში)
კოლიტის სიმპტომების გამწვავება
დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ
ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზების) აქტივობისა და ქოლესტაზის ლაბორატორიული ნიშნების (ტუტე ფოსფატაზის, გამა-გლუტამილტრანსფერაზის და ბილირუბინის) მატება, ჰეპატოტოქსიკურობა (ჰეპატიტი*, ქოლესტაზური ჰეპატიტი, ციროზი, ღვიძლის უკმარისობა)
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
გამონაყარი კანზე (მათ შორის, ჭინჭრის ციება, ერითემა)
ფოტოსენსიბილიზაცია **
შექცევადი ალოპეცია, კვინკეს შეშუპება, ალერგიული დერმატიტი, მრავალფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი
სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
მიალგია, ართრალგია, მგლურასმაგვარი სინდრომი (სისტემური წითელი მგლურა)
დარღვევები თირკმლისა და საშარდე გზების მხრივ
ინტერსტიციული ნეფრიტი* (მწვავე ან ქრონიკული), ნეფროზული სინდრომი, თირკმლის უკმარისობა (მწვავე/ქრონიკული), შარდის ფერის ცვლილება
ნეფროლითიაზი***
დარღვევები სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ
შექცევადი ოლიგოსპერმია
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის რეაქციები
წამლისმიერი ციებ-ცხელება
- გვერდითი მოვლენების განვითარების მექანიზმი, სავარაუდოდ, ალერგიული ხასიათისაა.
- * უფრო მკვეთრად გამოხატული არასასურველი მოვლენები აღწერილია ანამნეზში კანის დაავადებების მქონე პაციენტებში (მაგალითად, ატოპიური დერმატიტის ან ატოპიური ეგზემის დროს).
- ** იხ. თავი „განსაკუთრებული მითითებები“.
ზოგიერთი გვერდითი რეაქციის განვითარება შესაძლოა დაკავშირებული იყოს ნაწლავის ანთებით დაავადებასთან.
ინსტრუქციაში მითითებული ეფექტების გაძლიერების ან სხვა ნებისმიერი ინსტრუქციაში არარსებული ეფექტის გამოვლენისას შეატყობინეთ ექიმს.
დოზის გადაჭარბება
პრეპარატ პენტასა®-ს დოზის გადაჭარბების შემთხვევები იშვიათია. დოზის გადაჭარბებისას არ აღინიშნება ჰეპატოტოქსიურობისა და ნეფროტოქსიურობის ნიშნები, მაგრამ შესაძლოა გამოვლინდეს სალიცილატებით მოწამვლის სიმპტომები.
არსებობს ცნობები პაციენტებზე, რომლებიც იღებდნენ 8გ მესალაზინს დღეში ერთი თვის განმავლობაში გვერდითი მოვლენების განვითარების გარეშე.
სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. რეკომენდებულია სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. სტაციონარში მკურნალობის შემთხვევაში საჭიროა თირკმლის ფუნქციის დეტალური კონტროლი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კვლევები პრეპარატ პენტასა®-ს სხვა წამლებთან ურთიერთქმედებაზე არ ჩატარებულა. პენტასა®-ს აზათიოპრინთან ან 6-მერკაპტოპურინთან, ან თიოგუანინთან ერთად დანიშვნისას იზრდება მიელოსუპრესიული მოქმედების სიხშირე, თუმცა, ამ ურთიერთქმედების მექანიზმი დადგენილი არ არის. აუცილებელია სისხლის სურათის რეგულარული კონტროლი და აუცილებლობის შემთხვევაში თიოპურინების დოზის კორექცია.
პენტასა®-ს სხვა ნეფროტოქსიურ პრეპარატებთან, მაგალითად ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან (ასას) და აზათიოპრინთან ერთდროული დანიშვნვნა ზრდის თირკმლის მხრივ გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.
პრეპარატი პენტასა® ამცირებს ციანკობალამინის (ციტამინი B12) აბსორბციას, ზრდის სულფანილშარდოვანას წარმოებულების ჰიპოგლიკემიურ მოქმედებას, გლუკოკორტიკოიდების ულცეროგენულ მოქმედებას, მეტოტრექსატის ტოქსიურობას, ასუსტებს ფუროსემიდის, სპირონოლაქტონის, რიფამპიცინისა და ვარფარინის აქტივობას, ზრდის ურიკოზული სამკურნალო საშუალებების (მილაკოვანი სეკრეციის ბლოკატორები) ეფექტურობას. მესალაზინისა და დიგოგსინის პრეპარატების ერთდროული დანიშვნისას მცირდება დიგოქსინის შეწოვა.
განსაკუთრებული მითითებები
აუცილებელია სიფრთხილის დაცვა პაციენტებში სულფასალაზინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობით (სალიცილატებზე ალერგიული რეაქციების განვითარების რისკი). აღწერილია კანის მძიმე გვერდითი რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ასოცირებული მესალაზინით მკურნალობასთან. პრეპარატის აუტანლობის მწვავე სიმპტომების გამოვლენისას (ტკივილი და სპაზმები მუცლის არეში, ციებ-ცხელება, ძლიერი თავის ტკივილი და/ან კანის მძიმე დაავადებების პირველი ნიშნების და სიმპტომების გამოვლენა, როგორიცაა კანზე გამონაყარი, ლორწოვან გარსებზე გამონაყარი, ან მომატებული მგრძნობელობის რაიმე სხვაგვარი ნიშნები) აუცილებელია პრეპარატ პენტასა®-ს მიღების შეწყვეტა.
ღვიძლის ფუნქციების დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატი პენტასა® ინიშნება ისფრთხილით. მკურნალობის დაწყებამდე და თერაპიის მიმდინარეობისას საჭიროა ასტ-სა და ალტ-ს კონტროლი.
პრეპარატ პენტასა®-ს დანიშვნა თირკმლის ფუნქციისა და ჰემოსტაზის დარღვევის მქონე პაციენტებში რეკომენდებული არ არის. მკურნალობის სრული კურსის განმავლობაში საჭიროა კრეატინინის კონტროლი სისხლში თირკმლის ფუნქციის კონტროლისთვის, განსაკუთრებით თერაპიის საწყის ეტაპზე. ექიმის დანიშნულებით პრეპარატის მიღებამდე და მკურნალობის დროს აუცილებელის შარდის ექსპრეს ანალიზის (ტესტ-ჩხირები) ჩატარება.
მესალაზინის მიღებისას გამოვლენილი თირკმლის ფუნქციის დარღვევა შესაძლოა გამოწვეული იყოს მისი ნეფროტოქსიურობით. სხვა ნეფროტოქსიური პრეპარატებთან (მაგალითად, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები და აზათიოპრინი) ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლება გაზარდოს თირკმლის ფუნქციათა დარღვევის რისკი.
პრეპარატ პენტასა®-ს დანიშვნა რეკომენდებულია სიფრთხილით პაციენტებში კუჭის წყლულით გამწვავების ფაზაში.
აუცილებელია ფილტვის დაავადებების, მათ შორის, ბრონქული ასთმის, მქონე პაციენტების მდგომარეობის კონტროლი მესალაზინის მიღებისას.
იშვიათად აღნიშნავენ არასასურველი ეფექტების გამოვლენას გულის მხრივ (მიოკარდიტი, პერიკარდიტი). ძალიან იშვიათად აღინიშნა სისხლის სერიოზული დისკრაზია. აღნიშნული დაავადების სიმპტომების გამოვლენისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
ნაწლავის ანთებითი დაავადების მქონე პაციენტები არიან ნეფროლიტიაზის განვითარების რისკის ქვეშ. აღწერილია ნეფროლიტიაზის განვითარების შემთხვევები მესალაზინის შემცველობით მესალაზინით მიმდინარე თერაპიის ფონზე. მესალაზინის მიღებისას, აუცილებელია სითხის ადეკვატური რაოდენობით მიღების უზრუნველყოფა.
ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატის მიღების დაწყებამდე აუცილებელია სისხლის ანალიზი ფორმიანი ელემენტების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით.
მკურნალობის დაწყებიდან 14 დღის შემდეგ აუცილებელია პაციენტის სრული გამოკვლევა და შემდეგ 2-3-ჯერ განმეორება 4 კვირის ინტერვალით. მკურნალობის კარგი ამტანობისას განმეორებითი გამოკვლევები ტარდება ყოველ 3 თვეში ერთხელ. სხვა სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვაზე გავლენა
პრეპარატი პენტასა® არ მოქმედებს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე. არასასურველი ეფექტების გამოვლენისას (როგორიცაა თავბრუსხვევა და სხვა) საჭიროა აღნიშნული საქმიანობისგან თავშეკავება.
გამოშვების ფორმა
გახანგრძლივებული გამოთავისუფლების გრანულები, 1 გ და2 გ.
1 გ ან 2 გ გრანულები პოლიეთერის/ალუმინის ფოლგის/დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის პაკეტებში.
დოზირება 1 გ: 50, 60, 100, 120 ან 150 პაკეტი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
დოზირება 2 გ: 30, 50, 60 ან 120 პაკეტი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი.
კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემთხვევაში არ გამოიყენოთ.
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში. არ გაყინოთ. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი
ფერინგ ინტერნეშლ სენტერ ს.ა.
შემინ დე ლა ვერგოგნასაზ 50, 1162 სან-პრე, შვეიცარია
მწარმოებელი
ფერინგ ინტერნეშლ სენტერ ს.ა
შემინ დე ლა ვერგოგნასაზ 50, 1162 სან-პრე, შვეიცარია
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის მფლობელის დასახელება და მისამართი მომხმარებლისგან პრეტენზიების მისაღებად
შპს „ფერინგ ფარმასეუტიკალზ“
115054, მოსკოვი, კოსმოდამიანსკაიას სანაპირო, ბ. 52, შენობა 4.
ტელ: +7(495)287-0343
ფაქსი: +7(495)287-0342.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


