პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
იმუნომასტიმულირებელი საშუალებები

პელგრაზი

Pelgraz®

რეცეპტით6მგინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

პელგრაზი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს პეგფილგრასტიმს. პეგფილგრასტიმი არის ცილა, რომელიც წარმოქმნილია ბაქტერია E. coli-ში, ბიოტექნოლოგიური მეთოდით. ის მიეკუთვნება ციტოკინების ტიპის ცილების რიცხვს და ძალიან ჰგავს ადამიანის ორგანიზმში წარმოქმნილ ბუნებრივ ცილას (გრანულოციტების კოლონიამასტიმულირებელი ფაქტორი). …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პეგფილგრასტიმი (pegfilgrastim)
ფორმა და შეფუთვა
6მგ/0,6მლ (10მგ/მლ) 0,6მლ (1 დოზა) კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებული მზა შპრიცი №1
მწარმოებელი
Accord Healthcare Polska Sp. z o.o., პოლონეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
იმუნომასტიმულირებელი საშუალებები, კოლონიამასტიმულირებელი ფაქტორები
ATC კოდი
L03AA13
რეგისტრაციის ნომერი
რ-041581
რეგისტრირებულია
16 ივლისი 2024, მოქმედებს 16 ივლისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაპელგრაზი და სხვა წამალი ერთად

პელგრაზი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პელგრაზი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს პეგფილგრასტიმს. პეგფილგრასტიმი არის ცილა, რომელიც წარმოქმნილია ბაქტერია E. coli-ში, ბიოტექნოლოგიური მეთოდით. ის მიეკუთვნება ციტოკინების ტიპის ცილების რიცხვს და ძალიან ჰგავს ადამიანის ორგანიზმში წარმოქმნილ ბუნებრივ ცილას (გრანულოციტების კოლონიამასტიმულირებელი ფაქტორი).

პელგრაზი გამოიყენება ნეიტროპენიის (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება) ხანგრძლივობის შესამცირებლად და ფებრილური ნეიტროპენიის (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება ცხელებასთან ერთად) განვითარების თავიდან ასაცილებლად, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიის (პრეპარატები, რომლებიც ახდენენ სწრაფად მზარდი უჯრედების დესტრუქციას) მიერ. სისხლის თეთრი უჯრედები მნიშვნელოვანია ინფექციებთან ბრძოლის მხრივ. აღნიშნული უჯრედები ძალიან მგრძნობიარენი არიან ქიმიოთერაპიული პრეპარატების მიმართ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში იწვევენ მათი რაოდენობის შემცირებას სისხლში. სისხლის თეთრი უჯრედების ძლიერი დაქვეითების შემთხვევაში, შესაძლოა დაქვეითდეს ორგანიზმის ინფექციებთან ბრძოლის უნარი და გაიზარდოს ინფექციების განვითარების რისკი.

პელგრაზი ინიშნება, რათა ძვლის ტვინში (სისხლმბადი ორგანო) მოხდეს ინფექციასთან მებრძოლი სისხლის თეთრი უჯრედების წარმოქმნის სტიმულირება.

მიღების წესი და დოზირება

პელგრაზი გამოიყენება მოზრდილებში 18 წლიდან.

პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის მითითებების შესაბამისად. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ არ არის დარწმუნებული, რომ წესისამებრ იყენებს პრეპარატს. სტანდარტულ დოზას შეადგენს 6 მგ პელგრაზი კანქვეშა ინექციის სახით (სუბკუტანური ინექცია), წინასწარ შევსებული შპრიცის გამოყენებით. პელგრაზი ინიშნება ქიმიოთერაპიის ყოველი კურსის დასრულებიდან სულ მცირე 24 სთ-ის შემდეგ.

პელგრაზი არ გამოიყენება გადაჭარბებულად, რადგან აღნიშნულმა შეიძლება გავლენა იქონიოს მის ეფექტურობაზე.

პელგრაზის თვითინექცია

მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით, შეიძლება უფრო მოსახერხებლად ჩაითვალოს პელგრაზის თვითინექცია პაციენტის მიერ, რისი ინსტრუქტაჟიც ჩატარდება ექიმის ან ექთნის მიერ. პაციენტმა არ უნდა ცადოს თვითინექცია თუ არ აქვს მიღებული ინსტრუქციები ექიმის ან ექთნისგან.

თივთინექციის ინსტრუქციები მოცემულია ქვემოთ, თუმცა დაავადების სრულფასოვანი მკურნალობა საჭიროებს უშუალო და მუდმივ ურთიერთობას ექიმთან.

პაციენტმა დახმარებისთვის უნდა მიმართოს ექიმს ან ექთანს თუ არ არის დაწრმუნებული, რომ შეძლებს თვითინექციას ან აქვს დამატებითი კითხვები.

როგორ ხდება თვითინექცია პაციენტის მიერ?

თვითინექცია ხდება კანქვეშ ანუ საჭიროა კანქვეშა ინექცია.

საჭირო ეკიპირება

თვითინექციისთვის საჭიროა:

პელგრაზის წინასწარ შევსებული შპრიცი;

სპირტიანი საფენი.

რისი გაკეთებაა საჭირო პელგრაზით თვითინექციის შესრულებამდე?

  • წინასწარ შევსებული შპრიცი გამოიღეთ მაცივრიდან.
  • არ მოხსნათ ნემსს სახურავი უშუალოდ თვითინექციამდე.
  • შეამოწმეთ ვარგისიანობის ვადა წინასწარ შევსებული შპრიცის ეტიკეტზე (EXP). არ გამოიყენოთ თუ გასულია მითითებული თვის ბოლო დღე ან თუ შპრიცი ინახებოდა მაცივარს გარეთ 72 საათის განმავლობაში.
  • დაათვალიერეთ პელგრაზის შპრიცი ვიზუალურად. შპრიცში მოთავსებული უნდა იყოს სუფთა და უფერო სითხე. არ გამოიყენოთ თუ შეიმჩნევა ხილული ნაწილაკები.
  • უფრო კომფორტული ინექციისთვის, გააჩერეთ წინასწარ შევსებული შპრიცი ოთახის ტემპერატურაზე, 30 წუთის განმავლობაში ან დაიჭირეთ ხელებში მჭიდროდ, რამდენიმე წუთის განმავლობაში. არ გაათბოთ პელგრაზი სხვა ნებისმიერი მეთოდით (მაგ. არ გაათბოთ მიკროტალღურ ღუმელში ან ცხელ წყალში).
  • გულდასმით დაიბანეთ ხელები.
  • იპოვნეთ კომფორტული, კაგად განათებული ადგილი და ყველა საჭირო ნივთი მოიმარაგეთ ახლო მანძილზე (წინასწარ შევსებული შპრიცი და სპირტიანი საფენები).

როგორ მზადდება პელგრაზის ინექცია?

პელგრაზის ინექციამდე უნდა შესრულდეს შემდეგი:

1: დაიჭირეთ შპრიცი და ნაზად მოხსენით ნემსს სახურავი, მოტრიალების გარეშე. მოქაჩეთ პირდაპირ, როგორც ნაჩვენებია 1-ელ და მე-2 სურათებში. არ შეეხოთ ნემსს და არ მიწვეთ დგუშს.

lefttop

1

  • წინასწარ შევსებულ შპრიცში შეიძლება შეიმჩნეოდეს მცირე ზომის აიროვანი ბუშტუკი. ინექციამდე მისი მოშორება საჭირო არ არის. აიროვანი ბუშტუკი ამ შემთხვევაში არის უსაფრთხო.

lefttop

2

  • ახლა შესაძლებელია წინასწარ შემვსებული შპრიცის გამოყენება.

რა მიდამოებში არის შესაძლებელი ინექცია?

ინექციისთვის ყველაზე ხელსაყრელი ადგილებია:

ბარძაყების გარე ზედაპირებილ და

მუცელი, ჭიპის ირგვლივი მიდამოს გარდა (იხ. მე-3 სურათი).

lefttop

3

თუ ინექცია ხორციელდება სხვა ადამიანის მიერ, შესაძლოა შერჩეულ იქნას მკლავების უკანა ზედაპირიც (იხ. მე-4 სურათი).

lefttop

4

ყოველი ახალი ინექციისთვის უმჯობესია განსხვავებული მიდმაოს შერჩევა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ტკივილის და გაღიზიანების რისკი.

როგორ ხდება თვითინექცია?

ა. მოახდინეთ ინექციის ადგილის დეზინფექცია სპირტიანი საფენით და ამოწიეთ კანი ცერი და საჩვენებელი თითების გამოყენებით, ზედმეტი მოჭერის გარეშე (იხ. მე-5 სურათი).

lefttop

5

წინასწარ შევსებული შპრიცი ნემსის დამცავი მოწყობილობით

ბ. სრულად მოითავსეთ ნემსი კანქვეშ, ექიმის ან ექთნის ინსტრუქციის შესაბამისად (იხ. მე-6 სურათი).

გ. მცირედით გამოწიეთ დგუში, რათა დარწმუნდეთ რომ არ მომხდარა სისხლძარღვში შესვლა. თუ შპრიცში შეამჩვნევთ სისხლს, გამოიღეთ ნემსი და შეიყვანეთ სხვა მიდამოში.

დ. კანი გეჭიროთ ამოწეულ მდგომარეობაში, დააჭირეთ დგუშს ნელა და თანაბრად თითის ფალანგით, სრული დოზის შესვლამდე, როდესაც დგუში წინ აღარ მიდის დაწოლისას. გეჭიროთ თითი დგუშზე!

ე. სითხის ინექციის შემდეგ, კანის მიმართ შპრიცის დახრის კუთხის შეუცვლელად და დგუშზე თითის აუშვებლად, ამოიღეთ ნემსი და გაუშვით ხელი საინექციო მიდმაოს. ნემსს ავტომატურად დაეხურება დამცავი ფარი და გაიგებთ “კლიკის” ხმას, რაც მიანიშნებს დამცავისა აქტივაციაზე (იხ. მე-7 სურათი). ნემსის დამცავი არ გააქტიურდება თუ დოზა მთლიანად არ იქნა შეყვანილი.

lefttop

6

lefttop

7

გახსოვდეთ

ნებისმიერი სიმპტომის განვითარების შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

გამოყენებული შპრიცის გადაგდება

გამოყენებული შპრიცის გადაგდება უნდა მოხდეს ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის ინსტრუქციის მიხედვით.

სიფრთხილის ზომები

პელგრაზი არ გამოიყენება

თუ პაციენტი ალერგიულია პეგლილგრასტიმის, ფილგრასტიმის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

პელგრაზის გამოყენებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს:

თუ აღინიშნება ალერგიული რეაქციის ნიშნები, მათ შორის სისუსტე, არტერიული წნევის ვარდნა, სუნთქვის გაძნელება, სახის შეშუპება (ანაფილაქსია), სიწითლე, სიმხურვალე და გამონაყარი კანზე, ქავილი.

თუ პაციენტი ალერგიულია ლატექსის მიმართ. წინასწარ შევსებული შპრიცის ნემსის სახურავი შეიცავს ლატექსისგან წარმოებულ ნივთიერებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საშიში ალერგიული რეაქციები.

თუ აღინიშნება ხველა, ცხელება და სუნთქვის გაძენელება. აღნიშნული შეიძლება წარმოადგენდეს მწვავე რესპირატორული დისტრესის სინდრომის გამოვლინებას.

თუ აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე ან მათი კომბინაცია:

შეშუპება, რაც შესაძლოა ასოცირებული იყოს შარდის გამოყოფის შემცირებასთან, სუნთქვის გაძნელებასთან, მუცლის შებერილობასთან და სისავსის შეგრძნებასთან, დაღლილობის შეგრძნებასთან.

აღნიშნული შესაძLოა იყოს ე.წ. “კაპილარების გაჟონვის სინდრომის” გამოვლინება, რა დროსაც, წვრილი სისხლძარღვებიდან ხდება სისხლის გაჟონვა სხეულში. იხ. პუნქტი 4.

თუ პაციენტს აღენიშნება ტკივილი მუცლის მარცხენა ზედა ნაწილში ან ტკივილი მხრის წვერზე. აღნიშნული შესაძლოა მიანიშნებდეს ელენთასთან ასოცირებულ პრობლემაზე (სპლენომეგალია).

თუ პაციენტს ახლო წარსულში ჰქონდა ფილტვის სერიოზული ინფექცია (პნევმონია), ფილტვისმიერი შეშუპება (სითხის დაგროვება ფილტვებში), ფილტვების გარკვეული ტიპის ანთება (ფილტვების ინტერსტიციული დაავადება) ან აღენიშნება პათ. ცვლილებები გულ-მკერდის რენტგენოგრაფიით (ინფილტრაცია).

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლის უჯრედების რაოდენობის დაქვეითება, მათ შორის ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება) ან თრომბოციტოპენია. მკურნალმა ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს უფრო მკაცრი მონიტორინგი.

თუ პაციენტს აღენიშნება ნამგლისებრი ანემია. მკურნალმა ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს უფრო მკაცრი მონიტორინგი.

თუ პაციენტს აქვს ძუძუს ან ფილტვის კიბო. პელგრაზმა, ქიმიოთერაპიასთან და/ან სხივურ თერაპიასთან კომბინაციაში, შეიძლება გაზარდოს მიელოდისპლაზიური სინდრომის (პრეკანცერული ჰემატოლოგიური მდგომარეობა) ან მწვავე მიელოიდური ლეიკემიის განვითარების რისკი. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს დაღლილობას, ცხელებას და მიდრეკილებას სისხლდენების ან სისხლჩაქცევების მიმართ.

თუ პაციენტს აღენიშნება უეცარი ალერგიის ნიშნები, მაგ. გამონაყარი, ქავილი ან ურტიკარია, სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა მიდამოების შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ვიზინგი ან ქოშინი; აღნიშნული შესაძლოა იყოს საშიში ალერგიული რეაქციების გამოვლინება.

მკურნალმა ექიმმა შესაძლოა რეგულარულად ჩაატაროს სისხლის და შარდის ანალიზები, რადგან პელგრაზმა შესაძლოა დააზიანოს თირკმელებში არსებული მცირე ზომის ფილტრები (გლომერულონეფრიტი).

პელგრაზით მკურნალობის პერიოდში არსებობს ცნობები ძლიერი კანისმიერი ალერგიული რეაქციების (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) შემთხვევების შესახებ. მე-4 პუნქტში აღწერილი ნებისმიერი სიმპტომის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს პელგრაზის გამოყენება და მიმართოს ექიმს.

ჰემატოლოგიური სიმსივნის განვითარების რისკის შესახებ პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს მკურნალ ექიმთან. მსგავსი რისკის არსებობის შემთხვევაში, პელგრაზის გამოყენება არ უნდა მოხდეს, გარდა ექიმის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.

იშვიათად, არსებობს ცნობები აორტის (დიდი ზომის სისხლძარღვი, რომელიც გამოდის გულიდან და ორგანიზმნს ამარაგებს სისხლით) ანთების სიმპტომების განვითარების შესახებ სიმსივნის მქონე პაციენტებში და ჯანმრთელ დონორებში. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ცხელებას, მუცლის ტკივილს, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნებას, წელის ტკივილს და ანთებითი მარკერების მატებას (მაგ. ც-რეაქტიული ცილა და ლეიკოციტოზი). აღნიშნული სიმპტომების განვითარების შემთხევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

მგრძნობელობის დაკარგვა პეგფილგრასტიმის მიმართ

პეგფილგრასტიმის არაეფექტურობის ან მიღწეული ეფექტის შენარჩუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მკურნალი ექიმის გამოიკვლევს შესაძლო მიზეზებს, მაგ. ისეთი ანტისხეულების არსებობას ორგანიზმში, რომლებიც ანეიტრალებენ პეგფილგრასტიმის აქტივობას.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

პელგრაზის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში დადასტურებული არ არის. ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან. მნიშვნელოვანია, რომ მკურნალ ექიმს ეცნობოს თუ:

პაციენტი არის ორსულად;

ფიქრობს, რომ არის ორსულად; ან

აპირებს დაორსულებას.

პელგრაზით მკურნალობის პერიოდში დაორსულების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს.

პელგრაზით მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს, გარდა ექიმის მიერ დადგენილი განსაკუთრებული შემთხვევებისა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პელგრაზის გავლენა ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე მინიმალური ან არარსებულია.

პელგრაზი შეიცავს სორბიტოლს (E420) და ნატრიუმს

ამ პრეპარატის თითოეული წინასწარ შევსებული შპრიცი შეიცავს 30 მგ სორბიტოლს, რაც 50 მგ/მლ-ის ექვივალენტურია. ამ პრეპარატის თითოეული 6 მგ-ანი დოზა შეიცავს < 1 მმოლ (23 მგ) ნატრიუმს, რაც უმნიშვნელო რაოდენობაა.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა წამალს, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.

დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს თუ აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე ან მათი კომბინაცია:

შეშუპება, რაც შესაძლოა ასოცირებული იყოს შარდის გამოყოფის შემცირებასთან, სუნთქვის გაძნელებასთან, მუცლის შებერილობასთან და სისავსის შეგრძნებასთან, დაღლილობის შეგრძნებასთან. ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს უეცრად.

აღნიშნული შესაძლოა იყოს ე.წ. “კაპილარების გაჟონვის სინდრომის” ნაკლებად ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში) გამოვლინება, რა დროსაც, წვრილი სისხლძარღვებიდან ხდება სისხლის გაჟონვა სხეულში. მსგავსი მოვლენა საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):

ძვლების ტკივილი. მკურნალი ექიმი ურჩევს პაციენტს სათანადო ტკვივილგამაყუჩებელ საშუალებას.

გულისრევა და თავის ტკივილი.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):

ტკივილი ინექციის არეში.

ზოგადი ხასიათის ტკივილი სახსრებში და კუნთებში.

ტკივილი გულმკერდის არეში, რაც არ არის გამოწვეული გულის დაავადებით ან გულის შეტევით.

შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა ჰემატოლოგიური ცვლილებები, რომლებიც გამოვლინდება სისხლის რუტინული ანალიზებით. შეიძლება გაიზარდოს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა მოკლევადიან პერიოდში. შეიძლება შემცირდეს თრომბოციტების რაოდენობა, რამაც შეიძლება განაპირობოს სისხლჩაქცევები.

ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):

ალერგიული რეაქციები, მათ შორის კანის სიმხურვალე და სიწითლე, და კანიდან წამოწეული ქავანა გამონაყარი.

საშიში ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური რეაქცია (სისუსტე, არტერიული წნევის დაქვეითება, სუნთქვის გაძნელება, სახის შეშუპება).

ელენთის ზომის მომატება.

ელენთის რუპტურა. ზოგიერთი მათგანი დასრულდა ფატალური გამოსავლით. მნიშვნელოვანია, რომ მუცლის ზედა მარცხენა მიდამოში ან მარცხენა მხარში ტკივილის განვითარების შემთხვევაში, პაციენტა დაუყოვნებლივ მიმართოს მკურნალ ექიმს. აღნიშნული შეიძLება დაკავშირებული იყოს ელენთის პრობლემასთან.

სუნთქვის პრობლემები. ხველის, ცხელების და სუნთქვის გაძნელების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

არსებობს ცნობები სვიტის სინდრომის (ქლიავისფერი, კანიდან წამოწეული, მტკივნეული დაზიანებები კიდურებზე და ზოგჯერ სახესა და კისერზე, რასათ თან ახლავს ცხელება) შემთხვევების შესახებ, თუმცა ის შეიძლება განპირობებული იყოს დამატებით ფაქტორებზე.

კანისმიერი ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება კანში).

თირკმელებში არსებული მცირე ზომის ფილტრების დაზიანება (გლომერულონეფრიტი).

სიწითლე ინექციის ადგილას.

სისხლის ანალიზების პათ. ცვლილებები (ლაქტატ დეჰიდროგენაზას, შარდმჟავას და ტუტე ფოსფატაზას).

ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილებები (ალანინ ამინოტრანსფერაზა და ასპარტატე ამინოტრანსფერაზა).

სისხლიანი ხველ (ჰემოპტიზი).

ჰემატოლოგიური დარღვევები (მიელოდისპლაზიური სინდრომი ან მწვავე მიელოიდური ლეიკემია).

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):

აორტის ანთება (დიდი ზომის სისხლძარღვი, რომელიც გამოდის გულიდან და ორგანიზმნს ამარაგებს სისხლით), იხ. მე-2 პუნქტი.

სისხლდენა ფილტვებიდან (პულმონური ჰემორაგია).

სტივენს-ჯონსონის სინდრომი, რაც შეიძლება გამოვლინდეს მოწითალო მიზნისებრი ან წრიული ლაქების სახით, ხშირად ცენტრალური დაწყლულებით სხეულზე, კანის აშრევებით, პირის ღრუს, ხახის, ცხვირის ღრუს, სასქესო ორგანოების და თვალების დაწყლულებით. შესაძლოა წინსწრებული იყოს გრიპის მსგავსი სიმპტომებით. მსგავსი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს პელგრაზის გამოყენება, მიმართოს ექიმს ან მიაკითხოს საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. ასევე. იხ. მე-2 პუნქტი.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია უშუალოდ:

პოლონეთი

სამედიცინო და ბიოლოგიურ პროდუქტთა ფარმაკოუსაფრთოხების დეპარტამენტის სამედიცინო პროდუქტთა რეგისტრაციის ოფისი -Al. Jerozolimskie 181C, 02-222 ვარშავა, ტელ: + 48 22 49 21 301, ფაქს: + 48 22 49 21 309, ვებ-გვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl.

რუმინეთი

სამედიცინო მოწყობილობების და პრეპარატების ეროვნული სააგენტო:

ავიატორ სანატესკუს ქ. N 48. სექტორი 1

ბუქარესტი 011478 – რუმინეთი

ელ-ფოსტა: [email protected]

ვებ-გვერდი: www.anm.ro

სლოვენია

სლოვენიის წამლების და სამედიცინო მოწყობილობების საჯარო სააგენტოს ფარმაკოუსაფრთხოების დეპარტამენტი:

ეროვნული ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრი

სლოვენჩევას ქ. 22

SI-1000 ლუბლიანა, სლოვენია

ტელ: +386 (0)8 2000 500

ფაქს: +386 (0)8 2000 510

ელ-ფოსტა: [email protected]

ვებ-გვერდი: www.jazmp.si

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზირების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში

თვითინექციის გამოტოვების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, რათა განისაზღვროს შემდეგი დოზის შეყვანის დრო.

მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში

პელგრაზით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას პაციენტი მიიღებს ექიმისგან. ხშირად, პელგრაზით მკურნალობა შედგება რამდენიმე კურსისგან.

პრეპარატის გამოყენაბსთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევეში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურლ ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა

პელგრაზის შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა პეგფილგრასტიმი. თითოეული წინასწარ შევსებული შპრიცი შეიცავს 6 მგ პეგფილგრასტიმს, 0.6 მლ ხსნარში.

დამხმარე ნივთიერებებია ნატრიუმის ციტრატი, სორბიტოლი (E420), პოლისორბატი 20 და საინექციო წყალი. (იხ. პუნქტი 2).

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პელგრაზის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე და შპრიცის ეტიკეტზე, სიმბოლოების (EXP)შემდეგ. (იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე).

ინახება მაცივარში 2-8°C ტემპერატურაზე.

პელგრაზი ოთახის ტემპერატურაზე (25°C ± 2°C) შეიძლება გაჩერდეს მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს 72 საათისა. ოთახის ტემპერატურაზე უფრო ხანგრძლივად დარჩენილი შპრიცი უნდა გადაიგდოს. შენახვის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

არ უნდა გაიყინოს. ერთჯერადად, 24 სთ-ანი პერიოდით გაყინვა არ ახდენს უარყოფით გავლენას პრეპარატის სტაბილურობაზე.

სინათლისგან დასაცავად შპრიცი ინახება თავისივე კოლოფში.

არ გამოიყენება თუ შეიმჩნევა შემღვრევა ან ხილული ნაწილაკები.

არ შეიძლება პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურებასთან დაკავშირებით უნდა მიემართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ინფორმაცია პოლონურ, რუმინულ და სლოვენიურ ენებზე იდენტურია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

პელგრაზი 6 მგ საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ შპრიცში

პეგფილგრასტიმი

ეს მედიკამენტი ექვემდებარება დამატებით მონიტორინგს, რაც მისი უსაფრთხოების შესახებ ახალი ინფორმაციის იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა. პაციენტს შეუძლია ხელი შეუწყოს აღნიშნულ პროცესს გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მათი შეტყობინებით. გვერდითი მოვლენების შეტყობინების წესი იხ. მე-4 პუნქტის ბოლოს.

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვებისთვის პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პირადი გამოყენებისვის. დაუშვებელია პრეპარატის სხვისთვის მიცემა იმ შემთხვევაშიც კი თუ სიმპტომები ერთნაირია.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულების ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. იხ. Nნაწილი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს პელგრაზი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა პელგრაზის გამოყენებამდე

პელგრაზის გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

პელგრაზის შენახვის წესი

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

  • რას წარმოადგენს პელგრაზი და მისი გამოყენება

პელგრაზი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს პეგფილგრასტიმს. პეგფილგრასტიმი არის ცილა, რომელიც წარმოქმნილია ბაქტერია E. coli-ში, ბიოტექნოლოგიური მეთოდით. ის მიეკუთვნება ციტოკინების ტიპის ცილების რიცხვს და ძალიან ჰგავს ადამიანის ორგანიზმში წარმოქმნილ ბუნებრივ ცილას (გრანულოციტების კოლონიამასტიმულირებელი ფაქტორი).

პელგრაზი გამოიყენება ნეიტროპენიის (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება) ხანგრძლივობის შესამცირებლად და ფებრილური ნეიტროპენიის (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება ცხელებასთან ერთად) განვითარების თავიდან ასაცილებლად, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიის (პრეპარატები, რომლებიც ახდენენ სწრაფად მზარდი უჯრედების დესტრუქციას) მიერ. სისხლის თეთრი უჯრედები მნიშვნელოვანია ინფექციებთან ბრძოლის მხრივ. აღნიშნული უჯრედები ძალიან მგრძნობიარენი არიან ქიმიოთერაპიული პრეპარატების მიმართ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში იწვევენ მათი რაოდენობის შემცირებას სისხლში. სისხლის თეთრი უჯრედების ძლიერი დაქვეითების შემთხვევაში, შესაძლოა დაქვეითდეს ორგანიზმის ინფექციებთან ბრძოლის უნარი და გაიზარდოს ინფექციების განვითარების რისკი.

პელგრაზი ინიშნება, რათა ძვლის ტვინში (სისხლმბადი ორგანო) მოხდეს ინფექციასთან მებრძოლი სისხლის თეთრი უჯრედების წარმოქმნის სტიმულირება.

  • რა უნდა იცოდეს პაციენტმა პელგრაზის გამოყენებამდე

პელგრაზი არ გამოიყენება

თუ პაციენტი ალერგიულია პეგლილგრასტიმის, ფილგრასტიმის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

პელგრაზის გამოყენებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს:

თუ აღინიშნება ალერგიული რეაქციის ნიშნები, მათ შორის სისუსტე, არტერიული წნევის ვარდნა, სუნთქვის გაძნელება, სახის შეშუპება (ანაფილაქსია), სიწითლე, სიმხურვალე და გამონაყარი კანზე, ქავილი.

თუ პაციენტი ალერგიულია ლატექსის მიმართ. წინასწარ შევსებული შპრიცის ნემსის სახურავი შეიცავს ლატექსისგან წარმოებულ ნივთიერებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საშიში ალერგიული რეაქციები.

თუ აღინიშნება ხველა, ცხელება და სუნთქვის გაძენელება. აღნიშნული შეიძლება წარმოადგენდეს მწვავე რესპირატორული დისტრესის სინდრომის გამოვლინებას.

თუ აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე ან მათი კომბინაცია:

შეშუპება, რაც შესაძლოა ასოცირებული იყოს შარდის გამოყოფის შემცირებასთან, სუნთქვის გაძნელებასთან, მუცლის შებერილობასთან და სისავსის შეგრძნებასთან, დაღლილობის შეგრძნებასთან.

აღნიშნული შესაძLოა იყოს ე.წ. “კაპილარების გაჟონვის სინდრომის” გამოვლინება, რა დროსაც, წვრილი სისხლძარღვებიდან ხდება სისხლის გაჟონვა სხეულში. იხ. პუნქტი 4.

თუ პაციენტს აღენიშნება ტკივილი მუცლის მარცხენა ზედა ნაწილში ან ტკივილი მხრის წვერზე. აღნიშნული შესაძლოა მიანიშნებდეს ელენთასთან ასოცირებულ პრობლემაზე (სპლენომეგალია).

თუ პაციენტს ახლო წარსულში ჰქონდა ფილტვის სერიოზული ინფექცია (პნევმონია), ფილტვისმიერი შეშუპება (სითხის დაგროვება ფილტვებში), ფილტვების გარკვეული ტიპის ანთება (ფილტვების ინტერსტიციული დაავადება) ან აღენიშნება პათ. ცვლილებები გულ-მკერდის რენტგენოგრაფიით (ინფილტრაცია).

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლის უჯრედების რაოდენობის დაქვეითება, მათ შორის ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება) ან თრომბოციტოპენია. მკურნალმა ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს უფრო მკაცრი მონიტორინგი.

თუ პაციენტს აღენიშნება ნამგლისებრი ანემია. მკურნალმა ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს უფრო მკაცრი მონიტორინგი.

თუ პაციენტს აქვს ძუძუს ან ფილტვის კიბო. პელგრაზმა, ქიმიოთერაპიასთან და/ან სხივურ თერაპიასთან კომბინაციაში, შეიძლება გაზარდოს მიელოდისპლაზიური სინდრომის (პრეკანცერული ჰემატოლოგიური მდგომარეობა) ან მწვავე მიელოიდური ლეიკემიის განვითარების რისკი. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს დაღლილობას, ცხელებას და მიდრეკილებას სისხლდენების ან სისხლჩაქცევების მიმართ.

თუ პაციენტს აღენიშნება უეცარი ალერგიის ნიშნები, მაგ. გამონაყარი, ქავილი ან ურტიკარია, სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა მიდამოების შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ვიზინგი ან ქოშინი; აღნიშნული შესაძლოა იყოს საშიში ალერგიული რეაქციების გამოვლინება.

მკურნალმა ექიმმა შესაძლოა რეგულარულად ჩაატაროს სისხლის და შარდის ანალიზები, რადგან პელგრაზმა შესაძლოა დააზიანოს თირკმელებში არსებული მცირე ზომის ფილტრები (გლომერულონეფრიტი).

პელგრაზით მკურნალობის პერიოდში არსებობს ცნობები ძლიერი კანისმიერი ალერგიული რეაქციების (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) შემთხვევების შესახებ. მე-4 პუნქტში აღწერილი ნებისმიერი სიმპტომის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს პელგრაზის გამოყენება და მიმართოს ექიმს.

ჰემატოლოგიური სიმსივნის განვითარების რისკის შესახებ პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს მკურნალ ექიმთან. მსგავსი რისკის არსებობის შემთხვევაში, პელგრაზის გამოყენება არ უნდა მოხდეს, გარდა ექიმის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.

იშვიათად, არსებობს ცნობები აორტის (დიდი ზომის სისხლძარღვი, რომელიც გამოდის გულიდან და ორგანიზმნს ამარაგებს სისხლით) ანთების სიმპტომების განვითარების შესახებ სიმსივნის მქონე პაციენტებში და ჯანმრთელ დონორებში. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ცხელებას, მუცლის ტკივილს, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნებას, წელის ტკივილს და ანთებითი მარკერების მატებას (მაგ. ც-რეაქტიული ცილა და ლეიკოციტოზი). აღნიშნული სიმპტომების განვითარების შემთხევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

მგრძნობელობის დაკარგვა პეგფილგრასტიმის მიმართ

პეგფილგრასტიმის არაეფექტურობის ან მიღწეული ეფექტის შენარჩუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მკურნალი ექიმის გამოიკვლევს შესაძლო მიზეზებს, მაგ. ისეთი ანტისხეულების არსებობას ორგანიზმში, რომლებიც ანეიტრალებენ პეგფილგრასტიმის აქტივობას.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

პელგრაზის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში დადასტურებული არ არის. ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში.

ორსულობა და ლაქტაცია

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან. მნიშვნელოვანია, რომ მკურნალ ექიმს ეცნობოს თუ:

პაციენტი არის ორსულად;

ფიქრობს, რომ არის ორსულად; ან

აპირებს დაორსულებას.

პელგრაზით მკურნალობის პერიოდში დაორსულების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს.

პელგრაზით მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს, გარდა ექიმის მიერ დადგენილი განსაკუთრებული შემთხვევებისა.

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა

პელგრაზის გავლენა ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე მინიმალური ან არარსებულია.

პელგრაზი შეიცავს სორბიტოლს (E420) და ნატრიუმს

ამ პრეპარატის თითოეული წინასწარ შევსებული შპრიცი შეიცავს 30 მგ სორბიტოლს, რაც 50 მგ/მლ-ის ექვივალენტურია. ამ პრეპარატის თითოეული 6 მგ-ანი დოზა შეიცავს < 1 მმოლ (23 მგ) ნატრიუმს, რაც უმნიშვნელო რაოდენობაა.

  • პელგრაზის გამოყენების წესი

პელგრაზი გამოიყენება მოზრდილებში 18 წლიდან.

პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის მითითებების შესაბამისად. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ არ არის დარწმუნებული, რომ წესისამებრ იყენებს პრეპარატს. სტანდარტულ დოზას შეადგენს 6 მგ პელგრაზი კანქვეშა ინექციის სახით (სუბკუტანური ინექცია), წინასწარ შევსებული შპრიცის გამოყენებით. პელგრაზი ინიშნება ქიმიოთერაპიის ყოველი კურსის დასრულებიდან სულ მცირე 24 სთ-ის შემდეგ.

პელგრაზი არ გამოიყენება გადაჭარბებულად, რადგან აღნიშნულმა შეიძლება გავლენა იქონიოს მის ეფექტურობაზე.

პელგრაზის თვითინექცია

მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით, შეიძლება უფრო მოსახერხებლად ჩაითვალოს პელგრაზის თვითინექცია პაციენტის მიერ, რისი ინსტრუქტაჟიც ჩატარდება ექიმის ან ექთნის მიერ. პაციენტმა არ უნდა ცადოს თვითინექცია თუ არ აქვს მიღებული ინსტრუქციები ექიმის ან ექთნისგან.

თივთინექციის ინსტრუქციები მოცემულია ქვემოთ, თუმცა დაავადების სრულფასოვანი მკურნალობა საჭიროებს უშუალო და მუდმივ ურთიერთობას ექიმთან.

პაციენტმა დახმარებისთვის უნდა მიმართოს ექიმს ან ექთანს თუ არ არის დაწრმუნებული, რომ შეძლებს თვითინექციას ან აქვს დამატებითი კითხვები.

როგორ ხდება თვითინექცია პაციენტის მიერ?

თვითინექცია ხდება კანქვეშ ანუ საჭიროა კანქვეშა ინექცია.

საჭირო ეკიპირება

თვითინექციისთვის საჭიროა:

პელგრაზის წინასწარ შევსებული შპრიცი;

სპირტიანი საფენი.

რისი გაკეთებაა საჭირო პელგრაზით თვითინექციის შესრულებამდე?

  • წინასწარ შევსებული შპრიცი გამოიღეთ მაცივრიდან.
  • არ მოხსნათ ნემსს სახურავი უშუალოდ თვითინექციამდე.
  • შეამოწმეთ ვარგისიანობის ვადა წინასწარ შევსებული შპრიცის ეტიკეტზე (EXP). არ გამოიყენოთ თუ გასულია მითითებული თვის ბოლო დღე ან თუ შპრიცი ინახებოდა მაცივარს გარეთ 72 საათის განმავლობაში.
  • დაათვალიერეთ პელგრაზის შპრიცი ვიზუალურად. შპრიცში მოთავსებული უნდა იყოს სუფთა და უფერო სითხე. არ გამოიყენოთ თუ შეიმჩნევა ხილული ნაწილაკები.
  • უფრო კომფორტული ინექციისთვის, გააჩერეთ წინასწარ შევსებული შპრიცი ოთახის ტემპერატურაზე, 30 წუთის განმავლობაში ან დაიჭირეთ ხელებში მჭიდროდ, რამდენიმე წუთის განმავლობაში. არ გაათბოთ პელგრაზი სხვა ნებისმიერი მეთოდით (მაგ. არ გაათბოთ მიკროტალღურ ღუმელში ან ცხელ წყალში).
  • გულდასმით დაიბანეთ ხელები.
  • იპოვნეთ კომფორტული, კაგად განათებული ადგილი და ყველა საჭირო ნივთი მოიმარაგეთ ახლო მანძილზე (წინასწარ შევსებული შპრიცი და სპირტიანი საფენები).

როგორ მზადდება პელგრაზის ინექცია?

პელგრაზის ინექციამდე უნდა შესრულდეს შემდეგი:

1: დაიჭირეთ შპრიცი და ნაზად მოხსენით ნემსს სახურავი, მოტრიალების გარეშე. მოქაჩეთ პირდაპირ, როგორც ნაჩვენებია 1-ელ და მე-2 სურათებში. არ შეეხოთ ნემსს და არ მიწვეთ დგუშს.

lefttop

1

  • წინასწარ შევსებულ შპრიცში შეიძლება შეიმჩნეოდეს მცირე ზომის აიროვანი ბუშტუკი. ინექციამდე მისი მოშორება საჭირო არ არის. აიროვანი ბუშტუკი ამ შემთხვევაში არის უსაფრთხო.

lefttop

2

  • ახლა შესაძლებელია წინასწარ შემვსებული შპრიცის გამოყენება.

რა მიდამოებში არის შესაძლებელი ინექცია?

ინექციისთვის ყველაზე ხელსაყრელი ადგილებია:

ბარძაყების გარე ზედაპირებილ და

მუცელი, ჭიპის ირგვლივი მიდამოს გარდა (იხ. მე-3 სურათი).

lefttop

3

თუ ინექცია ხორციელდება სხვა ადამიანის მიერ, შესაძლოა შერჩეულ იქნას მკლავების უკანა ზედაპირიც (იხ. მე-4 სურათი).

lefttop

4

ყოველი ახალი ინექციისთვის უმჯობესია განსხვავებული მიდმაოს შერჩევა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ტკივილის და გაღიზიანების რისკი.

როგორ ხდება თვითინექცია?

ა. მოახდინეთ ინექციის ადგილის დეზინფექცია სპირტიანი საფენით და ამოწიეთ კანი ცერი და საჩვენებელი თითების გამოყენებით, ზედმეტი მოჭერის გარეშე (იხ. მე-5 სურათი).

lefttop

5

წინასწარ შევსებული შპრიცი ნემსის დამცავი მოწყობილობით

ბ. სრულად მოითავსეთ ნემსი კანქვეშ, ექიმის ან ექთნის ინსტრუქციის შესაბამისად (იხ. მე-6 სურათი).

გ. მცირედით გამოწიეთ დგუში, რათა დარწმუნდეთ რომ არ მომხდარა სისხლძარღვში შესვლა. თუ შპრიცში შეამჩვნევთ სისხლს, გამოიღეთ ნემსი და შეიყვანეთ სხვა მიდამოში.

დ. კანი გეჭიროთ ამოწეულ მდგომარეობაში, დააჭირეთ დგუშს ნელა და თანაბრად თითის ფალანგით, სრული დოზის შესვლამდე, როდესაც დგუში წინ აღარ მიდის დაწოლისას. გეჭიროთ თითი დგუშზე!

ე. სითხის ინექციის შემდეგ, კანის მიმართ შპრიცის დახრის კუთხის შეუცვლელად და დგუშზე თითის აუშვებლად, ამოიღეთ ნემსი და გაუშვით ხელი საინექციო მიდმაოს. ნემსს ავტომატურად დაეხურება დამცავი ფარი და გაიგებთ “კლიკის” ხმას, რაც მიანიშნებს დამცავისა აქტივაციაზე (იხ. მე-7 სურათი). ნემსის დამცავი არ გააქტიურდება თუ დოზა მთლიანად არ იქნა შეყვანილი.

lefttop

6

lefttop

7

გახსოვდეთ

ნებისმიერი სიმპტომის განვითარების შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

გამოყენებული შპრიცის გადაგდება

გამოყენებული შპრიცის გადაგდება უნდა მოხდეს ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის ინსტრუქციის მიხედვით.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში

ჭარბი დოზირების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში

თვითინექციის გამოტოვების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, რათა განისაზღვროს შემდეგი დოზის შეყვანის დრო.

მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში

პელგრაზით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას პაციენტი მიიღებს ექიმისგან. ხშირად, პელგრაზით მკურნალობა შედგება რამდენიმე კურსისგან.

პრეპარატის გამოყენაბსთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევეში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურლ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა წამალს, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.

დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს თუ აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე ან მათი კომბინაცია:

შეშუპება, რაც შესაძლოა ასოცირებული იყოს შარდის გამოყოფის შემცირებასთან, სუნთქვის გაძნელებასთან, მუცლის შებერილობასთან და სისავსის შეგრძნებასთან, დაღლილობის შეგრძნებასთან. ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს უეცრად.

აღნიშნული შესაძლოა იყოს ე.წ. “კაპილარების გაჟონვის სინდრომის” ნაკლებად ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში) გამოვლინება, რა დროსაც, წვრილი სისხლძარღვებიდან ხდება სისხლის გაჟონვა სხეულში. მსგავსი მოვლენა საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):

ძვლების ტკივილი. მკურნალი ექიმი ურჩევს პაციენტს სათანადო ტკვივილგამაყუჩებელ საშუალებას.

გულისრევა და თავის ტკივილი.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):

ტკივილი ინექციის არეში.

ზოგადი ხასიათის ტკივილი სახსრებში და კუნთებში.

ტკივილი გულმკერდის არეში, რაც არ არის გამოწვეული გულის დაავადებით ან გულის შეტევით.

შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა ჰემატოლოგიური ცვლილებები, რომლებიც გამოვლინდება სისხლის რუტინული ანალიზებით. შეიძლება გაიზარდოს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა მოკლევადიან პერიოდში. შეიძლება შემცირდეს თრომბოციტების რაოდენობა, რამაც შეიძლება განაპირობოს სისხლჩაქცევები.

ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):

ალერგიული რეაქციები, მათ შორის კანის სიმხურვალე და სიწითლე, და კანიდან წამოწეული ქავანა გამონაყარი.

საშიში ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური რეაქცია (სისუსტე, არტერიული წნევის დაქვეითება, სუნთქვის გაძნელება, სახის შეშუპება).

ელენთის ზომის მომატება.

ელენთის რუპტურა. ზოგიერთი მათგანი დასრულდა ფატალური გამოსავლით. მნიშვნელოვანია, რომ მუცლის ზედა მარცხენა მიდამოში ან მარცხენა მხარში ტკივილის განვითარების შემთხვევაში, პაციენტა დაუყოვნებლივ მიმართოს მკურნალ ექიმს. აღნიშნული შეიძLება დაკავშირებული იყოს ელენთის პრობლემასთან.

სუნთქვის პრობლემები. ხველის, ცხელების და სუნთქვის გაძნელების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

არსებობს ცნობები სვიტის სინდრომის (ქლიავისფერი, კანიდან წამოწეული, მტკივნეული დაზიანებები კიდურებზე და ზოგჯერ სახესა და კისერზე, რასათ თან ახლავს ცხელება) შემთხვევების შესახებ, თუმცა ის შეიძლება განპირობებული იყოს დამატებით ფაქტორებზე.

კანისმიერი ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება კანში).

თირკმელებში არსებული მცირე ზომის ფილტრების დაზიანება (გლომერულონეფრიტი).

სიწითლე ინექციის ადგილას.

სისხლის ანალიზების პათ. ცვლილებები (ლაქტატ დეჰიდროგენაზას, შარდმჟავას და ტუტე ფოსფატაზას).

ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილებები (ალანინ ამინოტრანსფერაზა და ასპარტატე ამინოტრანსფერაზა).

სისხლიანი ხველ (ჰემოპტიზი).

ჰემატოლოგიური დარღვევები (მიელოდისპლაზიური სინდრომი ან მწვავე მიელოიდური ლეიკემია).

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):

აორტის ანთება (დიდი ზომის სისხლძარღვი, რომელიც გამოდის გულიდან და ორგანიზმნს ამარაგებს სისხლით), იხ. მე-2 პუნქტი.

სისხლდენა ფილტვებიდან (პულმონური ჰემორაგია).

სტივენს-ჯონსონის სინდრომი, რაც შეიძლება გამოვლინდეს მოწითალო მიზნისებრი ან წრიული ლაქების სახით, ხშირად ცენტრალური დაწყლულებით სხეულზე, კანის აშრევებით, პირის ღრუს, ხახის, ცხვირის ღრუს, სასქესო ორგანოების და თვალების დაწყლულებით. შესაძლოა წინსწრებული იყოს გრიპის მსგავსი სიმპტომებით. მსგავსი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს პელგრაზის გამოყენება, მიმართოს ექიმს ან მიაკითხოს საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. ასევე. იხ. მე-2 პუნქტი.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია უშუალოდ:

პოლონეთი

სამედიცინო და ბიოლოგიურ პროდუქტთა ფარმაკოუსაფრთოხების დეპარტამენტის სამედიცინო პროდუქტთა რეგისტრაციის ოფისი -Al. Jerozolimskie 181C, 02-222 ვარშავა, ტელ: + 48 22 49 21 301, ფაქს: + 48 22 49 21 309, ვებ-გვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl.

რუმინეთი

სამედიცინო მოწყობილობების და პრეპარატების ეროვნული სააგენტო:

ავიატორ სანატესკუს ქ. N 48. სექტორი 1

ბუქარესტი 011478 – რუმინეთი

ელ-ფოსტა: [email protected]

ვებ-გვერდი: www.anm.ro

სლოვენია

სლოვენიის წამლების და სამედიცინო მოწყობილობების საჯარო სააგენტოს ფარმაკოუსაფრთხოების დეპარტამენტი:

ეროვნული ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრი

სლოვენჩევას ქ. 22

SI-1000 ლუბლიანა, სლოვენია

ტელ: +386 (0)8 2000 500

ფაქს: +386 (0)8 2000 510

ელ-ფოსტა: [email protected]

ვებ-გვერდი: www.jazmp.si

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.

  • პელგრაზის აკორდის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პელგრაზის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე და შპრიცის ეტიკეტზე, სიმბოლოების (EXP)შემდეგ. (იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე).

ინახება მაცივარში 2-8°C ტემპერატურაზე.

პელგრაზი ოთახის ტემპერატურაზე (25°C ± 2°C) შეიძლება გაჩერდეს მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს 72 საათისა. ოთახის ტემპერატურაზე უფრო ხანგრძლივად დარჩენილი შპრიცი უნდა გადაიგდოს. შენახვის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

არ უნდა გაიყინოს. ერთჯერადად, 24 სთ-ანი პერიოდით გაყინვა არ ახდენს უარყოფით გავლენას პრეპარატის სტაბილურობაზე.

სინათლისგან დასაცავად შპრიცი ინახება თავისივე კოლოფში.

არ გამოიყენება თუ შეიმჩნევა შემღვრევა ან ხილული ნაწილაკები.

არ შეიძლება პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურებასთან დაკავშირებით უნდა მიემართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

პელგრაზის შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა პეგფილგრასტიმი. თითოეული წინასწარ შევსებული შპრიცი შეიცავს 6 მგ პეგფილგრასტიმს, 0.6 მლ ხსნარში.

დამხმარე ნივთიერებებია ნატრიუმის ციტრატი, სორბიტოლი (E420), პოლისორბატი 20 და საინექციო წყალი. (იხ. პუნქტი 2).

გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა

პელგრაზი სუფთა, უფერო, საინექციო ხსნარია წინასწარ შევსებულ შპრიცებში საინექციო ნემსით. თითოეულ წინასწარ შევსებულ შპრიცში მოთავსებულია 0.6 მლ ხსნარი.

პელგრაზი მოთავსებულია მუყაოს კოლოფებში, თითოეულში 1 ცალი შპრიცი, ნემსის დამცავი მოწყობილობით. შპრიცი მოთავსებულია ინდივიდუალირ ბლისტერულ შეფუთვაში. თითოეულ ყუთში ასევე მოთავსებულია ერთი სპირტიანი საფენი.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

Accord Healthcare S.L.U.

World Trade Center, Moll de Barcelona, s/n,

Edifici Est 6ª planta,

08039 Barcelona,

Spain

აკორდ ჰელსქეა ს.ლ.უ.

მსოფლიო სავაჭრო ცენტრი, ბარსელონა მოლი, ს/ნ,

ედიფიცი ესტ 6ა პლანტა,

08039 ბარსელონა,

ესპანეთი

მწარმოებელი

Accord Healthcare Polska Sp.z o.o.,

ul. Lutomierska 50, 95-200 Pabianice, Poland

შპს აკორდ ჰელსქეა პოლსკა,

ლუტომიერსკას ქ. 50, 95-200 პაბიანიცე, პოლონეთი

პრეპარატზე ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისთვის საჭიროა ვაჭრობის ლიცენზიის ადგილობრივ წარმომადგენელთან მიმართვა.

AT / BE / BG / CY / CZ / DE / DK / EE / EL / FI / FR / HR / HU / IS / LT / LV / LX/ MT / NL / NO / PT / PL / RO / SE / SI / SK / UK(NI) / ES

Accord Healthcare S.L.U. (აკორდ ჰელსქეა ს.ლ.უ.)

ტელ: +34 93 301 00 64

IT

Accord Healthcare Italia (აკორდ ჰელსქეა იტალია)

ტელ: +39 02 94323700

ინსტრუქციის განახლების უკანასკნელი თარიღი: 01/2023

ამ პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევროპის წამლის სააგენტოს ვებ-გვერდზე: http://www.ema.europa.eu

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ექიმების ან ჯანდაცვის პროფესიონალთათვის.

პელგრაზი არ შეიცავს კონსერვანტებს. მიკრობიოლოგიური კონტამინაციის რისკის გამოსარიცხად, პელგრაზის შპრიცის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ერთჯერადად.

არ უნდა გაიყინოს. ერთჯერადად, 24 სთ-ანი პერიოდით გაყინვა არ ახდენს უარყოფით გავლენას პრეპარატის სტაბილურობაზე. 24 სთ-ზე ხანგრძლივად გაყინვის შემთხვევაში, პელგრაზის შპრიცის გამოყენება აღარ უნდა მოხდეს.

გრანოლოციტების კოლონიამასტიმულირებელი ფაქტორების მიკვლევადობის გაუმჯობესების მიზნით, პრეპარატის სახელწოდება (პელგრაზი) და გამოყენებული შპრიცის სერიის ნომერი გარკვევით უნდა ჩაიწეროს პაციენტის სამედიცინო ისტორიაში.

წინასწარ შევსებული შპრიცის გამოყენება ნემსის დამცავით

ნემსის დამცავი მოწყობილობა ფარავს ნემსს და იცავს კანს დაზიანებისგან ინექციის დასრულებისას შპრიცის კანიდან ამოღებისას. დააჭირეთ დგუშს ნელა და თანაბრად თითის ფალანგით, სრული დოზის შესვლამდე, როდესაც დგუში წინ აღარ მიდის დაწოლისას. სითხის ინექციის შემდეგ, დგუშზე თითის აუშვებლად, ამოიღეთ ნემსი. ნემსს ავტომატურად დაეხურება დამცავი ფარი დგუშიდან ხელის მოცილებისას.

უტილიზაცია

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა გადაიგდოს ადგილობრივი მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა