პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანალგეზური საშუალებები

პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტები

Paracetamol EXTRA STRENGTH PAIN RELIEF TABLETS

ურეცეპტოდ500მგ + 65მგინსტრუქცია ქართულადდიდი ბრიტანეთი
რისთვის გამოიყენება

მედიკამენტის სახელწოდებაა პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტები. ეს ტაბლეტები შეიცავს პარაცეტამოლის (ტკივილგამაყუჩებელი) და კოფეინის (სუსტი მასტიმულირებელი საშუალება) კომბინაციას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პარაცეტამოლი (paracetamol) + კოფეინი (caffeine)
ფორმა და შეფუთვა
500მგ + 65მგ ტაბლეტი №16
მწარმოებელი
CP Pharmaceuticals Limited, დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანალგეზური საშუალებები, ანილიდები
ATC კოდი
N02BE51
რეგისტრაციის ნომერი
რ-042466
რეგისტრირებულია
4 დეკემბერი 2024, მოქმედებს 4 დეკემბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაპარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტები და სხვა წამალი ერთად

პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მედიკამენტის სახელწოდებაა პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტები. ეს ტაბლეტები შეიცავს პარაცეტამოლის (ტკივილგამაყუჩებელი) და კოფეინის (სუსტი მასტიმულირებელი საშუალება) კომბინაციას.

პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტები განკუთვნილია სუსტი ან ზომიერი ტკივილის, როგორიცაა კბილის ტკივილი, მენსტრუალური ტკივილები, და სახსრებთან და კუნთებთან დაკავშირებული ტკივილები, მოსახსნელად.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინატრუქციის ან ექიმის, ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს ჭიქა წყალთან ერთად.

მოზრდილები და 16 წლის და მეტი ასაკის ბავშვები:

1-2 ტაბლეტი ყოველ 4-6 საათში.

დაუშვებელია 8 ტაბლეტზე მეტის მიღება 24 საათში.

არ უნდა იქნეს გადაჭარბებული რეკომენდებული დოზა

თუ სიმპტომები ნარჩუნდება, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

დაუშვებელია 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მიღება, თუ არ არის ექიმის დანიშნულება.

12-15 წლის ასაკის ბავშვები:

1 ტაბლეტი ყოველ 4-6 საათში, საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმალურ დოზამდე - 4 ტაბლეტი 24 საათში

12 წლამდე ასაკის ბავშვები:

დაუშვებელია 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მიცემა, თუ არ არის ექიმის დანიშნულება.

პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტების დოზის გადაჭარბებისას

საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა მედიკამენტის დოზის გადაჭარბებისას, მიუხედავად იმისა, კარგად გრძნობს თუ არა თავს პაციენტი. პარაცეტამოლმა შეიძლება გამოიწვოს ღვიძლის დაყოვნებული, სერიოზული დაზიანება.

პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტების დოზის გამოტოვებისას

დოზის გამოტოვებისას საჭიროა მისი მიღება გახსენებისთანავე. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, არ უნდა იქნეს მიღებული გამოტოვებული დოზა. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) პარაცეტამოლის, კოფეინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

თუ პაციენტს აღენიშნება კუჭის ან წვრილი ნაწლავის წყლულები (პეპტიკური წყლული).

სიფრთხილის ზომები

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტების მიღებამდე

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის დაავადება;

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის დაავადება, განსაკუთრებით ალკოჰოლით გამოწვეული;

თუ პაციენტი ალკოჰოლიზმითაა დაავადებული;

თუ პაციენტს აღენიშნება ასთმა, განსაკუთრებით თუ ასთმა უარესდება ასპირინის მიღებით;

სიფრთხილეა საჭიროა პარაცეტამოლის მიღებისას ინტრავენური ბუსულფანის მიღებამდე (არაუმცირეს 72 საათით ადრე) ან მასთან ერთად.

ეს მედიკამენტი შეიცავს პარაცეტამოლს. დაუშვებელია მისი ერთდროულად მიღება პარაცეტამოლის შემცველ სხვა რომელიმე პროდუქტთან ერთად.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი. ქვემოთ ჩამოთვლილმა მედიკამენტებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ან მათზე იქონიოს გავლენა პარაცეტამოლის ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელმა ტაბლეტებმა:

ბაქტერიული ინფექციების საწინააღმდეგო მედიკამენტები (მაგ.: ქინოლონის ანტიბიოტიკები, როგორიცაა: ენოქსაცინი, პიპემიდის მჟავა და ციპროფლოქსაცინი და იზონიაზიდი - გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ);

ეპილეფსიის (გულყრების) სამკურნალო მედიკამენტები (მაგ.: კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, პრიმოდონი);

დეპრესიის საწინააღმდეგო მედიკამენტები (მაგ.: ფლუვოქსამინი);

მეტოკლოპრამიდი და დომპერიდონი (გამოიყენება გულისრევის და ღებინების დროს);

პერორალური კონტრაცეპტივები (ჩასახვის საწინააღმდეგო აბები), ჰორმონული იმპლანტები და ჰორმონჩანაცვლებით თერაპია;

ვარფარინი და კუმარინის სხვა პრეპარატები (გამოიყენება სისხლის გასათხევადებლად), სისხლდენის გაზრდილი რისკის გამო;

პრობენეციდი (გამოიყენება პოდაგრის დროს);

დიფუნიზალი (ანტიანთებითი ტკივილგამაყუჩებელი);

ქოლესტირამინი (გამოიყენება მაღალი ქოლესტერინის დროს და ნაწლავებისა და ღვიძლის დაავადებების დროს);

ფლუკონაზოლი ან ტერბინაფინი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების დროს);

კლოზაპინი (ანტიფსიქოზური პრეპარატი გამოიყენება შიზოფრენიის დროს);

დიურეტიკები, როგორიცაა ჰიდროქლორთიაზიდი;

ეფედრინი, მასტიმულირებელი საშუალება, გამოიყენება საკვებ დანამატებში, როგორიცაა მა ჰუანგი;

ბენზოდიაზეპინები (სედატიური საშუალებები, მაგ.: დიაზეპამი);

დისულფარამი (გამოიყენება ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ);

ლითიუმი (გამოიყენება მანიაკალური დეპრესიის / ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ);

მექსილითინი (გამოიყენება არითმიის დროს);

ფენილპროპანოლამინი (დეკონგესტანტი);

თეოფილინი (გამოიყენება ასთმის დროს);

ინტრავენური ბუსულფანი (გამოიყენება ქიმიოთერაპიაში კიბოს სამკურნალოდ);

ფლუდოქსაცილინი (ანტიბიოტიკი), სისხლისა და სითხეების სერიოზული დარღვევის რისკის გამო (მეტაბოლური აციდოზი მაღალი „ანიონური გეპით“), რაც საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას და რომელიც შეიძლება განვითარდეს თირკმლის ძლიერი დაზიანების, სეფსისის (ბაქტერიები და მათი ტოქსინები ცირკულირებენ სისხლში და იწვევენ ორგანოების დაზიანებას), მალნუტრიციის, ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს და როცა გამოიყენება პარაცეტამოლის მაქსიმალური დღიური დოზები.

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ უნარზე გავლენა

საჭიროების შემთხვევაში პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფეხმძიმობის დროს.

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე. გამოყენებულ უნდა იქნეს უმცირესი შესაძლო დოზა, რომელიც ამცირებს ტკივილს და/ან ხსნის ცხელებას და რაც შეიძლება ხანმოკლე დროის განმავლობაში. საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ ტკივილი და/ან ცხელება არ მცირდება, ან პაციენტს ესაჭიროება მედიკამენტის უფრო ხშირად მიღება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტები არ ახდენენ გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიმების მართვის უნარზე.

პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტები შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად „თავისუფალია ნატრიუმისაგან“.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

მცირე რაოდენობით პაციენტებს განუვითარდათ გვერდითი მოვლენები. აღწერილ იქნა კანის სერიოზული რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები. უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება:

ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება იყოს მძიმე, როგორიცაა: გამონაყარი კანზე და ქავილი, ზოგჯერ პირის ან სახის შეშუპებით ან ქოშინით;

კანზე გამონაყარი ან აქერცვლა, ან პირის წყლულები;

სუნთქვის პრობლემები. ეს უფრო მოსალოდნელია განვითარდეს, თუ პაციენტს ეს აღენიშნებოდა ისეთი ტკივილგამაყუჩებლების მიღებისას, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი;

აუხსნელი სისხლჩაქცევები ან სისხლდენა;

ძლიერი ტკივილი მუცელში და წელის არეში ცხელებით (მაღალი ტემპერატურით), გულისრევა, წონის უეცარი კლება, მადის დაკარგვა და თვალებისა და კანის გაყვითლება;

კოფეინის მიმართ მგრძნობელობის ნიშნები მოიცავს:

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;

სწრაფი სუნთქვა, არარეგულარული გულისცემა ან გულისცემის შეგრძნება;

დაძინების გაძნელება, მოუსვენრობა, შფოთვა და გაღიზიანებადობა;

დისპეფსია.

მედიკამენტის ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის პრობლემები. თუ აღინიშნება რომელიმე გვერდითი მოვლენა ან პაციენტი მიიჩნევს, რომ მედიკამენტი მასზე ცუდად მოქმედებს, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ ყვითელი ბარათის სქემის საშუალებით ვებგვერდზე: www.mhra.gov.uk/yeloowcard ან MHRA Yellow Card უნდა მოიძებნოს Google Play-ზე ან Apple App Store-ში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა პარაცეტამოლი 500 მგ და კოფეინი 65 მგ.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: კარტოფილის სახამებელი, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, გაწმენდილი ტალკი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სტეარის მჟავა და წყალი.

პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტების ფორმა და შეფუთვა

პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტები არის კაფსულის ფორმის ტაბლეტები.

პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტები ხელმისაწვდომია ჩვეულებრივ გაყიდვაში ბლისტერული შეფუთვით, რომელიც შეცავს 8, 10, 12 და 16 ტაბლეტს.

ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

შენახვის პირობები

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება მშრალ ადგილას 25ºC-ის ქვემოთ.

ინახება ორიგინალ კონტეინერში სინათლისაგან დასაცავად. პრეპარატი არ უნდა იქნეს გადატანილი სხვა კონტეინერში.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტები

პარაცეტამოლი და კოფეინი

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

მედიკამენტი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე. მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის, ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.

თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება 3 დღის შემდეგ საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტები და მათი გამოყენება;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტების მიღებამდე;

პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტების მიღების წესი;

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტების შენახვის წესი;

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.

რას წარმოადგენს პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტები და მათი გამოყენება

მედიკამენტის სახელწოდებაა პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტები. ეს ტაბლეტები შეიცავს პარაცეტამოლის (ტკივილგამაყუჩებელი) და კოფეინის (სუსტი მასტიმულირებელი საშუალება) კომბინაციას.

პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტები განკუთვნილია სუსტი ან ზომიერი ტკივილის, როგორიცაა კბილის ტკივილი, მენსტრუალური ტკივილები, და სახსრებთან და კუნთებთან დაკავშირებული ტკივილები, მოსახსნელად.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტების მიღებამდე

დაუშვებელია პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტების მიღება:

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) პარაცეტამოლის, კოფეინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

თუ პაციენტს აღენიშნება კუჭის ან წვრილი ნაწლავის წყლულები (პეპტიკური წყლული).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტების მიღებამდე

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის დაავადება;

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის დაავადება, განსაკუთრებით ალკოჰოლით გამოწვეული;

თუ პაციენტი ალკოჰოლიზმითაა დაავადებული;

თუ პაციენტს აღენიშნება ასთმა, განსაკუთრებით თუ ასთმა უარესდება ასპირინის მიღებით;

სიფრთხილეა საჭიროა პარაცეტამოლის მიღებისას ინტრავენური ბუსულფანის მიღებამდე (არაუმცირეს 72 საათით ადრე) ან მასთან ერთად.

ეს მედიკამენტი შეიცავს პარაცეტამოლს. დაუშვებელია მისი ერთდროულად მიღება პარაცეტამოლის შემცველ სხვა რომელიმე პროდუქტთან ერთად.

სხვა მედიკამენტები და პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტები

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი. ქვემოთ ჩამოთვლილმა მედიკამენტებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ან მათზე იქონიოს გავლენა პარაცეტამოლის ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელმა ტაბლეტებმა:

ბაქტერიული ინფექციების საწინააღმდეგო მედიკამენტები (მაგ.: ქინოლონის ანტიბიოტიკები, როგორიცაა: ენოქსაცინი, პიპემიდის მჟავა და ციპროფლოქსაცინი და იზონიაზიდი - გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ);

ეპილეფსიის (გულყრების) სამკურნალო მედიკამენტები (მაგ.: კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, პრიმოდონი);

დეპრესიის საწინააღმდეგო მედიკამენტები (მაგ.: ფლუვოქსამინი);

მეტოკლოპრამიდი და დომპერიდონი (გამოიყენება გულისრევის და ღებინების დროს);

პერორალური კონტრაცეპტივები (ჩასახვის საწინააღმდეგო აბები), ჰორმონული იმპლანტები და ჰორმონჩანაცვლებით თერაპია;

ვარფარინი და კუმარინის სხვა პრეპარატები (გამოიყენება სისხლის გასათხევადებლად), სისხლდენის გაზრდილი რისკის გამო;

პრობენეციდი (გამოიყენება პოდაგრის დროს);

დიფუნიზალი (ანტიანთებითი ტკივილგამაყუჩებელი);

ქოლესტირამინი (გამოიყენება მაღალი ქოლესტერინის დროს და ნაწლავებისა და ღვიძლის დაავადებების დროს);

ფლუკონაზოლი ან ტერბინაფინი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების დროს);

კლოზაპინი (ანტიფსიქოზური პრეპარატი გამოიყენება შიზოფრენიის დროს);

დიურეტიკები, როგორიცაა ჰიდროქლორთიაზიდი;

ეფედრინი, მასტიმულირებელი საშუალება, გამოიყენება საკვებ დანამატებში, როგორიცაა მა ჰუანგი;

ბენზოდიაზეპინები (სედატიური საშუალებები, მაგ.: დიაზეპამი);

დისულფარამი (გამოიყენება ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ);

ლითიუმი (გამოიყენება მანიაკალური დეპრესიის / ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ);

მექსილითინი (გამოიყენება არითმიის დროს);

ფენილპროპანოლამინი (დეკონგესტანტი);

თეოფილინი (გამოიყენება ასთმის დროს);

ინტრავენური ბუსულფანი (გამოიყენება ქიმიოთერაპიაში კიბოს სამკურნალოდ);

ფლუდოქსაცილინი (ანტიბიოტიკი), სისხლისა და სითხეების სერიოზული დარღვევის რისკის გამო (მეტაბოლური აციდოზი მაღალი „ანიონური გეპით“), რაც საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას და რომელიც შეიძლება განვითარდეს თირკმლის ძლიერი დაზიანების, სეფსისის (ბაქტერიები და მათი ტოქსინები ცირკულირებენ სისხლში და იწვევენ ორგანოების დაზიანებას), მალნუტრიციის, ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს და როცა გამოიყენება პარაცეტამოლის მაქსიმალური დღიური დოზები.

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ უნარზე გავლენა

საჭიროების შემთხვევაში პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფეხმძიმობის დროს.

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე. გამოყენებულ უნდა იქნეს უმცირესი შესაძლო დოზა, რომელიც ამცირებს ტკივილს და/ან ხსნის ცხელებას და რაც შეიძლება ხანმოკლე დროის განმავლობაში. საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ ტკივილი და/ან ცხელება არ მცირდება, ან პაციენტს ესაჭიროება მედიკამენტის უფრო ხშირად მიღება.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტები არ ახდენენ გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიმების მართვის უნარზე.

პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტები შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად „თავისუფალია ნატრიუმისაგან“.

პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტების მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინატრუქციის ან ექიმის, ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს ჭიქა წყალთან ერთად.

მოზრდილები და 16 წლის და მეტი ასაკის ბავშვები:

1-2 ტაბლეტი ყოველ 4-6 საათში.

დაუშვებელია 8 ტაბლეტზე მეტის მიღება 24 საათში.

არ უნდა იქნეს გადაჭარბებული რეკომენდებული დოზა

თუ სიმპტომები ნარჩუნდება, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

დაუშვებელია 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მიღება, თუ არ არის ექიმის დანიშნულება.

12-15 წლის ასაკის ბავშვები:

1 ტაბლეტი ყოველ 4-6 საათში, საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმალურ დოზამდე - 4 ტაბლეტი 24 საათში

12 წლამდე ასაკის ბავშვები:

დაუშვებელია 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მიცემა, თუ არ არის ექიმის დანიშნულება.

პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტების დოზის გადაჭარბებისას

საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა მედიკამენტის დოზის გადაჭარბებისას, მიუხედავად იმისა, კარგად გრძნობს თუ არა თავს პაციენტი. პარაცეტამოლმა შეიძლება გამოიწვოს ღვიძლის დაყოვნებული, სერიოზული დაზიანება.

პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტების დოზის გამოტოვებისას

დოზის გამოტოვებისას საჭიროა მისი მიღება გახსენებისთანავე. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, არ უნდა იქნეს მიღებული გამოტოვებული დოზა. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

მცირე რაოდენობით პაციენტებს განუვითარდათ გვერდითი მოვლენები. აღწერილ იქნა კანის სერიოზული რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები. უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება:

ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება იყოს მძიმე, როგორიცაა: გამონაყარი კანზე და ქავილი, ზოგჯერ პირის ან სახის შეშუპებით ან ქოშინით;

კანზე გამონაყარი ან აქერცვლა, ან პირის წყლულები;

სუნთქვის პრობლემები. ეს უფრო მოსალოდნელია განვითარდეს, თუ პაციენტს ეს აღენიშნებოდა ისეთი ტკივილგამაყუჩებლების მიღებისას, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი;

აუხსნელი სისხლჩაქცევები ან სისხლდენა;

ძლიერი ტკივილი მუცელში და წელის არეში ცხელებით (მაღალი ტემპერატურით), გულისრევა, წონის უეცარი კლება, მადის დაკარგვა და თვალებისა და კანის გაყვითლება;

კოფეინის მიმართ მგრძნობელობის ნიშნები მოიცავს:

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;

სწრაფი სუნთქვა, არარეგულარული გულისცემა ან გულისცემის შეგრძნება;

დაძინების გაძნელება, მოუსვენრობა, შფოთვა და გაღიზიანებადობა;

დისპეფსია.

მედიკამენტის ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის პრობლემები. თუ აღინიშნება რომელიმე გვერდითი მოვლენა ან პაციენტი მიიჩნევს, რომ მედიკამენტი მასზე ცუდად მოქმედებს, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ ყვითელი ბარათის სქემის საშუალებით ვებგვერდზე: www.mhra.gov.uk/yeloowcard ან MHRA Yellow Card უნდა მოიძებნოს Google Play-ზე ან Apple App Store-ში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას.

პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტების შენახვის წესი

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება მშრალ ადგილას 25ºC-ის ქვემოთ.

ინახება ორიგინალ კონტეინერში სინათლისაგან დასაცავად. პრეპარატი არ უნდა იქნეს გადატანილი სხვა კონტეინერში.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტები

აქტიური ნივთიერებაა პარაცეტამოლი 500 მგ და კოფეინი 65 მგ.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: კარტოფილის სახამებელი, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, გაწმენდილი ტალკი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სტეარის მჟავა და წყალი.

პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტების ფორმა და შეფუთვა

პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტები არის კაფსულის ფორმის ტაბლეტები.

პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტები ხელმისაწვდომია ჩვეულებრივ გაყიდვაში ბლისტერული შეფუთვით, რომელიც შეცავს 8, 10, 12 და 16 ტაბლეტს.

ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Worckhardt UK Ltd, Ash Road North, Wrexham, LL 13 9UF, UK

ვორკჰარდტ იუქეი ლტდ, ეშ როუდ ნორს, ვრექსჰემ LL 13 9UF, გაერთიანებული სამეფო

მწარმოებელი

CP Pharmaceuticals Ltd, Ash Road North, Wrexham, LL 13 9UF, UK

სიპი ფარმასიუთიქალზ ლტდ, ეშ როუდ ნორს, ვრექსჰემ LL 13 9UF, გაერთიანებული სამეფო

სხვა ფორმატები:

ინსტრუქციის მოსასმენად ან ასლის ბრაილის შრიფტით, დიდი შრიფტით ან აუდიო ვერსიის მისაღებად საჭიროა დარეკვა უფასო ტელეფონის ნოემრზე: 0800 198 5000 (მხოლოდ გაერთიანებული სამეფო)

საჭიროა შემდეგი ინფორმაციის მიწოდება:

პროდუტის სახელწოდება

რეფერენს ნომერი

პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტები

29831/0166

ამ მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს უსინათლო პირების სამეფო ეროვნული ინსტიტუტი.

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 01/2024

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა