პაპაზოლი-დარნიცა
PAPAZOL-DARNYTSIA
შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმები (პილოროსპაზმი, სპასტიური კოლიტი, ქოლეცისტიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ნაწლავის კოლიკა, თირკმლის კოლიკა, საშარდე გზების სპაზმები); გარდამავალი ცერებრალური ვაზოსპაზმი; ზომიერად გამოხატული პერიფერიული ვაზოსპაზმი; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პაპავერინი (papaverine) + ბენდაზოლი (bendazole)
- ფორმა და შეფუთვა
- 30მგ+ 30მგ ტაბლეტი №10 (1X10)
- მწარმოებელი
- PRJSC «Pharmaceutical firm «Darnytsia», უკრაინა; «Pharmaceutical Firm «Darnitsa» PJSC, უკრაინა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- პერიფერიული ვაზოდილატატორები, პერიფერიული სხვა ვაზოდილატატორები
- ATC კოდი
- C04AX
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044444
- რეგისტრირებულია
- 9 დეკემბერი 2025, მოქმედებს 9 დეკემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- PRJSC «Pharmaceutical firm «Darnytsia» (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პაპაზოლი-დარნიცა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმები (პილოროსპაზმი, სპასტიური კოლიტი, ქოლეცისტიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ნაწლავის კოლიკა, თირკმლის კოლიკა, საშარდე გზების სპაზმები); გარდამავალი ცერებრალური ვაზოსპაზმი; ზომიერად გამოხატული პერიფერიული ვაზოსპაზმი; დამატებითი საშუალება არტერიული ჰიპერტენზიის კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილებში სამკურნალო საშუალება უნდა დაინიშნოს პერორალურად 1 ტაბლეტი ჭამამდე 2 საათით ადრე ან ჭამის შემდეგ, დღეში 2-3-ჯერ. მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 1 ტაბლეტი, ხოლო მაქსიმალური დღიური დოზა - 4 ტაბლეტი.
მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი, დაავადების ხასიათისა და მიმდინარეობის, ასევე თერაპიის ეფექტურობის მიხედვით.
ბავშვები.
სამკურნალო საშუალება არ გამოიყენოთ ბავშვებში.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან სხვა კომპონენტების მიმართ; ატრიოვენტრიკულური გამტარობის დარღვევა; გულის მძიმე უკმარისობა; არტერიული ჰიპოტენზია; კუნთების ტონუსის დაქვეითებით მიმდინარე დაავადებები; კრუნჩხვითი სინდრომი, ბრონქოობსტრუქციული სინდრომი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული სისხლდენით; ჰიპოტონური კოლიტი; ჩვეული ყაბზობა; ქალა-ტვინის ტრავმა; ღვიძლისა და თირკმლის მძიმე უკმარისობა; ქრონიკული ნეფრიტი შეშუპებით და თირკმელების აზოტის გამომყოფი ფუნქციის დარღვევით; შაქრიანი დიაბეტი; ჰიპოთირეოზი; თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, პროსტატის ჰიპერტროფია, გლაუკომა.
იშვიათი მემკვიდრეობითი მდგომარეობების შემთხვევაში, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს შეუთავსებლობა სამკურნალო საშუალების დამხმარე ნივთიერებასთან (იხილეთ ნაწილი „უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები“), სამკურნალო საშუალების მიღება უკუნაჩვენებია.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით და საშუალო თერაპიულ დოზაზე დაბალი დოზით პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულის მძიმე დაავადება, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია, სუნთქვის დათრგუნვა, ნაწლავის პერისტალტიკის შემცირება, შოკური მდგომარებები, ასევე დასუსტებულ და ხანდაზმულ პაციენტებში.
პრეპარატი არ არის რეკომენდირებული არტერიული ჰიპერტენზიის ხანგრძლივი მკურნალობისთვის, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.
პრეპარატის მიღებისას შეიძლება განვითარდეს ორთოსტატული ჰიპოტენზია.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის სიმპტომების, კერძოდ, კუჭ-ნაწლავის დარღვევების,
სიყვითლის, ეოზინოფილიის და ღვიძლის ფერმენტების დონის მომატების აღნიშნის შემთხვევაში, უნდა შეწყდეს სამკურნალო საშულების მიღება.
აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ შემდეგ სიმპტომებს: ალებს, ოფლიანობას, თავის ტკივილს, მომატებულ დაღლილობას, სიყვითლეს, კანზე გამონაყარს, გულისრევას, დისკომფორტს კუჭის არეში, ყაბზობას.
მოწევა აუარესებს სამკურნალო საშუალების ეფექტურობას.
ამ მედიკამენტის მიღებისას უარი უნდა ითქვას ალკოჰოლის და ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი მედიკამენტების გამოყენებაზე.
სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმებით, ლაქტაზას უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომით არ უნდა მიიღონ ეს მედიკამენტი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პაპაზოლის სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენებისას, შესაძლებელია:
სხვადასხვა ჯგუფის ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, სალურეტიკებთან, პროკაინამიდთან, რეზერპინთან, ქინიდინთან და ფენტოლამინთან ერთად - ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება; β-ადრენობლოკატორებთან ხანგრძლივი გამოყენებისას, პრეპარატი ხელს უშლის β-ადრენობლოკატორებით გამოწვეულ საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის ზრდას;
ანტიქოლინერგულ საშუალებებთან - ანტიქოლინერგული ეფექტის გაძლიერება;
ბარბიტურატებთან - ეფექტების ურთიერთგაძლიერება;
ლევოდოპასთან და მეთილდოპასთან ერთად - ამ მედიკამენტების ეფექტის შესუსტება;
ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველ პრეპარატებთან ერთად - ამ პრეპარატების ტოქსიკურობის ზრდა; ეს კომბინაცია არ არის რეკომენდირებული;
გულის გლიკოზიდებთან ერთად - მიოკარდიუმის შეკუმშვითი ფუნქციის გამოხატული გაძლიერება სისხლძარღვების საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირების შედეგად;
ადსორბენტებთან, შემკვრელ და შემომგარსველ საშუალებებთან ერთად - სამკურნალო საშუალების შეწოვის შემცირება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
პრეპარატის ეფექტურობას ამცირებს თამბაქოს მოწევა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
სამკურალო საშუალება უკუნაჩვენებია ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.
გავლენის უნარი რეაქციის სიჩქარეზე ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს.
სამკურნალო საშუალებით მკურნალობის დროს თავი უნდა შეიკავოთ ავტოტრანსპორტის მართვისგან ან სხვა რთულ მექანიზმებთან მუშაობისგან.
გვერდითი მოვლენები
ამ პრეპარატის გამოყენებისას ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს პაპავერინისა და ბენდაზოლის პრეპარატებისთვის დამახასიათებელი გვერდითი რეაქციები.
რესპირატორული სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ: მშრალი ხველა, სურდო, სუნთქვის გაძნელება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ყაბზობა, დისკომფორტი კუჭის არეში.
ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, სიყვითლე.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა, სისუსტე, თავბრუსხვევა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, არითმია, მიოკარდიუმის კუმშვადობის უნარის დაქვეითება, არტერიული ჰიპოტენზია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, პალპიტაცია, ტკივილი გულის არეში, ალები, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია, ტაქიკარდია; ხანგრძლივი გამოყენებისას - ეკგ მაჩვენებლების გაუარესება გულის გამოტყორცნის შემცირების გამო.
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: ეოზინოფილია.
იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება.
ზოგადი დარღვევები: გაძლიერებული ოფლიანობა, სიწითლე და სიმხურვალის შეგრძნება.
რაიმე გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა კონსულტაციისთვის ექიმს უნდა მიმართოს!
ჭარბი დოზა
მოწამვლის სიმპტომებია პაპავერინისა და ბენდაზოლის დოზის გადაჭარბების კომბინაცია.
ბენდაზოლით მოწამვლის სიმპტომები: არტერიული ჰიპოტენზია, არითმია, მომატებული ოფლიანობა, ალების შეგრძნება, თავბრუსხვევა, გულისრევა, თავის ტკივილი, სისუსტე და ქსოვილების პერფუზიის დაქვეითება.
პაპავერინით მოწამვლის სიმპტომები: შფოთვა, შენელებული რეაქციები, ძილიანობა, სისუსტე, თავის ტკივილი, ოფლიანობა, მხედველობის დარღვევა, დიპლოპია, სუნთქვის გაძნელება, ატაქსია, ნისტაგმი, ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, სინუსური ტაქიკარდია, ნაწილობრივი ან სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი, კომა, ციანოზი, მეტაბოლური აციდოზი, ჰიპერვენტილაცია, ჰიპერგლიკემია, ჰიპერკალიემია, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობა და კანზე გამონაყარი.
მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა, კუჭის ამორეცხვა მანამ, სანამ გამრეცხი წყალი გამჭვირვალე არ გახდება, მარილიანი საფაღარათო საშუალების მიღება და აქტივირებული ნახშირის გამოყენება. რეკომენდირებულია სიმპტომატური მკურნალობა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებები:
1 ტაბლეტი შეიცავს: 30 მგ ბენდაზოლის ჰიდროქლორიდს, 30 მგ პაპავერინის ჰიდროქლორიდს;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კარტოფილის სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კალციუმის სტეარატი.
სამკურნალო ფორმა. ტაბლეტები.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ტაბლეტები მონაცრისფრო ელფერით, ბრტყელ-ცილინდრული ფორმის, ნაზოლით.
შენახვის პირობები
5 წელი.
არ გამოიყენოთ სამკურნალო საშუალება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეფუთვა.
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში; 1 კონტურული უჯრადოვანი შეფუთვა კოლოფში.
გაცემის კატეგორია - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პერიფერიული ვაზოდილატატორები. ათქ კოდი:
C04AX.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
კომბინირებული სამკურნალო საშუალება, რომელიც შეიცავს ალკალოიდ პაპავერინს და იმიდაზოლის წარმოებულ ბენდაზოლს.
პაპავერინი არის მიოტროპული სპაზმოლიზური საშუალება. ის არის ფერმენტ ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორი, რომელიც იწვევს ციკლური 3',5'-ადენოზინმონოფოსფატის (cAMP) უჯრედშიდა დაგროვებას. cAMP-ის დაგროვება იწვევს გლუვი კუნთების შეკუმშვის დარღვევას და მათ მოდუნებას სპასტიური მდგომარეობების დროს. აქვეითებს კუნთების ტონუსს, ამცირებს გლუვი კუნთების შეკუმშვის აქტივობას და იწვევს ამასთან დაკავშირებით ვაზოდილატაციურ და სპაზმოლიზურ მოქმედებას. პაპავერინის გავლენა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე სუსტად არის გამოხატული; მხოლოდ მაღალი დოზებით გამოყენებისას ავლენს გარკვეულ სედატიურ ეფექტს.
ბენდაზოლი არის მიოტროპული სპაზმოლიზური საშუალება. უშუალოდ მოქმედებს სისხლძარღვთა კედლის და შინაგან ორგანოების გლუვი კუნთების მდგომარეობაზე იმიდაზოლურ რეცეპტორებზე მოქმედების ხარჯზე. ამცირებს არტერიულ წნევას და თავისუფალი კალციუმის შემცველობას გლუვ კუნთებში, ხსნის მუცლის ღრუს ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმებს და ასტიმულირებს ზურგის ტვინის ფუნქციას. ზრდის ქსოვილების წინააღმდეგობის უნარს ჰიპოქსიის მიმართ და აძლიერებს ნუკლეინის მჟავისა და ცილის სინთეზს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
პაპაზოლი-დარნიცა
(PAPAZOL-DARNYTSIA)
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერებები:
1 ტაბლეტი შეიცავს: 30 მგ ბენდაზოლის ჰიდროქლორიდს, 30 მგ პაპავერინის ჰიდროქლორიდს;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კარტოფილის სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კალციუმის სტეარატი.
სამკურნალო ფორმა. ტაბლეტები.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ტაბლეტები მონაცრისფრო ელფერით, ბრტყელ-ცილინდრული ფორმის, ნაზოლით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პერიფერიული ვაზოდილატატორები. ათქ კოდი:
C04AX.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
კომბინირებული სამკურნალო საშუალება, რომელიც შეიცავს ალკალოიდ პაპავერინს და იმიდაზოლის წარმოებულ ბენდაზოლს.
პაპავერინი არის მიოტროპული სპაზმოლიზური საშუალება. ის არის ფერმენტ ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორი, რომელიც იწვევს ციკლური 3',5'-ადენოზინმონოფოსფატის (cAMP) უჯრედშიდა დაგროვებას. cAMP-ის დაგროვება იწვევს გლუვი კუნთების შეკუმშვის დარღვევას და მათ მოდუნებას სპასტიური მდგომარეობების დროს. აქვეითებს კუნთების ტონუსს, ამცირებს გლუვი კუნთების შეკუმშვის აქტივობას და იწვევს ამასთან დაკავშირებით ვაზოდილატაციურ და სპაზმოლიზურ მოქმედებას. პაპავერინის გავლენა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე სუსტად არის გამოხატული; მხოლოდ მაღალი დოზებით გამოყენებისას ავლენს გარკვეულ სედატიურ ეფექტს.
ბენდაზოლი არის მიოტროპული სპაზმოლიზური საშუალება. უშუალოდ მოქმედებს სისხლძარღვთა კედლის და შინაგან ორგანოების გლუვი კუნთების მდგომარეობაზე იმიდაზოლურ რეცეპტორებზე მოქმედების ხარჯზე. ამცირებს არტერიულ წნევას და თავისუფალი კალციუმის შემცველობას გლუვ კუნთებში, ხსნის მუცლის ღრუს ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმებს და ასტიმულირებს ზურგის ტვინის ფუნქციას. ზრდის ქსოვილების წინააღმდეგობის უნარს ჰიპოქსიის მიმართ და აძლიერებს ნუკლეინის მჟავისა და ცილის სინთეზს.
კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმები (პილოროსპაზმი, სპასტიური კოლიტი, ქოლეცისტიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ნაწლავის კოლიკა, თირკმლის კოლიკა, საშარდე გზების სპაზმები); გარდამავალი ცერებრალური ვაზოსპაზმი; ზომიერად გამოხატული პერიფერიული ვაზოსპაზმი; დამატებითი საშუალება არტერიული ჰიპერტენზიის კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში.
უკუჩვენებები.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან სხვა კომპონენტების მიმართ; ატრიოვენტრიკულური გამტარობის დარღვევა; გულის მძიმე უკმარისობა; არტერიული ჰიპოტენზია; კუნთების ტონუსის დაქვეითებით მიმდინარე დაავადებები; კრუნჩხვითი სინდრომი, ბრონქოობსტრუქციული სინდრომი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული სისხლდენით; ჰიპოტონური კოლიტი; ჩვეული ყაბზობა; ქალა-ტვინის ტრავმა; ღვიძლისა და თირკმლის მძიმე უკმარისობა; ქრონიკული ნეფრიტი შეშუპებით და თირკმელების აზოტის გამომყოფი ფუნქციის დარღვევით; შაქრიანი დიაბეტი; ჰიპოთირეოზი; თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, პროსტატის ჰიპერტროფია, გლაუკომა.
იშვიათი მემკვიდრეობითი მდგომარეობების შემთხვევაში, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს შეუთავსებლობა სამკურნალო საშუალების დამხმარე ნივთიერებასთან (იხილეთ ნაწილი „უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები“), სამკურნალო საშუალების მიღება უკუნაჩვენებია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა ტიპის ურთიერთქმედებები.
პაპაზოლის სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენებისას, შესაძლებელია:
სხვადასხვა ჯგუფის ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, სალურეტიკებთან, პროკაინამიდთან, რეზერპინთან, ქინიდინთან და ფენტოლამინთან ერთად - ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება; β-ადრენობლოკატორებთან ხანგრძლივი გამოყენებისას, პრეპარატი ხელს უშლის β-ადრენობლოკატორებით გამოწვეულ საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის ზრდას;
ანტიქოლინერგულ საშუალებებთან - ანტიქოლინერგული ეფექტის გაძლიერება;
ბარბიტურატებთან - ეფექტების ურთიერთგაძლიერება;
ლევოდოპასთან და მეთილდოპასთან ერთად - ამ მედიკამენტების ეფექტის შესუსტება;
ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველ პრეპარატებთან ერთად - ამ პრეპარატების ტოქსიკურობის ზრდა; ეს კომბინაცია არ არის რეკომენდირებული;
გულის გლიკოზიდებთან ერთად - მიოკარდიუმის შეკუმშვითი ფუნქციის გამოხატული გაძლიერება სისხლძარღვების საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირების შედეგად;
ადსორბენტებთან, შემკვრელ და შემომგარსველ საშუალებებთან ერთად - სამკურნალო საშუალების შეწოვის შემცირება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
პრეპარატის ეფექტურობას ამცირებს თამბაქოს მოწევა.
გამოყენების თავისებურებანი
პრეპარატი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით და საშუალო თერაპიულ დოზაზე დაბალი დოზით პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულის მძიმე დაავადება, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია, სუნთქვის დათრგუნვა, ნაწლავის პერისტალტიკის შემცირება, შოკური მდგომარებები, ასევე დასუსტებულ და ხანდაზმულ პაციენტებში.
პრეპარატი არ არის რეკომენდირებული არტერიული ჰიპერტენზიის ხანგრძლივი მკურნალობისთვის, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.
პრეპარატის მიღებისას შეიძლება განვითარდეს ორთოსტატული ჰიპოტენზია.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის სიმპტომების, კერძოდ, კუჭ-ნაწლავის დარღვევების,
სიყვითლის, ეოზინოფილიის და ღვიძლის ფერმენტების დონის მომატების აღნიშნის შემთხვევაში, უნდა შეწყდეს სამკურნალო საშულების მიღება.
აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ შემდეგ სიმპტომებს: ალებს, ოფლიანობას, თავის ტკივილს, მომატებულ დაღლილობას, სიყვითლეს, კანზე გამონაყარს, გულისრევას, დისკომფორტს კუჭის არეში, ყაბზობას.
მოწევა აუარესებს სამკურნალო საშუალების ეფექტურობას.
ამ მედიკამენტის მიღებისას უარი უნდა ითქვას ალკოჰოლის და ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი მედიკამენტების გამოყენებაზე.
სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმებით, ლაქტაზას უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომით არ უნდა მიიღონ ეს მედიკამენტი.
გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.
სამკურალო საშუალება უკუნაჩვენებია ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.
გავლენის უნარი რეაქციის სიჩქარეზე ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს.
სამკურნალო საშუალებით მკურნალობის დროს თავი უნდა შეიკავოთ ავტოტრანსპორტის მართვისგან ან სხვა რთულ მექანიზმებთან მუშაობისგან.
გამოყენების წესი და დოზირება.
მოზრდილებში სამკურნალო საშუალება უნდა დაინიშნოს პერორალურად 1 ტაბლეტი ჭამამდე 2 საათით ადრე ან ჭამის შემდეგ, დღეში 2-3-ჯერ. მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 1 ტაბლეტი, ხოლო მაქსიმალური დღიური დოზა - 4 ტაბლეტი.
მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი, დაავადების ხასიათისა და მიმდინარეობის, ასევე თერაპიის ეფექტურობის მიხედვით.
ბავშვები.
სამკურნალო საშუალება არ გამოიყენოთ ბავშვებში.
ჭარბი დოზირება.
მოწამვლის სიმპტომებია პაპავერინისა და ბენდაზოლის დოზის გადაჭარბების კომბინაცია.
ბენდაზოლით მოწამვლის სიმპტომები: არტერიული ჰიპოტენზია, არითმია, მომატებული ოფლიანობა, ალების შეგრძნება, თავბრუსხვევა, გულისრევა, თავის ტკივილი, სისუსტე და ქსოვილების პერფუზიის დაქვეითება.
პაპავერინით მოწამვლის სიმპტომები: შფოთვა, შენელებული რეაქციები, ძილიანობა, სისუსტე, თავის ტკივილი, ოფლიანობა, მხედველობის დარღვევა, დიპლოპია, სუნთქვის გაძნელება, ატაქსია, ნისტაგმი, ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, სინუსური ტაქიკარდია, ნაწილობრივი ან სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი, კომა, ციანოზი, მეტაბოლური აციდოზი, ჰიპერვენტილაცია, ჰიპერგლიკემია, ჰიპერკალიემია, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობა და კანზე გამონაყარი.
მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა, კუჭის ამორეცხვა მანამ, სანამ გამრეცხი წყალი გამჭვირვალე არ გახდება, მარილიანი საფაღარათო საშუალების მიღება და აქტივირებული ნახშირის გამოყენება. რეკომენდირებულია სიმპტომატური მკურნალობა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
გვერდითი რეაქციები.
ამ პრეპარატის გამოყენებისას ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს პაპავერინისა და ბენდაზოლის პრეპარატებისთვის დამახასიათებელი გვერდითი რეაქციები.
რესპირატორული სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ: მშრალი ხველა, სურდო, სუნთქვის გაძნელება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ყაბზობა, დისკომფორტი კუჭის არეში.
ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, სიყვითლე.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა, სისუსტე, თავბრუსხვევა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, არითმია, მიოკარდიუმის კუმშვადობის უნარის დაქვეითება, არტერიული ჰიპოტენზია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, პალპიტაცია, ტკივილი გულის არეში, ალები, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია, ტაქიკარდია; ხანგრძლივი გამოყენებისას - ეკგ მაჩვენებლების გაუარესება გულის გამოტყორცნის შემცირების გამო.
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: ეოზინოფილია.
იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება.
ზოგადი დარღვევები: გაძლიერებული ოფლიანობა, სიწითლე და სიმხურვალის შეგრძნება.
რაიმე გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა კონსულტაციისთვის ექიმს უნდა მიმართოს!
ვარგისიანობის ვადა. 5 წელი.
არ გამოიყენოთ სამკურნალო საშუალება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეფუთვა.
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში; 1 კონტურული უჯრადოვანი შეფუთვა კოლოფში.
გაცემის კატეგორია - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი. კსს „ ფარმაცევტული ფირმა „დარნიცა“.
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილი. უკრაინა, 02093, ქ. კიევი, ქუჩა ბორისპილსკაია 13,
ბოლო გადახედვის თარიღი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



