პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
საჭმლის მომნელებელი საშუალებები ფერმენტების ჩათვლით

პანკრეოფლატი

PANKREOFLAT

ურეცეპტოდ(170მგ+310მგ)ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

პანკრეოფლატი, კუჭსა და ნაწლავებში აირების დაგროვების წინააღმდეგ გამოყენებული, პანკრეასის ფერმენტების შემცველი წამალია. ფერმენტები ღორის პანკრეასისგან არის მიღებული. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
silicone dry powder + პანკრეატინი (pancreatin)
ფორმა და შეფუთვა
(170მგ+310მგ)/2გ 2გ გრანულები პაკეტი №22
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საჭმლის მომნელებელი საშუალებები ფერმენტების ჩათვლით, ფერმენტული პრეპარატები
ATC კოდი
A09AA
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0637
რეგისტრირებულია
8 დეკემბერი 2023, მოქმედებს 8 დეკემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაპანკრეოფლატი და სხვა წამალი ერთად

პანკრეოფლატი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პანკრეოფლატი, კუჭსა და ნაწლავებში აირების დაგროვების წინააღმდეგ გამოყენებული, პანკრეასის ფერმენტების შემცველი წამალია. ფერმენტები ღორის პანკრეასისგან არის მიღებული.

პანკრეოფლატი, ღია ფორთოხლის ფერი გრანულების შემცველი, მუყაოს კოლოფში შეფუთული 22 ცალი ერთჯერადი გამოყენების პაკეტის შემცველი პრეპარატია, კოლოფი ასევე შეიცავს გამოყენების ინსტურქციის ფურცელს.

პანკრეოფლატი გამოიყენება:

საჭმლის მონელების დარღვევასთან დაკავშირებით აირების დაგროვების ჩივილების არსებობისას,

აეროფაგიის (ჰაერის ყლაპვა),

ცილოვან-ცხიმოვან-ნახშირწყლოვანი მონელების დარღვევისას,

პანკრეასული უკმარისობის მქონე ადამიანებში აირების დაგროვების ჩივილების დროს,

ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ აირების დაგროვების ჩივილების დროს,

კვების რეჟიმის დარღვევის და საკვების ჭარბ მიღებასთან დაკავშირებული მონელების პრობლემების დროს,

მუცლის ღრუს ორგანოების რადიოლოგიური კვლევების ჩატარებამდე აირების საწინააღმდეგო მოქმედებისთვის.

  • პანკრეოფლატის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

პანკრეოფლატი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ;

პანკრეატინის და ან დიმეთილპოლისილოქსანის და ან დამხმარე ნივთიერებიდან რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგიული რეაქციები, კანზე გამონაყარი, ქავილი, სახის, ტუჩების, ხელის და ფეხების შესივება და ან სუნთქვის გაძნელების ნიშნები) გაქვთ,

რომელიმე პროტეინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა გაქვთ.

პანკრეოფლატი ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ

პანკრეოფლატი, აქტიურ ფერმენტს შეიცავს, ამიტომ გრანულების პირის ღრუში გადნობამ ან დაღეჭვამ შეიძლება პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანება გამოიწვიოს. გრანულები, პირის ღრუში გადნობამდე საკმარისი რაოდენობით წყალთან ერთად უნდა იქნას მიღებული.

პანკრეოფლატი, მწვავე პანკრეატიტის საწყის სტადიებში არ უნდა იქნას გამოყენებული.

კვლევის შედეგად დაფიქსირებულია, რომ პანკრეალიპაზის მაღალი დოზებით მიღების შემთხვევაში, ზოგჯერ კოლინჯში შეიძლება განვითარდეს ლიგატურული შევიწროება, რომელიც ოპერაციულ ჩარევას საჭიროებს. ამიტომ პანკრეასის თანდაყოლილი გენეტიკური დარღვევის (კიტური ფიბროზი) მქონე ავადმყოფებში, განსაკუთრებით ბავშვებში სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

თუ, კისტური ფიბროზი (ფილტვების, თირკმლების და ან პანკრეასის ფუნქციის დარღვევით გამოწვეული მემკვიდრეობითი დაავადება) გაქვთ და ან დღის განმავლობაში 1 კგ-ზე 10.000 ერთეულზე მეტ ლიპაზას მიიღებთ და საჭმლის მონელების დარღვევასთან დაკაშვირებული უჩვეულო ჩივილები და ან არსებული ჩივილების ცვლილება გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.

პრეპარატი იწვევს ცხვირის ღრუს და სასუნთქი გზების გაღიზიანებას, ამიტომ ფხვნილის ინჰალაციას უნდა მოერიდოთ.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში და ან ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

პანკრეოფლატის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

პანკრეოფლატი, საკვებთან ერთად, ნახევარ ჭიქა წყალში გადნობის (გახსნის) შემდეგ მიიღეთ. გრანულები არ დაღეჭოთ და ან არ დაწუწნოთ.

რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარებამდე შესაძლებელია მისი მიღება უზმოზე.

მიღების წესი და დოზირება

პანკრეოფლატის გრანულა პირის გზით მიიღება.

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ჩვეულებრივ, მიიღება საკვებთან ერთად, 1-2 პაკეტის (2-4 გ) შიგთავსი წყალში გადნობის (გახსნის) შემდეგ მიიღება.

პატარა ბავშვებში: 1 პაკეტის შიგთავსი (2გ) წყალში გახსნის შემდეგ მიიღება.

რენტგენოლიიური კვლევის ჩატარებამდე, მუცლის ღრუში აირების არ არსებობის მიზნით მიიღება რენტგენოლოგიურ კვლევამდე 2 დღის განმავლობაში, 2 პაკეტი (4 გ) 3-4 ჯერ დღეში და რენტგენოლოგიური კვლევის დღეს, დილით, მშიერზე 2 პაკეტი (4 გ) წყალში გახსნის შემდეგ.

თუ, ექიმის მიერ სხვა რეკომენდაცია არ იქნება მოცემული, პრეპარატის მიღება შესაძლებელია ქვემოთ მოცემული მითითებების შესაბამისად.

გამოყენების გზა და მეთოდი:

პანკრეოფლატი, მხოლოდ პირის გზით მიღებისთვის არის განკუთვნილი. პრეპარატი მიიღება საკვებთან ერთად და ან მშიერზეც, უზმოზე.

ნახევარ ჭიქა წყალში გახსენით 1 პაკეტის შიგთავსი სრულად და კოვზით მოურიეთ სრულ გადნობამდე.

გრანულები არ დაღეჭოთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

პატარა ასაკის ბავშვებში გამოიყენება 1 პაკეტის შიგთავსი (2გ), რომელიც წყალში სრულ გახსნის შემდეგ მიიღება.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულებისთვის რეკომენდირებული დოზა, ზრდასრულთა დოზის ანალოგიურია.

სიფრთხილის ზომები

თირკმლების /ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის უკმარისობის დროს, დოზის რაიმე სახის შეზღუდვა არ არსებობს.

თირკმლების უკმარისობის შემთხვევაში გამოყენებისას, სიფრთხილეა საჭირო.

თუ, ფიქრობთ, რომ პანკრეოფლატის ეფექტი ძალიან ძლიერი და ან ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, პანკრეოფლატის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, პანკრეოფლატის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, გამოვლენილი შესაძლო რეაქციების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს. თუმცა, უკიდურესად მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს სისხლში შარდმჟავას დონის მომატება, პოდაგრა და თირკმლებში კენჭის განვითარების გამომწვევი მდგომარეობა.

თუ, პანკრეოფლატის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, პანკრეოფლატის მიღება დაგავიწყდებათ:

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც პანკრეოფლატით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

ჩივილების ალაგების შემდეგ პრეპარატის შეწყვეტის შემთხვევაში რაიმე სახის უარყოფითი ეფექტის გამოვლინება არ არის მოსალოდნელი.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, პანკრეოფლატის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ორსულად ხართ, პანკრეოფლატის მიღება არ არის რეკომენდირებული.

პანკრეოფლატი, ორსულობის დროს მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის და გადაწყვეტილების შესაბამისად, აუცილებელი საჭიროებისას მიიღება.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობა დაფიქსირდება, კონსულტაციისთვის სასწრაფოდ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის მიღებამდე გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

პანკრეოფლატის მოქმედი ნივთიერების დედის რძეში გადასვლის საკითხი უცნობია. ამიტომ, თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, პანკრეოფლატი არ უნდა მიიღოთ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პანკრეოფლატის მიღებისას, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე უარყოფითი ზემოქმედება არ არის მოსალოდნელი.

პანკრეოფლატის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

პანკრეპოფლატის თითოეული დოზა 590 მგ გლუკოზის მონოჰიდრატს და 797 მგ შაქრის პუდრას შეიცავს. თუ, მანამდე ექიმის ინფორმაციით იცით, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა გაქვთ, აღნიშნული პროდუქტის მიღებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

პანკრეოფლატის თითოეული დოზა ფენილალანინისთვის ერთგვარ წყაროს-ასპარტამს შეიცავს. ამიტომ ფენილკეტონურიის მქონე ავადმყოფებისთვის შეიძლება საზიანო იყოს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

პრეპარატებს შორის ურთიერთქმედების შესახებ რაიმე სახის კვლევა არ არსებობს.

დიმეთილპოლისილოქსანის ქაფის გაფანტული, გამფრქვევი ეფექტი, განსაკუთრებით ალუმინის ჰიდროქსიდის და მაგნიუმის კარბონატის სახით, ანტიაციდებით შეიძლება დაირღვეს.

შეიძლება რკინის პრეპარატების შეწოვა შეამციროს.

პანკრეატინის სხვა წამლებთან ურთიერთქმდების შესახებ რაიმე სახის სტატია არ არსებობს.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ და ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.

გვერდითი მოვლენები

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, პანკრეოფლატის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

სერიოზული ალერგიული რეაქციები

ანაფილაქსია (სუნთქვის გაძნელება, ტუჩების შესივება, ქავილით და ან გამონაყარით გამოვლენილი უეცრად განვითარებული მგრძნობელობის რეაქციები)

ყველა აღნიშნული სერიოზული გვერდით ეფექტებია. თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ პანკრეოფლატის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ან საავადმყოფოში დაწოლა საჭირო გახდეს.

ძალიან გავრცელებული (10 ავადმყოფიდან სულ ცოტა ერთთან ვლინდება):

თავის ტკივილი

მუცლის ტკივილი

გავრცელებული: (10 ავადმყოფიდან <1 და 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან ვლინდება):

თავბრუსხვევა

ხველა

ნაზოფარინგიტი

მეტეორიზმი (კუჭსა და ნაწლავებში აირების ჭარბი დაგროვება)

ნაადრევი დანაყრება

წონის დაკლება

ღებინება

მუცლის ზემო ნაწილში ტკივილი

დიარეა

განავლის ანალიზის ანორმალური მაჩვენებელები

ყაბზობა

გულისრევა

მუცლის შებერილობა

შაქრიანი დიაბეტის გამწვავება

ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის დონის მკვეთრი მომატება)

ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დონის მკვეთრი დაქვეითება)

ნაკლებად გავრცელებული (100 ავადმყოფიდან <1 და 1.000 ავადმყოფიდან >1 შემთხვევაში ვლინდება):

გარდამავალი ნეიტროპენია (სისხლში ნეიტროფილების რაოდენობის ანორმალურ დონეზე დაქვეითება)

მხედველობის შემღვრევა

ასთმა

დისტალური ნაწლავური ობსტრუქციის სინდრომი (ნაწლავთა სანათურის დახშობის ტიპი)

დუოდენიტი (თორმეტგოჯა ნაწლავის ანთება)

გასტრიტი (კუჭის ლორწოვანის ანთება)

რეციდივული კარცინომა

კანზე გამონაყარი

კუნთების სპაზმი

კუნთების ტკივილი

ჰიპერურიკემია (სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება)

სისხლის ანალიზებით ტრანსამინაზების მომატება (ასიმპტომური)

უცნობი სიხშირის მქონე (ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია):

ძლიერი და ან გახანგრძლივებული მუცლის ტკივილი (ფიბროზული კოლონოპათია, მსხვილ ნაწლავში შემაერთებელი ქსოვილის მომატებით გამოვლენილი დაავადება)

ურტიკარია (ჭინჭრის ციება)

ქავილი

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს და ან ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით და ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • პანკრეოფლატის შენახვა

პანკრეოფლატი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ <250 C ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ პანკრეოფლატი არ გამოიყენოთ.

თუ, პროდუქტზე და / და ან შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, პანკრეოფლატი არ გამოიყენოთ.

ვადა გასული და ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

ს.ს. რეკორდატის წამლის წარმოება და ვაჭრობა

C.O.S.B. ქარააღაჩის დასახლ. ათათურქის ქ. N:36

ქაფაქლი/თექირდაღი; ტელ:0 282 999 16 00

წარმოების ადგილი:

C.O.S.B. ქარააღაჩის დასახლ. ათათურქის ქ. N:36;

ქაფაქლი/თექირდაღი

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 12.04.2018-ში დამოწმებულია. 301261-2

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია რეკორდატი

პანკრეოფლატიR 170 / 310 მგ გრანულა

განკუთვნილია პირის გზით (ორალურად) მისაღებად

მოქმედი ნივთიერება: თითოეული პაკეტი 170 მგ პანკრეატინს (ღორის პანკრეასის ქსოვილისგან მიღებული პანკრეასის ენზიმი; 5500 ამილაზა, 6500 ლიპაზა, 400 პროტეაზა F.I.P. ერთეულები) და 310,00 მგ სილიკონის მშრალ ფხვნილს (80 მგ დიმეთილპოლისილოქსანის ექვივალენტური რაოდენობით) შეიცავს.

დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავას მონოჰიდრტი, ნატრიუმის საქარინი, ასპარტამი, გლუკოზის მონოჰიდრატის შაქრის პუდრა, FDC ყვითელი N:6 (color FDC yellow), ფორთოხლის ესენცია, ჰიდროქსი პროპილ ცელულოზა-LF.

აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართოთ.

აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.

აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს და ან საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.

წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი და ან დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

რა არის და რისთვის გამოიყენება პანკრეოფლატი?

პანკრეოფლატის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

როგორ გამოიყენება პანკრეოფლატი?

რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

პანკრეოფლატის შენახვა

  • რა არის და რისთვის გამოიყენება პანკრეოფლატი?

პანკრეოფლატი, კუჭსა და ნაწლავებში აირების დაგროვების წინააღმდეგ გამოყენებული, პანკრეასის ფერმენტების შემცველი წამალია. ფერმენტები ღორის პანკრეასისგან არის მიღებული.

პანკრეოფლატი, ღია ფორთოხლის ფერი გრანულების შემცველი, მუყაოს კოლოფში შეფუთული 22 ცალი ერთჯერადი გამოყენების პაკეტის შემცველი პრეპარატია, კოლოფი ასევე შეიცავს გამოყენების ინსტურქციის ფურცელს.

პანკრეოფლატი გამოიყენება:

საჭმლის მონელების დარღვევასთან დაკავშირებით აირების დაგროვების ჩივილების არსებობისას,

აეროფაგიის (ჰაერის ყლაპვა),

ცილოვან-ცხიმოვან-ნახშირწყლოვანი მონელების დარღვევისას,

პანკრეასული უკმარისობის მქონე ადამიანებში აირების დაგროვების ჩივილების დროს,

ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ აირების დაგროვების ჩივილების დროს,

კვების რეჟიმის დარღვევის და საკვების ჭარბ მიღებასთან დაკავშირებული მონელების პრობლემების დროს,

მუცლის ღრუს ორგანოების რადიოლოგიური კვლევების ჩატარებამდე აირების საწინააღმდეგო მოქმედებისთვის.

  • პანკრეოფლატის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

პანკრეოფლატი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ;

პანკრეატინის და ან დიმეთილპოლისილოქსანის და ან დამხმარე ნივთიერებიდან რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგიული რეაქციები, კანზე გამონაყარი, ქავილი, სახის, ტუჩების, ხელის და ფეხების შესივება და ან სუნთქვის გაძნელების ნიშნები) გაქვთ,

რომელიმე პროტეინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა გაქვთ.

პანკრეოფლატი ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ

პანკრეოფლატი, აქტიურ ფერმენტს შეიცავს, ამიტომ გრანულების პირის ღრუში გადნობამ ან დაღეჭვამ შეიძლება პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანება გამოიწვიოს. გრანულები, პირის ღრუში გადნობამდე საკმარისი რაოდენობით წყალთან ერთად უნდა იქნას მიღებული.

პანკრეოფლატი, მწვავე პანკრეატიტის საწყის სტადიებში არ უნდა იქნას გამოყენებული.

კვლევის შედეგად დაფიქსირებულია, რომ პანკრეალიპაზის მაღალი დოზებით მიღების შემთხვევაში, ზოგჯერ კოლინჯში შეიძლება განვითარდეს ლიგატურული შევიწროება, რომელიც ოპერაციულ ჩარევას საჭიროებს. ამიტომ პანკრეასის თანდაყოლილი გენეტიკური დარღვევის (კიტური ფიბროზი) მქონე ავადმყოფებში, განსაკუთრებით ბავშვებში სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

თუ, კისტური ფიბროზი (ფილტვების, თირკმლების და ან პანკრეასის ფუნქციის დარღვევით გამოწვეული მემკვიდრეობითი დაავადება) გაქვთ და ან დღის განმავლობაში 1 კგ-ზე 10.000 ერთეულზე მეტ ლიპაზას მიიღებთ და საჭმლის მონელების დარღვევასთან დაკაშვირებული უჩვეულო ჩივილები და ან არსებული ჩივილების ცვლილება გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.

პრეპარატი იწვევს ცხვირის ღრუს და სასუნთქი გზების გაღიზიანებას, ამიტომ ფხვნილის ინჰალაციას უნდა მოერიდოთ.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში და ან ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

პანკრეოფლატის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

პანკრეოფლატი, საკვებთან ერთად, ნახევარ ჭიქა წყალში გადნობის (გახსნის) შემდეგ მიიღეთ. გრანულები არ დაღეჭოთ და ან არ დაწუწნოთ.

რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარებამდე შესაძლებელია მისი მიღება უზმოზე.

ორსულობა

წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ორსულად ხართ, პანკრეოფლატის მიღება არ არის რეკომენდირებული.

პანკრეოფლატი, ორსულობის დროს მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის და გადაწყვეტილების შესაბამისად, აუცილებელი საჭიროებისას მიიღება.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობა დაფიქსირდება, კონსულტაციისთვის სასწრაფოდ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის მიღებამდე გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

პანკრეოფლატის მოქმედი ნივთიერების დედის რძეში გადასვლის საკითხი უცნობია. ამიტომ, თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, პანკრეოფლატი არ უნდა მიიღოთ.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

პანკრეოფლატის მიღებისას, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე უარყოფითი ზემოქმედება არ არის მოსალოდნელი.

პანკრეოფლატის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

პანკრეპოფლატის თითოეული დოზა 590 მგ გლუკოზის მონოჰიდრატს და 797 მგ შაქრის პუდრას შეიცავს. თუ, მანამდე ექიმის ინფორმაციით იცით, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა გაქვთ, აღნიშნული პროდუქტის მიღებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

პანკრეოფლატის თითოეული დოზა ფენილალანინისთვის ერთგვარ წყაროს-ასპარტამს შეიცავს. ამიტომ ფენილკეტონურიის მქონე ავადმყოფებისთვის შეიძლება საზიანო იყოს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

პრეპარატებს შორის ურთიერთქმედების შესახებ რაიმე სახის კვლევა არ არსებობს.

დიმეთილპოლისილოქსანის ქაფის გაფანტული, გამფრქვევი ეფექტი, განსაკუთრებით ალუმინის ჰიდროქსიდის და მაგნიუმის კარბონატის სახით, ანტიაციდებით შეიძლება დაირღვეს.

შეიძლება რკინის პრეპარატების შეწოვა შეამციროს.

პანკრეატინის სხვა წამლებთან ურთიერთქმდების შესახებ რაიმე სახის სტატია არ არსებობს.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ და ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.

  • როგორ გამოიყენება პანკრეოფლატი?

პანკრეოფლატის გრანულა პირის გზით მიიღება.

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ჩვეულებრივ, მიიღება საკვებთან ერთად, 1-2 პაკეტის (2-4 გ) შიგთავსი წყალში გადნობის (გახსნის) შემდეგ მიიღება.

პატარა ბავშვებში: 1 პაკეტის შიგთავსი (2გ) წყალში გახსნის შემდეგ მიიღება.

რენტგენოლიიური კვლევის ჩატარებამდე, მუცლის ღრუში აირების არ არსებობის მიზნით მიიღება რენტგენოლოგიურ კვლევამდე 2 დღის განმავლობაში, 2 პაკეტი (4 გ) 3-4 ჯერ დღეში და რენტგენოლოგიური კვლევის დღეს, დილით, მშიერზე 2 პაკეტი (4 გ) წყალში გახსნის შემდეგ.

თუ, ექიმის მიერ სხვა რეკომენდაცია არ იქნება მოცემული, პრეპარატის მიღება შესაძლებელია ქვემოთ მოცემული მითითებების შესაბამისად.

გამოყენების გზა და მეთოდი:

პანკრეოფლატი, მხოლოდ პირის გზით მიღებისთვის არის განკუთვნილი. პრეპარატი მიიღება საკვებთან ერთად და ან მშიერზეც, უზმოზე.

ნახევარ ჭიქა წყალში გახსენით 1 პაკეტის შიგთავსი სრულად და კოვზით მოურიეთ სრულ გადნობამდე.

გრანულები არ დაღეჭოთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

პატარა ასაკის ბავშვებში გამოიყენება 1 პაკეტის შიგთავსი (2გ), რომელიც წყალში სრულ გახსნის შემდეგ მიიღება.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულებისთვის რეკომენდირებული დოზა, ზრდასრულთა დოზის ანალოგიურია.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების /ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის უკმარისობის დროს, დოზის რაიმე სახის შეზღუდვა არ არსებობს.

თირკმლების უკმარისობის შემთხვევაში გამოყენებისას, სიფრთხილეა საჭირო.

თუ, ფიქრობთ, რომ პანკრეოფლატის ეფექტი ძალიან ძლიერი და ან ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, პანკრეოფლატის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, პანკრეოფლატის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, გამოვლენილი შესაძლო რეაქციების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს. თუმცა, უკიდურესად მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს სისხლში შარდმჟავას დონის მომატება, პოდაგრა და თირკმლებში კენჭის განვითარების გამომწვევი მდგომარეობა.

თუ, პანკრეოფლატის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, პანკრეოფლატის მიღება დაგავიწყდებათ:

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც პანკრეოფლატით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

ჩივილების ალაგების შემდეგ პრეპარატის შეწყვეტის შემთხვევაში რაიმე სახის უარყოფითი ეფექტის გამოვლინება არ არის მოსალოდნელი.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, პანკრეოფლატის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, პანკრეოფლატის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

სერიოზული ალერგიული რეაქციები

ანაფილაქსია (სუნთქვის გაძნელება, ტუჩების შესივება, ქავილით და ან გამონაყარით გამოვლენილი უეცრად განვითარებული მგრძნობელობის რეაქციები)

ყველა აღნიშნული სერიოზული გვერდით ეფექტებია. თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ პანკრეოფლატის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ან საავადმყოფოში დაწოლა საჭირო გახდეს.

ძალიან გავრცელებული (10 ავადმყოფიდან სულ ცოტა ერთთან ვლინდება):

თავის ტკივილი

მუცლის ტკივილი

გავრცელებული: (10 ავადმყოფიდან <1 და 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან ვლინდება):

თავბრუსხვევა

ხველა

ნაზოფარინგიტი

მეტეორიზმი (კუჭსა და ნაწლავებში აირების ჭარბი დაგროვება)

ნაადრევი დანაყრება

წონის დაკლება

ღებინება

მუცლის ზემო ნაწილში ტკივილი

დიარეა

განავლის ანალიზის ანორმალური მაჩვენებელები

ყაბზობა

გულისრევა

მუცლის შებერილობა

შაქრიანი დიაბეტის გამწვავება

ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის დონის მკვეთრი მომატება)

ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დონის მკვეთრი დაქვეითება)

ნაკლებად გავრცელებული (100 ავადმყოფიდან <1 და 1.000 ავადმყოფიდან >1 შემთხვევაში ვლინდება):

გარდამავალი ნეიტროპენია (სისხლში ნეიტროფილების რაოდენობის ანორმალურ დონეზე დაქვეითება)

მხედველობის შემღვრევა

ასთმა

დისტალური ნაწლავური ობსტრუქციის სინდრომი (ნაწლავთა სანათურის დახშობის ტიპი)

დუოდენიტი (თორმეტგოჯა ნაწლავის ანთება)

გასტრიტი (კუჭის ლორწოვანის ანთება)

რეციდივული კარცინომა

კანზე გამონაყარი

კუნთების სპაზმი

კუნთების ტკივილი

ჰიპერურიკემია (სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება)

სისხლის ანალიზებით ტრანსამინაზების მომატება (ასიმპტომური)

უცნობი სიხშირის მქონე (ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია):

ძლიერი და ან გახანგრძლივებული მუცლის ტკივილი (ფიბროზული კოლონოპათია, მსხვილ ნაწლავში შემაერთებელი ქსოვილის მომატებით გამოვლენილი დაავადება)

ურტიკარია (ჭინჭრის ციება)

ქავილი

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს და ან ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით და ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • პანკრეოფლატის შენახვა

პანკრეოფლატი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ <250 C ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ პანკრეოფლატი არ გამოიყენოთ.

თუ, პროდუქტზე და / და ან შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, პანკრეოფლატი არ გამოიყენოთ.

ვადა გასული და ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

ს.ს. რეკორდატის წამლის წარმოება და ვაჭრობა

C.O.S.B. ქარააღაჩის დასახლ. ათათურქის ქ. N:36

ქაფაქლი/თექირდაღი; ტელ:0 282 999 16 00

წარმოების ადგილი:

ს.ს. რეკორდატის წამლის წარმოება და ვაჭრობა

C.O.S.B. ქარააღაჩის დასახლ. ათათურქის ქ. N:36;

ქაფაქლი/თექირდაღი

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 12.04.2018-ში დამოწმებულია. 301261-2

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა