პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

პანაციბი

Panacib

რეცეპტით100მგინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

პანაციბი არის კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც შეიცავს მოქმედ ნივთიერებას -პალბოციკლიბს. პალბოციკლიბი ბლოკავს ცილებს - ციკლინდამოკიდებული კინაზა 4 და 6, რომლებიც არეგულირებენ კიბოს უჯრედების ზრდას და გაყოფას. ამ ცილების ბლოკირებამ შეიძლება შეანელოს კიბოს უჯრედების ზრდა და შეაფერხოს კიბოს პროგრესირება. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პალბოციკლიბი (palbociclib)
ფორმა და შეფუთვა
100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №21 (3X7)
მწარმოებელი
Synthon Hispania S.L., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, ციკლინ - დამოკიდებული კინაზას (CDK) ინჰიბიტორები
ATC კოდი
L01EF01
რეგისტრაციის ნომერი
რ-041140
რეგისტრირებულია
28 მაისი 2024, მოქმედებს 28 მაისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
„AVERSI-PHARMA” LLC (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაპანაციბი და სხვა წამალი ერთად

პანაციბი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პანაციბი არის კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც შეიცავს მოქმედ ნივთიერებას -პალბოციკლიბს.

პალბოციკლიბი ბლოკავს ცილებს - ციკლინდამოკიდებული კინაზა 4 და 6, რომლებიც არეგულირებენ კიბოს უჯრედების ზრდას და გაყოფას. ამ ცილების ბლოკირებამ შეიძლება შეანელოს კიბოს უჯრედების ზრდა და შეაფერხოს კიბოს პროგრესირება.

პანაციბი გამოიყენება ძუძუს კიბოს გარკვეული ტიპის მქონე პაციენტების სამკურნალოდ (ჰორმონ-რეცეპტორ დადებითი, ადამიანის ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორი 2), რომლებიც გავრცელდა პირველადი სიმსივნისგან დამოუკიდებლად და/ან სხვა ორგანოებზე. იგი ინიშნება არომატაზას ინჰიბიტორებთან ან ფულვესტრანტთან ერთად, რომლებიც გამოიყენება როგორც ჰორმონალური კიბოს საწინააღმდეგო თერაპია.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზაა პანაციბის 125 მგ-ის მიღება დღეში ერთხელ 3 კვირის განმავლობაში, რასაც მოჰყვება 1 კვირა პანაციბის მიღების გარეშე. თქვენი ექიმი გეტყვით პანაციბის რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ.

თუ პანაციბის მიღებისას აღგენიშნებათ გარკვეული გვერდითი მოვლენები (იხ. პარაგრაფი 4 „შესაძლო გვერდითი მოვლენები“), თქვენმა ექიმმა შეიძლება შეგიმციროთ დოზა ან შეგაწყვეტონოთ მკურნალობა, დროებით ან სამუდამოდ. დოზა შეიძლება შემცირდეს ერთ-ერთ სხვა არსებულ დოზამდე - 100 მგ ან 75 მგ.

პანაციბი მიიღება დღეში ერთხელ, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს ყოველ დღე, საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

გადაყლაპეთ ტაბლეტი ერთი ჭიქა წყლის დაყოლებით. არ ჩაღეჭოთ ან დააქუცმაცოთ ტაბლეტები. არ გაყოთ ტაბლეტები გადაყლაპვამდე. არ შეიძლება ტაბლეტის მიღება, თუ ის გატეხილია, დაბზარულია ან სხვაგვარად არის დაზიანებული.

თუ მიიღეთ პანაციბი დანიშნულზე მეტი რაოდენობით

თუ მიიღეთ პანაციბი ჭარბი რაოდენობით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან სასწრაფოდ წადით საავადმყოფოში. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო მკურნალობა.

თან იქონიეთ მუყაოს კოლოფი და ეს ფურცელი-ჩანართი, რათა ექიმმა იცოდეს რა მიიღეთ.

თუ დაგავიწყდათ პანაციბი მიღება

თუ გამოტოვეთ დოზა ან გქონდათ ღებინება, შემდეგი დოზა მიიღეთ დაგეგმილის მიხედვით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტების ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ პანაციბის მიღებას

არ შეწყვიტოთ პანაციბის მიღება, თუ თქვენი ექიმი არ გეტყვით.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია პალბოციკლიბის ან ამ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე სხვა ინგრედიენტის (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში) მიმართ;

პანაციბის მიღებისას თავიდან უნდა იქნას აცილებული კრაზანას (St. John’s Wort) შემცველი პრეპარატების გამოყენება (მცენარეული საშუალება, რომელიც გამოიყენება მსუბუქი დეპრესიისა და შფოთვის სამკურნალოდ).

სიფრთხილის ზომები

პანაციბის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ფარმაცევტს ან ექთანს.

პანაციბმა შესაძლოა შეამციროს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა და დაასუსტოს თქვენი იმუნური სისტემა. ამიტომ, თქვენ შეიძლება გქონდეთ ინფექციის განვითარების უფრო მაღალი რისკი პანაციბის მიღებისას.

აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ აღგენიშნებათ ინფექციის ისეთი ნიშნები ან სიმპტომები, როგორიცაა შემცივნება ან ცხელება.

მკურნალობის დროს რეგულარულად გაგიკეთდებათ სისხლის ანალიზი, რათა შემოწმდეს მოქმედებს თუ არა პანაციბი თქვენს სისხლის უჯრედებზე (სისხლის თეთრ უჯრედებზე, სისხლის წითელ უჯრედებზე და თრომბოციტებზე).

პანაციბმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შედედება ვენებში. აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ აღგენიშნებათ ვენებში სისხლის შედედების ისეთი ნიშნები ან სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი ან რიგიდობა, შეშუპება და სიწითლე დაზიანებულ ფეხში (ან მკლავში), ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი ან თავბრუსხვევა.

პანაციბმა შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების მძიმე ან სიცოცხლისათვის საშიში ანთება , რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ გაქვთ რაიმე ახალი ან გაუარესებული სიმპტომი, მათ შორის:

სუნთქვის გაძნელება ან ქოშინი;

მშრალი ხველა;

ტკივილი გულ-მკერდის არეში.

ბავშვები და მოზარდები

პანაციბი არ გამოიყენება ბავშვებსა ან მოზარდებში (18 წლამდე ასაკის).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპატატები. პანაციბმა შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი სხვა პრეპარატის მოქმედებაზე.

კერძოდ, შემდეგმა პრეპარატებმა შეიძლება გაზარდოს გვერდითი მოვლენების რისკი პანაციბთან ერთად მიღებისას:

ლოპინავირი, ინდინავირი, ნელფინავირი, რიტონავირი, ტელაპრევირი და საქვინავირი, რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციის/შიდსის სამკურნალოდ.

კლარითრომიცინის და ტელითრომიცინის ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.

ვორიკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი და პოზაკონაზოლი, რომლებიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ.

ნეფაზოდონი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ.

შემდეგმა პრეპარატებმა შეიძლება გაზარდოს გვერდითი მოვლენების რისკი პანაციბთან ერთად მიღებისას:

ქინიდინი ზოგადად გამოიყენება გულის რითმის პრობლემების სამკურნალოდ.

კოლხიცინი, რომელიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ.

პრავასტატინი და როზუვასტატინი, რომელიც გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი დონის სამკურნალოდ.

სულფასალაზინი, რომელიც გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ.

ალფენტანილი, რომელიც გამოიყენება ქირურგიაში ანესთეზიისთვის; ფენტანილი, რომელიც გამოიყენება წინასწარ პროცედურებში, როგორც ტკივილგამაყუჩებელი და ასევე საანესთეზიო საშუალება.

ციკლოსპორინი, ევეროლიმუსი, ტაკროლიმუსი და სიროლიმუსი, რომლებიც გამოიყენება ტრანსპლანტაციისას ორგანოთა შეუთავსებლობის პროფილაქტიკისთვის.

დიჰიდროერგოტამინი და ერგოტამინი, რომელიც გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ.

პიმოზიდი, რომელიც გამოიყენება შიზოფრენიის და ქრონიკული ფსიქოზის სამკურნალოდ.

შემდეგმა პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ პანაციბის ეფექტურობა:

კარბამაზეპინი და ფენიტოინი, რომლებიც გამოიყენება კრუნჩხვების ან გულყრების სამკურნალოდ.

ენზალუტამიდი, პროსტატის კიბოს სამკურნალო საშუალება.

რიფამპინი, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის (TB) სამკურნალოდ.

კრაზანა (St. John’s Wort), მცენარეული საშუალება, რომელიც გამოიყენება მსუბუქი დეპრესიისა და შფოთვის სამკურნალოდ.

პანაციბი საკვებთან და სასმელთან ერთად

პანაციბის ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

მოერიდეთ გრეიპფრუტს და გრეიპფრუტის წვენის მოხმარებას პანაციბის მიღებისას, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს პანაციბის გვერდითი მოვლენები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ გამოიყენოთ პანაციბი თუ ხართ ორსულად.

პანაციბის მიღებისას მოერიდეთ დაორსულებას.

თუ არსებობს თქვენი ან თქვენი პარტნიორის დაორსულების რისკი, განიხილეთ კონტრაცეფციის საკითხი თქვენს ექიმთან.

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

რეპროდუქციული ასაკის ქალებმა, რომლებიც იღებენ ამ სამკურნალო საშუალებას, ან მათმა მამაკაცმა პარტნიორებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ადეკვატური მეთოდები (მაგ., ორმაგი ბარიერის კონტრაცეფცია, როგორიცაა პრეზერვატივი და დიაფრაგმა). ეს მეთოდები გამოყენებული უნდა იქნას თერაპიის დროს და თერაპიის დასრულებიდან მინიმუმ 3 კვირის განმავლობაში ქალებისთვის და მინიმუმ 14 კვირის განმავლობაში მამაკაცებისთვის.

ძუძუთი კვება

პანაციბის მიღებისას არ კვებოთ ბავშვი ძუძუთი. უცნობია გამოიყოფა თუ არა პანაციბი დედის რძეში.

ფერტილობა

პალბოციკლიბმა შეიძლება შეამციროს ნაყოფიერება მამაკაცებში.

ამიტომ, მამაკაცებმა უნდა განიხილონ სპერმის შენახვა პანაციბის მიღებამდე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

დაღლილობა პანაციბის ძალიან გავრცელებული გვერდითი მოვლენაა. თუ გრძნობთ უჩვეულო დაღლილობას, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობის დროს.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი:

ცხელება, შემცივნება, სისუსტე, ქოშინი, სისხლდენა ან ადვილად წარმოქმნადი სისხლჩაქცევები, რაც შეიძლება იყოს სისხლის მხრივ სერიოზული დარღვევის ნიშანი.

სუნთქვის გაძნელება, მშრალი ხველა ან ტკივილი გულმკერდის არეში, რაც შეიძლება იყოს ფილტვების ანთების ნიშანი.

ფეხის მტკივნეული შეშუპება, ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი, აჩქარებული სუნთქვა ან გულისცემის აჩქარება, რადგან ეს შეიძლება იყოს ვენაში სისხლის შედედების ნიშნები (რომელიც შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1 ადამიანში).

პანაციბის სხვა გვერდითი მოვლენები შეიძლება მოიცავდეს:

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):

ინფექციები;

სისხლის თეთრი უჯრედების, სისხლის წითელი უჯრედების და თრომბოციტების შემცირება;

დაღლილობის შეგრძნება;

მადის დაქვეითება;

პირის ღრუს და ტუჩების ანთება (სტომატიტი), გულისრევა, ღებინება, დიარეა; გამონაყარი;

თმის ცვენა;

სისუსტე;

ცხელება;

პათოლოგიები ღვიძლისმიერ სისხლის ანალიზებში;

კანის სიმშრალე.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1 ადამიანში):

ცხელება სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შეიცირებით (ფებრილური ნეიტროპენია);

მხედველობის დაბინდვა, ცრემლდენის მომატება, თვალის სიმშრალე;

გემოვნების შეცვლა (დისგეუზია);

ცხვირიდან სისხლდენა;

ხელების და/ან ფეხის გულების სიწითლე, ტკივილი, აქერცვლა, შეშუპება და დაწყლულება (პალმარ-პლანტარული ერითროდისესთეზიის სინდრომი [PPES]).

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 ადამიანში):

კანის ანთება, რომელიც იწვევს წითელ ქერცლიან ლაქებს და შესაძლოა გამოვლინდეს სახსრების ტკივილთან და ცხელებასთან ერთად (კანის წითელი მგლურა [CLE]).

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ექთანს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენები შესახებ პირდაპირ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით, რომელიც მოცემულია V დანართში. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

ჭარბი დოზა

პალბოციკლიბით დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება აღინიშოს როგორც კუჭ-ნაწლავის (მაგ. გულისრევა, ღებინება) ასევე ჰემატოლოგიური (მაგ., ნეიტროპენია) ტოქსიკურობა და საჭირო იქნება ზოგადი დამხმარე თერაპია.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებაა პალბოციკლიბი. პანაციბის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამოდის სხვადასხვა დოზით:

პანაციბი 75 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 75 მგ პალბოციკლიბს.

პანაციბი 100 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ პალბოციკლიბს.

პანაციბი 125 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 125 მგ პალბოციკლიბს.

სხვა ინგრედიენტებია:

ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, კროსპოვიდონი, კოპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, სუქცინის მჟავა, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი.

აპკიანი საფარი: ოპადრი 03K140024 ვარდისფერი ან ოპადრი 03K240007 წითელი [ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიაცეტინი, რკინის ოქსიდის წითელი].

პანაციბის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

პანაციბი 75 მგ: ვარდისფერი ფერის, მრგვალი ორმხრივამოზნექილი გარსით დაფარული ტაბლეტი ერთ მხარეს "L"-ით და მეორე მხარეს წარწერის გარეშე.

პანაციბი 100 მგ: წითელი ფერის, ოვალური ორმხრივამოზნექილი გარსით დაფარული ტაბლეტი ერთ მხარეს "I"-ით და მეორე მხარეს წარწერის გარეშე.

პანაციბი 125 მგ: ვარდისფერი ფერის, ოვალური ორმხრივამოზნექილი გარსით დაფარული ტაბლეტი ერთ მხარეს "H"-ით და მეორე მხარეს წარწერის გარეშე.

პანაციბი 75 მგ, 100 მგ და 125 მგ ტაბლეტები შეფუთულია მუყაოს კოლოფში 21 ტაბლეტის ოდენობით.

პანაციბი 75 მგ, 100 მგ და 125 მგ შეფუთულია ბლისტერში 7 ტაბლეტის ოდენობით, 3 ბლისტერი შეფუთულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი

შპს „ავერსი-ფარმა“

აღმაშენებლის გამზ. 148

0112 თბილისი, საქართველო

პროდუქტის ლიცენზიის მფლობელი:

სინტონ ბვ (Synthon BV)

მიკროვეგ 22

6545 სმ ნეიმეგენი

Ნიდერლანდები

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება ორიგინალ შეფუთვაში, 25°С-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ (“EXP”). ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.

ეს სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს. შეინახეთ ორიგინალურ ბლისტერში ტენიანობისგან დასაცავად.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შეამჩნევთ, რომ შეფუთვა დაზიანებულია ან აღენიშნება გაყალბების ნიშნები.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტინეოპლასტიკური საშუალებები, პროტეინ კინაზას ინჰიბიტორები, ათქ კოდი: L01EF01.

მოქმედების მექანიზმი

პალბოციკლიბი არის ციკლინდამოკიდებული ) 4 და 6 კინაზების (CDK) უაღრესად შერჩევითი, შექცევადი ინჰიბიტორი. ციკლინი D1 და CDK4/6 მდებარეობს მრავალი სასიგნალო გზის ქვემოთ, რაც იწვევს უჯრედულ პროლიფერაციას.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

CDK4/6-ის ინჰიბირებით, პალბოციკლიბი ამცირებს უჯრედულ პროლიფერაციას, უჯრედის ციკლის G1-დან S ფაზაში უჯრედის პროგრესირების დაბლოკვით. პალბოციკლიბის ტესტირებამ მოლეკულურად პროფილირებული ძუძუს კიბოს უჯრედული ხაზების პანელში გამოავლინა მაღალი აქტივობა ლუმინალური ძუძუს კიბოს, განსაკუთრებით ER-დადებითი ძუძუს კიბოს წინააღმდეგ. ტესტირებულ უჯრედულ ხაზებში, რეტინობლასტომის (Rb) დაკარგვა დაკავშირებული იყო პალბოციკლიბის აქტივობის დაკარგვასთან. თუმცა, შემდგომ კვლევაში სიმსივნის ახალი ნიმუშებით, არ დაფიქსირდა არანაირი კავშირი RB1 ექსპრესიასა და სიმსივნის პასუხს შორის. ანალოგიურად, არანაირი კავშირი არ დაფიქსირებულა პალბოციკლიბზე პასუხის შესწავლისას, in vivo მოდელებში პაციენტისგან მიღებული ქსენოტრანსპლანტებით (PDX მოდელები). არსებული კლინიკური მონაცემები მოცემულია კლინიკური ეფექტურობისა და უსაფრთხოების პარაგრაფში (იხ. პარაგრაფი 5.1).

გულის ელექტროფიზიოლოგია

პალბოციკლიბის ეფექტი გულისცემის (QTc) ინტერვალზე, რომელიც კორექტირებული იყო QT ინტერვალისთვის, შეფასდა დროში შესაბამისი ელექტროკარდიოგრაფიის (ECG) გამოყენებით, რომელიც აფასებდა ცვლილებას საწყისიდან და შეესაბამებოდა 77 პაციენტის ფარმაკოკინეტიკურ მონაცემებს, რომლებსაც ჰქონდათ ძუძუს კიბო. პალბოციკლიბმა არ გაახანგრძლივა QTc კლინიკურად მნიშვნელოვანი ზომით, რეკომენდებული 125 მგ დღეში დოზის გამოყენებისას (სქემა 3/1).

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

რანდომიზებული მე-3 ფაზის კვლევა PALOMA-2: პანაციბი ლეტროზოლთან კომბინაციაში

პალბოციკლიბის ეფექტურობა ლეტროზოლთან კომბინაციაში შედარდა ლეტროზოლის და პლაცებოს კომბინაციას საერთაშორისო, რანდომიზირებულ, ორმაგ-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად, პარალელურ-ჯგუფიან, მულტიცენტრულ კვლევაში, რომელიც ჩატარდა ER-დადებითი, HER2-უარყოფითი ლოკალური შორსწასული ძუძუს კიბოს მქონე ქალებში, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეზექციას ან რადიაციულ თერაპიას სამკურნალო მიზნით ან მეტასტაზური ძუძუს კიბოს მქონე ქალებში, რომლებსაც არ ჰქონდათ გავლილი წინასწარი სისტემური მკურნალობა მათი შორსწასული დაავადებისთვის.

სულ 666 პოსტმენოპაუზური პერიოდს მქონე ქალი რანდომიზირდა 2:1 პალბოციკლიბის პლუს ლეტროზოლის ჯგუფში ან პლაცებოს პლუს ლეტროზოლის ჯგუფში და მათი სტრატიფიცირება მოხდა შემდეგი პარამეტრების მიხედვით: დაავადების ადგილი (ვისცერალური ან არავისცერალური), დაავადებისგან თავისუფალი ინტერვალი (ნეო) ადუვანტური მკურნალობის დასრულებიდან დაავადების რეციდივამდე (de novo მეტასტაზური vs  12 თვე vs > 12 თვე) და წინა (ნეო) ადუვანტური ანტისიმსივნური თერაპიის ტიპების მიხედვით (წინა ჰორმონალური თერაპია vs წინა ჰორმონალური თერაპიის გარეშე). პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ შორსწასული, სიმპტომატური, ვისცერალური გავრცელება და იმყოფებოდნენ სიცოცხლისათვის საშიში გართულებების რისკის ქვეშ მოკლევადიან პერიოდში (მათ შორის, პაციენტები მასიური უკონტროლო გამონაჟონებით [პლევრალური, პერიკარდიული, პერიტონეალური], ფილტვის ლიმფანგიტით და ღვიძლის 50%-ზე მეტი დაზიანებით), არ იყვნენ დაშვებულები კვლევაში მონაწილეობის მისაღებად.

პაციენტები განაგრძობდნენ დანიშნულ მკურნალობას დაავადების ობიექტურ პროგრესირებამდე, სიმპტომების გაუარესებამდე, მიუღებელ ტოქსიკურობამდე, სიკვდილამდე ან თანხმობის გაუქმებამდე, იმის მიხედვით თუ რომელი აღინიშნებოდა პირველი.

გადაკვეთა სამკურნალო ჯგუფს შორის დაუშვებელი იყო.

პაციენტები კარგად შეესაბამებოდნენ საწყის დემოგრაფიულ და პროგნოზულ მახასიათებლებს პალბოციკლიბს პლუს ლეტროზოლის ჯგუფსა და პლაცებოს პლუს ლეტროზოლის ჯგუფს შორის. ამ კვლევაში ჩართული პაციენტების მედიანური ასაკი იყო 62 წელი (დიაპაზონი 28-89), პაციენტების 48.3% იღებდა ქიმიოთერაპიას, 56.3% იღებდა ანტიჰორმონულ თერაპიას (ნეო) ადუვანტური სქემით ძუძუს შორსწასული კიბოს დიაგნოზამდე, ხოლო პაციენტების 37.2% არ ჰქონდა გავლილი წინასწარი სისტემური თერაპია (ნეო) ადუვანტური სქემით.

პაციენტთა უმრავლესობას (97.4%) საწყის ეტაპზე აღენიშნებოდა მეტასტაზური დაავადება, პაციენტების 23.6%-ს ჰქონდა მხოლოდ ძვლის დაავადება, ხოლო პაციენტების 49.2%-ს ჰქონდა ვისცერალური დაავადება.

კვლევის პირველადი საბოლოო წერტილი იყო პროგრესირების გარეშე გადარჩენა (PFS), რომელიც ფასდებოდა მკვლევარის მიერ მყარ სიმსივნეებში პასუხის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით (RECIST) v1.1. მეორადი ეფექტურობის საბოლოო წერტილები მოიცავდა ობიექტურ პასუხს (OR), კლინიკურად სასარგებლო პასუხს (CBR), უსაფრთხოებას და ცხოვრების ხარისხის ცვლილებას (QoL).

მონაცემთა შეგროვების შეწყვეტის თარიღისთვის, 26-თებერვალი-2016 წ., კვლევამ დააკმაყოფილა მისი ძირითადი მიზანი - PFS-ის გაუმჯობესება. გამოვლენილი რისკის კოეფიციენტი (HR) იყო 0.576 (95%-იანი ნდობის ინტერვალი [CI]: 0.46, 0.72) პალბოციკლიბს პლუს ლეტროზოლის სასარგებლოდ, სტრატიფიცირებული ლოგ-რანგის ტესტით 1-მხრივი p-მნიშვნელობით < 0.000001. პირველადი და მეორადი საბოლოო წერტილების განახლებული ანალიზი ჩატარდა დამატებითი 15 თვის შემდგომი დაკვირვებით (მონაცემთა შეგროვების შეწყვეტის თარიღი: 31-მაისი-2017 წ.). სულ დაფიქსირდა PFS-ის 405 მოვლენა; 245 მოვლენა (55.2%) პალბოციკლიბს პლუს ლეტროზოლის ჯგუფში და 160 (72.1%) შედარების ჯგუფში, შესაბამისად.

მე-6 ცხრილი გვიჩვენებს ეფექტურობის შედეგებს PALOMA-2 კვლევის პირველად და განახლებულ ანალიზებზე დაყრდნობით, რომელიც შეფასებულია მკვლევარის მიერ და დამოუკიდებელი მიმოხილვით.

ცხრილი 6. PALOMA-2 (მკურნალობაში ჩართული პოპულაცია) - ეფექტურობის შედეგები პირველადი და განახლებული მონაცემთა შეგროვების შეწყვეტის თარიღისთვის

პირველადი ანალიზი

(26 თებერვალი 2016 წ. შეგროვების შეწყვეტა)

განახლებული ანალიზი

(31 მაისი 2017 წ, შეგროვების შეწყვეტა)

პანაციბს პლუს ლეტროზოლი

(N = 444)

პლაცებოს პლუს ლეტროზოლი

(N = 222)

პანაციბს პლუს ლეტროზოლი

(N = 444)

პლაცებოს პლუს ლეტროზოლი

(N = 222)

პროგრესირების გარეშე გადარჩენა მკვლევარის შეფასებით

მოვლენების რაოდ. (%)

194 (43.7)

137 (61.7)

245 (55.2)

160 (72.1)

მედიანური PFS [თვეები (95% CI)]

  • 8 (22.1, NE)
  • 5 (12.9, 17.1)
  • 6 (22.4, 30.3)
  • 5 (12.3, 17.1)

რისკის კოეფიციენტი [(95% CI) და p-მნიშვნ.]

  • 576 (0.463, 0.718), p< 0.000001
  • 563 (0.461, 0.687), p< 0.000001

პროგრესირების გარეშე გადარჩენა დამოუკიდებელი შეფასებით

მოვლენების რაოდ. (%)

152 (34.2)

96 (43.2)

193 (43.5)

118 (53.2)

მედიანური PFS [თვეები (95% CI)]

  • 5 (27.4, NE)
  • 3 (16.4, 30.6)
  • 7 (27.7, 38.9)
  • 5 (16.6, 26.6)

რისკის კოეფიციენტი [(95% CI) და p-მნიშვნ.]

  • 653 (0.505, 0.844), p=0.000532
  • 611 (0.485, 0.769), p=0.000012

OR* [% (95% CI)]

  • 4 (41.7, 51.2)
  • 3 (31.9, 45.0)
  • 5 (42.8, 52.3)
  • 7(32.3, 45.5)

OR* გაზომვადი დაავადება [% (95% CI)]

  • 7 (55.2, 65.9)
  • 1 (41.4, 56.9)
  • 4 (57.0, 67.6)
  • 7 (42.0, 57.4)

CBR* [% (95% CI)]

  • 8 (82.2, 88.9)
  • 2 (64.7, 77.0)
  • 6 (82.0, 88.7)
  • 2 (64.7, 77.0)

N=პაციენტთა რაოდენობა; CI=ნდობის ინტერვალი; NE=შეუფასებელი; OR=ობიექტური პასუხი; CBR=კლინიკურად სასარგებლო პასუხი; PFS=პროგრესიის გარეშე გადარჩენა.

  • მეორადი საბოლოო წერტილების შედეგები ეფუძნება დადასტურებულ და დაუდასტურებელ პასუხებს RECIST 1.1-ის მიხედვით.

კაპლან-მეიერის მრუდები PFS-სთვის, რომელიც ეფუძნება განახლებულ შეგროვების შეწყვეტის თარიღს 2017 წლის 31 მაისს, ნაჩვენებია ქვემოთ სურათზე 1.

სურათი 1. კაპლან-მეიერის დიაგრამა - პროგრესირების გარეშე გადარჩენა (მკვლევარის შეფასება, მკურნალობაში ჩართული პოპულაცია) - PALOMA-2 კვლევა (31-მაისი-2017 წ.)

109597860028003237230175260პალბოციკლიბი+ლეტროზოლი

პალბოციკლიბი+ლეტროზოლი

1507635191722პროგრესირების გარეშე გადარჩენის ალბათობა (%)

პროგრესირების გარეშე გადარჩენის ალბათობა (%)

330073036830პლაცებო + ლეტროზოლი

პლაცებო + ლეტროზოლი

დრო (თვე)

რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების რაოდენობა

PAL+LET 444 394 359 327 294 262 239 221 204 192 164 146 83 26 5 2 0

PBO+LET 222 170 147 129 114 97 80 73 61 55 45 37 26 5 2 2 2

PAL= პალბოციკლიბი; LET=ლეტროზოლი; PBO=პლაცებო.

წინასწარ განსაზღვრული PFS ქვეჯგუფის ანალიზების სერია ჩატარდა პროგნოზული ფაქტორების და საბაზისო მახასიათებლების საფუძველზე, რათა გამოკვლეულიყო მკურნალობის ეფექტის შიდა თანმიმდევრულობა. დაავადების პროგრესირების ან სიკვდილიანობის რისკის შემცირება, პალბოციკლიბს პლუს ლეტროზოლის ჯგუფის სასარგებლოდ, დაფიქსირდა პაციენტთა ყველა ცალკეულ ქვეჯგუფში, რომლებიც განისაზღვრა სტრატიფიკაციის ფაქტორებითა და საწყისი მახასიათებლებით პირველად და განახლებულ ანალიზში.

31-მაისი-2017 წ., მონაცემების შეგროვების შეწყვეტის თარიღზე დაყრდნობით, რისკის ეს შემცირება კვლავ შეინიშნებოდა შემდეგ ქვეჯგუფებში: (1) პაციენტები ვისცერალური მეტასტაზებით (HR 0.62 [95% CI: 0.47, 0.81], მედიანური პროგრესია - თავისუფალი გადარჩენა [mPFS] 19.3 თვე vs 12.3 თვე) ან პაციენტები ვისცერალური მეტასტაზების გარეშე (HR 0.50 [95% CI: 0.37, 0.67], mPFS 35.9 vs 17.0 თვე) და (2.) პაციენტები მხოლოდ ძვლის დაავადებით (HR 0.41 [95% CI: 0.26, 0.63], mPFS 36.2 თვე vs 11.2 თვე) ან მხოლოდ ძვლის დაავადების გარეშე (HR 0.62 [95% CI: 0.50, 0.78], mPFS 24.2 თვე vs 14.5 თვე). ანალოგიურად, დაავადების პროგრესირების ან სიკვდილიანობის რისკის შემცირება პალბოციკლიბს პლუს ლეტროზოლის ჯგუფში დაფიქსირდა 512 პაციენტში, რომელთა სიმსივნე დადებითი იყო Rb ცილის ექსპრესიაზე იმუნოჰისტოქიმიით (IHC) (HR 0.543 [95% CI: 0.433, 0.681], mPFS 27.4 თვე vs 13.7 თვე). 51 პაციენტისთვის, რომელთაც აღენიშნებოდათ IHC უარყოფითი Rb ექსპრესიისთვის, სხვაობა სამკურნალო ჯგუფებს შორის არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (HR 0.868 [95% CI: 0.424, 1.777], mPFS 23.2 თვე vs 18.5 თვე), პალბოციკლიბს პლუს ლეტროზოლის ჯგუფის შედარებისას პლაცებოს პლუს ლეტროზოლის ჯგუფთან, შესაბამისად.

დამატებითი ეფექტურობის მაჩვენებლები (OR და პასუხის დრო [TTR]), შეფასებული პაციენტების ქვეჯგუფებში, რომლებსაც ჰქონდათ ან არ ჰქონდათ ვისცერიული დაავადები, რომლიც ეყრდნობა 31-მაისი-2017 წ.-ის განახლებულ მონაცემთა შეგროვების შეწყვეტის თარიღს, ნაჩვენებია მე-7 ცხრილში.

ცხრილი 7. ეფექტურობის შედეგები პაციენტებში ვისცერალური ან არავისცერალური დაავადებით PALOMA-2-ის კვლევიდან (მკურნალობაში ჩართული პოპულაცია; 31-მაისი-2017 წ. მონაცემების შეგროვების შეწყვეტის თარიღი)

ვისცერალური დაავადება

არავისცერალური დაავადება

პანაციბს პლუს ლეტროზოლი

(N=214)

პლაცებოს პლუს ლეტროზოლი

(N=110)

პანაციბს პლუს ლეტროზოლი

(N=230)

პლაცებოს პლუს ლეტროზოლი

(N=112)

OR [% (95% CI)]

  • 8

(52.9, 66.4)

  • 4

(36.8, 56.1)

  • 1

(29.9, 42.7)

  • 3

(22.8, 40.7)

TTR, მედიანური [თვე

(დიაპაზონი)]

  • 4

(2.0, 30.4)

  • 3

(2.6, 27.9)

  • 0

(2.1, 27.8)

  • 5

(2.6, 22.2)

N=პაციენტთა რაოდენობა; CI=ნდობის ინტერვალი; OR=ობიექტური პასუხი დაფუძნებული დადასტურებულ და დაუდასტურებელ პასუხებზე RECIST 1.1-ის მიხედვით; TTR = დრო სიმსივნის პირველ პასუხამდე.

განახლებული ანალიზების დროს, მედიანური დრო რანდომიზირებიდან მეორე მომდევნო თერაპიამდე იყო 38.8 თვე პალბოციკლიბს + ლეტროზოლის ჯგუფში და 28.8 თვე პლაცებოს + ლეტროზოლის ჯგუფში, HR 0.73 (95% CI: 0.58, 0.91).

PALOMA-2 კვლევის საბოლოო OS ანალიზის შედეგები წარმოდგენილია მე-8 ცხრილში. მედიანური შემდგომი დაკვირვების 90 თვის შემდეგ, OS-ის საბოლოო შედეგები არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი. OS-ის კაპლან-მეიერის დიაგრამა ნაჩვენებია მე-2 სურათზე.

ცხრილი 8. PALOMA-2 (მკურნალობაში ჩართული პოპულაცია) – გადარჩენის საბოლოო შედეგები

საბოლოო საერთო გადარჩენა (OS) (2021 წლის 15 ნოემბერი მონაცემების შეგროვების შეწყვეტის თარიღი)

პანაციბს პლუს ლეტროზოლი

(N=444)

პლაცებოს პლუს ლეტროზოლი

(N=222)

მოვლენების რაოდენობა (%)

273 (61.5)

132 (59.5)

დაკვირვების პროცესში დარჩენილი სუბიექტების რაოდენობა (%)

112 (25.2)

43 (19.4)

მედიანური OS (თვეები [95% CI])

  • 9 (49.8, 60.8)
  • 2 (43.7, 58.9)

რისკის კოეფიციენტი (95% CI) და p-მნიშვნელობა†

  • 956 (0.777, 1.177), p=0.6755†*

CI = ნდობის ინტერვალი.

  • არ არის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი.

† ორმხრივი p-მნიშვნელობა ლოგ-რანგის ტესტიდან, სტრატიფიცირებული დაავადების ადგილის მიხედვით (ვისცერალური VS არავისცერალური) თითოეულ რანდომიზაციაზე.

სურათი 2. კაპლან-მეიერის საერთო გადარჩენის დიაგრამა (მკურნალობაში ჩართული პოპულაცია) - PALOMA-2

13216852759500341433885034პალბოციკლიბი+ლეტროზოლი

პალბოციკლიბი+ლეტროზოლი

3478193108641პლაცებო + ლეტროზოლი

პლაცებო + ლეტროზოლი

171281289430საერთო გადარჩენის ალბათობა (%)

საერთო გადარჩენის ალბათობა (%)

დრო (თვე)

რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების რაოდენობა

PAL+LET 444

400

325

280

222

174

145

128

13

0

PBO+LET 222

203

168

126

95

72

60

53

4

0

PAL= პალბოციკლიბი; LET=ლეტროზოლი; PBO=პლაცებო.

რანდომიზებული მე-3 ფაზის კვლევა PALOMA-3: პანაციბის კომბინაცია ფულვესტრანტთან

პალბოციკლიბის ეფექტურობა ფულვესტრანტთან კომბინაციაში შედარდა ფულვესტრანტს პლუს პლაცებოს კომბინაციას საერთაშორისო, რანდომიზირებულ, ორმაგ-ბრმა, პარალელურ-ჯგუფიან, მულტიცენტრულ კვლევაში, რომელიც ჩატარდა HR-დადებითი, HER2-უარყოფითი ლოკალური შორსწასული ძუძუს კიბოს მქონე ქალებში, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეზექციას ან რადიაციულ თერაპიას სამკურნალო მიზნით ან მეტასტაზური ძუძუს კიბოს მქონე ქალებში, მიუხედავად მათი მენოპაუზის სტატუსისა, რომელთა დაავადება პროგრესირებდა წინა ენდოკრინული თერაპიის შემდეგ (ნეო), ჩატარებული ადუვანტური ან მეტასტაზური სქემით.

სულ 521 პრე/პერი- და პოსტმენოპაუზური პერიოდს მქონე ქალი, რომლებიც პროგრესირებდნენ ადუვანტური ენდოკრინული თერაპიის დასრულებიდან ან 12 თვის განმავლობაში ან შორსწასული დაავადების სამკურნალო წინა ენდოკრინული თერაპიიდან 1 თვის განმავლობაში, რანდომიზირდა 2:1 პალბოციკლიბს პლუს ფულვესტრანტის ან პლაცებოს პლუს ფულვესტრანტის ჯგუფში და სტრატიფიცირება მოხდა შემდეგი პარამეტრების მიხედვით: წინა ჰორმონალური თერაპიის მიმართ დოკუმენტირებული მგრძნობელობა, მენოპაუზის სტატუსი კვლევაში ჩართვისას (პრე/პერი- vs პოსტმენოპაუზური) და ვისცერალური მეტასტაზების არსებობა. პრე/პერიმენოპაუზური პერიოდს მქონე ქალებმა მიიღეს LHRH-ის აგონისტი გოსერელინი. პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ შორსწასული/მეტასტაზური, სიმპტომატური, ვისცერალური გავრცელება და იმყოფებოდნენ სიცოცხლისათვის საშიში გართულებების რისკის ქვეშ მოკლევადიან პერიოდში (მათ შორის, პაციენტები მასიური უკონტროლო გამონაჟონებით [პლევრალური, პერიკარდიული, პერიტონეალური], ფილტვის ლიმფანგიტით და ღვიძლის 50%-ზე მეტი დაზიანებით), არ იყვნენ დაშვებულები კვლევაში მონაწილეობის მისაღებად.

პაციენტები განაგრძობდნენ დანიშნულ მკურნალობას დაავადების ობიექტურ პროგრესირებამდე, სიმპტომების გაუარესებამდე, მიუღებელ ტოქსიკურობამდე, სიკვდილამდე ან თანხმობის გაუქმებამდე, იმის მიხედვით თუ რომელი აღინიშნებოდა პირველი.

გადაკვეთა სამკურნალო ჯგუფს შორის დაუშვებელი იყო.

პაციენტები კარგად შეესაბამებოდნენ საწყის დემოგრაფიულ და პროგნოზულ მახასიათებლებს პალბოციკლიბს პლუს ფულვესტრანტის ჯგუფსა და პლაცებოს პლუს ფულვესტრანტის ჯგუფს შორის. ამ კვლევაში ჩართული პაციენტების მედიანური ასაკი იყო 57 წელი (დიაპაზონი 29, 88). თითოეულ სამკურნალო ჯგუფში პაციენტების უმეტესობა იყო თეთრკანიანი, ჰქონდა დადასტურებული მგრძნობელობა წინა ჰორმონალური თერაპიის მიმართ და იყო პოსტმენოპაუზურ პერიოდში.

პაციენტების დაახლოებით 20% იყო პრე/პერიმენოპაუზურ პერიოდში. ყველა პაციენტმა გაიარა წინა სისტემური თერაპია და პაციენტების უმეტესობამ თითოეულ სამკურნალო ჯგუფში გაიარა წინა ქიმიოთერაპიის რეჟიმი მათი პირველადი დიაგნოზისთვის. ნახევარზე მეტს (62%) ჰქონდა ECOG PS 0, 60%-ს ჰქონდა ვისცერალური მეტასტაზები, ხოლო 60%-ს ჰქონდა მიღებული 1-ზე მეტი ჰორმონალური რეჟიმი მათი პირველადი დიაგნოზისთვის.

კვლევის პირველადი საბოლოო წერტილი იყო პროგრესირების გარეშე გადარჩენა (PFS), რომელიც ფასდებოდა მკვლევარის მიერ RECIST 1.1-ის მიხედვით. დამხმარე PFS ანალიზები ეფუძნებოდა დამოუკიდებელ ცენტრალურ რადიოლოგიურ მიმოხილვას. მეორადი საბოლოო წერტილები მოიცავდა: ობიექტურ პასუხს (OR), კლინიკურად სასარგებლო პასუხს (CBR), უსაფრთხოებას და დროის გაუარესებამდე (TTD) ტკივილის საბოლოო წერტილში.

კვლევა აკმაყოფილებდა მკვლევარის მიერ შეფასებული PFS-ის გახანგრძლივების მთავარ საბოლოო წერტილს შუალედურ ანალიზში, რომელიც ჩატარდა დაგეგმილი PFS მოვლენების 82%-ში; შედეგებმა გადალახა წინასწარ განსაზღვრული ჰეიბიტლ-პეტოს (Haybittle-Peto) ეფექტურობის ზღვარი (α=0.00135), რაც აჩვენებს PFS-ის სტატისტიკურად მნიშვნელოვან გახანგრძლივებას და კლინიკურად მნიშვნელოვან მკურნალობის ეფექტს.

ეფექტურობის მონაცემების უფრო დამუშავებული განახლება მოცემულია მე-9 ცხრილში.

45 თვიანი მედიანური დაკვირვების შემდეგ, OS-ის საბოლოო ანალიზი ჩატარდა 310 მოვლენის საფუძველზე (რანდომიზებული პაციენტების 60%). დაფიქსირდა 6.9 თვიანი სხვაობა მედიანურ OS-ში პალბოციკლიბს პლუს ფულვესტრანტის ჯგუფში პლაცებოს პლუს ფულვესტრანტის ჯგუფთან შედარებით; ეს შედეგი არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი წინასწარ განსაზღვრულ მნიშვნელოვნების დონეზე 0.0235 (ცალმხრივი). პლაცებოს პლუს ფულვესტრანტის ჯგუფში, რანდომიზირებული პაციენტების 15.5%-მა მიიღო პალბოციკლიბი და სხვა CDK-ის ინჰიბიტორები, როგორც პროგრესირების შემდგომი თანმდევი მკურნალობა.

მკვლევარის მიერ შეფასებული PFS და PALOMA-3-ის კვლევის საბოლოო OS მონაცემების შედეგები წარმოდგენილია მე-9 ცხრილში. შესაბამისი კაპლან-მეიერის მრუდები მოცემულია მე-3 და მე-4 სურათებზე.

ცხრილი 9. ეფექტურობის შედეგები - PALOMA-3 კვლევა (მკვლევარის შეფასება, მკურნალობაში ჩართული პოპულაცია)

განახლებული ანალიზი

(23 ოქტობერი 2015 წ, შეგროვების შეწყვეტა)

პანაციბს პლუს

ფულვესტრანტი (N=347)

პლაცებოს პლუს

ფულვესტრანტი (N=174)

პროგრესირების გარეშე გადარჩენა (PFS)

მოვლენების რაოდენობა (%)

200 (57.6)

133 (76.4)

მედიანური [თვეები (95% CI)]

  • 2 (9.5, 12.9)
  • 6 (3.5, 5.6)

რისკის კოეფიციენტი (95% CI) და p-მნიშვნელობა

  • 497 (0.398, 0.620), p< 0.000001

მეორადი ეფექტურობის საბოლოო წერტილები

OR [% (95% CI)]

  • 2 (21.7, 31.2)
  • 8 (9.0, 19.8)

OR (გაზომვადი დაავადება) [% (95% CI)]

  • 7 (28.1, 39.7)
  • 4 (11.5, 24.8)

CBR [% (95% CI)]

  • 0 (62.8, 72.9)
  • 7 (32.3, 47.3)

საბოლოო საერთო გადარჩენა (OS)

(13 აპრილი 2018 წ., შეგროვების შეწყვეტა)

მოვლენების რაოდენობა (%)

201 (57.9)

109 (62.6)

მედიანური [თვეები (95% CI)]

  • 9 (28.8, 40.0)
  • 0 (23.6, 34.6)

რისკის კოეფიციენტი (95% CI) და p-მნიშვნელობა†

  • 814 (0.644, 1.029)

p=0.0429†*

CBR=კლინიკურად სასარგებლო პასუხი; CI=ნდობის ინტერვალი; N=პაციენტთა რაოდენობა; OR = ობიექტური პასუხი. მეორადი საბოლოო წერტილის შედეგები ეფუძნება დადასტურებულ და დაუდასტურებელ პასუხებს RECIST 1.1-ის მიხედვით.

  • არ არის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი.

† ცალმხრივი p-მნიშვნელობა ლოგ-რანგის ტესტიდან, სტრატიფიცირებული ვისცერალური მეტასტაზების არსებობით და წინა ენდოკრინული თერაპიისადმი მგრძნობელობით თითოეულ რანდომიზაციაზე.

1782156501264პროგრესირების გარეშე გადარჩენის ალბათობა (%)

პროგრესირების გარეშე გადარჩენის ალბათობა (%)

სურათი 3. კაპლან-მეიერის დიაგრამა - პროგრესირების გარეშე გადარჩენა (მკვლევარის შეფასება, მკურნალობაში ჩართული პოპულაცია) – PALOMA-3-ის კვლევა (2015 წლის 23 ოქტომბერი, შეგროვების შეწყვეტა)

14084302095500325437585090პალბოციკლიბი+ფულვესტრანტი

პალბოციკლიბი+ფულვესტრანტი

3312465149225პლაცებო + ფულვესტრანტი

პლაცებო + ფულვესტრანტი

დრო (თვე)

რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების რაოდენობა

PAL+FUL 347 276 245 215 189 168 137 69 38 12 2 1

PBO+FUL 174 112 83 62 51 43 29 15 11 4 1 0

FUL=ფულვესტრანტი; PAL=პალბოციკლიბი; PBO=პლაცებო

პალბოციკლიბს პლუს ფულვესტრანტის ჯგუფში დაავადების პროგრესირების ან სიკვდილიანობის რისკის შემცირება დაფიქსირდა პაციენტების ყველა ცალკეულ ქვეჯგუფში, რომელიც განისაზღვრა სტრატიფიკაციის ფაქტორებითა და საწყისი მახასიათებლებით. ეს აშკარა იყო პრე/პერიმენოპაუზური პერიოდის მქონე ქალებში (HR 0.46 [95% CI: 0.28, 0.75]) და პოსტმენოპაუზური პერიოდის მქონე ქალებში (HR 0.52 [95% CI: 0.40, 0.66]) და პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ ვისცერალური ორგანოების მეტასტაზური დაზიანება (HR of 0.50 [95% CI: 0.38, 0.65]) და არავისცერალური ორგანოების მეტასტაზური დაზიანება (HR 0.48 [95% CI: 0.33, 0.71]). ასევე, სასარგებლო ეფექტი დაფიქსირდა მეტასტაზური დაზიანებისთვის ჩატარებული წინა თერაპიის ხაზების მიუხედავად, როგორც 0-თვის (HR 0.59 [95% CI: 0.37, 0.93]), 1 (HR 0.46 [95% CI: 0.32, 0.64]), 2 (HR 0.48 [95% CI: 0.30, 0.76]), ასევე ≥ 3 ხაზითვის (HR 0.59 [95% CI: 0.28, 1.22]).

სურათი 4. კაპლან-მეიერის საერთო გადარჩენის დიაგრამა (მკურნალობაში ჩართული პოპულაცია) - PALOMA-3-ის კვლევა (2018 წლის 13 აპრილი, შეგროვების შეწყვეტა)

276635073628პალბოციკლიბი+ფულვესტრანტი

პალბოციკლიბი+ფულვესტრანტი

9334507620000

12989458255საერთო გადარჩენის ალბათობა (%)

საერთო გადარჩენის ალბათობა (%)

280854965671პლაცებო + ფულვესტრანტი

პლაცებო + ფულვესტრანტი

დრო (თვე)

რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების რაოდენობა

11578783995PAL+FUL 347

321

286

247

209

165

148

126

17

0

PBO+FUL 174

155

135

115

86

68

57

43

7

0

PAL+FUL 347

321

286

247

209

165

148

126

17

0

PBO+FUL 174

155

135

115

86

68

57

43

7

0

FUL=ფულვესტრანტი; PAL=პალბოციკლიბი; PBO=პლაცებო

დამატებითი ეფექტურობის მაჩვენებლები (OR და TTR) შეფასებულია ვისცერალური დაავადების მქონე ან არმქონე პაციენტების ქვეჯგუფებში და ნაჩვენებია მე-10 ცხრილში.

ცხრილი 10. ეფექტურობის შედეგები პაციენტებში ვისცერალური ან არავისცერალური დაავადებით PALOMA-3-ის კვლევიდან (მკურნალობაში ჩართული პოპულაცია)

ვისცერალური დაავადება

არავისცერალური დაავადება

პანაციბს პლუს ფულვესტრანტი

(N=206)

პლაცებოს პლუს ფულვესტრანტი

(N=105)

პანაციბს პლუს ფულვესტრანტი

(N=141)

პლაცებოს პლუს ფულვესტრანტი

(N=69)

OR [% (95% CI)]

  • 0

(28.5, 41.9)

  • 3

(7.5, 21.4)

  • 5

(8.3, 20.2) …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

შეფუთვის ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისთვის

პანაციბი 75 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

პანაციბი 100 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

პანაციბი 125 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

პალბოციკლიბი

ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ მისცეთ იგი სხვა პირებს. ამ პრეპარატმა შეიძლება ავნოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ დაავადების ისეთივე ნიშნები აქვთ, როგორიც თქვენ.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. მათ შორის ისეთი გვერდითი მოვლენების აღნიშვნის შემთხვევაშიც, რომელიც მოცემული არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

წინამდებარე ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

რას წარმოადგენს პანაციბი და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ პანაციბის მიღებამდე

როგორ მიიღება პანაციბი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორ ინახება პანაციბი

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს პანაციბი და რისთვის გამოიყენება

პანაციბი არის კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც შეიცავს მოქმედ ნივთიერებას -პალბოციკლიბს.

პალბოციკლიბი ბლოკავს ცილებს - ციკლინდამოკიდებული კინაზა 4 და 6, რომლებიც არეგულირებენ კიბოს უჯრედების ზრდას და გაყოფას. ამ ცილების ბლოკირებამ შეიძლება შეანელოს კიბოს უჯრედების ზრდა და შეაფერხოს კიბოს პროგრესირება.

პანაციბი გამოიყენება ძუძუს კიბოს გარკვეული ტიპის მქონე პაციენტების სამკურნალოდ (ჰორმონ-რეცეპტორ დადებითი, ადამიანის ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორი 2), რომლებიც გავრცელდა პირველადი სიმსივნისგან დამოუკიდებლად და/ან სხვა ორგანოებზე. იგი ინიშნება არომატაზას ინჰიბიტორებთან ან ფულვესტრანტთან ერთად, რომლებიც გამოიყენება როგორც ჰორმონალური კიბოს საწინააღმდეგო თერაპია.

  • რა უნდა იცოდეთ პანაციბის მიღებამდე

არ მიიღოთ პანაციბი:

თუ გაქვთ ალერგია პალბოციკლიბის ან ამ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე სხვა ინგრედიენტის (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში) მიმართ;

პანაციბის მიღებისას თავიდან უნდა იქნას აცილებული კრაზანას (St. John’s Wort) შემცველი პრეპარატების გამოყენება (მცენარეული საშუალება, რომელიც გამოიყენება მსუბუქი დეპრესიისა და შფოთვის სამკურნალოდ).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

პანაციბის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ფარმაცევტს ან ექთანს.

პანაციბმა შესაძლოა შეამციროს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა და დაასუსტოს თქვენი იმუნური სისტემა. ამიტომ, თქვენ შეიძლება გქონდეთ ინფექციის განვითარების უფრო მაღალი რისკი პანაციბის მიღებისას.

აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ აღგენიშნებათ ინფექციის ისეთი ნიშნები ან სიმპტომები, როგორიცაა შემცივნება ან ცხელება.

მკურნალობის დროს რეგულარულად გაგიკეთდებათ სისხლის ანალიზი, რათა შემოწმდეს მოქმედებს თუ არა პანაციბი თქვენს სისხლის უჯრედებზე (სისხლის თეთრ უჯრედებზე, სისხლის წითელ უჯრედებზე და თრომბოციტებზე).

პანაციბმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შედედება ვენებში. აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ აღგენიშნებათ ვენებში სისხლის შედედების ისეთი ნიშნები ან სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი ან რიგიდობა, შეშუპება და სიწითლე დაზიანებულ ფეხში (ან მკლავში), ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი ან თავბრუსხვევა.

პანაციბმა შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების მძიმე ან სიცოცხლისათვის საშიში ანთება , რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ გაქვთ რაიმე ახალი ან გაუარესებული სიმპტომი, მათ შორის:

სუნთქვის გაძნელება ან ქოშინი;

მშრალი ხველა;

ტკივილი გულ-მკერდის არეში.

ბავშვები და მოზარდები

პანაციბი არ გამოიყენება ბავშვებსა ან მოზარდებში (18 წლამდე ასაკის).

სხვა სამკურნალო საშუალებები და პანაციბი

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპატატები. პანაციბმა შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი სხვა პრეპარატის მოქმედებაზე.

კერძოდ, შემდეგმა პრეპარატებმა შეიძლება გაზარდოს გვერდითი მოვლენების რისკი პანაციბთან ერთად მიღებისას:

ლოპინავირი, ინდინავირი, ნელფინავირი, რიტონავირი, ტელაპრევირი და საქვინავირი, რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციის/შიდსის სამკურნალოდ.

კლარითრომიცინის და ტელითრომიცინის ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.

ვორიკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი და პოზაკონაზოლი, რომლებიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ.

ნეფაზოდონი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ.

შემდეგმა პრეპარატებმა შეიძლება გაზარდოს გვერდითი მოვლენების რისკი პანაციბთან ერთად მიღებისას:

ქინიდინი ზოგადად გამოიყენება გულის რითმის პრობლემების სამკურნალოდ.

კოლხიცინი, რომელიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ.

პრავასტატინი და როზუვასტატინი, რომელიც გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი დონის სამკურნალოდ.

სულფასალაზინი, რომელიც გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ.

ალფენტანილი, რომელიც გამოიყენება ქირურგიაში ანესთეზიისთვის; ფენტანილი, რომელიც გამოიყენება წინასწარ პროცედურებში, როგორც ტკივილგამაყუჩებელი და ასევე საანესთეზიო საშუალება.

ციკლოსპორინი, ევეროლიმუსი, ტაკროლიმუსი და სიროლიმუსი, რომლებიც გამოიყენება ტრანსპლანტაციისას ორგანოთა შეუთავსებლობის პროფილაქტიკისთვის.

დიჰიდროერგოტამინი და ერგოტამინი, რომელიც გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ.

პიმოზიდი, რომელიც გამოიყენება შიზოფრენიის და ქრონიკული ფსიქოზის სამკურნალოდ.

შემდეგმა პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ პანაციბის ეფექტურობა:

კარბამაზეპინი და ფენიტოინი, რომლებიც გამოიყენება კრუნჩხვების ან გულყრების სამკურნალოდ.

ენზალუტამიდი, პროსტატის კიბოს სამკურნალო საშუალება.

რიფამპინი, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის (TB) სამკურნალოდ.

კრაზანა (St. John’s Wort), მცენარეული საშუალება, რომელიც გამოიყენება მსუბუქი დეპრესიისა და შფოთვის სამკურნალოდ.

პანაციბი საკვებთან და სასმელთან ერთად

პანაციბის ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

მოერიდეთ გრეიპფრუტს და გრეიპფრუტის წვენის მოხმარებას პანაციბის მიღებისას, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს პანაციბის გვერდითი მოვლენები.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

არ გამოიყენოთ პანაციბი თუ ხართ ორსულად.

პანაციბის მიღებისას მოერიდეთ დაორსულებას.

თუ არსებობს თქვენი ან თქვენი პარტნიორის დაორსულების რისკი, განიხილეთ კონტრაცეფციის საკითხი თქვენს ექიმთან.

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

რეპროდუქციული ასაკის ქალებმა, რომლებიც იღებენ ამ სამკურნალო საშუალებას, ან მათმა მამაკაცმა პარტნიორებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ადეკვატური მეთოდები (მაგ., ორმაგი ბარიერის კონტრაცეფცია, როგორიცაა პრეზერვატივი და დიაფრაგმა). ეს მეთოდები გამოყენებული უნდა იქნას თერაპიის დროს და თერაპიის დასრულებიდან მინიმუმ 3 კვირის განმავლობაში ქალებისთვის და მინიმუმ 14 კვირის განმავლობაში მამაკაცებისთვის.

ძუძუთი კვება

პანაციბის მიღებისას არ კვებოთ ბავშვი ძუძუთი. უცნობია გამოიყოფა თუ არა პანაციბი დედის რძეში.

ფერტილობა

პალბოციკლიბმა შეიძლება შეამციროს ნაყოფიერება მამაკაცებში.

ამიტომ, მამაკაცებმა უნდა განიხილონ სპერმის შენახვა პანაციბის მიღებამდე.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება

დაღლილობა პანაციბის ძალიან გავრცელებული გვერდითი მოვლენაა. თუ გრძნობთ უჩვეულო დაღლილობას, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობის დროს.

  • როგორ მიიღება პანაციბი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზაა პანაციბის 125 მგ-ის მიღება დღეში ერთხელ 3 კვირის განმავლობაში, რასაც მოჰყვება 1 კვირა პანაციბის მიღების გარეშე. თქვენი ექიმი გეტყვით პანაციბის რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ.

თუ პანაციბის მიღებისას აღგენიშნებათ გარკვეული გვერდითი მოვლენები (იხ. პარაგრაფი 4 „შესაძლო გვერდითი მოვლენები“), თქვენმა ექიმმა შეიძლება შეგიმციროთ დოზა ან შეგაწყვეტონოთ მკურნალობა, დროებით ან სამუდამოდ. დოზა შეიძლება შემცირდეს ერთ-ერთ სხვა არსებულ დოზამდე - 100 მგ ან 75 მგ.

პანაციბი მიიღება დღეში ერთხელ, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს ყოველ დღე, საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

გადაყლაპეთ ტაბლეტი ერთი ჭიქა წყლის დაყოლებით. არ ჩაღეჭოთ ან დააქუცმაცოთ ტაბლეტები. არ გაყოთ ტაბლეტები გადაყლაპვამდე. არ შეიძლება ტაბლეტის მიღება, თუ ის გატეხილია, დაბზარულია ან სხვაგვარად არის დაზიანებული.

თუ მიიღეთ პანაციბი დანიშნულზე მეტი რაოდენობით

თუ მიიღეთ პანაციბი ჭარბი რაოდენობით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან სასწრაფოდ წადით საავადმყოფოში. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო მკურნალობა.

თან იქონიეთ მუყაოს კოლოფი და ეს ფურცელი-ჩანართი, რათა ექიმმა იცოდეს რა მიიღეთ.

თუ დაგავიწყდათ პანაციბი მიღება

თუ გამოტოვეთ დოზა ან გქონდათ ღებინება, შემდეგი დოზა მიიღეთ დაგეგმილის მიხედვით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტების ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ პანაციბის მიღებას

არ შეწყვიტოთ პანაციბის მიღება, თუ თქვენი ექიმი არ გეტყვით.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი:

ცხელება, შემცივნება, სისუსტე, ქოშინი, სისხლდენა ან ადვილად წარმოქმნადი სისხლჩაქცევები, რაც შეიძლება იყოს სისხლის მხრივ სერიოზული დარღვევის ნიშანი.

სუნთქვის გაძნელება, მშრალი ხველა ან ტკივილი გულმკერდის არეში, რაც შეიძლება იყოს ფილტვების ანთების ნიშანი.

ფეხის მტკივნეული შეშუპება, ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი, აჩქარებული სუნთქვა ან გულისცემის აჩქარება, რადგან ეს შეიძლება იყოს ვენაში სისხლის შედედების ნიშნები (რომელიც შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1 ადამიანში).

პანაციბის სხვა გვერდითი მოვლენები შეიძლება მოიცავდეს:

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):

ინფექციები;

სისხლის თეთრი უჯრედების, სისხლის წითელი უჯრედების და თრომბოციტების შემცირება;

დაღლილობის შეგრძნება;

მადის დაქვეითება;

პირის ღრუს და ტუჩების ანთება (სტომატიტი), გულისრევა, ღებინება, დიარეა; გამონაყარი;

თმის ცვენა;

სისუსტე;

ცხელება;

პათოლოგიები ღვიძლისმიერ სისხლის ანალიზებში;

კანის სიმშრალე.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1 ადამიანში):

ცხელება სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შეიცირებით (ფებრილური ნეიტროპენია);

მხედველობის დაბინდვა, ცრემლდენის მომატება, თვალის სიმშრალე;

გემოვნების შეცვლა (დისგეუზია);

ცხვირიდან სისხლდენა;

ხელების და/ან ფეხის გულების სიწითლე, ტკივილი, აქერცვლა, შეშუპება და დაწყლულება (პალმარ-პლანტარული ერითროდისესთეზიის სინდრომი [PPES]).

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 ადამიანში):

კანის ანთება, რომელიც იწვევს წითელ ქერცლიან ლაქებს და შესაძლოა გამოვლინდეს სახსრების ტკივილთან და ცხელებასთან ერთად (კანის წითელი მგლურა [CLE]).

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ექთანს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენები შესახებ პირდაპირ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით, რომელიც მოცემულია V დანართში. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

  • როგორ ინახება პანაციბი

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება ორიგინალ შეფუთვაში, 25°С-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ (“EXP”). ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.

ეს სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს. შეინახეთ ორიგინალურ ბლისტერში ტენიანობისგან დასაცავად.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შეამჩნევთ, რომ შეფუთვა დაზიანებულია ან აღენიშნება გაყალბების ნიშნები.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს პანაციბი

მოქმედი ნივთიერებაა პალბოციკლიბი. პანაციბის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამოდის სხვადასხვა დოზით:

პანაციბი 75 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 75 მგ პალბოციკლიბს.

პანაციბი 100 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ პალბოციკლიბს.

პანაციბი 125 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 125 მგ პალბოციკლიბს.

სხვა ინგრედიენტებია:

ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, კროსპოვიდონი, კოპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, სუქცინის მჟავა, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი.

აპკიანი საფარი: ოპადრი 03K140024 ვარდისფერი ან ოპადრი 03K240007 წითელი [ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიაცეტინი, რკინის ოქსიდის წითელი].

პანაციბის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

პანაციბი 75 მგ: ვარდისფერი ფერის, მრგვალი ორმხრივამოზნექილი გარსით დაფარული ტაბლეტი ერთ მხარეს "L"-ით და მეორე მხარეს წარწერის გარეშე.

პანაციბი 100 მგ: წითელი ფერის, ოვალური ორმხრივამოზნექილი გარსით დაფარული ტაბლეტი ერთ მხარეს "I"-ით და მეორე მხარეს წარწერის გარეშე.

პანაციბი 125 მგ: ვარდისფერი ფერის, ოვალური ორმხრივამოზნექილი გარსით დაფარული ტაბლეტი ერთ მხარეს "H"-ით და მეორე მხარეს წარწერის გარეშე.

პანაციბი 75 მგ, 100 მგ და 125 მგ ტაბლეტები შეფუთულია მუყაოს კოლოფში 21 ტაბლეტის ოდენობით.

პანაციბი 75 მგ, 100 მგ და 125 მგ შეფუთულია ბლისტერში 7 ტაბლეტის ოდენობით, 3 ბლისტერი შეფუთულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი

შპს „ავერსი-ფარმა“

აღმაშენებლის გამზ. 148

0112 თბილისი, საქართველო

პროდუქტის ლიცენზიის მფლობელი:

სინტონ ბვ (Synthon BV)

მიკროვეგ 22

6545 სმ ნეიმეგენი

Ნიდერლანდები

მწარმოებელი სინტონ ჰისპანია ს.ლ. (Synthon Hispania, S.L.)

C/ კასტელო (Castelló), Nº1,

სენტ ბოი დე ლობრეგატი (Sant Boi de Llobregat),

08830 ბარსელონა, ესპანეთი

ფურცელი-ჩანართი ბოლოს გადაიხედა 20.12.2023

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა