პანანგინი
PANANGIN®
პრეპარატი ნაჩვენებია დამატებითი თერაპიის სახით გულის ქრონიკული დაავადებების (გულის უკმარისობის დროს, პოსტინფარქტულ პერიოდში), გულის რითმის დარღვევების, უპირატესად პარკუჭოვანი არითმიების დროს. დამატებითი თერაპიის სახით ფუტკარას პრეპარატებთან კომბინაციაში.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ასპარტატი (aspartate)
- ფორმა და შეფუთვა
- (45.2მგ+40მგ)/მლ 10მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მინის ამპულა №5 (1X5)
- მწარმოებელი
- GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სისხლის შემცვლელი და საპერფუზიო ხსნარები, ელექტროლიტურ ბალანსზე მოქმედი ხსნარები
- ATC კოდი
- B05BB01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043724
- რეგისტრირებულია
- 31 ივლისი 2025, მოქმედებს 31 ივლისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- GEDEON RICHTER Plc (უნგრეთი)
- განმცხადებელი
- ღსს გედეონ რიხტერის წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პანანგინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატი ნაჩვენებია დამატებითი თერაპიის სახით გულის ქრონიკული დაავადებების (გულის უკმარისობის დროს, პოსტინფარქტულ პერიოდში), გულის რითმის დარღვევების, უპირატესად პარკუჭოვანი არითმიების დროს.
დამატებითი თერაპიის სახით ფუტკარას პრეპარატებთან კომბინაციაში.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური გამოყენებისათვის. ამისათვის 1-2 ამპულის შიგთავსი უნდა გაიხსნას გლუკოზის 5%–იან ხსნარში, რომელიც შეიყვანება ნელი წვეთოვანი ინტრავენური ინფუზიის სახით. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება აღნიშნული დოზის გამეორება 4-6 საათის შემდეგ. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია კომბინირებული თერაპიისათვის.
უკუჩვენებები
თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა, ადისონის დაავადება, III ხარისხის ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა, კარდიოგენული შოკი (არტერიული წნევა < 90 mmHg).
ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერებების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც მოცემულია პუნტში „შემადგენლობა“.
სიფრთხილის ზომები
სწრაფმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს სახის ჰიპერემია.
განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო პრეპარატის დანიშვნისას ჰიპერკალიემიით მიმდინარე დაავადებების მქონე პაციენტებში. აღნიშნული კატეგორიის პაციენტებში რეკომენდებულია სისხლის შრატში ელექტროლიტების კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
კალიუმისდამზოგველ შარდმდენებთან და/ან აგფ-ის ინჰიბიტორებთან ერთად პრეპარატის დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პაციენტების აღნიშნულ კატეგორიაში პრეპარატის მავნე ზემოქმედების ფაქტები დღემდე არ დაფიქსირებულა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
შეფუთვა
10 მლ საინფუზიო ხსნარის კონცენტრატი უფერო შუშის ამპულაში წერტილით გატეხვისათვის. 10 მლ–იანი 5 ამპულა პლასტმასის კონტურულ შეფუთვაში, 1 კონტურული პლასტმასის შეფუთვა მოთავსებულია მუყაოს კოლფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
გვერდითი მოვლენები
დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ
ძალიან სწრაფად შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემიის/ჰიპერმაგნიემიის სიმპტომები.
შეტყობინება სავარაუდო არასასურველი რეაქციების შესახებ
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მიღებული არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება ძალზე მნიშვნელოვანია. ეს სარგებელი/რისკის თანაფარდობის მონიტორინგის გაგრძელების საშუალებას იძლევა. ჯანდაცვის მუშაკებს სთხოვენ აცნობონ ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ ანგარიშგების ეროვნული სისტემის გამოყენებით.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული გვერდითი მოვლენა დამძიმდა, ან თუ შენიშნეთ ნებისმიერი სხვა გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში, აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს.
ჭარბი დოზა
ჭარბი დოზის შემთხვევები დღემდე აღწერილი არ არის. დოზის გადაჭარბების დროს ჰიპერკალიემიის და ჰიპერმაგნიემიის სიმპტომების განვითარების რისკი მატულობს.
ჰიპერკალიემიის სიმპტომები: დაღლილობა, კუნთების სისუსტე, პარესთეზიები, ცნობიერების დაბინდვა, გულის ფუნქციის დარღვევები (ბრადიკარდია, ატრივენტრიკულური ბლოკადა, არითმიები, გულის გაჩერება).
ჰიპერმაგნიემიის სიმპტომები: ნერვ–კუნთოვანი აღგზნების დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, არტერიული წნევის დაქვეითება. სისხლში მაგნიუმის იონების ძალიან მაღალი კონცენტრაციის დროს: ღრმა მყესების რეფლექსების დათრგუნვა, სუნთქვის დამბლა, კომა.
ჭარბი დოზირების დროს პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და ჩატარდეს სიმპტომატური თერაპია (კალციუმის ქლორიდის ინტრავენური შეყვანა დოზით 100 მგ/წთ, საჭიროების შემთხვევაში - ჰემოდიალიზის დანიშვნა).
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებები: კალიუმის ასპარაგინატი 452 მგ (475,73 მგ კალიუმის ასპარაგინატის ჰემიჰიდრატის ფორმით) და მაგნიუმის ასპარაგინატი 400 მგ (499,80 მგ მაგნიუმის ასპარაგინატის ტეტრაჰიდრატის ფორმით) ყოველი 10 მლ–იან ამპულაში.
დამხმარე ნივთიერებები: საინიექციო წყალი.
აღწერილობა
უფერო ან ოდნავ მომაწვანო, სუფთა ხსნარი ხილული მექანიკური ნაწილაკების გარეშე.
შენახვის პირობები
სამკურნალო საშუალება შენახვის განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
ხსნარები ინტრავენური ინფუზიებისათვის. ელექტროლიზურ ბალანსზე მოქმედი ხსნარები.
ათქ კოდი: B05BB01
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მაგნიუმის და კალიუმის იონები წარმოადგენენ მნიშვნელოვან უჯრედშიდა კატიონებს და აუცილებელ როლს თამაშობენ მრავალრიცხოვანი ფერმენტების ფუნქციონირებისთვის, მაკრომოლეკულებსა და უჯრედშიდა სტრუქტურებს შორის კავშირის წარმოქმნაში, ასევე კუნთების კუმშვადობის მოლეკულურ მექანიზმში. კალიუმის, კალციუმის, ნატრიუმის და მაგნიუმის იონების უჯრედშიდა და უჯრედგარე შეფარდება გავლენას ახდენს მიოკარდიუმის კუმშვადობაზე. ასპარაგინატი წარმოადგენს ენდოგენურ ნივთიერებას - რომელიაც არის კალიუმის და მაგნიუმის იონების გადამტანია; გააჩნია მაღალი აფინურობა უჯრედებისადმი, მისი მარილები სუსტად დისოციაცირდებიან. ამის გამო იონები კომპლექსური ნაერთის სახით აღწევენ უჯრედშიდა სივრცეში. მაგნიუმი და კალიუმის ასპარაგინატი აუმჯობესებენ მიოკარდის მეტაბოლიზმს. მაგნიუმის და კალიუმის არასაკმარისი რაოდენობა ორგანიზმში ზრდის არტერიული ჰიპერტენზიის, კორონარული სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანების, გულის რითმის დარღვევებისა და მიოკარდის პათოლოგიების განვითარების რისკს.
ფარმაკოკინეტიკა
მონაცემები არ მოიპოვება.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: პანანგინი® (PANANGIN®)
საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება (სად): არ არსებობს
გამოშვების ფორმა: საინფუზიო ხსნარის კონცენტრატი
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებები: კალიუმის ასპარაგინატი 452 მგ (475,73 მგ კალიუმის ასპარაგინატის ჰემიჰიდრატის ფორმით) და მაგნიუმის ასპარაგინატი 400 მგ (499,80 მგ მაგნიუმის ასპარაგინატის ტეტრაჰიდრატის ფორმით) ყოველი 10 მლ–იან ამპულაში.
დამხმარე ნივთიერებები: საინიექციო წყალი.
აღწერილობა
უფერო ან ოდნავ მომაწვანო, სუფთა ხსნარი ხილული მექანიკური ნაწილაკების გარეშე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ხსნარები ინტრავენური ინფუზიებისათვის. ელექტროლიზურ ბალანსზე მოქმედი ხსნარები.
ათქ კოდი: B05BB01
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მაგნიუმის და კალიუმის იონები წარმოადგენენ მნიშვნელოვან უჯრედშიდა კატიონებს და აუცილებელ როლს თამაშობენ მრავალრიცხოვანი ფერმენტების ფუნქციონირებისთვის, მაკრომოლეკულებსა და უჯრედშიდა სტრუქტურებს შორის კავშირის წარმოქმნაში, ასევე კუნთების კუმშვადობის მოლეკულურ მექანიზმში. კალიუმის, კალციუმის, ნატრიუმის და მაგნიუმის იონების უჯრედშიდა და უჯრედგარე შეფარდება გავლენას ახდენს მიოკარდიუმის კუმშვადობაზე. ასპარაგინატი წარმოადგენს ენდოგენურ ნივთიერებას - რომელიაც არის კალიუმის და მაგნიუმის იონების გადამტანია; გააჩნია მაღალი აფინურობა უჯრედებისადმი, მისი მარილები სუსტად დისოციაცირდებიან. ამის გამო იონები კომპლექსური ნაერთის სახით აღწევენ უჯრედშიდა სივრცეში. მაგნიუმი და კალიუმის ასპარაგინატი აუმჯობესებენ მიოკარდის მეტაბოლიზმს. მაგნიუმის და კალიუმის არასაკმარისი რაოდენობა ორგანიზმში ზრდის არტერიული ჰიპერტენზიის, კორონარული სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანების, გულის რითმის დარღვევებისა და მიოკარდის პათოლოგიების განვითარების რისკს.
ფარმაკოკინეტიკა
მონაცემები არ მოიპოვება.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი ნაჩვენებია დამატებითი თერაპიის სახით გულის ქრონიკული დაავადებების (გულის უკმარისობის დროს, პოსტინფარქტულ პერიოდში), გულის რითმის დარღვევების, უპირატესად პარკუჭოვანი არითმიების დროს.
დამატებითი თერაპიის სახით ფუტკარას პრეპარატებთან კომბინაციაში.
უკუჩვენებები
თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა, ადისონის დაავადება, III ხარისხის ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა, კარდიოგენული შოკი (არტერიული წნევა < 90 mmHg).
ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერებების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც მოცემულია პუნტში „შემადგენლობა“.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
პაციენტების აღნიშნულ კატეგორიაში პრეპარატის მავნე ზემოქმედების ფაქტები დღემდე არ დაფიქსირებულა.
გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური გამოყენებისათვის. ამისათვის 1-2 ამპულის შიგთავსი უნდა გაიხსნას გლუკოზის 5%–იან ხსნარში, რომელიც შეიყვანება ნელი წვეთოვანი ინტრავენური ინფუზიის სახით. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება აღნიშნული დოზის გამეორება 4-6 საათის შემდეგ. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია კომბინირებული თერაპიისათვის.
გვერდითი მოქმედება
დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ
ძალიან სწრაფად შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემიის/ჰიპერმაგნიემიის სიმპტომები.
შეტყობინება სავარაუდო არასასურველი რეაქციების შესახებ
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მიღებული არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება ძალზე მნიშვნელოვანია. ეს სარგებელი/რისკის თანაფარდობის მონიტორინგის გაგრძელების საშუალებას იძლევა. ჯანდაცვის მუშაკებს სთხოვენ აცნობონ ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ ანგარიშგების ეროვნული სისტემის გამოყენებით.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული გვერდითი მოვლენა დამძიმდა, ან თუ შენიშნეთ ნებისმიერი სხვა გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში, აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს.
ჭარბი დოზა
ჭარბი დოზის შემთხვევები დღემდე აღწერილი არ არის. დოზის გადაჭარბების დროს ჰიპერკალიემიის და ჰიპერმაგნიემიის სიმპტომების განვითარების რისკი მატულობს.
ჰიპერკალიემიის სიმპტომები: დაღლილობა, კუნთების სისუსტე, პარესთეზიები, ცნობიერების დაბინდვა, გულის ფუნქციის დარღვევები (ბრადიკარდია, ატრივენტრიკულური ბლოკადა, არითმიები, გულის გაჩერება).
ჰიპერმაგნიემიის სიმპტომები: ნერვ–კუნთოვანი აღგზნების დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, არტერიული წნევის დაქვეითება. სისხლში მაგნიუმის იონების ძალიან მაღალი კონცენტრაციის დროს: ღრმა მყესების რეფლექსების დათრგუნვა, სუნთქვის დამბლა, კომა.
ჭარბი დოზირების დროს პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და ჩატარდეს სიმპტომატური თერაპია (კალციუმის ქლორიდის ინტრავენური შეყვანა დოზით 100 მგ/წთ, საჭიროების შემთხვევაში - ჰემოდიალიზის დანიშვნა).
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კალიუმისდამზოგველ შარდმდენებთან და/ან აგფ-ის ინჰიბიტორებთან ერთად პრეპარატის დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია.
სიფრთხილის ზომები
სწრაფმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს სახის ჰიპერემია.
განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო პრეპარატის დანიშვნისას ჰიპერკალიემიით მიმდინარე დაავადებების მქონე პაციენტებში. აღნიშნული კატეგორიის პაციენტებში რეკომენდებულია სისხლის შრატში ელექტროლიტების კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
შეფუთვა
10 მლ საინფუზიო ხსნარის კონცენტრატი უფერო შუშის ამპულაში წერტილით გატეხვისათვის. 10 მლ–იანი 5 ამპულა პლასტმასის კონტურულ შეფუთვაში, 1 კონტურული პლასტმასის შეფუთვა მოთავსებულია მუყაოს კოლფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
სამკურნალო საშუალება შენახვის განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
ღსს „გედეონ რიხტერი“
1103 უნგრეთი, ბუდაპეშტი, დიომროის ქ., 19-21.
მწარმოებელი
ღსს „გედეონ რიხტერი“
1103 უნგრეთი, ბუდაპეშტი, დიომროის ქ., 19-21.
პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, ასევე პრეტენზიების შემთხვევაში უნდა მიმართოთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს:
ღსს „გედეონ რიხტერი“-ს წარმომადგენლობა საქართველოში
მისამართი: საქართველო, 0160, ქ.თბილისი, ს.კანდელაკის ქ. #8
ტელეფონი: +995-322-37-11-00
ელექტრონული მისამართი: [email protected]
ღსს „გედეონ რიხტერი“-ს წარმომადგენლობა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში
მისამართი: ტაჯიკეთის რესპუბლიკა, 734003, ქ.დუშანბე, ისმოილი სომონის რაიონი, რუდაკის გამზირი 127, შპს „რუდაკი პლაზა“, მე-5 სართ., ოფ. 507, 508.
ტელეფონი: +992-44-603-33-36
ელექტრონული მისამართი: [email protected]
ღსს „გედეონ რიხტერი“-ს წარმომადგენლობა თურქმენეთში
მისამართი: თურქმენეთი, 744036, ქ.აშხაბადი, ათათურქის ქ., სახლი 82, ბიზნეს-ცენტრი „ბერკარარი“, ე-6
ტელეფონი: +993-12-46-82-11
ელექტრონული მისამართი: [email protected]
ღსს „გედეონ რიხტერი“-ს წარმომადგენლობა მონღოლეთში
მისამართი: მონღოლეთი, 17012, ქ.ულან-ბატორი, ხან-უულის რაიონი, მე-11 ქვერაიონი, სტადიონი ორგილი, დიდი მონღოლეთის სახელმწიფოს ქუჩა, სახლი 118, ოფ. 200/1
ტელეფონი: +976-70-11-40-02
ელექტრონული მისამართი: [email protected]
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


