პალსერონი საინექციო
Palseron Inj.
მოზრდილები 1. საშუალო და მაღალი ემეტოგენობის სიმსივნის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის საწყის და განმეორებით კურსებთან დაკავშირებული მწვავე გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკა 2. საშუალო ემეტოგენობის ქიმიოთერაპიის საწყის და განმეორებით კურსებთან დაკავშირებული მოგვიანებითი გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკა 3. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პალონოზეტრონი (palonosetron)
- ფორმა და შეფუთვა
- 0,25მგ/5მლ 5მლ ი.ვ. საინექციო ხსნარი ფლაკონი №10
- მწარმოებელი
- Boryung Pharmaceuticals Corp, კორეა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ღებინებისა და გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებები, სეროტონინის (5HT3) ანტაგონისტები
- ATC კოდი
- A04AA05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-026971
- რეგისტრირებულია
- 19 დეკემბერი 2018, მოქმედებს 19 დეკემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „მერმისი“
- GMP
- -
პალსერონი საინექციო — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მოზრდილები
- საშუალო და მაღალი ემეტოგენობის სიმსივნის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის საწყის და განმეორებით კურსებთან დაკავშირებული მწვავე გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკა
- საშუალო ემეტოგენობის ქიმიოთერაპიის საწყის და განმეორებით კურსებთან დაკავშირებული მოგვიანებითი გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკა
- პოსტოპერაციული გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკა ოპერაციის შემდგომი 24 საათის განმავლობაში
- პოსტოპერაციული გულისრევის და ღებინების მკურნალობა
ბავშვები

დოზა და დოზირება
- მოზრდილები
- ქიმიოთერაპით გამოწვეული გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკა: 0.25 მგ ერთჯერადი ინტრავენური ინექციის სახით 30 წამის განმავლობაში, დაწყებული ქიმიოთერაპიის დაწყებამდე 30 წუთით ადრე.
- პოსტოპერაციული გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკა: 0.075 მგ ერთჯერადი ინტრავენური ინექციის სახით 10 წამის განმავლობაში, დაუყოვნებლივ ანესთეზიის ინდუქციის წინ. როგორც სხვა ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატებისთვის, რუტინული პროფილაქტიკა არ არის რეკომენდირებული იმ პაციენტებში, რომლებშიც პოსტოპერაციულად გულისრევის და/ან ღებინების განვითარების ალბათობა დაბალია. პაციენტებში, რომლებმაც სასურველია თავიდან აიცილონ გულისრევა და ღებინება პოსტოპერაციულ პერიოდში, პალონოსეტრონი რეკომენდირებულია მაშინაც კი, თუ პოსტოპერაციული გულისრევის და/ან ღებინების სიხშირე დაბალია.
- პოსტოპერაციული გულისრევის და ღებინების მკურნალობა: 0.075 მგ ერთჯერადი ინტრავენური ინექციის სახით 10 წამის განმავლობაში, დაუყოვნებლივ გულისრევის და ღებინების გამოვლენის შემდეგ.
- ბავშვები (ასაკი ≥2 თვე)
- ქიმიოთერაპიით გამოწვეული მწვავე გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკა: 0.02 მგ/კგ (მაქსიმუმ 1.5 მგ) ერთჯერადი ინტრავენური ინექციის სახით 15 წუთის განმავლობაში, დაწყებული ქიმიოთერაპიის დაწყებამდე 30 წუთით ადრე.
პალონოსეტრონის უსაფრთხოება და ეფექტურობა ახალშობილებში დადგენილი არ არის (მონაცემები არ მოიპოვება).
პალონოსეტრონის გამოყენების შესახებ ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკისთვის ჩვილებში (24 თვეზე პატარა) შეზღუდული მონაცემები არსებობს.
- ასაკოვან პაციენტებში, პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით და პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარჩვევით დოზის მოდიფიკაცია საჭირო არ არის. არ არსებობს კლინიკური მონაცემები პაციენტების შესახებ თირკმლის ბოლო სტადიის დაავადებით რომელთაც უტარდებათ ჰემოდიალიზი.
არ შეურიოთ სხვა მედიკამენტებს.
პალონოსეტრონის მიწოდებამდე და მიწოდების შემდეგ საინფუზიო მილი გარეცხეთ ფიზიოლოგიური ხსნარით.
უკუჩვენებები
- პაციენტებში ჰიპერმგრძნობელობით მედიკამენტის ან მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ
- სიფრთხილით გამოიყენეთ შემდეგ პაციენტებში
- პაციენტებს დადგენილი ჰიპერმგრძნობელობით 5-HT3 რეცეპტორის სხვა სელექტიური ანტაგონისტების მიმართ შესაძლოა აგრეთვე აღენიშნოთ ჰიპერმგრძნობელობა პალონოსეტრონის მიმართ.
- რადგან პალონოსეტრონმა შესაძლოა გაზარდოს მსხვილი ნაწლავის გატარების დრო, პაციენტებს შეკრულობის ანამნეზით ან ნაწლავის ქვემწვავე ობსტრუქციის ნიშნებით უნდა ჩაუტარდეთ ფრთხილი მონიტორინგი.
- პაციენტები, რომლებიც იღებენ სხვა სეროტონერგულ მედიკამენტებს (მათ შორის სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებს (SSRIs) და სეროტონინ ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებს (SNRIs)) (იხილეთ მონაკვეთი 4.5 ზოგადი სიფრთხილის ზომები)
გვერდითი მოვლენები
- ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევა და ღებინება
(1) მოზრდილები
① საშუალო ან მაღალი ემეტოგენობის ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკის კლინიკურ კვლევებში, პალონოსეტრონი მიიღო 1374-მა პაციენტმა. პალონოსეტრონის არასასურველი რეაქციები სიხშირით და სიმძიმით ონდანსეტრონის ან დოლასეტრონის ანალოგიური იყო. ამ კვლევებში პაციენტების ≥ 2%-ის მიერ შეტყობინებული არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია ცხრილში 1.
ცხრილი 1: პაციენტების ≥ 2%-ის მიერ შეტყობინებული არასასურველი რეაქციები ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევის და ღებინების კვლევებში
არასასურველი რეაქციები
პალონოსეტრონი
- 25 მგ ინტრავენურად
(n=633)
ონდანსეტრონი
32 მგ ინტრავენურად
(n=410)
დოლასეტრონი
100 მგ ინტრავენურად
(n=194)
თავის ტკივილი
60(9%)
34(8%)
32(16%)
შეკრულობა
29(5%)
8(2%)
12(6%)
ფაღარათი
8(1%)
7(2%)
4(2%)
თავბრუსხვევა
8(1%)
9(2%)
4(2%)
დაღლილობა
3(<1%)
4(1%)
4(2%)
მუცლის ტკივილი
1(<1%)
2(<1%)
3(2%)
უძილობა
1(<1%)
3(1%)
3(2%)
② სხვა კვლევებში 2 სუბიექტს აღენიშნა მძიმე შეკრულობა დაახლოებით 0.75 მგ პალონოსეტრონის ერთჯერადი დოზის შემდეგ (ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულ დოზაზე სამჯერ მეტი). ერთმა სუბიექტმა მიიღო 10 მკგ/კგ ორალური დოზა პოსტოპერაციული გულისრევის და ღებინების კვლევაში, და მეორე სუბიექტმა მიიღო 0.75 მგ ინტრავენური დოზა ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში.
③ პალონოსეტრონის დანიშვნის შემდეგ მოზრდილებში, რომლებიც იღებენ თანმხლებ სიმსივნის ქიმიოთერაპიას, დაფიქსირდა შემდეგი არასასურველი რეაქციები, რომლებიც მკვლევარების მიერ მკურნალობასთან დაკავშირებულად ჩაითვალა.
- გულ-სისხლძარღვთა სისტემა: არამდგრადი ტაქიკარდია, ბრადიკარდია, ჰიპოტენზია (1%), ჰიპერტენზია, მიოკარდიული იშემია, ექსტრასისტოლები, სინუსური ტაქიკარდია, სინუსური არითმია, სუპრავენტრიკულური ექსტრასისტოლები და QT გახანგრძლივება (<1%). ბევრ შემთხვევაში პალონოსეტრონთან კავშირი ნათელი არ იყო.
- დერმატოლოგიური: ალერგიული დერმატიტი, გამონაყარი (<1%)
- სმენა და მხედველობა: გულისრევა მოძრაობაზე, ყურებში ხმაურის შეგრძნება, თვალის გაღიზიანება და ამბლიოპია (<1%)
- კუჭ-ნაწლავთა სისტემა: ფაღარათი (1%), დისპეპსია, მუცლის ტკივილი, პირის სიმშრალე, სლოკინი და მეტეორიზმი (<1%)
- ზოგადი: სისუსტე (1%), დაღლილობა, ცხელება, წამოცხელება, გრიპის მსგავსი სინდრომი (<1%)
- ღვიძლი: AST და/ან ALT და ბილირუბინის დონეების გარდამავალი, ასიმპტომური მომატება (<1%). ეს ცვლილებები ვითარდებოდა უმეტესად იმ პაციენტბში, რომლებიც იღებდნენ მაღალი ემეტოგენობის ქიმიოთერაპიას.
- მეტაბოლური: ჰიპერკალემია (1%), ელექტროლიტების მერყეობები, ჰიპერგლიკემია, მეტაბოლური აციდოზი, გლიკოზურია, მადის დაქვეითება, ანორექსია (<1%)
- ძვალ-კუნთოვანი: ართრალგია (<1%)
- ნერვული სისტემა: თავბრუსხვევა (1%), ძილიანობა, უძილობა, ჰიპერსომნია, პარესთეზია (<1%)
- ფსიქიატრიული: შფოთვა (1%), ეიფორიული განწყობა (<1%)
- საშარდე სისტემა: შარდის შეკავება (<1%)
- სისხლძარღვოვანი: ვენების შეფერილობის ცვლილება, ვენების გაფართოება (<1%)
④ მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში არ დადგინდა, ქვეყნის შიგნით ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში (n=119) დაფიქსირდა ნეიტროპენია (<1%) და ქავილი (1.7%), რომელთათვისაც პალონოსეტრონთან კავშირი ვერ გამოირიცხა.
(2) ბავშვები (ასაკი ≥2 თვე)
ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკის კლინიკურ კვლევაში 163-მა პედიატრიულმა კიბოთი დაავადებულმა პაციენტმა მიიღო 20 მკგ/კგ (მაქსიმუმ 1.5 მგ) პალონოსეტრონის ერთჯერადი ინტრავენური ინფუზია ქიმიოთერაპიის პირველი ციკლის დაწყებამდე 30 წუთით ადრე. პაციენტების საშუალო ასაკი იყო 8.4 წელი (მერყეობდა 2 თვიდან 16.9 წლამდე) და მათი 46% იყო მამრობითი სქესის; და 93% იყო თეთრკანიანი.
პალონოსეტრონისთვის დაფიქსირდა შემდეგი არასასურველი რეაქციები.
- ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დისკინეზია (<1%)
- ზოგადი: ინფუზიის ადგილის ტკივილი (<1%)
- დერმატოლოგიური: ალერგიული დერმატიტი, კანის პათოლოგიები (<1%)
ამ კვლევაში არასასურველი რეაქციები შეფასდა პედიატრიულ პაციენტებში რომლებიც პალონოსეტრონს იღებდნენ ქიმიოთერაპიის 4-მდე ციკლის განმავლობაში. პალონოსეტრონისთვის ციკლების 2-4 განმავლობაში დამატებით აღინიშნა შემდგომი არასასურველი რეაქციები.
- გულ-სისხლძარღვთა სისტემა: QT გახანგრძლივება (<1%)
- კუჭ-ნაწლავთა სისტემა: ფაღარათი (<1%)
- მეტაბოლური და კვებითი დარღვევა: დეჰიდრატაცია (<1%)
- პოსტოპერაციული გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკა
(1) არასასურველი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა მოზრდილების ≥ 2%-ში რომლებიც იღებდნენ პალინისეტრონის 0.075 მგ-ს ინტრავენურად დაუყოვნებლივ ანესთეზიის ინდუქციის წინ ერთ მე-2 ფაზის და ორ მე-3 ფაზის რანდომიზებულ პლაცებოთი-კონტროლირებად კვლევაში, მოცემულია ცხრილში 2. მოვლენების სიხშირის სხვაობა პალნოსეტრონის და პლაცებოს ჯგუფებს შორის განურჩეველი იყო. ზოგიერთი მოვლენა ცნობილია, რომ დაკავშირებულია ან შესაძლოა გამწვავდეს თანმხლები პერიოპერაციული და ინტრაოპერაციული მედიკამენტების ფონზე, რომლებიც ინიშნება ქირურგიულ პოპულაციაში. პოსტოპერაციული გულისრევის და ღებინების პაციენტებში, პალონოსეტრონის ეფექტი QTc ინტერვალზე არ განსხვავდებოდა პლაცებოს ეფექტისგან.
ცხრილი 2: არასასურველი რეაქციები აღნიშნული პაციენტების ≥ 2%-ის მიერ პოსტოპერაციული გულისრევის და ღებინების კვლევებში
არასასურველი რეაქციები
პალონოსეტრონი
- 075 მგ
(N=336)
პლაცებო
(N=369)
ელექტროკარდიოგრამაზე QT გახანგრძლივება
16(5%)
11(3%)
ბრადიკარდია
13(4%)
16(4%)
თავის ტკივილი
11(3%)
14(4%)
შეკრულობა
8(2%)
11(3%)
(2) პალონოსეტრონის მიწოდების შემდეგ მოზრდილი პაციენტებისთვის, რომლებიც იღებდნენ თანმხლებ პერიოპერაციულ და ინტრაოპერაციულ მედიკამენტებს, მათ შორის საანესთეზიო მედიკამენტებს, დაფიქსირდა შემდგომი არასასურველი რეაქციები, რომლებიც მკვლევარების მიერ მკურნალობასთან დაკავშირებულად შეფასდა.
- გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ელექტროკარდიოგრამაზე QTc გახანგრძლივება, სინუსური ბრადიკარდია, ტაქიკარდია (1%), სისხლის წნევის დაქვეითება, ჰიპოტენზია, ჰიპერტენზია, არითმია, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები, საერთო შეშუპება, ეკგ-ზე T ტალღის ამპლიტუდის შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება (1%). ამ არასასურველი ეფექტების სიხშირე არ განსხვავდებოდა პლაცებოსგან.
- დერმატოლოგიური: ქავილი (1%)
- კუჭ-ნაწლავთა სისტემა: მეტეორიზმი (1%), პირის სიმშრალე, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, ნერწყვის ჭარბი გამოყოფა, დისპეპსია, ფაღარათი, ნაწლავის პერისტალტიკის დაქვეითება (<1%)
- ზოგადი: შემცივნება (<1%)
- ღვიძლი: AST და/ან ALT დონის მომატება (1%), ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება (<1%)
- მეტაბოლური: ჰიპოკალემია, ანორექსია (<1%)
- ნერვული სისტემა: თავბრუსხვევა (<1%)
- სასუნთქი სისტემა: ჰიპოვენტილაცია, ლარინგოსპაზმი (<1%)
- საშარდე სისტემა: შარდის შეკავება (1%)
- პოსტოპერაციული გულისრევის და ღებინების მკურნალობა
(1) ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული მე-3 ფაზის რანდომიზებული პლაცებოთი-კონტროლირებადი კვლევებიდან შეტყობინებული არასასურველი რეაქციები შეფასდა მათი მკურნალობასთან კავშირისთვის. უძილობის ერთი მოვლენა პლაცებოს ჯგუფში მკურნალობასთან დაკავშირებულად შეფასდა, სხვა მოვლენები მკურნალობასთან დაკავშირებულად არ ჩაითვალა.
(2) ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ მე-3 ფაზის რანდომიზებულ პლაცებოთი-კონტროლირებად კვლევაში, მოზრდილების ≥ 1%-ში რომლებიც იღებდნენ პალონოსეტრონის 0.075 მგ-ს ინტრავენურად დაუყოვნებლივ გულისრევის და ღებინების გამოვლენის შემდეგ, დაფიქსირდა შემდგომი არასასურველი მოვლენები. არცერთი მოვლენა არ ჩაითვალა პალონოსეტრონთან დაკავშირებულად.
- ძალიან ხშირი: ≥10% (≥1/10)
- ხშირი: ≥1% და <10% (≥1/100 და <1/10)
- სისხლი და ლიმფური სისტემა: ხშირი – ანემია
- მეტაბოლიზმი და კვება: ხშირი - დეჰიდრატაცია, ელექტროლიტების მერყეობები
- ფსიქიატრიული: ძალიან ხშირი – უძილობა
- ნერვული სისტემა: ძალიან ხშირი - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი
- სისხლძარღვოვანი: ხშირი – ჰიპოტენზია
- სასუნთქი სისტემა: ხშირი – ხველა, ხველა ნახველის გამოყოფით
- კუჭ-ნაწლავთა სისტემა: ძალიან ხშირი - ფაღარათი, შეკრულობა, ხშირი - მუცლის შებერილობა, მუცლის ტკივილი
- დერმატოლოგიური: ხშირი – ქავილი, ურტიკარია
- ძვალ-კუნოვანი სისტემა: ხშირი – ტკივილი მხრის მიდამოში, ზურგის ტკივილი, დისკომფორტი მხრის მიდამოში, ძვალ-კუნთოვანი ტკივილი, მიალგია, ინტენსიური ტკივილი
- საშარდე სისტემა: ხშირი - შარდის ბუშტის დილატაცია, შარდსაწვეთის პათოლოგიები
- ყური, ცხვირი და ყელი: ხშირი - ყურის ტკივილი
- ზოგადი: ძალიან ხშირი - დაღლილობა, ხშირი - ცხელება, დისკომფორტი გულმკერდის მიდამოში, პოსტოპერაციული ტკივილი, შემცივნება
- პოსტოპერაციული გართულება: ძალიან ხშირი - პროცედურული ტკივილი, ხშირი - პოსტოპერაციული ანემია, ჭრილობიდან გამონაჟონი
- ჰიპერმგრძნობელობის და ინექციის ადგილის რეაციების (წვა, გამაგრება, დისკომფორტი და ტკივილი) ძალიან იშვიათი (<0.01%) შემთხვევები დაფიქსირდა სხვა ქვეყნების პოსტ-მარკეტინგული გამოცდილებიდან 0.25 მგ პალონოსეტრონის ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკისთვის გამოყენებისას. რადგან ეს რეაქციები შეტყობინებულია საკუთარი ინიციატივით დაუდგენელი სიდიდის პოპულაციისგან, ყოველთვის არ არის შესაძლებელი მათი სიხშირის სარწმუნო განსაზღვრა ან მედიკამენტთან ექსპოზიციასთან მიზეზობრივი კავშირის დადგენა.
- ქვეყნის შიდა პოსტ-მარკეტინგული გამოცდილება
(1) ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევა და ღებინება
მედიკამენტის პოსტ-მარკეტინგული გამოყენების კვლევაში რომელიც ჩატარდა 7,755 მოზრდილში 6 წლის განმავლობაში განმეორებითი შემოწმების მიზნით კორეაში, არასასურველი მოვლენების განვითარების სიხშირე მიზეზ-შედეგობრივი კავშირის მიუხედავად იყო 30.84% (2,392 სუბიექტი, 5,766 შემთხვევა), და არასასურველი მედიკამენტური რეაქციების განვითარების სიხშირე, რომელთათვისაც მიზეზ-შედეგობრივი კავშირი პალონოსეტრონთან ვერ გამოირიცხება იყო 10.92% (847 სუბიექტი, 1,833 შემთხვევა).
სერიოზული არასასურველი მოვლენების განვითარების სიხშირე მიზეზ-შედეგობრივი კავშირის მიუხედავად იყო 0.45% (35 სუბიექტი, 74 შემთხვევა), და მოიცავდა ლეიკოპენიას 0.17% (13 სუბიექტი, 35 შემთხვევა), ნეიტროპენიას 0.12% (9 სუბიექტი, 11 შემთხვევა), და ზოგად სისუსტეს 0.05% (4 სუბიექტი, 5 შემთხვევა), სიხშირის კლების მიხედვით. არასასურველი მედიკამენტური რეაქციების განვითარების სიხშირე, რომელთათვისაც პალონოსეტრონთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ვერ გამოირიცხა იყო 0.04% (3 სუბიექტი, 3 შემთხვევა), და მოიცავდა სიკვდილს, ფაღარათს, და გულისრევას (1 შემთხვევა თითოეულისთვის).
მოულოდნელი არასასურველი მოვლენების განვითარების სიხშირე მიუხედავად მიზეზ-შედეგობრივი კავშირისა იყო 23.65% (1,834 სუბიექტი, 3,437 შემთხვევა), და მოიცავდა გულისრევას 12.7% (985 სუბიექტი, 1,009 შემთხვევა), ღებინებას 2.85% (221 სუბიექტი, 225 შემთხვევა), და სტომატიტს 2.62% (203 სუბიექტი, 206 შემთხვევა), სიხშირის კლების მიხედვით. მოულოდნელი არასასურველი მედიკამენტური რეაქციების სიხშირე რომელთათვისაც მიზეზ-შედეგობრივი კავშირი პალონოსეტრონთან ვერ გამოირიცხა იყო 7.31% (567 სუბიექტი, 1,008 შემთხვევა), და მოიცავდა სისხლში შარდოვანას აზოტის მომატებას, ნახველის მომატებას, დისკომფორტს გულმკერდის მიდამოში, ტკივილს გულმკერდის მიდამოში, ჰეპატოტოქსიურობას, სისხლიან ნახველს, იღლიის ტკივილს, ტუბერკულოზს, ჰიპერქოლერსტერინემიას, მენჯის ტკივილს, კანის ჰიპერპიგმენტაციას, პირის ღრუს დაწყლულებას, სტომატიტს, ღებინებას, კუნთების სისუსტეს, მიალგიას, ღვიძლის მწვავე უკმარისობას, ხველას, თვალის ანთებას, მონოციტოზს, გულის ფრიალს, ურტიკარიას, ყრუ შეგრძნებას, ზურგის ტკივილს, ჭარბ ოფლიანობას, ტრემორს, ლიმფადემას, მშრალ ხველას, ეპიგასტრულ დისკომფორტს, კისრის/მხრის ტკივილს, დაბუჟებას, ასთენიას, გემოს გაუკუღმართებას, ფებრილურ ნეიტროპენიას, მუცლის დისკომფორტს, სხვაგვარად არაკლასიფიცირებულ ეპილეფსიას, ცისტიტს, დიზურიას, ფურუნკულებს, შეშუპებას, გახშირებულ შარდვას, ანემიას, სიკვდილს, ტკივილს კიდურში, ზემო სასუნთქი გზების ინფექციას, დისპიგმენტაციას, პალმარულ-პლანტარულ ერითროდისესთეზიას, ფრჩხილის ცვლილებებს, პოსტოპერაციულ ტკივილს, დისფონიას, მხედველობის დაბინდვას, ნეიროტოქსიურობას, ნეიროპათიას, თირკმლის დისფუნქციას, ნოქტურიას, წამოწითლებას, აკნეს, პერინეალურ ტკივილს ქალებში, დისფაგიას, გვერდის ტკივილს, გულისრევას, შემცივნებას, ხახის ტკივილს, ტრიზმს, პირის ღრუს ტკივილს, გინგივიტს, სისხლდენას ღრძილებიდან, ერითროციტების დონის დაქვეითებას, ზოგად შეშუპებას, მუკოზიტს, ვაგინიტს, სხეულის მასის დაქვეითებას, სხეულის მასის მომატებას, პანკრეატიტს, კბილების დაზიანებას, ბუასილს, კბილის ტკივილს, სინუსიტს, ცხვირის დაცობას, ცხვირიდან სისხლდენას, რინორეას, ალოპეციას, ტკივილს, შაკიკს, პნევმონიას, კანის სიმშრალეს, მთქნარებას, სისხლდენას სწორი ნაწლავიდან, სწორი ნაწლავის ტკივილს, ჰემატურიას, სისხლიან განავალს, ეოზინოფილიას, ნეიტროფილიას, სუნთქვის გაძნელებას, ჰიპერემიას, სიწითლეს, და პლევრულ გამონაჟონს.
(2) პოსტოპერაციული გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკა
პოსტ-მარკეტინგული მედიკამენტის გამოყენების კვლევაში რომელიც ჩატარდა 20,415 მოზრდილში 6 წლის განმავლობაში განმეორებითი შემოწმების მიზნით კორეაში, არასასურველი მოვლენების განვითარების სიხშირე მიუხედავად მიზეზ-შდეგორივი კავშირისა იყო 8.39% (1,712 სუბიექტი, 2,403 შემთხვევა), და არასასურველი მედიკამენტური რეაქციების განვითარების სიხშირე, რომელთათვისაც მიზეზ-შედეგობრივი კავშირი პალონოსეტრონთან ვერ გამოირიცხა იყო 3.54% (723 სუბიექტი, 951 შემთხვევა).
სერიოზული არასასურველი მოვლენების განვითარების სიხშირე მიუხედავად მიზეზ-შედეგობრივი კავშირისა იყო 0.015% (3 სუბიექტი, 3 შემთხვევა), და მოიცავდა თირკმლის მწვავე უკმარისობას, თავის ტკივილს, და შოკს თითოეულისთვის 0.005% სიხშირით (1 სუბიექტი, 1 შემთხვევა). არასასურველი მედიკამენტური რეაქცია რომლისთვისაც მიზეზ-შედეგობრივი კავშირი პალონოსეტრონთან ვერ გამოირიცხა მოიცავდა თავის ტკივილს.
მოულოდნელი არასასურველი მოვლენების სიხშირე მიუხედავად მიზეზ-შედეგობრივი კავშირისა იყო 4.00% (817 სუბიექტი, 973 შემთხვევა), და მოიცავდა გულისრევას 3.3% (674 სუბიექტი, 675 შემთხვევა), ღებინებას 0.81% (165 სუბიექტი, 165 შემთხვევა), და პირღებინებას 0.08% (17 სუბიექტი, 17 შემთხვევა), სიხშირის კლების მიხედვით. მოულოდნელი არასასურველი მედიკამენტური რეაქციის განვითარების სიხშირე, რომლისთვისაც მიზეზ-შედეგობრივი კავშირი პალონოსეტრონთან ვერ გამოირიცხება იყო 1.49% (305 სუბიექტი, 351 შემთხვევა), და მოიცავდა ტკივილს გულმკერდის მიდამოში, გულისრევას, ღებინებას, გულის ფრიალს, მოდუნებულობას, ჭარბ ოფლიანობას, პერიფერიულ შეშუპებას, დაბუჟებას, გამონაყარს, გახშირებულ შარდვას, ატრიოვენტრიკულურ ბლოკადას, გულის პათოლოგიებს, გულისრევას, შედედების დროის გახანგრძლივებას, ხახის ტკივილს, ძილიანობას, ტრემორს, კბილის ტკივილს, პროთომბინის დროის გახანგრძლივებას, სუნთქვის გაძნელებას და სიწითლეს.
- ზოგადი სიფრთხილის ზომები
- ავტომობილის მართვის და დანადგარების გამოყენების უნარზე გავლენასთან დაკავშირებით კვლევები არ არის ჩატარებული. თუმცა, რადგან პალონოსეტრონმა შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ძილიანობა ან დაღლილობა, პაციენტები ფრთხილად უნდა იყონ ავტომობილის მართვის ან დანადგარების გამოყენების დროს.
- ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევის და ღებინების კვლევებში, პალონოსეტრონის გავლენა სისხლის წნევაზე, გულისცემის სიჩქარეზე და ეკგ პარამეტრებზე (მათ შორის, QTc) ონდანსეტრონის და დოლასტერონის მსგავსი იყო. პლაცებოს და დადებითი კონტროლის კვლევაში (n=221), პალონოსეტრონი 0.25, 0.75, და 2.25 მგ ერთჯერად ინტრავენურ დოზებზე ჯანმრთელ სუბიექტებში არ ახანგრძლივებდა QTc ინტერვალს კლინიკურად თვალსაჩინო მასშტაბით არცერთ დოზაზე. თუმცა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ თანმხლები მედიკამენტების გამოყენებისას, რომელთაც შესაძლოა გაახანგრძლივონ QT ინტერვალი, აგრეთვე პაციენტებში რომელთაც ქონიათ ან შესაძლოა ქონდეთ QT გახანგრძლივება.
- პოსტოპერაციული გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკისთვის ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ეფექტურობა 24 საათის შემდეგ ნაჩვენები არ არის.
- პოსტოპერაციული გულისრევის და ღებინების მკურნალობისთვის, პალონოსეტრონისთვის სრული პასუხის სიხშირე პირველი 24 საათის განმავლობაში მნიშვნელოვნად მაღალი იყო ვიდრე პლაცებოსთვის.
- სეროტონინის სინდრომი (მათ შორის ცნობიერების შეცვლილი სტატუსი, ავტონომიური არასტაბილურობა, და ნერვ-კუნთოვანი სიმპტომები) აღწერილია 5-HT3 რეცეპტორის აგონისტების და სხვა სეროტონერგული მედიკამენტების (მათ შორის SSRIs და SNRIs) თანდროული გამოყენების შემდეგ. პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ მეთვალყურეობა თუ კლინიკურად ნაჩვენებია პალონოსეტრონის და სხვა სეროტონერგული მედიკამენტების თანადროული გამოყენება.
- ურთიერთქმედებები
- პალონოსეტრონი სხეულიდან გამოიყოფა როგორც თირკმლისმიერი ექსკრეციის, აგრეთვე მეტაბოლური გზებით რომლებიც გაშუალებულია CYP ფერმენტებით. პალონოსეტრონი უმთავრესად მეტაბოლიზდება CYP2D6-ის მიერ, CYP3A4-ის და CYP1A2-ის მცირედი თანამონაწილეობით.
- ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ პალონოსეტრონი არ წარმოადგენს CYP1A2-ის, CYP2A6-ის, CYP2B6-ის, CYP2C9-ის, CYP2D6-ის, CYP2E1-ის და CYP3A4/5-ის ინჰიბიტორს და ის აგრეთვე არ იწვევს CYP1A2-ის, CYP2D6-ის, ან CYP3A4/5-ის აქტივობის ინდუქციას (CYP2C19 არ არის შესწავლილი). შესაბამისად, კლინიკურად თვალსაჩნო მედიკამენტური ურთერთქმედებების პოტენცია დაბალია.
- 0.25 მგ ინტრავენური პალონოსეტრონის დანიშვნა 20 მგ ინტრავენურ დექსამეტაზონთან ერთად ჯანმრთელ სუბიექტებში არ ავლენდა ფარმაკოკინეტიკურ მედიკამენტთაშორის ურთიერთქმედებებს პალონოსეტრონსა და დექსამეტაზონს შორის.
- როდესაც 0.25 მგ ინტრავენური პალონოსეტრონი მიეწოდებოდა დღე 1-ზე და ორალური აპრეპიტანტი ინიშნებოდა 3 დღის განმავლობაში (125 მგ, 80 მგ, 80 მგ) ჯანმრთელ სუბიექტებში, პალონოსეტრონის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად არ იცვლებოდა (AUC: ცვლილების გარეშე, Cmax: 15% მომატება).
- პალონოსეტრონის 0.75 მგ ერთჯერადი ინტრავენური დოზის და 10 მგ ორალური მეტოკლოპრამიდის დღეში ოთხჯერადი დოზის მიღების შემდეგ ჯანმრთელ სუბიექტებში ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ აღნიშნა.
- კლინიკურ კვლევებში პალონოსეტრონი ინიშნებოდა კორტიკოსტეროიდებთან, ტკივილგამაყუჩებლებთან, ღებინების/გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებებთან, სპაზმოლიტიკებთან და ანტიქოლინერგულ საშუალებებთან ერთად ურთერთქმედების გარეშე.
- პალონოსეტრონი არ აინჰიბირებდა ხუთი გამოცდილი ქიმიოთერაპიული საშუალების სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობას (ცისპლატინი, ციკლოფოსფამიდი, ციტარაბინი, დოქსორუბიცინი და მიტომიცინ C) სიმსივნის თაგვის მოდელებში.
- სეროტონინის სინდრომი (მათ შორის ცნობიერების შეცვლილი სტატუსი, ავტონომიური არასტაბილურობა, და ნერვ-კუნთოვანი სიმპტომები) აღწერილია 5-HT3 რეცეპტორის ანტაგონისტების და სხვა სეროტონერგული მედიკამენტების, მათ შორის SSRI-ს და SNRI-ს თანადროული გამოყენების შემდეგ.
- გამოყენება ორსულ და მეძუძურ ქალებში
- ტერატოგენობა: კატეგორია B
ტერატოლოგიის კვლევები ჩატარებულია ვირთხებში ორალურ დოზებზე 60 მგ/კგ/დღეში სიდიდემდე (1894-ჯერ მეტი ადამიანის რეკომენდირებულ ინტრავენურ დოზაზე სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით) და კურდღლებში ორალურ დოზებზე 60 მგ/კგ/დღეში სიდიდემდე (3789-ჯერ მეტი ადამიანის რეკომენდირებულ ინტრავენურ დოზაზე სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით) და არ გამოვლინდა ნაყოფიერების დარღვევის ან ნაყოფისთვის მავნებლობის რაიმე ნიშანი პალონოსეტრონის მიზეზით. თუმცა, არ არსებობს ადეკვატური და კარგად კონტროლირებული კვლევები ორსულ ქალებში. რადგან ცხოველების რეპროდუქციის კვლევები ყოველთვის არ იძლევა ადამიანის პასუხის წინასწარ განსაზღვრის საშუალებას, პალონოსეტრონი ორსულობის დროს უნდა გამოიყენოთ მხოლოდ მაშინ როდესაც მისი საჭიროება ცალსახაა.
- პალონოსეტრონი არ არის მიწოდებული მშობიარე პაციენტებისთვის, აქედან გამომდინარე მისი ეფექტები დედაზე ან ბავშვზე უცნობია.
- არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა პალონოსეტრონი რძით. რადგან ბევრი მედიკამენტი გამოიყოფა რძეში და რადგან არსებობს სერიოზული არასასურველი რეაქციების საშიშროება ბუნებრივ კვებაზე მყოფ ჩვილებში და პალონოსეტრონისთვის ნაჩვენებია სიმსივნის გამოწვევის პოტენცია ვირთხის კარცინოგენობის კვლევაში, მიღებული უნდა იქნას გადაწყვეტილება შეწყდეს თუ არა ძუძუთი კვება თუ შეწყდეს მედიკამენტის მიღება, დედისთვის მედიკამენტის მნიშვნელობის გათვალისწინებით.
- გამოყენება ბავშვებში
- უსაფრთხოება და ეფექტურობა ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინებისთვის ახალშობილებში დადგენილი არ არის.
- უსაფრთხოება და ეფექტურობა პოსტოპერაციული გულისრევისთვის და ღებინებისთვის 18 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის
- გამოყენება მოხუცებულებში
პოპულაციის ფარმაკოკინეტიკის ანალიზმა არ გამოავლინა რაიმე სხვაობა პალონოსეტრონის ფარმაკოკინეტიკაში ≥ 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებსა და უფრო ახალგაზრდა 18-დან 64 წლამდე ასაკის პაციენტებს შორის. ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევის და ღებინების კლინიკურ კვლევებში 1374 მოზრდილი კიბოთი დაავადებული პაციენტიდან 316 (23%) იყო ≥ 65 წელზე უფროსი ასაკის, ხოლო 71 (5%) იყო ≥ 75 წლის ასაკის. არ დადგინდა სხვაობა უსაფრთხოებასა და ეფექტურობაში ამ სუბიექტებსა და უფრო ახალგაზრდა სუბიექტებს შორის, მაგრამ ზოგიერთ ასაკოვან ინდივიდში მომატებული მგრძნობელობა ვერ გამოირიცხება. ასაკოვანი პაციენტებისთვის დოზის მორგება ან განსაკუთრებული მონიტორინგი საჭირო არ არის. 1520 ზრდასრული პაციენტიდან პოსტოპერაციული გულისრევის და ღებინების კლინიკურ კვლევებში, 73 (5%) იყო ≥65 წლის ასაკის. არ დადგინდა რაიმე საერთო სხვაობა უსაფრთხოების მხრივ ასაკოვან და უფრო ახალგაზრდა სუბიექტებს შორის, თუმცა მომატებული მგრძნობელობის ალბათობა ზოგიერთ ასაკოვან ინდივიდში ვერ გამოირიცხება. ასაკოვან პაციენტებში არ დადგინდა რაიმე ეფეტურობის სხვაობა ქიმიოთერაპით გამოწვეული გულისრევის და ღებინებისთვის, სხვაობა არ არის მოსალოდნელი პოსტოპერაციული გულისრევისთვის და ღებინებისთვის. თუმცა პალონოსეტრონის ეფექტურობა ასაკოვან პაციენტებში კლინიკურ პირობებში კარგად არ არის შესწავლილი.
ჭარბი დოზა
პალონოსეტრონის ანტიდოტი დადგენილი არ არის. ზედოზირება უნდა იმართოს მხარდამჭერი ზომების გამოყენებით. 50 ზრდასრულ კიბოთი დაავადებულ პაციენტს მიეწოდა პალინისეტრონი დოზით 90 მკგ/კგ (6 მგ დოზის ეკვივალენტური) დოზის დიაპაზონის კვლევის ფარგლებში. ეს არის 25-ჯერ მაღალი 0.25 მგ რეკომენდირებულ ინტრავენურ დოზაზე. დოზის ამ ჯგუფს აღენიშნა არასასურველი მოვლენების განვითარების იგივე სიხშირე რაც სხვა დოზის ჯგუფებს და არ აღინიშნა დოზის საპასუხო ეფექტები. დიალიზის კვლევები არ არის ჩატარებული, თუმცა, დიდი განაწილების მოცულობის (Vd) გამო, ნაკლებ სავარაუდოა პალონოსეტრონის ზედოზირებისთვის დიალიზი ეფექტურ მკურნალობას წარმოადგენდეს. პალონოსეტრონის ერთჯერადი ინტრავენური დოზა 30 მგ/კგ სიდიდით (ადამიანის დოზაზე 947 და 474-ჯერ მაღალი ვირთხებისა და თაგვებისთვის, შესაბამისად, სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით) ლეტალური იყო ვირთხებისა და თაგვებისთვის. ტოქსიურობის მთავარი ნიშნები იყო კრუნჩხვები, მძიმე სუნთქვა, სიფერმკრთალე, ციანოზი და კოლაფსი.
შემადგენლობა
თითოეული ფლაკონი შეიცავს:
აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტი: პალონესეტრონ ჰიდროქლორიდი (შიდა გამოყენება) (პალონესეტრონი 0.05 მგ სახით) 0.056 მგ
D-მანიტოლი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონის მჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა, საინექციო წყალი
გარეგნული აღწერა
გამჭვირვალე და უფერო სითხე გამჭვირვალე მინის ფლაკონში
შენახვის პირობები
- დაიცავით გაყინვისგან და სინათლისგან, და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (1~30℃).
- მიღებამდე შეამოწმეთ ვიზუალურად ნაწილაკოვანი მასის და ფერის ცვლილებების აღმოსაჩენად.
- გახსნის შემდეგ გადააგდეთ გამოუყენებელი ხსნარი.
- სხვები
- კარცინოგენობის 104-კვირიან კვლევაში CD-1 თაგვებში, პალონოსეტრონით მკურნალობა ორალურ დოზაზე 10, 30 და 60 მგ/კგ/დღეში არ იყო სიმსივნის გამომწვევი. ყველაზე მაღალ გამოცდილ დოზაზე, პალონოსეტრონთან სისტემური ექსპოზიცია იყო 150-დან 289-ჯერ მაღალი ადამიანის ექსპოზიციაზე (AUC= 29.8 ნგ•ს/მლ) 0.25 მგ რეკომენდირებულ დოზაზე. სპრეგ-დაულის ვირთხებში ჩატარებულ 104-კვირიან კარცინოგენობის კვლევაში მამრობითი და მდედრობით სქესის ვირთხებს მიეწოდათ 15, 30 და 60 მგ/კგ/დღეში და 15, 45 და 90 მგ/კგ/დღეში ორალური დოზები, შესაბამისად. უმაღლეს გამოცდილ დოზაზე, პალონოსეტრონთან სისტემური ექსპოზიცია იყო 137 და 308-ჯერ მაღალი ადამიანის ექსპოზიციაზე (პლაზმის AUC) რეკომენდირებულ დოზაზე. მკურნალობა პალონოსეტრონით ზრდიდა თირკმელზედა ჯირკვლის კეთილთვისებიანი ფეოქრომოციტომის და კომბინირებული კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ფეოქრომოციტომის განვითარების სიხშირეებს, ზრდიდა პანკრეასის კუნძულოვანი უჯრედების ადენომის და კომბინირებული ადენომის და კარცინომის და ჰიპოფიზის ადენომის განვითარების სიხშირეს მამრობითი სქესის ვირთხებში. მდედრობითი სქესის ვირთხებში, ის ზრდიდა ჰეპატოცელულური ადენომის და კარცინომის განვითარების სიხშირეს და ზრდიდა ფარისებრი ჯირკვლის C-უჯრედოვანი ადენომის და კომბინირებული ადენომის და კარცინომის განვითარების სიხშირეებს.
- პალონოსეტრონი არ იყო გენოტოქსიური ეიმსის ტესტში, CHO/HGPRT მუტაციის ტესტში, ჰეპატოციტების არაგეგმიური დნმ-ის სინთეზის (UDS) ტესტში ან თაგვის მიკრობირთვულ ტესტში. თუმცა, ის დადებითი იყო კლასტოგენურ ეფექტებზე CHO უჯრედების ქრომოსომული აბერაციების ტესტში.
- პალონოსეტრონს ორალურ დოზებზე 60 მგ/კგ/დღეში სიდიდემდე (1894-ჯერ მაღალი ადამიანის რეკომენდირებულ ინტრავენურ დოზაზე სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით) არ ქონდა გავლენა მამრობითი და მდედრობითი სქესის ვირთხების ნაყოფიერებაზე და რეპროდუქციულ ქცევაზე.
შენახვა
შეინახეთ გაუხსნელი ფლაკონები, 1-30°C ტემპერატურაზე, დაიცავით სინათლისგან.
შეფუთვის ერთეული
1 ფლაკონი (1.5 მლ/ფლაკონი, 5მლ/ფლაკონი, 8მლ/ფლაკონი)
10 ფლაკონი (1.5 მლ/ფლაკონი, 5მლ/ფლაკონი, 8მლ/ფლაკონი)
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სარეკომენდაციო ვერსია
“სამიანგ ბიოფარმი“
პალსერონი საინექციო
პალონოსეტრონი
შემადგენლობა
თითოეული ფლაკონი შეიცავს:
აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტი: პალონესეტრონ ჰიდროქლორიდი (შიდა გამოყენება) (პალონესეტრონი 0.05 მგ სახით) 0.056 მგ
D-მანიტოლი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონის მჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა, საინექციო წყალი
გარეგნული აღწერა
გამჭვირვალე და უფერო სითხე გამჭვირვალე მინის ფლაკონში
თერაპიული ჩვენება
მოზრდილები
- საშუალო და მაღალი ემეტოგენობის სიმსივნის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის საწყის და განმეორებით კურსებთან დაკავშირებული მწვავე გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკა
- საშუალო ემეტოგენობის ქიმიოთერაპიის საწყის და განმეორებით კურსებთან დაკავშირებული მოგვიანებითი გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკა
- პოსტოპერაციული გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკა ოპერაციის შემდგომი 24 საათის განმავლობაში
- პოსტოპერაციული გულისრევის და ღებინების მკურნალობა
ბავშვები
- საშუალო და მაღალი ემეტოგენობის სიმსივნის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის საწყის და განმეორებით კურსებთან დაკავშირებული მწვავე გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკა
დოზა და დოზირება
- მოზრდილები
- ქიმიოთერაპით გამოწვეული გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკა: 0.25 მგ ერთჯერადი ინტრავენური ინექციის სახით 30 წამის განმავლობაში, დაწყებული ქიმიოთერაპიის დაწყებამდე 30 წუთით ადრე.
- პოსტოპერაციული გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკა: 0.075 მგ ერთჯერადი ინტრავენური ინექციის სახით 10 წამის განმავლობაში, დაუყოვნებლივ ანესთეზიის ინდუქციის წინ. როგორც სხვა ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატებისთვის, რუტინული პროფილაქტიკა არ არის რეკომენდირებული იმ პაციენტებში, რომლებშიც პოსტოპერაციულად გულისრევის და/ან ღებინების განვითარების ალბათობა დაბალია. პაციენტებში, რომლებმაც სასურველია თავიდან აიცილონ გულისრევა და ღებინება პოსტოპერაციულ პერიოდში, პალონოსეტრონი რეკომენდირებულია მაშინაც კი, თუ პოსტოპერაციული გულისრევის და/ან ღებინების სიხშირე დაბალია.
- პოსტოპერაციული გულისრევის და ღებინების მკურნალობა: 0.075 მგ ერთჯერადი ინტრავენური ინექციის სახით 10 წამის განმავლობაში, დაუყოვნებლივ გულისრევის და ღებინების გამოვლენის შემდეგ.
- ბავშვები (ასაკი ≥2 თვე)
- ქიმიოთერაპიით გამოწვეული მწვავე გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკა: 0.02 მგ/კგ (მაქსიმუმ 1.5 მგ) ერთჯერადი ინტრავენური ინექციის სახით 15 წუთის განმავლობაში, დაწყებული ქიმიოთერაპიის დაწყებამდე 30 წუთით ადრე.
პალონოსეტრონის უსაფრთხოება და ეფექტურობა ახალშობილებში დადგენილი არ არის (მონაცემები არ მოიპოვება).
პალონოსეტრონის გამოყენების შესახებ ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკისთვის ჩვილებში (24 თვეზე პატარა) შეზღუდული მონაცემები არსებობს.
- ასაკოვან პაციენტებში, პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით და პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარჩვევით დოზის მოდიფიკაცია საჭირო არ არის. არ არსებობს კლინიკური მონაცემები პაციენტების შესახებ თირკმლის ბოლო სტადიის დაავადებით რომელთაც უტარდებათ ჰემოდიალიზი.
არ შეურიოთ სხვა მედიკამენტებს.
პალონოსეტრონის მიწოდებამდე და მიწოდების შემდეგ საინფუზიო მილი გარეცხეთ ფიზიოლოგიური ხსნარით.
სიფრთხილის ზომები გამოყენებისთვის
- არ გამოიყენოთ შემდეგ პაციენტებში
- პაციენტებში ჰიპერმგრძნობელობით მედიკამენტის ან მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ
- სიფრთხილით გამოიყენეთ შემდეგ პაციენტებში
- პაციენტებს დადგენილი ჰიპერმგრძნობელობით 5-HT3 რეცეპტორის სხვა სელექტიური ანტაგონისტების მიმართ შესაძლოა აგრეთვე აღენიშნოთ ჰიპერმგრძნობელობა პალონოსეტრონის მიმართ.
- რადგან პალონოსეტრონმა შესაძლოა გაზარდოს მსხვილი ნაწლავის გატარების დრო, პაციენტებს შეკრულობის ანამნეზით ან ნაწლავის ქვემწვავე ობსტრუქციის ნიშნებით უნდა ჩაუტარდეთ ფრთხილი მონიტორინგი.
- პაციენტები, რომლებიც იღებენ სხვა სეროტონერგულ მედიკამენტებს (მათ შორის სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებს (SSRIs) და სეროტონინ ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებს (SNRIs)) (იხილეთ მონაკვეთი 4.5 ზოგადი სიფრთხილის ზომები)
- არასასურველი რეაქციები
- ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევა და ღებინება
(1) მოზრდილები
① საშუალო ან მაღალი ემეტოგენობის ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკის კლინიკურ კვლევებში, პალონოსეტრონი მიიღო 1374-მა პაციენტმა. პალონოსეტრონის არასასურველი რეაქციები სიხშირით და სიმძიმით ონდანსეტრონის ან დოლასეტრონის ანალოგიური იყო. ამ კვლევებში პაციენტების ≥ 2%-ის მიერ შეტყობინებული არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია ცხრილში 1.
ცხრილი 1: პაციენტების ≥ 2%-ის მიერ შეტყობინებული არასასურველი რეაქციები ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევის და ღებინების კვლევებში
არასასურველი რეაქციები
პალონოსეტრონი
- 25 მგ ინტრავენურად
(n=633)
ონდანსეტრონი
32 მგ ინტრავენურად
(n=410)
დოლასეტრონი
100 მგ ინტრავენურად
(n=194)
თავის ტკივილი
60(9%)
34(8%)
32(16%)
შეკრულობა
29(5%)
8(2%)
12(6%)
ფაღარათი
8(1%)
7(2%)
4(2%)
თავბრუსხვევა
8(1%)
9(2%)
4(2%)
დაღლილობა
3(<1%)
4(1%)
4(2%)
მუცლის ტკივილი
1(<1%)
2(<1%)
3(2%)
უძილობა
1(<1%)
3(1%)
3(2%)
② სხვა კვლევებში 2 სუბიექტს აღენიშნა მძიმე შეკრულობა დაახლოებით 0.75 მგ პალონოსეტრონის ერთჯერადი დოზის შემდეგ (ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულ დოზაზე სამჯერ მეტი). ერთმა სუბიექტმა მიიღო 10 მკგ/კგ ორალური დოზა პოსტოპერაციული გულისრევის და ღებინების კვლევაში, და მეორე სუბიექტმა მიიღო 0.75 მგ ინტრავენური დოზა ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში.
③ პალონოსეტრონის დანიშვნის შემდეგ მოზრდილებში, რომლებიც იღებენ თანმხლებ სიმსივნის ქიმიოთერაპიას, დაფიქსირდა შემდეგი არასასურველი რეაქციები, რომლებიც მკვლევარების მიერ მკურნალობასთან დაკავშირებულად ჩაითვალა.
- გულ-სისხლძარღვთა სისტემა: არამდგრადი ტაქიკარდია, ბრადიკარდია, ჰიპოტენზია (1%), ჰიპერტენზია, მიოკარდიული იშემია, ექსტრასისტოლები, სინუსური ტაქიკარდია, სინუსური არითმია, სუპრავენტრიკულური ექსტრასისტოლები და QT გახანგრძლივება (<1%). ბევრ შემთხვევაში პალონოსეტრონთან კავშირი ნათელი არ იყო.
- დერმატოლოგიური: ალერგიული დერმატიტი, გამონაყარი (<1%)
- სმენა და მხედველობა: გულისრევა მოძრაობაზე, ყურებში ხმაურის შეგრძნება, თვალის გაღიზიანება და ამბლიოპია (<1%)
- კუჭ-ნაწლავთა სისტემა: ფაღარათი (1%), დისპეპსია, მუცლის ტკივილი, პირის სიმშრალე, სლოკინი და მეტეორიზმი (<1%)
- ზოგადი: სისუსტე (1%), დაღლილობა, ცხელება, წამოცხელება, გრიპის მსგავსი სინდრომი (<1%)
- ღვიძლი: AST და/ან ALT და ბილირუბინის დონეების გარდამავალი, ასიმპტომური მომატება (<1%). ეს ცვლილებები ვითარდებოდა უმეტესად იმ პაციენტბში, რომლებიც იღებდნენ მაღალი ემეტოგენობის ქიმიოთერაპიას.
- მეტაბოლური: ჰიპერკალემია (1%), ელექტროლიტების მერყეობები, ჰიპერგლიკემია, მეტაბოლური აციდოზი, გლიკოზურია, მადის დაქვეითება, ანორექსია (<1%)
- ძვალ-კუნთოვანი: ართრალგია (<1%)
- ნერვული სისტემა: თავბრუსხვევა (1%), ძილიანობა, უძილობა, ჰიპერსომნია, პარესთეზია (<1%)
- ფსიქიატრიული: შფოთვა (1%), ეიფორიული განწყობა (<1%)
- საშარდე სისტემა: შარდის შეკავება (<1%)
- სისხლძარღვოვანი: ვენების შეფერილობის ცვლილება, ვენების გაფართოება (<1%)
④ მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში არ დადგინდა, ქვეყნის შიგნით ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში (n=119) დაფიქსირდა ნეიტროპენია (<1%) და ქავილი (1.7%), რომელთათვისაც პალონოსეტრონთან კავშირი ვერ გამოირიცხა.
(2) ბავშვები (ასაკი ≥2 თვე)
ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკის კლინიკურ კვლევაში 163-მა პედიატრიულმა კიბოთი დაავადებულმა პაციენტმა მიიღო 20 მკგ/კგ (მაქსიმუმ 1.5 მგ) პალონოსეტრონის ერთჯერადი ინტრავენური ინფუზია ქიმიოთერაპიის პირველი ციკლის დაწყებამდე 30 წუთით ადრე. პაციენტების საშუალო ასაკი იყო 8.4 წელი (მერყეობდა 2 თვიდან 16.9 წლამდე) და მათი 46% იყო მამრობითი სქესის; და 93% იყო თეთრკანიანი.
პალონოსეტრონისთვის დაფიქსირდა შემდეგი არასასურველი რეაქციები.
- ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დისკინეზია (<1%)
- ზოგადი: ინფუზიის ადგილის ტკივილი (<1%)
- დერმატოლოგიური: ალერგიული დერმატიტი, კანის პათოლოგიები (<1%)
ამ კვლევაში არასასურველი რეაქციები შეფასდა პედიატრიულ პაციენტებში რომლებიც პალონოსეტრონს იღებდნენ ქიმიოთერაპიის 4-მდე ციკლის განმავლობაში. პალონოსეტრონისთვის ციკლების 2-4 განმავლობაში დამატებით აღინიშნა შემდგომი არასასურველი რეაქციები.
- გულ-სისხლძარღვთა სისტემა: QT გახანგრძლივება (<1%)
- კუჭ-ნაწლავთა სისტემა: ფაღარათი (<1%)
- მეტაბოლური და კვებითი დარღვევა: დეჰიდრატაცია (<1%)
- პოსტოპერაციული გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკა
(1) არასასურველი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა მოზრდილების ≥ 2%-ში რომლებიც იღებდნენ პალინისეტრონის 0.075 მგ-ს ინტრავენურად დაუყოვნებლივ ანესთეზიის ინდუქციის წინ ერთ მე-2 ფაზის და ორ მე-3 ფაზის რანდომიზებულ პლაცებოთი-კონტროლირებად კვლევაში, მოცემულია ცხრილში 2. მოვლენების სიხშირის სხვაობა პალნოსეტრონის და პლაცებოს ჯგუფებს შორის განურჩეველი იყო. ზოგიერთი მოვლენა ცნობილია, რომ დაკავშირებულია ან შესაძლოა გამწვავდეს თანმხლები პერიოპერაციული და ინტრაოპერაციული მედიკამენტების ფონზე, რომლებიც ინიშნება ქირურგიულ პოპულაციაში. პოსტოპერაციული გულისრევის და ღებინების პაციენტებში, პალონოსეტრონის ეფექტი QTc ინტერვალზე არ განსხვავდებოდა პლაცებოს ეფექტისგან.
ცხრილი 2: არასასურველი რეაქციები აღნიშნული პაციენტების ≥ 2%-ის მიერ პოსტოპერაციული გულისრევის და ღებინების კვლევებში
არასასურველი რეაქციები
პალონოსეტრონი
- 075 მგ
(N=336)
პლაცებო
(N=369)
ელექტროკარდიოგრამაზე QT გახანგრძლივება
16(5%)
11(3%)
ბრადიკარდია
13(4%)
16(4%)
თავის ტკივილი
11(3%)
14(4%)
შეკრულობა
8(2%)
11(3%)
(2) პალონოსეტრონის მიწოდების შემდეგ მოზრდილი პაციენტებისთვის, რომლებიც იღებდნენ თანმხლებ პერიოპერაციულ და ინტრაოპერაციულ მედიკამენტებს, მათ შორის საანესთეზიო მედიკამენტებს, დაფიქსირდა შემდგომი არასასურველი რეაქციები, რომლებიც მკვლევარების მიერ მკურნალობასთან დაკავშირებულად შეფასდა.
- გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ელექტროკარდიოგრამაზე QTc გახანგრძლივება, სინუსური ბრადიკარდია, ტაქიკარდია (1%), სისხლის წნევის დაქვეითება, ჰიპოტენზია, ჰიპერტენზია, არითმია, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები, საერთო შეშუპება, ეკგ-ზე T ტალღის ამპლიტუდის შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება (1%). ამ არასასურველი ეფექტების სიხშირე არ განსხვავდებოდა პლაცებოსგან.
- დერმატოლოგიური: ქავილი (1%)
- კუჭ-ნაწლავთა სისტემა: მეტეორიზმი (1%), პირის სიმშრალე, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, ნერწყვის ჭარბი გამოყოფა, დისპეპსია, ფაღარათი, ნაწლავის პერისტალტიკის დაქვეითება (<1%)
- ზოგადი: შემცივნება (<1%)
- ღვიძლი: AST და/ან ALT დონის მომატება (1%), ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება (<1%)
- მეტაბოლური: ჰიპოკალემია, ანორექსია (<1%)
- ნერვული სისტემა: თავბრუსხვევა (<1%)
- სასუნთქი სისტემა: ჰიპოვენტილაცია, ლარინგოსპაზმი (<1%)
- საშარდე სისტემა: შარდის შეკავება (1%)
- პოსტოპერაციული გულისრევის და ღებინების მკურნალობა
(1) ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული მე-3 ფაზის რანდომიზებული პლაცებოთი-კონტროლირებადი კვლევებიდან შეტყობინებული არასასურველი რეაქციები შეფასდა მათი მკურნალობასთან კავშირისთვის. უძილობის ერთი მოვლენა პლაცებოს ჯგუფში მკურნალობასთან დაკავშირებულად შეფასდა, სხვა მოვლენები მკურნალობასთან დაკავშირებულად არ ჩაითვალა.
(2) ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ მე-3 ფაზის რანდომიზებულ პლაცებოთი-კონტროლირებად კვლევაში, მოზრდილების ≥ 1%-ში რომლებიც იღებდნენ პალონოსეტრონის 0.075 მგ-ს ინტრავენურად დაუყოვნებლივ გულისრევის და ღებინების გამოვლენის შემდეგ, დაფიქსირდა შემდგომი არასასურველი მოვლენები. არცერთი მოვლენა არ ჩაითვალა პალონოსეტრონთან დაკავშირებულად.
- ძალიან ხშირი: ≥10% (≥1/10)
- ხშირი: ≥1% და <10% (≥1/100 და <1/10)
- სისხლი და ლიმფური სისტემა: ხშირი – ანემია
- მეტაბოლიზმი და კვება: ხშირი - დეჰიდრატაცია, ელექტროლიტების მერყეობები
- ფსიქიატრიული: ძალიან ხშირი – უძილობა
- ნერვული სისტემა: ძალიან ხშირი - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი
- სისხლძარღვოვანი: ხშირი – ჰიპოტენზია
- სასუნთქი სისტემა: ხშირი – ხველა, ხველა ნახველის გამოყოფით
- კუჭ-ნაწლავთა სისტემა: ძალიან ხშირი - ფაღარათი, შეკრულობა, ხშირი - მუცლის შებერილობა, მუცლის ტკივილი
- დერმატოლოგიური: ხშირი – ქავილი, ურტიკარია
- ძვალ-კუნოვანი სისტემა: ხშირი – ტკივილი მხრის მიდამოში, ზურგის ტკივილი, დისკომფორტი მხრის მიდამოში, ძვალ-კუნთოვანი ტკივილი, მიალგია, ინტენსიური ტკივილი
- საშარდე სისტემა: ხშირი - შარდის ბუშტის დილატაცია, შარდსაწვეთის პათოლოგიები
- ყური, ცხვირი და ყელი: ხშირი - ყურის ტკივილი
- ზოგადი: ძალიან ხშირი - დაღლილობა, ხშირი - ცხელება, დისკომფორტი გულმკერდის მიდამოში, პოსტოპერაციული ტკივილი, შემცივნება
- პოსტოპერაციული გართულება: ძალიან ხშირი - პროცედურული ტკივილი, ხშირი - პოსტოპერაციული ანემია, ჭრილობიდან გამონაჟონი
- ჰიპერმგრძნობელობის და ინექციის ადგილის რეაციების (წვა, გამაგრება, დისკომფორტი და ტკივილი) ძალიან იშვიათი (<0.01%) შემთხვევები დაფიქსირდა სხვა ქვეყნების პოსტ-მარკეტინგული გამოცდილებიდან 0.25 მგ პალონოსეტრონის ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკისთვის გამოყენებისას. რადგან ეს რეაქციები შეტყობინებულია საკუთარი ინიციატივით დაუდგენელი სიდიდის პოპულაციისგან, ყოველთვის არ არის შესაძლებელი მათი სიხშირის სარწმუნო განსაზღვრა ან მედიკამენტთან ექსპოზიციასთან მიზეზობრივი კავშირის დადგენა.
- ქვეყნის შიდა პოსტ-მარკეტინგული გამოცდილება
(1) ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევა და ღებინება
მედიკამენტის პოსტ-მარკეტინგული გამოყენების კვლევაში რომელიც ჩატარდა 7,755 მოზრდილში 6 წლის განმავლობაში განმეორებითი შემოწმების მიზნით კორეაში, არასასურველი მოვლენების განვითარების სიხშირე მიზეზ-შედეგობრივი კავშირის მიუხედავად იყო 30.84% (2,392 სუბიექტი, 5,766 შემთხვევა), და არასასურველი მედიკამენტური რეაქციების განვითარების სიხშირე, რომელთათვისაც მიზეზ-შედეგობრივი კავშირი პალონოსეტრონთან ვერ გამოირიცხება იყო 10.92% (847 სუბიექტი, 1,833 შემთხვევა).
სერიოზული არასასურველი მოვლენების განვითარების სიხშირე მიზეზ-შედეგობრივი კავშირის მიუხედავად იყო 0.45% (35 სუბიექტი, 74 შემთხვევა), და მოიცავდა ლეიკოპენიას 0.17% (13 სუბიექტი, 35 შემთხვევა), ნეიტროპენიას 0.12% (9 სუბიექტი, 11 შემთხვევა), და ზოგად სისუსტეს 0.05% (4 სუბიექტი, 5 შემთხვევა), სიხშირის კლების მიხედვით. არასასურველი მედიკამენტური რეაქციების განვითარების სიხშირე, რომელთათვისაც პალონოსეტრონთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ვერ გამოირიცხა იყო 0.04% (3 სუბიექტი, 3 შემთხვევა), და მოიცავდა სიკვდილს, ფაღარათს, და გულისრევას (1 შემთხვევა თითოეულისთვის).
მოულოდნელი არასასურველი მოვლენების განვითარების სიხშირე მიუხედავად მიზეზ-შედეგობრივი კავშირისა იყო 23.65% (1,834 სუბიექტი, 3,437 შემთხვევა), და მოიცავდა გულისრევას 12.7% (985 სუბიექტი, 1,009 შემთხვევა), ღებინებას 2.85% (221 სუბიექტი, 225 შემთხვევა), და სტომატიტს 2.62% (203 სუბიექტი, 206 შემთხვევა), სიხშირის კლების მიხედვით. მოულოდნელი არასასურველი მედიკამენტური რეაქციების სიხშირე რომელთათვისაც მიზეზ-შედეგობრივი კავშირი პალონოსეტრონთან ვერ გამოირიცხა იყო 7.31% (567 სუბიექტი, 1,008 შემთხვევა), და მოიცავდა სისხლში შარდოვანას აზოტის მომატებას, ნახველის მომატებას, დისკომფორტს გულმკერდის მიდამოში, ტკივილს გულმკერდის მიდამოში, ჰეპატოტოქსიურობას, სისხლიან ნახველს, იღლიის ტკივილს, ტუბერკულოზს, ჰიპერქოლერსტერინემიას, მენჯის ტკივილს, კანის ჰიპერპიგმენტაციას, პირის ღრუს დაწყლულებას, სტომატიტს, ღებინებას, კუნთების სისუსტეს, მიალგიას, ღვიძლის მწვავე უკმარისობას, ხველას, თვალის ანთებას, მონოციტოზს, გულის ფრიალს, ურტიკარიას, ყრუ შეგრძნებას, ზურგის ტკივილს, ჭარბ ოფლიანობას, ტრემორს, ლიმფადემას, მშრალ ხველას, ეპიგასტრულ დისკომფორტს, კისრის/მხრის ტკივილს, დაბუჟებას, ასთენიას, გემოს გაუკუღმართებას, ფებრილურ ნეიტროპენიას, მუცლის დისკომფორტს, სხვაგვარად არაკლასიფიცირებულ ეპილეფსიას, ცისტიტს, დიზურიას, ფურუნკულებს, შეშუპებას, გახშირებულ შარდვას, ანემიას, სიკვდილს, ტკივილს კიდურში, ზემო სასუნთქი გზების ინფექციას, დისპიგმენტაციას, პალმარულ-პლანტარულ ერითროდისესთეზიას, ფრჩხილის ცვლილებებს, პოსტოპერაციულ ტკივილს, დისფონიას, მხედველობის დაბინდვას, ნეიროტოქსიურობას, ნეიროპათიას, თირკმლის დისფუნქციას, ნოქტურიას, წამოწითლებას, აკნეს, პერინეალურ ტკივილს ქალებში, დისფაგიას, გვერდის ტკივილს, გულისრევას, შემცივნებას, ხახის ტკივილს, ტრიზმს, პირის ღრუს ტკივილს, გინგივიტს, სისხლდენას ღრძილებიდან, ერითროციტების დონის დაქვეითებას, ზოგად შეშუპებას, მუკოზიტს, ვაგინიტს, სხეულის მასის დაქვეითებას, სხეულის მასის მომატებას, პანკრეატიტს, კბილების დაზიანებას, ბუასილს, კბილის ტკივილს, სინუსიტს, ცხვირის დაცობას, ცხვირიდან სისხლდენას, რინორეას, ალოპეციას, ტკივილს, შაკიკს, პნევმონიას, კანის სიმშრალეს, მთქნარებას, სისხლდენას სწორი ნაწლავიდან, სწორი ნაწლავის ტკივილს, ჰემატურიას, სისხლიან განავალს, ეოზინოფილიას, ნეიტროფილიას, სუნთქვის გაძნელებას, ჰიპერემიას, სიწითლეს, და პლევრულ გამონაჟონს.
(2) პოსტოპერაციული გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკა
პოსტ-მარკეტინგული მედიკამენტის გამოყენების კვლევაში რომელიც ჩატარდა 20,415 მოზრდილში 6 წლის განმავლობაში განმეორებითი შემოწმების მიზნით კორეაში, არასასურველი მოვლენების განვითარების სიხშირე მიუხედავად მიზეზ-შდეგორივი კავშირისა იყო 8.39% (1,712 სუბიექტი, 2,403 შემთხვევა), და არასასურველი მედიკამენტური რეაქციების განვითარების სიხშირე, რომელთათვისაც მიზეზ-შედეგობრივი კავშირი პალონოსეტრონთან ვერ გამოირიცხა იყო 3.54% (723 სუბიექტი, 951 შემთხვევა).
სერიოზული არასასურველი მოვლენების განვითარების სიხშირე მიუხედავად მიზეზ-შედეგობრივი კავშირისა იყო 0.015% (3 სუბიექტი, 3 შემთხვევა), და მოიცავდა თირკმლის მწვავე უკმარისობას, თავის ტკივილს, და შოკს თითოეულისთვის 0.005% სიხშირით (1 სუბიექტი, 1 შემთხვევა). არასასურველი მედიკამენტური რეაქცია რომლისთვისაც მიზეზ-შედეგობრივი კავშირი პალონოსეტრონთან ვერ გამოირიცხა მოიცავდა თავის ტკივილს.
მოულოდნელი არასასურველი მოვლენების სიხშირე მიუხედავად მიზეზ-შედეგობრივი კავშირისა იყო 4.00% (817 სუბიექტი, 973 შემთხვევა), და მოიცავდა გულისრევას 3.3% (674 სუბიექტი, 675 შემთხვევა), ღებინებას 0.81% (165 სუბიექტი, 165 შემთხვევა), და პირღებინებას 0.08% (17 სუბიექტი, 17 შემთხვევა), სიხშირის კლების მიხედვით. მოულოდნელი არასასურველი მედიკამენტური რეაქციის განვითარების სიხშირე, რომლისთვისაც მიზეზ-შედეგობრივი კავშირი პალონოსეტრონთან ვერ გამოირიცხება იყო 1.49% (305 სუბიექტი, 351 შემთხვევა), და მოიცავდა ტკივილს გულმკერდის მიდამოში, გულისრევას, ღებინებას, გულის ფრიალს, მოდუნებულობას, ჭარბ ოფლიანობას, პერიფერიულ შეშუპებას, დაბუჟებას, გამონაყარს, გახშირებულ შარდვას, ატრიოვენტრიკულურ ბლოკადას, გულის პათოლოგიებს, გულისრევას, შედედების დროის გახანგრძლივებას, ხახის ტკივილს, ძილიანობას, ტრემორს, კბილის ტკივილს, პროთომბინის დროის გახანგრძლივებას, სუნთქვის გაძნელებას და სიწითლეს.
- ზოგადი სიფრთხილის ზომები
- ავტომობილის მართვის და დანადგარების გამოყენების უნარზე გავლენასთან დაკავშირებით კვლევები არ არის ჩატარებული. თუმცა, რადგან პალონოსეტრონმა შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ძილიანობა ან დაღლილობა, პაციენტები ფრთხილად უნდა იყონ ავტომობილის მართვის ან დანადგარების გამოყენების დროს.
- ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევის და ღებინების კვლევებში, პალონოსეტრონის გავლენა სისხლის წნევაზე, გულისცემის სიჩქარეზე და ეკგ პარამეტრებზე (მათ შორის, QTc) ონდანსეტრონის და დოლასტერონის მსგავსი იყო. პლაცებოს და დადებითი კონტროლის კვლევაში (n=221), პალონოსეტრონი 0.25, 0.75, და 2.25 მგ ერთჯერად ინტრავენურ დოზებზე ჯანმრთელ სუბიექტებში არ ახანგრძლივებდა QTc ინტერვალს კლინიკურად თვალსაჩინო მასშტაბით არცერთ დოზაზე. თუმცა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ თანმხლები მედიკამენტების გამოყენებისას, რომელთაც შესაძლოა გაახანგრძლივონ QT ინტერვალი, აგრეთვე პაციენტებში რომელთაც ქონიათ ან შესაძლოა ქონდეთ QT გახანგრძლივება.
- პოსტოპერაციული გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკისთვის ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ეფექტურობა 24 საათის შემდეგ ნაჩვენები არ არის.
- პოსტოპერაციული გულისრევის და ღებინების მკურნალობისთვის, პალონოსეტრონისთვის სრული პასუხის სიხშირე პირველი 24 საათის განმავლობაში მნიშვნელოვნად მაღალი იყო ვიდრე პლაცებოსთვის.
- სეროტონინის სინდრომი (მათ შორის ცნობიერების შეცვლილი სტატუსი, ავტონომიური არასტაბილურობა, და ნერვ-კუნთოვანი სიმპტომები) აღწერილია 5-HT3 რეცეპტორის აგონისტების და სხვა სეროტონერგული მედიკამენტების (მათ შორის SSRIs და SNRIs) თანდროული გამოყენების შემდეგ. პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ მეთვალყურეობა თუ კლინიკურად ნაჩვენებია პალონოსეტრონის და სხვა სეროტონერგული მედიკამენტების თანადროული გამოყენება.
- ურთიერთქმედებები
- პალონოსეტრონი სხეულიდან გამოიყოფა როგორც თირკმლისმიერი ექსკრეციის, აგრეთვე მეტაბოლური გზებით რომლებიც გაშუალებულია CYP ფერმენტებით. პალონოსეტრონი უმთავრესად მეტაბოლიზდება CYP2D6-ის მიერ, CYP3A4-ის და CYP1A2-ის მცირედი თანამონაწილეობით.
- ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ პალონოსეტრონი არ წარმოადგენს CYP1A2-ის, CYP2A6-ის, CYP2B6-ის, CYP2C9-ის, CYP2D6-ის, CYP2E1-ის და CYP3A4/5-ის ინჰიბიტორს და ის აგრეთვე არ იწვევს CYP1A2-ის, CYP2D6-ის, ან CYP3A4/5-ის აქტივობის ინდუქციას (CYP2C19 არ არის შესწავლილი). შესაბამისად, კლინიკურად თვალსაჩნო მედიკამენტური ურთერთქმედებების პოტენცია დაბალია.
- 0.25 მგ ინტრავენური პალონოსეტრონის დანიშვნა 20 მგ ინტრავენურ დექსამეტაზონთან ერთად ჯანმრთელ სუბიექტებში არ ავლენდა ფარმაკოკინეტიკურ მედიკამენტთაშორის ურთიერთქმედებებს პალონოსეტრონსა და დექსამეტაზონს შორის.
- როდესაც 0.25 მგ ინტრავენური პალონოსეტრონი მიეწოდებოდა დღე 1-ზე და ორალური აპრეპიტანტი ინიშნებოდა 3 დღის განმავლობაში (125 მგ, 80 მგ, 80 მგ) ჯანმრთელ სუბიექტებში, პალონოსეტრონის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად არ იცვლებოდა (AUC: ცვლილების გარეშე, Cmax: 15% მომატება).
- პალონოსეტრონის 0.75 მგ ერთჯერადი ინტრავენური დოზის და 10 მგ ორალური მეტოკლოპრამიდის დღეში ოთხჯერადი დოზის მიღების შემდეგ ჯანმრთელ სუბიექტებში ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ აღნიშნა.
- კლინიკურ კვლევებში პალონოსეტრონი ინიშნებოდა კორტიკოსტეროიდებთან, ტკივილგამაყუჩებლებთან, ღებინების/გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებებთან, სპაზმოლიტიკებთან და ანტიქოლინერგულ საშუალებებთან ერთად ურთერთქმედების გარეშე.
- პალონოსეტრონი არ აინჰიბირებდა ხუთი გამოცდილი ქიმიოთერაპიული საშუალების სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობას (ცისპლატინი, ციკლოფოსფამიდი, ციტარაბინი, დოქსორუბიცინი და მიტომიცინ C) სიმსივნის თაგვის მოდელებში.
- სეროტონინის სინდრომი (მათ შორის ცნობიერების შეცვლილი სტატუსი, ავტონომიური არასტაბილურობა, და ნერვ-კუნთოვანი სიმპტომები) აღწერილია 5-HT3 რეცეპტორის ანტაგონისტების და სხვა სეროტონერგული მედიკამენტების, მათ შორის SSRI-ს და SNRI-ს თანადროული გამოყენების შემდეგ.
- გამოყენება ორსულ და მეძუძურ ქალებში
- ტერატოგენობა: კატეგორია B
ტერატოლოგიის კვლევები ჩატარებულია ვირთხებში ორალურ დოზებზე 60 მგ/კგ/დღეში სიდიდემდე (1894-ჯერ მეტი ადამიანის რეკომენდირებულ ინტრავენურ დოზაზე სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით) და კურდღლებში ორალურ დოზებზე 60 მგ/კგ/დღეში სიდიდემდე (3789-ჯერ მეტი ადამიანის რეკომენდირებულ ინტრავენურ დოზაზე სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით) და არ გამოვლინდა ნაყოფიერების დარღვევის ან ნაყოფისთვის მავნებლობის რაიმე ნიშანი პალონოსეტრონის მიზეზით. თუმცა, არ არსებობს ადეკვატური და კარგად კონტროლირებული კვლევები ორსულ ქალებში. რადგან ცხოველების რეპროდუქციის კვლევები ყოველთვის არ იძლევა ადამიანის პასუხის წინასწარ განსაზღვრის საშუალებას, პალონოსეტრონი ორსულობის დროს უნდა გამოიყენოთ მხოლოდ მაშინ როდესაც მისი საჭიროება ცალსახაა.
- პალონოსეტრონი არ არის მიწოდებული მშობიარე პაციენტებისთვის, აქედან გამომდინარე მისი ეფექტები დედაზე ან ბავშვზე უცნობია.
- არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა პალონოსეტრონი რძით. რადგან ბევრი მედიკამენტი გამოიყოფა რძეში და რადგან არსებობს სერიოზული არასასურველი რეაქციების საშიშროება ბუნებრივ კვებაზე მყოფ ჩვილებში და პალონოსეტრონისთვის ნაჩვენებია სიმსივნის გამოწვევის პოტენცია ვირთხის კარცინოგენობის კვლევაში, მიღებული უნდა იქნას გადაწყვეტილება შეწყდეს თუ არა ძუძუთი კვება თუ შეწყდეს მედიკამენტის მიღება, დედისთვის მედიკამენტის მნიშვნელობის გათვალისწინებით.
- გამოყენება ბავშვებში
- უსაფრთხოება და ეფექტურობა ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინებისთვის ახალშობილებში დადგენილი არ არის.
- უსაფრთხოება და ეფექტურობა პოსტოპერაციული გულისრევისთვის და ღებინებისთვის 18 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის
- გამოყენება მოხუცებულებში
პოპულაციის ფარმაკოკინეტიკის ანალიზმა არ გამოავლინა რაიმე სხვაობა პალონოსეტრონის ფარმაკოკინეტიკაში ≥ 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებსა და უფრო ახალგაზრდა 18-დან 64 წლამდე ასაკის პაციენტებს შორის. ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევის და ღებინების კლინიკურ კვლევებში 1374 მოზრდილი კიბოთი დაავადებული პაციენტიდან 316 (23%) იყო ≥ 65 წელზე უფროსი ასაკის, ხოლო 71 (5%) იყო ≥ 75 წლის ასაკის. არ დადგინდა სხვაობა უსაფრთხოებასა და ეფექტურობაში ამ სუბიექტებსა და უფრო ახალგაზრდა სუბიექტებს შორის, მაგრამ ზოგიერთ ასაკოვან ინდივიდში მომატებული მგრძნობელობა ვერ გამოირიცხება. ასაკოვანი პაციენტებისთვის დოზის მორგება ან განსაკუთრებული მონიტორინგი საჭირო არ არის. 1520 ზრდასრული პაციენტიდან პოსტოპერაციული გულისრევის და ღებინების კლინიკურ კვლევებში, 73 (5%) იყო ≥65 წლის ასაკის. არ დადგინდა რაიმე საერთო სხვაობა უსაფრთხოების მხრივ ასაკოვან და უფრო ახალგაზრდა სუბიექტებს შორის, თუმცა მომატებული მგრძნობელობის ალბათობა ზოგიერთ ასაკოვან ინდივიდში ვერ გამოირიცხება. ასაკოვან პაციენტებში არ დადგინდა რაიმე ეფეტურობის სხვაობა ქიმიოთერაპით გამოწვეული გულისრევის და ღებინებისთვის, სხვაობა არ არის მოსალოდნელი პოსტოპერაციული გულისრევისთვის და ღებინებისთვის. თუმცა პალონოსეტრონის ეფექტურობა ასაკოვან პაციენტებში კლინიკურ პირობებში კარგად არ არის შესწავლილი.
- ზედოზირება
პალონოსეტრონის ანტიდოტი დადგენილი არ არის. ზედოზირება უნდა იმართოს მხარდამჭერი ზომების გამოყენებით. 50 ზრდასრულ კიბოთი დაავადებულ პაციენტს მიეწოდა პალინისეტრონი დოზით 90 მკგ/კგ (6 მგ დოზის ეკვივალენტური) დოზის დიაპაზონის კვლევის ფარგლებში. ეს არის 25-ჯერ მაღალი 0.25 მგ რეკომენდირებულ ინტრავენურ დოზაზე. დოზის ამ ჯგუფს აღენიშნა არასასურველი მოვლენების განვითარების იგივე სიხშირე რაც სხვა დოზის ჯგუფებს და არ აღინიშნა დოზის საპასუხო ეფექტები. დიალიზის კვლევები არ არის ჩატარებული, თუმცა, დიდი განაწილების მოცულობის (Vd) გამო, ნაკლებ სავარაუდოა პალონოსეტრონის ზედოზირებისთვის დიალიზი ეფექტურ მკურნალობას წარმოადგენდეს. პალონოსეტრონის ერთჯერადი ინტრავენური დოზა 30 მგ/კგ სიდიდით (ადამიანის დოზაზე 947 და 474-ჯერ მაღალი ვირთხებისა და თაგვებისთვის, შესაბამისად, სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით) ლეტალური იყო ვირთხებისა და თაგვებისთვის. ტოქსიურობის მთავარი ნიშნები იყო კრუნჩხვები, მძიმე სუნთქვა, სიფერმკრთალე, ციანოზი და კოლაფსი.
- სიფრთხილის ზომები შენახვისა და გამოყენებისთვის
- დაიცავით გაყინვისგან და სინათლისგან, და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (1~30℃).
- მიღებამდე შეამოწმეთ ვიზუალურად ნაწილაკოვანი მასის და ფერის ცვლილებების აღმოსაჩენად.
- გახსნის შემდეგ გადააგდეთ გამოუყენებელი ხსნარი.
- სხვები
- კარცინოგენობის 104-კვირიან კვლევაში CD-1 თაგვებში, პალონოსეტრონით მკურნალობა ორალურ დოზაზე 10, 30 და 60 მგ/კგ/დღეში არ იყო სიმსივნის გამომწვევი. ყველაზე მაღალ გამოცდილ დოზაზე, პალონოსეტრონთან სისტემური ექსპოზიცია იყო 150-დან 289-ჯერ მაღალი ადამიანის ექსპოზიციაზე (AUC= 29.8 ნგ•ს/მლ) 0.25 მგ რეკომენდირებულ დოზაზე. სპრეგ-დაულის ვირთხებში ჩატარებულ 104-კვირიან კარცინოგენობის კვლევაში მამრობითი და მდედრობით სქესის ვირთხებს მიეწოდათ 15, 30 და 60 მგ/კგ/დღეში და 15, 45 და 90 მგ/კგ/დღეში ორალური დოზები, შესაბამისად. უმაღლეს გამოცდილ დოზაზე, პალონოსეტრონთან სისტემური ექსპოზიცია იყო 137 და 308-ჯერ მაღალი ადამიანის ექსპოზიციაზე (პლაზმის AUC) რეკომენდირებულ დოზაზე. მკურნალობა პალონოსეტრონით ზრდიდა თირკმელზედა ჯირკვლის კეთილთვისებიანი ფეოქრომოციტომის და კომბინირებული კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ფეოქრომოციტომის განვითარების სიხშირეებს, ზრდიდა პანკრეასის კუნძულოვანი უჯრედების ადენომის და კომბინირებული ადენომის და კარცინომის და ჰიპოფიზის ადენომის განვითარების სიხშირეს მამრობითი სქესის ვირთხებში. მდედრობითი სქესის ვირთხებში, ის ზრდიდა ჰეპატოცელულური ადენომის და კარცინომის განვითარების სიხშირეს და ზრდიდა ფარისებრი ჯირკვლის C-უჯრედოვანი ადენომის და კომბინირებული ადენომის და კარცინომის განვითარების სიხშირეებს.
- პალონოსეტრონი არ იყო გენოტოქსიური ეიმსის ტესტში, CHO/HGPRT მუტაციის ტესტში, ჰეპატოციტების არაგეგმიური დნმ-ის სინთეზის (UDS) ტესტში ან თაგვის მიკრობირთვულ ტესტში. თუმცა, ის დადებითი იყო კლასტოგენურ ეფექტებზე CHO უჯრედების ქრომოსომული აბერაციების ტესტში.
- პალონოსეტრონს ორალურ დოზებზე 60 მგ/კგ/დღეში სიდიდემდე (1894-ჯერ მაღალი ადამიანის რეკომენდირებულ ინტრავენურ დოზაზე სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით) არ ქონდა გავლენა მამრობითი და მდედრობითი სქესის ვირთხების ნაყოფიერებაზე და რეპროდუქციულ ქცევაზე.
შენახვა
შეინახეთ გაუხსნელი ფლაკონები, 1-30°C ტემპერატურაზე, დაიცავით სინათლისგან.
შეფუთვის ერთეული
1 ფლაკონი (1.5 მლ/ფლაკონი, 5მლ/ფლაკონი, 8მლ/ფლაკონი)
10 ფლაკონი (1.5 მლ/ფლაკონი, 5მლ/ფლაკონი, 8მლ/ფლაკონი)
გადახედვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2018 წ.
წარმოებულია დამკვეთისთვის
„სამიანგ ბიოფარმი“
79, Sinildong-ro Daedeok-gu, Dajeon, კორეა
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.