პაზოპანიბი დოქტორ რედის
Pazopanib Dr.Reddy’s
პაზოპანიბი DR. REDDY’S-ის გამოყენება ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: • თირკმლის შორსწასული და/ან მეტასტაზური უჯრედოვანი კარცინომა (RCC) • თუ სხვა უკუჩვენებები არ არსებობს, შორსწასული (არარეზექცირებადი და/ან მეტასტაზური) რბილი ქსოვილების სარკომა (STS) პაციენტებში, რომლებსაც, წარსულში ჩაუტარდათ …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პაზოპანიბი (pazopanib)
- ფორმა და შეფუთვა
- 400მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონში
- მწარმოებელი
- Dr. Reddy’s Laboratories Ltd., ინდოეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, პროტეინკინაზას სხვა ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- L01EX03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044946
- რეგისტრირებულია
- 9 მარტი 2026, მოქმედებს 9 მარტი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „მერმისი“
პაზოპანიბი დოქტორ რედის — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პაზოპანიბი DR. REDDY’S-ის გამოყენება ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
- თირკმლის შორსწასული და/ან მეტასტაზური უჯრედოვანი კარცინომა (RCC)
- თუ სხვა უკუჩვენებები არ არსებობს, შორსწასული (არარეზექცირებადი და/ან მეტასტაზური) რბილი ქსოვილების სარკომა (STS) პაციენტებში, რომლებსაც, წარსულში ჩაუტარდათ ქიმიოთერაპია, ანტრაციკლინით მკურნალობის ჩათვლით
III ფაზის საკვლევი პოპულაციიდან გამოირიცხნენ კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნის (GIST) ან ადიპოციტური რბილი ქსოვილების სარკომის მქონე პაციენტები.
პრეპარატის დოზა და შეყვანის მეთოდი
დოზა
RCC-ის ან STS-ის სამკურნალოდ გამოყენებული პაზოპანიბი DR. REDDY’S-ის რეკომენდებული დოზაა 800 მგ პერორალურად დღეში ერთხელ.
დოზის მოდიფიკაციები
გვერდითი რეაქციების სამართავად, დოზის მოდიფიკაცია, მისი გაზრდა ან შემცირება, უნდა მოხდეს 200 მგ-ით, ეტაპობრივად, ინდივიდუალური ასატანობის გათვალისწინებით. პაზოპანიბი DR. REDDY’S-ის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 800 მგ-ს დღეში.
სპეციალური პოპულაციები
პედიატრიულ პაციენტებში პრეპარატის გამოყენება
პაზოპანიბი DR. REDDY’S-ის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო (იხილეთ პარაგრაფი 4.4 პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში
65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში დოზის, დოზირების სიხშირის ან მიღების მეთოდის შეცვლა არ მოითხოვება.
თირკმლის დისფუნქცია
თირკმლის დისფუნქციას არ აქვს კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა პაზოპანიბი DR. REDDY’S-ის ფარმაკოკინეტიკაზე, პაზოპანიბის და მისი მეტაბოლიტების დაბალი თირკმლისმიერი ექსკრეციის გამო (იხილეთ პარაგრაფი 5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები - ექსკრეცია და 5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები - განსაკუთრებული პოპულაციები).
სავარაუდოდ, თირკმლის დისფუნქცია გავლენას ვერ მოახდენს პაზოპანიბის ექსპოზიციაზე და დოზის კორექცია არ მოითხოვება პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსი ≥30 მლ/წთ-ზე. არ არსებობს პაზოპანიბის გამოყენების გამოცდილება თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ან პერიტონეალურ დიალიზზე ან ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში; შესაბამისად, პაზოპანიბის გამოყენება ამ პაციენტებში რეკომენდებული არ არის.
ღვიძლის დისფუნქცია
პაზოპანიბი DR.REDDY’S-ის უსაფრთხოება და ფარმაკოკინეტიკა ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში სრულად დადგენილი არ არის (იხილეთ პარაგრაფი 4.4. პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).
ალანინამინოტრანსფერაზას (ALT) და ბილირუბინის მიხედვით განსაზღვრული ღვიძლის მსუბუქი დისფუნქციის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხილეთ პარაგრაფი 5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები).
ღვიძლის ზომიერი დისფუნქციის მქონე პაციენტებში პაზოპანიბ DR.REDDY’S-ის დოზა უნდა შემცირდეს 200 მგ-მდე დღეში. არ არსებობს საკმარისი მონაცემები ღვიძლის მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში (საერთო ბილირუბინი >3xULN, ALT-ის ნებისმიერი დონის მიუხედავად); შესაბამისად, პაზოპანიბ DR.REDDY’S-ის გამოყენება ამ პაციენტებში რეკომენდებული არ არის.
პრეპარატის შეყვანა
პაზოპანიბი DR. REDDY’S მიიღება პერორალურად დღეში ერთხელ, საკვების გარეშე და უზმოზე (ჭამამდე სულ მცირე ერთი საათით ადრე ან ჭამიდან ორი საათის შემდეგ) (იხილეთპარაგრაფი 5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები). ტაბლეტები მიიღება მთლიანად წყალთან ერთად და არ უნდა დაიმსხვრეს ან დაიფშვნეს.
გამოტოვებული დოზა
პრეპარატი არ მიიღება დოზის გამოტოვების შემთხვევაში, თუ შემდეგ დოზამდე დარჩენილია 12 საათზე ნაკლები დრო.
უკუჩვენებები
პაზოპანიბი DR. REDDY’S უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, პაზოპანიბის ჰიდროქლორიდის, ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხილეთ პარაგრაფი 6.1, დამხმარე ნივთიერებების სია).
პრეპარატის გამოყენებასთან სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
ღვიძლისმიერი ეფექტები
პაზოპანიბის გამოყენების დროს გამოვლინდა ღვიძლის უკმარისობის შემთხვევები (მათ შორის ფატალური). პაზოპანიბის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა შრატის ტრანსამინაზების (ALT, ასპარტატამინოტრანსფერაზა [AST]) და ბილირუბინის მატება (იხილეთ პარაგრაფი 4.8 გვერდითი ეფექტები). შემთხვევათა უმრავლესობაში აღინიშნა ALT-სა და AST-ს იზოლირებული მატება, ტუტე ფოსფატაზას ან ბილირუბინის თანმხლები მატების გარეშე. 60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ALT-ის > 3x ULN-ზე მეტად მომატების უფრო მაღალი რისკი. პაციენტებს, რომლებიც ატარებენ HLA-B*57:01 ალელს, ასევე აქვთ პაზოპანიბთან ასოცირებული ALT-ის მატების გაზრდილი რისკი. ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი საჭიროა პაზოპანიბზე მყოფ ყველა სუბიექტის შემთხვევაში, გენოტიპისა და ასაკის მიუხედავად (იხილეთ მე-5 პარაგრაფი „ფარმაკოლოგია“). ტრანსამინაზების ნებისმიერი სიმძიმით მატების დიდი უმრავლესობა (92.5%) დაფიქსირდა პირველი 18 კვირის განმავლობაში. სიმძიმე ეფუძნება კიბოს ეროვნული ინსტიტუტის მიერ შემუშავებულ გვერდითი მოვლენების შესახებ საერთო ტერმინოლოგიის კრიტერიუმებს, ვერსია 3 (NCI CTCAE).
პაზოპანიბით მკურნალობის დაწყებამდე და მე-3, მე-5, მე-7 და მე-9 კვირას საჭიროა ჩატარდეს შრატში ღვიძლის ანალიზების მონიტორინგი. შემდგომში, მე-3 და მე-4 თვეს, კლინიკური ჩვენების შესაბამისად, უნდა ჩატარდეს მონიტორინგი. პერიოდული მონიტორინგი მე-4 თვის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს.
მოწოდებულია შემდეგი გაიდლაინები პაციენტებისთვის, რომელთა საერთო ბილირუბინის საბაზისო მაჩვენებლებია ≤ 1.5xULN-ზე, ხოლო AST-ისა და ALT-ის საბაზისო მაჩვენებლები ≤ 2x ULN -ზე.
პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ALT-ის იზოლირებული მატება 3x ULN-დან 8x ULN-მდე, შეუძლიათ გააგრძელონ პაზოპანიბით მკურნალობა ღვიძლის ფუნქციური ტესტების ყოველკვირეულ მონიტორინგთან ერთად, ვიდრე ALT არ ალაგდება 1-ელ ხარისხამდე (NCI CTCAE) ან საწყის დონეს არ დაუბრუნდება.
პაციენტებში, რომელთა ALT-ის დონე > 8x ULN-ზე, პაზოპანიბით მკურნალობა უნდა შეჩერდეს, ვიდრე არ დაუბრუნდება 1-ელ ხარისხს (NCI CTCAE) ან საბაზისო მაჩვენებელს. თუ პაზოპანიბით მკურნალობის განახლების პოტენციური სარგებელი ჰეპატოტოქსიურობის რისკს აჭარბებს, მაშინ პაზოპანიბი უნდა განახლდეს შემცირებული დოზით (400 მგ დღეში) და შრატში ღვიძლის ფუნქციური ტესტები ყოველკვირეულად უნდა ჩატარდეს 8 კვირის განმავლობაში (იხილეთ პარაგრაფი 4.2 დოზა და მიღების მეთოდი). პაზოპანიბის განახლების შემდეგ, თუ ტრანსამინაზების მატება > 3xULN-ზე განმეორდება, მაშინ პაზოპანიბით მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს.
თუ ALT-ის მატებას > 3xULN-ზე ადგილი აქვს ბილირუბინის > 2xULN-ზე მატების პარალელურად, პაზოპანიბის მიღება სამუდამოდ უნდა შეწყდეს. საჭიროა პაციენტების მონიტორინგი, ვიდრე ეს მოვლენები არ ალაგდება 1-ელ ხარისხამდე (NCI CTCAE) ან არ დაუბრუნდება საბაზისო მაჩვენებელს. პაზოპანიბი არის UGT1A1 ინჰიბიტორი. ჟილბერის სინდრომის მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს მსუბუქი, არაპირდაპირი (არაკონიუგირებული) ჰიპერბილირუბინემია. იმ პაციენტების მართვა, რომლებსაც აღენიშნებათ მხოლოდ მსუბუქი არაპირდაპირი ჰიპერბილირუბინემია, დადასტურებული ან საეჭვო ჟილბერის სინდრომი და ALT-ის მატება >3xULN-ზე, უნდა მოხდეს ALT-ის იზოლირებული მატებისთვის მოწოდებული რეკომენდაციების შესაბამისად.
პაზოპანიბისა და სიმვასტატინის ერთდროული გამოყენება ზრდის ALT-ის მატების რისკს (იხილეთ პარაგრაფი 5.2 წამალთაშორისი ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები) და საჭიროა სიფრთხილით მიღება და მკაცრი მონიტორინგის ჩატარება.
იმ რეკომენდაციის გარდა, რომლის მიხედვით ღვიძლის მსუბუქი დისფუნქციის მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ 800 მგ პაზოპანიბი დღეში ერთხელ და საშუალო სიმძიმის დისფუნქციის მქონე პაციენტებში საწყისი დოზა საჭიროა შემცირდეს 200 მგ-მდე დღეში ერთხელ, დოზის მოდიფიკაციის სხვა დამატებითი გაიდლაინები არ არის შემუშავებული ღვიძლის ფუნქციური ტესტების მაჩვენებლებზე დაყრდნობით ღვიძლის უკვე არსებული დისფუნქციის მქონე პაციენტებისთვის.
ჰიპერტენზია
პაზოპანიბის კლინიკურ კვლევებში აღინიშნა ჰიპერტენზიის შემთხვევები, ჰიპერტენზიული კრიზის ჩათვლით. პაზოპანიბით მკურნალობის დაწყებამდე არტერიული წნევის სათანადო კონტროლია საჭირო. პაციენტებში უნდა ჩატარდეს ჰიპერტენზიის მონიტორინგი მკურნალობის დაწყებისთანავე (პაზოპანიბით მკურნალობის დაწყებიდან არაუმეტეს კვირაში ერთხელ) და შემდგომში ხშირად სისხლის წნევის კონტროლის მიზნით და ასევე სათანადო მკურნალობა სტანდარტული ანტიჰიპერტენზიული საშუალებების და პაზოპანიბის დოზის შემცირების ან შეჩერების კომბინაციით, როგორც ეს კლინიკურად გამართლებულია (იხილეთ პარაგრაფები 4.2 პრეპარატის დოზა და მიღების მეთოდი და 4.8 გვერდითი ეფექტები (არასასურველი ეფექტები)). ჰიპერტენზია (სისტოლური არტერიული წნევა ≥ 150 ან დიასტოლური არტერიული წნევა ≥ 100 მმ ვწყ.სვ.) პაზოპანიბით მკურნალობის ადრეულ ეტაპზე ვითარდება (შემთხვევების 39% მე-9 დღისთვის და 88% პირველი 18 კვირის განმავლობაში). პაზოპანიბით მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ ჰიპერტენზიული კრიზის ნიშნებია ან თუ ჰიპერტენზია მძიმეა და გრძელდება ანტიჰიპერტენზიული თერაპიისა და პაზოპანიბის დოზის შემცირების მიუხედავად.
უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი (PRES)/უკანა შექცევადი ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომი (RPLS)
გამოვლინდა პაზოპანიბთან ასოცირებულია PRES/RPLS. PRES/RPLS არის ნევროლოგიური დარღვევა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს თავის ტკივილით, ჰიპერტენზიით (მსუბუქიდან მძიმემდე), კრუნჩხვებით, ლეთარგიით, კონფუზიით, სიბრმავით და სხვა მხედველობისა და ნევროლოგიური დარღვევებით და შეიძლება ფატალური იყოს. RPLS-ის დიაგნოზი ოპტიმალურად დასტურდება მაგნიტურ-რეზონანსული გაოსახვით. PRES/RPLS-ის განვითარების შემთხვევაში პაზოპანიბის მიღება სამუდამოდ უნდა შეწყდეს.
ინტერსტიციული ფილტვის დაავადება (ILD)/პნევმონიტი
ILD, რომელიც შეიძლება ფატალური იყოს, დაფიქსირდა პაზოპანიბთან დაკავშირებით (იხილეთ პარაგრაფი 4.8 გვერდითი ეფექტები (არასასურველი ეფექტები)). საჭიროა პაციენტების მონიტორინგი, რათა გამოვლინდეს სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს ILD-ზე/პნევმონიტზე და პაზოპანიბის მიღება უნდა შეწყდეს პაციენტებში, რომლებსაც უვითარდებათ ILD ან პნევმონიტი.
გულის დისფუნქცია
პაზოპანიბის კლინიკურ კვლევებში გამოვლინდა გულის დისფუნქციის ისეთი მოვლენები, როგორიცაა გულის შეგუბებითი უკმარისობა და მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის (LVEF) შემცირება. მკურნალობასთან დაკავშირებული მარცხენა პარკუჭის სერიოზული დისფუნქცია დაფიქსირდა 240 პაციენტიდან 4-ში (1.7%) პლაცებოთი კონტროლირებად კვლევაში VEG110727. ამ კვლევაში, პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ საბაზისო ეტაპის შემდგომი გაზომვები, LVEF-ის შემცირება პაზოპანიბის სამკურნალო ჯგუფში შემთხვევათა 11%-ში (16/142) აღინიშნა, პლაცებოს ჯგუფში კი - 5%-ში (2/40). პაზოპანიბის ჯგუფში 16 პაციენტიდან 14-ს თანმხლები ჰიპერტენზია ჰქონდა, რამაც შესაძლოა გაამწვავა გულის დისფუნქცია რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში (მაგ., წარსულში ანტრაციკლინებით ნამკურნალები პირები) გულის შემდგომი დატვირთვის გაზრდის გზით.
საჭიროა არტერიული წნევის მონიტორინგი და დროული მართვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებებისა და პაზოპანიბის დოზის მოდიფიკაციის კომბინაციით (მკურნალობის შეჩერება და განახლება შემცირებული დოზით კლინიკური შეფასების საფუძველზე). პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ მჭიდრო მონიტორინგი გულის შეგუბებითი უკმარისობის კლინიკური ნიშნებსა ან სიმპტომებზე. გულის დისფუნქციის რისკის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია LVEF-ის საბაზისო და პერიოდული შეფასება.
QT ინტერვალის გახანგრძლივება და პირუეტული პარკუჭოვანი ტაქიკარდია (Torsade de Pointes)
პაზოპანიბის კლინიკურ კვლევებში აღინიშნა QT ინტერვალის გახანგრძლივების ან პირუეტული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის შემთხვევები (იხილეთ პარაგრაფი 4.8 გვერდითი ეფექტები (არასასურველი ეფექტები)). პაზოპანიბი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ QT ინტერვალის გახანგრძლივება, პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიარითმულ საშუალებებს ან სხვა მედიკამენტებს, რომლებსაც პოტენციურად შეუძლიათ QT ინტერვალის გახანგრძლივება, ან პაციენტებში, რომლებსაც უკვე აქვთ გულის შესაბამისი დაავადება. პაზოპანიბის გამოყენებისას რეკომენდებულია ელექტროკარდიოგრამების საბაზისო ეტაპის და პერიოდული მონიტორინგი და ელექტროლიტების (კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი) ნორმალურ დიაპაზონში შენარჩუნება.
არტერიული თრომბოზული მოვლენები
პაზოპანიბის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენოკარდია, იშემიური ინსულტი და გარდამავალი იშემიური შეტევა (იხილეთ პარაგრაფი 4.8 გვერდითი ეფექტები (არასასურველი ეფექტები)). აღინიშნა ფატალური შემთხვევები. საჭიროა პაზოპანიბის სიფრთხილით გამოყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თრომბოზული მოვლენების მომატებული რისკი ან ანამნეზში აღენიშნებათ თრომბოზული მოვლენები. პაზოპანიბი არ არის შესწავლილი პაციენტებში, რომლებსაც წინა 6 თვის განმავლობაში აღენიშნებოდათ რაიმე სახის მოვლენა. მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ინდივიდუალური პაციენტის სარგებლის/რისკის შეფასების საფუძველზე.
ვენური თრომბოემბოლიური მოვლენები
პაზოპანიბის კლინიკურ კვლევებში აღინიშნა ვენური თრომბოემბოლიური მოვლენები, მათ შორის ვენური თრომბოზი და ფილტვის ფატალური ემბოლია. ამ შემთხვევების სიხშირე უფრო მაღალი იყო STS პოპულაციაში (5%), ვიდრე RCC პოპულაციაში (2%).
ანევრიზმები და არტერიების დისექცია
VEGF გზის ინჰიბიტორებთან მიმართებაში, პაზოპანიბის ჩათვლით, დაფიქსირდა არტერიების დისექცია და ანევრიზმები (იხილეთ პარაგრაფი 4.8, გვერდითი ეფექტები (არასასურველი ეფექტები)). VEGF გზის ინჰიბიტორების გამოყენებამ ჰიპერტენზიის მქონე ან არაჰიპერტენზიულ პაციენტებში შეიძლება ხელი შეუწყოს ანევრიზმების განვითარებას და/ან არტერიის დისექციას. პაზოპანიბით მკურნალობის დაწყებამდე ეს რისკი ყურადღებით უნდა განიხილონ იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ჰიპერტენზია ან ანამნეზში ანევრიზმა.
თრომბოზული მიკროანგიოპათია
თრომბოზული მიკროანგიოპათიის (TMA) შემთხვევები დაფიქსირდა პაზოპანიბის კლინიკურ კვლევებში, როგორც მონოთერაპიისას, ასევე ბევაციზუმაბთან, და ტოპოტეკანთან ერთად კომბინაციაში (იხილეთ პარაგრაფი 4.8 გვერდითი ეფექტები (არასასურველი ეფექტები)). პაზოპანიბი სამუდამოდ უნდა შეწყდეს პაციენტებში, რომლებშიც იწყება TMA. TMA-ს ეფექტების შექცევადობა დაფიქსირდა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. პაზოპანიბის გამოყენება არ არის ნაჩვენები სხვა საშუალებებთან ერთად კომბინაციაში.
ჰემორაგიული მოვლენები
პაზოპანიბის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა ჰემორაგიული მოვლენები (იხილეთ პარაგრაფი 4.8 გვერდითი ეფექტები (არასასურველი ეფექტები)). აღინიშნა ფატალური ჰემორაგიული მოვლენები. პაზოპანიბი არ არის შესწავლილი პაციენტებში, რომლებსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში აღენიშნათ ჰემოპტიზი, ცერებრალური ან კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პაზოპანიბი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებიც არიან სისხლდენის მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ.
კუჭ-ნაწლავის პერფორაციები და ფისტულა
აზოპანიბის კლინიკურ კვლევებში აღინიშნა კუჭ-ნაწლავის (GI) პერფორაციის ან ფისტულის შემთხვევები (იხილეთ პარაგრაფი 4.8 გვერდითი ეფექტები (არასასურველი ეფექტები)). დაფიქსირდა პერფორაციის ფატალური შემთხვევები. პაზოპანიბი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ კუჭ-ნაწლავის პერფორაციის ან ფისტულის რისკის მქონე პაციენტებში.
ჭრილობის შეხორცება
პაზოპანიბის ჭრილობების შეხორცებაზე ზემოქმედების შესახებ ოფიციალური კვლევები არ ჩატარებულა. ვინაიდან სისხლძარღვთა ენდოთელური ზრდის ფაქტორის (VEGF) ინჰიბიტორებმა შეიძლება შეაფერხონ ჭრილობების შეხორცება, პაზოპანიბით მკურნალობა უნდა შეწყდეს დაგეგმილ ოპერაციამდე სულ მცირე 7 დღით ადრე. ოპერაციის შემდეგ პაზოპანიბის მიღების განახლების გადაწყვეტილება უნდა დაეფუძნოს ჭრილობის ადეკვატური შეხორცების კლინიკურ შეფასებას. პაზოპანიბის მიღება უნდა შეწყდეს ჭრილობის დეჰისცენციის მქონე პაციენტებში.
ჰიპოთირეოზი
პაზოპანიბის კლინიკურ კვლევებში აღინიშნა ჰიპოთირეოზის შემთხვევები (იხილეთ პარაგრაფი 4.8 გვერდითი ეფექტები (არასასურველი ეფექტები)). რეკომენდებულია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ტესტების პროაქტიული მონიტორინგი.
პროტეინურია
პაზოპანიბის კლინიკურ კვლევებში აღინიშნა პროტეინურიის შემთხვევები (იხილეთ პარაგრაფი 4.8 გვერდითი ეფექტები (არასასურველი ეფექტები)). მკურნალობის დროს რეკომენდებულია საბაზისო ეტაპის და პერიოდული შარდის ანალიზის ჩატარება და საჭიროა პაციენტების მონიტორინგი პროტეინურიის გაუარესების გამოსავლენად. პაზოპანიბის მიღება უნდა შეწყდეს ნეფროზული სინდრომის განვითარების შემთხვევაში.
სიმსივნის ლიზისის სინდრომი (TLS)
პაზოპანიბით ნამკურნალებ პაციენტებში გამოვლიდნა TLS-ის შემთხვევები, მათ შორის ფატალური შემთხვევები (იხილეთ პარაგრაფი 4.8 გვერდითი ეფექტები (არასასურველი ეფექტები)). TLS-ის განვითარების რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებს, როგორც წესი, აქვთ სწრაფად მზარდი სიმსივნეები, სიმსივნის მაღალი ტვირთი, თირკმლის დისფუნქცია ან დეჰიდრატაცია. პაზოპანიბით მკურნალობის დაწყებამდე უნდა განიხილონ პროფილაქტიკური ზომების მიღება, როგორიცაა შარდმჟავას მაღალი დონის მკურნალობა და ინტრავენური ჰიდრატაცია. საჭიროა რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების მჭიდრო მონიტორინგი და მათი მკურნალობა კლინიკური ჩვენების შესაბამისად.
ინფექციები
აღწერილია სერიოზული ინფექციების შემთხვევები (ნეიტროპენიით ან მის გარეშე), ზოგიერთ შემთხვევაში ფატალური შედეგით.
კომბინაცია კიბოს საწინააღმდეგო სხვა სისტემურ თერაპიებთან ერთად:
პაზოპანიბის კლინიკური კვლევები პემეტრექსედთან (ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო (NSCLC)), ლაპატინიბთან (საშვილოსნოს ყელის კიბო) ან პემბროლიზუმაბთან (თირკმლის შორსწასული უჯრედოვანი კარცინომა) ერთად კომბინაციაში ნაადრევად შეწყდა გაზრდილ ტოქსიკურობასთან და/ან სიკვდილიანობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო და ამ რეჟიმებისთვის უსაფრთხო და ეფექტური კომბინირებული დოზა დადგენილი არ არის. პაზოპანიბის გამოყენება არ არის ნაჩვენები სხვა საშუალებებთან ერთად კომბინაციაში.
იუვენილური ტოქსიკურობა
პაზოპანიბის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო. რადგან პაზოპანიბის მოქმედების მექანიზმმა შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ორგანოების ზრდასა და მომწიფებაზე ადრეული პოსტნატალური განვითარებისას, პაზოპანიბი, სავარაუდოდ, გამოიწვევს მძიმე ან სიცოცხლისთვის საშიშ ტოქსიკურობას 2 წლამდე ასაკის პაციენტებში და არ უნდა იქნას გამოყენებული.
იუვენილური ტოქსიკურობის კვლევებში, როდესაც ვირთხებს მშობიარობის მე-9 დღიდან მე-14 დღემდე პერიოდში აძლევდნენ დოზებს, ვიდრე ძუძუდან მოწყვიტავდნენ, პაზოპანიბმა გამოიწვია სიკვდილიანობა და ისეთი ორგანოების ანომალიური ზრდა/მომწიფება, როგორიცაა თირკმელი, ფილტვი, ღვიძლი და გული, დოზის გამოყენებისას, რომელიც დაახლოებით 0.1-ჯერ აღემატება კლინიკური ექსპოზიციის დოზას მოზრდილებში AUC-ზე დაყრდნობით. ვირთხებში ძუძუდან მოწყვეტა ხდება მშობიარობიდან 21-ე დღეს, რაც ადამიანში დაახლოებით 2 წლის პედიატრიულ ასაკს შეესაბამება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პაზოპანიბის მომატებულ ექსპოზიციასთან დაკავშირებული რისკის გამო, თავიდან უნდა აირიდონ CYP3A4-ის, P-გლიკოპროტეინის (P-gp) ან ძუძუს კიბოს რეზისტენტობის ცილის (BCRP) ძლიერი ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება (იხილეთ პარაგრაფი 4.5 წამალთაშორისი ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები). გასათვალისწინებელია ალტერნატიული თანმხლები სამკურნალო საშუალებების შერჩევა, რომლებსაც არ აქვთ ან აქვთ CYP3A4-ის, P-gp-ის ან BCRP-ის ინჰიბირების მინიმალური პოტენციალი.
პრეპარატის გამოყენება ღვიძლის დისფუნქციის დროს
იხილეთ პარაგრაფი 4.2 (დოზირება და მიღების მეთოდი - ღვიძლის დისფუნქცია), პარაგრაფი 4.4 (პრეპარატის გამოყემებასთან დაკავშირებული სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები - ღვიძლისმიერი ეფექტები) და პარაგრაფი 5.2 (ფარმაკოკინეტიკური თვისებები - სპეციალური პოპულაციები)
პრეპარატის გამოყენება თირკმლის დისფუნქციის დროს
იხილეთ პარაგრაფი 4.2 (დოზირება და მიღების მეთოდი - თირკმლის დისფუნქცია), პარაგრაფები 4.4 და 5.2 (ფარმაკოკინეტიკური თვისებები - სპეციალური პოპულაციები)
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში
65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში დოზის, დოზირების სიხშირის ან მიღების მეთოდის შეცვლა არ მოითხოვება.
პედიატრიულ პაციენტებში გამოყენება
პაზოპანიბის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. (იხილეთპარაგრაფი 4.4, პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები) და პარაგრაფი 5.3 (პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები).
ლაბორატორიულ ტესტებზე ეფექტი
იხილეთ პარაგრაფი 4.8. გვერდითი ეფექტები (არასასურველი ეფექტები)
წამალთაშორისი ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ციტოქრომ P450 3A4 ფერმენტების ინჰიბირებას ან ინდუცირებას
ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ პაზოპანიბის ჟანგვითი მეტაბოლიზმი ადამიანის ღვიძლის მიკროსომებში ძირითადად ხორციელდება CYP3A4-ის მიერ, მცირე წვლილი შეაქვს CYP1A2-სა და CYP2C8-ს. შესაბამისად, CYP3A4-ის ინჰიბიტორებმა და ინდუქტორებმა შეიძლება შეცვალოს პაზოპანიბის მეტაბოლიზმი.
CYP3A4, P-gp, BCRP ინჰიბიორები
პაზოპანიბი CYP3A4-ის, P-gp-ის და BCRP-ის სუბსტრატია. პაზოპანიბის (400 მგ დღეში ერთხელ) მიღებამ CYP3A4-ის და P-gp-ის ძლიერ ინჰიბიტორთან, კეტოკონაზოლთან (400 მგ დღეში ერთხელ) ერთად 5 დღის განმავლობაში გამოიწვია პაზოპანიბის საშუალო AUC(0-24)-ისა და Cmax-ის ზრდა, შესაბამისად, 66%-ით და 45%-ით, პაზოპანიბის მონოთერაპიასთან შედარებით (400 მგ დღეში ერთხელ 7 დღის განმავლობაში). ასევე, პაზოპანიბის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების სუბიექტებს შორისი უფრო ფართო ცვალებადობა დაფიქსირდა კეტოკონაზოლთან ერთად მიღებისას, პაზოპანიბის მონოთერაპიასთან შედარებით. პაზოპანიბის Cmax და AUC იზრდება უფრო ნაკლებად დოზის პროპორციულობასთან შედარებით დოზის მატებასთან ერთად, რომელიც მერყეობს 50 მგ-დან 2000 მგ-მდე დიაპაზონში.
პაზოპანიბის CYP3A4 ოჯახის სხვა ძლიერ ინჰიბიტორებთან (მაგ. იტრაკონაზოლი, კლარითრომიცინი, ატაზანავირი, ინდინავირი, ნეფაზოდონი, ნელფინავირი, რიტონავირი, საქვინავირი, ტელითრომიცინი, ვორიკონაზოლი) ერთად მიღებამ შეიძლება გაზარდოს პაზოპანიბის კონცენტრაციები. გრეიფრუტის წვენმა ასევე შეიძლება გაზარდოს პაზოპანიბის პლაზმური კონცენტრაცია.
1500 მგ ლაპატინიბის, CYP3A4-ის, P-gp-ის და BCRP-ის სუბსტრატი და სუსტი ინჰიბიტორი, 800 მგ პაზოპანიბთან ერთად მიღებამ გამოიწვია პაზოპანიბის საშუალო AUC(0-24)-ისა და Cmax-ის დაახლოებით 50%-დან 60%-მდე ზრდა 800 მგ პაზოპანიბით მონოთერაპიასთან შედარებით. პაზოპანიბის გამოყენება CYP3A4-ის, Pgp-ის და BCRP-ის ინჰიბიტორთან, როგორიცაა ლაპატინიბი, ერთად გამოიწვევს პაზოპანიბის კონცენტრაციის ზრდას პლაზმაში.
პაზოპანიბისა და CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორების (მაგ., კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კლარითრომიცინი, ატაზანავირი, ინდინავირი, ნეფაზოდონი, ნელფინავირი, რიტონავირი, საქვინავირი, ტელითრომიცინი, ვორიკონაზოლი) ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა აიცილონ. თუ ძლიერი CYP3A4 ინჰიბიტორის სამედიცინო თვალსაზრისით მისაღები ალტერნატივა არ არის ხელმისაწვდომი, პაზოპანიბის დოზა უნდა შემცირდეს 400 მგ-მდე დღეში თანმხლები გამოყენებისას (იხილეთ პარაგრაფი 4.4 პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები). დოზის შემცირების მიუხედავად, ზოგიერთ პაციენტს შეიძლება კვლავ აღენიშნებოდეს პაზოპანიბის სისტემატური ექსპოზიცია, რომელიც მეტია იმ მაჩვენებელზე, რაც შეინიშნა 800 მგ პაზოპანიბით მონოთერაპიის შემდეგ. დოზის შემდგომი შემცირება შეიძლება განიხილონ, თუ გამოვლინდება პრეპარატთან შესაძლო დაკავშირებული გვერდითი მოვლენები.
თავიდან უნდა აირიდონ ძლიერ P-gp ან BCRP ინჰიბიტორებთან ერთად კომბინაციური მიღება, ან რეკომენდებულია ალტერნატიული თანმხლები მედიკამენტის შერჩევა, რომელსაც არ აქვს ან აქვს P-gp-ს ან BCRP-ს ინჰიბირების მინიმალური პოტენციალი.
CYP3A4 ინდუქტორები
CYP3A4 ინდუქტორებმა, როგორიცაა რიფამპინი, შესაძლებელია შეამციროს პაზოპანიბის პლაზმური კონცენტრაციები. რეკომენდებულია ალტერნატიული თანმხლები მედიკამენტის შერჩევა, რომელსაც არ აქვს ან აქვს მინიმალური ფერმენტის ინდუქციის პოტენციალი.
პაზოპანიბის ეფექტი CYP სუბსტრატებზე
ადამიანის ღვიძლის მიკროსომებზე ჩატარებულმა ინ ვიტრო კვლევებმა გამოავლინა, რომ პაზოპანიბი ახდენდა CYP ფერმენტების 1A2, 3A4, 2B6, 2C8, 2C9, 2C19 და 2E1 ინჰიბირებას. ადამიანის CYP3A4-ის პოტენციური ინდუქცია დაფიქსირდა ინ ვიტრო ადამიანის PXR ანალიზში. კლინიკურმა ფარმაკოლოგიურმა კვლევებმა, სადაც იყენებდნენ პაზოპანიბს დოზით 800 მგ დღეში ერთხელ, აჩვენა, რომ პაზოპანიბს არ აქვს კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი კოფეინის (CYP1A2 მარკერის სუბსტრატი), ვარფარინის (CYP2C9 მარკერის სუბსტრატი) ან ომეპრაზოლის (CYP2C19 მარკერის სუბსტრატი) ფარმაკოკინეტიკაზე კიბოს მქონე პაციენტებში. პაზოპანიბის მიღებამ გამოიწვია მიდაზოლამის (CYP3A4 მარკერის სუბსტრატი) საშუალო AUC-ისა და Cmax-ის დაახლოებით 30%-იანი ზრდა და შარდში დექსტრომეტორფანისა და დექსტროფანის კონცენტრაციის თანაფარდობის ზრდა 33%-დან 64%-მდე. დღეში ერთხელ 800 მგპაზოპანიბის და 80 მგ/მ2 პაკლიტაქსელის (CYP3A4 და CYP2C8 სუბსტრატი) კვირაში ერთხელ ერთდროულმა მიღებამ გამოიწვია პაკლიტაქსელის AUC-ისა და Cmax-ის საშუალოდ 26%-ით და 31%-ით ზრდა, შესაბამისად. არ არის რეკომენდებული პაზოპანიბის გამოყენება ვიწრო თერაპიული დიაპაზონის მქონე სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP3A4, CYP2D6 ან CYP2C8-ით. ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ამ პროდუქტების მეტაბოლიზმის ინჰიბირება და წარმოშვას სერიოზული გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.
პაზოპანიბის ეფექტები სხვა ფერმენტებსა და გადამტანებზე
ინ ვიტრო კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ პაზოპანიბი UGT1A1-ის და OATP1B1-ის ძლიერი ინჰიბიტორია, შესაბამისად, 1.2 და 0.79 μM IC50 მნიშვნელობებით. პაზოპანიბმა შეიძლება გაზარდოს იმ პრეპარატების კონცენტრაციები, რომლებიც ძირითადად UGT1A1-ის (მაგ., ირინოტეკანი) და OATP1B1-ის (მაგ., როზუვასტატინი) მეშვეობით გამოიყოფა.
პაზოპანიბისა და სიმვასტატინის ერთდროული გამოყენების ეფექტი
პაზოპანიბისა და სიმვასტატინის ერთდროული გამოყენება ზრდის ALT-ის მატების შემთხვევებს. თუ პაციენტში, რომელიც თანხმლებად იღებს სიმვასტატინს, აღინიშნა ALT-ის მატება, საჭიროა პაზოპანიბის დოზირების გაიდლაინების დაცვა და სიმვასტატინის მიღების შეწყვეტა (იხილეთ პარაგრაფი 4.4 პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები). საკმარისი მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი, რათა შეფასდეს ალტერნატიული სტატინებისა და პაზოპანიბის ერთდროული მიღების რისკი.
საკვების გავლენა პაზოპანიბზე
პაზოპანიბის მიღება მაღალცხიმიან ან დაბალცხიმიან საკვებთან ერთად იწვევს AUC-ის და Cmax-ის დაახლოებით 2-ჯერ ზრდას. შესაბამისად, პაზოპანიბი მიიღება ჭამამდე სულ მცირე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ (იხილეთ პარაგრაფი 4.2 დოზა და მიღების მეთოდი).
კუჭის pH-ის გამაძლიერებელი მედიკამენტები
პაზოპანიბის ეზომეპრაზოლთან ერთად მიღება ამცირებს პაზოპანიბის ბიოშეღწევადობას (AUC და Cmax) და საჭიროა თავიდან აირიდონ პაზოპანიბისა და კუჭის pH-ის გამაძლიერებელ მედიკამენტებთან ერთად მიღება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ფერტილობაზე ეფექტი
პაზოპანიბმა შესაძლოა გააუარესოს ფერტილობა როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. მდედრი ვირთხების რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევაში დაფიქსირდა ფერტილობის შემცირება. მღრღნელებში ასევე აღინიშნა ყვითელი სხეულის შემცირება და საკვერცხის ცისტების და ატროფიის შემთხვევების მატება. ყვითელი სხეულის შემცირება ასევე აღინიშნა ცინომოლგუს მაიმუნებში, რომლებიც იღებდნენ პაზოპანიბს დოზით 500 მგ/კგ/დღეში (რაც ადამიანის კლინიკური ექსპოზიციის ეკვივალენტურია AUC-ზე დაყრდნობით) 34 კვირამდე პერიოდში.
პაზოპანიბმა გავლენა ვერ მოახდინა მამრ ვირთხებში შეჯვარებაზე ან ფერტილობაზე. თუმცა, ≥ 100 მგ/კგ/დღეში დოზების მიღებისას (AUC-ის მიხედვით ადამიანის კლინიკურ ექსპოზიციაზე დაახლოებით 0.3-ჯერ მეტი) აღინიშნა სპერმის გამომუშავების სიჩქარის, სპერმის მოძრაობის და ეპიდიდიმური და სათესლე ჯირკვლების სპერმის კონცენტრაციის შემცირება დოზირებიდან 15 კვირის შემდეგ. დოზირებიდან 15 და 26 კვირის შემდეგ, სათესლე ჯირკვლების და ეპიდიდიმუსის წონა შემცირდა ≥ 30 მგ/კგ/დღეში დოზის მიღებისას (AUC-ის მიხედვით ადამიანის კლინიკურ ექსპოზიციაზე დაახლოებით 0.4-ჯერ მეტი). 26-კვირიანი ტოქსიკურობის კვლევის ფარგლებში, მამრ ვირთხებში, რომლებსაც მიაწოდეს პრეპარატი დოზით ≥ 30 მგ/კგ/დღეში, ასევე დაფიქსირდა სათესლე ჯირკვლების ატროფია და დეგენერაცია ასპერმიით, ჰიპოსპერმიით და ეპიდიდიმისში ბადისებრი ცვლილების განვითარებით.
გამოყენება ორსულობის დროს (კატეგორია D)
ორსულ ქალებში პაზოპანიბის გამოყენების შესახებ ადეკვატური მონაცემები არ არსებობს.
ორსულ ქალებში პაზოპანიბის გამოყენებას შეუძლია ნაყოფის დაზიანება. პაზოპანიბი ემბრიოტოქსიური და ტერატოგენული აღმოჩნდა ვირთხებსა და კურდღლებში კლინიკურ დოზაზე დაბალი დოზით გამოყენებისას. ეფექტები მოიცავდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის განვითარების მანკებს, არასრულ ან არარსებულ ოსიფიკაციას, იმპლანტაციამდე და იმპლანტაციის შემდგომ გაზრდილ დანაკარგს, ნაადრევ რეზორბციას, ემბრიონის ლეტალობას და ნაყოფის სხეულის წონის შემცირებას.
პაზოპანიბი არ უნდა გამოიყენონ ორსულობის დროს, თუ ექიმის აზრით, დედის მკურნალობის პოტენციური სარგებელი არ აღემატება განვითარების პროცესში მყოფ ნაყოფთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებს.
თუ პაზოპანიბი გამოიყენება ორსულობის დროს, ან თუ პაციენტი დაორსულდება პაზოპანიბის მიღებისას, პაციენტს უნდა განემარტოს ნაყოფთან დაკავშირებული პოტენციური საფრთხე.
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებს უნდა ურჩიონ პაზოპანიბით მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში ადეკვატური კონტრაცეფციის გამოყენება და პაზოპანიბით მკურნალობის დროს ორსულობის თავიდან აცილება (იხილეთ პარაგრაფი 4.4 პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).
მამრობითი სქესის პაციენტებმა (იმ პირების ჩათვლით, რომელთაც ჩაუტარდათ ვაზექტომია), რომელთა სქესობრივი პარტნიორები არიან ორსულად, შესაძლოა იყვნენ ორსულად ან შესაძლებელია რომ დაორსულდნენ, პაზოპანიბის მიღებისას და პრეპარატის ბოლო დოზის მიღებიდან სულ მცირე 2 კვირის განმავლობაში უნდა გამოიყენონ პრეზერვატივი სქესობრივი კავშირის დროს.
ლაქტაციის დროს გამოყენება
ლაქტაციის პერიოდში პაზოპანიბის უსაფრთხო გამოყენება დადგენილი არ არის. უცნობია, გამოიყოფა თუ არა პაზოპანიბი დედის რძეში. ბევრი პრეპარატი გამოიყოფა დედის რძეში. მეძუძურმა ქალებმა პაზოპანიბი არ უნდა მიიღონ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ამოცანების შესრულების უნარი, რაც მოითხოვს განსჯას, მოტორულ ან კოგნიტურ უნარებს
არ ჩატარებულა კვლევები, რომლებიც შეისწავლიდა პაზოპანიბის ეფექტს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. პაზოპანიბის ფარმაკოლოგიის გათვალისწინებით, ასეთ აქტივობებზე უარყოფითი გავლენის პროგნოზირება შეუძლებელია. პაციენტის კლინიკური სტატუსი და პაზოპანიბის გვერდითი მოვლენების პროფილი უნდა გაითვალისწინონ, როდესაც განიხილება პაციენტის მიერ ისეთი დავალებების შესრულება, რაც მოითხოვს განსჯის, მოტორულ და კოგნიტურ უნარებს.
გვერდითი მოვლენები
საეჭვო გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება
სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. ეს სამკურნალო პრეპარატის სარგებელისა და რისკის ბალანსის მონიტორინგის გაგრძელების საშუალებას იძლევა. ჯანდაცვის სპეციალისტებს მოეთხოვებათ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი მოვლენის შესახებ ვებგვერდის მეშვეობით www.tga.gov.au/reporting-problems.
კლინიკური კვლევის მონაცემები
თირკმლის უჯრედოვანი კარცინომის (RCC) დროს პაზოპანიბის უსაფრთხოება და ეფექტურობა შეფასდა რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებოთი კონტროლირებად, მულტიცენტრულ კვლევაში. პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ ადგილობრივად შორსწასული და/ან მეტასტაზური RCC, რანდომიზდნენ, რომ მიეღოთ 800 მგ პაზოპანიბი დღეში ერთხელ (N=290) ან პლაცებო (N=145). მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა იყო 7.4 თვე პაზოპანიბის სამკურნალო ჯგუფისთვის და 3.8 თვე პლაცებო ჯგუფისთვის.
რბილი ქსოვილების სარკომის (STS) დროს პაზოპანიბის უსაფრთხოება და ეფექტურობა შეფასდა რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებოთი კონტროლირებად, მულტიცენტრულ კვლევაში. შორსწასული STS-ის მქონე პაციენტები (N=369), რომლებსაც წარსულში ჩაუტარდათ ანტრაციკლინებით მკურნალობა, ან რომლებიც არ იყვნენ შესაფერისი ასეთი თერაპიისთვის, რანდომიზდნენ, რათა მიეღოთ 800 მგ პაზოპანიბის დღეში ერთხელ (N=246) ან პლაცებო (N=123). მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა იყო 4.5 თვე პაზოპანიბის სამკურნალო ჯგუფისთვის და 1.9 თვე პლაცებო ჯგუფისთვის.
გვერდითი რეაქციები ქვემოთ ჩამოთვლილია MedDRA-ს ორგანოთა სისტემების კლასის მიხედვით. სიხშირის კლასიფიკაციისთვის გამოიყენეს შემდეგი სისტემა:
ძალიან ხშირი ≥ 1-ზე 10-დან
ხშირი ≥ 1-ზე 100-დან და < 1-ზე 10-დან
ნაკელბად ხშირი ≥ 1-ზე 1,000-დან და < 1-ზე 100-დან
იშვიათი ≥ 1-ზე 10,000-დან და < 1-ზე 1,000-დან
კატეგორიები მიანიჭეს კლინიკური კვლევის მონაცემებში მოცემული აბსოლუტური სიხშირეების მიხედვით.
ცხრილი 1 გვერდითი რეაქციები, ორგანოს კლასისა და სიხშირის მიხედვით, აღწერილი RCC (VEG105192, VEG108844. VEG113078) და STS (VEG110727) კვლევებში.
სიხშირის კლასიფიკაცია
RCC VEG105192 , VEG108844,
VEG113078 n=844
STS VEG110727 n=240
კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი ნეოპლაზმები (კისტებისა და პოლიპების ჩათვლით)
სიმსივნით გამოწვეული ტკივილი
♦
ძალიან ხშირად
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები
ნეიტროპენია
ხშირი
♦
თრომბოციტოპენია
ხშირი
♦
ენდოკრინული დარღვევები
ჰიპოთირეოზი*
ძალიან ხშირი
ხშირი
მეტაბოლური დარღვევები
მადის დაქვეითება
ძალიან ხშირი
ძალიან ხშირი
ნერვული სისტემის დარღვევები
თავბრუსხვევა
ხშირი
ძალიან ხშირი
დისგევზია
ძალიან ხშირი
ძალიან ხშირი
თავის ტკივილი
ძალიან ხშირი
ძალიან ხშირი
იშემიური ინსულტი*
ნაკლებად ხშირი
ნაკლებად ხშირი
გარდამავალი იშემიური ინსულტი*
ნაკლებად ხშირი
♦
ცერებრული სისხლდენა*
ნაკლებად ხშირი
ნაკლებად ხშირი
ფსიქიატრიული დარღვევები
უძილობა
♦
ხშირი
გულის დარღვევები
გულის დისფუნქცია (მაგალითად, განდევნის ფრაქციის შემცირება და გულის შეგუბებითი უკმარისობა)*
ხშირი
ხშირი
ბრადიკარდია
ხშირი†
ხშირი†
მიოკარდიუმის ინფარქტი*
ნაკლებად ხშირი
ხშირი
მიოკარდიუმის იშემია*
ნაკლებად ხშირი
♦
პირუეტული პარკუჭოვანი ტაქიკარდია*
ნაკლებად ხშირი
♦
სისხლძარღვოვანი დარღვევები
ჰიპერტენზია*
ძალიან ხშირი
ძალიან ხშირი
ვენური ემბოლია*
ხშირი
ხშირი
რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყრის დარღვევები
ხველა
ძალიან ხშირი
ძალიან ხშირი
დისფონია
ხშირი
ხშირი
დისპნოე
ძალიან ხშირი
ძალიან ხშირი
პნევმოთორაქსი
ნაკლებად ხშირი
ხშირი
ეპისტაქსისი
ხშირი
ხშირი
ფილტვიდან სისხლდენა*
ნაკლებად ხშირი
ხშირი
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები
მუცლის არეში ტკივილი
ძალიან ხშირი
ძალიან ხშირი
დიარეა
ძალიან ხშირი
ძალიან ხშირი
დისპეფსია
ძალიან ხშირი
ხშირი
კუჭ-ნაწლავის პერფორაცია*
ნაკლებად ხშირი
♦
კუჭ-ნაწლავის ფისტულა*
ნაკლებად ხშირი
ნაკლებად ხშირი
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა*
ხშირი
ხშირი
გულისრევა
ძალიან ხშირი
ძალიან ხშირი
სტომატიტი
ძალიან ხშირი
ძალიან ხშირი
ღებინება
ძალიან ხშირი
ძალიან ხშირი
ჰეპატობილიარული დარღვევები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა*
ხშირი
♦
ჰიპერბილირუბინემია*
ხშირი
ნაკლებად ხშირი
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
ალოპეცია
ძალიან ხშირი
ძალიან ხშირი
მშრალი კანი
ხშირი
ხშრი
ექსფოლიაციური გამონაყარი
ხშირი
ძალიან ხშირი
თმის ფერის ცვლილებები
ძალიან ხშირი
ძალიან ხშირი
ფრჩხილების დარღვევა
ხშირი
ხშირი
ხელისგულ-ტერფის ერითროდიზესთეზიის სინდრომი
ძალიან ხშირი
ძალიან ხშირი
გამონაყარი
ძალიან ხშირი
ნაკლებად ხშირი
კანის დეპიგმენტაცია
ხშირი
ძალიან ხშირი
კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
კუნთებისა და ჩონჩხის ტკივილი
ხშირი
ძალიან ხშირი
მიალგია
ხშირი
ძალიან ხშირი
თირკმლის საშარდე გზების დარღვევები
პროტეინურია*
ძალიან ხშირი
ნაკლებად ხშირი
ჰემატურია
ხშირი
ნაკლებად ხშირი
თვალის დარღვევები
მხედველობის დაბინდვა
ხშირი
ხშირი
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას
ასთენია
ძალიან ხშირი
ნაკლებად ხშირი
გულმკერდის არეში ტკივილი*
ხშირი
ძალიან ხშირი
შემცივნება
ხშირი
ხშირი
დაღლილობა
ძალიან ხშირი
ძალიან ხშირი
პეროფერიული ედემა
ხშირი
ძალიან ხშირი
გამოკვლევები
წონის შემცირება
ძალიან ხშირი
ძალიან ხშირი
ელექტროკარდიოგრამაზე QT ინტერვალის გახანგრძლივება*
ხშირი
ხშირი
ლიპაზას მატება
ხშირი‡
♦
ალანინამინოტრანსფერაზას მატება*
ძალიან ხშირი
ხშირი
ასპარტატ ამინოტრანსფერაზას მატება*
ძალიან ხშირი
ხშირი
- დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პარაგრაფი 4.4, პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები.
- ძირითადი კლინიკური კვლევის მიმდინარეობისას, ამ ჩვენების შემთხვევაში მიიჩნიეს რომ გვერდით მოვლენას არ ქონდა მიზეზ-შედეგობრიბი კავშირი პაზოპანიბთან.
შენიშვნა: ლაბორატორიული მონაცემები, რომლებიც აკმაყოფილებდა CTC-AE კრიტერიუმებს, მკვლევარის შეხედულებისამებრ დაფიქსირდა, როგორც გვერდითი მოვლენები.
† დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ქვემოთ
‡ -RCC-ის შემთხვევაში, სიხშირის კატეგორია ეფუძნება დამხმარე ერთი სამკურნალო ჯგუფის მქონე კვლევის VEG102616 მონაცემებს.
ბრადიკარდია: პაზოპანიბის კლინიკურ კვლევებში ბრადიკარდია ძალიან ხშირად გამოვლინდა გულისცემის სიხშირის გაზომვის საფუძველზე. თირკმლის უჯრედოვანი კარცინომის მქონე პაციენტებში ჩატარებულ რანდომიზებულ, ორმაგ ბრმა კვლევაში (იხილეთ პარაგრაფი 5.1 ფარმაკოდინამიკური თვისებები - კლინიკური კვლევები), გულისცემის სიხშირის მინიმუმ ერთი ეპიზოდი < 60 დარტყმა წუთში აღინიშნა 33/280 პაციენტში (11.8%) პაზოპანიბის სამკურნალო ჯგუფში და 11/144 პაციენტში (7.6%) პლაცებოს სამკურნალო ჯგუფში. ბრადიკარდია ასევე ხშირად აღინიშნა, როგორც გვერდითი მოვლენა. იმავე კვლევაში, ბრადიკარდია ან სინუსური ბრადიკარდია აღინიშნა, როგორც გვერდითი მოვლენები, პაზოპანიბის სამკურნალო ჯგუფში 7/290 პაციენტში (2.4%) და პლაცებოს სამკურნალო ჯგუფში 1/145 პაციენტში (0.7%). პაზოპანიბით გამოწვეული ბრადიკარდიის შემთხვევების უმეტესობა უსიმპტომო იყო, თუმცა, აღინიშნა ბრადიკარდიით გამოწვეული სინკოპე.
ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია და ხელისგულ-ტერფის ერითროდიზესთეზიის სინდრომი უფრო ხშირად აღინიშნა აღმოსავლეთ აზიური წარმოშობის პაციენტებში.
მე-2 ცხრილში წარმოდგენილია მკურნალობასთან დაკავშირებული ძალიან ხშირი (>10%) გვერდითი მოვლენების ინციდენტობა RCC-ის შემთხვევაში პაზოპანიბზე მყოფ პაციენტებში პლაცებოსთან შედარებით.
ცხრილი 2: მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები გამოვლენილი პაციენტების სულ მცირე 10%-ში, რომლებმაც მიიღეს პაზოპანიბი ან პლაცებო RCC-ის დროს (VEG105192).
გვერდითი მოვლენა, n (%)
რაოდენობა (პაციენტების %)
პაზოპანიბი (n = 290)
პლაცებო (n = 145)
ნებისმიერი ხარისხი
ხარისხი 3
ხარისხი 4
ნებისმიერი ხარისხი
ხარისხი 3
ხარისხი 4
ნებისმიერი
270 (93)
103(36)
25 (9)
107 (74)
24 (17)
8 (6)
დიარეა
152 (52)
11 (4)
2 (<1)
13 (9)
1 (<1)
0
თმის ფერის ცვლილებები
109 (38)
1 (<1)
0
4 (3)
0
0
ჰიპერტენზია
116 (40)
13 (4)
0
15 (10)
1 (<1)
0
გულისრევა
74 (26)
2 (<1)
0
13 (9)
0
0
მადის დაქვეითება
70 (24)
6 (2)
0
17 (12)
1 (<1)
0
ღებინება
62 (21)
7 (2)
1 (<1)
13 (9)
3 (2)
0
დაღლილობა
57 (20)
7 (2)
0
14 (10)
2 (1)
2 (1)
ALT-ის მატება
55 (19)
18 (6)
3 (1)
5 (3)
1 (<1)
0
AST-ის მატება
45 (16)
14 (5)
1 (<1)
5 (3)
0
0
ასთენია
42 (14)
8 (3)
0
13 (9)
0
0
ტკივილი მუცლის არეში
32 (11)
7 (2)
0
2 (1)
0
0
თავის ტკივილი
31 (11)
0
0
7 (5)
0
0
პროტეინურია
30 (10)
6 (2)
1 (<1)
0
0
0
წონის შემცირება
30 (10)
2 (<1)
0
5 (3)
1 (<1)
0
მე-3 ცხრილში წარმოდგენილია STS-ის შემთხვევაში მკურნალობასთან დაკავშირებული ძალიან ხშირი (>10%) გვერდითი მოვლენების ინციდენტობა პაზოპანიბზე მყოფ პაციენტებში პლაცებოსთან შედარებით.
ცხრილი 3: მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები დაფიქსირებული პაციენტების სულ მცირე 10%-ში, რომლებმაც მიიღეს პაზოპანიბი ან პლაცებო STS-ის დროს (VEG110727)
გვერდითი მოვლენა, n (%)
რაოდენობა (პაციენტების %)
პაზოპანიბი (n = 240)
პლაცებო (n = 123)
ნებისმიერი ხარისხი
ხარისხი 3
ხარისხი 4
ნებისმიერი ხარისხი
ხარისხი 3
ხარისხი4
ნებისმიერი გვერდითი მოვლენა (AE)
219 (91)
84 (35)
17 (7)
78 (63)
6 (5)
3 (2)
დიარეა
130 (54)
11 (5)
0
14 (11)
0
0
დაღლილობა
126 (53)
23 (10)
1 (<1)
33 (27)
2 (2)
0
გულისრევა
116 (48)
7(3)
0
19 (15)
2 (2)
0
ჰიპერტენზია
94 (39)
16 (7)
0
5 (4)
0
0
თმის ფერის ცვლილებები
93 (39)
0
0
3 (2)
0
0
მადის დაქვეითება
82 (34)
11 (5)
0
10 (8)
0
0
წონის შემცირება
72 (30)
5 (2)
0
8 (7)
0
0
დისგევზია
65 (27)
0
0
4 (3)
0
0
ღებინება
61 (25)
7(3)
0
8 (7)
1 (<1)
0
თავის ტკივილი
38 (16)
1 (<1)
0
5 (4)
0
0
ექსფოლიაციური გამონაყარი
35 (15)
2 (<1)
0
9 (7)
0
0
კუჭ-ნაწლავის არეში ტკივილი
34 (14)
3(1)
0
4 (3)
1 (<1)
0
ყურის, ცხვირის და ყელის გამოკვლევის პათოლოგიური მაჩვენებლები
28 (12)
4 (2)
0
1 (<1)
0
0
მიალგია
27 (11)
2 (<1)
0
3 (2)
0
0
კანის ჰიპოპიგმენტაცია
27 (11)
0
0
0
0
0
კანის დაავადება
26 (11)
4 (2)
0
1 (<1)
0
0
სტომატიტი
26 (11)
1 (<1)
0
4 (3)
0
0
ალოპეცია
25 (10)
0
0
1 (<1)
0
0
ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილი
23 (10)
1 (<1)
0
3 (2)
0
0
მე-4 ცხრილში წარმოდგენილია ლაბორატორიული ტესტების ნორმიდან გადახრილი მაჩვენებლები, გამოვლენილი პაციენტების ≥15%-ში, რომლებმაც მიიღეს პაზოპანიბი RCC-ის საბაზისო კვლევებში. ხარისხები ეფუძნება NCI CTCAE-ს.
ცხრილი 4: შერჩეული ლაბორატორიული ტესტების ნორმიდან გადახრილი მაჩვენებლები პაზოპანიბზე მყოფი პაციენტების ≥ 15%-ში, და უფრო ხშირად პლაცებოს სამკურნალო ჯგუფთან შედარებით (VEG105192)
პარამეტრები
პაზოპანიბი (N = 290)
პლაცებო (N = 145)
ყველა ხარისხი %
ხარისხი 3
%
ხარისხი 4
%
ყველა ხარისხი
%
ხარისხი3
%
ხარისხი4
%
ჰემატოლოგიური
ლეიკოპენია
37
0
0
6
0
0
ნეიტროპენია
34
1
<1
6
0
0
თრომბოციტოპენია
32
<1
<1
5
0
<1
ლიმფოციტოპენია
31
4
<1
24
1
0
ბიოქიმია
ALT-ის მატება
53
10
2
22
1
0
AST-ის მატება
53
7
<1
19
<1
0
გლუკოზის მატება
41
<1
0
33
1
0
საერთო ბილირუბინის მატება
36
3
<1
10
1
<1
ფოსფორის შემცირება
34
4
0
11
0
0
კალციუმის შემცირება
33
1
1
26
1
<1
ნატრიუმის შემცირება
31
4
1
24
4
1
კალიუმის მატება
27
4
<1
23
5
0
კრეატინინის მატება
26
0
<1
25
<1
0
მაგნიუმის შემცირება
26
<1
1
14
0
0
გლუკოზის შემცირება
17
0
<1
3
0
0
ლიპაზის დონის მატება: ერთი სამკურნალო ჯგუფის მქონე კლინიკურ კვლევაში ლიპაზის დონის მატება დაფიქსირდა 48/181 პაციენტში (27%). ლიპაზის დონის მატება, როგორც გვერდითი რეაქცია, დაფიქსირდა 10 პაციენტში (4%) და 6 პაციენტში იყო მე-3 ხარისხის, ხოლო 1 პაციენტში - მე-4 ხარისხის. პაზოპანიბის კლინიკურ კვლევებში, კლინიკური პანკრეატიტი დაფიქსირდა 4/586 პაციენტში (< 1%).
მე-5 ცხრილში წარმოდგენილია ლაბორატორიული ტესტების ნორმიდან გადახრილი მაჩვენებლები, რომლებიც გამოვლინდა პაციენტების ≥ 15%-ში, რომლებმაც მიიღეს პაზოპანიბი STS-ის საბაზისო კვლევაში. ხარისხები ეფუძნება NCI CTCAE-ს.
ცხრილი 5: შერჩეული ლაბორატორიული ტესტების ნორმიდან გადახრილი მაჩვენებლები პაზოპანიბზე მყოფი პაციენტების ≥ 15%-ში, რომელიც უფრო ხშირია პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (VEG110727)
პარამეტრები
პაზოპანიბი (N = 240)
პლაცებო
(N = 123)
ყველა ხარისხი
%
ხარისხი 3
%
ხარისხი 4
%
ყველა ხარისხი
%
ხარისხი 3
%
ხარისხი
4
%
ჰემატოლოგიური
ლეიკოპენია
44
1
0
15
0
0
ნეიტროპენია
33
4
0
7
0
0
თრომბოციტოპენია
36
3
<1
6
0
0
ლიმფოციტოპენია
43
10
0
36
9
2
ანემია
27
5
2
23
<1
<1
ბიოქიმია
ALKP-ის მატება
32
3
0
23
<1
0
ALT-ის მატება
46
8
2
18
2
<1
AST-ის მატება
51
5
3
22
2
0
ალბუმინის შემცირება
34
<1
0
21
0
0
გლუკოზის მატება
45
<1
0
35
2
0
საერთო ბილირუბინის მატება
29
1
0
7
2
0
ნატრიუმის შემცირება
31
4
0
20
3
0
კალიუმის გაზრდა
16
1
0
11
0
0
პოსტმარკეტინგული მონაცემები
პაზოპანიბის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შემდგომ გამოვლინდა ქვემოთ მოცემული გვერდითი რეაქციები. ეს მოიცავს სპონტანურ შემთხვევების შესახებ ინფორმაციას, ასევე სერიოზულ გვერდით მოვლენებს მიმდინარე კვლევებიდან, კლინიკური ფარმაკოლოგიური კვლევებიდან და ექსპლორაციული კვლევებიდან ისეთი ჩვენებების დროს, რომლებზეც ნებართვა არ იყო გაცემული.
ინფექციები და ინვაზიები
ხშირი ინფექციები (ნეიტროპენიით და მის გარეშე)
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები
უცნობი სიმსივნის ლიზისის სინდრომი (მათ შორის ლეტალური შემთხვევები); იხილეთ პარაგრაფი 4.4. პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები.
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
ნაკლებად ხშირი პოლიციტემია, თრომბოზული მიკროანგიოპათია (მათ შორის თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა და ჰემოლიზური ურემიული სინდრომი)
ნერვული სისტემის დარღვევები
ნაკლებად ხშირი უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები
ხშირი მეტეორიზმი
ნაკლებად ხშირი პანკრეატიტი
ჰეპატობილიარული დარღვევები
უცნობი ღვიძლის უკმარისობა ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
ძალიან ხშირი ართრალგია
ხშირი კუნთების სპაზმი
თვალის დარღვევები
ნაკლებად ხშირი ბადურის აშრევება/ბადურის გახევა
ვასკულარული დარღვევები
იშვიათი ანევრიზმა და არტერიის დისექცია
რესპირატორული, გულმკერდისა და შუასაყრის დარღვევები
იშვიათი ფილტვის ინტერსტიციული დაავადება/პნევმონიტი
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
ნაკლებად ხშირი კანის წყლული
გამოკვლევები
ხშირი გამა-გლუტამილ ტრანსპეპტიდაზას მატება
ვასკულარული დარღვევები
VEGFR გზის ინჰიბიტორების გამოყენებისას დაფიქსირდა ანევრიზმის და არტერიის დისექციის შემთხვევები, ზოგჯერ ფატალურიც.
ჭარბი დოზა
კლინიკურ კვლევებში შეფასდა პაზოპანიბის 2000 მგ-მდე დოზები. მე-3 ხარისხის დაღლილობა (დოზის შემზღუდველი ტოქსიკურობა) და მე-3 ხარისხის ჰიპერტენზია დაფიქსირდა 3 პაციენტიდან 1-ში, რომლებიც იღებდნენ შესაბამისად 2000 მგ-ს და 1000 მგ-ს დღეში.
სიმპტომები და ნიშნები
ამჟამად პაზოპანიბის ზედოზირების შესახებ შეზღუდული მონაცემებია ხელმისაწვდომი.
მკურნალობა
არ არის მოსალოდნელი, რომ ჰემოდიალიზმა გააძლიეროს პაზოპანიბის გამოყოფა, რადგან პაზოპანიბი ძირითადად არ გამოიყოფა თირკმლებით და მაღალი შეკავშირება ახასიათებს პლაზმის ცილებთან.
ზედოზირების მართვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით მოწამვლის საინფორმაციო ცენტრს ნომერზე 13 11 26 (ავსტრალია).
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
sფარმაკოდინამიკური თვისებები
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული 200მგ ტაბლეტი შეიცავს 217 მგ პაზოპანიბის ჰიდროქლორიდს, რაც 200 მგ პაზოპანიბის თავისუფალი ფუძის ეკვივალენტურია.
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული 400 მგ ტაბლეტი შეიცავს 433 მგ პაზოპანიბის ჰიდროქლორიდს, რაც 400 მგ პაზოპანიბის თავისუფალი ფუძის ეკვივალენტურია.
დამხმარე ნივთიერებები
იხილეთ პარაგრაფი 6.1. დამხმარე ნივთიერებების სია.
შენახვის პირობები
ავსტრალიაში, ვარგისიანობის ვადის შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია თერაპიული საქონლის ავსტრალიის რეესტრის (ARTG) საჯაროდ ხელმისაწვდომ შემაჯამებელ ანგარიშში. ვარგისიანობის ვადა შეფუთვაზეა მითითებული.
პრეპარატის შენახვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
პაზოპანიბ DR.REDDY’S-ის ტაბლეტები შეინახეთ 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.
კონტეინერის ბუნება და შემადგენლობა
200 მგ პაზოპანიბ DR. REDDY’S-ის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
მოწოდებულია მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) ბოთლებში, ბავშვებისგან დამცავი პოლიპროპილენის თავსახურით, რომლებიც შეიცავს 30 ან *90 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.
- ყველა დოზორება და შეფუთვის ზომა შეიძლება არ იყოს გავრცელებული.
400 მგ პაზოპანიბ DR. REDDY’S-ის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
მოწოდებულია მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) ბოთლებში, ბავშვებისგან დამცავი პოლიპროპილენის თავსახურით, რომლებიც შეიცავს 30 ან 60 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.
პრეპარატის განადგურების განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
ავსტრალიაში, ნებისმიერი გამოუყენებელი მედიკამენტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
ფიზიკურ-ქიმიური თვისებები
ქიმიური სტრუქტურა
118491079771
მოლეკულური ფორმულა: C21H23N7O2S•HCl მოლეკულური წონა: 473.99
პაზოპანიბი მოწოდებულია ჰიდროქლორიდის მარილის სახით, ქიმიური სახელწოდებით 5-[[4-[(2,3-დიმეთილ-2H-ინდაზოლ-6-ილ)მეთილამინო]-2-პირიმიდინილ]ამინო]-2-მეთილბენზოლსულფონამიდის მონოჰიდროქლორიდი.
პაზოპანიბის ჰიდროქლორიდი თეთრიდან ოდნავ მოყვითალო შეფერილობის მყარი ნივთიერებაა. ის ძალიან სუსტად ხსნადია pH 1-ზე და პრაქტიკულად უხსნადია pH 4-ზე წყალში. პაზოპანიბის თავისუფალი ფუძის ორი ძირითადი იონიზაციის მუდმივა (pKa) დადგინდა რომ არის 6.4 და 2.1, ხოლო ერთი სუსტად მჟავე pKa 10.2-ის ტოლი. თავისუფალი ფუძის ოქტანოლსა და წყალს შორის განაწილების კოეფიციენტია 4470 (cLogP = 3.65). პაზოპანიბის ჰიდროქლორიდის 0.04%-იანი ხსნარის pH წყალში დაახლოებით 2.2-ია.
CAS ნომერი
635702-64-6
სამკურნალო პრეპარატების განრიგი (მოწამვლის სტანდარტი)
დანართი 4 – მხოლოდ რეცეპტით გასაცემი სამკურნალო პრეპარატები
სპონსორი
Dr Reddy’s Laboratories (Australia) Pty Ltd Level 3, 390 St Kilda Road
მელბურნი, VIC, 3004
უფასო ნომერი: 1800 733 397
პირველი ნებართვის თარიღი
TBA
რევიზიის თარიღი
ცვლილებების შემაჯამებელი ცხრილი
შეცვლილი პარაგრაფი ახალი ინფორმაციის შეჯამება
ხელმოწერილია ციფრულად
ინტეტი სუმიტი
კომპანიის ბეჭედი: Dr Reddy’s Laboratories
ფარმაკოლოგიური თვისებები
სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები, სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა საშუალებები, ცილოვანი კინაზა.
ანატომიური თერაპიული ქიმიური (ათქ) კოდი: L01EX03.
მოქმედების მექანიზმი
პაზოპანიბი არის პერორალურად მისაღები, ძლიერი, მულტიტარგეტული, თიროზინკინაზას ინჰიბიტორი (TKI), რომელიც ზემოქმედებს სისხლძარღვოვანი ენდოთელური ზრდის ფაქტორის რეცეპტორებზე (VEGFR)-1, -2 და -3, თრომბოციტებისგან წარმოებული ზრდის ფაქტორის (PDGFR)-α და –β და ღეროვანი უჯრედის ფაქტორის რეცეპტორებზე (c-KIT) შესაბამისად, 10, 30, 47, 71, 84 და 74 ნმ IC50 მნიშვნელობებით. პაზოპანიბმა ასევე მოახდინა VEGFR-2, c-Kit და PDGFR-β რეცეპტორების ლიგანდით ინდუცირებული ავტოფოსფორილირების ინჰიბირება უჯრედებში ინ ვიტრო. ინ ვივო , პაზოპანიბმა მოახდინა VEGF-ით ინდუცირებული VEGFR-2 ფოსფორილირების ინჰიბირება თაგვის ფილტვებში, ანგიოგენეზის ინჰიბირება თაგვის მოდელებში და ადამიანის ზოგიერთი სიმსივნის ქსენოტრანსპლანტატის ზრდის ინჰიბირება თაგვებში.
ფარმაკოგენომიკა
პაზოპანიბის 31 კლინიკური კვლევის მონაცემების ფარმაკოგენეტიკურ მეტაანალიზის შედეგად, როცა პაზოპანიბის მიღება მოხდა მონოთერაპიის სახით ან სხვა პრეპარატებთან ერთად კომბინაციაში, ALT > 5x ULN (NCI CTC მე-3 ხარისხი) დაფიქსირდა HLA-B*57:01 ალელის მატარებლების 19%-ში და არამატარებლების 10%-ში. ამ მონაცემთა ნაკრებში 133/2235 პაციენტი (6%) HLA-B*57:01 ალელის მატარებელი იყო (იხილეთ პარაგრაფი 4.4 პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები). პაზოპანიბთან დაკავშირებული ALT-ის მატების შემთხვევები შეფასდა ღვიძლის უსაფრთხოების კლინიკური (არა ფარმაკოგენეტიკურ) მეტაანალიზის შედეგად (კვლევა 200276), სადაც გამოიყენეს მონაცემები პაზოპანიბით მონოთერაპიის კლინიკური კვლევებდან, რომლებშიც ALT > 5x ULN მოვლენები აღინიშნა პაციენტების 11%-ში.
კლინიკური კვლევები
თირკმლის უჯრედოვანი კარცინომა (RCC)
თირკმლის უჯრედოვანი კარცინომის (RCC) დროს პაზოპანიბის უსაფრთხოება და ეფექტურობა შეფასდა რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებოთი კონტროლირებად, მულიტიცენტრულ კვლევაში. ადგილობრივად შორსწასული და/ან მეტასტაზური RCC-ის მქონე პაციენტების (N= 435) რანდომიზაცია მოხდა, რომ მიეღოთ 800 მგ პაზოპანიბი მონოთერაპიის სახით დღეში ერთხელ ან პლაცებო. კვლევის ძირითადი მიზანი იყო ორი სამკურნალო ჯგუფის შეფასება და შედარება პროგრესირების გარეშე გადარჩენასთან (PFS) და ძირითად მეორად საბოლოო წერტილთან - საერთო გადარჩენასთან (OS) მიმართებაში. სხვა მიზნები მოიცავდა საერთო პასუხის მაჩვენებლის და პასუხის ხანგრძლივობის შეფასებას.
კვლევაში მონაწილე 435 პაციენტიდან 233 პაციენტს წარსულში არ ჩატარებია მკურნალობა, ხოლო 202 იყო მეორე რიგის პაციენტი, რომლებმაც ადრე მიიღეს IL-2 ან INFα-ს შემცველი თერაპია. ქმედუნარიანობის სტატუსი (ECOG) მსგავსი იყო პაზოპანიბისა და პლაცებოს ჯგუფებს შორის (ECOG 0: 42% vs. 41%, ECOG 1: 58% vs. 59%). ყველა პაციენტში ჰისტოლოგიით გამოვლინდა ნათელუჯრედული ან უპირატესად ნათელუჯრედული სტრუქტურა. პაციენტთა დაახლოებით ნახევარში დაავადებაში ჩართული იყო 3 ან მეტი ორგანო და უმეტეს პაციენტს საბაზისო ეტაპზე დაავადების მეტასტაზის ლოკაცია იყო ფილტვები (74%) და/ან ლიმფური კვანძები (54%).
თითოეულ სამკურნალო ჯგუფში პაციენტების მსგავსი პროპორცია მოიცავდა ისეთ პაციენტებს, რომლებსაც წარსულში არ ჩატარებიათ მკურნალობა ან წარსულში ჩაუტარდათ ციტოკინებით მკურნალობა (53% და 47% პაზოპანიბის ჯგუფში, 54% და 46% პლაცებოს ჯგუფში). წარსულში ციტოკინებით ნამკურნალებ ქვეჯგუფში უმრავლესობას (75%) მიღებული ჰქონდა ინტერფერონის შემცველი მკურნალობა.
თითოეულ სამკურნალო ჯგუფში პაციენტების მსგავსი პროპორცია მოიცავდა ნეფრექტომიას (შესაბამისად, 89% და 88% პაზოპანიბის და პლაცებოს ჯგუფებში) და/ან წარსულში სხივური თერაპიის ჩატარებას (შესაბამისად, 22% და 15% პაზოპანიბის და პლაცებოს ჯგუფებში).
PFS-ის ძირითადი საბოლოო წერტილის პირველადი ანალიზი ეფუძნება დაავადების შეფასებას დამოუკიდებელი რადიოლოგიური მიმოხილვის მიხედვით მთელ საკვლევ პოპულაციაში (პირველი და მეორე რიგი).
ცხრილი 6 საერთო ეფექტურობის შედეგები RCC-ის დროს ჩატარებული დამოუკიდებელი მიმოხილვის კომიტეტის (IRC) მიერ (VEG105192)
საბოლოო წერტილები/საკვლევი პოპულაცია
პაზოპანიბი
პლაცებო
HR (95% CI)
P მნიშვნელობა (ცალმხრივი)
PFS
საშუალო (თვეები)
საერთო ITT
N=290
N=145
წარსულში არანამკურნალები
- 2
N=155
- 2
N=78
- 46 (0.34, 0.62)
<0.0000001
- 1
- 8
- 40 (0.27, 0.60)
<0.0000001
წარსულში ციტოკინებით ნამკურნალები
N=135 7.4
N=67 4.2
- 54 (0.35, 0.84)
<0.001
პასუხის მაჩვენებელი
% (95% CI)
საერთო
N=290
30 (25.1 ,35.6)
N=145
3 (0.5, 6.4)
-
<0.001
CI: სანდოობის ინტერვალი; HR: რისკის კოეფიციენტი; ITT: ყველა რანდომიზებული პაციენტის არჩევა; PFS: პროგრესირების გარეშე გადარჩენა.
სურათი 1. პროგრესირების გარეშე გადარჩენის კაპლან-მეიერის მრუდი მთლიანი პოპულაციის დამოუკიდებელი შეფასების მიხედვით (არანამკურნალები და ციტოკინებით წარსულში ნამკურნალები პოპულაციები)
91973381464
სურათი 2 პროგრესირების გარეშე გადარჩენის კაპლან-მეიერის მრუდი წარსულში არანამკურნალები პოპულაციის დამოუკიდებელი შეფასების მიხედვით
91973384400
სურათი 3 პროგრესირების გარეშე გადარჩენის კაპლან-მეიერის მრუდი ციტოკინებით წარსულში ნამკურნალები პოპულაციის დამოუკიდებელი შეფასების მიხედვით
დამოუკიდებელი მიმოხილვის მიხედვით, პაციენტებში, რომელთაც განივითარდათ პასუხი მკურნალობაზე, პასუხის საშუალო დრო იყო 11.9 კვირა, ხოლო პასუხის საშუალო ხანგრძლივობა - 58.7 კვირა.
პროტოკოლით განსაზღვრული საბოლოო გადარჩენის ანალიზის მიხედვით, საშუალო საერთო გადარჩენის (OS) მონაცემები იყო 22.9 თვე და 20.5 თვე [HR = 0.91 (95% CI: 0.71, 1.16; p = 0.224)] პაციენტებში, რომელთა რანდომიაზაცია შესაბამისად მოხდა პაზოპანიბის და პლაცებოს სამკურნალო ჯგუფებში. OS-ის შედეგები შესაძლოა მიკერძოებული იყოს, რადგან პლაცებო ჯგუფში პაციენტების 54%-მა დაავადების პროგრესირების შემდეგ კვლევის გაფართოების პერიოდში პაზოპანიბიც მიიღო. პლაცებოს პაციენტების 66%-ს ჩაუტარდა კვლევის შემდგომი მკურნალობა პაზოპანიბის პაციენტების 30%-თან შედარებით. საბაზისო კვლევაში, ცხოვრების ხარისხის შეფასებები დაეფუძნა ორი პროტოკოლის სპეციფიკური კითხვარის, EORTC QLQ-C30 და EuroQoL EQ-5D, ბრმა, თვითშეფასებად გლობალურ ქულებს. ანალიზი დაეფუძნა პაციენტებს, რომლებმაც პროგრესირებამდე გააგრძელეს თერაპია ორივე სამკურნალო ჯგუფში. შეფასებებმა არ გამოავლინა განსხვავება პაზოპანიბით ან პლაცებოთი მკურნალობას შორის (p> 0.05), რაც მიუთითებს პაზოპანიბის ცხოვრების გლობალურ ხარისხზე უარყოფითი გავლენის არარსებობაზე.
მე-2 ფაზის კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა თირკმლის ადგილობრივად მორეციდივე ან მეტასტაზური ნათელუჯრედოვანი კარცინომის მქონე 225 პაციენტი, დამოუკიდებელი მიმოხილვის მიხედვით, ობიექტური პასუხის მაჩვენებელი იყო 35%, ხოლო პასუხის საშუალო ხანგრძლივობა - 68 კვირა. PFS-ის საშუალო მაჩვენებელი იყო 11.9 თვე.
პაზოპანიბის უსაფრთხოება, ეფექტურობა და ცხოვრების ხარისხი სუნიტინიბთან შედარებით შეფასდა რანდომიზებულ, ღია, პარალელური ჯგუფის მქონე III ფაზის არაქვემდებარე კვლევაში თირკმლის მეტასტაზური ან ადგილობრივად შორსწასული უჯრედოვანი კარცინომის მქონე პაციენტებში (VEG108844 და VEG113078).
VEG108844 კვლევაში, პაციენტები (N = 1110), რომლებსაც ჰქონდათ ადგილობრივად გავრცელებული და/ან მეტასტაზური RCC და წარსულში არ ჩატარებიათ სისტემური თერაპია, რანდომიზდნენ, რათა მიეღოთ 800 მგ პაზოპანიბს დღეში ერთხელ, ან 50 მგ სუნიტინიბი დღეში ერთხელ, დოზირების 6-კვირიანი ციკლებით, რომელიც შედგება 4-კვირიანი მკურნალობისგან, რასაც მოჰყვება 2-კვირიანი მკურნალობის გარეშე ყოფნა.
კვლევის ძირითადი მიზანი იყო პაზოპანიბით ნამკურნალებ პაციენტებში PFS-ის შეფასება და შედარება სუნიტინიბით ნამკურნალებ პაციენტებთან. დემოგრაფიული მახასიათებლები მსგავსი იყო სამკურნალო ჯგუფებს შორის. დაავადების მახასიათებლები საწყისი დიაგნოზის დროს და სკრინინგზე დაბალანსებული იყო სამკურნალო ჯგუფებს შორის. სკრინინგზე პაციენტების უმრავლესობას ჰქონდა დაავადების IV სტადია.
VEG108844 კვლევამ მიაღწია PFS-ის პირველად საბოლოო წერტილს და აჩვენა პაზოპანიბის არაქვემდებარობა სუნიტინიბთან შედარებით, რადგან რისკის კოეფიციენტის 95%-იანი სანდოობის ინტერვალის ზედა ზღვარი ნაკლები იყო პროტოკოლით განსაზღვრულ არაქვემდებარეობის ზღვარზე, რომელიც 1.25-ს შეადგენს. საერთო ეფექტურობის შედეგები შეჯამებულია ცხრილში 7.
ცხრილი 7. ეფექტურობის საერთო შედეგები (VEG108844)
საბოლოო წერტილი
პაზოპანიბი N=557
სუნიტინიბიN=553
კორექტირებული HRa (95 % CI)
PFS
საერთო
საშუალო (თვეები) (95 % CI)
- 4
(8.3, 10.9)
- 5
(8.3, 11.1)
- 047
(0.898,1.220)
საერთო გადარჩენა საშუალო (თვეები)
(95 % CI)
- 4
(26.2, 35.6)
- 3
(25.3, 32.5)
- 908b (0.762, 1.082)
HR = რისკის კოეფიციენტი; ITT = ყველა რანდომიზებული პაციენტის არჩევა; PFS = პროგრესირების გარეშე გადარჩენა დამოუკიდებელი განხილვის კომიტეტის (IRC) შეფასების საფუძველზე
a რისკის კოეფიციენტი (HR) კორექტირდება კარნოფსკის შესრულების შეფასების შკალით (70 ან 80, 90 ან 100), წარსულში ნეფრექტომიის (დიახ, არა) და ლაქტატდეჰიდროგენაზას საბაზისო დონის (≤1.5xULN, >1.5xULN) მიხედვით.
b P მნიშვნელობა = 0.275 (2-sided)
VEG108844-ში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხი შეფასდა პაციენტების მიერ შევსებული შემდეგი კითხვარების გამოყენებით: ქრონიკული დაავადების მკურნალობის ფუნქციური შეფასება - დაღლილობა (FACIT-F), კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობის 19-პუნქტიანი ფუნქციური შეფასების თირკმლის სიმპტომის ინდექსი (FKSI-19), კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობის კმაყოფილების შეფასების კითხვარი (CTSQ) და ცხოვრების ხარისხის შეფასების დამატებითი კითხვარი (SQLQ). SQLQ-სთან საერთო შესაბამისობა 86%-ს შეადგენდა. 14 დომენიდან 11-ში სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები პაზოპანიბის სასარგებლოდ იყო სუნიტინიბთან შედარებით (p<0.05), რაც ასახავდა გვერდითი ეფექტების პროფილს. დაღლილობის, პირის/ყელის და ხელების/ტერფის ტკივილისა და მათი შეზღუდვების, გვერდითი ეფექტებისადმი დამოკიდებულების და თერაპიით კმაყოფილების მხრივ განსხვავებები მიიჩნიეს როგორც სავარაუდოდ მნიშვნელოვანი (ეფექტის ზომა >0.20).
რბილი ქსოვილების სარკომა (STS)
პაზოპანიბის უსაფრთხოება და ეფექტურობა STS-ის დროს შეფასდა რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებოთი კონტროლირებად, მულტიცენტრულ კვლევაში. შორსწასული STS-ის მქონე პაციენტები (N= 369), რომლებსაც წარსულში ჩაუტარდათ ქიმიოთერაპია, ანტრაციკლინით მკურნალობის ჩათვლით, ან რომლებში გამოვლინდა აუტანლობა თერაპიისადმი, რანდომიზდნენ რომ მიეღოთ დღეში ერთხელ 800 მგ პაზოპანიბი ან პლაცებო.
სიმსივნის უფრო ხშირი შესწავლილი ტიპები მოიცავდა ლეიომიოსარკომას (კანის გარდა) და სინოვიალურ სარკომას. STS-ის სხვადასხვა იშვიათი ტიპის მქონე პაციენტები გაანალიზდნენ კოლექტიურად „სხვა STS“-ის ქვეჯგუფში. კვლევისთვის მიუღებელ STS ტიპებს შორის იყო: ადიპოციტური STS; კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნე; რაბდომიოსარკომა, ალვეოლურის ან პლეომორფულის გარდა; ქონდროსარკომა; ოსტეოსარკომა; იუინგის სიმსივნე/პრიმიტიული ნეიროექტოდერმული სიმსივნე; დერმატოფიბროსარკომა პროტუბერანსი; ანთებითი მიოფიბრობლასტური სარკომა; ავთვისებიანი მეზოთელიომა; და საშვილოსნოს შერეული მეზოდერმული სიმსივნე.
კვლევაში მონაწილეობისგან გამოირიცხნენ პაციენტები, რომელთა ჯანმოს ქმედუნარიანობის სტატუსი იყო >1-ზე (ანუ მსუბუქი სამუშაოს შესრულების შეუძლებლობა). ძვლის ტვინის, თირკმლის ან ღვიძლის არადაეკვატური ფუნქციის მქონე პაციენტები გამოირიცხნენ კვლევიდან. გამოირიცხნენ პაციენტები გულის ფუნქციის დარღვევით (მარცხენა მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია ნორმის ინსტიტუციურ ქვედა ზღვარზე დაბალი; QTc ინტერვალის გახანგრძლივება >480 მილიწამი; ბოლო 6 თვის განმავლობაში გულის ანგიოპლასტიკის ან სტენტირების, მიოკარდიუმის ინფარქტის, არასტაბილური სტენოკარდიის, აორტო-კორონარული შუნტირების, სიმპტომური პერიფერიული სისხლძარღვოვანი დაავადების ან NYHA III-IV კლასის გულის შეგუბებითი უკმარისობის არსებობა) და პაციენტები ცუდად კონტროლირებადი ჰიპერტენზიით. გამოირიცხნენ პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ ცერებროვასკულური შემთხვევა, ბოლო 6 თვის განმავლობაში გარდამავალი იშემიური შეტევა ან ბოლო 6 თვის განმავლობაში ფილტვის ემბოლია. გამოირიცხნენ პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებოდათ კლინიკურად მნიშვნელოვანი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები. ასევე გამოირიცხნენ პაციენტები, რომლებსაც ბოლო 6 კვირის განმავლობაში აღენიშნებოდათ ჰემორაგიული დიათეზი, აქტიური სისხლდენა ან ჰემოპტიზი.
რანდომიზაციამდე, მოხდა კვლევაში დასაშვები პაციენტების სტრატიფიკაცია ჯანმო-ს ქმედუნარიანობის სტატუსის ფაქტორების (ჯანმო-ს PS) (0 ან 1) მიხედვით საბაზისო ეტაპზე და შორსწასული დაავადების შემთხვევაში წინამორბედი სისტემური თერაპიის რიგის რაოდენობის (0 ან 1 vs. 2+) შესაბამისად. თითოეულ სამკურნალო ჯგუფში, შორსწასული დაავადების შემთხვევაში წინამორბედი სისტემური თერაპიის 2+ რიგის მხრივ პაციენტთა ოდნავ მეტი პროცენტი იყო (შესაბამისად, 58% და 55% პლაცებოსა და პაზოპანიბის სამკურნალო ჯგუფებში), სისტემური თერაპიის 0 ან 1 რიგთან შედარებით (შესაბამისად, 42% და 45% პლაცებოსა და პაზოპანიბის სამკურნალო ჯგუფებში). საბაზისო ეტაპზე ჯანმო-ს PS 1-ის მქონე პაციენტების რაოდენობა ოდნავ მეტი იყო. პაციენტების შემდგომი დაკვირვების საშუალო ხანგრძლივობა (განისაზღვრება რანდომიზაციის თარიღიდან ბოლო კონტაქტის ან გარდაცვალების თარიღამდე) მსგავსი იყო ორივე სამკურნალო ჯგუფში (9.36 თვე პლაცებოსთვის [დიაპაზონი 0.69-დან 23.0 თვემდე] და 10.04 თვე პაზოპანიბისთვის [დიაპაზონი 0.2-დან 24.3 თვემდე]).
კვლევის ძირითადი მიზანი იყო პროგრესირების გარეშე გადარჩენის (PFS) მხრივ ორი სამკურნალო ჯგუფის შეფასება და შედარება; მეორადი საბოლოო წერტილები მოიცავდა საერთო გადარჩენას (OS), საერთო პასუხის მაჩვენებელს და პასუხის ხანგრძლივობას.
პირველადი საბოლოო წერტილის, PFS-ის საწყისი ანალიზი დაეფუძნა დაავადების შეფასებას დამოუკიდებელი რადიოლოგიური მიმოხილვის მიხედვით მთელ ITT კვლევის პოპულაციაში.
ცხრილი 8 STS-ის დროს საერთო ეფექტურობის შედეგები დამოუკიდებელი შეფასებით (VEG110727)
საბოლოო წერტილები/საკვლევი პოპულაცია
პაზოპანიბი
პლაცებო
HR (95% CI)
P მნიშვნელობა (ცალმხრივი)
PFS
საერთო ITT
N = 246
N = 123
- 35
(0.26, 0.48)
< 0.001
საშუალო (კვირეები)
- 0
- 0
ლეიომიოსარკომა
N = 109
N = 49
- 37
(0.23, 0.60)
< 0.001
საშუალო (კვირეები)
- 1
- 1
საბოლოო წერტილები/საკვლევი პოპულაცია
პაზოპანიბი
პლაცებო
HR (95% CI)
P მნიშვნელობა (ცალმხრივი)
‘სხვა STS’-ის ქვეჯგუფები
N = 112
N = 61
- 39
< 0.001
საშუალო (კვირეები)
- 1
- 3
(0.25, 0.60)
პასუხის მაჩვენებელი (CR+PR)
% (95 % CI)
4 (2.3, 7.9)
0 (0.0, 3.0)
-
-
პასუხის ხანგრძლივობა
- 9
-
-
-
საშუალო (კვირეები) (95 % CI)
(16.7, 40.0)
HR = რისკის კოეფიციენტი; ITT = ყველა რანდომიზებული პაციენტის არჩევა; PFS = პროგრესირების გარეშე გადარჩენა; CR = საერთო პასუხი; PR = ნაწილობრივი პასუხი.
დამოუკიდებელი რადიოლოგიური მიმოხილვით ჩატარებული შეფასებების მსგავსად, მკვლევარის შეფასებების საფუძველზე, PFS-ის კლინიკურად მნიშვნელოვანი და სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაფიქსირდა პაზოპანიბის ჯგუფში პლაცებოსთან შედარებით (HR: 0.39; 95% CI, 0.30-დან 0.52-მდე, p < 0.001).
სურათი 4 პროგრესირების გარეშე გადარჩენის კაპლან-მეიერის მრუდი STS-ის დროს მთლიანი პოპულაციის დამოუკიდებელი შეფასების მიხედვით (VEG110727)
106108579375
პაზოპანიბის სასარგებლოდ საერთო გადარჩენის წინასწარ განსაზღვრული შუალედური ანალიზის დროს რისკის კოეფიციენტი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ იყო; პლაცებოს ჯგუფში საერთო გადარჩენის საშუალო მაჩვენებელი იყო 10.4 თვე (95% CI 8.7-დან 12.7-მდე) და პაზოპანიბის ჯგუფში იყო 11.9 თვე (95% CI 10.7-დან 15.1-მდე); HR = 0.82 (97.87% CI: 0.59-დან 1.14-მდე, p = 0.156). ამ კვლევაში საერთო გადარჩენის მაჩვენებელი პოტენციურად დამახინჯებულია დაავადების პროგრესირების შემდეგ აქტიური მკურნალობის დისბალანსით, რადგან პლაცებოს ჯგუფში მეტ პაციენტს ჩაუტარდა აქტიური თერაპია.
ცხოვრების ხარისხის ცვლილებები შეფასდა მკურნალობისას 12 კვირამდე პერიოდში. დაღლილობის, დიარეის, მადის დაკარგვის, გულისრევისა და ღებინების ცალკეული დომენების ქულები პაზოპანიბის შემთხვევაში უფრო უარესი იყო, რაც ასახავდა გვერდითი ეფექტების პროფილს. თუმცა, ეს არ აისახა ცხოვრების ხარისხის გლობალურ შეფასებაში. შედარებას აფერხებდა შეფასებების მცირე რაოდენობა, დაავადების პროგრესირების გამო სუბიექტების გამორიცხვა (განსაკუთრებით პლაცებოს ჯგუფში) და დაავადების პროგრესირების შემდეგ ჯანმრთელობის გამოსავლების შეფასების არარსებობა.
პაზოპანიბის უფრო მცირე, უკონტროლო მე-2 ფაზის კვლევაში, STS-ის შემთხვევაში (VEG20002), პროგრესირების გარეშე გადარჩენის საშუალო ხანგრძლივობა იყო 11.1 კვირა ადიპოციტურ STS-ის შემთხვევაში და 14.0-23.4 კვირა STS-ის სხვა ჯგუფებში, თუმცა ადიპოციტური STS-ის მქონე უფრო მცირე რაოდენობის სუბიექტი (n=19 vs n=37-41 სხვა ჯგუფებში) შეისწავლეს.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
პაზოპანიბის ფარმაკოკინეტიკა შეფასდა 408 პაციენტში. მოხსენებული ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები, როგორიცაა აბსოლუტური ბიოშეღწევადობა და კლირენსი, მიღებული იქნა მხოლოდ სამი პაციენტისგან.
აბსორბცია
პაზოპანიბი შეიწოვება პერორალურად, აბსოლუტური პერორალური ბიოშეღწევადობით 13.5-38.9%, ხოლო პიკური კონცენტრაციის მიღწევის საშუალო დრო დოზის მიღებიდან 2.0-დან 4.0 საათამდეა. ყოველდღიური დოზირება იწვევს AUC-ის 1.23-დან 4-ჯერ ზრდას. 800 მგ-ზე მეტი დოზის მიღებისას AUC-ის და Cmax-ის თანმიმდევრული ზრდა არ დაფიქსირებულა.
პაზოპანიბის სისტემური ექსპოზიცია იზრდება საკვებთან ერთად მიღებისას. პაზოპანიბის მიღება ცხიმიან ან დაბალცხიმიან საკვებთან ერთად იწვევს AUC-ის და Cmax-ის დაახლოებით 2-ჯერ ზრდას. შესაბამისად, პაზოპანიბი მიიღება ჭამამდე სულ მცირე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ (იხილეთ პარაგრაფი 4.2 პრეპარატის დოზა და მიღების წესი).
400 მგ პაზოპანიბის დაქუცმაცებული ტაბლეტის ერთჯერადმა მიღებისას AUC(0-72) 46%-ით და Cmax დაახლოებით 2-ჯერ გაიზარდა და tmax დაახლოებით 1.5 საათით შემცირდა მთლიანი ტაბლეტის მიღებასთან შედარებით. ეს შედეგები მიუთითებს, რომ დაქუცმაცებული ტაბლეტის მიღების შემდეგ, პაზოპანიბის ბიოშეღწევადობა და პერორალური შეწოვის სიჩქარე იზრდება მთლიანი ტაბლეტის მიღებასთან შედარებით. შესაბამისად, ექსპოზიციის გაზრდის პოტენციალის გამო, ტაბლეტები არ უნდა დაქუცმაცდეს (იხილეთ პარაგრაფი 4.2 პრეპარატის დოზა და მიღების წესი).
განაწილება
პაზოპანიბის ადამიანის პლაზმის ცილებთან შეკავშირება ინ ვივო იყო 99%-ზე მეტი, კონცენტრაციაზე დამოკიდებულების გარეშე 10-100 მკგ/მლ დიაპაზონში. 5 მგ ინტრავენური შეყვანის შემდეგ, პაზოპანიბის განაწილების მოცულობა იყო 9.2 – 13.1 ლ (ორგანიზმში საერთო წყლის < 40%-ზე). ინ ვიტრო კვლევების მიხედვით პაზოპანიბი წარმოადგენს P-გლიკოპროტეინის (Pgp) და ძუძუს კიბოსადმი რეზისტენტული ცილის (BCRP) სუბსტრატს.
მეტაბოლიზმი
ინ ვიტრო კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ პაზოპანიბის მეტაბოლიზმი ძირითადად CYP3A4-ით ხორციელდება, მცირე წვლილი შეაქვს CYP1A2-სა და CYP2C8-ს.
ექსკრეცია
პაზოპანიბი ნელა გამოიყოფა, საშუალოდ ნახევარგამოყოფის პერიოდით 30.9 საათი 800 მგ რეკომენდებული დოზის მიღებიდან. გამოყოფა ძირითადად ხდება განავლით, ხოლო თირკმლის მეშვეობით გამოყოფა შეადგენს მიღებული დოზის < 4%-ს. პაზოპანიბის პლაზმური კლირენსი 5 მგ ინტრავენური დოზის შემდეგ მერყეობდა 0.206-დან 0.347 ლ/სთ-მდე (ღვიძლის სისხლის ნაკადის დაახლოებით 0.5% და გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის 5%).
სპეციალური პოპულაცია
თირკმლის დისფუნქცია
პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის დროს, რომელშიც მონაწილეობდა სხვადასხვა სიმსივნით დაავადებული 408 პაციენტი, კრეატინინის კლირენსი (30-150 მლ/წთ) გავლენას არ ახდენდა პაზოპანიბის კლირენსზე. თირკმლის ფუნქციის დარღვევა, სავარაუდოდ, გავლენას არ მოახდენს პაზოპანიბის ექსპოზიციაზე და დოზის კორექცია საჭირო არ არის იმ პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსი ≥ 30 მლ/წთ-ია.
ღვიძლის დისფუნქცია
პაზოპანიბის საშუალო Cmax და AUC(0-24) მნიშვნელობები წონასწორობის მდგომარეობაში პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი უკმარისობით (განისაზღვრება, როგორც ნორმალური ბილირუბინი და ალანინ ტრანსამინაზას [ALT] ან ბილირუბინის ≥1.5-ჯერ მატება ნორმის ზედა ზღვარზე [x ULN] ALT-ის მიუხედავად) 800 მგ ერთჯერადი დღიური დოზის შემდეგ (30.9 მკგ/მლ, დიაპაზონი 12.5-47.3 და 841.8 მკგ სთ/მლ, დიაპაზონი 600.4-1078) მსგავსი იყო ღვიძლის უკმარისობის არმქონე პაციენტებში საშუალო მნიშვნელობებისა (49.4 მკგ/მლ, დიაპაზონი 17.1-85.7 და 888.2 მკგ სთ/მლ, დიაპაზონი 345.5-1482) (იხილეთ ნაწილი 4.2 დოზა და მიღების წესი).
ღვიძლის ზომიერი დისფუნქციის მქონე პაციენტებში პაზოპანიბის მაქსიმალური ასატანი დოზა (MTD) იყო 200 მგ დღეში ერთხელ (განისაზღვრება, როგორც ბილირუბინი >1.5x-დან 3x-მდე, ULN ALT-ის მნიშვნელობების მიუხედავად) 200 მგ დღეში ერთხელ. ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში 200 მგ პაზოპანიბის დღეში ერთხელ მიღების შემდეგ Cmax-ის (22.4 მკგ/მლ, დიაპაზონი 6.4-32.9) და AUC (0-24) (350.0 მკგ.სთ/მლ, დიაპაზონი 131.8 - 487.7) საშუალო სტაბილური მნიშვნელობები შეადგენდა დაახლოებით 45% და 39%, შესაბამისად, 800 მგ დღეში ერთხელ მიღების შემდეგ შესაბამისი საშუალო მნიშვნელობებისა ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში (იხილეთ პარაგრაფი 4.2 პრეპარატის დოზა და მიღების წესი).
ღვიძლის მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში (საერთო ბილირუბინი > 3x ULN, ALT-ის ნებისმიერი დონის მიუხედავად) არასაკმარისი მონაცემებია; შესაბამისად, პაზოპანიბის გამოყენება ამ პაციენტებში რეკომენდებული არ არის.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ავსტრალიური სამკურნალო პრეპარატის შესახებ ინფორმაცია – პაზოპანიბი DR. REDDY’S
(პაზოპანიბი) ტაბლეტები
856615116840კლინიკურ კვლევებში გამოვლინდა მძიმე და ფატალური ჰეპატოტოქსიურობა.
საჭიროა ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი და დოზის მიღების შეჩერება, შემცირება ან შეწყვეტა მოწოდებული რეკომენდაციის შესაბამისად. [იხილეთ პარაგრაფი 4.4 პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები.]
კლინიკურ კვლევებში გამოვლინდა მძიმე და ფატალური ჰეპატოტოქსიურობა.
საჭიროა ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი და დოზის მიღების შეჩერება, შემცირება ან შეწყვეტა მოწოდებული რეკომენდაციის შესაბამისად. [იხილეთ პარაგრაფი 4.4 პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები.]
სამკურნალო პრეპარატის დასახელება
პაზოპანიბის ჰიდროქლორიდი
თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული 200მგ ტაბლეტი შეიცავს 217 მგ პაზოპანიბის ჰიდროქლორიდს, რაც 200 მგ პაზოპანიბის თავისუფალი ფუძის ეკვივალენტურია.
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული 400 მგ ტაბლეტი შეიცავს 433 მგ პაზოპანიბის ჰიდროქლორიდს, რაც 400 მგ პაზოპანიბის თავისუფალი ფუძის ეკვივალენტურია.
დამხმარე ნივთიერებები
იხილეთ პარაგრაფი 6.1. დამხმარე ნივთიერებების სია.
ფარმაცევტული ფორმა
200მგ ტაბლეტი
თეთრიდან მოთეთრო შეფერილობამდე, კაფსულის ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს ამოტვიფრული წარწერით „2“, ხოლო მეორე მხარეს არის გლუვი.
400მგ ტაბლეტი
თეთრიდან მოთეთრო შეფერილობამდე, კაფსულის ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს ამოტვიფრული წარწერით „4“, ხოლო მეორე მხარეს არის გლუვი.
კლინიკური მახასიათებლები
თერაპიული ჩვენებები
პაზოპანიბი DR. REDDY’S-ის გამოყენება ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
- თირკმლის შორსწასული და/ან მეტასტაზური უჯრედოვანი კარცინომა (RCC)
- თუ სხვა უკუჩვენებები არ არსებობს, შორსწასული (არარეზექცირებადი და/ან მეტასტაზური) რბილი ქსოვილების სარკომა (STS) პაციენტებში, რომლებსაც, წარსულში ჩაუტარდათ ქიმიოთერაპია, ანტრაციკლინით მკურნალობის ჩათვლით
III ფაზის საკვლევი პოპულაციიდან გამოირიცხნენ კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნის (GIST) ან ადიპოციტური რბილი ქსოვილების სარკომის მქონე პაციენტები.
პრეპარატის დოზა და შეყვანის მეთოდი
დოზა
RCC-ის ან STS-ის სამკურნალოდ გამოყენებული პაზოპანიბი DR. REDDY’S-ის რეკომენდებული დოზაა 800 მგ პერორალურად დღეში ერთხელ.
დოზის მოდიფიკაციები
გვერდითი რეაქციების სამართავად, დოზის მოდიფიკაცია, მისი გაზრდა ან შემცირება, უნდა მოხდეს 200 მგ-ით, ეტაპობრივად, ინდივიდუალური ასატანობის გათვალისწინებით. პაზოპანიბი DR. REDDY’S-ის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 800 მგ-ს დღეში.
სპეციალური პოპულაციები
პედიატრიულ პაციენტებში პრეპარატის გამოყენება
პაზოპანიბი DR. REDDY’S-ის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო (იხილეთ პარაგრაფი 4.4 პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში
65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში დოზის, დოზირების სიხშირის ან მიღების მეთოდის შეცვლა არ მოითხოვება.
თირკმლის დისფუნქცია
თირკმლის დისფუნქციას არ აქვს კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა პაზოპანიბი DR. REDDY’S-ის ფარმაკოკინეტიკაზე, პაზოპანიბის და მისი მეტაბოლიტების დაბალი თირკმლისმიერი ექსკრეციის გამო (იხილეთ პარაგრაფი 5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები - ექსკრეცია და 5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები - განსაკუთრებული პოპულაციები).
სავარაუდოდ, თირკმლის დისფუნქცია გავლენას ვერ მოახდენს პაზოპანიბის ექსპოზიციაზე და დოზის კორექცია არ მოითხოვება პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსი ≥30 მლ/წთ-ზე. არ არსებობს პაზოპანიბის გამოყენების გამოცდილება თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ან პერიტონეალურ დიალიზზე ან ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში; შესაბამისად, პაზოპანიბის გამოყენება ამ პაციენტებში რეკომენდებული არ არის.
ღვიძლის დისფუნქცია
პაზოპანიბი DR.REDDY’S-ის უსაფრთხოება და ფარმაკოკინეტიკა ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში სრულად დადგენილი არ არის (იხილეთ პარაგრაფი 4.4. პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).
ალანინამინოტრანსფერაზას (ALT) და ბილირუბინის მიხედვით განსაზღვრული ღვიძლის მსუბუქი დისფუნქციის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხილეთ პარაგრაფი 5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები).
ღვიძლის ზომიერი დისფუნქციის მქონე პაციენტებში პაზოპანიბ DR.REDDY’S-ის დოზა უნდა შემცირდეს 200 მგ-მდე დღეში. არ არსებობს საკმარისი მონაცემები ღვიძლის მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში (საერთო ბილირუბინი >3xULN, ALT-ის ნებისმიერი დონის მიუხედავად); შესაბამისად, პაზოპანიბ DR.REDDY’S-ის გამოყენება ამ პაციენტებში რეკომენდებული არ არის.
პრეპარატის შეყვანა
პაზოპანიბი DR. REDDY’S მიიღება პერორალურად დღეში ერთხელ, საკვების გარეშე და უზმოზე (ჭამამდე სულ მცირე ერთი საათით ადრე ან ჭამიდან ორი საათის შემდეგ) (იხილეთპარაგრაფი 5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები). ტაბლეტები მიიღება მთლიანად წყალთან ერთად და არ უნდა დაიმსხვრეს ან დაიფშვნეს.
გამოტოვებული დოზა
პრეპარატი არ მიიღება დოზის გამოტოვების შემთხვევაში, თუ შემდეგ დოზამდე დარჩენილია 12 საათზე ნაკლები დრო.
უკუჩვენებები
პაზოპანიბი DR. REDDY’S უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, პაზოპანიბის ჰიდროქლორიდის, ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხილეთ პარაგრაფი 6.1, დამხმარე ნივთიერებების სია).
პრეპარატის გამოყენებასთან სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
ღვიძლისმიერი ეფექტები
პაზოპანიბის გამოყენების დროს გამოვლინდა ღვიძლის უკმარისობის შემთხვევები (მათ შორის ფატალური). პაზოპანიბის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა შრატის ტრანსამინაზების (ALT, ასპარტატამინოტრანსფერაზა [AST]) და ბილირუბინის მატება (იხილეთ პარაგრაფი 4.8 გვერდითი ეფექტები). შემთხვევათა უმრავლესობაში აღინიშნა ALT-სა და AST-ს იზოლირებული მატება, ტუტე ფოსფატაზას ან ბილირუბინის თანმხლები მატების გარეშე. 60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ALT-ის > 3x ULN-ზე მეტად მომატების უფრო მაღალი რისკი. პაციენტებს, რომლებიც ატარებენ HLA-B*57:01 ალელს, ასევე აქვთ პაზოპანიბთან ასოცირებული ALT-ის მატების გაზრდილი რისკი. ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი საჭიროა პაზოპანიბზე მყოფ ყველა სუბიექტის შემთხვევაში, გენოტიპისა და ასაკის მიუხედავად (იხილეთ მე-5 პარაგრაფი „ფარმაკოლოგია“). ტრანსამინაზების ნებისმიერი სიმძიმით მატების დიდი უმრავლესობა (92.5%) დაფიქსირდა პირველი 18 კვირის განმავლობაში. სიმძიმე ეფუძნება კიბოს ეროვნული ინსტიტუტის მიერ შემუშავებულ გვერდითი მოვლენების შესახებ საერთო ტერმინოლოგიის კრიტერიუმებს, ვერსია 3 (NCI CTCAE).
პაზოპანიბით მკურნალობის დაწყებამდე და მე-3, მე-5, მე-7 და მე-9 კვირას საჭიროა ჩატარდეს შრატში ღვიძლის ანალიზების მონიტორინგი. შემდგომში, მე-3 და მე-4 თვეს, კლინიკური ჩვენების შესაბამისად, უნდა ჩატარდეს მონიტორინგი. პერიოდული მონიტორინგი მე-4 თვის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს.
მოწოდებულია შემდეგი გაიდლაინები პაციენტებისთვის, რომელთა საერთო ბილირუბინის საბაზისო მაჩვენებლებია ≤ 1.5xULN-ზე, ხოლო AST-ისა და ALT-ის საბაზისო მაჩვენებლები ≤ 2x ULN -ზე.
პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ALT-ის იზოლირებული მატება 3x ULN-დან 8x ULN-მდე, შეუძლიათ გააგრძელონ პაზოპანიბით მკურნალობა ღვიძლის ფუნქციური ტესტების ყოველკვირეულ მონიტორინგთან ერთად, ვიდრე ALT არ ალაგდება 1-ელ ხარისხამდე (NCI CTCAE) ან საწყის დონეს არ დაუბრუნდება.
პაციენტებში, რომელთა ALT-ის დონე > 8x ULN-ზე, პაზოპანიბით მკურნალობა უნდა შეჩერდეს, ვიდრე არ დაუბრუნდება 1-ელ ხარისხს (NCI CTCAE) ან საბაზისო მაჩვენებელს. თუ პაზოპანიბით მკურნალობის განახლების პოტენციური სარგებელი ჰეპატოტოქსიურობის რისკს აჭარბებს, მაშინ პაზოპანიბი უნდა განახლდეს შემცირებული დოზით (400 მგ დღეში) და შრატში ღვიძლის ფუნქციური ტესტები ყოველკვირეულად უნდა ჩატარდეს 8 კვირის განმავლობაში (იხილეთ პარაგრაფი 4.2 დოზა და მიღების მეთოდი). პაზოპანიბის განახლების შემდეგ, თუ ტრანსამინაზების მატება > 3xULN-ზე განმეორდება, მაშინ პაზოპანიბით მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს.
თუ ALT-ის მატებას > 3xULN-ზე ადგილი აქვს ბილირუბინის > 2xULN-ზე მატების პარალელურად, პაზოპანიბის მიღება სამუდამოდ უნდა შეწყდეს. საჭიროა პაციენტების მონიტორინგი, ვიდრე ეს მოვლენები არ ალაგდება 1-ელ ხარისხამდე (NCI CTCAE) ან არ დაუბრუნდება საბაზისო მაჩვენებელს. პაზოპანიბი არის UGT1A1 ინჰიბიტორი. ჟილბერის სინდრომის მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს მსუბუქი, არაპირდაპირი (არაკონიუგირებული) ჰიპერბილირუბინემია. იმ პაციენტების მართვა, რომლებსაც აღენიშნებათ მხოლოდ მსუბუქი არაპირდაპირი ჰიპერბილირუბინემია, დადასტურებული ან საეჭვო ჟილბერის სინდრომი და ALT-ის მატება >3xULN-ზე, უნდა მოხდეს ALT-ის იზოლირებული მატებისთვის მოწოდებული რეკომენდაციების შესაბამისად.
პაზოპანიბისა და სიმვასტატინის ერთდროული გამოყენება ზრდის ALT-ის მატების რისკს (იხილეთ პარაგრაფი 5.2 წამალთაშორისი ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები) და საჭიროა სიფრთხილით მიღება და მკაცრი მონიტორინგის ჩატარება.
იმ რეკომენდაციის გარდა, რომლის მიხედვით ღვიძლის მსუბუქი დისფუნქციის მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ 800 მგ პაზოპანიბი დღეში ერთხელ და საშუალო სიმძიმის დისფუნქციის მქონე პაციენტებში საწყისი დოზა საჭიროა შემცირდეს 200 მგ-მდე დღეში ერთხელ, დოზის მოდიფიკაციის სხვა დამატებითი გაიდლაინები არ არის შემუშავებული ღვიძლის ფუნქციური ტესტების მაჩვენებლებზე დაყრდნობით ღვიძლის უკვე არსებული დისფუნქციის მქონე პაციენტებისთვის.
ჰიპერტენზია
პაზოპანიბის კლინიკურ კვლევებში აღინიშნა ჰიპერტენზიის შემთხვევები, ჰიპერტენზიული კრიზის ჩათვლით. პაზოპანიბით მკურნალობის დაწყებამდე არტერიული წნევის სათანადო კონტროლია საჭირო. პაციენტებში უნდა ჩატარდეს ჰიპერტენზიის მონიტორინგი მკურნალობის დაწყებისთანავე (პაზოპანიბით მკურნალობის დაწყებიდან არაუმეტეს კვირაში ერთხელ) და შემდგომში ხშირად სისხლის წნევის კონტროლის მიზნით და ასევე სათანადო მკურნალობა სტანდარტული ანტიჰიპერტენზიული საშუალებების და პაზოპანიბის დოზის შემცირების ან შეჩერების კომბინაციით, როგორც ეს კლინიკურად გამართლებულია (იხილეთ პარაგრაფები 4.2 პრეპარატის დოზა და მიღების მეთოდი და 4.8 გვერდითი ეფექტები (არასასურველი ეფექტები)). ჰიპერტენზია (სისტოლური არტერიული წნევა ≥ 150 ან დიასტოლური არტერიული წნევა ≥ 100 მმ ვწყ.სვ.) პაზოპანიბით მკურნალობის ადრეულ ეტაპზე ვითარდება (შემთხვევების 39% მე-9 დღისთვის და 88% პირველი 18 კვირის განმავლობაში). პაზოპანიბით მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ ჰიპერტენზიული კრიზის ნიშნებია ან თუ ჰიპერტენზია მძიმეა და გრძელდება ანტიჰიპერტენზიული თერაპიისა და პაზოპანიბის დოზის შემცირების მიუხედავად.
უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი (PRES)/უკანა შექცევადი ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომი (RPLS)
გამოვლინდა პაზოპანიბთან ასოცირებულია PRES/RPLS. PRES/RPLS არის ნევროლოგიური დარღვევა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს თავის ტკივილით, ჰიპერტენზიით (მსუბუქიდან მძიმემდე), კრუნჩხვებით, ლეთარგიით, კონფუზიით, სიბრმავით და სხვა მხედველობისა და ნევროლოგიური დარღვევებით და შეიძლება ფატალური იყოს. RPLS-ის დიაგნოზი ოპტიმალურად დასტურდება მაგნიტურ-რეზონანსული გაოსახვით. PRES/RPLS-ის განვითარების შემთხვევაში პაზოპანიბის მიღება სამუდამოდ უნდა შეწყდეს.
ინტერსტიციული ფილტვის დაავადება (ILD)/პნევმონიტი
ILD, რომელიც შეიძლება ფატალური იყოს, დაფიქსირდა პაზოპანიბთან დაკავშირებით (იხილეთ პარაგრაფი 4.8 გვერდითი ეფექტები (არასასურველი ეფექტები)). საჭიროა პაციენტების მონიტორინგი, რათა გამოვლინდეს სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს ILD-ზე/პნევმონიტზე და პაზოპანიბის მიღება უნდა შეწყდეს პაციენტებში, რომლებსაც უვითარდებათ ILD ან პნევმონიტი.
გულის დისფუნქცია
პაზოპანიბის კლინიკურ კვლევებში გამოვლინდა გულის დისფუნქციის ისეთი მოვლენები, როგორიცაა გულის შეგუბებითი უკმარისობა და მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის (LVEF) შემცირება. მკურნალობასთან დაკავშირებული მარცხენა პარკუჭის სერიოზული დისფუნქცია დაფიქსირდა 240 პაციენტიდან 4-ში (1.7%) პლაცებოთი კონტროლირებად კვლევაში VEG110727. ამ კვლევაში, პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ საბაზისო ეტაპის შემდგომი გაზომვები, LVEF-ის შემცირება პაზოპანიბის სამკურნალო ჯგუფში შემთხვევათა 11%-ში (16/142) აღინიშნა, პლაცებოს ჯგუფში კი - 5%-ში (2/40). პაზოპანიბის ჯგუფში 16 პაციენტიდან 14-ს თანმხლები ჰიპერტენზია ჰქონდა, რამაც შესაძლოა გაამწვავა გულის დისფუნქცია რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში (მაგ., წარსულში ანტრაციკლინებით ნამკურნალები პირები) გულის შემდგომი დატვირთვის გაზრდის გზით.
საჭიროა არტერიული წნევის მონიტორინგი და დროული მართვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებებისა და პაზოპანიბის დოზის მოდიფიკაციის კომბინაციით (მკურნალობის შეჩერება და განახლება შემცირებული დოზით კლინიკური შეფასების საფუძველზე). პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ მჭიდრო მონიტორინგი გულის შეგუბებითი უკმარისობის კლინიკური ნიშნებსა ან სიმპტომებზე. გულის დისფუნქციის რისკის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია LVEF-ის საბაზისო და პერიოდული შეფასება.
QT ინტერვალის გახანგრძლივება და პირუეტული პარკუჭოვანი ტაქიკარდია (Torsade de Pointes)
პაზოპანიბის კლინიკურ კვლევებში აღინიშნა QT ინტერვალის გახანგრძლივების ან პირუეტული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის შემთხვევები (იხილეთ პარაგრაფი 4.8 გვერდითი ეფექტები (არასასურველი ეფექტები)). პაზოპანიბი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ QT ინტერვალის გახანგრძლივება, პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიარითმულ საშუალებებს ან სხვა მედიკამენტებს, რომლებსაც პოტენციურად შეუძლიათ QT ინტერვალის გახანგრძლივება, ან პაციენტებში, რომლებსაც უკვე აქვთ გულის შესაბამისი დაავადება. პაზოპანიბის გამოყენებისას რეკომენდებულია ელექტროკარდიოგრამების საბაზისო ეტაპის და პერიოდული მონიტორინგი და ელექტროლიტების (კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი) ნორმალურ დიაპაზონში შენარჩუნება.
არტერიული თრომბოზული მოვლენები
პაზოპანიბის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენოკარდია, იშემიური ინსულტი და გარდამავალი იშემიური შეტევა (იხილეთ პარაგრაფი 4.8 გვერდითი ეფექტები (არასასურველი ეფექტები)). აღინიშნა ფატალური შემთხვევები. საჭიროა პაზოპანიბის სიფრთხილით გამოყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თრომბოზული მოვლენების მომატებული რისკი ან ანამნეზში აღენიშნებათ თრომბოზული მოვლენები. პაზოპანიბი არ არის შესწავლილი პაციენტებში, რომლებსაც წინა 6 თვის განმავლობაში აღენიშნებოდათ რაიმე სახის მოვლენა. მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ინდივიდუალური პაციენტის სარგებლის/რისკის შეფასების საფუძველზე.
ვენური თრომბოემბოლიური მოვლენები
პაზოპანიბის კლინიკურ კვლევებში აღინიშნა ვენური თრომბოემბოლიური მოვლენები, მათ შორის ვენური თრომბოზი და ფილტვის ფატალური ემბოლია. ამ შემთხვევების სიხშირე უფრო მაღალი იყო STS პოპულაციაში (5%), ვიდრე RCC პოპულაციაში (2%).
ანევრიზმები და არტერიების დისექცია
VEGF გზის ინჰიბიტორებთან მიმართებაში, პაზოპანიბის ჩათვლით, დაფიქსირდა არტერიების დისექცია და ანევრიზმები (იხილეთ პარაგრაფი 4.8, გვერდითი ეფექტები (არასასურველი ეფექტები)). VEGF გზის ინჰიბიტორების გამოყენებამ ჰიპერტენზიის მქონე ან არაჰიპერტენზიულ პაციენტებში შეიძლება ხელი შეუწყოს ანევრიზმების განვითარებას და/ან არტერიის დისექციას. პაზოპანიბით მკურნალობის დაწყებამდე ეს რისკი ყურადღებით უნდა განიხილონ იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ჰიპერტენზია ან ანამნეზში ანევრიზმა.
თრომბოზული მიკროანგიოპათია
თრომბოზული მიკროანგიოპათიის (TMA) შემთხვევები დაფიქსირდა პაზოპანიბის კლინიკურ კვლევებში, როგორც მონოთერაპიისას, ასევე ბევაციზუმაბთან, და ტოპოტეკანთან ერთად კომბინაციაში (იხილეთ პარაგრაფი 4.8 გვერდითი ეფექტები (არასასურველი ეფექტები)). პაზოპანიბი სამუდამოდ უნდა შეწყდეს პაციენტებში, რომლებშიც იწყება TMA. TMA-ს ეფექტების შექცევადობა დაფიქსირდა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. პაზოპანიბის გამოყენება არ არის ნაჩვენები სხვა საშუალებებთან ერთად კომბინაციაში.
ჰემორაგიული მოვლენები
პაზოპანიბის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა ჰემორაგიული მოვლენები (იხილეთ პარაგრაფი 4.8 გვერდითი ეფექტები (არასასურველი ეფექტები)). აღინიშნა ფატალური ჰემორაგიული მოვლენები. პაზოპანიბი არ არის შესწავლილი პაციენტებში, რომლებსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში აღენიშნათ ჰემოპტიზი, ცერებრალური ან კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პაზოპანიბი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებიც არიან სისხლდენის მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ.
კუჭ-ნაწლავის პერფორაციები და ფისტულა
აზოპანიბის კლინიკურ კვლევებში აღინიშნა კუჭ-ნაწლავის (GI) პერფორაციის ან ფისტულის შემთხვევები (იხილეთ პარაგრაფი 4.8 გვერდითი ეფექტები (არასასურველი ეფექტები)). დაფიქსირდა პერფორაციის ფატალური შემთხვევები. პაზოპანიბი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ კუჭ-ნაწლავის პერფორაციის ან ფისტულის რისკის მქონე პაციენტებში.
ჭრილობის შეხორცება
პაზოპანიბის ჭრილობების შეხორცებაზე ზემოქმედების შესახებ ოფიციალური კვლევები არ ჩატარებულა. ვინაიდან სისხლძარღვთა ენდოთელური ზრდის ფაქტორის (VEGF) ინჰიბიტორებმა შეიძლება შეაფერხონ ჭრილობების შეხორცება, პაზოპანიბით მკურნალობა უნდა შეწყდეს დაგეგმილ ოპერაციამდე სულ მცირე 7 დღით ადრე. ოპერაციის შემდეგ პაზოპანიბის მიღების განახლების გადაწყვეტილება უნდა დაეფუძნოს ჭრილობის ადეკვატური შეხორცების კლინიკურ შეფასებას. პაზოპანიბის მიღება უნდა შეწყდეს ჭრილობის დეჰისცენციის მქონე პაციენტებში.
ჰიპოთირეოზი
პაზოპანიბის კლინიკურ კვლევებში აღინიშნა ჰიპოთირეოზის შემთხვევები (იხილეთ პარაგრაფი 4.8 გვერდითი ეფექტები (არასასურველი ეფექტები)). რეკომენდებულია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ტესტების პროაქტიული მონიტორინგი.
პროტეინურია
პაზოპანიბის კლინიკურ კვლევებში აღინიშნა პროტეინურიის შემთხვევები (იხილეთ პარაგრაფი 4.8 გვერდითი ეფექტები (არასასურველი ეფექტები)). მკურნალობის დროს რეკომენდებულია საბაზისო ეტაპის და პერიოდული შარდის ანალიზის ჩატარება და საჭიროა პაციენტების მონიტორინგი პროტეინურიის გაუარესების გამოსავლენად. პაზოპანიბის მიღება უნდა შეწყდეს ნეფროზული სინდრომის განვითარების შემთხვევაში.
სიმსივნის ლიზისის სინდრომი (TLS)
პაზოპანიბით ნამკურნალებ პაციენტებში გამოვლიდნა TLS-ის შემთხვევები, მათ შორის ფატალური შემთხვევები (იხილეთ პარაგრაფი 4.8 გვერდითი ეფექტები (არასასურველი ეფექტები)). TLS-ის განვითარების რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებს, როგორც წესი, აქვთ სწრაფად მზარდი სიმსივნეები, სიმსივნის მაღალი ტვირთი, თირკმლის დისფუნქცია ან დეჰიდრატაცია. პაზოპანიბით მკურნალობის დაწყებამდე უნდა განიხილონ პროფილაქტიკური ზომების მიღება, როგორიცაა შარდმჟავას მაღალი დონის მკურნალობა და ინტრავენური ჰიდრატაცია. საჭიროა რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების მჭიდრო მონიტორინგი და მათი მკურნალობა კლინიკური ჩვენების შესაბამისად.
ინფექციები
აღწერილია სერიოზული ინფექციების შემთხვევები (ნეიტროპენიით ან მის გარეშე), ზოგიერთ შემთხვევაში ფატალური შედეგით.
კომბინაცია კიბოს საწინააღმდეგო სხვა სისტემურ თერაპიებთან ერთად:
პაზოპანიბის კლინიკური კვლევები პემეტრექსედთან (ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო (NSCLC)), ლაპატინიბთან (საშვილოსნოს ყელის კიბო) ან პემბროლიზუმაბთან (თირკმლის შორსწასული უჯრედოვანი კარცინომა) ერთად კომბინაციაში ნაადრევად შეწყდა გაზრდილ ტოქსიკურობასთან და/ან სიკვდილიანობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო და ამ რეჟიმებისთვის უსაფრთხო და ეფექტური კომბინირებული დოზა დადგენილი არ არის. პაზოპანიბის გამოყენება არ არის ნაჩვენები სხვა საშუალებებთან ერთად კომბინაციაში.
იუვენილური ტოქსიკურობა
პაზოპანიბის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო. რადგან პაზოპანიბის მოქმედების მექანიზმმა შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ორგანოების ზრდასა და მომწიფებაზე ადრეული პოსტნატალური განვითარებისას, პაზოპანიბი, სავარაუდოდ, გამოიწვევს მძიმე ან სიცოცხლისთვის საშიშ ტოქსიკურობას 2 წლამდე ასაკის პაციენტებში და არ უნდა იქნას გამოყენებული.
იუვენილური ტოქსიკურობის კვლევებში, როდესაც ვირთხებს მშობიარობის მე-9 დღიდან მე-14 დღემდე პერიოდში აძლევდნენ დოზებს, ვიდრე ძუძუდან მოწყვიტავდნენ, პაზოპანიბმა გამოიწვია სიკვდილიანობა და ისეთი ორგანოების ანომალიური ზრდა/მომწიფება, როგორიცაა თირკმელი, ფილტვი, ღვიძლი და გული, დოზის გამოყენებისას, რომელიც დაახლოებით 0.1-ჯერ აღემატება კლინიკური ექსპოზიციის დოზას მოზრდილებში AUC-ზე დაყრდნობით. ვირთხებში ძუძუდან მოწყვეტა ხდება მშობიარობიდან 21-ე დღეს, რაც ადამიანში დაახლოებით 2 წლის პედიატრიულ ასაკს შეესაბამება.
ურთიერთქმედება CYP3A4 ინჰიბიტორებთან
პაზოპანიბის მომატებულ ექსპოზიციასთან დაკავშირებული რისკის გამო, თავიდან უნდა აირიდონ CYP3A4-ის, P-გლიკოპროტეინის (P-gp) ან ძუძუს კიბოს რეზისტენტობის ცილის (BCRP) ძლიერი ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება (იხილეთ პარაგრაფი 4.5 წამალთაშორისი ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები). გასათვალისწინებელია ალტერნატიული თანმხლები სამკურნალო საშუალებების შერჩევა, რომლებსაც არ აქვთ ან აქვთ CYP3A4-ის, P-gp-ის ან BCRP-ის ინჰიბირების მინიმალური პოტენციალი.
პრეპარატის გამოყენება ღვიძლის დისფუნქციის დროს
იხილეთ პარაგრაფი 4.2 (დოზირება და მიღების მეთოდი - ღვიძლის დისფუნქცია), პარაგრაფი 4.4 (პრეპარატის გამოყემებასთან დაკავშირებული სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები - ღვიძლისმიერი ეფექტები) და პარაგრაფი 5.2 (ფარმაკოკინეტიკური თვისებები - სპეციალური პოპულაციები)
პრეპარატის გამოყენება თირკმლის დისფუნქციის დროს
იხილეთ პარაგრაფი 4.2 (დოზირება და მიღების მეთოდი - თირკმლის დისფუნქცია), პარაგრაფები 4.4 და 5.2 (ფარმაკოკინეტიკური თვისებები - სპეციალური პოპულაციები)
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში
65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში დოზის, დოზირების სიხშირის ან მიღების მეთოდის შეცვლა არ მოითხოვება.
პედიატრიულ პაციენტებში გამოყენება
პაზოპანიბის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. (იხილეთპარაგრაფი 4.4, პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები) და პარაგრაფი 5.3 (პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები).
ლაბორატორიულ ტესტებზე ეფექტი
იხილეთ პარაგრაფი 4.8. გვერდითი ეფექტები (არასასურველი ეფექტები)
წამალთაშორისი ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ციტოქრომ P450 3A4 ფერმენტების ინჰიბირებას ან ინდუცირებას
ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ პაზოპანიბის ჟანგვითი მეტაბოლიზმი ადამიანის ღვიძლის მიკროსომებში ძირითადად ხორციელდება CYP3A4-ის მიერ, მცირე წვლილი შეაქვს CYP1A2-სა და CYP2C8-ს. შესაბამისად, CYP3A4-ის ინჰიბიტორებმა და ინდუქტორებმა შეიძლება შეცვალოს პაზოპანიბის მეტაბოლიზმი.
CYP3A4, P-gp, BCRP ინჰიბიორები
პაზოპანიბი CYP3A4-ის, P-gp-ის და BCRP-ის სუბსტრატია. პაზოპანიბის (400 მგ დღეში ერთხელ) მიღებამ CYP3A4-ის და P-gp-ის ძლიერ ინჰიბიტორთან, კეტოკონაზოლთან (400 მგ დღეში ერთხელ) ერთად 5 დღის განმავლობაში გამოიწვია პაზოპანიბის საშუალო AUC(0-24)-ისა და Cmax-ის ზრდა, შესაბამისად, 66%-ით და 45%-ით, პაზოპანიბის მონოთერაპიასთან შედარებით (400 მგ დღეში ერთხელ 7 დღის განმავლობაში). ასევე, პაზოპანიბის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების სუბიექტებს შორისი უფრო ფართო ცვალებადობა დაფიქსირდა კეტოკონაზოლთან ერთად მიღებისას, პაზოპანიბის მონოთერაპიასთან შედარებით. პაზოპანიბის Cmax და AUC იზრდება უფრო ნაკლებად დოზის პროპორციულობასთან შედარებით დოზის მატებასთან ერთად, რომელიც მერყეობს 50 მგ-დან 2000 მგ-მდე დიაპაზონში.
პაზოპანიბის CYP3A4 ოჯახის სხვა ძლიერ ინჰიბიტორებთან (მაგ. იტრაკონაზოლი, კლარითრომიცინი, ატაზანავირი, ინდინავირი, ნეფაზოდონი, ნელფინავირი, რიტონავირი, საქვინავირი, ტელითრომიცინი, ვორიკონაზოლი) ერთად მიღებამ შეიძლება გაზარდოს პაზოპანიბის კონცენტრაციები. გრეიფრუტის წვენმა ასევე შეიძლება გაზარდოს პაზოპანიბის პლაზმური კონცენტრაცია.
1500 მგ ლაპატინიბის, CYP3A4-ის, P-gp-ის და BCRP-ის სუბსტრატი და სუსტი ინჰიბიტორი, 800 მგ პაზოპანიბთან ერთად მიღებამ გამოიწვია პაზოპანიბის საშუალო AUC(0-24)-ისა და Cmax-ის დაახლოებით 50%-დან 60%-მდე ზრდა 800 მგ პაზოპანიბით მონოთერაპიასთან შედარებით. პაზოპანიბის გამოყენება CYP3A4-ის, Pgp-ის და BCRP-ის ინჰიბიტორთან, როგორიცაა ლაპატინიბი, ერთად გამოიწვევს პაზოპანიბის კონცენტრაციის ზრდას პლაზმაში.
პაზოპანიბისა და CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორების (მაგ., კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კლარითრომიცინი, ატაზანავირი, ინდინავირი, ნეფაზოდონი, ნელფინავირი, რიტონავირი, საქვინავირი, ტელითრომიცინი, ვორიკონაზოლი) ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა აიცილონ. თუ ძლიერი CYP3A4 ინჰიბიტორის სამედიცინო თვალსაზრისით მისაღები ალტერნატივა არ არის ხელმისაწვდომი, პაზოპანიბის დოზა უნდა შემცირდეს 400 მგ-მდე დღეში თანმხლები გამოყენებისას (იხილეთ პარაგრაფი 4.4 პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები). დოზის შემცირების მიუხედავად, ზოგიერთ პაციენტს შეიძლება კვლავ აღენიშნებოდეს პაზოპანიბის სისტემატური ექსპოზიცია, რომელიც მეტია იმ მაჩვენებელზე, რაც შეინიშნა 800 მგ პაზოპანიბით მონოთერაპიის შემდეგ. დოზის შემდგომი შემცირება შეიძლება განიხილონ, თუ გამოვლინდება პრეპარატთან შესაძლო დაკავშირებული გვერდითი მოვლენები.
თავიდან უნდა აირიდონ ძლიერ P-gp ან BCRP ინჰიბიტორებთან ერთად კომბინაციური მიღება, ან რეკომენდებულია ალტერნატიული თანმხლები მედიკამენტის შერჩევა, რომელსაც არ აქვს ან აქვს P-gp-ს ან BCRP-ს ინჰიბირების მინიმალური პოტენციალი.
CYP3A4 ინდუქტორები
CYP3A4 ინდუქტორებმა, როგორიცაა რიფამპინი, შესაძლებელია შეამციროს პაზოპანიბის პლაზმური კონცენტრაციები. რეკომენდებულია ალტერნატიული თანმხლები მედიკამენტის შერჩევა, რომელსაც არ აქვს ან აქვს მინიმალური ფერმენტის ინდუქციის პოტენციალი.
პაზოპანიბის ეფექტი CYP სუბსტრატებზე
ადამიანის ღვიძლის მიკროსომებზე ჩატარებულმა ინ ვიტრო კვლევებმა გამოავლინა, რომ პაზოპანიბი ახდენდა CYP ფერმენტების 1A2, 3A4, 2B6, 2C8, 2C9, 2C19 და 2E1 ინჰიბირებას. ადამიანის CYP3A4-ის პოტენციური ინდუქცია დაფიქსირდა ინ ვიტრო ადამიანის PXR ანალიზში. კლინიკურმა ფარმაკოლოგიურმა კვლევებმა, სადაც იყენებდნენ პაზოპანიბს დოზით 800 მგ დღეში ერთხელ, აჩვენა, რომ პაზოპანიბს არ აქვს კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი კოფეინის (CYP1A2 მარკერის სუბსტრატი), ვარფარინის (CYP2C9 მარკერის სუბსტრატი) ან ომეპრაზოლის (CYP2C19 მარკერის სუბსტრატი) ფარმაკოკინეტიკაზე კიბოს მქონე პაციენტებში. პაზოპანიბის მიღებამ გამოიწვია მიდაზოლამის (CYP3A4 მარკერის სუბსტრატი) საშუალო AUC-ისა და Cmax-ის დაახლოებით 30%-იანი ზრდა და შარდში დექსტრომეტორფანისა და დექსტროფანის კონცენტრაციის თანაფარდობის ზრდა 33%-დან 64%-მდე. დღეში ერთხელ 800 მგპაზოპანიბის და 80 მგ/მ2 პაკლიტაქსელის (CYP3A4 და CYP2C8 სუბსტრატი) კვირაში ერთხელ ერთდროულმა მიღებამ გამოიწვია პაკლიტაქსელის AUC-ისა და Cmax-ის საშუალოდ 26%-ით და 31%-ით ზრდა, შესაბამისად. არ არის რეკომენდებული პაზოპანიბის გამოყენება ვიწრო თერაპიული დიაპაზონის მქონე სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP3A4, CYP2D6 ან CYP2C8-ით. ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ამ პროდუქტების მეტაბოლიზმის ინჰიბირება და წარმოშვას სერიოზული გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.
პაზოპანიბის ეფექტები სხვა ფერმენტებსა და გადამტანებზე
ინ ვიტრო კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ პაზოპანიბი UGT1A1-ის და OATP1B1-ის ძლიერი ინჰიბიტორია, შესაბამისად, 1.2 და 0.79 μM IC50 მნიშვნელობებით. პაზოპანიბმა შეიძლება გაზარდოს იმ პრეპარატების კონცენტრაციები, რომლებიც ძირითადად UGT1A1-ის (მაგ., ირინოტეკანი) და OATP1B1-ის (მაგ., როზუვასტატინი) მეშვეობით გამოიყოფა.
პაზოპანიბისა და სიმვასტატინის ერთდროული გამოყენების ეფექტი
პაზოპანიბისა და სიმვასტატინის ერთდროული გამოყენება ზრდის ALT-ის მატების შემთხვევებს. თუ პაციენტში, რომელიც თანხმლებად იღებს სიმვასტატინს, აღინიშნა ALT-ის მატება, საჭიროა პაზოპანიბის დოზირების გაიდლაინების დაცვა და სიმვასტატინის მიღების შეწყვეტა (იხილეთ პარაგრაფი 4.4 პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები). საკმარისი მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი, რათა შეფასდეს ალტერნატიული სტატინებისა და პაზოპანიბის ერთდროული მიღების რისკი.
საკვების გავლენა პაზოპანიბზე
პაზოპანიბის მიღება მაღალცხიმიან ან დაბალცხიმიან საკვებთან ერთად იწვევს AUC-ის და Cmax-ის დაახლოებით 2-ჯერ ზრდას. შესაბამისად, პაზოპანიბი მიიღება ჭამამდე სულ მცირე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ (იხილეთ პარაგრაფი 4.2 დოზა და მიღების მეთოდი).
კუჭის pH-ის გამაძლიერებელი მედიკამენტები
პაზოპანიბის ეზომეპრაზოლთან ერთად მიღება ამცირებს პაზოპანიბის ბიოშეღწევადობას (AUC და Cmax) და საჭიროა თავიდან აირიდონ პაზოპანიბისა და კუჭის pH-ის გამაძლიერებელ მედიკამენტებთან ერთად მიღება.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ფერტილობაზე ეფექტი
პაზოპანიბმა შესაძლოა გააუარესოს ფერტილობა როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. მდედრი ვირთხების რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევაში დაფიქსირდა ფერტილობის შემცირება. მღრღნელებში ასევე აღინიშნა ყვითელი სხეულის შემცირება და საკვერცხის ცისტების და ატროფიის შემთხვევების მატება. ყვითელი სხეულის შემცირება ასევე აღინიშნა ცინომოლგუს მაიმუნებში, რომლებიც იღებდნენ პაზოპანიბს დოზით 500 მგ/კგ/დღეში (რაც ადამიანის კლინიკური ექსპოზიციის ეკვივალენტურია AUC-ზე დაყრდნობით) 34 კვირამდე პერიოდში.
პაზოპანიბმა გავლენა ვერ მოახდინა მამრ ვირთხებში შეჯვარებაზე ან ფერტილობაზე. თუმცა, ≥ 100 მგ/კგ/დღეში დოზების მიღებისას (AUC-ის მიხედვით ადამიანის კლინიკურ ექსპოზიციაზე დაახლოებით 0.3-ჯერ მეტი) აღინიშნა სპერმის გამომუშავების სიჩქარის, სპერმის მოძრაობის და ეპიდიდიმური და სათესლე ჯირკვლების სპერმის კონცენტრაციის შემცირება დოზირებიდან 15 კვირის შემდეგ. დოზირებიდან 15 და 26 კვირის შემდეგ, სათესლე ჯირკვლების და ეპიდიდიმუსის წონა შემცირდა ≥ 30 მგ/კგ/დღეში დოზის მიღებისას (AUC-ის მიხედვით ადამიანის კლინიკურ ექსპოზიციაზე დაახლოებით 0.4-ჯერ მეტი). 26-კვირიანი ტოქსიკურობის კვლევის ფარგლებში, მამრ ვირთხებში, რომლებსაც მიაწოდეს პრეპარატი დოზით ≥ 30 მგ/კგ/დღეში, ასევე დაფიქსირდა სათესლე ჯირკვლების ატროფია და დეგენერაცია ასპერმიით, ჰიპოსპერმიით და ეპიდიდიმისში ბადისებრი ცვლილების განვითარებით.
გამოყენება ორსულობის დროს (კატეგორია D)
ორსულ ქალებში პაზოპანიბის გამოყენების შესახებ ადეკვატური მონაცემები არ არსებობს.
ორსულ ქალებში პაზოპანიბის გამოყენებას შეუძლია ნაყოფის დაზიანება. პაზოპანიბი ემბრიოტოქსიური და ტერატოგენული აღმოჩნდა ვირთხებსა და კურდღლებში კლინიკურ დოზაზე დაბალი დოზით გამოყენებისას. ეფექტები მოიცავდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის განვითარების მანკებს, არასრულ ან არარსებულ ოსიფიკაციას, იმპლანტაციამდე და იმპლანტაციის შემდგომ გაზრდილ დანაკარგს, ნაადრევ რეზორბციას, ემბრიონის ლეტალობას და ნაყოფის სხეულის წონის შემცირებას.
პაზოპანიბი არ უნდა გამოიყენონ ორსულობის დროს, თუ ექიმის აზრით, დედის მკურნალობის პოტენციური სარგებელი არ აღემატება განვითარების პროცესში მყოფ ნაყოფთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებს.
თუ პაზოპანიბი გამოიყენება ორსულობის დროს, ან თუ პაციენტი დაორსულდება პაზოპანიბის მიღებისას, პაციენტს უნდა განემარტოს ნაყოფთან დაკავშირებული პოტენციური საფრთხე.
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებს უნდა ურჩიონ პაზოპანიბით მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში ადეკვატური კონტრაცეფციის გამოყენება და პაზოპანიბით მკურნალობის დროს ორსულობის თავიდან აცილება (იხილეთ პარაგრაფი 4.4 პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).
მამრობითი სქესის პაციენტებმა (იმ პირების ჩათვლით, რომელთაც ჩაუტარდათ ვაზექტომია), რომელთა სქესობრივი პარტნიორები არიან ორსულად, შესაძლოა იყვნენ ორსულად ან შესაძლებელია რომ დაორსულდნენ, პაზოპანიბის მიღებისას და პრეპარატის ბოლო დოზის მიღებიდან სულ მცირე 2 კვირის განმავლობაში უნდა გამოიყენონ პრეზერვატივი სქესობრივი კავშირის დროს.
ლაქტაციის დროს გამოყენება
ლაქტაციის პერიოდში პაზოპანიბის უსაფრთხო გამოყენება დადგენილი არ არის. უცნობია, გამოიყოფა თუ არა პაზოპანიბი დედის რძეში. ბევრი პრეპარატი გამოიყოფა დედის რძეში. მეძუძურმა ქალებმა პაზოპანიბი არ უნდა მიიღონ.
ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე გავლენა
ამოცანების შესრულების უნარი, რაც მოითხოვს განსჯას, მოტორულ ან კოგნიტურ უნარებს
არ ჩატარებულა კვლევები, რომლებიც შეისწავლიდა პაზოპანიბის ეფექტს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. პაზოპანიბის ფარმაკოლოგიის გათვალისწინებით, ასეთ აქტივობებზე უარყოფითი გავლენის პროგნოზირება შეუძლებელია. პაციენტის კლინიკური სტატუსი და პაზოპანიბის გვერდითი მოვლენების პროფილი უნდა გაითვალისწინონ, როდესაც განიხილება პაციენტის მიერ ისეთი დავალებების შესრულება, რაც მოითხოვს განსჯის, მოტორულ და კოგნიტურ უნარებს.
გვერდითი ეფექტები (არასასურველი ეფექტები)
საეჭვო გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება
სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. ეს სამკურნალო პრეპარატის სარგებელისა და რისკის ბალანსის მონიტორინგის გაგრძელების საშუალებას იძლევა. ჯანდაცვის სპეციალისტებს მოეთხოვებათ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი მოვლენის შესახებ ვებგვერდის მეშვეობით www.tga.gov.au/reporting-problems.
კლინიკური კვლევის მონაცემები
თირკმლის უჯრედოვანი კარცინომის (RCC) დროს პაზოპანიბის უსაფრთხოება და ეფექტურობა შეფასდა რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებოთი კონტროლირებად, მულტიცენტრულ კვლევაში. პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ ადგილობრივად შორსწასული და/ან მეტასტაზური RCC, რანდომიზდნენ, რომ მიეღოთ 800 მგ პაზოპანიბი დღეში ერთხელ (N=290) ან პლაცებო (N=145). მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა იყო 7.4 თვე პაზოპანიბის სამკურნალო ჯგუფისთვის და 3.8 თვე პლაცებო ჯგუფისთვის.
რბილი ქსოვილების სარკომის (STS) დროს პაზოპანიბის უსაფრთხოება და ეფექტურობა შეფასდა რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებოთი კონტროლირებად, მულტიცენტრულ კვლევაში. შორსწასული STS-ის მქონე პაციენტები (N=369), რომლებსაც წარსულში ჩაუტარდათ ანტრაციკლინებით მკურნალობა, ან რომლებიც არ იყვნენ შესაფერისი ასეთი თერაპიისთვის, რანდომიზდნენ, რათა მიეღოთ 800 მგ პაზოპანიბის დღეში ერთხელ (N=246) ან პლაცებო (N=123). მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა იყო 4.5 თვე პაზოპანიბის სამკურნალო ჯგუფისთვის და 1.9 თვე პლაცებო ჯგუფისთვის.
გვერდითი რეაქციები ქვემოთ ჩამოთვლილია MedDRA-ს ორგანოთა სისტემების კლასის მიხედვით. სიხშირის კლასიფიკაციისთვის გამოიყენეს შემდეგი სისტემა:
ძალიან ხშირი ≥ 1-ზე 10-დან
ხშირი ≥ 1-ზე 100-დან და < 1-ზე 10-დან
ნაკელბად ხშირი ≥ 1-ზე 1,000-დან და < 1-ზე 100-დან
იშვიათი ≥ 1-ზე 10,000-დან და < 1-ზე 1,000-დან
კატეგორიები მიანიჭეს კლინიკური კვლევის მონაცემებში მოცემული აბსოლუტური სიხშირეების მიხედვით.
ცხრილი 1 გვერდითი რეაქციები, ორგანოს კლასისა და სიხშირის მიხედვით, აღწერილი RCC (VEG105192, VEG108844. VEG113078) და STS (VEG110727) კვლევებში.
სიხშირის კლასიფიკაცია
RCC VEG105192 , VEG108844,
VEG113078 n=844
STS VEG110727 n=240
კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი ნეოპლაზმები (კისტებისა და პოლიპების ჩათვლით)
სიმსივნით გამოწვეული ტკივილი
♦
ძალიან ხშირად
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები
ნეიტროპენია
ხშირი
♦
თრომბოციტოპენია
ხშირი
♦
ენდოკრინული დარღვევები
ჰიპოთირეოზი*
ძალიან ხშირი
ხშირი
მეტაბოლური დარღვევები
მადის დაქვეითება
ძალიან ხშირი
ძალიან ხშირი
ნერვული სისტემის დარღვევები
თავბრუსხვევა
ხშირი
ძალიან ხშირი
დისგევზია
ძალიან ხშირი
ძალიან ხშირი
თავის ტკივილი
ძალიან ხშირი
ძალიან ხშირი
იშემიური ინსულტი*
ნაკლებად ხშირი
ნაკლებად ხშირი
გარდამავალი იშემიური ინსულტი*
ნაკლებად ხშირი
♦
ცერებრული სისხლდენა*
ნაკლებად ხშირი
ნაკლებად ხშირი
ფსიქიატრიული დარღვევები
უძილობა
♦
ხშირი
გულის დარღვევები
გულის დისფუნქცია (მაგალითად, განდევნის ფრაქციის შემცირება და გულის შეგუბებითი უკმარისობა)*
ხშირი
ხშირი
ბრადიკარდია
ხშირი†
ხშირი†
მიოკარდიუმის ინფარქტი*
ნაკლებად ხშირი
ხშირი
მიოკარდიუმის იშემია*
ნაკლებად ხშირი
♦
პირუეტული პარკუჭოვანი ტაქიკარდია*
ნაკლებად ხშირი
♦
სისხლძარღვოვანი დარღვევები
ჰიპერტენზია*
ძალიან ხშირი
ძალიან ხშირი
ვენური ემბოლია*
ხშირი
ხშირი
რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყრის დარღვევები
ხველა
ძალიან ხშირი
ძალიან ხშირი
დისფონია
ხშირი
ხშირი
დისპნოე
ძალიან ხშირი
ძალიან ხშირი
პნევმოთორაქსი
ნაკლებად ხშირი
ხშირი
ეპისტაქსისი
ხშირი
ხშირი
ფილტვიდან სისხლდენა*
ნაკლებად ხშირი
ხშირი
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები
მუცლის არეში ტკივილი
ძალიან ხშირი
ძალიან ხშირი
დიარეა
ძალიან ხშირი
ძალიან ხშირი
დისპეფსია
ძალიან ხშირი
ხშირი
კუჭ-ნაწლავის პერფორაცია*
ნაკლებად ხშირი
♦
კუჭ-ნაწლავის ფისტულა*
ნაკლებად ხშირი
ნაკლებად ხშირი
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა*
ხშირი
ხშირი
გულისრევა
ძალიან ხშირი
ძალიან ხშირი
სტომატიტი
ძალიან ხშირი
ძალიან ხშირი
ღებინება
ძალიან ხშირი
ძალიან ხშირი
ჰეპატობილიარული დარღვევები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა*
ხშირი
♦
ჰიპერბილირუბინემია*
ხშირი
ნაკლებად ხშირი
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
ალოპეცია
ძალიან ხშირი
ძალიან ხშირი
მშრალი კანი
ხშირი
ხშრი
ექსფოლიაციური გამონაყარი
ხშირი
ძალიან ხშირი
თმის ფერის ცვლილებები
ძალიან ხშირი
ძალიან ხშირი
ფრჩხილების დარღვევა
ხშირი
ხშირი
ხელისგულ-ტერფის ერითროდიზესთეზიის სინდრომი
ძალიან ხშირი
ძალიან ხშირი
გამონაყარი
ძალიან ხშირი
ნაკლებად ხშირი
კანის დეპიგმენტაცია
ხშირი
ძალიან ხშირი
კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
კუნთებისა და ჩონჩხის ტკივილი
ხშირი
ძალიან ხშირი
მიალგია
ხშირი
ძალიან ხშირი
თირკმლის საშარდე გზების დარღვევები
პროტეინურია*
ძალიან ხშირი
ნაკლებად ხშირი
ჰემატურია
ხშირი
ნაკლებად ხშირი
თვალის დარღვევები
მხედველობის დაბინდვა
ხშირი
ხშირი
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას
ასთენია
ძალიან ხშირი
ნაკლებად ხშირი
გულმკერდის არეში ტკივილი*
ხშირი
ძალიან ხშირი
შემცივნება
ხშირი
ხშირი
დაღლილობა
ძალიან ხშირი
ძალიან ხშირი
პეროფერიული ედემა
ხშირი
ძალიან ხშირი
გამოკვლევები
წონის შემცირება
ძალიან ხშირი
ძალიან ხშირი
ელექტროკარდიოგრამაზე QT ინტერვალის გახანგრძლივება*
ხშირი
ხშირი
ლიპაზას მატება
ხშირი‡
♦
ალანინამინოტრანსფერაზას მატება*
ძალიან ხშირი
ხშირი
ასპარტატ ამინოტრანსფერაზას მატება*
ძალიან ხშირი
ხშირი
- დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პარაგრაფი 4.4, პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები.
- ძირითადი კლინიკური კვლევის მიმდინარეობისას, ამ ჩვენების შემთხვევაში მიიჩნიეს რომ გვერდით მოვლენას არ ქონდა მიზეზ-შედეგობრიბი კავშირი პაზოპანიბთან.
შენიშვნა: ლაბორატორიული მონაცემები, რომლებიც აკმაყოფილებდა CTC-AE კრიტერიუმებს, მკვლევარის შეხედულებისამებრ დაფიქსირდა, როგორც გვერდითი მოვლენები.
† დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ქვემოთ
‡ -RCC-ის შემთხვევაში, სიხშირის კატეგორია ეფუძნება დამხმარე ერთი სამკურნალო ჯგუფის მქონე კვლევის VEG102616 მონაცემებს.
ბრადიკარდია: პაზოპანიბის კლინიკურ კვლევებში ბრადიკარდია ძალიან ხშირად გამოვლინდა გულისცემის სიხშირის გაზომვის საფუძველზე. თირკმლის უჯრედოვანი კარცინომის მქონე პაციენტებში ჩატარებულ რანდომიზებულ, ორმაგ ბრმა კვლევაში (იხილეთ პარაგრაფი 5.1 ფარმაკოდინამიკური თვისებები - კლინიკური კვლევები), გულისცემის სიხშირის მინიმუმ ერთი ეპიზოდი < 60 დარტყმა წუთში აღინიშნა 33/280 პაციენტში (11.8%) პაზოპანიბის სამკურნალო ჯგუფში და 11/144 პაციენტში (7.6%) პლაცებოს სამკურნალო ჯგუფში. ბრადიკარდია ასევე ხშირად აღინიშნა, როგორც გვერდითი მოვლენა. იმავე კვლევაში, ბრადიკარდია ან სინუსური ბრადიკარდია აღინიშნა, როგორც გვერდითი მოვლენები, პაზოპანიბის სამკურნალო ჯგუფში 7/290 პაციენტში (2.4%) და პლაცებოს სამკურნალო ჯგუფში 1/145 პაციენტში (0.7%). პაზოპანიბით გამოწვეული ბრადიკარდიის შემთხვევების უმეტესობა უსიმპტომო იყო, თუმცა, აღინიშნა ბრადიკარდიით გამოწვეული სინკოპე.
ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია და ხელისგულ-ტერფის ერითროდიზესთეზიის სინდრომი უფრო ხშირად აღინიშნა აღმოსავლეთ აზიური წარმოშობის პაციენტებში.
მე-2 ცხრილში წარმოდგენილია მკურნალობასთან დაკავშირებული ძალიან ხშირი (>10%) გვერდითი მოვლენების ინციდენტობა RCC-ის შემთხვევაში პაზოპანიბზე მყოფ პაციენტებში პლაცებოსთან შედარებით.
ცხრილი 2: მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები გამოვლენილი პაციენტების სულ მცირე 10%-ში, რომლებმაც მიიღეს პაზოპანიბი ან პლაცებო RCC-ის დროს (VEG105192).
გვერდითი მოვლენა, n (%)
რაოდენობა (პაციენტების %)
პაზოპანიბი (n = 290)
პლაცებო (n = 145)
ნებისმიერი ხარისხი
ხარისხი 3
ხარისხი 4
ნებისმიერი ხარისხი
ხარისხი 3
ხარისხი 4
ნებისმიერი
270 (93)
103(36)
25 (9)
107 (74)
24 (17)
8 (6)
დიარეა
152 (52)
11 (4)
2 (<1)
13 (9)
1 (<1)
0
თმის ფერის ცვლილებები
109 (38)
1 (<1)
0
4 (3)
0
0
ჰიპერტენზია
116 (40)
13 (4)
0
15 (10)
1 (<1)
0
გულისრევა
74 (26)
2 (<1)
0
13 (9)
0
0
მადის დაქვეითება
70 (24)
6 (2)
0
17 (12)
1 (<1)
0
ღებინება
62 (21)
7 (2)
1 (<1)
13 (9)
3 (2)
0
დაღლილობა
57 (20)
7 (2)
0
14 (10)
2 (1)
2 (1)
ALT-ის მატება
55 (19)
18 (6)
3 (1)
5 (3)
1 (<1)
0
AST-ის მატება
45 (16)
14 (5)
1 (<1)
5 (3)
0
0
ასთენია
42 (14)
8 (3)
0
13 (9)
0
0
ტკივილი მუცლის არეში
32 (11)
7 (2)
0
2 (1)
0
0
თავის ტკივილი
31 (11)
0
0
7 (5)
0
0
პროტეინურია
30 (10)
6 (2)
1 (<1)
0
0
0
წონის შემცირება
30 (10)
2 (<1)
0
5 (3)
1 (<1)
0
მე-3 ცხრილში წარმოდგენილია STS-ის შემთხვევაში მკურნალობასთან დაკავშირებული ძალიან ხშირი (>10%) გვერდითი მოვლენების ინციდენტობა პაზოპანიბზე მყოფ პაციენტებში პლაცებოსთან შედარებით.
ცხრილი 3: მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები დაფიქსირებული პაციენტების სულ მცირე 10%-ში, რომლებმაც მიიღეს პაზოპანიბი ან პლაცებო STS-ის დროს (VEG110727)
გვერდითი მოვლენა, n (%)
რაოდენობა (პაციენტების %)
პაზოპანიბი (n = 240)
პლაცებო (n = 123)
ნებისმიერი ხარისხი
ხარისხი 3
ხარისხი 4
ნებისმიერი ხარისხი
ხარისხი 3
ხარისხი4
ნებისმიერი გვერდითი მოვლენა (AE)
219 (91)
84 (35)
17 (7)
78 (63)
6 (5)
3 (2)
დიარეა
130 (54)
11 (5)
0
14 (11)
0
0
დაღლილობა
126 (53)
23 (10)
1 (<1)
33 (27)
2 (2)
0
გულისრევა
116 (48)
7(3)
0
19 (15)
2 (2)
0
ჰიპერტენზია
94 (39)
16 (7)
0
5 (4)
0
0
თმის ფერის ცვლილებები
93 (39)
0
0
3 (2)
0
0
მადის დაქვეითება
82 (34)
11 (5)
0
10 (8)
0
0
წონის შემცირება
72 (30)
5 (2)
0
8 (7)
0
0
დისგევზია
65 (27)
0
0
4 (3)
0
0
ღებინება
61 (25)
7(3)
0
8 (7)
1 (<1)
0
თავის ტკივილი
38 (16)
1 (<1)
0
5 (4)
0
0
ექსფოლიაციური გამონაყარი
35 (15)
2 (<1)
0
9 (7)
0
0
კუჭ-ნაწლავის არეში ტკივილი
34 (14)
3(1)
0
4 (3)
1 (<1)
0
ყურის, ცხვირის და ყელის გამოკვლევის პათოლოგიური მაჩვენებლები
28 (12)
4 (2)
0
1 (<1)
0
0
მიალგია
27 (11)
2 (<1)
0
3 (2)
0
0
კანის ჰიპოპიგმენტაცია
27 (11)
0
0
0
0
0
კანის დაავადება
26 (11)
4 (2)
0
1 (<1)
0
0
სტომატიტი
26 (11)
1 (<1)
0
4 (3)
0
0
ალოპეცია
25 (10)
0
0
1 (<1)
0
0
ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილი
23 (10)
1 (<1)
0
3 (2)
0
0
მე-4 ცხრილში წარმოდგენილია ლაბორატორიული ტესტების ნორმიდან გადახრილი მაჩვენებლები, გამოვლენილი პაციენტების ≥15%-ში, რომლებმაც მიიღეს პაზოპანიბი RCC-ის საბაზისო კვლევებში. ხარისხები ეფუძნება NCI CTCAE-ს.
ცხრილი 4: შერჩეული ლაბორატორიული ტესტების ნორმიდან გადახრილი მაჩვენებლები პაზოპანიბზე მყოფი პაციენტების ≥ 15%-ში, და უფრო ხშირად პლაცებოს სამკურნალო ჯგუფთან შედარებით (VEG105192)
პარამეტრები
პაზოპანიბი (N = 290)
პლაცებო (N = 145)
ყველა ხარისხი %
ხარისხი 3
%
ხარისხი 4
%
ყველა ხარისხი
%
ხარისხი3
%
ხარისხი4
%
ჰემატოლოგიური
ლეიკოპენია
37
0
0
6
0
0
ნეიტროპენია
34
1
<1
6
0
0
თრომბოციტოპენია
32
<1
<1
5
0
<1
ლიმფოციტოპენია
31
4
<1
24
1
0
ბიოქიმია
ALT-ის მატება
53
10
2
22
1
0
AST-ის მატება
53
7
<1
19
<1
0
გლუკოზის მატება
41
<1
0
33
1
0
საერთო ბილირუბინის მატება
36
3
<1
10
1
<1
ფოსფორის შემცირება
34
4
0
11
0
0
კალციუმის შემცირება
33
1
1
26
1
<1
ნატრიუმის შემცირება
31
4
1
24
4
1
კალიუმის მატება
27
4
<1
23
5
0
კრეატინინის მატება
26
0
<1
25
<1
0
მაგნიუმის შემცირება
26
<1
1
14
0
0
გლუკოზის შემცირება
17
0
<1
3
0
0
ლიპაზის დონის მატება: ერთი სამკურნალო ჯგუფის მქონე კლინიკურ კვლევაში ლიპაზის დონის მატება დაფიქსირდა 48/181 პაციენტში (27%). ლიპაზის დონის მატება, როგორც გვერდითი რეაქცია, დაფიქსირდა 10 პაციენტში (4%) და 6 პაციენტში იყო მე-3 ხარისხის, ხოლო 1 პაციენტში - მე-4 ხარისხის. პაზოპანიბის კლინიკურ კვლევებში, კლინიკური პანკრეატიტი დაფიქსირდა 4/586 პაციენტში (< 1%).
მე-5 ცხრილში წარმოდგენილია ლაბორატორიული ტესტების ნორმიდან გადახრილი მაჩვენებლები, რომლებიც გამოვლინდა პაციენტების ≥ 15%-ში, რომლებმაც მიიღეს პაზოპანიბი STS-ის საბაზისო კვლევაში. ხარისხები ეფუძნება NCI CTCAE-ს.
ცხრილი 5: შერჩეული ლაბორატორიული ტესტების ნორმიდან გადახრილი მაჩვენებლები პაზოპანიბზე მყოფი პაციენტების ≥ 15%-ში, რომელიც უფრო ხშირია პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (VEG110727)
პარამეტრები
პაზოპანიბი (N = 240)
პლაცებო
(N = 123)
ყველა ხარისხი
%
ხარისხი 3
%
ხარისხი 4
%
ყველა ხარისხი
%
ხარისხი 3
%
ხარისხი
4
%
ჰემატოლოგიური
ლეიკოპენია
44
1
0
15
0
0
ნეიტროპენია
33
4
0
7
0
0
თრომბოციტოპენია
36
3
<1
6
0
0
ლიმფოციტოპენია
43
10
0
36
9
2
ანემია
27
5
2
23
<1
<1
ბიოქიმია
ALKP-ის მატება
32
3
0
23
<1
0
ALT-ის მატება
46
8
2
18
2
<1
AST-ის მატება
51
5
3
22
2
0
ალბუმინის შემცირება
34
<1
0
21
0
0
გლუკოზის მატება
45
<1
0
35
2
0
საერთო ბილირუბინის მატება
29
1
0
7
2
0
ნატრიუმის შემცირება
31
4
0
20
3
0
კალიუმის გაზრდა
16
1
0
11
0
0
პოსტმარკეტინგული მონაცემები
პაზოპანიბის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შემდგომ გამოვლინდა ქვემოთ მოცემული გვერდითი რეაქციები. ეს მოიცავს სპონტანურ შემთხვევების შესახებ ინფორმაციას, ასევე სერიოზულ გვერდით მოვლენებს მიმდინარე კვლევებიდან, კლინიკური ფარმაკოლოგიური კვლევებიდან და ექსპლორაციული კვლევებიდან ისეთი ჩვენებების დროს, რომლებზეც ნებართვა არ იყო გაცემული.
ინფექციები და ინვაზიები
ხშირი ინფექციები (ნეიტროპენიით და მის გარეშე)
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები
უცნობი სიმსივნის ლიზისის სინდრომი (მათ შორის ლეტალური შემთხვევები); იხილეთ პარაგრაფი 4.4. პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები.
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
ნაკლებად ხშირი პოლიციტემია, თრომბოზული მიკროანგიოპათია (მათ შორის თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა და ჰემოლიზური ურემიული სინდრომი)
ნერვული სისტემის დარღვევები
ნაკლებად ხშირი უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები
ხშირი მეტეორიზმი
ნაკლებად ხშირი პანკრეატიტი
ჰეპატობილიარული დარღვევები
უცნობი ღვიძლის უკმარისობა ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
ძალიან ხშირი ართრალგია
ხშირი კუნთების სპაზმი
თვალის დარღვევები
ნაკლებად ხშირი ბადურის აშრევება/ბადურის გახევა
ვასკულარული დარღვევები
იშვიათი ანევრიზმა და არტერიის დისექცია
რესპირატორული, გულმკერდისა და შუასაყრის დარღვევები
იშვიათი ფილტვის ინტერსტიციული დაავადება/პნევმონიტი
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
ნაკლებად ხშირი კანის წყლული
გამოკვლევები
ხშირი გამა-გლუტამილ ტრანსპეპტიდაზას მატება
ვასკულარული დარღვევები
VEGFR გზის ინჰიბიტორების გამოყენებისას დაფიქსირდა ანევრიზმის და არტერიის დისექციის შემთხვევები, ზოგჯერ ფატალურიც.
ზედოზირება
კლინიკურ კვლევებში შეფასდა პაზოპანიბის 2000 მგ-მდე დოზები. მე-3 ხარისხის დაღლილობა (დოზის შემზღუდველი ტოქსიკურობა) და მე-3 ხარისხის ჰიპერტენზია დაფიქსირდა 3 პაციენტიდან 1-ში, რომლებიც იღებდნენ შესაბამისად 2000 მგ-ს და 1000 მგ-ს დღეში.
სიმპტომები და ნიშნები
ამჟამად პაზოპანიბის ზედოზირების შესახებ შეზღუდული მონაცემებია ხელმისაწვდომი.
მკურნალობა
არ არის მოსალოდნელი, რომ ჰემოდიალიზმა გააძლიეროს პაზოპანიბის გამოყოფა, რადგან პაზოპანიბი ძირითადად არ გამოიყოფა თირკმლებით და მაღალი შეკავშირება ახასიათებს პლაზმის ცილებთან.
ზედოზირების მართვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით მოწამვლის საინფორმაციო ცენტრს ნომერზე 13 11 26 (ავსტრალია).
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
sფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები, სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა საშუალებები, ცილოვანი კინაზა.
ანატომიური თერაპიული ქიმიური (ათქ) კოდი: L01EX03.
მოქმედების მექანიზმი
პაზოპანიბი არის პერორალურად მისაღები, ძლიერი, მულტიტარგეტული, თიროზინკინაზას ინჰიბიტორი (TKI), რომელიც ზემოქმედებს სისხლძარღვოვანი ენდოთელური ზრდის ფაქტორის რეცეპტორებზე (VEGFR)-1, -2 და -3, თრომბოციტებისგან წარმოებული ზრდის ფაქტორის (PDGFR)-α და –β და ღეროვანი უჯრედის ფაქტორის რეცეპტორებზე (c-KIT) შესაბამისად, 10, 30, 47, 71, 84 და 74 ნმ IC50 მნიშვნელობებით. პაზოპანიბმა ასევე მოახდინა VEGFR-2, c-Kit და PDGFR-β რეცეპტორების ლიგანდით ინდუცირებული ავტოფოსფორილირების ინჰიბირება უჯრედებში ინ ვიტრო. ინ ვივო , პაზოპანიბმა მოახდინა VEGF-ით ინდუცირებული VEGFR-2 ფოსფორილირების ინჰიბირება თაგვის ფილტვებში, ანგიოგენეზის ინჰიბირება თაგვის მოდელებში და ადამიანის ზოგიერთი სიმსივნის ქსენოტრანსპლანტატის ზრდის ინჰიბირება თაგვებში.
ფარმაკოგენომიკა
პაზოპანიბის 31 კლინიკური კვლევის მონაცემების ფარმაკოგენეტიკურ მეტაანალიზის შედეგად, როცა პაზოპანიბის მიღება მოხდა მონოთერაპიის სახით ან სხვა პრეპარატებთან ერთად კომბინაციაში, ALT > 5x ULN (NCI CTC მე-3 ხარისხი) დაფიქსირდა HLA-B*57:01 ალელის მატარებლების 19%-ში და არამატარებლების 10%-ში. ამ მონაცემთა ნაკრებში 133/2235 პაციენტი (6%) HLA-B*57:01 ალელის მატარებელი იყო (იხილეთ პარაგრაფი 4.4 პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები). პაზოპანიბთან დაკავშირებული ALT-ის მატების შემთხვევები შეფასდა ღვიძლის უსაფრთხოების კლინიკური (არა ფარმაკოგენეტიკურ) მეტაანალიზის შედეგად (კვლევა 200276), სადაც გამოიყენეს მონაცემები პაზოპანიბით მონოთერაპიის კლინიკური კვლევებდან, რომლებშიც ALT > 5x ULN მოვლენები აღინიშნა პაციენტების 11%-ში.
კლინიკური კვლევები
თირკმლის უჯრედოვანი კარცინომა (RCC)
თირკმლის უჯრედოვანი კარცინომის (RCC) დროს პაზოპანიბის უსაფრთხოება და ეფექტურობა შეფასდა რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებოთი კონტროლირებად, მულიტიცენტრულ კვლევაში. ადგილობრივად შორსწასული და/ან მეტასტაზური RCC-ის მქონე პაციენტების (N= 435) რანდომიზაცია მოხდა, რომ მიეღოთ 800 მგ პაზოპანიბი მონოთერაპიის სახით დღეში ერთხელ ან პლაცებო. კვლევის ძირითადი მიზანი იყო ორი სამკურნალო ჯგუფის შეფასება და შედარება პროგრესირების გარეშე გადარჩენასთან (PFS) და ძირითად მეორად საბოლოო წერტილთან - საერთო გადარჩენასთან (OS) მიმართებაში. სხვა მიზნები მოიცავდა საერთო პასუხის მაჩვენებლის და პასუხის ხანგრძლივობის შეფასებას.
კვლევაში მონაწილე 435 პაციენტიდან 233 პაციენტს წარსულში არ ჩატარებია მკურნალობა, ხოლო 202 იყო მეორე რიგის პაციენტი, რომლებმაც ადრე მიიღეს IL-2 ან INFα-ს შემცველი თერაპია. ქმედუნარიანობის სტატუსი (ECOG) მსგავსი იყო პაზოპანიბისა და პლაცებოს ჯგუფებს შორის (ECOG 0: 42% vs. 41%, ECOG 1: 58% vs. 59%). ყველა პაციენტში ჰისტოლოგიით გამოვლინდა ნათელუჯრედული ან უპირატესად ნათელუჯრედული სტრუქტურა. პაციენტთა დაახლოებით ნახევარში დაავადებაში ჩართული იყო 3 ან მეტი ორგანო და უმეტეს პაციენტს საბაზისო ეტაპზე დაავადების მეტასტაზის ლოკაცია იყო ფილტვები (74%) და/ან ლიმფური კვანძები (54%).
თითოეულ სამკურნალო ჯგუფში პაციენტების მსგავსი პროპორცია მოიცავდა ისეთ პაციენტებს, რომლებსაც წარსულში არ ჩატარებიათ მკურნალობა ან წარსულში ჩაუტარდათ ციტოკინებით მკურნალობა (53% და 47% პაზოპანიბის ჯგუფში, 54% და 46% პლაცებოს ჯგუფში). წარსულში ციტოკინებით ნამკურნალებ ქვეჯგუფში უმრავლესობას (75%) მიღებული ჰქონდა ინტერფერონის შემცველი მკურნალობა.
თითოეულ სამკურნალო ჯგუფში პაციენტების მსგავსი პროპორცია მოიცავდა ნეფრექტომიას (შესაბამისად, 89% და 88% პაზოპანიბის და პლაცებოს ჯგუფებში) და/ან წარსულში სხივური თერაპიის ჩატარებას (შესაბამისად, 22% და 15% პაზოპანიბის და პლაცებოს ჯგუფებში).
PFS-ის ძირითადი საბოლოო წერტილის პირველადი ანალიზი ეფუძნება დაავადების შეფასებას დამოუკიდებელი რადიოლოგიური მიმოხილვის მიხედვით მთელ საკვლევ პოპულაციაში (პირველი და მეორე რიგი).
ცხრილი 6 საერთო ეფექტურობის შედეგები RCC-ის დროს ჩატარებული დამოუკიდებელი მიმოხილვის კომიტეტის (IRC) მიერ (VEG105192)
საბოლოო წერტილები/საკვლევი პოპულაცია
პაზოპანიბი
პლაცებო
HR (95% CI)
P მნიშვნელობა (ცალმხრივი)
PFS
საშუალო (თვეები)
საერთო ITT
N=290
N=145
წარსულში არანამკურნალები
- 2
N=155
- 2
N=78
- 46 (0.34, 0.62)
<0.0000001
- 1
- 8
- 40 (0.27, 0.60)
<0.0000001
წარსულში ციტოკინებით ნამკურნალები
N=135 7.4
N=67 4.2
- 54 (0.35, 0.84)
<0.001
პასუხის მაჩვენებელი
% (95% CI)
საერთო
N=290
30 (25.1 ,35.6)
N=145
3 (0.5, 6.4)
-
<0.001
CI: სანდოობის ინტერვალი; HR: რისკის კოეფიციენტი; ITT: ყველა რანდომიზებული პაციენტის არჩევა; PFS: პროგრესირების გარეშე გადარჩენა.
სურათი 1. პროგრესირების გარეშე გადარჩენის კაპლან-მეიერის მრუდი მთლიანი პოპულაციის დამოუკიდებელი შეფასების მიხედვით (არანამკურნალები და ციტოკინებით წარსულში ნამკურნალები პოპულაციები)
91973381464
სურათი 2 პროგრესირების გარეშე გადარჩენის კაპლან-მეიერის მრუდი წარსულში არანამკურნალები პოპულაციის დამოუკიდებელი შეფასების მიხედვით
91973384400
სურათი 3 პროგრესირების გარეშე გადარჩენის კაპლან-მეიერის მრუდი ციტოკინებით წარსულში ნამკურნალები პოპულაციის დამოუკიდებელი შეფასების მიხედვით
დამოუკიდებელი მიმოხილვის მიხედვით, პაციენტებში, რომელთაც განივითარდათ პასუხი მკურნალობაზე, პასუხის საშუალო დრო იყო 11.9 კვირა, ხოლო პასუხის საშუალო ხანგრძლივობა - 58.7 კვირა.
პროტოკოლით განსაზღვრული საბოლოო გადარჩენის ანალიზის მიხედვით, საშუალო საერთო გადარჩენის (OS) მონაცემები იყო 22.9 თვე და 20.5 თვე [HR = 0.91 (95% CI: 0.71, 1.16; p = 0.224)] პაციენტებში, რომელთა რანდომიაზაცია შესაბამისად მოხდა პაზოპანიბის და პლაცებოს სამკურნალო ჯგუფებში. OS-ის შედეგები შესაძლოა მიკერძოებული იყოს, რადგან პლაცებო ჯგუფში პაციენტების 54%-მა დაავადების პროგრესირების შემდეგ კვლევის გაფართოების პერიოდში პაზოპანიბიც მიიღო. პლაცებოს პაციენტების 66%-ს ჩაუტარდა კვლევის შემდგომი მკურნალობა პაზოპანიბის პაციენტების 30%-თან შედარებით. საბაზისო კვლევაში, ცხოვრების ხარისხის შეფასებები დაეფუძნა ორი პროტოკოლის სპეციფიკური კითხვარის, EORTC QLQ-C30 და EuroQoL EQ-5D, ბრმა, თვითშეფასებად გლობალურ ქულებს. ანალიზი დაეფუძნა პაციენტებს, რომლებმაც პროგრესირებამდე გააგრძელეს თერაპია ორივე სამკურნალო ჯგუფში. შეფასებებმა არ გამოავლინა განსხვავება პაზოპანიბით ან პლაცებოთი მკურნალობას შორის (p> 0.05), რაც მიუთითებს პაზოპანიბის ცხოვრების გლობალურ ხარისხზე უარყოფითი გავლენის არარსებობაზე.
მე-2 ფაზის კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა თირკმლის ადგილობრივად მორეციდივე ან მეტასტაზური ნათელუჯრედოვანი კარცინომის მქონე 225 პაციენტი, დამოუკიდებელი მიმოხილვის მიხედვით, ობიექტური პასუხის მაჩვენებელი იყო 35%, ხოლო პასუხის საშუალო ხანგრძლივობა - 68 კვირა. PFS-ის საშუალო მაჩვენებელი იყო 11.9 თვე.
პაზოპანიბის უსაფრთხოება, ეფექტურობა და ცხოვრების ხარისხი სუნიტინიბთან შედარებით შეფასდა რანდომიზებულ, ღია, პარალელური ჯგუფის მქონე III ფაზის არაქვემდებარე კვლევაში თირკმლის მეტასტაზური ან ადგილობრივად შორსწასული უჯრედოვანი კარცინომის მქონე პაციენტებში (VEG108844 და VEG113078).
VEG108844 კვლევაში, პაციენტები (N = 1110), რომლებსაც ჰქონდათ ადგილობრივად გავრცელებული და/ან მეტასტაზური RCC და წარსულში არ ჩატარებიათ სისტემური თერაპია, რანდომიზდნენ, რათა მიეღოთ 800 მგ პაზოპანიბს დღეში ერთხელ, ან 50 მგ სუნიტინიბი დღეში ერთხელ, დოზირების 6-კვირიანი ციკლებით, რომელიც შედგება 4-კვირიანი მკურნალობისგან, რასაც მოჰყვება 2-კვირიანი მკურნალობის გარეშე ყოფნა.
კვლევის ძირითადი მიზანი იყო პაზოპანიბით ნამკურნალებ პაციენტებში PFS-ის შეფასება და შედარება სუნიტინიბით ნამკურნალებ პაციენტებთან. დემოგრაფიული მახასიათებლები მსგავსი იყო სამკურნალო ჯგუფებს შორის. დაავადების მახასიათებლები საწყისი დიაგნოზის დროს და სკრინინგზე დაბალანსებული იყო სამკურნალო ჯგუფებს შორის. სკრინინგზე პაციენტების უმრავლესობას ჰქონდა დაავადების IV სტადია.
VEG108844 კვლევამ მიაღწია PFS-ის პირველად საბოლოო წერტილს და აჩვენა პაზოპანიბის არაქვემდებარობა სუნიტინიბთან შედარებით, რადგან რისკის კოეფიციენტის 95%-იანი სანდოობის ინტერვალის ზედა ზღვარი ნაკლები იყო პროტოკოლით განსაზღვრულ არაქვემდებარეობის ზღვარზე, რომელიც 1.25-ს შეადგენს. საერთო ეფექტურობის შედეგები შეჯამებულია ცხრილში 7.
ცხრილი 7. ეფექტურობის საერთო შედეგები (VEG108844)
საბოლოო წერტილი
პაზოპანიბი N=557
სუნიტინიბიN=553
კორექტირებული HRa (95 % CI)
PFS
საერთო
საშუალო (თვეები) (95 % CI)
- 4
(8.3, 10.9)
- 5
(8.3, 11.1)
- 047
(0.898,1.220)
საერთო გადარჩენა საშუალო (თვეები)
(95 % CI)
- 4
(26.2, 35.6)
- 3
(25.3, 32.5)
- 908b (0.762, 1.082)
HR = რისკის კოეფიციენტი; ITT = ყველა რანდომიზებული პაციენტის არჩევა; PFS = პროგრესირების გარეშე გადარჩენა დამოუკიდებელი განხილვის კომიტეტის (IRC) შეფასების საფუძველზე
a რისკის კოეფიციენტი (HR) კორექტირდება კარნოფსკის შესრულების შეფასების შკალით (70 ან 80, 90 ან 100), წარსულში ნეფრექტომიის (დიახ, არა) და ლაქტატდეჰიდროგენაზას საბაზისო დონის (≤1.5xULN, >1.5xULN) მიხედვით.
b P მნიშვნელობა = 0.275 (2-sided)
VEG108844-ში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხი შეფასდა პაციენტების მიერ შევსებული შემდეგი კითხვარების გამოყენებით: ქრონიკული დაავადების მკურნალობის ფუნქციური შეფასება - დაღლილობა (FACIT-F), კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობის 19-პუნქტიანი ფუნქციური შეფასების თირკმლის სიმპტომის ინდექსი (FKSI-19), კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობის კმაყოფილების შეფასების კითხვარი (CTSQ) და ცხოვრების ხარისხის შეფასების დამატებითი კითხვარი (SQLQ). SQLQ-სთან საერთო შესაბამისობა 86%-ს შეადგენდა. 14 დომენიდან 11-ში სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები პაზოპანიბის სასარგებლოდ იყო სუნიტინიბთან შედარებით (p<0.05), რაც ასახავდა გვერდითი ეფექტების პროფილს. დაღლილობის, პირის/ყელის და ხელების/ტერფის ტკივილისა და მათი შეზღუდვების, გვერდითი ეფექტებისადმი დამოკიდებულების და თერაპიით კმაყოფილების მხრივ განსხვავებები მიიჩნიეს როგორც სავარაუდოდ მნიშვნელოვანი (ეფექტის ზომა >0.20).
რბილი ქსოვილების სარკომა (STS)
პაზოპანიბის უსაფრთხოება და ეფექტურობა STS-ის დროს შეფასდა რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებოთი კონტროლირებად, მულტიცენტრულ კვლევაში. შორსწასული STS-ის მქონე პაციენტები (N= 369), რომლებსაც წარსულში ჩაუტარდათ ქიმიოთერაპია, ანტრაციკლინით მკურნალობის ჩათვლით, ან რომლებში გამოვლინდა აუტანლობა თერაპიისადმი, რანდომიზდნენ რომ მიეღოთ დღეში ერთხელ 800 მგ პაზოპანიბი ან პლაცებო.
სიმსივნის უფრო ხშირი შესწავლილი ტიპები მოიცავდა ლეიომიოსარკომას (კანის გარდა) და სინოვიალურ სარკომას. STS-ის სხვადასხვა იშვიათი ტიპის მქონე პაციენტები გაანალიზდნენ კოლექტიურად „სხვა STS“-ის ქვეჯგუფში. კვლევისთვის მიუღებელ STS ტიპებს შორის იყო: ადიპოციტური STS; კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნე; რაბდომიოსარკომა, ალვეოლურის ან პლეომორფულის გარდა; ქონდროსარკომა; ოსტეოსარკომა; იუინგის სიმსივნე/პრიმიტიული ნეიროექტოდერმული სიმსივნე; დერმატოფიბროსარკომა პროტუბერანსი; ანთებითი მიოფიბრობლასტური სარკომა; ავთვისებიანი მეზოთელიომა; და საშვილოსნოს შერეული მეზოდერმული სიმსივნე.
კვლევაში მონაწილეობისგან გამოირიცხნენ პაციენტები, რომელთა ჯანმოს ქმედუნარიანობის სტატუსი იყო >1-ზე (ანუ მსუბუქი სამუშაოს შესრულების შეუძლებლობა). ძვლის ტვინის, თირკმლის ან ღვიძლის არადაეკვატური ფუნქციის მქონე პაციენტები გამოირიცხნენ კვლევიდან. გამოირიცხნენ პაციენტები გულის ფუნქციის დარღვევით (მარცხენა მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია ნორმის ინსტიტუციურ ქვედა ზღვარზე დაბალი; QTc ინტერვალის გახანგრძლივება >480 მილიწამი; ბოლო 6 თვის განმავლობაში გულის ანგიოპლასტიკის ან სტენტირების, მიოკარდიუმის ინფარქტის, არასტაბილური სტენოკარდიის, აორტო-კორონარული შუნტირების, სიმპტომური პერიფერიული სისხლძარღვოვანი დაავადების ან NYHA III-IV კლასის გულის შეგუბებითი უკმარისობის არსებობა) და პაციენტები ცუდად კონტროლირებადი ჰიპერტენზიით. გამოირიცხნენ პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ ცერებროვასკულური შემთხვევა, ბოლო 6 თვის განმავლობაში გარდამავალი იშემიური შეტევა ან ბოლო 6 თვის განმავლობაში ფილტვის ემბოლია. გამოირიცხნენ პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებოდათ კლინიკურად მნიშვნელოვანი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები. ასევე გამოირიცხნენ პაციენტები, რომლებსაც ბოლო 6 კვირის განმავლობაში აღენიშნებოდათ ჰემორაგიული დიათეზი, აქტიური სისხლდენა ან ჰემოპტიზი.
რანდომიზაციამდე, მოხდა კვლევაში დასაშვები პაციენტების სტრატიფიკაცია ჯანმო-ს ქმედუნარიანობის სტატუსის ფაქტორების (ჯანმო-ს PS) (0 ან 1) მიხედვით საბაზისო ეტაპზე და შორსწასული დაავადების შემთხვევაში წინამორბედი სისტემური თერაპიის რიგის რაოდენობის (0 ან 1 vs. 2+) შესაბამისად. თითოეულ სამკურნალო ჯგუფში, შორსწასული დაავადების შემთხვევაში წინამორბედი სისტემური თერაპიის 2+ რიგის მხრივ პაციენტთა ოდნავ მეტი პროცენტი იყო (შესაბამისად, 58% და 55% პლაცებოსა და პაზოპანიბის სამკურნალო ჯგუფებში), სისტემური თერაპიის 0 ან 1 რიგთან შედარებით (შესაბამისად, 42% და 45% პლაცებოსა და პაზოპანიბის სამკურნალო ჯგუფებში). საბაზისო ეტაპზე ჯანმო-ს PS 1-ის მქონე პაციენტების რაოდენობა ოდნავ მეტი იყო. პაციენტების შემდგომი დაკვირვების საშუალო ხანგრძლივობა (განისაზღვრება რანდომიზაციის თარიღიდან ბოლო კონტაქტის ან გარდაცვალების თარიღამდე) მსგავსი იყო ორივე სამკურნალო ჯგუფში (9.36 თვე პლაცებოსთვის [დიაპაზონი 0.69-დან 23.0 თვემდე] და 10.04 თვე პაზოპანიბისთვის [დიაპაზონი 0.2-დან 24.3 თვემდე]).
კვლევის ძირითადი მიზანი იყო პროგრესირების გარეშე გადარჩენის (PFS) მხრივ ორი სამკურნალო ჯგუფის შეფასება და შედარება; მეორადი საბოლოო წერტილები მოიცავდა საერთო გადარჩენას (OS), საერთო პასუხის მაჩვენებელს და პასუხის ხანგრძლივობას.
პირველადი საბოლოო წერტილის, PFS-ის საწყისი ანალიზი დაეფუძნა დაავადების შეფასებას დამოუკიდებელი რადიოლოგიური მიმოხილვის მიხედვით მთელ ITT კვლევის პოპულაციაში.
ცხრილი 8 STS-ის დროს საერთო ეფექტურობის შედეგები დამოუკიდებელი შეფასებით (VEG110727)
საბოლოო წერტილები/საკვლევი პოპულაცია
პაზოპანიბი
პლაცებო
HR (95% CI)
P მნიშვნელობა (ცალმხრივი)
PFS
საერთო ITT
N = 246
N = 123
- 35
(0.26, 0.48)
< 0.001
საშუალო (კვირეები)
- 0
- 0
ლეიომიოსარკომა
N = 109
N = 49
- 37
(0.23, 0.60)
< 0.001
საშუალო (კვირეები)
- 1
- 1
საბოლოო წერტილები/საკვლევი პოპულაცია
პაზოპანიბი
პლაცებო
HR (95% CI)
P მნიშვნელობა (ცალმხრივი)
‘სხვა STS’-ის ქვეჯგუფები
N = 112
N = 61
- 39
< 0.001
საშუალო (კვირეები)
- 1
- 3
(0.25, 0.60)
პასუხის მაჩვენებელი (CR+PR)
% (95 % CI)
4 (2.3, 7.9)
0 (0.0, 3.0)
-
-
პასუხის ხანგრძლივობა
- 9
-
-
-
საშუალო (კვირეები) (95 % CI)
(16.7, 40.0)
HR = რისკის კოეფიციენტი; ITT = ყველა რანდომიზებული პაციენტის არჩევა; PFS = პროგრესირების გარეშე გადარჩენა; CR = საერთო პასუხი; PR = ნაწილობრივი პასუხი.
დამოუკიდებელი რადიოლოგიური მიმოხილვით ჩატარებული შეფასებების მსგავსად, მკვლევარის შეფასებების საფუძველზე, PFS-ის კლინიკურად მნიშვნელოვანი და სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაფიქსირდა პაზოპანიბის ჯგუფში პლაცებოსთან შედარებით (HR: 0.39; 95% CI, 0.30-დან 0.52-მდე, p < 0.001).
სურათი 4 პროგრესირების გარეშე გადარჩენის კაპლან-მეიერის მრუდი STS-ის დროს მთლიანი პოპულაციის დამოუკიდებელი შეფასების მიხედვით (VEG110727)
106108579375
პაზოპანიბის სასარგებლოდ საერთო გადარჩენის წინასწარ განსაზღვრული შუალედური ანალიზის დროს რისკის კოეფიციენტი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ იყო; პლაცებოს ჯგუფში საერთო გადარჩენის საშუალო მაჩვენებელი იყო 10.4 თვე (95% CI 8.7-დან 12.7-მდე) და პაზოპანიბის ჯგუფში იყო 11.9 თვე (95% CI 10.7-დან 15.1-მდე); HR = 0.82 (97.87% CI: 0.59-დან 1.14-მდე, p = 0.156). ამ კვლევაში საერთო გადარჩენის მაჩვენებელი პოტენციურად დამახინჯებულია დაავადების პროგრესირების შემდეგ აქტიური მკურნალობის დისბალანსით, რადგან პლაცებოს ჯგუფში მეტ პაციენტს ჩაუტარდა აქტიური თერაპია.
ცხოვრების ხარისხის ცვლილებები შეფასდა მკურნალობისას 12 კვირამდე პერიოდში. დაღლილობის, დიარეის, მადის დაკარგვის, გულისრევისა და ღებინების ცალკეული დომენების ქულები პაზოპანიბის შემთხვევაში უფრო უარესი იყო, რაც ასახავდა გვერდითი ეფექტების პროფილს. თუმცა, ეს არ აისახა ცხოვრების ხარისხის გლობალურ შეფასებაში. შედარებას აფერხებდა შეფასებების მცირე რაოდენობა, დაავადების პროგრესირების გამო სუბიექტების გამორიცხვა (განსაკუთრებით პლაცებოს ჯგუფში) და დაავადების პროგრესირების შემდეგ ჯანმრთელობის გამოსავლების შეფასების არარსებობა.
პაზოპანიბის უფრო მცირე, უკონტროლო მე-2 ფაზის კვლევაში, STS-ის შემთხვევაში (VEG20002), პროგრესირების გარეშე გადარჩენის საშუალო ხანგრძლივობა იყო 11.1 კვირა ადიპოციტურ STS-ის შემთხვევაში და 14.0-23.4 კვირა STS-ის სხვა ჯგუფებში, თუმცა ადიპოციტური STS-ის მქონე უფრო მცირე რაოდენობის სუბიექტი (n=19 vs n=37-41 სხვა ჯგუფებში) შეისწავლეს.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
პაზოპანიბის ფარმაკოკინეტიკა შეფასდა 408 პაციენტში. მოხსენებული ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები, როგორიცაა აბსოლუტური ბიოშეღწევადობა და კლირენსი, მიღებული იქნა მხოლოდ სამი პაციენტისგან.
აბსორბცია
პაზოპანიბი შეიწოვება პერორალურად, აბსოლუტური პერორალური ბიოშეღწევადობით 13.5-38.9%, ხოლო პიკური კონცენტრაციის მიღწევის საშუალო დრო დოზის მიღებიდან 2.0-დან 4.0 საათამდეა. ყოველდღიური დოზირება იწვევს AUC-ის 1.23-დან 4-ჯერ ზრდას. 800 მგ-ზე მეტი დოზის მიღებისას AUC-ის და Cmax-ის თანმიმდევრული ზრდა არ დაფიქსირებულა.
პაზოპანიბის სისტემური ექსპოზიცია იზრდება საკვებთან ერთად მიღებისას. პაზოპანიბის მიღება ცხიმიან ან დაბალცხიმიან საკვებთან ერთად იწვევს AUC-ის და Cmax-ის დაახლოებით 2-ჯერ ზრდას. შესაბამისად, პაზოპანიბი მიიღება ჭამამდე სულ მცირე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ (იხილეთ პარაგრაფი 4.2 პრეპარატის დოზა და მიღების წესი).
400 მგ პაზოპანიბის დაქუცმაცებული ტაბლეტის ერთჯერადმა მიღებისას AUC(0-72) 46%-ით და Cmax დაახლოებით 2-ჯერ გაიზარდა და tmax დაახლოებით 1.5 საათით შემცირდა მთლიანი ტაბლეტის მიღებასთან შედარებით. ეს შედეგები მიუთითებს, რომ დაქუცმაცებული ტაბლეტის მიღების შემდეგ, პაზოპანიბის ბიოშეღწევადობა და პერორალური შეწოვის სიჩქარე იზრდება მთლიანი ტაბლეტის მიღებასთან შედარებით. შესაბამისად, ექსპოზიციის გაზრდის პოტენციალის გამო, ტაბლეტები არ უნდა დაქუცმაცდეს (იხილეთ პარაგრაფი 4.2 პრეპარატის დოზა და მიღების წესი).
განაწილება
პაზოპანიბის ადამიანის პლაზმის ცილებთან შეკავშირება ინ ვივო იყო 99%-ზე მეტი, კონცენტრაციაზე დამოკიდებულების გარეშე 10-100 მკგ/მლ დიაპაზონში. 5 მგ ინტრავენური შეყვანის შემდეგ, პაზოპანიბის განაწილების მოცულობა იყო 9.2 – 13.1 ლ (ორგანიზმში საერთო წყლის < 40%-ზე). ინ ვიტრო კვლევების მიხედვით პაზოპანიბი წარმოადგენს P-გლიკოპროტეინის (Pgp) და ძუძუს კიბოსადმი რეზისტენტული ცილის (BCRP) სუბსტრატს.
მეტაბოლიზმი
ინ ვიტრო კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ პაზოპანიბის მეტაბოლიზმი ძირითადად CYP3A4-ით ხორციელდება, მცირე წვლილი შეაქვს CYP1A2-სა და CYP2C8-ს.
ექსკრეცია
პაზოპანიბი ნელა გამოიყოფა, საშუალოდ ნახევარგამოყოფის პერიოდით 30.9 საათი 800 მგ რეკომენდებული დოზის მიღებიდან. გამოყოფა ძირითადად ხდება განავლით, ხოლო თირკმლის მეშვეობით გამოყოფა შეადგენს მიღებული დოზის < 4%-ს. პაზოპანიბის პლაზმური კლირენსი 5 მგ ინტრავენური დოზის შემდეგ მერყეობდა 0.206-დან 0.347 ლ/სთ-მდე (ღვიძლის სისხლის ნაკადის დაახლოებით 0.5% და გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის 5%).
სპეციალური პოპულაცია
თირკმლის დისფუნქცია
პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის დროს, რომელშიც მონაწილეობდა სხვადასხვა სიმსივნით დაავადებული 408 პაციენტი, კრეატინინის კლირენსი (30-150 მლ/წთ) გავლენას არ ახდენდა პაზოპანიბის კლირენსზე. თირკმლის ფუნქციის დარღვევა, სავარაუდოდ, გავლენას არ მოახდენს პაზოპანიბის ექსპოზიციაზე და დოზის კორექცია საჭირო არ არის იმ პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსი ≥ 30 მლ/წთ-ია.
ღვიძლის დისფუნქცია
პაზოპანიბის საშუალო Cmax და AUC(0-24) მნიშვნელობები წონასწორობის მდგომარეობაში პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი უკმარისობით (განისაზღვრება, როგორც ნორმალური ბილირუბინი და ალანინ ტრანსამინაზას [ALT] ან ბილირუბინის ≥1.5-ჯერ მატება ნორმის ზედა ზღვარზე [x ULN] ALT-ის მიუხედავად) 800 მგ ერთჯერადი დღიური დოზის შემდეგ (30.9 მკგ/მლ, დიაპაზონი 12.5-47.3 და 841.8 მკგ სთ/მლ, დიაპაზონი 600.4-1078) მსგავსი იყო ღვიძლის უკმარისობის არმქონე პაციენტებში საშუალო მნიშვნელობებისა (49.4 მკგ/მლ, დიაპაზონი 17.1-85.7 და 888.2 მკგ სთ/მლ, დიაპაზონი 345.5-1482) (იხილეთ ნაწილი 4.2 დოზა და მიღების წესი).
ღვიძლის ზომიერი დისფუნქციის მქონე პაციენტებში პაზოპანიბის მაქსიმალური ასატანი დოზა (MTD) იყო 200 მგ დღეში ერთხელ (განისაზღვრება, როგორც ბილირუბინი >1.5x-დან 3x-მდე, ULN ALT-ის მნიშვნელობების მიუხედავად) 200 მგ დღეში ერთხელ. ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში 200 მგ პაზოპანიბის დღეში ერთხელ მიღების შემდეგ Cmax-ის (22.4 მკგ/მლ, დიაპაზონი 6.4-32.9) და AUC (0-24) (350.0 მკგ.სთ/მლ, დიაპაზონი 131.8 - 487.7) საშუალო სტაბილური მნიშვნელობები შეადგენდა დაახლოებით 45% და 39%, შესაბამისად, 800 მგ დღეში ერთხელ მიღების შემდეგ შესაბამისი საშუალო მნიშვნელობებისა ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში (იხილეთ პარაგრაფი 4.2 პრეპარატის დოზა და მიღების წესი).
ღვიძლის მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში (საერთო ბილირუბინი > 3x ULN, ALT-ის ნებისმიერი დონის მიუხედავად) არასაკმარისი მონაცემებია; შესაბამისად, პაზოპანიბის გამოყენება ამ პაციენტებში რეკომენდებული არ არის.
პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
გენოტოქსიურობა
პაზოპანიბი გენოტოქსიკურობის ანალიზებში (ეიმსის ანალიზი, ადამიანის პერიფერიული ლიმფოციტების ქრომოსომული აბერაციის ანალიზი და ვირთხის მიკრობირთვული ანალიზი) გენოტოქსიკურობაზე უარყოფითი იყო. პაზოპანიბის წარმოებაში გამოყენებული სინთეზური შუალედური პროდუქტი, რომელიც ასევე წარმოდგენილია საბოლოო სამკურნალო ნივთიერებაში, არ იყო მუტაგენური ეიმსის ანალიზში, მაგრამ იყო გენოტოქსიკური თაგვის ლიმფომის L5178Y TK +/- და მიკრობირთვული ანალიზებში და კონტროლდება 0.1 მგ დღიური მიღების ქვემოთ.
კანცეროგენულობა
პაზოპანიბის ორწლიან კანცეროგენურობის კვლევებში, თაგვებში აღინიშნა ღვიძლის ადენომების და ვირთხებში თორმეტგოჯა ნაწლავის ადენოკარცინომების რაოდენობის ზრდა. მღრღნელების სპეციფიკური პათოგენეზისა და ამ მონაცემების მექანიზმის საფუძველზე, ისინი არ ითვლება პაზოპანიბის მიმღები პაციენტებისთვის გაზრდილ კანცეროგენულ რისკად.
ფარმაცევტული მახასიათებლები
დამხმარე ნივთიერებების სია
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ასევე შეიცავს შემდეგ არააქტიურ ინგრედიენტებს: მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), სილიციფიცირებული მიკროკრისტალური ცელულოზა, მაკროგოლის პოლი(ვინილის სპირტი) გრაფტის პოლიმერი და პოლისორბატი 80.
შეუთავსებლობა
არ მიესადაგება
ვარგისიანობის ვადა
ავსტრალიაში, ვარგისიანობის ვადის შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია თერაპიული საქონლის ავსტრალიის რეესტრის (ARTG) საჯაროდ ხელმისაწვდომ შემაჯამებელ ანგარიშში. ვარგისიანობის ვადა შეფუთვაზეა მითითებული.
პრეპარატის შენახვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
პაზოპანიბ DR.REDDY’S-ის ტაბლეტები შეინახეთ 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.
კონტეინერის ბუნება და შემადგენლობა
200 მგ პაზოპანიბ DR. REDDY’S-ის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
მოწოდებულია მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) ბოთლებში, ბავშვებისგან დამცავი პოლიპროპილენის თავსახურით, რომლებიც შეიცავს 30 ან *90 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.
- ყველა დოზორება და შეფუთვის ზომა შეიძლება არ იყოს გავრცელებული.
400 მგ პაზოპანიბ DR. REDDY’S-ის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
მოწოდებულია მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) ბოთლებში, ბავშვებისგან დამცავი პოლიპროპილენის თავსახურით, რომლებიც შეიცავს 30 ან 60 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.
პრეპარატის განადგურების განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
ავსტრალიაში, ნებისმიერი გამოუყენებელი მედიკამენტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
ფიზიკურ-ქიმიური თვისებები
ქიმიური სტრუქტურა
118491079771
მოლეკულური ფორმულა: C21H23N7O2S•HCl მოლეკულური წონა: 473.99
პაზოპანიბი მოწოდებულია ჰიდროქლორიდის მარილის სახით, ქიმიური სახელწოდებით 5-[[4-[(2,3-დიმეთილ-2H-ინდაზოლ-6-ილ)მეთილამინო]-2-პირიმიდინილ]ამინო]-2-მეთილბენზოლსულფონამიდის მონოჰიდროქლორიდი.
პაზოპანიბის ჰიდროქლორიდი თეთრიდან ოდნავ მოყვითალო შეფერილობის მყარი ნივთიერებაა. ის ძალიან სუსტად ხსნადია pH 1-ზე და პრაქტიკულად უხსნადია pH 4-ზე წყალში. პაზოპანიბის თავისუფალი ფუძის ორი ძირითადი იონიზაციის მუდმივა (pKa) დადგინდა რომ არის 6.4 და 2.1, ხოლო ერთი სუსტად მჟავე pKa 10.2-ის ტოლი. თავისუფალი ფუძის ოქტანოლსა და წყალს შორის განაწილების კოეფიციენტია 4470 (cLogP = 3.65). პაზოპანიბის ჰიდროქლორიდის 0.04%-იანი ხსნარის pH წყალში დაახლოებით 2.2-ია.
CAS ნომერი
635702-64-6
სამკურნალო პრეპარატების განრიგი (მოწამვლის სტანდარტი)
დანართი 4 – მხოლოდ რეცეპტით გასაცემი სამკურნალო პრეპარატები
სპონსორი
Dr Reddy’s Laboratories (Australia) Pty Ltd Level 3, 390 St Kilda Road
მელბურნი, VIC, 3004
უფასო ნომერი: 1800 733 397
პირველი ნებართვის თარიღი
TBA
რევიზიის თარიღი
ცვლილებების შემაჯამებელი ცხრილი
შეცვლილი პარაგრაფი ახალი ინფორმაციის შეჯამება
ხელმოწერილია ციფრულად
ინტეტი სუმიტი
კომპანიის ბეჭედი: Dr Reddy’s Laboratories
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


