პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური გინეკოლოგიური საშუალებები

ოქტენისეპტი

octenisept®

ურეცეპტოდ50მლინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

ოქტენისეპტი ვაგინალური ხსნარი ანტისეპტიკური საშუალებაა და გამოიყენება ვაგინალური ინფექციების სამკურნალოდ. ის გამოიყენება ვაგინალური ქავილის, წვის და გამონადენის სიმპტომების შესამსუბუქებლად, რომლებიც გამოწვეულია ბაქტერიული ან სოკოვანი (კანდიდოზი) ინფექციით.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
50მლ ვაგინალური ხსნარი ბოთლი №1 ვაგინალურ აპლიკატორთან ერთად შეფუთვაში
მწარმოებელი
Schülke & Mayr GmbH, გერმანია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური გინეკოლოგიური საშუალებები, ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური სხვა საშუალებები
ATC კოდი
G01AX66
რეგისტრაციის ნომერი
რ-044404
რეგისტრირებულია
27 ნოემბერი 2025, მოქმედებს 27 ნოემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
ურთიერთქმედების შემოწმებაოქტენისეპტი და სხვა წამალი ერთად

ოქტენისეპტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ოქტენისეპტი ვაგინალური ხსნარი ანტისეპტიკური საშუალებაა და გამოიყენება ვაგინალური ინფექციების სამკურნალოდ. ის გამოიყენება ვაგინალური ქავილის, წვის და გამონადენის სიმპტომების შესამსუბუქებლად, რომლებიც გამოწვეულია ბაქტერიული ან სოკოვანი (კანდიდოზი) ინფექციით.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის, ფარმაცევტის, ან ექთნის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ოქტენისეპტი ვაგინალური ხსნარი მკურნალობის პირველ დღეს გამოიყენება დილით და საღამოს, შემდეგ კი _ დღეში ერთხელ. მკურნალობის კურსი გრძელდება შვიდი დღე.

პირველ გამოყენებამდე საჭიროა დამცავი თავის და სპრეის თავსახურის მოხსნა და შენახვა უსაფრთხო ადგილას, შემდეგ ვაგინალური აპლიკატორის ამოღება შეფუთვიდან და მისი მორგება ბოთლზე, რომელიც შეიცავს პრეპარატს.

პირველად გამოყენებისას საჭიროა სპრეის დგუშზე რვაჯერ ხელის დაჭერა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სწორი დოზირება. თითოეული შემდეგი გამოყენებისას უბრალოდ უნდა დამაგრდეს აპლიკატორი და უნდა მოხდეს სპრეის თავზე დაჭერა, სანამ არ გამოვა მცირე რაოდენობით პროდუქტი.

ტუალეტში ჯდომის დროს გამოყენებისას აპლიკატორი ღრმად უნდა მოთავსდეს საშოში, უნდა მოხდეს სპრეის დგუშზე დაჭერა ათჯერ ზედიზედ. გამოყენების შემდეგ საჭიროა მცირე რაოდენობით პრეპარატის გასხურება, მაგ.: ნიჟარაში, ისე, რომ აპლიკატორის თავი მიმართული იყოს ქვემოთ. შემდეგ ის უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლით და გამშრალდეს სუფთა ქსოვილით.

ხელახალი ინფექციის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია ერთდროულად პარტნიორის მკურნალობა. მამაკაცი პარტნიორის სამკურნალოდ პროდუქტის შესხურება უნდა მოხდეს მამაკაცის გენიტალიებზე ვაგინალური აპლიკატორის გარეშე, მის ნაცვლად უნდა დაეხუროს სპრეის თავსახური, და გენიტალიები სრულად უნდა დასველდეს.

თუ სიმპტომები ნარჩუნდება ან ინფექცია ხელახლა ვითარდება. საჭიროა გინეკოლოგთან მიმართვა.

ოქტენისეპტი ვაგინალური ხსნარის დოზის გადაჭარბებისას

დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ გამოვლენილა. თუმცა, დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი.

ოქტენისეპტი ვაგინალური ხსნარის დოზის გამოტოვებისას

დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ უნდა მოხდეს პრეპარატის დიდი რაოდენობით გამოყენება და უნდა გაგრძელდეს რეკომენდებული მკურნალობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

სიფრთხილის ზომები

ოქტენისეპტი ვაგინალური ხსნარი არ გამოიყენება, თუ პაციენტი ალერგიულია ოქტენიდინის დიჰიდროქლორიდის, ფენოქსიეთანოლის ან მე-6 პარაგრაფში ჩამოთვლილი პრეპარატის შემადგენლობაში არსებული რომელიმე სხვა ნივთიერების მიმართ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ოქტენისეპტი ვაგინალური ხსნარის გამოყენებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

პაციენტმა თავიდან უნდა აიცილოს პრეპარატის დიდი რაოდენობის გადაყლაპვა, ან მისი მოხვედრა სისხლში, მაგ. შემთხვევითი ინექციის სახით.

პაციენტმა თავიდან უნდა აიცილოს ოქტენისეპტი ვაგინალური ხსნარის თვალში მოხვედრა. თვალთან კონტაქტის შემთხვევაში საჭიროა დიდი რაოდენობა წყლით გამორეცხვა.

ბავშვები

8 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების სათანადო გამოცდილება არ არსებობს.

ოქტენისეპტი ვაგინალური ხსნარის სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, ბოლო პერიოდში იღებდა, ან შესაძლოა მიიღოს სხვა პრეპარატი,

სამკურნალო პროდუქტი არ უნდა იქნეს გამოყენებული პოვიდონ-იოდის ბაზაზე დამზადებულ ანტისეპტიკურ (დეზინფექციურ) საშუალებებთან ერთად ვაგინალური ინფექციების სამკურნალოდ, რადგან შეიძლება მოსაზღვრე ადგილებში მოხდეს ფერის ძლიერი ცვლილება - ყავისფრიდან იისფერამდე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენების ამჟამად არსებული გამოცდილება არ აჩვენებს საზიანო ეფექტებს.

ლაქტაციის პერიოდში ცხოველებში გამოყენების შესახებ მონაცემები ან კლინიკური მონაცემები საკმარისი არ არის. რადგანაც ოქტენიდინის დიჰიდროქლორიდი შეიწოვება ძალიან მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ შეიწოვება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის არ გადადის რძეში. ფენოქსიეთანოლი სწრაფად და თითქმის სრულად შეიწოვება და თითქმის სრულად გამოიყენება თირკმლების მიერ, როგორც ჟანგვის პროდუქტი. შესაბამისად, რძეში დაგროვება ნაკლებად სავარაუდოა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ეფექტები არ არის ცნობილი.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს დროებითი წვის სუბიექტური სიმპტომი. ძალიან იშვიათ შემთხვევებში ალერგიული კონტაქტური რეაქციები, მაგ. სიწითლე, ვლინდება პრეპარატის გამოყენების ადგილას.

გვერდითი მოვლენების შეფასება ხდება ქვემოთ მოცემული სიხშირეების საფუძველზე:

ძალიან ხშირი

10 ნამკურნალები პირიდან 1-ზე მეტი

ხშირი

100 ნამკურნალები პირიდან 1-დან 10-მდე

არახშირი

  • 000 ნამკურნალები პირიდან 1-დან 10-მდე

იშვიათი

  • 000 ნამკურნალები პირიდან 1-დან 10-მდე

ძალიან იშვიათი

  • 000 ნამკურნალები პირიდან 1-ზე ნაკლები

სიხშირე უცნობია

სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ ქვემოთ მოცემულ მისამართზე. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

წამლებისა და სამკურნალო პროდუქტების ფედერალური ინსტიტუტი

ფარმაკოზედამხედველობის დეპარტამენტი

კურტ-გეორგ-კიზინგერ ალეე 3

D-53175 ბონი

ვებგვერდი: http://www.bfarm.de

შემადგენლობა

დამცავი თავსახური (ა) სპრეის თავი (ბ) აპლიკატორი (გ)

გამოყენების ინსტრუქცია

ოქტენისეპტი ვაგინალური ხსნარის პირველად გამოყენებამდე უნდა მოიხსნას დამცავი თავსახური (ა) და სპრეის თავი (ბ), ამოღებულ უნდა იქნეს აპლიკატორი (გ) და დამაგრდეს ბოთლზე.

აპლიკატორის საშოში მოთავსებამდე სპრეის თავს უნდა დაეჭიროა 8-ჯერ, რათა მიღებულ იქნეს საჭირო დოზა. ყოველი შემდგომი გამოყენებისას უბრალოდ უნდა დამაგრდეს აპლიკატორი და უნდა დაეჭიროს სპრეის თავს, სანამ არ გამოვა პროდუქტი.

რეკომენდებულია, რომ აპლიკატორი ღრმად უნდა მოთავსდეს საშოში, ტუალეტში ჯდომის დროს.

სპრეის აქტივაცია უნდა მოხდეს დგუშზე ათჯერ ზედიზედ დაჭერით, რათა პროდუქტი თანაბრად განაწილდეს ღრმად საშოში.

გამოყენების შემდეგ საჭიროა მცირე რაოდენობით პრეპარატის გასხურება, მაგ.: ნიჟარაში, ისე, რომ აპლიკატორის თავი მიმართული იყოს ქვემოთ.

შემდეგ აპლიკატორი უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლით და გამშრალდეს სუფთა ქსოვილით.

მნიშვნელოვანია:

აპლიკატორი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი სამკურნალო ციკლის განმავლობაში. ვაგინალური თერაპიის დასრულების შემდეგ, ის უნდა იქნეს გადაგდებული საყოფაცხვორებო ნაგავში. აპლიკატორი არ გამოიყენება 8 წლამდე ასაკის ბავშვებში. აპლიკატორი გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ოქტენისეპტის ინტრავაგინალური შეყვანისათვის და არ უნდა იქნეს გამოყენებული სხეულის სხვა ღრუებში (მაგ.: ცხვირი, ყური, ანუსი).

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. მკურნალობის დასრულების შემდეგ კონტეინერში დარჩენილი ხსნარი უნდა იქნეს გადაგდებული.

დაუშვებელია გაყინვა.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

ოქტენისეპტი ვაგინალური ხსნარი

ხსნარი ვაგინალური აპლიკატორით საშოში შესასხურებლად

0,1 მგ ოქტენიდინის დიჰიდროქლორიდი

2,0 გ ფენოქსიეთანოლი (Ph. Eur.)/100გ

საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

პაციენტმა პრეპარატი უნდა გამოიყენოს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით, ან ექიმის, ფარმაცევტის, ან ექთნის მითითებების შესაბამისად.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.

თუ 7 დღის შემდეგ პაციენტი თავს უკეთესად არ გრძნობს ან მდგომარეობა უარესდება, უნდა მიმართოს ექიმს.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ოქტენისეპტი ვაგინალური ხსნარი და მისი გამოყენება;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ოქტენისეპტი ვაგინალური ხსნარის გამოყენებამდე;

ოქტენისეპტი ვაგინალური ხსნარის გამოყენების წესი;

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

ოქტენისეპტი ვაგინალური ხსნარის შენახვის წესი;

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.

რას წარმოადგენს ოქტენისეპტი ვაგინალური ხსნარი და მისი გამოყენება

ოქტენისეპტი ვაგინალური ხსნარი ანტისეპტიკური საშუალებაა და გამოიყენება ვაგინალური ინფექციების სამკურნალოდ. ის გამოიყენება ვაგინალური ქავილის, წვის და გამონადენის სიმპტომების შესამსუბუქებლად, რომლებიც გამოწვეულია ბაქტერიული ან სოკოვანი (კანდიდოზი) ინფექციით.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ოქტენისეპტი ვაგინალური ხსნარის მიღებამდე

ოქტენისეპტი ვაგინალური ხსნარი არ გამოიყენება, თუ პაციენტი ალერგიულია ოქტენიდინის დიჰიდროქლორიდის, ფენოქსიეთანოლის ან მე-6 პარაგრაფში ჩამოთვლილი პრეპარატის შემადგენლობაში არსებული რომელიმე სხვა ნივთიერების მიმართ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ოქტენისეპტი ვაგინალური ხსნარის გამოყენებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

პაციენტმა თავიდან უნდა აიცილოს პრეპარატის დიდი რაოდენობის გადაყლაპვა, ან მისი მოხვედრა სისხლში, მაგ. შემთხვევითი ინექციის სახით.

პაციენტმა თავიდან უნდა აიცილოს ოქტენისეპტი ვაგინალური ხსნარის თვალში მოხვედრა. თვალთან კონტაქტის შემთხვევაში საჭიროა დიდი რაოდენობა წყლით გამორეცხვა.

ბავშვები

8 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების სათანადო გამოცდილება არ არსებობს.

ოქტენისეპტი ვაგინალური ხსნარის სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, ბოლო პერიოდში იღებდა, ან შესაძლოა მიიღოს სხვა პრეპარატი,

სამკურნალო პროდუქტი არ უნდა იქნეს გამოყენებული პოვიდონ-იოდის ბაზაზე დამზადებულ ანტისეპტიკურ (დეზინფექციურ) საშუალებებთან ერთად ვაგინალური ინფექციების სამკურნალოდ, რადგან შეიძლება მოსაზღვრე ადგილებში მოხდეს ფერის ძლიერი ცვლილება - ყავისფრიდან იისფერამდე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენების ამჟამად არსებული გამოცდილება არ აჩვენებს საზიანო ეფექტებს.

ლაქტაციის პერიოდში ცხოველებში გამოყენების შესახებ მონაცემები ან კლინიკური მონაცემები საკმარისი არ არის. რადგანაც ოქტენიდინის დიჰიდროქლორიდი შეიწოვება ძალიან მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ შეიწოვება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის არ გადადის რძეში. ფენოქსიეთანოლი სწრაფად და თითქმის სრულად შეიწოვება და თითქმის სრულად გამოიყენება თირკმლების მიერ, როგორც ჟანგვის პროდუქტი. შესაბამისად, რძეში დაგროვება ნაკლებად სავარაუდოა.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი

ეფექტები არ არის ცნობილი.

ოქტენისეპტი ვაგინალური ხსნარის გამოყენების წესი

მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის, ფარმაცევტის, ან ექთნის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ოქტენისეპტი ვაგინალური ხსნარი მკურნალობის პირველ დღეს გამოიყენება დილით და საღამოს, შემდეგ კი _ დღეში ერთხელ. მკურნალობის კურსი გრძელდება შვიდი დღე.

პირველ გამოყენებამდე საჭიროა დამცავი თავის და სპრეის თავსახურის მოხსნა და შენახვა უსაფრთხო ადგილას, შემდეგ ვაგინალური აპლიკატორის ამოღება შეფუთვიდან და მისი მორგება ბოთლზე, რომელიც შეიცავს პრეპარატს.

პირველად გამოყენებისას საჭიროა სპრეის დგუშზე რვაჯერ ხელის დაჭერა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სწორი დოზირება. თითოეული შემდეგი გამოყენებისას უბრალოდ უნდა დამაგრდეს აპლიკატორი და უნდა მოხდეს სპრეის თავზე დაჭერა, სანამ არ გამოვა მცირე რაოდენობით პროდუქტი.

ტუალეტში ჯდომის დროს გამოყენებისას აპლიკატორი ღრმად უნდა მოთავსდეს საშოში, უნდა მოხდეს სპრეის დგუშზე დაჭერა ათჯერ ზედიზედ. გამოყენების შემდეგ საჭიროა მცირე რაოდენობით პრეპარატის გასხურება, მაგ.: ნიჟარაში, ისე, რომ აპლიკატორის თავი მიმართული იყოს ქვემოთ. შემდეგ ის უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლით და გამშრალდეს სუფთა ქსოვილით.

ხელახალი ინფექციის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია ერთდროულად პარტნიორის მკურნალობა. მამაკაცი პარტნიორის სამკურნალოდ პროდუქტის შესხურება უნდა მოხდეს მამაკაცის გენიტალიებზე ვაგინალური აპლიკატორის გარეშე, მის ნაცვლად უნდა დაეხუროს სპრეის თავსახური, და გენიტალიები სრულად უნდა დასველდეს.

თუ სიმპტომები ნარჩუნდება ან ინფექცია ხელახლა ვითარდება. საჭიროა გინეკოლოგთან მიმართვა.

ოქტენისეპტი ვაგინალური ხსნარის დოზის გადაჭარბებისას

დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ გამოვლენილა. თუმცა, დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი.

ოქტენისეპტი ვაგინალური ხსნარის დოზის გამოტოვებისას

დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ უნდა მოხდეს პრეპარატის დიდი რაოდენობით გამოყენება და უნდა გაგრძელდეს რეკომენდებული მკურნალობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს დროებითი წვის სუბიექტური სიმპტომი. ძალიან იშვიათ შემთხვევებში ალერგიული კონტაქტური რეაქციები, მაგ. სიწითლე, ვლინდება პრეპარატის გამოყენების ადგილას.

გვერდითი მოვლენების შეფასება ხდება ქვემოთ მოცემული სიხშირეების საფუძველზე:

ძალიან ხშირი

10 ნამკურნალები პირიდან 1-ზე მეტი

ხშირი

100 ნამკურნალები პირიდან 1-დან 10-მდე

არახშირი

  • 000 ნამკურნალები პირიდან 1-დან 10-მდე

იშვიათი

  • 000 ნამკურნალები პირიდან 1-დან 10-მდე

ძალიან იშვიათი

  • 000 ნამკურნალები პირიდან 1-ზე ნაკლები

სიხშირე უცნობია

სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ ქვემოთ მოცემულ მისამართზე. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

წამლებისა და სამკურნალო პროდუქტების ფედერალური ინსტიტუტი

ფარმაკოზედამხედველობის დეპარტამენტი

კურტ-გეორგ-კიზინგერ ალეე 3

D-53175 ბონი

ვებგვერდი: http://www.bfarm.de

ოქტენისეპტი ვაგინალური ხსნარის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. მკურნალობის დასრულების შემდეგ კონტეინერში დარჩენილი ხსნარი უნდა იქნეს გადაგდებული.

დაუშვებელია გაყინვა.

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ოქტენისეპტი ვაგინალური ხსნარი

100 გ ხსნარში აქტიური ნივთიერებებია: ოქტენიდინის დიჰიდროქლორიდი (0,1 გ) და ფენოქსიეთანოლი (Ph. Eur.) (2,0 გ).

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: 2-[(3-ქოქოსის ცხიმოვანი მჟავის ამიდოპროპილი)დიმეთილაზანიუმილ]აცეტატი, ნატრიუმის-D-გლუკონატი, გლიცეროლი 85%, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გაწმენდილი წყალი.

ოქტენისეპტი ვაგინალური ხსნარის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა

ოქტენისეპტი ვაგინალური ხსნარი გამჭვირვალე, უფერო ხსნარია, რომელიც ხელმისაწვდომია 50 მლ სპრეის ბოთლის სახით და ვაგინალური აპლიკატორით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

Schűlke & Mayr GmbH

22840 Norderstedt

[email protected]

Tel.: +49 (40) 52100-666

შულკე და მაირ გმბჰ

22840 ნორდერშტედტი

[email protected]

ტელ.: +49 (40) 52100-666

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2023 წლის აპრილი

ოქტენისეპტი ვაგინალური ხსნარი

შეფუთვის შემცველობა

დამცავი თავსახური (ა) სპრეის თავი (ბ) აპლიკატორი (გ)

გამოყენების ინსტრუქცია

ოქტენისეპტი ვაგინალური ხსნარის პირველად გამოყენებამდე უნდა მოიხსნას დამცავი თავსახური (ა) და სპრეის თავი (ბ), ამოღებულ უნდა იქნეს აპლიკატორი (გ) და დამაგრდეს ბოთლზე.

აპლიკატორის საშოში მოთავსებამდე სპრეის თავს უნდა დაეჭიროა 8-ჯერ, რათა მიღებულ იქნეს საჭირო დოზა. ყოველი შემდგომი გამოყენებისას უბრალოდ უნდა დამაგრდეს აპლიკატორი და უნდა დაეჭიროს სპრეის თავს, სანამ არ გამოვა პროდუქტი.

რეკომენდებულია, რომ აპლიკატორი ღრმად უნდა მოთავსდეს საშოში, ტუალეტში ჯდომის დროს.

სპრეის აქტივაცია უნდა მოხდეს დგუშზე ათჯერ ზედიზედ დაჭერით, რათა პროდუქტი თანაბრად განაწილდეს ღრმად საშოში.

გამოყენების შემდეგ საჭიროა მცირე რაოდენობით პრეპარატის გასხურება, მაგ.: ნიჟარაში, ისე, რომ აპლიკატორის თავი მიმართული იყოს ქვემოთ.

შემდეგ აპლიკატორი უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლით და გამშრალდეს სუფთა ქსოვილით.

მნიშვნელოვანია:

აპლიკატორი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი სამკურნალო ციკლის განმავლობაში. ვაგინალური თერაპიის დასრულების შემდეგ, ის უნდა იქნეს გადაგდებული საყოფაცხვორებო ნაგავში. აპლიკატორი არ გამოიყენება 8 წლამდე ასაკის ბავშვებში. აპლიკატორი გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ოქტენისეპტის ინტრავაგინალური შეყვანისათვის და არ უნდა იქნეს გამოყენებული სხეულის სხვა ღრუებში (მაგ.: ცხვირი, ყური, ანუსი).

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა