ოქტენისეპტი
octenisept®
ოქტენისეპტი® წარმოადგენს ანტისეპტიკურ საშუალებას ლორწოვანი გარსების და მიმდებარე კანის განმეორებითი, დროში შეზღუდული, ანტისეპტიკური დამუშავებისათვის დიაგნოსტიკური ან ქირურგიული პროცედურების წინ - საშოს ანოგენიტალურ არეში, ვულვის, სასქესო ასოს თავის არეში, ასევე შარდის ბუშტის კატეთერიზაციის წინ, პირის ღრუში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ფენოქსიეთანოლი (phenoxyethanol) + ოკტენიდინი (octenidine)
- ფორმა და შეფუთვა
- (0,1გ+2,0გ)/100გ 1000მლ ჭრილობის და ლორწოვანი გარსის სადეზინფექციო ხსნარი ბოთლი №1 (პირველადი შეფუთვით)
- მწარმოებელი
- Schülke & Mayr GmbH, გერმანია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებები, მეოთხეული ამონიუმის ნაერთები
- ATC კოდი
- D08AJ57
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044021
- რეგისტრირებულია
- 19 სექტემბერი 2025, მოქმედებს 19 სექტემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ოქტენისეპტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ოქტენისეპტი® წარმოადგენს ანტისეპტიკურ საშუალებას ლორწოვანი გარსების და მიმდებარე კანის განმეორებითი, დროში შეზღუდული, ანტისეპტიკური დამუშავებისათვის დიაგნოსტიკური ან ქირურგიული პროცედურების წინ - საშოს ანოგენიტალურ არეში, ვულვის, სასქესო ასოს თავის არეში, ასევე შარდის ბუშტის კატეთერიზაციის წინ, პირის ღრუში.
ასევე გამოიყენება ფეხის თითებს შორის კანზე სოკოვანი დაავადებების დროებითი მკურნალობისათვის და ჭრილობის ანტისეპტიკური დამუშავებისათვის.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან მკურნალი ექიმის, ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ზედაპირული გამოყენებისათვის და მისი შეყვანა არ შეიძლება ღრმად ქსოვილებში, მაგალითად, შპრიცის საშუალებით.
დასამუშავებელი არე ფრთხილად უნდა გაიწმინდოს, მინიმუმ ორი ტამპონით, რომელიც დასველებულია პრეპარატით. ჭრილობა მთლიანად უნდა დასველდეს. შემდგომი ზომების მიღებამდე, მაგალითად ნახვევის დადებამდე, საჭიროა 1-2 წუთით მოცდა მინიმალური ზემოქმედებისათვის. შესაძლებელია პირის ღრუს გამოვლება, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ აუცილებელია მთლიანი პირის ღრუს დამუშავება. გამოყენებულ უნდა იქნას 20 მლ 20 წამის განმავლობაში.
ფეხის თითებს შორის სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ პრეპარატი უნდა შესხურდეს დაზიანებულ უბნებზე დილით და საღამოს. სასურველი ეფექტის მისაღწევად საჭიროა მოცემული მითითებების ზუსტად დაცვა.
რადგან ამჟამად არ არის გამოცდილება პრეპარატის უწყვეტად 14 დღეზე მეტი დროის განმავლობაში გამოყენების შესახებ, მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული 2 კვირაზე მეტ ხანს ექიმის მეთვალყურეობის გარეშე.
ოქტენისეპტის® დოზის გადაჭარბებისას
არ არის ინფორმაცია დოზის გადაჭარბების შესახებ. თუმცა, დოზის გადაჭარბება არ არის მოსალოდნელი ადგილობრივი გამოყენებისას.
ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
- ოქტენისეპტის® გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.
სიფრთხილის ზომები
ოქტენისეპტი® არ გამოიყენება
თუ პაციენტი ალერგიულია აქტიური ნივთიერებების ან მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში.
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული მუცლის ღრუს (მაგ.: ინტრაოპერაციულად), შარდის ბუშტის გამოსარეცხად ან დაფის აპკზე.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ოქტენისეპტის® გამოყენებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
არ უნდა მოხდეს პრეპარატის დიდი რაოდენობით გადაყლაპვა ან მისი სისხლის ნაკადში მოხვედრა, მაგალითად შემთხვევითი ინექციის შედეგად!
ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ახალშობილებში, განსაკუთრებით დღენაკლულ ჩვილებში. ოქტენისეპტმა® შეიძლება გამოიწვიოს კანის მძიმე დაზიანება. უნდა მოხდეს პრეპარატის ჭარბი რაოდენობის მოცილება და ხსნარი არ უნდა დარჩეს კანზე საჭიროზე მეტხანს (ეს მოიცავს იმ მასალას, რომლებიც პირდაპირ შეხებაშია პაციენტთან და გაჟღენთილია ხსნარით).
თავიდან უნდა იქნას აცილებული ოქტენისეპტის® თვალებში მოხვედრა. თვალებში შემთხვევით მოხვედრისას საჭიროა მისი ჩამობანა დიდი რაოდენობა გამდინარე წყლით.
ღრმა ჭრილობების გამორეცხვისას შპრიცის საშუალებით აღწერილ იქნა მდგრადი შეშუპება, ერითემა და ქსოვილების ნეკროზი, რომელიც ზოგჯერ საჭიროებდა ქირურგიულ ჩარევას (იხ. პარაგრაფი 4).
გაფრთხილება
ქსოვილების შესაძლო დაზიანების თავიდან ასაცილებლად არ შეიძლება პრეპარატის ღრმად ქსოვილებში შეყვანა შპრიცის საშუალებით. პრეპარატი ანკუთვნილია მხოლოდ ზედაპირული გამოყენებისათვის (ტამპონით დასატანად ან შესხურების სახით).
ოქტენისეპტის® სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ერთად გამოყენება
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უკანასკნელ პერიოდში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი მედიკამენტი.
არ უნდა იქნას გამოყენებული PVP-იოდის ბაზაზე დამზადებულ ანტისეპტიკურ (დეზინფექციურ) საშუალებებთან ერთად კანის მიმდებარე უბნებზე, რადგან შეიძლება მოსაზღვრე ადგილებში მოხდეს ფერის ძლიერი ცვლილება - ყავისფრიდან ისამნისფრამდე.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმე ქალებში არსებული გამოცდილება არ მიუთითებს რაიმე რისკზე.
არასაკმარისი ექსპერიმენტული და კლინიკური მონაცემებია ცხოველებში ლაქტაციის დროს გამოყენების შესახებ.
რადგან ოქტენიდინდიჰიდროქლოორიდი არ შეიწოვება ან ძალიან მცირე რაოდენობით შეიწოვება, არ არის მოსალოდნელი რომ მოხვდეს დედის რძეში.
ფენოქსიეთანოლი სწრაფად და ფაქტობრივად მთლიანად შეიწოვება და გამოიყოფა თირკმელებით თითქმის იგივე რაოდენობით დაჟანგული პროდუქტის სახით. ამიტომ დედის რძეში დაგროვება ნაკლებ სავარაუდოა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულ ქალებში არსებული გამოცდილება არ მიუთითებს რაიმე რისკზე.
არასაკმარისი ექსპერიმენტული და კლინიკური მონაცემებია ცხოველებში ლაქტაციის დროს გამოყენების შესახებ.
რადგან ოქტენიდინდიჰიდროქლოორიდი არ შეიწოვება ან ძალიან მცირე რაოდენობით შეიწოვება, არ არის მოსალოდნელი რომ მოხვდეს დედის რძეში.
ფენოქსიეთანოლი სწრაფად და ფაქტობრივად მთლიანად შეიწოვება და გამოიყოფა თირკმელებით თითქმის იგივე რაოდენობით დაჟანგული პროდუქტის სახით. ამიტომ დედის რძეში დაგროვება ნაკლებ სავარაუდოა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არის ცნობილი გავლენის შესახებ.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი
10 ნამკურნალები პირიდან 1-ზე მეტი
ხშირი
100 ნამკურნალები პირიდან 1-დან 10-მდე
არახშირი
- 000 ნამკურნალები პირიდან 1-დან 10-მდე
იშვიათი
- 000 ნამკურნალები პირიდან 1-დან 10-მდე
ძალიან იშვიათი
- 000 ნამკურნალები პირიდან 1-ზე ნაკლები
სიხშირე უცნობია
სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე
იშვიათი: წვა, სიწითლე, ქავილი და სითბოს შეგრძნება.
ძალიან იშვიათი: კონტაქტური ალერგიული რეაქცია, როგორიცაა დროებითი სიწითლე.
სიხშირე უცნობია: ღრმა ჭრილობების შპრიცით გამორეცხვის შემდეგ აღწერილ იქნა მდგრადი შეშუპება, ერითემა და ქსოვილების ნეკროზი, რაც ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროებდა ქირურგიულ ჩარევას (იხ. პარაგრაფი 2).
პირის ღრუს გამოვლების შემდეგ პრეპარატი დროებით იწვევს მწარე გემოს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
გვერდითი მოვლენების განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ ქვემოთ მოცემულ მისამართზე. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
წამლებისა და სამკურნალო პროდუქტების ფედერალური ინსტიტუტი
ფარმაკოზედამხედველობის დეპარტამენტი
კურტ-გეორგ-კისინგერ ალეე 3
D-53175 ბონი
ვებგვერდი: http://www.bfarm.de
შემადგენლობა
100 გ ოქტენისეპტი® ხსნარის აქტიური ნივთიერებებია ოქტენიდინდიჰიდროქლორიდი (0.1 გ) და ფენოქსიეთანოლი (Ph. Eur.) (2.0 გ).
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: 2-[(3-ქოქოსის ცხიმოვანი მჟავა ამიდოპროპილ)დიმეთილაზანიუმილ]აცეტატი, ნატრიუმ-D-გლუკონატი, გლიცეროლი 85%, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გაწმენდილი წყალი.
ოქტენისეპტის® გამოშვების ფორმა და შეფუთვა
ოქტებისეპტი® არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი და მოწოდებულია 250 მლ, 250 მლ (სპრეის სახით), 500 მლ და 1000 მლ შეფუთვებით.
ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
Schűlke & Mayr GmbH
22840 Norderstedt
Tel.: +49 40 52100-666
შულკე და მაირ გმბჰ
22840 ნორდერშტედტი
ტელ.: +49 40 52100
ინსტრუქციის უკანასკნელი შესწორების თარიღი: 2021 წლის დეკემბერი.
შეფუთვის წინა მხარე
შულკე +
ოქტენისეპტი
უფერო
ანტისეპტიკი
ჭრიოლბის სადეზინფექციო ხსნარი
შენახვის პირობები
მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გახსნის შემდეგ არ უნდა იქნას გამოყენებულ 3 წელზე მეტ ხანს, მაგრამ არა შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
დაუშვებელია გაყინვა.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
\გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
ოქტენისეპტი®
ხსნარი ლორწოვან გარსებზე და მიმდებარე კანზე დასატანად და შესასხურებლად
- 1 გ ოქტენიდინდიჰიდროქლორიდი
- 0 გ ფენოქსიეთანოლი (Ph.Eur.) /100 გ
საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღების წაკითხვა პრეპარატის გამოყენებამდე, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის, ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, იხ. პარაგრაფი 4.
თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ოქტენისეპტი® და მისი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ოქტენისეპტის® გამოყენებამდე;
ოქტენისეპტის® გამოყენების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
ოქტენისეპტის® შენახვის წესი;
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს ოქტენისეპტი® და მისი გამოყენება
ოქტენისეპტი® წარმოადგენს ანტისეპტიკურ საშუალებას ლორწოვანი გარსების და მიმდებარე კანის განმეორებითი, დროში შეზღუდული, ანტისეპტიკური დამუშავებისათვის დიაგნოსტიკური ან ქირურგიული პროცედურების წინ - საშოს ანოგენიტალურ არეში, ვულვის, სასქესო ასოს თავის არეში, ასევე შარდის ბუშტის კატეთერიზაციის წინ, პირის ღრუში.
ასევე გამოიყენება ფეხის თითებს შორის კანზე სოკოვანი დაავადებების დროებითი მკურნალობისათვის და ჭრილობის ანტისეპტიკური დამუშავებისათვის.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ოქტენისეპტის® გამოყენებამდე
ოქტენისეპტი® არ გამოიყენება
თუ პაციენტი ალერგიულია აქტიური ნივთიერებების ან მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში.
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული მუცლის ღრუს (მაგ.: ინტრაოპერაციულად), შარდის ბუშტის გამოსარეცხად ან დაფის აპკზე.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ოქტენისეპტის® გამოყენებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
არ უნდა მოხდეს პრეპარატის დიდი რაოდენობით გადაყლაპვა ან მისი სისხლის ნაკადში მოხვედრა, მაგალითად შემთხვევითი ინექციის შედეგად!
ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ახალშობილებში, განსაკუთრებით დღენაკლულ ჩვილებში. ოქტენისეპტმა® შეიძლება გამოიწვიოს კანის მძიმე დაზიანება. უნდა მოხდეს პრეპარატის ჭარბი რაოდენობის მოცილება და ხსნარი არ უნდა დარჩეს კანზე საჭიროზე მეტხანს (ეს მოიცავს იმ მასალას, რომლებიც პირდაპირ შეხებაშია პაციენტთან და გაჟღენთილია ხსნარით).
თავიდან უნდა იქნას აცილებული ოქტენისეპტის® თვალებში მოხვედრა. თვალებში შემთხვევით მოხვედრისას საჭიროა მისი ჩამობანა დიდი რაოდენობა გამდინარე წყლით.
ღრმა ჭრილობების გამორეცხვისას შპრიცის საშუალებით აღწერილ იქნა მდგრადი შეშუპება, ერითემა და ქსოვილების ნეკროზი, რომელიც ზოგჯერ საჭიროებდა ქირურგიულ ჩარევას (იხ. პარაგრაფი 4).
გაფრთხილება
ქსოვილების შესაძლო დაზიანების თავიდან ასაცილებლად არ შეიძლება პრეპარატის ღრმად ქსოვილებში შეყვანა შპრიცის საშუალებით. პრეპარატი ანკუთვნილია მხოლოდ ზედაპირული გამოყენებისათვის (ტამპონით დასატანად ან შესხურების სახით).
ოქტენისეპტის® სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ერთად გამოყენება
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უკანასკნელ პერიოდში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი მედიკამენტი.
არ უნდა იქნას გამოყენებული PVP-იოდის ბაზაზე დამზადებულ ანტისეპტიკურ (დეზინფექციურ) საშუალებებთან ერთად კანის მიმდებარე უბნებზე, რადგან შეიძლება მოსაზღვრე ადგილებში მოხდეს ფერის ძლიერი ცვლილება - ყავისფრიდან ისამნისფრამდე.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმე ქალებში არსებული გამოცდილება არ მიუთითებს რაიმე რისკზე.
არასაკმარისი ექსპერიმენტული და კლინიკური მონაცემებია ცხოველებში ლაქტაციის დროს გამოყენების შესახებ.
რადგან ოქტენიდინდიჰიდროქლოორიდი არ შეიწოვება ან ძალიან მცირე რაოდენობით შეიწოვება, არ არის მოსალოდნელი რომ მოხვდეს დედის რძეში.
ფენოქსიეთანოლი სწრაფად და ფაქტობრივად მთლიანად შეიწოვება და გამოიყოფა თირკმელებით თითქმის იგივე რაოდენობით დაჟანგული პროდუქტის სახით. ამიტომ დედის რძეში დაგროვება ნაკლებ სავარაუდოა.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
არ არის ცნობილი გავლენის შესახებ.
- ოქტენისეპტის® გამოყენების წესი
პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან მკურნალი ექიმის, ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ზედაპირული გამოყენებისათვის და მისი შეყვანა არ შეიძლება ღრმად ქსოვილებში, მაგალითად, შპრიცის საშუალებით.
დასამუშავებელი არე ფრთხილად უნდა გაიწმინდოს, მინიმუმ ორი ტამპონით, რომელიც დასველებულია პრეპარატით. ჭრილობა მთლიანად უნდა დასველდეს. შემდგომი ზომების მიღებამდე, მაგალითად ნახვევის დადებამდე, საჭიროა 1-2 წუთით მოცდა მინიმალური ზემოქმედებისათვის. შესაძლებელია პირის ღრუს გამოვლება, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ აუცილებელია მთლიანი პირის ღრუს დამუშავება. გამოყენებულ უნდა იქნას 20 მლ 20 წამის განმავლობაში.
ფეხის თითებს შორის სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ პრეპარატი უნდა შესხურდეს დაზიანებულ უბნებზე დილით და საღამოს. სასურველი ეფექტის მისაღწევად საჭიროა მოცემული მითითებების ზუსტად დაცვა.
რადგან ამჟამად არ არის გამოცდილება პრეპარატის უწყვეტად 14 დღეზე მეტი დროის განმავლობაში გამოყენების შესახებ, მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული 2 კვირაზე მეტ ხანს ექიმის მეთვალყურეობის გარეშე.
ოქტენისეპტის® დოზის გადაჭარბებისას
არ არის ინფორმაცია დოზის გადაჭარბების შესახებ. თუმცა, დოზის გადაჭარბება არ არის მოსალოდნელი ადგილობრივი გამოყენებისას.
ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
- ოქტენისეპტის® გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.
გვერდითი მოვლენების შეფასება ხდება ქვემოთ მოცემული სიხშირეების საფუძველზე:
ძალიან ხშირი
10 ნამკურნალები პირიდან 1-ზე მეტი
ხშირი
100 ნამკურნალები პირიდან 1-დან 10-მდე
არახშირი
- 000 ნამკურნალები პირიდან 1-დან 10-მდე
იშვიათი
- 000 ნამკურნალები პირიდან 1-დან 10-მდე
ძალიან იშვიათი
- 000 ნამკურნალები პირიდან 1-ზე ნაკლები
სიხშირე უცნობია
სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე
იშვიათი: წვა, სიწითლე, ქავილი და სითბოს შეგრძნება.
ძალიან იშვიათი: კონტაქტური ალერგიული რეაქცია, როგორიცაა დროებითი სიწითლე.
სიხშირე უცნობია: ღრმა ჭრილობების შპრიცით გამორეცხვის შემდეგ აღწერილ იქნა მდგრადი შეშუპება, ერითემა და ქსოვილების ნეკროზი, რაც ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროებდა ქირურგიულ ჩარევას (იხ. პარაგრაფი 2).
პირის ღრუს გამოვლების შემდეგ პრეპარატი დროებით იწვევს მწარე გემოს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
გვერდითი მოვლენების განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ ქვემოთ მოცემულ მისამართზე. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
წამლებისა და სამკურნალო პროდუქტების ფედერალური ინსტიტუტი
ფარმაკოზედამხედველობის დეპარტამენტი
კურტ-გეორგ-კისინგერ ალეე 3
D-53175 ბონი
ვებგვერდი: http://www.bfarm.de
- ოქტენისეპტის® შენახვის წესი
მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გახსნის შემდეგ არ უნდა იქნას გამოყენებულ 3 წელზე მეტ ხანს, მაგრამ არა შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
დაუშვებელია გაყინვა.
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ოქტენისეპტი®
100 გ ოქტენისეპტი® ხსნარის აქტიური ნივთიერებებია ოქტენიდინდიჰიდროქლორიდი (0.1 გ) და ფენოქსიეთანოლი (Ph. Eur.) (2.0 გ).
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: 2-[(3-ქოქოსის ცხიმოვანი მჟავა ამიდოპროპილ)დიმეთილაზანიუმილ]აცეტატი, ნატრიუმ-D-გლუკონატი, გლიცეროლი 85%, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გაწმენდილი წყალი.
ოქტენისეპტის® გამოშვების ფორმა და შეფუთვა
ოქტებისეპტი® არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი და მოწოდებულია 250 მლ, 250 მლ (სპრეის სახით), 500 მლ და 1000 მლ შეფუთვებით.
ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
Schűlke & Mayr GmbH
22840 Norderstedt
Tel.: +49 40 52100-666
შულკე და მაირ გმბჰ
22840 ნორდერშტედტი
ტელ.: +49 40 52100
ინსტრუქციის უკანასკნელი შესწორების თარიღი: 2021 წლის დეკემბერი.
შეფუთვის წინა მხარე
შულკე +
ოქტენისეპტი
უფერო
ანტისეპტიკი
ჭრიოლბის სადეზინფექციო ხსნარი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


