ოქსიტოცინი გრინდექსი
OXYTOCIN GRINDEKS
სამშობიარო მოქმედების აღძვრა და სტიმულირება, აბორტის გამოწვევა სამედიცინო ჩვენებების მიხედვით, საშვილოსნოს მშობიარობის შემდგომი ინვოლუციის დაჩქარება და მშობიარობის შემდგომი სისხლდენის შეწყვეტა, საკეისრო კვეთის დროს (მომყოლის ამოღების შემდეგ) საშვილოსნოს შეკუმშვის უნარის გასაძლიერებლად. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ოქსიტოცინი (oxytocin)
- ფორმა და შეფუთვა
- 5ს.ე./მლ 1მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10 (2X5)
- მწარმოებელი
- HBM Pharma s.r.o., სლოვაკეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის ჰორმონები და ანალოგები, ოქსიტოცინი და ანალოგები
- ATC კოდი
- H01BB02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-034903
- რეგისტრირებულია
- 8 აპრილი 2022, მოქმედებს 8 აპრილი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Grindeks JSC (ლატვია)
- განმცხადებელი
- სს გრინდეკსი-ს წარმომადგენლობა (ფილიალი) (საქართველო)
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ოქსიტოცინი გრინდექსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სამშობიარო მოქმედების აღძვრა და სტიმულირება, აბორტის გამოწვევა სამედიცინო ჩვენებების მიხედვით, საშვილოსნოს მშობიარობის შემდგომი ინვოლუციის დაჩქარება და მშობიარობის შემდგომი სისხლდენის შეწყვეტა, საკეისრო კვეთის დროს (მომყოლის ამოღების შემდეგ) საშვილოსნოს შეკუმშვის უნარის გასაძლიერებლად.
მიღების წესები და დოზები
პლაცენტის და ნაყოფის მდგომარეობის შეფასებისთვის, ასევე რისკის მქონე ორსულთათვის შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად ტარდება ოქსიტოცინზე ტესტი.
ინფუზიისთვის ოქსიტოცინი იხსნება 500 მლ სტერილურ 5%-იან გლუკოზის ხსნარში ან 0,9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში. სამშობიარო მოქმედების სტიმულირებისთვის რეკომენდებულია 10 სე ოქსიტოცინის გახსნა 500 მლ გამხსნელში (შეყვანის სიჩქარე 3 მლ/სთ ან 0,001 სე/წუთ), დიდი დოზის მისაღებად 30 სე ოქსიტოცინს ხსნიან 500 მლ გამხსნელში (შეყვანის სიჩქარე 1 მლ/სთ ან 0,001 სე/წუთ).
საშვილოსნოს ატონიის შემთხვევაში და სამშობიარო მოქმედების სტიმულირებისთვის ოქსიტოცინი ჩვეულებრივ შეჰყავთ ინტრავენურად წვეთოვანი ინფუზიის სახით ინფუზომატის გამოყენებით, შეყვანის ზუსტი სიჩქარის უზრუნველსაყოფად.
ინფუზიას იწყებენ 0,001–0,002 სე/წთ-ში სიჩქარით, შემდგომში სულ მცირე 30 წთ ინტერვალის დაცვით. ინფუზიის სიჩქარეს ზრდიან თანდათანობით მშობიარობის ენერგიული მოქმედების დაწყებამდე - 3–4 ძლიერი ტკივილი ყოველ 10 წთ-ში. დოზის ტიტრირებისთვის ხდება ნაყოფის გულისცემისა და საშვილოსნოს შეკუმშვათა სიხშირის კონტროლი (არ შეიძლება ოქსიტოცინის შეყვანა ბოლუსური ინექციის სახით). ნაყოფის ჰიპოქსიისა და საშვილოსნოს ჰიპერაქტივობისას სასწრაფოდ უნდა შეწყდეს ოქსიტოცინის ინფუზია. ითვლება, რომ შეყვანის სიჩქარე 0,006 სე/წთ უზრუნველყოფს პლაზმაში ოქსიტოცინის კონცენტრაციას, რომელიც შეესაბამება ბუნებრივი მშობიარობის დონეს. ჩვეულებრივ, შეყვანის აუცილებელი სიჩქარე შეადგენს 0,012 სე/წთ, მაგრამ ხშირად იყენებენ 0,02 სე/ წთ-მდე და მეტსაც. მაქსიმალური რეკომენდებული შეყვანის სიჩქარე შეადგენს –0,032 სე/წთ, მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 5 სე. მშობიარობის საჭირო აქტივობის მიღწევისას ინფუზიის სიჩქარეს თანდათანობით ამცირებენ. საკეისრო კვეთისას (მომყოლის ამოღების შემდეგ) მაშინვე ინტრავენურად ნელა შეჰყავთ 5სე სამკურნალო საშუალება. საშვილოსნოს ჰიპოტონური სისხლდენის პროფილაქტიკისათვის (მომყოლის ამოღების შემდეგ) ვენაში ნელა შეჰყავთ 5 სე ოქსიტოცინი, ხოლო სისხლდენის შეჩერებისათვის - 5-10 სე, უფრო რთულ შემთხვევებში შეჰყავთ 5-30 სე, ინფუზიის სახით სიჩქარით, რომელიც თავიდან აგვაცილებს საშვილოსნოს ატონიას. დიდი სიჩქარით ოქსიტოცინის ვენაში შეყვანა იწვევს არტერიული წნევის სწრაფ დაქვეითებას. პრეპარატის ხანგრძლივი მიღება სასურველი არ არის (იხ. მიღების თავისებურებანი). საშვილოსნოს ჰიპოტონური სისხლდენის მკურნალობისთვის შეყვანის ალტერნატიული გზა: 5-8 სე ოქსიტოცინი კუნთებში 2-3 ჯერ დღეში 3 დღე-ღამის განმავლობაში. სამედიცინო ჩვენებებით აბორტის გამოსაწვევად რეკომენდირებულია 5 სე ოქსიტოცინის შეყვანა ნელა ინტრავენურად, თუ საჭიროა, ინფუზიის სახით სიჩქარით - 0,02-0,04 სე/წთ და მეტიც.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ოქსიტოცინის ან ნებისმიერი მისი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
საშვილოსნოს ჰიპერტონული შეკუმშვა;
სამშობიარო გზებში მექანიკური ბარიერის არსებობა, რომელიც აძნელებს სამშობიარო მოქმედებას;
ნაყოფის ჰიპოქსია;
მენჯის და ნაყოფის ზომების შეუსაბამობა;
ნაყოფის გარდიგარდმო ან ირიბი მდებარეობა;
პლაცენტის წინამდებარეობა;
ჭიპლარის სისხლძარღვების წინამდებარეობა (vasa praevia);
პლაცენტის ნაადრევი აცლა;
ჭიპლარის გამოვარდნა;
საშვილოსნოს ჩახევის საშიშროება მრავალჯერადი ორსულობის შედეგად;
მრავალწყლიანობა;
მრავლობითი ორსულობები და ნაწიბურების არსებობა საშვილოსნოს კედელზე ოპერაციების შედეგად, მათ შორის საკეისროს შემდეგ;
პრეპარატი არ შეიძლება გამოვიყენოთ მძიმე პრეეკლამპსიური ტოქსიკოზის დროს და გულისა და სისხლძარღვების მძიმე დაავადებების დროს, ასევე საშვილოსნოს ინერტულობის დროს (ოქსიტოცინის მიმართ რეზისტენტობა).
თუ გაქვთ ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი დაავადება ან მდგომარეობა, შეატყობინეთ ექიმს ამის შესახებ პრეპარატის მიღებამდე.
სიფრთხილის ზომები
ოქსიტოცინი გამოიყენება მხოლოდ სამშობიარო სტაციონარებში ნაყოფის გულის– ცემის სიხშირის, სამშობიარო გზებში ნაყოფის გადაადგილების, საშვილოსნოს ყელის გახსნის, საშვილოსნოს შეკუმშვის (სიხშირე, ძალა და ხანგრძლივობა), არტერიული წნევის და მშობიარის საერთო მდგომარეობის მონიტორინგის უზრუნველყოფით, დოზის შერჩევით ინდივიდუალური რეაქციების შესაბამისად. ოქსიტოცინი შეჰყავთ ინტრავენურად მხოლოდ წვეთოვანი ინფუზიის სახით, ინფუზიის სიჩქარის ზუსტი დაცვით და რეგულარული შემოწმებით.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო:
თუ არსებობს ნაყოფის და მენჯის ზომების შეუსაბამობის რისკი (მნიშვნელოვანი რისკის შემთხვევაში უნდა მოვერიდოთ ოქსიტოცინის გამოყენებას);
საშვილოსნოს მეორადი ინერტულობისას;
ორსულობით გამოწვეული ზომიერი და საშუალო სიმძიმის არტერიული ჰიპერტენზიის და გულის დაავადებების დროს;
35 წელზე მეტი ასაკის ორსულებში;
თუ ანამნეზში აღინიშნება საკეისრო კვეთა საშვილოსნოს ქვედა სეგმენტში;
ნაყოფის საშვილოსნოსშიდა სიკვდილის შემთხვევაში ან თუ სანაყოფე წყლები შეიცავს მეკონიუმს (შესაძლოა განვითარდეს სანაყოფე წყლებით ემბოლია).
თუ აუცილებელია ოქსიტოცინის ხანგრძლივი მოხმარება, საჭიროა შევამციროთ ინფუზიური ხსნარის ოდენობა და გამოვიყენოთ ხსნარები, რომლებიც შეიცავენ ელექტროლიტებს, და არა გლუკოზას (წყლის ინტოქსიკაციის რისკი, იხ. განყოფილება გვერდითი მოვლენები). წყლის ინტოქსიკაციის და ჰიპონატრემიის შემთხვევაში უნდა მოვერიდოთ დიდი ოდენობით სითხის შეყვანას, ასევე პაციენტს უნდა შევუზღუდოთ სითხის მიღება.
ელექტროლიტური ბალანსის დარღვევაზე ეჭვის შემთხვევაში განსაზღვრავენ შრატში ელექტროლიტების შემცველობას.
ოქსიტოცინის ეფექტი ძლიერდება პროსტაგლანდინების ერთდროულად მიღებისას (აუცილებელია ძალიან გულმოდგინე კონტროლი), ასევე ეპიდურალური ანესთეზიის დროს (შესაძლოა გაძლიერდეს სიმპატომიმეტიკური ვაზოპრესორული საშუალებების ჰიპერტენზიული მოქმედება).
ST ინტერვალის დეპრესიის განვითარების და QT ინტერვალის ცვლილების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ოქსიტოცინის უფრო დაბალი დოზების გამოყენება (2-5 სე/წუთ) და მისი შეყვანის სიჩქარის შემცირება. განსაკუთრებული სიფრთხილით ოქსიტოცინი გამოიყენება ქალებში, რომელთაც აღენიშნებათ QT ინტერვალის ცვლილება.
ანაფილაქსია ქალებში ლატექსზე ალერგიით
არსებობს ინფორმაცია ოქსიტოცინის შეყვანის შემდეგ ანაფილაქსიის განვითარების შესახებ ქალებში, რომელთაც აქვთ ალერგია ლატექსზე. ოქსიტოცინსა და ლატექსს შორის სტრუქტურული ჰომოლოგიის გამო, ლატექსური ალერგია /გადაუტანლობა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი ანაფილაქსიის განვითარების, ოქსიტოცინის შეყვანის შემდეგ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მშობიარობის გამოსაწვევად ოქსიტოცინი გამოიყენება მხოლოდ მკაცრად დადგენილი სამედიცინო ჩვენებებით.
ძალიან მცირე რაოდენობით ოქსიტოცინი აღწევს დედის რძეში, გართულებები ადამიანებისთვის არ არის შემჩნეული.
სატრანპორტო საშუალებების მართვის უნარზე და მექანიზმების მომსახურებაზე ზეგავლენა.
არ გამოიყენება.
ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
საანესთეზიო საშუალებების ინჰალაციამ (ციკლოპროპანი, ჰალოტანი), შესაძლოა შეამციროს ოქსიტოცინის მოქმედება ასევე გაზარდოს ჰიპოტენზიური ეფექტი და არითმიის რისკი.
ოქსიტოცინი არ გამოიყენება 6 საათის განმავლობაში პროსტაგლანდინების ვაგინალური შეყვანის შემდეგ (პროსტაგლანდინები აძლიერებენ უტეროტონურ ეფექტს).
ოქსიტოცინის და სიმპატომიმეტიკური ვაზოკონსტრიქტორების ერთდროული გამოყენება ზრდის ვაზოპრესორულ მოქმედებას.
კაუდალური ანესთეზიის დროს ოქსიტოცინმა შეიძლება გააძლიეროს სიმპატომიმეტიკური ვაზოპრესორული საშუალებების ჰიპერტენზიული მოქმედება.
თუ ღებულობთ რაიმე სხვა სამკურნალო საშუალებებს, პრეპარატის გამოყენების წინ აცნობეთ ამის შესახებ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
საშვილოსნოს სპაზმები (მცირე დოზით მიღების დროსაც კი).
საშვილოსნოს მომატებულმა მგრძნობელობამ და ოქსიტოცინის დიდმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს ჰიპერტონუსი, ტეტანური შეკუმშვა, საშვილოსნოს ჰიპერაქტიულობა საშვილოსნოს და საშოს ქსოვილების ჩახევასთან ერთად; ნაყოფს შეიძლება განუვითარდეს ბრადიკარდია, არითმია, ასფიქსია და მწვავე ჰიპოქსია; შესაძლოა, როგორც დედის, ისე ნაყოფის ლეტალური შედეგი.
არაელექტროლიტების ხსნარის დიდი რაოდენობის ინფუზიამ შესაძლოა გამოიწვიოს წყლით ინტოქსიკაცია ფილტვების შეშუპეპით, კრუნჩხვებით, კომით, ჰიპონატრემიით და სასიკვდილო შედეგიც კი.
მძიმე არტერიული ჰიპერტენზია შეიძლება გახდეს ლეტალური შედეგის მიზეზი, სუბარაქნოიდალური სისხლდენის მიზეზი. ორსულობისა და მშობიარობის გართულების შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას სიცოცხლისთვის საშიში აფიბრინოგენემია და მშობიარობის შემდგომი სისხლისდენა. დიდი სიჩქარით ოქსიტოცინის ვენაში შეყვანას შეუძლია გამოიწვიოს მწვავე ხანმოკლე ჰიპოტენზია კანის გაწითლებით და რეფლექტორული ტაქიკარდიით.
5 სე/წუთი და მეტი დოზით ოქსიტოცინმა შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ხანმოკლე იშემია, ST ინტერვალის დეპრესია და QT ინტერვალის ცვლილება დედებში. ახალშობილებში შესაძლებელია სიყვითლე, სისხლჩაქცევა ბადურაში.
შემდგომში მოხსენებული გვერდითი მოვლენები დალაგებულია ორგანოების სისტემების კლასიფიკაციის მონაცემთა ბაზის და MedDRA სიხშირის შესაბამისად: ძალიან ხშირად (), ხშირად (), ნაკლებად (), იშვიათად (), ძალიან იშვიათად ( უცნობია (შეუძლებელია არსებული მონაცემებით დადგენა).
დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან
იშვიათად: ანაფილაქსიური რეაქციები (სუნთქვის გაძნელება, არტერიული ჰიპოტენზია ან შოკი).
დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან
ხშირად: თავის ტკივილი.
გულის ფუნქციის დარღვევები
ხშირად: ტაქიკარდია, ბრადიკარდია.
ნაკლებად: არითმია.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან
ხშირად: გულისრევა, ღებინება.
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრიდან
იშვიათად: გამონაყარი.
ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციების გაჩენის შემთხვევაში, ასევე გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, რომლებიც ინსტრუქციაში არაა ნახსენები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს პლაცენტის აშრევება, სანაყოფე წყლებით ემბოლია, საშვილოსნოს ჰიპერაქტიობა, ჰიპერტონული და ტეტანური შეკუმშვები.
შედეგად შეიძლება მოხდეს საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელის და საშოს ჩახევა, მშობიარობის შემდგომი მძიმე სისხლდენა, ნაყოფის გულის მუშაობის დარღვევა, ჰიპოქსია და სიკვდილიც კი. შესაძლებელია ეფექტები, დაკავშირებული პრეპარატის ანტიდიურეზულ მოქმედებასთან.
მკურნალობა
ანტიდოტი უცნობია. ჭარბი დოზირებისას საჭიროა დაუყონებლივ შეწყდეს პრეპარატის შეყვანა, აუცილებელია აღდგეს ნორმალური დიურეზი, შევიყვანოთ სიმპტომატური საშუალებები და ჰიპერტონული მარილიანი ხსნარები.
შენახვის პირობები
ინახება მაცივარში 2 დან 8 ტემპერატურაზე. არ გაყინოთ!
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
ვარგისიანობის ვადა
ვარგისიანობის ვადა - 4 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
შეფუთვა
5 ამპულა უჯრედულ შეფუთვაში. 2 უჯრედული შეფუთვა შეკვრაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰიპოფიზის უკანა წილის ჰორმონები. ოქსიტოცინი და მისი წარმოებულები.
ათქ კოდი: H01BB02
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ოქსიტოცინი წარმოადგენს სინთეზურ ჰორმონს, რომელიც მსგავსია ჰიპოფიზის უკანა წილის ბუნებრივი პეპტიდის.
პრეპარატი ასტიმულირებს საშვილოსნოს გლუვი მუსკულატურის და სარძევე ჯირკვლების მიოეპითელური უჯრედების შეკუმშვას.
ჰორმონის ზეგავლენით იზრდება მემბრანების შეღწევადობა კალიუმის იონებისთვის, მცირდება მათი პოტენციალი და იზრდება აგზნებადობა. მემბრანული პოტენციალის შემცირებით იზრდება შეკუმშვების სიხშირე, ინტენსივობა და ხანგრძლივობა.
ოქსიტოცინი ასტიმულირებს რძის სეკრეციას, აძლიერებს ჰიპოფიზის წინა წილის ლაქტოგენური ჰორმონის (პროლაქტინის) გამომუშავებას.
ოქსიტოცინს გააჩნია სუსტი ანტიდიურეზული ეფექტი და თერაპიულ დოზებში არსებითად არ მოქმედებს არტერიულ წნევაზე.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა და განაწილება
ინტრავენური შეყვანისას ოქსიტოცინი მაშინვე იწყებს მოქმედებს, საშვილოსნოს შეკუმშვის ინტენსივობა და სიხშირე იზრდება თანდათან 15-60 წუთის განმავლობაში და შემდეგ სტაბილიზირდება. ინტრავენური ინფუზიის შეწყვეტის შემდეგ პრეპარატის მოქმედება გრძელდება კიდევ 20 წუთი, შემდეგ საშვილოსნოს სამშობიარო აქტივობა თანდათანობით მცირდება.
საშვილოსნოს საწყისი მდგომარეობის აღდგენა ხდება დაახლოებით 40 წუთში.
კუნთში შეყვანისას ეფექტი ვლინდება 3-5 წუთში და შეიძლება გაგრძელდეს 2-3 საათი. საშვილოსნოს საწყისი მდგომარეობის აღდგენა ხდება დაახლოებით 30-60 წუთში.
მეტაბოლიზმი და ელიმინაცია
ოქსიტოცინის პლაზმიდან ელიმინაციის (T1/2) ნახევარპერიოდი შეადგენს რამდენიმე წუთს. ოქსიტოცინი არ უერთდება სისხლის პლაზმის ცილებს.
ოქსიტოცინის მეტაბოლიზმი ხდება ღვიძლში და თირკმელებში. პრეპარატი ორგანიზმიდან გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით და მცირე რაოდენობით შეუცვლელი სახით, ძირითადად შარდით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
ოქსიტოცინი გრინდექსი 5 სე/მლ საინექციო ხსნარი
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება
ოქსიტოცინი (Oxytocinum)
სამკურნალო ფორმა და შემადგენლობა
საინექციო ხსნარი.
1 მლ ხსნარი (1 ამპულა) შეიცავს:
აქტიური ნივთიერება - ოქსიტოცინი 5 სე;
დამხმარე ნივთიერებები: ქლორბუტანოლჰიდრატი 5 მგ, 1 მ ძმარმჟავას ხსნარი pH 3,5-4,5 –მდე, საინექციო წყალი 1 მლ-მდე.
აღწერა
უფერო გამჭვირვალე სითხე დამახასიათებელი სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ჰიპოფიზის უკანა წილის ჰორმონები. ოქსიტოცინი და მისი წარმოებულები.
ათქ კოდი: H01BB02
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ოქსიტოცინი წარმოადგენს სინთეზურ ჰორმონს, რომელიც მსგავსია ჰიპოფიზის უკანა წილის ბუნებრივი პეპტიდის.
პრეპარატი ასტიმულირებს საშვილოსნოს გლუვი მუსკულატურის და სარძევე ჯირკვლების მიოეპითელური უჯრედების შეკუმშვას.
ჰორმონის ზეგავლენით იზრდება მემბრანების შეღწევადობა კალიუმის იონებისთვის, მცირდება მათი პოტენციალი და იზრდება აგზნებადობა. მემბრანული პოტენციალის შემცირებით იზრდება შეკუმშვების სიხშირე, ინტენსივობა და ხანგრძლივობა.
ოქსიტოცინი ასტიმულირებს რძის სეკრეციას, აძლიერებს ჰიპოფიზის წინა წილის ლაქტოგენური ჰორმონის (პროლაქტინის) გამომუშავებას.
ოქსიტოცინს გააჩნია სუსტი ანტიდიურეზული ეფექტი და თერაპიულ დოზებში არსებითად არ მოქმედებს არტერიულ წნევაზე.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა და განაწილება
ინტრავენური შეყვანისას ოქსიტოცინი მაშინვე იწყებს მოქმედებს, საშვილოსნოს შეკუმშვის ინტენსივობა და სიხშირე იზრდება თანდათან 15-60 წუთის განმავლობაში და შემდეგ სტაბილიზირდება. ინტრავენური ინფუზიის შეწყვეტის შემდეგ პრეპარატის მოქმედება გრძელდება კიდევ 20 წუთი, შემდეგ საშვილოსნოს სამშობიარო აქტივობა თანდათანობით მცირდება.
საშვილოსნოს საწყისი მდგომარეობის აღდგენა ხდება დაახლოებით 40 წუთში.
კუნთში შეყვანისას ეფექტი ვლინდება 3-5 წუთში და შეიძლება გაგრძელდეს 2-3 საათი. საშვილოსნოს საწყისი მდგომარეობის აღდგენა ხდება დაახლოებით 30-60 წუთში.
მეტაბოლიზმი და ელიმინაცია
ოქსიტოცინის პლაზმიდან ელიმინაციის (T1/2) ნახევარპერიოდი შეადგენს რამდენიმე წუთს. ოქსიტოცინი არ უერთდება სისხლის პლაზმის ცილებს.
ოქსიტოცინის მეტაბოლიზმი ხდება ღვიძლში და თირკმელებში. პრეპარატი ორგანიზმიდან გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით და მცირე რაოდენობით შეუცვლელი სახით, ძირითადად შარდით.
გამოყენების ჩვენებები
სამშობიარო მოქმედების აღძვრა და სტიმულირება, აბორტის გამოწვევა სამედიცინო ჩვენებების მიხედვით, საშვილოსნოს მშობიარობის შემდგომი ინვოლუციის დაჩქარება და მშობიარობის შემდგომი სისხლდენის შეწყვეტა, საკეისრო კვეთის დროს (მომყოლის ამოღების შემდეგ) საშვილოსნოს შეკუმშვის უნარის გასაძლიერებლად.
მიღების წესები და დოზები
პლაცენტის და ნაყოფის მდგომარეობის შეფასებისთვის, ასევე რისკის მქონე ორსულთათვის შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად ტარდება ოქსიტოცინზე ტესტი.
ინფუზიისთვის ოქსიტოცინი იხსნება 500 მლ სტერილურ 5%-იან გლუკოზის ხსნარში ან 0,9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში. სამშობიარო მოქმედების სტიმულირებისთვის რეკომენდებულია 10 სე ოქსიტოცინის გახსნა 500 მლ გამხსნელში (შეყვანის სიჩქარე 3 მლ/სთ ან 0,001 სე/წუთ), დიდი დოზის მისაღებად 30 სე ოქსიტოცინს ხსნიან 500 მლ გამხსნელში (შეყვანის სიჩქარე 1 მლ/სთ ან 0,001 სე/წუთ).
საშვილოსნოს ატონიის შემთხვევაში და სამშობიარო მოქმედების სტიმულირებისთვის ოქსიტოცინი ჩვეულებრივ შეჰყავთ ინტრავენურად წვეთოვანი ინფუზიის სახით ინფუზომატის გამოყენებით, შეყვანის ზუსტი სიჩქარის უზრუნველსაყოფად.
ინფუზიას იწყებენ 0,001–0,002 სე/წთ-ში სიჩქარით, შემდგომში სულ მცირე 30 წთ ინტერვალის დაცვით. ინფუზიის სიჩქარეს ზრდიან თანდათანობით მშობიარობის ენერგიული მოქმედების დაწყებამდე - 3–4 ძლიერი ტკივილი ყოველ 10 წთ-ში. დოზის ტიტრირებისთვის ხდება ნაყოფის გულისცემისა და საშვილოსნოს შეკუმშვათა სიხშირის კონტროლი (არ შეიძლება ოქსიტოცინის შეყვანა ბოლუსური ინექციის სახით). ნაყოფის ჰიპოქსიისა და საშვილოსნოს ჰიპერაქტივობისას სასწრაფოდ უნდა შეწყდეს ოქსიტოცინის ინფუზია. ითვლება, რომ შეყვანის სიჩქარე 0,006 სე/წთ უზრუნველყოფს პლაზმაში ოქსიტოცინის კონცენტრაციას, რომელიც შეესაბამება ბუნებრივი მშობიარობის დონეს. ჩვეულებრივ, შეყვანის აუცილებელი სიჩქარე შეადგენს 0,012 სე/წთ, მაგრამ ხშირად იყენებენ 0,02 სე/ წთ-მდე და მეტსაც. მაქსიმალური რეკომენდებული შეყვანის სიჩქარე შეადგენს –0,032 სე/წთ, მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 5 სე. მშობიარობის საჭირო აქტივობის მიღწევისას ინფუზიის სიჩქარეს თანდათანობით ამცირებენ. საკეისრო კვეთისას (მომყოლის ამოღების შემდეგ) მაშინვე ინტრავენურად ნელა შეჰყავთ 5სე სამკურნალო საშუალება. საშვილოსნოს ჰიპოტონური სისხლდენის პროფილაქტიკისათვის (მომყოლის ამოღების შემდეგ) ვენაში ნელა შეჰყავთ 5 სე ოქსიტოცინი, ხოლო სისხლდენის შეჩერებისათვის - 5-10 სე, უფრო რთულ შემთხვევებში შეჰყავთ 5-30 სე, ინფუზიის სახით სიჩქარით, რომელიც თავიდან აგვაცილებს საშვილოსნოს ატონიას. დიდი სიჩქარით ოქსიტოცინის ვენაში შეყვანა იწვევს არტერიული წნევის სწრაფ დაქვეითებას. პრეპარატის ხანგრძლივი მიღება სასურველი არ არის (იხ. მიღების თავისებურებანი). საშვილოსნოს ჰიპოტონური სისხლდენის მკურნალობისთვის შეყვანის ალტერნატიული გზა: 5-8 სე ოქსიტოცინი კუნთებში 2-3 ჯერ დღეში 3 დღე-ღამის განმავლობაში. სამედიცინო ჩვენებებით აბორტის გამოსაწვევად რეკომენდირებულია 5 სე ოქსიტოცინის შეყვანა ნელა ინტრავენურად, თუ საჭიროა, ინფუზიის სახით სიჩქარით - 0,02-0,04 სე/წთ და მეტიც.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ოქსიტოცინის ან ნებისმიერი მისი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
საშვილოსნოს ჰიპერტონული შეკუმშვა;
სამშობიარო გზებში მექანიკური ბარიერის არსებობა, რომელიც აძნელებს სამშობიარო მოქმედებას;
ნაყოფის ჰიპოქსია;
მენჯის და ნაყოფის ზომების შეუსაბამობა;
ნაყოფის გარდიგარდმო ან ირიბი მდებარეობა;
პლაცენტის წინამდებარეობა;
ჭიპლარის სისხლძარღვების წინამდებარეობა (vasa praevia);
პლაცენტის ნაადრევი აცლა;
ჭიპლარის გამოვარდნა;
საშვილოსნოს ჩახევის საშიშროება მრავალჯერადი ორსულობის შედეგად;
მრავალწყლიანობა;
მრავლობითი ორსულობები და ნაწიბურების არსებობა საშვილოსნოს კედელზე ოპერაციების შედეგად, მათ შორის საკეისროს შემდეგ;
პრეპარატი არ შეიძლება გამოვიყენოთ მძიმე პრეეკლამპსიური ტოქსიკოზის დროს და გულისა და სისხლძარღვების მძიმე დაავადებების დროს, ასევე საშვილოსნოს ინერტულობის დროს (ოქსიტოცინის მიმართ რეზისტენტობა).
თუ გაქვთ ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი დაავადება ან მდგომარეობა, შეატყობინეთ ექიმს ამის შესახებ პრეპარატის მიღებამდე.
არასასურველი გვერდითი მოვლენები
საშვილოსნოს სპაზმები (მცირე დოზით მიღების დროსაც კი).
საშვილოსნოს მომატებულმა მგრძნობელობამ და ოქსიტოცინის დიდმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს ჰიპერტონუსი, ტეტანური შეკუმშვა, საშვილოსნოს ჰიპერაქტიულობა საშვილოსნოს და საშოს ქსოვილების ჩახევასთან ერთად; ნაყოფს შეიძლება განუვითარდეს ბრადიკარდია, არითმია, ასფიქსია და მწვავე ჰიპოქსია; შესაძლოა, როგორც დედის, ისე ნაყოფის ლეტალური შედეგი.
არაელექტროლიტების ხსნარის დიდი რაოდენობის ინფუზიამ შესაძლოა გამოიწვიოს წყლით ინტოქსიკაცია ფილტვების შეშუპეპით, კრუნჩხვებით, კომით, ჰიპონატრემიით და სასიკვდილო შედეგიც კი.
მძიმე არტერიული ჰიპერტენზია შეიძლება გახდეს ლეტალური შედეგის მიზეზი, სუბარაქნოიდალური სისხლდენის მიზეზი. ორსულობისა და მშობიარობის გართულების შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას სიცოცხლისთვის საშიში აფიბრინოგენემია და მშობიარობის შემდგომი სისხლისდენა. დიდი სიჩქარით ოქსიტოცინის ვენაში შეყვანას შეუძლია გამოიწვიოს მწვავე ხანმოკლე ჰიპოტენზია კანის გაწითლებით და რეფლექტორული ტაქიკარდიით.
5 სე/წუთი და მეტი დოზით ოქსიტოცინმა შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ხანმოკლე იშემია, ST ინტერვალის დეპრესია და QT ინტერვალის ცვლილება დედებში. ახალშობილებში შესაძლებელია სიყვითლე, სისხლჩაქცევა ბადურაში.
შემდგომში მოხსენებული გვერდითი მოვლენები დალაგებულია ორგანოების სისტემების კლასიფიკაციის მონაცემთა ბაზის და MedDRA სიხშირის შესაბამისად: ძალიან ხშირად (), ხშირად (), ნაკლებად (), იშვიათად (), ძალიან იშვიათად ( უცნობია (შეუძლებელია არსებული მონაცემებით დადგენა).
დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან
იშვიათად: ანაფილაქსიური რეაქციები (სუნთქვის გაძნელება, არტერიული ჰიპოტენზია ან შოკი).
დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან
ხშირად: თავის ტკივილი.
გულის ფუნქციის დარღვევები
ხშირად: ტაქიკარდია, ბრადიკარდია.
ნაკლებად: არითმია.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან
ხშირად: გულისრევა, ღებინება.
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრიდან
იშვიათად: გამონაყარი.
ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციების გაჩენის შემთხვევაში, ასევე გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, რომლებიც ინსტრუქციაში არაა ნახსენები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
განსაკუთრებული მითითებები
ოქსიტოცინი გამოიყენება მხოლოდ სამშობიარო სტაციონარებში ნაყოფის გულის– ცემის სიხშირის, სამშობიარო გზებში ნაყოფის გადაადგილების, საშვილოსნოს ყელის გახსნის, საშვილოსნოს შეკუმშვის (სიხშირე, ძალა და ხანგრძლივობა), არტერიული წნევის და მშობიარის საერთო მდგომარეობის მონიტორინგის უზრუნველყოფით, დოზის შერჩევით ინდივიდუალური რეაქციების შესაბამისად. ოქსიტოცინი შეჰყავთ ინტრავენურად მხოლოდ წვეთოვანი ინფუზიის სახით, ინფუზიის სიჩქარის ზუსტი დაცვით და რეგულარული შემოწმებით.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო:
თუ არსებობს ნაყოფის და მენჯის ზომების შეუსაბამობის რისკი (მნიშვნელოვანი რისკის შემთხვევაში უნდა მოვერიდოთ ოქსიტოცინის გამოყენებას);
საშვილოსნოს მეორადი ინერტულობისას;
ორსულობით გამოწვეული ზომიერი და საშუალო სიმძიმის არტერიული ჰიპერტენზიის და გულის დაავადებების დროს;
35 წელზე მეტი ასაკის ორსულებში;
თუ ანამნეზში აღინიშნება საკეისრო კვეთა საშვილოსნოს ქვედა სეგმენტში;
ნაყოფის საშვილოსნოსშიდა სიკვდილის შემთხვევაში ან თუ სანაყოფე წყლები შეიცავს მეკონიუმს (შესაძლოა განვითარდეს სანაყოფე წყლებით ემბოლია).
თუ აუცილებელია ოქსიტოცინის ხანგრძლივი მოხმარება, საჭიროა შევამციროთ ინფუზიური ხსნარის ოდენობა და გამოვიყენოთ ხსნარები, რომლებიც შეიცავენ ელექტროლიტებს, და არა გლუკოზას (წყლის ინტოქსიკაციის რისკი, იხ. განყოფილება გვერდითი მოვლენები). წყლის ინტოქსიკაციის და ჰიპონატრემიის შემთხვევაში უნდა მოვერიდოთ დიდი ოდენობით სითხის შეყვანას, ასევე პაციენტს უნდა შევუზღუდოთ სითხის მიღება.
ელექტროლიტური ბალანსის დარღვევაზე ეჭვის შემთხვევაში განსაზღვრავენ შრატში ელექტროლიტების შემცველობას.
ოქსიტოცინის ეფექტი ძლიერდება პროსტაგლანდინების ერთდროულად მიღებისას (აუცილებელია ძალიან გულმოდგინე კონტროლი), ასევე ეპიდურალური ანესთეზიის დროს (შესაძლოა გაძლიერდეს სიმპატომიმეტიკური ვაზოპრესორული საშუალებების ჰიპერტენზიული მოქმედება).
ST ინტერვალის დეპრესიის განვითარების და QT ინტერვალის ცვლილების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ოქსიტოცინის უფრო დაბალი დოზების გამოყენება (2-5 სე/წუთ) და მისი შეყვანის სიჩქარის შემცირება. განსაკუთრებული სიფრთხილით ოქსიტოცინი გამოიყენება ქალებში, რომელთაც აღენიშნებათ QT ინტერვალის ცვლილება.
ანაფილაქსია ქალებში ლატექსზე ალერგიით
არსებობს ინფორმაცია ოქსიტოცინის შეყვანის შემდეგ ანაფილაქსიის განვითარების შესახებ ქალებში, რომელთაც აქვთ ალერგია ლატექსზე. ოქსიტოცინსა და ლატექსს შორის სტრუქტურული ჰომოლოგიის გამო, ლატექსური ალერგია /გადაუტანლობა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი ანაფილაქსიის განვითარების, ოქსიტოცინის შეყვანის შემდეგ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მშობიარობის გამოსაწვევად ოქსიტოცინი გამოიყენება მხოლოდ მკაცრად დადგენილი სამედიცინო ჩვენებებით.
ძალიან მცირე რაოდენობით ოქსიტოცინი აღწევს დედის რძეში, გართულებები ადამიანებისთვის არ არის შემჩნეული.
სატრანპორტო საშუალებების მართვის უნარზე და მექანიზმების მომსახურებაზე ზეგავლენა.
არ გამოიყენება.
ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
საანესთეზიო საშუალებების ინჰალაციამ (ციკლოპროპანი, ჰალოტანი), შესაძლოა შეამციროს ოქსიტოცინის მოქმედება ასევე გაზარდოს ჰიპოტენზიური ეფექტი და არითმიის რისკი.
ოქსიტოცინი არ გამოიყენება 6 საათის განმავლობაში პროსტაგლანდინების ვაგინალური შეყვანის შემდეგ (პროსტაგლანდინები აძლიერებენ უტეროტონურ ეფექტს).
ოქსიტოცინის და სიმპატომიმეტიკური ვაზოკონსტრიქტორების ერთდროული გამოყენება ზრდის ვაზოპრესორულ მოქმედებას.
კაუდალური ანესთეზიის დროს ოქსიტოცინმა შეიძლება გააძლიეროს სიმპატომიმეტიკური ვაზოპრესორული საშუალებების ჰიპერტენზიული მოქმედება.
თუ ღებულობთ რაიმე სხვა სამკურნალო საშუალებებს, პრეპარატის გამოყენების წინ აცნობეთ ამის შესახებ ექიმს.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები
ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს პლაცენტის აშრევება, სანაყოფე წყლებით ემბოლია, საშვილოსნოს ჰიპერაქტიობა, ჰიპერტონული და ტეტანური შეკუმშვები.
შედეგად შეიძლება მოხდეს საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელის და საშოს ჩახევა, მშობიარობის შემდგომი მძიმე სისხლდენა, ნაყოფის გულის მუშაობის დარღვევა, ჰიპოქსია და სიკვდილიც კი. შესაძლებელია ეფექტები, დაკავშირებული პრეპარატის ანტიდიურეზულ მოქმედებასთან.
მკურნალობა
ანტიდოტი უცნობია. ჭარბი დოზირებისას საჭიროა დაუყონებლივ შეწყდეს პრეპარატის შეყვანა, აუცილებელია აღდგეს ნორმალური დიურეზი, შევიყვანოთ სიმპტომატური საშუალებები და ჰიპერტონული მარილიანი ხსნარები.
შენახვის პირობები
ინახება მაცივარში 2 დან 8 ტემპერატურაზე. არ გაყინოთ!
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
ვარგისიანობის ვადა
ვარგისიანობის ვადა - 4 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
შეფუთვა
5 ამპულა უჯრედულ შეფუთვაში. 2 უჯრედული შეფუთვა შეკვრაში.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
სს „გრინდეკსი“, კრუსტპილსის ქ. N 53, რიგა, LV-1057, ლატვია. ტელეფონი: +371 67083205 ფაქსი: +371 67083505 ელ-ფოსტა: [email protected] მწარმოებელი ხბმ ფარმა ს.რ.ო. სკლაბინსკა ქ. 30, მარტინი 036 80, სლოვაკეთი
ტექსტის ბოლო გადახედვის ვადა: 2021 წლის ოქტომბერი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


