პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოტოლოგიური საშუალებები

ოტოფიქსი

OTOFIX®

ურეცეპტოდ(40მგ + 10მგ)/გინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
რისთვის გამოიყენება

ეს სამკურნალო პრეპარატი განკუთვნილია ტკივილის ადგილობრივი სიმპტომური მკურნალობისთვის და ტკივილის მოსახსნელად შუა ყურის შემდეგი არაპერფორირებული დაავადებებისას: - შუა ყურის მწვავე ანთება; - გრიპის დროს ყურის ვირუსული ანთება; - ოტიტი ბაროტრავმის დროს.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფენაზონი (phenazone) + ლიდოკაინი (lidocaine)
ფორმა და შეფუთვა
(40მგ + 10მგ)/გ 15მლ ყურის წვეთები, ხსნარი მინის ფლაკონი №1 შეფუთვაში საწვეთურ-აპლიკატორთან ერთად
მწარმოებელი
Sopharma JSC, ბულგარეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოტოლოგიური საშუალებები, ანალგეზური და საანესთეზიო საშუალებები
ATC კოდი
S02DA30
რეგისტრაციის ნომერი
რ-043540
რეგისტრირებულია
8 ივლისი 2025, მოქმედებს 8 ივლისი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Sopharma JSC (ბულგარეთი)
განმცხადებელი
სააქციო საზოგადოება „სოფარმა“-ს წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაოტოფიქსი და სხვა წამალი ერთად

ოტოფიქსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ეს სამკურნალო პრეპარატი განკუთვნილია ტკივილის ადგილობრივი სიმპტომური მკურნალობისთვის და ტკივილის მოსახსნელად შუა ყურის შემდეგი არაპერფორირებული დაავადებებისას:

  • შუა ყურის მწვავე ანთება;
  • გრიპის დროს ყურის ვირუსული ანთება;
  • ოტიტი ბაროტრავმის დროს.

მიღების წესი და დოზირება

ჩვეულებრივი დოზა – 4 წვეთი მტკივან ყურში 2 ან 3-ჯერ დღეში.

მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 10 დღეს. თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ სიმპტომები გრძელდება, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ასაკობრივი შეზღუდვა არ არის.

მითითებები გამოყენების შესახებ

  • მოხსენით ბოთლის თავსახური
  • თავსახურის ადგილზე ჩახრახნეთ საწვეთური
  • მოაცილეთ დამცავი ხუფი საწვეთურს
  • გადააბრუნეთ ბოთლი ყელით ქვემოთ და ოდნავ დააწექით საწვეთურს წვეთის წარმოქმნამდე
  • ხელახლა დააწექით საჭირო რაოდენობის წვეთების მიღებამდე.
  • გამოყენების შემდეგ, საწვეთურს ისევ გაუკეთეთ თეთრი დამცავი ხუფი.

თუ გამოიყენეთ ოტოფისქის საჭიროზე მეტი დოზა

ოტოფიქსის სწორად გამოყენებისას, დოზის გადაჭარბების შესახებ ცნობები არ არის.

თუ გამოტოვეთ ოტოფიქსის გამოყენება

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

თუ გაქვთ ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვები, კითხეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

  • თუ გაქვთ ალერგია ამ სამკურნალო პრეპარატის აქტიური ნივთიერების, ან ნებისმიერი დანარჩენი შემადგენელი ნივთიერებების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტ 6-ში.)
  • თუ გაქვთ დაფის აპკის პერფორაცია (დაფის აპკის მთლიანობის დარღვევა).

სიფრთხილის ზომები

  • თუ გაქვთ პერფორირებული დაფის აპკი, ამ სამკურნალო საშუალებამ შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები შუა ყურის მხრივ. პროფილაქტიკის მიზნით ოტოფიქსის გამოყენებამდე, სთხოვეთ თქვენს ექიმს შეგიმოწმოთ დაფის აპკის მთლიანობა.
  • სმენის უეცარი დაკარგვის, ან ყურიდან გამონადენის შემთხვევაში (ეს შესაძლოა იყოს პერფორირებული დაფის აპკის ნიშნები), არ გამოიყენოთ ოტოფიქსი და მიმართეთ ექიმს.

სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენება

აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით, ან შესაძლოა მიიღოთ სხვა სამკურნალო პრეპარატები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა, თვლით, რომ შესაძლოა ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე;

აუცილებლობის შემთხვევაში, ოტოფიქსის გამოყენება შესაძლებელია ორსულ ქალებში და მეძუძურ დედებში.

  • როგორ გამოიყენოთ ოტოფიქსი

ეს სამკურნალო საშუალება ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც ამ ინსტრუქციაში ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებაშია აღწერილი. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული , კითხეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ოტოფიქსი – ეს სამკურნალო პრეპარატია, რომელიც განკუთვნილია ყურში ჩასაწვეთებლად.

არ ჩაიწვეთოთ ცხვირში და თვალებში!

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ოტოფიქსი არ ახდენს არავითარ გავლენას თქვენს შესაძლებლობაზე მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და იმუშაოთ მექანიზმებთან.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატმა, ამ სამკურნალო პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ის ყველა პაციენტში არ ვლინდება.

იშვიათი – ეხება 1 000 ადამიანიდან 1-ს.

  • ადგილობრივი ალერგიული რეაქციები - სასმენი მილის ქავილი, გამონაყარი ან გაწითლება.

ცნობები საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერებები: ფენაზონი და ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატი
  • სხვა შემადგენელი ნაწილები: ნატრიუმის თიოსულფატი, ეთანოლი, გლიცერინი და გასუფთავებული წყალი.

ოტოფიქსის გარეგანი იერსახე და შეფუთვის შემადგენლობა

გამჭვირვალე ხსნარი, უფეროდან ყვითელ-ყავისფრამდე შეფერილობის.

15 მლ ხსნარი 15 მლ მოცულობის ყავისფერ, შუშის ბოთლებში. ბოთლები დახუფულია ხრახნიანი ხუფით დამცავი რგოლით და საცობით.

სამკურნალო პრეპარატის დოზირებისათვის გამოიყენება საწვეთური-აპლიკატორი, რომელიც მაგრდება ბოთლზე შეფუთვის პირველი გახსნის შემდეგ.

ერთი ბოთლი საწვეთურით და ინსტრუქციით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის რეჟიმი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

გამოყენების ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

სს სოფარმა

ილიენსკოეს შოსეს ქ. 16, 1220 სოფია, ბულგარეთი

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ეს სამკურნალო პრეპარატი არ მოითხოვს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისაგან დასაცავად.

ვარგისობის ვადა: 3 წელი

არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო პრეპარატი ეტიკეტზე და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს. ბოთლის გახსნის შემდეგ, ოტოფიქსი შესაძლოა გამოიყენოთ 6 თვის განმავლობაში.

სამკურნალო პრეპარატი არ გადააგდოთ კანალიზაციაში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ სამკურნალო პრეპარატები, რომლებსაც უკვე არ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ოტოლოგიური პრეპარატები; ანალგეტიკები და ანესთეტიკები; კომბინაცია. ATC კოდი: S02DA30

ოტოფიქსი არის კომბინირებული სამკურნალწამლო პრეპარატი, რომელიც შეიცავს ფენაზონს და ლიდოკაინს.

ფენაზონი არის ანალგეზიური და ანთების საწინააღმდეგო თვისებების მქონე პირაზოლონის წარმოებული.

ლიდოკაინი შედის ადგილობრივი ანესთეტიკი ამიდების ჯგუფში.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

გარე გამოყენების და აქტიური ნივთიერებების დაბალი დოზებით გამოყენების გამო, სისტემური რეზორბცია შეუძლებელია (ინტაქტური ბარაბანის აპკის შემთხვევაში), ამიტომ ფარმაკოკინეტიკური კვლევები არ ჩატარებულა.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია

ოტოფიქსი® 40 მგ/გ+10 მგ/გ ყურის წვეთები, ხსნარი

Otofix® 40 mg/g+10 mg/g ear drops, solution

ფენაზონი+ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატი

(Phenazone+Lidocaine hydrochloride monohydrate)

ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე, ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ეს სამკურნალო პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც ამ ინსტრუქციაშია აღწერილი, ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.

  • შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • თუ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა, კითხეთ თქვენს ფარმაცევტს.
  • თუ განგიდვითარდათ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ყველა შესაძლო გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთს, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.
  • თუ 10 დღის შემდეგ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა, დახმარებისთვის უნდა მიმართოთ ექიმს.

ამ ინსტრუქციაში მოცემულია

  • რას წარმოადგენს ოტოფიქსი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ოტოფიქსის გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენოთ ოტოფიქსი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • ოტოფიქსის შენახვის პირობები
  • შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია

რას წარმოადგენს ოტოფიქსი და რისთვის გამოიყენება

ეს სამკურნალო პრეპარატი განკუთვნილია ტკივილის ადგილობრივი სიმპტომური მკურნალობისთვის და ტკივილის მოსახსნელად შუა ყურის შემდეგი არაპერფორირებული დაავადებებისას:

  • შუა ყურის მწვავე ანთება;
  • გრიპის დროს ყურის ვირუსული ანთება;
  • ოტიტი ბაროტრავმის დროს.

რა უნდა იცოდეთ ოტოფიქსის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ოტოფიქსი

  • თუ გაქვთ ალერგია ამ სამკურნალო პრეპარატის აქტიური ნივთიერების, ან ნებისმიერი დანარჩენი შემადგენელი ნივთიერებების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტ 6-ში.)
  • თუ გაქვთ დაფის აპკის პერფორაცია (დაფის აპკის მთლიანობის დარღვევა).

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

  • თუ გაქვთ პერფორირებული დაფის აპკი, ამ სამკურნალო საშუალებამ შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები შუა ყურის მხრივ. პროფილაქტიკის მიზნით ოტოფიქსის გამოყენებამდე, სთხოვეთ თქვენს ექიმს შეგიმოწმოთ დაფის აპკის მთლიანობა.
  • სმენის უეცარი დაკარგვის, ან ყურიდან გამონადენის შემთხვევაში (ეს შესაძლოა იყოს პერფორირებული დაფის აპკის ნიშნები), არ გამოიყენოთ ოტოფიქსი და მიმართეთ ექიმს.

სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენება

აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით, ან შესაძლოა მიიღოთ სხვა სამკურნალო პრეპარატები.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ოტოფიქსი არ ახდენს არავითარ გავლენას თქვენს შესაძლებლობაზე მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და იმუშაოთ მექანიზმებთან.

ორსულობა და ძუძუთი კვება და ფერტილურობა

თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა, თვლით, რომ შესაძლოა ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე;

აუცილებლობის შემთხვევაში, ოტოფიქსის გამოყენება შესაძლებელია ორსულ ქალებში და მეძუძურ დედებში.

  • როგორ გამოიყენოთ ოტოფიქსი

ეს სამკურნალო საშუალება ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც ამ ინსტრუქციაში ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებაშია აღწერილი. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული , კითხეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ოტოფიქსი – ეს სამკურნალო პრეპარატია, რომელიც განკუთვნილია ყურში ჩასაწვეთებლად.

არ ჩაიწვეთოთ ცხვირში და თვალებში!

არ მიიღოთ შიგნით!

იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ყურის უსიამოვნო კონტაქტი ცივ ხსნართან, გამოყენების წინ ფლაკონი შეათბეთ ხელში.

დოზირება:

ჩვეულებრივი დოზა – 4 წვეთი მტკივან ყურში 2 ან 3-ჯერ დღეში.

მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 10 დღეს. თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ სიმპტომები გრძელდება, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ასაკობრივი შეზღუდვა არ არის.

მითითებები გამოყენების შესახებ

  • მოხსენით ბოთლის თავსახური
  • თავსახურის ადგილზე ჩახრახნეთ საწვეთური
  • მოაცილეთ დამცავი ხუფი საწვეთურს
  • გადააბრუნეთ ბოთლი ყელით ქვემოთ და ოდნავ დააწექით საწვეთურს წვეთის წარმოქმნამდე
  • ხელახლა დააწექით საჭირო რაოდენობის წვეთების მიღებამდე.
  • გამოყენების შემდეგ, საწვეთურს ისევ გაუკეთეთ თეთრი დამცავი ხუფი.

თუ გამოიყენეთ ოტოფისქის საჭიროზე მეტი დოზა

ოტოფიქსის სწორად გამოყენებისას, დოზის გადაჭარბების შესახებ ცნობები არ არის.

თუ გამოტოვეთ ოტოფიქსის გამოყენება

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

თუ გაქვთ ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვები, კითხეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატმა, ამ სამკურნალო პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ის ყველა პაციენტში არ ვლინდება.

იშვიათი – ეხება 1 000 ადამიანიდან 1-ს.

  • ადგილობრივი ალერგიული რეაქციები - სასმენი მილის ქავილი, გამონაყარი ან გაწითლება.

ცნობები საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

  • ოტოფიქსის შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ეს სამკურნალო პრეპარატი არ მოითხოვს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისაგან დასაცავად.

ვარგისობის ვადა: 3 წელი

არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო პრეპარატი ეტიკეტზე და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს. ბოთლის გახსნის შემდეგ, ოტოფიქსი შესაძლოა გამოიყენოთ 6 თვის განმავლობაში.

სამკურნალო პრეპარატი არ გადააგდოთ კანალიზაციაში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ სამკურნალო პრეპარატები, რომლებსაც უკვე არ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ოტოფიქსი

  • აქტიური ნივთიერებები: ფენაზონი და ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატი
  • სხვა შემადგენელი ნაწილები: ნატრიუმის თიოსულფატი, ეთანოლი, გლიცერინი და გასუფთავებული წყალი.

ოტოფიქსის გარეგანი იერსახე და შეფუთვის შემადგენლობა

გამჭვირვალე ხსნარი, უფეროდან ყვითელ-ყავისფრამდე შეფერილობის.

15 მლ ხსნარი 15 მლ მოცულობის ყავისფერ, შუშის ბოთლებში. ბოთლები დახუფულია ხრახნიანი ხუფით დამცავი რგოლით და საცობით.

სამკურნალო პრეპარატის დოზირებისათვის გამოიყენება საწვეთური-აპლიკატორი, რომელიც მაგრდება ბოთლზე შეფუთვის პირველი გახსნის შემდეგ.

ერთი ბოთლი საწვეთურით და ინსტრუქციით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის რეჟიმი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

გამოყენების ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

სს სოფარმა

ილიენსკოეს შოსეს ქ. 16, 1220 სოფია, ბულგარეთი

ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღი: 2024 წლის ნოემბერი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა