ოტოდუო არის ორი მოქმედი ნივთიერების ნაზავი, დექსამეტაზონი, კორტიკოსტეროიდი და ოფლოქსაცინი, ანტიბიოტიკი, რომელიც აქტიურია ისეთი ბაქტერიების ფართო სპექტრის წინააღმდეგ, რომლებსაც შეუძლიათ ყურის დაინფიცირება. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ოფლოქსაცინი (ofloxacin) + დექსამეტაზონი (dexamethasone)
- ფორმა და შეფუთვა
- (1მგ+3მგ)/მლ 5მლ ყურის წვეთები, ხსნარი საწვეთურიანი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Laboratório Edol - Produtos Farmacêuticos, S.A., პორტუგალია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოტოლოგიური საშუალებები, კორტიკოსტეროიდები და ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები კომბინაციაში
- ATC კოდი
- S02CA06
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042464
- რეგისტრირებულია
- 4 დეკემბერი 2024, მოქმედებს 4 დეკემბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „რიჩ გრუპ“
- GMP
- -
ოტოდუო — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ოტოდუო არის ორი მოქმედი ნივთიერების ნაზავი, დექსამეტაზონი, კორტიკოსტეროიდი და ოფლოქსაცინი, ანტიბიოტიკი, რომელიც აქტიურია ისეთი ბაქტერიების ფართო სპექტრის წინააღმდეგ, რომლებსაც შეუძლიათ ყურის დაინფიცირება.
ოტოდუო ნაჩვენებია ყურის შემდეგი ბაქტერიული წარმოშობის ანთებითი და ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ,
გარეთა ოტიტი, მოზრდილებში და 6 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებში, -
მწვავე შუა ოტიტი 1 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, ტიმპანოსტომიის მილით.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზაა 3-4 წვეთი დაზიანებულ ყურში, 2-3-ჯერ დღეში 7-10 დღის განმავლობაში.
გამოყენება ბავშვებში
6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩვეულებრივი დოზირება არის 2 წვეთი დაზიანებულ ყურში, 2-ჯერ დღეში 7-10 დღის განმავლობაში.
გამოყენების წესი
ოტოდუოს გამოყენებამდე დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით.
საჭიროების შემთხვევაში, ნაზად გაასუფთავეთ ნებისმიერი ჭუჭყი ან სითხე, რომლის ამოღებაც შესაძლებელია გარე ყურიდან. არ ჩადოთ რაიმე ნივთი ან ტამპონი ყურის არხში.
ოტოდუოს ჩაწვეთებამდე ხსნარი უნდა შეათბოთ, ბოთლი ხელებს შორის დაიჭირეთ და ატრიალეთ წინ და უკან ერთი-ორი წუთის განმავლობაში. ყურში ცივი წვეთების ჩაწვეთებამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა.
წვეთების ჩასაწვეთად გადახარეთ თავი ცალ მხარეს ან, სასურველია, დაწვეთ დაზიანებული ყურის მოპირდაპირე მხარეს. ამის შემდეგ, ჩაიწვეთეთ რეკომენდებული წვეთების რაოდენობა დაზიანებულ ყურში.
საწვეთურის ბოთლის წვერი არ უნდა ეხებოდეს თითებს, ყურებს ან სხვა ზედაპირებს, რათა თავიდან იქნას აცილებული ხსნარის დაბინძურება.
დარწმუნდით, რომ მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას თქვენი ყურის ინფექციის ტიპის შესახებ:
შუა ოტიტი
წვეთების ჩაწვეთების შემდეგ ნაზად დააწექით ტრაგუსს (პატარა წანაზარდი ყურის შესასვლელში, ნაჩვენები გვერდითა ნახატზე) 4-ჯერ, რათა წვეთებმა შეაღწიონ შუა ყურში (ყურის ყველაზე შიდა ნაწილში). ეს პროცედურა საშუალებას აძლევს წვეთებს ყურის არხის გასწვრივ ჩავიდეს შუა ყურში.
გარეთა ოტიტი
ყურში წვეთების ჩაწვეთების შემდეგ, გარეთა ყური ნაზად გაწიეთ ზევით და ქვევით (როგორც ნაჩვენებია გვერდითა სურათზე), რათა დაეხმაროთ წვეთებს ყურის არხში ჩასვლაში.
წამლის ჩაწვეთებიდან 5 წუთის განმავლობაში თავი გადახრილი გქონდეთ ან იწექით გვერდულად, რათა დაეხმაროთ წვეთებს ყურის არხში ჩასვლაში.
თუ ორივე ყური ინფიცირებულია, გაიმეორეთ ზემოთ აღწერილი პროცედურები მეორე ყურში.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ოტოდუო
ამ მედიკამენტის ყურში გამოყენებისას დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის აღწერილი.
ბოთლის შიგთავსის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ოტოდუოს გამოყენება
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. ჩაიწვეთეთ შემდეგი დოზა როგორც კი გაგახსენდებათ და შემდეგ გააგრძელეთ როგორც ადრე.
თუ შეწყვეტთ ოტოდუოს გამოყენებას
არ შეწყვიტოთ ოტოდუოს გამოყენება ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის პერიოდის დასრულებამდე, მაშინაც კი, თუ უკვე თავს უკეთ გრძნობთ.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია დექსამეტაზონის ფოსფატის, ოფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონების კლასის ანტიბიოტიკების ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში);
თუ გაქვთ ვირუსით ან სოკოთი გამოწვეული ინფექცია.
სიფრთხილის ზომები
ოტოდუოს გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ამ პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ყურებზე. არ შეიძლება მისი გადაყლაპვა, ინექცია ან ჩასუნთქვა.
ვინაიდან დექსამეტაზონის და ოფლოქსაცინის მცირე რაოდენობა შეიძლება სისტემურად შეიწოვებოდეს ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, ამიტომ შეიძლება განვითარდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვითარდება სისტემური გამოყენებისას.
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ მხედველობის დაბინდვა ან სხვა მხედველობის დარღვევა.
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს შემდეგ შემთხვევაში:
თუ ინფექციის მდგომარეობა არ უმჯობესდება მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ;
თუ ოტორეა (ყურიდან სითხოვანი გამონადენი) გრძელდება მკურნალობის დასრულების შემდეგ;
თუ მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში გქონდათ ოტორეის ორი ან მეტი ეპიზოდი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპატატები.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინირებული გამოყენება არ არის რეკომენდებული ყურისთვის. თუ საჭიროა ყურში ერთზე მეტი წამლის ჩაწვეთება, მაშინ რეკომენდებულია ცალ-ცალკე გამოყენება.
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გაზარდოს ოტოდუოს ეფექტი და თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ საგულდაგულო მონიტორინგი, თუ იყენებთ ასეთ მედიკამენტებს (მათ შორის აივ-ის ზოგიერთი მედიკამენტი: რიტონავირი, კობიცისტატი).
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ოტოდუოს გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ორსულობის დროს. ეს პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაძლო სარგებელი ამართლებს ნაყოფისთვის შესაძლო რისკს.
ოტოდუოს გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ძუძუთი კვების პერიოდში. ოფლოქსაცინი შეიძლება გამოიყოს დედის რძეში, ამიტომ ის არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს. ძუძუთი კვების შეწყვეტა უნდა შეაფასოს ექიმმა, როდესაც საჭიროა მკურნალობა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე შესწავლილი არ არის.
ოტოდუო შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს
ეს პრეპარატი შეიცავს 0.1 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს ხსნარის თითოეულ მლ-ში.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
შეწყვიტეთ ოტოდუოს გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ კანზე გამონაყარი (წითელი ლაქები კანზე) ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნიშნები.
შემდეგი გვერდითი მოვლენები აღინიშნა ოფლოქსაცინის ან დექსამეტაზონის გამოყენებისას კლინიკურ კვლევებში ან პოსტმარკეტინგული გამოცდილებისას:
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
რეაქციები გამოყენების ადგილზე.
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში):
გემოვნების ცვლილებები პირებში, რომლებსაც აქვთ დაზიანებული დაფის აპკი, ქავილი, თავბრუსხვევა, ვერტიგო, პარესთეზია (კანზე უჩვეულო მგრძნობელობა), გამონაყარი (წითელი ლაქები კანზე).
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში):
ოტალგია (ყურის ტკივილი), ტინიტუსი, სმენის გარდამავალი დაქვეითება, გარეთა ოტიტი, შუა ოტიტი, ოტორაგია (ყურიდან სისხლდენა), დერმატიტი ან ეგზემა (კანის ანთება), ჰიპოესთეზია (ტაქტილის მგრძნობელობისშემცირება), დისპეფსია (მონელების დარღვევა), დიარეა, გულისრევა (შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება), ღებინება, ქსეროტომია (პირის სიმშრალე), სისხლის მოწოლა, თავის ტკივილი, ცხელება, ჭინჭრის ციება, მუცლის ტკივილი, დისესთეზია (მგრძნობელობის დარღვევა), ჰიპერკინეზია (უნებლიე მოძრაობები), ტრემორი, ჰალიტოზი (უსიამოვნო სუნთქვა), ანთება, ტკივილი, უძილობა, სოკოვანი ინფექცია, ხველა, ფარინგიტი, რინიტი, სინუსიტი, ჰიპერტენზია, ტაქიკარდია (გაზრდილი გულისცემა).
უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):
სენსიბილიზაციის რეაქციები, ვესტიბულური და კოხლეარული ფუნქციის დარღვევა (შიდა ყური), რეზისტენტული მიკრობების გამოჩენა, ბუნდოვანი მხედველობა (იხ. აგრეთვე პარაგრაფი 4.4).
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენები შესახებ პირდაპირ INFARMED I.P.-ს ქვემოთ მოცემული კონტაქტების საშუალებით. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგრობებაში.
ვებგვერდი:
http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram
(სასურველია)
ან შემდეგი კონტაქტების საშუალებით:
Direção de Gestão do Risco de Medicamentos (მედიკამენტების რისკის მართვის დეპარტამენტი)
Parque da Saúde de Lisboa (პარკ დე საუდე დე ლისბოა), ბრაზილიის გამზ. 53
1749-004 ლისაბონი
ტელ: +351 21 798 73 73
მედიკამენტების ხაზი: 800222444 (უფასო)
ელ.ფოსტა: [email protected]
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებებია დექსამეტაზონის ფოსფატი და ოფლოქსაცინი. ხსნარის ყოველი მლ შეიცავს 1 მგ დექსამეტაზონის ფოსფატს (დექსამეტაზონ ნატრიუმის ფოსფატის სახით) და 3 მგ ოფლოქსაცინს.
სხვა ინგრედიენტებია: მონონატრიუმის ფოსფატის მონოჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი (ხსნარი 50%) და საინექციო წყალი. შეიძლება შეიცავდეს მარილმჟავას ან ნატრიუმის ჰიდროქსიდს pH-ის რეგულირებისთვის.
ოტოდუოს გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
ოტოდუო არის სუფთა, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ხსნარი.
ოტოდუო წარმოდგენილია ყურის წვეთების სახით, ხსნარი, მოცემულია დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის (LDPE) საწვეთურიან კონტეინერებში, მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) თავსახურით და დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის (LDPE) საწვეთურის ჩანართით. თითოეული ბოთლი შეიცავს 5 მლ ან 10 მლ ხსნარს.
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი
Laboratório Edol - Produtos Farmacêuticos, S.A. (ლაბორატორიო ედოლ -პროდუტოს ფარმაცეუტიკოს ს.ა.)
ავ. 25 დე აბრილი, 6-6A, 2795-225 ლინდა-ა-ველჰა, პორტუგალია
ტელ.: +351 21 415 81 30
ფაქს.: +351 21 415 81 31
ელ.ფოსტა: [email protected]
მწარმოებლები

ავ. 25 დე აბრილი, 6-6A, 2795-225 ლინდა-ა-ველჰა - პორტუგალია
Rua Quinta do Salrego (რუა კვინტა დო სალრეგო) 22-22A, Portela de Carnaxide (პორტელა დე კარნაქსიდი), 2790-144 კარნაქსიდი – პორტუგალია | Rua Casal do Canas (რუა კასალ დო კანასი) 6-6A, 2790-204 კარნაქსიდი - პორტუგალია
ეს ფურცელი-ჩანართი ბოლოს შესწორდა 2022 წლის ივნისში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ (“EXP”). ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ შეინახოთ 25°С-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ კონტეინერი ვერტიკალურ მდგომარეობაში.
ოტოდუოს გამოყენება უნდა მოხდეს პირველი გახსნიდან 28 დღის განმავლობაში.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო
ოტოდუო®
დექსამეტაზონის ფოსფატი 1 მგ/მლ + ოფლოქსაცინი 3 მგ/მლ
ყურის წვეთები, ხსნარი
შეფუთვის ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ მისცეთ იგი სხვა პირებს. ამ პრეპარატმა შეიძლება ავნოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ დაავადების ისეთივე ნიშნები აქვთ, როგორიც თქვენ.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. მათ შორის ისეთი გვერდითი მოვლენების აღნიშვნის შემთხვევაშიც, რომელიც მოცემული არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
წინამდებარე ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
რას წარმოადგენს ოტოდუო და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ ოტოდუოს გამოყენებამდე
როგორ გამოიყენება ოტოდუო
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ ინახება ოტოდუო
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს ოტოდუო და რისთვის გამოიყენება
ოტოდუო არის ორი მოქმედი ნივთიერების ნაზავი, დექსამეტაზონი, კორტიკოსტეროიდი და ოფლოქსაცინი, ანტიბიოტიკი, რომელიც აქტიურია ისეთი ბაქტერიების ფართო სპექტრის წინააღმდეგ, რომლებსაც შეუძლიათ ყურის დაინფიცირება.
ოტოდუო ნაჩვენებია ყურის შემდეგი ბაქტერიული წარმოშობის ანთებითი და ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ,
გარეთა ოტიტი, მოზრდილებში და 6 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებში, -
მწვავე შუა ოტიტი 1 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, ტიმპანოსტომიის მილით.
- რა უნდა იცოდეთ ოტოდუოს გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ოტოდუო:
თუ გაქვთ ალერგია დექსამეტაზონის ფოსფატის, ოფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონების კლასის ანტიბიოტიკების ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში);
თუ გაქვთ ვირუსით ან სოკოთი გამოწვეული ინფექცია.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ოტოდუოს გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ამ პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ყურებზე. არ შეიძლება მისი გადაყლაპვა, ინექცია ან ჩასუნთქვა.
ვინაიდან დექსამეტაზონის და ოფლოქსაცინის მცირე რაოდენობა შეიძლება სისტემურად შეიწოვებოდეს ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, ამიტომ შეიძლება განვითარდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვითარდება სისტემური გამოყენებისას.
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ მხედველობის დაბინდვა ან სხვა მხედველობის დარღვევა.
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს შემდეგ შემთხვევაში:
თუ ინფექციის მდგომარეობა არ უმჯობესდება მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ;
თუ ოტორეა (ყურიდან სითხოვანი გამონადენი) გრძელდება მკურნალობის დასრულების შემდეგ;
თუ მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში გქონდათ ოტორეის ორი ან მეტი ეპიზოდი.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ოტოდუო
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპატატები.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინირებული გამოყენება არ არის რეკომენდებული ყურისთვის. თუ საჭიროა ყურში ერთზე მეტი წამლის ჩაწვეთება, მაშინ რეკომენდებულია ცალ-ცალკე გამოყენება.
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გაზარდოს ოტოდუოს ეფექტი და თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ საგულდაგულო მონიტორინგი, თუ იყენებთ ასეთ მედიკამენტებს (მათ შორის აივ-ის ზოგიერთი მედიკამენტი: რიტონავირი, კობიცისტატი).
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ოტოდუოს გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ორსულობის დროს. ეს პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაძლო სარგებელი ამართლებს ნაყოფისთვის შესაძლო რისკს.
ოტოდუოს გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ძუძუთი კვების პერიოდში. ოფლოქსაცინი შეიძლება გამოიყოს დედის რძეში, ამიტომ ის არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს. ძუძუთი კვების შეწყვეტა უნდა შეაფასოს ექიმმა, როდესაც საჭიროა მკურნალობა.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე შესწავლილი არ არის.
ოტოდუო შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს
ეს პრეპარატი შეიცავს 0.1 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს ხსნარის თითოეულ მლ-ში.
- როგორ გამოიყენება ოტოდუო
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზაა 3-4 წვეთი დაზიანებულ ყურში, 2-3-ჯერ დღეში 7-10 დღის განმავლობაში.
გამოყენება ბავშვებში
6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩვეულებრივი დოზირება არის 2 წვეთი დაზიანებულ ყურში, 2-ჯერ დღეში 7-10 დღის განმავლობაში.
გამოყენების წესი
ოტოდუოს გამოყენებამდე დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით.
საჭიროების შემთხვევაში, ნაზად გაასუფთავეთ ნებისმიერი ჭუჭყი ან სითხე, რომლის ამოღებაც შესაძლებელია გარე ყურიდან. არ ჩადოთ რაიმე ნივთი ან ტამპონი ყურის არხში.
ოტოდუოს ჩაწვეთებამდე ხსნარი უნდა შეათბოთ, ბოთლი ხელებს შორის დაიჭირეთ და ატრიალეთ წინ და უკან ერთი-ორი წუთის განმავლობაში. ყურში ცივი წვეთების ჩაწვეთებამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა.
წვეთების ჩასაწვეთად გადახარეთ თავი ცალ მხარეს ან, სასურველია, დაწვეთ დაზიანებული ყურის მოპირდაპირე მხარეს. ამის შემდეგ, ჩაიწვეთეთ რეკომენდებული წვეთების რაოდენობა დაზიანებულ ყურში.
საწვეთურის ბოთლის წვერი არ უნდა ეხებოდეს თითებს, ყურებს ან სხვა ზედაპირებს, რათა თავიდან იქნას აცილებული ხსნარის დაბინძურება.
დარწმუნდით, რომ მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას თქვენი ყურის ინფექციის ტიპის შესახებ:
შუა ოტიტი
წვეთების ჩაწვეთების შემდეგ ნაზად დააწექით ტრაგუსს (პატარა წანაზარდი ყურის შესასვლელში, ნაჩვენები გვერდითა ნახატზე) 4-ჯერ, რათა წვეთებმა შეაღწიონ შუა ყურში (ყურის ყველაზე შიდა ნაწილში). ეს პროცედურა საშუალებას აძლევს წვეთებს ყურის არხის გასწვრივ ჩავიდეს შუა ყურში.
გარეთა ოტიტი
ყურში წვეთების ჩაწვეთების შემდეგ, გარეთა ყური ნაზად გაწიეთ ზევით და ქვევით (როგორც ნაჩვენებია გვერდითა სურათზე), რათა დაეხმაროთ წვეთებს ყურის არხში ჩასვლაში.
წამლის ჩაწვეთებიდან 5 წუთის განმავლობაში თავი გადახრილი გქონდეთ ან იწექით გვერდულად, რათა დაეხმაროთ წვეთებს ყურის არხში ჩასვლაში.
თუ ორივე ყური ინფიცირებულია, გაიმეორეთ ზემოთ აღწერილი პროცედურები მეორე ყურში.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ოტოდუო
ამ მედიკამენტის ყურში გამოყენებისას დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის აღწერილი.
ბოთლის შიგთავსის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ოტოდუოს გამოყენება
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. ჩაიწვეთეთ შემდეგი დოზა როგორც კი გაგახსენდებათ და შემდეგ გააგრძელეთ როგორც ადრე.
თუ შეწყვეტთ ოტოდუოს გამოყენებას
არ შეწყვიტოთ ოტოდუოს გამოყენება ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის პერიოდის დასრულებამდე, მაშინაც კი, თუ უკვე თავს უკეთ გრძნობთ.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
შეწყვიტეთ ოტოდუოს გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ კანზე გამონაყარი (წითელი ლაქები კანზე) ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნიშნები.
შემდეგი გვერდითი მოვლენები აღინიშნა ოფლოქსაცინის ან დექსამეტაზონის გამოყენებისას კლინიკურ კვლევებში ან პოსტმარკეტინგული გამოცდილებისას:
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
რეაქციები გამოყენების ადგილზე.
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში):
გემოვნების ცვლილებები პირებში, რომლებსაც აქვთ დაზიანებული დაფის აპკი, ქავილი, თავბრუსხვევა, ვერტიგო, პარესთეზია (კანზე უჩვეულო მგრძნობელობა), გამონაყარი (წითელი ლაქები კანზე).
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში):
ოტალგია (ყურის ტკივილი), ტინიტუსი, სმენის გარდამავალი დაქვეითება, გარეთა ოტიტი, შუა ოტიტი, ოტორაგია (ყურიდან სისხლდენა), დერმატიტი ან ეგზემა (კანის ანთება), ჰიპოესთეზია (ტაქტილის მგრძნობელობისშემცირება), დისპეფსია (მონელების დარღვევა), დიარეა, გულისრევა (შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება), ღებინება, ქსეროტომია (პირის სიმშრალე), სისხლის მოწოლა, თავის ტკივილი, ცხელება, ჭინჭრის ციება, მუცლის ტკივილი, დისესთეზია (მგრძნობელობის დარღვევა), ჰიპერკინეზია (უნებლიე მოძრაობები), ტრემორი, ჰალიტოზი (უსიამოვნო სუნთქვა), ანთება, ტკივილი, უძილობა, სოკოვანი ინფექცია, ხველა, ფარინგიტი, რინიტი, სინუსიტი, ჰიპერტენზია, ტაქიკარდია (გაზრდილი გულისცემა).
უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):
სენსიბილიზაციის რეაქციები, ვესტიბულური და კოხლეარული ფუნქციის დარღვევა (შიდა ყური), რეზისტენტული მიკრობების გამოჩენა, ბუნდოვანი მხედველობა (იხ. აგრეთვე პარაგრაფი 4.4).
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენები შესახებ პირდაპირ INFARMED I.P.-ს ქვემოთ მოცემული კონტაქტების საშუალებით. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგრობებაში.
ვებგვერდი:
http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram
(სასურველია)
ან შემდეგი კონტაქტების საშუალებით:
Direção de Gestão do Risco de Medicamentos (მედიკამენტების რისკის მართვის დეპარტამენტი)
Parque da Saúde de Lisboa (პარკ დე საუდე დე ლისბოა), ბრაზილიის გამზ. 53
1749-004 ლისაბონი
ტელ: +351 21 798 73 73
მედიკამენტების ხაზი: 800222444 (უფასო)
ელ.ფოსტა: [email protected]
- როგორ ინახება ოტოდუო
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ (“EXP”). ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ შეინახოთ 25°С-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ კონტეინერი ვერტიკალურ მდგომარეობაში.
ოტოდუოს გამოყენება უნდა მოხდეს პირველი გახსნიდან 28 დღის განმავლობაში.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ოტოდუო
მოქმედი ნივთიერებებია დექსამეტაზონის ფოსფატი და ოფლოქსაცინი. ხსნარის ყოველი მლ შეიცავს 1 მგ დექსამეტაზონის ფოსფატს (დექსამეტაზონ ნატრიუმის ფოსფატის სახით) და 3 მგ ოფლოქსაცინს.
სხვა ინგრედიენტებია: მონონატრიუმის ფოსფატის მონოჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი (ხსნარი 50%) და საინექციო წყალი. შეიძლება შეიცავდეს მარილმჟავას ან ნატრიუმის ჰიდროქსიდს pH-ის რეგულირებისთვის.
ოტოდუოს გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
ოტოდუო არის სუფთა, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ხსნარი.
ოტოდუო წარმოდგენილია ყურის წვეთების სახით, ხსნარი, მოცემულია დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის (LDPE) საწვეთურიან კონტეინერებში, მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) თავსახურით და დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის (LDPE) საწვეთურის ჩანართით. თითოეული ბოთლი შეიცავს 5 მლ ან 10 მლ ხსნარს.
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი
Laboratório Edol - Produtos Farmacêuticos, S.A. (ლაბორატორიო ედოლ -პროდუტოს ფარმაცეუტიკოს ს.ა.)
ავ. 25 დე აბრილი, 6-6A, 2795-225 ლინდა-ა-ველჰა, პორტუგალია
ტელ.: +351 21 415 81 30
ფაქს.: +351 21 415 81 31
ელ.ფოსტა: [email protected]
მწარმოებლები
Laboratório Edol - Produtos Farmacêuticos, S.A. (ლაბორატორიო ედოლ -პროდუტოს ფარმაცეუტიკოს ს.ა.)
ავ. 25 დე აბრილი, 6-6A, 2795-225 ლინდა-ა-ველჰა - პორტუგალია
Rua Quinta do Salrego (რუა კვინტა დო სალრეგო) 22-22A, Portela de Carnaxide (პორტელა დე კარნაქსიდი), 2790-144 კარნაქსიდი – პორტუგალია | Rua Casal do Canas (რუა კასალ დო კანასი) 6-6A, 2790-204 კარნაქსიდი - პორტუგალია
ეს ფურცელი-ჩანართი ბოლოს შესწორდა 2022 წლის ივნისში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.