ორგალუტრანი
Orgalutran®
მალუთეინიზებელი ჰორმონის (მჰ) სეკრეციის ნაადრევი პიკური მომატების პრევენცია ქალებში, რომლებსაც უტარდებათ საკვერცხეების კონტროლირებული სტიმულაცია (სკს) დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით (დრტ). …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- განირელიქსი (ganirelix)
- ფორმა და შეფუთვა
- 0.25მგ/0.5მლ (1 დოზა) 0.5მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებული მზა შპრიცი №5
- მწარმოებელი
- N.V. Organon (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Vetter Pharma -Fertigung GmbH & Co. KG(გერმანია)), ნიდერლანდი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის ჰორმონები და ანალოგები, ანტი-გონადოტროპინ- რილიზინგ ჰორმონები
- ATC კოდი
- H01CC01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042786
- რეგისტრირებულია
- 13 თებერვალი 2025, მოქმედებს 13 თებერვალი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Organon & Co., (აშშ)
- განმცხადებელი
- Organon Central East GmbH (შვეიცარია)
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ორგალუტრანი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მალუთეინიზებელი ჰორმონის (მჰ) სეკრეციის ნაადრევი პიკური მომატების პრევენცია ქალებში, რომლებსაც უტარდებათ საკვერცხეების კონტროლირებული სტიმულაცია (სკს) დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით (დრტ). კლინიკურ კვლევებში პრეპარატ ორგალუტრანს® იყენებდნენ რეკომბინანტულ ფოლიკულომასტიმულირებელ ჰორმონთან (რფმჰ) ან კორიფოლიტროპინ ალფასთან ერთად, რომელიც წარმოადგენს ფოლიკულების გახანგრძლივებული მოქმედების სტიმულატორს.
მიღების წესი და დოზირება
ორგალუტრანი® შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ სპეციალისტის მიერ, რომელსაც აქვს უნაყოფობის მკურნალობის გამოცდილება.
დოზირება.
ორგალუტრანი®გამოიყენება მალუთეინიზებელი ჰორმონის პიკური ნაადრევი სეკრეციის პრევენციისთვის ქალებში, რომლებსაც უტარდებათ საკვერცხეების კონტროლირებული სტიმულაცია (სკს). საკვერცხეების კონტროლირებული სტიმულაცია ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონით (ფმჰ) ან კორიფოლიტროპინ ალფათი შეიძლება დაიწყო მენსტრუალური ციკლის მე-2 –მე-3 დღეს. ორგალუტრანი® (0,25მგ) უნდა შეიყვანონ კანქვეშ დღეში ერთხელ, უნდა დაიწყონ როგორც წესი ფმჰ-ს გამოყენების მე-5 ან მე-6 დღიდან ან კორიფოლიტროპინ ალფას გამოყენების მომდევნო მე-5 ან მე-6 დღეს. სტიმულაციაზე საკვერცხეების რეაქციის მომატებისას მჰ-ს ნაადრევი მომატების პრევენცია შეიძლება მკურნალობის მე-5 დღეს პრეპარატ ორგალუტრანის® შეყვანის დაწყებით. ფოლიკულების ზრდის არარსებობის შემთხვევაში პრეპარატ ორგალუტრანის® შეყვანა შეიძლება დაიწყოს უფრო გვიან.
ორგალუტრანი® და ფმჰ უნდა შეიყვანონ დაახლოებით ერთდროულად. თუმცა ეს პრეპარატები არ უნდა აურიონ ერთ შპრიცში და მათი შეყვანისთვის უნდა აირჩიონ სხეულის სხვადასხვა ადგილები.
ფმჰ დოზის კორექცია დამოკიდებული უნდა იყოს მზარდი ფოლიკულების რაოდენობაზე და ზომებზე და არა მოცირკულირე სისხლში ესტრადიოლის დონეზე (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკა”). პრეპარატ ორგალუტრანის® ყოველდღიური შეყვანა უნდა გაგრძელდეს მანამდე, სანამ არ წარმოიქმნება საჭირო ზომის ფოლიკულების საკმარისი რაოდენობა. ფოლიკულების საბოლოო მომწიფება შეიძლება დაიწყოს ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის (ქგ) პრეპარატის შეყვანით. განირელიქსის ნახევარგამოყოფის პერიოდიდან გამომდინარე, პრეპარატ ორგალუტრანის ორ ინექციას შორის ინტერვალმა არ უნდა გადააჭარბოს 30 საათს, ასევე, ინტერვალმა პრეპარატ ორგალუტრანის და აქგ –ის ინექციებს შორის ინტერვალმა არ უნდა გადააჭარბოს 30 საათს, სხვა შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს მჰ-ს ნაადრევი პიკი.
ამიტომ პრეპარატ ორგალუტრანის® დილით შეყვანისას მისი გამოყენება უნდა გაგრძელდეს გონადოტროპინის გამოყენების მთელი პერიოდის განმავლობაში ოვულაციის ინიცირების დღის ჩათვლით. თუ პრეპარატი ორგალუტრანი® შეყავთ დღის მეორე ნახევარში, ბოლო ინექცია უნდა მოხდეს დღის მეორე ნახევარში, ოვულაციის ინიცირების წინა დღეს.
ორგალუტრანმა® გამოავლინა უსაფრთხოება და ეფექტურობა პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მკურნალობის მრავალჯერადი ციკლები.
ლუთეინური ფაზის ხელშეწყობა უნდა მოხდეს მეთოდის შესაბამისად, რომელიც მიღებულია რეპროდუქციული მედიცინის ცენტრში.
ბავშვები. პრეპარატ ორგალუტრანის® ბავშვებში გამოყენება არ არის ნაჩვენები.
თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევები.
ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში არ არსებობს პრეპარატ ორგალუტრანის® გამოყენების გამოცდილება, რადგან ასეთი პაციენტები კვლევიდან გამორიცხეს. შესაბამისად ღვიძლის ფუნქციის დარღვევით და თირკმლის ზომიერად და მძიმედ გამოხატული უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში პრეპარატ ორგალუტრანის® გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება”).
გამოყენების მეთოდი.
ორგალუტრანის® შეყვანა საჭიროა კანქვეშ, ინექციის გაკეთება უმჯობესია ბარძაყის არეში. ლიპოატროფიის თავიდან ასაცილებლად უნდა ცვალონ პრეპარატის შეყვანის ადგილი. პაციენტმა ან მისმა პარტნიორმა შეიძლება პრეპარატი ორგალუტრანი® დამოუკიდებლად შეიყვანონ იმ შემთხვევაში თუ ჩატარებული აქვთ შესაბამისი ინსტრუქცია და შეუძლიათ სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა. წინასწარ შევსებულ შპრიცში შესაძლებელია ჰაერის ბუშტუკების დანახვა. ეს მოსალოდნელია, და არ არის საჭირო ჰაერის ბუშტუკების გაქრობა.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის, მათ შორის მშრალი ბუნებრივი კაუჩუკის/ლატექსის მიმართ (იხ. თავი `შემადგენლობა~ და `გამოშვების ფორმა~);
მომატებული მგრძნობელობა გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის (გნრჰ) ან გნრჰ-ს ნებისმიერი სხვა ანალოგის მიმართ;
თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის ზომიერი ან მძიმე დარღვევა;
ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდი.
სიფრთხილის ზომები
მომატებული მგრძნობელობის რეაქცია
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ქალებში, რომლებსაც აღენიშნებათ აქტიური ალერგიული მდგომარეობის ნიშნები ან სიმპტომები. პოსტმარკეტინგული კვლევის დროს აღწერილი იყო მომატებული მგრძნობელობის რეაქციაც (როგორც გენერალიზებული, ასევე ლოკალიზებული) ორგალუტრანის® პირველი დოზის მიღების შემდეგ (იხ. პარაგრაფი გვერდითი მოქმედება”). ეს შემთხვევები მოიცავდა ანაფილაქსიურ რეაქციებს (ანაფილასიური შოკი), ანგიონევროტულ შეშუპებას და ჭინჭრის ციებას. თუ ეჭვია მომატებული მგრძნობელობის რეაქციას, ორგალუტრანის® მიღება უნდა შეწყდეს და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა. რეკომენდებული არ არის პრეპარატ ორგალუტრანის® გამოყენება ქალებში, რომლებსაც აღენიშნებათ მძიმე ალერგიული მდგომარეობა, რადგან არ არსებობს საკმარისი კლინიკური გამოცდილება.
ალერგია ლატექსზე
მოცემული სამკურნალო საშუალების ნემსის ხუფი შეფუთვა შეიცავს ბუნებრივ კაუჩუკს/ლატექსს, რომელიც შეხებაშია ნემსთან და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (იხ. პარაგრაფი “გამოშვების ფორმა”).
საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (სჰს)
ოვულაციის სტიმულაციის ჩატარების დროს ან მის შემდეგ შეიძლება განვითარდეს საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი. ამ გართულების რისკი ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ გონადოტროპინებით სტიმულაციის ჩატარებისას. საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის დროს ატარებენ სიმპტომურ მკურნალობას, როგორიცაა წოლითი რეჟიმი, ელექტროლიტური ან კოლოიდური ხსნარების და ჰეპარინის ინტრავენური შეყვანა.
რადგან საშვილოსნოს მილების პათოლოგია ხშირია უნაყოფო ქალებში, რომლებსაც უტარდებათ დამხმარე რეპროდუქცია, კერძოდ-ექსტრაკორპორალური განაყოფიერება, შეიძლება მომატებული იყოს საშვილოსნოსგარე ორსულობის სიხშირე ამიტომ მნიშვნელოვანია ულტრაბგერითი გამოკვლევით საშვილოსნოსშიდა ორსულობის რაც შეიძლება მალე დადასტურება.
თანდაყოლილი პათოლოგიები
დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის (დრტ) შემდეგ თანდაყოლილი პათოლოგიების სიხშირე შეიძლება რამდენადმე მაღალი იყოს ვიდრე სპონტანური განაყოფიერებისას. სავარაუდოა, რომ ამგვარი მომატებული სიხშირე დაკავშირებულია მშობლების მახასიათებლების განსხვავებებთან (მაგალითად დედის ასაკი, სპერმის მახასიათებლები) და დრტ-ს შემდეგ მრავალნაყოფიანი ორსულობის მომატებულ სიხშირესთან. არ არსებობს იმის ნიშნები, რომ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების დროს გნრჰ ანტაგონისტების გამოყენებას ახლავს თანდაყოლილი პათოლოგიების რისკის მომატება. კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც შეგროვდა 1000-ზე მეტი ახალშობილის მონაცემი ნაჩვენები იყო, რომ იმ ბავშვებში, რომლებიც დაიბადნენ საკვერცხეების კონტროლირებული სტიმულაციის შემდეგ, რომლის დროსაც გამოიყენებოდა პრეპარატი ორგალუტრანი® თანდაყოლილი პათოლოგიების სიხშირე, შეთავსებადია სიხშირესთან, რომელიც აღინიშნებოდა საკვერხეების კონტროლირებული სტიმულაცისას, რომლის დროსაც გამოიყენებოდა გნრჰ აგონისტი.
50კგ-ზე მცირე ან 90კგ-ზე მეტი წონის ქალები
50კგ-ზე მცირე ან 90კგ-ზე მეტი წონის ქალებში პრეპარატ ორგალუტრანის® გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
პრეპარატის შემადგენლობაში შედის ნატრიუმი – 1 მოლი(23მგ) ერთ ინექციაში, ანუ პრეპარატი პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პრეპარატ ორგალუტრანის® ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან შესწავლილი არ არის, ამიტომ არ შეიძლება გამოირიცხოს ფართოდ გამოყენებულ საშუალებებთან ურთიერთქმედება, ჰისტამინ-გამომათავისუფლებელი სამკურნალო საშუალებების ჩათვლით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ არსებობს ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების კლინიკური მონაცემები.
ცხოველების კვლევებში განირელიქსის იმპლანტაციის დროს შეყვანა იწვევდა ნაყოფის რეზორბციას (იხ. პარაგრაფი “უსაფრთხოების კლინიკამდელი მონაცემები”). ადამიანში ამ მონაცემების მნიშვნელობა განსაზღვრული არ არის.
ძუძუთი კვება. უცნობია გამოიყოფა თუ არა განირელიქსი რძეში.
პრეპარატ ორგალუტრანის® გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება”).
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატ ორგალუტრანის® გავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე შესწავლილი არ არის.
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა
ქვემოთ ცხრილში მოცემულია ყველა გვერდითი რეაქცია ქალებში, რომლებიც ორგალუტრანს იღებდნენ კლინიკურ კვლევებში რეკომბინანტული ფმჰ-ს გამოყენებით საკვერცხეების სტიმულაციისთვის. მოსალოდნელია რომ ორგალუტრანის გვერდითი ეფექტები კორიფოლიტროპინ ალფს გამოყენებით საკვერცხეების სტიმულაციისთვის ანალოგიური იქნება. წინასწარ შევსებულ შპრიცში შესაძლოა ჰაერის ბუშტუკები ჩანდეს. ეს მოსალონდელია, და არ არის საჭიროა ჰაერის ბუშტუკების მოშორება.
გვერდითი რეაქციების მოკლე ანალიზი
გვერდითი რეაქციების კლასიფიკაცია ხდება MedDRA ორგნოთა კლასის და განვითრების სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100 - <1/10), იშვიათი ( ≥1 / 1000 -<1/100). მომატებული მგრძნობელობის რეაქციების სიხშირე (ძალიან იშვიათი <1/10000) განისაზღვრ პოსტმარკეტინგული კვლევით.
ორგანოთა სისტემის კლასი
სიხშირე
გვერდითი მოვლენები:
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათი
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (გამონაყარის, სახის შეშუპების, ქოშინის,ანაფილაქსიის (ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით) ანგიონევროზული შეშუპების და ჭინჭრის ციების ჩათვლით)1
უკვე არსებული ეგზმეის გაუარესება 2
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ნაკლებად ხშირი
თავის ტკივილი
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ნაკლებად ხშირი
გულისრევა
ზოგადი დარღვევები და გამოყენებასთან დაკავშირებული მდგომარეობა
ძალიან ხშირი
კანის ადგილობრივი რეაქცია ინექციის ადგილას (უპირატესად სიწითლე, შეშუპებით ან მის გარეშე)3
ნაკლებად ხშირი
სისუსტე
1 პირველი დოზის შემდეგაც აღწერილია პაციენტებში, რომლებსაც ურგალუტრანი® შეუყვანეს
2 აღწერილია ერთი პაციენტის შემთხვევაში ორგალუტრანის® პირველი დოზის გამოყენების შემდეგ
3 კლინიკურ კვლევებში ინექციიდან ერთი საათის შემდეგ, მკურნალობის ციკლზე კანის ერთჯერადი ზომიერი ან მძიმე რეაქციის სიხშირე პციენტების შეტყობინებების მიხედვით შეადგენდა 12%-ს პაციენტებში რომლებიც ორგალუტრანს® იღებდნენ და 25%-ს იმ პირებში, რომლებიც კანქვეშ იღებდნენ გნრჰ აგონისტს. ადგილობრივი რეაქციები ჩვეულებრივ ქრება გამოყენებიდან 4 საათის შემდეგ.
შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა
გვერდითი რეაქციების შესახებ სხვა შეტყობინებები დაკავშირებული იყო საკვერცხეების კონტროლირებულ ჰიპერსტიმულაციასთან დამხმარე რეპროდუქტიული ტექნოლოგიისთვის, კერძოდ ეს იყო მუცლის ტკივილი, მუცლის შებერილობა, სჰს (საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი) (იხ. პარაგრაფი “უსაფრთხოების ზომები”), საშვილოსნოსგარე ორსულობა და თვითნებური აბორტი.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება “სარგებელი-რისკის” უწყვეტი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით. მედიცინის მუშაკებისთვის რეკომენდებულია სამკურნალო პრეპარტის ნებისმიერი არასასურველი რეაქციის შესახებ შეტყობინება (ბელორუსიის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის ექსპერტიზის და ცდების ცენტრი”-ს დეპარტმენტში, «http://www.rceth.by).
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს მოქმედების გახანგრძლივება. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პრეპარატ ორგალუტრანით® მკურნალობა (დროებით) უნდა შეწყდეს. არ არსებობს ადამიანში პრეპარატ ორგალუტრანის® მწვავე ტოქსიურობის მონაცემები, მაგრამ ნაკლებსავარაუდოა ტოქსიური მოვლენების გამოვლენა. კლინიკურ კვლევებში, როდესაც პრეპარატი ორგალუტრანი® შეყავდათ კანქვეშ 12მგ-მდე დოზით არ აღინიშნა სისტემური გვერდითი რეაქციები. ვირთხებში და მაიმუნებში მწვავე ტოქსიურობის კვლევებში განირელიქსის 1მგ/კგ და 3მგ/კგ-ზე დიდი დოზების ინტრავენური შეყვანის შემდეგ აღინიშნა მხოლოდ არასპეციფიური ტოქსიური სიმპტომები.
შემადგენლობა
ერთი ავსებული შპრიცი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: განირელექსის აცეტატი 0,25მგ, 0,5მლ წყალხსნარში.
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, ყინულიანი ძმარმჟავა 99%, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან ძმარმჟავა. საინექციო წყალი.
შენახვის პირობები
ინახება 2–30 °С ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. გაყინვა არ შეიძლება.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰიპოთალამუსის და ჰიპოფიზის ჰორმონები და მათი ანალოგები. ჰონდოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის ანტაგონისტები.
ათქ კოდი: Н01С С01
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ორგალუტრანი® წარმოადგენს გნრჰ (გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონი) ანტაგონისტს, რომელიც არეგულირებს ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-სასქესო ჯირკვლების სისტემას სასქესო ჯირკვლებში გნრჰ რეცეპტორებთან დაკავშირების საშუალებით. შედეგად ხდება ენდოგენური გონადოტროპინების სწრაფი, ძლიერი და შექცევადი დათრგუნვა საწყისი სტიმულაციის გარდა, რომელიც ინდუცირდება გნრჰ აგონისტებით. პრეპარატ ორგალუტრანის® 0,25მგ დოზით მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ მოხალისე ქალებში შრატში მჰ, ფმჰ და Е2 მაქსიმალურად იზრდებოდა 74%, 32% და 25%-ით ინექციიდან 4, 8 და 16 საათის შემდეგ. შრატში ჰორმონების დონე საწყის მაჩვენებელს უბრუნდებოდა ბოლო ინექციიდან 2 დღის განმავლობაში.
პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ საკვერცხეების კონტროლირებული სტიმულაცია, პრეპარატ ორგალუტრანის® გამოყენების საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 5 დღეს. პრეპარატ ორგალუტრანით® მკურნალობის პერიოდში მჰ-ს მომატების საშუალო სიხშირე (>10 სე/ლ) პროგესტერონის დონის მომატებასთან ერთად (>1ნგ/მლ) შეადგენდა 0,3-1,2%-ს, ხოლო გნრჰ აგონისტებით მკურნალობის დროს 0,8%-ს.
ჭარბი წონის მქონე ქალებში (>80კგ) პროგესტერონის დონის მომატებასთან ერთად აღნიშნული იყო მჰ-ს მომატების ზრდის ტენდენცია. ამასთან არ აღინიშნა მკურნალობაზე კლინიკური გავლენა. მიუხედავად ამისა, მსგავსი გავლენის გამორიცხვა არ შეიძლება პაციენტების მცირე რაოდენობის საფუძველზე, რომლებიც ამ დრომდე გადიან მკურნალობას. საკვერცხეების მაღალი პასუხის შემთხვევაში გონადოტროპინის მაღალი ზემოქმედების შედეგად ადრეულ ფოლიკულურ ფაზაში, ან საკვერცხეების მომატებული რეაქციის შედეგად, მჰ-ს ნაადრევი მომატება შეიძლება სტიმულაციის მე-6 დღეზე ადრე მოხდეს. ორგალუტრანით მკურანლობის დაწყებამ მე-5 დღეს შეიძლება ხელი შეუშალოს მჰ-ს დონის ნაადრევ მომატებას კლინიკურ შედეგზე გავლენის გარეშე.
ამგვარ პაციენტებში მჰ-ს გამომუშავება სწრაფად ითრგუნებოდა პრეპარატ ორგალუტრანის® პირველი შეყვანის შემდეგ.
პრეპარატ ორგალუტრანის® კონტროლირებულ კვლევებში, როდესაც გამოიყენებოდა გრძელი პროტოკოლი გნრჰ აგონისტების გამოყენებით, პრეპარატ ორგალუტრანით® მკურნალობას ახლდა უფრო სწრაფი ფოლიკულური ზრდა სტიმულაციის პირველი დღეების განმავლობაში, მაგრამ მზარდი ფოლიკულების საბოლოო თაობა იყო რამდენადმე მცირე და წარმოქმნიდა ნაკლებ ესტრადიოლს. ფოლიკულების ზრდის ამგვარი განსხვავება მოითხოვს, რომ ფმჰ დოზის კორექცია მოხდეს მზარდი ფოლიკულების რაოდენობის და ზომის და არა მოცირკულირე სისხლში ესტრადიოლის რაოდენობის მიხედვით.
ფარმაკოკინეტიკა
0,25მგ პრეპარატის ერთჯერადი კანქვეშა შეყვანის შემდეგ შრატში განირელიქსის დონე სწრაფად იმატებს, მაქსიმალური კონცენტრაცია 4806950340360 (Cmax) დაახლოებით 15ნგ/მლ მიიღწევა 1-2 საათის განმავლობაში (tmax). ნახევარგამოყოფის პერიოდი (t½) შეადგენს დაახლოებით 13 საათს, კლირენსი-დაახლოებით 2,4ლ/სთ-ს. პრეპარატი გამოიყოფა განავლით (დაახლოებით 75%) და შარდით (დაახლოებით 22%). კანქვეშ შეყვანის შემდეგ პრეპარატ ორგალუტრანის® ბიომისაწვდომლობა შეადგენს დაახლოებით 91%-ს.
პრეპარატ ორგალუტრანის® მრავალჯერადი კანქვეშა შეყვანის შემდეგ (ერთი ინექცია დღეში) ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები ანალოგიური იყო ერთჯერადი კანქვეშა დოზის შეყვანის შემდეგ დაფიქსირებული მაჩვენებლისა. დღეში 0,25მგ დოზის განმეორებითი შეყვანის შემდეგ წონასწორული მდგომარეობის დონე- დაახლოებით 0,6ნგ/მლ მიღწეული იყო 2-3 დღეში.
ფარმაკოკინეტიკური ანალიზი მიუთითებს უკუკავშირზე სხეულის მასას და შრატში პრეპარატ ორგალუტრანის® კონცენტრაციას შორის.
მეტაბოლიტების მახასიათებლები. პლაზმაში მოცირკულირე ძირითად კომპონენტს წარმოადგენს განირელიქსი. განირელიქსი აგრეთვე წარმოადგენს შარდით გამოყოფილ ძირითად ნივთიერებას. განავლით გამოიყოფა მხოლოდ მეტაბოლიტები. მეტაბოლიტები წარმოადგენს პეპტიდის მცირე ფრაგმენტს, რომელიც წარმოიქმნება განირელიქსის ცალკეულ უბნებად ფერმენტული ჰიდროლიზის დროს. პრეპარატ ორგალუტრანის® მეტაბოლიტების მახასიათებლები ანალოგიური იყო ადამიანებში და ცხოველებში.
უსაფრთხოების კლინიკამდელი მონაცემები
კლინიკამდელი მონაცემები მიუთითებს ადამიანისთვის სპეციფიური რისკის არ არსებობაზე უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზების ტოქსიურობის და გენოტოქსიურობის კვლევების მიხედვით. რეპროდუქციული ფუნქციის კვლევებმა, რომელიც ჩატარდა ვირთხებში და კურდღლებში განირილექსის 0,1-10მკგ/კგ დღეში (კანქვეშ) და 0,1-50მკგ/კგ/დღეში (კანქვეშ) გამოყენებით აჩვენა ნაყოფის რეზორბციის სიხშირის მომატება ჯგუფებში, რომლებშიც გამოიყენებოდა მაქსიმალური დოზა. არ აღინიშნა ტერატოგენური ეფექტები.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
ორგალუტრანი®
სავაჭრო დასახელება: ორგალუტრანი ®
საერთაშორისო არაპატენტური დასახელება: განირელიქსი.
აღწერა
გამჭვირვალე, უფერო წყალხსნარი
შემადგენლობა
ერთი ავსებული შპრიცი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: განირელექსის აცეტატი 0,25მგ, 0,5მლ წყალხსნარში.
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, ყინულიანი ძმარმჟავა 99%, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან ძმარმჟავა. საინექციო წყალი.
გამოშვების ფორმა: ხსნარი კანქვეშ შეყვანისთვის.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ჰიპოთალამუსის და ჰიპოფიზის ჰორმონები და მათი ანალოგები. ჰონდოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის ანტაგონისტები.
ათქ კოდი: Н01С С01
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ორგალუტრანი® წარმოადგენს გნრჰ (გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონი) ანტაგონისტს, რომელიც არეგულირებს ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-სასქესო ჯირკვლების სისტემას სასქესო ჯირკვლებში გნრჰ რეცეპტორებთან დაკავშირების საშუალებით. შედეგად ხდება ენდოგენური გონადოტროპინების სწრაფი, ძლიერი და შექცევადი დათრგუნვა საწყისი სტიმულაციის გარდა, რომელიც ინდუცირდება გნრჰ აგონისტებით. პრეპარატ ორგალუტრანის® 0,25მგ დოზით მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ მოხალისე ქალებში შრატში მჰ, ფმჰ და Е2 მაქსიმალურად იზრდებოდა 74%, 32% და 25%-ით ინექციიდან 4, 8 და 16 საათის შემდეგ. შრატში ჰორმონების დონე საწყის მაჩვენებელს უბრუნდებოდა ბოლო ინექციიდან 2 დღის განმავლობაში.
პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ საკვერცხეების კონტროლირებული სტიმულაცია, პრეპარატ ორგალუტრანის® გამოყენების საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 5 დღეს. პრეპარატ ორგალუტრანით® მკურნალობის პერიოდში მჰ-ს მომატების საშუალო სიხშირე (>10 სე/ლ) პროგესტერონის დონის მომატებასთან ერთად (>1ნგ/მლ) შეადგენდა 0,3-1,2%-ს, ხოლო გნრჰ აგონისტებით მკურნალობის დროს 0,8%-ს.
ჭარბი წონის მქონე ქალებში (>80კგ) პროგესტერონის დონის მომატებასთან ერთად აღნიშნული იყო მჰ-ს მომატების ზრდის ტენდენცია. ამასთან არ აღინიშნა მკურნალობაზე კლინიკური გავლენა. მიუხედავად ამისა, მსგავსი გავლენის გამორიცხვა არ შეიძლება პაციენტების მცირე რაოდენობის საფუძველზე, რომლებიც ამ დრომდე გადიან მკურნალობას. საკვერცხეების მაღალი პასუხის შემთხვევაში გონადოტროპინის მაღალი ზემოქმედების შედეგად ადრეულ ფოლიკულურ ფაზაში, ან საკვერცხეების მომატებული რეაქციის შედეგად, მჰ-ს ნაადრევი მომატება შეიძლება სტიმულაციის მე-6 დღეზე ადრე მოხდეს. ორგალუტრანით მკურანლობის დაწყებამ მე-5 დღეს შეიძლება ხელი შეუშალოს მჰ-ს დონის ნაადრევ მომატებას კლინიკურ შედეგზე გავლენის გარეშე.
ამგვარ პაციენტებში მჰ-ს გამომუშავება სწრაფად ითრგუნებოდა პრეპარატ ორგალუტრანის® პირველი შეყვანის შემდეგ.
პრეპარატ ორგალუტრანის® კონტროლირებულ კვლევებში, როდესაც გამოიყენებოდა გრძელი პროტოკოლი გნრჰ აგონისტების გამოყენებით, პრეპარატ ორგალუტრანით® მკურნალობას ახლდა უფრო სწრაფი ფოლიკულური ზრდა სტიმულაციის პირველი დღეების განმავლობაში, მაგრამ მზარდი ფოლიკულების საბოლოო თაობა იყო რამდენადმე მცირე და წარმოქმნიდა ნაკლებ ესტრადიოლს. ფოლიკულების ზრდის ამგვარი განსხვავება მოითხოვს, რომ ფმჰ დოზის კორექცია მოხდეს მზარდი ფოლიკულების რაოდენობის და ზომის და არა მოცირკულირე სისხლში ესტრადიოლის რაოდენობის მიხედვით.
ფარმაკოკინეტიკა
0,25მგ პრეპარატის ერთჯერადი კანქვეშა შეყვანის შემდეგ შრატში განირელიქსის დონე სწრაფად იმატებს, მაქსიმალური კონცენტრაცია 4806950340360 (Cmax) დაახლოებით 15ნგ/მლ მიიღწევა 1-2 საათის განმავლობაში (tmax). ნახევარგამოყოფის პერიოდი (t½) შეადგენს დაახლოებით 13 საათს, კლირენსი-დაახლოებით 2,4ლ/სთ-ს. პრეპარატი გამოიყოფა განავლით (დაახლოებით 75%) და შარდით (დაახლოებით 22%). კანქვეშ შეყვანის შემდეგ პრეპარატ ორგალუტრანის® ბიომისაწვდომლობა შეადგენს დაახლოებით 91%-ს.
პრეპარატ ორგალუტრანის® მრავალჯერადი კანქვეშა შეყვანის შემდეგ (ერთი ინექცია დღეში) ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები ანალოგიური იყო ერთჯერადი კანქვეშა დოზის შეყვანის შემდეგ დაფიქსირებული მაჩვენებლისა. დღეში 0,25მგ დოზის განმეორებითი შეყვანის შემდეგ წონასწორული მდგომარეობის დონე- დაახლოებით 0,6ნგ/მლ მიღწეული იყო 2-3 დღეში.
ფარმაკოკინეტიკური ანალიზი მიუთითებს უკუკავშირზე სხეულის მასას და შრატში პრეპარატ ორგალუტრანის® კონცენტრაციას შორის.
მეტაბოლიტების მახასიათებლები. პლაზმაში მოცირკულირე ძირითად კომპონენტს წარმოადგენს განირელიქსი. განირელიქსი აგრეთვე წარმოადგენს შარდით გამოყოფილ ძირითად ნივთიერებას. განავლით გამოიყოფა მხოლოდ მეტაბოლიტები. მეტაბოლიტები წარმოადგენს პეპტიდის მცირე ფრაგმენტს, რომელიც წარმოიქმნება განირელიქსის ცალკეულ უბნებად ფერმენტული ჰიდროლიზის დროს. პრეპარატ ორგალუტრანის® მეტაბოლიტების მახასიათებლები ანალოგიური იყო ადამიანებში და ცხოველებში.
უსაფრთხოების კლინიკამდელი მონაცემები
კლინიკამდელი მონაცემები მიუთითებს ადამიანისთვის სპეციფიური რისკის არ არსებობაზე უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზების ტოქსიურობის და გენოტოქსიურობის კვლევების მიხედვით. რეპროდუქციული ფუნქციის კვლევებმა, რომელიც ჩატარდა ვირთხებში და კურდღლებში განირილექსის 0,1-10მკგ/კგ დღეში (კანქვეშ) და 0,1-50მკგ/კგ/დღეში (კანქვეშ) გამოყენებით აჩვენა ნაყოფის რეზორბციის სიხშირის მომატება ჯგუფებში, რომლებშიც გამოიყენებოდა მაქსიმალური დოზა. არ აღინიშნა ტერატოგენური ეფექტები.
მიღების ჩვენება
მალუთეინიზებელი ჰორმონის (მჰ) სეკრეციის ნაადრევი პიკური მომატების პრევენცია ქალებში, რომლებსაც უტარდებათ საკვერცხეების კონტროლირებული სტიმულაცია (სკს) დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით (დრტ). კლინიკურ კვლევებში პრეპარატ ორგალუტრანს® იყენებდნენ რეკომბინანტულ ფოლიკულომასტიმულირებელ ჰორმონთან (რფმჰ) ან კორიფოლიტროპინ ალფასთან ერთად, რომელიც წარმოადგენს ფოლიკულების გახანგრძლივებული მოქმედების სტიმულატორს.
გამოყენების მეთოდი და დოზირება
ორგალუტრანი® შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ სპეციალისტის მიერ, რომელსაც აქვს უნაყოფობის მკურნალობის გამოცდილება.
დოზირება.
ორგალუტრანი®გამოიყენება მალუთეინიზებელი ჰორმონის პიკური ნაადრევი სეკრეციის პრევენციისთვის ქალებში, რომლებსაც უტარდებათ საკვერცხეების კონტროლირებული სტიმულაცია (სკს). საკვერცხეების კონტროლირებული სტიმულაცია ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონით (ფმჰ) ან კორიფოლიტროპინ ალფათი შეიძლება დაიწყო მენსტრუალური ციკლის მე-2 –მე-3 დღეს. ორგალუტრანი® (0,25მგ) უნდა შეიყვანონ კანქვეშ დღეში ერთხელ, უნდა დაიწყონ როგორც წესი ფმჰ-ს გამოყენების მე-5 ან მე-6 დღიდან ან კორიფოლიტროპინ ალფას გამოყენების მომდევნო მე-5 ან მე-6 დღეს. სტიმულაციაზე საკვერცხეების რეაქციის მომატებისას მჰ-ს ნაადრევი მომატების პრევენცია შეიძლება მკურნალობის მე-5 დღეს პრეპარატ ორგალუტრანის® შეყვანის დაწყებით. ფოლიკულების ზრდის არარსებობის შემთხვევაში პრეპარატ ორგალუტრანის® შეყვანა შეიძლება დაიწყოს უფრო გვიან.
ორგალუტრანი® და ფმჰ უნდა შეიყვანონ დაახლოებით ერთდროულად. თუმცა ეს პრეპარატები არ უნდა აურიონ ერთ შპრიცში და მათი შეყვანისთვის უნდა აირჩიონ სხეულის სხვადასხვა ადგილები.
ფმჰ დოზის კორექცია დამოკიდებული უნდა იყოს მზარდი ფოლიკულების რაოდენობაზე და ზომებზე და არა მოცირკულირე სისხლში ესტრადიოლის დონეზე (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკა”). პრეპარატ ორგალუტრანის® ყოველდღიური შეყვანა უნდა გაგრძელდეს მანამდე, სანამ არ წარმოიქმნება საჭირო ზომის ფოლიკულების საკმარისი რაოდენობა. ფოლიკულების საბოლოო მომწიფება შეიძლება დაიწყოს ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის (ქგ) პრეპარატის შეყვანით. განირელიქსის ნახევარგამოყოფის პერიოდიდან გამომდინარე, პრეპარატ ორგალუტრანის ორ ინექციას შორის ინტერვალმა არ უნდა გადააჭარბოს 30 საათს, ასევე, ინტერვალმა პრეპარატ ორგალუტრანის და აქგ –ის ინექციებს შორის ინტერვალმა არ უნდა გადააჭარბოს 30 საათს, სხვა შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს მჰ-ს ნაადრევი პიკი.
ამიტომ პრეპარატ ორგალუტრანის® დილით შეყვანისას მისი გამოყენება უნდა გაგრძელდეს გონადოტროპინის გამოყენების მთელი პერიოდის განმავლობაში ოვულაციის ინიცირების დღის ჩათვლით. თუ პრეპარატი ორგალუტრანი® შეყავთ დღის მეორე ნახევარში, ბოლო ინექცია უნდა მოხდეს დღის მეორე ნახევარში, ოვულაციის ინიცირების წინა დღეს.
ორგალუტრანმა® გამოავლინა უსაფრთხოება და ეფექტურობა პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მკურნალობის მრავალჯერადი ციკლები.
ლუთეინური ფაზის ხელშეწყობა უნდა მოხდეს მეთოდის შესაბამისად, რომელიც მიღებულია რეპროდუქციული მედიცინის ცენტრში.
ბავშვები. პრეპარატ ორგალუტრანის® ბავშვებში გამოყენება არ არის ნაჩვენები.
თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევები.
ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში არ არსებობს პრეპარატ ორგალუტრანის® გამოყენების გამოცდილება, რადგან ასეთი პაციენტები კვლევიდან გამორიცხეს. შესაბამისად ღვიძლის ფუნქციის დარღვევით და თირკმლის ზომიერად და მძიმედ გამოხატული უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში პრეპარატ ორგალუტრანის® გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება”).
გამოყენების მეთოდი.
ორგალუტრანის® შეყვანა საჭიროა კანქვეშ, ინექციის გაკეთება უმჯობესია ბარძაყის არეში. ლიპოატროფიის თავიდან ასაცილებლად უნდა ცვალონ პრეპარატის შეყვანის ადგილი. პაციენტმა ან მისმა პარტნიორმა შეიძლება პრეპარატი ორგალუტრანი® დამოუკიდებლად შეიყვანონ იმ შემთხვევაში თუ ჩატარებული აქვთ შესაბამისი ინსტრუქცია და შეუძლიათ სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა. წინასწარ შევსებულ შპრიცში შესაძლებელია ჰაერის ბუშტუკების დანახვა. ეს მოსალოდნელია, და არ არის საჭირო ჰაერის ბუშტუკების გაქრობა.
გვერდითი მოქმედება.
უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა
ქვემოთ ცხრილში მოცემულია ყველა გვერდითი რეაქცია ქალებში, რომლებიც ორგალუტრანს იღებდნენ კლინიკურ კვლევებში რეკომბინანტული ფმჰ-ს გამოყენებით საკვერცხეების სტიმულაციისთვის. მოსალოდნელია რომ ორგალუტრანის გვერდითი ეფექტები კორიფოლიტროპინ ალფს გამოყენებით საკვერცხეების სტიმულაციისთვის ანალოგიური იქნება. წინასწარ შევსებულ შპრიცში შესაძლოა ჰაერის ბუშტუკები ჩანდეს. ეს მოსალონდელია, და არ არის საჭიროა ჰაერის ბუშტუკების მოშორება.
გვერდითი რეაქციების მოკლე ანალიზი
გვერდითი რეაქციების კლასიფიკაცია ხდება MedDRA ორგნოთა კლასის და განვითრების სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100 - <1/10), იშვიათი ( ≥1 / 1000 -<1/100). მომატებული მგრძნობელობის რეაქციების სიხშირე (ძალიან იშვიათი <1/10000) განისაზღვრ პოსტმარკეტინგული კვლევით.
ორგანოთა სისტემის კლასი
სიხშირე
გვერდითი მოვლენები:
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათი
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (გამონაყარის, სახის შეშუპების, ქოშინის,ანაფილაქსიის (ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით) ანგიონევროზული შეშუპების და ჭინჭრის ციების ჩათვლით)1
უკვე არსებული ეგზმეის გაუარესება 2
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ნაკლებად ხშირი
თავის ტკივილი
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ნაკლებად ხშირი
გულისრევა
ზოგადი დარღვევები და გამოყენებასთან დაკავშირებული მდგომარეობა
ძალიან ხშირი
კანის ადგილობრივი რეაქცია ინექციის ადგილას (უპირატესად სიწითლე, შეშუპებით ან მის გარეშე)3
ნაკლებად ხშირი
სისუსტე
1 პირველი დოზის შემდეგაც აღწერილია პაციენტებში, რომლებსაც ურგალუტრანი® შეუყვანეს
2 აღწერილია ერთი პაციენტის შემთხვევაში ორგალუტრანის® პირველი დოზის გამოყენების შემდეგ
3 კლინიკურ კვლევებში ინექციიდან ერთი საათის შემდეგ, მკურნალობის ციკლზე კანის ერთჯერადი ზომიერი ან მძიმე რეაქციის სიხშირე პციენტების შეტყობინებების მიხედვით შეადგენდა 12%-ს პაციენტებში რომლებიც ორგალუტრანს® იღებდნენ და 25%-ს იმ პირებში, რომლებიც კანქვეშ იღებდნენ გნრჰ აგონისტს. ადგილობრივი რეაქციები ჩვეულებრივ ქრება გამოყენებიდან 4 საათის შემდეგ.
შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა
გვერდითი რეაქციების შესახებ სხვა შეტყობინებები დაკავშირებული იყო საკვერცხეების კონტროლირებულ ჰიპერსტიმულაციასთან დამხმარე რეპროდუქტიული ტექნოლოგიისთვის, კერძოდ ეს იყო მუცლის ტკივილი, მუცლის შებერილობა, სჰს (საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი) (იხ. პარაგრაფი “უსაფრთხოების ზომები”), საშვილოსნოსგარე ორსულობა და თვითნებური აბორტი.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება “სარგებელი-რისკის” უწყვეტი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით. მედიცინის მუშაკებისთვის რეკომენდებულია სამკურნალო პრეპარტის ნებისმიერი არასასურველი რეაქციის შესახებ შეტყობინება (ბელორუსიის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის ექსპერტიზის და ცდების ცენტრი”-ს დეპარტმენტში, «http://www.rceth.by).
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის, მათ შორის მშრალი ბუნებრივი კაუჩუკის/ლატექსის მიმართ (იხ. თავი `შემადგენლობა~ და `გამოშვების ფორმა~);
მომატებული მგრძნობელობა გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის (გნრჰ) ან გნრჰ-ს ნებისმიერი სხვა ანალოგის მიმართ;
თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის ზომიერი ან მძიმე დარღვევა;
ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდი.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს მოქმედების გახანგრძლივება. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პრეპარატ ორგალუტრანით® მკურნალობა (დროებით) უნდა შეწყდეს. არ არსებობს ადამიანში პრეპარატ ორგალუტრანის® მწვავე ტოქსიურობის მონაცემები, მაგრამ ნაკლებსავარაუდოა ტოქსიური მოვლენების გამოვლენა. კლინიკურ კვლევებში, როდესაც პრეპარატი ორგალუტრანი® შეყავდათ კანქვეშ 12მგ-მდე დოზით არ აღინიშნა სისტემური გვერდითი რეაქციები. ვირთხებში და მაიმუნებში მწვავე ტოქსიურობის კვლევებში განირელიქსის 1მგ/კგ და 3მგ/კგ-ზე დიდი დოზების ინტრავენური შეყვანის შემდეგ აღინიშნა მხოლოდ არასპეციფიური ტოქსიური სიმპტომები.
უსაფრთხოების ზომები
მომატებული მგრძნობელობის რეაქცია
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ქალებში, რომლებსაც აღენიშნებათ აქტიური ალერგიული მდგომარეობის ნიშნები ან სიმპტომები. პოსტმარკეტინგული კვლევის დროს აღწერილი იყო მომატებული მგრძნობელობის რეაქციაც (როგორც გენერალიზებული, ასევე ლოკალიზებული) ორგალუტრანის® პირველი დოზის მიღების შემდეგ (იხ. პარაგრაფი გვერდითი მოქმედება”). ეს შემთხვევები მოიცავდა ანაფილაქსიურ რეაქციებს (ანაფილასიური შოკი), ანგიონევროტულ შეშუპებას და ჭინჭრის ციებას. თუ ეჭვია მომატებული მგრძნობელობის რეაქციას, ორგალუტრანის® მიღება უნდა შეწყდეს და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა. რეკომენდებული არ არის პრეპარატ ორგალუტრანის® გამოყენება ქალებში, რომლებსაც აღენიშნებათ მძიმე ალერგიული მდგომარეობა, რადგან არ არსებობს საკმარისი კლინიკური გამოცდილება.
ალერგია ლატექსზე
მოცემული სამკურნალო საშუალების ნემსის ხუფი შეფუთვა შეიცავს ბუნებრივ კაუჩუკს/ლატექსს, რომელიც შეხებაშია ნემსთან და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (იხ. პარაგრაფი “გამოშვების ფორმა”).
საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (სჰს)
ოვულაციის სტიმულაციის ჩატარების დროს ან მის შემდეგ შეიძლება განვითარდეს საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი. ამ გართულების რისკი ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ გონადოტროპინებით სტიმულაციის ჩატარებისას. საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის დროს ატარებენ სიმპტომურ მკურნალობას, როგორიცაა წოლითი რეჟიმი, ელექტროლიტური ან კოლოიდური ხსნარების და ჰეპარინის ინტრავენური შეყვანა.
რადგან საშვილოსნოს მილების პათოლოგია ხშირია უნაყოფო ქალებში, რომლებსაც უტარდებათ დამხმარე რეპროდუქცია, კერძოდ-ექსტრაკორპორალური განაყოფიერება, შეიძლება მომატებული იყოს საშვილოსნოსგარე ორსულობის სიხშირე ამიტომ მნიშვნელოვანია ულტრაბგერითი გამოკვლევით საშვილოსნოსშიდა ორსულობის რაც შეიძლება მალე დადასტურება.
თანდაყოლილი პათოლოგიები
დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის (დრტ) შემდეგ თანდაყოლილი პათოლოგიების სიხშირე შეიძლება რამდენადმე მაღალი იყოს ვიდრე სპონტანური განაყოფიერებისას. სავარაუდოა, რომ ამგვარი მომატებული სიხშირე დაკავშირებულია მშობლების მახასიათებლების განსხვავებებთან (მაგალითად დედის ასაკი, სპერმის მახასიათებლები) და დრტ-ს შემდეგ მრავალნაყოფიანი ორსულობის მომატებულ სიხშირესთან. არ არსებობს იმის ნიშნები, რომ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების დროს გნრჰ ანტაგონისტების გამოყენებას ახლავს თანდაყოლილი პათოლოგიების რისკის მომატება. კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც შეგროვდა 1000-ზე მეტი ახალშობილის მონაცემი ნაჩვენები იყო, რომ იმ ბავშვებში, რომლებიც დაიბადნენ საკვერცხეების კონტროლირებული სტიმულაციის შემდეგ, რომლის დროსაც გამოიყენებოდა პრეპარატი ორგალუტრანი® თანდაყოლილი პათოლოგიების სიხშირე, შეთავსებადია სიხშირესთან, რომელიც აღინიშნებოდა საკვერხეების კონტროლირებული სტიმულაცისას, რომლის დროსაც გამოიყენებოდა გნრჰ აგონისტი.
50კგ-ზე მცირე ან 90კგ-ზე მეტი წონის ქალები
50კგ-ზე მცირე ან 90კგ-ზე მეტი წონის ქალებში პრეპარატ ორგალუტრანის® გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
პრეპარატის შემადგენლობაში შედის ნატრიუმი – 1 მოლი(23მგ) ერთ ინექციაში, ანუ პრეპარატი პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში
ორსულობა. არ არსებობს ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების კლინიკური მონაცემები.
ცხოველების კვლევებში განირელიქსის იმპლანტაციის დროს შეყვანა იწვევდა ნაყოფის რეზორბციას (იხ. პარაგრაფი “უსაფრთხოების კლინიკამდელი მონაცემები”). ადამიანში ამ მონაცემების მნიშვნელობა განსაზღვრული არ არის.
ძუძუთი კვება. უცნობია გამოიყოფა თუ არა განირელიქსი რძეში.
პრეპარატ ორგალუტრანის® გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება”).
გავლენა ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატ ორგალუტრანის® გავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე შესწავლილი არ არის.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პრეპარატ ორგალუტრანის® ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან შესწავლილი არ არის, ამიტომ არ შეიძლება გამოირიცხოს ფართოდ გამოყენებულ საშუალებებთან ურთიერთქმედება, ჰისტამინ-გამომათავისუფლებელი სამკურნალო საშუალებების ჩათვლით.
შეუთავსებლობა
რადგან შეთავსებადობა შესწავლილი არ არის, პრეპარატი არ უნდა შეურიონ სხვა სამკურნალო საშუალებებს.
გამოშვების ფორმა
ერთჯერადი, წინასწარ ავსებული შპრიცები (სილიკონირებული მინა ტიპი I), შეიცავს 0,5მლ სტერილურ, გამოყენებისთვის გამზადებულ წყალხსნარს, დახურული რეზინის დგუშით, რომელიც არ შეიცავს ლატექსს. ყოველ ავსებულ შპრიცზე მიმაგრებულია ნემსი, რომელიც დახურულია დამცავი სახურავით, რომელიც დამზადებულია ნატურალური მშრალი კაუჩუკის/ლატექსისგან, რომელიც შეხებაშია პროდუქტთან (იხ. პარაგრაფები `უკუჩვენებები~ და “უსაფრთხოების ზომები”).
5 წინასწარ ავსებული შპრიცი თავსდება მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება 2–30 °С ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. გაყინვა არ შეიძლება.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებელი ფირმა
ნ.ვ ორგანონი, ნიდერლანდები
N.V. Organon, the Netherlands
5349 AB ოსს, კლოოსტერშტრაატ 6
Kloosterstraat 6, 5349 AB Oss
რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი
ორგანონ სენტრალ ისტ გმბჰ, ვეიშტრასსე 20, 6006, ლუცერნი, შვეიცარია
Organon Central East GmbH, Weystrasse 20, 6006 Luzern, Switzerland.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


