ოპტივატი არის მაღალი სისუფთავის VIII ფაქტორის და ვონ ვილებრანდის ფაქტორის კონცენტრატი, პროეტეინები, რომლებიც საჭუიროა სისხლის შედედებისათვის. ოპტივატში შემავალი VIII ფაქტორის და ვონ ვილებრანდის ფაქტორის კონცენტრატი ექსტრაგირდება ადამიანის სისხლის პლაზმიდან (სისხლის თხევადი ნაწილი). …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (Von Willebrand factor,Human Coagulation factor VIII)
- ფორმა და შეფუთვა
- 500სე ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1 + 5მლ გამხსნელი (საინექციო წყალი) მინის ფლაკონი №1 და ნემსი №1 შეფუთვაში
- მწარმოებელი
- Bio Products Laboratory Limited, დიდი ბრიტანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიჰემორაგიული საშუალებები, სისხლის კოაგულაციის ფაქტორები
- ATC კოდი
- B02BD07
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037433
- რეგისტრირებულია
- 28 თებერვალი 2023, მოქმედებს 28 თებერვალი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Bio Products Laboratory Limited (დიდი ბრიტანეთი)
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ოპტივატი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ოპტივატი არის მაღალი სისუფთავის VIII ფაქტორის და ვონ ვილებრანდის ფაქტორის კონცენტრატი, პროეტეინები, რომლებიც საჭუიროა სისხლის შედედებისათვის. ოპტივატში შემავალი VIII ფაქტორის და ვონ ვილებრანდის ფაქტორის კონცენტრატი ექსტრაგირდება ადამიანის სისხლის პლაზმიდან (სისხლის თხევადი ნაწილი).
ოპტივატი გამოიყენება სისხლდენის პრევენციისა და მკურნალობისათვის ყველ;ა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰემოფილია A (VIII ფაქტორის თანდაყოლილი დეფიციტი სისხლში).
- რისი ცოდნაა საჭირო ოპტივატის გამოყენებამდე
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ოპტივატის მიმართ და დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, ან ჰემოფილიის ექთანს, თუ:
- გაქვთ გულის ან სისხლძარღვების დაავადება
- გაქვთ ალერგიული რეაქცია ამ პრეპარატზე (იხ. პუნქტი 4)
- თქვენი ან თქვენი შვილის ვერ არ კონტროლდება ამ პრეპატაის ჩვეული დოზით. ინჰიბიტორების (ანტისხეულების) ფორმირება ცნობილი გართულებაა, რომელიც შეიძლება განვითარდეს VIII ფაქტორის ყველა პრეპარატით მკურნალობის განმავლობაში. ეს ინჰიბიტორები, განსაკუთრებით მაღალი დოზებით, იწვევენ იმას, რომ მკურნალობა სათანადოდ არ მოქმედებს, და თქვენზე ან თქვენს შვილზე განხორციელდება ყურადღებით დაკვირვება ამ ინჰიბიტორების განვითარების გამოსავლენად. თქვენი ექიმი ან ექთანი შეამოწმებს თქვენს სისხლში VIII ფაქტორისა და ანტისხეულების დონეს მკურნალობის დაწყებამდე და მას შემდეგ, განსაკუთრებით თქვენი პირველი ინექციისას.
- თქვენ გჭირდებათ ცენტრალურ ვენაში ჩასადგმელი მოწყობილობა (CVAD) ოპტივატის გამოყენებისათვის. თქვენ შეიძლება იყოთ გართულებების რისკის ქვეშ, მათ შორის ადგილობრივი ინფექციების, სისხლში ბაქტერიების (ბაქტერიემია) და სისხლის კოლტის კათეტერის ადგილზე.
ვირუსული უსაფრთხოება
როდესაც პრეპარატები მზადდება ადამიანის სისხლის ან პლაზმისგან, მიიღება გარკვეული ზომები ინფექციების პაციენტებისთვის გადაცემის პრევენციის მიზნით. ისინი მოიცავს:
- სისხლისა და პლაზმის დონორების ფრთხილად შერჩევა, დარწმუნების მიზნით, რომ გამორიცხულია ინფექციების მტარებლობის რისკის მქონეები
- თითოეულიო დონაციისა და პლაზმის ბანკების ვირუსის / ინფექციის ნიშნებზე ტესტირება.
- სისხლის ან პლაზმის დამუშავებაში ეტაპების ჩართვა, რომლებსაც შეუძლიათ ვირუსების ინაქტივაცია ან მოშორება.
ამ ზომების მიუხედავად, როდესაც გამოიყენება ადამიანის სისხლის ან პლაზმისგან დამზადებული პრეპარატები, ინფექციის გადაცემის შესაძლებლობა სრულიად ვერ იქნება გამორიცხული. ეს ასევე ეხება ნებისმიერ უცნობ ან ახლადწარმოქმნილ ვირუსებს ან სხვა ტიპის ინფექციებს.
მიღებული ზომები ეფექტურად ითვლება გარსიანი ვირუსებისთვის, როგორიცაა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ), B ჰეპატიტის ვირუსი და C ჰეპატიტის ვირუსი, და უგარსო A ჰეპატიტის ვირუსი. მიღებული ზომები შეიძლება იყოს შეზღუდული მნიშვნელობის უგარსო ვირუსების მიმართ, როგორიცაა პარვოვირუსი B19.
პარვოვირუსი B19 ინფექცია შეიძლება სერიოზული იყოს ორსული ქალებისთვის (ნაყოფის ინფექცია) და იმ პირებისთვის, რომლებიხ იმუნური სისტემაც დაქვეითებულია, ან რომლებსაც აქვთ ზოგიერთი ტიპის ანემია (მაგ. ნამგლისებრუჯრედოვანი დაავადება ან ჰემოლიზური ანემია).
ძლიერ რეკომენდებულია, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც მიიღებთ ოპტივატის დოზას, ჩაიწეროს პროდუქტის დასახელება და პარტიის ნომერი, გამოყენებული პარტების აღრიცხვის წარმოების მიზნით.
თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგცეთ რეკომენდაცია, რომ თქვენ გაითვალისწინოთ A და B ჰეპატიტის წინააღმდეგ ვაქცინაცია, თუ რეგულარულად ან განმეორებით იღებთ ადამიანის პლაზმიდან წარმოებულ VIII ფაქტორის პროდუქტებს.
ბავშვები და მოზარდები
ჩამოთვლილი გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები ვრცელდება როგორც მოზრდილებზე, ასევე ბავშვებზე.
მიღების წესი და დოზირება
მკურნალობა უნდა განხორციელდეს ჰემოფილიის მკურნალობაში გამოცდილი ექიმის ზედამხედველობის ქვეშ.
მკურნალობის მონიტორინგი
მკურნალობის განმავლობაში რეკომენდებულია VIII ფაქტორის დონეების სწორად განსაზღვრა, რათა ვაკონტროლოთ შესაყვანი დოზა და ინფუზიების განმეორების სიხშირე. პაციენტების რეაქცია VIII ფაქტორზე ვარირებს ინდივიდუალურად, რაც ვლინდება სხვადასხვა ნახევრად დაშლის პერიოდით და გამოჯანმრთელებით. დაბალი ან ჭარბი წონის ადამიანებში შესაძლოა აუცილებელი გახდეს დოზის კორექცია.
დიდი ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში ჩანაცვლებითი თერაპიის ზედმიწევნითი მონიტორინგი კოაგულაციური ანალიზის (პლაზმის VIII ფაქტორი) მეშვეობით შეუცვლელია.
პაციენტების სისხლის ნიმუშში VIII ფაქტორის აქტივობის ინ ვიტრო თრომბოპტლასტინის დროზე (aPTT) დაფუძნებული ერთსაფეხურიანი შედედების ანალიზის გამოყენებისას, პლაზმის VIII ფაქტორის აქტივობის შედეგებზე შესაძლოა ძლიერი გავლენა იქონიოს aPTT რეაგენტის ტიპმა და რეფერენტულმა პრეპარატმა, რომლებიც გამოყენებულ იქნა ანალიზში. ასევე შესაძლოა მნიშვნელოვანი განსხვავებები იყოს aPTT-ზე დაფუძნებული ერთსაფეხურიანი კოაგულაციის ანალიზის შედეგებსა და Ph. Eur.-ის მიხედვით ჩატარებული ქრომოგენული ანალიზების შედეგებს შორის. ეს მნიშვნელოვანია, როდესაც ხდება ლაბორატორიის და/ან ანალიზში გამოყენებული რეაგენტების ცვლილება.
დოზირება
ჩანაცვლებითი თერაპიის დოზირება და ხანგრძლივობა დამოკიდებულია VIII ფაქტორის დეფიციტის სიმძიმეზე, სისხლდენის ლოკაციასა და სიძლიერეზე და პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე.
შეყვანილი VIII ფაქტორის ერთეულების რაოდენობა გამოიხატება საერთაშორისო ერთეულებში (IU), რაც დაკავშირებულია კონცენტრატის WHO-ს მიმდინარე სტანდარტთან VIII ფაქტორის პროდუქტებისთვის. VIII ფაქტორის აქტივობა პლაზმაში გამოისახება როგორც პროცენტებში (ადამიანის ნორმალურ პლაზმასთან მიმართებაში), ასევე უმჯობესია IU-ში (პლაზმაში VIII ფაქტორის საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში).
VIII ფაქტორის ერთი IU ექვიალენტურია ადამიანის VIII ფაქტორის რაოდენობის 1 მლ პლაზმაში.
მკურნალობა მოთხოვნისამებრ
VIII ფაქტორის აუცილებელი დოზის გამოთვლა ეფუძნება ემპირულ მონაცემებს, როგორიცაა ის ფაქტი, რომ კილოგრამ წონაზე გადაანგარიშებული 1 IU VIII ფაქტორი ზრდის VIII ფაქტორის აქტივობას ნორმალური აქტივობის 2.2 % - 2.7 % - ით (2.2 – 2.7 IU/დლ). აუცილებელი დოზის განსაზღვრა ხდება მომდევნო ფორმულის გამოყენებით:
აუცილებელი ერთეულები = სხეულის წონა (კგ) x VIII ფაქტორის სასურველი მატება (%) ან (IU/დლ) x 0.4
მისაღები რაოდენობა და მიღების სიხშირე ყოველთვის უნდა იყოს ორიენტირებული ინდივიდუალური შემთხვევის კლინიკურ ეფექტურობაზე.
მომდევნო ჰემატოლოგიური შემთხვევების დროს VIII ფაქტორის აქტივობა არ უნდა დაეცეს მოცემული პლაზმური აქტივობის დონის ქვემოთ (ნორმის %-ში ან IU/დლ-ში) შესაბამის დროში. მომდევნო ცხრილი შესაძლოა გამოვიყენოთ სისხლდენის ეპიზოდების და ოპერაციების გაიდის სახით:
სისხლდენის ხარისხი / ქირურგიული პროცედურების ტიპი
VIII ფაქტორის აუცილებელი დონე
(%) ან (IU/დლ)
დოზების სიხშირე (სთ) /
მკურნალობის ხანგრძლივობა (დღეები)
სისხლდენა
ადრეული ჰემართროზი, სისხლდენა კუნთებიდან ან პირის ღრუდან
20-40
გაიმეორეთ ყოველ 12-24 სთ-ში, სულ ცოტა 1 დღე, სანამ ტკივილით ნაჩვენები სისხლდენის ეპიზოდი არ ალაგდება ან სანამ შეხორცება არ მოხდება.
უფრო ძლიერი ჰემართროზი, სისხლდენა კუნთებიდან ან ჰემატომა
30-60
გაიმეორეთ ყოველ 12-24 სთ-ში 3 ან 4 ან მეტი დღის განმავლობაში, სანამ ტკივილი და მწვავე უუნარობა არ ალაგდება.
სიცოცხლისათვის საშიში სისხლდენები
60-100
გაიმეორეთ გადასხმა 8-24 საათში ერთხელ სანამ საშიშროება არ გაივლის.
ოპერაცია
მცირე ოპერაცია, მათ შორის, კბილის ექსტრაქცია.
30-60
ყოველ 24 სთ-ში სულ მცირე 1 დღე, სანამ შეხორცება არ მოხდება.
დიდი ოპერაცია
80-100
(პრე- და პოსტ-ოპერაციული)
გაიმეორეთ ინფუზია ყოველ 8-24 სთ-ში სანამ შესაბამისად არ მოხდება ჭრილობის შეხორცება, შემდეგ თერაპია შემდეგი 7 დღის განმავლობაში VIII ფაქტორის აქტივობის 30% ან 60%-ის შესანარჩუნებლად (IU/dl).
პროფილაქტიკა
სისხლდენის საწინააღმდეგო ხანრძლივი პროფილაქტიკისთვის მძიმე ჰემოფილია A-ის მქონე პაციენტებში ჩვეული დოზა არის VIII ფაქტორის 20-40 IU სხეულის კილოგრამ წონაზე გადაანგარიშებით 2-3 დღიანი ინტერვალებით. ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით ახალგაზრდა პაციენტებში, დოზებს შორის უფრო ნაკლები ინტერვალები ან უფრო დიდი დოზები შეიძლება გახდეს აუცილებელი.
უწყვეტი ინფუზია
ოპერაციის წინ უნდა ჩატარდეს ფარმაკოკინეტიკური ანალიზი შესაბამისი ქლირენსის მისაღებად.
საწყისი ინფუზიის სიხშირე შესაძლოა გამოვთვალოთ შემდეგნაირად:
ქლირენსი x სასურველი სტაბილური მდგომარეობის დონე = ინსფუზიის სიჩქარე (IU/კგ/სთ).
უწყვეტი ინფუზიის პირველი 24 სთ-ის შემდეგ ქლირენსის გამოთვლა კიდევ უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად სტაბილური მდგომარეობის ტოლობის გამოყენებით, გაზომილი დონით და ინფუზიის ცნობილი სიჩქარით.
პედიატრიული პოპულაცია
6 წლამდე ასაკის ბავშვები
რეკომენდებული დოზაა 17 – 30 IU/კგ. უნდა მივცეთ კვირაში სამჯერ სისხლდენის პრევენციისთვის.
6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
6-11 წლის ასაკის ბავშვებში ოპტივატის გამოყენების შესახებ ძალიან შეზღუდული მონაცემები არსებობს. რეკომენდებული დოზა და სიხშირე 6-17 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებისთვის ისეთივეა, როგორიც მოზრდილებისთვის. პროფილაქტიკურ მკურნალობაზე მყოფი პაციენტებისთვის რეკომენდებულია დონეების მიხედვით მონიტორინგი.
მიღების მეთოდები
ინტრავენური მიღება.
ოპტივატი უნდა მივცეთ სიჩქარით, რომელიც არ აჭარბებს 3 მლ-ს წთ-ში.
სამედიცინო პროდუქტის შერევის და აღდგენის შესახებ ინსტრუქციისთვის მიმართეთ 6.6 განყოფილებას.
უკუჩვენებები
- წყალი არ შედის პროდუქტის ფლაკონში (ეს მიუთითებს რომ ვაკუუმი აღარ არის ფლაკონში, შესაბამისად პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული).
- თუ გახსნილი პროდუქტის და წყალი ქმნის გელს ან კოლტს, ან ხსნარი შემღვრეულია
შპრიცში არსებობს რაიმე ნაწილაკები.
თუ რომელიმე ამათგანი მოხდება, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, ფლაკონებზე დაბეჭდილი პარტიის ნომრების ჩათვლით.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ოპტივატი
თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება ღებულობდეთ ჭარბ რაოდენობას, შეწყვიტეთ ინექციების გაკეთება და აცნობეთ თქვენს ექიმს. თუ იცით, რომ ზედმეტი რაოდენობა მიიღეთ, რაც შეიძლება დროულად აცნობეთ თქვენს ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ოპტივატის გამოყენება
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზის დავიწყებული დოზის შესავსებად. გაიკეთეთ თქვენი ჩვეულებრივი დოზის ინექცია გახსნებისთანავე, შემდეგ კი განაგრძეთ მისი გამოყენება თქვენი ექიმის ან ჰემოფილიის ექთნის მითითებების შესაბამისად.
თუ თქვენ შეწყვიტეთ ოპტივატის მიღება
თქვენი მკურნალობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ყოველთვის დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
სიფრთხილის ზომები
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ შემოწმებისათვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ოპტივატი უნდა გაკეთდეს ინექციით უშუალოდ ვენაში.
ამ პრეპარატის ინექციამდე, თქვენ უნდა გაიაროთ ტრენინგი თქვენი ჯანდაცვის პროფესიონალისაგან იმაზე, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს. გამოიყენეთ მხოლოდ რეკომენდებული საინექციო მოწყობილობა, რომელიც მოყვება თქვენს პრეპარატს.
თქვენ ექიმი აგიხსნით, თუ რამდენი და როდის უნდა გამოიყენოთ ის.
თქვენი ექიმი გეტყვით თქვენს დოზას სრული ფლაკონების რაოდენობის მიხედვით, რომელიც ყველაზე მიახლოებულია თქვენთვის ყველაზე შესაფერის დოზასთან. თუ საჭიროა შემდგომი მკურნალობა, დოზები შეიძლება განმეორდეს. თქვენი. ექიმი გირჩევთ, თუ ეს აუცილებელია. თქვენთვის ან თქვენი შვილისთვის საჭირო ოპტივატის რაოდენობა და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება რამდენიმე ფაქტორზე, როგორიცაა მაგალითად, თქვენი სხეულის წონა, თქვენი მდგომარეობის სიმძიმე და ხასიათი, სისხლდენის ადგილი და ინტენსიურობა ან სისხლდენის პრევენციის საჭიროება ოპერაციის ან სამედიცინო პროცედურის დროს.
როდის უნდა გაკეთდეს ოპტივატის ინექცია
ოპტივატი შეიძლება გამოყენებული იქნას სისხლდენის შესაჩერებლად მისი განვითარებისას ან სისხლდენის განვითარების პრევენციისათვის.
როდის უნდა გაკეთდეს ოპტივატი სისხლდენის შესაჩერებლად:
- პრეპარატის ინექცია უნდა გაკეთდეს სისხლდენის პირველი ნიშნის გამოჩენისას.
- საჭიროებისას ინექცია უნდა განმეორდეს სისხლდენის შესაჩერებლად.
- ყოველი ინდივიდუალური სისხლდენა უნდა შეფასდეს მისი სიმძიმის მიხედვით.
- თუ პირველად იყენებთ ამ პროდუქტს, თქვენი ექიმი გაგიწევთ თქვენ მეთვალყურეობას.
თუ თქვენ იყენებთ ოპტივატს სისხლდენის განვითარების პრევენციისათვის, თქვენი ექიმი გეტყვით, თუ როდის უნდა გაკეთდეს თქვენი პრეპარატის ინექცია.
განაზავეთ თქვენი პრეპარატი გამოყენებამდე
თქვენი პრეპარატი უნდა განზავდეს მხოლოდ პროდუქტთან ერთად მოწოდებულ სტერილურ წყალში.
ოპტივატის რაოდენობა
მოწოდებული წყლის მოცულობა
250 სე
- 5 მლ ან 5 მლ
500 სე
5 მლ
1000 სე
10 მლ
- თავსახურის მოხსნამდე დარწმუნდით, რომ მოწოდებული ოპტივატის ფლაკონები და საინექციო წყალი იმყოფება ოთახის ტემპერატურაზე (20°C– სა და 30°C– ს შორის).
არსებობს ოპტივატის საინექციოდ მომზადების ორი მეთოდი- ფილტრიანი ნემსის ან Mix2Vial™ გადამყვანი მოწყობილობის გამოყენებით - თქვენს შეფუთვაში მოთავსებულია ამ ოპციებიდან მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი. დარწმუნდით, რომ იყენებთ თანდართული გადამყვანი მოწყობილობის შესაბამის სწორ მეთოდს:
ფილტრიანი ნემსის გამოყენება (როდესაც თანდართულია):
- თუ საინექციო წყალი არის პლასტმასის ამპულაში, საჭიროა გახსნა თავსახურის მოტეხვით და საჭირო მოცულობის წყლის ამოღება სტერილური ნემსითა და შპრიცით (უფილტრო ნემსით).
- თუ საინექციო წყალი არის მინის ფლაკონში, მოხსენით მოსახევი ხუფი და გაწმინდეთ საცობი სპირტიანი ტამპონით.
- თუ იყენებთ ორპირიან ნემსს (გამოიყენება მხოლოდ საჭირო რაოდენობის საინექციო წყლის მინის ფლაკონში გადასატანად) საჭიროა დამცავი ხუფის მოხსნა ორპირიანი ნემსის ერთი ბოლოდან (რომლის მოწოდებაც შეუძლია თქვენს ექიმს) და ნემსის ჩარჭობა საინექციო წყლის ფლაკონში საცობის გავლით.
- მოხსენით ნემსის დამცავის მეორე ბოლო, გადმოატრიელეთ ოპტივატის ფლაკონი და ჩაარჭეთ ნემსი ოპტივატის საცობის გავლით.
- ოპტივატის ფლაკონის საცობის გაჩხვლეტისას წყალი შემოვა მასში, რადგანაც ფლაკონი დალუქულია ვაკუუმის ქვეშ. ფლაკონში შესაძლებელია ცოტა წყალი დარჩეს და შეიძლება მისი გადაგდება. განაგრძეთ ქვემომოყვანილი მე-8 პუნქტიდან.
- თუ იყენებთ გადამტან ნემსს, საჭიროა მისი ჩარჭობა ოპტივატის ფლაკონის საცობში და მასში წყლის გადატანა. შპრიცში არსებული წყალი გადავა ფლაკონში, რომელიც ვაკუუმის ქვეშაა, ასე რომ შპრიცის დგუშზე დაჭერა საჭირო არ არის. შენიშვნა: მოწოდებული ფილტრიანი ნემსი არ გამოიყენება საინექციო წყლის ამოსაღებად.
- ფრთხილად დაატრიალეთ ოპტივატის ფლაკონი (შენჯღრევის გარეშე), და შემდეგ მოხსენით შპრიცი ნემსიდან ფლაკონიდან ვაკუუმის გამოსაშვებად.
- გააგრძელეთ ფლაკონის ფრთხილად ტრიალი სანამ ფხვნილი არ გაიხსნება (ჩვეულებრივ დაახლოებით 2 - 2,5წთ).
- როდესაც ფხვნილი გაიხსნება, ამოიღეთ ხსნარი შპრიცზე მიმაგრებული ფილტრიანი ნემსით. თუ თქვენთვის საჭირო დოზა ერთ ფლაკონზე მეტია, თითოეული ფლაკონისათვის გამოიყენეთ ახალი ფილტრიანი ნემსი.
- მოხსენით ფილტრიანი ნემსის შპრიციდან.
- ახლა პროდუქტი მზადაა გამოყენებისათვის. დაიცავით უსაფრთხოების სტანდარტული წესები. გამოიყენეთ პროდუქტი დაუყოვნებლივ განზავებისთანავე, პროდუქტის შენახვა არ შეიძლება.
შენიშვნა: თუ საჭიროა ერთზე მეტი ფლაკონის გამოყენება თქვენი საჭირო დოზის ასანაზღაურებლად, გაიმეორეთ ნაბიჯები 1 – დან 6 – მდე ფლაკონში ხსნარის გამოსაყვანად Mix2Vial ™-ს გამოყენება (სადაც თანდართულია).
ეტაპი 1
- მოხსენით ოპტივატის ფლაკონის თავსახურის და გაწმინდეთ საცობის ზედაპირს სპირტიანი ტამპონით.
- გაიმეორეთ ეს ეტაპი სტერილური წყლის ფლაკონის შემთხვევაშიც.
- მოაშორეთ Mix2Vial ™ გადამტანი მოწყობილობის შეფუთვის ზედაპირი ისე, რომ მოწყობილობა დარჩეს შეფუთვაში.
ეტაპი 2
- Mix2Vial ™გადამტანი მოწყობილობის ლურჯი ბოლო მოათავსეთ წყლის ფლაკონზე და პირდაპირ დააჭირეთ ქვემოთ, სანამ მისი წვერი არ შეაღწევს რეზინის საცობში და არ ჩაჯდება ადგილზე.
- მოაშორეთ პლასტმასის გარე შეფუთვა Mix2Vial ™გადამტანი მოწყობილობიდან და გადააგდეთ ის, იზრუნეთ, რომ არ მოხდეს ღიად დარჩენილ პირთან შეხება.
ეტაპი 3
- ამოატრიელეთ წყლის ფლაკონი, რომელსაც კვლავ მიმაგრებული აქვს მოწყობილობა.
- გადამტანი მოწყობილობის გამჭვირვალე ბოლო მოათავსეთ
პროდუქტის ფლაკონზე და პირდაპირ დააჭირეთ ქვემოთ, სანამ მისი წვერი არ შეაღწევს რეზინის საცობში და არ ჩაჯდება ადგილზე.
ეტაპი 4
- წყალი გადავა პროდუქტის ფლაკონში მასში არსებული ვაკუუმის გამო.
- ფრთხილად დაატრიელეთ ფლაკონი და დარწმუნდით, რომ პროდუქტი მთლიანად შერეულია. არ შეანჯღრიოთ ფლაკონი.
- უნდა მიიღოთ გამჭვირვალე ან ოდნავ მარგალიტისფერი ხსნარი ჩვეულებრივ დაახლოებით 2 -დან - 2,5 წთ-ში (მაქსიმუმ 5 წუთში).
ეტაპი 5
- განაცალკევეთ წყლის ცარიელი ფლაკონი და ლურჯი ნაწილი გამჭვირვალე ნაწილიდან საათის საწინააღმდეგო მიმართულებით მოტრიალებით.
- ამოიღეთ შპრიცში ჰაერი დამატებული წყლის საჭირო მოცულობამდე დგუშის ამოწევით.
- მიამაგრეთ შპრიცი Mix2Vial ™-ის გამჭვირვალე ნაწილს.
- შპრიცში არსებული ჰაერი შეიყვანეთ ფლაკონში.
ეტაპი 6
- დაუყოვნებლივ გადმოატრიალეთ ხსნარიანი ფლაკონი, რომელიც გადავა შპრიცში.
- მოხსენით შევსებული შპრიცი Mix2Vial ™ გადამტანი მოწყობილობიდან.
- ახლა პროდუქტი მზადაა გამოყენებისათვის. დაიცავით უსაფრთხოების სტანდარტული წესები.
გამოიყენეთ პროდუქტი დაუყოვნებლივ განზავების შემდეგ, მისი შენახვა არ შეიძლება.
შენიშვნა: თუ გჭირდებათ ერთზე მეტი ფლაკონი საჭირო დოზის მისაღებად, გაიმეორეთ 1-6 ეტაპები ხსნარის გადასატანად ფლაკონში იმავე შპრიცით. Mix2Vial ™ გადამტანი მოწყობილობა სტერილურია და არ შეიძლება მისი ერთზე მეტჯერ გამოყენება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ იყენებთ, ბოლოდროს იყენებდით ან შეიძლება გამოიყენოთ სხვა პრეპარატები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსული ან მეძუძური, ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე ჰკითხეთ თქვენს ექიმს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ოპტივატი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ოპტივატი შეიცავს ნატრიუმს
განზავების შემდეგ, ეს პრეპარატი შეიცავს დაახლოებით 7,4 მგ ნატრიუმს (საკვები/ სუფრის მარილის ძირითადი კომპონენტი) თითოეულ მლ-ში. ეს მოზრდილი ადამიანისთვის ნატრიუმის საკვებით მაქსიმალური რეკომენდებული დღიური მიღების 0.4% -ის ექვივალენტურია.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველა პაციენტს არ განუვითარდება ისინი.
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ინფუზია და მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელ განყოფილებას ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმეს გამოვლენის შემთხვევაში:
- შეშუპება ყელის ირგვლივ
- გაწითლება
- ურტიკარია (ჭინჭრის ციება)
- თავბრუსხვევის ან გაბრუების შეგრძნება (დაბალი არტერიული წნევა)
- სწრაფი გულისცემა
- გულისრევის შეგრძნება ან გულისრევა
- მოუსვენრობა
- გულმკერდში შებოჭილობა ან ხიხინი
- ჩხვლეტითი შეგრძნება
ეს სიმპტომები შესაძლებელია გაუარესდეს და გადაიზარდოს მძიმე შოკში. ზემოთ აღნიშნული ალერგიული ტიპის რეაქციები ძალიან იშვიათია (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში).
სხვა ცნობილი გვერდითი ეფექტები მოიცავს:
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
- თავის ტკივილი
- ძილიანობა, ლეთარგია ან ცუდად ყოფნის შეგრძნება
- შეგრძნება თითქოს ყველაფერი მოძრაობს, ბრუნავს ან ირხევა (ვერტიგო)
- ქავილი, კანზე გამონაყარი
- ადგილობრივი რეაქცია პრეპარატიოს ინექციის ადგილზე (სიწითლე, გამონაყარი, ტკივილი)
- უეცარი კანკალი და შემცივნება, ცხელება
- სხეულის კიდურების შეშუპება
- კუნთების და სახსრების შებოჭილობა
უცნობია (სიხშირე ვერ ფასდება არსებული მონაცემების საფუძველზე):
- ხველა, ცემინება, ყელის გაღიზიანება
- მუცლის ტკივილი
ბავშვებში, რომლებსაც ადრე არ უმკურნალიათ VIII ფაქტორის პრეპარატებით, ინჰიბიტორული ანტისხეულები (იხ. პუნქტი 2) შესაძლოა წარმოიქმნას ძალიან ხშირად (10-დან 1-ზე მეტ პაციენტში); თუმცა პაციენტებში, რომლებსაც ადრე ჩატარებული აქვთ მკურნალობა VIII ფაქტორით (მკურნალობა 150 დღეზე უფრო ხანგრძლივად), რისკი ნაკლებია (100-დან 1 პაციენტზე ნაკლები). ამის განვითარების შემთხვევაში, თქვენმა ან ნთქვენი ბავშვის პრეპარატმა შესაძლოა შეწყვიტოს სათანადოდ მოქმედება და თქვენ ან თქვენს ბავშვს გამოუვლინდეს პერსისტული სისხლდენა. ამის განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს.
ინფორმაციის მიწოდება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ თქვენ განვითარდებათ რაიმე გვერდითი ეფექტები, დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ ასევე პირდაპირ აცნობოთ „ყვითელი ბარათის სქემის“ საშუალებით: ვებსაიტი: www.mhra.gov.uk/yellowcard ან მოძებნოთ „MHRA Yellow Card“ Google Play- ში ან Apple App Store- ში. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ შეგიძლიათ დახმარება გაუწიოთ დამატებითი ინფორმაციის მიღებაში ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
ჭარბი დოზა
კოაგულაციის VIII ფაქტორისა და VWF-ის შემთხვევაში დოზის გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.
შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერებაა ადამიანის კოაგულაციის VIII ფაქტორი, ასოცირებულ ვონ ვილებრანდის ფაქტორთან.
- დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატი, კალციუმის ქლორიდი, პოლისორბატი 20 და ტრეჰალოზა.
- გამხსნელი: საინექციო წყალი
ოპტივატის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
ოპტივატი არის თეთრი ან ღია ყვითელი ფხვნილი რაოდენობით 250 სე (საერთაშორისო ერთეული), 500 სე ან 1000 სე მინის ფლაკონებში. ესენი ფლაკონები დახურულია რეზინის საცობით ვაკუუმის ქვეშ, აქვს გახსნისაგან დამცავი თავსახური.
ოპტივატი უნდა განზავდეს მხოლოდ საინექციო წყლით, რომელიც ოპტივატთან ერთად არის მოწოდებული ფლაკონებში.
ოპტივატი მოწოდებულია ან ერთი „ფილტრიანი ნემსის მოწყობილობით“ ან ერთი Mix2VialTM გადამტანი მოწყობილობით.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი
„ბიო პროდაქტს ლაბორატორი ლიმიტედ“
დაგგარ ლეინი
ელსტრეე,
ჰერტფორდშირი
WD6 3BX
გაერთიანებული სამეფო
ტელ: +44 (0) 20 8957 2255
ელ-ფოსტა: [email protected]
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის ფარულ და მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კონტეინერებზე „EXP“ - ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს. არ შეინახოთ 25°C -ზე მაღალ ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
შეინახეთ ფლაკონები გარეთა კოლოფში, სინათლისგან დაცვის მიზნით.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ განზავებულ პროდუქტში შეამჩნევთ მცირე ნაწილაკებს. განზავების შემდეგ ოპტივატი უნდა იქნას გამოყენებული დაუყოვნებლივ ან განზავებიდან 1 საათის ფარგლებში.
არ გადააგდოთ არავითარი მედიკამენტები ჩამდინარე წყლების ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების საშუალებით. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს ან ექიმს თუ როგორ უნდა გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიჰემორაგიული მედიკამენტები, სისხლის კოაგულლაციური ფაქტორი VIII,
ATC კოდი: B02BD02.
მოქმედების მექანიზმი
VIII ფაქტორი/ვონ ვილებრანდის ფაქტორის კომპლექსი ორი სხვადასხვა ფიზიოლოგიური ფუნქციის მქონე მოლეკულისგან შედგება (VIII ფაქტორი და ვონ ვილებრანდის ფაქტორი). ჰემოფილიის მქონე პაციენტისთვის ინფუზიის შედეგად VIII ფაქტორი დაუკავშირდება ვონ ვილებრანდის ფაქტორს პაციენტის ცირკულაციაში. გააქტივებული VIII ფაქტორი მოქმედებს როგორც კოფაქტორი გააქტივებული IX ფაქტორისთვის, რაც აძლიერებს X ფაქტორის გარდაქმნას გააქტივებულ X ფაქტორად. გააქტივებული X ფაქტორი პროთრომბინს გარდაქმნის თრომბინად. შემდეგ თრომბინი ფიბრინოგენს გარდაქმნის ფიბრინად და კოლტი წარმოიქმნება. ჰემოფილია A სისხლის კოაგულაციის სქესთან შეჭიდული მემკვიდრეობითი დაავადებაა, რაც განპირობებულია VIII ფაქტორის დონეების დაქვეითებით და შედეგად ვითარდება პროფუზული სისხლდენა სახსრებში, კუნთებში ან შინაგან ორგანოებში როგორც სპონტანურად ისევე უბედური შემთხვევის ან ქირურგიული ტრავმის შედეგად. ჩანაცვლებითი თერაპიით VIII ფაქტორის პლაზმური დონეები იზრდება, შესაბამისად, ეს იწვევს ფაქტორის დეფიციტს დროებით და სისხლდენის ტენდენციების კორექციას.
უნდა აღინიშნოს, რომ სისხლდენის წლიური მაჩვენებელი (ABR) არ არის შესაბამისობაში სხვადასხვა ფაქტორის კონცენტრატებსა და კლინიკურ კვლევებს შორის.
VIII ფაქტორის ცილის დამცავ როლთან ერთად ვონ ვილებრანდის ფაქტორი მართავს თრომბოციტების ადჰეზიას სისხლძარღვების დაზიანების ადგილზე და გარკვეულ როლს თამაშობს თრომბოციტების აგრეგაციაში.
VIII ფაქტორით ადრე ნამკურნალებ და მძიმე ფორმის A ჰემოფილიის () მქონე >12 წლის ასაკის სუბიექტის მულტიცენტრულ, არა-რანდომიზებულ, ღია-ნიშნულიან კვლევაში სისხლდენის სამკურნალოდ აძლევდნენ ოპტივატს დაახლოებით 2 წელიწადი რუტინული პროფილაქტიკის სახით ან საჭიროებისამებრ თერაპიის სახით. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ოპტივატს პროფილაქტიკურად (n=5), უფრო ნაკლები რაოდენობის სისხლდენები აღინიშნებოდა (საშუალოდ 27), ვიდრე მათში, ვინც იღებდა მას მხოლოდ საჭიროებისამებრ (n=50; საშუალოდ 65 სისხლდენა). თითოეულ სუბიექტში თითოეულ სისხლდენაზე საშუალო დოზა იყო 60 და 27 IU/კგ, შესაბამისად.
პედიატრიული პოპულაცია
მძიმე ფორმის A ჰემოფილიის () მქონე 1-6 წლის ასაკის 25 სუბიექტის მულტიცენტრულ, არა-რანდომიზებულ, ღია-ნიშნულიან კვლევაში ოპტივატს აძლევდნენ 6 თვის განმავლობაში როგორც რუტინული პროფილაქტიკის, ისე საჭიროებისამებრ თერაპიის სახით სისხლდენის სამკურნალოდ. კვლევაში ჩართვამდე ერთის გარდა ყველა იყო ნამკურნალები VIII ფაქტორით კვლევაში ჩართვამდე. ბავშვებში, რომლებიც ოპტივატს პროფილქატიკურად (n=5) იღებდნენ უფრო ნაკლები სისხლდენები აღენიშნებოდათ (საშუალოდ 8), ვიდრე მათში, ვინც მხოლოდ საჭიროებისამებრ იღებდნენ მას (n=20; 13 სისხლდენა საშუალოდ). თვიური საშუალო დოზა იყო 299 IU/კგ პაციენტებისთვის, რომლებიც იღებდნენ ოპტივატს პროფილაქტიკურად შედარებით იმ პაციენტებთან, რომლებიც იღებდნენ 150 IU/კგ ოპტივატს საჭიროებისამებრ. საშუალო დოზა თითოეული ადამიანის თითოეულ სისხლდენაზე იყო 36 და 42 IU/კგ, შესაბამისად. სამ სუბიექტში აღინიშნა რექცია მედიკამენტზე, ყველა იყო მსუბუქი ინტენსივობის: რექცია ინფუზიის ადგილას (4) და გამონაყარი (1 მოხსენება).
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ოპტივატის ფარმაკოკინეტიკა შეაფასეს მძიმე ჰემოფილია A-ს მქონე (<2% აქტივობა) 15 პაციენტში () 50 IU/კგ დარტყმითი დოზის შემდეგ. შედეგები წარმოდგენილია ცხრილში ქვემოთ.
პარამეტრები
საშუალო
95% Cl
არა-კომპარტმენტული ტერმინალური ნახევრადდაშლის პერიოდი (საათები)
- 4
- 94 – 13.83
ცხოვრების საშუალო დრო (საათები)
- 5
- 99 – 18.92
ქლირენსი (მლ/სთ/კგ)
- 1
- 71 – 3.51
ფართი მრუდის ქვეშ (AUC0-48h)
(IU.h/ml)
- 1
- 97 – 18.28
ფართი მრუდის ქვეშ (AUC0-48h)
(IU.h/მლ)
- 31
- 98 – 19.65
დისტრიბუციის სიდიდე (მლ/კგ)
- 4
- 2 – 60.52
საწყისი (ალფა) ნახევრადდაშლის პერიოდი
- 2
- 48 – 2.88
ელიმინაციური (ბეტა) ნახევრადდაშლის პერიოდი (სთ)
- 6
- 33 – 13.92
თანდათანობითი გამოჯანმრთელება (IU/დლ თითოეულ IU/კგ-ზე)
- 5
- 22 – 2.74
Cl - სანდოობის ინტერვალი
კლინიკური კვლევების დროს თანდათანობითი გამოჯანმრთელების 309 შეფასება ჩატარდა, ყველა მათგანი დაფუძნებული იყო მაქსიმუმ FVIII:C პირველი საათის განმავლობაში. ეს შეფასებები მოიცავდა ოპტივატის 27 პარტიას და 70 მოზრდილს, რომლებსაც ჰქონდათ მძიმე ჰემოფილია A. თანდათანობითი გამოჯანმრთელების საბოლოო მონაცემები ასეთი იყო:
საშუალო
- 7 IU/დლ თითოეულ IU/კგ-ზე
95% Cl
- 53 – 2.80 IU/დლ თითოეულ IU/კგ-ზე
მედიანა
- 6 IU/დლ თითოეულ IU/კგ-ზე
პედიატრიული პოპულაცია
ფარმაკოკინეტიკური მონაცმებები არ არის ხელმისაწვდომი 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
ოპტივატი 100 სე/მლ საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი და გამხსნელი
მაღალი სისუფთავის ადამიანის კოაგულაციის VIII ფაქტორის და ვონ ვილებრანდის ფაქტორის კონცენტრატი
ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანად ეს გამოყენების ინსტრუქცია ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფრომაციას.
- შეინახეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია. შეიძლება ტქვენ დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- თუ გექნებათ დამატებითი კითხვები, შეეკითხეთ თქვენს ექიმს.
- ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ავნოს მათ, მაძშინაც კი, თი მათი დაავადების სიმპტომები თქვენის მსგვსია.
- თუ განგივითარდებათ ნებისმიერი გვერდითი ეფექტები, დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთცლილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში.
იხილეთ პუნქტი 4.
რა არის მოცემული ამ გამოყენების ინსტრუქციაში:
- რა არის და რისთვის გამოიყენება ოპტივატი
- რისი ცოდნაა საჭირო ოპტივატის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება ოპტივატი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ ინახება ოპტივატი
- პაკეტის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
- რა არის და რისთვის გამოიყენება ოპტივატი
ოპტივატი არის მაღალი სისუფთავის VIII ფაქტორის და ვონ ვილებრანდის ფაქტორის კონცენტრატი, პროეტეინები, რომლებიც საჭუიროა სისხლის შედედებისათვის. ოპტივატში შემავალი VIII ფაქტორის და ვონ ვილებრანდის ფაქტორის კონცენტრატი ექსტრაგირდება ადამიანის სისხლის პლაზმიდან (სისხლის თხევადი ნაწილი).
ოპტივატი გამოიყენება სისხლდენის პრევენციისა და მკურნალობისათვის ყველ;ა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰემოფილია A (VIII ფაქტორის თანდაყოლილი დეფიციტი სისხლში).
- რისი ცოდნაა საჭირო ოპტივატის გამოყენებამდე
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ოპტივატის მიმართ და დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, ან ჰემოფილიის ექთანს, თუ:
- გაქვთ გულის ან სისხლძარღვების დაავადება
- გაქვთ ალერგიული რეაქცია ამ პრეპარატზე (იხ. პუნქტი 4)
- თქვენი ან თქვენი შვილის ვერ არ კონტროლდება ამ პრეპატაის ჩვეული დოზით. ინჰიბიტორების (ანტისხეულების) ფორმირება ცნობილი გართულებაა, რომელიც შეიძლება განვითარდეს VIII ფაქტორის ყველა პრეპარატით მკურნალობის განმავლობაში. ეს ინჰიბიტორები, განსაკუთრებით მაღალი დოზებით, იწვევენ იმას, რომ მკურნალობა სათანადოდ არ მოქმედებს, და თქვენზე ან თქვენს შვილზე განხორციელდება ყურადღებით დაკვირვება ამ ინჰიბიტორების განვითარების გამოსავლენად. თქვენი ექიმი ან ექთანი შეამოწმებს თქვენს სისხლში VIII ფაქტორისა და ანტისხეულების დონეს მკურნალობის დაწყებამდე და მას შემდეგ, განსაკუთრებით თქვენი პირველი ინექციისას.
- თქვენ გჭირდებათ ცენტრალურ ვენაში ჩასადგმელი მოწყობილობა (CVAD) ოპტივატის გამოყენებისათვის. თქვენ შეიძლება იყოთ გართულებების რისკის ქვეშ, მათ შორის ადგილობრივი ინფექციების, სისხლში ბაქტერიების (ბაქტერიემია) და სისხლის კოლტის კათეტერის ადგილზე.
ვირუსული უსაფრთხოება
როდესაც პრეპარატები მზადდება ადამიანის სისხლის ან პლაზმისგან, მიიღება გარკვეული ზომები ინფექციების პაციენტებისთვის გადაცემის პრევენციის მიზნით. ისინი მოიცავს:
- სისხლისა და პლაზმის დონორების ფრთხილად შერჩევა, დარწმუნების მიზნით, რომ გამორიცხულია ინფექციების მტარებლობის რისკის მქონეები
- თითოეულიო დონაციისა და პლაზმის ბანკების ვირუსის / ინფექციის ნიშნებზე ტესტირება.
- სისხლის ან პლაზმის დამუშავებაში ეტაპების ჩართვა, რომლებსაც შეუძლიათ ვირუსების ინაქტივაცია ან მოშორება.
ამ ზომების მიუხედავად, როდესაც გამოიყენება ადამიანის სისხლის ან პლაზმისგან დამზადებული პრეპარატები, ინფექციის გადაცემის შესაძლებლობა სრულიად ვერ იქნება გამორიცხული. ეს ასევე ეხება ნებისმიერ უცნობ ან ახლადწარმოქმნილ ვირუსებს ან სხვა ტიპის ინფექციებს.
მიღებული ზომები ეფექტურად ითვლება გარსიანი ვირუსებისთვის, როგორიცაა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ), B ჰეპატიტის ვირუსი და C ჰეპატიტის ვირუსი, და უგარსო A ჰეპატიტის ვირუსი. მიღებული ზომები შეიძლება იყოს შეზღუდული მნიშვნელობის უგარსო ვირუსების მიმართ, როგორიცაა პარვოვირუსი B19.
პარვოვირუსი B19 ინფექცია შეიძლება სერიოზული იყოს ორსული ქალებისთვის (ნაყოფის ინფექცია) და იმ პირებისთვის, რომლებიხ იმუნური სისტემაც დაქვეითებულია, ან რომლებსაც აქვთ ზოგიერთი ტიპის ანემია (მაგ. ნამგლისებრუჯრედოვანი დაავადება ან ჰემოლიზური ანემია).
ძლიერ რეკომენდებულია, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც მიიღებთ ოპტივატის დოზას, ჩაიწეროს პროდუქტის დასახელება და პარტიის ნომერი, გამოყენებული პარტების აღრიცხვის წარმოების მიზნით.
თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგცეთ რეკომენდაცია, რომ თქვენ გაითვალისწინოთ A და B ჰეპატიტის წინააღმდეგ ვაქცინაცია, თუ რეგულარულად ან განმეორებით იღებთ ადამიანის პლაზმიდან წარმოებულ VIII ფაქტორის პროდუქტებს.
ბავშვები და მოზარდები
ჩამოთვლილი გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები ვრცელდება როგორც მოზრდილებზე, ასევე ბავშვებზე.
სხვა პრეპარატები და ოპტივატი
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ იყენებთ, ბოლოდროს იყენებდით ან შეიძლება გამოიყენოთ სხვა პრეპარატები.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსული ან მეძუძური, ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე ჰკითხეთ თქვენს ექიმს.
ავტომობილის მართვა და მექასნიზმების გამოყენება
ოპტივატი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ოპტივატი შეიცავს ნატრიუმს
განზავების შემდეგ, ეს პრეპარატი შეიცავს დაახლოებით 7,4 მგ ნატრიუმს (საკვები/ სუფრის მარილის ძირითადი კომპონენტი) თითოეულ მლ-ში. ეს მოზრდილი ადამიანისთვის ნატრიუმის საკვებით მაქსიმალური რეკომენდებული დღიური მიღების 0.4% -ის ექვივალენტურია.
- როგორ გამოიყენება ოპტივატი
არ გამოიყენოთ ოპტივატი
- თუ თქვენ ხართ ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) ადამიანის კოაგულაციის VIII ფაქტორის ან ვონ ვილებრანდის ფაქტორის კონცენტრატის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტების (ჩამოთვლილია მე -6 პუნქტში) მიმართ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ შემოწმებისათვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ოპტივატი უნდა გაკეთდეს ინექციით უშუალოდ ვენაში.
ამ პრეპარატის ინექციამდე, თქვენ უნდა გაიაროთ ტრენინგი თქვენი ჯანდაცვის პროფესიონალისაგან იმაზე, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს. გამოიყენეთ მხოლოდ რეკომენდებული საინექციო მოწყობილობა, რომელიც მოყვება თქვენს პრეპარატს.
თქვენ ექიმი აგიხსნით, თუ რამდენი და როდის უნდა გამოიყენოთ ის.
თქვენი ექიმი გეტყვით თქვენს დოზას სრული ფლაკონების რაოდენობის მიხედვით, რომელიც ყველაზე მიახლოებულია თქვენთვის ყველაზე შესაფერის დოზასთან. თუ საჭიროა შემდგომი მკურნალობა, დოზები შეიძლება განმეორდეს. თქვენი. ექიმი გირჩევთ, თუ ეს აუცილებელია. თქვენთვის ან თქვენი შვილისთვის საჭირო ოპტივატის რაოდენობა და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება რამდენიმე ფაქტორზე, როგორიცაა მაგალითად, თქვენი სხეულის წონა, თქვენი მდგომარეობის სიმძიმე და ხასიათი, სისხლდენის ადგილი და ინტენსიურობა ან სისხლდენის პრევენციის საჭიროება ოპერაციის ან სამედიცინო პროცედურის დროს.
როდის უნდა გაკეთდეს ოპტივატის ინექცია
ოპტივატი შეიძლება გამოყენებული იქნას სისხლდენის შესაჩერებლად მისი განვითარებისას ან სისხლდენის განვითარების პრევენციისათვის.
როდის უნდა გაკეთდეს ოპტივატი სისხლდენის შესაჩერებლად:
- პრეპარატის ინექცია უნდა გაკეთდეს სისხლდენის პირველი ნიშნის გამოჩენისას.
- საჭიროებისას ინექცია უნდა განმეორდეს სისხლდენის შესაჩერებლად.
- ყოველი ინდივიდუალური სისხლდენა უნდა შეფასდეს მისი სიმძიმის მიხედვით.
- თუ პირველად იყენებთ ამ პროდუქტს, თქვენი ექიმი გაგიწევთ თქვენ მეთვალყურეობას.
თუ თქვენ იყენებთ ოპტივატს სისხლდენის განვითარების პრევენციისათვის, თქვენი ექიმი გეტყვით, თუ როდის უნდა გაკეთდეს თქვენი პრეპარატის ინექცია.
განაზავეთ თქვენი პრეპარატი გამოყენებამდე
თქვენი პრეპარატი უნდა განზავდეს მხოლოდ პროდუქტთან ერთად მოწოდებულ სტერილურ წყალში.
ოპტივატის რაოდენობა
მოწოდებული წყლის მოცულობა
250 სე
- 5 მლ ან 5 მლ
500 სე
5 მლ
1000 სე
10 მლ
- თავსახურის მოხსნამდე დარწმუნდით, რომ მოწოდებული ოპტივატის ფლაკონები და საინექციო წყალი იმყოფება ოთახის ტემპერატურაზე (20°C– სა და 30°C– ს შორის).
არსებობს ოპტივატის საინექციოდ მომზადების ორი მეთოდი- ფილტრიანი ნემსის ან Mix2Vial™ გადამყვანი მოწყობილობის გამოყენებით - თქვენს შეფუთვაში მოთავსებულია ამ ოპციებიდან მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი. დარწმუნდით, რომ იყენებთ თანდართული გადამყვანი მოწყობილობის შესაბამის სწორ მეთოდს:
ფილტრიანი ნემსის გამოყენება (როდესაც თანდართულია):
- თუ საინექციო წყალი არის პლასტმასის ამპულაში, საჭიროა გახსნა თავსახურის მოტეხვით და საჭირო მოცულობის წყლის ამოღება სტერილური ნემსითა და შპრიცით (უფილტრო ნემსით).
- თუ საინექციო წყალი არის მინის ფლაკონში, მოხსენით მოსახევი ხუფი და გაწმინდეთ საცობი სპირტიანი ტამპონით.
- თუ იყენებთ ორპირიან ნემსს (გამოიყენება მხოლოდ საჭირო რაოდენობის საინექციო წყლის მინის ფლაკონში გადასატანად) საჭიროა დამცავი ხუფის მოხსნა ორპირიანი ნემსის ერთი ბოლოდან (რომლის მოწოდებაც შეუძლია თქვენს ექიმს) და ნემსის ჩარჭობა საინექციო წყლის ფლაკონში საცობის გავლით.
- მოხსენით ნემსის დამცავის მეორე ბოლო, გადმოატრიელეთ ოპტივატის ფლაკონი და ჩაარჭეთ ნემსი ოპტივატის საცობის გავლით.
- ოპტივატის ფლაკონის საცობის გაჩხვლეტისას წყალი შემოვა მასში, რადგანაც ფლაკონი დალუქულია ვაკუუმის ქვეშ. ფლაკონში შესაძლებელია ცოტა წყალი დარჩეს და შეიძლება მისი გადაგდება. განაგრძეთ ქვემომოყვანილი მე-8 პუნქტიდან.
- თუ იყენებთ გადამტან ნემსს, საჭიროა მისი ჩარჭობა ოპტივატის ფლაკონის საცობში და მასში წყლის გადატანა. შპრიცში არსებული წყალი გადავა ფლაკონში, რომელიც ვაკუუმის ქვეშაა, ასე რომ შპრიცის დგუშზე დაჭერა საჭირო არ არის. შენიშვნა: მოწოდებული ფილტრიანი ნემსი არ გამოიყენება საინექციო წყლის ამოსაღებად.
- ფრთხილად დაატრიალეთ ოპტივატის ფლაკონი (შენჯღრევის გარეშე), და შემდეგ მოხსენით შპრიცი ნემსიდან ფლაკონიდან ვაკუუმის გამოსაშვებად.
- გააგრძელეთ ფლაკონის ფრთხილად ტრიალი სანამ ფხვნილი არ გაიხსნება (ჩვეულებრივ დაახლოებით 2 - 2,5წთ).
- როდესაც ფხვნილი გაიხსნება, ამოიღეთ ხსნარი შპრიცზე მიმაგრებული ფილტრიანი ნემსით. თუ თქვენთვის საჭირო დოზა ერთ ფლაკონზე მეტია, თითოეული ფლაკონისათვის გამოიყენეთ ახალი ფილტრიანი ნემსი.
- მოხსენით ფილტრიანი ნემსის შპრიციდან.
- ახლა პროდუქტი მზადაა გამოყენებისათვის. დაიცავით უსაფრთხოების სტანდარტული წესები. გამოიყენეთ პროდუქტი დაუყოვნებლივ განზავებისთანავე, პროდუქტის შენახვა არ შეიძლება.
შენიშვნა: თუ საჭიროა ერთზე მეტი ფლაკონის გამოყენება თქვენი საჭირო დოზის ასანაზღაურებლად, გაიმეორეთ ნაბიჯები 1 – დან 6 – მდე ფლაკონში ხსნარის გამოსაყვანად Mix2Vial ™-ს გამოყენება (სადაც თანდართულია).
ეტაპი 1
- მოხსენით ოპტივატის ფლაკონის თავსახურის და გაწმინდეთ საცობის ზედაპირს სპირტიანი ტამპონით.
- გაიმეორეთ ეს ეტაპი სტერილური წყლის ფლაკონის შემთხვევაშიც.
- მოაშორეთ Mix2Vial ™ გადამტანი მოწყობილობის შეფუთვის ზედაპირი ისე, რომ მოწყობილობა დარჩეს შეფუთვაში.
ეტაპი 2
- Mix2Vial ™გადამტანი მოწყობილობის ლურჯი ბოლო მოათავსეთ წყლის ფლაკონზე და პირდაპირ დააჭირეთ ქვემოთ, სანამ მისი წვერი არ შეაღწევს რეზინის საცობში და არ ჩაჯდება ადგილზე.
- მოაშორეთ პლასტმასის გარე შეფუთვა Mix2Vial ™გადამტანი მოწყობილობიდან და გადააგდეთ ის, იზრუნეთ, რომ არ მოხდეს ღიად დარჩენილ პირთან შეხება.
ეტაპი 3
- ამოატრიელეთ წყლის ფლაკონი, რომელსაც კვლავ მიმაგრებული აქვს მოწყობილობა.
- გადამტანი მოწყობილობის გამჭვირვალე ბოლო მოათავსეთ
პროდუქტის ფლაკონზე და პირდაპირ დააჭირეთ ქვემოთ, სანამ მისი წვერი არ შეაღწევს რეზინის საცობში და არ ჩაჯდება ადგილზე.
ეტაპი 4
- წყალი გადავა პროდუქტის ფლაკონში მასში არსებული ვაკუუმის გამო.
- ფრთხილად დაატრიელეთ ფლაკონი და დარწმუნდით, რომ პროდუქტი მთლიანად შერეულია. არ შეანჯღრიოთ ფლაკონი.
- უნდა მიიღოთ გამჭვირვალე ან ოდნავ მარგალიტისფერი ხსნარი ჩვეულებრივ დაახლოებით 2 -დან - 2,5 წთ-ში (მაქსიმუმ 5 წუთში).
ეტაპი 5
- განაცალკევეთ წყლის ცარიელი ფლაკონი და ლურჯი ნაწილი გამჭვირვალე ნაწილიდან საათის საწინააღმდეგო მიმართულებით მოტრიალებით.
- ამოიღეთ შპრიცში ჰაერი დამატებული წყლის საჭირო მოცულობამდე დგუშის ამოწევით.
- მიამაგრეთ შპრიცი Mix2Vial ™-ის გამჭვირვალე ნაწილს.
- შპრიცში არსებული ჰაერი შეიყვანეთ ფლაკონში.
ეტაპი 6
- დაუყოვნებლივ გადმოატრიალეთ ხსნარიანი ფლაკონი, რომელიც გადავა შპრიცში.
- მოხსენით შევსებული შპრიცი Mix2Vial ™ გადამტანი მოწყობილობიდან.
- ახლა პროდუქტი მზადაა გამოყენებისათვის. დაიცავით უსაფრთხოების სტანდარტული წესები.
გამოიყენეთ პროდუქტი დაუყოვნებლივ განზავების შემდეგ, მისი შენახვა არ შეიძლება.
შენიშვნა: თუ გჭირდებათ ერთზე მეტი ფლაკონი საჭირო დოზის მისაღებად, გაიმეორეთ 1-6 ეტაპები ხსნარის გადასატანად ფლაკონში იმავე შპრიცით. Mix2Vial ™ გადამტანი მოწყობილობა სტერილურია და არ შეიძლება მისი ერთზე მეტჯერ გამოყენება.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ:
- წყალი არ შედის პროდუქტის ფლაკონში (ეს მიუთითებს რომ ვაკუუმი აღარ არის ფლაკონში, შესაბამისად პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული).
- თუ გახსნილი პროდუქტის და წყალი ქმნის გელს ან კოლტს, ან ხსნარი შემღვრეულია
შპრიცში არსებობს რაიმე ნაწილაკები.
თუ რომელიმე ამათგანი მოხდება, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, ფლაკონებზე დაბეჭდილი პარტიის ნომრების ჩათვლით.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ოპტივატი
თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება ღებულობდეთ ჭარბ რაოდენობას, შეწყვიტეთ ინექციების გაკეთება და აცნობეთ თქვენს ექიმს. თუ იცით, რომ ზედმეტი რაოდენობა მიიღეთ, რაც შეიძლება დროულად აცნობეთ თქვენს ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ოპტივატის გამოყენება
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზის დავიწყებული დოზის შესავსებად. გაიკეთეთ თქვენი ჩვეულებრივი დოზის ინექცია გახსნებისთანავე, შემდეგ კი განაგრძეთ მისი გამოყენება თქვენი ექიმის ან ჰემოფილიის ექთნის მითითებების შესაბამისად.
თუ თქვენ შეწყვიტეთ ოპტივატის მიღება
თქვენი მკურნალობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ყოველთვის დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველა პაციენტს არ განუვითარდება ისინი.
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ინფუზია და მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელ განყოფილებას ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმეს გამოვლენის შემთხვევაში:
- შეშუპება ყელის ირგვლივ
- გაწითლება
- ურტიკარია (ჭინჭრის ციება)
- თავბრუსხვევის ან გაბრუების შეგრძნება (დაბალი არტერიული წნევა)
- სწრაფი გულისცემა
- გულისრევის შეგრძნება ან გულისრევა
- მოუსვენრობა
- გულმკერდში შებოჭილობა ან ხიხინი
- ჩხვლეტითი შეგრძნება
ეს სიმპტომები შესაძლებელია გაუარესდეს და გადაიზარდოს მძიმე შოკში. ზემოთ აღნიშნული ალერგიული ტიპის რეაქციები ძალიან იშვიათია (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში).
სხვა ცნობილი გვერდითი ეფექტები მოიცავს:
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
- თავის ტკივილი
- ძილიანობა, ლეთარგია ან ცუდად ყოფნის შეგრძნება
- შეგრძნება თითქოს ყველაფერი მოძრაობს, ბრუნავს ან ირხევა (ვერტიგო)
- ქავილი, კანზე გამონაყარი
- ადგილობრივი რეაქცია პრეპარატიოს ინექციის ადგილზე (სიწითლე, გამონაყარი, ტკივილი)
- უეცარი კანკალი და შემცივნება, ცხელება
- სხეულის კიდურების შეშუპება
- კუნთების და სახსრების შებოჭილობა
უცნობია (სიხშირე ვერ ფასდება არსებული მონაცემების საფუძველზე):
- ხველა, ცემინება, ყელის გაღიზიანება
- მუცლის ტკივილი
ბავშვებში, რომლებსაც ადრე არ უმკურნალიათ VIII ფაქტორის პრეპარატებით, ინჰიბიტორული ანტისხეულები (იხ. პუნქტი 2) შესაძლოა წარმოიქმნას ძალიან ხშირად (10-დან 1-ზე მეტ პაციენტში); თუმცა პაციენტებში, რომლებსაც ადრე ჩატარებული აქვთ მკურნალობა VIII ფაქტორით (მკურნალობა 150 დღეზე უფრო ხანგრძლივად), რისკი ნაკლებია (100-დან 1 პაციენტზე ნაკლები). ამის განვითარების შემთხვევაში, თქვენმა ან ნთქვენი ბავშვის პრეპარატმა შესაძლოა შეწყვიტოს სათანადოდ მოქმედება და თქვენ ან თქვენს ბავშვს გამოუვლინდეს პერსისტული სისხლდენა. ამის განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს.
ინფორმაციის მიწოდება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ თქვენ განვითარდებათ რაიმე გვერდითი ეფექტები, დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ ასევე პირდაპირ აცნობოთ „ყვითელი ბარათის სქემის“ საშუალებით: ვებსაიტი: www.mhra.gov.uk/yellowcard ან მოძებნოთ „MHRA Yellow Card“ Google Play- ში ან Apple App Store- ში. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ შეგიძლიათ დახმარება გაუწიოთ დამატებითი ინფორმაციის მიღებაში ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
- როგორ ინახება ოპტივატი
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის ფარულ და მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კონტეინერებზე „EXP“ - ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს. არ შეინახოთ 25°C -ზე მაღალ ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
შეინახეთ ფლაკონები გარეთა კოლოფში, სინათლისგან დაცვის მიზნით.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ განზავებულ პროდუქტში შეამჩნევთ მცირე ნაწილაკებს. განზავების შემდეგ ოპტივატი უნდა იქნას გამოყენებული დაუყოვნებლივ ან განზავებიდან 1 საათის ფარგლებში.
არ გადააგდოთ არავითარი მედიკამენტები ჩამდინარე წყლების ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების საშუალებით. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს ან ექიმს თუ როგორ უნდა გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ოპტივატი
- აქტიური ნივთიერებაა ადამიანის კოაგულაციის VIII ფაქტორი, ასოცირებულ ვონ ვილებრანდის ფაქტორთან.
- დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატი, კალციუმის ქლორიდი, პოლისორბატი 20 და ტრეჰალოზა.
- გამხსნელი: საინექციო წყალი
ოპტივატის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
ოპტივატი არის თეთრი ან ღია ყვითელი ფხვნილი რაოდენობით 250 სე (საერთაშორისო ერთეული), 500 სე ან 1000 სე მინის ფლაკონებში. ესენი ფლაკონები დახურულია რეზინის საცობით ვაკუუმის ქვეშ, აქვს გახსნისაგან დამცავი თავსახური.
ოპტივატი უნდა განზავდეს მხოლოდ საინექციო წყლით, რომელიც ოპტივატთან ერთად არის მოწოდებული ფლაკონებში.
ოპტივატი მოწოდებულია ან ერთი „ფილტრიანი ნემსის მოწყობილობით“ ან ერთი Mix2VialTM გადამტანი მოწყობილობით.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი
„ბიო პროდაქტს ლაბორატორი ლიმიტედ“
დაგგარ ლეინი
ელსტრეე,
ჰერტფორდშირი
WD6 3BX
გაერთიანებული სამეფო
ტელ: +44 (0) 20 8957 2255
ელ-ფოსტა: [email protected]
მწარმოებელი
„ბიო პროდაქტს ლაბორატორი ლიმიტედ“
დაგგარ ლეინი
ელსტრეე,
ბორეჰამვუდი
WD6 3BX
გაერთიანებული სამეფო
ამ გამოყენების ის ბოლო გადახედვია მოხდა 2021 წლის იანვარში.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



