პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კონტრასტული საშუალებები

ომნისკანი

Omniscan®

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადირლანდია
რისთვის გამოიყენება

ომნისკანი® შეიცავს აქტიურ ნივთიერებას გადოდიამიდს. ომნისკანი® არის "კონტრასტული ნივთიერება". მოცემული სამკურნალო პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ სადიაგნოსტიკო მიზნებისთვის მრტ-ვიზუალიზაციაში (მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაში) (მხოლოდ დაავადების აღმოსაჩენად და არა სამკურნალოდ). …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
გადოდიამიდი (gadodiamide)
ფორმა და შეფუთვა
0.5მმოლი/მლ 20მლ ი.ვ. საინექციო ხსნარი მინის ფლაკონი №10 (1X10)
მწარმოებელი
GE Healthcare Ireland Limited, ირლანდია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კონტრასტული საშუალებები, პარამაგნიტური კონტრასტული საშუალებები
ATC კოდი
V08CA03
რეგისტრაციის ნომერი
რ-039638
რეგისტრირებულია
28 ნოემბერი 2023, მოქმედებს 28 ნოემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
LV System Service Ltd (ლატვია)
განმცხადებელი
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება 'ლვ სისტემ სერვის' -ის წარმომადგენლობა (ლატვიის რესპუბლიკა) საქართველოს რესპუბლიკაში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაომნისკანი და სხვა წამალი ერთად

ომნისკანი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ომნისკანი® შეიცავს აქტიურ ნივთიერებას გადოდიამიდს. ომნისკანი® არის "კონტრასტული ნივთიერება". მოცემული სამკურნალო პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ სადიაგნოსტიკო მიზნებისთვის მრტ-ვიზუალიზაციაში (მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაში) (მხოლოდ დაავადების აღმოსაჩენად და არა სამკურნალოდ).

ომნისკანი® უზრუნველყოფს ანომალური სტრუქტურების ან

დაზიანებების უკეთ ვიზუალიზაციას და ეხმარება ჯანმრთელ და პათოლოგიურ ქსოვილს შორის განსხვავების გამოვლენაში.

ეს პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას მთელი სხეულის, მათ შორის თავისა და კისრის არის, გულმკერდის, გულის ჩათვლით, კიდურების, მუცლის და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების (პროსტატისა და შარდის ბუშტის), სარძევე ჯირკვლის ქალებში, მუცლის ღრუს (ღვიძლი და კუჭუკანა ჯირკვალი), რეტროპერიტონეალური სივრცის (თირკმელები), ძვალ-კუნთოვანი სისტემის და სისხლძარღვების (ანგიოგრაფია) გამოსაკვლევად.

კონტრასტული ნივთიერებები,რომლებიც გადოლინიუმს შეიცავენ უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც სადიაგნოსტიკო ინფორმაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია და არ შეიძლება მიღებულ იქნას მრტ-ვიზუალიზაციის კონტრასტირების გარეშე.

თქვენი ექიმი აგიხსნით თქვენი სხეულის რომელი ნაწილის სკანირებას მოხდება.

მიღების წესი და დოზირება

შპრიცს ავსებენ ომნისკანით® უშუალოდ გამოყენების წინ. ყველა რეკომენდებული დოზა შეიძლება იქნას შეყვანილი ვენაში ბოლუსის ინექციის სახით. იმისათვის,რომ უზრუნველყოფილ იქნას პრეპარატ ომნისკანის® სრული ინექცია ინტრავენური კათეტერი, რომლის მეშვეობითაც შეყავთ სამკურნალო საშუალება, ინექციის შემდეგ შეიძლება გაირეცხოს ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0,9 %) საინექციო ხსნარის 5 მლ-ით.

აუცილებელია იქნას გამოყენებული მინიმალური ეფექტური დოზა. დოზა გამოითვლება პაციენტის სხეულის მასის გათვალისწინებით. კილოგრამ წონაზე რეკომენდებული დოზის გადაჭარბება არ შეიძლება.

ცენტრალური ნერვული სისტემის გამოკვლევები (ცნს )

ზრდასრულებში და ბავშვებში რეკომენდებული დოზა შეადგენს 0.2 მლ/კგ წონაზე (ეკვივალენტურია 0.1 მმოლ/კგ სხეულის წონაზე) მოზრდილებში და ბავშვებში წონით 100 კგ-მდე.

100 კგ-ზე მეტი წონის დროს, როგორც წესი საკმარისია 20 მლ. თავის ტვინის მეტასტაზების ეჭვის შემთხვევაში რეკომენდებულია დოზირება 0.6 მლ/კგ სხეულის წონაზე (ეკვივალენტურია 0.3 მმოლ/კგ სხეულის წონაზე) ზრდასრულებში 100 კგ-მდე. 100 კგ-ზე მეტი წონის დროს ჩვეულებრივ საკმარისია 60 მლ. დოზა 0,6 მლ/კგ სხეულის წონაზე შეიძლება შეყვანილი იყოს ერთჯერადი ინექციის სახით. ალტერნატივის სახით შეიძლება დანიშნული იყოს მეორე ბოლუსური ინექცია 0.4 მლ/კგ სხეული წონაზე (ეკვივალენტური 0.2 მმოლ/კგ სხეულის წონისა) 20 წუთის განმავლობაში პირველი ინექციის შემდეგ 0,2 მლ/კგ სხეულის მასაზე (ექვივალენტურია 0,1 მმოლი/კგ სხეულის მასაზე).

მთელის სხეულის გამოკვლევა

რეკომენდებული დოზა ზრდასრულებისა და 6 თვეზე უფროსი ბავშვებისთვის შეადგენს 0.2 მლ/კგ სხეულის წონაზე (ეკვივალენტურია 0.1 მმოლ/კგ სხეულის მასისა) 100 კგ-მდე წონის შემთხვევაში. 100 კგ-ზე მეტი წონის დროს როგორც წესი საკმარისია 20 მლ. საჭიროების შემთხვევაში, მოზრდილებში შეიძლება შეყვანილ იქნას 0,6 მლ/კგ სხეულის წონაზე (ეკვივალენტური 0,3 მმოლ/კგ სხეულის წონისა) 100 კგ-მდე წონის დროს. 100 კგ -ზე მეტი სხეულის მასის დროს ჩვეულებრივ, 60 მლ საკმარისია.

მრტ-ის ჩატარება უნდა დაიწყოს პრეპარატ ომნისკანი®–ს შეყვანისთანავე, გამოყენებული იმპულსური რეჟიმიდან და კვლევის პროტოკოლიდან გამომდინარე. ოპტიმალური კონტრასტული მოქმედება აღინიშნება ინექციის შემდეგ პირველი წუთების განმავლობაში, დაზიანებისა/ქსოვილის ტიპიდან გამომდინარე. კონტრასტული გაძლიერება, როგორც წესი, გრძელდება კონტრასტული ნივთიერების შეყვანიდან 45 წუთის განმავლობაში. პრეპარატი ომნისკანი® განსაკუთრებით კარგი გამოსაყენებელია T1-შეწონილი თანმიმდევრობების კვლევისთვის .

თუ პრეპარატის შეყვანა იგეგმება ავტომატური სისტემის გამოყენებით, მისი შესაძლებლობები დემონსტრირებული უნდა იყოს ამ სისტემის მწარმოებლის მიერ. მკაცრად უნდა იყოს დაცული სისტემის გამოყენების ყველა ინსტრუქცია.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

ომნისკანი® უკუნაჩვენებია თირკმლის მძიმე უკმარისობით (გფს <30 მლ/წთ/1.73მ2) და/ან თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებისთვის და პაციენტებისთვის ღვიძლის ტრანსპლანტაციის პერიოპერაციულ პერიოდში (იხ. პუნქტი 4.3). თირკმლის საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში (გფს 30–59 მლ/წთ/1.73 მ2) ომნისკანი® გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ რისკის/სარგებლის ზედმიწევნით შეფასების შემდეგ, დოზირებით არაუმეტეს 0.1 მმოლ/კგ (იხ. პუნქტი 4.4). გაკვლევის დროს არ გამოიყენოთ ერთ დოზაზე მეტი.

განმეორებითი გამოყენების შესახებ ინფორმაციის არ ქონის გამო, პრეპარატი ომნისკანი® ხელახლა არ უნდა იქნას გამოყენებული თუ ინექციებს შორის ინტერვალი 7 დღეზე ნაკლებია.

4 კვირაზე ნაკლები ასაკის ახალშობილები, 1 წლამდე ასაკის ჩვილები და ბავშვები

4 კვირამდე ასაკის ახალშობილებში ომნისკანი® უკუნაჩვენებია (იხ. პუნქტი 4.3).

1 წლამდე ასაკის ჩვილებში თირკმლის ფუნქციის მოუმწიფებლობის გამო პრეპარატი ომნისკანის® გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რისკის/სარგებლის ზედმიწევნით შეფასების შემდეგ, დოზით არაუმეტეს 0.1 მმოლ/კგ სხეულის წონაზე. გამოკვლევის დროს არ შეიძლება ერთზე მეტი დოზის გამოყენება. განმეორებითი გამოყენების შესახებ ინფორმაციის არ ქონის გამო, პრეპარატი ომნისკანი® ხელახლა არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ ინექციებს შორის ინტერვალი 7 დღეზე ნაკლებია.

6 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის პრეპარატი რეკომენდებული არ არის მთელი სხეულის მტრ-ის დროს.

ხანდაზმული პირები (65 წლიდან და უფროსი ასაკის)

დოზის კორექციას არ საჭიროებს. ასაკოვან პაციენტებში გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა. (იხ. პუნქტი 4.4).

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების-გადოდიამიდის ან 6.1 პუნქტში ჩამოთვლილი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

ომნისკანი® უკუნაჩვენებია თირკმლის მძიმე უკმარისობით (გფს <30 მლ/წთ/1.73მ2) და/ან თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებისათვის, ღვიძლის ტრანსპლანტაციის პერიოპერაციულ პერიოდში და 4 კვირამდე ასაკის ახალშობილებში (იხ. პუნქტი 4.4).

სიფრთხილის ზომები

თქვენ არ უნდა გამოიყენოთ პრეპარატი ომნისკანი®, თუ:

ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) გადოდიამიდის (ომნისკანის® მოქმედი ნივთიერება) ან მოცემული სამკურნალო პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნტში).

გაქვთ თირკმლის მძიმე და/ან მწვავე უკმარისობა.

ღვიძლის გადანერგვის პერიოპერაციულ პერიოდში ხართ.

თუ არ ხართ დარწმუნებული რომელიმე ზემოთაღნიშნულ პუნქტში, გაიარეთ კონსულტაცია თქვენ მკურნალ ექიმთან.

ომნისკან®-ის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან მედდასთან

თუ ოდესმე ოდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია ომნისკანის® მსგავს პრეპარატზე, რომელსაც "კონტრასტული ნივთიერება" ეწოდება.

თუ ოდესმე გქონიათ ნებისმიერი ალერგია ან ასთმა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს შეტევა

თუ გაქვთ დიაბეტი.

თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები ან ღვიძლისა და თირკმელების პრობლემები.

თუ გაქვთ მომატებული სისხლის წნევა.

თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა თქვენ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი, ომნისკან®-ის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენ მკურნალ ექიმთან.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ თქვენ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან აპირებთ მიიღოთ რომელიმე სხვა პრეპარატები, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.

აცნობეთ თქვენ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ იღებთ არტერიული წნევის დასაწევ მედიკამენტებს (ბეტა-ბლოკერები).

სხვა პრეპარატებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ომნისკანის® მოქმედებაზე, ხოლო ომნისკანმა® შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატებზე. როგორც წესი, ამ ურთიერთქმედებას არანაირი შედეგი არ აქვს. გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან თუ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია.

ლაბორატორიული ტესტები

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან მედდას, რომ იღებდით ომნისკან®-ს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მოგთხოვეს სისხლის ან შარდის ნიმუშის მიწოდებას ნებისმიერი ლაბორატორიული ტესტისთვის იმავე დღეს, როდესაც სკანირება გაიარეთ. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ომნისკანმა® შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ზოგიერთ ლაბორატორიული ტესტების შედეგებზე.

ბავშვები

ომნისკანი უკუნაჩვენებია 4 კვირამდე ასაკის ახალშობილებში.

ომნისკანის®გამოყენებამდე 1 წლამდე ასაკის ჩვილებში, თქვენი ექიმი ჩაატარებს თირკმელების ზედმიწევნით ანალიზს.

მკურნალი ექიმი შეაფასებს ყველა ცალკეულ შემთხვევას.

ხანდაზმული პაციენტები

რამდენადაც გადოდიამიდის თირკმელებით გამოყოფა შეიძლება დარღვეული იყოს ხანდაზმულ ასაკში, თქვენი მკურნალი ექიმი შეაფასებს თქვენი თირკმლის ფუნქციას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თქვენ უნდა აცნობოთ მკურნალ ექიმს, თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ. გადოლინიუმზე დაფუძნებულ კონტრასტულ საშუალებებს შეუძლიათ გადალახონ პლაცენტა და ნეგატიური გავლენა იქონიონ ნაყოფზე. თქვენი ექიმი გამოიყენებს მოცემულ პრეპარატს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის. მკურნალი ექიმი შეაფასებას მისცემს ყველა ცალკეულ შემთხვევას.

ძუძუთი კვება

ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს პრეპარატის შეყვანამდე და არ განახლდეს მისი მიღებიდან სულ მცირე 24 საათის განმავლობაში.

ფერტილობა

ადამიანის რეპროდუქციულ ფუნქციაზე პრეპარატ ომნისკან®-ის ზემოქმედების თაობაზე მონაცემები არ არსებობს

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ომნისკან®-მა შეიძლება გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ომნისკან®-მა შეიძლება გამოიწვიოს გულისრევის შეგრძნება.

საჭიროების შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია თქენ მკურნალ ექიმთან.

ნატრიუმი

ომნისკანი® შეიცავს ნატრიუმს. თქვენ უნდა აცნობოთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ თქვენ იცავთ უნატრიუმო დიეტას ან ნატრიუმის შემზღუდველ (მარილის) დიეტას.

  • პრეპარატ ომნისკან®-ის გამოყენება

ომნისკანი® შეყვანა ყოველთვის ხდება საავადმყოფოში ან კლინიკაში სპეციალურად მომზადებული და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ. თქვენ მოგაწოდებენ ყველა საჭირო ინფორმაციას პრეპარატის უსაფრთხო გამოყენების თაობაზე.

ჩვეულებრივი დოზა შეადგენს:

როგორც წესი, ომნისკანი® შეჰყავთ სისხლძარღვში. შესაყვანი რაოდენობა შეიძლება მერყეობდეს. თქვენი მკურნალი ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის ყველაზე დაბალ ეფექტურ დოზას თქვენი სხეულის წონის მიხედვით.

თუ ომნისკანის® მიღების შემდეგ გამოვლინდა რომელიმე არასასურველი რეაქცია, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენ მკურნალ ექიმს (იხილეთ პუნქტი 4 „შესაძლო გვერდითი რეაქციები“).

თუ თქვენ მიიღეთ იმაზე მეტ ომნისკანი®, ვიდრე საჭიროა

იმის გამო, რომ ომნისკანი® თქვენ მოგეწოდებათ სპეციალურად მომზადებული სამედიცინო პერსონალის მიერ, დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა. თუ თირკმელების დაზიანების მქონე პაციენტს დაენიშნება პრეპარატ ომნისკანის® ძალიან მაღალი დოზები, შეიძლება საჭირო გახდეს დიალიზი (სისხლის გაწმენდა) გადოდიამიდის ზედმეტი რაოდენობის მოსაშორებლად.

გვერდითი მოვლენები

ისევე როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, ომნისკანმაც® შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ალერგიული რეაქციები

თუ თქვენ გაგიჩნდათ ალერგიული რეაქცია საავადმყოფოში ან კლინიკაში ყოფნის დროს, სადაც იღებდით ომნისკანს®, დაუყოვნებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს. ნიშნები შეიძლება შეიცავდეს:

ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის შებოჭილობა ან ტკივილი .

კანზე გამონაყარი, მუწუკები, ლაქები,რომლებიც გექავებათ, ბუშტუკები კანზე და პირში ან სხვა ალერგიული სიმპტომები.

სახის შეშუპება.

თავბრუსხვევა ან გულის წასვლა (დაბალი არტერიული წნევის გამო) .

ზემოაღნიშნული არასასურველი რეაქციები შეიძლება განვითარდეს პრეპარატ ომნისკანის® მიღებიდან რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ. თუ ამ არასასურველი რეაქციებიდან რომელიმეს ჰქონდა ადგილი საავადმყოფოდან ან კლინიკიდან გაწერის შემდეგ, დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. პრეპარატ ომნისკანის® გამოყენების შემდეგ ყველაზე გავრცელებული სპონტანური არასასურველი რეაქციებია მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, გულისრევა და ღებინება.

სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს, ჩამოთვლილია ქვემოთ. მათი განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ და რა მიზეზით იღებდით ომნისკანს®.

ხშირი (შეიძლება დაემართოს 10-დან 1 ადამიანს):

თავის ტკივილი

შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა)

სიცხის გარდამავალი შეგრძნება, სიცივის შეგრძნება, დაწოლის შეგრძნება ინექციის ადგილზე.

ტკივილი და რეაქცია ინექციის ადგილზე.

არახშირი (შეიძლება განუვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანს):

ალერგიული რეაქცია, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია (იხ. ალერგიული რეაქციების ქვე პუნქტი)

ქავილი, გამონაყარი კანზე, გამონაყარი, მუწუკები, ლაქები,რომლებიც გექავებათ, ბუშტუკები კანზე.

თავბრუსხვევა

სენსორული დარღვევები, მათ შორის გემოსა და ყნოსვის დარღვევა, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება კანზე

ალები

ღებინება, დიარეა

იშვიათი (შეიძლება აღმოაჩნდეს 1000-დან 1 ადამიანს):

შფოთვა

კრუნჩხვები, ტრემორი, ძილიანობა

ყნოსვის შეგრძნებების ცვლილება

მხედველობის დარღვევები

ქოშინი, ხველა

შეშუპებები, მათ შორის სახის, კანის, ლორწოვანი გარსის და კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედისის შეშუპება

ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ფოლაქები კანზე

ტკივილები სახსრებში

თირკმლის მწვავე უკმარისობა

უცნობია ( არსებული მონაცემებიდან გამომდინარე სიხშირის დადგენა შეუძლებელია):

ტაქიკარდია

ბრონქების სპაზმი

სუნთქვის დარღვევები, ყელის გაღიზიანება, ცემინება

კანის, სახსრების, თვალების და შინაგანი ორგანოების ფიბროზი (ნეფროგენული სისტემური ფიბროზი)

თუ რომელიმე არასასურველი რეაქცია მიიღებს სერიოზულ ხასიათს ან შეამჩნევთ რაიმე არასასურველ რეაქციას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ თქვენ მკურნალ ექიმს.

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ:

თუ თქვენთან განვითარდა რაიმე არასასურველი რეაქცია, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ან ფარმაცევთან. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციებზე, მათ შორის მათზეც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ფურცელ-ჩანართზე. არასასურველი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ გვეხმარებით მეტი ინფორმაციის მიღებაში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

  • პრეპარატ ომნისკანის® შენახვა

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს ყუთზე წარწერა „Годен до„-ს მერე. ვარგისობის ვადა არის თვის ბოლო დღე.

შეინახეთ სინათლისა და მეორადი რენტგენის სხივებისაგან დაცულ ადგილას 2°C-დან 30°C-მდე ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ (არ ჩაასხათ) პრეპარატი კანალიზაციაში. დააზუსტეთ აფთიაქის თანამშრომელთან, როგორ მოიცილოთ თავიდან პრეპარატები, რომლებიც აღარ დაგჭირდებათ.ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ჭარბი დოზა

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ინტრავენური შეყვანისას დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პრეპარატი ომნისკანი® შეიძლება გამოიყოს ჰემოდიალიზის საშუალებით. თუმცა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ჰემოდიალიზი ნაჩვენებია ნსფ პროფილაქტიკისთვის.

შემადგენლობა

პრეპარატი ომნისკანი® შეიცავს:

აქტიური ნივთიერებაა გადოდიამიდი.

სამკურნალო პრეპარატის 1 მლ შეიცავს გადოდიამიდს 287 მგ (ექვივალენტური 0,5 მმოლი)

სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): ნატრიუმის კალდიამიდი, 1 M ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი ან 1 M ქლორწყალბადის ხსნარი pH-ით 6.0-7.0-მდე, საინექციო წყალი.

როგორ გამოიყურება ომნისკანი® და შეფუთვის შიგთავსი

ომნისკანი® წარმოადგენს გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო სითხეს.

პრეპარატის 10, 15 და 20 მლ უფერო მინის ფლაკონში (ევრ.ფარმ. ტიპი I), დალუქული ქლორბუთილის რეზინის საცობით, მოჭერილი ალუმინის თავსახურით და დახურული ზემოდან პლასტმასის ტკაცუნა თავსახურით.

10 ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ტიხრებით-ფლაკონების სათითაოდ ჩასადებად.

ყველა წარმოდგენილი დოზა და შეფუთვა შეიძლება არ იყოს რეგისტრირებული სხვადასხვა ქვეყანაში.

გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში

შენახვის პირობები

3 წელი

ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა იყო დემონსტრირებული 8 საათის განმავლობაში 25°C ტემპერატურაზე.

მიკრობიოლოგიური სისუფთავის თვალსაზრისით, ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული, გარდა იმ სიტუაციებისა, როდესაც გახსნის მეთოდი გამორიცხავს მიკრობული დაბინძურების რისკს. თუ ხსნარი არ გამოიყენება დაუყოვნებლივ, გამოყენებამდე შენახვის დრო და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობაზეა.

  • 4 შენახვისას სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები

პროდუქტი უნდა ინახებოდეს 2–30°C ტემპერატურაზე, სინათლისა და მეორადი რენტგენის სხივებისგან დაცულ ადგილას.

  • 5 პირველადი შეფუთვის შიგთავსი და დახასიათება

ინტრავენურად შესაყვანი ხსნარი, 0.5 მმოლ/მლ

პრეპარატის 10, 15 ან 20 მლ თავსდება უფერო მინის ფლაკონში (ევრ.ფარმ. ტიპი 1) ქლორობუთილის რეზინის საცობით, ალუმინის თავსახურით მოჭერილი და ზევიდან ტკაცუნა სახურავით დაცული.

10 ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში, რომელსაც აქვს ფლაკონების ჩასაწყობი ტიხრებით.

სხვადასხვა ქვეყანაში, ყველა წარმოდგენილი დოზა და შეფუთვა შეიძლება არ იყოს დარეგისტრირებული.

  • 6 გამოყენებული სამკურნალო საშუალების ან სამკურნალო საშუალების გამოყენების მერე ან მასთან მუშაობის შემდეგ გამოუყენებელი ნარჩენების განადგურების დროს მისაღები სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის; პრეპარატის ნებისმიერი გამოუყენებელი რაოდენობა უნდა იქნას განადგურებული.

ფლაკონზე ეტიკეტის მოსაწყვეტი ნაწილი უნდა იყოს მიწებებული პაციენტის წიგნაკს გამოყენებული გადოლინიუმის კონტრასტული აგენტის ზუსტი რეგისტრაციისათვის. ასევე ჩაწერილი უნდა იყოს დოზა. თუ გამოიყენება პაციენტის ელექტრონული მონაცემები, პროდუქტის დასახელება, სერიის ნომერი და დოზა უნდა იყოს შეტანილი პაციენტის წიგნაკში.

  • 7 გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში

ფარმაკოლოგიური თვისებები

კონტრასტული საშუალება მრტ-თვის.

ათქ-კოდი: V08CA03.

ომნისკანი® არის მრტ-ის დროს გამოსაყენებელი არაიონური პარამაგნიტური კონტრასტული საშუალება. ომნისკანი® შეიცავს გადოდიამიდს, რომელიც ძირითადად გავლენას ახდენს პროტონების T1-რელაქსაციის დროზე. ინტრავენური შეყვანის შემდეგ, მრტ–ს დროს მიიღება სიგნალის მაღალი ინტენსივობა და მაღალი კონტრასტული გამოსახულებები. ველის დაძაბულობების შესწავლილ დიაპაზონში, 0.15 ტესლადან 1.5 ტესლას ჩათვლით, სურათის შედარებითი კონტრასტი არ არის დამოკიდებული ველის დაძაბულობებზე.

პროდუქტი უზრუნველყოფს კონტრასტულობის გაზრდას და აადვილებს სხეულის სხვადასხვა ნაწილში ანომალური წარმონაქმნების ან დაზიანებების ვიზუალიზაციას, მათ შორის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ცნს). ჰემატოენცეფალური ბარიერის დაზიანების შემთხვევაში მრტ პრეპარატ ომნისკანით® უზრუნველყოფს პათოლოგიისა და პათოლოგიური ვასკულარიზაციის მქონე დარღვევების (ან იმ პროცესებისა, რომლებიც სავარაუდოდ იწვევენ ჰემატოენცეფალური ბარიერის დაზიანებებს) უკეთეს გამოსახულებას თავის ტვინში (ქალასშიდა დაზიანებები), ასევე ხერხემლისა და მასთან დაკავშირებულ ქსოვილების, ასევე გულმკერდის არეში, მენჯის და რეტროპერიტონეალურ სივრცეში მდებარე დარღვევების უკეთეს სურათს. პრეპარატი აუმჯობესებს სიმსივნის საზღვრის ვიზუალიზაციას და, ამრიგად, ინვაზიურობის ხარისხის განსაზღვრას. სიგნალის ინტენსივობის გაძლიერება არ შეინიშნება ზოგიერთი სახის პათოლოგიური პროცესის დროს; მაგალითად, სიმსივნეების გარკვეული ტიპების დაბალი ხარისხის ავთვისებიანობისას ან გაფანტული სკლეროზის დროს არააქტიური ფოლაქების შემთხვევაში. ომნისკანი® შეიძლება გამოყენებული იყოს ნორმალური და პათოლოგიური ქსოვილების, სხვადასხვა პათოლოგიურ წარმონაქმნების და აგრეთვე სიმსივნის (მისი რეციდივი) და მკურნალობის შემდეგ ნაწიბუროვან ქსოვილს შორის დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

განაწილება

გადოდიამიდი სწრაფად ნაწლდება უჯრედგარე სითხეში. განაწილების მოცულობა უჯრედგარე სითხის მოცულობის ეკვივალენტურია. ნახევარგანაწილებისს პერიოდი შეადგენს დაახლოებით 4 წუთს, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 70 წუთს. თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება ფილტრაციის სიჩქარის შემცირების პროპორციულად. ნივთიერების გამოყოფა შესაძლებელია ჰემოდიალიზის საშუალებით.

გამოყოფა

გადოდიამიდი გამოიყოფა თირკმელებით გორგლოვანი ფილტრაციის მეშვეობოთ. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში შეყვანილი პრეპარატის დაახლოებით 85% უცვლელი სახით გამოიყოფა შარდით ვენაში გადოდიამიდის ინექციიდან 4 საათის შემდეგ და 95-98% 24 საათის შემდეგ. 0.1 და 0.3 მმოლ/კგ შეყვანის შემდეგ პრეპარატის კინეტიკა წრფივია. მეტაბოლიტები გამოვლენილი არ არის. გადოდიამიდი არ უკავშირდება პლაზმის ცილებს.

გადოლინიუმზე დაფუძნებული კონტრასტული საშუალების შეყვანის შემდეგ, გადოლინიუმის ნარჩენი კვალი შეიძლება გამოვლინდეს თვეების ან წლების განმავლობაში თავის ტვინში, ძვლებში, კანსა და სხვა ორგანოებში (იხ. პუნქტი 4.4).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცლი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ომისკანი®, ხსნარი ინტრავენური შეყვანისთვის 0.5 მმოლ/მლ

გადოდიამიდი (Gadodiamide)

პრეპარატის გამოყენებამდე მთლიანად წაიკითხეთ ფურცელ-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ფურცელ-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.

თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ექთანს.

პრეპარატი განკუთვნილია თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. მან

შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ მაშინაც, როცა მათი დაავადების სიმპტომები ემთხვევა თქვენსას

თუ თქვენ გაქვთ რაიმე არასასურველი რეაქცია, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან მედდას. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ არასასურველ რეაქციებზე, მათ შორის იმათზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართის მე-4 პუნქტში.

ფურცელ-ჩანართის შინაარსი

  • რას წარმოადგენს პრეპარატი ომნისკანი® და რისთვის გამოიყენება.
  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ომნისკანი®-ს გამოყენებამდე.
  • პრეპარატ ომნისკანი®-ს გამოყენება.
  • შესაძლო გვერდითი რეაქციები.
  • პრეპარატ ომნისკანი®-ს შენახვა.
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.
  • რა არის პრეპარატი ომნისკანი® და რისთვის გამოიყენება

ომნისკანი® შეიცავს აქტიურ ნივთიერებას გადოდიამიდს. ომნისკანი® არის "კონტრასტული ნივთიერება". მოცემული სამკურნალო პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ სადიაგნოსტიკო მიზნებისთვის მრტ-ვიზუალიზაციაში (მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაში) (მხოლოდ დაავადების აღმოსაჩენად და არა სამკურნალოდ).

ომნისკანი® უზრუნველყოფს ანომალური სტრუქტურების ან

დაზიანებების უკეთ ვიზუალიზაციას და ეხმარება ჯანმრთელ და პათოლოგიურ ქსოვილს შორის განსხვავების გამოვლენაში.

ეს პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას მთელი სხეულის, მათ შორის თავისა და კისრის არის, გულმკერდის, გულის ჩათვლით, კიდურების, მუცლის და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების (პროსტატისა და შარდის ბუშტის), სარძევე ჯირკვლის ქალებში, მუცლის ღრუს (ღვიძლი და კუჭუკანა ჯირკვალი), რეტროპერიტონეალური სივრცის (თირკმელები), ძვალ-კუნთოვანი სისტემის და სისხლძარღვების (ანგიოგრაფია) გამოსაკვლევად.

კონტრასტული ნივთიერებები,რომლებიც გადოლინიუმს შეიცავენ უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც სადიაგნოსტიკო ინფორმაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია და არ შეიძლება მიღებულ იქნას მრტ-ვიზუალიზაციის კონტრასტირების გარეშე.

თქვენი ექიმი აგიხსნით თქვენი სხეულის რომელი ნაწილის სკანირებას მოხდება.

  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ომნისკანის® გამოყენებამდე

თქვენ არ უნდა გამოიყენოთ პრეპარატი ომნისკანი®, თუ:

ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) გადოდიამიდის (ომნისკანის® მოქმედი ნივთიერება) ან მოცემული სამკურნალო პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნტში).

გაქვთ თირკმლის მძიმე და/ან მწვავე უკმარისობა.

ღვიძლის გადანერგვის პერიოპერაციულ პერიოდში ხართ.

თუ არ ხართ დარწმუნებული რომელიმე ზემოთაღნიშნულ პუნქტში, გაიარეთ კონსულტაცია თქვენ მკურნალ ექიმთან.

ომნისკან®-ის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან მედდასთან

თუ ოდესმე ოდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია ომნისკანის® მსგავს პრეპარატზე, რომელსაც "კონტრასტული ნივთიერება" ეწოდება.

თუ ოდესმე გქონიათ ნებისმიერი ალერგია ან ასთმა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს შეტევა

თუ გაქვთ დიაბეტი.

თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები ან ღვიძლისა და თირკმელების პრობლემები.

თუ გაქვთ მომატებული სისხლის წნევა.

თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა თქვენ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი, ომნისკან®-ის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენ მკურნალ ექიმთან.

სხვა სამკურნალო საშუალებები და ომნისკანი®

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ თქვენ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან აპირებთ მიიღოთ რომელიმე სხვა პრეპარატები, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.

აცნობეთ თქვენ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ იღებთ არტერიული წნევის დასაწევ მედიკამენტებს (ბეტა-ბლოკერები).

სხვა პრეპარატებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ომნისკანის® მოქმედებაზე, ხოლო ომნისკანმა® შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატებზე. როგორც წესი, ამ ურთიერთქმედებას არანაირი შედეგი არ აქვს. გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან თუ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია.

ლაბორატორიული ტესტები

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან მედდას, რომ იღებდით ომნისკან®-ს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მოგთხოვეს სისხლის ან შარდის ნიმუშის მიწოდებას ნებისმიერი ლაბორატორიული ტესტისთვის იმავე დღეს, როდესაც სკანირება გაიარეთ. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ომნისკანმა® შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ზოგიერთ ლაბორატორიული ტესტების შედეგებზე.

ბავშვები

ომნისკანი უკუნაჩვენებია 4 კვირამდე ასაკის ახალშობილებში.

ომნისკანის®გამოყენებამდე 1 წლამდე ასაკის ჩვილებში, თქვენი ექიმი ჩაატარებს თირკმელების ზედმიწევნით ანალიზს.

მკურნალი ექიმი შეაფასებს ყველა ცალკეულ შემთხვევას.

ხანდაზმული პაციენტები

რამდენადაც გადოდიამიდის თირკმელებით გამოყოფა შეიძლება დარღვეული იყოს ხანდაზმულ ასაკში, თქვენი მკურნალი ექიმი შეაფასებს თქვენი თირკმლის ფუნქციას.

ორსულობა

თქვენ უნდა აცნობოთ მკურნალ ექიმს, თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ. გადოლინიუმზე დაფუძნებულ კონტრასტულ საშუალებებს შეუძლიათ გადალახონ პლაცენტა და ნეგატიური გავლენა იქონიონ ნაყოფზე. თქვენი ექიმი გამოიყენებს მოცემულ პრეპარატს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის. მკურნალი ექიმი შეაფასებას მისცემს ყველა ცალკეულ შემთხვევას.

ძუძუთი კვება

ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს პრეპარატის შეყვანამდე და არ განახლდეს მისი მიღებიდან სულ მცირე 24 საათის განმავლობაში.

ფერტილობა

ადამიანის რეპროდუქციულ ფუნქციაზე პრეპარატ ომნისკან®-ის ზემოქმედების თაობაზე მონაცემები არ არსებობს

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ომნისკან®-მა შეიძლება გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ომნისკან®-მა შეიძლება გამოიწვიოს გულისრევის შეგრძნება.

საჭიროების შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია თქენ მკურნალ ექიმთან.

ნატრიუმი

ომნისკანი® შეიცავს ნატრიუმს. თქვენ უნდა აცნობოთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ თქვენ იცავთ უნატრიუმო დიეტას ან ნატრიუმის შემზღუდველ (მარილის) დიეტას.

  • პრეპარატ ომნისკან®-ის გამოყენება

ომნისკანი® შეყვანა ყოველთვის ხდება საავადმყოფოში ან კლინიკაში სპეციალურად მომზადებული და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ. თქვენ მოგაწოდებენ ყველა საჭირო ინფორმაციას პრეპარატის უსაფრთხო გამოყენების თაობაზე.

ჩვეულებრივი დოზა შეადგენს:

როგორც წესი, ომნისკანი® შეჰყავთ სისხლძარღვში. შესაყვანი რაოდენობა შეიძლება მერყეობდეს. თქვენი მკურნალი ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის ყველაზე დაბალ ეფექტურ დოზას თქვენი სხეულის წონის მიხედვით.

თუ ომნისკანის® მიღების შემდეგ გამოვლინდა რომელიმე არასასურველი რეაქცია, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენ მკურნალ ექიმს (იხილეთ პუნქტი 4 „შესაძლო გვერდითი რეაქციები“).

თუ თქვენ მიიღეთ იმაზე მეტ ომნისკანი®, ვიდრე საჭიროა

იმის გამო, რომ ომნისკანი® თქვენ მოგეწოდებათ სპეციალურად მომზადებული სამედიცინო პერსონალის მიერ, დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა. თუ თირკმელების დაზიანების მქონე პაციენტს დაენიშნება პრეპარატ ომნისკანის® ძალიან მაღალი დოზები, შეიძლება საჭირო გახდეს დიალიზი (სისხლის გაწმენდა) გადოდიამიდის ზედმეტი რაოდენობის მოსაშორებლად.

  • შესაძლო არასასურველი რეაქციები

ისევე როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, ომნისკანმაც® შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ალერგიული რეაქციები

თუ თქვენ გაგიჩნდათ ალერგიული რეაქცია საავადმყოფოში ან კლინიკაში ყოფნის დროს, სადაც იღებდით ომნისკანს®, დაუყოვნებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს. ნიშნები შეიძლება შეიცავდეს:

ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის შებოჭილობა ან ტკივილი .

კანზე გამონაყარი, მუწუკები, ლაქები,რომლებიც გექავებათ, ბუშტუკები კანზე და პირში ან სხვა ალერგიული სიმპტომები.

სახის შეშუპება.

თავბრუსხვევა ან გულის წასვლა (დაბალი არტერიული წნევის გამო) .

ზემოაღნიშნული არასასურველი რეაქციები შეიძლება განვითარდეს პრეპარატ ომნისკანის® მიღებიდან რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ. თუ ამ არასასურველი რეაქციებიდან რომელიმეს ჰქონდა ადგილი საავადმყოფოდან ან კლინიკიდან გაწერის შემდეგ, დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. პრეპარატ ომნისკანის® გამოყენების შემდეგ ყველაზე გავრცელებული სპონტანური არასასურველი რეაქციებია მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, გულისრევა და ღებინება.

სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს, ჩამოთვლილია ქვემოთ. მათი განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ და რა მიზეზით იღებდით ომნისკანს®.

ხშირი (შეიძლება დაემართოს 10-დან 1 ადამიანს):

თავის ტკივილი

შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა)

სიცხის გარდამავალი შეგრძნება, სიცივის შეგრძნება, დაწოლის შეგრძნება ინექციის ადგილზე.

ტკივილი და რეაქცია ინექციის ადგილზე.

არახშირი (შეიძლება განუვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანს):

ალერგიული რეაქცია, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია (იხ. ალერგიული რეაქციების ქვე პუნქტი)

ქავილი, გამონაყარი კანზე, გამონაყარი, მუწუკები, ლაქები,რომლებიც გექავებათ, ბუშტუკები კანზე.

თავბრუსხვევა

სენსორული დარღვევები, მათ შორის გემოსა და ყნოსვის დარღვევა, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება კანზე

ალები

ღებინება, დიარეა

იშვიათი (შეიძლება აღმოაჩნდეს 1000-დან 1 ადამიანს):

შფოთვა

კრუნჩხვები, ტრემორი, ძილიანობა

ყნოსვის შეგრძნებების ცვლილება

მხედველობის დარღვევები

ქოშინი, ხველა

შეშუპებები, მათ შორის სახის, კანის, ლორწოვანი გარსის და კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედისის შეშუპება

ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ფოლაქები კანზე

ტკივილები სახსრებში

თირკმლის მწვავე უკმარისობა

უცნობია ( არსებული მონაცემებიდან გამომდინარე სიხშირის დადგენა შეუძლებელია):

ტაქიკარდია

ბრონქების სპაზმი

სუნთქვის დარღვევები, ყელის გაღიზიანება, ცემინება

კანის, სახსრების, თვალების და შინაგანი ორგანოების ფიბროზი (ნეფროგენული სისტემური ფიბროზი)

თუ რომელიმე არასასურველი რეაქცია მიიღებს სერიოზულ ხასიათს ან შეამჩნევთ რაიმე არასასურველ რეაქციას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ თქვენ მკურნალ ექიმს.

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ:

თუ თქვენთან განვითარდა რაიმე არასასურველი რეაქცია, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ან ფარმაცევთან. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციებზე, მათ შორის მათზეც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ფურცელ-ჩანართზე. არასასურველი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ გვეხმარებით მეტი ინფორმაციის მიღებაში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

  • პრეპარატ ომნისკანის® შენახვა

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს ყუთზე წარწერა „Годен до„-ს მერე. ვარგისობის ვადა არის თვის ბოლო დღე.

შეინახეთ სინათლისა და მეორადი რენტგენის სხივებისაგან დაცულ ადგილას 2°C-დან 30°C-მდე ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ (არ ჩაასხათ) პრეპარატი კანალიზაციაში. დააზუსტეთ აფთიაქის თანამშრომელთან, როგორ მოიცილოთ თავიდან პრეპარატები, რომლებიც აღარ დაგჭირდებათ.ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ცნობები

პრეპარატი ომნისკანი® შეიცავს:

აქტიური ნივთიერებაა გადოდიამიდი.

სამკურნალო პრეპარატის 1 მლ შეიცავს გადოდიამიდს 287 მგ (ექვივალენტური 0,5 მმოლი)

სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): ნატრიუმის კალდიამიდი, 1 M ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი ან 1 M ქლორწყალბადის ხსნარი pH-ით 6.0-7.0-მდე, საინექციო წყალი.

როგორ გამოიყურება ომნისკანი® და შეფუთვის შიგთავსი

ომნისკანი® წარმოადგენს გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო სითხეს.

პრეპარატის 10, 15 და 20 მლ უფერო მინის ფლაკონში (ევრ.ფარმ. ტიპი I), დალუქული ქლორბუთილის რეზინის საცობით, მოჭერილი ალუმინის თავსახურით და დახურული ზემოდან პლასტმასის ტკაცუნა თავსახურით.

10 ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ტიხრებით-ფლაკონების სათითაოდ ჩასადებად.

ყველა წარმოდგენილი დოზა და შეფუთვა შეიძლება არ იყოს რეგისტრირებული სხვადასხვა ქვეყანაში.

გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ჯი ი ჰელსკეა ას, ნორვეგია (ДжиИ Хэлскеа АС, Норвегия)

ს/ყ 4220, ნიდალენ 0401, ოსლო,ნორვეგია (а/я 4220, Нидален 0401, Осло, Норвегия)

მწარმოებელი

ჯიი ჰელსკეა ირლანდია ლიმიტედ, ირლანდია(ДжиИ Хэлскеа Ирландия Лимитед, Ирландия)

ბიზნეს-პარკ იდა,კარიგტოჰილი, საგრაფო კორკი, ირლანდია

მომხმარებლების პრეტენზიები რესპუბლიკა ბელარუსის ტერიტორიაზე გაგზავნეთ მისამართზე:

შპს “LV System Service “-ის წარმომადგენლობა რესპუბლიკა ბელარუსში, 220 075 , ქ. მინსკი, ინჟინერნაიას ქუჩა 7-4, კაბინეტი 8.

ტელ./ფაქსი : +375 17 299 60 50

e-mail: [email protected]

მომხმარებლების პრეტენზიები სომხეთის ტერიტორიაზე გაგზავნეთ მისამართზე:

შპს”LV System Service”-ის წარმომადგენლობა სომხეთში,0038 ქ.ერევანი, აბელიანის ქ. 6/4, ბიზნეს-ცენტრი „ თი ჯი ეი“

ტელ: + 374 91220841

e-mail: [email protected]

მომხმარებლის პრეტენზიები საქართველოს ტერიტორიაზე გაგზავნეთ მისამართზე:

შპს “LV System Service “-ის წარმომადგენლობა საქართველოში , 0160, საქართველო, თბილისი, გამრეკელის 19, ოფისი 307

ტელ: + 995 32 2 242505

მობ: + 995 599 925222

e-mail: [email protected]

ქვეყანაში შეიძლება იყვნენ დისტრიბუტორები,რომლებიც არ არიან მითითებულები ამ ფურცელ-ჩანართში.

მოცემული ფურცელ-ჩანართი გადამოწმებულია:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა