ოვიტრელი
OVITRELLE®
დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (დრტ), (როგორიცაა іп vitro განაყოფიერება, IVF), ჩატარებამდე სუპეროვულაციის პროცედურის ფარგლებში ფოლიკულური ზრდის სტიმულირების შემდეგ ფოლიკულების საბოლოო მომწიფების ინიცირება და შემდგომი ლუთეინიზაცია; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- choriogonadotropin alfa
- ფორმა და შეფუთვა
- 250მკგ/0.5მლ 0.5მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებული მინის მზა შპრიცი №1 + საინექციო ნემსი №1
- მწარმოებელი
- Merck Serono S.p.A., იტალია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, გონადროტროპინები
- ATC კოდი
- G03GA08
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042447
- რეგისტრირებულია
- 28 ნოემბერი 2024, მოქმედებს 28 ნოემბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „Sona-Pharm” LLC (უკრაინა)
- განმცხადებელი
- სონა-ფარმის ფილიალი საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ოვიტრელი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (დრტ), (როგორიცაა іп vitro განაყოფიერება, IVF), ჩატარებამდე სუპეროვულაციის პროცედურის ფარგლებში ფოლიკულური ზრდის სტიმულირების შემდეგ ფოლიკულების საბოლოო მომწიფების ინიცირება და შემდგომი ლუთეინიზაცია;
ანოვულაციის ან ოლიგოოვულაციის მქონე ქალებში ოვულაციისა და ლუთეინიზაციის ინიცირება ფოლიკულური ზრდის სტიმულაციის შემდეგ.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი უნდა გამოიყენებოდეს უნაყოფობის მკურნალობის გამოცდილების მქონე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
პრეპარატი განკუთვნილია კანქვეშა გამოყენებისათვის. შესაძლებელია მხოლოდ გამჭვირვალე, ნაწილაკების არმქონე პრეპარატის შეყვანა.
პრეპარატის მაქსიმალური დოზა შეადგენს 250 მკგ-ს. რეკომენდებულია მკურნალობის შემდეგი რეჟიმები.
სუპეროვულაციის ჩატარება დამხმარე რეპროდუქტიული ტექნოლოგიების ჩატარებამდე, როგორიცაა іп vitro განაყოფიერება (IVF)
ოვიტრელის 1 წინასწარ შევსებული შპრიცი (250 მკგ) გამოიყენება ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) ან ადამიანის მენოპაუზალური გონადოტროპინის (hMG) ბოლო ინექციიდან 24-48 საათში, ანუ ფოლიკულური ზრდის ოპტიმალური სტიმულაციის მიღწევისას.
ანოვულაციის ან ოლიგოოვულაციის მქონე ქალები
ოვიტრელის 1 წინასწარ შევსებული შპრიცი (250 მკგ) გამოიყენება ფოლიკულური ზრდის ოპტიმალური სტიმულაციის მიღწევიდან 24-48 საათში. პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია ჰქონდეს სქესობრივი აქტი ოვიტრელის გამოყენების დღეს და მეორე დღეს.
თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები
თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში ოვიტრელის გამოყენების უსაფრთხოება, ეფექტურობა და ფარმაკოკინეტური პარამეტრები არ არის დადგენილი.
ბავშვები.
პედიატრიულ პაციენტებში ოვიტრელის გამოყენების ჩვენებები არ არსებობს.
უკუჩვენებები
აქტიური ნითიერების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ჰიპოთალამუსის ან ჰიპოფიზის სიმსივნეები.
საკვერცხეების გადიდება ან კისტები, რომლებიც არ არის გამოწვეული საკვერცხეების პოლიკისტოზით.
უცნობი ეტიოლოგიის გინეკოლოგიური სისხლდენები.
საკვერცხეების, საშვილოსნოს ან სარძევე ჯირკვლის კარცინომა.
თრომბოემბოლური დარღვევების აქტიური ფორმები.
ოვიტრელი არ გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია მკურნალობაზე ეფექტური პასუხის მიღება, მაგალითად ასეთ შემთხვევებში:
საკვერცხეების პირველადი უკმარისობა.
სიფრთხილის ზომები
დაკვირვება
ბიოლოგიურ სამკურნალო პრეპარატებზე დაკვირვების მიზნით საჭიროა გამოყენებული სამკურნალო პრეპარატის დასახელების, სერიის ნომერის დაფიქსირება.
საერთო რეკომენდაციები
მკურნალობის დაწყებამდე უნდა შეფასდეს წყვილის უშვილობა მკურნალობისთვის შესაბამისობის კუთხით და გამოვლინდეს ორსულობის შესაძლო უკუჩვენებები. ზოგადად, გამოსარიცხია შესაძლო ჰიპოთირეოზი, თირკმლისზედა ჯირკვლების უკმარისობა, ჰიპერპროლაქტინემია და საჭიროებისას უნდა დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
ამ ეტაპისთვის არ არსებობს სხვა ჩვენებებით ( ყვითელი სხეულის უკმარისობა ან მამაკაცის პათოლოგიები) პრეპარატის გამოყენების კლინიკური გამოცდილება, რის გათვალისწინებით ოვიტრელი® არ გამოიყენება ასეთი დაავადებების სამკურნალოდ.
საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (სჰს)
კონტროლირებადი ოვარიალური სტიმულაციის მოსალოდნელ შედეგს საკვერცხეების ზომების მატება წარმოადგენს. ეს მოვლენა, რომელიც განსაკუთრებით აღენიშნება პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის მქონე ქალებში, ჩვეულებრივად უკუგანვითარდება დამატებითი მკურნალობის გარეშე.
საკვერცხეების გაურთულებელი გადიდებისგან განსხვავებით, სჰს- სინდრომია, რომელიც თავს იჩენს სიმძიმის ზრდასთან ერთად. ის მოიცავს საკვერცხეების მნიშვნელოვან გადიდებას, შრატში სასქესო სტეროიდების მაღალ მაჩვენებლებს და სისხლძარღვების მომატებულ განვლადობას, რომელსაც შეუძლია სითხის დაგროვებს გამოწვევა მუცლის, პლევრალურ, და იშვიატად, პერიკარდიალურ ღრუში.
სჰს-ს მსუბუქი ხარისხის დროს აღენიშნება მუცლის ტკივილი, დისკომფორტი მუცლის არეში, ტკივილი, სიმძიმე საკვერცხეების საპროექციო არეში და საკვერცხეების გადიდება. საშულო სიმძიმის სჰს-ს დროს შეიძლება დაემატოს გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ასციტი, რომელიც დადასტურებულია ულტრაბგერითი კვლევით, და საკვერცხეების მნიშვნელოვანი გადიდება.
სჰს-ს მძიმე შემთხვევაში დამატებით შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომატიკა: საკვერცხეების ზომების სერიოზული მატება, სხეულის მასის მატება, ქოშინი და ოლიგურია. კლინიკურ კვლევისას შესაძლებელია გამოვლინდეს: ჰიპოვოლემია, სისხლის შედედება, ელექტროლიტური დისბალანსი, ასციტი, პლევრალური გამონაჟონი ან მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი. ერთეულ შემთხვევებში, მძიმე სჰს- ს შეიძლება გართულდეს საკვერცხეების გადახლართვით ან თრომბო-ემბოლიური გართულებებით, ისეთით, როგორიცაა ფილტვის ართერიის თრომბოზი, იშემიური ინსულტი და მიოკარდიუმის ინფარქტი.
სჰს-ს განვითარების დამოუკიდებელ რისკ-ფაქტორებს წარმოადგენენ: ახალგაზრდა ასაკი, ასთენიური აღნაგობა, პოლიკისთოზური საკვერცხეების სინდრომი, ეგზოგენური გონადოტროპინების მაღალი დოზები, შრატში ესტრადიოლის მაღალი ან სწრაფად მზარდი დონე, ანამნეზში სჰს-ს არსებობა, ოვარიალური ფოლიკულების ან ოოციტების დიდი რაოდენობა, მიღებული დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის ციკლის დროს.
ოვიტრელის დოზირების და შეყვანის რეკომენდებული რეჟიმის დაცვას შეუძლია სჰს-ს განვითარების რიკების შემცირება.
სჰს-ს რისკების დროული აღმოჩენის მიზნით უნდა ტარდებოდეს სტიმულაციის ციკლის მონიტორიგი ულტრაბგერითი კვლევით და ესტრადიოლის შრატისმიერი დონის განსაზღვრით.
არსებობს მოსაზრება, რომ hCG თამაშობს წამყვან როლს სჰს-ს განვითარებაში, ასევე სჰს ორსულობის დადგომასთან ერთად შეიძლება უფრო დამძიმდეს. ამის გათვალისწინებით, ოვარიალური ჰიპერსტიმულაციის სიმპტომების გამოჩენისას, უნდა გაუქმდეს hCG-ს ინექცია და პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს სქესობრივი აქტისაგან ან გამოიყენოს კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდები არანაკლები 4 დღის განმავლობაში.
სჰს-ს შეუძლია სწრაფი პროგრესირება (24 საათის ფარგლებში) და რამდენიმე დღეში ჩამოყალიბდეს სერიოზულ სამედიცინო გართულება. შესაბამისად, hCG-ს ინექციიდან არანაკლებ 2 კვირის განმავლობაში პაციენტი უნდა იყოს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.
ჩვეულებისამებს, სჰს-ს მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფორმები სპონტანურად უკუგანვითარდება. სჰს-ს მძიმე ფორმის დროს გონადოტროლინებით მკურნალობა უნდა სეწყდეს, პაციენტი უნდა მოთავსდეს სტაციონარში სათანადო მკურნალობისათვის.
მრავალნაყოფიანი ორსულობა
პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ ოვულაციის ინდუქციას, მრავალნაყოფიანი ორსულობისა და მშობიარობის რაოდენობა მეტია ბუნებრივ განაყოფიერებასთან შედარებით. ძირითადად ხვდება ორნაყოფიანი ორსულობა. მრავალნაყოფიანი ორსულობა, განსაკუთრებით ბევრი ნაყოფის შემთხვევაში შეიცავს მომატებულ რისკს მშობიარობის და პერინატალური პერიოდის მხრივ.
მრავალნაყოფიანი ორსულობის რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია ოვარიალური რეაქციის კონტროლი.
მრავალნაყოფიანი ორსულობის რისკი დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებისას უკავშირდება გადატანილი ემბრიონების რაოდენობას, მათი ხარისხს და პაციენტის ასაკს.
ორსულობის შეწყვეტა
სპონტანურ დაორსულებასთან შედარებით, ორსულობის შეწყვეტის შემთხვევების სიხშირე მეტია როგორც ანოვულაციის მქონე პაციენტებში, ასევე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებისას.
საშვილოსნოსგარე ორსულობა
ანამნეზში საშვილოსნოს მილების დაავადებების მქონე ქალებში საშვილოსნოსგარე ორსულობის შემთხვევების სიხშირე მეტია, იმის მიუხედავად, დადგა ორსულობა სპონტანურად, თუ უნაყოფობის მკურნალობის ფონზე.
რეპროდუქციული ტექნოლოგიების პროცედურების შემდეგ საშვილოსნოსგარე ორსულობის შემთხვევების სიხშირე მეტია.
თანდაყოლილი ანომალიები
თანდაყოლილი ანომალიების სიხშირე შეიძლება იყოს ოდნავ მომატებული დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებისას ბუნებრივ განაყოფიერებასთან შედარებით. მიჩნეულია, რომ ეს არის გამოწვეული მშობლების მაჩვენებლებით (მაგალითად, დედის ასაკი ან სპერმის ხარისხი) და მრავალნაყოფიანი ორსულობის შემთხვევების მომატებული სიხშირით.
თრომბოემბოლური დარღვევები
ახლო წარსულში ან ამჟამად არსებული თრომბოემბოლური დაავადებების მქონე ქალებში და ასევე თრომბოემბოლური დარღვევების რისკ-ფაქტორების (როგორიცაა ინდივიდუალური ან ოჯახური შემთხვევები) მქონე ქალებში გონადოტროპინებით მკურნალობისას ასეთი დარღვევების განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს. ასეთ პაციენტებში საჭიროა გონადოტროპინების გამოყენების სარგებლის და მსგავსი დარღვევების განვითარების რისკის შედარება. აღსანიშნავია, რომ თვით ორსულობაც და საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომიც ასევე ზრდიან თრომბოემბოლური დარღვევების რისკს.
რეპროდუქტიული სისტემის წარმონაქმნები
არსებობს შეტყობინებები საკვერცხეების ან რეპროდუქტული სისტემის სხვა ორგანოების როგორც კეთილთვისებიანი, ასევე ავთვისებიანი წარმონაქმნების განვითარების შესახებ ქალებში, რომლებიც უნაყოფობის მკურნალობისთვის იყენებდნენ რამდენიმე პრეპარატს. არ არის დადგენილი, ზრდიან გონადოტროპინები თუ არა, სიმსივნეების საბაზისო რისკს უნაყოფობის მქონე ქალებში.
ზეგავლენა სისხლის ან შარდის ანალიზების შედეგებზე
10 დღის განმავლობაში ოვიტრელის გამოყენებამ შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს სისხლში ან შარდში ქორიოგონული გონადოტროპინის დონის იმუნოლოგიური განსაზღვრის შედეგებზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ორსულობაზე ცრუ დადებითი პასუხის მიღება. პაციენტი უნდა იყოს გაფრთხილებული ამის შესახებ.
ნატრიუმის შემადგენლობა
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ნატრიუმს ნაკლები, ვიდრე 1 მმოლი (23 მგ) ერთ დოზაში, რაც ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად ნატრიუმის გარეშეა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ოვიტრელის ურთიერთქმედებების სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა. მაგრამ hCG-თ მკურნალობის დროს არ დაფიქსირებულა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებების არცერთი შემთხვევა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის დროს ოვიტრელის გამოყენების ჩვენებები არ არსებობს.
ორსულობის დროს ოვიტრელის გამოყენების მცირე შემთხვევების საფუძველზე მიღებული მონაცემებით, არ აღენიშნება თანდაყოლილი დარღვევები, ფეტო- ან ნეონატალური ტოქსიურობა.
ცხოველების რეპროდუქტიულ ფუნქციებზე ქორიოგონადოტროპინ ალფას ზეგავლენის კვლევები არ ჩატარებულა, შესაბამისად, ადამიანებზე მისი გამოყენების პოტენციური რისკი უცნობია.
ლაქტაცია
ოვიტრელი არ გამოიყენება ლაქტაციის დროს. მონაცემები რძეში ქორიოგონადფოტროპინ ალფას გამოყოფის შესახებ არ მოიპოვება.
რეაქციის სიჩქარეზე, ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება.
ოვიტრელი არ მოქმედებს, ან თითქმის არ მოქმედებს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის მცირე მიმოხილვა
ოვიტრელის სხვადასხვა დოზების გამოყენების შედარებითი კვლევებით დადგინდა, რომ საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი, გამოწვეული პრეპარატის გამოყენებით, გააჩნია დოზადამოკიდებული ხასიათი.
ოვიტრელის გამოყენებისას, საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი აღენიშნებოდა პაციენტების დაახლოებით 4%-ს. საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის მძიმე ფორმა ვლინდებოდა პაციენტების 0,5 % -სე ნაკლებ შემთხვევებში (იხ. პუნქტი „გამოყენების თავისებურებანი“).
გვერდითი რეაქციების ჩამონათვალი
გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირის განსაზღვრა ხდება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥ 1/1000 - < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000 - < 1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე უცნობია (დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემებით).
იმუნური სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები მსუბუქიდან მძიმემდე, გამონაყარის, ანაფილაქსიური რეაქციის და შოკის ჩათვლით.
ნერვული სისტემის მხრივ
ხშირი: თავის ტკივილი.
სისხლძარღვოვანი დარღვევები
იშვიათი: თრობოემბოლია (როგორც დაკავშირებული, ასევე არადაკავშირებული მძიმე საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომთან).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ხშირი: ღებინება, გულისრევის შეგრძნება, მუცლის ტკივილი, მუცლის დაჭიმულობის შეგრძნება.
არახშირი: მუცლის არეში დისკომფორტი, დიარეა.
რეპროდუქტიული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ
ხშირი: მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი.
არახშირი: მძიმე საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი.
საერთო დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას
ხშირი: რეაქციები ინექციის ადგილას.
ჭარბი დოზა
ოვიტრელის ჭარბი დოზირების ეფექტები უცნობია. პრეპარატის ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია განვითარდეს საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (იხ. პუნქტი „გამოყენების თავისებურებანი“).
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ქორიოგონადოტროპინი ალფა;
1 წინასწარ შევსებული შპრიცი (ხსნარის 0,5 მლ) შეიცავს ქორიოგონადოტროპინ ალფას 250 მკგ-ს (6500 სე);
დამხმარე ნივთიერებები: მანიტი (E 421), მეთიონინი, პოლოქსამერი 188, კონცენტრირებული ფოსფორის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყელი.
სამკურნალწამლო ფორმა. საინექციო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები: ხსნარი, პრაქტიკულად თავისუფალი ხილული ნაწილაკებისაგან.
შენახვის პირობები
2 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
პრეპარატი განკუთვნილია დაუყოვნებლივი და ერთჯერადი გამოყენებისათვის პირველადი გახსნისთანავე. მაგრამ სტაბილურობის კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატი ინარჩუნებს სტაბილურობას 24 საათის განმავლობაში შეფუთვის გახსნიდან 2-8 С ტემპერატურაზე შენახვის პირობებში.
შენახვის პირობები.
ინახება 2-8 °С ტემპერატურის პირობებში (მაცივარში). შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისაგან დაცვის მიზნით. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადის ფარგლებში შესაძლებელია პრეპარატის შენახვა არაუმეტეს 25 °С ტემპერატურაზე 30 დღემდე ვადით განმეორებითი გაცივების გარშე. თუ ამ 30 დღის განმავლობაში პრეპარატი არ იქნება გამოყენებული, ის უნდა განადგურდეს.
შეფუთვა.
საინექციო ხსნარის 0,5 მლ წინასწარ შევსებულ შპრიცში (შუშა ტიპი І) საცობი-დგუშით (ჰალობუთილის რეზინა), დგუშის პლასტიკის გულით და უჟანგავი ფოლადის ფიქსირებული ნემსით, რომელიც დახურულია კომბინირებული ხუფით (რეზინა/პოლიპროპილენი). ერთი წინასწარ შევსებული შპრიცი კონტურულ ჩასადებში მოთავსებულია მუყაოს ყუთში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებლები.
მერკ სერონო ს.პ.ა./Merck Serono S.p.A.
ან
მერკ სერონო ს.ა., ფილიალი დ’ობონი/Merck Serono S.A., Succursale d’Aubonne.
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისამართი.
მაგნოლიების ქუჩა 15 (სამრეწველო ზონა), 70026 მოდუნიო (ბარი), იტალია/
Via delle Magnolie 15 (loc. frazione Zona Industriale), 70026 Modugno (Bari), Italy
ან
ინდუსტრიული ზონა ლ’ურიეტაზი, 1170 ობონი, შვეიცარია/
Zone Industrielle de l'Ouriettaz, 1170 Aubonne, Switzerland.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები. გონადოტროპინები. ქორიოგონადოტროპინ ალფა.
ათქ კოდი G03G A08.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
ოვიტრელი®- ქორიოგონადოტროპინი ალფას შემცველი სამკურნალო პრეპარატი, რომელიც მიღებულია დნმ რეკომბინანტური ტექნოლოგიებით. ქორიოგონადოტროპინ ალფას გააჩნია შარდიდან მიღებული ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის (აქგ) მსგავსი ამინომჟავების თანმიმდევრობა. ოვარიალური ტეკის (და გრანულოზის) უჯრედებზე ქორიონული გონადოტროპინი უერთდება ტრანსმემბრანულ LH/CG რეცეპტორებს, რომლესაც ასევე უკავშირდება მალუთეინიზირებელი ჰორმონი.
ქალებში პრეპარატის ძირითად ფარმაკოლოგიურ მოქმედებას ოოტიცების მეიოზის აღდგენა, ფოლიკულის გასკდომა (ოვულაცია) და ყვითელი სხეულით პროგესტერონის და ესტრადიოლის გამოყოფა წარმოადგენს. ქალებში ქორიონული გონადოტროპნს ისეთი მოქმედება აქვს, როგორც მალუთეინიზირებელი ჰორმონის დონის მკვეთრ მატებას, რომელიც აინიცირებს ოვულაციას.
ოვიტრელი® გამოიყენება ფოლიკულების საბოლოო მომწიფების ინიცირებისთვის და ადრეული ლუთეინიზაციისათვის ფოლიკულური ზრდის მასტიმულირებელი პრეპარატების გამოყენების შემდეგ. შედარებითი კლინიკური კვლევევებით დადგინდა, რომ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ფარგლებში ფოლიკულების საბოლოო მომწიფებისთვის და ადრეული ლუთეინიზაციისათვის ოვიტრელის გამოყენებას (დოზით 250 მკგ ) გააჩნია ადამიანის შარდის hCG (დოზით 5000 სე ან 10000 სე), ხოლო ოვულაციის ინდუქციისათვის ადამიანის შარდის hCG-ს დოზით 5000 სე-ს მსგავსი ეფექტურობა.
ამ დრომდე არ გამოვლენილა ოვიტრელის მიმართ ანტისხეულების განვითარების არანაირი მონაცემი. ოვიტრელის განმეორებითი გამოყენება შესწავლილია მხოლოდ მამაკაცებში. ქალებში ფოლიკულების საბოლოო მომწიფების ინიცირებისთვის და ადრეული ლუთეინიზაციისათვის პრეპარატის გამოყენების კლინიკური კვლევები შემოიფარგლებოდნენ ერთი სამკურნალო ციკლით.
ფარმაკოკინეტიკა.
ინტრავენური შეყვანის შემდეგ ქორიოგონადოტროპინი ალფა ნაწილდება უჯრედებშორისო სითხეში და მისი ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 4,5 საათს. განაწილების წონასწორობითი მოცულობა და პრეპარატის საერთო კლირენსი შეადგენს 6 ლ და 0,2 ლ/სთ შესაბამისად. მონაცემები, რომ ქორიოგონადოტროპინი ალფა მეტაბოლიზდება და გამოიყოფა ენდოგენური hCG-გან განსხვავებული გზებით, არ არსებობს.
კანქვეშა გამოყენების შემდეგ ქორიოგონადოტროპინი ალფას საბოლოო ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 30 საათს, ხოლო მისი აბსოლუტური ბიოშეღწევადობა- დაახლოებით 40%-ია.
პრეპარატის ლიოფილიზებული და ხსნადი ფორმების გამოყენების შედარებითმა კვლევებმა აჩვენა ამ ორი ფორმის ბიოექვივალენტობა.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
ოვიტრელი®
(OVITRELLE®)
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ქორიოგონადოტროპინი ალფა;
1 წინასწარ შევსებული შპრიცი (ხსნარის 0,5 მლ) შეიცავს ქორიოგონადოტროპინ ალფას 250 მკგ-ს (6500 სე);
დამხმარე ნივთიერებები: მანიტი (E 421), მეთიონინი, პოლოქსამერი 188, კონცენტრირებული ფოსფორის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყელი.
სამკურნალწამლო ფორმა. საინექციო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები: ხსნარი, პრაქტიკულად თავისუფალი ხილული ნაწილაკებისაგან.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები. გონადოტროპინები. ქორიოგონადოტროპინ ალფა.
ათქ კოდი G03G A08.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
ოვიტრელი®- ქორიოგონადოტროპინი ალფას შემცველი სამკურნალო პრეპარატი, რომელიც მიღებულია დნმ რეკომბინანტური ტექნოლოგიებით. ქორიოგონადოტროპინ ალფას გააჩნია შარდიდან მიღებული ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის (აქგ) მსგავსი ამინომჟავების თანმიმდევრობა. ოვარიალური ტეკის (და გრანულოზის) უჯრედებზე ქორიონული გონადოტროპინი უერთდება ტრანსმემბრანულ LH/CG რეცეპტორებს, რომლესაც ასევე უკავშირდება მალუთეინიზირებელი ჰორმონი.
ქალებში პრეპარატის ძირითად ფარმაკოლოგიურ მოქმედებას ოოტიცების მეიოზის აღდგენა, ფოლიკულის გასკდომა (ოვულაცია) და ყვითელი სხეულით პროგესტერონის და ესტრადიოლის გამოყოფა წარმოადგენს. ქალებში ქორიონული გონადოტროპნს ისეთი მოქმედება აქვს, როგორც მალუთეინიზირებელი ჰორმონის დონის მკვეთრ მატებას, რომელიც აინიცირებს ოვულაციას.
ოვიტრელი® გამოიყენება ფოლიკულების საბოლოო მომწიფების ინიცირებისთვის და ადრეული ლუთეინიზაციისათვის ფოლიკულური ზრდის მასტიმულირებელი პრეპარატების გამოყენების შემდეგ. შედარებითი კლინიკური კვლევევებით დადგინდა, რომ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ფარგლებში ფოლიკულების საბოლოო მომწიფებისთვის და ადრეული ლუთეინიზაციისათვის ოვიტრელის გამოყენებას (დოზით 250 მკგ ) გააჩნია ადამიანის შარდის hCG (დოზით 5000 სე ან 10000 სე), ხოლო ოვულაციის ინდუქციისათვის ადამიანის შარდის hCG-ს დოზით 5000 სე-ს მსგავსი ეფექტურობა.
ამ დრომდე არ გამოვლენილა ოვიტრელის მიმართ ანტისხეულების განვითარების არანაირი მონაცემი. ოვიტრელის განმეორებითი გამოყენება შესწავლილია მხოლოდ მამაკაცებში. ქალებში ფოლიკულების საბოლოო მომწიფების ინიცირებისთვის და ადრეული ლუთეინიზაციისათვის პრეპარატის გამოყენების კლინიკური კვლევები შემოიფარგლებოდნენ ერთი სამკურნალო ციკლით.
ფარმაკოკინეტიკა.
ინტრავენური შეყვანის შემდეგ ქორიოგონადოტროპინი ალფა ნაწილდება უჯრედებშორისო სითხეში და მისი ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 4,5 საათს. განაწილების წონასწორობითი მოცულობა და პრეპარატის საერთო კლირენსი შეადგენს 6 ლ და 0,2 ლ/სთ შესაბამისად. მონაცემები, რომ ქორიოგონადოტროპინი ალფა მეტაბოლიზდება და გამოიყოფა ენდოგენური hCG-გან განსხვავებული გზებით, არ არსებობს.
კანქვეშა გამოყენების შემდეგ ქორიოგონადოტროპინი ალფას საბოლოო ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 30 საათს, ხოლო მისი აბსოლუტური ბიოშეღწევადობა- დაახლოებით 40%-ია.
პრეპარატის ლიოფილიზებული და ხსნადი ფორმების გამოყენების შედარებითმა კვლევებმა აჩვენა ამ ორი ფორმის ბიოექვივალენტობა.
კლინიკური მახასიათებლები
ჩვენებები.
დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (დრტ), (როგორიცაა іп vitro განაყოფიერება, IVF), ჩატარებამდე სუპეროვულაციის პროცედურის ფარგლებში ფოლიკულური ზრდის სტიმულირების შემდეგ ფოლიკულების საბოლოო მომწიფების ინიცირება და შემდგომი ლუთეინიზაცია;
ანოვულაციის ან ოლიგოოვულაციის მქონე ქალებში ოვულაციისა და ლუთეინიზაციის ინიცირება ფოლიკულური ზრდის სტიმულაციის შემდეგ.
უკუჩვენებები.
აქტიური ნითიერების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ჰიპოთალამუსის ან ჰიპოფიზის სიმსივნეები.
საკვერცხეების გადიდება ან კისტები, რომლებიც არ არის გამოწვეული საკვერცხეების პოლიკისტოზით.
უცნობი ეტიოლოგიის გინეკოლოგიური სისხლდენები.
საკვერცხეების, საშვილოსნოს ან სარძევე ჯირკვლის კარცინომა.
თრომბოემბოლური დარღვევების აქტიური ფორმები.
ოვიტრელი არ გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია მკურნალობაზე ეფექტური პასუხის მიღება, მაგალითად ასეთ შემთხვევებში:
საკვერცხეების პირველადი უკმარისობა.
ორსულობასთან შეუთავსებადი სასქესო ორგანოების პათოლოგიები.
ორსულობასთან შეუთავსებადი საშვილოსნოს ფიბროიდული სიმსივნეები.
მენოპაუზა.
სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედებების სხვა ფორმები.
სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ოვიტრელის ურთიერთქმედებების სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა. მაგრამ hCG-თ მკურნალობის დროს არ დაფიქსირებულა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებების არცერთი შემთხვევა.
გამოყენების თავისებურებანი
დაკვირვება
ბიოლოგიურ სამკურნალო პრეპარატებზე დაკვირვების მიზნით საჭიროა გამოყენებული სამკურნალო პრეპარატის დასახელების, სერიის ნომერის დაფიქსირება.
საერთო რეკომენდაციები
მკურნალობის დაწყებამდე უნდა შეფასდეს წყვილის უშვილობა მკურნალობისთვის შესაბამისობის კუთხით და გამოვლინდეს ორსულობის შესაძლო უკუჩვენებები. ზოგადად, გამოსარიცხია შესაძლო ჰიპოთირეოზი, თირკმლისზედა ჯირკვლების უკმარისობა, ჰიპერპროლაქტინემია და საჭიროებისას უნდა დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
ამ ეტაპისთვის არ არსებობს სხვა ჩვენებებით ( ყვითელი სხეულის უკმარისობა ან მამაკაცის პათოლოგიები) პრეპარატის გამოყენების კლინიკური გამოცდილება, რის გათვალისწინებით ოვიტრელი® არ გამოიყენება ასეთი დაავადებების სამკურნალოდ.
საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (სჰს)
კონტროლირებადი ოვარიალური სტიმულაციის მოსალოდნელ შედეგს საკვერცხეების ზომების მატება წარმოადგენს. ეს მოვლენა, რომელიც განსაკუთრებით აღენიშნება პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის მქონე ქალებში, ჩვეულებრივად უკუგანვითარდება დამატებითი მკურნალობის გარეშე.
საკვერცხეების გაურთულებელი გადიდებისგან განსხვავებით, სჰს- სინდრომია, რომელიც თავს იჩენს სიმძიმის ზრდასთან ერთად. ის მოიცავს საკვერცხეების მნიშვნელოვან გადიდებას, შრატში სასქესო სტეროიდების მაღალ მაჩვენებლებს და სისხლძარღვების მომატებულ განვლადობას, რომელსაც შეუძლია სითხის დაგროვებს გამოწვევა მუცლის, პლევრალურ, და იშვიატად, პერიკარდიალურ ღრუში.
სჰს-ს მსუბუქი ხარისხის დროს აღენიშნება მუცლის ტკივილი, დისკომფორტი მუცლის არეში, ტკივილი, სიმძიმე საკვერცხეების საპროექციო არეში და საკვერცხეების გადიდება. საშულო სიმძიმის სჰს-ს დროს შეიძლება დაემატოს გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ასციტი, რომელიც დადასტურებულია ულტრაბგერითი კვლევით, და საკვერცხეების მნიშვნელოვანი გადიდება.
სჰს-ს მძიმე შემთხვევაში დამატებით შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომატიკა: საკვერცხეების ზომების სერიოზული მატება, სხეულის მასის მატება, ქოშინი და ოლიგურია. კლინიკურ კვლევისას შესაძლებელია გამოვლინდეს: ჰიპოვოლემია, სისხლის შედედება, ელექტროლიტური დისბალანსი, ასციტი, პლევრალური გამონაჟონი ან მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი. ერთეულ შემთხვევებში, მძიმე სჰს- ს შეიძლება გართულდეს საკვერცხეების გადახლართვით ან თრომბო-ემბოლიური გართულებებით, ისეთით, როგორიცაა ფილტვის ართერიის თრომბოზი, იშემიური ინსულტი და მიოკარდიუმის ინფარქტი.
სჰს-ს განვითარების დამოუკიდებელ რისკ-ფაქტორებს წარმოადგენენ: ახალგაზრდა ასაკი, ასთენიური აღნაგობა, პოლიკისთოზური საკვერცხეების სინდრომი, ეგზოგენური გონადოტროპინების მაღალი დოზები, შრატში ესტრადიოლის მაღალი ან სწრაფად მზარდი დონე, ანამნეზში სჰს-ს არსებობა, ოვარიალური ფოლიკულების ან ოოციტების დიდი რაოდენობა, მიღებული დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის ციკლის დროს.
ოვიტრელის დოზირების და შეყვანის რეკომენდებული რეჟიმის დაცვას შეუძლია სჰს-ს განვითარების რიკების შემცირება.
სჰს-ს რისკების დროული აღმოჩენის მიზნით უნდა ტარდებოდეს სტიმულაციის ციკლის მონიტორიგი ულტრაბგერითი კვლევით და ესტრადიოლის შრატისმიერი დონის განსაზღვრით.
არსებობს მოსაზრება, რომ hCG თამაშობს წამყვან როლს სჰს-ს განვითარებაში, ასევე სჰს ორსულობის დადგომასთან ერთად შეიძლება უფრო დამძიმდეს. ამის გათვალისწინებით, ოვარიალური ჰიპერსტიმულაციის სიმპტომების გამოჩენისას, უნდა გაუქმდეს hCG-ს ინექცია და პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს სქესობრივი აქტისაგან ან გამოიყენოს კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდები არანაკლები 4 დღის განმავლობაში.
სჰს-ს შეუძლია სწრაფი პროგრესირება (24 საათის ფარგლებში) და რამდენიმე დღეში ჩამოყალიბდეს სერიოზულ სამედიცინო გართულება. შესაბამისად, hCG-ს ინექციიდან არანაკლებ 2 კვირის განმავლობაში პაციენტი უნდა იყოს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.
ჩვეულებისამებს, სჰს-ს მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფორმები სპონტანურად უკუგანვითარდება. სჰს-ს მძიმე ფორმის დროს გონადოტროლინებით მკურნალობა უნდა სეწყდეს, პაციენტი უნდა მოთავსდეს სტაციონარში სათანადო მკურნალობისათვის.
მრავალნაყოფიანი ორსულობა
პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ ოვულაციის ინდუქციას, მრავალნაყოფიანი ორსულობისა და მშობიარობის რაოდენობა მეტია ბუნებრივ განაყოფიერებასთან შედარებით. ძირითადად ხვდება ორნაყოფიანი ორსულობა. მრავალნაყოფიანი ორსულობა, განსაკუთრებით ბევრი ნაყოფის შემთხვევაში შეიცავს მომატებულ რისკს მშობიარობის და პერინატალური პერიოდის მხრივ.
მრავალნაყოფიანი ორსულობის რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია ოვარიალური რეაქციის კონტროლი.
მრავალნაყოფიანი ორსულობის რისკი დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებისას უკავშირდება გადატანილი ემბრიონების რაოდენობას, მათი ხარისხს და პაციენტის ასაკს.
ორსულობის შეწყვეტა
სპონტანურ დაორსულებასთან შედარებით, ორსულობის შეწყვეტის შემთხვევების სიხშირე მეტია როგორც ანოვულაციის მქონე პაციენტებში, ასევე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებისას.
საშვილოსნოსგარე ორსულობა
ანამნეზში საშვილოსნოს მილების დაავადებების მქონე ქალებში საშვილოსნოსგარე ორსულობის შემთხვევების სიხშირე მეტია, იმის მიუხედავად, დადგა ორსულობა სპონტანურად, თუ უნაყოფობის მკურნალობის ფონზე.
რეპროდუქციული ტექნოლოგიების პროცედურების შემდეგ საშვილოსნოსგარე ორსულობის შემთხვევების სიხშირე მეტია.
თანდაყოლილი ანომალიები
თანდაყოლილი ანომალიების სიხშირე შეიძლება იყოს ოდნავ მომატებული დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებისას ბუნებრივ განაყოფიერებასთან შედარებით. მიჩნეულია, რომ ეს არის გამოწვეული მშობლების მაჩვენებლებით (მაგალითად, დედის ასაკი ან სპერმის ხარისხი) და მრავალნაყოფიანი ორსულობის შემთხვევების მომატებული სიხშირით.
თრომბოემბოლური დარღვევები
ახლო წარსულში ან ამჟამად არსებული თრომბოემბოლური დაავადებების მქონე ქალებში და ასევე თრომბოემბოლური დარღვევების რისკ-ფაქტორების (როგორიცაა ინდივიდუალური ან ოჯახური შემთხვევები) მქონე ქალებში გონადოტროპინებით მკურნალობისას ასეთი დარღვევების განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს. ასეთ პაციენტებში საჭიროა გონადოტროპინების გამოყენების სარგებლის და მსგავსი დარღვევების განვითარების რისკის შედარება. აღსანიშნავია, რომ თვით ორსულობაც და საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომიც ასევე ზრდიან თრომბოემბოლური დარღვევების რისკს.
რეპროდუქტიული სისტემის წარმონაქმნები
არსებობს შეტყობინებები საკვერცხეების ან რეპროდუქტული სისტემის სხვა ორგანოების როგორც კეთილთვისებიანი, ასევე ავთვისებიანი წარმონაქმნების განვითარების შესახებ ქალებში, რომლებიც უნაყოფობის მკურნალობისთვის იყენებდნენ რამდენიმე პრეპარატს. არ არის დადგენილი, ზრდიან გონადოტროპინები თუ არა, სიმსივნეების საბაზისო რისკს უნაყოფობის მქონე ქალებში.
ზეგავლენა სისხლის ან შარდის ანალიზების შედეგებზე
10 დღის განმავლობაში ოვიტრელის გამოყენებამ შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს სისხლში ან შარდში ქორიოგონული გონადოტროპინის დონის იმუნოლოგიური განსაზღვრის შედეგებზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ორსულობაზე ცრუ დადებითი პასუხის მიღება. პაციენტი უნდა იყოს გაფრთხილებული ამის შესახებ.
ნატრიუმის შემადგენლობა
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ნატრიუმს ნაკლები, ვიდრე 1 მმოლი (23 მგ) ერთ დოზაში, რაც ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად ნატრიუმის გარეშეა.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
ორსულობა
ორსულობის დროს ოვიტრელის გამოყენების ჩვენებები არ არსებობს.
ორსულობის დროს ოვიტრელის გამოყენების მცირე შემთხვევების საფუძველზე მიღებული მონაცემებით, არ აღენიშნება თანდაყოლილი დარღვევები, ფეტო- ან ნეონატალური ტოქსიურობა.
ცხოველების რეპროდუქტიულ ფუნქციებზე ქორიოგონადოტროპინ ალფას ზეგავლენის კვლევები არ ჩატარებულა, შესაბამისად, ადამიანებზე მისი გამოყენების პოტენციური რისკი უცნობია.
ლაქტაცია
ოვიტრელი არ გამოიყენება ლაქტაციის დროს. მონაცემები რძეში ქორიოგონადფოტროპინ ალფას გამოყოფის შესახებ არ მოიპოვება.
რეაქციის სიჩქარეზე, ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება.
ოვიტრელი არ მოქმედებს, ან თითქმის არ მოქმედებს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გამოყენების წესი და დოზირება.
პრეპარატი უნდა გამოიყენებოდეს უნაყოფობის მკურნალობის გამოცდილების მქონე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
პრეპარატი განკუთვნილია კანქვეშა გამოყენებისათვის. შესაძლებელია მხოლოდ გამჭვირვალე, ნაწილაკების არმქონე პრეპარატის შეყვანა.
პრეპარატის მაქსიმალური დოზა შეადგენს 250 მკგ-ს. რეკომენდებულია მკურნალობის შემდეგი რეჟიმები.
სუპეროვულაციის ჩატარება დამხმარე რეპროდუქტიული ტექნოლოგიების ჩატარებამდე, როგორიცაა іп vitro განაყოფიერება (IVF)
ოვიტრელის 1 წინასწარ შევსებული შპრიცი (250 მკგ) გამოიყენება ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) ან ადამიანის მენოპაუზალური გონადოტროპინის (hMG) ბოლო ინექციიდან 24-48 საათში, ანუ ფოლიკულური ზრდის ოპტიმალური სტიმულაციის მიღწევისას.
ანოვულაციის ან ოლიგოოვულაციის მქონე ქალები
ოვიტრელის 1 წინასწარ შევსებული შპრიცი (250 მკგ) გამოიყენება ფოლიკულური ზრდის ოპტიმალური სტიმულაციის მიღწევიდან 24-48 საათში. პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია ჰქონდეს სქესობრივი აქტი ოვიტრელის გამოყენების დღეს და მეორე დღეს.
თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები
თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში ოვიტრელის გამოყენების უსაფრთხოება, ეფექტურობა და ფარმაკოკინეტური პარამეტრები არ არის დადგენილი.
ბავშვები.
პედიატრიულ პაციენტებში ოვიტრელის გამოყენების ჩვენებები არ არსებობს.
ჭარბი დოზირება
ოვიტრელის ჭარბი დოზირების ეფექტები უცნობია. პრეპარატის ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია განვითარდეს საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (იხ. პუნქტი „გამოყენების თავისებურებანი“).
გვერდითი რეაქციები
უსაფრთხოების პროფილის მცირე მიმოხილვა
ოვიტრელის სხვადასხვა დოზების გამოყენების შედარებითი კვლევებით დადგინდა, რომ საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი, გამოწვეული პრეპარატის გამოყენებით, გააჩნია დოზადამოკიდებული ხასიათი.
ოვიტრელის გამოყენებისას, საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი აღენიშნებოდა პაციენტების დაახლოებით 4%-ს. საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის მძიმე ფორმა ვლინდებოდა პაციენტების 0,5 % -სე ნაკლებ შემთხვევებში (იხ. პუნქტი „გამოყენების თავისებურებანი“).
გვერდითი რეაქციების ჩამონათვალი
გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირის განსაზღვრა ხდება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥ 1/1000 - < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000 - < 1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე უცნობია (დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემებით).
იმუნური სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები მსუბუქიდან მძიმემდე, გამონაყარის, ანაფილაქსიური რეაქციის და შოკის ჩათვლით.
ნერვული სისტემის მხრივ
ხშირი: თავის ტკივილი.
სისხლძარღვოვანი დარღვევები
იშვიათი: თრობოემბოლია (როგორც დაკავშირებული, ასევე არადაკავშირებული მძიმე საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომთან).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ხშირი: ღებინება, გულისრევის შეგრძნება, მუცლის ტკივილი, მუცლის დაჭიმულობის შეგრძნება.
არახშირი: მუცლის არეში დისკომფორტი, დიარეა.
რეპროდუქტიული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ
ხშირი: მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი.
არახშირი: მძიმე საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი.
საერთო დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას
ხშირი: რეაქციები ინექციის ადგილას.
ვარგისიანობის ვადა. 2 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
პრეპარატი განკუთვნილია დაუყოვნებლივი და ერთჯერადი გამოყენებისათვის პირველადი გახსნისთანავე. მაგრამ სტაბილურობის კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატი ინარჩუნებს სტაბილურობას 24 საათის განმავლობაში შეფუთვის გახსნიდან 2-8 С ტემპერატურაზე შენახვის პირობებში.
შენახვის პირობები.
ინახება 2-8 °С ტემპერატურის პირობებში (მაცივარში). შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისაგან დაცვის მიზნით. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადის ფარგლებში შესაძლებელია პრეპარატის შენახვა არაუმეტეს 25 °С ტემპერატურაზე 30 დღემდე ვადით განმეორებითი გაცივების გარშე. თუ ამ 30 დღის განმავლობაში პრეპარატი არ იქნება გამოყენებული, ის უნდა განადგურდეს.
შეფუთვა.
საინექციო ხსნარის 0,5 მლ წინასწარ შევსებულ შპრიცში (შუშა ტიპი І) საცობი-დგუშით (ჰალობუთილის რეზინა), დგუშის პლასტიკის გულით და უჟანგავი ფოლადის ფიქსირებული ნემსით, რომელიც დახურულია კომბინირებული ხუფით (რეზინა/პოლიპროპილენი). ერთი წინასწარ შევსებული შპრიცი კონტურულ ჩასადებში მოთავსებულია მუყაოს ყუთში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებლები.
მერკ სერონო ს.პ.ა./Merck Serono S.p.A.
ან
მერკ სერონო ს.ა., ფილიალი დ’ობონი/Merck Serono S.A., Succursale d’Aubonne.
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისამართი.
მაგნოლიების ქუჩა 15 (სამრეწველო ზონა), 70026 მოდუნიო (ბარი), იტალია/
Via delle Magnolie 15 (loc. frazione Zona Industriale), 70026 Modugno (Bari), Italy
ან
ინდუსტრიული ზონა ლ’ურიეტაზი, 1170 ობონი, შვეიცარია/
Zone Industrielle de l'Ouriettaz, 1170 Aubonne, Switzerland.
ტექსტის ბოლო გადახედვის თარიღი. 2024 წლის 5 მარტი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


