პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების სამკურნალო საშუალებები

ოდესტონი

ODESTON

ურეცეპტოდ200მგინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

სანაღვლე გზების სპასტიკური მდგომარეობების, დისკინეზიის, დისპეფსიური დარღვევების დამხმარე სიმპტომური მკურნალობა; სანაღვლე გზების ფუნქციონალური დარღვევები პაციენტებში გაურთულებელი ნაღვლკენჭოვანი დაავადებით; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ჰიმეკრომონი (hymecromone)
ფორმა და შეფუთვა
200მგ ტაბლეტი №50 (5X10)
მწარმოებელი
Adamed Pharma S.A., პოლონეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების სამკურნალო საშუალებები, სანაღვლე გზების დაავადებების სამკურნალო სხვა პრეპარატები
ATC კოდი
A05AX02
რეგისტრაციის ნომერი
რ-040943
რეგისტრირებულია
2 მაისი 2024, მოქმედებს 2 მაისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Adamed Pharma S.A. (პოლონეთი)
განმცხადებელი
შპს „გეა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაოდესტონი და სხვა წამალი ერთად

ოდესტონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სანაღვლე გზების სპასტიკური მდგომარეობების, დისკინეზიის, დისპეფსიური დარღვევების დამხმარე სიმპტომური მკურნალობა;

სანაღვლე გზების ფუნქციონალური დარღვევები პაციენტებში გაურთულებელი ნაღვლკენჭოვანი დაავადებით;

მდგომარეობები ოპერაციული ჩარევების შემდეგ სანაღვლე გზებსა და ნაღვლის ბუშტზე, ასევე ანორექსიის, გულისრევის და შეკრულობის დროს, დაკავშირებული ნაღვლის გამოყოფის დაქვეითებასთან.

მიღების წესი და დოზირება

პერორალურად, ჭამამდე 30 წუთით ადრე; მოზრდილებში – 200-400 მგ 3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 2 კვირაა. არ არის რეკომენდებული ტაბლეტის შუაზე გაყოფა.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ჰიმეკრომონის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ;

თუ დიაგნოსტირებულია სანაღვლე გზების გაუვალობა;

თუ დიაგნოსტირებულია ღვიძლის და/ან თირკმლის მძიმე უკმარისობა;

პაციენტებში არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტით ან კრონის დაავადებით.

სიფრთხილის ზომები

თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობის სიმპტომების აღნიშვნის შემთხვევაში რეკომენდებულია სამკურნალო პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

გამოყენება ორსულებში და მეძუძურ ქალებში

სამკურნალო პრეპარატის გამოყენების წინ რეკომენდებულია ექიმთან მიმართვა.

არ არსებობს მონაცემები პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ ორსულობის პერიოდში.

არ არსებობს მონაცემები პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ ძუძუთი კვების პერიოდში.

არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მორფინი ასუსტებს ჰიმეკრომონის მოქმედებას.

ჰიმეკრომონის მეტოკლოპრამიდთან ერთდროულად გამოყენების დროს ხდება ორივე სამკურნალო პრეპარატის მოქმედების დაქვეითება.

პრეპარატის მიღების გამოტოვება

რეკომენდებულია პრეპარატის გამოტოვებული დოზის დაუყოვნებლივ მიღება.

არ არის რეკომენდებული ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის შევსების მიზნით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ჰიმეკრომონის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს მონაცები არ არის. ორსულებისთვის ჰიმეკრომონის დანიშვნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებისას სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

სამკურნალო პრეპარატი არ იწვევს ფსიქოფიზიკური შრომისუნარიანობის, სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მოძრავი მექანიზმების მომსახურების უნარის გაუარესებას.

გვერდითი მოვლენები

ზოგადად ოდესტონი კარგად გადაიტანება. შეიძლება განვითარდეს დიარეა, აღინიშნოს დისკომფორტის შეგრძნება მუცლის არეში, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.

ჭარბი დოზა

არ არსებობს მონაცემები პრეპარატით ჭარბი დოზირების შესახებ.

რეკომენდებულზე გადაჭარბებული დოზის მიღების შემთხვევაში, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

შემადგენლობა

ერთი ტაბლეტი შეიცავს 200 მგ ჰიმეკრომონს.

დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, ჟელატინი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი.

შენახვის პირობები

ინახება 25°C-მდე ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

3 წელი.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

შეფუთვა

50 ტაბლეტი.

ტაბლეტები შეფუთულია პვქ/ალ ბლისტერში მუყაოს ყუთში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სანაღვლე გზების დაავადებები.

ათქ კოდი: A05AX02.

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ჰიმეკრომონი წარმოადგენს კუმარინის წარმოებულს. ახასიათებს სპაზმოლიზური მოქმედება სანაღვლე გზების და ოდის სფინქტერის გლუვ კუნთებზე, ზრდის ნაღვლის წარმოქმნას და ასტიმულირებს მის გამოყოფას სანაღვლე გზებით. ეს მოქმედება ამცირებს ნაღველის შეგუბებას და ამასთან დაკავშირებულ სიმპტომებს, ასევე ახდენს ქოლესტერინის ნალექის და ნაღვლის კენჭების წარმოქმნის პრევენციას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია სპეციალისტებისა და მომხმარებლებისათვის

პრეპარატის გამოყენებამდე გაეცანით ინსტრუქციას

ოდესტონი/ODESTON

ტაბლეტები, 200 მგ

ჰიმეკრომონი (Hymecromone)

ზოგადი დახასიათება

თეთრი ან მოთეთრო-მოყვითალო შეფერილობის, მრგვალი, ორმხრივ ბრტყელი ტაბლეტები, ერთ მხარეზე გრავირებულია ასოები “Ch”.

შემადგენლობა

ერთი ტაბლეტი შეიცავს 200 მგ ჰიმეკრომონს.

დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, ჟელატინი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი.

გამოშვების ფორმა

ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სანაღვლე გზების დაავადებები.

ათქ კოდი: A05AX02.

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ჰიმეკრომონი წარმოადგენს კუმარინის წარმოებულს. ახასიათებს სპაზმოლიზური მოქმედება სანაღვლე გზების და ოდის სფინქტერის გლუვ კუნთებზე, ზრდის ნაღვლის წარმოქმნას და ასტიმულირებს მის გამოყოფას სანაღვლე გზებით. ეს მოქმედება ამცირებს ნაღველის შეგუბებას და ამასთან დაკავშირებულ სიმპტომებს, ასევე ახდენს ქოლესტერინის ნალექის და ნაღვლის კენჭების წარმოქმნის პრევენციას.

ჩვენებები

სანაღვლე გზების სპასტიკური მდგომარეობების, დისკინეზიის, დისპეფსიური დარღვევების დამხმარე სიმპტომური მკურნალობა;

სანაღვლე გზების ფუნქციონალური დარღვევები პაციენტებში გაურთულებელი ნაღვლკენჭოვანი დაავადებით;

მდგომარეობები ოპერაციული ჩარევების შემდეგ სანაღვლე გზებსა და ნაღვლის ბუშტზე, ასევე ანორექსიის, გულისრევის და შეკრულობის დროს, დაკავშირებული ნაღვლის გამოყოფის დაქვეითებასთან.

გამოყენების წესი და დოზირება

პერორალურად, ჭამამდე 30 წუთით ადრე; მოზრდილებში – 200-400 მგ 3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 2 კვირაა. არ არის რეკომენდებული ტაბლეტის შუაზე გაყოფა.

გვერდითი მოქმედება

ზოგადად ოდესტონი კარგად გადაიტანება. შეიძლება განვითარდეს დიარეა, აღინიშნოს დისკომფორტის შეგრძნება მუცლის არეში, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ჰიმეკრომონის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ;

თუ დიაგნოსტირებულია სანაღვლე გზების გაუვალობა;

თუ დიაგნოსტირებულია ღვიძლის და/ან თირკმლის მძიმე უკმარისობა;

პაციენტებში არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტით ან კრონის დაავადებით.

ჭარბი დოზირება

არ არსებობს მონაცემები პრეპარატით ჭარბი დოზირების შესახებ.

რეკომენდებულზე გადაჭარბებული დოზის მიღების შემთხვევაში, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

სიფრთხილის ზომები

თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობის სიმპტომების აღნიშვნის შემთხვევაში რეკომენდებულია სამკურნალო პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

გამოყენება ორსულებში და მეძუძურ ქალებში

სამკურნალო პრეპარატის გამოყენების წინ რეკომენდებულია ექიმთან მიმართვა.

არ არსებობს მონაცემები პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ ორსულობის პერიოდში.

არ არსებობს მონაცემები პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ ძუძუთი კვების პერიოდში.

არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მოძრავი მექანიზმების მომსახურების უნარზე

სამკურნალო პრეპარატი არ იწვევს ფსიქოფიზიკური შრომისუნარიანობის, სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მოძრავი მექანიზმების მომსახურების უნარის გაუარესებას.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

მორფინი ასუსტებს ჰიმეკრომონის მოქმედებას.

ჰიმეკრომონის მეტოკლოპრამიდთან ერთდროულად გამოყენების დროს ხდება ორივე სამკურნალო პრეპარატის მოქმედების დაქვეითება.

პრეპარატის მიღების გამოტოვება

რეკომენდებულია პრეპარატის გამოტოვებული დოზის დაუყოვნებლივ მიღება.

არ არის რეკომენდებული ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის შევსების მიზნით.

შენახვის პირობები და ვადა

ინახება 25°C-მდე ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

3 წელი.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

შეფუთვა

50 ტაბლეტი.

ტაბლეტები შეფუთულია პვქ/ალ ბლისტერში მუყაოს ყუთში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

ს.ს. “ადამედ ფარმა”

პიენკოვი, მარიანა ადამკევიჩის ქუჩა 6ა

05-152 ჩოსნუვი, პოლონეთი

მწარმოებელი

ს.ს. “ადამედ ფარმა”

მარშალ იუზეფ პილსუდსკის ქ. 5

95-200 პაბიანიცე, პოლონეთი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა