პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადებების სამკურნალო სხვა პრეპარატები

ნუკლეო ც.მ.ფ. ფორტე

Nucleo C.M.P.® Forte

რეცეპტით10მგ + 6მგინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

ნუკლეო ცმფ ფორტე ინიშნება შემდეგი წარმოშობის ნევრალგიების სამკურნალოდ: ძვალ-სახსროვანი (რადიკულოპათიები: ლუმბაგო, ლუმბალგია, ლუმბოიშიალგია), მეტაბოლური (ალკოჰოლური, დიაბეტური პოლინეიროპათია), ინფექციური წარმოშობის (სარტყლისებრი ლიქენი, განგლიონიტი), ასევე სამწვერა ნერვის, სახის ნერვის ანთების დროს, ნეკნთაშუა …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
cytidine monophosphate + uridine trisodium triphosphate partially
ფორმა და შეფუთვა
10მგ + 6მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა №3 + 2მლ გამხსნელი (ნატრიუმის ქლორიდი 9მგ/2მლ 2მლ საინექციო ხსნარი) ამპულა №3
მწარმოებელი
Ferrer Internacional, S.A, ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადებების სამკურნალო სხვა პრეპარატები
ATC კოდი
M09AX
რეგისტრაციის ნომერი
რ-035735
რეგისტრირებულია
1 ივლისი 2022, მოქმედებს 1 ივლისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Ferrer Internacional, S.A (ესპანეთი)
განმცხადებელი
საქართველოში INPHA LLP-ის წარმომადგენლობითი ოფისი
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებანუკლეო ც.მ.ფ. ფორტე და სხვა წამალი ერთად

ნუკლეო ც.მ.ფ. ფორტე — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ნუკლეო ცმფ ფორტე ინიშნება შემდეგი წარმოშობის ნევრალგიების სამკურნალოდ: ძვალ-სახსროვანი (რადიკულოპათიები: ლუმბაგო, ლუმბალგია, ლუმბოიშიალგია), მეტაბოლური (ალკოჰოლური, დიაბეტური პოლინეიროპათია), ინფექციური წარმოშობის (სარტყლისებრი ლიქენი, განგლიონიტი), ასევე სამწვერა ნერვის, სახის ნერვის ანთების დროს, ნეკნთაშუა ნევრალგიის, ფლექსიტების დროს.

მიღების წესი და დოზირება

ნუკლეო ცმფ ფორტეს ინექციები ინტრამუსკულარული გამოყენებისათვის.

გამოყენებამდე აუცილებელია გამხსნელის გადატანა ამპულაში, სადაც მოთავსებულია ლიოფილიზირებული ფხვნილი.

მოზრდილებში, ხანდაზმულ პაციენტებში და მოზარდებში 14 წლიდან ნუკლეო ცმფ ფორტე ინიშნება შემდეგი დოზით: 1 ინექცია 1-ჯერ დღეღამეში.

ბავშვებში 2-დან 14 წლამდე ნუკლეო ცმფ ფორტე რეკომენდირებულია შემდეგი დოზით: 1 ინექცია ყოველ ორ დღეში ერთხელ.

მკურნალობის რეკომენდირებული კურსი: პრეპარატი ინიშნება დღეღამეში ერთი ინექციის სახით 3 ან 6 დღის განმავლობაში, შემდეგ გრძელდება 1-2 კაფსულის მიღება 2-ჯერ დღეღამეში 10 დღის განმავლობაში.

საჭიროების შემთხვევაში მიღება შესაძლებელია გაიზარდოს 20 დღემდე, თუ ეს აუცილებელია სამედიცინო ჩვენებებით.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

შენახვის პირობები და ვადები შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე (არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე).

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენები არ არის, მაგრამ მიღების მიზანშეწონილობა დგინდება პოტენციურ რისკზე მიღების უპირატესობის გათვალისწინებით.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე გავლენა ნუკლეო ცმფ ფორტე გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

უკუჩვენებები ცნობილი ალერგიული რეაქციები პრეპარეატის კომპონენტების მიმართ, 2 წლამდე ბავშვთა ასაკი.

დოზის გადაჭარბება პრეპარატის დაბალი ტოქსიკურობის გათვალისწინებით, მოწამვლის ალბათობა დაბალია თერაპიული დოზის შემთხვევით გადაჭარბების დროსაც კი.

შემადგენლობა

1 ამპულა ლიოფილიზირებული ფხვნილით შეიცავს ციტიდინ-5-მონოფოსფატის დინატრიუმის მარილს 10 მგ, ურიდინ-5-ტრიფოსფატის ტრინატრიუმის მარილს, ურიდინ-5-დიფოსფატის დინატრიუმის მარილს, ურიდინ-5-მონოფოსფატის დინატრიუმის მარილს სულ 6 მგ-ს (შეესაბამება 2,660 მგ სუფთა ურიდინს).

დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი.

გამხსნელი: წყალი, ნატიუმის ქლორიდი.

სამკურნალწამლო ფორმა: საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ლიოფილიზირებული ფხვნილი.

შენახვის პირობები

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შეფუთვა: 3 ამპულა ლიოფილიზირებული ფხვნილით და 3 ამპულა გამხსნელით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ათქ-კოდი: M09AX

ფარმაკოლოგიური თვისებები: ნუკლეო ცმფ ფორტე უზრუნველყოფს ფოსფატურ ჯგუფებს, რომლებიც აუცილებელია მონოსაქარიდების ცერამიდებთან გასაერთიანებლად ცერებროზიდებისა და ფოსფატური მჟავების წარმოსაქმნელად, რომლებიც წარმოადგენენ სფინგომიელინისა და გლიცეროფოსფოლიპიდების საფუძველს. სფინგომიელინი და გლიცეროფოსფოლიპიდები წარმოადგენენ მიელინის გარსის ძირითად კომპონენტებს. ამგვარად, ნუკლეო ცმფ ფორტე ავლენს ტროფიკულ თვისებებს და ხელს უწყობს ნერვული ქსოვილის აქსონების რეგენერაციას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

ნუკლეო ც.მ.ფ. ფორტე

NUCLEO C.M.P. FORTE

ზოგადი დახასიათება:

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ფერის ფხვნილი.

შემადგენლობა: 1 ამპულა ლიოფილიზირებული ფხვნილით შეიცავს ციტიდინ-5-მონოფოსფატის დინატრიუმის მარილს 10 მგ, ურიდინ-5-ტრიფოსფატის ტრინატრიუმის მარილს, ურიდინ-5-დიფოსფატის დინატრიუმის მარილს, ურიდინ-5-მონოფოსფატის დინატრიუმის მარილს სულ 6 მგ-ს (შეესაბამება 2,660 მგ სუფთა ურიდინს).

დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი.

გამხსნელი: წყალი, ნატიუმის ქლორიდი.

სამკურნალწამლო ფორმა: საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ლიოფილიზირებული ფხვნილი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დარღვევების სამკურნალო სხვა საშუალებები.

ათქ-კოდი: M09AX

ფარმაკოლოგიური თვისებები: ნუკლეო ცმფ ფორტე უზრუნველყოფს ფოსფატურ ჯგუფებს, რომლებიც აუცილებელია მონოსაქარიდების ცერამიდებთან გასაერთიანებლად ცერებროზიდებისა და ფოსფატური მჟავების წარმოსაქმნელად, რომლებიც წარმოადგენენ სფინგომიელინისა და გლიცეროფოსფოლიპიდების საფუძველს. სფინგომიელინი და გლიცეროფოსფოლიპიდები წარმოადგენენ მიელინის გარსის ძირითად კომპონენტებს. ამგვარად, ნუკლეო ცმფ ფორტე ავლენს ტროფიკულ თვისებებს და ხელს უწყობს ნერვული ქსოვილის აქსონების რეგენერაციას.

გამოყენების ჩვენებები: ნუკლეო ცმფ ფორტე ინიშნება შემდეგი წარმოშობის ნევრალგიების სამკურნალოდ: ძვალ-სახსროვანი (რადიკულოპათიები: ლუმბაგო, ლუმბალგია, ლუმბოიშიალგია), მეტაბოლური (ალკოჰოლური, დიაბეტური პოლინეიროპათია), ინფექციური წარმოშობის (სარტყლისებრი ლიქენი, განგლიონიტი), ასევე სამწვერა ნერვის, სახის ნერვის ანთების დროს, ნეკნთაშუა ნევრალგიის, ფლექსიტების დროს.

მიღების მეთოდი და დოზირება. ნუკლეო ცმფ ფორტეს ინექციები ინტრამუსკულარული გამოყენებისათვის.

გამოყენებამდე აუცილებელია გამხსნელის გადატანა ამპულაში, სადაც მოთავსებულია ლიოფილიზირებული ფხვნილი.

მოზრდილებში, ხანდაზმულ პაციენტებში და მოზარდებში 14 წლიდან ნუკლეო ცმფ ფორტე ინიშნება შემდეგი დოზით: 1 ინექცია 1-ჯერ დღეღამეში.

ბავშვებში 2-დან 14 წლამდე ნუკლეო ცმფ ფორტე რეკომენდირებულია შემდეგი დოზით: 1 ინექცია ყოველ ორ დღეში ერთხელ.

მკურნალობის რეკომენდირებული კურსი: პრეპარატი ინიშნება დღეღამეში ერთი ინექციის სახით 3 ან 6 დღის განმავლობაში, შემდეგ გრძელდება 1-2 კაფსულის მიღება 2-ჯერ დღეღამეში 10 დღის განმავლობაში.

საჭიროების შემთხვევაში მიღება შესაძლებელია გაიზარდოს 20 დღემდე, თუ ეს აუცილებელია სამედიცინო ჩვენებებით.

გვერდითი მოვლენები აღწერილი არ ყოფილა.

უკუჩვენებები ცნობილი ალერგიული რეაქციები პრეპარეატის კომპონენტების მიმართ, 2 წლამდე ბავშვთა ასაკი.

დოზის გადაჭარბება პრეპარატის დაბალი ტოქსიკურობის გათვალისწინებით, მოწამვლის ალბათობა დაბალია თერაპიული დოზის შემთხვევით გადაჭარბების დროსაც კი.

განსაკუთრებული მითითებები გამოყენებისათვის

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენები არ არის, მაგრამ მიღების მიზანშეწონილობა დგინდება პოტენციურ რისკზე მიღების უპირატესობის გათვალისწინებით.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე გავლენა ნუკლეო ცმფ ფორტე გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან დადგენილი არ არის.

შენახვის პირობები და ვადები შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე (არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე).

შენახვის ვადა - 2 წელი.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შეფუთვა: 3 ამპულა ლიოფილიზირებული ფხვნილით და 3 ამპულა გამხსნელით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი ფერრერ ინტერნაციონალ ს.ა.

მისამართი: 08028 ბარსელონა, ესპანეთი, გრან ვია კარლოსი III, 94

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა