პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
გინეკოლოგიური სხვა საშუალებები

ნუვარინგი, ვაგინალური რგოლი

NUVARING VAGINAL HALKA

რეცეპტითინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

ნუვარინგი, კონტრაცეფციური (ჩასახვის საწინააღმდეგო) ვაგინალური რგოლია, რომელიც ორსულობის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენება. თითოეული რგოლი, მცირე რაოდენობით მდედრობითი სქესის ორ ჰორმონს შეიცავს: ეთონოგესტრელს და ეთინილესტრადიოლს. ეს ჰორმონები რგოლიდან ნელ-ნელა სისხლის მიმოქცევაში ხვდება. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
ვაგინალური რგოლი №1
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გინეკოლოგიური სხვა საშუალებები, ინტრავაგინური კონტრაცეპტივები
ATC კოდი
G02BB01
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0171
რეგისტრირებულია
1 აპრილი 2022, მოქმედებს 1 აპრილი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებანუვარინგი, ვაგინალური რგოლი და სხვა წამალი ერთად

ნუვარინგი, ვაგინალური რგოლი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ნუვარინგი, კონტრაცეფციური (ჩასახვის საწინააღმდეგო) ვაგინალური რგოლია, რომელიც ორსულობის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენება. თითოეული რგოლი, მცირე რაოდენობით მდედრობითი სქესის ორ ჰორმონს შეიცავს: ეთონოგესტრელს და ეთინილესტრადიოლს. ეს ჰორმონები რგოლიდან ნელ-ნელა სისხლის მიმოქცევაში ხვდება. სისხლში მოხვედრილი ჰორმონების რაოდენობა მცირეა, ამიტომ მიღებულია, რომ ნუვარინგი არის ჰორმონის დაბალი დოზით შეცველი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება. ნუვარინგი, ორ სხვადახვა ჰორმონის გამოყოფას ახორციელებს, ამიტომ ასევე ცნობილია, როგორც კომბინირებული ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება.

რგოლის ფოტო: სისქე 4 მმ; დიამეტრი:54 მმ

ნუვარინგი, მოქმედებს როგორც ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტირებული ფორმა, ტაბლეტირებული ფორმის შემთხვევაში, ავადმყოფი ყოველდღე ყლაპავს ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტს, ნუვარინგის შემთხვევაში კი რგოლი მხოლოდ ერთხელ ჩაიდგმება საშოში, მოქმედების ეფექტი კი 3 კვირის განმავლობაში გრძელდება. ნუვარინგი, შეიცავს ორი სახეობის მდედრობითი სქესის ჰორმონს, რომელიც ხელს უშლის საკვერცხეებიდან კვერცხუჯრედის გამოთავისუფლებს, თუ, კვერცხუჯრედი საკვერცხიდან არ გამოთავისუფლდება, ორსულობის ალბათობა არ არსებობს.

ნუვარინგი, ეს არის ელასტიური, გამჭვირვალე, უფერო ან თითქმის უფერო ფერის რგოლი, რომლის გარე დიამეტრი 54 მმ, სისქის დიამეტრი კი 4მმ-ია. თითოეული რგოლი მოთავსებულია მრავალჯერადად ჩამკეტავ ფოლგის პაკეტში. აღნიშნული პაკეტი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფშია მოთავსებული. თითოეული კოლოფი 1 ცალ რგოლს შეიცავს.

  • ნუვარინგის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ნუვარინგის გამოყენების დაწყებამდე იხილეთ ნაწილი-2, სადაც სისხლის შედედების შესახებ ინფორმაციაა მოწოდებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წაიკითხოთ ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც სისხლის შედედების -თრომბის განვითარების სავარაუდო ნიშნებს მოიცავს.

აღნიშნულ გამოყენების ინსტრუქციაში, ასევე მოცემულია ინფორმაცია ნუვარინგის გამოყენების შეჩერების ანდა ნუვარინგის უფრო ნაკლებად საიმედო მდგომარეობების შესახებ. ასეთი მდგომარეობების დროს საჭიროა სქესობრივი კონტაქტზე თავის არიდება ანდა არაჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო კონდომის ანდა სხვა ბარიერული, დამატებითი მეთოდის გამოყენება. კალენდარი ანდა სხეულის ტემპერატურის გაზომვის მეთოდები არ გამოიყენოთ. ნუვარინგი, ზემოქმედებას ახდენს სხეულის ტემპერატურასა და საშვილოსნოს ყელის ლორწოვანის თვიურ ცვლილებებზე, ამიტომ ეს მეთოდები საიმედო არ არის.

სხვა ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების მსგავსად, აივ ინფექციების ანდა სქესობრივი გზით გავრცელებული სხვა დაავადებებისგან დაცვას ნუვარინგი არ უზრუნველყოფს.

ნუვარინგი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ნუვარინგი არ უნდა გამოიყენოთ. თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე თქვენ გეხებათ, თქვენს ექიმს აცნობეთ. ექიმი, თქვენთვის შესაბამის და ეფექტურ ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდს შეგირჩევთ.

თუ, ეთინილესტრადიოლის ანდა ეთონოგესტრელის ანდა ნუვარინგის დამხმარე ნივთიერებებიდან (იხილეთ ნაწილი-,,დამხმარე ნივთიერებები’’) რომელიმეს მიმართ ალერგია გაქვთ.

თუ, კიდურების, ფილტვებისა ანდა სხვა ორგანოების სისხლძარღვებში თრომბი(ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვებს ემბოლია) გაქვთ ( ანდა ადრე გქონდათ).

თუ, სისხლის შედედებაზე მოქმედი სხვა პრობლემა გაქვთ, მაგ.: C ცილის უკმარისობა, S ცილის უკმარისობა, ანტითრომბინ- III დეფიციტი, ფაქტორ-V ლეიდენი ანდა ანტიფოსფოლიპიდ ანტისხეულები.

თუ, ოპერაციული ჩარევა იგეგმევა ანდა დიდი ხანია ფეხზე არ დამდგარხართ, არ გაგივლიათ (იხილეთ ნაწილი- ,,სისხლის თრომბები’’).

თუ, მიოკარდიუმის ინფარქტი ანდა ინსულტი გადაიტანეთ.

თუ, გულის ანგინა-სტენოკარდია (მკერდის არეში ძლიერი ტკივილის გამომწვევი ანდა მიოკარდიუმის ინფარქტის გამომწვევი მდგომარეობა) ანდა გარდამავალი იშემიური შეტევა (ინსულტის გარდამავალი ნიშნები) გაქვთ ანდა ადრე გქონდათ.

თუ, არტერიებში თრომბის განვითრების რისკის ზრდის განმაპირობებელი ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომელიმე თქვენთან ვლინდება:

სისხლძარღვების დაზიანების გამომწვევი მძიმე დიაბეტი (შაქრიანი დიაბეტი)

ძალიან მაღალი არტერიული წნევა

სისხლში ცხიმების ძალიან მაღლი დონე (ქოლესტერინი და ტრიგლიცერიდები)

სისხლში ჰომოცისტეინის დონის ნორმაზე მაღალი მაჩვენებელი (ჰიპერჰომოცისტეინემია)

თუ, აურის თანხლებით მიგრენი გაქვთ (ანდა ადრე გქონდათ).

თუ, სისხლში ცხიმის მაღალ მაჩვენებელებთან ერთად პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი) გაქვთ ( ანდა ადრე გქონდათ). თუ, ღვიძლის მძიმე დაავადება გაქვთ (ანდა ადრე გქონდათ) და ან ღვიძლის ფუნქციების დარღვევა გაქვთ.

თუ, ღვიძლის მძიმე დაავადება გაქვთ( ანდა ადრ გქონდათ) და ღვიძლის ფუნქციები ჯერ კიდევ ნორმას არ დაბრუნებია.

თუ, ღვიძლის კეთილთვისებიანი ანდა ავთვისებიანი სიმსივნე გაქვთ ( ანდა ადრე გქონდათ).

თუ, ძუძუს ანდა სასქესო ორგანოების (გამრავლების ორგანოების) სიმსივნე გაქვთ ( ანდა ადრე გქონდათ) ანდა აღნიშნული მდგომარეობის განვითარების ალბათობა არსებობს.

თუ, აუხსნელი ვაგინალური სისხლდენა გაქვთ.

თუ, ორსულად ხართ ანდა ეჭვი გაქვთ, რომ ორსულად ხართ.

თუ, აღნიშნული მდგომარეობებიდან რომელიმე ნუვალინგის გამოყენებისას პირველად გამოვლინდება, მაშინვე რგოლი გამოიღეთ და ექიმს მიმართეთ. ამ პერიოდის განმავლობაში არაჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი გამოიყენეთ.

თუ, C ჰეპატიტის არსებობაზე ეჭვი გაქვთ და ომბიტასვირს/პარიტაპრევირს/რიტონავირს და დასაბუვირის შემცველ სამედიცინო პროდუქტებს იყენებთ, ნუვარინგი არ გამოიყენოთ (გარდა ამისა იხილეთ ნაწილი- ,,სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება’’).

ნუვარინგი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

ექიმს როდის უნდა მიმართოთ?

  • თუ, ფეხებში თრომბის(მაგ.ღრმა ვენების თრომბოზი), ფილტვებში თრომბის (ფილტვების ემბოლია), მიოკარდიუმის ინფარქტის ანდა ინსულტის გადატანის მაჩვენებელ თრომბის განვითარების შესაძლო ნიშნებს შეამჩნევთ (იხილეთ ნაწილი- ,,სისხლის თრომბები’’),

სასწრაფოდ სამედიცინო დახმარება მიიღეთ.

აღნიშნული სერიოზული გვერდითი ეფექტების მასახიათებელი ნიშნების განხილვისთვის იხილეთ ნაწილი ,, როგორ ამოვიცნოთ თრომბი?’’.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან ვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ

თუ, ჩამოთვლილი მდგომარეობები ნუვარინგის გამოყენებისას გამოვლინდა ანდა გამწვავდა, თქვენს ექიმს აცნობეთ.

თუ;

ახლო ნათესავებს ძუძუს სიმსივნე აქვთ ანდა ადრე ჰქონდათ;

ეპილეფსია (გულყრა) გაქვთ (იხილეთ ნაწილი,,სხვა წამლებთან ერთად გამოყენება’’);

ღვიძლის დაავადება გაქვთ (მაგ.: სიყვითლე) ანდა ნაღვლის ბუშტის დაავადება (მაგ.: ნაღვლის ბუშტში კენჭი) გაქვთ;

კრონის დაავადება ანდა წყლულოვანი კოლიტი (ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადება) გაქვთ;

სისტემური წითელი მგლურა (ბუნებრივ იმუნიტეეტზე მოქმედი დაავადება) გაქვთ;

ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი(თირკმლების უკმარისობის გამომწვევი შედედების დარღვევა) გაქვთ;

ნამგლისებრ-უჯრედოვანი ანემია (სისხლნაკლებობის გამომწვევი სისხლის წითელი უჯრედების არანორმალური წარმოება) გაქვთ;

სისხლში ცხიმის დონე მომატებულია (ჰიპერტრიგლიცერიდემია) ანდა აღნიშნული მდგომარეობა თქვენს ოჯახშიც გამოვლინდა. ჰიპერტრიგლიცერიდემია, პანკრეატიტის (პანკრეასის ანთების) განვითარების რისკს ზრდის.

ოპერაციის გაკეთება იგეეგმება ანდა დიდი ხნის განმავლობაში ფეხზე დგომა და სიარული არ შეგეძლოთ (იხილეთ ნაწილი ,,სისხლის თრომბის წარმოქმნა’’);

ახლად ნამშობიარევი ხართ, თრომბის წარმოქმნის რისკი მაღალია. მშობიარობის შემდეგ ნუვარუნგის გამოყენების დაწყების დროის შესახებ ექიმს მიმართეთ;

კანქვეშა ვენების ანთებითი პროცესი გაქვთ (ზედაპირული თრომბოფლებიტი);

ვენების ვარიკოზული დაავადება გაქვთ;

ორსულად ხართ ანდა ადრე სქესობრივი ჰორმონების გამოყენების დროს პირველად გამოვლენილი ანდა არსებული ნებისმიერი მდგომარეობის დამძიმება განვითარდა (სმენის დაკარგვა, პორფირია (სისხლის დაავადება), გესტაციური ჰერპესი(ორსულობის დროს კანზე ბუშტუკოვანი გამონაყარი), სიდენჰემის ქორეა ( ნერვული დაავადება, რაც სხეულის უეცარი მოძრაობებით ხასიათდება), მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომები გაქვთ, [თუ ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომები გამოვლინდება (მაგ.სახის, ენის და/ანდა ხახის შეშუპება და ყლაპვის გაძნელება, ურტიკარიასთან ერთად სუნთქვის გაძნელება) მაშინვე ექიმს მიმართეთ].

ქლოაზმას სახელით ცნობილი პრობლემა (,,ორსულთა ნიღაბის’’ სახელით ცნობილი, განსაკუთრებით კი სახეზე გამოვლენილი ყავისფერი -ყვითელი ფერის პიგმენტური ლაქები) გაქვთ (ანდა გქონდათ), ასეთ დროს მზის სხივების ანდა ულტრაიისფერის სხივების ზემოქმედების ქვეშ მოქცევას მოერიდეთ.

ნუვარინგის გამოყენების გაძნელების განმაპირობებელი მდგომარეობა გაქვთ, მაგ: ყაბზობა, საშვილოსნოს ყელის პროლაფსი ანდა სქესობრივი კონტაქტის დროს ტკივილი.

ხშირი შარდვასთან ერთდ გაქვთ წვა, მწვავე ტკივილი და საშოში რგოლს ვერ პოულობთ. ასეთი სიმპტომების დროს, ნუვარინგი შეიძლება შემთხვევით და შეცდომით შარდის ბუშტში შეიტანოთ.

სისხლის თრომბები

ნუვარინგის მსგავსი კომბინირებული ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების გამოყენება, თრომბის განვითარების რისკს ზრდის. იშვიათ შემთხვევებში, სისხლის თრომბმა შეიძლება სისხლძარღვი დაახშოს და სერიოზული პრობლემების განვითარება გამოიწვიოს.

სისხლის თრომბები,

ვენებში (,,ვენური თრომბოზი’, ,,ვენური თრომბოემბოლია’’ ანდა ვთე სახელითაც არის ცნობილი) და

არტერიებში (,,არტერიული თრომბოზი’’, ,,არტერიული თრომბოემბოლია’’ ანდა ათე სახელთაც არის ცნობილი)-

შეიძლება განვითარდეს.

სისხლის თრომბი ყოველთვის სრულად არ განიკურნება. იშვიათად, შეიძლება სერიოზული და შეუქცევადი მოვლენები აღინიშნოს, ანდა ძალიან იშვიათ შემთხვევებში, გამოვლენილი გევრდითი ეფექტები შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს.

აღსანიშნავია, რომ ნუვარინგის გამო საშიში (საზიანო) სისხლის თრომბის განვითრების რისკი დაბალია.

როგორ ამოვიცნოთ თრომბის განვითარება

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, სასწრაფო სამედიცინო დახმარება მიიღეთ.

ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან ვლინდება?

შესაძლო გამოვლინება

ერთი ფეხის ანდა ფეხების ანდა ტერფის ერთი ვენის შეშუპება, განსაკუთრებით, კი თუ ქვემოთ ჩამოთვლილ მდგომარეობებთან ერთად ვლინდება:

  • ფეხში, მხოლოდ ფეხზე წამოდგომისას ანდა სიარულის დროს შეგრძნებული ტკივილი ანდა მგრძნობელობა
  • ფეხში სიმხურვალის მომატება
  • ფეხის კანის ფერის ცვლილება(მაგ.გაფერმკრთალება ანდა გაწითლება ანდა გალურჯება)

ღრმა ვენების თრომბოზი

უეცრად და უმიზეზოდ განვითრებული სუნთქვის გაძნელება ანდა ხშირი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა;

განსაზღვრული მიზეზის არ მქონე უეცარი ხველა სისხლიანი ნახველით;

ღმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვისას გაძლიერებული ტკივილი მკერდში;

სერიოზული გაბრუება ანდა თავბრუსხვევა;

ხშირი და დარღვეული გულისცემა;

ძლიერი ტკივილი მკერდში;

თუ, დარწმუნებული არა ხართ, ექიმს გაესაუბრეთ, რადგანაც ხველის ანდა სუნთქვის გაძნელების მსგავსი სიმპტომები სასუნთქი გზების ინფექციის მსგავს უფრო მსუბუქ მდგომარეობებთან შეიძლება აგერიოთ (მაგ. გაცივება)

ფილტების ემბოლია

ქვემოთ მოცემული სიმპტომები ძირითადად, მხოლოდ ერთ თვალში ვლინდება:

მხედველობის უეცარი დაკარგვა

უმტკივნეულო მხედველობის შემღვრევა მხედველობის დაკარგვის პროგრესირებით

ბადურის ვენის თრომბოზი (თვალის თრომბი)

ტკივილი მკერდში, დისკომფორტი, ზეწოლა, სიმძიმე

მკერდში, მკლავში ანდა მკერდის ძვლის ქვემოთ მოჭერის ანდა სავსეობის შეგრძნება

დანაყრების შეგრძნება, დისპეფსია ანდა გაჭედვის შეგრძნება

ზურგის, ყბის, ხახის, მკლავის და მუცლამდე გავრცელებული ტკივილი, სხეულის ზემო ნაწილში ტკივილი

ოფლიანობა, გულისრევა, ღებინება ანდა გაბრუება

ძლიერი სისუსტე, გაღიზიანება(შფოთვა) ანდა სუნთქვის გაძნელება

აჩქარებული ანდა არარეგულრული გულისცემა

მიოკარდიუმის ინფარქტი

უეცრად განვითრებული სისუსტე და დაბუჟება, რომელიც უფრო ხშირად მხოლოდ ცალ მხარეს ვლინდება;

უეცარი გონების არევა, მეტყველების და გაანალიზების გაძნელება;

ერთ ანდა ორივე თვალში უეცრად განვითრებული მხედველობის გაძნელება;

უეცრად განვითარებული სიარულის გაძნელება, თავბრუსხვევა და გახანგრძლივებული თავის ტკივილი

უცნობი მიზეზის მქონე უეცარი, სერიოზული და გახანგრძლივებული თავის ტკივილი

გულყრებთან ერთად ანდა გულყრების გარეშე გონების დაკარგვა ანდა ცნობიერების დაკარგვა

ზოგჯერ, ინსულტის სიმპტომები შეიძლება მაშინვე და სრულად ალაგდეს, მოკლე დროში გამოჯანმრთელება გამოვლინდეს. თუმცა, მაინც საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, რადგანაც ამ დროს არსებობს ინსულტის განმეორებით განვითარების რისკი.

ინსულტი (დამბლა)

ხელსა ანდა ფეხებში, კიდურებში შეშუპება და მსუბუქად ლურჯად შეფერვა;

ძლიერი ტკივილი მუცელში (მწვავე მუცელი)

თრომბი, რომელიც სხვა ვენებსაც ახშობს

ვენებში თრომბის განვითარება

რა შეიძლება მოხდეს ვენებში თრომბის განვითარების შემთხვევაში?

კომბინირებული ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება ვენებში თრომბის (ვენური თრომბოზი) განვითარების რისკის ზრდასთანაა დაკავშირებული. თუმცა, ეს გვერდითი ეფექტები იშვიათად ვლინდება. ეს გვერდითი ეფექტები უფრო მეტად კომბინირებული ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენების პირველ წელიწადში ვლინდება.

თრომბი ფეხებში ანდა ტერფის ვენებში თუ განვითარდება, შეიძლება განაპირობოს ღრმა ვენების თრომბოზის განვითრება.

თუ, თრომბი კიდურების ვენიდან ფილტვებში გადაინაცვლებს, შეიძლება გამოიწვიოს ფილტვის ემბოლიის განვითარება.

ძალიან იშვიათად, თრომბმა თვალის ანდა სხვა ორგანოების სისხლძარღვების დახშობა შეიძლება გამოიწვიოს (ბადურას ვენის თრომბოზი).

ვენებში თრომბის განვითარების რისკი როდის არის მაღალი?

ვენებში თრომბის განვითარების რისკი მაღალია კომბინირებული ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის პირველად გამოყენებისას, რისკი უფრო მატულობს გამოყენების პირველ წელიწადში, ასევე კომბინირებული ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენების 4 კვირით ანდა მეტი დროით შეჩერების და კვლავ გამოყენების დაწყების (იგივე ანდა სხვა პროდუქტის) შემთვევაშიც.

კომბინირებული ჩასახვის საწინააღმდეგო მეთდის 1 წელზე მეტი დროით გამოყენებისას, რიკსი მცირდება, თუმცა მაინც არსებობს, განსხვავებით იმ პირებისგან, რომლებიც საერთოდ არ იყენებენ აღნიშნულ მეთოდს.

ნუვარინგის გამოყენების შეჩერების შემდეგ, თრომბის განვითრების რისკი მცირდება და რამდენიმე კვირაში ნორმას უბრუნდება.

რა არის თრომბის განვითარების რისკი?

რისკი, ჩვეულებრივ დამოკიდებულია ვენური თრომბოემბოლიების რისკებსა და გამოყენებულ კომბინირებული ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატებთან.

ნუვარინგის გამოყენებისას, კიდურებსა ანდა ფილტვებში(ღრმა ვენების თრომბიზი და ფილტვების თრომბოემბიოლია)თრომბის განვითრების რისკი დაბალია.

ქალები, რომლებიც არ იყენებენ რომელიმე კომბინირებულ ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდს და ორსულად არ არიან, დახლოებით 1 წლის განმავლობაში, 10.000 ქალიდან, შეიძლება თრომბის განვითარების 2 შემთხვევა გამოვლინდეს.

ლევონორგესტრელის, ნორეტისტერონის ანდა ნორგესტიმატის შემცველი კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეფციის მომხმარებელი 10.000 ქალიდან 1 წლის განმავლობაში თრომბის განვითრების დაახლოებით 5-დან 7-მდე შემთხვევა ვლინდება.

ნორელგესტრომინის ანდა ნუვარინგის მსგავსი ეტონოგსტრელის შემცველი კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეფციის მომხმარებელი 10.000 ქალიდან, 1 წლის განმავლობაში თრომბის განვითრების დაახლოებით 6-დან 12-მდე შემთხვევა ვლინდება.

თრომბის განვითრების რისკი ინდივიდუალური სამედიცინო ანამნეზის შესაბამისად იცვლება(იხილეთ ნაწილი ,,თრომბის განვითარების რისკის ზრდის გამომწვევი ფაქტორები’’).

თრომბის განვითარების რიკის 1 წელიწადში

ქელები, რომლებიც ორსულად არ არიან და კომბინირებული ტაბლეტები/პლასტები/რგოლს არ მოიხმარებენ

  • 000 ქალიდან დაახლოებით 2 ქალთან

ქალები, რომლებიც კომბინირებული-ლევონოგრესტელი, ნორეტისტერონის ანდა ნორგესტიმატის შემცველი ჰორმონალური კონტრაცეფციის მომხმარებლები არიან

  • 000 ქალიდან დაახლოებით 5-დან 7-მდე ქალში

ნუვარინგის მომხმარებელი ქალები

  • 000 ქალიდან დაახლოებით 6-დან 12-მდე ქალში

ვენებში თრომბის განვითარების რისკის ზრდის გამომწვევი ფაქტორები

ნუვარინგის გამოყენებისას, თრომბის განვითრების რისკი დაბალია, თუმცა ზოგიერთი მდგომარეობის დროს რისკი მატულობს.

თუ:

ჭარბი წონა გაქვთ (სხეულის მასის ინდექსი ანუ სმი > 30 კგ/მ2);

ახლო ნათესავებიდან რომელიმეს კიდურებში, ფილტვებსა ანდა სხვა ორგანოებში ახლგაზრდა ასაკში (მაგ.<50 წელი)თრომბი განუვითარდა. ასეთ მდგომარეობაში სისხლის შედედების მემკვიდრული პრობლემა შეიძლება გქონდეთ .

ოპერაცია გაქვთ დაგეგმილი ანდა ავადმყოფობის ანდა ტრავმის გამო ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფეხზე ადგომა და გავლა არ შეგიძლიათ ანდა თუ ფეხი თაბაშირშია. ამ დროს, ოპერაციამდე ანდა მოძრაობის შეზღუდვამდე რამდენიმე კვირით ადრე შეიძლება საჭირო გახდეს ნუვარიგნის გამოყენების შეჩერება. თუ, ნუვარინგის გამოყენების შეჩერება გესაჭიროებათ, მისი გამოყენების განახლების დროის შესახებ ექიმს მიმართეთ.

ასაკის მატებისას (განსაკუთრებით, >35 წელი)

რამდენიმე კვირით ადრე იმშობიარეთ-

რისკი უფრო მაღალია.

აღნიშნული მდგომარეობების რაოდენობრივი მატებისას, თრომბის განვითარების რიკსიც მატულობს.

თუ, აღნიშნული მდგომარეობები თქვენთან ვლინდება,საჰაერო მგზავრობამ (4 საათზე მეტი დროით)თრომბის განვითრების რისკი შეიძლება დროებით გაზარდოს.

თუ, ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე თქვენთან ვლინდება, თუნდაც დარწმუნებული არ იყოთ, ექიმს აცნობეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ექიმმა, შეიძლება ნუვარინგის მოხმარების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღოს.

თუ, ნუვარინგის გამოყენების დროს ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე შეიცვლება, მაგ. ახლო ნათესავებიდან რომელიმეში აუხსნელი მიზეზის მქონე თრომბოზი განვითარდება ანდა ჭარბი წონა გაქვთ, ექიმს აცნობეთ.

არტერიული თრომბები

არტერიებში თრომბის განვითარების შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს?

როგორც ვენური თრომბოზის შემთხვევაში, არტერიებში განვითარებული თრომბოზიც სერიოზულ პრობლემებს ქმნის, მაგ.მიოკარდიუმის ინფრქტი ანდა ინსულტი.

ფაქტორები, რომელიც არტერიებში თრომბის განვითარების რისკს ზრდის

ნუვარინგის გამოყენებასთან დაკაშირებული მიოკარდიუმის ინფარქტის და ნ ინსულტის განვითარების რისკი საკმაოდ დაბალია,თუმცა ქვემოთ ჩამოთვლილი მგომარეობების არსებობისას, ეს რისკი მატულობს:

ასაკის მომატება (>35 წელი);

სიგარეტის მოხმარება, ნუვარინგის მსგავსი კომბინირებული ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების გამოყენებისას, რეკომენდირებულია სიგარეტის მოხმარების შეწყვეტა. თუ, სიგარეტის მოხმარებას თავს ვერ ანებებთ და ასაკი >35 წელზე, ექიმმა შეიძლება განსხვავებული მექანიზმის ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენების რეკომენდაცია მოგცეთ;

თუ,ჭარბი წონა გაქვთ;

თუ, მაღალი სისხლის არტერიული წნევა გაქვთ;

თუ, ახლო ნათესავებიდან რომელიმემ ახალგაზრდა ასაკში (<50 წელი) მიოკარდიუმის ინფარქტი ანდა ინსულტი გადაიტანა. ასეთ შემთხვევაში, თქვენთანაც მიოკარდიუმის ინფარქტის და ან ინსულტის განვითარების რისკი მატულობს;

თუ, თქვენ ანდა თქვენი ნათესავებიდან რომელიმეს სისხლში ცხიმის დონე (ქოლესტერინი ანდა ტრიგლიცერიდები) მაღალი გაქვთ;

თუ,აურის თანხლებით მიგრენის სახელით ცნობილი დაავადება გაქვთ;

თუ, გულთან დაკაშირებით პრობლემები (გულის სარქველების პრობლემა, ატრიალური ფიბრილცია)გაქვთ;

თუ,შაქრიანი დიაბეტი გაქვთ;

თუ, ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან ერთზე მეტი თქვენთან ვლინდება ანდა რომელიმე მდგომარეობა გართულდება, თრომბის განვითრების რიკსი შეიძლება უფრო გაიზარდოს.

თუ, ნუვარინგის გამოყენების დროს ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე შეიცვლება, მაგ. სიგარეტის მოხმარებას დაიწყებთ ანდა ახლო ნათესავებიდან რომელიმეს განსაზღვრული მიზეზის არ მქონე თრომბოზი განუვითარდება ანდა წონაში მოიმატებთ, ექიმს აცნობეთ.

სიმსივნე

ქვემოთ მოცემული მონაცემები მიღებულია კომბინირებული ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამოყენების ფონზე გაკეთებული კვლევისას და ნუვარინგის მოქმედებასაც ეხება. ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური ვაგინალური მეთოდების გამოყენებასთან დაკავშირებით მონაცემები (ნუვარინგის მსგავსი) არ არსებობს.

ცნობილია, რომ ძუძუს სიმსივნის განვითრების რისკი კომბინირებული ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მომხმარებელ ქალებში ცოტათი მეტია, თუმცა აღნიშნულის მიზეზი რომ კომბინირებული ჩასახვის საწინააღმეგო აბების მიღებაა, საბოლოოდ დაადსტურებული არ არის. მაგ. სიმსივნის გამოვლინების მიზეზი კომბინირებული ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მომხმარებელ ქალებში შეიძლება იყოს ის, რომ ეს ქალები ექიმის საკონტროლო გასინჯვებს უფრო ხშირად იტარებენ. ძუძუს სიმსივნის სიხშირის მატება შეიძლება ეტაპობრივად შემცირდეს, თუ ეს ქალები ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამოყენებას შეწყვეტენ.

სარძევე ჯირვლები რეგულარულად გაისინჯეთ და რაიმე სახის სიმრგვალის შემჩნევისას ექიმს მიმართეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ ახლო ნათესავს ძუძუს სიმსივნე აქვს ანდა ადრე ჰქონდა, ექიმს ეს ინფორმაციაც მიაწოდეთ (იხილეთ ნაწილი,, ნუვარინგი ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ’’).

ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მომხმარებელ ქალებში იშვიათად დაფიქსირებულია ღვიძლის კეთილთვისებიანი სიმსივნეების და კიდევ უფრო იშვიათად, ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნეების გამოვლენა. თუ, მუცელში უჩვეულო, ძლიერ ტკივილს იგრძნობთ, ექიმს მიმართეთ.

აღსანიშნავია, რომ კომბინირებული აბების მაღალი დოზით (0,05 მგ ეთინილესტრადიოლი) მომხმარებელ ქალებთან, ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს კედელი) და საკვერცხის სიმსივნეები უფრო ნაკლები სიხშირით ვლინდება. აღნიშნული მდგომარეობა ეხება ნუვარინგსაც, თუმცა დადასტურებული არ არის.

ფსიქოლოგიური დარღვევები

ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მომხმარებელ ზოგიერთ ქალში, ნუვარინგის ჩათვლით, დეპრესია ანდა დეპრესიული სულიერი მდგომარეობის განვითარება ვლინდება. დეპრესია შეიძლება სერიოზული იყოს და ზოგჯერ შეიძლება თვითმკვლელობის ფიქრების აღმოცენება განაპირობოს. თუ, სულიერი მდგომარეობის ცვლილებები და დეპრესიის ნიშნები გამოვლინდება, უმოკლეს დროში სამედიცინო დახმარების მიღებისთვის ექიმს უნდა მიმართოთ.

თუ, აღნიშული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ პერიოდში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

მიღების წესი და დოზირება

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ნუვალინგის ჩადგმა და ამოღება თავადაც შეგიძლიათ. ექიმი, პირველ რიგში აგიხსნით როდის უნდა გამოიყენოთ ნუვარინგი. ვაგინალური რგოლი, მენსტრუალური ციკლის განსაზღვულ დღეს უნდა ჩაიდგას (იხილეთ ნაწილი-,,როდის უნდა ჩაიდგას რგოლი პირველად?’’) და 3 კვირის განმავლობაში საშოში უნდა იქნას დატოვებული. ორსულობიგან დაცვის უზრუნველყოფისთვის, ნუვარინგის საშოში არსებობა რეგულარულად უნდა გადააკონტროლოთ. (მაგ.სქესობრივ კონტაქტამდე და შემდეგ). 3 კვირის შემდეგ ნუვარინგი გამოიღეთ და 1 კვირა ინტერვალი გააკეთეთ. რგოლის გარეშე პერიოდში ძირითადად, მენსტრუაური სისხლდენა აღინიშნება.

ნუვარინგის გამოყენების დროს ვაგინალური დიაფრაგმა, ცერვიკალური ქუდი ანდა ქალის კონდომის მსგავსი განსაზღვრული ბარიერული ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდები არ უნდა გამოიყენოთ.ეს მეთოდები, როგორ დამხმარე მეთოდი, ნუვარინგთან ერთად არ უნდა იქნას გამოყენებული, რადგანაც ნუვარინგმა დიაფრაგმის, ცერვიკალური ქუდის ანდა ქალის კონდომის სწორ დგომაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს. დამატებითი ბარიერული ჩასახვის საწინააღმეგო მეთოდის სახით კონდომი (პრეზერვატივი) შეგიძლით გამოიყენოთ.

ნუვარინგის გამოყენების დროს ტაპმონის გამოყენება შეიძლება. ტამპონის ჩადგმამდე, ნუვარინგის ჩადგმაა საჭირო. ტამპონის ამოღების დროს ფრთხილად უნდა იყოს, შემთხვევით ტამპონს ნუვარინგიც რომ არ გამოყვეს. თუ, რგოლი გამოვარდება, გრილ წყალში გაავლეთ და მაშინვე ჩაიდგით.

სპერმიციდების ანდა ვაგინალური სოკოვანი დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატების გამოყენება, ნუვარინგის კონტრაცეფიურ ეფექტს არ ამცირებს.

შეყვანის გზა და მეთოდი:

ნუვარინგის ჩადგმა და ამოღება

რგოლის საშოში ჩადგმამდე , გამოყენების ბოლო ვადა გადაამოწმეთ.(იხილეთ ნაწილო -5 ,,ნუვარინგის შენახვა’’).

რგოლის ჩადგმამდე ანდა გამოღებამდე ხელები დაიბანეთ.

თქვენთვის ყველაზე კომფორტული პოზიცია შეარჩიეთ, მაგ.ფეხზე დამდგარ პოზიციაში ერთი ფეხი ზემოთ ასწიეთ, ისე როგორც ფოტოზეა მოცემული, ჩაჯექით ანდა ზურგზე დაწექით.

ნუვარინგი პარკიდან ამოიღეთ.

რგოლი, ცერა და საჩვენებელ თითს შორის დაიჭირეთ და მოპირდაპირე მხარეები თითებს შორის მოიქციეთ, რგოლი საშოში ჩაიდგით (იხილეთ ფოტო-1-4).ნუვარინგის ჩადგმის შემდეგ, არაფერი არ უნდა იგრძნოთ. თუ, დისკომფორტს იგრძნობთ, ნუვარინგის პოზიცია შეცვალეთ ისე, რომ დისკომფორტი აღარ იგრძნოთ (მაგ. რგოლი ცოტა საშოს შიგნითა პოზიციისკენ გადაანაცვლეთ). რგოლის საშოს შიგნით სრული პოზიცია მნიშვნელოვანი არ არის.

ნუვარინგი, 3 კვირის შემდეგ საშოდან ამოიღეთ. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ საჩვენებელი თითის საშუალებით, რომელიც კაუჭის სახით უნდა გამოიყენოთ და საჩვენებელ და შუა თითს შორის დააფიქსიროთ რგოლი, შემდეგ კი გამოიტანოთ სრულად. (იხილეთ ფოტო-5).

გამოტანილი რგოლი ნორმალურ საყოფაცხოვრებო ნაგავში ჩაგდეთ, სასურველია დახურული პარკით ჩააგდოთ. ნუვარინგი საპირფარეშოში არ ჩააგდოთ. განადგურების მეთოდებისთვის იხილეთ ნაწილი 5 ,,ნუვარინგის შენახვა’’.

1-ელი პოზიცია - ნუვარინგი პარკიდან ამოიღეთ. ფოტო 1-2-3

მე-2 პოზიცია -რგოლი თითებს შორის მოაქციეთ. ფოტო

მე-3 პოზიცია -რგოლის ჩადგმისთვის კომფორტული პოზოცია შეარჩიეთ.ფოტო

მე-4ა-პოზიცია- რგოლი ერთი ხელით საშოში შეიტანეთ (პოზიცია 4ა).ფოტო.

მე-4ბ პოზიცია- ჩადგმის გაადვილებისთვის თუ საჭირო იქნება ბაგეები გვერდზე გადაწიეთ. რგოლი საშოში შეიტანეთ ისე, რომ დისკომფორტი არ გქონდეთ.(პოზიცია -4ბ). რგოილი 3 კვირის ვადით საშოში დატოვეთ (პოზიცია-4ც).ფოტო

პოზიცია-5- ნუვარინგის რგოლი, საჩვენებელი თითის საშუალებით, რომელიც კაუჭის სახით უნდა გამოიყენოთ, საჩვენებელ და შუა თითს შორის დააფიქსირეთ, შემდეგ კი გამოიტანეთ სრულად. ფოტო

რგოლი, 3 კვირის განმავლობაში გამოიყენეთ, 1 კვირა არ გამოიყენოთ

რგოლი, საშოში ჩადგმის დღიდან 3 კვირის განმავლობაში, გარეთ გამოტანის გარეშე სოშოში უნდა დატოვოთ.

3 კვირის შემდეგ, კვირის ერთსადაიმავე დღეს და იმავე საათზე, რგოლი გამოიტანეთ. მაგ.თუ, ნუვარინგი ოთხშაბათს, საღამოს 22:00 საათზე ჩაიდგით, 3 კვირის შემდეგ კვლავ ოთხშაბათს, საღამოს 22:00 საათზე ამოიღეთ.

რგოლის ამოღების შემდეგ, 1 კვირის განმავლობაში რგოლი არ გამოიყენოთ.ამ ერთი კვირის განმავლობაში ვაგინალური სისხლდენა უნდა აღინიშნოს. ეს სისხლდენა, ძირითდად ნუვარინგის გამოტანიდან 2-3 დღეში იწყება.

ახალი რგოლი, ზუსტად 1 კვირის შუალედის შემდეგ (კვლავ კვირის იმავე დღეს და დახლოებით იმავე საათზე), უნდა ჩაიდგათ, თუნდაც სისხლდენა გრძელდებოდეს.

თუ, ახალი რგოლის ჩადგმა ჩვეულ საჭირო დროზე 3 საათით გვიან განხორციელდა, ორსულობისგან დაცვა შეიძლება შემცირდეს. იხილეთ ნაწილი -3 ,,ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს რა უნდა გაკეთდეს’’.

თუ, ნუვარინგს ზემოთ აღნიშნული რეკომენდაციებით გამოიყენებთ, ვაგინალური სისხლდენა ყოველ თვეს, დაახლოებით იგივე დღეებში უნდა აღინიშნოს.

პირველი რგოლი როდის უნდა ჩაიდგას?

თუ, გასულ თვეში ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი არ გამოგიყენებიათ

პირველი ნუვარინგის რგოლი, ჩვეულებრივი მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს (თვიური სისხლდენის პირველი დღე) ჩაიდგით. ნუვარინგი, მაშინვე დაიწყებს მოქმედებას და ფუნქციის შესრულებას. სხვა ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება საჭირო არ არის.

ნუვარინგი, მენსტრუალური ციკლის მე-2-5 დღეებს შორისაც შეგიძლიათ ჩაიდგათ, მაგრამ ნუვარინგის ჩადგმიდან პირველი 7 დღის განმავლობაში თუ სქესობრივი კონტაქტი გექნებათ, დამატებით სხვა ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი (კონდომის მსგავსი) უნდა გამოიყენოთ. ეს რეკომენდაცია, ნუვარინგის მხოლოდ პირველი გამოყენების შემთხვევას ეხება.

თუ, გასულ თვეში კომბინირებული ჩასახვის საწინააღმდეგო აბები გამოიყენეთ,

ნუვარინგის გამოყენება, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამოყენების პერიოდის ბოლოს, ტაბლეტის გარეშე პერიოდის მომდევნო დღეს დაიწყეთ. თუ, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების კოლოფში პლაცებოს ტაბლეტებიც (მოქმედი ნივთიერების არ შემცველი ტაბლეტები) არის წარმოდგენილი, ნუვარინგის გამოყენება ყველაზე გვიან, პლაცებო ტაბლეტებიდან ბოლო ტაბლეტის მიღების მომდევნო დღეს დაიწყეთ. თუ, რომელია პლაცებოს ტაბლეტი ზუსტად არ იცით, დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს ჰკითხეთ. არსებული ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამოუყენებლობის პერიოდი (ტაბლეტის გარეშე პერიოდი) კატეგორიულად არ გაახანგრძლივოთ.

თუ, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები რეგულარულად და სწორად გამოიყენეთ და თუ დარწმუნებული ხართ, რომ ორსულად არ ხართ, ჩასახვის საწინააღმდეგო აბის გამოყენების შეჩერება ნებისმიერ დღეს შეგიძლიათ შეწყვიტოთ და შემდეგ კი მაშინვე ნუვარინგის გამოყენება დაიწყოთ.

თუ, გასულ თვეში ტრანსდერმალური (კანზე დაფიქსირებული) პლასტერი გამოიყენეთ

ნუვარინგის გამოყენება, პლასტირი გამოუყენებლობის (არ გამოყენების) პერიოდის ბოლო დღეს დაიწყეთ. რეკომენდირებული პლასტირის გარეშე პერიოდი არ გაახანგრძლივოთ.

თუ, პლასტირი სწორად და რეგულარულად გამოიყენეთ და თან დარწმუნებული ხართ, რომ ორსულად არა ხართ, პლასტირის გამოყენების შეწყვეტა ნებისმიერ დღეს შეგიძლიათ, შემდეგ კი მაშინვე ნუვარინგის გამოყენება შეგიძლიათ დაიწყოთ.

თუ, გასულ თვეში მინი-ჩასახვის საწინააღმდეგო აბი (მხოლოდ პროგესტერონის შემცველი ჩასახვის საწინააღმდეგო აბი) გამოიყენეთ

ამ აბის გამოყენების შეწყვეტა ნებისმიერ დღეს შეგიძლიათ,მომდევნო დღეს კი, ტაბლეტის მიღების ჩვეულ საათზე შეიძლება ნუვრინგის გამოყენების დაწყება. მაგრამ, რგოლის გამოყენების პირველი 7 დღის განმავლობაში საჭიროა დამატებითი ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის (კონდომის) გამოყენება.

თუ, გასულ თვეში ინექციური (ინექციით შეყვანილი), იმპლანტირებული (კანქვეშ ჩადგმული) ანდა პროგესტერონის გამომყოფი საშვილოსნოს შიგა ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი გამოიყენეთ

ნუვარინგის გამოყენება, მომდევნო ინექციის დღეს ანდა იმპლანტის ანდა პროგესტერონის გამომყოფ საშვილოსნოს შიგა ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის (სპირალის) ამოღების დღეს დაიწყეთ. მაგრამ, რგოლის გამოყენების პირველი 7 დღის განმავლობაში დამატებით სხვა ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი (კონდომის მსგავსი) უნდა გამოიყენოთ.

ბავშვის შეძენის შემდეგ

თუ, შვილი უკვე შეგეძინათ, ექიმი ნუვარინგის გამოყენების დაწყებამდე, პირველი ნორმალური მენსტრუალური ციკლის პერიოდამდე დალოდების რეკომენდაციას მოგცემთ. ზოგჯერ, ნუვარინგის დაწყება უფრო ადრეულ პერიოდშიც შეიძლება. ამ თემასთან დაკავშირებით თქვენი ექიმი რეკომენდაციებს მოგცემთ. თუ, ბავშვს ძუძუთი კვებავთ და ნუვარინგის გამოყენება გსურთ, ჯერ კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

მუცლის მოშლის ანდა ბავშვის მოცილების (აბორტის) შემდეგ

ექიმი, საჭირო რეკომენდაციებს მოგცემთ.

ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს რა უნდა გაკეთდეს:

თუ, რგოლი შემთხვევით საშოდან გამოვარდება

ნუვარინგი, შემთხვევით საშოდან შეიძლება გამოვარდეს, მაგ. თუ, სწორად არ ჩაიდგმება, ტამპონის გამოტანისას, სქესობრივი კონტაქტის დროს, ყაბზობის დროს ანდა საშვილოსნოს გადახრისას. ამიტომ, რგოლის საშოში არსებობა რეგულარულად უნდა გადამოწმდეს (მაგ. სქესობრივ კონტაქტამდე და შემდეგ).

თუ, რგოლი დროებით საშოდან გამოვარდა

ასეთ შემთხვევაში, ნუვარინგი, ორსულობისგან მაინც დაგიცავთ, მაგრამ დამოკიდებულია რგოლის საშოდან გამოვარდნის ხანგრძლივობაზე.

თუ, რგოლი:

საშოდან გამოვარდნილი 3 საათზე ნაკლები დროით დარჩება, თქვენი დაცვა ორსულობისგან გაგრძელდება. რგოლი, გრილ წყალში (თბილი წყალი არ გამოიყენოთ) გაავლეთ და მაშივე საშოში ჩაიდგით, შემდეგ სულ ცოტა 7 დღის განმავლობაში, ინტერვალის გარეშე საშოში დატოვეთ. თუ, ამ 7 დღის განმავლობაში სქესობრივი კონტაქტი გექნებათ, კონდომი გამოიყენეთ. თუ, რგოლის გამოყენების პირველ კვირაში ხართ და ბოლო 7 დღის განმავლობაში სქესობრივი კონტაქტი გქონდათ, შეიძლება ორსულობა დადასტურდეს. აღნიშნული მდგომარეობის დროს კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

პირველ და მეორე კვირაში საშოდან გამოვარდნილი 3 საათზე მეტი დროით დარჩება, შეიძლება ორსულობისგან ვერ დაგიცვათ. რგოლი ცივ ანდა გრილ წყალში გაავლეთ (თბილი წყალი არ გამოიყენოთ), მაშინვე საშოში ჩაიდგით და ინტერვალის გარეშე იქ დატოვეთ. თუ, ბოლო 7 დღის განმავლობაში სქესობრივი კონტაქტი გექნებათ, კონდომი გამოიყენეთ. თუ, რგოლის გამოყენების პირველ კვირაში ხართ და ბოლო 7 დღის განმავლობაში სქესობრივი კონტაქტი გქონდათ, შეიძლება ორსულობა დადასტურდეს. აღნიშნული მდგომარეობის დროს კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

მესამე კვირაში საშოდან გამოვარდნილი 3 საათზე მეტი დროით დარჩება, შეიძლება ორსულობისგან ვერ დაგიცვათ. ეს რგოლი გადააგდეთ და ქვემოთ მოცემული ორი ვარიანტიდან ერთის მიხედვით იმოქმედეთ:

მაშინვე ახალი რგოლი ჩაიდგით.

თუ, ამ ვარიანტს შეარჩევთ, მომდევნო 3 კვირა გამოყენების პერიოდი დაიწყება. ამ დროს მენსტრუალური სისხლდენა შეიძლება არ იყოს, მაგრამ შუალედური სისხლდენა ანდა დალაქავება შეიძლება გამოვლინდეს.

რგოლი კვლავ არ ჩაიდგათ. ჯერ მენსტრუალური სისხლდენა გამოვლინდება და წინა რგოლის გადაგდების ანდა საშოს გარეთ გამოვარდნის თარიღის შემდეგ მაქსიმუმ 7 დღის განმავლობაში ახალი რგოლი ჩაიდგით.

ეს ვარიანტი უნდა გამოიყენოთ მაშინ, როცა ნუვარინგი წინა 7 დღის განმავლობაში უწყვეტად გამოყენებული გაქვთ.

საშოდან გამოვარდნილი იყო გაურკვეველი დროის განმავლობაში, ამ დროს ორსულობისგან დაცული შეიძლება არ იყოთ.

ახალი რგოლის ჩადგმამდე ორსულობის ტესტი გაიკეთეთ და კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

თუ, რგოლი გამოვარდება, ჩამოვარდება

ნუვარინგის რგოლი, ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოვარდეს. რგოლის გამოვარდნისას შეიძლება ვაგინალური დაზიანება გამოვლინდეს. ნუვარინგის რგოლის გამოვარდნის შეგრძნებისას და დაფიქსირებისას, ჩამოვარდნილი რგოლი გადააგდეთ და შეძლებისდაგვარად უმოკლეს დროში ახალი რგოლის გამოყენება დაიწყეთ. მომდევნო 7 დღის განმავლობაში დამატებით ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი (მაგ. კონდომი) გამოიყენეთ. თუ, რგოლის ჩამოვარდნის დაფიქსირებამდე სქესობრივი კონტაქტი გქონდათ, გთხოვთ თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

ნუვარინგის ეფექტურობა და უსაფრთხოება 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის გამოკვლეული.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულებში გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

სიფრთხილის ზომები

თირკმლების/ ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებთან დაკავშირებით რაიმე სახის კვლევა არ არის ჩატარებული.

თუ, ფიქრობთ, რომ ნუვარინგის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ნუვარინგის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

ნუვარინის შემადგენლობაში არსებული ჰორმონების დოზის გადაჭარბებამ შეიძლება საზიანო ეფექტების განვითარება გამოიწვიოს. თუ, შემთხვევით ერთზე მეტი რგოლი ჩაიდგით, შეიძლება ცუდად იგრძნოთ თავი (გულისრევა) ანდა ღებინებაც გქონდეთ ანდა ვაგინალური სისხლდენა გქონდეთ. ზედმეტი რგოლები ამოიღეთ.

თუ, ნუვარინგის საჭიროზე მეტი რაოდენობა გამოიყენეთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, რგოლის გარეშე პერიოდის შემდეგ ნუვარინგის გამოყენება დაგავიწყდებათ:

თუ, რგოლის გარეშე პერიოდი 7 დღეზე მეტი დროით გაგრძელდება, როგორც კი გაიხსენებთ რგოლი ჩაიდგით. თუ, მომდევნო 7 დღის განმავლობაში სქესობრივი კონტაქტი გექნებათ, დამატებითი ჩასახვის საწინააღმედგო მეთოდი(კონდომის მსგავსი) გამოიყენეთ. თუ, რგიოლის გარეშე პერიოდში სქესობრივი კონტაქტი გქონდათ, ორსულობის განვითარების ალბათობა არსებობს. ასეთ შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მაშინვე ექიმს მიმართეთ.

თუ, რგოლის ამოღება დაგავიწყდათ

თუ, რგოლი მესამე და მეოთხე კვირას შორის საშოში დარჩება, ორსულობისგან დაცვა გაგრძელდება. ერთ კვირიანი უწყვეტი რგოლის გარეშე პერიოდი გაატარეთ და ბოლოს ახალი რგოლი ჩაიდგით.

თუ, რგოლი 4 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში დარჩება საშოში, ორსულობის ალბათობა არსებობს. ახალი რგოლის ჩადგმამდე კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

თუ, მენსტრუალური სისხლდენის პერიოდი არ განვითარდება

თუ, ნუვარინგის გამოყენებისას საჭირო რეკომენდაციები შეასრულეთ

თუ, მენსტრუაციული სისხლდენა არ აღინიშნა, ნუვარინგის გამოყენების ინსტრუქცია სრულყოფილად შესრულებული გაქვთ და სხვა წამლებიც არ გამოგიყენებიათ, ორსულობის ალბათობა ძალიან დაბალია. ნუვარინგის გამოყენება ჩვეული წესით გააგრძელეთ. თუ, მენსტრუალური სისხლდენა მეორეჯერ კიდევ არ გამოვლინდება, შეიძლება ორსულად იყოთ. მაშინვე ექიმს მიმართეთ. ექიმი, სანამ ორსულობის არ არსებობას დაადასტურებს, ნუვალინგის გამოყენება არ დაიწყოთ.

თუ, ნუვარინგის გამოყენებისას საჭირო რეკომენდაციები არ შეგისრულებიათ

თუ, მენსტრუალური სისხლდენა არ აღინიშნა, ნუვარინგის გამოყენებისას საჭირო რეკომენდაციები არ შეგისრულებიათ და პირველ ნორმალურ რგოლის გარეშე პეროდშიც მოსალოდნელი მენსტრუალური სისხლდენა არ გამოვლინდება, შეიძლება ორსულად იყოთ. ახალი ნუვარინგის რგოლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

თუ, მოულოდნელი სისხლდენა გამოვლინდება

ნუვარინგის გამოყენების დროს, ზოგიერთ ქალთან მენსტრუალურ პერიოდებს შორის მოულოდნელი ვაგინალური სისხლდენა შეიძლება გამოვლინდეს. ამ დროს შეიძლება ჰიგიენური საფენის გამოყენება დაგჭირდეთ. რაც არ უნდა მოხდეს, რგოლი საშოში დატოვეთ და რგოლის ნორმალური გამოყენება გააგრძელეთ. თუ, არარეგულარული სისხლდენები გაგრძელდება, გართულდება ანდა განმეორებით დაიწყება, თქვენს ექიმს აცნობეთ.

თუ, მენსტრუაციის პირველი დღის შეცვლა გსურთ

თუ, ნუვარინგის გამოყენების ინსტრუქციას ზედმიწევნით ასრულებთ, მენსტრუალური სისხლდენა რგოლის გარეშე პერიოდში უნდა დაიწყოს. თუ, მენსტრუაციის დაწყების დღის შეცვლა გსურთ, რგოლის გარეშე პერიოდი უნდა შეამოკლოთ (მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაახანგრძლივოთ).

მაგ. თუ მენსტრუალური სისხლდენა ძირითდად პარასკევს იწყება, მომდევნო თვიდან, შეგიძლიათ გადაწიოთ სამშაბათამდე (3 დღით ადრე). ამისთვის, მომდევნო რგოლის 3 დღით ადრე ჩადგმა საკმარისია.

თუ, რგოლის გარეშე პერიოდს ძალიან (მაგ. 3 დღე ანდა უფრო ნაკლები) შეამოკლებთ, ჩვეული სისხლდენა შეიძლება არ გამოვლინდეს. მომდევნო რგოლის გამოყენებისას შეიძლება შუალედური სისხლდენა ანდა დალაქავება (წვეთები ანდა სისხლის ლაქები) გამოვლინდეს.

თუ, რგოლის გამოყენების გაგრძელებასთან დაკაშირებით დარწმუნებული არა ხართ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

თუ, მენსტრუაციის დღის დაგვიანება გსურთ

უნდა ითქვას, რომ აღნიშნული რეჟიმი რეკომენდირებული არ არის. მენსტრუალური ციკლის დაწყების დაგვიანებისთვის (სისხლდენის დაგვიანება), რგოლებს შორის არსებული- რგოლის გარეშე პერიოდი უნდა დაიფაროს, ამისთვის არსებული რგოლის გამოღების შემდეგ მაშინვე ახალი რგოლი უნდა ჩაიდგას. ჩადგმული ახალი რგოლი მაქსიმუმ 3 კვირამდე შეიძლება დატოვოთ. ახალი რგოლის გამოყენებისას დალაქავება (წვეთები ანდა სისხლის ლაქა) ანდა შუალედური სისხლდენა შეიძლება გამოვლინდეს. მენსტრუალური ციკლის სასურველ დროს აღდგენისთვის, რგოლი გამოიღეთ. შემდეგ 1 კვირიანი რგოლის გარეშე პერიოდი გაატარეთ და შემდეგ კვლავ ახალი რგოლი ჩაიდგით.

მენსტრუალური ციკლის დაგვიანების გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

თუ, ნუვარინგის გამოყენების შეწყვეტა გსურთ

ნუვარინგის გამოყენების შეწყვეტა ნებისმიერ დროს შესაძლებელია.

თუ, დაორსულება არ გსურთ, ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა მეთოდების შესახებ ინფორმაციისთვის ექიმს მიმართეთ.

თუ, ნუვარინგის გამოყენების შეწყვეტა დაგეგემილი ორსულობისთვის გნებავთ, ორსულობამდე ჩვეული მენსტრუალური ციკლის დადგომას დაელოდეთ. ეს მიდგომა ბავშვის დაბადების თარიღის გამოთვლაში დაგეხმარებათ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ნუვარინგის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებში შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს. თუ, სერიოზული და ხშირად გამოვლინებადი გვერდითი ეფექტი გამოვლინდება ანდა ფიქრობთ,რომ ნუვარინგის გამოყენებასთან დაკავშირებით ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცვლილებები გამოვლინდა, გთხოვთ ექიმს გაესაუბრეთ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ორსულმა ანდა ორსულობაზე ეჭვის მქონე ქალებმა ნუვარინგი არ უნდა გამოიყენონ.

თუ, ნუვარინგის გამოყენების პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, რგოლი მაშინვე ამოიღეთ და კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ნუვარინგის გამოყენების შეწყვეტა ორსულობის დაგეგმარების მიზნით გსურთ, იხილეთ ქვემოთ მოცემული ნაწილი-,, ნუვარინგის გამოყენების შეწყვეტა’’.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოვლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ლაქტაციის პერიოდში ნუვარინგის გამოყენება ზოგადად, არ არის რეკომენდირებული. თუ, ლაქტაციის პერიოდში ნუვარინგის გამოყენება გსურთ, გთხოვთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ნუვარინგი, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედებას არ ახდენს ანდა მოქმედება იმდენად უმნიშვნელოა, რომ მისი უგულებელყოფა შეიძლება.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

იმ ექიმს, რომელმაც ნუვარინგის გამოყენების რეკომენდაცია მოგცათ, აუცილებლად აცნობეთ იმ მედიკამენტების შესახებ, მცენარეული პრეპარატების ჩათვლით, რომელსაც ღებულობთ. გარდა სხვა ექიმს ანდა სტომატოლოგს (კბილის ექიმს) რომელიც სხვა დანიშნულებას გაძლევთ, უნდა უთხრათ, რომ თქვენ ნუვარინგის მომხმარებელი ხართ. აღნიშნული ექიმები სხვა ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენების (მაგ. კონდომი) ანდა შეცვლის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდიან, საჭიროების შემთხვევაში, ექიმი აგიხსნით ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის ცვლილების ხანგრძლივობის შესახებ, სხვა მედიკამენტებთან გამოყენებისას მისი შეცვლის ანდა არ შეცვლის საკითხს.

ნუვარინგის მსგავსი ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენებისას, ზოგიერთმა წამალმა შეიძლება სპეციფიკური პრობლემების განვითარება გამოიწვიოს.

ზოგიერთმა წამალმა, შეიძლება სისხლში ნუვარინგის დონეზე გავლენა მოახდინოს. ამ დროს ნუვარინგი, ორსულობის თავიდან აცილების მხრივ შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს ანდა მოულოდნელი სისხლდენების მიზეზი გახდეს. ზემოთ აღნიშნულის მიზეზი, შეიძლება ქვემოთ მოცემული დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული წამლებიც იყოს:

ეპილეფსია (გულყრები) (მაგ.პრიმიდონი, ფენიტოინი, ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი, ფელბამატი);

ტუბერკულოზი (ჭლექი) (მაგ.რიფამპიცინი);

აივ ინფეცია (შიდსი)(რიტონავირი,ნელფინავირი, ნევირაპინი, ეფავირენზი);

ვირუსული C ჰეპატიტის ინფექცია (ბოსეპრევირი, ტელაპრევირის მსგავსი);

სხვა ინფექციური დაავადებები (გრისკოფულვინი);

ფილტვების სისხლძარღვებში მაღალი წნევა (ბოსენტანი);

დეპრესიული ფსიქიური მდგომარეობები (მაგ. მცენარეული წამალი- წმ, ჯონის ვორტი)

თუ, ისეთ პრეპარატებს ღებულობთ, რომელიც ნუვარინგის უფრო ნაკლებ ეფექტურობას იწვევს ანდა მცენარეულ პროდუქტებს ღებულობთ, რეკომენდირებულია ბარიერული ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება (მაგ. კონდომი). სხვა წამლის ნუვარინგზე ზემოქმედება, წამლის შეწყვეტის შემდეგ 28 დღე კიდევ შეიძლება გაგრძელდეს და დამატებით ბარიერული ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება ამ დროის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. შენიშვნა: ნუვარინგი არ გამოიყენოთ დიაფრაგმასთან, ცერვიკალურ ქუდთან ანდა ქალის კონდომთან ერთად.

მცენარეულმა პრეპარატმა წმ. ჯონის ვორტმა შეიძლება ნუვარინგის ეფექტი შეამციროს ანდა ხელი შეუშალოს მის ეფექტურ მოქმედებას. თუ, ნუვარინგის გამოყენების პარალელურად ამ ნივთიერების შემცველი პრეპარატის მიღება გსურთ, ჯერ კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

ნუვარინგის პარალელურად ციკლოსპორინის შემცველი წამლების და ანტი-ეპილეპტიკური ლამოტრიგინის მსგავსი წამლების მიღებისას, ნუვარინგმა, აღნიშნული წამლების ეფექტი შეიძლება შეამციროს ანდა მათ მოქმედების მექანიზმს ხელი შეუშალოს (ამ შემთვევაში შეიძლება გამოვლინდეს გულყრების სიხშირის მომატება).

ნუვარინგის გამოყენების დროს ტამპონის გამოყენება შესაძლებელია. ნუვარინგი, ტამპონის ჩადგმამდე ჩაიდგით. ტამპონის ამოღების დროს ფრთხილად იყავით და შემთხვევით ნუვარინგი გარეთ არ მოქაჩოთ. თუ, ნუვარინგი გარეთ გამოიტანება, რგოლი ცივ-გრილ წყალში გაავლეთ და კვლავ საშოში ჩაიდგით.

ნუვარინგის გამოვარდნა შეიძლება გამოიწვიოს ასევე ვაგინალური ლუბრიკანტების გამოყენებამ ანდა ინფექციის მკურნალობის პროცესში ჩარევებმა.(იხიელთ ნაწილი 3- ,,როგორ გამოიყენება ნუვარინგი?’’... თუ რგოლი გამოვარდება’’). სპერმიციდები (სპერმატოზოიდების მოძრაობის შემაფერხებელი ანდა სპერმის სიკვდილის გამომწვევი კონტრაცეპტივები) ანდა ვაგინალური სოკოვანი დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები, ნუვარინგის ორსულობის საწინააღმდეგო ეფექტს არ ამცირებს.

თუ, ვირუსული C ჰეპატიტი გაქვთ და ომბიტასვირის/პარიტაპრევირის/რიტონავირის და დასაბუვირის შემცველ სამედიცინო პროდუქტებს ღებულობთ, ნუვარინგი არ გამოიყენოთ, რადგანაც აღნიშნულმა შეიძლება ღვიძლის ფუნქციური ტესტების მომატება გამოიწვიოს (ღვიძლის ფერმენტის -ალტ მომატება).

ექიმი, ამ სამედიცინო პროდუქტებით მკურნალობის დაწყებამდე სხვა ჩასახვის საწინააღმდეეგო პრეპარატს გამოგიწერთ.

ნუვარინგის გამოყენების განახლება შესაძლებელია მკურნალობის დასრულებიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ. იხილეთ ნაწილი-2.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

ლაბორატორიული ანალიზები

თუ, ნებისმიერი სახის სისხლის ანდა შარდის ანალიზი უნდა აიღოთ, ექიმს უთხარით რომ ნუვალინგის მომხმარებელი ხართ, რადგანაც ის გავლენას ახდენს ზოგიერთი ანალიზის შედეგებზე.

გვერდითი მოვლენები

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სილ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, 10.000 -დან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

არტერიებსა და ვენებში თრომბის განვითარების (ვენური თრომბოემბოლია, ვთე ანდა არტერიული თრომბოემბოლია, ათე) რისკი, კომბინირებული ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების მომხმარებელ ყველა ქალში ვლინდება. კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებასთან დაკავშირებით იხილეთ ნაწილი-2 ,,რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ნუვარინგის გამოყენებამდე’’.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ნუვარინგის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

თუ, ნუვარინგის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია გაქვთ (მომატებული მგრძნობელობა), ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს. (უცნობი სიხშირის): ანგიოედემა და/ ანდა ანაფილაქსია (სახის, ტუჩების, ენის და/ ანდა ხახის შეშუპება და/ ანდა ყლაპვის გაძნელება ანდა ურტიკარიასთან ერთად სუნთქვის გაძნელება (სერიოზული ალერგიული რეაქციები). ასეთ შემთვევებში ნუვარინგი ამოიღეთ და სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ.

ნუვარინგის მომხმარებელ ქალებში შეიძლება ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს:

გავრცელებული:

მუცლის ტკივილი, ავად ყოფნის შეგრძნება (გულისრევა)

საშოში სოკოვანი ინფექცია (,,რძიანას’’ მსგავსი), რგოლის გამო საშოში დისკომფორტის შეგრძნება, გენიტალურ (სასქესო ორგანოებზე) ქავილი, საშოდან გამონადენი

თავის ტკივილი ანდა მიგრენი, დეპრესიული გუნება-განწყობა, სქესობრივი ლტოლვის შემცირება

ძუძუს ტკივილი, მენჯის ტკივილი (მუცლის ქვემო მიდამოს ტკივილი), მტკივნეული მენსტრუაცია (ციკლი)

აკნე

წონაში მომატება

რგოლის გამოვარდნა

ნაკლებად გავრცელებული:

მხედველობის შემღვრევა, თავბრუსხვევა

მუცლის შებერილობა, ღებინება, დიარეა ანდა ყაბზობა

დაღლილობის შეგრძნება, მოუსვენრობა ანდა გაღიზიანება, გუნება-განწყობის ცვლილებები, გუნება-განწყობის ტალღისებრი გამწვავება

სხეულში ჭარბი რაოდენობით სითხის შეკავება (ედემა)

შარდის ბუშტის ანდა საშარდე გზების ინფექცია

შარდვის დროს ტკივილი ანდა გაძნელება, მოშარდვის ძლიერი სურვილი, ხშირი შარდვა

სქესობრივი კონტაქტის დროს პრობლემები, მტკივნეული სქესობრივი კონტაქტი,სისხლდენა ანდა რგოლის მეუღლის მხრიდან შეგრძნება

სისხლის არტერიული წნევის მომატება

მადის მომატება

ზურგის ტკივილი, კუნთების სპაზმი, ფეხებსა და ხელებში ტკივილი

კანის მგრძნობელობის დაქვეითება

სარძევე ჯირკვლების ტკივილი ანდა გადიდება, ძუძუს ფიბროკისტური დაავადება (ძუძუს შესივებული ანდა მტკივნეული კისტები)

საშვილოსნოს ყელის ანთება; საშვილოსნოს ყელის პოლიპები (საშვილოსნოს ყელში ზრდადი), საშვილოსნოს ყელიდან სისხლდენის გარეთ გადმოსვლა (ექტროპიონი)

მენსტრუალური ციკლის პერიოდების ცვლილება (მაგ. სისხლდენების გაძლიერება, გახანგრძლივება, არარეგულარობა ანდა სრულად შეჩერება)

მენჯში დისკომფორტის შეგრძნება, პრე-მენსტრუალური (მენსტრუაციის წინა) სინდრომი, საშვილოსნოს სპაზმი

საშოს ინფექცია (სოკოვანი ანდა ბაქტერიული), საშოში ანდა ვულვაზე (ქალის გარეთა სასქესო ორგანოები) წვის შეგრძნება, სუნი, ტკივილი, დისკომფორტი ანდა სიმშრალე

თმის ცვენა, ეგზემა, ქავილი, კანზე გამონაყარი ანდა შეხურების შეგრძნება

იშვიათი:

არტერიებსა და ვენებში საშიში (საზიანო)თრომბები, მაგალიათად:

ფეხის და ანტერფის (ღვთ)

ფილტვში (ფე)

მიოკარდიუმის ინფარქტი

ინსულტი

გარდამავალი იშემიური შეტევის სახელით ცნობილი მინი-დამბლა ანდა ინსულტის მსგავსი ნიშნები

ღვიძლში, მუცელში/ნაწლავებში, თირკმლებში ანდა თვალში თრომბის განვითარება

თრომბის განვითარების ალბათობა უფრო მაღალია იმ შემთხვევაში, თუ სხვა რისკ- ფაქტორების თანაარსებობა აღინიშნება. (თრომბის განვითარების რისკის ზრდის განმაპირობებელი მდგომარეობები და თრომბის მაჩვენებელ სიმპტომებთან დაკავშირებით იხილეთ ნაწილი-2).

გამონადენი მკერდში

უცნობი:

ქლოაზმა (კანზე,განსაკუთრებით სახეზე გამოვლენილი ყვითელი-ყავისფერი ფერის ლაქები)

მეუღლის პენისზე დისკომფორტი (გაღიზიანება, გამონაყარი, ქავილის მსგავსი)

სამედიცინო დახმარების მიღების გარეშე რგოლის ამოღების შეუძლებლობა მაგ. საშოს კედელზე შეხორცების გამო)

რგოლის ჩამოვარდნასთან დაკაშირებული ვაგინალური იარა, დაზიანება

კომბინირებული ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების მომხმარებელ ქალებში დაფიქსირებულია ძუძუს და ღვიძლის სიმსივნის გამოვლინება. უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი-2, ,,ნუვარინგის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება’’, სიმსივნე.

ნუვრინგი, ძალიან იშვიათად შეიძლება ჩამოვარდეს, მოწყდეს. უფრო მეტი ინფორმაციისთის იხილეთ ნაწილი-3 ,,როგორ გამოიყენება ნუვარინგი, თუ რგოლი ჩამოვარდება’’.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

  • ნუვარინგის შენახვა

ნუვარინგი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

ავადმყოფზე მიყიდვამდე, ნუვარინგი ინახება 20-80C პირობებში, ორიგინალურ შეფუთვაში. ნუვარინგი, გაყიდვის შემდეგ შეიძლება შენახული იქნას <300 C ოთახის ტემპერატურაზე, ნესტის და სინათლისგან დაცვის მიზნით რეკომენდირებულია მისის შენახვა ორიგინალურ შეფუთვაში.

თუ, შემთხვევით ბავშვი ნუვარინგის შემადგენელი ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ დარჩება, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

თუ, ნუვარინგის შეძენიდან 4 თვე გავიდა,ნუვარინგი არ გამოიყენოთ. პრეპარატის შეძენის თარიღს ფარმაცევტი კოლოფზე ანდა ბოთლზე აღნიშნავს.

მუყაოს ყუთზე აღნიშნული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ნუვარინგი არ გამოიყენოთ. თუ, რგოლებზე ფერის ცვლილებას ანდა რაიმე სახის დაზიანებას შეამჩნევთ, ნუვარინგი არ გამოიყენოთ.

გამოყენებელი რგოლი, სასურველია დახურული ფოლგის პარკით, ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ნაგავში ჩააგდეთ. ნუვარინგი, საპირფარეშოში არ ჩააგდოთ.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

შპს. Merck Sharp Dohme ილაჩლარი

ლევენთი-სტამბული,

წარმოების ადგილი:

N.V. OrganonOss, ჰოლანდია

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 02.04.2020-ში დამოწმებულია.

ქვემოთ მოცემული ეტიკეტების კალენდრის შესაბამის თარიღებში დაწებება, ნუვარინგის ჩადგმის ანდა ამოღების დროის უფრო ადვილად გახსენებაში დაგეხმარებათ.

რგოლი ჩაიდგით რგოლი ამოიღეთ

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ნუვარინგი 11,7 მგ / 2,7 მგ ვაგინალური წამლის მატარებელი სისტემა

განკუთვნილია ინტრავაგინალური (საშოს შიგნით) გამოყენებისთვის

მოქმედი ნივთიერება: ნუვარინგი, 11,7 მგ ეთონოგესტრელს და 2,7 მგ ეთინილესტრადიოლს შეიცავს. რგოლი, 3 კვირიანი პერიოდის განმავლობაში, დღეში საშუალოდ 120 მიკროგრამ ეთონოგესტრელს და 15 მიკროგრამ ეთინილესტრადიოლის გამოყოფას აწარმოებს.

დამხმარე ნივთიერებებია: ეთილენ ვინილაცეტატის კოპოლიმერი (პლასტმასის სახეობა,რომელიც სხეულში არ იშლება) და მაგნიუმის სტეარატი.

აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.

აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.

აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.

წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

რა არის და რისთვის გამოიყენება ნუვარინგი ?

ნუვარინგის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

როგორ გამოიყენება ნუვარინგი ?

რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

ნუვარინგის შენახვა

  • რა არის და რისთვის გამოიყენება ნუვარინგი ?

ორსულობა

წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ორსულმა ანდა ორსულობაზე ეჭვის მქონე ქალებმა ნუვარინგი არ უნდა გამოიყენონ.

თუ, ნუვარინგის გამოყენების პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, რგოლი მაშინვე ამოიღეთ და კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ნუვარინგის გამოყენების შეწყვეტა ორსულობის დაგეგმარების მიზნით გსურთ, იხილეთ ქვემოთ მოცემული ნაწილი-,, ნუვარინგის გამოყენების შეწყვეტა’’.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოვლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ლაქტაციის პერიოდში ნუვარინგის გამოყენება ზოგადად, არ არის რეკომენდირებული. თუ, ლაქტაციის პერიოდში ნუვარინგის გამოყენება გსურთ, გთხოვთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

ნუვარინგი, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედებას არ ახდენს ანდა მოქმედება იმდენად უმნიშვნელოა, რომ მისი უგულებელყოფა შეიძლება.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

იმ ექიმს, რომელმაც ნუვარინგის გამოყენების რეკომენდაცია მოგცათ, აუცილებლად აცნობეთ იმ მედიკამენტების შესახებ, მცენარეული პრეპარატების ჩათვლით, რომელსაც ღებულობთ. გარდა სხვა ექიმს ანდა სტომატოლოგს (კბილის ექიმს) რომელიც სხვა დანიშნულებას გაძლევთ, უნდა უთხრათ, რომ თქვენ ნუვარინგის მომხმარებელი ხართ. აღნიშნული ექიმები სხვა ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენების (მაგ. კონდომი) ანდა შეცვლის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდიან, საჭიროების შემთხვევაში, ექიმი აგიხსნით ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის ცვლილების ხანგრძლივობის შესახებ, სხვა მედიკამენტებთან გამოყენებისას მისი შეცვლის ანდა არ შეცვლის საკითხს.

ნუვარინგის მსგავსი ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენებისას, ზოგიერთმა წამალმა შეიძლება სპეციფიკური პრობლემების განვითარება გამოიწვიოს.

ზოგიერთმა წამალმა, შეიძლება სისხლში ნუვარინგის დონეზე გავლენა მოახდინოს. ამ დროს ნუვარინგი, ორსულობის თავიდან აცილების მხრივ შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს ანდა მოულოდნელი სისხლდენების მიზეზი გახდეს. ზემოთ აღნიშნულის მიზეზი, შეიძლება ქვემოთ მოცემული დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული წამლებიც იყოს:

ეპილეფსია (გულყრები) (მაგ.პრიმიდონი, ფენიტოინი, ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი, ფელბამატი);

ტუბერკულოზი (ჭლექი) (მაგ.რიფამპიცინი);

აივ ინფეცია (შიდსი)(რიტონავირი,ნელფინავირი, ნევირაპინი, ეფავირენზი);

ვირუსული C ჰეპატიტის ინფექცია (ბოსეპრევირი, ტელაპრევირის მსგავსი);

სხვა ინფექციური დაავადებები (გრისკოფულვინი);

ფილტვების სისხლძარღვებში მაღალი წნევა (ბოსენტანი);

დეპრესიული ფსიქიური მდგომარეობები (მაგ. მცენარეული წამალი- წმ, ჯონის ვორტი)

თუ, ისეთ პრეპარატებს ღებულობთ, რომელიც ნუვარინგის უფრო ნაკლებ ეფექტურობას იწვევს ანდა მცენარეულ პროდუქტებს ღებულობთ, რეკომენდირებულია ბარიერული ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება (მაგ. კონდომი). სხვა წამლის ნუვარინგზე ზემოქმედება, წამლის შეწყვეტის შემდეგ 28 დღე კიდევ შეიძლება გაგრძელდეს და დამატებით ბარიერული ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება ამ დროის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. შენიშვნა: ნუვარინგი არ გამოიყენოთ დიაფრაგმასთან, ცერვიკალურ ქუდთან ანდა ქალის კონდომთან ერთად.

მცენარეულმა პრეპარატმა წმ. ჯონის ვორტმა შეიძლება ნუვარინგის ეფექტი შეამციროს ანდა ხელი შეუშალოს მის ეფექტურ მოქმედებას. თუ, ნუვარინგის გამოყენების პარალელურად ამ ნივთიერების შემცველი პრეპარატის მიღება გსურთ, ჯერ კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

ნუვარინგის პარალელურად ციკლოსპორინის შემცველი წამლების და ანტი-ეპილეპტიკური ლამოტრიგინის მსგავსი წამლების მიღებისას, ნუვარინგმა, აღნიშნული წამლების ეფექტი შეიძლება შეამციროს ანდა მათ მოქმედების მექანიზმს ხელი შეუშალოს (ამ შემთვევაში შეიძლება გამოვლინდეს გულყრების სიხშირის მომატება).

ნუვარინგის გამოყენების დროს ტამპონის გამოყენება შესაძლებელია. ნუვარინგი, ტამპონის ჩადგმამდე ჩაიდგით. ტამპონის ამოღების დროს ფრთხილად იყავით და შემთხვევით ნუვარინგი გარეთ არ მოქაჩოთ. თუ, ნუვარინგი გარეთ გამოიტანება, რგოლი ცივ-გრილ წყალში გაავლეთ და კვლავ საშოში ჩაიდგით.

ნუვარინგის გამოვარდნა შეიძლება გამოიწვიოს ასევე ვაგინალური ლუბრიკანტების გამოყენებამ ანდა ინფექციის მკურნალობის პროცესში ჩარევებმა.(იხიელთ ნაწილი 3- ,,როგორ გამოიყენება ნუვარინგი?’’... თუ რგოლი გამოვარდება’’). სპერმიციდები (სპერმატოზოიდების მოძრაობის შემაფერხებელი ანდა სპერმის სიკვდილის გამომწვევი კონტრაცეპტივები) ანდა ვაგინალური სოკოვანი დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები, ნუვარინგის ორსულობის საწინააღმდეგო ეფექტს არ ამცირებს.

თუ, ვირუსული C ჰეპატიტი გაქვთ და ომბიტასვირის/პარიტაპრევირის/რიტონავირის და დასაბუვირის შემცველ სამედიცინო პროდუქტებს ღებულობთ, ნუვარინგი არ გამოიყენოთ, რადგანაც აღნიშნულმა შეიძლება ღვიძლის ფუნქციური ტესტების მომატება გამოიწვიოს (ღვიძლის ფერმენტის -ალტ მომატება).

ექიმი, ამ სამედიცინო პროდუქტებით მკურნალობის დაწყებამდე სხვა ჩასახვის საწინააღმდეეგო პრეპარატს გამოგიწერთ.

ნუვარინგის გამოყენების განახლება შესაძლებელია მკურნალობის დასრულებიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ. იხილეთ ნაწილი-2.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

ლაბორატორიული ანალიზები

თუ, ნებისმიერი სახის სისხლის ანდა შარდის ანალიზი უნდა აიღოთ, ექიმს უთხარით რომ ნუვალინგის მომხმარებელი ხართ, რადგანაც ის გავლენას ახდენს ზოგიერთი ანალიზის შედეგებზე.

  • როგორ გამოიყენება ნუვალინგი?

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ნუვალინგის ჩადგმა და ამოღება თავადაც შეგიძლიათ. ექიმი, პირველ რიგში აგიხსნით როდის უნდა გამოიყენოთ ნუვარინგი. ვაგინალური რგოლი, მენსტრუალური ციკლის განსაზღვულ დღეს უნდა ჩაიდგას (იხილეთ ნაწილი-,,როდის უნდა ჩაიდგას რგოლი პირველად?’’) და 3 კვირის განმავლობაში საშოში უნდა იქნას დატოვებული. ორსულობიგან დაცვის უზრუნველყოფისთვის, ნუვარინგის საშოში არსებობა რეგულარულად უნდა გადააკონტროლოთ. (მაგ.სქესობრივ კონტაქტამდე და შემდეგ). 3 კვირის შემდეგ ნუვარინგი გამოიღეთ და 1 კვირა ინტერვალი გააკეთეთ. რგოლის გარეშე პერიოდში ძირითადად, მენსტრუაური სისხლდენა აღინიშნება.

ნუვარინგის გამოყენების დროს ვაგინალური დიაფრაგმა, ცერვიკალური ქუდი ანდა ქალის კონდომის მსგავსი განსაზღვრული ბარიერული ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდები არ უნდა გამოიყენოთ.ეს მეთოდები, როგორ დამხმარე მეთოდი, ნუვარინგთან ერთად არ უნდა იქნას გამოყენებული, რადგანაც ნუვარინგმა დიაფრაგმის, ცერვიკალური ქუდის ანდა ქალის კონდომის სწორ დგომაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს. დამატებითი ბარიერული ჩასახვის საწინააღმეგო მეთოდის სახით კონდომი (პრეზერვატივი) შეგიძლით გამოიყენოთ.

ნუვარინგის გამოყენების დროს ტაპმონის გამოყენება შეიძლება. ტამპონის ჩადგმამდე, ნუვარინგის ჩადგმაა საჭირო. ტამპონის ამოღების დროს ფრთხილად უნდა იყოს, შემთხვევით ტამპონს ნუვარინგიც რომ არ გამოყვეს. თუ, რგოლი გამოვარდება, გრილ წყალში გაავლეთ და მაშინვე ჩაიდგით.

სპერმიციდების ანდა ვაგინალური სოკოვანი დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატების გამოყენება, ნუვარინგის კონტრაცეფიურ ეფექტს არ ამცირებს.

შეყვანის გზა და მეთოდი:

ნუვარინგის ჩადგმა და ამოღება

რგოლის საშოში ჩადგმამდე , გამოყენების ბოლო ვადა გადაამოწმეთ.(იხილეთ ნაწილო -5 ,,ნუვარინგის შენახვა’’).

რგოლის ჩადგმამდე ანდა გამოღებამდე ხელები დაიბანეთ.

თქვენთვის ყველაზე კომფორტული პოზიცია შეარჩიეთ, მაგ.ფეხზე დამდგარ პოზიციაში ერთი ფეხი ზემოთ ასწიეთ, ისე როგორც ფოტოზეა მოცემული, ჩაჯექით ანდა ზურგზე დაწექით.

ნუვარინგი პარკიდან ამოიღეთ.

რგოლი, ცერა და საჩვენებელ თითს შორის დაიჭირეთ და მოპირდაპირე მხარეები თითებს შორის მოიქციეთ, რგოლი საშოში ჩაიდგით (იხილეთ ფოტო-1-4).ნუვარინგის ჩადგმის შემდეგ, არაფერი არ უნდა იგრძნოთ. თუ, დისკომფორტს იგრძნობთ, ნუვარინგის პოზიცია შეცვალეთ ისე, რომ დისკომფორტი აღარ იგრძნოთ (მაგ. რგოლი ცოტა საშოს შიგნითა პოზიციისკენ გადაანაცვლეთ). რგოლის საშოს შიგნით სრული პოზიცია მნიშვნელოვანი არ არის.

ნუვარინგი, 3 კვირის შემდეგ საშოდან ამოიღეთ. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ საჩვენებელი თითის საშუალებით, რომელიც კაუჭის სახით უნდა გამოიყენოთ და საჩვენებელ და შუა თითს შორის დააფიქსიროთ რგოლი, შემდეგ კი გამოიტანოთ სრულად. (იხილეთ ფოტო-5).

გამოტანილი რგოლი ნორმალურ საყოფაცხოვრებო ნაგავში ჩაგდეთ, სასურველია დახურული პარკით ჩააგდოთ. ნუვარინგი საპირფარეშოში არ ჩააგდოთ. განადგურების მეთოდებისთვის იხილეთ ნაწილი 5 ,,ნუვარინგის შენახვა’’.

1-ელი პოზიცია - ნუვარინგი პარკიდან ამოიღეთ. ფოტო 1-2-3

მე-2 პოზიცია -რგოლი თითებს შორის მოაქციეთ. ფოტო

მე-3 პოზიცია -რგოლის ჩადგმისთვის კომფორტული პოზოცია შეარჩიეთ.ფოტო

მე-4ა-პოზიცია- რგოლი ერთი ხელით საშოში შეიტანეთ (პოზიცია 4ა).ფოტო.

მე-4ბ პოზიცია- ჩადგმის გაადვილებისთვის თუ საჭირო იქნება ბაგეები გვერდზე გადაწიეთ. რგოლი საშოში შეიტანეთ ისე, რომ დისკომფორტი არ გქონდეთ.(პოზიცია -4ბ). რგოილი 3 კვირის ვადით საშოში დატოვეთ (პოზიცია-4ც).ფოტო

პოზიცია-5- ნუვარინგის რგოლი, საჩვენებელი თითის საშუალებით, რომელიც კაუჭის სახით უნდა გამოიყენოთ, საჩვენებელ და შუა თითს შორის დააფიქსირეთ, შემდეგ კი გამოიტანეთ სრულად. ფოტო

რგოლი, 3 კვირის განმავლობაში გამოიყენეთ, 1 კვირა არ გამოიყენოთ

რგოლი, საშოში ჩადგმის დღიდან 3 კვირის განმავლობაში, გარეთ გამოტანის გარეშე სოშოში უნდა დატოვოთ.

3 კვირის შემდეგ, კვირის ერთსადაიმავე დღეს და იმავე საათზე, რგოლი გამოიტანეთ. მაგ.თუ, ნუვარინგი ოთხშაბათს, საღამოს 22:00 საათზე ჩაიდგით, 3 კვირის შემდეგ კვლავ ოთხშაბათს, საღამოს 22:00 საათზე ამოიღეთ.

რგოლის ამოღების შემდეგ, 1 კვირის განმავლობაში რგოლი არ გამოიყენოთ.ამ ერთი კვირის განმავლობაში ვაგინალური სისხლდენა უნდა აღინიშნოს. ეს სისხლდენა, ძირითდად ნუვარინგის გამოტანიდან 2-3 დღეში იწყება.

ახალი რგოლი, ზუსტად 1 კვირის შუალედის შემდეგ (კვლავ კვირის იმავე დღეს და დახლოებით იმავე საათზე), უნდა ჩაიდგათ, თუნდაც სისხლდენა გრძელდებოდეს.

თუ, ახალი რგოლის ჩადგმა ჩვეულ საჭირო დროზე 3 საათით გვიან განხორციელდა, ორსულობისგან დაცვა შეიძლება შემცირდეს. იხილეთ ნაწილი -3 ,,ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს რა უნდა გაკეთდეს’’.

თუ, ნუვარინგს ზემოთ აღნიშნული რეკომენდაციებით გამოიყენებთ, ვაგინალური სისხლდენა ყოველ თვეს, დაახლოებით იგივე დღეებში უნდა აღინიშნოს.

პირველი რგოლი როდის უნდა ჩაიდგას?

თუ, გასულ თვეში ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი არ გამოგიყენებიათ

პირველი ნუვარინგის რგოლი, ჩვეულებრივი მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს (თვიური სისხლდენის პირველი დღე) ჩაიდგით. ნუვარინგი, მაშინვე დაიწყებს მოქმედებას და ფუნქციის შესრულებას. სხვა ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება საჭირო არ არის.

ნუვარინგი, მენსტრუალური ციკლის მე-2-5 დღეებს შორისაც შეგიძლიათ ჩაიდგათ, მაგრამ ნუვარინგის ჩადგმიდან პირველი 7 დღის განმავლობაში თუ სქესობრივი კონტაქტი გექნებათ, დამატებით სხვა ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი (კონდომის მსგავსი) უნდა გამოიყენოთ. ეს რეკომენდაცია, ნუვარინგის მხოლოდ პირველი გამოყენების შემთხვევას ეხება.

თუ, გასულ თვეში კომბინირებული ჩასახვის საწინააღმდეგო აბები გამოიყენეთ,

ნუვარინგის გამოყენება, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამოყენების პერიოდის ბოლოს, ტაბლეტის გარეშე პერიოდის მომდევნო დღეს დაიწყეთ. თუ, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების კოლოფში პლაცებოს ტაბლეტებიც (მოქმედი ნივთიერების არ შემცველი ტაბლეტები) არის წარმოდგენილი, ნუვარინგის გამოყენება ყველაზე გვიან, პლაცებო ტაბლეტებიდან ბოლო ტაბლეტის მიღების მომდევნო დღეს დაიწყეთ. თუ, რომელია პლაცებოს ტაბლეტი ზუსტად არ იცით, დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს ჰკითხეთ. არსებული ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამოუყენებლობის პერიოდი (ტაბლეტის გარეშე პერიოდი) კატეგორიულად არ გაახანგრძლივოთ.

თუ, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები რეგულარულად და სწორად გამოიყენეთ და თუ დარწმუნებული ხართ, რომ ორსულად არ ხართ, ჩასახვის საწინააღმდეგო აბის გამოყენების შეჩერება ნებისმიერ დღეს შეგიძლიათ შეწყვიტოთ და შემდეგ კი მაშინვე ნუვარინგის გამოყენება დაიწყოთ.

თუ, გასულ თვეში ტრანსდერმალური (კანზე დაფიქსირებული) პლასტერი გამოიყენეთ

ნუვარინგის გამოყენება, პლასტირი გამოუყენებლობის (არ გამოყენების) პერიოდის ბოლო დღეს დაიწყეთ. რეკომენდირებული პლასტირის გარეშე პერიოდი არ გაახანგრძლივოთ.

თუ, პლასტირი სწორად და რეგულარულად გამოიყენეთ და თან დარწმუნებული ხართ, რომ ორსულად არა ხართ, პლასტირის გამოყენების შეწყვეტა ნებისმიერ დღეს შეგიძლიათ, შემდეგ კი მაშინვე ნუვარინგის გამოყენება შეგიძლიათ დაიწყოთ.

თუ, გასულ თვეში მინი-ჩასახვის საწინააღმდეგო აბი (მხოლოდ პროგესტერონის შემცველი ჩასახვის საწინააღმდეგო აბი) გამოიყენეთ

ამ აბის გამოყენების შეწყვეტა ნებისმიერ დღეს შეგიძლიათ,მომდევნო დღეს კი, ტაბლეტის მიღების ჩვეულ საათზე შეიძლება ნუვრინგის გამოყენების დაწყება. მაგრამ, რგოლის გამოყენების პირველი 7 დღის განმავლობაში საჭიროა დამატებითი ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის (კონდომის) გამოყენება.

თუ, გასულ თვეში ინექციური (ინექციით შეყვანილი), იმპლანტირებული (კანქვეშ ჩადგმული) ანდა პროგესტერონის გამომყოფი საშვილოსნოს შიგა ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი გამოიყენეთ

ნუვარინგის გამოყენება, მომდევნო ინექციის დღეს ანდა იმპლანტის ანდა პროგესტერონის გამომყოფ საშვილოსნოს შიგა ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის (სპირალის) ამოღების დღეს დაიწყეთ. მაგრამ, რგოლის გამოყენების პირველი 7 დღის განმავლობაში დამატებით სხვა ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი (კონდომის მსგავსი) უნდა გამოიყენოთ.

ბავშვის შეძენის შემდეგ

თუ, შვილი უკვე შეგეძინათ, ექიმი ნუვარინგის გამოყენების დაწყებამდე, პირველი ნორმალური მენსტრუალური ციკლის პერიოდამდე დალოდების რეკომენდაციას მოგცემთ. ზოგჯერ, ნუვარინგის დაწყება უფრო ადრეულ პერიოდშიც შეიძლება. ამ თემასთან დაკავშირებით თქვენი ექიმი რეკომენდაციებს მოგცემთ. თუ, ბავშვს ძუძუთი კვებავთ და ნუვარინგის გამოყენება გსურთ, ჯერ კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

მუცლის მოშლის ანდა ბავშვის მოცილების (აბორტის) შემდეგ

ექიმი, საჭირო რეკომენდაციებს მოგცემთ.

ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს რა უნდა გაკეთდეს:

თუ, რგოლი შემთხვევით საშოდან გამოვარდება

ნუვარინგი, შემთხვევით საშოდან შეიძლება გამოვარდეს, მაგ. თუ, სწორად არ ჩაიდგმება, ტამპონის გამოტანისას, სქესობრივი კონტაქტის დროს, ყაბზობის დროს ანდა საშვილოსნოს გადახრისას. ამიტომ, რგოლის საშოში არსებობა რეგულარულად უნდა გადამოწმდეს (მაგ. სქესობრივ კონტაქტამდე და შემდეგ).

თუ, რგოლი დროებით საშოდან გამოვარდა

ასეთ შემთხვევაში, ნუვარინგი, ორსულობისგან მაინც დაგიცავთ, მაგრამ დამოკიდებულია რგოლის საშოდან გამოვარდნის ხანგრძლივობაზე.

თუ, რგოლი:

საშოდან გამოვარდნილი 3 საათზე ნაკლები დროით დარჩება, თქვენი დაცვა ორსულობისგან გაგრძელდება. რგოლი, გრილ წყალში (თბილი წყალი არ გამოიყენოთ) გაავლეთ და მაშივე საშოში ჩაიდგით, შემდეგ სულ ცოტა 7 დღის განმავლობაში, ინტერვალის გარეშე საშოში დატოვეთ. თუ, ამ 7 დღის განმავლობაში სქესობრივი კონტაქტი გექნებათ, კონდომი გამოიყენეთ. თუ, რგოლის გამოყენების პირველ კვირაში ხართ და ბოლო 7 დღის განმავლობაში სქესობრივი კონტაქტი გქონდათ, შეიძლება ორსულობა დადასტურდეს. აღნიშნული მდგომარეობის დროს კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

პირველ და მეორე კვირაში საშოდან გამოვარდნილი 3 საათზე მეტი დროით დარჩება, შეიძლება ორსულობისგან ვერ დაგიცვათ. რგოლი ცივ ანდა გრილ წყალში გაავლეთ (თბილი წყალი არ გამოიყენოთ), მაშინვე საშოში ჩაიდგით და ინტერვალის გარეშე იქ დატოვეთ. თუ, ბოლო 7 დღის განმავლობაში სქესობრივი კონტაქტი გექნებათ, კონდომი გამოიყენეთ. თუ, რგოლის გამოყენების პირველ კვირაში ხართ და ბოლო 7 დღის განმავლობაში სქესობრივი კონტაქტი გქონდათ, შეიძლება ორსულობა დადასტურდეს. აღნიშნული მდგომარეობის დროს კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

მესამე კვირაში საშოდან გამოვარდნილი 3 საათზე მეტი დროით დარჩება, შეიძლება ორსულობისგან ვერ დაგიცვათ. ეს რგოლი გადააგდეთ და ქვემოთ მოცემული ორი ვარიანტიდან ერთის მიხედვით იმოქმედეთ:

მაშინვე ახალი რგოლი ჩაიდგით.

თუ, ამ ვარიანტს შეარჩევთ, მომდევნო 3 კვირა გამოყენების პერიოდი დაიწყება. ამ დროს მენსტრუალური სისხლდენა შეიძლება არ იყოს, მაგრამ შუალედური სისხლდენა ანდა დალაქავება შეიძლება გამოვლინდეს.

რგოლი კვლავ არ ჩაიდგათ. ჯერ მენსტრუალური სისხლდენა გამოვლინდება და წინა რგოლის გადაგდების ანდა საშოს გარეთ გამოვარდნის თარიღის შემდეგ მაქსიმუმ 7 დღის განმავლობაში ახალი რგოლი ჩაიდგით.

ეს ვარიანტი უნდა გამოიყენოთ მაშინ, როცა ნუვარინგი წინა 7 დღის განმავლობაში უწყვეტად გამოყენებული გაქვთ.

საშოდან გამოვარდნილი იყო გაურკვეველი დროის განმავლობაში, ამ დროს ორსულობისგან დაცული შეიძლება არ იყოთ.

ახალი რგოლის ჩადგმამდე ორსულობის ტესტი გაიკეთეთ და კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

თუ, რგოლი გამოვარდება, ჩამოვარდება

ნუვარინგის რგოლი, ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოვარდეს. რგოლის გამოვარდნისას შეიძლება ვაგინალური დაზიანება გამოვლინდეს. ნუვარინგის რგოლის გამოვარდნის შეგრძნებისას და დაფიქსირებისას, ჩამოვარდნილი რგოლი გადააგდეთ და შეძლებისდაგვარად უმოკლეს დროში ახალი რგოლის გამოყენება დაიწყეთ. მომდევნო 7 დღის განმავლობაში დამატებით ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი (მაგ. კონდომი) გამოიყენეთ. თუ, რგოლის ჩამოვარდნის დაფიქსირებამდე სქესობრივი კონტაქტი გქონდათ, გთხოვთ თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

ნუვარინგის ეფექტურობა და უსაფრთხოება 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის გამოკვლეული.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულებში გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების/ ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებთან დაკავშირებით რაიმე სახის კვლევა არ არის ჩატარებული.

თუ, ფიქრობთ, რომ ნუვარინგის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ნუვარინგის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

ნუვარინის შემადგენლობაში არსებული ჰორმონების დოზის გადაჭარბებამ შეიძლება საზიანო ეფექტების განვითარება გამოიწვიოს. თუ, შემთხვევით ერთზე მეტი რგოლი ჩაიდგით, შეიძლება ცუდად იგრძნოთ თავი (გულისრევა) ანდა ღებინებაც გქონდეთ ანდა ვაგინალური სისხლდენა გქონდეთ. ზედმეტი რგოლები ამოიღეთ.

თუ, ნუვარინგის საჭიროზე მეტი რაოდენობა გამოიყენეთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, რგოლის გარეშე პერიოდის შემდეგ ნუვარინგის გამოყენება დაგავიწყდებათ:

თუ, რგოლის გარეშე პერიოდი 7 დღეზე მეტი დროით გაგრძელდება, როგორც კი გაიხსენებთ რგოლი ჩაიდგით. თუ, მომდევნო 7 დღის განმავლობაში სქესობრივი კონტაქტი გექნებათ, დამატებითი ჩასახვის საწინააღმედგო მეთოდი(კონდომის მსგავსი) გამოიყენეთ. თუ, რგიოლის გარეშე პერიოდში სქესობრივი კონტაქტი გქონდათ, ორსულობის განვითარების ალბათობა არსებობს. ასეთ შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მაშინვე ექიმს მიმართეთ.

თუ, რგოლის ამოღება დაგავიწყდათ

თუ, რგოლი მესამე და მეოთხე კვირას შორის საშოში დარჩება, ორსულობისგან დაცვა გაგრძელდება. ერთ კვირიანი უწყვეტი რგოლის გარეშე პერიოდი გაატარეთ და ბოლოს ახალი რგოლი ჩაიდგით.

თუ, რგოლი 4 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში დარჩება საშოში, ორსულობის ალბათობა არსებობს. ახალი რგოლის ჩადგმამდე კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

თუ, მენსტრუალური სისხლდენის პერიოდი არ განვითარდება

თუ, ნუვარინგის გამოყენებისას საჭირო რეკომენდაციები შეასრულეთ

თუ, მენსტრუაციული სისხლდენა არ აღინიშნა, ნუვარინგის გამოყენების ინსტრუქცია სრულყოფილად შესრულებული გაქვთ და სხვა წამლებიც არ გამოგიყენებიათ, ორსულობის ალბათობა ძალიან დაბალია. ნუვარინგის გამოყენება ჩვეული წესით გააგრძელეთ. თუ, მენსტრუალური სისხლდენა მეორეჯერ კიდევ არ გამოვლინდება, შეიძლება ორსულად იყოთ. მაშინვე ექიმს მიმართეთ. ექიმი, სანამ ორსულობის არ არსებობას დაადასტურებს, ნუვალინგის გამოყენება არ დაიწყოთ.

თუ, ნუვარინგის გამოყენებისას საჭირო რეკომენდაციები არ შეგისრულებიათ

თუ, მენსტრუალური სისხლდენა არ აღინიშნა, ნუვარინგის გამოყენებისას საჭირო რეკომენდაციები არ შეგისრულებიათ და პირველ ნორმალურ რგოლის გარეშე პეროდშიც მოსალოდნელი მენსტრუალური სისხლდენა არ გამოვლინდება, შეიძლება ორსულად იყოთ. ახალი ნუვარინგის რგოლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

თუ, მოულოდნელი სისხლდენა გამოვლინდება

ნუვარინგის გამოყენების დროს, ზოგიერთ ქალთან მენსტრუალურ პერიოდებს შორის მოულოდნელი ვაგინალური სისხლდენა შეიძლება გამოვლინდეს. ამ დროს შეიძლება ჰიგიენური საფენის გამოყენება დაგჭირდეთ. რაც არ უნდა მოხდეს, რგოლი საშოში დატოვეთ და რგოლის ნორმალური გამოყენება გააგრძელეთ. თუ, არარეგულარული სისხლდენები გაგრძელდება, გართულდება ანდა განმეორებით დაიწყება, თქვენს ექიმს აცნობეთ.

თუ, მენსტრუაციის პირველი დღის შეცვლა გსურთ

თუ, ნუვარინგის გამოყენების ინსტრუქციას ზედმიწევნით ასრულებთ, მენსტრუალური სისხლდენა რგოლის გარეშე პერიოდში უნდა დაიწყოს. თუ, მენსტრუაციის დაწყების დღის შეცვლა გსურთ, რგოლის გარეშე პერიოდი უნდა შეამოკლოთ (მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაახანგრძლივოთ).

მაგ. თუ მენსტრუალური სისხლდენა ძირითდად პარასკევს იწყება, მომდევნო თვიდან, შეგიძლიათ გადაწიოთ სამშაბათამდე (3 დღით ადრე). ამისთვის, მომდევნო რგოლის 3 დღით ადრე ჩადგმა საკმარისია.

თუ, რგოლის გარეშე პერიოდს ძალიან (მაგ. 3 დღე ანდა უფრო ნაკლები) შეამოკლებთ, ჩვეული სისხლდენა შეიძლება არ გამოვლინდეს. მომდევნო რგოლის გამოყენებისას შეიძლება შუალედური სისხლდენა ანდა დალაქავება (წვეთები ანდა სისხლის ლაქები) გამოვლინდეს.

თუ, რგოლის გამოყენების გაგრძელებასთან დაკაშირებით დარწმუნებული არა ხართ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

თუ, მენსტრუაციის დღის დაგვიანება გსურთ

უნდა ითქვას, რომ აღნიშნული რეჟიმი რეკომენდირებული არ არის. მენსტრუალური ციკლის დაწყების დაგვიანებისთვის (სისხლდენის დაგვიანება), რგოლებს შორის არსებული- რგოლის გარეშე პერიოდი უნდა დაიფაროს, ამისთვის არსებული რგოლის გამოღების შემდეგ მაშინვე ახალი რგოლი უნდა ჩაიდგას. ჩადგმული ახალი რგოლი მაქსიმუმ 3 კვირამდე შეიძლება დატოვოთ. ახალი რგოლის გამოყენებისას დალაქავება (წვეთები ანდა სისხლის ლაქა) ანდა შუალედური სისხლდენა შეიძლება გამოვლინდეს. მენსტრუალური ციკლის სასურველ დროს აღდგენისთვის, რგოლი გამოიღეთ. შემდეგ 1 კვირიანი რგოლის გარეშე პერიოდი გაატარეთ და შემდეგ კვლავ ახალი რგოლი ჩაიდგით.

მენსტრუალური ციკლის დაგვიანების გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

თუ, ნუვარინგის გამოყენების შეწყვეტა გსურთ

ნუვარინგის გამოყენების შეწყვეტა ნებისმიერ დროს შესაძლებელია.

თუ, დაორსულება არ გსურთ, ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა მეთოდების შესახებ ინფორმაციისთვის ექიმს მიმართეთ.

თუ, ნუვარინგის გამოყენების შეწყვეტა დაგეგემილი ორსულობისთვის გნებავთ, ორსულობამდე ჩვეული მენსტრუალური ციკლის დადგომას დაელოდეთ. ეს მიდგომა ბავშვის დაბადების თარიღის გამოთვლაში დაგეხმარებათ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ნუვარინგის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებში შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს. თუ, სერიოზული და ხშირად გამოვლინებადი გვერდითი ეფექტი გამოვლინდება ანდა ფიქრობთ,რომ ნუვარინგის გამოყენებასთან დაკავშირებით ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცვლილებები გამოვლინდა, გთხოვთ ექიმს გაესაუბრეთ.

გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სილ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, 10.000 -დან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

არტერიებსა და ვენებში თრომბის განვითარების (ვენური თრომბოემბოლია, ვთე ანდა არტერიული თრომბოემბოლია, ათე) რისკი, კომბინირებული ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების მომხმარებელ ყველა ქალში ვლინდება. კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებასთან დაკავშირებით იხილეთ ნაწილი-2 ,,რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ნუვარინგის გამოყენებამდე’’.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ნუვარინგის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

თუ, ნუვარინგის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია გაქვთ (მომატებული მგრძნობელობა), ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს. (უცნობი სიხშირის): ანგიოედემა და/ ანდა ანაფილაქსია (სახის, ტუჩების, ენის და/ ანდა ხახის შეშუპება და/ ანდა ყლაპვის გაძნელება ანდა ურტიკარიასთან ერთად სუნთქვის გაძნელება (სერიოზული ალერგიული რეაქციები). ასეთ შემთვევებში ნუვარინგი ამოიღეთ და სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ.

ნუვარინგის მომხმარებელ ქალებში შეიძლება ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს:

გავრცელებული:

მუცლის ტკივილი, ავად ყოფნის შეგრძნება (გულისრევა)

საშოში სოკოვანი ინფექცია (,,რძიანას’’ მსგავსი), რგოლის გამო საშოში დისკომფორტის შეგრძნება, გენიტალურ (სასქესო ორგანოებზე) ქავილი, საშოდან გამონადენი

თავის ტკივილი ანდა მიგრენი, დეპრესიული გუნება-განწყობა, სქესობრივი ლტოლვის შემცირება

ძუძუს ტკივილი, მენჯის ტკივილი (მუცლის ქვემო მიდამოს ტკივილი), მტკივნეული მენსტრუაცია (ციკლი)

აკნე

წონაში მომატება

რგოლის გამოვარდნა

ნაკლებად გავრცელებული:

მხედველობის შემღვრევა, თავბრუსხვევა

მუცლის შებერილობა, ღებინება, დიარეა ანდა ყაბზობა

დაღლილობის შეგრძნება, მოუსვენრობა ანდა გაღიზიანება, გუნება-განწყობის ცვლილებები, გუნება-განწყობის ტალღისებრი გამწვავება

სხეულში ჭარბი რაოდენობით სითხის შეკავება (ედემა)

შარდის ბუშტის ანდა საშარდე გზების ინფექცია

შარდვის დროს ტკივილი ანდა გაძნელება, მოშარდვის ძლიერი სურვილი, ხშირი შარდვა

სქესობრივი კონტაქტის დროს პრობლემები, მტკივნეული სქესობრივი კონტაქტი,სისხლდენა ანდა რგოლის მეუღლის მხრიდან შეგრძნება

სისხლის არტერიული წნევის მომატება

მადის მომატება

ზურგის ტკივილი, კუნთების სპაზმი, ფეხებსა და ხელებში ტკივილი

კანის მგრძნობელობის დაქვეითება

სარძევე ჯირკვლების ტკივილი ანდა გადიდება, ძუძუს ფიბროკისტური დაავადება (ძუძუს შესივებული ანდა მტკივნეული კისტები)

საშვილოსნოს ყელის ანთება; საშვილოსნოს ყელის პოლიპები (საშვილოსნოს ყელში ზრდადი), საშვილოსნოს ყელიდან სისხლდენის გარეთ გადმოსვლა (ექტროპიონი)

მენსტრუალური ციკლის პერიოდების ცვლილება (მაგ. სისხლდენების გაძლიერება, გახანგრძლივება, არარეგულარობა ანდა სრულად შეჩერება)

მენჯში დისკომფორტის შეგრძნება, პრე-მენსტრუალური (მენსტრუაციის წინა) სინდრომი, საშვილოსნოს სპაზმი

საშოს ინფექცია (სოკოვანი ანდა ბაქტერიული), საშოში ანდა ვულვაზე (ქალის გარეთა სასქესო ორგანოები) წვის შეგრძნება, სუნი, ტკივილი, დისკომფორტი ანდა სიმშრალე

თმის ცვენა, ეგზემა, ქავილი, კანზე გამონაყარი ანდა შეხურების შეგრძნება

იშვიათი:

არტერიებსა და ვენებში საშიში (საზიანო)თრომბები, მაგალიათად:

ფეხის და ანტერფის (ღვთ)

ფილტვში (ფე)

მიოკარდიუმის ინფარქტი

ინსულტი

გარდამავალი იშემიური შეტევის სახელით ცნობილი მინი-დამბლა ანდა ინსულტის მსგავსი ნიშნები

ღვიძლში, მუცელში/ნაწლავებში, თირკმლებში ანდა თვალში თრომბის განვითარება

თრომბის განვითარების ალბათობა უფრო მაღალია იმ შემთხვევაში, თუ სხვა რისკ- ფაქტორების თანაარსებობა აღინიშნება. (თრომბის განვითარების რისკის ზრდის განმაპირობებელი მდგომარეობები და თრომბის მაჩვენებელ სიმპტომებთან დაკავშირებით იხილეთ ნაწილი-2).

გამონადენი მკერდში

უცნობი:

ქლოაზმა (კანზე,განსაკუთრებით სახეზე გამოვლენილი ყვითელი-ყავისფერი ფერის ლაქები)

მეუღლის პენისზე დისკომფორტი (გაღიზიანება, გამონაყარი, ქავილის მსგავსი)

სამედიცინო დახმარების მიღების გარეშე რგოლის ამოღების შეუძლებლობა მაგ. საშოს კედელზე შეხორცების გამო)

რგოლის ჩამოვარდნასთან დაკაშირებული ვაგინალური იარა, დაზიანება

კომბინირებული ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების მომხმარებელ ქალებში დაფიქსირებულია ძუძუს და ღვიძლის სიმსივნის გამოვლინება. უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი-2, ,,ნუვარინგის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება’’, სიმსივნე.

ნუვრინგი, ძალიან იშვიათად შეიძლება ჩამოვარდეს, მოწყდეს. უფრო მეტი ინფორმაციისთის იხილეთ ნაწილი-3 ,,როგორ გამოიყენება ნუვარინგი, თუ რგოლი ჩამოვარდება’’.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

  • ნუვარინგის შენახვა

ნუვარინგი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

ავადმყოფზე მიყიდვამდე, ნუვარინგი ინახება 20-80C პირობებში, ორიგინალურ შეფუთვაში. ნუვარინგი, გაყიდვის შემდეგ შეიძლება შენახული იქნას <300 C ოთახის ტემპერატურაზე, ნესტის და სინათლისგან დაცვის მიზნით რეკომენდირებულია მისის შენახვა ორიგინალურ შეფუთვაში.

თუ, შემთხვევით ბავშვი ნუვარინგის შემადგენელი ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ დარჩება, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

თუ, ნუვარინგის შეძენიდან 4 თვე გავიდა,ნუვარინგი არ გამოიყენოთ. პრეპარატის შეძენის თარიღს ფარმაცევტი კოლოფზე ანდა ბოთლზე აღნიშნავს.

მუყაოს ყუთზე აღნიშნული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ნუვარინგი არ გამოიყენოთ. თუ, რგოლებზე ფერის ცვლილებას ანდა რაიმე სახის დაზიანებას შეამჩნევთ, ნუვარინგი არ გამოიყენოთ.

გამოყენებელი რგოლი, სასურველია დახურული ფოლგის პარკით, ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ნაგავში ჩააგდეთ. ნუვარინგი, საპირფარეშოში არ ჩააგდოთ.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

შპს. Merck Sharp Dohme ილაჩლარი

ლევენთი-სტამბული,

წარმოების ადგილი:

N.V. OrganonOss, ჰოლანდია

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 02.04.2020-ში დამოწმებულია.

ქვემოთ მოცემული ეტიკეტების კალენდრის შესაბამის თარიღებში დაწებება, ნუვარინგის ჩადგმის ანდა ამოღების დროის უფრო ადვილად გახსენებაში დაგეხმარებათ.

რგოლი ჩაიდგით რგოლი ამოიღეთ

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა