პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ნორმოსტოპ კოფეინი 50 მგ/50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

normostop® cafeína 50 mg/50 mg comprimidos recubiertos con película

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

დიმენჰიდრინატი აქტიური ნივთიერებაა, რომელსაც გააჩნია სატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული თავბრუსხვევის საწინააღმდეგო მოქმედება. კოფეინს აქვს მასტიმულირებელი მოქმედება ნერვულ სისტემაზე, რომელსაც უკუფექტი აქვს დიმენჰიდრინატით გამოწვეულ შესაძლო ძილიანობაზე. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დიმენჰიდრინატი (dimenhydrinate) + caffeine anhydride
ფორმა და შეფუთვა
50მგ+50მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №12
მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ამინოალკილური ეთერები
ATC კოდი
R06AA61
რეგისტრაციის ნომერი
რ-041456
რეგისტრირებულია
28 ივნისი 2024, მოქმედებს 28 ივნისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებანორმოსტოპ კოფეინი 50 მგ/50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები და სხვა წამალი ერთად

ნორმოსტოპ კოფეინი 50 მგ/50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დიმენჰიდრინატი აქტიური ნივთიერებაა, რომელსაც გააჩნია სატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული თავბრუსხვევის საწინააღმდეგო მოქმედება.

კოფეინს აქვს მასტიმულირებელი მოქმედება ნერვულ სისტემაზე, რომელსაც უკუფექტი აქვს დიმენჰიდრინატით გამოწვეულ შესაძლო ძილიანობაზე.

ნორმოსტოპ კოფეინი ნაჩვენებია ხმელეთზე, ჰაერში ან წყალში გადაადგილებით გამოწვეული ზღვის ავადმყოფობის სიმპტომების პრევენციისათვის და სამკურნალოდ, როგორიცაა: გულისრევა, ღებინება და/ან ვერტიგო, მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ 7 დღის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

რეკომენდებული დოზებია:

მოზდილები და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები

მიიღება 1 ან 2 ტაბლეტი. საჭიროების შემთხვევაში ინიშნება ყოველ 4 ან 6 საათში.

დაუშვებელია დღეში 8 ტაბლეტზე მეტის მიღება (შეესაბამება 400 მგ დიმენჰიდრინატს და 400 მგ კოფეინს).

ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტები

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია.

ბავშვებში გამოყენება

მედიკამენტი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

განკუთვნილია შიგნით მისაღებად.

მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს მგზავრობის დაწყებამდე არაუმცირეს ნახევარი საათით ადრე (უმჯობესია 1 ან 2 საათით ადრე). დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 4 საათი. რეკომენდებულია ტაბლეტების გადაყლაპვა საკვებთან, წყალთან ან რძესთან ერთად, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი კუჭის გაღიზიანება. ბოლო დოზის მიღება უნდა მოხდეს დაძინებამდე 6 საათით ადრე, რათა თავიდან იქნას აცილებული უძილობა, განსაკუთრებით ძილის პრობლემების მქონე პაციენტებში.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტის მდგომარეობა უარესდება ან სიმპტომები ნარჩუნდება 7 დღეზე მეტ ხანს.

ნორმოსტოპ კოფეინის დოზის გადაჭარბებისას

ნორმოსტოპ კოფეინის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია დიმენჰიდრინატის, დიფენჰიდრამინის, კოფეინის (ან მისი წარმოებულების, როგორიცაა ამინოფილინი, თეოფილინი და ა.შ.) ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. მე-6 პარაგრაფი);

თუ პაციენტს აღენიშნება პორფირია (იშვიათი დაავადება, ძირითადად მემკვიდრეობითი ხასიათის, რომლის დროსაც დიდი რაოდენობით პორფირინი გამოიყოფა შარდსა და განავლში);

თუ პაციენტს ასთმის შეტევები აქვს;

თუ პაციენტს აღენიშნება ფსიქიკური დარღვევები, რომლებიც იწვევენ ნერვულ აგზნებას ან გულყრებს კრუნჩხვითი მოძრაობებით, ცნობიერების დაკარგვით ან მის გარეშე (ეპილეფსია);

თუ პაციენტს აღენიშნება შფოთვითი მდგომარეობა ან უძილობა (დაძინების გაძნელება);

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან გულის მძიმე დარღვევები;

თუ პაციენტს კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული აქვს;

თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპერტენზია.

სიფრთხილის ზომები

ნორმოსტოპ კოფეინის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:

თუ პაციენტი ალერგიულია ალერგიის საწინააღმდეგო რომელიმე მედიკამენტის მიმართ, რადგან პაციენტი ასევე შეიძლება ალერგიული იყოს დიმენჰიდრინატის მიმართ;

თუ პაციენტს აღენიშნება ასთმა ან მძიმე რესპირატორული დაავადება (ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ემფიზემა, ქრონიკული ბრონქიტი), რადგან შეიძლება გასქელდეს სეკრეტი და გავლენა იქონიოს ნახველის ამოღებაზე;

თუ პაციენტს აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის გაძლიერებული ფუნქცია (ჰიპერთირეოზი), თვალშიდა წნევის მომატება (გლაუკომა), პროსტატის გადიდება (პროსტატის ჰიპერტროფია) ან ნებისმიერი დაავადება, რომელიც იწვევს საშარდე გზების ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ობსტრუქციას;

თუ პაციენტი 65 წელზე მეტი ასაკისაა, შეიძლება განვითარდეს პირის სიმშრალე, შარდის შეკავება, გულისრევა, ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა და არტერიული წნევის დაქვეითება (ჰიპოტენზია);

თუ პაციენტი იღებს ოტოტოქსიკურ მედიკამენტს, ტოქსიკურობის სიმპტომები, როგორიცაა: ყურებში ხმაური, თავბრუსხვევა ან ტრიალის შეგრძნება, შეიძლება შეინიღბოს ამ მედიკამენტით;

დიაბეტის მქონე პაციენტებში კოფეინმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის მომატება;

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის დაავადება,/დარღვევა კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კუჭის ანთება (გასტრიტი), საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე;

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია მედიკამენტის მიღებამდე, თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა გულის დაავადება/დარღვევები (არითმია, მიოკარდიუმის იშემია და ა.შ.), განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვისას ან სიმაღლეზე ყოფნის დროს;

თუ პაციენტი მგრძნობიარეა კოფეინის ან სხვა ქსანტინების მიმართ, როგორიცაა: თეოფილინი, ამინოფილინი და სხვ., საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე;

თუ პაციენტი ეჭვობს, რომ აქვს აპენდიციტის სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება ან მუცლის სპაზმები, საჭიროა ექიმთან მიმართვა რათა გამოირიცხოს აპენდიციტი, დიმენჰიდრინატმა შეიძლება გაართულოს ამ დიაგნოზის დასმა;

რეკომენდებულია ძალიან მაღალ ტემპერატურაზე ყოფნისგან თავის არიდება და სათანადო ჰიგიენურ-დიეტური ზომების დაცვა, როგორიცაა ადექვატური ვენტილაცია და ჰიდრატაცია;

ამ მედიკამენტის მიღებისას საჭიროა მზის სხივებისგან (ღრუბლიან ამინდშიც) და ულტრაიისფერი გამოსხივების ნათურების ზემოქმედებისგან თავის არიდება;

თამბაქოსა და მედიკამენტში არსებული კოფეინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გააძლიეროს კოფეინის დაშლა.

ბავშვები

მედიკამენტი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

მედიკამენტები, რომლებიც მოქმედებენ უშუალოდ დიმენჰიდრინატზე:

საანესთეზიო საშუალებები და ცენტრალური ნერვულის სისტემის დამთრგუნველი სხვა პროდუქტები;

ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები;

ანტიდეპრესანტები, როგორიცაა მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორები (მაოი);

პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებები;

ნეიროლეპსური საშუალებები (გამოიყენება აგზნების და ნეირომუსკულარული ჰიპერაქტივობის მოსახსნელად);

ოტოტოქსიკური მედიკამენტები (ყურზე მოქმედი საშუალებები) (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები);

სამკურნალო პროდუქტები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ფოტომგრძნობელობა (კანის რეაქციები მზის სხივებზე მგრძნობელობის გამო).

მედიკამენტები, რომლებიც უშუალოდ მოქმედებენ კოფეინზე:

პერორალური კონტრაცეპტივები;

ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები (მაგ.: პიპემიდის მჟავა, ციპროფლოქსაცინი), ლინეზოლიდი და ერითრომიცინი;

ბარბიტურატები (რომლებიც გამოიყენება, როგორც ანტიკონვულსანტები);

ადრენერგული ბრონქოდილატატორები და თეოფილინი (გამოიყენება ბრონქული ასთმის დროს);

კალციუმი;

ციმეტიდინი (გამოიყენება კუჭის მჟავის ჰიპერსეკრეციის და კუჭის წყლულების დროს);

დისულფირამი (გამოიყენება ალკოჰოლზე დამოკიდებულების მოსახსნელად);

ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის დროს);

რკინა (გამოიყენება ანემიის დროს) (კოფეინი ამცირებს რკინის აბსორბციას, ამიტომ ამ მედიკამენტების მიღებებს შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 2 საათი);

ლითიუმი (ანტიდეპრესანტი);

მექსილეთინი, გამოიყენება გულის რითმის დარღვევების დროს (გულის არითმია);

პროკარბაზინი (კიბოს საწინააღმდეგო საშუალება);

სელეგილინი (გამოიყენება პარკინსონის დაავადების დროს);

თიროქსინი (გამოიყენება ფარისებრის ჯირკვლის დაავადების დროს).

დიაგნოსტიკური ანალიზების შედეგებზე გავლენა

თუ პაციენტს ესაჭიროება ანალიზების აღება (სისხლის, შარდის და ა.შ.), ექიმს უნდა ეცნობოს, რომ იღებს ამ მედიკამენტს, რადგან შეიძლება გავლენა იქონიოს შედეგებზე.

თუ პაციენტს ესაჭიროება ალერგიული სინჯის ჩატარება (მათ შორის კანის ტესტების), რეკომენდებულია მკურნალობა შეჩერდეს 72 საათით ადრე ტესტის ჩატარებამდე, რადგან შეიძლება გავლენა იქონიოს შედეგებზე.

დიაბეტის მქონე პაციენტებმა მხედველობაში უნდა იქონიონ, რომ კოფეინმა შეიძლება გაზარდოს სისხლში გლუკოზის დონე.

ნორმოსტოპ კოფეინის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდებული ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს.

კოფეინის შემცველი სასმელების (ყავა, ჩაი, შოკოლადის და კოლას შემცველი სასმელები) მიღება უნდა შემცირდეს ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს.

ამ მედიკამენტის მიღება რეკომენდებულია საკვებთან ან რძესთან ერთად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ძუძუთი კვება

ძუძუთი კვების დროს ამ მედიკამენტის მიღება არ უნდა მოხდეს ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გარეშე, რადგან მედიკამენტი აღწევს დედის რძეში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა სახიფათო მექანიზმების მართვა ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს, რადგან მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ან დაქვეითებული რეაქცია რეკომენდებული დოზებით მიღების დროს.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ნორმოსტოპ კოფეინიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.

გვერდითი მოვლენები უფრო მეტად ვითარდება მკურნალობის დასაწყისში.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები, რომელთა სიხშირე ზუსტად არ არის დადგენილი, აღწერილ იქნა დიმენჰიდრინატის გამოყენების პერიოდში:

გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, დიარეა, კუჭის ტკივილი

მადის დაქვეითება და პირის სიმშრალე

ძილი და სედაცია (დაბუჟება)

თავის ტკივილი, ტრიალის შეგრძნება და თავბრუსხვევა

ლორწოვანის წებოვნების გაზრდა ბრონქებში, რაც ართულებს სუნთქვას

შარდის შეკავება და სექსუალური იმპოტენცია

გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება)

გუგების გაფართოება, მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის გაორება

კანის ალერგიული რეაქციები და მზის სხივებზე მგრძნობელობა, ინტენსიური დასხივების შემდეგ შეიძლება განვითარდეს ჭინჭრის ციება, ქავილი და კანის სიწითლე

ერითროციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

პორფირია (იშვიათი დაავადება, უმეტესად მემკვიდრული ხასიათის, რომლის დროსაც შარდსა და განავალში გამოიყოფა დიდი რაოდენობით პორფირინი)

ჰიპოტენზია (არტერიული წნევის დაქვეითება)

ტაქიკარდია, გულის თრთოლვა და/ან არითმიები

შეიძლება განვითარდეს ჰიპერაგზნება, განსაკუთრებით ბავშვებში, შემდგი სიმპტომებით: უძილობა, ნევროზულობა, ცნობიერების დაბინდვა, ტრემორი, გაღიზიანებადობა, ეიფორია, დელირიუმი, გულის თრთოლვა და კრუნჩხვებიც კი.

გარდა ამისა, კოფეინმა შეიძლება გამოიწვიოს:

აგზნება, აჟიტირება და/ან ძილის გაძნელება

ყურებში ხმაური

დეზორიენტაცია

სწრაფი სუნთქვა

ალები

ხშირი შარდვა

ჰიპერგლიკემია ან ჰიპოგლიკემია (სისხლში გლუკოზის დონის მომატება ან შემცირება)

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით: www.noificaRAM.es

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ჭარბი დოზა

გუგების გაფართოება, სახის სიწითლე, აგზნება, ჰალუცინაციები, ცნობიერების დაბინდვა, კუჭის ან ნაწლავების გაღიზიანება გულისრევით, ღებინებით და დიარეით, მოძრაობის დარღვევა, კრუნჩხვები, ცნობიერების დაკარგვა (კომა), რესპირატორული და გულის ფუნქციის მწვავე დაქვეითება (კარდიორესპირატორული კოლაფსი) და სიკვდილი. სიმპტომები შეიძლება გამოოვლინდეს დოზის გადაჭარბებიდან 2 საათის შემდეგ. დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას, საჭიროა სამედიცინო ცენტრში დაუყოვნებლივ მიმართვა ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა (ტელ.: +34 91 562 04 20), მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა დიმენჰიდრინატი და კოფეინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ დიმენჰიდრინატს და 50 მგ კოფეინს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა (E-460), კროსპოვიდონი, პოვიდონი, კოლოიდური სილიციუმის უწყლო დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E-171), მაკროგოლი 6000 და ტალკი (E-553b).

ნორმოსტოპ კოფეინის ფორმა და შეფუთვა

ნორმოსტოპ კოფეინი არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი, ორმხრივამობურცული ტაბლეტები გამყოფი ხაზით.

შეფუთვა შეიცავს 4 ან 12 ტაბლეტს.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (Spain)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოს – მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2018 წლის ოქტომბერი

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების ესპანეთის სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ალუმინი/პოლიამიდი-ალუმინი-პვქ ბლისტერი: არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

ალუმინი/პვქ-პვდქ და ალუმინი/პვქ ბლისტერი: ინახება 300C ტემპერატურის ქვემოთ.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

ნორმოსტოპ კოფეინი 50 მგ/50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

დიმენჰიდრინატი/კოფეინი

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფრომაციას.

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის დანიშნულების შესაბამისად.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი თავს კარგად არ გრძნობს ან მისი მდგომარეობა უარესდება 7 დღის შემდეგ.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ნორმოსტოპ კოფეინი და მისი გამოყენება;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ნორმოსტოპ კოფეინის მიღებამდე;

ნორმოსტოპ კოფეინის მიღების წესი;

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

ნორმოსტოპ კოფეინის შენახვის წესი;

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.

რას წარმოადგენს ნორმოსტოპი კოფეინი და მისი გამოყენება

დიმენჰიდრინატი აქტიური ნივთიერებაა, რომელსაც გააჩნია სატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული თავბრუსხვევის საწინააღმდეგო მოქმედება.

კოფეინს აქვს მასტიმულირებელი მოქმედება ნერვულ სისტემაზე, რომელსაც უკუფექტი აქვს დიმენჰიდრინატით გამოწვეულ შესაძლო ძილიანობაზე.

ნორმოსტოპ კოფეინი ნაჩვენებია ხმელეთზე, ჰაერში ან წყალში გადაადგილებით გამოწვეული ზღვის ავადმყოფობის სიმპტომების პრევენციისათვის და სამკურნალოდ, როგორიცაა: გულისრევა, ღებინება და/ან ვერტიგო, მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ 7 დღის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ნორმოსტოპ კოფეინის მიღებამდე

დაუშვებელია ნორმოსტოპ კოფეინის მიღება:

თუ პაციენტი ალერგიულია დიმენჰიდრინატის, დიფენჰიდრამინის, კოფეინის (ან მისი წარმოებულების, როგორიცაა ამინოფილინი, თეოფილინი და ა.შ.) ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. მე-6 პარაგრაფი);

თუ პაციენტს აღენიშნება პორფირია (იშვიათი დაავადება, ძირითადად მემკვიდრეობითი ხასიათის, რომლის დროსაც დიდი რაოდენობით პორფირინი გამოიყოფა შარდსა და განავლში);

თუ პაციენტს ასთმის შეტევები აქვს;

თუ პაციენტს აღენიშნება ფსიქიკური დარღვევები, რომლებიც იწვევენ ნერვულ აგზნებას ან გულყრებს კრუნჩხვითი მოძრაობებით, ცნობიერების დაკარგვით ან მის გარეშე (ეპილეფსია);

თუ პაციენტს აღენიშნება შფოთვითი მდგომარეობა ან უძილობა (დაძინების გაძნელება);

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან გულის მძიმე დარღვევები;

თუ პაციენტს კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული აქვს;

თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპერტენზია.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ნორმოსტოპ კოფეინის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:

თუ პაციენტი ალერგიულია ალერგიის საწინააღმდეგო რომელიმე მედიკამენტის მიმართ, რადგან პაციენტი ასევე შეიძლება ალერგიული იყოს დიმენჰიდრინატის მიმართ;

თუ პაციენტს აღენიშნება ასთმა ან მძიმე რესპირატორული დაავადება (ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ემფიზემა, ქრონიკული ბრონქიტი), რადგან შეიძლება გასქელდეს სეკრეტი და გავლენა იქონიოს ნახველის ამოღებაზე;

თუ პაციენტს აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის გაძლიერებული ფუნქცია (ჰიპერთირეოზი), თვალშიდა წნევის მომატება (გლაუკომა), პროსტატის გადიდება (პროსტატის ჰიპერტროფია) ან ნებისმიერი დაავადება, რომელიც იწვევს საშარდე გზების ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ობსტრუქციას;

თუ პაციენტი 65 წელზე მეტი ასაკისაა, შეიძლება განვითარდეს პირის სიმშრალე, შარდის შეკავება, გულისრევა, ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა და არტერიული წნევის დაქვეითება (ჰიპოტენზია);

თუ პაციენტი იღებს ოტოტოქსიკურ მედიკამენტს, ტოქსიკურობის სიმპტომები, როგორიცაა: ყურებში ხმაური, თავბრუსხვევა ან ტრიალის შეგრძნება, შეიძლება შეინიღბოს ამ მედიკამენტით;

დიაბეტის მქონე პაციენტებში კოფეინმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის მომატება;

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის დაავადება,/დარღვევა კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კუჭის ანთება (გასტრიტი), საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე;

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია მედიკამენტის მიღებამდე, თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა გულის დაავადება/დარღვევები (არითმია, მიოკარდიუმის იშემია და ა.შ.), განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვისას ან სიმაღლეზე ყოფნის დროს;

თუ პაციენტი მგრძნობიარეა კოფეინის ან სხვა ქსანტინების მიმართ, როგორიცაა: თეოფილინი, ამინოფილინი და სხვ., საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე;

თუ პაციენტი ეჭვობს, რომ აქვს აპენდიციტის სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება ან მუცლის სპაზმები, საჭიროა ექიმთან მიმართვა რათა გამოირიცხოს აპენდიციტი, დიმენჰიდრინატმა შეიძლება გაართულოს ამ დიაგნოზის დასმა;

რეკომენდებულია ძალიან მაღალ ტემპერატურაზე ყოფნისგან თავის არიდება და სათანადო ჰიგიენურ-დიეტური ზომების დაცვა, როგორიცაა ადექვატური ვენტილაცია და ჰიდრატაცია;

ამ მედიკამენტის მიღებისას საჭიროა მზის სხივებისგან (ღრუბლიან ამინდშიც) და ულტრაიისფერი გამოსხივების ნათურების ზემოქმედებისგან თავის არიდება;

თამბაქოსა და მედიკამენტში არსებული კოფეინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გააძლიეროს კოფეინის დაშლა.

ბავშვები

მედიკამენტი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სხვა მედიკამენტები და ნორმოსტოპ კოფეინი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

მედიკამენტები, რომლებიც მოქმედებენ უშუალოდ დიმენჰიდრინატზე:

საანესთეზიო საშუალებები და ცენტრალური ნერვულის სისტემის დამთრგუნველი სხვა პროდუქტები;

ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები;

ანტიდეპრესანტები, როგორიცაა მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორები (მაოი);

პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებები;

ნეიროლეპსური საშუალებები (გამოიყენება აგზნების და ნეირომუსკულარული ჰიპერაქტივობის მოსახსნელად);

ოტოტოქსიკური მედიკამენტები (ყურზე მოქმედი საშუალებები) (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები);

სამკურნალო პროდუქტები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ფოტომგრძნობელობა (კანის რეაქციები მზის სხივებზე მგრძნობელობის გამო).

მედიკამენტები, რომლებიც უშუალოდ მოქმედებენ კოფეინზე:

პერორალური კონტრაცეპტივები;

ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები (მაგ.: პიპემიდის მჟავა, ციპროფლოქსაცინი), ლინეზოლიდი და ერითრომიცინი;

ბარბიტურატები (რომლებიც გამოიყენება, როგორც ანტიკონვულსანტები);

ადრენერგული ბრონქოდილატატორები და თეოფილინი (გამოიყენება ბრონქული ასთმის დროს);

კალციუმი;

ციმეტიდინი (გამოიყენება კუჭის მჟავის ჰიპერსეკრეციის და კუჭის წყლულების დროს);

დისულფირამი (გამოიყენება ალკოჰოლზე დამოკიდებულების მოსახსნელად);

ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის დროს);

რკინა (გამოიყენება ანემიის დროს) (კოფეინი ამცირებს რკინის აბსორბციას, ამიტომ ამ მედიკამენტების მიღებებს შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 2 საათი);

ლითიუმი (ანტიდეპრესანტი);

მექსილეთინი, გამოიყენება გულის რითმის დარღვევების დროს (გულის არითმია);

პროკარბაზინი (კიბოს საწინააღმდეგო საშუალება);

სელეგილინი (გამოიყენება პარკინსონის დაავადების დროს);

თიროქსინი (გამოიყენება ფარისებრის ჯირკვლის დაავადების დროს).

დიაგნოსტიკური ანალიზების შედეგებზე გავლენა

თუ პაციენტს ესაჭიროება ანალიზების აღება (სისხლის, შარდის და ა.შ.), ექიმს უნდა ეცნობოს, რომ იღებს ამ მედიკამენტს, რადგან შეიძლება გავლენა იქონიოს შედეგებზე.

თუ პაციენტს ესაჭიროება ალერგიული სინჯის ჩატარება (მათ შორის კანის ტესტების), რეკომენდებულია მკურნალობა შეჩერდეს 72 საათით ადრე ტესტის ჩატარებამდე, რადგან შეიძლება გავლენა იქონიოს შედეგებზე.

დიაბეტის მქონე პაციენტებმა მხედველობაში უნდა იქონიონ, რომ კოფეინმა შეიძლება გაზარდოს სისხლში გლუკოზის დონე.

ნორმოსტოპ კოფეინის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდებული ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს.

კოფეინის შემცველი სასმელების (ყავა, ჩაი, შოკოლადის და კოლას შემცველი სასმელები) მიღება უნდა შემცირდეს ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს.

ამ მედიკამენტის მიღება რეკომენდებულია საკვებთან ან რძესთან ერთად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ძუძუთი კვება

ძუძუთი კვების დროს ამ მედიკამენტის მიღება არ უნდა მოხდეს ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გარეშე, რადგან მედიკამენტი აღწევს დედის რძეში.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა სახიფათო მექანიზმების მართვა ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს, რადგან მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ან დაქვეითებული რეაქცია რეკომენდებული დოზებით მიღების დროს.

ნორმოსტოპ კოფეინის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

რეკომენდებული დოზებია:

მოზდილები და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები

მიიღება 1 ან 2 ტაბლეტი. საჭიროების შემთხვევაში ინიშნება ყოველ 4 ან 6 საათში.

დაუშვებელია დღეში 8 ტაბლეტზე მეტის მიღება (შეესაბამება 400 მგ დიმენჰიდრინატს და 400 მგ კოფეინს).

ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტები

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია.

ბავშვებში გამოყენება

მედიკამენტი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

განკუთვნილია შიგნით მისაღებად.

მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს მგზავრობის დაწყებამდე არაუმცირეს ნახევარი საათით ადრე (უმჯობესია 1 ან 2 საათით ადრე). დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 4 საათი. რეკომენდებულია ტაბლეტების გადაყლაპვა საკვებთან, წყალთან ან რძესთან ერთად, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი კუჭის გაღიზიანება. ბოლო დოზის მიღება უნდა მოხდეს დაძინებამდე 6 საათით ადრე, რათა თავიდან იქნას აცილებული უძილობა, განსაკუთრებით ძილის პრობლემების მქონე პაციენტებში.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტის მდგომარეობა უარესდება ან სიმპტომები ნარჩუნდება 7 დღეზე მეტ ხანს.

ნორმოსტოპ კოფეინის დოზის გადაჭარბებისას

ნორმოსტოპ კოფეინის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

დოზის გადაჭარბების ძირითადი სიმპტომებია: გუგების გაფართოება, სახის სიწითლე, აგზნება, ჰალუცინაციები, ცნობიერების დაბინდვა, კუჭის ან ნაწლავების გაღიზიანება გულისრევით, ღებინებით და დიარეით, მოძრაობის დარღვევა, კრუნჩხვები, ცნობიერების დაკარგვა (კომა), რესპირატორული და გულის ფუნქციის მწვავე დაქვეითება (კარდიორესპირატორული კოლაფსი) და სიკვდილი. სიმპტომები შეიძლება გამოოვლინდეს დოზის გადაჭარბებიდან 2 საათის შემდეგ. დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას, საჭიროა სამედიცინო ცენტრში დაუყოვნებლივ მიმართვა ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა (ტელ.: +34 91 562 04 20), მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ნორმოსტოპ კოფეინიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.

გვერდითი მოვლენები უფრო მეტად ვითარდება მკურნალობის დასაწყისში.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები, რომელთა სიხშირე ზუსტად არ არის დადგენილი, აღწერილ იქნა დიმენჰიდრინატის გამოყენების პერიოდში:

გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, დიარეა, კუჭის ტკივილი

მადის დაქვეითება და პირის სიმშრალე

ძილი და სედაცია (დაბუჟება)

თავის ტკივილი, ტრიალის შეგრძნება და თავბრუსხვევა

ლორწოვანის წებოვნების გაზრდა ბრონქებში, რაც ართულებს სუნთქვას

შარდის შეკავება და სექსუალური იმპოტენცია

გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება)

გუგების გაფართოება, მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის გაორება

კანის ალერგიული რეაქციები და მზის სხივებზე მგრძნობელობა, ინტენსიური დასხივების შემდეგ შეიძლება განვითარდეს ჭინჭრის ციება, ქავილი და კანის სიწითლე

ერითროციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

პორფირია (იშვიათი დაავადება, უმეტესად მემკვიდრული ხასიათის, რომლის დროსაც შარდსა და განავალში გამოიყოფა დიდი რაოდენობით პორფირინი)

ჰიპოტენზია (არტერიული წნევის დაქვეითება)

ტაქიკარდია, გულის თრთოლვა და/ან არითმიები

შეიძლება განვითარდეს ჰიპერაგზნება, განსაკუთრებით ბავშვებში, შემდგი სიმპტომებით: უძილობა, ნევროზულობა, ცნობიერების დაბინდვა, ტრემორი, გაღიზიანებადობა, ეიფორია, დელირიუმი, გულის თრთოლვა და კრუნჩხვებიც კი.

გარდა ამისა, კოფეინმა შეიძლება გამოიწვიოს:

აგზნება, აჟიტირება და/ან ძილის გაძნელება

ყურებში ხმაური

დეზორიენტაცია

სწრაფი სუნთქვა

ალები

ხშირი შარდვა

ჰიპერგლიკემია ან ჰიპოგლიკემია (სისხლში გლუკოზის დონის მომატება ან შემცირება)

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით: www.noificaRAM.es

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ნორმოსტოპ კოფეინის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ალუმინი/პოლიამიდი-ალუმინი-პვქ ბლისტერი: არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

ალუმინი/პვქ-პვდქ და ალუმინი/პვქ ბლისტერი: ინახება 300C ტემპერატურის ქვემოთ.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ნორმოსტოპ კოფეინი

აქტიური ნივთიერებაა დიმენჰიდრინატი და კოფეინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ დიმენჰიდრინატს და 50 მგ კოფეინს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა (E-460), კროსპოვიდონი, პოვიდონი, კოლოიდური სილიციუმის უწყლო დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E-171), მაკროგოლი 6000 და ტალკი (E-553b).

ნორმოსტოპ კოფეინის ფორმა და შეფუთვა

ნორმოსტოპ კოფეინი არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი, ორმხრივამობურცული ტაბლეტები გამყოფი ხაზით.

შეფუთვა შეიცავს 4 ან 12 ტაბლეტს.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (Spain)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოს – მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2018 წლის ოქტომბერი

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების ესპანეთის სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა