ნორკოლუტი
NORCOLUT®
მასიური მენსტრუალური სისხლდენა (მენორაგია/ჰიპერმენორეა), ენდომეტრიუმის ჯირკვლოვან-კისტოზური ჰიპერპლაზია, ლაქტაციის დათრგუნვა.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ნორეთისტერონი (norethisterone)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ ტაბლეტი №20 (2X10)
- მწარმოებელი
- GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, ესტრენის წარმოებულები
- ATC კოდი
- G03DC02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042105
- რეგისტრირებულია
- 26 სექტემბერი 2024, მოქმედებს 26 სექტემბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- GEDEON RICHTER Plc (უნგრეთი)
- განმცხადებელი
- ღია სააქციო საზოგადოება ქიმიური ქარხანა "გედეონ რიხტერი"-ს წარმომადგენლობა
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ნორკოლუტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მასიური მენსტრუალური სისხლდენა (მენორაგია/ჰიპერმენორეა), ენდომეტრიუმის ჯირკვლოვან-კისტოზური ჰიპერპლაზია, ლაქტაციის დათრგუნვა.
მიღების წესი და დოზირება
მასიური მენსტრუალური სისხლდენის (მენორაგია/ჰიპერმენორეას) დროს: რეკომენდირებულია 15 მგ ნორეთისტერონის მიღება დღეში მენსტრუალური ციკლის მე-5 დღიდან 26-ე დღემდე.
ენდომეტრიუმის ჯირკვლოვან-კისტოზური ჰიპერპლაზიის დროს: ციკლის მე-16 დღიდან რეკომენდირებულია ნორეთისტერონის 10-15 მგ მიღება დღეში 6-12 დღის განმავლობაში.
ლაქტაციის დათრგუნვა: ლაქტაციის დათრგუნვის მიზნით ნორეთისტერონის გამოყენების სქემა აღწერილია ქვემოთ ცხრილებში 1ა და 1ბ.
ცხრილი 1ა. ლაქტაციის პრევენციისთვის განკუთვნილი პრეპარატ ნორკოლუტის® დოზირების სქემა
პრეპარატის მიღების დღე
ორსულობის შეწყვეტის შემთხვევაში მე-16-28-ე კვირაზე
ორსულობის შეწყვეტის შემთხვევაში 28-36 კვირაზე
პირველი დღე
15 მგ (3 ტაბლეტი)
15 მგ (3 ტაბლეტი)
მე-2-3 დღე
10 მგ (2 ტაბლეტი)
10 მგ (2 ტაბლეტი)
მე-4-7 დღეები
5 მგ (1 ტაბლეტი)
10 მგ (2 ტაბლეტი)
ცხრილი 1ბ. პრეპარატ ნორკოლუტის® დოზირების სქემა ლაქტაციის შესაჩერებლად:
პრეპარატის მიღების დღე (დღე მშობიარობის შემდეგ)
1-3 დღეები
20 მგ (4 ტაბლეტი)
4-7 დღეები
15 მგ (3 ტაბლეტი)
8-10 დღეები
10 მგ (2 ტაბლეტი)
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
კვლევები თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტების მონაწილეობით არ ჩატარებულა.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
კვლევები ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტების მონაწილეობით არ ჩატარებულა.
ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე მეტი ასაკის)
ხანდაზმულ პაციენტების მონაწილეობით კვლევები არ ჩატარებულა.
ბავშვები
არსებობს შეზღუდული მონაცემები, ამიტომ პრეპარატ ნორკოლუტის® გამოყენება ბავშვებში არ არის ნაჩვენები.
გამოყენების წესი
პერორალური მიღებისთვის.
უკუჩვენებები
პრეპარატი ნორკოლუტი® არ უნდა იქნას გამოყენებული ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების არსებობისას. თუ ნორკოლუტის® გამოყენების დროს რომელიმე ეს მდგომარეობა განვითარდება, პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
- ვენური თრომბოემბოლიის (VTE) არსებობა ან განვითარების რისკი.
o ვენური თრომბოემბოლიის (VTE) არსებობა ამჟამად (მიმდინარე ანტიკოაგულანტული თერაპია) ან ანამნეზში (მაგ. ღრმა ვენების თრომბოზი [DVT] ან ფილტვის არტერიის ემბოლია [PE]).
o დადგენილი მემკვიდრეობითი ან შეძენილი წინასწარგანწყობა VTE-ს მიმართ, მაგალითად, რეზისტენტობა აქტივირებული C პროტეინისადმი (მათ შორის, V ფაქტორის ლეიდენის მუტაცია), ანტითრომბინ III-ის დეფიციტი, პროტეინ C-ს ან პროტოეინ S-ს დეფიციტი.
o ფართო ქირურგიული ჩარევები ხანგრძლივი იმობილიზაციით (იხ. ნაწილი „სიფრთხილის ზომები“).
o VTE-ს მაღალი რისკი მრავალი რისკ-ფაქტორის გამო (იხ. ნაწილი „სიფრთხილის ზომები“).
- არტერიული თრომბოემბოლიის (ATE) არსებობა ან განვითარების რისკი.
o ATE-ს (მაგ. მიოკარდიუმის ინფარქტი) ან მისი წინამორბედი მდგომარეობების (მაგ. სტენოკარდია) არსებობა ამჟამად ან ანამნეზში.
o თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა - ინსულტის ან მისი წინამორბედი მდგომარეობების (მაგ. გარდამავალი იშემიური შეტევა [TIA]) არსებობა ამჟამად ან ანამნეზში.
o ATE-სადმი დადგენილი მემკვიდრეობითი ან შეძენილი წინასწარგანწყობა, როგორიცაა ჰიპერჰომოცისტეინემია და ფოსფოლიპიდებისადმი ანტისხეულების არსებობა (ანტისხეულები კარდიოლიპინისადმი, წითელი მგლურას ანტიკოაგულანტი).
o ანამნეზში შაკიკის არსებობა კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკით.
o ATE-ის განვითარების მაღალი რისკი მრავალი რისკ-ფაქტორის გამო (იხილეთ ნაწილი „სიფრთხილის ზომები“) ან ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთი სერიოზული რისკ-ფაქტორის არსებობის გამო:
- შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი გამოვლინებებით;
- მძიმე არტერიული ჰიპერტენზია;
- მძიმე ფორმის დისლიპოპროტეინემია.
- პანკრეატიტი, დაკავშირებული მძიმე ჰიპერტრიგლიცერიდემიასთან, ამჟამად ან ანამნეზში.
- ღვიძლის მძიმე დაავადება ამჟამად ან ანამნეზში, ღვიძლის ფუნქციური სინჯების ნორმალიზებამდე.
- ღვიძლის სიმსივნეები (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი), ამჟამად ან ანამნეზში.
- დადგენილი ან სავარაუდო ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები, რომლებიც დამოკიდებულია სქესობრივ სტეროიდებზე (მაგ., სასქესო ორგანოების ან სარძევე ჯირკვლის ახალწარმონაქმნები).
- გაურკვეველი გენეზის ვაგინალური სისხლდენა.
- ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი.
- იდიოპათიური სიყვითლე ან მძიმე კანისმიერი ქავილი ორსულობის დროს.
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნაწილში „შემადგენლობა“ ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
- პრეპარატ ნორკოლუტის® გამოყენება კომბინაციაში სამკურნალო პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ ომბიტასვირს/პარიტაპრევირს/რიტონავირს, დასაბუვირს, ასევე პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ გლეკაპრევირს/პიბრენტასვირს ან სოფოსბუვირს/ველპატასვირს/ვოქსილაპრევირს (იხილეთ ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).
სიფრთხილის ზომები
მკურნალობის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს საფუძვლიანი გინეკოლოგიური გამოკვლევა, სარძევე ჯირკვლების გამოკვლევა და ონკოლოგიური დაავადებების გამორიცხვა.
სამედიცინო გამოკვლევა
პრეპარატ ნორკოლუტის® მიღების დაწყებამდე უნდა შეგროვდეს სრული ანამნეზი (ოჯახური ანამნეზის ჩათვლით) და გამოირიცხოს ორსულობა. უნდა გაიზომოს არტერიული წნევა, ჩატარდეს ფიზიკალური გამოკვლევა, უკუჩვენებების შესახებ ინფორმაციისა და სპეციალური მითითებების და სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით. სამედიცინო გამოკვლევა უნდა მოიცავდეს არტერიული წნევის გაზომვას, სარძევე ჯირკვლების, მუცლის ღრუს ორგანოების, შინაგანი და გარეთა სასქესო ორგანოების გამოკვლევას, საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსიდან ნაცხის აღებას და შესაბამისი ლაბორატორიული ტესტების ჩატარებას. ამ გამოკვლევის სიხშირე და ხასიათი უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის სახელმძღვანელოებებს და ადაპტირებული იქნას კონკრეტული ქალისთვის.
ეთინილესტრადიოლი არის ნორეთისტერონის აქტიური მეტაბოლიტი, ამიტომ ასევე უნდა იქნას გათვალისწინებული ზოგადი სიფრთხილის ზომები, რომლებიც ეხება კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებას. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების ან რისკ-ფაქტორების არსებობისას, პრეპარატ ნორკოლუტის® გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
ვენური თრომბოემბოლია (VTE)
ნებისმიერი CHC-ის გამოყენება ზრდის VTE-ის რისკს. VTE-ის რისკი განსხვავდება CHC-ში შემავალი პროგესტაგენის მიხედვით. ამჟამად არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ პროგესტაგენების, ლევონორგესტრელის, ნორეთისტერონის ან ნორგესტიმატის შემცველ CHC-ებს აქვთ VTE-ის განვითარების ყველაზე დაბალი რისკი.
10 000 ქალიდან, რომლებიც იყენებენ ლევონორგესტრელის, ნორეთისტერონის ან ნორგესტიმატის შემცველ CHC-ს, წელიწადში დაახლოებით 5-7 ქალს უვითარდება თრომბოზი.
სამკურნალო საშუალებების ევროპული სააგენტოს (EMA) რეკომენდაციის თანახმად, CHC-ის დანიშვნისას, ყურადღებით უნდა იქნას განხილული თითოეული კონკრეტული ქალის რისკ-ფაქტორები, განსაკუთრებით VTE-ის რისკ-ფაქტორები, და პრეპარატებს შორის განსხვავებები VTE-ის რისკის თვალსაზრისით.
CHC უკუნაჩვენებია ქალებისთვის ნებისმიერი სერიოზული რისკ-ფაქტორებით, რომლებიც იწვევს თრომბის წარმოქმნის მაღალ რისკს.
VTE-ის რისკი იზრდება პაციენტებში VTE-თი ანამნეზში ან დიაგნოსტირებული თრომბოფილიური მდგომარეობებით. სტეროიდული ჰორმონების გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ეს რისკი.
თუ პაციენტს განუვითარდება სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს თრომბოემბოლიურ გართულებებზე, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. თერაპიის გაგრძელებამდე ხელახლა უნდა შეფასდეს თერაპიის საჭიროება.
ვენური თრომბოემბოლიის (VTE) განვითარების საყოველთაოდ აღიარებული რისკ-ფაქტორებია:
ცხრილი 3. VTE-ის განვითარების რისკ-ფაქტორები
რისკ-ფაქტორები
შენიშვნა
სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი (BMI) 30 კგ/მ2-ზე მეტი)
რისკი მნიშვნელოვნად იზრდება BMI-ს მატებასთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანია სხვა რისკ-ფაქტორების არსებობის გათვალისწინებაც.
ხანგრძლივი იმობილიზაცია, მასშტაბური ქირურგიული ჩარევა, ქვედა კიდურებზე ან მენჯის ორგანოებზე ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა, ნეიროქირურგიული ოპერაცია ან მასშტაბური ტრავმა.
შენიშვნა: დროებითი იმობილიზაცია, მათ შორის 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, საჰაერო მგზავრობა, ასევე შეიძლება იყოს VTE-ს განვითარების რისკ-ფაქტორი, განსაკუთრებით ქალებში სხვა რისკ-ფაქტორებით.
ასეთ სიტუაციებში რეკომენდირებულია CHC-ის (პლასტირი/ტაბლეტი/ვაგინალური რგოლი) გამოყენების შეწყვეტა (დაგეგმილი ოპერატიული ჩარევის შემთხვევაში - მინიმუმ 4 კვირით ადრე) და მისი განახლება სრული მობილობის აღდგენიდან 2 კვირის შემდეგ. არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად უნდა იქნას გამოყენებული კონტრაცეფციის სხვა მეთოდი. თუ პრეპარატ ნორკოლუტის® მიღება წინასწარ არ არის შეწყვეტილი, უნდა განიხილებოდეს ანტითრომბოზული თერაპიის ჩატარების საკითხი.
დამძიმებული ოჯახური ანამნეზი (VTE-ს შემთხვევები ახლო ნათესავებში - ძმა, და, მშობლები, განსაკუთრებით შედარებით ახალგაზრდა ასაკში, ანუ 50 წლამდე).
მემკვიდრეობით წინასწარგანწყობაზე ეჭვის შემთხვევაში, ნებისმიერი სასქესო ჰორმონის პრეპარატის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ქალი კონსულტაციისთვის სპეციალისტთან უნდა გაიგზავნოს.
ვენურ თრომბოემბოლიასთან (VTE) ასოცირებული სხვა მდგომარეობები
კიბო, სისტემური წითელი მგლურა, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი) და ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია.
ასაკი
განსაკუთრებით 35 წელზე მეტი ასაკის.
არ არსებობს ერთიანი აზრი ვენების ვარიკოზული გაფართოვების და ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტის შესაძლო როლის შესახებ ვენების თრომბოზის განვითარებასა ან პროგრესირებაში.
გათვალისწინებული უნდა იქნას თრომბოემბოლიის განვითარების გაზრდილი რისკი ორსულობის დროს და განსაკუთრებით მშობიარობის შემდგომი პერიოდის პირველი 6 კვირის განმავლობაში (იხილეთ ნაწილი „გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში“).
თუ პაციენტი უკვე იღებს ანტიკოაგულანტებს, პროგესტაგენებით თერაპიის რისკი და უპირატესობა სათანადოდ უნდა შეფასდეს.
ვენური თრომბოემბოლიის (ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია) სიმპტომები
ქალებს უნდა ეცნობოთ, რომ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მათ უნდა მიმართონ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და აცნობონ ჯანდაცვის სპეციალისტს, რომ ისინი იღებენ ნორკოლუტს®.
ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) სიმპტომები შეიძლება იყოს:
- წვივის და/ან ტერფის ცალმხრივი შეშუპება ან შეშუპება ფეხზე ვენის გასწვრივ;
- ტკივილი ან მგრძნობელობა ფეხში, რომელიც იგრძნობა მხოლოდ დგომის ან სიარულის დროს;
- დაზიანებული ფეხის ტემპერატურის მომატება; ფეხის კანის სიწითლე ან სიფერმკრთალე.
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (PE) სიმპტომები შეიძლება იყოს:
- აუხსნელი ქოშინის ან სუნთქვის გახშირების უეცარი დაწყება;
- უეცარი ხველა აშკარა მიზეზის გარეშე, შესაძლოა სისხლით;
- მძაფრი ტკივილი გულმკერდის არეში;
- გულის წასვლისწინა მდგომარეობა ან თავბრუსხვევა;
- გახშირებული ან არითმიული გულისცემა.
ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ზოგიერთი (მაგ. ქოშინი, ხველა) არასპეციფიკურია და შეიძლება აგვერიოს უფრო გავრცელებულ ან ნაკლებად მძიმე მდგომარეობებში (მაგ. რესპირატორული ინფექციები). სისხლძარღვთა ოკლუზიის სხვა ნიშნები შეიძლება მოიცავდეს უეცარ ტკივილს, შეშუპებას და კიდურის მსუბუქ სილურჯეს.
თვალის სისხლძარღვთა ოკლუზიის შემთხვევაში, სიმპტომები შეიძლება მერყეობდეს მხედველობის დაბინდვიდან (ტკივილის შეგრძნების გარეშე) მხედველობის დაკარგვამდე (პროგრესირების შემთხვევაში). ცალკეულ შემთხვევაში, მხედველობის დაკარგვა შეიძლება თითქმის მაშინვე განვითარდეს.
არტერიული თრომბოემბოლია (ATE)
ATE-ს განვითარების რისკ-ფაქტორები
CHC-ის გამოყენებისას ATE-ს ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების განვითარების რისკი იზრდება რისკ-ფაქტორების მქონე ქალებში (იხილეთ ცხრილი 4). პრეპარატი ნორკოლუტი® უკუნაჩვენებია ქალებში ATE-ს განვითარების ერთი სერიოზული რისკ-ფაქტორით ან მრავლობითი რისკ-ფაქტორებით, რაც მათ არტერიული თრომბოზის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ აყენებს (იხილეთ ნაწილი „უკუჩვენებები“). თუ ქალს ერთზე მეტი რისკ-ფაქტორი აქვს, შესაძლოა შეიქმნას სიტუაცია, როდესაც რისკი უფრო მეტად იზრდება, ვიდრე ცალკეული ფაქტორების უბრალო შეჯამებისას: ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია საერთო რისკი. თუ სარგებლის/რისკის თანაფარდობა შეფასებულია, როგორც არახელსაყრელი, პრეპარატ ნორკოლუტის® გამოყენება უნდა შეწყდეს (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“).
ცხრილი 4. ATE-ს განვითარების რისკ-ფაქტორები
რისკ-ფაქტორები
შენიშვნა
ასაკი
განსაკუთრებით 35 წელზე მეტი ასაკის.
მწეველობა
ქალებს, რომლებსაც სურთ სასქესო ჰორმონების პრეპარატების გამოყენება, ურჩევენ მოწევის შეწყვეტას. 35 წელზე უფროსი ასაკის ქალებს, რომლებსაც ჯერ არ დაუტოვებიათ მოწევა, მკაცრად ურჩევენ კონტრაცეფციის სხვა მეთოდის არჩევას.
არტერიული ჰიპერტენზია
სიმსუქნე (BMI 30 კგ/მ2-ზე მეტი)
რისკი მნიშვნელოვნად იზრდება BMI-ის მატებასთან ერთად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამატებითი რისკ-ფაქტორების მქონე ქალებისთვის.
დამძიმებული ოჯახური ანამნეზი (ATE-ს შემთხვევები ახლო ნათესავებში - ძმა, და, მშობლები, განსაკუთრებით შედარებით ადრეულ ასაკში, ანუ 50 წლამდე).
თუ არსებობს ეჭვი მემკვიდრეობით წინასწარგანწყობაზე, ქალი უნდა გაიგზავნოს სპეციალისტთან კონსულტაციისთვის, სანამ იქნება მიღებული გადაწყვეტილება ნებისმიერი სასქესო ჰორმონების პრეპარატის გამოყენების შესახებ.
შაკიკი
შაკიკის სიხშირის ან სიმძიმის ხარისხის მომატება სასქესო ჰორმონების პრეპარატის გამოყენების დროს (რაც შეიძლება იყოს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის წინაპირობა) შეიძლება გახდეს პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტის საფუძველი.
სხვა მდგომარეობები, ასოცირებული არასასურველ სისხლძარღვოვან მოვლენებთან.
შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერჰომოცისტეინემია, გულის სარქვლოვანი მანკი და წინაგულების ფიბრილაცია, დისლიპოპროტეინემია და სისტემური წითელი მგლურა.
ATE-ს სიმპტომები
ქალებს უნდა ეცნობოთ, რომ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მათ უნდა მიმართონ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და აცნობონ მედიცინის მუშაკს, რომ ისინი იღებენ პრეპარატ ნორკოლუტს®.
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების სიმპტომები შეიძლება იყოს:
უეცარი სისუსტე ან სახის, ხელების ან ფეხების დაბუჟება, განსაკუთრებით სხეულის ერთ მხარეს;
სიარულის უეცარი დარღვევები, თავბრუსხვევა, წონასწორობის ან კოორდინაციის დაკარგვა;
უეცრად განვითარებული ცნობიერების არევა, მეტყველების ან მისი გაგების გაძნელება;
მხედველობის უეცარი დარღვევა ერთ ან ორივე თვალში;
უეცარი, გამოხატული ან ხანგრძლივი თავის ტკივილი ცნობილი მიზეზების გარეშე;
გონების დაკარგვა ან გულის წასვლა კრუნჩხვებით ან მის გარეშე.
სიმპტომების დროებითი ხასიათი მიუთითებს გარდამავალ იშემიურ შეტევაზე (TIA).
მიოკარდიუმის ინფარქტის სიმპტომები შეიძლება იყოს:
ტკივილი, დისკომფორტი, ზეწოლა, სიმძიმე, შებოჭილობის ან სისავსის შეგრძნება გულმკერდის არეში, ხელში ან მკერდის ძვლის უკან;
დისკომფორტის შეგრძნება ირადიაციით ზურგში, ქვედა ყბაში, ყელში, ხელში ან ეპიგასტრიუმში;
სისავსის შეგრძნება, საჭმლის მონელების დარღვევა ან ხრჩობა;
ოფლიანობა, გულისრევა, ღებინება ან თავბრუსხვევა;
ძლიერი სისუსტე, შფოთვა ან ქოშინი;
ხშირი ან არითმიული გულისცემა.
ღვიძლის სიმსივნეები
იყო შეტყობინებები იშვიათ შემთხვევებში ღვიძლის კეთილთვისებიანი და, კიდევ უფრო იშვიათ შემთხვევებში, ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების შესახებ ქალებში, რომლებიც იღებენ ჰორმონალურ პრეპარატებს. ცალკეულ შემთხვევებში ეს სიმსივნეები იწვევდნენ სიცოცხლისთვის საშიშ ინტრააბდომინალურ სისხლდენას. მუცლის ზედა ნაწილში ძლიერი ტკივილის, ღვიძლის გადიდების ან ინტრააბდომინალური სისხლდენის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებელია ღვიძლის სიმსივნით დიფერენციალური დიაგნოზის ჩატარება და, საჭიროების შემთხვევაში, პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
საშვილოსნოს ყელის კიბო
საშვილოსნოს ყელის კიბოს ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია პერსისტირებადი პაპილომავირუსის ინფექცია. ზოგიერთი ეპიდემიოლოგიური კვლევის მონაცემების თანახმად, სასქესო ჰორმონების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს ეს რისკი, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს წინააღმდეგობები იმის შესახებ, თუ რამდენად არის ეს მონაცემები განპირობებული დამამახინჯებელი ფაქტორების მოქმედებით, როგორიცაა სექსუალური ქცევა.
სარძევე ჯირკვლის კიბო
ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქალებს, რომლებიც იღებენ სასქესო ჰორმონების შემცველ პრეპარატებს, აქვთ სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რამდენადმე მომატებული ფარდობითი რისკი. გაზრდილი რისკი თანდათან ქრება სასქესო ჰორმონების მიღების შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში. რადგან სარძევე ჯირკვლის კიბო იშვიათია 40 წლამდე ასაკის ქალებში, სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზების დამატებითი რაოდენობა იმ ქალებში, რომლებიც იღებენ ამჟამად ან იღებდნენ ადრე სასქესო ჰორმონების პრეპარატებს, მცირეა სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკის საერთო მაჩვენებელთან მიმართებაში. ამ კვლევებში მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირი არ არის დადასტურებული. სარძევე ჯირკვლის კიბო, გამოვლენილი ქალებში, რომლებიც ოდესმე იღებდნენ მსგავს პრეპარატებს, როგორც წესი, ხასიათდება ნაკლები კლინიკურად გავრცელებადობით, სიმსივნეებთან შედარებით, რომლებიც დიაგნოზირებულია ქალებში, რომლებიც არასდროს იღებდნენ სასქესო ჰორმონებს.
ჰიპერლიპიდემია
ესტროგენებმა შეიძლება ოდნავ გაზარდონ ტრიგლიცერიდების შემცველობა, ამიტომ ქალებში ჰიპერტრიგლიცერიდემიით ან მასზე მითითებით ოჯახურ ანამნეზში, შეიძლება მომატებული იყოს პანკრეატიტის რისკი.
არტერიული წნევის მომატება
მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქალს, რომლებიც იღებდნენ სასქესო ჰორმონების პრეპარატებს, აღენიშნათ არტერიული წნევის მცირე მატება, კლინიკურად მნიშვნელოვანი მატება იშვიათია. თუმცა, თუ კლინიკურად მნიშვნელოვანი არტერიული ჰიპერტენზია გრძელდება პრეპარატ ნორკოლუტის® მიღების ფონზე, მიზანშეწონილია ნორეთისტერონის მიღების შეწყვეტა და არტერეიული ჰიპერტენზიის მკურნალობის დაწყება.
მიუხედავად იმისა, რომ ჰორმონ-ინდუცირებული ჰიპერტენზია იშვიათად გვხვდება, მნიშვნელოვანია მისი გამოვლენა, რადგან ქალებს არტერიული ჰიპერტენზიით, რომლებიც იღებენ პრეპარატ ნორკოლუტს®, შეიძლება ჰქონდეთ მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის გაზრდილი რისკი, იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც არ იღებენ ამ პრეპარატს.
დეპრესია
დათრგუნული განწყობა და დეპრესია ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას წარმოადგენს ცნობილ გვერდით რეაქციას. დეპრესია შეიძლება იყოს სერიოზული დარღვევა და წარმოადგენს სუიციდური ქცევისა და სუიციდის ცნობილ რისკ-ფაქტორს. ქალებმა უნდა მიმართონ მკურნალ ექიმს, თუ განწყობის ცვლილებები და დეპრესიის სიმპტომები გამოვლინდება, მათ შორის მკურნალობის დაწყებიდან მალევე.
ანგიონევროზული შეშუპება
ეგზოგენურმა ესტროგენებმა შეიძლება მოახდინონ პროვოცირება ან გააუარესონ მემკვიდრეობითი და შეძენილი ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომები.
ნახშირწყლების მეტაბოლიზმი
მიუხედავად იმისა, რომ ესტროგენებმა და პროგესტაგენებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ პერიფერიულ ინსულინრეზისტენტობაზე და გლუკოზისადმი ტოლერანტობაზე, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს მკურნალობის რეჟიმის შეცვლის აუცილებლობას შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ სასქესო ჰორმონებს. ნახშირწყლების მეტაბოლიზმის პარამეტრები სათანადოდ უნდა შეფასდეს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ყველა პაციენტში მკურნალობის დაწყებამდე და რეგულარულად მკურნალობის ფონზე.
სხვა
ღვიძლის ფუნქციის მწვავე ან ქრონიკული დარღვევები შეიძლება მოითხოვდეს პრეპარატ ნორკოლუტის® მიღების შეწყვეტას ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ნორმალიზებამდე.
ქოლესტაზური სიყვითლის რეციდივი, რომელიც პირველად ორსულობის დროს ან სასქესო სტეროიდული ჰორმონების წინა გამოყენებისას გამოვლინდა, საჭიროებს პრეპარატ ნორკოლუტის® მიღების შეწყვეტას.
ეგზოგენური ჰორმონების გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ქლოაზმის განვითარებას, განსაკუთრებით ქალებში ორსულების ქლოაზმით ანამნეზში. ქლოაზმის განვითარებისადმი მიდრეკილმა ქალებმა, პრეპარატ ნორკოლუტის® მიღების დროს, მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ მზის ან ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედება.
ესტროგენებმა და პროგესტაგენებმა შეიძლება გამოიწვიონ სითხის შეკავება. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ნორეთისტერონის დანიშვნისას პაციენტებისთვის მდგომარეობებით, რომლებიც შეიძლება გამწვავდეს ამ ფაქტორის ზემოქმედებით: ეპილეფსია, შაკიკი, ბრონქიალური ასთმა, გულის და თირკმლის ფუნქციის დარღვევები.
სამეცნიერო ლიტერატურაში მოყვანილია ურთიერთგამომრიცხავი მონაცემები ეგზოგენური ჰორმონების როლის შესახებ ნაწლავის ანთებითი დაავადებების (კრონის დაავადება, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი) განვითარებაში. თუმცა, განხილული უნდა იქნას პრეპარატ ნორკოლუტის® მოხსნის საკითხი სიმპტომატიკის შენარჩუნებისას, სტანდარტული თერაპიის მიუხედავად.
თუ პრეპარატ ნორკოლუტის® გამოყენების ფონზე მენსტრუალური სისხლდენა არ ხდება ან პაციენტს სურს მენსტრუაციის გადადება განსაკუთრებული გარემოებების გამო, ორსულობა უნდა გამოირიცხოს მკურნალობის მორიგი კურსის დაწყებამდე.
იყო შეტყობინებები შემდეგი მდგომარეობების განვითარების ან გაუარესების შესახებ როგორც ორსულობის დროს, ასევე ეგზოგენური ჰორმონების მიღების ფონზე (თუმცა, სასაქესო ჰორმონების გამოყენებასთან კავშირი არ არის დამტკიცებული): სიყვითლე და/ან ქავილი, დაკავშირებული ქოლესტაზთან; კენჭები ნაღვლის ბუშტში; პორფირია; სისტემური წითელი მგლურა; ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი; სიდენჰემის ქორეა მცირე; ორსულთა ჰერპესი; ოტოსკლეროზით განპირობებული სმენის დაკარგვა.
ეს წამალი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, როგორიცაა გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბციის სინდრომი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სხვა სამკურნალო საშუალებების ნორეთისტერონზე ზემოქმედების მოხდენის უნარი
ანტიბიოტიკები
რიფამპიცინმა, რიფაბუტინმა და რიფამპიცინის წარმოებულებმა შეიძლება გაააქტიურონ პროგესტაგენების მეტაბოლიზმი და შეამცირონ სისხლის შრატში ნორეთისტერონის შემცველობა ღვიძლის ფერმენტების ინდუცირების ხარჯზე.
ანტიეპილეფსიური საშუალებები
ანტიეპილეფსიური საშუალებები ზრდის პროგესტაგენების კლირენსს ფერმენტების ინდუცირების ხარჯზე, ამცირებს რა ამგვარად მათ ეფექტს. ოქსკარბაზეპინი, კარბამაზეპინი, ესლიკარბაზეპინი, კლობაზამი, პერამპანელი, პრიმიდონი, ტოპირამატი, რუფინაპიდი, ფელბამატი, ლამოტრიჯინი, ფენიტოინი და ფოსფენიტოინი ამცირებენ სისხლის შრატში ნორეთისტერონის დონეს.
ანტივირუსული საშუალებები
ანტირეტროვირუსულმა საშუალებებმა, როგორიცაა პროტეაზას ინჰიბიტორები (მაგ. ლოპინავირი) და უკუ ტრანსკრიპტაზას არანუკლეოზიდური ინჰიბიტორები (მაგ. ნევირაპინი), შეიძლება შეამცირონ სისხლის შრატში პროგესტაგენის შემცველობა. რიგი ანტივირუსული პრეპარატები (რიბავირინი, დარუნავირი, ეფავირენზი, ფოსამპრენავირი, ლოპინავირი, ნელფინავირი, საკვინავირი, ტელაპრევირი), როგორც ჩანს, აჩქარებენ პროგესტაგენების მეტაბოლიზმს და შესაბამისად, შეიძლება შეამცირონ ნორეთისტერონის ეფექტურობა. ზემოთ ხსენებული ანტირეტროვირუსული პრეპარატებისგან განსხვავებით, შემდეგმა საშუალლებებმა შეიძლება გაზარდონ სისხლის შრატში პროგესტაგენის დონე: ატაზანავირი, კობიცისტატი, ბოცეპრევირი და ტიპრანავირი.
სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები
გრიზეოფულვინმა შეიძლება შეამციროს პროგესტაგენების ეფექტურობა, ხოლო ვორიკონაზოლმა შეიძლება გაზარდოს სისხლის შრატში პროგესტაგენების კონცენტრაცია.
სხვა პრეპარატები
ზოგიერთმა რეტინოიდებმა, ჰიპოგლიკემიურმა საშუალებებმა, ღებინების საწინააღმდეგო, მალარიის საწინააღმდეგო და სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება შეამცირონ პროგესტაგენების ეფექტი (მაგ., ლიქსისენატიდი, ეგსენატიდი, მეტრელეპტინი, აციტრეტინი, ფოსაპრეპიტანტი, აპრეპიტანტი, არტემეთერი, ბექსაროტენი, ბრიგატინიბი, იქსაზომიბი). ნაღვლის მჟავის სეკვესტრანტებმა, კოლესეველამმა, პრუკალოპრიდმა, სუგამადექსმა, ლუმაკაფტორმა, მიფეპრისტონმა, ულიპრისტალმა, მიკოფენოლატმა და ლეზინურადიმ ასევე შეიძლება შეამცირონ სისხლის შრატში პროგესტაგენების კონცენტრაცია.
5α-რედუქტაზას ინჰიბიტორებმა, როგორიცაა ფინასტერიდი და დუტასტერიდი, შეიძლება დათრგუნონ ნორეთისტერონის მეტაბოლიზმი.
კრაზანამ (Hypericum perforatum), ბოსენტანმა, დეფერაზიროქსმა, მიტოტანმა, სარილუმაბმა, სილტუქსიმაბმა და ტოცილიზუმაბმა შეიძლება შეამცირონ CYP3A4 იზოფერმენტის სუბსტრატების კონცენტრაცია სისხლის შრატში, რამაც შეიძლება შეცვალოს სისხლის შრატში ნორეთისტერონის კონცენტრაცია.
ნორეთისტერონის ზემოქმედების მოხდენის უნარი სხვა სამკურნალო საშუალებებზე
ლამოტრიჯინისა და პროგესტაგენების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ლამოტრიჯინის კონცენტრაციის შემცირება სისხლის პლაზმაში, რის შედეგადაც შესაძლებელია ლამოტრიჯინის ეფექტურობის შემცირება.
პროგესტაგენებმა შეიძლება შეამცირონ ანტიკოაგულანტების თერაპიული ეფექტი. კერძოდ, ზოგიერთი პროგესტაგენის და კომბინირებული ესტროგენ-პროგესტაგენური პრეპარატების პოტენციურმა პროთრომბოზულმა ეფექტმა შეიძლება გაანეიტრალოს ვარფარინისა და ფენინდიონის ანტიკოაგულანტური ეფექტი.
პროგესტაგენებმა შეიძლება გააძლიერონ C1-ინჰიბიტორების, ტრანექსამის მჟავას და პომალიდომიდის თრომბოგენური ეფექტი.
ნორეთისტერონმა შეიძლება შეამციროს ჰიპოგლიკემიური საშუალებების თერაპიული ეფექტი.
ნორეთისტერონმა შეიძლება გაზარდოს ვორიკონაზოლის კონცენტრაცია სისხლის შრატში.
პროგესტაგენებმა შეიძლება გააძლიერონ ციკლოსპორინის ჰეპატოტოქსიური ეფექტი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატ ნორკოლუტის® გამოყენება ორსულობის დროს არ არის ნაჩვენები.
ვინაიდან რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებმა აჩვენა მდედრობითი სქესის ნაყოფის მასკულინიზაციის რისკი გარეთა სასქესო ორგანოების ფორმირების პერიოდში ნორეთისტერონის მაღალი დოზებით გამოყენებისას, უნდა აღინიშნოს, რომ პრეპარატ ნორკოლუტის® გამოყენებამ სასქესო ორგანოების სომატური დიფერენციაციის ჰორმონმგრძნობიარე ფაზის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს მდედრობითი სქესის ნაყოფის ვირილიზაციის ნიშნების განვითარება. კვლევებმა არ გამოავლინა ტერატოგენული ეფექტების სხვა მტკიცებულებები.
ძუძუთი კვება
არ არსებობს შეტყობინებები ნორეთისტერონის გამოყენების შემთხვევების შესახებ ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე არ არსებობს ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები. ძუძუთი კვების პერიოდში ნორეთისტერონის გამოყენებას თავი უნდა აარიდოთ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატის ზემოქმედების კვლევები არ ჩატარებულა. ნორეთისტერონის ფარმაკოლოგიური ეფექტების საფუძველზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პრეპარატი არ ახდენს ზემოქმედებას ამ შესაძლებლობებზე.
შეფუთვა
10 ტაბლეტი პოლივინილქლორიდის აპკისა და ალუმინის ფოლგის ბლისტერში.
ორი ბლისტერი მუყაოს კოლოფში თანდართული გამოყენების ინსტრუქციით.
გვერდითი მოვლენები
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია მონაცემები ნორეთისტერონის გვერდითი მოვლენების შესახებ.
ცხრილი 2.
სისტემურ-ორგანული კლასი
გვერდითი რეაქციები
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ანაფილაქსიური რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობა, მემკვიდრეობითი და შეძენილი ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომების გამწვავება
დარღვევები ფსიქიკის მხრივ
დეპრესია
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, შაკიკი
დარღვევები მხედველობის მხრივ
მხედველობის დარღვევა
დარღვევები სისხლძარღვთა მხრივ
თავის ტვინის სისხლძარღვების ემბოლია, თავის ტვინის სისხლძარღვების თრომბოზი, ღრმა ვენების თრომბოზი
დარღვევები სასუნთქი გზების, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება
დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ
ქოლესტაზური სიყვითლე
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
აკნე, ალოპეცია, ქლოაზმა
დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ტკივილი კიდურებში
დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ
ამენორეა, დისმენორეა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, „მასიური“ სისხლდენა, სარძევე ჯირკვლის გადიდება, სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობა, სარძევე ჯირკვლის მგრძნობელობა, სასქესო ორგანოებიდან გამონადენი, სარძევე ჯირკვლის ტკივილი, საკვერცხის კისტა
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას
შეშუპება
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები
სხეულის წონის მატება
შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ, მიღებული სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ, უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს იძლევა სამკურნალო პრეპარატის სარგებელის და რისკის შეფარდების უწყვეტი კონტროლის უზრუნველყოფის საშუალებას. ჯანდაცვის მუშაკებს სთხოვენ მოახდინონ ინფორმირება ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ ანგარიშგების ეროვნული სისტემის გამოყენებით.
ჭარბი დოზა
არ ყოფილა შეტყობინებები სერიოზული გვერდითი რეაქციების განვითარების შესახებ მცირეწლოვანი ბავშვების მიერ ნორეთისტერონის შემცველი პერორალური კონტრაცეპტივების მაღალი დოზების მიღების შემდეგ.
სიმპტომები: დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ქალებში შეიძლება განვითარდეს „მოხსნის“ სისხლდენა.
მკურნალობა: არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი, მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური.
შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: 5 მგ ნორეთისტერონი.
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, ტალკი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი.
აღწერა
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ბრტყელი მრგვალი ტაბლეტები, დახრილი კიდეებით. ტაბლეტების ერთ მხარეს - გრავირება „NORCOLUT•“, მეორე მხარეს - ჯვრის ფორმის გამყოფი ზოლით.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
5 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები. პროგესტაგენები.
ათქ კოდი: G03DC02
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ნორეთისტერონი არის სინთეზური პროგესტაგენი, 19-ნორტესტოსტერონის წარმოებული და ახდენს ბუნებრივი პროგესტერონის მსგავს ეფექტს, გონადოტროპინების დათრგუნვის, ოვულაციის და ენდომეტრიუმის ტრანსფორმაციის დათრგუნვის ჩათვლით. ნორეთისტერონი წარმოადგენს პირველი თაობის პროგესტაგენს დაბალი პროგესტაგენური და უმნიშვნელო ესტროგენული აქტივობით. მას გააჩნია სუსტი ანდროგენული თვისებები.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
ნორეთისტერონი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. მისი აბსოლუტური ბიოშეღწევადობა მერყეობს 47%-დან 73%-მდე.
განაწილება
ნორეთისტერონი აქტიურად უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს: 61%-ით ალბუმინს და 36%-ით სასქესო ჰორმონის შემაკავშირებელ გლობულინს (SHBG).
მეტაბოლიზმი
ნორეთისტერონი მეტაბოლიზდება ღვიძლში, ძირითადად ჰიდროქსილირების გზით CYP3A4 იზოფერმენტის ზემოქმედებით.
ნორეთისტერონის აცეტატის ნორეთისტერონამდე დეაცეტილირების შემდეგ, ეს უკანასკნელი ექვემდებარება აღდგენას და კონიუგირებას ღვიძლში. 5α-რედუქტაზა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნორეთისტერონის მეტაბოლიზმში. ვინაიდან ნორეთისტერონი ნაწილობრივ მეტაბოლიზდება ჰიდროქსილირების გზით CYP3A4 იზოფერმენტის მონაწილეობით, CYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბიტორებსა და ინდუქტორებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეცვალონ ნორეთისტერონის შემცველობა სისხლის სისტემურ ცირკულაციაში. ნორეთისტერონის ყველაზე მნიშვნელოვან მეტაბოლიტებს მიეკუთვნება 5α-დიჰიდრონორეთისტერონის და ტეტრაჰიდრონორეთისტერონის რიგი იზომერები, რომლებიც ძირითადად გამოიყოფა გლუკურონიდების სახით. ნორეთისტერონი და მისი ზოგიერთი მეტაბოლიტი განიცდის კონიუგაციას 17β-ჰიდროქსილის ჯგუფის მდგომარეობაში. ქალებში პოსტმენოპაუზაში გამოვლენილი იქნა ეთინილესტრადიოლის დაბალი კონცენტრაციები ნორეთისტერონის აცეტატის ან ნორეთისტერონის შედარებით მაღალი დოზების პერორალური მიღების შემდეგ. ეთინილესტრადიოლისა და ნორეთისტერონისთვის განსაზღვრული AUC-ის საფუძველზე, ნაჩვენები იქნა, რომ ნორეთისტერონის ეთინილესტრადიოლად კონვერსიის საშუალო კოეფიციენტი შეადგენს 0.7%-ს და 1.0%-ს 5 და 10 მგ დოზების მიღებისას, შესაბამისად. ამგვარად, ეთინილესტრადიოლის ექვივალენტური დოზა უდრის 4-6 მკგ-ს ნორეთისტერონის ან ნორეთისტერონის აცეტატის 1 მგ-ზე, პერორალურად მიღებისას.
გამოყოფა
ნორეთისტერონის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 8-9 საათია, პიკური კონცენტრაციის მიღწევის დრო დაახლოებით 2 საათია (დამოკიდებულია დოზაზე და ესტროგენის თანმხლებ მიღებაზე). ნორეთისტერონი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით (>50% მეტაბოლიტების სახით) და ნაწლავებით (20-40% მეტაბოლიტების სახით).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ნორკოლუტი® (NORСOLUT®)
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება (INN): ნორეთისტერონი (norethisterone)
გამოშვების ფორმა: ტაბლეტები
შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: 5 მგ ნორეთისტერონი.
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, ტალკი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი.
აღწერა
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ბრტყელი მრგვალი ტაბლეტები, დახრილი კიდეებით. ტაბლეტების ერთ მხარეს - გრავირება „NORCOLUT•“, მეორე მხარეს - ჯვრის ფორმის გამყოფი ზოლით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები. პროგესტაგენები.
ათქ კოდი: G03DC02
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ნორეთისტერონი არის სინთეზური პროგესტაგენი, 19-ნორტესტოსტერონის წარმოებული და ახდენს ბუნებრივი პროგესტერონის მსგავს ეფექტს, გონადოტროპინების დათრგუნვის, ოვულაციის და ენდომეტრიუმის ტრანსფორმაციის დათრგუნვის ჩათვლით. ნორეთისტერონი წარმოადგენს პირველი თაობის პროგესტაგენს დაბალი პროგესტაგენური და უმნიშვნელო ესტროგენული აქტივობით. მას გააჩნია სუსტი ანდროგენული თვისებები.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
ნორეთისტერონი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. მისი აბსოლუტური ბიოშეღწევადობა მერყეობს 47%-დან 73%-მდე.
განაწილება
ნორეთისტერონი აქტიურად უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს: 61%-ით ალბუმინს და 36%-ით სასქესო ჰორმონის შემაკავშირებელ გლობულინს (SHBG).
მეტაბოლიზმი
ნორეთისტერონი მეტაბოლიზდება ღვიძლში, ძირითადად ჰიდროქსილირების გზით CYP3A4 იზოფერმენტის ზემოქმედებით.
ნორეთისტერონის აცეტატის ნორეთისტერონამდე დეაცეტილირების შემდეგ, ეს უკანასკნელი ექვემდებარება აღდგენას და კონიუგირებას ღვიძლში. 5α-რედუქტაზა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნორეთისტერონის მეტაბოლიზმში. ვინაიდან ნორეთისტერონი ნაწილობრივ მეტაბოლიზდება ჰიდროქსილირების გზით CYP3A4 იზოფერმენტის მონაწილეობით, CYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბიტორებსა და ინდუქტორებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეცვალონ ნორეთისტერონის შემცველობა სისხლის სისტემურ ცირკულაციაში. ნორეთისტერონის ყველაზე მნიშვნელოვან მეტაბოლიტებს მიეკუთვნება 5α-დიჰიდრონორეთისტერონის და ტეტრაჰიდრონორეთისტერონის რიგი იზომერები, რომლებიც ძირითადად გამოიყოფა გლუკურონიდების სახით. ნორეთისტერონი და მისი ზოგიერთი მეტაბოლიტი განიცდის კონიუგაციას 17β-ჰიდროქსილის ჯგუფის მდგომარეობაში. ქალებში პოსტმენოპაუზაში გამოვლენილი იქნა ეთინილესტრადიოლის დაბალი კონცენტრაციები ნორეთისტერონის აცეტატის ან ნორეთისტერონის შედარებით მაღალი დოზების პერორალური მიღების შემდეგ. ეთინილესტრადიოლისა და ნორეთისტერონისთვის განსაზღვრული AUC-ის საფუძველზე, ნაჩვენები იქნა, რომ ნორეთისტერონის ეთინილესტრადიოლად კონვერსიის საშუალო კოეფიციენტი შეადგენს 0.7%-ს და 1.0%-ს 5 და 10 მგ დოზების მიღებისას, შესაბამისად. ამგვარად, ეთინილესტრადიოლის ექვივალენტური დოზა უდრის 4-6 მკგ-ს ნორეთისტერონის ან ნორეთისტერონის აცეტატის 1 მგ-ზე, პერორალურად მიღებისას.
გამოყოფა
ნორეთისტერონის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 8-9 საათია, პიკური კონცენტრაციის მიღწევის დრო დაახლოებით 2 საათია (დამოკიდებულია დოზაზე და ესტროგენის თანმხლებ მიღებაზე). ნორეთისტერონი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით (>50% მეტაბოლიტების სახით) და ნაწლავებით (20-40% მეტაბოლიტების სახით).
გამოყენების ჩვენებები
მასიური მენსტრუალური სისხლდენა (მენორაგია/ჰიპერმენორეა), ენდომეტრიუმის ჯირკვლოვან-კისტოზური ჰიპერპლაზია, ლაქტაციის დათრგუნვა.
უკუჩვენებები
პრეპარატი ნორკოლუტი® არ უნდა იქნას გამოყენებული ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების არსებობისას. თუ ნორკოლუტის® გამოყენების დროს რომელიმე ეს მდგომარეობა განვითარდება, პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
- ვენური თრომბოემბოლიის (VTE) არსებობა ან განვითარების რისკი.
o ვენური თრომბოემბოლიის (VTE) არსებობა ამჟამად (მიმდინარე ანტიკოაგულანტული თერაპია) ან ანამნეზში (მაგ. ღრმა ვენების თრომბოზი [DVT] ან ფილტვის არტერიის ემბოლია [PE]).
o დადგენილი მემკვიდრეობითი ან შეძენილი წინასწარგანწყობა VTE-ს მიმართ, მაგალითად, რეზისტენტობა აქტივირებული C პროტეინისადმი (მათ შორის, V ფაქტორის ლეიდენის მუტაცია), ანტითრომბინ III-ის დეფიციტი, პროტეინ C-ს ან პროტოეინ S-ს დეფიციტი.
o ფართო ქირურგიული ჩარევები ხანგრძლივი იმობილიზაციით (იხ. ნაწილი „სიფრთხილის ზომები“).
o VTE-ს მაღალი რისკი მრავალი რისკ-ფაქტორის გამო (იხ. ნაწილი „სიფრთხილის ზომები“).
- არტერიული თრომბოემბოლიის (ATE) არსებობა ან განვითარების რისკი.
o ATE-ს (მაგ. მიოკარდიუმის ინფარქტი) ან მისი წინამორბედი მდგომარეობების (მაგ. სტენოკარდია) არსებობა ამჟამად ან ანამნეზში.
o თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა - ინსულტის ან მისი წინამორბედი მდგომარეობების (მაგ. გარდამავალი იშემიური შეტევა [TIA]) არსებობა ამჟამად ან ანამნეზში.
o ATE-სადმი დადგენილი მემკვიდრეობითი ან შეძენილი წინასწარგანწყობა, როგორიცაა ჰიპერჰომოცისტეინემია და ფოსფოლიპიდებისადმი ანტისხეულების არსებობა (ანტისხეულები კარდიოლიპინისადმი, წითელი მგლურას ანტიკოაგულანტი).
o ანამნეზში შაკიკის არსებობა კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკით.
o ATE-ის განვითარების მაღალი რისკი მრავალი რისკ-ფაქტორის გამო (იხილეთ ნაწილი „სიფრთხილის ზომები“) ან ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთი სერიოზული რისკ-ფაქტორის არსებობის გამო:
- შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი გამოვლინებებით;
- მძიმე არტერიული ჰიპერტენზია;
- მძიმე ფორმის დისლიპოპროტეინემია.
- პანკრეატიტი, დაკავშირებული მძიმე ჰიპერტრიგლიცერიდემიასთან, ამჟამად ან ანამნეზში.
- ღვიძლის მძიმე დაავადება ამჟამად ან ანამნეზში, ღვიძლის ფუნქციური სინჯების ნორმალიზებამდე.
- ღვიძლის სიმსივნეები (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი), ამჟამად ან ანამნეზში.
- დადგენილი ან სავარაუდო ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები, რომლებიც დამოკიდებულია სქესობრივ სტეროიდებზე (მაგ., სასქესო ორგანოების ან სარძევე ჯირკვლის ახალწარმონაქმნები).
- გაურკვეველი გენეზის ვაგინალური სისხლდენა.
- ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი.
- იდიოპათიური სიყვითლე ან მძიმე კანისმიერი ქავილი ორსულობის დროს.
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნაწილში „შემადგენლობა“ ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
- პრეპარატ ნორკოლუტის® გამოყენება კომბინაციაში სამკურნალო პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ ომბიტასვირს/პარიტაპრევირს/რიტონავირს, დასაბუვირს, ასევე პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ გლეკაპრევირს/პიბრენტასვირს ან სოფოსბუვირს/ველპატასვირს/ვოქსილაპრევირს (იხილეთ ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).
გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს
ორსულობა
პრეპარატ ნორკოლუტის® გამოყენება ორსულობის დროს არ არის ნაჩვენები.
ვინაიდან რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებმა აჩვენა მდედრობითი სქესის ნაყოფის მასკულინიზაციის რისკი გარეთა სასქესო ორგანოების ფორმირების პერიოდში ნორეთისტერონის მაღალი დოზებით გამოყენებისას, უნდა აღინიშნოს, რომ პრეპარატ ნორკოლუტის® გამოყენებამ სასქესო ორგანოების სომატური დიფერენციაციის ჰორმონმგრძნობიარე ფაზის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს მდედრობითი სქესის ნაყოფის ვირილიზაციის ნიშნების განვითარება. კვლევებმა არ გამოავლინა ტერატოგენული ეფექტების სხვა მტკიცებულებები.
ძუძუთი კვება
არ არსებობს შეტყობინებები ნორეთისტერონის გამოყენების შემთხვევების შესახებ ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე არ არსებობს ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები. ძუძუთი კვების პერიოდში ნორეთისტერონის გამოყენებას თავი უნდა აარიდოთ.
გამოყენების წესი და დოზირება
მასიური მენსტრუალური სისხლდენის (მენორაგია/ჰიპერმენორეას) დროს: რეკომენდირებულია 15 მგ ნორეთისტერონის მიღება დღეში მენსტრუალური ციკლის მე-5 დღიდან 26-ე დღემდე.
ენდომეტრიუმის ჯირკვლოვან-კისტოზური ჰიპერპლაზიის დროს: ციკლის მე-16 დღიდან რეკომენდირებულია ნორეთისტერონის 10-15 მგ მიღება დღეში 6-12 დღის განმავლობაში.
ლაქტაციის დათრგუნვა: ლაქტაციის დათრგუნვის მიზნით ნორეთისტერონის გამოყენების სქემა აღწერილია ქვემოთ ცხრილებში 1ა და 1ბ.
ცხრილი 1ა. ლაქტაციის პრევენციისთვის განკუთვნილი პრეპარატ ნორკოლუტის® დოზირების სქემა
პრეპარატის მიღების დღე
ორსულობის შეწყვეტის შემთხვევაში მე-16-28-ე კვირაზე
ორსულობის შეწყვეტის შემთხვევაში 28-36 კვირაზე
პირველი დღე
15 მგ (3 ტაბლეტი)
15 მგ (3 ტაბლეტი)
მე-2-3 დღე
10 მგ (2 ტაბლეტი)
10 მგ (2 ტაბლეტი)
მე-4-7 დღეები
5 მგ (1 ტაბლეტი)
10 მგ (2 ტაბლეტი)
ცხრილი 1ბ. პრეპარატ ნორკოლუტის® დოზირების სქემა ლაქტაციის შესაჩერებლად:
პრეპარატის მიღების დღე (დღე მშობიარობის შემდეგ)
1-3 დღეები
20 მგ (4 ტაბლეტი)
4-7 დღეები
15 მგ (3 ტაბლეტი)
8-10 დღეები
10 მგ (2 ტაბლეტი)
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
კვლევები თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტების მონაწილეობით არ ჩატარებულა.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
კვლევები ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტების მონაწილეობით არ ჩატარებულა.
ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე მეტი ასაკის)
ხანდაზმულ პაციენტების მონაწილეობით კვლევები არ ჩატარებულა.
ბავშვები
არსებობს შეზღუდული მონაცემები, ამიტომ პრეპარატ ნორკოლუტის® გამოყენება ბავშვებში არ არის ნაჩვენები.
გამოყენების წესი
პერორალური მიღებისთვის.
გვერდითი მოქმედება
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია მონაცემები ნორეთისტერონის გვერდითი მოვლენების შესახებ.
ცხრილი 2.
სისტემურ-ორგანული კლასი
გვერდითი რეაქციები
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ანაფილაქსიური რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობა, მემკვიდრეობითი და შეძენილი ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომების გამწვავება
დარღვევები ფსიქიკის მხრივ
დეპრესია
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, შაკიკი
დარღვევები მხედველობის მხრივ
მხედველობის დარღვევა
დარღვევები სისხლძარღვთა მხრივ
თავის ტვინის სისხლძარღვების ემბოლია, თავის ტვინის სისხლძარღვების თრომბოზი, ღრმა ვენების თრომბოზი
დარღვევები სასუნთქი გზების, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება
დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ
ქოლესტაზური სიყვითლე
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
აკნე, ალოპეცია, ქლოაზმა
დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ტკივილი კიდურებში
დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ
ამენორეა, დისმენორეა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, „მასიური“ სისხლდენა, სარძევე ჯირკვლის გადიდება, სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობა, სარძევე ჯირკვლის მგრძნობელობა, სასქესო ორგანოებიდან გამონადენი, სარძევე ჯირკვლის ტკივილი, საკვერცხის კისტა
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას
შეშუპება
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები
სხეულის წონის მატება
შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ, მიღებული სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ, უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს იძლევა სამკურნალო პრეპარატის სარგებელის და რისკის შეფარდების უწყვეტი კონტროლის უზრუნველყოფის საშუალებას. ჯანდაცვის მუშაკებს სთხოვენ მოახდინონ ინფორმირება ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ ანგარიშგების ეროვნული სისტემის გამოყენებით.
ჭარბი დოზირება
არ ყოფილა შეტყობინებები სერიოზული გვერდითი რეაქციების განვითარების შესახებ მცირეწლოვანი ბავშვების მიერ ნორეთისტერონის შემცველი პერორალური კონტრაცეპტივების მაღალი დოზების მიღების შემდეგ.
სიმპტომები: დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ქალებში შეიძლება განვითარდეს „მოხსნის“ სისხლდენა.
მკურნალობა: არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი, მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვა სამკურნალო საშუალებების ნორეთისტერონზე ზემოქმედების მოხდენის უნარი
ანტიბიოტიკები
რიფამპიცინმა, რიფაბუტინმა და რიფამპიცინის წარმოებულებმა შეიძლება გაააქტიურონ პროგესტაგენების მეტაბოლიზმი და შეამცირონ სისხლის შრატში ნორეთისტერონის შემცველობა ღვიძლის ფერმენტების ინდუცირების ხარჯზე.
ანტიეპილეფსიური საშუალებები
ანტიეპილეფსიური საშუალებები ზრდის პროგესტაგენების კლირენსს ფერმენტების ინდუცირების ხარჯზე, ამცირებს რა ამგვარად მათ ეფექტს. ოქსკარბაზეპინი, კარბამაზეპინი, ესლიკარბაზეპინი, კლობაზამი, პერამპანელი, პრიმიდონი, ტოპირამატი, რუფინაპიდი, ფელბამატი, ლამოტრიჯინი, ფენიტოინი და ფოსფენიტოინი ამცირებენ სისხლის შრატში ნორეთისტერონის დონეს.
ანტივირუსული საშუალებები
ანტირეტროვირუსულმა საშუალებებმა, როგორიცაა პროტეაზას ინჰიბიტორები (მაგ. ლოპინავირი) და უკუ ტრანსკრიპტაზას არანუკლეოზიდური ინჰიბიტორები (მაგ. ნევირაპინი), შეიძლება შეამცირონ სისხლის შრატში პროგესტაგენის შემცველობა. რიგი ანტივირუსული პრეპარატები (რიბავირინი, დარუნავირი, ეფავირენზი, ფოსამპრენავირი, ლოპინავირი, ნელფინავირი, საკვინავირი, ტელაპრევირი), როგორც ჩანს, აჩქარებენ პროგესტაგენების მეტაბოლიზმს და შესაბამისად, შეიძლება შეამცირონ ნორეთისტერონის ეფექტურობა. ზემოთ ხსენებული ანტირეტროვირუსული პრეპარატებისგან განსხვავებით, შემდეგმა საშუალლებებმა შეიძლება გაზარდონ სისხლის შრატში პროგესტაგენის დონე: ატაზანავირი, კობიცისტატი, ბოცეპრევირი და ტიპრანავირი.
სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები
გრიზეოფულვინმა შეიძლება შეამციროს პროგესტაგენების ეფექტურობა, ხოლო ვორიკონაზოლმა შეიძლება გაზარდოს სისხლის შრატში პროგესტაგენების კონცენტრაცია.
სხვა პრეპარატები
ზოგიერთმა რეტინოიდებმა, ჰიპოგლიკემიურმა საშუალებებმა, ღებინების საწინააღმდეგო, მალარიის საწინააღმდეგო და სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება შეამცირონ პროგესტაგენების ეფექტი (მაგ., ლიქსისენატიდი, ეგსენატიდი, მეტრელეპტინი, აციტრეტინი, ფოსაპრეპიტანტი, აპრეპიტანტი, არტემეთერი, ბექსაროტენი, ბრიგატინიბი, იქსაზომიბი). ნაღვლის მჟავის სეკვესტრანტებმა, კოლესეველამმა, პრუკალოპრიდმა, სუგამადექსმა, ლუმაკაფტორმა, მიფეპრისტონმა, ულიპრისტალმა, მიკოფენოლატმა და ლეზინურადიმ ასევე შეიძლება შეამცირონ სისხლის შრატში პროგესტაგენების კონცენტრაცია.
5α-რედუქტაზას ინჰიბიტორებმა, როგორიცაა ფინასტერიდი და დუტასტერიდი, შეიძლება დათრგუნონ ნორეთისტერონის მეტაბოლიზმი.
კრაზანამ (Hypericum perforatum), ბოსენტანმა, დეფერაზიროქსმა, მიტოტანმა, სარილუმაბმა, სილტუქსიმაბმა და ტოცილიზუმაბმა შეიძლება შეამცირონ CYP3A4 იზოფერმენტის სუბსტრატების კონცენტრაცია სისხლის შრატში, რამაც შეიძლება შეცვალოს სისხლის შრატში ნორეთისტერონის კონცენტრაცია.
ნორეთისტერონის ზემოქმედების მოხდენის უნარი სხვა სამკურნალო საშუალებებზე
ლამოტრიჯინისა და პროგესტაგენების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ლამოტრიჯინის კონცენტრაციის შემცირება სისხლის პლაზმაში, რის შედეგადაც შესაძლებელია ლამოტრიჯინის ეფექტურობის შემცირება.
პროგესტაგენებმა შეიძლება შეამცირონ ანტიკოაგულანტების თერაპიული ეფექტი. კერძოდ, ზოგიერთი პროგესტაგენის და კომბინირებული ესტროგენ-პროგესტაგენური პრეპარატების პოტენციურმა პროთრომბოზულმა ეფექტმა შეიძლება გაანეიტრალოს ვარფარინისა და ფენინდიონის ანტიკოაგულანტური ეფექტი.
პროგესტაგენებმა შეიძლება გააძლიერონ C1-ინჰიბიტორების, ტრანექსამის მჟავას და პომალიდომიდის თრომბოგენური ეფექტი.
ნორეთისტერონმა შეიძლება შეამციროს ჰიპოგლიკემიური საშუალებების თერაპიული ეფექტი.
ნორეთისტერონმა შეიძლება გაზარდოს ვორიკონაზოლის კონცენტრაცია სისხლის შრატში.
პროგესტაგენებმა შეიძლება გააძლიერონ ციკლოსპორინის ჰეპატოტოქსიური ეფექტი.
ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები
კლინიკურ კვლევებში პაციენტების მონაწილეობით, რომლებიც იღებდნენ ომბიტასვირის/პარიტაპრევირის/რიტონავირის და დასაბუვირის შემცველ სამკურნალო საშუალებებს, რიბავირინთან კომბინაციაში ან მის გარეშე, ვირუსული C ჰეპატიტის სამკურნალოდ, ქალებში, რომლებიც იყენებდნენ ეთინილესტრადიოლის შემცველ სამკურნალო საშუალებებს, როგორიცაა კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივები (CHC), მნიშვნელოვნად უფრო ხშირად აღინიშნებოდა ალანინამინოტრანსფერაზას (ALT) აქტივობის ზრდა ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მეტად. გარდა ამისა, ALT-ის ზრდა დაფიქსირდა ქალებში, რომლებიც იყენებდნენ ეთინილესტრადიოლის შემცველ სამკურნალო საშუალებებს, როგორიცაა CHC, და იღებდნენ გლეკაპრევირს/პიბრენტასვირს ან სოფოსბუვირს/ველპატასვირს/ვოქსილაპრევირს (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“).
ლაბორატორიული ტესტები
სასქესო სტეროიდების გამოყენებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს გარკვეული ლაბორატორიული ანალიზების შედეგებზე, მათ შორის ღვიძლის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის და თირკმლის ფუნქციის ბიოქიმიურ მაჩვენებლებზე, სისხლის პლაზმაში (სატრანსპორტო) ცილების კონცენტრაციაზე, როგორიცაა კორტიკოსტეროიდების შემაკავშირებელი გლობულინი და ლიპიდების/ლიპოპროტეინების ფრაქციები, ნახშირწყლების ცვლის პარამეტრები, ასევე სისხლის შედედება და ფიბრინოლიზი. ცვლილებები, როგორც წესი, ლაბორატორიული მნიშვნელობების ნორმალური დიაპაზონის ფარგლებში რჩება.
სიფრთხილის ზომები
მკურნალობის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს საფუძვლიანი გინეკოლოგიური გამოკვლევა, სარძევე ჯირკვლების გამოკვლევა და ონკოლოგიური დაავადებების გამორიცხვა.
სამედიცინო გამოკვლევა
პრეპარატ ნორკოლუტის® მიღების დაწყებამდე უნდა შეგროვდეს სრული ანამნეზი (ოჯახური ანამნეზის ჩათვლით) და გამოირიცხოს ორსულობა. უნდა გაიზომოს არტერიული წნევა, ჩატარდეს ფიზიკალური გამოკვლევა, უკუჩვენებების შესახებ ინფორმაციისა და სპეციალური მითითებების და სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით. სამედიცინო გამოკვლევა უნდა მოიცავდეს არტერიული წნევის გაზომვას, სარძევე ჯირკვლების, მუცლის ღრუს ორგანოების, შინაგანი და გარეთა სასქესო ორგანოების გამოკვლევას, საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსიდან ნაცხის აღებას და შესაბამისი ლაბორატორიული ტესტების ჩატარებას. ამ გამოკვლევის სიხშირე და ხასიათი უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის სახელმძღვანელოებებს და ადაპტირებული იქნას კონკრეტული ქალისთვის.
ეთინილესტრადიოლი არის ნორეთისტერონის აქტიური მეტაბოლიტი, ამიტომ ასევე უნდა იქნას გათვალისწინებული ზოგადი სიფრთხილის ზომები, რომლებიც ეხება კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებას. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების ან რისკ-ფაქტორების არსებობისას, პრეპარატ ნორკოლუტის® გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
ვენური თრომბოემბოლია (VTE)
ნებისმიერი CHC-ის გამოყენება ზრდის VTE-ის რისკს. VTE-ის რისკი განსხვავდება CHC-ში შემავალი პროგესტაგენის მიხედვით. ამჟამად არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ პროგესტაგენების, ლევონორგესტრელის, ნორეთისტერონის ან ნორგესტიმატის შემცველ CHC-ებს აქვთ VTE-ის განვითარების ყველაზე დაბალი რისკი.
10 000 ქალიდან, რომლებიც იყენებენ ლევონორგესტრელის, ნორეთისტერონის ან ნორგესტიმატის შემცველ CHC-ს, წელიწადში დაახლოებით 5-7 ქალს უვითარდება თრომბოზი.
სამკურნალო საშუალებების ევროპული სააგენტოს (EMA) რეკომენდაციის თანახმად, CHC-ის დანიშვნისას, ყურადღებით უნდა იქნას განხილული თითოეული კონკრეტული ქალის რისკ-ფაქტორები, განსაკუთრებით VTE-ის რისკ-ფაქტორები, და პრეპარატებს შორის განსხვავებები VTE-ის რისკის თვალსაზრისით.
CHC უკუნაჩვენებია ქალებისთვის ნებისმიერი სერიოზული რისკ-ფაქტორებით, რომლებიც იწვევს თრომბის წარმოქმნის მაღალ რისკს.
VTE-ის რისკი იზრდება პაციენტებში VTE-თი ანამნეზში ან დიაგნოსტირებული თრომბოფილიური მდგომარეობებით. სტეროიდული ჰორმონების გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ეს რისკი.
თუ პაციენტს განუვითარდება სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს თრომბოემბოლიურ გართულებებზე, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. თერაპიის გაგრძელებამდე ხელახლა უნდა შეფასდეს თერაპიის საჭიროება.
ვენური თრომბოემბოლიის (VTE) განვითარების საყოველთაოდ აღიარებული რისკ-ფაქტორებია:
ცხრილი 3. VTE-ის განვითარების რისკ-ფაქტორები
რისკ-ფაქტორები
შენიშვნა
სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი (BMI) 30 კგ/მ2-ზე მეტი)
რისკი მნიშვნელოვნად იზრდება BMI-ს მატებასთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანია სხვა რისკ-ფაქტორების არსებობის გათვალისწინებაც.
ხანგრძლივი იმობილიზაცია, მასშტაბური ქირურგიული ჩარევა, ქვედა კიდურებზე ან მენჯის ორგანოებზე ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა, ნეიროქირურგიული ოპერაცია ან მასშტაბური ტრავმა.
შენიშვნა: დროებითი იმობილიზაცია, მათ შორის 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, საჰაერო მგზავრობა, ასევე შეიძლება იყოს VTE-ს განვითარების რისკ-ფაქტორი, განსაკუთრებით ქალებში სხვა რისკ-ფაქტორებით.
ასეთ სიტუაციებში რეკომენდირებულია CHC-ის (პლასტირი/ტაბლეტი/ვაგინალური რგოლი) გამოყენების შეწყვეტა (დაგეგმილი ოპერატიული ჩარევის შემთხვევაში - მინიმუმ 4 კვირით ადრე) და მისი განახლება სრული მობილობის აღდგენიდან 2 კვირის შემდეგ. არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად უნდა იქნას გამოყენებული კონტრაცეფციის სხვა მეთოდი. თუ პრეპარატ ნორკოლუტის® მიღება წინასწარ არ არის შეწყვეტილი, უნდა განიხილებოდეს ანტითრომბოზული თერაპიის ჩატარების საკითხი.
დამძიმებული ოჯახური ანამნეზი (VTE-ს შემთხვევები ახლო ნათესავებში - ძმა, და, მშობლები, განსაკუთრებით შედარებით ახალგაზრდა ასაკში, ანუ 50 წლამდე).
მემკვიდრეობით წინასწარგანწყობაზე ეჭვის შემთხვევაში, ნებისმიერი სასქესო ჰორმონის პრეპარატის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ქალი კონსულტაციისთვის სპეციალისტთან უნდა გაიგზავნოს.
ვენურ თრომბოემბოლიასთან (VTE) ასოცირებული სხვა მდგომარეობები
კიბო, სისტემური წითელი მგლურა, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი) და ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია.
ასაკი
განსაკუთრებით 35 წელზე მეტი ასაკის.
არ არსებობს ერთიანი აზრი ვენების ვარიკოზული გაფართოვების და ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტის შესაძლო როლის შესახებ ვენების თრომბოზის განვითარებასა ან პროგრესირებაში.
გათვალისწინებული უნდა იქნას თრომბოემბოლიის განვითარების გაზრდილი რისკი ორსულობის დროს და განსაკუთრებით მშობიარობის შემდგომი პერიოდის პირველი 6 კვირის განმავლობაში (იხილეთ ნაწილი „გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში“).
თუ პაციენტი უკვე იღებს ანტიკოაგულანტებს, პროგესტაგენებით თერაპიის რისკი და უპირატესობა სათანადოდ უნდა შეფასდეს.
ვენური თრომბოემბოლიის (ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია) სიმპტომები
ქალებს უნდა ეცნობოთ, რომ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მათ უნდა მიმართონ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და აცნობონ ჯანდაცვის სპეციალისტს, რომ ისინი იღებენ ნორკოლუტს®.
ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) სიმპტომები შეიძლება იყოს:
- წვივის და/ან ტერფის ცალმხრივი შეშუპება ან შეშუპება ფეხზე ვენის გასწვრივ;
- ტკივილი ან მგრძნობელობა ფეხში, რომელიც იგრძნობა მხოლოდ დგომის ან სიარულის დროს;
- დაზიანებული ფეხის ტემპერატურის მომატება; ფეხის კანის სიწითლე ან სიფერმკრთალე.
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (PE) სიმპტომები შეიძლება იყოს:
- აუხსნელი ქოშინის ან სუნთქვის გახშირების უეცარი დაწყება;
- უეცარი ხველა აშკარა მიზეზის გარეშე, შესაძლოა სისხლით;
- მძაფრი ტკივილი გულმკერდის არეში;
- გულის წასვლისწინა მდგომარეობა ან თავბრუსხვევა;
- გახშირებული ან არითმიული გულისცემა.
ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ზოგიერთი (მაგ. ქოშინი, ხველა) არასპეციფიკურია და შეიძლება აგვერიოს უფრო გავრცელებულ ან ნაკლებად მძიმე მდგომარეობებში (მაგ. რესპირატორული ინფექციები). სისხლძარღვთა ოკლუზიის სხვა ნიშნები შეიძლება მოიცავდეს უეცარ ტკივილს, შეშუპებას და კიდურის მსუბუქ სილურჯეს.
თვალის სისხლძარღვთა ოკლუზიის შემთხვევაში, სიმპტომები შეიძლება მერყეობდეს მხედველობის დაბინდვიდან (ტკივილის შეგრძნების გარეშე) მხედველობის დაკარგვამდე (პროგრესირების შემთხვევაში). ცალკეულ შემთხვევაში, მხედველობის დაკარგვა შეიძლება თითქმის მაშინვე განვითარდეს.
არტერიული თრომბოემბოლია (ATE)
ATE-ს განვითარების რისკ-ფაქტორები
CHC-ის გამოყენებისას ATE-ს ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების განვითარების რისკი იზრდება რისკ-ფაქტორების მქონე ქალებში (იხილეთ ცხრილი 4). პრეპარატი ნორკოლუტი® უკუნაჩვენებია ქალებში ATE-ს განვითარების ერთი სერიოზული რისკ-ფაქტორით ან მრავლობითი რისკ-ფაქტორებით, რაც მათ არტერიული თრომბოზის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ აყენებს (იხილეთ ნაწილი „უკუჩვენებები“). თუ ქალს ერთზე მეტი რისკ-ფაქტორი აქვს, შესაძლოა შეიქმნას სიტუაცია, როდესაც რისკი უფრო მეტად იზრდება, ვიდრე ცალკეული ფაქტორების უბრალო შეჯამებისას: ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია საერთო რისკი. თუ სარგებლის/რისკის თანაფარდობა შეფასებულია, როგორც არახელსაყრელი, პრეპარატ ნორკოლუტის® გამოყენება უნდა შეწყდეს (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“).
ცხრილი 4. ATE-ს განვითარების რისკ-ფაქტორები
რისკ-ფაქტორები
შენიშვნა
ასაკი
განსაკუთრებით 35 წელზე მეტი ასაკის.
მწეველობა
ქალებს, რომლებსაც სურთ სასქესო ჰორმონების პრეპარატების გამოყენება, ურჩევენ მოწევის შეწყვეტას. 35 წელზე უფროსი ასაკის ქალებს, რომლებსაც ჯერ არ დაუტოვებიათ მოწევა, მკაცრად ურჩევენ კონტრაცეფციის სხვა მეთოდის არჩევას.
არტერიული ჰიპერტენზია
სიმსუქნე (BMI 30 კგ/მ2-ზე მეტი)
რისკი მნიშვნელოვნად იზრდება BMI-ის მატებასთან ერთად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამატებითი რისკ-ფაქტორების მქონე ქალებისთვის.
დამძიმებული ოჯახური ანამნეზი (ATE-ს შემთხვევები ახლო ნათესავებში - ძმა, და, მშობლები, განსაკუთრებით შედარებით ადრეულ ასაკში, ანუ 50 წლამდე).
თუ არსებობს ეჭვი მემკვიდრეობით წინასწარგანწყობაზე, ქალი უნდა გაიგზავნოს სპეციალისტთან კონსულტაციისთვის, სანამ იქნება მიღებული გადაწყვეტილება ნებისმიერი სასქესო ჰორმონების პრეპარატის გამოყენების შესახებ.
შაკიკი
შაკიკის სიხშირის ან სიმძიმის ხარისხის მომატება სასქესო ჰორმონების პრეპარატის გამოყენების დროს (რაც შეიძლება იყოს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის წინაპირობა) შეიძლება გახდეს პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტის საფუძველი.
სხვა მდგომარეობები, ასოცირებული არასასურველ სისხლძარღვოვან მოვლენებთან.
შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერჰომოცისტეინემია, გულის სარქვლოვანი მანკი და წინაგულების ფიბრილაცია, დისლიპოპროტეინემია და სისტემური წითელი მგლურა.
ATE-ს სიმპტომები
ქალებს უნდა ეცნობოთ, რომ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მათ უნდა მიმართონ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და აცნობონ მედიცინის მუშაკს, რომ ისინი იღებენ პრეპარატ ნორკოლუტს®.
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების სიმპტომები შეიძლება იყოს:
უეცარი სისუსტე ან სახის, ხელების ან ფეხების დაბუჟება, განსაკუთრებით სხეულის ერთ მხარეს;
სიარულის უეცარი დარღვევები, თავბრუსხვევა, წონასწორობის ან კოორდინაციის დაკარგვა;
უეცრად განვითარებული ცნობიერების არევა, მეტყველების ან მისი გაგების გაძნელება;
მხედველობის უეცარი დარღვევა ერთ ან ორივე თვალში;
უეცარი, გამოხატული ან ხანგრძლივი თავის ტკივილი ცნობილი მიზეზების გარეშე;
გონების დაკარგვა ან გულის წასვლა კრუნჩხვებით ან მის გარეშე.
სიმპტომების დროებითი ხასიათი მიუთითებს გარდამავალ იშემიურ შეტევაზე (TIA).
მიოკარდიუმის ინფარქტის სიმპტომები შეიძლება იყოს:
ტკივილი, დისკომფორტი, ზეწოლა, სიმძიმე, შებოჭილობის ან სისავსის შეგრძნება გულმკერდის არეში, ხელში ან მკერდის ძვლის უკან;
დისკომფორტის შეგრძნება ირადიაციით ზურგში, ქვედა ყბაში, ყელში, ხელში ან ეპიგასტრიუმში;
სისავსის შეგრძნება, საჭმლის მონელების დარღვევა ან ხრჩობა;
ოფლიანობა, გულისრევა, ღებინება ან თავბრუსხვევა;
ძლიერი სისუსტე, შფოთვა ან ქოშინი;
ხშირი ან არითმიული გულისცემა.
ღვიძლის სიმსივნეები
იყო შეტყობინებები იშვიათ შემთხვევებში ღვიძლის კეთილთვისებიანი და, კიდევ უფრო იშვიათ შემთხვევებში, ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების შესახებ ქალებში, რომლებიც იღებენ ჰორმონალურ პრეპარატებს. ცალკეულ შემთხვევებში ეს სიმსივნეები იწვევდნენ სიცოცხლისთვის საშიშ ინტრააბდომინალურ სისხლდენას. მუცლის ზედა ნაწილში ძლიერი ტკივილის, ღვიძლის გადიდების ან ინტრააბდომინალური სისხლდენის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებელია ღვიძლის სიმსივნით დიფერენციალური დიაგნოზის ჩატარება და, საჭიროების შემთხვევაში, პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
საშვილოსნოს ყელის კიბო
საშვილოსნოს ყელის კიბოს ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია პერსისტირებადი პაპილომავირუსის ინფექცია. ზოგიერთი ეპიდემიოლოგიური კვლევის მონაცემების თანახმად, სასქესო ჰორმონების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს ეს რისკი, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს წინააღმდეგობები იმის შესახებ, თუ რამდენად არის ეს მონაცემები განპირობებული დამამახინჯებელი ფაქტორების მოქმედებით, როგორიცაა სექსუალური ქცევა.
სარძევე ჯირკვლის კიბო
ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქალებს, რომლებიც იღებენ სასქესო ჰორმონების შემცველ პრეპარატებს, აქვთ სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რამდენადმე მომატებული ფარდობითი რისკი. გაზრდილი რისკი თანდათან ქრება სასქესო ჰორმონების მიღების შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში. რადგან სარძევე ჯირკვლის კიბო იშვიათია 40 წლამდე ასაკის ქალებში, სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზების დამატებითი რაოდენობა იმ ქალებში, რომლებიც იღებენ ამჟამად ან იღებდნენ ადრე სასქესო ჰორმონების პრეპარატებს, მცირეა სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკის საერთო მაჩვენებელთან მიმართებაში. ამ კვლევებში მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირი არ არის დადასტურებული. სარძევე ჯირკვლის კიბო, გამოვლენილი ქალებში, რომლებიც ოდესმე იღებდნენ მსგავს პრეპარატებს, როგორც წესი, ხასიათდება ნაკლები კლინიკურად გავრცელებადობით, სიმსივნეებთან შედარებით, რომლებიც დიაგნოზირებულია ქალებში, რომლებიც არასდროს იღებდნენ სასქესო ჰორმონებს.
ჰიპერლიპიდემია
ესტროგენებმა შეიძლება ოდნავ გაზარდონ ტრიგლიცერიდების შემცველობა, ამიტომ ქალებში ჰიპერტრიგლიცერიდემიით ან მასზე მითითებით ოჯახურ ანამნეზში, შეიძლება მომატებული იყოს პანკრეატიტის რისკი.
არტერიული წნევის მომატება
მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქალს, რომლებიც იღებდნენ სასქესო ჰორმონების პრეპარატებს, აღენიშნათ არტერიული წნევის მცირე მატება, კლინიკურად მნიშვნელოვანი მატება იშვიათია. თუმცა, თუ კლინიკურად მნიშვნელოვანი არტერიული ჰიპერტენზია გრძელდება პრეპარატ ნორკოლუტის® მიღების ფონზე, მიზანშეწონილია ნორეთისტერონის მიღების შეწყვეტა და არტერეიული ჰიპერტენზიის მკურნალობის დაწყება.
მიუხედავად იმისა, რომ ჰორმონ-ინდუცირებული ჰიპერტენზია იშვიათად გვხვდება, მნიშვნელოვანია მისი გამოვლენა, რადგან ქალებს არტერიული ჰიპერტენზიით, რომლებიც იღებენ პრეპარატ ნორკოლუტს®, შეიძლება ჰქონდეთ მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის გაზრდილი რისკი, იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც არ იღებენ ამ პრეპარატს.
დეპრესია
დათრგუნული განწყობა და დეპრესია ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას წარმოადგენს ცნობილ გვერდით რეაქციას. დეპრესია შეიძლება იყოს სერიოზული დარღვევა და წარმოადგენს სუიციდური ქცევისა და სუიციდის ცნობილ რისკ-ფაქტორს. ქალებმა უნდა მიმართონ მკურნალ ექიმს, თუ განწყობის ცვლილებები და დეპრესიის სიმპტომები გამოვლინდება, მათ შორის მკურნალობის დაწყებიდან მალევე.
ანგიონევროზული შეშუპება
ეგზოგენურმა ესტროგენებმა შეიძლება მოახდინონ პროვოცირება ან გააუარესონ მემკვიდრეობითი და შეძენილი ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომები.
ნახშირწყლების მეტაბოლიზმი
მიუხედავად იმისა, რომ ესტროგენებმა და პროგესტაგენებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ პერიფერიულ ინსულინრეზისტენტობაზე და გლუკოზისადმი ტოლერანტობაზე, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს მკურნალობის რეჟიმის შეცვლის აუცილებლობას შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ სასქესო ჰორმონებს. ნახშირწყლების მეტაბოლიზმის პარამეტრები სათანადოდ უნდა შეფასდეს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ყველა პაციენტში მკურნალობის დაწყებამდე და რეგულარულად მკურნალობის ფონზე.
სხვა
ღვიძლის ფუნქციის მწვავე ან ქრონიკული დარღვევები შეიძლება მოითხოვდეს პრეპარატ ნორკოლუტის® მიღების შეწყვეტას ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ნორმალიზებამდე.
ქოლესტაზური სიყვითლის რეციდივი, რომელიც პირველად ორსულობის დროს ან სასქესო სტეროიდული ჰორმონების წინა გამოყენებისას გამოვლინდა, საჭიროებს პრეპარატ ნორკოლუტის® მიღების შეწყვეტას.
ეგზოგენური ჰორმონების გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ქლოაზმის განვითარებას, განსაკუთრებით ქალებში ორსულების ქლოაზმით ანამნეზში. ქლოაზმის განვითარებისადმი მიდრეკილმა ქალებმა, პრეპარატ ნორკოლუტის® მიღების დროს, მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ მზის ან ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედება.
ესტროგენებმა და პროგესტაგენებმა შეიძლება გამოიწვიონ სითხის შეკავება. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ნორეთისტერონის დანიშვნისას პაციენტებისთვის მდგომარეობებით, რომლებიც შეიძლება გამწვავდეს ამ ფაქტორის ზემოქმედებით: ეპილეფსია, შაკიკი, ბრონქიალური ასთმა, გულის და თირკმლის ფუნქციის დარღვევები.
სამეცნიერო ლიტერატურაში მოყვანილია ურთიერთგამომრიცხავი მონაცემები ეგზოგენური ჰორმონების როლის შესახებ ნაწლავის ანთებითი დაავადებების (კრონის დაავადება, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი) განვითარებაში. თუმცა, განხილული უნდა იქნას პრეპარატ ნორკოლუტის® მოხსნის საკითხი სიმპტომატიკის შენარჩუნებისას, სტანდარტული თერაპიის მიუხედავად.
თუ პრეპარატ ნორკოლუტის® გამოყენების ფონზე მენსტრუალური სისხლდენა არ ხდება ან პაციენტს სურს მენსტრუაციის გადადება განსაკუთრებული გარემოებების გამო, ორსულობა უნდა გამოირიცხოს მკურნალობის მორიგი კურსის დაწყებამდე.
იყო შეტყობინებები შემდეგი მდგომარეობების განვითარების ან გაუარესების შესახებ როგორც ორსულობის დროს, ასევე ეგზოგენური ჰორმონების მიღების ფონზე (თუმცა, სასაქესო ჰორმონების გამოყენებასთან კავშირი არ არის დამტკიცებული): სიყვითლე და/ან ქავილი, დაკავშირებული ქოლესტაზთან; კენჭები ნაღვლის ბუშტში; პორფირია; სისტემური წითელი მგლურა; ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი; სიდენჰემის ქორეა მცირე; ორსულთა ჰერპესი; ოტოსკლეროზით განპირობებული სმენის დაკარგვა.
ეს წამალი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, როგორიცაა გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბციის სინდრომი.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატის ზემოქმედების კვლევები არ ჩატარებულა. ნორეთისტერონის ფარმაკოლოგიური ეფექტების საფუძველზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პრეპარატი არ ახდენს ზემოქმედებას ამ შესაძლებლობებზე.
შეფუთვა
10 ტაბლეტი პოლივინილქლორიდის აპკისა და ალუმინის ფოლგის ბლისტერში.
ორი ბლისტერი მუყაოს კოლოფში თანდართული გამოყენების ინსტრუქციით.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
5 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
ღსს „გედეონ რიხტერი“
1103 უნგრეთი, ბუდაპეშტი, დემრეის ქ., 19-21
მწარმოებელი
ღსს „გედეონ რიხტერი“
1103 უნგრეთი, ბუდაპეშტი, დემრეის ქ., 19-21
პრეპარატთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად, ასევე პრეტენზიების წარმოქმნის შემთხვევაში, დაუკავშირდეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს:
ღსს „გედეონ რიხტერი“-ს წარმომადგენლობა საქართველოში
მისამართი: საქართველო, 0160 ქ. თბილისი, ს. კანდელაკის ქ. #8
ტელეფონი: +995-322-37-11-00
ელ. ფოსტა: [email protected]
ღსს „გედეონ რიხტერი“-ს წარმომადგენლობა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში
მისამართი: ტაჯიკეთის რესპუბლიკა, 734003, ქ. დუშანბე, ისმოილი სომონის რაიონი,
რუდაკის გამზირი 127, შპს „რუდაკი პლაზა“, მე-5 სართული, ოფისი 507, 508.
ტელეფონი: +992-44-603-33-36
ელ. ფოსტა: [email protected]
ღსს „გედეონ რიხტერი“-ს წარმომადგენლობა თურქმენეთში
მისამართი: თურქმენეთი, 744036 ქ. აშხაბადი, ატატურკი ქ., სახლი 82,
ბიზნეს ცენტრი „ბერკარარი“, E-6
ტელეფონი: +993-12-46-82-11
ელ. ფოსტა: [email protected]
ღსს „გედეონ რიხტერი“-ს წარმომადგენლობა მონღოლეთში
მისამართი: მონღოლეთი, 17012 ქ. ულან-ბატორი, ხან-უულის რაიონი, მე-11 ქვერაიონი, ორგილის სტადიონი, დიდი მონღოლური სახელმწიფოს ქუჩა, 118, ოფისი 200/1
ტელეფონი: +976-70-11-40-02
ელ. ფოსტა: [email protected]
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


