პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები

ნორაფლატ ფორტე 120 მგ საღეჭი ტაბლეტები

noraflat® forte 120 mg comprimidos masticables

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

ნორაფლატ® ფორტე შეიცავს აქტიურ ნივთიერება სიმეტიკონს, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელიც შლის აირის ბუშტუკებს, ხელს უწყობს მათ გამოდევნას და ხსნის აირებით გამოწვეულ დისკომფორტს. ნორაფლატ® ფორტე ნაჩვენებია ჭარბი აირებით გამოწვეული სიმპტომების მოსახსნელად მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
სიმეთიკონი (simethicone)
ფორმა და შეფუთვა
120მგ საღეჭი ტაბლეტი მარწყვის არომატით №40
მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო სხვა პრეპარატები
ATC კოდი
A03AX13
რეგისტრაციის ნომერი
რ-040398
რეგისტრირებულია
6 მარტი 2024, მოქმედებს 6 მარტი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებანორაფლატ ფორტე 120 მგ საღეჭი ტაბლეტები და სხვა წამალი ერთად

ნორაფლატ ფორტე 120 მგ საღეჭი ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ნორაფლატ® ფორტე შეიცავს აქტიურ ნივთიერება სიმეტიკონს, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელიც შლის აირის ბუშტუკებს, ხელს უწყობს მათ გამოდევნას და ხსნის აირებით გამოწვეულ დისკომფორტს.

ნორაფლატ® ფორტე ნაჩვენებია ჭარბი აირებით გამოწვეული სიმპტომების მოსახსნელად მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია თუ პაციენტი თავს უკეთესად არ გრძნობს ან მისი მდგომარეობა უარესდება 10 დღის შემდეგ, ან არ უმჯობესდება შეკრულობა.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ინსტრუქციის მიხედვით ან ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

მოზრდილები და 12 წლის ასაკის ზემოთ მოზარდები:

რეკომენდებული დოზაა ერთი საღეჭი ტაბლეტი (120 მგ სიმეტიკონი) სამჯერ დღეში ყოველი ძირითადი კვების შემდეგ.

დაუშვებელია დღეში 4 ტაბლეტზე მეტის მიღება (შეესაბამება 480 მგ სიმეტიკონს).

მიღების მეთოდი

მედიკამენტი განკუთვნლია შიგნით მისაღებად.

გადაყლაპვამდე ტაბლეტი კარგად უნდა დაიღეჭოს (ტაბლეტი არ უნდა გადაიყლაპოს მთლიანად).

თუ სიმპტომები უარესდება, მკურნალობის 10 დღის შემდეგ ისევ აღინიშნება ან შეკრულობა არ უმჯობესდება, მკურნალობა უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ნორაფლატ® ფორტეს დოზის გადაჭარბებისას

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია სიმეტიკონის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათალი იხ. მე-6 პარაგრაფში).

თუ პაციენტს დადგენილი აქვს ან სავარაუდოა ნაწლავების ობსტრუქციის ან პერფორაციის არსებობა.

სიფრთხილის ზომები

ნორაფლატ® ფორტეს მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

თუ სიმპტომები უარესდება, მკურნალობის 10 დღის შემდეგ ისევ აღინიშნება ან შეკრულობა არ უმჯობესდება, მკურნალობა უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ბავშვები

ბავშვებისთვის განკუთვნილია სხვა ფარმაცევტული ფორმები.

სიმეტიკონი არ არის რეკომენდებული ჩვილ ბავშვებში კოლიკის სამკურნალოდ შეზღუდული რაოდენობის ინფორმაციის არსებობის გამო.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უკანასკნელ პერიოდში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

ლევოთიროქსინის (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისა და დარღვევების სამკურნალოდ) შეწოვაზე შეიძლება გავლენა იქონიოს სიმეტიკონმა მათი ერთდროული მიღებისას. შესაბამისად, ლევოთიროქსინისა და სიმეტიკონის შემცველი პრეპარატები მიღებულ უნდა იქნას ცალ-ცალკე, არაუმცირეს 4-საათიანი ინტერვალით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ნორაფლატ® ფორტეს არ აქვს გავლენა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ნორაფლატ® ფორტე შეიცავს სორბიტოლს (E-420), გლუკოზასა და ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 890 მგ სორბიტოლს თითოეულ ტაბლეტში. სორბიტოლი წარმოადგენს ფრუქტოზის წყაროს. თუ პაციენტს (ან ბავშვს) დადგენილი აქვს რომელიმე შაქრის აუტანლობა ან დიაგნოსტირებული აქვს ფრუქტოზის თანდაყოლილი აუტანლობა (HFI), ან იშვიათი გენეტიკური დაავადება, როცა პაციენტს არ შეუძლია ფრუქტოზის დაშლა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

სორბიტოლმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი და სუსტი საფაღარათო ეფექტები. ეს მედიკამენტი შეიცავს გლუკოზას. თუ პაციენტს დადგენილი აქვს რომელიმე შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

მან შეიძლება დააზიონოს კბილები.

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ”თავისუფალია ნატრიუმისაგან”.

გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები (სიხშირე უცნობია ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე) აღწერილ იქნა სიმეტიკონის გამოყენების პერიოდში:

მსუბუქი, გარდამავალი შეკრულობა და გულისრევა;

შეიძლება გამოიწვიოს ბოყინი, რაც ჩვეულებრივ ჭარბი აირების გამოყოფის გზაა მკურნალობის დროს;

ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა), როგორიცაა: კანზე გამონაყარი, კანის ქავილი, სახის ან ენის შეშუპება, ან სუნთქვის გაძნელება.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პირდაპირ შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: https://www.noificaram.es

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ჭარბი დოზა

მითითებულზე მეტი რაოდენობის გადაყლაპვის შემთხვევაშიც კი არ არის მოსალოდნელი, რომ განვითარდეს გვერდითი მოვლენები, რადგან მედიკამენტი არ შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან.

დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას საჭიროა დაუყოვნებლივ სამედიცინო დაწესებულებაში ან ექიმთან, ან ფარმაცევტთან მიმართვა, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

ნორაფლატ® ფორტეს მიღების დავიწყებისას

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

თუ სიმპტომები ნარჩუნდება, შემდეგი დოზის მიღება შეიძლება მე-3 პარაგრაფში “ნორაფლატ® ფორტეს მიღების წესი” აღწერილი ინსტრუქციების შესაბამისად.

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა სიმეტიკონი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 120 მგ სიმეტიკონს;

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: სორბიტოლი (E-420), ნატრიუმის საქარინი (E-954), მაგნიუმის და ალუმინის მეტასილიკატი, მაგნიუმის სტეარატი და მარწყვის არომატი (შეიცავს გლუკოზას).

პროდუქტის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

ნორაფლატ® ფორტეს ტაბლეტები არის თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივამობურცული და მარწყვის გემოთი.

წარმოდგენილია პლასტიკური შეფუთვით, რომელიც შეიცავს 40 ტაბლეტს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

გამოშვების სხვა ფორმები

ნორაფლატ® ფორტე 40 მგ საღეჭი ტაბლეტები.

შენახვის პირობები

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს. ნორაფლატ® ფორტეს ფლაკონის პირველად გახსნიდან ის გამოყენებულ უნდა იქნას 12 თვეში.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვა ან მედიკამენტი უნდა მოთავსდეს აფთიაქში განთავსებულ ადგილას, რომელიც აღნიშნულია სიგრე სიმბოლოთი. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

ნორაფლატ® ფორტე 120 მგ საღეჭი ტაბლეტები

სიმეტიკონი

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ყოველთვის უნდა იქნას დაცული გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული მიღების ინსტრუქცია ან მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მითითებების შესაბამისად.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება 10 დღის შემდეგ.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ნორაფლატ® ფორტე და მისი გამოყენება;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ნორაფლატ® ფორტეს მიღებამდე;

ნორაფლატ® ფორტეს მიღების წესი;

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

ნორაფლატ® ფორტეს შენახვის წესი;

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.

რას წარმოადგენს ნორაფლატ® ფორტე და მისი გამოყენება

ნორაფლატ® ფორტე შეიცავს აქტიურ ნივთიერება სიმეტიკონს, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელიც შლის აირის ბუშტუკებს, ხელს უწყობს მათ გამოდევნას და ხსნის აირებით გამოწვეულ დისკომფორტს.

ნორაფლატ® ფორტე ნაჩვენებია ჭარბი აირებით გამოწვეული სიმპტომების მოსახსნელად მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია თუ პაციენტი თავს უკეთესად არ გრძნობს ან მისი მდგომარეობა უარესდება 10 დღის შემდეგ, ან არ უმჯობესდება შეკრულობა.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ნორაფლატ® ფორტეს მიღებამდე

დაუშვებელია ნორაფლატ® ფორტეს მიღება:

თუ პაციენტი ალერგიულია სიმეტიკონის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათალი იხ. მე-6 პარაგრაფში).

თუ პაციენტს დადგენილი აქვს ან სავარაუდოა ნაწლავების ობსტრუქციის ან პერფორაციის არსებობა.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ნორაფლატ® ფორტეს მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

თუ სიმპტომები უარესდება, მკურნალობის 10 დღის შემდეგ ისევ აღინიშნება ან შეკრულობა არ უმჯობესდება, მკურნალობა უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ბავშვები

ბავშვებისთვის განკუთვნილია სხვა ფარმაცევტული ფორმები.

სიმეტიკონი არ არის რეკომენდებული ჩვილ ბავშვებში კოლიკის სამკურნალოდ შეზღუდული რაოდენობის ინფორმაციის არსებობის გამო.

სხვა მედიკამენტები და ნორაფლატ® ფორტე

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უკანასკნელ პერიოდში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

ლევოთიროქსინის (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისა და დარღვევების სამკურნალოდ) შეწოვაზე შეიძლება გავლენა იქონიოს სიმეტიკონმა მათი ერთდროული მიღებისას. შესაბამისად, ლევოთიროქსინისა და სიმეტიკონის შემცველი პრეპარატები მიღებულ უნდა იქნას ცალ-ცალკე, არაუმცირეს 4-საათიანი ინტერვალით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

ნორაფლატ® ფორტეს არ აქვს გავლენა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ნორაფლატ® ფორტე შეიცავს სორბიტოლს (E-420), გლუკოზასა და ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 890 მგ სორბიტოლს თითოეულ ტაბლეტში. სორბიტოლი წარმოადგენს ფრუქტოზის წყაროს. თუ პაციენტს (ან ბავშვს) დადგენილი აქვს რომელიმე შაქრის აუტანლობა ან დიაგნოსტირებული აქვს ფრუქტოზის თანდაყოლილი აუტანლობა (HFI), ან იშვიათი გენეტიკური დაავადება, როცა პაციენტს არ შეუძლია ფრუქტოზის დაშლა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

სორბიტოლმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი და სუსტი საფაღარათო ეფექტები. ეს მედიკამენტი შეიცავს გლუკოზას. თუ პაციენტს დადგენილი აქვს რომელიმე შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

მან შეიძლება დააზიონოს კბილები.

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ”თავისუფალია ნატრიუმისაგან”.

ნორაფლატ® ფორტეს მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ინსტრუქციის მიხედვით ან ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

მოზრდილები და 12 წლის ასაკის ზემოთ მოზარდები:

რეკომენდებული დოზაა ერთი საღეჭი ტაბლეტი (120 მგ სიმეტიკონი) სამჯერ დღეში ყოველი ძირითადი კვების შემდეგ.

დაუშვებელია დღეში 4 ტაბლეტზე მეტის მიღება (შეესაბამება 480 მგ სიმეტიკონს).

მიღების მეთოდი

მედიკამენტი განკუთვნლია შიგნით მისაღებად.

გადაყლაპვამდე ტაბლეტი კარგად უნდა დაიღეჭოს (ტაბლეტი არ უნდა გადაიყლაპოს მთლიანად).

თუ სიმპტომები უარესდება, მკურნალობის 10 დღის შემდეგ ისევ აღინიშნება ან შეკრულობა არ უმჯობესდება, მკურნალობა უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ნორაფლატ® ფორტეს დოზის გადაჭარბებისას

დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის ცნობილი.

მითითებულზე მეტი რაოდენობის გადაყლაპვის შემთხვევაშიც კი არ არის მოსალოდნელი, რომ განვითარდეს გვერდითი მოვლენები, რადგან მედიკამენტი არ შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან.

დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას საჭიროა დაუყოვნებლივ სამედიცინო დაწესებულებაში ან ექიმთან, ან ფარმაცევტთან მიმართვა, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

ნორაფლატ® ფორტეს მიღების დავიწყებისას

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

თუ სიმპტომები ნარჩუნდება, შემდეგი დოზის მიღება შეიძლება მე-3 პარაგრაფში “ნორაფლატ® ფორტეს მიღების წესი” აღწერილი ინსტრუქციების შესაბამისად.

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები (სიხშირე უცნობია ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე) აღწერილ იქნა სიმეტიკონის გამოყენების პერიოდში:

მსუბუქი, გარდამავალი შეკრულობა და გულისრევა;

შეიძლება გამოიწვიოს ბოყინი, რაც ჩვეულებრივ ჭარბი აირების გამოყოფის გზაა მკურნალობის დროს;

ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა), როგორიცაა: კანზე გამონაყარი, კანის ქავილი, სახის ან ენის შეშუპება, ან სუნთქვის გაძნელება.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პირდაპირ შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: https://www.noificaram.es

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ნორაფლატ® ფორტეს შენახვის წესი

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს. ნორაფლატ® ფორტეს ფლაკონის პირველად გახსნიდან ის გამოყენებულ უნდა იქნას 12 თვეში.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვა ან მედიკამენტი უნდა მოთავსდეს აფთიაქში განთავსებულ ადგილას, რომელიც აღნიშნულია სიგრე სიმბოლოთი. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ნორაფლატ® ფორტე

აქტიური ნივთიერებაა სიმეტიკონი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 120 მგ სიმეტიკონს;

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: სორბიტოლი (E-420), ნატრიუმის საქარინი (E-954), მაგნიუმის და ალუმინის მეტასილიკატი, მაგნიუმის სტეარატი და მარწყვის არომატი (შეიცავს გლუკოზას).

პროდუქტის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

ნორაფლატ® ფორტეს ტაბლეტები არის თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივამობურცული და მარწყვის გემოთი.

წარმოდგენილია პლასტიკური შეფუთვით, რომელიც შეიცავს 40 ტაბლეტს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

გამოშვების სხვა ფორმები

ნორაფლატ® ფორტე 40 მგ საღეჭი ტაბლეტები.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოსი-მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: იანვარი, 2024.

მედიკამენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და ჯანდაცვის პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებ-გვერდზე: http://www.aemps.gob.es /

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა