პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
დიურეზული საშუალებები

ნონპრესი

Nonpres

რეცეპტით50მგინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

ნონპრესი განეკუთვნება იმ სამკურნალო საშუალებათა ჯგუფს, რომლებიც ალდოსტერონების სელექციურ ბლოკატორებად არიან ცნობილი. აღნიშნული ბლოკატორები ახდენენ ორგანიზმში გამომუშავებული ალდოსტერონის მოქმედების ინჰიბირებას, რომელიც აკონტროლებს სისხლის წნევასა და გულის ფუნქციას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ეპლერენონი (eplerenone)
ფორმა და შეფუთვა
50მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20 (2X10)
მწარმოებელი
Adamed Pharma S.A, პოლონეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
დიურეზული საშუალებები, ალდოსტერონის ანტაგონისტები
ATC კოდი
C03DA04
რეგისტრაციის ნომერი
რ-043793
რეგისტრირებულია
7 აგვისტო 2025, მოქმედებს 7 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Adamed Pharma S.A (პოლონეთი)
განმცხადებელი
შპს „გეა”
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებანონპრესი და სხვა წამალი ერთად

ნონპრესი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ნონპრესი განეკუთვნება იმ სამკურნალო საშუალებათა ჯგუფს, რომლებიც ალდოსტერონების სელექციურ ბლოკატორებად არიან ცნობილი. აღნიშნული ბლოკატორები ახდენენ ორგანიზმში გამომუშავებული ალდოსტერონის მოქმედების ინჰიბირებას, რომელიც აკონტროლებს სისხლის წნევასა და გულის ფუნქციას. ალდოსტერონის დონის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ცვლილებები ორგანიზმში, რომელიც შესაძლოა გახდეს გულის უკმარისობის მიზეზი.

ნონპრესი გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ, მდგომარეობის გაუარესების პრევენციისთვის და ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობის შესამცირებლად, თუ თქვენ:

  • უკანასკნელ პერიოდში გქონდათ გულის შეტევა, სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ, ან
  • გაქვთ მდგრადი, მსუბუქი სიმპტომები მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების ზუსტი დაცვით. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ნონპრესის ტაბლეტების მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ისე უზმოზე. ტაბლეტები გადაყლაპეთ მთლიანად წყლის დიდ რაოდენობასთან ერთად.

ნონპრესი ჩვეულებრივ ინიშნება გულის უკმარისობის სხვა პრეპარატებთან ერთად, მაგ: ბეტა ბლოკატორები. ჩვეული საწყისი დოზა არის ერთი 25 მგ ტაბლეტი დღეში ერთხელ, რომლის მატება ხდება დაახლოებით 4 კვირის შემდეგ 50 მგ-მდე დღეში (ერთი 50 მგ ტაბლეტის ან ორი 25 მგ ტაბლეტის მიღების სახით). პრეპარატის მაქსიმალური დოზა შეადგენს 50 მგ-ს დღეში.

ნონპრესის მიღებამდე უნდა გაიზომოს კალიუმის დონე სისხლში, ასევე მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში და ერთი თვის შემდეგ, ასევე დოზის ცვლილების შემთხვევაში. დოზის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი სისხლში კალიუმის დონის მაჩვენებლის მიხედვით.

თუ თქვენ გაქვთ თირკმელების მსუბუქი სიმძიმის დაავადება, საწყისი დოზა იქნება ერთი 25 მგ ტაბლეტი დღეში ერთხელ, ხოლო თუ გაქვთ თირკმელების საშუალო სიმძიმის დაავადება საწყისი დოზა იქნება ერთი 25 მგ ტაბლეტი ყოველ მეორე დღეს.

აღნიშნული დოზების ცვლილება შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციისა და სისხლში კალიუმის დონის მაჩვენებლის შესაბამისად.

თირკმელების მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში ნონპრესის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

პაციენტებში, რომელთაც აქვთ მსუბუქი ან ზომიერი სიმძიმის ღვიძლის დაავადებები საწყისი დოზის ცვლილება არ არის აუცილებელი.

თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები შესაძლოა მეტი სიხშირით დაგჭირდეთ სისხლის ანალიზის გაკეთება მასში კალიუმის დონის გასაკონტროლებლად. (იხ. ასევე “არ მიიღოთ ნონპრესი”).

ხანდაზმულებისთვის: საწყისი დოზის ცვლილება არ არის აუცილებელი.

ბავშვებისა და მოზარდებისთვის: ნონპრესის მიღება არ არის რეკომენდებული.

თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის ნონპრესი

თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის ნონპრესი დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. თუ მიიღეთ ძალზე დიდი რაოდენობის პრეპარატი, ყველაზე სავარაუდო სიმპტომები იქნება დაბალი წნევა (რასაც ახლავს თავში სიცარიელის შეგრძნება, თავბრუსხვევა, მხედველობის გაუარესება, სისუსტე, გონების მოულოდნელი დაკარგვა) ან ჰიპერკალემია, კალიუმის მაღალი დონე სისხლში (რასაც ახლავს კუნთების სპაზმი, დიარეა, გულისრევა, თავბრუსხვევა ან თავის ტკივილი).

თუ დაგავიწყდათ ნონპრესის მიღება:

თუ უკვე მოახლოებულია შემდეგი ტაბლეტის მიღების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მიიღეთ შემდეგი ტაბლეტი შესაბამის დროს.

სხვა შემთხვევაში მიიღეთ გამოტოვებული დოზა როგორც კი გაგახსენდებათ მის შესახებ, იმ პირობით, თუ შემდეგი ტაბლეტის მიღებამდე 12 საათზე მეტი არის დარჩენილი. ამის შემდეგ დაუბრუნდით პრეპარატის მიღების ჩვეულ რეჟიმს.

არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის ასანაზღაურებლად.

ნონპრესის მიღების შეწყვეტა

მნიშვნელოვანია, რომ ნონპრესის მიღება მოხდეს დანიშნულების მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თქვენი ექიმი გირჩევთ მისი მიღების შეწყვეტას.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიული ეპლერენონის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (რომლებიც აღწერილია პუნქტში 6).

თუ გაქვთ კალიუმის მაღალი დონე სისხლში (ჰიპერკალემია);

თუ იღებთ იმ ჯგუფის პრეპარატებს, რომლებიც გეხმარებიან სხეულის სითხეების ჭარბად გამოყოფაში (კალიუმის დამზოგველი დიურეტიკები) ან “მარილის ტაბლეტებს” (კალიუმის დანამატებს).

თუ გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადებები.

თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადებები.

თუ იღებთ პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ (კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი).

თუ იღებთ ანტივირუსულ პრეპარატებს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირსუსის (აივ) სამკურნალოდ (ნელფინავირი ან რიტონავირი).

თუ იღებთ ანტიბიოტიკებს, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ (კლარიტრომიცინი ან ტელითრომიცინი).

თუ თქვენ იღებთ ნეფაზოდონს დეპრესიის სამკურნალოდ.

თუ იღებთ პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება გულის გარკვეული მდგომარეობების ან ჰიპერტენზიის სამკურნალოდ (ე.წ. ანგიოტენზინის გარდამქმნელი ენზიმის (აგე) ინჰიბიტორს და ანგიოტენზინის რეცეპტორის ბლოკატორს (არბ) ერთად.

სიფრთხილის ზომები

ნონპრესის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის დაავადებები (იხ. ასევე “არ მიიღოთ ნონპრესი”);

თუ იღებთ ლითიუმს (ჩვეულებრივ ინიშნება მანიაკალურ-დეპრესიული აშლილობის სამკურნალოდ, რომელიც ასევე ბიპოლარული აშლილობის სახელით არის ცნობილი).

თუ იღებთ ტაკროლიმუსს ან ციკლოსპორინს (გამოიყენება კანის გარკვეული დაავადებების დროს, როგორიცაა ფსორიაზი ან ეგზემა და ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდგომ გადანერგილი ორგანოს მიუღებლობის პრევენციისთვის).

ბავშვები და მოზარდები

ეპლერენონის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და მოზარდებში არ არის შესწავლილი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, უკანასკნელ პერიოდში იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

თქვენ არ უნდა მიიღოთ ნონპრესი შემდეგ პრეპარატებთან ერთად (იხ. პუნქტი “არ მიიღოთ ნონპრესი”):

იტრაკონაზოლი ან კეტოკონაზოლი (რომლებიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ), რიტონავირი, ნელფინავირი (ანტივირუსული პრეპარატები აივ სამკურნალოდ), კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ) ან ნეფაზოდონი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ), რადგან ეს პრეპარატები ამცირებენ ნონპრესის დაშლის პროცესს, რითაც ახანგრძლივებენ ორგანიზმზე მისი მოქმედების ეფექტს.

კალიუმის დამზოგველი დიურეზულები (პრეპარატები, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან სითხეების ჭარბად გამოყოფას) და კალიუმის დანამატები (“მარილის ტაბლეტები”), რადგან ეს პრეპარატები ზრდიან სისხლში კალიუმის დონის მომატების რისკს.

ანგიოტენზინის გარდამქმნელი ენზიმის ინჰიბიტორები და ანგიოტენზინის რეცეპტორის ბლოკატორები ერთად (რომლებიც გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის, გულის დაავადებების ან თირკმელების გარკვეული მდგომარეობების დროს), რადგან მათ შესაძლოა გაზარდონ სისხლში კალიუმის დონის მატების რისკი.

გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს თუ იღებთ ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:

ლითიუმი (ჩვეულებრივ გამოიყენება მანიაკალურ-დეპრესიული აშლილობის დროს, რომელსაც ასევე ბიპოლარულ აშლილობას უწოდებენ). ლითიუმის გამოყენებამ დიურეტიკებთან და ანგიოტენზინის გარდამქმნელი ენზიმის ინჰიბიტორებთან ერთად (რომლებიც გამოიყენება სისხლის მაღალი წნევისა და გულის დაავადებების სამკურნალოდ) აჩვენა სისხლში ლითიუმის დონის ძლიერი მატება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: უმადობა, მხედველობის გაუარესება, დაღლილობა, კუნთების სისუსტე, კუნთების სპაზმი.

ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი (გამოიყენება კანის დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ფსორიაზი ან ეგზემა, ასევე ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდგომ გადანერგილი ორგანოს მიუღებლობის პრევენციისთვის). აღნიშნულ პრეპარატებს შეუძლია თირკმელების პრობლემების და შესაბამისად, სისხლში კალიუმის დონის მატების გამოწვევა.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ – ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებელი, როგორებიცაა იბუპროფენი, რომელიც გამოიყენება ტკივილის შესამცირებლად, რიგიდულობისა და ანთების საწინააღმდეგოდ). ამ პრეპარატებს შეუძლია თირკმლის პრობლემების, და შესაბამისად სისხლში კალიუმის დონის მატების გამოწვევა.

ტრიმეტოპრიმს (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს) ასევე შეუძლია სისხლში კალიუმის დონის მატების გამოწვევა.

ალფა I ბლოკატორებმა, როგორიცაა პრაზოზინი ან ალფუზოზინი (რომლებიც გამოიყენება სისხლის მაღალი წნევისა და პროსტატის გარკვეული დაავადებების დროს) შესაძლოა გამოიწვიონ სისხლის წნევის დაცემა და თავბრუსხვევა წამოდგომის დროს.

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, როგორიცაა ამიტრიპტილინი ან ამოქსაპინი (დეპრესიის სამკურნალოდ), ანტიფსიქოზური საშუალებები (ასევე ცნობილი როგორც ნეიროლეპტიკები), როგორიცაა ქლორპრომაზინი ან ჰალოპერიდოლი (ფსიქიატრიული აშლილობების სამკურნალოდ) ამიფოსტინი (გამოიყენება ქიმიოთერაპიის დროს) და ბაკლოფენი (კუნთების სპაზმის სამკურნალოდ). აღნიშნულმა პრეპარატებმა შესაძლოა გამოიწვიონ სისხლის წნევის დაცემა და თავბრუსხვევა წამოდგომის დროს.

გლუკოკორტიკოიდებმა, როგორიცაა ჰიდროკორტიზონი ან პრედნიზონი (ანთებისა და კანის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ) და ტეტრაკოსაქტიდი (ძირითადად გამოიყენება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის) შესაძლოა შეამცირონ ნონპრესის წნევის დამწევი ეფექტი.

დიგოქსინი (გამოიყენება გულის დაავადებათა სამკურნალოდ). დიგოქსინის ნონპრესთან ერთად გამოყენებისას შესაძლოა გაიზარდოს დიგოქსინის კონცენტრაცია სისხლში.

ვარფარინი (შედედების საწინააღმდეგო პრეპარატი): სიფრთხილეა საჭირო ვარფარინის მიღებისას, რადგან მისმა მაღალმა შემცველობამ სისხლში შესაძლოა გამოიწვიოს ნონპრესის ორგანიზმზე მოქმედების ცვლილებები.

ერითრომიცინი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ), საქვინავირი (ანტივირუსული პრეპარატი აივ სამკურნალოდ), ფლუკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ), ამიოდარონი, დილთიაზემი და ვერაპამილი (გულის პრობლემების და მაღალი წნევის სამკურნალოდ) ამცირებენ ნონპრესის დაშლის პროცესს, რითაც ახანგრძლივებენ ორგანიზმზე მისი მოქმედების ეფექტს.

კრაზანა (მცენარეული სამკურნალო საშუალება), რიფამპიცინი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს), კარბამაზეპინი, ფენიტოინი და ფენობარბიტალი (გამოიყენება, სხვა პრეპარატებთან ერთად, ეპილეფსიის სამკურნალოდ) ზრდიან ნონპრესის დაშლის პროცესს, რითაც ამცირებენ მისი მოქმედების ეფექტს.

ნონპრესის გამოყენება საკვებთან და სასმელებთან ერთად

ნონპრესის მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ისე მის გარეშე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას რჩევისთვის მოცემული პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს ნონპრესის მიღების შედეგები არ არის შესწავლილი. უცნობია გამოიყოფა თუ არა ეპლერენონი დედის რძეში. გადაწყვეტილება ძუძუთი კვების გაგრძელების ან პრეპარატის მიღების შეწყვეტის შესახებ უნდა მიიღოს ექიმმა.

ავტომანქანებისა და სხვა მექანიზმების მართვა

ნონპრესის მიღების შემდეგ თქვენ შესაძლოა იგრძნოთ თავბრუსხვევა, ასეთ შემთხვევაში არ მართოთ ავტომანქანა ან სხვა მექანიზმები.

ნონპრესი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს

თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ რომელიმე შაქრის შეუთავსებლობა, პრეპარატის მიღებამდე რეკომენდაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

ნონპრესი შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს თითოეულ ტაბლეტში 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, რის გამოც შესაძლებელია ვთქვათ, რომ არის პრაქტიკულად “ნატრიუმისგან თავისუფალი”.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ ჩატარებულა კვლევები ეპლერენონის ზეგავლენის შესახებ ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ეპლერენონი არ იწვევს ძილიანობას ან კოგნიტიური ფუნქციის შეზღუდვას, თუმცა ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის დროს საჭიროა გათვალისწინებული იქნეს თავბრუსხვევის ეფექტის გამოვლენა მკურნალობის პერიოდში.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად ნონპრესმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტის შემთხვევაში.

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან:

დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას:

სახის, ენის ან ყელის შეშუპება.

ყლაპვის გაძნელება.

ჭინჭრის ციება და სუნთქვის გაძნელება

ესენია ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომები.

სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს:

ზოგადი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 100 პაციენტიდან 1-10 შემთხვევაში)

გულის შეტევა

სისხლში კალიუმის დონის მატება (რომლის სიმპტომებია: კუნთების სპაზმები, დიარეა, გულისრევა, თავბრუსხვევა ან თავის ტკივილი).

თავბრუსხვევა

გონების დაკარგვა

ინფექცია

ხველა

ყაბზობა

სისხლის დაბალი წნევა

დიარეა

გულისრევა

თირკმელების დისფუნქცია

გამონაყარი

ქავილი

კუნთების სპაზმი და ტკივილი

სისხლში შარდოვანას დონის მატება

იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 1000 პაციენტიდან 1-10 შემთხვევაში):

ეოზინოფილია (გარკვეული თეთრი უჯრედების მატება)

დეჰიდრატაცია

ქოლესტერინის ან ტრიგლიცერიდების (ცხიმების) მომატება სისხლში.

ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში

უძილობა (ძილის დარღვევები)

თავის ტკივილი

გულის პრობლემები, მაგ: გულისცემის დარღვევა, გულისცემის აჩქარება და გულის უკმარისობა.

ნაღვლის ბუშტის ანთება

სისხლის დაბალი წნევა, რაც იწვევს თავბრუსხვევას წამოდგომის დროს

ქვედა კიდურების თრომბოზი (შედედებული სისხლი)

ყელის ტკივილი

მეტეორიზმი

ღებინება

ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობა

სისხლში გლუკოზის დონის მატება

შეხების შეგრძნების დაქვეითება

ოფლიანობა

ზურგის ტკივილი

ფეხების სპაზმი

სისუსტე და ზოგადად შეუძლოდ ყოფნა

სისხლში კრეატინინის დონის მატება, რაც შესაძლოა მიუთითებდეს თირკმელების პრობლემების არსებობას.

თირკმელების ანთება.

მკერდის გადიდება მამაკაცებში

სისხლის ანალიზის ზოგიერთი მაჩვენებლის ცვლილებები

ჭარბი დოზა

გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევები, რომლებიც კავშირშია ეპლერენონის ჭარბ დოზირებასთან ადამიანებში გამოყენებისას არ არის რეგისტრირებული. სავარაუდოდ ჭარბი დოზირების ყველაზე გავრცელებული ეფექტი ადამიანებში არის ჰიპოტონია ან ჰიპერკალიემია. ეპლერენონის გამოდევნა ჰემოდიალიზის მეშვეობით შეუძლებელია. გამოვლინდა, რომ ეპლერენონი აქტიურად უკავშირდება ნახშირს. თუკი ვლინდება სიმპტომური ჰიპოტონია, საჭიროა შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება. თუ ვლინდება ჰიპერკალიემია, უნდა ჩატარდეს სტანდარტული თერაპია.

შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტი არის ეპლერენონი. ნონპრესის თითოეული 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ ეპლერენონს.

აქტიური ინგრედიენტი არის ეპლერენონი. ნონპრესის თითოეული 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ეპლერენონს.

სხვა ინგრედიენტებია: ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის ლაურილ-სულფატი, ტალკი, მაგნიუმის სტერეატი.

გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 400, პოლისორბატი 80 (E433), ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), რკინის წითელი ოქსიდი (E172).

ნონპრესის გარეგანი სახე და შეფუთვის შემადგენლობა

ნონპრესის 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი არის ჩალისფერი, მრგვალი, ორმხრივ-ამოზნექილი, რომლებზეც ერთ მხარეს ამოტვიფრულია “25”.

ნონპრესის 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი წარმოდგენილია 20 ან 30 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით ბლისტერზე (2 ან 3 ბლისტერი 10 ტაბლეტით).

ნონპრესის 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ჩალისფერი, მრგვალი, ორმხრივ-ამოზნექილი, რომლებზეც ერთ მხარეს ამოტვიფრულია “50”.

ნონპრესის 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები წარმოდგენილია 20 ან 30 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით ბლისტერზე (2 ან 3 ბლისტერი 10 ტაბლეტით).

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.

ინახება არაუმეტეს 250C.

პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც კოლოფზე და ფირფიტაზეა მითითებული “EXP” ნიშნით. ვარგისობის ვადა გულისხმობს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნაგავში ან გამდინარე წყალში. შეეკითხეთ ფარმაცევტს თუ როგორ გადააგდოთ პრეპარატი, რომელიც აღარ გესაჭიროებათ. აღნიშნული ზომების მიღება დაიცავს გარემოს დაბინძურებისგან.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ალდოსტერონის ანტაგონისტები, ათქ კოდი: C03DA04

მოქმედების მექანიზმი

ეპლერენონს გააჩნია შედარებითი სელექციურობა ადამიანის რეკომბინანტულ მინერალოკორტიკოიდულ რეცეპტორებთან შეკავშირების კუთხით, მის ადამიანის რეკომბინანტულ გლუკოკორტიკოიდულ, პროგესტერონულ და ანდროგენულ რეცეპტორებთან შეკავშირებასთან შედარებით. ეპლერენონი ხელს უშლის ალდოსტერონის შეკავშირებას, ძირითადი ჰორმონი რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაში (RAAS), რომელიც მონაწილეობს არტერიული წნევის რეგულირებაში და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პათოფიზიოლოგიაში.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

გამოვლინდა, რომ ეპლერენონი იწვევს პლაზმაში რენინისა და შრატის ალდოსტერონის მდგრად მატებას, რენინის სეკრეციაზე ალდოსტერონის უარყოფითი მარეგულირებელი უკუკავშირის ინჰიბირების შესაბამისად. შედეგად მიღებული პლაზმური რენინის აქტივობის გაზრდა და ალდოსტერონის მოცირკულირე დონეები არ აღემატება ეპლერენონის ეფექტებს.

გულის ქრონიკული უკმარისობის დოზის შერჩევის კვლევებში (NYHA კლასიფიკაცია II-IV), სტანდარტულ თერაპიაზე ეპლერენონის დამატებამ გამოიწვია ალდოსტერონის მოსალოდნელი დოზა-დამოკიდებული ზრდა. ანალოგიურად, EPHESUS-ის კარდიორენალურ სუბკვლევაში, ეპლერენონით თერაპიამ გამოიწვია ალდოსტერონის მნიშვნელოვანი ზრდა. ეს შედეგები ადასტურებს ამ პოპულაციებში მინერალოკორტიკოიდული რეცეპტორის ბლოკადას.

ეპლერენონის შესწავლა მოხდა ეპლერენონის მწავე მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი, გულის უკმარისობის, ეფექტურობის და გადარჩენის კვლევაში (EPHESUS). EPHESUS იყო ორმაგად ბრმა, პლაცებო კონტროლირებადი კვლევა, რომელიც გრძელდებოდა 3 წელი, 6632 პაციენტის მონაწილეობით, რომლებსაც აღენიშნებოდათ მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (MI), მარცხენა პარკუჭის დისფუნქცია (გაზომილი მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციით [LVEF] ≤40%) და გულის უკმარისობის კლინიკური ნიშნები. მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ 3-14 დღის განმავლობაში (საშუალოდ 7 დღე), პაციენტებმა სტანდარტულ თერაპიასთან ერთად მიიღეს ეპლერენონი, ან პლაცებო საწყისი დოზით 25 მგ დღეში ერთჯერ და ტიტრირებული სამიზნე დოზამდე 50 მგ დღეში ერთჯერ 4 კვირის შემდეგ, თუ შრატში კალიუმი იყო <5.0 მმოლ/ლ. კვლევის დროს პაციენტებმა მიიღეს სტანდარტული მკურნალობა, მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავა (92%), აგფ ინჰიბიტორები (90%), ბეტა ბლოკატორები (83%), ნიტრატები (72%), მარყუჟოვანი დიურეტიკები (66%), ან HMG CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები (60 %).

EPHESUS-ში პირველადი საბოლოო წერილი იყო სიკვდილიანობა ნებისმიერი მიზეზით და კომბინირებული საბოლოო წერტილი იყო სიკვდილი გულ-სისხლძარღვთა მიზეზით, ან ჰოსპიტალიზაცია გულ-სისხლძარღვთა მიზეზით; გარდაიცვალა 14.4% პაციენტი,

რომელიც იღებდა ეპლერენონს და 16.7% პაციენტი, რომელიც იღებდა პლაცებოს (ნებისმიერი მიზეზი), ხოლო პაციეტთა 26.7%, რომლებიც იღებდნენ ეპლერენონს და 30.0%, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს, მიაღწია გულ-სისხლძარღვთა მიზეზით სიკვდილის, ან ჰოსპიტალიზაციის კომბინირებულ საბოლოო წერტილს. ამრიგად, EPHESUS- ში, ეპლერენონმა შეამცირა ნებისმიერი მიზეზით სიკვდილის რისკი 15% -ით (RR 0.85; 95% CI, 0.75-0.96; p= 0.008) პლაცებოსთან შედარებით, პირველ რიგში, გულ-სისხლძარღვთა (CV) სიკვდილიანობის შემცირებით. გულ-სისხლძარღვთა მიზეზით სიკვდილის, ან ჰოსპიტალიზაციის რისკი შემცირდა 13% –ით ეპლერენონის გამოყენებისას (RR 0.87; 95% CI, 0.79-0.95; p= 0.002). რისკის აბსოლუტური შემცირება ნებისმიერი მიზეზით სიკვდილიანობის და გულ-სისხლძარღვთა მიზეზით სიკვდილის/ჰოსპიტალიზაციის საბოლოო წერტილებისათვის იყო 2.3% და 3.3%, შესაბამისად. კლინიკური ეფექტურობა პირველ რიგში გამოვლინდა, როდესაც ეპლერენონით თერაპია დაიწყო <75 წლის ასაკის პაციენტებში. თერაპიის სარგებელი 75 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში გაურკვეველია. NYHA ფუნქციური კლასიფიკაცია გაუმჯობესდა, ან დარჩა სტაბილური პაციენტთა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დიდი ნაწილისათვის, რომლებიც იღებდნენ ეპლერენონს პლაცებოსთან შედარებით. ჰიპერკალემიის შემთხვევები იყო 3.4% ეპლერენონის ჯგუფში, ხოლო პლაცებო ჯგუფში 2.0% (p <0.001). ჰიპოკალემიის სიხშირე იყო 0.5% ეპლერენონის ჯგუფში, პლაცებო ჯგუფთან შედარებით - 1.5% (p <0.001).

არ გამოვლინდა ეპლერონონის თანმიმდევრული ეფექტები გულის რითმზე, QRS ხანგრძლივობაზე, ან PR ან QT ინტერვალზე 147 ნორმალურ სუბიექტში, რომელთაც ჩაუტარდათ ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებების შეფასება ფარმაკოკინეტიკურ კვლევებში.

EMPHASIS-HF კვლევაში ( ეპლერენონი მსუბუქი პაციენტების ჰოსპიტალიზაციის და გადარჩენის კვლევაში გულის უკმარისობისას) გამოკვლეულ იქნა კლინიკურ შედეგებზე ეპლერენონის გავლენა სტანდარტულ თერაპიაზე დამატებისას პაციენტებში სისტოლური გულის უკმარისობით და მსუბუქი სიმპტომებით (NYHA ფუნქციური კლასი II.).

პაციენტები ჩართულნი იყვნენ კვლევაში იმ შემთხვევაში, თუ ისინი იყვნენ მინიმუმ 55 წლის, ჰქონდათ მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია (LVEF) ≤ 30%, ან LVEF ≤ 35%-ზე QRS-ის ხანგრძლივობის > 130 მწმ-თან ერთად და იყვნენ ჰოსპიტალიზირებულნი გულ-სისხლძარღვთა (CV) მიზეზებით ჩართვამდე 6 თვით ადრე, ან ჰქონდათ B ტიპის ნატრიურეზული პეპტიდის (BNP) პლაზმური დონე მინიმუმ 250 პგ/მლ, ან მამაკაცებში N-ტერმინალური პრო-BNP-ს დონე პლაზმაში მინიმუმ იყო 500 პგ/მლ (750 პგ/მლ ქალბატონებში). ეპლერენონის მიღება დაიწყო დოზით 25 მგ დღეში ერთჯერ და 4 კვირის შემდეგ დოზა გაიზარდა 50 მგ-მდე დღეში ერთჯერ, თუ შრატში კალიუმის დონე იყო <5.0 მმოლ/ლ. ალტერნატიულად, თუ სავარაუდო GFR იყო 30-49 მლ/წთ/1.73 მ2, ეპლერენონით მკურნალობა დაიწყო დოზით 25 მგ ალტერნატიულ დღეებში, და გაიზარდა 25 მგ-მდე დღეში ერთჯერ.

საერთო ჯამში, ეპლერენონით, ან პლაცებოთი მკურნალობისათვის რანდომიზებულ იქნა (ორმაგად ბრმა) 2737 პაციენტი, დიურეტიკებით (85%), აგფ ინჰიბიტორებით (78%), ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერებით (19%), ბეტა ბლოკერებით (87%), ანტითრომბოლიზური საშუალებებით (88%), ლიპიდების შემამცირებელი საშუალებებით (63%) და დიგიტალისის გლიკოზიდებით (27%) საბაზისო თერაპიის ჩათვლით. საშუალო LVEF იყო ~ 26% და საშუალო QRS ხანგრძლივობა იყო 122 მწმ. პაციენტების უმეტესობა (83.4%) წარსულში იყო საავადმყოფოში მოხვედრილი გულ-სისხლძსრღვთა მიზეზებით, რანდომიზაციამდე 6 თვის განმავლობაში, მათგან დაახლოებით 50% გულის უკმარისობის გამო. პაციენტთა დაახლოებით 20% ქონდა იმპლანტირებული დეფიბრილატორები, ან ჩაუტარდათ გულის რესინქრონიზაციის თერაპია.

საწყისი საბოლოო წერტილი, სიკვდილი გულ-სისხლძარღვთა მიზეზით, ან გულის უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციით, გამოვლინდა 249 პაციენტში (18.3%) ეპლერენონის ჯგუფში და 356 პაციენტში (25.9%) პლაცებოს ჯგუფში (RR 0.63, 95% CI, 0.54-0.74; p<0.001). ეპლერენონის მოქმედება საწყისი საბოლოო წერტილის შედეგებზე იყო მსგავსის ყველა წინასწარ განსაზღვურლ ქვეჯგუფში.

მეორადი საბოლოო წერტილი ნებისმიერი მიზეზით სიკვდილიანობისათვის გავლინდა 171 პაციენტში (12.5%) ეპლერენონის ჯგუფში და 213 პაციენტში (15.5%) პლაცებოს ჯგუფში (RR 0.76; 95% CI, 0.62-0.93; p = 0.008). გულ-სისხლძარღვთა მიზეზით სიკვდილიანობის შესახებ იყო ცნობები 147 (10.8%) პაციენტში ეპლერენონის ჯგუფში და 185 (13.5%) პაციენტში პლაცებოს ჯგუფში (RR 0.76; 95% CI, 0.61-0.94; p = 0.01).

კვლევის დროს ჰიპერკალემია (შრატში კალიუმის დონე> 5,5 მმოლ/ლ) აღინიშნა 158 პაციენტში (11.8%) ეპლერენონის ჯგუფში და 96 პაციენტში (7.2%) პლაცებოს ჯგუფში (p <0.001). ჰიპოკალემია, განსაზღვრული, როგორც შრატში კალიუმის დონე <4.0 მმოლ/ლ, სტატისტიკურად იყო შედარებით დაბალი ეპლერენონის გამოყენებისას პლაცებოსთან შედარებით (38.9% ეპლერენონის შემთხვევაში და 48.4% პლაცებოსთან შედარებით p <0.0001).

პედიატრიული პოპულაცია:

ეპლერენონი არ არის შესწავლილი გულის უკმარისობის მქონე პედიატრიულ პაციენტებში.

ჰიპერტენზიის მქონე პედიატრიულ პაციენტთა (ასაკობრივი ჯგუფი 4-დან 17 წლამდე, n = 304) 10-კვირიანი კვლევისას ეპლერენონის იმ დოზებით გამოყენებამ (25 მგ-დან 100 მგ-მდე დღეში), რომლის ზეგავლენა იყო ისეთივე, რაც ზრდასრულებში, ეფექტურად არ შეამცირა არტერიული წნევა. ამ კვლევაში და პედიატრიული უსაფრთხოების ერთწლიან კვლევაში 149 პაციენტის მონაწილეობით, უსაფრთხოების პროფილი მსგავსი იყო ზრდასრულებისა. ეპლერენონი არ არის შესწავლილი ჰიპერტენზიის მქონე 4 წლამდე ასაკის პაციენტებში, რადგან შედარებით მეტი ასაკის პედიატრიული პაციენტების კვლევამ აჩვენა ეფექტურობის ნაკლებობა (იხ. ნაწილი 4.2).

პედიატრიულ პაციენტებში ჰორმონალური სტატუსის რაიმე (გრძელვადიანი) ეფექტი არ არის შესწავლილი.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

ეპლერენონის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არ არის ცნობილი. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 2 საათის შემდეგ. როგორც პლაზმის პიკური დონე (Cmax), ისე ფართობი მრუდის ქვეშ (AUC) არის დოზის პროპორციული 10-100 მგ დოზისათვის და ნაკლებად პროპორციული 100 მგ-ზე მეტი დოზებისათვის. სტაბილური მდგომარეობა მიიღწევა 2 დღეში. აბსორბციაზე გავლენას არ ახდენს საკვების მიღება.

განაწილება

ეპლერენონის პლაზმის ცილებთან შეკავშირება დაახლოებით 50%-ს შეადგენს და ძირითადად უკავშირდება ალფა 1-მჟავა გლიკოპროტეინებს. განაწილების აშკარა მოცულობა სტაბილურ მდგომარეობაში ფასდება 50 (± 7) ლ-ით. ეპლერენონი უპირატესად არ უკავშირდება სისხლის წითელ უჯრედებს.

ბიოტრანსფორმაცია

ეპლერენონის მეტაბოლიზმი ძირითადად ხდება CYP3A4-ის მეშვეობით. ადამიანის პლაზმაში არ გამოვლენილა ეპლერენონის აქტიური მეტაბოლიტები.

გამოყოფა

ეპლერენონის დოზის 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით და ფეკალიებით. რადიაქტიურად მონიშნული პრეპარატის ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ, დოზის დაახლოებით 32% გამოიყო განავლით და დაახლოებით 67% გამოიყო შარდით. ეპლერენონის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით შეადგენს 3-5 საათს. პლაზმის თვალსაჩინო კლირენსი არის დაახლოებით 10 ლ/სთ.

განსაკუთრებული პოპულაციები

ასაკი, სქესი და რასა: ეპლერენონის ფარმაკოკინეტიკა 100 მგ დოზით დღეში ერთხელ შესწავლილ იქნა ხანდაზმულებში (≥65 წელი), მამაკაცებში და ქალებში, და შავკანიანებში. ეპლერენონის ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა მამაკაცებსა და ქალებს შორის. სტაბილურ მდგომარეობაში ხანდაზმულ პაციენტებში აღინიშნა Cmax-ის ზრდა (22%) და AUC-ს ზრდა (45%) ახალგაზრდებთან შედარებით (18-დან 45 წლამდე). სტაბილურ მდგომარეობაში, Cmax იყო 19%-ით დაბალი და AUC იყო 26%-ით დაბალი შავკანიანებში (იხ. ნაწილი 4.2.)

პედიატრიული პოპულაცია: ეპლერენონის კონცენტრაციების პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური მოდელის ორი კვლევიდან, რომლებშიც მონაწილეობდა 4-16 წლის ასაკის ჰიპერტენზიის მქონე 51 პედიატრიული პაციენტი, დაადგინა, რომ პაციენტის სხეულის მასას ჰქონდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ეპლერენონის განაწილების მოცულობაზე, მაგრამ არა მის კლირენსიზე. უფრო მძიმე პედიატრიულ პაციენტში ეპლერენონის განაწილების მოცულობა და პიკური ზემოქმედება ივარაუდება, რომ მსგავსია იმავე სხეულის მასის მქონე ზრდასრულებში; 45 კგ-ზე ნაკლები მასის მქონე პაციენტში, განაწილების მოცულობა დაახლოებით 40%-ით დაბალია, ხოლო პიკური ექსპოზიცია სავარაუდოდ უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივ ზრდასრულებში. ეპლერენონით მკურნალობა დაიწყო 25 მგ დღეში ერთჯერ მიღებით პედიატრიულ პაციენტებში და გაიზარდა 25 მგ-მდე დღეში ორჯერ 2 კვირის შემდეგ და საბოლოოდ

50მგ-მდე დღეში ორჯერ კლინიკური ჩვენების შემთხვევაში. ამ დოზების მიღებისას, ეპლერენონის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია პედიატრიულ სუბიექტებში მნიშვნელოვნად არ აღემატებოდა ზრდასრულების კონცენცენტრაციას 50 მგ-ის დღეში ერთხელ მიღებისას.

თირკმლის უკმარისობა: ეპლერენონის ფარმაკოკინეტიკა შეფასდა თირკმლის უკმარისობის სხვადასხვა ხარისხის მქონე პაციენტებში და პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ ჰემოდიალიზი. საკონტროლო სუბიექტებთან შედარებით, სტაბილურ მდომარეობაში AUC და Cmax გაიზარდა 38% და 24%, შესაბამისად, თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში და შემცირდა 26% და 3%, შესაბამისად, პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ ჰემოდიალიზი. არ გამოვლინდა კორელაცია ეპლერენონის პლაზმური კლირენსსა და კრეატინინის კლირენსს შორის. ეპლერენონი არ გამოიდევნება ჰემოდიალიზით (იხ. ნაწილი 4.4.).

ღვიძლის უკმარისობა: 400 მგ ეპლერენონის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილ იქნა ღვიძლის ზომიერი (Chil-Pugh Class B) უკმარისობის მქონე პაციენტებში და შედარდა ნორმალურ სუბიექტებს. სტაბილურ მდგომარეობაში ეპლერენონის Cmax და AUC გაიზარდა 3.6%-ით და 42%-ით, შესაბამისად (იხ. ნაწილი 4.2). იქიდან გამომდინარე, რომ ეპლერენონის გამოყენება არ არის შესწავლილი ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, ეპლერენონის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია ამ პაციენტთა ჯგუფში (იხ. ნაწილი 4.3).

გულის უკმარისობა: 50 მგ ეპლერენონის ფარმაკოკინეტიკა შეფასდა გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში (NYHA კლასიფიკაცია II-IV). ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით, რომელთა შერჩევა მოხდა ასაკის, წონისა და სქესის მიხედვით, გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში სტაბილურ მდგომარეობაში AUC და Cmax იყო 38%-ით და 30%-ით უფრო მაღალი, შესაბამისად. ამ შედეგების შესაბამისად, ეპლერენონის პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზი, რომელიც ეფუძნება EPHESUS პაციენტთა ქვეჯგუფს, მიუთითებს იმაზე, რომ ეპლერენონის კლირენსი გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში მსგავსი იყო ჯანმრთელი ხანდაზმული პაციენტებისა.

კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები

უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, გენოტოქსიკურობის, კანცეროგენობის პოტენციალის და რეპროდუქციული ტოქსიკურობის პრეკლინიკურმა კვლევაბმა არ გამოავლინა განსაკუთებული საფრთხე ადამიანებისათვის.

განმეორებითი დოზირების ტოქსიკურობის კვლევებში, ვირთაგვებსა და ძაღლებში, გამოვლინდა პროსტატის ატროფია კლინიკური ექსპოზიციის დონეებზე შედარებით მაღალი ესქპოზიციის დონეების გამოყენებისას. ამ შედეგების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ნონპრესი, 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ნონპრესი, 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ეპლერენონი

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული გამოყენების ინსტრუქცია, რადგან იგი მოიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას

შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია. თქვენ შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მოცემული პრეპარატი თქვენ გამოგიწერეს, არ გადასცეთ იგი სხვებს. პრეპარატმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენი სიმპტომები მსგავსია.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც შესაძლოა არ იყოს აღწერილი მოცემულ ფურცელში. იხ. პუნქტი 4.

ინსტრუქციის შინაარსი:

  • რა არის ნონპრესი და რისთვის გამოიყენება.
  • რა უნდა იცოდეთ ნონპრესის მიღების დაწყებამდე.
  • როგორ მივიღოთ ნონპრესი.
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები.
  • როგორ შევინახოთ ნონპრესი.
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.
  • რა არის ნონპრესი და რისთვის გამოიყენება

ნონპრესი განეკუთვნება იმ სამკურნალო საშუალებათა ჯგუფს, რომლებიც ალდოსტერონების სელექციურ ბლოკატორებად არიან ცნობილი. აღნიშნული ბლოკატორები ახდენენ ორგანიზმში გამომუშავებული ალდოსტერონის მოქმედების ინჰიბირებას, რომელიც აკონტროლებს სისხლის წნევასა და გულის ფუნქციას. ალდოსტერონის დონის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ცვლილებები ორგანიზმში, რომელიც შესაძლოა გახდეს გულის უკმარისობის მიზეზი.

ნონპრესი გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ, მდგომარეობის გაუარესების პრევენციისთვის და ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობის შესამცირებლად, თუ თქვენ:

  • უკანასკნელ პერიოდში გქონდათ გულის შეტევა, სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ, ან
  • გაქვთ მდგრადი, მსუბუქი სიმპტომები მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა.
  • რა უნდა იცოდეთ ნონპრესის მიღების დაწყებამდე

არ მიიღოთ ნონპრესი:

თუ ხართ ალერგიული ეპლერენონის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (რომლებიც აღწერილია პუნქტში 6).

თუ გაქვთ კალიუმის მაღალი დონე სისხლში (ჰიპერკალემია);

თუ იღებთ იმ ჯგუფის პრეპარატებს, რომლებიც გეხმარებიან სხეულის სითხეების ჭარბად გამოყოფაში (კალიუმის დამზოგველი დიურეტიკები) ან “მარილის ტაბლეტებს” (კალიუმის დანამატებს).

თუ გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადებები.

თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადებები.

თუ იღებთ პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ (კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი).

თუ იღებთ ანტივირუსულ პრეპარატებს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირსუსის (აივ) სამკურნალოდ (ნელფინავირი ან რიტონავირი).

თუ იღებთ ანტიბიოტიკებს, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ (კლარიტრომიცინი ან ტელითრომიცინი).

თუ თქვენ იღებთ ნეფაზოდონს დეპრესიის სამკურნალოდ.

თუ იღებთ პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება გულის გარკვეული მდგომარეობების ან ჰიპერტენზიის სამკურნალოდ (ე.წ. ანგიოტენზინის გარდამქმნელი ენზიმის (აგე) ინჰიბიტორს და ანგიოტენზინის რეცეპტორის ბლოკატორს (არბ) ერთად.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ნონპრესის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის დაავადებები (იხ. ასევე “არ მიიღოთ ნონპრესი”);

თუ იღებთ ლითიუმს (ჩვეულებრივ ინიშნება მანიაკალურ-დეპრესიული აშლილობის სამკურნალოდ, რომელიც ასევე ბიპოლარული აშლილობის სახელით არის ცნობილი).

თუ იღებთ ტაკროლიმუსს ან ციკლოსპორინს (გამოიყენება კანის გარკვეული დაავადებების დროს, როგორიცაა ფსორიაზი ან ეგზემა და ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდგომ გადანერგილი ორგანოს მიუღებლობის პრევენციისთვის).

ბავშვები და მოზარდები

ეპლერენონის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და მოზარდებში არ არის შესწავლილი.

სხვა პრეპარატები და ნონპრესი

შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, უკანასკნელ პერიოდში იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

თქვენ არ უნდა მიიღოთ ნონპრესი შემდეგ პრეპარატებთან ერთად (იხ. პუნქტი “არ მიიღოთ ნონპრესი”):

იტრაკონაზოლი ან კეტოკონაზოლი (რომლებიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ), რიტონავირი, ნელფინავირი (ანტივირუსული პრეპარატები აივ სამკურნალოდ), კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ) ან ნეფაზოდონი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ), რადგან ეს პრეპარატები ამცირებენ ნონპრესის დაშლის პროცესს, რითაც ახანგრძლივებენ ორგანიზმზე მისი მოქმედების ეფექტს.

კალიუმის დამზოგველი დიურეზულები (პრეპარატები, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან სითხეების ჭარბად გამოყოფას) და კალიუმის დანამატები (“მარილის ტაბლეტები”), რადგან ეს პრეპარატები ზრდიან სისხლში კალიუმის დონის მომატების რისკს.

ანგიოტენზინის გარდამქმნელი ენზიმის ინჰიბიტორები და ანგიოტენზინის რეცეპტორის ბლოკატორები ერთად (რომლებიც გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის, გულის დაავადებების ან თირკმელების გარკვეული მდგომარეობების დროს), რადგან მათ შესაძლოა გაზარდონ სისხლში კალიუმის დონის მატების რისკი.

გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს თუ იღებთ ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:

ლითიუმი (ჩვეულებრივ გამოიყენება მანიაკალურ-დეპრესიული აშლილობის დროს, რომელსაც ასევე ბიპოლარულ აშლილობას უწოდებენ). ლითიუმის გამოყენებამ დიურეტიკებთან და ანგიოტენზინის გარდამქმნელი ენზიმის ინჰიბიტორებთან ერთად (რომლებიც გამოიყენება სისხლის მაღალი წნევისა და გულის დაავადებების სამკურნალოდ) აჩვენა სისხლში ლითიუმის დონის ძლიერი მატება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: უმადობა, მხედველობის გაუარესება, დაღლილობა, კუნთების სისუსტე, კუნთების სპაზმი.

ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი (გამოიყენება კანის დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ფსორიაზი ან ეგზემა, ასევე ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდგომ გადანერგილი ორგანოს მიუღებლობის პრევენციისთვის). აღნიშნულ პრეპარატებს შეუძლია თირკმელების პრობლემების და შესაბამისად, სისხლში კალიუმის დონის მატების გამოწვევა.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ – ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებელი, როგორებიცაა იბუპროფენი, რომელიც გამოიყენება ტკივილის შესამცირებლად, რიგიდულობისა და ანთების საწინააღმდეგოდ). ამ პრეპარატებს შეუძლია თირკმლის პრობლემების, და შესაბამისად სისხლში კალიუმის დონის მატების გამოწვევა.

ტრიმეტოპრიმს (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს) ასევე შეუძლია სისხლში კალიუმის დონის მატების გამოწვევა.

ალფა I ბლოკატორებმა, როგორიცაა პრაზოზინი ან ალფუზოზინი (რომლებიც გამოიყენება სისხლის მაღალი წნევისა და პროსტატის გარკვეული დაავადებების დროს) შესაძლოა გამოიწვიონ სისხლის წნევის დაცემა და თავბრუსხვევა წამოდგომის დროს.

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, როგორიცაა ამიტრიპტილინი ან ამოქსაპინი (დეპრესიის სამკურნალოდ), ანტიფსიქოზური საშუალებები (ასევე ცნობილი როგორც ნეიროლეპტიკები), როგორიცაა ქლორპრომაზინი ან ჰალოპერიდოლი (ფსიქიატრიული აშლილობების სამკურნალოდ) ამიფოსტინი (გამოიყენება ქიმიოთერაპიის დროს) და ბაკლოფენი (კუნთების სპაზმის სამკურნალოდ). აღნიშნულმა პრეპარატებმა შესაძლოა გამოიწვიონ სისხლის წნევის დაცემა და თავბრუსხვევა წამოდგომის დროს.

გლუკოკორტიკოიდებმა, როგორიცაა ჰიდროკორტიზონი ან პრედნიზონი (ანთებისა და კანის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ) და ტეტრაკოსაქტიდი (ძირითადად გამოიყენება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის) შესაძლოა შეამცირონ ნონპრესის წნევის დამწევი ეფექტი.

დიგოქსინი (გამოიყენება გულის დაავადებათა სამკურნალოდ). დიგოქსინის ნონპრესთან ერთად გამოყენებისას შესაძლოა გაიზარდოს დიგოქსინის კონცენტრაცია სისხლში.

ვარფარინი (შედედების საწინააღმდეგო პრეპარატი): სიფრთხილეა საჭირო ვარფარინის მიღებისას, რადგან მისმა მაღალმა შემცველობამ სისხლში შესაძლოა გამოიწვიოს ნონპრესის ორგანიზმზე მოქმედების ცვლილებები.

ერითრომიცინი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ), საქვინავირი (ანტივირუსული პრეპარატი აივ სამკურნალოდ), ფლუკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ), ამიოდარონი, დილთიაზემი და ვერაპამილი (გულის პრობლემების და მაღალი წნევის სამკურნალოდ) ამცირებენ ნონპრესის დაშლის პროცესს, რითაც ახანგრძლივებენ ორგანიზმზე მისი მოქმედების ეფექტს.

კრაზანა (მცენარეული სამკურნალო საშუალება), რიფამპიცინი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს), კარბამაზეპინი, ფენიტოინი და ფენობარბიტალი (გამოიყენება, სხვა პრეპარატებთან ერთად, ეპილეფსიის სამკურნალოდ) ზრდიან ნონპრესის დაშლის პროცესს, რითაც ამცირებენ მისი მოქმედების ეფექტს.

ნონპრესის გამოყენება საკვებთან და სასმელებთან ერთად

ნონპრესის მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ისე მის გარეშე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას რჩევისთვის მოცემული პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს ნონპრესის მიღების შედეგები არ არის შესწავლილი. უცნობია გამოიყოფა თუ არა ეპლერენონი დედის რძეში. გადაწყვეტილება ძუძუთი კვების გაგრძელების ან პრეპარატის მიღების შეწყვეტის შესახებ უნდა მიიღოს ექიმმა.

ავტომანქანებისა და სხვა მექანიზმების მართვა

ნონპრესის მიღების შემდეგ თქვენ შესაძლოა იგრძნოთ თავბრუსხვევა, ასეთ შემთხვევაში არ მართოთ ავტომანქანა ან სხვა მექანიზმები.

ნონპრესი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს

თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ რომელიმე შაქრის შეუთავსებლობა, პრეპარატის მიღებამდე რეკომენდაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

ნონპრესი შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს თითოეულ ტაბლეტში 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, რის გამოც შესაძლებელია ვთქვათ, რომ არის პრაქტიკულად “ნატრიუმისგან თავისუფალი”.

  • როგორ მივიღოთ ნონპრესი

პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების ზუსტი დაცვით. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ნონპრესის ტაბლეტების მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ისე უზმოზე. ტაბლეტები გადაყლაპეთ მთლიანად წყლის დიდ რაოდენობასთან ერთად.

ნონპრესი ჩვეულებრივ ინიშნება გულის უკმარისობის სხვა პრეპარატებთან ერთად, მაგ: ბეტა ბლოკატორები. ჩვეული საწყისი დოზა არის ერთი 25 მგ ტაბლეტი დღეში ერთხელ, რომლის მატება ხდება დაახლოებით 4 კვირის შემდეგ 50 მგ-მდე დღეში (ერთი 50 მგ ტაბლეტის ან ორი 25 მგ ტაბლეტის მიღების სახით). პრეპარატის მაქსიმალური დოზა შეადგენს 50 მგ-ს დღეში.

ნონპრესის მიღებამდე უნდა გაიზომოს კალიუმის დონე სისხლში, ასევე მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში და ერთი თვის შემდეგ, ასევე დოზის ცვლილების შემთხვევაში. დოზის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი სისხლში კალიუმის დონის მაჩვენებლის მიხედვით.

თუ თქვენ გაქვთ თირკმელების მსუბუქი სიმძიმის დაავადება, საწყისი დოზა იქნება ერთი 25 მგ ტაბლეტი დღეში ერთხელ, ხოლო თუ გაქვთ თირკმელების საშუალო სიმძიმის დაავადება საწყისი დოზა იქნება ერთი 25 მგ ტაბლეტი ყოველ მეორე დღეს.

აღნიშნული დოზების ცვლილება შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციისა და სისხლში კალიუმის დონის მაჩვენებლის შესაბამისად.

თირკმელების მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში ნონპრესის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

პაციენტებში, რომელთაც აქვთ მსუბუქი ან ზომიერი სიმძიმის ღვიძლის დაავადებები საწყისი დოზის ცვლილება არ არის აუცილებელი.

თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები შესაძლოა მეტი სიხშირით დაგჭირდეთ სისხლის ანალიზის გაკეთება მასში კალიუმის დონის გასაკონტროლებლად. (იხ. ასევე “არ მიიღოთ ნონპრესი”).

ხანდაზმულებისთვის: საწყისი დოზის ცვლილება არ არის აუცილებელი.

ბავშვებისა და მოზარდებისთვის: ნონპრესის მიღება არ არის რეკომენდებული.

თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის ნონპრესი

თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის ნონპრესი დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. თუ მიიღეთ ძალზე დიდი რაოდენობის პრეპარატი, ყველაზე სავარაუდო სიმპტომები იქნება დაბალი წნევა (რასაც ახლავს თავში სიცარიელის შეგრძნება, თავბრუსხვევა, მხედველობის გაუარესება, სისუსტე, გონების მოულოდნელი დაკარგვა) ან ჰიპერკალემია, კალიუმის მაღალი დონე სისხლში (რასაც ახლავს კუნთების სპაზმი, დიარეა, გულისრევა, თავბრუსხვევა ან თავის ტკივილი).

თუ დაგავიწყდათ ნონპრესის მიღება:

თუ უკვე მოახლოებულია შემდეგი ტაბლეტის მიღების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მიიღეთ შემდეგი ტაბლეტი შესაბამის დროს.

სხვა შემთხვევაში მიიღეთ გამოტოვებული დოზა როგორც კი გაგახსენდებათ მის შესახებ, იმ პირობით, თუ შემდეგი ტაბლეტის მიღებამდე 12 საათზე მეტი არის დარჩენილი. ამის შემდეგ დაუბრუნდით პრეპარატის მიღების ჩვეულ რეჟიმს.

არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის ასანაზღაურებლად.

ნონპრესის მიღების შეწყვეტა

მნიშვნელოვანია, რომ ნონპრესის მიღება მოხდეს დანიშნულების მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თქვენი ექიმი გირჩევთ მისი მიღების შეწყვეტას.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად ნონპრესმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტის შემთხვევაში.

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან:

დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას:

სახის, ენის ან ყელის შეშუპება.

ყლაპვის გაძნელება.

ჭინჭრის ციება და სუნთქვის გაძნელება

ესენია ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომები.

სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს:

ზოგადი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 100 პაციენტიდან 1-10 შემთხვევაში)

გულის შეტევა

სისხლში კალიუმის დონის მატება (რომლის სიმპტომებია: კუნთების სპაზმები, დიარეა, გულისრევა, თავბრუსხვევა ან თავის ტკივილი).

თავბრუსხვევა

გონების დაკარგვა

ინფექცია

ხველა

ყაბზობა

სისხლის დაბალი წნევა

დიარეა

გულისრევა

თირკმელების დისფუნქცია

გამონაყარი

ქავილი

კუნთების სპაზმი და ტკივილი

სისხლში შარდოვანას დონის მატება

იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 1000 პაციენტიდან 1-10 შემთხვევაში):

ეოზინოფილია (გარკვეული თეთრი უჯრედების მატება)

დეჰიდრატაცია

ქოლესტერინის ან ტრიგლიცერიდების (ცხიმების) მომატება სისხლში.

ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში

უძილობა (ძილის დარღვევები)

თავის ტკივილი

გულის პრობლემები, მაგ: გულისცემის დარღვევა, გულისცემის აჩქარება და გულის უკმარისობა.

ნაღვლის ბუშტის ანთება

სისხლის დაბალი წნევა, რაც იწვევს თავბრუსხვევას წამოდგომის დროს

ქვედა კიდურების თრომბოზი (შედედებული სისხლი)

ყელის ტკივილი

მეტეორიზმი

ღებინება

ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობა

სისხლში გლუკოზის დონის მატება

შეხების შეგრძნების დაქვეითება

ოფლიანობა

ზურგის ტკივილი

ფეხების სპაზმი

სისუსტე და ზოგადად შეუძლოდ ყოფნა

სისხლში კრეატინინის დონის მატება, რაც შესაძლოა მიუთითებდეს თირკმელების პრობლემების არსებობას.

თირკმელების ანთება.

მკერდის გადიდება მამაკაცებში

სისხლის ანალიზის ზოგიერთი მაჩვენებლის ცვლილებები

  • როგორ შევინახოთ ნონპრესი

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.

ინახება არაუმეტეს 250C.

პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც კოლოფზე და ფირფიტაზეა მითითებული “EXP” ნიშნით. ვარგისობის ვადა გულისხმობს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნაგავში ან გამდინარე წყალში. შეეკითხეთ ფარმაცევტს თუ როგორ გადააგდოთ პრეპარატი, რომელიც აღარ გესაჭიროებათ. აღნიშნული ზომების მიღება დაიცავს გარემოს დაბინძურებისგან.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ნონპრესი

აქტიური ინგრედიენტი არის ეპლერენონი. ნონპრესის თითოეული 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ ეპლერენონს.

აქტიური ინგრედიენტი არის ეპლერენონი. ნონპრესის თითოეული 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ეპლერენონს.

სხვა ინგრედიენტებია: ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის ლაურილ-სულფატი, ტალკი, მაგნიუმის სტერეატი.

გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 400, პოლისორბატი 80 (E433), ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), რკინის წითელი ოქსიდი (E172).

ნონპრესის გარეგანი სახე და შეფუთვის შემადგენლობა

ნონპრესის 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი არის ჩალისფერი, მრგვალი, ორმხრივ-ამოზნექილი, რომლებზეც ერთ მხარეს ამოტვიფრულია “25”.

ნონპრესის 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი წარმოდგენილია 20 ან 30 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით ბლისტერზე (2 ან 3 ბლისტერი 10 ტაბლეტით).

ნონპრესის 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ჩალისფერი, მრგვალი, ორმხრივ-ამოზნექილი, რომლებზეც ერთ მხარეს ამოტვიფრულია “50”.

ნონპრესის 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები წარმოდგენილია 20 ან 30 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით ბლისტერზე (2 ან 3 ბლისტერი 10 ტაბლეტით).

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

ს.ს. ადამედ ფარმა

პიენკოვი, მარიანა ადამკევიჩის ქ. 6ა

05-152 ჩოსნუვი, პოლონეთი

მწარმოებელი

ს.ს. ადამედ ფარმა

მარშალ იუზეფPპილსუდსკის ქ. 5

95-200 პაბიანიცე, პოლონეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა