პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ენდოკრინული თერაპია

ნოვოფენი 20მგ

Novofen 20mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადკვიპროსი
რისთვის გამოიყენება

ნოვოფენი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ტამოქსიფენს. ეს მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება "ანტიესტროგენები". ესტროგენი არის ბუნებრივი ნივთიერება თქვენს ორგანიზმში, რომელიც ცნობილია როგორც "სქესობრივი ჰორმონი". ნოვოფენი მუშაობს ესტროგენის ეფექტების ბლოკირებით. ნოვოფენი გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტამოქსიფენი (tamoxifen)
ფორმა და შეფუთვა
20მგ ტაბლეტი №30
მწარმოებელი
Remedica Ltd, კვიპროსი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ენდოკრინული თერაპია, ანტიესტროგენები
ATC კოდი
L02BA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-042408
რეგისტრირებულია
19 ნოემბერი 2024, მოქმედებს 19 ნოემბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „მერმისი“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებანოვოფენი 20მგ და სხვა წამალი ერთად

ნოვოფენი 20მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ნოვოფენი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ტამოქსიფენს. ეს მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება "ანტიესტროგენები".

ესტროგენი არის ბუნებრივი ნივთიერება თქვენს ორგანიზმში, რომელიც ცნობილია როგორც "სქესობრივი ჰორმონი". ნოვოფენი მუშაობს ესტროგენის ეფექტების ბლოკირებით.

ნოვოფენი გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუს კიბო

ძუძუს კიბოს დროს რეკომენდრბული დოზაა 20 მგ დღეში ან როგორც რეკომენდებულია თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მიერ.

გამყოფი ხაზი არსებობს მხოლოდ იმისთვის, რომ დაგეხმაროთ ტაბლეტის გატეხვაში, თუ გაგიჭირდებათ მისი მთლიანად გადაყლაპვა.

თუ მიიღებთ საჭიროზე მეტ ნოვოფენს

თუ მიიღებთ საჭიროზე მეტ ნოვოფენს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ნოვოფენის მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ დოზა.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა (ორი დოზა ერთდროულად) გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სიფრთხილის ზომები

ნუ მიიღებთ ნოვოფენს, თუ:

ორსულად ხართ ან ეჭვი აგქვთ ორსულობაზე (იხილეთ თავი „ორსულობა“ ქვემოთ).

ალერგიული ხართ ტამოქსიფენის ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 თავში).

წარსულში გქონდათ თრომბი და ექიმმა არ იცოდა, რამ გამოიწვია ისინი.

თქვენს ოჯახში ვინმეს ჰქონდა თრომბი გამოწვეული უცნობი მიზეზით.

ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ოჯახში გავრცელებული დაავადება, რომელიც ზრდის თრომბის წარმოქმნის რისკს.

არ მიიღოთ ნოვოფენი, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გეხებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, ნოვოფენის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ნოვოფენის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

თუ გაქვთ მემკვიდრეობითი კვინკეს შეშუპების ისტორია, რადგან ნოვოფენმა შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს მემკვიდრეობითი კვინკეს შეშუპების სიმპტომები. თუ გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ გაქვთ მენსტრუაციული პერიოდები, ეს შეიძლება შეწყდეს ნოვოფენის მიღებისას.

მკერდის რეკონსტრუქციული დაგვიანებული ოპერაციისას (მკერდის პირველადი ოპერაციიდან კვირეების ან წლების გასვლის შემდეგ, როდესაც თქვენი საკუთარი ქსოვილი გადაადგილდება ახალი მკერდის ჩამოსაყალიბებლად) ნოვოფენმა შეიძლება გაზარდოს თრომბის წარმოქმნის რისკი ქსოვილის ფლაპის მცირე სისხლძარღვებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გართულებები.

განსაკუთრებული სიფრთხილე ნოვოფენის გამოყენებისას:

კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, აღწერილია ნოვოფენის მკურნალობასთან დაკავშირებით. შეწყვიტეთ ნოვოფენის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნევთ რომელიმე სიმპტომს, რომელიც დაკავშირებულია კანის იმ სერიოზულ რეაქციებთან, რომლებიც აღწერილია მე-4 თავში.

ბავშვები

ეს პრეპარატი არ არის განკუთვნილი ბავშვებში.

ოპერაციები

თუ აპირებთ ოპერაციის გაკეთებას (დაგეგმილი ოპერაციის ჩათვლით), აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. მათ შეიძლება შემოგთავაზონ ნოვოფენის მიღების შეწყვეტა მცირე ხნით.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები. ეს მოიცავს მედიკამენტებს, რომლებსაც არასარეცეპტო და მცენარეულ მედიკამენტებს. ამის მიზეზის ის არის, რომ ნოვოფენმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედებაზე და ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ნოვოფენზე.

კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:

მედიკამენტები, როგორიცაა ვარფარინი, რომელიც გამოიყენება თქვენი სისხლის გასათხელებლად. ესენი ცნობილია როგორც "ანტიკოაგულანტები".

პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი (მაგ. ანტიდეპრესანტები).

ბუპროპიონი (ანტიდეპრესანტი ან თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის დამხმარე საშუალება).

ქინიდინი (მაგალითად გამოიყენება გულის არითმიის სამკურნალოდ).

ცინკალეტი/ცინაკალცეტი (პარათირეოიდული ჯირკვლის დარღვევების სამკურნალოდ).

რიფამპიცინი, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის დროს.

მედიკამენტები, რომლებიც ცნობილია როგორც "არომატაზას ინჰიბიტორები", რომლებიც გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ. მათ შორისაა ანასტროზოლი, ლეტროზოლი და ექსმესტანი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებაზე, ეჭვი გაქვთ ორსულობაზე, ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.

ორსულობა

არ მიიღოთ ნოვოფენი, თუ ორსულად ხართ. ამის მიზეზი არის ის, რომ პრეპარატმა შეიძლება გავლენა იქონიოს არდაბადებულ ბავშვზე.

არ დაორსულდეთ ნოვოფენის მიღებისას და მისი მიღების შეწყვეტიდან ცხრა თვის განმავლობაში. ჰკითხეთ თქვენს ექიმს რჩევა იმის შესახებ, თუ რა კონტრაცეპტივი გამოიყენოთ - ნოვოფენი გავლენას ახდენს ზოგიერთი კონტრაცეპტივია მოქმედებაზე.

თუ იღებთ ნოვოფენს და ფიქრობთ, რომ შესაძლოა დაორსულდეთ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

ძუძუთი კვება

ნოვოფენის მიღებამდე მიმართეთ ექიმს, თუ ძუძუთი კვებაზე ხართ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ნოვოფენი არ მოქმედებს ავტომობილის ან მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, დაღლილობა აღინიშნა ტამოქსიფენის გამოყენებისას და სიფრთხილეა საჭირო ავტომობილის მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობისას, სანამ ასეთი სიმპტომები გამოხატულია.

ნოვოფენი შეიცავს ლაქტოზას

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ნოვოფენი შეიცავს ნატრიუმს

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე, ანუ არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალია".

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შეწყვიტეთ ნოვოფენის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ გვერდით მოვლენას – შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო გადაუდებელი მკურნალობა:

თრომბის სიმპტომები. ეს მოიცავს კანჭის ან ფეხის შეშუპებას, გულმკერდის არეში ტკივილს, ქოშინს ან უეცრად სისუსტის შეგრძნებას.

ინსულტის სიმპტომები. ეს მოიცავს სიმპტომების უეცარ დაწყებას: ხელების ან ფეხების სისუსტე, ხელების ან ფეხების გადაადგილების შეუძლებლობა, მეტყველების, სიარულის ან ნივთების დაჭერის ან აზროვნების გაძნელება. ეს სიმპტომები გამოწვეულია თავის ტვინში სისხლის მიწოდების შემცირებით.

სუნთქვის გაძნელება.

ხელების, ფეხების ან ტერფების შეშუპება.

ჭინჭრის ციება (ასევე უწოდებენ "ურტიკარიას").

მოწითალო არაამოწეული, სამიზნის მსგავსი ან წრიული ლაქები სხეულზე, ხშირად ცენტრალური ბუშტუკებით, კანის აქერცვლა, პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, სასქესო ორგანოების და თვალების წყლულები. კანის ამ სერიოზულ გამონაყარს შეიძლება წინ უსწრებდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები [სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი] - ეს გვერდითი მოვლენები იშვიათად ვითარდება

სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება (კვინკეს შეშუპება). ნოვოფენმა შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს მემკვიდრეობითი კვინკეს შეშუპების სიმპტომები.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგან:

უჩვეულო სისხლდენა საშოდან.

საშოდან გამონადენი.

დისკომფორტის შეგრძნება მუცლის ქვედა ნაწილში (მენჯის არეში), როგორიცაა ტკივილი ან წნევა. ეს ეფექტები შეიძლება ნიშნავდეს, რომ მოხდა ცვლილებები თქვენი საშვილოსნოს ლორწოვან გარსში (ენდომეტრიუმი). ზოგჯერ ეს ეფექტები სერიოზულია და შეიძლება დაკავშირებული იყოს კიბოსთან. ისინი შეიძლება განვითარდეს ნოვოფენით მკურნალობის დროს ან მისი დასრულების შემდეგ.

სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები:

ძალიან ხშირი (შეიძლებაგანვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პირში)

გულისრევა.

სითხის შეკავება.

გამონაყარი კანზე.

წამოხურება

დაღლილობა.

დეპრესია.

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პირში)

ანემია (სისხლში პრობლემა, რაც ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ძალიან ცოტა სისხლის წითელი უჯრედები).

მხედველობის ცვლილებები კატარაქტის გამო ან თქვენი თვალის ბადურაში ცვლილებების არსებობის გამო.

ცხიმების გაზრდილი რაოდენობა სისხლში (ვლინდება სისხლის ანალიზით).

ალერგიული რეაქციები.

ფეხის კრუნჩხვა.

ცვლილებები საშვილოსნოში (მათ შორის ცვლილებები მის გარსში და კეთილთვისებიანი წარმონაქმნები).

თავის ტკივილი.

სიმსუბუქის შეგრძნება.

სასქესო ორგანოების ქავილი.

თმის შეთხელება.

ღებინება.

დიარეა.

ყაბზობა.

ღვიძლის ფუნქიური ტესტებში ცვლილებები.

ღვიძლში ცხიმოვანი უჯრედების წარმოქმნა.

კუნთების ტკივილი.

სენსორული ცვლილებები (მათ შორის გემოვნების დარღვევა და დაბუჟება ან ჩხვლეტა კანში).

თრომბის წარმოქმნის გაზრდილი რისკი (მათ შორის თრომბები მცირე სისხლძარღვებში).

არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 პირში)

სისხლის პრობლემები. ამან შეიძლება გაადვილოს სისხლჩაქცევები, განვითარდეს სერიოზული ინფექციები ან იგრძნოთ დაღლილობა ან ქოშინი

მხედველობის ცვლილება და მხედველობის გაძნელება.

პანკრეასის შეშუპება. ამან შეიძლება გამოიწვიოს ზომიერი ან ძლიერი ტკივილი კუჭის არეში.

სისხლში კალციუმის რაოდენობის ცვლილება. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს დისკომფორტის შეგრძნებას, ხშირს ავადობას ან წყურვილის შეგრძნებას. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ მსგავსი რამ განვითარდება, რადგან მან შეიძლება მოითხოვოს სისხლის ანალიზის ჩატარება.

ფილტვების ანთება. სიმპტომები შეიძლება იყოს პნევმონიის მსგავსი (როგორიცაა ქოშინი და ხველა).

ღვიძლის ციროზი (პრობლემები თქვენს ღვიძლში).

იშვიათი (შეიძლებაგანვითარდეს 1000-დან 1 პირში)

სისხლში მძიმე პრობლემები. ამან შეიძლება გაგიადვილოთ სისხლჩაქცევები, განვიტარდეს სერიოზული ინფექციები ან იგრძნოთ დაღლილობა ან ქოშინი

თვალის რქოვანასთან დაკავშირებული ცვლილებები

ნერვთან ასოცირებული პრობლემები, რომელიც აკავშირებს თქვენს ბადურას ტვინთან.

მხედველობის ნერვის შეშუპება.

ზოგჯერ აღინიშნებოდა ღვიძლის უფრო მძიმე დაავადებები, რის გამოც ზოგიერთი პაციენტი დაიღუპა. ღვიძლის ეს დაავადებები მოიცავს ღვიძლის ანთებას, ღვიძლის ციროზს, ღვიძლის უჯრედების დაზიანებას, ნაღვლის წარმოქმნის შემცირებას და ღვიძლის უკმარისობას. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ზოგადად ცუდად ყოფნას, სიყვითლეს ან შეიძლება არ იყოს გამოხატული სიყვითლე (კანისა და თვალების გაყვითლება).

სისხლძარღვების დაზიანება, რაც იწვევს წითელ ან მეწამულ წერტილებს კანზე.

კანის მძიმე დარღვევა. სიმპტომები მოიცავს სიწითლეს, ბუშტუკებს და აქერცვლას.

უჯრედები, რომლებიც, როგორც წესი, გვხვდება მხოლოდ საშვილოსნოს შრეში, გვხვდება სხეულის სხვა ადგილებში, საკვერცხეებში კისტები და კიბო (მისი ნიშნები მოცემულია ზემოთ).

არასიმსივნური მასა საშოს შიდა შრეში (ე.წ. ვაგინალური პოლიპი).

მკურნალობის დასაწყისში შეიძლება მოხდეს თქვენი ძუძუს კიბოს სიმპტომების გაუარესება, როგორიცაა ტკივილის მომატება და/ან დაზიანებული ქსოვილის ზომის ზრდა (ცნობილია როგორც სიმსივნის გამწვავება).

ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-მდე პირში)

კანის ანთება, რომელსაც ახასიათებს გამონაყარი ან ერითემა, ძალიან ხშირად სინათლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადგილებში (მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება კანის წითელი მგლურა).

კანის მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს კანის ბუშტუკები სინათლის ზემოქმედების ადგილებში, ეს გამოწვეულია უჯრედული პიგმენტების სპეციალური ჯგუფის (ე.წ. პორფირინების) ღვიძლში გამომუშავების გაზრდით.

ადრე დასხივებული არის რეაქცია - კანზე გამონაყარი, რომელიც მოიცავს სიწითლეს, შეშუპებას და/ან კანზე ბუშტუკების წარმოქმნას სხივური თერაპიის მიღების შემდეგ.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების პირდაპირ, ეროვნული მოხსენების სისტემის მეშვეობით (იხილეთ დეტალები ქვემოთ). გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.

კვიპროსი

ფარმაცევტული მომსახურება

ჯანდაცვის სამინისტრო

CY-1475 ნიქოსია ტელ: +357 22608607

ფაქსი: +357 22608669

ვებგვერდი: www.moh.gov.cy/phs

შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერებაა ტამოქსიფენი.

ნოვოფენი 10 მგ-იანი ტაბლეტები: თითოეული ტაბლეტი შეიცავს ტამოქსიფენის ციტრატს, რომელიც 10 მგ ტამოქსიფენის ეკვივალენტურია.

ნოვოფენის 20 მგ-იანი ტაბლეტები: თითოეული ტაბლეტი შეიცავს ტამოქსიფენის ციტრატს, რომელიც 20 მგ ტამოქსიფენის ეკვივალენტურია.

  • სხვა ინგრედიენტებია: პოვიდონი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), სილიციუმის დიოქსიდის კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.

იხილეთ თავი 2 „ნოვოფენი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს“.

ნოვოფენის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

ნოვოფენი 10 მგ-იანი ტაბლეტები: თეთრი, მრგვალი, ბრტყელი, დაყოფილი ტაბლეტები.

ნოვოფენი 20 მგ-იანი ტაბლეტები: თეთრი, მრგვალი, ნორმალურად ამოზნექილი, დაყოფილი ტაბლეტები Remedica-ს ლოგოთი ცალ მხარეს.

შეფუთვის ზომები:

მუყაოს კოლოფი შეიცავს 10 ტაბლეტის შემცველ ალუმინის ზოლებს. შეფუთვის მოცულობა მოიცავს 30 ან 1000 ტაბლეტს.

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე ან კოლოფზე "ვადის გასვლა". ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი ინახება 25oC-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით პრეპარატი სინათლისა და ტენიანობისგან.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

შეფუთვის ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისთვის

ნოვოფენი 10 მგ, ტაბლეტები

ნოვოფენი 20 მგ, ტაბლეტები

ტამოქსიფენი

ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია მთლიანად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

ეს პრეპარატი მხოლოდ თქვენ დაგინიშნეს. ნუ გადასცემთ მას სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს სხვა პირებს, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.

თუ გაგივითარდათ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ თავი 4.

რას მოიცავს ეს ინსტრუქცია

  • რა არის ნოვოფენი და რისთვის გამოიყენება ის
  • რა უნდა იცოდეთ ნოვოფენის მიღებამდე
  • როგორ მიიღება ნოვოფენი
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ ინახება ნოვოფენი
  • შეფუთვის შეცველობა და სხვა ინფორმაცია

რა არის ნოვოფენი და რისთვის გამოიყენება ის

ნოვოფენი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ტამოქსიფენს. ეს მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება "ანტიესტროგენები".

ესტროგენი არის ბუნებრივი ნივთიერება თქვენს ორგანიზმში, რომელიც ცნობილია როგორც "სქესობრივი ჰორმონი". ნოვოფენი მუშაობს ესტროგენის ეფექტების ბლოკირებით.

ნოვოფენი გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ.

რა უნდა იცოდეთ ნოვოფენის მიღებამდე

ნუ მიიღებთ ნოვოფენს, თუ:

ორსულად ხართ ან ეჭვი აგქვთ ორსულობაზე (იხილეთ თავი „ორსულობა“ ქვემოთ).

ალერგიული ხართ ტამოქსიფენის ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 თავში).

წარსულში გქონდათ თრომბი და ექიმმა არ იცოდა, რამ გამოიწვია ისინი.

თქვენს ოჯახში ვინმეს ჰქონდა თრომბი გამოწვეული უცნობი მიზეზით.

ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ოჯახში გავრცელებული დაავადება, რომელიც ზრდის თრომბის წარმოქმნის რისკს.

არ მიიღოთ ნოვოფენი, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გეხებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, ნოვოფენის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ნოვოფენის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

თუ გაქვთ მემკვიდრეობითი კვინკეს შეშუპების ისტორია, რადგან ნოვოფენმა შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს მემკვიდრეობითი კვინკეს შეშუპების სიმპტომები. თუ გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ გაქვთ მენსტრუაციული პერიოდები, ეს შეიძლება შეწყდეს ნოვოფენის მიღებისას.

მკერდის რეკონსტრუქციული დაგვიანებული ოპერაციისას (მკერდის პირველადი ოპერაციიდან კვირეების ან წლების გასვლის შემდეგ, როდესაც თქვენი საკუთარი ქსოვილი გადაადგილდება ახალი მკერდის ჩამოსაყალიბებლად) ნოვოფენმა შეიძლება გაზარდოს თრომბის წარმოქმნის რისკი ქსოვილის ფლაპის მცირე სისხლძარღვებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გართულებები.

განსაკუთრებული სიფრთხილე ნოვოფენის გამოყენებისას:

კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, აღწერილია ნოვოფენის მკურნალობასთან დაკავშირებით. შეწყვიტეთ ნოვოფენის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნევთ რომელიმე სიმპტომს, რომელიც დაკავშირებულია კანის იმ სერიოზულ რეაქციებთან, რომლებიც აღწერილია მე-4 თავში.

ბავშვები

ეს პრეპარატი არ არის განკუთვნილი ბავშვებში.

ოპერაციები

თუ აპირებთ ოპერაციის გაკეთებას (დაგეგმილი ოპერაციის ჩათვლით), აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. მათ შეიძლება შემოგთავაზონ ნოვოფენის მიღების შეწყვეტა მცირე ხნით.

სხვა მედიკამენტები და ნოვოფენი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები. ეს მოიცავს მედიკამენტებს, რომლებსაც არასარეცეპტო და მცენარეულ მედიკამენტებს. ამის მიზეზის ის არის, რომ ნოვოფენმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედებაზე და ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ნოვოფენზე.

კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:

მედიკამენტები, როგორიცაა ვარფარინი, რომელიც გამოიყენება თქვენი სისხლის გასათხელებლად. ესენი ცნობილია როგორც "ანტიკოაგულანტები".

პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი (მაგ. ანტიდეპრესანტები).

ბუპროპიონი (ანტიდეპრესანტი ან თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის დამხმარე საშუალება).

ქინიდინი (მაგალითად გამოიყენება გულის არითმიის სამკურნალოდ).

ცინკალეტი/ცინაკალცეტი (პარათირეოიდული ჯირკვლის დარღვევების სამკურნალოდ).

რიფამპიცინი, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის დროს.

მედიკამენტები, რომლებიც ცნობილია როგორც "არომატაზას ინჰიბიტორები", რომლებიც გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ. მათ შორისაა ანასტროზოლი, ლეტროზოლი და ექსმესტანი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებაზე, ეჭვი გაქვთ ორსულობაზე, ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.

ორსულობა

არ მიიღოთ ნოვოფენი, თუ ორსულად ხართ. ამის მიზეზი არის ის, რომ პრეპარატმა შეიძლება გავლენა იქონიოს არდაბადებულ ბავშვზე.

არ დაორსულდეთ ნოვოფენის მიღებისას და მისი მიღების შეწყვეტიდან ცხრა თვის განმავლობაში. ჰკითხეთ თქვენს ექიმს რჩევა იმის შესახებ, თუ რა კონტრაცეპტივი გამოიყენოთ - ნოვოფენი გავლენას ახდენს ზოგიერთი კონტრაცეპტივია მოქმედებაზე.

თუ იღებთ ნოვოფენს და ფიქრობთ, რომ შესაძლოა დაორსულდეთ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

ძუძუთი კვება

ნოვოფენის მიღებამდე მიმართეთ ექიმს, თუ ძუძუთი კვებაზე ხართ.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

ნოვოფენი არ მოქმედებს ავტომობილის ან მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, დაღლილობა აღინიშნა ტამოქსიფენის გამოყენებისას და სიფრთხილეა საჭირო ავტომობილის მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობისას, სანამ ასეთი სიმპტომები გამოხატულია.

ნოვოფენი შეიცავს ლაქტოზას

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ნოვოფენი შეიცავს ნატრიუმს

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე, ანუ არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალია".

როგორ მიიღება ნოვოფენი

ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუს კიბო

ძუძუს კიბოს დროს რეკომენდრბული დოზაა 20 მგ დღეში ან როგორც რეკომენდებულია თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მიერ.

გამყოფი ხაზი არსებობს მხოლოდ იმისთვის, რომ დაგეხმაროთ ტაბლეტის გატეხვაში, თუ გაგიჭირდებათ მისი მთლიანად გადაყლაპვა.

თუ მიიღებთ საჭიროზე მეტ ნოვოფენს

თუ მიიღებთ საჭიროზე მეტ ნოვოფენს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ნოვოფენის მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ დოზა.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა (ორი დოზა ერთდროულად) გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შეწყვიტეთ ნოვოფენის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ გვერდით მოვლენას – შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო გადაუდებელი მკურნალობა:

თრომბის სიმპტომები. ეს მოიცავს კანჭის ან ფეხის შეშუპებას, გულმკერდის არეში ტკივილს, ქოშინს ან უეცრად სისუსტის შეგრძნებას.

ინსულტის სიმპტომები. ეს მოიცავს სიმპტომების უეცარ დაწყებას: ხელების ან ფეხების სისუსტე, ხელების ან ფეხების გადაადგილების შეუძლებლობა, მეტყველების, სიარულის ან ნივთების დაჭერის ან აზროვნების გაძნელება. ეს სიმპტომები გამოწვეულია თავის ტვინში სისხლის მიწოდების შემცირებით.

სუნთქვის გაძნელება.

ხელების, ფეხების ან ტერფების შეშუპება.

ჭინჭრის ციება (ასევე უწოდებენ "ურტიკარიას").

მოწითალო არაამოწეული, სამიზნის მსგავსი ან წრიული ლაქები სხეულზე, ხშირად ცენტრალური ბუშტუკებით, კანის აქერცვლა, პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, სასქესო ორგანოების და თვალების წყლულები. კანის ამ სერიოზულ გამონაყარს შეიძლება წინ უსწრებდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები [სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი] - ეს გვერდითი მოვლენები იშვიათად ვითარდება

სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება (კვინკეს შეშუპება). ნოვოფენმა შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს მემკვიდრეობითი კვინკეს შეშუპების სიმპტომები.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგან:

უჩვეულო სისხლდენა საშოდან.

საშოდან გამონადენი.

დისკომფორტის შეგრძნება მუცლის ქვედა ნაწილში (მენჯის არეში), როგორიცაა ტკივილი ან წნევა. ეს ეფექტები შეიძლება ნიშნავდეს, რომ მოხდა ცვლილებები თქვენი საშვილოსნოს ლორწოვან გარსში (ენდომეტრიუმი). ზოგჯერ ეს ეფექტები სერიოზულია და შეიძლება დაკავშირებული იყოს კიბოსთან. ისინი შეიძლება განვითარდეს ნოვოფენით მკურნალობის დროს ან მისი დასრულების შემდეგ.

სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები:

ძალიან ხშირი (შეიძლებაგანვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პირში)

გულისრევა.

სითხის შეკავება.

გამონაყარი კანზე.

წამოხურება

დაღლილობა.

დეპრესია.

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პირში)

ანემია (სისხლში პრობლემა, რაც ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ძალიან ცოტა სისხლის წითელი უჯრედები).

მხედველობის ცვლილებები კატარაქტის გამო ან თქვენი თვალის ბადურაში ცვლილებების არსებობის გამო.

ცხიმების გაზრდილი რაოდენობა სისხლში (ვლინდება სისხლის ანალიზით).

ალერგიული რეაქციები.

ფეხის კრუნჩხვა.

ცვლილებები საშვილოსნოში (მათ შორის ცვლილებები მის გარსში და კეთილთვისებიანი წარმონაქმნები).

თავის ტკივილი.

სიმსუბუქის შეგრძნება.

სასქესო ორგანოების ქავილი.

თმის შეთხელება.

ღებინება.

დიარეა.

ყაბზობა.

ღვიძლის ფუნქიური ტესტებში ცვლილებები.

ღვიძლში ცხიმოვანი უჯრედების წარმოქმნა.

კუნთების ტკივილი.

სენსორული ცვლილებები (მათ შორის გემოვნების დარღვევა და დაბუჟება ან ჩხვლეტა კანში).

თრომბის წარმოქმნის გაზრდილი რისკი (მათ შორის თრომბები მცირე სისხლძარღვებში).

არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 პირში)

სისხლის პრობლემები. ამან შეიძლება გაადვილოს სისხლჩაქცევები, განვითარდეს სერიოზული ინფექციები ან იგრძნოთ დაღლილობა ან ქოშინი

მხედველობის ცვლილება და მხედველობის გაძნელება.

პანკრეასის შეშუპება. ამან შეიძლება გამოიწვიოს ზომიერი ან ძლიერი ტკივილი კუჭის არეში.

სისხლში კალციუმის რაოდენობის ცვლილება. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს დისკომფორტის შეგრძნებას, ხშირს ავადობას ან წყურვილის შეგრძნებას. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ მსგავსი რამ განვითარდება, რადგან მან შეიძლება მოითხოვოს სისხლის ანალიზის ჩატარება.

ფილტვების ანთება. სიმპტომები შეიძლება იყოს პნევმონიის მსგავსი (როგორიცაა ქოშინი და ხველა).

ღვიძლის ციროზი (პრობლემები თქვენს ღვიძლში).

იშვიათი (შეიძლებაგანვითარდეს 1000-დან 1 პირში)

სისხლში მძიმე პრობლემები. ამან შეიძლება გაგიადვილოთ სისხლჩაქცევები, განვიტარდეს სერიოზული ინფექციები ან იგრძნოთ დაღლილობა ან ქოშინი

თვალის რქოვანასთან დაკავშირებული ცვლილებები

ნერვთან ასოცირებული პრობლემები, რომელიც აკავშირებს თქვენს ბადურას ტვინთან.

მხედველობის ნერვის შეშუპება.

ზოგჯერ აღინიშნებოდა ღვიძლის უფრო მძიმე დაავადებები, რის გამოც ზოგიერთი პაციენტი დაიღუპა. ღვიძლის ეს დაავადებები მოიცავს ღვიძლის ანთებას, ღვიძლის ციროზს, ღვიძლის უჯრედების დაზიანებას, ნაღვლის წარმოქმნის შემცირებას და ღვიძლის უკმარისობას. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ზოგადად ცუდად ყოფნას, სიყვითლეს ან შეიძლება არ იყოს გამოხატული სიყვითლე (კანისა და თვალების გაყვითლება).

სისხლძარღვების დაზიანება, რაც იწვევს წითელ ან მეწამულ წერტილებს კანზე.

კანის მძიმე დარღვევა. სიმპტომები მოიცავს სიწითლეს, ბუშტუკებს და აქერცვლას.

უჯრედები, რომლებიც, როგორც წესი, გვხვდება მხოლოდ საშვილოსნოს შრეში, გვხვდება სხეულის სხვა ადგილებში, საკვერცხეებში კისტები და კიბო (მისი ნიშნები მოცემულია ზემოთ).

არასიმსივნური მასა საშოს შიდა შრეში (ე.წ. ვაგინალური პოლიპი).

მკურნალობის დასაწყისში შეიძლება მოხდეს თქვენი ძუძუს კიბოს სიმპტომების გაუარესება, როგორიცაა ტკივილის მომატება და/ან დაზიანებული ქსოვილის ზომის ზრდა (ცნობილია როგორც სიმსივნის გამწვავება).

ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-მდე პირში)

კანის ანთება, რომელსაც ახასიათებს გამონაყარი ან ერითემა, ძალიან ხშირად სინათლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადგილებში (მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება კანის წითელი მგლურა).

კანის მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს კანის ბუშტუკები სინათლის ზემოქმედების ადგილებში, ეს გამოწვეულია უჯრედული პიგმენტების სპეციალური ჯგუფის (ე.წ. პორფირინების) ღვიძლში გამომუშავების გაზრდით.

ადრე დასხივებული არის რეაქცია - კანზე გამონაყარი, რომელიც მოიცავს სიწითლეს, შეშუპებას და/ან კანზე ბუშტუკების წარმოქმნას სხივური თერაპიის მიღების შემდეგ.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების პირდაპირ, ეროვნული მოხსენების სისტემის მეშვეობით (იხილეთ დეტალები ქვემოთ). გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.

კვიპროსი

ფარმაცევტული მომსახურება

ჯანდაცვის სამინისტრო

CY-1475 ნიქოსია ტელ: +357 22608607

ფაქსი: +357 22608669

ვებგვერდი: www.moh.gov.cy/phs

როგორ ინახება ნოვოფენი

შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე ან კოლოფზე "ვადის გასვლა". ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი ინახება 25oC-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით პრეპარატი სინათლისა და ტენიანობისგან.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ნოვოფენი

  • აქტიური ნივთიერებაა ტამოქსიფენი.

ნოვოფენი 10 მგ-იანი ტაბლეტები: თითოეული ტაბლეტი შეიცავს ტამოქსიფენის ციტრატს, რომელიც 10 მგ ტამოქსიფენის ეკვივალენტურია.

ნოვოფენის 20 მგ-იანი ტაბლეტები: თითოეული ტაბლეტი შეიცავს ტამოქსიფენის ციტრატს, რომელიც 20 მგ ტამოქსიფენის ეკვივალენტურია.

  • სხვა ინგრედიენტებია: პოვიდონი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), სილიციუმის დიოქსიდის კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.

იხილეთ თავი 2 „ნოვოფენი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს“.

ნოვოფენის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

ნოვოფენი 10 მგ-იანი ტაბლეტები: თეთრი, მრგვალი, ბრტყელი, დაყოფილი ტაბლეტები.

ნოვოფენი 20 მგ-იანი ტაბლეტები: თეთრი, მრგვალი, ნორმალურად ამოზნექილი, დაყოფილი ტაბლეტები Remedica-ს ლოგოთი ცალ მხარეს.

შეფუთვის ზომები:

მუყაოს კოლოფი შეიცავს 10 ტაბლეტის შემცველ ალუმინის ზოლებს. შეფუთვის მოცულობა მოიცავს 30 ან 1000 ტაბლეტს.

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

შპს „Remedica“

Aharnon Str., Limassol Industrial Estate,

3056 ლიმასოლი, კვიპროსი

ამ ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღი: 08/2023

მხოლოდ შიდა გამოყენებისთვის: cy-pl-novofen-tabs-a5

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა