ნოვოსევენი® არის სისხლის კოაგულაციის ფაქტორი. ის წარმოქმნის სისხლის შენადედს სისხლდენის უბანზე მაშინ, როცა არ მუშაობს ორგანიზმის საკუთარი შედედების ფაქტორები. ნოვოსევენი® გამოიყენება სისხლდენის მკურნალობისთვის და ჭარბი სისხლდენის პროფილაქტიკისთვის ქირურგიული ოპერაციების ან სხვა მნიშვნელოვანი პროცედურების დროს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- eptacog alfa
- ფორმა და შეფუთვა
- 1მგ (50 KIU) ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 1მლ გამხსნელი (1.55მგ/მლ 1მლ ჰისტიდინის ხსნარი) წინასწარ შევსებული შპრიცი №1
- მწარმოებელი
- Novo Nordisk A/S, დანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიჰემორაგიული საშუალებები, სისხლის კოაგულაციის ფაქტორები
- ATC კოდი
- B02BD08
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-035659
- რეგისტრირებულია
- 24 ივნისი 2022, მოქმედებს 24 ივნისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Novo Nordisk A/S (დანია)
- განმცხადებელი
- შპს „კვადრიუმ ფარმჰაუსი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ნოვოსევენი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ნოვოსევენი® არის სისხლის კოაგულაციის ფაქტორი. ის წარმოქმნის სისხლის შენადედს სისხლდენის უბანზე მაშინ, როცა არ მუშაობს ორგანიზმის საკუთარი შედედების ფაქტორები.
ნოვოსევენი® გამოიყენება სისხლდენის მკურნალობისთვის და ჭარბი სისხლდენის პროფილაქტიკისთვის ქირურგიული ოპერაციების ან სხვა მნიშვნელოვანი პროცედურების დროს. ნოვოსევენით® ადრეული მკურნალობა ამცირებს სისხლდენის რაოდენობას და ხანგრძლივობას. ის მოქმედებს ყველა სახის სისხლდენაზე, მათ შორის სახსრებიდან სისხლდენაზე. იგი ამცირებს ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას და სამსახურსა და სკოლაში გაცდენილი დღეების რაოდენობას.
იგი გამოიყენება ადამიანების განსაზღვრულ ჯგუფებში:
თანდაყოლილი ჰემოფილიის მქონე პაციენტებში, რომლებიც ჩვეულებრივ არ რეაგირებენ VIII ან IX ფაქტორებით მკურნალობაზე;
შეძენილი ჰემოფილიის მქონე პაციენტებში;
VII ფაქტორის დეფიციტის მქონე პაციენტებში;
გლანცმანის თრომბასთენიის (სისხლდენითი დარღვევა) მქონე პაციენტებში, როდესაც ეფექტურად ვერ ხდება მკურნალობა თრომბოციტების გადასხმით, ან თუ თრომბოციტები არ არის ხელმისაწვდომი.
ნოვოსევენი® ასევე შეიძლება დაგინიშნოთ ექიმმა მშობიარობის შემდეგ ძლიერი სისხლდენის სამკურნალოდ, მაშინაც კი, თუ თქვენ არ გაქვთ სისხლდენის დარღვევა.
მიღების წესი და დოზირება
ნოვოსევენის® ფხვნილი უნდა გაზავდეს საკუთარი გამხსნელით და ინექციის შეყვანა მოხდეს ვენაში. დეტალური ინსტრუქციები იხილეთ ფურცლის მეორე მხარეს.
როდესაც იტარებთ თვითმკურნალობას
სისხლდენის მკურნალობა უნდა დაიწყოთ რაც შეიძლება მალე, იდეალურ შემთხვევაში, 2 საათის განმავლობაში.
მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის სისხლდენისას, მკურნალობა უნდა დაიწყოთ რაც შეიძლება მალე, საუკეთესო შემთხვევაში, სახლში.
მწვავე სისხლდენის დროს უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს. როგორც წესი, მძიმე სისხლდენების მკურნალობა ტარდება საავადმყოფოში და თქვენ შეგიძლიათ ნოვოსევენის® პირველი დოზის მიღება გზაში საავადმყოფოში მისვლამდე.
არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა 24 საათზე მეტი დროის გასვლის შემდეგ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ნოვოსევენის® ყოველი გამოყენებისას, რაც შეიძლება მალე აცნობეთ ამის თაობაზე თქვენს ექიმს ან საავდამყოფოს.
თუ სისხლდენის კონტროლი ვერ მოხდება 24 საათის განმავლობაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. როგორც წესი, დაგჭირდებათ ჰოსპიტალური თერაპია.
დოზა
პირველი დოზა კეთდება სისხლდენის დაწყებიდან მალევე. ჰკითხეთ თქვენს ექიმს, თუ როდის და რამდენი ხნის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ ინექციები.
დოზა განისაზღვრება ექიმის მიერ, სხეულის წონის, სისხლდენის მდგომარეობის ან სახეობის მიხედვით.
საუკეთესო შედეგების მისაღწევად მკაცრად დაიცავით დანიშნული დოზა. ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა.
თუ გაქვთ ჰემოფილია
ჩვეულებრივი დოზა არის 90 მიკროგრამი თქვენს ყოველ 1 კილოგრამ წონაზე; ინექციის გამეორება შეგიძლიათ ყოველ 2-3 საათში სისხლდენის კონტროლის მიღწევამდე.
ექიმმა შეიძლება მოგცეთ ერთჯერადად ყოველ 1 კგ სხეულის წონაზე 270 მიკროგრამი დოზის გამოყენების რეკომენდაცია. არ არსებობს კლინიკური გამოცდილება აღნიშნული ერთჯერადი დოზის 65 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებში გამოყენების შესახებ.
თუ გაქვთ VII ფაქტორის დეფიციტი
ჩვეულებრივი დოზირების დიაპაზონია 15-30 მიკროგრამი ყოველ 1 კილოგრამ სხეულის წონაზე ყოველი ინექციისთვის.
თუ გაქვთ გლანცმანის თრომბასთენია
ჩვეულებრივი დოზა არის 90 მიკროგრამი (დიაპაზონი 80-120 მიკროგრამი) ყოველ 1 კილოგრამ სხეულის წონაზე, ყოველი ინექციისთვის.
თუ გაიკეთებთ ნოვოსევენის® ინექციას დანიშნულზე მეტი რაოდენობით
დანიშნულზე მეტი ნოვოსევენის® ინექციის გაკეთების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დამხმარებას.
თუ დაგავიწყდათ ნოვოსევენის® ინექციის გაკეთება
თუ დაგავიწყდათ ინექციის გაკეთება, ან თუ გსურთ მკურნალობის შეწყვეტა, ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია ეპტაკოგ ალფას (ნოვოსევენის® აქტიური ნაერთი) ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი მოცემულია პარაგრაფში 6).
თუ გაქვთ ალერგია თაგვის, ზაზუნის ან ძროხის ცილებზე (როგორიცაა ძროხის რძე).
თუ რომელიმე ეს გაფრთხილება გეხებათ თქვენ, არ გამოიყენოთ ნოვოსევენი®. მიმართეთ თქვენს ექიმს.
სიფრთხილის ზომები
წინასწარ შევსებული შპრიცი დამზადებულია შუშისგან და შეესაბამება სტანდარტულ ლუერის ჩამკეტიან კონექტორებს. ზოგიერთი უნემსო კონექტორი შიდა საჩხვლეტით არ შეესაბამება წინასწარ შევსებულ შპრიცს. მსგავსი შეუსაბამობა ხელს უშლის პრეპარატის შეყვანას და/ან გამოიწვევს უნემსო კონექტორების დაზიანებას.
დაიცავით უნემსო კონექტორის გამოყენების ინსტრუქციები. უნემსო კონექტორით შეყვანა შეიძლება საჭიროებდეს განზავებული ხსნარის გადმოღებას სტანდარტულ 10მლ სტერილურ ლუერის ჩამკეტიან პლასტმასის შპრიცში. ამის გაკეთება უნდა მოხდეს J საფეხურის შემდეგ.
განზავებული ხსნარის ინიექცია
ნოვოსევენი® უკვე მზადაა ვენაში შესაყვანად.
განზავებული ხნსარის ინიექცია უნდა გაკეთდეს ექიმის ან ექთნის მითითებების მიხედვით.
ინიექცია კეთდება ნელა 2-5 წუთის განმავლობაში.
ხსნარის ინექცია კეთდება ცენტრალური ვენური მოწყობილობით (CVAD), როგორიცაა ცენტრალური ვენური კათეტერი ან კანქვეშა პორტი:
გამოიყენეთ სუფთა, ასეპტიკური (ბაქტერიების გარეშე) ტექნიკა. დაიცავით კონექტორის და CVAD-ის სათანადო გამოყენების ინსტრუქციები, თქვენს ექიმთან და ექთანთან კონსულტაციის შედეგად.
CVAD-ში ინიექცია შეიძლება საჭიროებდეს სტერილური 10 მლ პლასტმასის შპრიცის გამოყენებას, განზავებული ხსნარის ამოსაღებად.
თუ CVAD ხაზი საჭიროებს გამორეცხვას ნოვოსევენის® ინექციამდე ან ინექციის შემდეგ, გამოიყენეთ ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ საინექციო ხსნარი.
უტილიზაცია
ინიექციის შემდეგ, უსაფრთხოდ მოახდინეთ შპრიცის საინფუზიო ნაკრებით, ფლაკონის ფლაკონის ადაპტერით, ნოვოსევენის® გამოუყენებელი ან ნარჩენი მასალების უტილიზაცია თქვენი ექიმის ან ექთნის ინსტრუქციის შესაბამისად.
არ გადაყაროთ საყოფაცხოვრებო ნაგავში.
\s
გადაგდებამდე არ დაშალოთ მოწყობილობა.
დაუშვებელია მოწყობილობის ხელახლა გამოყენება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
არ გამოიყენოთ ნოვოსევენი® პროთრომბინის კომპლექსის კონცენტრატებთან ან rFXIII-სთან ერთად. თუ იღებთ VIII ან IX ფაქტორის პროდუქტებს, ნოვოსევენის® გამოყენების წინ მიმართეთ თქვენს ექიმს.
ნოვოსევენის® გამოყენების გამოცდილება ანტიფიბრინოლიზურ პრეპარატებთან (როგორიცაა ამინოკაპროის მჟავა ან ტრანექსამის მჟავა) ერთად, რომლებიც ასევე გამოიყენება სისხლდენის კონტროლისთვის, მცირეა. ამ პრეპარატებთან ერთად ნოვოსევენის® გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ნოვოსევენის® გამოყენების წინ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე ნოვოსევენის® ზემოქმედების შესახებ კვლევები ჩატარებული არ არის. მიუხედავად ამისა, არ არსებობს სამედიცინო საფუძველი ვიფიქროთ, რომ ის გავლენას მოახდენს აღნიშნულ უნარზე.
ნოვოსევენი® შეიცავს ნატრიუმს
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ინექციაზე, ანუ არსებითად "არ შეიცავს ნატრიუმს".
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ნოვოსევენმაც® შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
სერიოზული გვერდითი მოვლენები
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1 მკურნალობის ეპიზოდში)
ალერგიული, მომატებული მგრძნობელობის ან ანაფილაქსური რეაქციები. ნიშნები შეიძლება მოცავდეს კანისმიერ გამონაყარს, ქავილს, ალებს და ჭინჭრის ციებას; ქოშინს ან სუნთქვის გაძნელებას; გონების დაკარგვის შეგრძნებას ან თავბრუსხვევას; და ტუჩების ან ყელის ან ინექციის ადგილის მწვავე შეშუპებას.
სისხლის შენადედები გულის არტერიებში (რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა ან სტენოკარდია), თავის ტვინში (რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი) ან ნაწლავებსა და თირკმელებში. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს მწვავე ტკივილს გულის არეში, სუნთქვის უკმარისობას, დაბნეულობას, მეტყველების ან მოძრაობის გაძნელებას (დამბლას) ან მუცლის ტკივილს.
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 მკურნალობის ეპიზოდში)
სისხლის შენადედები ფილტვების, ფეხების, ღვიძლის, თირკმელების ან ინექციის ადგილის ვენებში. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს სუნთქვის გაძნელებას, ფეხების მიდამოში სიწითლეს და მტკივნეულ შეშუპებას და მუცლის ტკივილს.
ეფექტის ნაკლებობა ან მკურნალობაზე პასუხის შემცირება.
თუ შენიშნავთ რომელიმე სერიოზულ გვერდით მოვლენას, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარება. აცნობეთ მათ, რომ იღებთ ნოვოსევენს®.
შეახსენეთ თქვენს ექიმს, თუ ანამნეზში გაქვთ ალერგიული რეაქციები, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ უფრო მკაცრი მონიტორინგი. სისხლის შენადედების წარმოქმნის უმრავლეს შემთხვევაში, პაციენტები მიდრეკილნი იყვნენ სისხლის შედედების მიმართ.
სხვა იშვიათი გვერდითი მოვლენები
(შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1 მკურნალობის ეპიზოდში)
გულისრევა (შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება);
თავის ტკივილი;
ცვლილებები ღვიძლის და სისხლის ზოგიერთ ანალიზში.
სხვა არახშირი გვერდითი მოვლენები
(შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 მკურნალობის ეპიზოდში)
კანის ალერგიული რეაქციები, მათ შორის გამონაყარი, ქავილი და ჭინჭრის ციება.
ცხელება.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
ჭარბი დოზა
ნოვოსევენის® დოზა-შეზღუდული ტოქსიკურობა კლინიკურ კვლევებში შესწავლილი არ არის.
ჭარბი დოზირების ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა 16 წლის ჰემოფილიით დაავადებულ პაციენტებში. დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული ერთადერთი გართულება იყო არტერიული წნევის მცირე გარდამავალი მომატება 16 წლის პაციენტში, რომელმაც 24 მგ rFVIIa მიიღო 5.5 მგ-ის ნაცვლად.
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის დაფიქსირებული შეძენილი ჰემოფილიის და გლანცმანის თრომბასთენიის მქონე პაციენტებში.
VII ფაქტორის დეფიციტის მქონე პაციენტებში, რომლებთანაც rFVIIa-ის რეკომენდებული დოზაა 15-30 µგ/კგ, დოზის გადაჭარბების ერთი ეპიზოდი თრომბულ მოვლენასთან (ოქციპიტალური ინსულტი) იყო დაკავშირებული ხანდაზმულ (>80 წლის) პაციენტ მამაკაცში, რომელსაც რეკომენდებულზე 10-20-ჯერ მაღალი დოზა გაუკეთდა. გარდა ამისა, ნოვოსევენის® და FVII-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების განვითარება უკავშირდებოდა დოზის გადაჭარბებას VII ფაქტორის დეფიციტის მქონე ერთ პაციენტში.
დაუშვებელია დოზირების სქემის მიზანმიმართული გადაჭარბება რეკომენდებულ დოზებზე, ვინაიდან ინფორმაცია შესაძლო დამატებითი რისკის შესახებ არ არსებობს.
შემადგენლობა
შეფუთვა შეიცავს:
1 ფლაკონს ნოვოსევენის® ფხვნილით;
1 ფლაკონის ადაპტერს;
1 წინასწარ შევსებულ შპრიცს გამხსნელით,
1 დგუშის ღერძს (მოთავსებულია შპრიცის ქვეშ)
\s\s
\s
\s
მოამზადეთ ფლაკონი და შპრიცი
აიღეთ ნოვოსევენის® საჭირო რაოდენობის შეფუთვა.
შეამოწმეთ ვარგისიანობის ვადა.
შეამოწმეთ შეფუთვაზე დატანილი დასახელება, დოზა და ფერი, იმისათვის რომ დარწმუნდეთ რომ იგი შეიცავს სწორ პროდუქტს.
დაიბანეთ ხელები და შეიშრეთ სუფთა პირსახოცით ან საშრობზე.
ამოიღეთ შეფუთვიდან ფლაკონი, ფლაკონის ადაპტერი და წინასწარ შევსებული შრიცი. დატოვეთ კოლოფშიდა არ შეეხოთ დგუის ღერძს.
ფლაკონები და წინასწარ შევსებული შპრიცი გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე (არაუმეტეს 37°C-ზე). ამის გაკეთება შეიძლება მათი ხელებში დაჭერით, ვიდრე არ შეათბობთ ხელის ტემპერატურამდე.
არ გამოიყენოთ ფლაკონის და წინასწარ შევსებული შპრიცის გასათბობად სხვა საშუალება.
\s
მოხსენით პლასტმასის თავსახური ფლაკონს. თუ პლასტმასის თავსახური მოშვებულია ან აკლია, არ გამოიყენოთ ფლაკონი.
გაწმინდეთ რეზინის ხუფები სტერილური სპირტიანი ტამპონით და გამოყენებამდე დააცადეთ გაშრობა რამოდენიმე წამით, რათა დარწმუნდეთ, რომ მაქსიმალურად დაცულია ბაქტერიებისგან.
არ შეეხოთ რეზინის თავსახურს თითებით, რადგან შეიძლება ამან გამოიწვიოთ მისი დაბინძურება.
\s
მიამაგრეთ ფლაკონის ადაპტერი
მოხსენით ფლაკონის ადაპტერს დამცავი ფურცელი.
თუ დამცავი ფურცელი ბოლომდე არ არის დალუქული ან დარღვეულია მისი მთლიანობა, არ გამოიყენოთ ფლაკონის ადაპტერი.
არ მოხსნათ ფლაკონის ადაპტერს დამცავი თავსახური თითებით. თუ შეეხებით ფლაკონის ადაპტერის საჩხვლეტს, შესაძლებელია გამოიწვიოთ მისი დაბიძნურება თითების მეშვეობით.
\s
მოათავსეთ ფლაკონი ბრტყელ და მყარ ზედაპირზე.
მოატრიალეთ დამცავი თავსახური და ჩამოაცვით ფლაკონის ადაპეტრი ფლაკონს.
როგორც კი ერთხელ მოარგებთ, აღარ მოხსნათ ფლაკონს ფლაკონის ადაპტერი.
\s
ცერა და საჩვენებელი თითით მსუბუქად დააჭირეთ დამცავ თავსახურს, როგორც ნაჩვენებია.
ოხსენით დამცავი თავსახური ფლაკონის ადაპტერს.
არ ამოწიოთ ფლაკონის ადაპტერი ფლაკონიდან დამცავი თავსახურის მოხსნისას.
\s
მოარგეთ დგუშის ღერძი და შპრიცი
მოკიდეთ ხელი დგუშის ღერძს ფართოპირიან ბოლოზე და გამოიღეთ მუყაოს კოლოფიდან. არ შეეხოთ დგუშის ღერძის გვერდებს ან ხრახნს. თუ შეეხებით გვერდებს ან ხრახნს, შესაძლებელია გამოიწვიოთ მისი დაბინძურება თითებით.
დაუყოვნებლივ მიამაგრეთ დგუშის ღერძი შპრიცს საათის ისრის მიმართულებით მიტრიალებით დგუშში წინასწარ შევსებული შპრიცის შიგნით, სანამ მყარად არ მოერგება.
\s
მოხსენით შპრიცის თავსახური წინასწარ შევსებული შპრიციდან მისი დაბლა დახრით, სანამ პერფორაცია არ გატყდება.
არ შეეხოთ შპრიცის წვერს შპრიცის თავსახურის ქვეშ. თუ შეეხებით შპრიცის წვერს, შესაძლებელია გამოიწვიოთ მისი დაბინძურება.
თუ შპრიცის თავსახური მოხსნილია ან არ აქვს, არ გამოიყენოთ წინასწარ შევსებული შპრიცი.
\s
საიმედოდ მოუჭირეთ წინასწარ შევსებული შპრიცი ფლაკონის ადაპტერს, სანამ მყარად არ მოერგება.
\s
განაზავეთ ფხვნილი გამხსნელით
წინასწარ შევსებული შპრიცი დაიჭირეთ ოდნავ დახრილად, ისე რომ ფლაკონი ქვემოთ იყოს მიმართული
მიაწექით დგუშის ღერძს გამხსნელის მთლიანად ფლაკონში შესაყვანად.
\s
დგუშის ღერძი გააჩერეთ ჩაწეულ მდგომარეობაში და ფლაკონი ფრთხილად ატრიალეთ, სანამ ფხვნილი სრულად არ გაიხსნება.
დაუშვებელია ფლაკონის შენჯღრევა, რადგან გამოიწვევს აქაფებას.
შეამოწმეთ განზავებული ხსნარი. ის უნდა იყოს უფერო. ხილული ნაწილაკების ან გაუფერულების შემთხვევაში არ გამოიყენოთ ის. გამოიყენეთ ახალი შეფუთვა.
\s
განზავებული ნოვოსევენი® გამოიყენება მომზადებისთანავე, ინფექციების თავიდან ასაცილებლად.
თუ მისი გამოყენება ვერ ხერხდება მაშინვე, იხ. პარაგრაფი 5 ნოვოსევენის® შენახვის წესი მოცემული ფურცელი-ჩანართის მეორე გვერდზე.
არ შეინახოთ განზავებული ხსნარი ექიმთან ან ექთანთან კონსულტაციის გარეშე.
(I)
თუ თქვენი დოზა საჭიროებს ერთზე მეტი ფლაკონის გამოყენებას, გაიმეორეთ საფეხურები A-დან J-მდე დამატებითი ფლაკონების, ფლაკონების ადაპტერების და წინასწარ შევსებული შპრიცების გამოყენებით, სანამ არ მიიღებთ სასურველ დოზას.
გეჭიროთ დგუშის ღერძი სრულად ჩაწეულ მდგომარეობაში.
შპრიცი ფლაკონით ამოატრიალეთ თავდაყირა.
შეწყვიტეთ დგუშის ღერძზე მიწოლა და აცადეთ ისევ უკან ამოვიდეს თავისით, სანამ განზავებული ხსნარი ავსებს შპრიცს.
მიაწექით დგუშის ღერძს ოდნავ ქვედა მიმართულებით, განზავებული ხსნარის შპრიცში შესაყვანად.
იმ შემთხვევაში, თუ გჭირდებათ განზავებული ხსნარის მხოლოდ ნაწილი, გამოიყენეთ შპრიცის შკალა, იმისათვის რომ შეამოწმოთ რა რაოდენობის ხსნარი ამოიღეთ, როგორც გირჩიათ თქვენმა ექიმმა ან ექთანმა.
თუ შპრიცში ბევრი ჰაერია, ჰაერი შეიყვანეთ უკან ფლაკონში.
ფლაკონის თავდაყირა დაჭერისას, შპრიცს ოდნავ მიარტყით თითი, რათა ჰაერის ბუშტუკები ზემოთ ამოვიდეს.
მიაწექით დგუშის ღერძს ნელა, ვიდრე საერთოდ არ გაქრება ჰაერის ბუშტუკები.
\s
მოხსენით ფლაკონის ადაპტერი ფლაკონით.
არ შეეხოთ შპრიცის წვერს. თუ შეეხებით შპრიცის წვერს, შეიძლება გამოიწვიოთ მისი დაბიძურება.
\s
ნოვოსევენის® ინექცია წინასწარ შევსებული შპრიცით ინტრავენური (ი.ვ.) კათეტერების უნემსო კონექტორების მეშვეობით
შენახვის პირობები
ეს პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ ფხვნილი და გამხსნელი არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ფხვნილი და გამხსნელი მოარიდეთ სინათლეს.
არ გაყინოთ.
გამოიყენეთ ნოვოსევენი® გამხსნელის და ფხვნილის შერევისთანავე, ინფექციის თავიდან აცილების მიზნით. თუ განზავების შემდეგ შეუძლებელია მყისიერად გამოყენება, მაშინ უნდა შეინახოთ ფლაკონში ფლაკონის ადაპტერით და მიმაგრებული შპრიცით, მაცივარში 2-8°C-ზე არა უმეტეს 24 საათის განმავლობაში. არ გაყინოთ განზავებული ნოვოსევენის® ხსნარი და შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას. არ შეინახოთ ხსნარი თქვენს ექიმთან ან ექთანთან კონსულტაციის გარეშე.
არ გადაყაროთ პრეპარატები საკანალიზაციო ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სისხლის კოაგულაციის ფაქტორები, ათქ კოდი: B02BD08.
მოქმედების მექანიზმი
ნოვოსევენი® შეიცავს აქტივირებულ რეკომბინანტულ კოაგულაციის VII ფაქტორს. მოქმედების მექანიზმი მოიცავს VIIa ფაქტორის დაკავშირებას ღია ქსოვილის ფაქტორთან. ეს კომპლექსი ააქტიურებს IX ფაქტორს IXa ფაქტორის წარმოქმნით და X ფაქტორს - Xa ფაქტორის წარმოქმნით, რაც პროთრომბინის მცირე რაოდენობის თრომბინად საწყის კონვერსიას განაპირობებს. თრომბინი იწვევს დაზიანების უბანში თრომბოციტების და V და VIII ფაქტორების აქტივაციას და ჰემოსტატიკური საცობის წარმოქმნას ფიბრინოგენის ფიბრინად გარდაქმნის საშუალებით. ნოვოსევენის® ფარმაკოლოგიური დოზები დაზიანების უბანში არსებული აქტივირებული თრომბოციტების ზედაპირზე პირდაპირ ააქტიურებს X ფაქტორს, ქსოვილის ფაქტორისგან დამოუკიდებლად. ამის შედეგად პროთრომბინი დიდი რაოდენობით წარმოქმნის თრომბინს, ქსოვილის ფაქტორისგან დამოუკიდებლად. შედეგად პროთრომბინი გარდაიქმნება დიდი რაოდენობის თრომბინად ქსოვილის ფაქტორისგან დამოუკიდებლად.
ფარმაკოდინამიკური მოქმედება
VIIa ფაქტორის ფარმაკოდინამიკური ეფექტი ზრდის Xa ფაქტორის, თრომბინის და ფიბრინის ადგილობრივად წარმოქმნას.
ნოვოსევენის® შეყვანის შემდეგ კოაგულანტის აქტივირების პიკური დრო დაახლოებით შეადგენს 10 წუთს ჯანმრთელ სუბიექტებში და ჰემოფილიის მქონე პაციენტებში.
კოაგულაციური სისტემის სისტემური აქტივირების თეორიული რისკი პაციენტებში, რომლებსაც ფონური დაავადების გამო, სისხლძარღვშიდა დისემინირებული კოაგულაციის მიმართ აქვთ მიდრეკილება, შეუძლებელია სრულად გამოირიცხოს.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
თანდაყოლილი FVII დეფიციტი
ემპირიულ კვლევათა რეესტრში (F7HAEM-3578), რომელიც თანდაყოლილი FVII-ის დეფიციტის მქონე სუბიექტებს მოიცავდა, სისხლდენის საწინააღმდეგო საშუალო დოზა ხანგრძლივი პროფილაქტიკისთვის VII ფაქტორის დეფიციტის და მძიმე კლინიკური ფენოტიპის მქონე 22 პაციენტში (12 წლამდე ასაკის) იყო 30 µგ/კგ (17 – 200 µგ/კგ დიაპაზონში, 10 პაციენტში ყველაზე ხშირად გამოყენებული დოზა იყო 30 µგ/კგ) დოზირების საშუალო სიხშირით – 3 დოზა კვირაში (1-7 დიაპაზონში; ყველაზე ხშირი დოზირება იყოს 3–ჯერ კვირაში ერთხელ 13 პაციენტში).
იმავე რეესტრში 91-დან 3 ქირურგიულ პაციენტში აღინიშნა თრომბოემბოლიური მოვლენები.
გლანცმანის თრომბასთენია
ემპირიულ კვლევათა რეესტრი (F7HAEM-3521) მოიცავდა გლანცმანის თრომბასთენიის მქონე 133 პირს, რომლებსაც მკურნალობდნენ ნოვოსევენით®. სისხლდენის 333 ეპიზოდსათვის საშუალო საინფუზიო დოზა იყო 90 µგ/კგ (28-450 µგ/კგ). ნოვოსევენის® გამოყენება მოხდა 157 ქირურგიული ოპერაციის დროს, საშუალო დოზით 92 µგ/კგ (270 µგ/კგ–მდე). ნოვოსევენით® მონოთერაპია ან კომბინირებული მკურნალობა ანტიფიბრინოლიზურ საშუალებებთან და/ან თრომბოციტებთან ერთად, ეფექტურად ჩაითვალა, თუ სისხლდება შეჩერდა სულ მცირე 6 საათით. ეფექტურობის მაჩვენებელი იყო 81% და 82%, შესაბამისად, თრომბოციტების გადასხმის მიმართ დადებითი ან უარყოფითი რეფრაქტორულობის მქონე პაციენტებში, და 77% და 85%, შესაბამისად, პაციენტებში ტრომბოციტების ანტისხეულებზე დადებითი ან უარყოფითი შედეგებით. დადებითი სტატუსი ნიშნავს ანალიზის სულ მცირე ერთ დადებით შედეგს ნებისმიერი შემოსვლისას.
მშობიარობის შემდგომი რთული სისხლდენა
ნოვოვევენის ეფექტურობა და უსაფრთხოება შეფასდა 84 ქალში მშობიარობის შემდგომი მძიმე სისხლდენით მულტიცენტრულ, ღია ეტიკეტირების კლინიკურ კვლევაში.
პაციენტები რანდომიზირებულნი იყვნენ ან თერაპიაზე 60 მკგ/კგ ნოვოვევენის ერთჯერადი დოზით (სტანდარტულ თერაპიზე დამატებით; N=42) ან რეფერენტულ თერაპიაზე (მხოლოდ სტანდარტული თერაპია; N=42), უტეროტონიკის არაეფექტური პასუხის შემდეგ (სულპროსტონი). მკურნალობის ჯგუფები კარგად იყო დაბალანსებული დემოგრაფიული მახასიათებლებისა და მშობიარობის შემდგომი სისხლდენის მკურნალობის თვალსაზრისით რანდომიზაციამდე. ფიბრინოგენი და ტრანექსამის მჟავა შეადგენდა სტანდარტული თერაპიის ძირითად ნაწილს. ინფორმაცია ფიბრინოგენის/ტრანექსამინის მჟავას გამოყენების შესახებ ხელმისაწვდომი იყო ნოვოსევენის® ჯგუფის პაციენტების დაახლოებით 57%-დან და რეფერენც- ჯგუფის პაციენტების 43%-დან. მათგან ორივე ჯგუფის პაციენტების დაახლოებით 40% იღებდა ფიბრინოგენს და/ან ტრანექსამის მჟავას. სისხლდენა მიჩნეული იყო შეჩერებულად (ანუ სახეზე იყო წარმატებული მკურნალობა), თუ მიღწეული იქნა სავარაუდოდ სისხლის ნაკადის შემცირება 50 მლ-ზე ნაკლებ მოცულობამდე ყოველ 10 წუთზე რანდომიზაციის შემდეგ 30 წუთის განმავლობაში. თუ სისხლდენა იყო უკონტროლო ან რეციდივული, განიხილებოდა ჩარევითი პროცედურები.
პირველადი ანალიზის დროს, უფრო ნაკლებ ქალს ნოვოსევენის® ჯგუფში (21 vs 35) ჩაუტარდა მინიმუმ ერთი ემბოლიზაციის და/ან ლიგაციის პროცედურა რეფერენც-ჯგუფთან შედარებით, რაც მიუთითებს ნოვოსევენის® ჯგუფში რისკის სტატისტიკურად მნიშვნელოვან 40%-იან შემცირებას რეფერენც ჯგუფთან შედარებით (ფარდობითი რისკი=0,60 (95% ნდობის ინტერვალი: 0,43-0,84, p=0,0012)). რეფერენც- ჯგუფში, 42 პაციენტიდან 8-მა მიიღო მოგვიანებით ნოვოსევენი® ჰისტერექტომიის თავიდან აცილების მიზნით, რაც წარმატებული აღმოჩნდა 2 შემთხვევაში.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ჯანმრთელი სუბიექტები
განაწილება, გამოყოფა და ხაზოვანება
FVII-ის შედედების ანალიზის გამოყენებით, rFVIIa-ის ფარმაკოკინეტიკა შეისწავლებოდა 35 ჯანმრთელ, კავკასიელ და იაპონელ სუბიექტებში, მზარდი დოზირებით მიმდინარე კვლევაში. სუბიექტები სქესის და ეთნიკური ჯგუფის მიხედვით ნაწილდებოდნენ და ეძლეოდათ rFVIIa-ის 40, 80 და 160 µგ/კგ დოზები სხეულის წონის ყოველ კგ-ზე (3-3 დოზა) და/ან პლაცებო. ფარმაკოკინეტიკა სქესისა და ეთნიკურ ჯგუფებში ერთნაირი იყო. განაწილების წონასწორული მოცულობის საშუალო მაჩვენებელი 130-დან 165 მლ/კგ-მდე მერყეობდა, კლირენსის საშუალო მაჩვენებელი - 33.3-დან 37.2 მლ/სთ × კგ-მდე.
საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობდა 3,9-დან 6.0 საათამდე.
ფარმაკოკინეტიკურმა პროფილმა დოზის პროპორციულობა უჩვენა.
A და B ჰემოფილია ინჰიბიტორებით
განაწილება, გამოყოფა და ხაზოვნება
FVIIa-ის ანალიზის გამოყენებით, rFVIIa-ის ფარმაკოკინეტიკური თვისებები შეისწავლეს 12 პედიატრიულ (2-12 წლის) და ხუთ მოზრდილ პაციენტში, სისხლდენის გარეშე.
განაწილების საშუალო მოცულობა წონასწორობის მდგომარეობაში იყო 196 მლ/კგ პედიატრიულ პაციენტებში და 159 მლ/კგ მოზრდილებში.
საშუალო კლირენსი დაახლოებითი იყო 50%–ით მაღალი პედიატრიულ პაციენტებში მოზრდილებთან შედარებით (78 vs 53 მლ/სთ x კგ), მაშინ როდესაც ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი ორივე ჯგუფში იყო 2.3 საათი.
კლირენსი კავშირშია ასაკთან, შესაბამისად ახალგაზრდა პაციენტებში კლირენსი შეიძლება 50%–ზე მეტით გაიზარდოს.
დოზების პროპორციულობა ბავშვებში დადგენილია 90-დან 180 µგ/კგ-მდე სხეულის წონაზე გადაანგარიშებით, რაც უფრო დაბალი დოზების მონაცემებს შეესაბამება (17.5 – 70 µგ/კგ rFVIIa).
VII ფაქტორის დეფიციტი
განაწილება და გამოყოფა
rFVIIa-ის 15 და 30 µგ/კგ (სხეულის წონაზე გადაანგარიშებით) ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკამ არ აჩვენა მნიშვნელოვანი სხვაობა ამ ორ დოზას შორის, დოზა-დამოუკიდებელი პარამეტრების მხრივ: განაწილების წონასწორული მოცულობის მაჩვენებელი (280 – 290 მლ/კგ), ნახევარგამოყოფის პერიოდი (2.82 – 3.11 სთ), სხეულის საერთო კლირენსი (70.8 – 79.1 მლ/სთ × კგ), და შეკავების საშუალო დრო (3.75 – 3.80 სთ). In vivo პლაზმის აღდგენის საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 20%-ს შეადგენდა.
გლანცმანის თრომბასთენია
ნოვოსევენის® ფარმაკოკინეტიკა გლანცმანის თრომბასთენიის მქონე პაციენტებში არ შესწავლილა, მაგრამ სავარაუდოდ, A და B ჰემოფილიის მქონე პაციენტების ფარმაკოკინეტიკის მსგავსია.
მშობიარობის შემდგომი რთული სისხლდენა
ნოვოსევენის® ფარმაკოკინეტიკა მშობიარობის შემდგომი რთული სისხლდენის მქონე პაციენტებში არ არის გამოკვლეული.
უსაფრთხოების კლინიკამდელი მონაცემები
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ნოვოსევენი®/NovoSeven®
1 მგ (50 კსე) საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი და გამხსნელი
2 მგ (100 კსე) საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი და გამხსნელი
5 მგ (250 კსე) საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი და გამხსნელი
8 მგ (400 კსე) საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი და გამხსნელი
ეპტაკოგ ალფა / eptacog alfa (აქტივირებული)
ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ მისცეთ იგი სხვა პირებს. ამ პრეპარატმა შეიძლება ავნოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ისეთივე სიმპტომები აქვთ, როგორიც თქვენ.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს. აღნიშნული მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომელიც აღწერილი არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
წინამდებარე ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
რას წარმოადგენს ნოვოსევენი® და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ ნოვოსევენის® გამოყენებამდე
როგორ გამოიყენება ნოვოსევენი®
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ნოვოსევენის® შენახვის წესი
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
მეორე მხარეს: ინსტრუქცია ნოვოსევენის® გამოყენების შესახებ
რას წარმოადგენს ნოვოსევენი® და რისთვის გამოიყენება
ნოვოსევენი® არის სისხლის კოაგულაციის ფაქტორი. ის წარმოქმნის სისხლის შენადედს სისხლდენის უბანზე მაშინ, როცა არ მუშაობს ორგანიზმის საკუთარი შედედების ფაქტორები.
ნოვოსევენი® გამოიყენება სისხლდენის მკურნალობისთვის და ჭარბი სისხლდენის პროფილაქტიკისთვის ქირურგიული ოპერაციების ან სხვა მნიშვნელოვანი პროცედურების დროს. ნოვოსევენით® ადრეული მკურნალობა ამცირებს სისხლდენის რაოდენობას და ხანგრძლივობას. ის მოქმედებს ყველა სახის სისხლდენაზე, მათ შორის სახსრებიდან სისხლდენაზე. იგი ამცირებს ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას და სამსახურსა და სკოლაში გაცდენილი დღეების რაოდენობას.
იგი გამოიყენება ადამიანების განსაზღვრულ ჯგუფებში:
თანდაყოლილი ჰემოფილიის მქონე პაციენტებში, რომლებიც ჩვეულებრივ არ რეაგირებენ VIII ან IX ფაქტორებით მკურნალობაზე;
შეძენილი ჰემოფილიის მქონე პაციენტებში;
VII ფაქტორის დეფიციტის მქონე პაციენტებში;
გლანცმანის თრომბასთენიის (სისხლდენითი დარღვევა) მქონე პაციენტებში, როდესაც ეფექტურად ვერ ხდება მკურნალობა თრომბოციტების გადასხმით, ან თუ თრომბოციტები არ არის ხელმისაწვდომი.
ნოვოსევენი® ასევე შეიძლება დაგინიშნოთ ექიმმა მშობიარობის შემდეგ ძლიერი სისხლდენის სამკურნალოდ, მაშინაც კი, თუ თქვენ არ გაქვთ სისხლდენის დარღვევა.
რა უნდა იცოდეთ ნოვოსევენის® გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ნოვოსევენი®
თუ გაქვთ ალერგია ეპტაკოგ ალფას (ნოვოსევენის® აქტიური ნაერთი) ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი მოცემულია პარაგრაფში 6).
თუ გაქვთ ალერგია თაგვის, ზაზუნის ან ძროხის ცილებზე (როგორიცაა ძროხის რძე).
თუ რომელიმე ეს გაფრთხილება გეხებათ თქვენ, არ გამოიყენოთ ნოვოსევენი®. მიმართეთ თქვენს ექიმს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ნოვოსევენით® მკურნალობის წინ, აუცილებლად უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს:
თუ ცოტა ხნის წინ ჩაგიტარდათ ქირურგიული ოპერაცია;
თუ ცოტა ხნის წინ მიიღეთ ფიზიკური ტრავმა;
თუ გაქვთ დაავადებით გამოწვეული არტერიების შევიწროვება (ათეროსკლეროზი);
თუ გაქვთ სისხლის შენადედების მომატებული რისკი (თრომბოზი);
თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება;
თუ გაქვთ სისხლის სერიოზული ინფექცია.
თუ გაქვთ მიდრეკილება დისემინირებული ინტრავასკულარული კოაგულაციის მიმართ (DIC, მდგომარეობა, როდესაც სისხლის ნაკადში წარმოიქმნება სისხლის კოლტები), აუცილებელია საგულდაგულო მონიტორინგი.
თუ აღგენიშნებათ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, ინექციის გამოყენების წინ მიმართეთ თქვენს ექიმს.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ნოვოსევენი®
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
არ გამოიყენოთ ნოვოსევენი® პროთრომბინის კომპლექსის კონცენტრატებთან ან rFXIII-სთან ერთად. თუ იღებთ VIII ან IX ფაქტორის პროდუქტებს, ნოვოსევენის® გამოყენების წინ მიმართეთ თქვენს ექიმს.
ნოვოსევენის® გამოყენების გამოცდილება ანტიფიბრინოლიზურ პრეპარატებთან (როგორიცაა ამინოკაპროის მჟავა ან ტრანექსამის მჟავა) ერთად, რომლებიც ასევე გამოიყენება სისხლდენის კონტროლისთვის, მცირეა. ამ პრეპარატებთან ერთად ნოვოსევენის® გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილურობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ნოვოსევენის® გამოყენების წინ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება
სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე ნოვოსევენის® ზემოქმედების შესახებ კვლევები ჩატარებული არ არის. მიუხედავად ამისა, არ არსებობს სამედიცინო საფუძველი ვიფიქროთ, რომ ის გავლენას მოახდენს აღნიშნულ უნარზე.
ნოვოსევენი® შეიცავს ნატრიუმს
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ინექციაზე, ანუ არსებითად "არ შეიცავს ნატრიუმს".
- როგორ გამოიყენება ნოვოსევენი®
ნოვოსევენის® ფხვნილი უნდა გაზავდეს საკუთარი გამხსნელით და ინექციის შეყვანა მოხდეს ვენაში. დეტალური ინსტრუქციები იხილეთ ფურცლის მეორე მხარეს.
როდესაც იტარებთ თვითმკურნალობას
სისხლდენის მკურნალობა უნდა დაიწყოთ რაც შეიძლება მალე, იდეალურ შემთხვევაში, 2 საათის განმავლობაში.
მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის სისხლდენისას, მკურნალობა უნდა დაიწყოთ რაც შეიძლება მალე, საუკეთესო შემთხვევაში, სახლში.
მწვავე სისხლდენის დროს უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს. როგორც წესი, მძიმე სისხლდენების მკურნალობა ტარდება საავადმყოფოში და თქვენ შეგიძლიათ ნოვოსევენის® პირველი დოზის მიღება გზაში საავადმყოფოში მისვლამდე.
არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა 24 საათზე მეტი დროის გასვლის შემდეგ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ნოვოსევენის® ყოველი გამოყენებისას, რაც შეიძლება მალე აცნობეთ ამის თაობაზე თქვენს ექიმს ან საავდამყოფოს.
თუ სისხლდენის კონტროლი ვერ მოხდება 24 საათის განმავლობაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. როგორც წესი, დაგჭირდებათ ჰოსპიტალური თერაპია.
დოზა
პირველი დოზა კეთდება სისხლდენის დაწყებიდან მალევე. ჰკითხეთ თქვენს ექიმს, თუ როდის და რამდენი ხნის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ ინექციები.
დოზა განისაზღვრება ექიმის მიერ, სხეულის წონის, სისხლდენის მდგომარეობის ან სახეობის მიხედვით.
საუკეთესო შედეგების მისაღწევად მკაცრად დაიცავით დანიშნული დოზა. ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა.
თუ გაქვთ ჰემოფილია
ჩვეულებრივი დოზა არის 90 მიკროგრამი თქვენს ყოველ 1 კილოგრამ წონაზე; ინექციის გამეორება შეგიძლიათ ყოველ 2-3 საათში სისხლდენის კონტროლის მიღწევამდე.
ექიმმა შეიძლება მოგცეთ ერთჯერადად ყოველ 1 კგ სხეულის წონაზე 270 მიკროგრამი დოზის გამოყენების რეკომენდაცია. არ არსებობს კლინიკური გამოცდილება აღნიშნული ერთჯერადი დოზის 65 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებში გამოყენების შესახებ.
თუ გაქვთ VII ფაქტორის დეფიციტი
ჩვეულებრივი დოზირების დიაპაზონია 15-30 მიკროგრამი ყოველ 1 კილოგრამ სხეულის წონაზე ყოველი ინექციისთვის.
თუ გაქვთ გლანცმანის თრომბასთენია
ჩვეულებრივი დოზა არის 90 მიკროგრამი (დიაპაზონი 80-120 მიკროგრამი) ყოველ 1 კილოგრამ სხეულის წონაზე, ყოველი ინექციისთვის.
თუ გაიკეთებთ ნოვოსევენის® ინექციას დანიშნულზე მეტი რაოდენობით
დანიშნულზე მეტი ნოვოსევენის® ინექციის გაკეთების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დამხმარებას.
თუ დაგავიწყდათ ნოვოსევენის® ინექციის გაკეთება
თუ დაგავიწყდათ ინექციის გაკეთება, ან თუ გსურთ მკურნალობის შეწყვეტა, ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ნოვოსევენმაც® შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
სერიოზული გვერდითი მოვლენები
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1 მკურნალობის ეპიზოდში)
ალერგიული, მომატებული მგრძნობელობის ან ანაფილაქსური რეაქციები. ნიშნები შეიძლება მოცავდეს კანისმიერ გამონაყარს, ქავილს, ალებს და ჭინჭრის ციებას; ქოშინს ან სუნთქვის გაძნელებას; გონების დაკარგვის შეგრძნებას ან თავბრუსხვევას; და ტუჩების ან ყელის ან ინექციის ადგილის მწვავე შეშუპებას.
სისხლის შენადედები გულის არტერიებში (რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა ან სტენოკარდია), თავის ტვინში (რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი) ან ნაწლავებსა და თირკმელებში. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს მწვავე ტკივილს გულის არეში, სუნთქვის უკმარისობას, დაბნეულობას, მეტყველების ან მოძრაობის გაძნელებას (დამბლას) ან მუცლის ტკივილს.
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 მკურნალობის ეპიზოდში)
სისხლის შენადედები ფილტვების, ფეხების, ღვიძლის, თირკმელების ან ინექციის ადგილის ვენებში. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს სუნთქვის გაძნელებას, ფეხების მიდამოში სიწითლეს და მტკივნეულ შეშუპებას და მუცლის ტკივილს.
ეფექტის ნაკლებობა ან მკურნალობაზე პასუხის შემცირება.
თუ შენიშნავთ რომელიმე სერიოზულ გვერდით მოვლენას, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარება. აცნობეთ მათ, რომ იღებთ ნოვოსევენს®.
შეახსენეთ თქვენს ექიმს, თუ ანამნეზში გაქვთ ალერგიული რეაქციები, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ უფრო მკაცრი მონიტორინგი. სისხლის შენადედების წარმოქმნის უმრავლეს შემთხვევაში, პაციენტები მიდრეკილნი იყვნენ სისხლის შედედების მიმართ.
სხვა იშვიათი გვერდითი მოვლენები
(შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1 მკურნალობის ეპიზოდში)
გულისრევა (შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება);
თავის ტკივილი;
ცვლილებები ღვიძლის და სისხლის ზოგიერთ ანალიზში.
სხვა არახშირი გვერდითი მოვლენები
(შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 მკურნალობის ეპიზოდში)
კანის ალერგიული რეაქციები, მათ შორის გამონაყარი, ქავილი და ჭინჭრის ციება.
ცხელება.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
- ნოვოსევენის® შენახვის წესი
ეს პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ ფხვნილი და გამხსნელი არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ფხვნილი და გამხსნელი მოარიდეთ სინათლეს.
არ გაყინოთ.
გამოიყენეთ ნოვოსევენი® გამხსნელის და ფხვნილის შერევისთანავე, ინფექციის თავიდან აცილების მიზნით. თუ განზავების შემდეგ შეუძლებელია მყისიერად გამოყენება, მაშინ უნდა შეინახოთ ფლაკონში ფლაკონის ადაპტერით და მიმაგრებული შპრიცით, მაცივარში 2-8°C-ზე არა უმეტეს 24 საათის განმავლობაში. არ გაყინოთ განზავებული ნოვოსევენის® ხსნარი და შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას. არ შეინახოთ ხსნარი თქვენს ექიმთან ან ექთანთან კონსულტაციის გარეშე.
არ გადაყაროთ პრეპარატები საკანალიზაციო ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ნოვოსევენი®
მოქმედი ნივთიერება არის რეკომბინანტური კოაგულაციის VIIa ფაქტორი (აქტივირებული ეპტაკოგ ალფა).
ფხვნილის სხვა ინგრედიენტებია: ნატრიუმის ქლორიდი, კალციუმის ქლორიდის დიჰიდრატი, გლიცილგლიცინი, პოლისორბატი 80, მანიტოლი, საქაროზა, მეთიონინი, ქლორწყალბადმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი. გამხსნელის ინგრედიენტებია: ჰისტიდინი, ქლორწყალბადმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
ფხვნილი საინექციო ხსნარისთვის შეიცავს: 1 მგ/ფლაკონი (შეესაბამება 50 კსე/ფლაკონს), 2 მგ/ფლაკონი (შეესაბამება 100 კსე/ფლაკონს), 5 მგ/ფლაკონი (შეესაბამება 250 კსე/ფლაკონს), ან 8 მგ/ფლაკონი (შეესაბამება 400 კსე/ფლაკონს),
გახსნის შემდეგ ხსნარის 1 მლ შეიცავს 1 მგ ეპტაკოგ ალფას (აქტივირებული).
1 კსე უდრის 1,000 სე-ს (საერთაშორისო ერთეულს).
ნოვოსევენის® აღწერა და შეფუთვის შემცველობა
ფხვნილის ფლაკონი შეიცავს თეთრი ფერის ფხვნილს და წინასწარ შევსებული შპრიცი შეიცავს სუფთა უფერო ხსნარს. გაზავებული ხსნარი არის უფერო. არ გამოიყენოთ გაზავებული ხსნარი, თუ შენიშნავთ მასში ნაწილაკებს ან თუ ის ამღვრეულია.
ნოვოსევენის® ყოველი შეფუთვა შეიცავს:
1 ფლაკონი თეთრი ფხვნილით საინექციო ხსნარისთვის,
1 ფლაკონის ადაპტერი,
1 წინასწარ შევსებული შპრიცი გამხსნელით განსაზავებლად,
1 დგუშის ღერძი.
შეფუთვის ზომები: 1 მგ (50 კსე), 2 მგ (100 კსე), 5 მგ (250 კსე) და 8 მგ (400 კსე).
გთხოვთ იხილოთ გარეთა შეფუთვა მოცემული შეფუთვის ზომისთვის.
ყველა შეფუთვის ზომა შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი ბაზარზე.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
ნოვო ნორდისკ ა/ს
ნოვო ალე
DK-2880 ბაგსვერდი, დანია
ნოვოსევენი® არის კომპანიის ნოვო ნორდისკ ჰელსქეა აგ-ის, შვეიცარია, კუთვნილი სავაჭრო ნიშანი.
©2022
ნოვო ნორდისკ ა/ს
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
ინსტრუქცია ნოვოსევენის® გამოყენების შესახებ
ნოვოსევენის® გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით მოცემულ ინსტრუქციებს
ნოვოსევენი® წარმოდგენილია ფხვნილის სახით. ინექციამდე (შეყვანამდე) მისი განზავება უნდა მოხდეს შპრიცში მოცემული გამხსნელით. გამხსნელი არის ჰისტიდინის ხსნარი. განზავებული ნოვოსევენის® ინექცია კეთდება ვენაში (ინტრავენური ინექცია). აღნიშნულ შეფუთვაში მოცემული აღჭურვილობა შექმნილია ნოვოსევენის® განზავებისა და ინექციისთვის.
ასევე დაგჭირდებათ საინფუზიო ნაკრები (მილები და პეპელა ნემსი, სტერილური სპირტიანი ტამპონები, სახვევი და პლასტირი). მოცემული აღჭურვილობა არ შედის ნოვოსევენის® შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ აღჭურვილობა ექიმის ან ექთნისგან სათანადო ტრენინგის ჩატარების გარეშე.
ყოველთვის დაიბანეთ ხელები და ეცადეთ მიმდებარე მიდამო იყოს სუფთა.
პრეპარატის მომზადების და პირდაპირ ვენაში შეყვანისას მნიშვნელოვანია სუფთა და ასეპტური (მიკრობების ფარეშე) ტექნიკების გამოყენება. არასათანადო ტექნიკამ შეიძლება გამოიწვიოს დაბინძურება და სისხლის ინფიცირება.
არ გახსნათ აღჭურვილობა, სანამ არ იქნებით მზად მის გამოსაყენებლად.
არ გამოიყენოთ აღჭურვილიბა მისი დავარდნის ან დაზიანების შემთხვევაში. გამოიყენეთ ახალი შეფუთვა.
არ გამოიყენოთ ვადაგასული აღჭურვილობა. სანაცვლოდ გამოიყენეთ ახალი შეფითვა. ვარგისიანობის ვადა მითითებულია „Expiry”-ის შემდეგ გარე შეფუთვაზე, ფლაკონზე, ფლაკონის ადაპტერსა და წინასწარ შევსებულ შპრიცზე.
არ გამოიყენოთ აღჭურვილობა, თუ ეჭვობთ რომ დაბინძურებულია. გამოიყენეთ ახალი შეფუთვა.
არ გადააგდოთ რომელიმე მათგანი, ვიდრე არ მოიხმართ განზავებულ ხსნარს.
აღჭურვილობა გამოიყენება ერთჯერადად.
შემადგენლობა
შეფუთვა შეიცავს:
1 ფლაკონს ნოვოსევენის® ფხვნილით;
1 ფლაკონის ადაპტერს;
1 წინასწარ შევსებულ შპრიცს გამხსნელით,
1 დგუშის ღერძს (მოთავსებულია შპრიცის ქვეშ)
\s\s
\s
\s
მოამზადეთ ფლაკონი და შპრიცი
აიღეთ ნოვოსევენის® საჭირო რაოდენობის შეფუთვა.
შეამოწმეთ ვარგისიანობის ვადა.
შეამოწმეთ შეფუთვაზე დატანილი დასახელება, დოზა და ფერი, იმისათვის რომ დარწმუნდეთ რომ იგი შეიცავს სწორ პროდუქტს.
დაიბანეთ ხელები და შეიშრეთ სუფთა პირსახოცით ან საშრობზე.
ამოიღეთ შეფუთვიდან ფლაკონი, ფლაკონის ადაპტერი და წინასწარ შევსებული შრიცი. დატოვეთ კოლოფშიდა არ შეეხოთ დგუის ღერძს.
ფლაკონები და წინასწარ შევსებული შპრიცი გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე (არაუმეტეს 37°C-ზე). ამის გაკეთება შეიძლება მათი ხელებში დაჭერით, ვიდრე არ შეათბობთ ხელის ტემპერატურამდე.
არ გამოიყენოთ ფლაკონის და წინასწარ შევსებული შპრიცის გასათბობად სხვა საშუალება.
\s
მოხსენით პლასტმასის თავსახური ფლაკონს. თუ პლასტმასის თავსახური მოშვებულია ან აკლია, არ გამოიყენოთ ფლაკონი.
გაწმინდეთ რეზინის ხუფები სტერილური სპირტიანი ტამპონით და გამოყენებამდე დააცადეთ გაშრობა რამოდენიმე წამით, რათა დარწმუნდეთ, რომ მაქსიმალურად დაცულია ბაქტერიებისგან.
არ შეეხოთ რეზინის თავსახურს თითებით, რადგან შეიძლება ამან გამოიწვიოთ მისი დაბინძურება.
\s
მიამაგრეთ ფლაკონის ადაპტერი
მოხსენით ფლაკონის ადაპტერს დამცავი ფურცელი.
თუ დამცავი ფურცელი ბოლომდე არ არის დალუქული ან დარღვეულია მისი მთლიანობა, არ გამოიყენოთ ფლაკონის ადაპტერი.
არ მოხსნათ ფლაკონის ადაპტერს დამცავი თავსახური თითებით. თუ შეეხებით ფლაკონის ადაპტერის საჩხვლეტს, შესაძლებელია გამოიწვიოთ მისი დაბიძნურება თითების მეშვეობით.
\s
მოათავსეთ ფლაკონი ბრტყელ და მყარ ზედაპირზე.
მოატრიალეთ დამცავი თავსახური და ჩამოაცვით ფლაკონის ადაპეტრი ფლაკონს.
როგორც კი ერთხელ მოარგებთ, აღარ მოხსნათ ფლაკონს ფლაკონის ადაპტერი.
\s
ცერა და საჩვენებელი თითით მსუბუქად დააჭირეთ დამცავ თავსახურს, როგორც ნაჩვენებია.
ოხსენით დამცავი თავსახური ფლაკონის ადაპტერს.
არ ამოწიოთ ფლაკონის ადაპტერი ფლაკონიდან დამცავი თავსახურის მოხსნისას.
\s
მოარგეთ დგუშის ღერძი და შპრიცი
მოკიდეთ ხელი დგუშის ღერძს ფართოპირიან ბოლოზე და გამოიღეთ მუყაოს კოლოფიდან. არ შეეხოთ დგუშის ღერძის გვერდებს ან ხრახნს. თუ შეეხებით გვერდებს ან ხრახნს, შესაძლებელია გამოიწვიოთ მისი დაბინძურება თითებით.
დაუყოვნებლივ მიამაგრეთ დგუშის ღერძი შპრიცს საათის ისრის მიმართულებით მიტრიალებით დგუშში წინასწარ შევსებული შპრიცის შიგნით, სანამ მყარად არ მოერგება.
\s
მოხსენით შპრიცის თავსახური წინასწარ შევსებული შპრიციდან მისი დაბლა დახრით, სანამ პერფორაცია არ გატყდება.
არ შეეხოთ შპრიცის წვერს შპრიცის თავსახურის ქვეშ. თუ შეეხებით შპრიცის წვერს, შესაძლებელია გამოიწვიოთ მისი დაბინძურება.
თუ შპრიცის თავსახური მოხსნილია ან არ აქვს, არ გამოიყენოთ წინასწარ შევსებული შპრიცი.
\s
საიმედოდ მოუჭირეთ წინასწარ შევსებული შპრიცი ფლაკონის ადაპტერს, სანამ მყარად არ მოერგება.
\s
განაზავეთ ფხვნილი გამხსნელით
წინასწარ შევსებული შპრიცი დაიჭირეთ ოდნავ დახრილად, ისე რომ ფლაკონი ქვემოთ იყოს მიმართული
მიაწექით დგუშის ღერძს გამხსნელის მთლიანად ფლაკონში შესაყვანად.
\s
დგუშის ღერძი გააჩერეთ ჩაწეულ მდგომარეობაში და ფლაკონი ფრთხილად ატრიალეთ, სანამ ფხვნილი სრულად არ გაიხსნება.
დაუშვებელია ფლაკონის შენჯღრევა, რადგან გამოიწვევს აქაფებას.
შეამოწმეთ განზავებული ხსნარი. ის უნდა იყოს უფერო. ხილული ნაწილაკების ან გაუფერულების შემთხვევაში არ გამოიყენოთ ის. გამოიყენეთ ახალი შეფუთვა.
\s
განზავებული ნოვოსევენი® გამოიყენება მომზადებისთანავე, ინფექციების თავიდან ასაცილებლად.
თუ მისი გამოყენება ვერ ხერხდება მაშინვე, იხ. პარაგრაფი 5 ნოვოსევენის® შენახვის წესი მოცემული ფურცელი-ჩანართის მეორე გვერდზე.
არ შეინახოთ განზავებული ხსნარი ექიმთან ან ექთანთან კონსულტაციის გარეშე.
(I)
თუ თქვენი დოზა საჭიროებს ერთზე მეტი ფლაკონის გამოყენებას, გაიმეორეთ საფეხურები A-დან J-მდე დამატებითი ფლაკონების, ფლაკონების ადაპტერების და წინასწარ შევსებული შპრიცების გამოყენებით, სანამ არ მიიღებთ სასურველ დოზას.
გეჭიროთ დგუშის ღერძი სრულად ჩაწეულ მდგომარეობაში.
შპრიცი ფლაკონით ამოატრიალეთ თავდაყირა.
შეწყვიტეთ დგუშის ღერძზე მიწოლა და აცადეთ ისევ უკან ამოვიდეს თავისით, სანამ განზავებული ხსნარი ავსებს შპრიცს.
მიაწექით დგუშის ღერძს ოდნავ ქვედა მიმართულებით, განზავებული ხსნარის შპრიცში შესაყვანად.
იმ შემთხვევაში, თუ გჭირდებათ განზავებული ხსნარის მხოლოდ ნაწილი, გამოიყენეთ შპრიცის შკალა, იმისათვის რომ შეამოწმოთ რა რაოდენობის ხსნარი ამოიღეთ, როგორც გირჩიათ თქვენმა ექიმმა ან ექთანმა.
თუ შპრიცში ბევრი ჰაერია, ჰაერი შეიყვანეთ უკან ფლაკონში.
ფლაკონის თავდაყირა დაჭერისას, შპრიცს ოდნავ მიარტყით თითი, რათა ჰაერის ბუშტუკები ზემოთ ამოვიდეს.
მიაწექით დგუშის ღერძს ნელა, ვიდრე საერთოდ არ გაქრება ჰაერის ბუშტუკები.
\s
მოხსენით ფლაკონის ადაპტერი ფლაკონით.
არ შეეხოთ შპრიცის წვერს. თუ შეეხებით შპრიცის წვერს, შეიძლება გამოიწვიოთ მისი დაბიძურება.
\s
ნოვოსევენის® ინექცია წინასწარ შევსებული შპრიცით ინტრავენური (ი.ვ.) კათეტერების უნემსო კონექტორების მეშვეობით
გაფრთხილება: წინასწარ შევსებული შპრიცი დამზადებულია შუშისგან და შეესაბამება სტანდარტულ ლუერის ჩამკეტიან კონექტორებს. ზოგიერთი უნემსო კონექტორი შიდა საჩხვლეტით არ შეესაბამება წინასწარ შევსებულ შპრიცს. მსგავსი შეუსაბამობა ხელს უშლის პრეპარატის შეყვანას და/ან გამოიწვევს უნემსო კონექტორების დაზიანებას.
დაიცავით უნემსო კონექტორის გამოყენების ინსტრუქციები. უნემსო კონექტორით შეყვანა შეიძლება საჭიროებდეს განზავებული ხსნარის გადმოღებას სტანდარტულ 10მლ სტერილურ ლუერის ჩამკეტიან პლასტმასის შპრიცში. ამის გაკეთება უნდა მოხდეს J საფეხურის შემდეგ.
განზავებული ხსნარის ინიექცია
ნოვოსევენი® უკვე მზადაა ვენაში შესაყვანად.
განზავებული ხნსარის ინიექცია უნდა გაკეთდეს ექიმის ან ექთნის მითითებების მიხედვით.
ინიექცია კეთდება ნელა 2-5 წუთის განმავლობაში.
ხსნარის ინექცია კეთდება ცენტრალური ვენური მოწყობილობით (CVAD), როგორიცაა ცენტრალური ვენური კათეტერი ან კანქვეშა პორტი:
გამოიყენეთ სუფთა, ასეპტიკური (ბაქტერიების გარეშე) ტექნიკა. დაიცავით კონექტორის და CVAD-ის სათანადო გამოყენების ინსტრუქციები, თქვენს ექიმთან და ექთანთან კონსულტაციის შედეგად.
CVAD-ში ინიექცია შეიძლება საჭიროებდეს სტერილური 10 მლ პლასტმასის შპრიცის გამოყენებას, განზავებული ხსნარის ამოსაღებად.
თუ CVAD ხაზი საჭიროებს გამორეცხვას ნოვოსევენის® ინექციამდე ან ინექციის შემდეგ, გამოიყენეთ ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ საინექციო ხსნარი.
უტილიზაცია
ინიექციის შემდეგ, უსაფრთხოდ მოახდინეთ შპრიცის საინფუზიო ნაკრებით, ფლაკონის ფლაკონის ადაპტერით, ნოვოსევენის® გამოუყენებელი ან ნარჩენი მასალების უტილიზაცია თქვენი ექიმის ან ექთნის ინსტრუქციის შესაბამისად.
არ გადაყაროთ საყოფაცხოვრებო ნაგავში.
\s
გადაგდებამდე არ დაშალოთ მოწყობილობა.
დაუშვებელია მოწყობილობის ხელახლა გამოყენება.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.




